საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა საქართველოს პარლამენტის წევრების: სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძის და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის და მისი თანმდევი პროექტების (№07-3/158; 25.01.2022) განხილვის ვადის 30 დღით გაგრძელების შესახებ
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-05
ბიუროს ნომერი 208
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-19307/22
05-12-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული ანტიკორუფციული
სააგენტოს შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა
კანონპროექტები (N07-3/158; 25.01.2022).
აღნიშნულ
კანონპროექტებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადა გაგრძელდეს 30
დღით.
აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადის გაგრძელების
თაობაზე მოგვმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-19113/22
01-12-2022
იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
გაცნობებთ, რომ 2022 წლის 24 ოქტომბრის 192/8 გადაწყვეტილებით საქართველოს
პარლამენტის წევრების: სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის,
შალვა შავგულიძისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტების: „ეროვნული ანტიკორუფციული
სააგენტოს შესახებ“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო
დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო
ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“; „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
თაობაზე“,
„სახელმწიფო
სპეციალური
წოდებების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ფინანსთა
სამინისტროს
საგამოძიებო
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; საქართველოს
ორგანული
კანონების
პროექტებს:
„სახელმწიფო
აუდიტის
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/158;
25.01.2022). სავალდებულო კომიტეტების (თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის)
განხილვის ვადად განისაზღვრა 25 ოქტომბერი – 6 დეკემბერი.
ვინაიდან, კომიტეტი აღნიშნულ ვადაში ვერ ახერხებს საკომიტეტო მოსმენის გამართვას,
გთხოვთ უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის
გაგრძელება 30 დღით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ბერაია