„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამრეწველო ემისიების შესახებ“
- „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროს ნომერი 218
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 3063 მუხლი:
„მუხლი 3063. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
საქმიანობის ინტეგრირებული ნებართვის გარეშე განხორციელება
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობის
ინტეგრირებული ნებართვის გარეშე განხორციელება, ჩადენილი „სამრეწველო ემისიების
შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ −
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი წარმოადგენს საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელ ნაწილს. იგი
გამომდინარეობს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტიდან და
მიზნად ისახავს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით
გათვალისწინებული ინტეგრირებული ნებართვის არქონისთვის სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის დაწესებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად საჭიროა შესაბამისი ცვლილება
შევიდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებული
ინტეგრირებული ნებართვის გარეშე საქმიანობისთვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 3063 მუხლი, რომლის მიხედვითაც „სამრეწველო
ემისიების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული
საქმიანობის
ინტეგრირებული ნებართვის გარეშე განხორციელებისთვის სასჯელის სახით დგინდება
ჯარიმა ან გამასწორებელი სამუშაოები ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა,
ვადით სამ წლამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის კი ჯარიმა ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში, აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2026 წლის 1 სექტემბერს. აღნიშნული
თარიღი შერჩეულია „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონპროექტის ძირითადი ნაწილის
ძალაში შესვლის თარიღის მიხედვით. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან,
კანონპროექტით განისაზღვრება დანაშაულის ახალი შემადგენლობა, რომლისთვის სასჯელის
ერთ-ერთ სახედ დგინდება ჯარიმა. ამასთან, ბიუჯეტის შემოსავლების ოდენობა
დამოკიდებულია ჩადენილი დანაშაულის რაოდენობაზე და სასამართლოებს მიერ
დაკისრებულ სასჯელებზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და
ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე.
ამასთან,
კანონპროექტით
მუნიციპალიტეტის
გათვალისწინებული ცვლილება გარკვეულ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, იმ კუთხით, რომ ცვლილებით გათვალისწინებული ახალი დანაშული,
სასჯელის ერთერთ სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ პატიმარზე, წელიწადში საშუალოდ იხარჯება 12045 ლარი.
შესაბამისად, კანონპროექტით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენისთვის პირისთვის
თავისუფლების აღკვეთის მისჯის შემთხვევაში, სახელმწიფოს მოუწევს ზემოთმითითებული
ხარჯ~ის გაწევა. ამ ხარჯს იუსტიციის სამინისტრო გაწევს მისთვის განსაზღვრული
ასიგნებების ფარგლებში. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული დანაშაულის გამოვლენა, საქმის
გამოძიება, საქმის სასამართლოში განხილვა განხორციელდება შესაბამისი კომპეტენტური
ორგანოების (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა,
საერთო სასამართლოები) მიერ, მათი ადამიანური/ადმინისტრაციული/მატრრიალურ
ტექნიკური რესურსების და მათთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას
არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ
კანონპროექტით გათვალიწინებულ დანაშაულს. მათ, სასჯელის სახით, დაეკისრებათ ჯარიმა,
გამასწორებული სამუშაოები, ან თავისუფლების აღკვეთა, რაც შესაბამისად, გარკვეულ
ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი 3063 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის
ერთერთ სახედ ითვალისწინებს ფულად გადახდელს - ჯარიმას. ჯარიმის ოდენობა
დადგინდება სასამართლოს მიერ. აქვე მხედველობაშია მისაღები, რომ კოდექსის 42-ე მუხლის
მიხედვით, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2 000 ლარი. თუ სისხლის სამართლის კოდექსის
განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს
500 ლარზე ნაკლები. აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემული დანაშულისთვის სასჯელი დადგინდა
მსგავსი შინაარსის დანაშაულისთვის (მუხლი 3061. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით
გათვალისწინებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების ან გარემოსდაცვითი
გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება) დადგენილი სასჯელის ანალოგიურად.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.