„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (3)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (4)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (5)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-21
ბიუროს ნომერი 201
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
მუხლი1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) 291 მუხლის მე-2 პუნქტი
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო
ტყის
საზღვრებში,
დაცული
ტერიტორიების
საზღვრებში,
სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებისა)
უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) მოპოვებული მერქნიანი მცენარეები,
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსითა
ან/და
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით,
გადაეცემა შესაბამის
ტყის
მართვის
ორგანოს, ხოლო აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის საზღვრებში არსებულ
ტერიტორიაზე უკანონოდ (უკანონოდ გაჩეხვით ან სხვაგვარად) მოპოვებული
მერქნიანი მცენარეები - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის
სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული
პირს - აჭარის სატყეო სააგენტოს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათზე გადაცემული
მერქნიანი მცენარეების გასხვისებას. ამოღებული მერქნიანი მცენარის გასხვისების წესი
განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღების მიზეზია პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემური საკითხები.
კერძოდ, ზუსტდება ის გეოგრაფიული არეალები სადაც აღმოჩენილი ან/და მოპოვებული
მერქნული რესურსი შეიძლება განკარგოს ტყის მართვის ორგანომ. ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და
სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში წინა წელს განხორციელებული
ცვლილებების საფუძველზე შევიდა ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს უკანონოდ
მოპოვებული და ჩამორთმეული ხე-ტყის ტყის მართვის ორგანოს მიერ რეალიზაციას.
კერძოდ, ამ სამართლებრივ აქტებში დაკონკრეტებულია თუ სად უნდა იყოს მოპოვებული
და აღმოჩენილი მერქნული რესურსი, რომ ტყის მართვის ორგანომ გაასხვისოს. ჩანაწერის
მიხედვით, ტყის მართვის ორგანო ასხვისებს ისეთ „მერქნიან მცენარეს, რომელიც
„დროებით ჩამორთმეულია ან აღმოჩენილია სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული
ტერიტორიის
საზღვრებში,
სახელმწიფო
საკუთრებაში
ან
მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ან
კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა),“. აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი მერქნული
რესურსის რეალიზაცია ტყის მართვის ორგანოებს არ შეუძლიათ, ასეთი რესურსი
განკარგვის ნაწილში სასამართლო დადგენილების ჩანაწერიც ბუნდოვანებას ქმნის
ვინაიდან, როგორც წესი უთითებს, რომ მოხდეს ჩამორთმეული ხე-ტყის კონფისკაცია.
ხოლო კონფისკაციის განმახორციელებელი ორგანო დაკონკრეტებული არ არის, თუ
დამატებით
სასამართლო
უთითებს,
რომ
მოხდეს
კონფისკაცია
სახელმწიფოს
სასარგებლოდ, მაშინ აქ უკვე შემოდის ქონების ეროვნული სააგენტო და თავისი
უფლებამოსილების
ეწინააღმდეგება
ნაწილში
იგი
განხორციელებული
ახდენს
რეალიზაციას.
ცვლილების
მიზანს და
თუმცა
აღნიშნული
ქონების ეროვნულ
სააგენტოსთანაც არაერთი კომუნიკაცია შედგა, რომ მოხდეს აღნიშნული ჩანაწერის
გასწორება, ვინაიდან რეალურად რესურსი მოპოვებულია ტყეში და ტყის მართვის
ორგანომ უნდა გაასხვისოს. მერქნული რესურსის რეალიზაციის შედეგად მიღებული
თანხა შედის ტყის მართვის ორგანოს ბიუჯეტში და წარმოადგენს მისი დაფინანსების
წყაროს. ამ ჩანაწერმა შექმნა პრაქტიკული პრობლემა, ვინაიდან ძირითადად, მერქნული
რესურსის უკანონო ტრანსპორტირების შემთხვევები ფიქსირდება მუნიციპალიტეტის
საზღვრებში და როცა შიდა გზებზე ხდება სამართალდამრღვევის ავტომანქანის გაჩერება
იგი ხშირად შეიძლება დაემთხვეს მუნიციპალიტეტის საკუთრებას (ვინაიდან შიდა გზები
როგორც წესი მუნიციპალური საკუთრებაა). შესაბამისად, ამ რესურსის გასხვისება ვერ
ხერხდება, არადა რეალურად რესურსი მოპოვებულია სახელმწიფო ტყეში. ბოლო ექვსი
თვის განმავლობაში 30-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ვერ მოხერხდა მერქნული
რესურსის გასხვისება სწორედ ამ მიზეზით. საერთო ჯამურმა მოცულობამ შეადგინა
დაახლოებით 40 კბ.მ რაც ციფრებში დაახლოებით 10 000 ლარს სცდება. შესაბამისად,
ზემოხსენებულ სამივე სამართლებრივ აქტში შედის იდენტური ცვლილება, რომლის
მიხედვითაც სწორდება აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზი და ტყის მართვის
ორგანოებს მიეცემათ ასეთი რესურსის რეალიზაციის უფლება.
ვინაიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში,
ზემოაღნიშნული ჩანაწერი იდენტურია, შესაბამისად, ცვლილებაც ხორციელდება სამივე
საკანონმდებლო აქტში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
ზემოაღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა უკანონოდ მოპოვებული
მერქნიანი მცენარეების განკარგვის წესის შეცვლა. გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფო
ქონების განკარგვის საკითხებს არეგულირებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონი, აქედან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი ცვლილება შეტანილი
იქნეს აღნიშნულ კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად შეიცვლება უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის
განკარგვის წესი, რაც უფლებამოსილ ორგანოებს (ტყის მართვის სახელმწიფო ორგანოები)
მისცემს შესაძლებლობას, მერქნიანი მცენარეები განკარგონ ოპერატიულად, მათი
ხარისხობრივი/სასაქონლო ღირებულების დაკარგვის გარეშე. შედეგად, სახელმწიფო
თავიდან აირიდებს იმ მატერიალურ ზიანს, რომელსაც ყოველწლიურად განიცდის
აღნიშნული მერქნული რესურსების არარაციონალურად განკარგვის (ზოგ შემთხვევაში,
საერთოდ დაკარგვის) გამო. იმ, შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდა მერქნული რესურსის
რეალიზაცია მისი მოცულობიდან გამომდინარე ზიანი შესაძლოა ათიათასობით ლარს
ეხებოდეს (დამოკიდებულია მერქნული რესურსის ოდენობაზე). ასევე, ახალი წესის
მიღების შედეგად, ტყის მართვის ორგანოებს გაუჩნდებათ მერქნული რესურსების
მიღების დამატებითი წყარო, რის ხარჯზეც შეძლებენ დააკმაყოფილონ მერქნულ
რესურსებზე მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების გარკვეული ნაწილი და
შესაბამისად შეამცირონ ხე-ტყის ჭრის მასშტაბები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის 291 მუხლის მე-2 პუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით. აღნიშნული ცვლილებით
დგინდება, რომ სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიების საზღვრებში,
სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებისა)
უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარეები, „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსითა“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსით“ დადგენილი წესით გადაეცემა სსიპ - ეროვნულ სატყეო სააგენტოს, სსიპ
დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ხოლო აჭარის ა/რ-ის ტერიტორიაზე - აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო
დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში
შემავალ საჯარო სამართლის იურიდიული პირს - აჭარის სატყეო სააგენტოს, ასევე
აღნიშნულ რესურსზე უფლება ექნება მუნიციპალიტეტს, როგორც ტყის მართვის
ორგანოს. აღიშნული დაწესებულებები უზრუნველყოფენ მათზე გადაცემული მერქნიანი
მცენარის გასხვისებას შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი
წესით. შესაბამისად, ცვლილების მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმის წარმოებისას/სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას, აღარ იქნება საჭირო
დროებით ჩამორთმეული ან აღმოჩენილი მერქნიანი მცენარის სახელმწიფო საკუთრებაში
მიქცევის ხანგრძლივი პროცედურის გავლა და უფლებამოსილ ორგანოს მიეცემა უფლება,
აღნიშნული მერქნიანი მცენარე დაუყოვნებლივ გადასცეს მერქნიანი მცენარის
გასხვისების უფლების მქონე ტყის მართვის ორგანოს. კანონპროექტის შესაბამისად,
სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიების საზღვრებში, სახელმწიფო
საკუთრებაში ტერიტორიაზე ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებისა),
უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარეები გადაეცემა სსიპ ეროვნულ სატყეო
სააგენტოს, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ხოლო აჭარაში - სსიპ აჭარის სატყეო
სააგენტოს და ასევე, მუნიციპალიტეტს, როგორც ტყის მართვის ორგანოს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან,
მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას. მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოები (სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, აჭარის სატყეო სააგენტო და მუნიციპალიტეტები როგორც
ტყის
მართვის
ორგანოები
(ასეთის
არსებობის
შემთხვევაში))
აღნიშნულ
უფლებამოსილებას განახორციელებენ არსებული ადამიანური რესურსებითა და
ტექნიკური საშუალებებით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კანონპროექტის მიღების შედეგად რეალიზაციიდან მიღებული თანხა, როგორც წინა წლის
ცვლილების შემთხვევაში მიემართება ტყის მართვის ორგანოს ანგარიშზე და წარმოადგენს
მისი დაფინანსების წყაროს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მერქნიანი
მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოები (სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო,
აჭარის სატყეო სააგენტო და მუნიციპალიტეტები როგორც ტყის მართვის ორგანოები
(ასეთის არსებობის შემთხვევაში)) აღნიშნულ უფლებამოსილებას არსებული ადამიანური
რესურსისა და ტექნიკური საშუალებების ფარგლებში განახორციელებენ.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე, სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ
ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ახალი წესის მიღების შედეგად, ტყის მართვის ორგანოებს გაუჩნდებათ მერქნული
რესურსების მიღების დამატებითი წყარო, რის ხარჯზეც შეძლებენ დააკმაყოფილონ
მერქნულ რესურსებზე მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების გარკვეული
ნაწილი
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.