„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
28.12.2022
ავტორი
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/240/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამრეწველო ემისიების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 218

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ12“ ქვეპუნქტი: „ჰ12. ინტეგრირებული ნებართვა – „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული გადაწყვეტილება.“ 2. მე-7 მუხლის: ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პირი, რომელიც ახორციელებს ნარჩენების შეგროვებას ან ტრანსპორტირებას, ვალდებულია ნარჩენები დასამუშავებლად გადასცეს შესაბამის ობიექტს, რომელსაც აქვს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/ინტეგრირებული ნებართვა ან გავლილი აქვს რეგისტრაცია.“; ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. აკრძალულია ნარჩენების გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული ნებართვის მქონე ინსინერატორის გარეთ დაწვა.“. 3. თავი VII-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VII ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის გადაწყვეტილების/ინტეგრირებული ნებართვის გაცემა და რეგისტრაცია“. გარემოსდაცვითი 4. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რომლებიც გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას/ინტეგრირებულ ნებართვას ექვემდებარება 1. გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობები, ხოლო ინტეგრირებულ ნებართვას - „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობები. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული ნებართვის მისაღებად, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსთვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და მათი შინაარსისადმი მოთხოვნები განისაზღვრება ამ კოდექსით, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით, „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე მიღებული და გამოცემული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 3. თუ პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ერთზე მეტ საქმიანობას ახორციელებს და ეს საქმიანობები ერთმანეთთან არსებითად არის დაკავშირებული, აღნიშნული პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ერთი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული ნებართვის მიღება.“. 5. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 25. ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული ნებართვის მისაღებად წარსადგენი ინფორმაცია ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული ნებართვის მისაღებად უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით/„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა წარედგინოს შემდეგი ინფორმაცია: ა) დასამუშავებელი ნარჩენების სახეობა (კოდი და დასახელება ამ კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მიღებული დადგენილების შესაბამისად); ბ) დასამუშავებელი ნარჩენების რაოდენობა და წარმოშობა; გ) ნარჩენების აღდგენის ან განთავსების ოპერაციების კოდები და აღწერილობა ამ კოდექსის I ან II დანართის შესაბამისად; დ) გამოსაყენებელი საშუალებები და მოწყობილობები, აგრეთვე მათი წარმადობა; ე) მოსაწყობი ნაგავსაყრელის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაცია.“. 6. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 27. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების/ინტეგრირებული ნებართვებისა და საქმიანობების რეგისტრაციების რეესტრი ამ კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობისთვის გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებები/ინტეგრირებული ნებართვები და რეგისტრაციები აისახება ნარჩენების მონაცემთა ბაზაში, ამ კოდექსის 30-ე მუხლის შესაბამისად.“. 7. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. ნარჩენების მონაცემთა ბაზა სამინისტრო აწარმოებს და აახლებს ნარჩენების მონაცემთა ბაზას, რომელიც მოიცავს: ა) ამ კოდექსის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ მონაცემებს; ბ) იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომლებზეც ამ კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად გაიცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება/ინტეგრირებული ნებართვა; გ) იმ პირთა შესახებ ინფორმაციას, რომელთა საქმიანობაც ამ კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად დაექვემდებარა რეგისტრაციას.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს. იგი გამომდინარეობს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტიდან და მიზნად ისახავს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებულ ახალ სამართლებრივ რეგულაციებთან ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ნარჩენების მართვის კოდექსის „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანისთვის საჭიროა კოდექსში შეტანილი იქნას შესაბამისი ცვლილება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად ნარჩენების მართვის კოდექსი შესაბამისობაში მოვა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის შესაბამისად, კოდექსის შესაბამის მუხლებში კეთდება მითითება „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონზე და შესაბამისად, ამავე კანონით გათვალისწინებულ ინტეგრირებულ ნებართვაზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2026 წლის 1 სექტემბერს. აღნიშნული თარიღი შერჩეულია „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტის ძირითადი ნაწილის ძალაში შესვლის თარიღის მიხედვით. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას). კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომლებიც ახორციელებენ ნარჩენების დამუშავებასთან დაკავშირებულ იმ საქმიანობებს, რომლებიც დაექვემდებარებიან ინტეგრირებულ ნებართვას. ამ პირებს საქმიანობის განხორციელების უფლების მისაღებად მოუწევთ ინტეგრირებული ნებართვის აღება და შესაბამისად, ნებართვის აღების პროცესთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა. მათ შორის, ასევე ინტეგრირებული ნებართვის მოსაკრებლის გადახდა (5 000 ლარი). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს (ფულად შენატანს). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.