„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
16.11.2022
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/212/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-21
ბიუროს ნომერი 201

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 249-ე მუხლის 22 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. თუ ამ კოდექსის 641, 66-ე, 1282 ან 151-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მერქნიანი მცენარე (ხეტყე, მერქნიანი ხე-მცენარე, მერქნიანი მწვანე ნარგავი) დროებით ჩამორთმეულია ან აღმოჩენილია სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა), ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი შესაბამისი ორგანო ვალდებულია ეს მერქნიანი მცენარე დაუყოვნებლივ გასხვისების მიზნით გადასცეს მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამის ორგანოს. მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა განთავსდება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შედეგების მიხედვით, მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა შესაბამისი დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით რჩება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე ან მერქნიანი მცენარის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა ეძლევა მის კანონიერ მესაკუთრეს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ჩამორთმეული ან აღმოჩენილი მერქნიანი მცენარის გასხვისების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: 1. კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემადგენელ ნაწილს და კანონპროექტის მიღება გამოწვეულია პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემური საკითხებით. კერძოდ, ზუსტდება ის გეოგრაფიული არეალები სადაც აღმოჩენილი ან/და მოპოვებული მერქნული რესურსი შეიძლება განკარგოს ტყის მართვის ორგანომ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში წინა წელს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე შევიდა ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს უკანონოდ მოპოვებული და ჩამორთმეული ხე-ტყის ტყის მართვის ორგანოს მიერ რეალიზაციას. კერძოდ, ამ სამართლებრივ აქტებში დაკონკრეტებულია თუ სად უნდა იყოს მოპოვებული და აღმოჩენილი მერქნული რესურსი, რომ ტყის მართვის ორგანომ გაასხვისოს. ჩანაწერის მიხედვით, ტყის მართვის ორგანო ასხვისებს ისეთ „მერქნიან მცენარეს, რომელიც „დროებით ჩამორთმეულია ან აღმოჩენილია სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა),“. აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი მერქნული რესურსის რეალიზაცია ტყის მართვის ორგანოებს არ შეუძლიათ. ამ ჩანაწერმა შექმნა პრაქტიკული პრობლემა, ვინაიდან ძირითადად, მერქნული რესურსის უკანონო ტრანსპორტირების შემთხვევები ფიქსირდება მუნიციპალიტეტის საზღვრებში და როცა შიდა გზებზე ხდება სამართალდამრღვევის ავტომანქანის გაჩერება იგი ხშირად შეიძლება დაემთხვეს მუნიციპალიტეტის საკუთრებას (ვინაიდან შიდა გზები როგორც წესი მუნიციპალური საკუთრებაა). შესაბამისად, ამ რესურსის გასხვისება ვერ ხერხდება, არადა რეალურად რესურსი მოპოვებულია სახელმწიფო ტყეში. შესაბამისად, ზემოხსენებულ სამივე სამართლებრივ აქტში შედის იდენტური ცვლილება, რომლის მიხედვითაც სწორდება აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზი და ტყის მართვის ორგანოებს მიეცემათ ასეთი რესურსის რეალიზაციის უფლება. ვინაიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში, ზემოაღნიშნული ჩანაწერი იდენტურია, შესაბამისად, ცვლილებაც ხორციელდება სამივე საკანონმდებლო აქტში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონის მიღება აუცილებელია, ვინაიდან ვერ ხდება ტყის მართვის ორგანოების მიერ ნაკისრი ვალდებულების ეფექტიანად აღსრულება. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ცვლილების გარეშე მერქნული რესურსის განკარგვა ტყის მართვის ორგანოს მიერ გართულებულია და ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება, შესაბამისად საჭიროა აღმოიფხვრას ყველა საკანონმდებლო ხარვეზი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს როგორც უკანონო ჭრების კონტროლს ასევე მის შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის გასხვისებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად გასწორდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებზე დროებით ჩამორთმეული ან აღმოჩენილი მერქნიანი მცენარეების განკარგვის წესის არსებული საკანონმდებლო ხარვეზი და ტყის მართვის ორგანო დაბრკოლებების გარეშე შეძლებს უკანონოდ მოპოვებული მერქნული რესურსის რეალიზაციას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგე3ნილი პროექტით, სამართალდარღვევათა ჩამორთმევა) და ცვლილება კოდექსის“ მუხლის 22 249-ე ნაწილი შედის „საქართველოს მუხლში (ნივთებისა ყალიბდება ახალი ადმინისტრაციულ და დოკუმენტების რედაქციით, რომლის შესაბამისადაც, თუ ამ კოდექსის 641 (დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულფუნქციონალური ზონების საზღვრების ფარგლებში მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა და დაზიანება), 66-ე (უკანონო ტყითსარგებლობა, ტყითსარგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით), 1282 (ხე-ტყის პირველადი გადამუშავების, ხე-ტყის ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მოთხოვნათა დარღვევა), ან 151-ე (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და თვითნებური განადგურება) მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მერქნიანი მცენარე (ხე-ტყე, მერქნიანი ხე-მცენარე, მერქნიანი მწვანე ნარგავი) დროებით ჩამორთმეული ან აღმოჩენილია სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიების საზღვრებში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებისა) არსებულ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი შესაბამისი ორგანო ვალდებული იქნება, მერქნიანი მცენარე, დაუყოვნებლივი გასხვისების მიზნით, გადასცეს მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამის ორგანოს. ამასთან, მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა დაირიცხება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოს ანგარიშზე, ხოლო საქმის განხილვის შედეგის მიხედვით, მერქნიანი მცენარის გასხვისების შედეგად მიღებული თანხა, მიღებული თანხა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე დადგენილების გამომტანი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით, დარჩება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოს ანგარიშზე, ან მერქნიანი მცენარის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა დაუბრუნდება მერქნიანი მცენარის კანონიერ მესაკუთრეს. აღსანიშნავია, რომ ტყის კოდექსის მიხედვით, ტყის მართვის ორგანოები ასევე შესაძლებელია იყვნენ მუნიციპალიტეტები, შესაბამისად, აღნიშნული ჩანაწერის გასწორებით მათაც მიეცემათ შესაძლებლობა გაასხვისონ აღნიშნული მერქნული რესურსი, როგორც ტყის მართვის ორგანოებმა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალიწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოები (სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, აჭარის სატყეო სააგენტო და მუნიციპალიტეტები როგორც ტყის მართვის ორგანოები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) აღნიშნულ უფლებამოსილებას განახორციელებენ არსებული ადამიანური რესურსებითა და ტექნიკური საშუალებებით. ბ.ბ)კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის მიღების შედეგად რეალიზაციიდან მიღებული თანხა, როგორც წინა წლის ცვლილების შემთხვევაში მიემართება ტყის მართვის ორგანოს ანგარიშზე და წარმოადგენს მისი დაფინანსების წყაროს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოები (სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო, აჭარის სატყეო სააგენტო და მუნიციპალიტეტები როგორც ტყის მართვის ორგანოები (ასეთის არსებობის შემთხვევაში)) აღნიშნულ უფლებამოსილებას არსებული ადამიანური რესურსისა და ტექნიკური საშუალებების ფარგლებში განახორციელებენ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპოექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე, სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: იმ შემთხვევაში თუ პირი გამართლდება, მას დაუბრუნდება ჩამორთმეული ხე-ტყის საბაზრო ღირებულების შესაბამისი თანხა, რომელიც მანამდე შესაძლოა ვერ დაბრუნებოდა იმიტომ რომ ვერ მომხდებოდა მერქნული რესურსის რეალიზაცია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი და მოსაკრებელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმბებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.