„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-11-21
ბიუროს ნომერი 201
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსის
1
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) მე-80 მუხლის 6
ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„6 . თუ ნივთიერი მტკიცებულება არის სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული
ტერიტორიის
საზღვრებში,
სახელმწიფო
საკუთრებაში
ან
მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში
არსებული
ტერიტორიისა)
მოპოვებული
მერქნიანი
უკანონოდ
მცენარე,
(უკანონოდ
პროკურორი
გაჩეხვით
ან
უფლებამოსილია
სხვაგვარად)
საკუთარი
ინიციატივით ან მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე შესაბამისი ორგანოს
მიმართვის საფუძველზე მოითხოვოს ამ ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი
მცენარის) გასხვისების მიზნით მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე
შესაბამისი ორგანოსთვის გადაცემა. ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის)
გასხვისების შედეგად მიღებული თანხა სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი
გადაწყვეტილების მიღებამდე განთავსდება მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების
მქონე შესაბამისი ორგანოს ანგარიშზე და ამის შესახებ ეცნობება პროკურორს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის „სახელმწიფო ქონების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის
შემადგენელ ნაწილს და კანონპროექტის მიღება გამოწვეულია პრაქტიკაში წამოჭრილი
პრობლემური საკითხებით. კერძოდ, ზუსტდება ის გეოგრაფიული არეალები სადაც
აღმოჩენილი ან/და მოპოვებული მერქნული რესურსი შეიძლება განკარგოს ტყის
მართვის ორგანომ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს
კანონში წინა წელს განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე შევიდა ჩანაწერი,
რომელიც გულისხმობს უკანონოდ მოპოვებული და ჩამორთმეული ხე-ტყის ტყის
მართვის
ორგანოს
მიერ
რეალიზაციას.
კერძოდ,
ამ
სამართლებრივ
აქტებში
დაკონკრეტებულია თუ სად უნდა იყოს მოპოვებული და აღმოჩენილი მერქნული
რესურსი, რომ ტყის მართვის ორგანომ გაასხვისოს. ჩანაწერის მიხედვით, ტყის მართვის
ორგანო ასხვისებს ისეთ „მერქნიან მცენარეს, რომელიც „დროებით ჩამორთმეულია ან
აღმოჩენილია სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიის საზღვრებში,
სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული
ტერიტორიისა),“. აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის საკუთრებაში
არსებულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი მერქნული რესურსის რეალიზაცია ტყის მართვის
ორგანოებს არ შეუძლიათ. ამ ჩანაწერმა შექმნა პრაქტიკული პრობლემა, ვინაიდან
ძირითადად,
მერქნული
რესურსის
ფიქსირდება
მუნიციპალიტეტის
უკანონო
საზღვრებში
ტრანსპორტირების
და
როცა
შიდა
შემთხვევები
გზებზე
ხდება
სამართალდამრღვევის ავტომანქანის გაჩერება იგი ხშირად შეიძლება დაემთხვეს
მუნიციპალიტეტის საკუთრებას (ვინაიდან შიდა გზები როგორც წესი მუნიციპალური
საკუთრებაა). შესაბამისად, ამ რესურსის გასხვისება ვერ ხერხდება, არადა რეალურად
რესურსი მოპოვებულია სახელმწიფო ტყეში. შესაბამისად, ზემოხსენებულ სამივე
სამართლებრივ აქტში შედის იდენტური ცვლილება, რომლის მიხედვითაც სწორდება
აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზი და ტყის მართვის ორგანოებს მიეცემათ ასეთი
რესურსის რეალიზაციის უფლება.
ვინაიდან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსსა და სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში,
ზემოაღნიშნული ჩანაწერი იდენტურია, შესაბამისად, ცვლილებაც ხორციელდება სამივე
საკანონმდებლო აქტში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სისხლის სამართლის საქმის წარმოების წესი და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
(მათ შორის,
ნივთიერ მტკიცებულებასთან დაკავშირებით)
რეგულირდება
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით“, შესაბამისად, სისხლის
სამართლის საქმის წარმოებაში მერქნიანი მცენარეების განკარგვის წესიც უნდა
განისაზღვროს აღნიშნული კოდექსით, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ცვლილებების
განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად გასწორდება დროებით ჩამორთმეული ან აღმოჩენილი
მერქნიანი მცენარეების განკარგვის წესის არსებული საკანონმდებლო ხარვეზი და ტყის
მართვის ორგანო დაბრკოლებების გარეშე შეძლებს უკანონოდ მოპოვებული მერქნული
რესურსის რეალიზაციას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ მე-80 მუხლის 61 ნაწილში,
შედის ცვლილება (გადაწყვეტილება ნივთიერი მტკიცებულების შესახებ სისხლის
სამართლის პროცესის დამთავრებამდე) რომლის მიხედვითაც, თუ ნივთიერი
მტკიცებულება არის სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიების
საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
საზღვრებში (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიებისა) არსებულ
ტერიტორიაზე
უკანონოდ
მოპოვებული
მერქნიანი
მცენარე,
პროკურორი
უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ან მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების
მქონე შესაბამისი ორგანოს მიმართვის საფუძველზე მოითხოვოს ამ ნივთიერი
მტკიცებულების გასხვისება. ამასთან, ნივთიერი მტკიცებულების გასხვისების შედეგად
მიღებული თანხა, სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების
მიღებამდე განთავსდება გასხვისების უფლების მქონე ორგანოს ანგარიშზე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალიწინებულია გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან,
მისი ამოქმედება დაკავშირებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების
ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას. მერქნიანი მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოები (სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, აჭარის სატყეო სააგენტო და მუნიციპალიტეტები როგორც
ტყის
მართვის
ორგანოები
(ასეთის
არსებობის
შემთხვევაში))
აღნიშნულ
უფლებამოსილებას განახორციელებენ არსებული ადამიანური რესურსებითა და
ტექნიკური საშუალებებით.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. კანონპროექტის მიღების შედეგად რეალიზაციიდან მიღებული თანხა,
როგორც წინა წლის ცვლილების შემთხვევაში მიემართება ტყის მართვის ორგანოს
ანგარიშზე და წარმოადგენს მისი დაფინანსების წყაროს.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მერქნიანი
მცენარის გასხვისების უფლების მქონე ორგანოები (სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო,
აჭარის სატყეო სააგენტო და მუნიციპალიტეტები როგორც ტყის მართვის ორგანოები
(ასეთის არსებობის შემთხვევაში)) აღნიშნულ უფლებამოსილებას არსებული
ადამიანური რესურსისა და ტექნიკური საშუალებების ფარგლებში განახორციელებენ.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ
პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ახალი წესის მიღების შედეგად, ტყის მართვის ორგანოებს გაუჩნდებათ მერქნული
რესურსების მიღების დამატებითი წყარო, რის ხარჯზეც შეძლებენ დააკმაყოფილონ
მერქნულ რესურსებზე მოსახლეობის სოციალური მოთხოვნილებების გარკვეული
ნაწილი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი და მოსაკრებელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.