საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2020 და 2021 წლების ანგარიშებზე (№1-4029, 31.03.2021; №1-4020, 01.04.2022)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-06
ბიუროს ნომერი 218
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-842/23
24-01-2023
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
მიერ
წარმოდგენილ 2020 და 2021 წლების ანგარიშებზე
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ
საქართველოს
მიმართ
გამოტანილი
გადაწყვეტილებების/განჩინებების
აღსრულების
მდგომარეობის შესახებ (N1-4029, 31.03.2021; 1-N4020,
01.04.2022)
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტმა 2022 წლის 9 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2020 და 2021 წლის ანგარიშები ადამიანის უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
მიერ
საქართველოს
მიმართ
გამოტანილი
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.
წარმოდგენილი ანგარიშების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
მიერ
საქართველოს
მიმართ
გამოტანილი
გადაწყვეტილებების/განჩინებების
აღსრულების მდგომარეობა განხილულია ორ ძირითად ნაწილად - დასრულებულ
საქმეებზე და მიმდინარე საქმეებზე. ანგარიშებში ასევე ასახულია ინფორმაცია იმ
საქმეებზე, რომლებიც სახელმწიფოს ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე ამოირიცხა
განსახილველ საქმეთა ნუსხიდან და არ ექვემდებარება ევროპის საბჭოს მინისტრთა
კომიტეტის ზედამხედველობას.
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
მთავრობის მიერ ოფიციალური ანგარიშების წარმოდგენის პარალელურად, კომიტეტს
მთავრობის 2020 და 2021 წლის ანგარიშებთან დაკავშირებით ალტერნატიული
ანგარიშები წარმოუდგინეს საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო
ორგანიზაციამ
-
„საქართველოს
ახალგაზრდა
იურისტთა
ასოციაცია“.
კომიტეტი
მიესალმება საქართველოს სახალხო დამცველის და ცალკეული ორგანიზაციების მზაობას
ხელი შეუწყონ საკითხის სრულყოფილ განხილვას და პარლამენტის წევრებს მიაწოდონ
დამატებითი ინფორმაცია მთავრობის ანგარიშში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით და
დადებითად აფასებს ამ მხრივ უკანასკნელი წლების განმავლობაში დამკვიდრებულ
პრაქტიკას.
I დასრულებული საქმეები
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ანგარიშის ამ ნაწილში წარმოადგინა ინფორმაცია
იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებზეც 2020 და 2021 წლებში ევროპის საბჭოს
მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული იქნა საბოლოო რეზოლუციები. 2020 წლის
საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ინდივიდუალური
და ზოგადი ღონისძიებების საფუძველზე, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო
რეზოლუციები და აღსრულებულად გამოაცხადა 7 საქმე (გადაწყვეტილება), ხოლო 2021
წლის საანგარიშო პერიოდში - 2 საქმე (გადაწყვეტილება).
2020 წლის ანგარიშში მითითებული დასრულებული საქმეებია:
გახარია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №30459/13, 2017 წლის 17 იანვრის
გადაწყვეტილება;
ბართაია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №10978/06, 2018 წლის 26 ივლისის
გადაწყვეტილება;
ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №28490/02, 2014 წლის
7 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №18766/04, 2017 წლის 17
იანვრის გადაწყვეტილება;
დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №19634/07, 2012 წლის 18
დეკემბრის გადაწყვეტილება;
ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №50375/07, 2019
წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება;
ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №38342/05, 2017 წლის
13 ივლისის გადაწყვეტილება.
2021 წლის ანგარიშში მითითებული დასრულებული საქმეებია:
ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №49284/09, 2019 წლის 17 იანვრის
გადაწყვეტილება;
ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №18925/09, 2018 წლის 20
სექტემბრის გადაწყვეტილება.
2020 წელს დასრულებული საქმეები
1.1. გახარია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №30459/13, 2017 წლის 17 იანვრის
გადაწყვეტილება
საქმის გარემოებების მიხედვით, მომჩივან რევაზ გახარიას და მის ყოფილ პარტნიორს
თანაცხოვრების პერიოდში, 2000 წელს შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც ზრდიდა
მომჩივნის პარტნიორის დედა, ვინაიდან ორივე მშობელი იმყოფებოდა საზღვარგარეთ.
ურთიერთობების დასრულების შემდეგ, მომჩივნის ყოფილმა პარტნიორმა ორჯერ
მიმართა ეროვნულ სასამართლოებს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შვილის
საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, შვილისთვის საერთაშორისო პასპორტის გაცემისა
და მამის თანხმობის გარეშე შვილის საქართველოდან გაყვანის შესახებ. თბილისის
საქალაქო სასამართლოს მიერ 2008 წლის 24 ივნისსა და 2008 წლის 12 დეკემბერს
გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა მომჩივნის ყოფილი
პარტნიორის ზემოაღნიშნული ორივე მოთხოვნა, მომჩივნის მონაწილეობის გარეშე,
რადგან ორივე სამართალწარმოების პროცესში მომჩივნისთვის ვერ მოხერხდა უწყების
ჩაბარება.
2012
წლის
6
ივნისს
მომჩივანმა
განცხადებით
მიმართა
თბილისის
საქალაქო
სასამართლოს 2008 წლის 24 ივნისისა და 2008 წლის 12 დეკემბერის დაუსწრებელი
გადაწყვეტილებების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
ეროვნული
განცხადება.
სასამართლოების
გადაწყვეტილებით,
არ
დაკმაყოფილდა
მომჩივნის
ევროპულმა სასამართლომ მომჩივნის სათანადოდ ინფორმირებულობისა და მისი
მონაწილეობით საქმის ხელახლა განხილვის შესაძლებლობაზე მსჯელობის შედეგად,
დაადგინა
ევროპული
კონვენციის
მე-6
მუხლის
პირველი
პუნქტის
დარღვევა.
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ვერ შეძლო
მომჩივნის სათანადოდ დაბარება და ორ დაუსწრებელ სამართალწარმოებაში მისი
მონაწილეობის უზრუნველყოფა. საქმეზე ევროპულმა სასამართლომ, სხვებს შორის,
აღნიშნა, რომ ეროვნულ სასამართლოებს შეეძლოთ ასევე მოეთხოვათ, მინსკის
კონვენციის თანხმად იურიდიული დახმარება შესაბამისი მონაწილე სახელმწიფო
მხრიდან.
ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 1 500 ევრო
მიაკუთვნა. მთავრობამ კომპენსაციის თანხა, 1 500 ევრო, მომჩივანს გადაურიცხა
დადგენილ ვადაში, 2017 წლის 21 ივნისს.
ზოგადი ღონისძიებები
მთავრობის მიერ გახარიას და ბართაიას საქმეებზე კონსოლიდირებული სამოქმედო
ანგარიში მინისტრთა კომიტეტში გაიგზავნა 2020 წლის 29 აპრილს და კომიტეტს
დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი
დარღვევების აღმოფხვრის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ.
2020 წლის 17 ივნისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო
რეზოლუცია აღნიშნულ საქმეზე და გადაწყვეტილება აღსრულებულად იქნა მიჩნეული.
1.2. ბართაია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №10978/06, 2018 წლის 26 ივლისის
გადაწყვეტილება
აღნიშნული
საქმე
ეხებოდა
სამართალწარმოებას
მომჩივნის
დამსაქმებლის
სამსახურიდან
-
ბეჭდვითი
გათავისუფლების
კომპანიის
შემდგომ
წინააღმდეგ.
საქმის
გარემოებების მიხედვით, მომჩივნის საქმის მოსმენა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის
რაიონულ სასამართლოში გაიმართა 2004 წლის 28 იანვარს, თუმცა, ვინაიდან მომჩივნის
ადვოკატმა სხდომაზე
გამოცხადება ვერ შეძლო (რის შესახებაც წინასწარ ეცნობა
სასამართლოს), მომჩივანმა
უარი განაცხადა ადვოკატის გარეშე საქმის განხილვაში
მონაწილეობაზე და მოითხოვა
მომჩივნის
უარი
საქმის
სხდომის გადადება. სასამართლომ მიიჩნია, რომ
განხილვაში
მონაწილეობაზე
უთანაბრდებოდა
მის
გამოუცხადებლობას და საქმეზე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც
უარი უთხრა მომჩივანს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, არ დაკმაყოფილდა
მომჩივნის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.
მომჩივანი ასაჩივრებდა, რომ მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იყო
არასწორი, რაც არღვევდა მხარეთა თანასწორობის პრინციპს და მას არ ეძლეოდა საქმის
ხელახლა განხილვის შესაძლებლობა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, ვინაიდან მიიჩნია, რომ მომჩივნის მიერ
სამართალწარმოებაში
ეფექტურად
უფლების
შეუთავსებელი
შეზღუდვა,
მონაწილეობისა
იყო
და
კონვენციის
მხარეთა
თანასწორობის
მიზნებთან.
ევროპულმა
სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანს ადეკვატურად და გასაგები ფორმით არ ეცნობა
მისი ქმედების შესაძლო შედეგების შესახებ. სასამართლომ სახელმწიფოს მომჩივნის
მიმართ დააკისრა მორალური ზიანის სახით - 1 500 ევროს და სასამართლო ხარჯების სახით
- 1 000 ევროს გადახდა, რაც მთავრობის მიერ გადახდილ იქნა დადგენილ ვადაში.
ზოგადი ღონისძიებები
აღნიშნულ
საქმეზე
ევროპული
სასამართლოს
მიერ
დადგენილ
დარღვევასთან
დაკავშირებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ დღეს
არსებული პრაქტიკით, ადვოკატის სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობა, წარმოადგენს
საქმის განხილვის გადადების საპატიო მიზეზს და ასეთ შემთხვევებში ეროვნულ
სასამართლოებს
არ
გამოაქვთ
დაუსწრებელი
გადაწყვეტილებები.
ანგარიშში
ციტირებულია სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებები, საიდანაც
ირკვევა, რომ ეროვნული სასამართლოების წინაშე სამართალწარმოებისას მხარეებს
ეძლევათ შესაძლებლობა, ეფექტიანად ჩაერთონ საქმის განხილვაში და ისარგებლონ
მხარეთა თანასწორობის პრინციპით.
2020 წლის 17 ივნისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო
რეზოლუცია აღნიშნულ საქმეზე და გადაწყვეტილება აღსრულებულად იქნა მიჩნეული.
1.3. ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №28490/02, 2014 წლის 7
ოქტომბრის გადაწყვეტილება
აღნიშნული საქმე ეხება 2000-2001 წლებში იეჰოვას მოწმეების მიმართ ძალის
გამოყენებასა და თავდასხმებთან დაკავშირებულ ოცდაათ საქმეს. ზემოაღნიშნულ
ფაქტებზე
მომჩივნებმა,
დაახლოებით,
160
საჩივარი
წარადგინეს
საგამოძიებო
ორგანოებში, თუმცა, კონკრეტული შედეგი არცერთ საჩივარს არ მოჰყოლია.
ბეღელურის საქმეში ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს თითოეული
მომჩივნისთვის, რომელთა მიმართაც დადგინდა დარღვევა, უნდა გადაეხადა 350 ევრო
მორალური ზიანისთვის და ჯამში, 15 000 ევრო ყველა მომჩივნისთვის, ხარჯების
ასანაზღაურებლად.
ანგარიშის თანახმად, თანხა ჩაერიცხა ყველა მომჩივანს, ვინც წარადგინა საბანკო
რეკვიზიტები.
2020 წლის 1 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო
რეზოლუცია აღნიშნულ საქმეზე, რითაც ინდივიდუალური ღონისძიებების ნაწილში
გადაწყვეტილება აღსრულებულად იქნა მიჩნეული. რაც შეეხება ზოგად ღონისძიებებს,
მინისტრთა კომიტეტი მათზე ზედამხედველობას აგრძელებს „იდენტობა და სხვები
საქართველოს წინააღმდეგ“ და „გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი
საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეების ფარგლებში.
1.4. ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №18766/04, 2017 წლის
17 იანვრის გადაწყვეტილება
აღნიშნული საქმე შეეხებოდა 13 იეჰოვას მოწმის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო
ძალის გამოყენებასა და თავდასხმებთან დაკავშირებულ 5 საქმეს.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-9 მუხლის დარღვევა როგორც ცალკე,
ისე მე-14 მუხლთან ერთობლიობაში, რამდენადაც მიიჩნია, რომ სასამართლოს მიერ
მომჩივანთა საჩივრების განხილვა იყო უმეტესად ზედაპირული და მიკერძოებული,
ვინაიდან ეროვნული სასამართლოების მიერ მომჩივნების ბრალდებები პოლიციელების
ძალადობრივ და შეურაცხმყოფელ ქცევასთან დაკავშირებით დაუსაბუთებლად იქნა
მიჩნეული.
აგრეთვე,
ეროვნული
სასამართლოების
მიერ
ერთ-ერთი
სასარჩელო
მოთხოვნის გასამყარებლად წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი არ იქნა გათვალისწინებული.
სასამართლომ მომჩივნებს მთლიანობაში მიაკუთვნა 21 000 ევრო მატერიალური და
მორალური ზიანის, ასევე ხარჯების ანაზღაურების სახით.
ანგარიშის თანახმად, თანხა ჩაერიცხა ყველა მომჩივანს, ვინც წარადგინა საბანკო
რეკვიზიტები.
2020 წლის 1 ოქტომბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო
რეზოლუცია
აღნიშნულ
საქმეზე,
რითაც
გადაწყვეტილება
ინდივიდუალური
ღონისძიებების ნაწილში აღსრულებულად იქნა მიჩნეული. რაც შეეხება ზოგად
ღონისძიებებს, მინისტრთა კომიტეტი მათზე ზედამხედველობას აგრძელებს „იდენტობა
და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი
სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეების ფარგლებში.
ზოგადი ღონისძიებები
საქმეებზე - "ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" და "ბეღელური და სხვები
საქართველოს
წინააღმდეგ"
სახელმწიფოს
მიერ
განსახორციელებელი
ზოგადი
ღონისძიებების ნაწილზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობას
აგრძელებს "იდენტობის" ჯგუფის საქმეების
ფარგლებში. მინისტრთა კომიტეტმა
„იდენტობის“ ჯგუფის საქმეები 1383-ე სხდომაზე (29.09.2020-01.10.2020) განიხილა და
მიესალმა
იმ
წარმატებულ
რეფორმებს,
რაც
საქართველოში
ხორციელდება
შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით და
პოზიტიურად აღნიშნა ამ ტიპის დანაშაულებზე სპეციალიზებულ პროკურორთა და
გამომძიებელთა ინსტიტუტის შექმნა და მოწმეთა და დაზარალებულთა მხარდაჭერისა
და დაცვის გაძლიერება კოორდინატორის სამსახურების მეშვეობით. კომიტეტმა ასევე
ინტერესით აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და
გამოძიების
ხარისხის
მონიტორინგის
დეპარტამენტის
პოზიტიურად
შეფასდა
მთავრობის
ძალისხმევა,
დანაშაულების
სფეროში
გამომძიებლების,
მანდატის
სიძულვილით
პროკურორებისა
და
გაფართოება.
მოტივირებული
მოსამართლეების
ტრენინგებით უზრუნველყოფის მიმართულებით; კომიტეტი მიესალმა მთავრობის მიერ
წარდგენილ სტატისტიკურ ინფორმაციას, რომლის
მნიშვნელოვნად გაიზარდა სიძულვილით
თანახმად,
2018-2019 წლებში
მოტივირებულ დანაშაულთა გამოძიება,
სისხლისსამართლებრივი დევნა და გამამტყუნებელ განაჩენთა მაჩვენებელი. ამასთან,
კომიტეტმა
მოუწოდა
მთავრობას,
თანამშრომლობა
ადამიანის
ორგანიზაციებთან,
რათა
მთელი
უფლებათა
უპასუხოს
ძალისხმევით
ეროვნულ
სიძულვილით
კვლავ
და
მოტივირებული
განაგრძოს
საერთაშორისო
დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ გამოწვევებს, გააუმჯობესოს ამ კუთხით დანაშაულის
(განსაკუთრებით ლგბტი პირების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების) გამოძიება და
წარუდგინოს მინისტრთა კომიტეტს ამგვარი დანაშაულების გამოძიების განახლებული
სტატისტიკური
მონაცემები
და
მათი
შედეგები.
კომიტეტმა
ასევე
მოუწოდა
საქართველოს წარუდგინოს მინისტრთა კომიტეტს ინფორმაცია იმ გამოძიების შედეგების
შესახებ, რომელიც დაიწყო 2019 წლის ივნისში თბილისში ლგბტი პირების მსვლელობის
ფაქტთან დაკავშირებით.
მინისტრთა კომიტეტმა წუხილი გამოთქვა დისკრიმინაციის შესახებ სახალხო დამცველის
2019
წლის
სპეციალური
მოხსენებისა
და
არასამთავრობო
ორგანიზაციების
კომუნიკაციების გამო, სადაც აღნიშნულია, რომ სექსუალური ორიენტაციისა და
გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია, მათ შორის, ლგბტი პირებისა და იეჰოვას
მოწმეების მიერ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზება, კვლავ სერიოზულ
გამოწვევად
რჩება
საქართველოში,
ხოლო
მიკერძოების
გამოვლენა
გამოძიების
კონტექსტში კვლავ რჩება მთავარ გამოწვევად.
მინისტრთა კომიტეტმა კვლავ გაიმეორა თავისი მოწოდება ხელისუფლებასთან შეიქმნას
სპეციალური საგამოძიებო დანაყოფი პოლიციაში, სიძულვილის დანაშაულის ეფექტური
გამოძიების ჩასატარებლად და მიიღოს ზომები რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო
სააგენტოსა და რელიგიის საბჭოს შორის თანამშრომლობის გასაძლიერებლად, რასიზმისა
და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) მიერ გაცემული
რეკომენდაციების გათვალისწინებით.
1.5. დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №19634/07, 2012 წლის 18
დეკემბრის გადაწყვეტილება
2020 წლის 3 დეკემბერს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებაზე
„დვალიშვილი
საქართველოს
წინააღმდეგ“. კომიტეტის გადაწყვეტილებით საქმე აღსრულებულად იქნა მიჩნეული
ინდივიდუალური
ღონისძიებების
ნაწილში,
ხოლო
ზოგად
ღონისძიებებზე
ზედამხედველობა გრძელდება „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების ფარგლებში.
აღნიშნულ საქმეში მომჩივანი დააკავეს 2005 წლის 27 დეკემბერს წყალტუბოში
საზოგადოებრივი
წესრიგის
შეურაცხყოფის მიყენების
დარღვევისა
და
ტაქსის
მძღოლისთვის
ფიზიკური
ფაქტზე. ამოცნობის პროცედურის შემდეგ მომჩივანს,
სავარაუდოდ, სცემეს პოლიციელებმა, რომლებიც მისგან ითხოვდნენ დანაშაულის
ჩადენის აღიარებას.
ევროპულმა
სასამართლომ
აღნიშნა,
რომ
შესაბამისმა ორგანოებმა არ ჩაატარეს
სრულყოფილი და ეფექტიანი გამოძიება, სხვებს შორის, სათანადო ექსპერტიზების
ჩატარების კუთხით; საგამოძიებო ორგანოებმა არ დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი,
რათა შეემოწმებინათ პოლიციელთა ჩვენებების უტყუარობა, რომლებიც ამტკიცებდნენ,
რომ მომჩივანმა გაქცევისას მიიღო დაზიანებები ბეტონის ფილებზე დაცემის შედეგად.
ასევე, მათ არ გასცეს პასუხი
კითხვაზე, თუ რამდენად შეიძლებოდა მომჩივანს
აღნიშნული დაზიანებები მიეღო მხოლოდ ერთხელ დაცემის შედეგად. საქმეში მონაწილე
პოლიციელთა დაკითხვა იყო ზედაპირული, ხოლო ჩვენებები შაბლონური.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის
დარღვევა მომჩივნის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის გამო და მე3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა ეფექტიანი გამოძიების არარსებობის გამო.
მომჩივანს ევროპულმა სასამართლომ, სამართლიანი დაკმაყოფილების სახით, 12 000
ევრო მიაკუთვნა, რაც მთავრობის მიერ გადახდილი იქნა დადგენილ ვადაში.
მთავრობის
მიერ საქმეზე დადგენილი დარღვევის აღმოფხვრის მიზნით
ჩატარდა
ხელახალი ეფექტიანი გამოძიება. მომჩივანი ჩართული იყო გამოძიების პროცესში და
პერიოდულად მიეწოდებოდა ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ. 2018 წლის
2 აპრილს სისხლის სამართლის №4106810 საქმეზე, რევაზ დვალიშვილის დაკავებისას
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისათვის,
სსკ-ის 333-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის
ბრალდებით,
პასუხისგებაში
იქნენ
მიცემული
წყალტუბოს
შს
ჩადენის
სამმართველოს
თანამშრომლები ბ. ღ. და მ. მ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 22
თებერვალს ორივე ბრალდებულის მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი
და წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ორივე ბრალდებული ცნობილი იქნა
დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
დანაშაულის
ჩადენაში. თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად
განესაზღვრა 1 წელი პირობითი მსჯავრი, იმავე გამოსაცდელი ვადით, ასევე 1 წლით
ჩამოერთვათ
თანამდებობის
დაკავების
უფლება, დამატებითი
თითოეულს განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით.
სასჯელის
სახედ
1.6. ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №50375/07, 2019 წლის
18 ივლისის გადაწყვეტილება
აღნიშნული საქმე ეხება 2006 წელს პოლიციის მიერ მომჩივნების, იური ვაზაგაშვილისა
და ციალა შანავას შვილის - ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობას და ამ ფაქტზე ეფექტიანი
გამოძიების ჩაუტარებლობას.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის
(სიცოცხლის
უფლება)
არსებით
და
პროცედურულ
დარღვევას.
სასამართლოს
განცხადებით, 2006 წლის 2 მაისს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს პოლიციის მიერ
გამოყენებული ძალა, რამაც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა
გამოიწვია, არ იყო
პროპორციული და აუცილებელი.
რაც შეეხება პროცედურულ ნაწილს, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ
პირველადი გამოძიება მთელი რიგი დარღვევებით წარიმართა, რაც დაადასტურა კიდეც
2012 წლის 12 დეკემბერს გახსნილი გამოძიების შედეგებმა. მართალია, განახლებული
გამოძიების შედეგად, 2015 წელს დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში, მაგრამ ეს მოხდა
მკვლელობიდან მხოლოდ 9 წლის შემდეგ. ყოველივე ამის გამო, დადგინდა მე-2
მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევაც.
სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 50 000 ევროს გადახდა
დაეკისრა, რაც მთავრობის მიერ გადახდილი იქნა დადგენილ ვადაში.
აღნიშნულ საქმეზე დადგენილი დარღვევის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ
2015
წლის
ოქტომბერში
თბილისის
საქალაქო
სასამართლომ
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი გაასამართლა.
2020 წლის 3 დეკემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო
რეზოლუცია
აღნიშნულ
საქმეზე,
რითაც
გადაწყვეტილება
ინდივიდუალური
ღონისძიებების ნაწილში აღსრულებულად იქნა მიჩნეული, ხოლო ზოგად ღონისძიებებზე
ზედამხედველობა გრძელდება „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების ფარგლებში.
1.7. ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №38342/05, 2017 წლის 13
ივლისის გადაწყვეტილება
წინამდებარე საქმეში მომჩივნები, ივანე ჯუღელი (რომელიც გარდაცვლილია, რის
გამოც,
მისი
მოთხოვნის
ნაწილში,
საჩივარი
ამორიცხულ
იქნა
სასამართლოს
განსახილველ საქმეთა ნუსხიდან), ოთარ გურეშიძე და ლიანა ალავიძე დავობდნენ
იმის თაობაზე, რომ მათი საცხოვრებელი კორპუსიდან (უზნაძის ქ. №4) ოთხი მეტრის
მოშორებით
მდებარე
წელს
1952
აშენებული
თბოელექტროსადგური
(„თბოელექტროცენტრალი“) საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას და შეუძლებელს
ხდიდა
უსაფრთხო
გარემოში
ცხოვრების
უფლების
რეალიზებას.
ეროვნულმა
სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს მათ მიერ 2000-2005 წლებში წარდგენილი საჩივრები
კომპენსაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დარღვეული იქნა
მომჩივნების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება მათ საცხოვრებელ
ადგილას
არსებული
სასამართლოს
გარემოს
განმარტებით,
თბოელექტროცენტრალის
დაბინძურების
მოპასუხე
გამო
(კონვენციის
სახელმწიფოს
ფუნქციონირების
მხრიდან
საზოგადოებრივ
მე-8
მუხლი).
ვერ
მოხდა
საჭიროებასა
და
მომჩივნების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას შორის ბალანსის
დაცვა.
ევროპულმა სასამართლომ მორალური ზიანისა და ხარჯების ანაზღაურების სახით
მომჩივნებს მთლიანობაში მიაკუთვნა 12 848 ევრო, რაც მთავრობის მიერ გადახდილ იქნა
დადგენილ ვადაში.
მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, დღეის მდგომარეობით აღნიშნულ
მისამართზე
თბოელექტროსადგური
აღარ
ფუნქციონირებს
და
მიმდინარეობს
ტერიტორიაზე არსებული შენობის გარე ფასადის მოპირკეთების სამუშაოები.
ზოგადი ღონისძიებები
ანგარიშში
აღნიშნულია,
ევროპული
სასამართლოს
რომ
დღეს
მიერ
მოქმედი
აღნიშნულ
კანონმდებლობა
საქმეზე
უზრუნველყოფს
დადგენილი
დარღვევების
სამომავლო პრევენციას. ამ კუთხით, ანგარიშში დეტალურადაა მითითებული ბოლო
წლების
განმავლობაში
განხორციელებული
საკანონმდებლო
ცვლილებები
და
შემუშავებული რეგულაციები.
2020 წლის 3 დეკემბერს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია აღნიშნულ
საქმეზე, რითაც გადაწყვეტილება აღსრულებულად იქნა მიჩნეული.
2021 წელს დასრულებული საქმეები
1.8 ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №49284/09, 2019 წლის 17 იანვრის
გადაწყვეტილება
საქმის გარემოებების მიხედვით, საგამოძიებო და სასამართლო ორგანოებმა 2007-2009
წლებში უარი განაცხადეს მომჩივნის, დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვაზე, რის
შედეგადაც დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა მხარეთა თანასწორობის
პრინციპის შესაბამისად და ეროვნული სასამართლოსთვის წარედგინა მტკიცებულება,
რომელსაც
შესაძლოა
დაედასტურებინა
მისი
უდანაშაულობა.
საბოლოო
ჯამში
აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია მომჩივნის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება.
საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდგომ - „კონვენცია“) მე-6 მუხლის (საქმის
სამართლიანი განხილვის უფლება) პირველი პუნქტისა და მე-3 პუნქტის (d) ქვეპუნქტის
დარღვევა.
საქმეზე სასამართლომ მომჩივანს კომპენსაცია არ მიაკუთვნა და მიუთითა, რომ
დარღვევის დადგენა თავისთავად უკვე წარმოადგენს მომჩივნისთვის მიყენებული
მორალური ზიანის საკმარის სამართლიან დაკმაყოფილებას.
2021 წლის 10 ნოემბერს, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო საბოლოო რეზოლუცია
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - ,,ბრეგვაძე საქართველოს წინააღმდეგ’’.
1.9. ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №18925/09, 2018 წლის 20
სექტემბრის გადაწყვეტილება
საქმე ეხებოდა მომჩივან - მარიამ ჯიშკარიანის მიერ 2005 წელს ცილისწამების შესახებ
სამართალწარმოების დაწყებას იმჟამინდელი იუსტიციის მინისტრის, კ.კ.-ს წინააღმდეგ.
მინისტრი მას ტელევიზიითა და ბეჭდური მედიის საშუალებით ადანაშაულებდა თანხის
სანაცვლოდ პატიმრებისთვის სამედიცინო დასკვნების შედგენაში.
ევროპული სასამართლო არ დაეთანხმა ცილისწამების საქმესთან დაკავშირებით
ეროვნული სასამართლოების შეფასებას, რომ იუსტიციის მინისტრი გამოთქვამდა
საკუთარ მოსაზრებას, ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება)
შესაბამისად. სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის განმარტება არ უნდა მოხდეს
იმგვარად, რომ პირს დაევალოს მის მიმართ თანამდებობის პირის მიერ გაჟღერებული
დანაშაულებრივი ქცევის შესახებ მძიმე ბრალდებების თმენა, როდესაც აღნიშნული
ბრალდება არ არის გამყარებული ფაქტობრივი მტკიცებულებებით.
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს
მინისტრის გამოხატვის თავისუფლებასა და მომჩივნის რეპუტაციის დაცვის უფლებას
შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ
ამ საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა.
სტრასბურგის
სასამართლომ
საქართველოს
მთავრობას
დააკისრა
მომჩივნის
სასარგებლოდ 1 500 ევროს გადახდა - მორალური ზიანის ანაზღაურების სახით და 1 833
ევროს გადახდა ხარჯების ანაზღაურების სახით.
სასამართლოს მიერ მომჩივნისთვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა
მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში, 2019 წლის 4 თებერვალს.2021 წლის 8
დეკემბერს,
მინისტრთა
კომიტეტმა
მიიღო
საბოლოო
რეზოლუცია
ევროპული
სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - ,,ჯიშკარიანი საქართველოს წინააღმდეგ’’.
II გადაწყვეტილებები და განჩინებები, რომლებზეც მიმდინარეობს აღსრულება
2.1. გადაწყვეტილებები, რომლებზეც მიმდინარეობს აღსრულება
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი
გადაწყვეტილებების
ნაწილში,
რომლებზეც
მიმდინარეობს
აღსრულება,
საქმეები
დაჯგუფებულია შემდეგი თანმიმდევრობით: „ცინცაბაძის ჯგუფის“ გადაწყვეტილებები,
დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებული საქმეები, მოსამართლეთა საქმეები,
ბავშვებთან/მშობლის
უფლებებთან
დაკავშირებული
საქმეები,
ეროვნულ
სამართალწარმოებასთან დაკავშირებული საქმეები, ნარკოტიკებთან დაკავშირებული
გადაწყვეტილებები, სხვა გადაწყვეტილებები და 2021 წელს გამოქვეყნებული საქმეები.
2.1.1. „ცინცაბაძის ჯგუფის“ გადაწყვეტილებები
„ცინცაბაძის ჯგუფი“ აერთიანებს იმ საქმეებს, რომლებშიც დაირღვა ევროპული
კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 მუხლები (წამების აკრძალვა) 2012 წლის
1 ოქტომბრამდე მომხდარი ფაქტების გამო. მთავრობის 2021 წლის ანგარიშის თანახმად,
ჯგუფში გაერთიანებულია 13 გადაწყვეტილება, რომელშიც ევროპულმა სასამართლომ
დაადგინა, სხვებს შორის, ზემოაღნიშნული მუხლების დარღვევა და 11 განჩინება,
რომელიც გამოტანილია მხარეთა შორის მიღწეული მორიგების ან მთავრობის მიერ
წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე.
ანგარიშის თანახმად, წინამდებარე ჯგუფში გაერთიანებული 8 საქმე უკვე დაიხურა
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ (ღარიბაშვილი საქართველოს წინააღმდეგ,
ხაინდრავა და ძამაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, სურმანიძე და სხვები საქართველოს
წინააღმდეგ, გეგენავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, დვალიშვილი საქართველოს
წინააღმდეგ,
ვაზაგაშვილი
და
შანავა
საქართველოს
წინააღმდეგ,
„საყვარელიძე
საქართველოს წინააღმდეგ“ და „ილაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ).
2.1.1.1. ცინცაბაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №35403/06, 2011 წლის 15
თებერვლის გადაწყვეტილება
აღნიშნული საქმე ეხება მომჩივნის შვილის, ზურაბ ცინცაბაძის გარდაცვალებას ხონის
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საქმის მასალების მიხედვით, 2005 წლის 30
სექტემბერს, ის ჩამომხვრჩალი იპოვეს ციხის საკუჭნაოში. გარდაცვლილი სასჯელს
იხდიდა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო.
2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით, ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე
ჩატარებული არაეფექტიანი გამოძიების გამო, დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის
დარღვევა და მომჩივანს 19 047 ევრო მიაკუთვნა. სასამართლოს მიერ მომჩივნისათვის
მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა მთავრობის მიერ გადახდილია
დადგენილ ვადაში.
ანგარიშის თანახმად, მთავარი პროკურატურის მიერ ცინცაბაძის გარდაცვალებასთან
დაკავშირებით
გამოძიება
განახლდა
2011
წლის
მარტის
თვეში.
მომჩივანი
(გარდაცვლილის დედა) ცნობილი იქნა დაზარალებულად და მას მიეწოდა ინფორმაცია
გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
განახლებული
გამოძიების
ფარგლებში
დაიკითხნენ
საქმისთვის
მნიშვნელოვანი
მოწმეები და ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის
ხელწერისა და ხელმოწერის გრაფიკული ექსპერტიზა, როლითაც დადგინდა, რომ
გამოსამშვიდობებელი წერილი „ნინოს“ სახელზე, რეალურად შესრულებულია თავად
ზურაბ ცინცაბაძის მიერ. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პირი, რომლის მიმართაც
დაწერილია აღნიშნული წერილი, სინამდვილეში აღმოჩნდა მ. გ., რომელიც დაიკითხა 2017
წლის 28 ივლისს.
2018 წლის ივლისში საგამოძიებო ორგანომ სისხლის სამართლის საქმის მასალები გააცნო
დაზარალებულის (მომჩივნის) - სვეტლანა ცინცაბაძის ინტერესების დამცველ ადვოკატს.
საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, დაზარალებულის ინტერესების დამცველმა
ადვოკატმა გამოძიების წინაშე დააყენა შუამდგომლობა რიგი საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარების თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა საგამოძიებო უწყების მიერ.
2019 წლის 15 დეკემბერს გარდაიცვალა ზ. ცინცაბაძის დედა - საქმეზე დაზარალებულად
ცნობილი
სვეტლანა
ცინცაბაძე.
აღნიშნულის
შემდეგ
დაზარალებულის
უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ზურაბ ცინცაბაძის ერთადერთი ძმა - თეიმურაზ
ცინცაბაძე. იგი დაზარალებულის სახით გამოიკითხა და გაეცნო სისხლის სამართლის
საქმის მასალებს. გამოკითხვისას და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ თეიმურაზ
ცინცაბაძემ განაცხადა, რომ გამოძიების წინაშე რაიმე შუამდგომლობა არ გააჩნია, მათ
შორის, ვინმეს დაკითხვასთან დაკავშირებით.
ანგარიშის თანახმად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული
ობიექტური მტკიცებულებები, რომლებიც შესაბამისი სტანდარტით დაადასტურებდა
კონკრეტული პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. ამ ეტაპზე, პროკურატურის მიერ
აღნიშნულ საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
2.1.1.2. მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №18996/06, 2012 წლის 9
ოქტომბრის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილება მოიცავს ორ ეპიზოდს)
მიქიაშვილის საქმე შედგება ორი ეპიზოდისგან: 2005 წლის 29 ოქტომბერს მომჩივნის
დაკავებისას განხორციელებული არასათანადო მოპყრობა (პირველი ეპიზოდი) და 2006
წლის 14-15 აგვისტოს მომჩივნის პატიმრობისას განხორციელებული სავარაუდო
არასათანადო მოპყრობა (მეორე ეპიზოდი).
2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ევროპულმა სასამართლომ პირველ
ეპიზოდთან მიმართებით დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის
დარღვევა პოლიციის მხრიდან მომჩივნის არასათანადო მოპყრობის გამო, აგრეთვე, ამავე
მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი
გამოძიების არარსებობის გამო. ხოლო, მეორე ეპიზოდთან მიმართებით დაადგინა მე-3
მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა მომჩივნის არასათანადო მოპყრობის ფაქტის
არაეფექტიანი გამოძიების გამო და მომჩივანს კომპენსაციის სახით მიანიჭა 12 000 ევრო.
კომპენსაციის თანხა მთავრობამ გადაიხადა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
რაც შეეხება ხელახალ გამოძიებას, მთავარი პროკურატურის 2013 წლის 20 თებერვლის
გადაწყვეტილებით
ორივე
ეპიზოდთან
დაკავშირებით
განახლდა
საგამოძიებო
მოქმედებები. მომჩივანი ჩართული იყო გამოძიების პროცესში და პერიოდულად
მიეწოდებოდა ინფორმაცია გამოძიების მსვლელობის შესახებ. პირველ ეპიზოდთან
დაკავშირებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მომჩივანს ჯანმრთელობის სხვადასხვა
ხარისხის დაზიანებები მიადგა დაკავებისას და დროებითი მოთავსების იზოლატორში
ცემის შედეგად. აღნიშნულ ფაქტზე, 2020 წლის 18 თებერვალს შს სამინისტროს სამი
ყოფილი თანამშრომელი ცნობილ იქნა დამნაშავედ. კერძოდ ნ. ჯ. და გ. ა. ცნობილი იქნენ
დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 333-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის
სახედ და ზომად განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, მათვე
ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის ვადით. ა. ც. ცნობილი იქნა
დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების
აღკვეთა 1 წლის ვადით, რომელიც ჩაეთვალა პირობით იმავე ვადით. მასვე დაეკისრა
ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით და ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის
ვადით.
მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით, ჩატარებულია რიგი საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედებები, კერძოდ, თავად გიორგი მიქიაშვილის გარდა გამოკითხულნი არიან
მოწმეები: სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №18 სამკურნალო დაწესებულების
თანამშრომლები,
ყოფილი
პატიმრები,
წამების
ცენტრ
„ემპათიას“
დირექტორი,
ფსიქიატრი. გამოძიების პროცესში ჩატარდა ამოცნობა, საგამოძიებო ექსპერიმენტი, ასევე,
გამოთხოვილი იქნა რელევანტური ინფორმაცია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და
პრობაციის სამინისტროდან.
ანგარიშის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები
წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და არ არის ლოგიკური ჯაჭვით ერთმანეთთან
დაკავშირებული
უტყუარი
მტკიცებულებები,
რომელთა
ერთობლიობა
ცალსახად
დაადასტურებდა გიორგი მიქიაშვილის მიმართ დაწესებულების თანამშრომლების
მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტს.
ამ ეტაპზე საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
2.1.1.3. ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №25091/07, 2011
წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება
საქმე ეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მომჩივნების
შვილის − სანდრო გირგვლიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და მკვლელობის
ფაქტს 2006 წლის იანვარში და აღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების არარსებობას,
რის გამოც ევროპული სასამართლოს მიერ დადგინდა კონვენციის მე-2 მუხლის
პროცედურული ნაწილის დარღვევა.
2011 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ მომჩივანს
მორალური ზიანისთვის მიანიჭა 50 000 ევრო, ხოლო ხარჯებისათვის − 388 ევრო.
სასამართლოს მიერ კომპენსაციის სახით მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა მთავრობის მიერ გადახდილია დადგენილ ვადაში.
აღნიშნულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ, ასევე, დაადგინა ევროპული კონვენციის
38-ე
მუხლის
დარღვევა,
ვინაიდან
სასამართლოს
მიერ
მოთხოვნილი
რიგი
მტკიცებულებები მთავრობამ დაგვიანებით ან საერთოდ არ წარადგინა.
რაც შეეხება გამოძიების განახლებას, აღნიშნული განხორციელდა 2012 წლის 26 ნოემბერს.
განახლებული გამოძიებით დადგინდა, რომ წინა გამოძიების ფარგლებში ადგილი ჰქონდა
სისტემურ დანაშაულს. კერძოდ, გამოძიებით სრულად იქნა დადასტურებული, რომ
საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, შინაგან საქმეთა
მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის
დირექტორმა დავით ახალაიამ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დირექტორმა ბაჩანა
ახალაიამ, შსს-სა და პროკურატურის სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, საკუთარი
პოლიტიკური/თანამდებობრივი
პასუხისმგებლობისაგან
თავის
არიდების
მიზნით,
პირადი მოტივით, ერთობლივად დაგეგმეს და განახორციელეს სანდრო გირგვლიანის
სიცოცხლისა და თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებების
შესახებ არსებული და მოპოვებული მონაცემების წინასწარი განზრახვით დაფარვა,
შეცვლა და მათი იმგვარი საპროცესო დამაგრება, რამაც გამოიწვია დანაშაულის
შემკვეთებისა და შემსრულებლებისათვის გარდაუვალი, კანონიერი და ადეკვატური
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან არიდება, რასაც თან ერთვოდა
საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
განახლებული გამოძიების ფარგლებში მოცემულ საქმეზე პასუხისგებაში იქნა მიცემული
9 პირი (ივანე მერაბიშვილი, ო.მ., დ.ქ., თ.ტ., მ.გ., ბაჩანა ახალაია, დ.ჩ., მიხეილ სააკაშვილი,
დავით ახალაია), რომელთა მიმართაც დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი.
2.1.1.4. მინდაძე და ნემსიწვერიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №21571/05, 2017
წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება
საქმე
ეხება
2004-2007
წლებში
მომჩივნების,
დავით
მინდაძისა
და
ვალერიან
ნემსიწვერიძის, მიმართ განხორციელებულ სხვადასხვა უკანონო ქმედებას, მათ შორის,
წამებასა და უკანონო პატიმრობას. საქმის ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ორივე
მომჩივანი დააკავეს 2004 წელს და ბრალი დასდეს საქართველოს პარლამენტის წევრთან
(კ.გ.) დაკავშირებულ თავდასხმაში. ეროვნულმა სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო,
მათ შორის, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობისთვის.
აღნიშნულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის
(წამების აკრძალვა) დარღვევა, რომელიც ეხება 2004 წლის 13 მაისს მომჩივან დავით
მინდაძის წამებას პოლიციელების მიერ, რაც გამოიხატებოდა სასტიკ ცემასა და მის
მიმართ ელექტროშოკის გამოყენებაში. მე-3 მუხლის დარღვევა დადგინდა, აგრეთვე
წამების ფაქტის გამოძიების არაეფექტიანობის გამო. სასამართლომ ასევე დაადგინა მე-5
მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და მე-6 მუხლის დარღვევა.
სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა 28 000 ევროს გადახდა მინდაძის და 16 000 ევროს
გადახდა ნემსიწვერიძის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით. ასევე, 4
800 ევროს გადახდა ორივე მომჩივნის სასარგებლოდ ხარჯების ასანაზღაურებლად. 2017
წლის 31 ოქტომბერს დავით მინდაძეს გადაერიცხა კომპენსაციის სახით მისთვის
მიკუთვნებული თანხა, ხოლო ვალერიან ნემსიწვერიძემ რეკვიზიტები წარადგინა
დაგვიანებით, 2018 წლის 20 დეკემბერს, შესაბამისად, მას თანხა ჩაერიცხა 2019 წლის 26
თებერვალს.
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილების
საფუძველზე,
ყოველმხრივი,
დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით, დავით მინდაძის
საჩივრის საფუძველზე 2005 წლის 24 თებერვალს დაწყებული სისხლის სამართლის საქმე
2017
წლის
17
ოქტომბერს
გამოსაძიებლად
გადაეცა
საქართველოს
მთავარი
პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. პროკურატურისთვის საქმის გადაცემის შემდეგ,
ჩატარდა
მთელი
რიგი
საგამოძიებო
მოქმედებები,
გამოიკითხა
საქმისთვის
მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე რამდენიმე პირი, მათ შორის, ექიმ-ტრავმატოლოგი
გ. ჭ. და მისი კოლეგები. გამოძიებამ ასევე დაგეგმა მინდაძის პირადი ჩხრეკის ოქმში
მითითებული პიროვნებების გამოკითხვა, თუმცა მათი ნაწილის გამოკითხვა ობიექტური
მიზეზების გამო (გარდაცვალება, ჯანმრთელობის მდგომარეობა) ვერ მოხერხდა.
აღნიშნულის შემდგომ დაიკითხა რამდენიმე მოწმე, მათ შორის, დავით მინდაძე.
ანგარიშის თანახმად, დავით მინდაძემ დაადასტურა რამდენიმე წლის წინ მიცემული
ჩვენება, თუმცა, ამ ეტაპზე, მას არ სურს აღნიშნული ფაქტის გამოძიებაში მონაწილეობა
და არ გააჩნია გამოძიების ხელშეწყობის სურვილი, რის გამოც დამატებითი ინფორმაციის
მიწოდებისაგან თავი შეიკავა. იგივე განაცხადა დავით მინდაძის მეუღლემაც.
ანგარიშის
თანახმად,
მიუხედავად
ობიექტურად
არსებული
დამაბრკოლებელი
გარემოებებისა, საქმეზე გრძელდება გამოძიება.
2.1.1.5. კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2316/09, 2019 წლის 17 იანვრის
გადაწყვეტილება
საქმე ეხება 2008 წლის 2 სექტემბერს მომჩივნის, გოჩა კეკელიძის დაკავებისას
პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობასა და შემდგომში ამ ფაქტზე ეფექტიანი
გამოძიების ჩაუტარებლობას.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციელების მიერ ძალის გამოყენების
გადამეტების
შედეგად
მომჩივანმა
მიიღო
დაზიანებები,
რაც
უტოლდებოდა
არაადამიანურ მოპყრობას. ფაქტზე არ ჩატარებულა სრულყოფილი, ადეკვატური და
ეფექტიანი გამოძიება. სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა)
არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.
ინდივიდუალური ღონისძიებების კუთხით აღსანიშნავია, რომ მოცემულ საქმეზე
მომჩივანს
ევროპული
სასამართლოს
წინაშე
სამართლიანი
დაკმაყოფილება
არ
მოუთხოვია. რაც შეეხება გამოძიებას, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების
გამოტანის შემდგომ, 2019 წლის პირველ აპრილს აღნიშნული საქმე გამოსაძიებლად
გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. გამოძიების
ფარგლებში გამოიკითხა რამდენიმე მოწმე, მათ შორის, თავად მომჩივანი, მისი დედა ნ.
ლ., ასევე ადვოკატები ნ.ა. და გ.ღ.; გამოძიების პროცესში რამდენიმე უწყებიდან
გამოთხოვილი იქნა სხვადასხვა სახის ინფორმაცია; 2019 წლის 3 მაისს დამატებით
გამოიკითხა ზ. ბ., რომლის თანახმად, მას ცხვირის არეში მუშტი დაარტყა გ. შ.-მ, რის
შემდეგაც, დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში, გოჩა კეკელიძეს სცემეს შსს აჭარის
„სოდ“-ის 3-4-მა თანამშრომელმა და მათ შორის დაასახელა აჭარის „სოდ“-ის კონკრეტული
თანამშრომლების ვინაობა.
2019 წლის 4 ოქტომბერს შსს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტიდან
გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია საქმეში მონაწილე პირების სატელეფონო ნომრების
შესახებ,
რის
შემდგომაც
სასამართლოდან
მიღებულ
იქნა
განჩინება
მოცემულ
სატელეფონო ნომრებზე შემავალ-გამავალი ზარების და მომსახურე ანძების შესახებ აღნიშნული პირების კონტაქტებისა და ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით.
2020-2021 წლებში საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება,
კერძოდ:
2020 წლის თებერვალში გამოიკითხნენ 2008 წლის 2 სექტემბრის მდგომარეობით
შსს-ს
სპეციალური
ოპერატიული
დეპარტამენტის
(„სოდ“)
სპეციალური
ღონისძიებების სამმართველოს თანამშრომლები;
2020 წლის მარტში დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა გ. კეკელიძის
დაზიანების წარმოშობასთან დაკავშირებით, რაზედაც 2020 წლის ივნისში
მიღებული იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა;
2020 წლის მარტში გამოიკითხნენ გოჩა კეკელიძის თანამესაკნეები ე.ჯ., ზ.დ., ტ.შ.;
გოჩა კეკელიძის ოჯახის წევრები ზ.კ., დ.კ., ლ.კ., რომელთაც დაადასტურეს მის
მიერ გამოკითხვის ოქმში ასახული სხვადასხვა გარემოება;
2020 წლის მარტში გამოიკითხა ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორის
თანამშრომელი ც.კ., რომელმაც განმარტა, რომ იზოლატორში შეყვანისას გ.
კეკელიძეს აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები;
2020 წლის ივლისის თვეში გამოიკითხა მოქალაქე ე.ვ., რომელმაც განმარტა, რომ
იგი შეესწრო გ. კეკელიძის დაკავების ფაქტს. ე.ვ.-ს მონაყოლი ასევე დაადასტურა
გამოკითხულმა ნ.ლ.-მაც (მომჩივნის დედა);
2021 წლის მარტში სახალხო დამცველის აპარატიდან გამოთხოვილი იქნა
ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის მიერ მომჩივნის
დაკავების შემდეგ მასთან ვიზიტისას შედგენილი დოკუმენტების შესახებ.
ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, სახალხო დამცველის აპარატის სამსახურში
დოკუმენტი არ მოიძებნა;
2021 წლის მარტში გამოიკითხა ვ.მ., რომელმაც განმარტა, რომ 2008 წლის 2
სექტემბერს იგი მუშაობდა ბათუმის სახალხო დამცველის აპარატში, მაგრამ არ
ახსოვდა, იმყოფებოდა თუ არა ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში
მომჩივნის მოსანახულებლად. მან ზოგადად გაიხსენა ბევრი ინციდენტი, რომელიც
მოხდა 2007-2008 წლებში, რამდენადაც ის აღნიშნულ პერიოდში ხშირად შედიოდა
ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმ პირთა სანახავად, რომელთა
მიმართაც ხორციელდებოდა ფიზიკური შეურაცხყოფა.
ანგარიშის
თანახმად,
საქმეზე
გრძელდება
გამოძიება,
რომლის
ფარგლებში,
პროკურატურას კომუნიკაცია აქვს მომჩივანთან.
2.1.1.6. გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №7088/11, 2019
წლის 21 თებერვლის გადაწყვეტილება
საქმე ეხება 2009 წლის 30 მარტს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პატიმრების
გაქცევის მცდელობისას, მათი დაკავების დროს და დაკავების შემდგომ ციხის
თანამშრომლების მხრიდან მომჩივნების მიმართ არასათანადო მოპყრობას და ამ ფაქტის
არასათანადო გამოძიებას.
ევროპულმა სასამართლომ მომჩივნების - გიორგი გაბლიშვილის და გიორგი მჭედლიძის
მიმართ დაადგინა მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა, ხოლო დანარჩენი ორი
მომჩივნის - რომიკ კასიანოვისა და ზურაბ გაჩეჩილაძის მიმართ მსგავსი დარღვევა არ
დადგინდა. სასამართლომ, ასევე, დაადგინა, რომ ოთხივე მომჩივნის მიმართ დაირღვა
დამოუკიდებელი, ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების უფლება.
ევროპულმა
სასამართლომ
გიორგი
გაბლიშვილისა
და
გიორგი
მჭედლიძისთვის
მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს 6000 - 6000 ევროს გადახდა
დააკისრა, რომიკ კასიანოვისა და ზურაბ გაჩეჩილაძის კომპენსაციად კი 3000 - 3000 ევრო
განსაზღვრა, რაც მთავრობის მიერ გადახდილი იქნა დადგენილ ვადაში.
რაც შეეხება გამოძიებას, აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 19 მაისს გენერალური
პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების
დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ
საჯარო მოხელეთა მიერ მსჯავრდებულთა წამების ფაქტზე. გამოძიების პროცესში
გამოიკითხა გიორგი მჭედლიძის დედა, ქ. მ. და თავად გიორგი მჭედლიძე. 2017 წლის 28
ნოემბერს რომიკ კასიანოვმა და მომჩივნებთან ერთად დაპატიმრებულმა რ.გ.-მ უარი
განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. 2017 წლის 22 დეკემბერს გამოკითხულმა გიორგი
გაბლიშვილმა კი განმარტა, რომ მას პირადად არ დაუნახავს გიორგი მჭედლიძის
დაკავების ფაქტი, ასევე არ შესწრებია მის ცემას, თუმცა შეატყო, რომ მას ჰქონდა
გარკვეული დაზიანებები.
გამოძიების პროცესში, 2018 წლის 16 აგვისტოს გამოიკითხნენ რუსთავის №1
დაწესებულების იმჟამინდელი დირექტორი დ. ს. და თანამშრომელი, ვ. მ., რომლებმაც
უარყვეს
პატიმრების
მიმართ
რაიმე
სახის
ფიზიკური
ზეწოლის
ფაქტი.
№1
დაწესებულების იმჟამინდელმა ოპერატიულმა მორიგემ, გ. ე.-მ 2018 წლის 17 აგვისტოს
ჩვენებაში არაპირდაპირ დაადასტურა ცემის ფაქტი, თუმცა იგი აცხადებს, რომ
აღნიშნულის შესახებ გაიგო შემდგომ დღეებში თანამშრომელთა საუბრებიდან, ხოლო
თავად ცემის ფაქტს არ შესწრებია. იგი ასევე ვერ მიუთითებს იმ თანამშრომლებს,
რომელთაგანაც მან გაიგო ზემოაღნიშნული ინფორმაცია.
2019 წლის 1 აპრილს გიორგი მჭედლიძე პირობით ვადამდე გათავისუფლდა.
2021 წლის 7 დეკემბერს გამოიკითხნენ რუსთავის №1 დაწესებულების ყოფილი
თანამშრომლები დ.კ. და დ.ბ., რომლებმაც ვერ დაადასტურეს რაიმე სახის ძალადობის
ფაქტი პატიმრების მიმართ მათ მიერ ან სხვა თანამშრომლების მხრიდან. 2021 წლის 8
დეკემბერს გამოიკითხა №1 დაწესებულების ყოფილი თანამშრომელი ო.თ., რომელმაც
დაადასტურა თავისი მონაწილეობა დაკავების ფაქტში, თუმცა მისი ჩვენების თანახმად,
იგი პატიმართა მიმართ ძალადობის შემსწრე არ ყოფილა.
აღნიშნულ საქმეზე გრძელდება გამოძიება.
2.1.1.7. გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №40009/12, 2019 წლის 27 ივნისის
გადაწყვეტილება
საქმე ეხება 2011 წლის 26 მაისის ღამეს ჩატარებულ ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციას,
რომლის დროსაც ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან
საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 24 კაციანი დაჯგუფება დააკავეს. დაკავების
მიზეზად შეიარაღებული ამბოხის მზადება დასახელდა.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3
მუხლის (წამების აკრძალვა) არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა.
სასამართლოს
გადაწყვეტილებით,
კომპენსაციის
სახით
მთავრობას
მომჩივნის
სასარგებლოდ 10 000 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა, რაც მთავრობის მიერ
დადგენილ ვადაში იქნა შესრულებული.
რაც შეეხება საქმეზე ჩატარებულ გამოძიებას, აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლისა და
მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 2011 წლის 4 ივნისს
დაიწყო გამოძიება შ.ს. სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს
ქარელის რაიონული სამმართველოს ცალკეული თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი
უფლებამოსილების გადამეტებით ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. 2016 წლის 3 მაისს,
სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიების ჩასატარებლად გადაეცა საქართველოს
გენერალური
პროკურატურის
საგამოძიებო
ნაწილს.
2017
წლის
19
ივლისს,
განახლებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული და შეკრებილი მტკიცებულებების
საფუძველზე, დაზუსტდა დანაშაულის კვალიფიკაცია და გამოძიება სსკ-ის 333 მუხლის
მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გაგრძელდა.
გამოძიების ფარგლებშიც ჩატარდა მრავალი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება:
განხორციელდა ათეულობით მნიშვნელოვანი მოწმის პირველადი ან დამატებითი
გამოკითხვა; გამოთხოვილი იქნა და საქმეს დაერთო მომჩივნების დაკავებისა და
შესაბამისი სამედიცინო შემოწმების ამსახველი დოკუმენტაცია; შინაგან საქმეთა
სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა
დეპარტამენტისა
და
,,კუდ“-ის
სპეციალური
დანიშნულების
რაზმის
წევრების
დემოგრაფიული მონაცემები, მათ სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონების
მითითებით; სასამართლოს განჩინებით სატელეფონო ოპერატორებიდან გამოთხოვილი
იქნა
სხვადასხვა
მოპოვებულ
ინფორმაცია;
დაინიშნა
სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზა;
მტკიცებულებების
ანალიზის
შედეგად
გამოიკითხა
განმეორებით
რამდენიმე მოწმე.
2020 წლის 20 იანვარს საქმეზე მიღებული იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის
დასკვნები, რომლითაც დგინდება, რომ 2011 წლის 26 მაისს დაკავებულ პირებს (ჯ.ს.-ს,
ბ.გ.-ს და მ.მ.-ს) სხეულზე მიღებული ჰქონდათ სხვადასხვა სახის დაზიანება, რომელიც
განეკუთვნება
დაზიანებათა
მსუბუქ
ხარისხს,
ჯანმრთელობის
მოუშლელად.
დაზიანებების ხანდაზმულობის განსაზღვრა ექსპერტიზამ ვერ შეძლო, სამედიცინო
დოკუმენტებში მათი არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო.
2020
წლის
24
თებერვალს,
ჩასატარებლად
გადაეცა
სისხლის
სამართლის
საქართველოს
საქმე
შემდგომი
გენერალური
გამოძიების
პროკურატურის
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს.
2020 წლის 10 დეკემბერს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის სტატუსი
მიენიჭა თავად მომჩივანს - ნ.გ.-ს, ასევე მომჩივანთან ერთად და იმავე ფაქტობრივ
გარემოებებთან დაკავშირებით 2011 წელს გასამართლებულ პირებს: ი.ჩ.-ს, ჯ.გ.-ს, ზ.გ.-ს,
მ.ს.-ს, დ.თ.-ს, მ.ც.-ს, დ.შ.-ს, ბ.ჩ.-ს, ო.კ.-ს, ჯ.ს.-ს და რ.ღ.-ს. 2021 წლის 2 თებერვალს
მომჩივნის და მასთან ერთად გასამართლებული ზემოთ მითითებული 11 პირის მიმართ,
ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე მათ მიერვე
წარდგენილი საჩივრების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა
გამამართლებელი განაჩენი.
2021 წლის 24 თებერვალს საქმეზე ანალოგიურად დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა
მომჩივანთან ერთად და იმავე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მსჯავრდებულ
კიდევ 12 პირს, კერძოდ: კ.თ.-ს, მ.ბ.-ს, ზ.გ.-ს, ზ.ჩ.-ს, ვ.ჩ.-ს, გ.ბ.-ს, გ.ც.-ს, დ.ჩ.-ს, თ.ც.-ს, ბ.გ.ს, ბ.ჩ.-ს და მ.მ.-ს. იმავე დღეს საქმეზე გამოტანილი იქნა დადგენილებები დასახელებულ
მსჯავრდებულთა მიმართ განხორციელებული სისხლის სამართლის წარმოების პროცესში
მათი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ და თბილისის სააპელაციო სასამართლოში
წარდგენილი
იქნა
მსჯავრდებულთა
შუამდგომლობები
მიმართ
გამოტანილი
ახლად
გამოვლენილ
გამამტყუნებელი
გარემოებათა
განაჩენის
გამო
გადასინჯვის
თაობაზე. ანგარიშის წარდგენის მომენტისთვის მიმდინარეობდა საქმის სასამართლო
განხილვა.
ანგარიშის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. საგამოძიებო
ორგანო აგრძელებს კომუნიკაციას მომჩივანსა და მის ადვოკატთან, რომელთაც
კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში, მიეწოდებათ სრული ინფორმაცია
გამოძიების მიმდინარეობის, მისი შედეგებისა და დაგეგმილი მოქმედებების შესახებ.
2.1.1.8. გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №8971/10, 2019 წლის 18 ივლისის
გადაწყვეტილება
აღნიშნული საქმე ეხება 2008 წლის 13 თებერვალს ბორჯომის პოლიციის მიერ
დაკავებული პირის პრეტენზიებს, რომელიც აცხადებდა, რომ დაკავების პერიოდში
ხუთმა პოლიციელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 2016 წლის
იანვარში გამოძიება შეწყდა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
აღნიშნულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის პრეტენზიები,
რომლებიც ეხებოდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის
გამოყენებასა და დაზიანებებს, მათი კონტროლის ქვეშ მყოფი პირის მიმართ, არ იქნა
ეფექტიანად გამოძიებული, როგორც ამას ითვალისწინებს კონვენციის მე-3 მუხლის
პროცედურული ასპექტი. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა მე-3 მუხლის დარღვევა.
ევროპულმა სასამართლომ მომჩივნისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად
სახელმწიფოს 6 000 ევროს გადახდა დააკისრა, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესრულდა
დადგენილ ვადაში.
რაც შეეხება საქმეზე ჩატარებულ გამოძიებას, აღსანიშნავია, რომ საქართველოს
პროკურატურის, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში
განახლებულ იქნა გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, პოლიციის თანამშრომლების
მიერ ნოდარ გოგალაძის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე (სსკ-ის 333-ე
მუხლის I ნაწილი).
2020 წლის 5 მარტს სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით
გადაეცა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. გამოძიების
პროცესში დეტალურად შესწავლილი და გაანალიზებული იქნა საქმეში
არსებული
მასალები, რის შემდეგაც 2020 წლის 8 ივნისს დაზარალებულის სახით გამოიკითხა
თავად ნოდარ გოგალაძე, რომელმაც დეტალურად აღწერა და გაიხსენა ფაქტი და მასში
მონაწილე პირები. მოწმის სახით გამოიკითხნენ ასევე ბორჯომის ნარკოლოგიური
სამსახურის
ექსპერტები
-
რ.გ.
(11.06.2020)
და
ი.მ.
(12.06.2020),
რომლებმაც
დაადასტურეს ნოდარ გოგალაძის ნარკოლოგიურ სამსახურში შემოწმებისა და მასზე
ფიზიკური ზემოქმედების ფაქტი. მოწმის სახით გამოიკითხნენ ბორჯომის რაიონის
სოფელ რველში მცხოვრები პირები -გ.მ. (16.06.2020), ო.გ. (17.06.2020), ვ.ჩ. (17.06.2020),
მ.გ. (19.06.2020) და გ.ჩ. (22.06.2020), რომლებმაც გაიხსენეს მომხდარი ინციდენტი და
დაადასტურეს, რომ დაკავებამდე ნოდარ გოგალაძეს რაიმე სახის დაზიანება სხეულზე არ
ჰქონდა.
მოწმის სახით გამოიკითხნენ
ბორჯომის
დროებითი
მოთავსების
იზოლატორის
თანამშრომლები უ.ჯ. (26.06.2020) და მ.თ. (10.07.2020), რომლებმაც განმარტეს, რომ
ნოდარ გოგალაძის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებისას აღწერეს მის
სხეულზე არსებული დაზიანებები ზედაპირულად და არ გამორიცხეს იმ დაზიანებების
არსებობა,
რომელიც
ნოდარ
გოგალაძეს
ექსპერტიზის
დასკვნის
თანახმად
აღენიშნებოდა სხეულზე. ასევე, გამოკითხული იქნენ ფაქტში მონაწილე პოლიციელები
- ლ.ხ. (23.06.2020), ა.გ. (25.06.2020), ს.ს. (30.06.2020), მ.გ. (02.07.2020), ვ.გ. (06.07.2020)
და ა.ჩ. (10.07.2020).
შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი იქნა საქმისათვის მნიშვნელობის
მქონე ინფორმაციები, კერძოდ, 2020 წლის 9 ივნისს, გამოთხოვილი იქნა ნოდარ
გოგალაძის ნარკოლოგიურ შემოწმებასთან დაკავშირებული მასალები, მათ შორის, მისი
იმჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები. 2020 წლის 23
ივნისს
გამოთხოვილი იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორის მასალები, მათ შორის,
იმჟამად
დროებითი
მოთავსების
იზოლატორში
მყოფი
დაკავებული
პირების
მონაცემები.
ანგარიშის თანახმად, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. დაგეგმილია საპროცესო და
საგამოძიებო
მოქმედებები,
რომელთა
შესრულების
შემდეგ
მიღებული
იქნება
შესაბამისი გადაწყვეტილება.
2.1.1.9. საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №40394/10, 2020 წლის 6
თებერვლის გადაწყვეტილება
აღნიშნული საქმე ეხება 2003 წლის 22 ნოემბერს, „ვარდების რევოლუციის“ დროს
მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში, მომჩივნისა და მის ოჯახის წევრების
ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყოლას, რასაც მომჩივნის ვაჟისა და დის გარდაცვალება,
ხოლო თავად მომჩივნისა და დისშვილების დაშავება მოჰყვა. მომჩივანი და მისი ოჯახის
წევრები თბილისის ქუჩებში გადაადგილდებოდნენ ავტომობილით, რა დროსაც მათ
დაეჯახა სამხედრო მანქანა.
მომხდარ ფაქტზე სახელმწიფოს სხვადასხვა ორგანომ აწარმოა გამოძიება, რომელიც
წლების განმავლობაში დაიხურა და განახლდა. ასევე, ჩატარდა რამდენიმე ექსპერტიზა,
თუმცა მიუხედავად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებისა, ვერ დადგინდა ავარიის
დეტალები სრული სიზუსტით, რის გამოც ვერ მოხერხდა კონკრეტული შედეგებით
გამოძიების
დასრულება.
2017
წლის
1
მარტს
საქმეზე
შეწყდა
გამოძიება
სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე დადგინდა კონვენციის მე-2
მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა. სასამართლომ
აღნიშნა, რომ 2003 წელს მომხდარი ფაქტი წლების განმავლობაში არ იქნა ეფექტიანად
გამოძიებული, რასაც შედეგად მოჰყვა ხანდაზმულობის ვადის გასვლა და საქმის
დახურვა.
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებით,
კომპენსაციის
სახით
მორალური
ზიანისთვის მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ დაეკისრა 25 000 (ოცდახუთი ათასი)
ევროს გადახდის ვალდებულება, რაც მთავრობის მიერ შესრულდა დადგენილ ვადაში.
რაც შეეხება საქმეზე ჩატარებულ გამოძიებას, აღსანიშნავია, რომ 2003 წლის 23 ნოემბერს
შსს-ს ქალაქ თბილისის საგამოძიებო სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე,
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დ.ს.-სა და ე.წ.-ს გარდაცვალების ფაქტზე,
სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით. აღნიშნული საქმე შემდეგში გადაკვალიფიცირდა
სსკ-ის მე-400 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და გამოძიების გაგრძელების მიზნით 2004
წლის 19 აპრილს გადაეცა საქართველოს უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო
დეპარტამენტს. 2005 წლის 12 აგვისტოს საქმე გამოსაძიებლად გადაეცა შსს-ს ქალაქ
თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს.
საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად, დადგინდა, რომ 2003 წლის 22 ნოემბერს
ა.მ.-ს
მხრიდან
განხორციელდა
სსკ-ის
მე-400
მუხლის
მე-3
ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა. აღნიშნული გაუფრთხილებელი
დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 წლამდე
ვადით და მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. სსკ-ის 71-ე მუხლის პირველი
ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის
ხანდაზმულობის ვადა განსახილველი მსგავსი კატეგორიის მძიმე დანაშაულთათვის
შეადგენს 10 წელს, რაც გავიდა 2013 წლის 22 ნოემბერს (ფაქტი მოხდა 2003 წლის 22
ნოემბერს). სსსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, 2017
წლის
1
მარტს
საქმეზე
მიმდინარე
გამოძიება
შეწყდა,
სსკ-ით
დადგენილი
სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ამდენად,
ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანამდე (2020 წლის 6
თებერვლამდე) საქმე იყო უკვე ხანდაზმული, შესაბამისად, გამოძიება - შეწყვეტილი.
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული საქმე, რომელიც 2020 და 2021 წლის
ანგარიშების წარდგენის მომენტისთვის მიმდინარედ მიიჩნეოდა, დაიხურა მინისტრთა
კომიტეტის 2022 წლის 9 მარტის ფინალური რეზოლუციით.
2.1.1.10. კუხალაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №8938/07 და
№41891/07, 2020 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება
აღნიშნული საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს №5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
ე.წ. ციხის ბუნტის დროს პატიმრების: ზურაბ კუხალაშვილისა (23 წლის) და არსენ
ბუხრაშვილის (29 წლის) გარდაცვალებას ე.წ. ბუნტის დროს მიღებული მრავლობითი
ჭრილობის შედეგად. მათ სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს №5 დაწესებულების როგორც
ეზოში, ისე სარეჟიმო კორპუსში შესული ნიღბიანი სპეცდანიშნულების რაზმების წევრთა
მიერ
ავტომატური
ცეცხლსასროლი
იარაღებიდან
განხორციელებული
ქაოტური
სროლების შედეგად. მთლიანობაში, ე.წ. ბუნტის დროს გარდაიცვალა შვიდი პატიმარი,
ხოლო დაზიანება მიიღო ოცდაორმა პატიმარმა და ციხის ორმა თანამშრომელმა.
აღნიშნულ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა
როგორც არსებით, ისე პროცედურულ ნაწილში. აღნიშნული დარღვევების გამო
სტრასბურგის
სასამართლომ
დაადგინა,
რომ
საქართველოს
მთავრობამ
უნდა
გადაუხადოს პირველ და მეორე მომჩივანს (ზურაბ კუხალაშვილის ნათესავები)
ერთობლივად 40 000 ევრო მორალური ზიანისთვის და 5 400 ევრო ხარჯებისთვის, ხოლო
მესამე მომჩივანს (არსენ ბუხრაშვილის ნათესავი) – 32 000 ევრო მორალური ზიანისთვის
და 3 400 ევრო ხარჯებისთვის, რაც მთავრობის მიერ გადახდილი იქნა დადგენილ ვადაში.
რაც შეეხება გამოძიებას, აღნიშნულ საქმეზე საქართველოს გენერალური პროკურატურის
საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და
„გ“ ქვეპუნქტებით, 1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და 109-ე
მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ 2006 წლის 27 მარტს,
დაახლოებით 01:00 საათზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩანა
ახალაია, მ. ქ.-ს, დ. ჭ.-ს, რ. ჭ.-ს, გ. ფ.-სა და სპეციალური დანიშნულების რაზმის რამდენიმე
წევრთან
ერთად
მივიდა
სად-ის
მსჯავრდებულთა
და
პატიმართა
სამკურნალო
დაწესებულებაში და მოითხოვა დირექტორის კაბინეტში მიეყვანათ მსჯავრდებულები - პ.
მ., ზ. ვ., გ. ა. და ლ. ც.. დაწესებულების დირექტორის კაბინეტში ბ. ახალაიამ სიტყვიერი
შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ მსჯავრდებულს და შემდეგ მათი დამცირების, ღირსებისა
და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით, დ.ჭ.-ს, მ.ქ.-ს, რ.ჭ.-სა და
სპეციალური
დანიშნულების
რაზმის
თანამშრომლებთან
ერთად
დაუწყო
ცემა
თავისუფლებაშეზღუდულ გ. ა.-ს, ზ. ვ.-ს და პ. მ.-ს, რითაც პატიმრებს ძლიერი ფიზიკური,
ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენეს. მსჯავრდებულების ფიზიკური
შეურაცხყოფა და ცემა გაგრძელდა დაწესებულების პირველი სართულის დერეფანშიც,
სადაც სპეცრაზმელებმა ასევე მიიყვანეს გამოძახებული პატიმარი ლ.ც., რომელიც ბ.
ახალაიას დავალებით დ.ჭ.-მ, მ.ქ.-მ, რ. ჭ.მ და ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დამცირების,
ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენების მიზნით სცემეს და მიაყენეს
ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.
2013 წლის 1 ივლისს სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ბაჩანა
ახალაიასა და სხვათა ბრალდების საქმე, რომელიც არსებითად განსახილველად წარიმართა
სასამართლოში და 2013 წლის 28 ოქტომბერს მათ მიმართ გამოტანილი იქნა
გამამტყუნებელი განაჩენი, კერძოდ: რევაზ ჭარბაძე, დავით ჭაკუა, მეგის ქარდავა და
ბაჩანა ახალაია ცნობილ იქნენ დამნაშავედ სსკ-ის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“,
„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ 2006 წლის 27 მარტს
სასჯელაღსრულების
დაწესებულებების
საქმიანობის
დეზორგანიზაციის
აღკვეთის
პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების დანაყოფების, ასევე
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლებმა სად-ის
მე-5 დაწესებულების ეზოდან დაწესებულების შენობის ფანჯრების მიმართულებით და
სარეჟიმო კორპუსის დერეფნებში განახორციელეს სროლები ავტომატური ცეცხლსასროლი
იარაღებიდან, რის შედეგადაც დაიჭრა 22 და დაიღუპა 7 პატიმარი (ზურაბ კუხალაშვილი,
არსენ ბუხრიაშვილი, კ.ქ., ე.ფ., ნ.ბ., ა.ც., გ.ი.).
2013 წლის 25 თებერვალს დაინიშნა ბალისტიკური ექსპერტიზა გარდაცვლილი
პატიმრების
გვამებიდან
ამოღებული
ტყვიის
იდენტიფიკაციისათვის ვარგისობის დასადგენად.
გულების
და
მათი
ფრაგმენტების
საქმეზე
გამოიკითხნენ
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტისა
და
N1
და
N5
საპყრობილეების ის თანამშრომლები, რომლებიც მორიგეობდნენ (შემთხვევის ადგილზე
იმყოფებოდნენ) 2006 წლის 26-27 მარტს, ასევე ის პატიმრები, რომლებიც დასახელებული
დროისათვის განთავსებულნი იყვნენ N5 საპყრობილეში.
ანგარიშის თანახმად, გამოძიებამ მიიღო რამდენიმე მოწმის ჩვენება, რომელიც მიუთითებს
სხვადასხვა თანამდებობის პირების მიერ 2006 წლის 27 მარტს დანაშაულებრივი ხასიათის
ქმედებების ჩადენაზე, თუმცა მითითებული ფაქტები არ არის გამყარებული სხვა
მტკიცებულებებით და მათი ცალსახად გაზიარება ან უარყოფა, მოცემულ ეტაპზე
გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ვერ ხერხდება.
ანგარიშის თანახმად, გამოძიებას ართულებს ის გარემოება, რომ სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის N5 საპყრობილის ყოფილი შენობა დანგრეულია, რის გამოც გამოძიება
მოკლებულია შესაძლებლობას დამატებით ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედებები საქმის
ფაქტობრივი გარემოებების აღსადგენად. შეუძლებელია, რიგი დეტალების დაზუსტების
მიზნით, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერება, მოწმეთა ჩვენებებში
გადმოცემული ინფორმაციის ადგილზე შემოწმება და სხვ., რაც მნიშვნელოვნად აფერხებს
სწრაფი, ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას.
2.1.1.11. არქანია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2625/12, 2020 წლის 25 ივნისის
გადაწყვეტილება
აღნიშნულ საქმეში მომჩივანი - ლაშა არქანია დავობდა, რომ 2011 წელს დაკავებისას
მის მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა და აღნიშნულ ფაქტზე არ
ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება. გარდა ამისა, მომჩივანი აცხადებდა, რომ მისი
თავისუფლების შეზღუდვა დაკავებიდან დაახლოებით 4 საათის განმავლობაში არ
დაფიქსირებულა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში.
ზემოხსენებული ოქმის თანახმად, მომჩივანი დააკავეს 2011 წლის 15 ივნისს, 03:00
საათზე, ნარკოტიკისა და იარაღის უკანონო შენახვის გამო. მომჩივანი აცხადებდა, რომ იგი
დაკავებული იქნა 2011 წლის 14 ივნისს 22:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში, სამი
არაფორმიანი პოლიციელის მიერ, რომლებმაც იგი მიტოვებული ქარხნის ტერიტორიაზე
წაიყვანეს და სასტიკად სცემეს. შემდგომ, იგი
გადაიყვანეს ჯვარში, პოლიციის
განყოფილებაში, სადაც განაგრძეს მისი არასათანადო მოპყრობა, სიგარეტებით დაუწვეს
სხეული და გაუპატიურებით დაემუქრნენ. საბოლოოდ, მომჩივანმა ხელი მოაწერა
ჩვენებას, რომლითაც იგი თავს ცნობდა დამნაშავედ ნარკოტიკებისა და ცეცხლსასროლი
იარაღის უკანონოდ შენახვაში.
2011
წლის
15
ივნისს
მომჩივანი
გადაყვანილი
იქნა
დროებითი
მოთავსების
იზოლატორში, სადაც, გარეგნული დათვალიერების შედეგად, აღმოუჩინეს სხვადასხვა
დაზიანება. მეორე დღეს, მომჩივნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და
ტვინის შერყევის შემდგომი მდგომარეობა დაუდგინდა. მომჩივანმა იმავე დღეს
მიმართა
ზუგდიდის
აღიარებითი
ჩვენების
რაიონულ
მიცემის
პროკურატურას,
მიზნით,
არასათანადო
პოლიციის
მოპყრობისა
და
ფიზიკური
და
მხრიდან
ფსიქოლოგიური ზეწოლის თაობაზე.
ეროვნულმა სასამართლოებმა 2011 წელს მომჩივანს აღკვეთის ღონისძიების სახით
პატიმრობა შეუფარდეს და უგულებელყვეს მომჩივნის პრეტენზიები არასათანადო
მოპყრობასთან დაკავშირებით. ლაშა არქანიას პრეტენზიებთან დაკავშირებით წინასწარი
გამოძიება დაიწყო მხოლოდ 2011 წლის 17 აგვისტოს.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დაირღვა კონვენციის მე-3
მუხლის პროცედურული და არსებითი ნაწილები. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ
მომჩივნის
არაოფიციალური
განმავლობაში
დაკავება
ეწინააღმდეგებოდა
დაახლოებით
კონვენციის
ოთხიდან
ხუთი
საათის
მე-5 მუხლის პირველი პუნქტის
მოთხოვნებს.
ევროპულმა სასამართლომ მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 16 000 ევროს გადახდა
დააკისრა, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, რაც მთავრობის მიერ გადახდილი იქნა
დადგენილ ვადაში.
რაც შეეხება გამოძიებას, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ წამების
და სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების, ასევე განზრახ
უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, სასამართლოს
განჩინების საფუძველზე, 2021 წლის პირველ თებერვალს დააკავა შინაგან საქმეთა
სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები - რ.ა., ი.ა. და ი.ს., ხოლო ორი პირის - ხ.ს.-ს და
კ.კ.-ს მიმართ დაუსწრებლად დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა.
2021 წლის 3 თებერვალს ბრალდებულებს - რ.ა.-ს, ი.ა.-ს, ი.ს., ხ.ს.-ს და კ.კ.-ს აღკვეთის
ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა და მათი საქმე არსებითი განხილვისთვის
წარიმართა
თბილისის
საქალაქო
სასამართლოში,
ხოლო
შესაძლო
სხვა
პირთა
დანაშაულის დადგენის მიზნით, გრძელდება გამოძიება.
2021 წლის 4 თებერვალს გამოტანილ იქნა დადგენილებები კ.კ.-სა და ხ.ს.-ს მიმართ
ძებნის გამოცხადების შესახებ და იმავე დღეს გადაგზავნილ იქნა შსს-ს ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის
29 ოქტომბრის განაჩენით:
რ.ა. ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“
ქვეპუნქტებით
და
147-ე
მუხლის
მე-3
პუნქტით
გათვალისწინებული
დანაშაულებისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა
7 წლისა და 6 თვის ვადით. ასევე, ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის
უფლება 2 წლისა და 3 თვის ვადით.
ხ.ს. ცნობილი იქნა დამნაშავედ დაუსწრებლად სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2
პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და 147-ე მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული დანაშაულებისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა
თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით. ასევე, ჩამოერთვა საჯარო
სამსახურში საქმიანობის უფლება 2 წლისა და 3 თვის ვადით.
კ.კ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დაუსწრებლად სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2
პუნქტის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის და
სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის
ვადით.
ი.ს. ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ს 333-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული დანაშაულებისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა
თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და სამი თვის ვადით.
ი.ა. ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ს 333-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით
და 3691-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის და
სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და სამი თვის
ვადით, ასევე ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება 1 წლისა და 6
თვის ვადით.
ანგარიშის თანახმად, აღნიშნულ საქმეზე გრძელდება გამოძიება.
2.1.1.12. შავაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №72080/12, 2020 წლის 19 ნოემბრის
გადაწყვეტილება
საქმე ეხება ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს - როინ შავაძეს (მომჩივანი - მეუღლე, ციცინო
შავაძე). საჩივარი ეხებოდა კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე 2008 წელს
სამართალდამცავების მიერ როინ შავაძის წამებით მკვლელობასა და აღნიშნული ფაქტის
არაეფექტიან გამოძიებას.
2008
წლის
აგვისტოს
ომის
შემდეგ
შსს-ს
კონსტიტუციური
უსაფრთხოების
დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით ბათუმში
დააკავეს როინ შავაძე. შემთხვევის ადგილზე მყოფმა თვითმხილველებმა განაცხადეს,
რომ როინ შავაძეს სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს, მას სახელმწიფოს მოღალატე
უწოდეს და მანქანით წაიყვანეს. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ მისი მეუღლე გარდაიცვალა
სასტიკი მოპყრობის შედეგად. მისი თქმით, გარდაცვლილის სხეულზე აშკარა იყო წამების
ნიშნები.
ევროპული სასამართლოს თანახმად, მომჩივნის მეუღლე გარდაიცვალა 2008 წლის 16
აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების კონტროლის ქვეშ და
მომხდარის შემდეგ გამოძიება დაიწყო იმავე ორგანომ და არა პროკურატურამ, როგორც
ამას კანონი მოითხოვდა.
ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გამოძიების გაჭიანურებაზე და ასევე
განაცხადა, რომ ის არ იყო დამოუკიდებელი და ობიექტური. სასამართლომ დაადგინა
კონვენციის მე-2 მუხლის როგორც არსებითი, ასევე პროცედურული მხარის დარღვევა.
სასამართლოს მიერ კომპენსაციის სახით მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (40 000 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში
რაც შეეხება საქმის გამოძიებას, 2008 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს აჭარის ა/რ მთავარ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის
№170080069 საქმეზე, როინ შავაძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
2008 წლის 18 აგვისტოს, აღნიშნული საქმე ქვემდებარეობით გადაეცა აჭარის ა/რ
პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმე 2016 წლის 23 ივლისს გადაეცა გენერალური
პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. გამოძიების ფარგლებში ჩატარდა: ბალისტიკური,
ტრასოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო და გრაფიკული ექსპერტიზები. გარდა ამისა,
სულ დაიკითხა დაახლოებით 120 მოწმე, ხოლო გამოძიებამ მოიპოვა შემთხვევის
ადგილის ფოტოები და სასამართლო ექსპერტიზის შედეგები.
ც.შ., როინ შავაძის მეუღლე ცნობილ იქნა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ და
დაიკითხა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
გამოძიებით
დადგინდა,
უსაფრთხოების
რომ
შინაგან
დეპარტამენტის
აჭარის
საქმეთა
სამინისტროს
ავტონომიური
კონსტიტუციური
რესპუბლიკის
მთავარი
სამმართველოს უფროსი – თ.პ. და მისი მოადგილე ა.ბ. და ამავე დეპარტამენტის სხვა
თანამშრომლები იმყოფებოდნენ როინ შავაძის მკვლელობის ადგილზე.
2021 წლის 12 იანვარს დაინიშნა დამატებითი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა,
რომელიც დაევალა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნულ ბიუროს“. სასამართლო ექსპერტიზამ პასუხი უნდა გასცეს საგამოძიებო
ორგანოების მიერ დასმულ კითხვას: „შესაძლებელია თუ არა იმის დადგენა, რომ როინ
შავაძე მკვრივი, ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებების შედეგად შეძლებდა აქტიური
მოძრაობების შესრულებას, მაგალითად: ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, ხელის კვრა,
ცეცხლსასროლი
იარაღის
წართმევა/ტარება/გამოყენება/სროლა
და
სწრაფი
გადაადგილება/გაქცევა“. ექსპერტიზის შემდგომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე
დადგება კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების
საკითხი.
ასევე, დამატებით მოწმის სახით გამოიკითხნენ საქმეში ფიგურანტი პირები: მ. კ., ო. ჭ.,
გ. კ., რ. ბ., ზ. ნ., ა. ი., დ. ზა., გ. გ., მ. ბ., თ. მ., ა. ბ., სასამართლო სამედიცინო ექსპერტი მ.
მ.
აგრეთვე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოთხოვნილ იქნა სატელეფონო
ზარების შესახებ ინფორმაციის მოწოდება მობილური ოპერატორებიდან. ამასთანავე,
ვინაიდან მოთხოვნილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა გამოძიების
ინტერესის
საგანი,
რომელიც
დაკავშირებულია
ახალ
ტელეფონის
ნომრებთან,
სასამართლოს განჩინების საფუძველზე ასევე მოთხოვნილ იქნა ინფორმაციის მიწოდება
ნომრების მფლობელების იდენტიფიცირების მიზნით.
საქმეზე გრძელდება გამოძიება.
2.1.1.13. ბოხონკო საქართველოს წინააღმდეგ, №6739/11, 2020 წლის 22 ოქტომბრის
გადაწყვეტილება
საქმე ეხება 2008 წელს მომჩივნის დაკავებას თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული
საშუალების გადატანის ფაქტზე. დაკავების შემდგომ მომჩივანს ჩაუტარდა ჩხრეკა რა
დროსაც
აღმოუჩინეს
გარკვეული
ნივთიერება,
რომელიც
მოგვიანებით
როგორც
დადგინდა აღმოჩნდა მეტადონი, რის საფუძველზეც მას ბრალდების სახით წარედგინა
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვა და გადაზიდვა (გადატანა).
სასამართლოს განმარტებით, იქედან გამომდინარე რომ 2008 წელს საგამოძიებო
მოქმედებები არ ჩატარებულა, 2013 წელს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების
განახლება არ იყო საკმარისი, ვინაიდან შესაძლო დარღვევიდან უკვე ძალიან დიდი დრო
იყო გასული. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3
მუხლის პროცედურული მხარის და მე-6 მუხლის დარღვევა, ხოლო მე-3 მუხლის
არსებითი მხარის დარღვევასთან მიმართებით სასამართლომ განმარტა, რომ დარღვევას
ადგილი არ ჰქონია.
სასამართლომ მთავრობას დაავალა მომჩივნისთვის ზიანის სახით 10 000 ევროს
ანაზღაურება. ანგარიშის წარდგენის მომენტისთვის მთავრობას არ ჰქონდა მიღებული
მომჩივნის საბანკო რეკვიზიტები, რის გამოც არ ჰქონდა გადახდილი ზიანის თანხა.
რაც შეეხება საქმის გამოძიებას, 2013 წლის 23 იანვარს სამეგრელო-ზემო სვანეთის
საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის
№010230113801 საქმეზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს
თანამშრომლების მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების
ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე
ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
2021 წლის 7 აპრილს, სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს
გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. 2021 წლის 28 ოქტომბერს, 2
ნოემბერს, 11 იანვარს, 2022 წლის 17 იანვარს, 24 იანვარს, 4 თებერვალს, 8 თებერვალს, 10
თებერვალს, 15 თებერვალს, 22 თებერვალს, 24 თებერვალს, 28 თებერვალს, 1 მარტს, 4
მარტს, 11 მარტს 17 მარტს, 21 მარტს, 22 მარტს საქმესთან დაკავშირებით ჩატარდა
არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
ანგარიშის თანახმად, ორესტ ბოხონკოს გამოკითხვა ვერ ხერხდება, რადგან 2019 წლის 28
დეკემბერს გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
ზოგადი ღონისძიებები „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებთან დაკავშირებით.
ანგარიშების თანახმად, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების ეფექტიანად აღსრულების
მიზნით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს კომპლექსური ხასიათის ზოგად
ღონისძიებებს, რის თაობაზეც მინისტრთა კომიტეტს პერიოდულად წარედგინება
ინფორმაცია აღსრულების სამოქმედო გეგმების/ანგარიშების სახით.
ანგარიშის მიხედვით, ამ ეტაპისთვის განხორციელებული ზოგადი ღონისძიებები
შეიძლება დაჯგუფდეს შემდეგი სახით:
წამების/არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა;
ტრენინგები/ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები;
რეფორმები;
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე.
ა) წამების/არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა
მთავრობის 2020 და 2021 წლების ანგარიშების თანახმად, ადამიანის უფლებათა დაცვის
ეროვნული სტრატეგიითა და სამთავრობო სამოქმედო გეგმებით (2014-2015, 2016-2017,
2018-2020) წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა მთავრობის ერთერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენდა.
2021 წლის 16 თებერვალს ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და
ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების
განმახორციელებელი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებში
ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი
მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა
დამტკიცდა.
ანგარიშის
თანახმად,
სამოქმედო
გეგმის
შემუშავების
პროცესში
გათვალისწინებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, წამების პრევენციის
ევროპული კომიტეტის (CPT), სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სხვა პარტნიორ უწყებათა და ორგანიზაციათა
რეკომენდაციები. სამოქმედო გეგმა ოთხ მიზანს ემსახურება. ესენია, არასათანადო
მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი, პროცედურული და ინსტიტუციური
მექანიზმების გაძლიერება; არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოვლენა და ყველა
საჩივრის/ბრალდების დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების ხელშეწყობა;
არასათანადო
მოპყრობის
მსხვერპლთა
დაცვა
და
რეაბილიტაცია;
არასათანადო
მოპყრობის შესახებ სწავლების გაძლიერება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
2022 წლის დასაწყისში დამტკიცდება საქართველოს პროკურატურის განვითარების 20222027 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. პროკურატურის ახალ სტრატეგიაში
წარმოდგენილია უწყების განვითარების ხედვა, პრიორიტეტული მიმართულებები,
მიზნები
და
წარმოადგენს
ამოცანები.
ახალი
საპროკურორო
სტრატეგიის
საქმიანობის
პრიორიტეტულ
ხარისხის
ამაღლება,
მიმართულებებს
დაზარალებულზე
ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკის წარმოება, საპროცესო შეთანხმების
ინსტიტუტის მოქნილობის და ეფექტიანობის ზრდა, საერთაშორისო თანამშრომლობის
გაძლიერება.
2013-2021 წლებში არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა
დაიწყო პენიტენციური სამსახურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 187
თანამშრომლის მიმართ, რომელთაგან 83 პირი იყო პენიტენციური სამსახურის
თანამშრომელი, ხოლო 104 პირი პოლიციის თანამშრომელი.
2021 წელს, საქართველოს პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებში, არასათანადო
მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 15 სისხლის სამართლის საქმეზე. 2021 წელს
სისხლისსამართლებრივი დევნა არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაიწყო 15 პირის
მიმართ.
საქართველოს პროკურატურაში, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დანაშაულთა
კვალიფიკაციის საკითხის სწორად გადაწყვეტის და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის
მიზნით, 2017 წელს შემუშავდა რეკომენდაცია -,,მოხელის ან მასთან გათანაბრებული
პირის მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შესახებ“, რომელიც
აქტიურად გამოიყენება უფლებამოსილების გადამეტების, წამების, წამების მუქარის,
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის კვალიფიკაციის ზუსტად განსაზღვრის
საკითხების გადასაწყვეტად.
ბ) ტრენინგები/ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები
ანგარიშების თანახმად, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ ტრენინგებისა და
საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით, პერმანენტულად ხორციელდება
შესაბამისი ღონისძიებები.
2021 წელს ევროპის საბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტების ფარგლებში,
არასათანადო მოპყრობის აკრძალვის თემაზე HELP-ის დისტანციური სწავლების
პლატფორმის გამოყენებით ერთობლივი სწავლება განხორციელდა პროკურორებისთვის,
პროკურატურის გამომძიებლებისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და
სასამართლოს წარმომადგენლებისთვის. სწავლება 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა
და მასში ჩართული იყო 20 პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი. სწავლების
მიზანი
იყო,
მონაწილეებისთვის
არასათანადო
მოპყრობის
აკრძალვის
თაობაზე
ევროპული სტანდარტების გაცნობა, პრაქტიკაში მათი ეფექტიანად გამოყენების და
ერთიანი სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა. პროგრამა 6 მოდულისაგან შედგებოდა
და მოიცავდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა: არასათანადო მოპყრობის
დეფინიციები და აკრძალვის ფარგლები, თავისუფლებააღკვეთილ პირთა პატიმრობის და
მკურნალობის პირობები, ძალის გამოყენება, როგორც ფიზიკური შეზღუდვის საშუალება,
არასათანადო მოპყრობისგან დაცვის პროცედურული გარანტიები, ეფექტიანი გამოძიების
ჩატარება და სხვა. კურსი ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის
„სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო
რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2020 წელს სამინისტროს ყველა თანამშრომლისთვის,
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, მოამზადა
სიცოცხლის
ხელყოფისა
სტანდარტების
შესახებ
და
არასათანადო
გზამკვლევი.
მოპყრობის
აღნიშნულ
შემთხვევათა
გზამკვლევში
გამოძიების
განხილულია
მითითებული უფლებების როგორც მატერიალური, ისე პროცედურული ასპექტები და
ეფექტიანი
განხილულია
გამოძიების
ცინცაბაძისა
ჩატარების
და
სხვა
კრიტერიუმები.
ცნობილი
გზამკვლევში,
საქმეები,
მათ
რომლებზეც
შორის,
დადგინდა
აღნიშნული
მუხლების
დარღვევა.
მითითებული
დოკუმენტი
ხელმისაწვდომია
სამინისტროს ყველა თანამშრომლისთვის.
გ) რეფორმები
საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილების გამიჯვნა
ანგარიშების
თანახმად,
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
ავტორობით
მომზადდა
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საპროკურორო და საგამოძიებო ფუნქციების
გამიჯვნასთან დაკავშირებით. დაგეგმილი ცვლილებების მიზანია ზოგადად საგამოძიებო
ორგანოთა
დამოუკიდებლობის
განმტკიცება,
ხოლო
კონკრეტული
გამომძიებლის
დამოუკიდებლობის
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტით
ინდივიდუალურ
ზრდა.
ამჟამად
გათვალისწინებული
დონეზე
მიმდინარეობს
კანონპროექტის
განხილვის პროცედურები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური
სამართალდამცველთა მიერ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების
გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი 2019 წელს შეიქმნა. კერძოდ,
2019 წლის მაისში ჩამოყალიბდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომლის
საგამოძიებო ქვემდებარეობა პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა.
2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ნაცვლად ორი სამსახური
ჩამოყალიბდა - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო
სამსახური. საკანონმდებლო ცვლილებებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიენიჭა
სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახურს − პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია
და
ფარული
საგამოძიებო
მოქმედებებისა
და
ელექტრონული
კომუნიკაციის
მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების
კონტროლის ფუნქცია. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გაეზარდა საგამოძიებო
ქვემდებარეობა და მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვა შესაბამისი
მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილებაც მიენიჭა.
დ) მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეები 2022 წლის
მარტის სხდომაზე განიხილა და შეაფასა ჯგუფის აღსრულების კუთხით გატარებული
ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებები. ამასთან, ამ ჯგუფის 2 საქმეზე
(„საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „ილაშვილი საქართველოს წანააღმდეგ“)
კომიტეტმა აღსრულების ზედამხედველობა დაასრულა და ფინალური რეზოლუციებით
დახურა.
მინისტრთა კომიტეტი „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეთა განხილვას 2023 წლამდე აღარ
დაუბრუნდება.
ალტერნატიული ანგარიშები „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე
საქართველოს
ახალგაზრდა
იურისტთა
ასოციაციის
მიერ
2021
და
2022
წელს
წარმოდგენილი იქნა ალტერნატიული ანგარიშები, რომლებშიც მნიშვნელოვანი ნაწილი
ეთმობა „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებს.
საქართველოს
ახალგაზრდა
ჯგუფის“
„ცინცაბაძის
იურისტთა
საქმეებთან
ასოციაციის
დაკავშირებით
ალტერნატიულ
ორგანიზაციის
ანგარიშში
მოსაზრებები
დაჯგუფებულია შემდეგი თემების მიხედვით: ეფექტიანი გამოძიების წარმოებასთან
დაკავშირებული ხარვეზები; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეფორმასთან
დაკავშირებულის
პრობლემური
საკითხები;
სამართალწარმოების
პროცესში
დაზარალებული ეფექტიან მონაწილეობასთან დაკავშირებული არსებული პრობლემები;
საქართველოს იურისტთა ასოციაციის მოსაზრებები „სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ
კანონპროექტთან
დაკავშირებით;
სამართალდამცავთა მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გამოყენება; პოლიციის
განყოფილებებში
დოკუმენტაციის
წარმოებასთან
დაკავშირებული
პრობლემები;
სამართალდამცავი უწყებისა და მოქალაქის/დაკავებული პირს კომუნიკაციის აუდიოვიდეო
მეთვალყურეობის
განხორციელებასთან
დაკავშირებული
ხარვეზები;
საქართველოს სახალხო დამცველის, აგრეთვე სპეციალური პრევენციული ჯგუფის
წევრის
მიერ
პენიტენციურ
დაწესებულებაში
ფოტოგადაღებების
უფლების
განხორციელების შესახებ არსებული ხარვეზები; კრიმინალური სუბკულტურის არსებობა
პენიტენციურ
დაწესებულებებში;
ამნისტიის/შეწყალების
განხორციელებასთან
დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზები; 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეებთან
დაკავშირებით ამნისტიის გამოყენება; არასათანადო მოპყრობის საქმეებზე გამოძიების
არასათანადო კვალიფიკაციით წარმართვის პრაქტიკა.
საკითხების მიმოხილვის შემდეგ, ალტერნატიულ ანგარიშში მოცემულია შემდეგი სახის
რეკომენდაციები:
დროულად
გატარდეს
ყველა
აუცილებელი
ღონისძიება
პენიტენციურ
დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურის დონის შემცირებისა
და არაფორმალური მმართველობის დაძლევის მიზნით, მათ შორის, სამოქალაქო
საზოგადოების და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობით, შემუშავდეს
შესაბამისი გეგმა და სტრატეგია, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი
სახელმწიფოს მიერ გასატარებელი ღონისძიებები. ასევე, უზრუნველყოფილ იქნეს
პენიტენციურ დაწესებულებებში ციხის თანამშრომელთა სათანადო რაოდენობით
გაზრდა და უწყვეტი განათლების მიწოდება მათი პროფესიული განვითარებისა
და ცოდნის ამაღლებისთვის.
განხორციელდეს
საკანონმდებლო
ცვლილება
საქართველოს
გენერალური
პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანებასა და სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში, რომლითაც მკაცრად დარეგულირდება და სათანადოდ
დასაბუთდება საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად ერთი ორგანოდან
მეორე ორგანოსთვის საქმის გადაცემის საკითხი; ამავე ბრძანებაში შევიდეს
ცვლილება, რომლითაც კონკრეტული უწყებების თანამშრომლის მიერ სავარაუდო
ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე პასუხისმგებელ უწყებად განისაზღვრება
დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო.
განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება და გაფართოვდეს სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
მანდატი,
რომლითაც
მას
შეეძლება
გამოძიების
დამოუკიდებლად წარმოება და, აღიჭურვოს სისხლისსამართლებრივი დევნის
განხორციელების ეფექტიანი მექანიზმით.
განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება და გაფართოვდეს სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილება, რომლის საფუძველზე მას მიეცემა
შესაძლებლობა,
გამოიძიოს,
ასევე,
მაღალი
თანამდებობის
პირთა
და
სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების, მათ შორის, პროკურორების,
მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებიც.
განხორციელდეს
საკანონმდებლო
ცვლილება
და
შეიქმნას
სპეციალური
საგამოძიებო სამსახურის მიერ საქმის მასალების გაცნობისა და საქმის გადმოცემის
ეფექტიანი საკანონმდებლო მექანიზმი.
განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება და სპეციალური საგამოძიებო
სამსახურისთვის განისაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებასა და დროებითი
მოთავსების იზოლატორში დაუბრკოლებლად შესვლის უფლებამოსილება.
განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში და (ამჟამინდელი მოწესრიგების თანახმად) პროკურორის
ვალდებულებად განისაზღვროს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის
თქმის
შესახებ,
გამოძიების/დევნის
სისხლისსამართლებრივი
დევნის
შეწყვეტის
დაწყებაზე
შესახებ
ან
უარის
თქმის
შესახებ
მიერ
გამოძიების
ან/და
დადგენილებების დასაბუთება.
გადაიხედოს
კანონმდებლობა
დაზარალებულის
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და სისხლისსამართლებრივი
დევნის
დაწყებაზე
უარის
თქმის
შესახებ
პროკურორის
დადგენილების
გასაჩივრების უფლებასთან დაკავშირებით.
განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში, რომლითაც პროკურორის ვალდებულებად განისაზღვრება
დაზარალებულისთვის სისხლის სამართლის წარმოებასთან დაკავშირებული
ინფორმაციის მიწოდება.
განხორციელდეს
საკანონმდებლო
ცვლილება
და
უზრუნველყოფილ
იქნას
სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების გაწევა წამების, არაადამიანური
ან დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლთათვის.
განხორციელდეს
კრიმინალური
კამერებით,
საკანონმდებლო
პოლიციის
რომელთა
ცვლილება
თანამშრომლების
გამოყენება
და
უზრუნველყოფილ
აღჭურვა
სავალდებულო
შესაბამისი
წესით
იქნას
სამხრე-
განისაზღვრება
მოქალაქესთან კომუნიკაციის დროს.
განხორციელდეს
პოლიციის
საკანონმდებლო
სარგებლობაში
ცვლილება
არსებული
და
უზრუნველყოფილ
სატრანსპორტო
იქნას
საშუალებებისა
და
განყოფილებების ტექნიკური აღჭურვა პოლიციის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ
მოქალაქეთა ყოფნის მთელი პერიოდის ვიდეოჩანაწერის საწარმოებლად.
განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება და უზრუნველყოფილი იყოს
სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლისთვის პირის მიერ ჩვენების მიცემის
პროცესის ვიდეო-აუდიო ჩაწერის განხორციელება.
განხორციელდეს
საკანონმდებლო
დაწესებულებებში
დეტალურად
ცვლილება
ინდივიდუალური
იქნება
ასახული
და
დაინერგოს
პოლიციის
ჟურნალების
წარმოება,
რომელშიც
დაკავებულ
პირთან
დაკავშირებით
განხორციელებული ყველა მოქმედება.
განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის
მინისტრის ბრძანება N123-ში, რომლითაც გაუქმდება საქართველოს სახალხო
დამცველის და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის მიერ პენიტენციურ
დაწესებულებებში
ფოტოგადაღების
უფლების
განხორციელების
წინასწარი
შეტყობინების ვალდებულება.
განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შემდგომში გამორიცხავს
სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ, კონვენციური განმარტებით, ადამიანის
სიცოცხლისა
და
დამამცირებელი
ჯანმრთელობის,
მოპყრობის
ან
ასევე,
დასჯის
წამების,
აკრძალვის
არაადამიანური
წინააღმდეგ
და
ჩადენილ
სერიოზულ დანაშაულებში პასუხისმგებელ პირთა მიმართ ამნისტიის და
შეწყალების გამოყენებას.
უზრუნველყოფილი
იყოს
საპროკურორო
და
საგამოძიებო
ფუნქციების
გამიჯვნასთან დაკავშირებით რეფორმის შედეგად გამომძიებლის რეალური
დამოუკიდებლობის ხარისხი.
უზრუნველყოფილი
იყოს
საკანონმდებლო
და
პრაქტიკის
თავსებადობა
ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან დისციპლინური ზომებთან დაკავშირებით
იმ
სახელმწიფო
წარმომადგენელთა
მიმართ,
რომელთა
წინააღმდეგაც
მიმდინარეობს გამოძიება.
საქართველოს სახალხო დამცველის ალტერნატიული ანგარიში „ცინცაბაძის ჯგუფის“
საქმეებზე
საქართველოს სახალხო დამცველი ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებთან დაკავშირებით
ალტერნატიულ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკთხებზე, როგორიცაა:
ძალადობის
შემთხვევების
გამოვლენა,
დოკუმენტირება
და
გამოძიებისთვის
შეტყობინება; შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში აუდიო და ვიდეო ჩანაწერების
უზრუნველყოფა; სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევების გამოძიება.
საკითხების
მიმოხილვის
შემდეგ,
სახალხო
დამცველი
გასცემს
შემდეგი
სახის
რეკომენდაციებს:
პოლიციის
დეპარტამენტებში,
სამმართველოებსა
და
განყოფილებებში
სათვალთვალო კამერები დამონტაჟდეს ყველა იმ ადგილას, სადაც დაკავებულს
და გასაუბრებაზე ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევთ ყოფნა;
დაევალოს
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
მინისტრს
კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტით განსაზღვროს პატრულ-ინსპექტორების მოქალაქეებთან
ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულება;
დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს პილოტურ რეჟიმში
უზრუნველყოს პოლიციის რამდენიმე დაწესებულებაში დაკავებული პირის
დაკითხვის პროცესის უწყვეტი აუდიო-ვიდეოგადაღება;
პენიტენციური
დაწესებულებების
დებულებებში
შევიდეს
ცვლილება
და
გაიწეროს, რომ დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში
პატიმრის მოთავსება შესაძლებელია გამოიყენებოდეს, როგორც უკიდურესი
ღონისძიება და ამ ღონისძიების გამოყენებისას დასაბუთდეს, თუ რატომ
ჩაითვალა, რომ დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში
მოთავსება წარმოადგენს უალტერნატივო ღონისძიებას. ასევე, დებულებაში
გაიწეროს, რომ დეესკალაციის ოთახის და სამარტოო (უსაფრთხო) საკნის
გამოყენებამდე, დაწესებულების პერსონალმა უნდა გამოიყენოს სხვა, შედარებით
ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები, როგორიც არის პერსონალის მიერ
უშუალო მეთვალყურეობა და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
„ცინცაბაძის
ჯგუფის“
საქმეებთან
დაკავშირებით
განხორციელებული
ზოგადი
ღონისძიებების შეფასების მიზნით, კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ
წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) 2021 წლის 17-24 მაისის ვიზიტის ანგარიშში
მითითებულია, რომ სამი მონახულებული დაწესებულებიდან CPT-ის დელეგაციას არ
გაუგია ბრალდებები პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა მხრიდან პატიმრების
მიმართ არასათანადო მოპყრობის თაობაზე. პირიქით, დელეგაციამ დააფიქსირა, რომ
თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის ურთიერთობა იყო ზოგადად პოზიტიური და
თავისუფალი1.
ანალოგიური შეფასება იყო მოცემული CPT-ის 2018 წლის ვიზიტის ანგარიშშიც, სადაც
აღინიშნა, რომ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე პრეტენზიები
თითქმის არ გამოთქმულა, აგრეთვე, პრეტენზიები არ დაფიქსირებულა დროებითი
მოთავსების
იზოლატორების
თანამშრომლების
მიმართ,
ხოლო
მთლიანობაში,
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გარემო იყო მშვიდი და თანამშრომლებს
პატიმრების მიმართ ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება.2
კომიტეტი დადებითად აფასებს საანგარიშო პერიოდში (2020 წლის ანგარიში) „ცინცაბაძის
ჯგუფის“ სამ საქმეზე (დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ; ვაზაგაშვილი და შანავა
საქართველოს წინააღმდეგ; არქანია საქართველოს წინააღმდეგ) გამოძიების ეფექტიანად
წარმართვის
შედეგად
კონკრეტულ
პირთა
პასუხისგებაში
მიცემის
ფაქტს
და
აღნიშნულიდან გამომდინარე, მინისტრთა კომიტეტის მხრიდან დვალიშვილის და
ვაზაგაშვილის საქმეებზე აღსრულების დასრულებას.
აღნიშნული ჯგუფის საქმეებზე განხორციელებული ზოგადი ღონისძიებების კუთხით
კომიტეტმა ასევე ხაზი გაუსვა დროებითი მოთავსების იზოლატორების ტიპურ
დებულებაში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის შედეგად, იზოლატორის ექიმს,
დაკავებულის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეჭვის შემთხვევაში,
შეტყობინება აღნიშნულის თაობაზე, პირადად ექიმის მიერ იგზავნება საქართველოს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში (2021 წლის 30 დეკემბრის ცვლილებების შემდეგ
- სპეციალური საგამოძიებო სამსახური). ეს ცვლილება დადებითად არის შეფასებული
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში
გასცემდა ამ რეკომენდაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ თავის ყოველწლიურ
ანგარიშებში.
იხ. Report to the Georgian Government on the ad hoc visit to Georgia carried out by the European Committee for the Prevention
of Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment (CPT) from 17 to 24 May 2021.
1
იხ. Report to the Georgian Government on the visit to Georgia carried out by the European Committee for the Prevention of
Torture and Inhuman or Degrading Treatment or Punishment (CPT) from 10 to 21 September 2018.
2
კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოვალეობის
შემსრულებლის მიერ 2020 წლის 30 ნოემბერს N663 ბრძანების დამტკიცებას, რომელიც
ეხება
პენიტენციურ
არაადამიანური
დაწესებულებებში
ან
შესაძლო
დამამცირებელი
წამების
და
სხვა
სასტიკი,
მოპყრობის
შედეგად
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესს. აღნიშნული წესის
თანახმად, თუ სამედიცინო შემოწმების შედეგად ექიმს წარმოეშობა ეჭვი აღნიშნულის
თაობაზე,
იგი
დაუყოვნებლივ,
სატელეფონო
გზით,
ხოლო
პირველივე
შესაძლებლობისთანავე – ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით აცნობებს
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ამ საკითხზე რეკომენდაცია მოცემული იყო ასევე
მთავრობის 2019 წლის ანგარიშის განხილვის პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთვის საქართველოს სახალხო დამცველისა და
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარდგენილ ალტერნატიულ
ანგარიშებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ამ წესის
გამოცემა დაევალა „2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 29 ივნისის N6679-რს დადგენილებით.
ამასთანავე, კომიტეტი ყურადღებას ამახვილებს სახელმწიფო ინსპექტორის 2020 წლის
ანგარიშზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ: „გამოძიების დაწყების შემდგომ, პროკურორს
ნებისმიერ დროს შეუძლია, შეცვალოს სისხლის სამართლის საქმისთვის გამომძიებლის
მიერ მინიჭებული კვალიფიკაცია. 2020 წელს პროკურორმა დანაშაულის კვალიფიკაცია
შეცვალა 14 სისხლის სამართლის საქმეზე: აქედან 5-ზე - გამოძიების დაწყებისთანავე,
ხოლო 9-ზე - გარკვეული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შემდგომ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის
საქმეებზე ამ უფლებამოსილებას პროკურორი ხშირად არ იყენებს; თუმცა, არის
შემთხვევები, როცა გამომძიებელს განსხვავებული მოსაზრება აქვს პროკურორის მიერ
სისხლის სამართლის საქმეზე მინიჭებულ კვალიფიკაციასთან მიმართებით, მით უფრო,
როცა პროკურორი კვალიფიკაციას ცვლის გამოძიების დაწყებისთანავე, ყოველგვარი
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებამდე. შესაბამისად, გამომძიებელი
იძულებულია, გამოიძიოს სისხლის სამართლის საქმე იმ კვალიფიკაციით, რომელსაც არ
ეთანხმება“.3
სახელმწიფო
ინსპექტორი
სამსახურის
მიერ
მისი
ასევე
აცხადებდა,
ქვემდებარე
რომ:
დანაშაულების
ინსპექტორის
„სახელმწიფო
ეფექტიანი
გამოძიებისთვის,
მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმის სწორი კვალიფიკაცია, რაც გარკვეულ
სირთულეებს უკავშირდება. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის
მუხლებს შორის არის გადაფარვა/კონკურენცია, რაც ართულებს ყოველ კონკრეტულ
სიტუაციაში
ინდივიდუალური
ფაქტისთვის
სწორი
კვალიფიკაციის
მინიჭებას.
ძირითადად ეს შეეხება სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა
(სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით) და 1443 მუხლით
(დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა) გათვალისწინებულ დანაშაულებს,
რომელთა შორის მკაფიო ზღვარის გავლება ზოგჯერ შეუძლებელია. ანალოგიური
კონკურენციაა რიგ შემთხვევებში სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა
(სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით) და 335-ე მუხლით
ჩვენების
(განმარტების,
ან
დასკვნის
მიცემის
იძულება)
გათვალისწინებულ
დანაშაულებზეც. ამასთან, საქართველოს სსკ-ში მოცემული წამების განმარტება არ
შეესაბამება გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (UNCAT) განმარტებას, რაც ასევე
დასახვეწია. ერთმანეთთან შეუსაბამოა ზემოაღნიშნული მუხლებით დაწესებული
სანქციებიც.“4
კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში
2022
თანახმადაც,
თუ
წლის
18
ოქტომბერს
ადმინისტრაციული
განხორციელებულ
სამართალდარღვევის
ცვლილებას,
საქმის
რომლის
განხილვისას
მოსამართლეს გაუჩნდება ეჭვი, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის
მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ
ამის შესახებ თავად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირი განუცხადებს
სასამართლოს, მოსამართლე რეაგირებისთვის მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს.
კომიტეტი დადებითად აფასებს 2021 წლის 2 ნოემბერს საქართველოს პატიმრობის
კოდექსსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში განხორციელებულ
ცვლილებებს,
რომლის
შედეგადაც
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
3
იხ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში, გვ. 166-167
4
იხ. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში, გვ. 190
შეუზღუდავად,
პენიტენციური დაწესებულების ხარჯზე მიეცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
(2021
წლის
30
დეკემბრის
ცვლილებების
შემდეგ
სპეციალური
-
საგამოძიებო
სამსახურის), საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს
გენერალური
ინსპექციის
ცხელი
ხაზის
სატელეფონო
ნომრებზე
სატელეფონო საუბრის განხორციელების უფლება. კომიტეტის შეფასებით აღნიშნული
მექანიზმი მნიშვნელოვანი გარანტიაა არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენციისა
და პატიმრობაში მყოფი პირების უფლებების განუხრელად დაცვის უზრუნველსაყოფად.
კომიტეტი მიიჩნევს, რომ არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის
საწარმოებლად და ასეთი ფაქტებზე დროული და მიუკერძოებელი გამოძიების
შეუფერხებლად
განსახორციელებლად,
აუცილებელია
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის 2020 წლის ანგარიშში და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ
იდენტიფიცირებული დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხის დეტალური შესწავლა და
გამოკვეთილ გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირების გზების დაგეგმვა, იქნება ეს
სპეციალური გაიდლაინების შემუშავება გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის თუ
საკანონმდებლო დონეზე ცვლილების განხორციელება.
კომიტეტი ასევე მიიჩნევს, რომ უნდა განხორციელდეს არსებული კანონმდებლობისა და
პრაქტიკის
ანალიზი,
არასათანადო
იმის
მოპყრობის
დასადგენად,
ყველა
საქმეზე
თუ
რამდენად
უზრუნველყოფილია
დაზარალებულისთვის
გამოძიების
ან
სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყება/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების
სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა. გასათვალისწინებელია, რომ სსსკ-ის 106-ე
და 168-ე მუხლები დაზარალებულს ასეთ უფლებას ანიჭებს სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის ქვემდებარე დანაშაულებზე, თუმცა მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (საკანონმდებლო ცვლილებებამდე - სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის) საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება 2019 წლის 1
ნოემბრიდან ჩადენილ დანაშაულებზე. უფრო ადრე ჩადენილ ფაქტებზე კი, თუნდაც
ისინი დაკვალიფიცირებული იყოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე
მუხლებით, გამოძიებას კვლავ სხვა საგამოძიებო უწყებები, ძირითადად საქართველოს
პროკურატურა, აწარმოებს.
კომიტეტი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2022 წლის 30 ნოემბრის
ცვლილებების
შემდეგ
„სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
საგამოძიებო
ქვემდებარეობა ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი
მუხლით
გათვალისწინებულ
დანაშაულზე,
რომელიც
უკავშირდება
ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით
დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან
მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტს“5, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს,
გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის
დადგენილება გაასაჩივროს სასამართლოში, თუ ჩადენილია დანაშაული, რომელიც,
კანონის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეა. კომიტეტს
მიაჩნია, რომ უნდა გაგრძელდეს მსჯელობა დაზარალებულისთვის გამოძიების ან/და
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ პროკურორის დადგენილების
სასამართლოში გასაჩივრების უფლებამოსილების მინიჭების საკითხზე საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე,
რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ
ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტს,
მიუხედავად აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანის თარიღისა (2022 წლის 28
თებერვლამდე თუ მას შემდეგ).
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
კომიტეტი
დადებითად
აფასებს
საქართველოს მთავრობის მიერ „ცინცაბაძის ჯგუფის“ გადაწყვეტილებების აღსრულების
მიზნით განხორციელებულ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს და იმავდროულად
გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:
საქართველოს მთავრობამ გააგრძელოს მინისტრთა კომიტეტისთვის მოთხოვნილი
ინფორმაციის დადგენილ ვადებში წარდგენა;
საქართველოს
პროკურატურამ,
მტკიცებულებათა
დაკარგვისა
და
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხანდაზმულობის ვადების გასვლის
რისკის
გათვალისწინებით,
უზრუნველყოს
მოცემული
ჯგუფის
საქმეებზე
მიმდინარე გამოძიებების დროულად და ეფექტიანად წარმართვა პასუხისმგებელი
პირების გამოვლენისა და შემაჯამებელი გადაწყვეტილებების მიღების მიზნით,
5
იხ. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“
ქვეპუნქტი
რათა საქართველოს მთავრობას მიეცეს შესაძლებლობა მინისტრთა კომიტეტის
მომდევნო სხდომაზე წარადგინოს დეტალური ინფორმაცია მოცემული ჯგუფის
საქმეებზე განხორციელებული ინდივიდუალური ღონისძიებების შესახებ;
საქართველოს მთავრობამ პარლამენტისთვის წარსადგენ 2022 წლის ანგარიშში,
„ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია,
გამოძიების ინტერესებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა მხედველობაში
მიღებით,
წარადგინოს მეტად დეტალიზებული სახით, რომელშიც საანგარიშო
პერიოდში
ახალი გარემოებების არსებობისას, საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედებების ჩატარების ფაქტთან ერთად ასევე აისახება ინფორმაცია ამ
მოქმედებების სახეებისა და თარიღების შესახებ.
2.1.2. დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებული საქმეები
დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებული საქმეების ჯგუფი აერთიანებს ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს შემდეგ საქმეებზე: „იდენტობა
და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ , „გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა
პირი საქართველოს წინააღმდეგ“ და აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს
წინააღმდეგ, საჩივარი №7224/11, 2021 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება. ევროპის საბჭოს
მინისტრთა
კომიტეტმა
(29.09.2020-01.10.2020
სხდომა)
საქართველოს
მიმართ
„იდენტობის“ ჯგუფის საქმეები განიხილა და ამ ჯგუფში შემავალ, რელიგიასთან
დაკავშირებულ 2 საქმეზე - „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „ცარციძე
და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - ინდივიდუალური ღონისძიებების ნაწილში
აღსრულების
ზედამხედველობა
დაასრულა. რაც
შეეხება
ზოგად
ღონისძიებებს,
მინისტრთა კომიტეტი მათზე ზედამხედველობას აგრძელებს „იდენტობა და სხვები
საქართველოს წინააღმდეგ“ და „გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი
საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეების ფარგლებში.
2.1.2.1. იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №73235/12, 2015 წლის
12 მაისის გადაწყვეტილება
საქმე ეხება 2012 წლის 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის
აღსანიშნავად გამართული დემონსტრაციის დროს ხელისუფლების წარმომადგენლების
მიერ
მომჩივნების,
„ლგბტ“
აქტივისტების,
არასათანადო
დაცვას
კონტრდემონსტრანტების ძალადობისგან. საქმეში სასამართლომ დაადგინა ევროპული
კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა მე-14 მუხლთან ერთად, სახელისუფლებო
ორგანოების მიერ მათი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, უზრუნველეყოთ
მშვიდობიანი მანიფესტაციის ჩატარება. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მთავრობამ
ვერ შეძლო ადეკვატური გამოძიების ჩატარება აქციის მონაწილეთა არასათანადო
მოპყრობის ფაქტებზე. საქართველოს მთავრობას დაევალა მომჩივანთათვის 1 500 - 4 000
ევროს გადახდა, რაც სახელმწიფომ გადაიხადა დადგენილ ვადაში.
2016 წლის 7 ივლისს, ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით, საქმე გადაეცა
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. განახლებული გამოძიების
ფარგლებში, ჩატარდა მრავალი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება − დაიკითხნენ
მოწმეები, განხორციელდა დოკუმენტებისა და ვიდეოჩანაწერების დათვალიერება და
სხვა. 2017 წლის 16 თებერვლის დადგენილების საფუძველზე, „იდენტობის“ საქმის
მომჩივნები ცნობილ იქნენ დაზარალებულებად.
გამოძიებით დადგინდა, რომ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
161-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. გამოძიებით არ დადასტურდა
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა რომელიმე ქმედების ჩადენის
ფაქტი.
იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული ინციდენტებიდან გასულია დაახლოებით
10 წელი, დღეის მდგომარეობით ყველა სავარაუდო დანაშაულთან მიმართებით გასულია
სისხლისსამართლებრივი
დევნის
ხანდაზმულობის
ვადა.
ანგარიშის
თანახმად,
ბრალდების მხარე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, გამოძიება აწარმოოს და
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყოს ხანდაზმულ ფაქტებზე.
2020 წლის სექტემბერში მიღებული გადაწყვეტილებით (1383-ე შეხვედრა) მინისტრთა
კომიტეტმა საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ინდივიდუალური
ღონისძიებების ზედამხედველობა დაასრულა.
2.1.2.2. გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს წინააღმდეგ,
საჩივარი №71156/01, 2007 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება
საქმე ეხება ბასილ მკალავიშვილის (მამა ბასილი) ხელმძღვანელობით მართლმადიდებელ
მორწმუნეთა ჯგუფის მიერ თეატრის შენობაში შეკრებილი იეჰოვას მოწმეთა 120 წევრზე
თავდასხმის ფაქტს. 1999 წლის ოქტომბრიდან 2002 წლის ნოემბრამდე იეჰოვას
მოწმეებზე სულ განხორციელდა 138 თავდასხმა, კომპეტენტურ ორგანოებში შევიდა 784
საჩივარი. არცერთ საჩივარზე არ ჩატარებულა ეფექტიანი გამოძიება. აღნიშნულის
გათვალისწინებთ, გლდანის კონგრეგაციის საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა
კონვენციის მე-3 და მე-9 მუხლების დარღვევა, როგორც ცალკე, ისე კონვენციის მე-14
მუხლთან ერთობლიობაში და მომჩივნებს სამართლიანი დაკმაყოფილების სახით,
საერთო ჯამში, მიაკუთვნა 42 123 ევრო. თანხა ჩაერიცხა ყველა მომჩივნს, ვინც წარადგინა
საბანკო რეკვიზიტები.
აღნიშნულ
საქმესთან
დაკავშირებით,
საქართველოს
მთავარი
პროკურატურის
საგამოძიებო ნაწილში 2016 წლის 30 ნოემბერს დაიწყო წინასაგამოძიებო საქმის
წარმოება. იმის გათვალისწინებით, რომ დასახელებული ინციდენტებიდან გასულია
დაახლოებით 20 წელი, დღეის მდგომარეობით ყველა სავარაუდო დანაშაულთან
მიმართებით
ანგარიშში
გასულია
სისხლისსამართლებრივი
მითითებულია,
რომ
ბრალდების
დევნის
მხარე
ხანდაზმულობის
მოკლებულია
ვადა.
სამართლებრივ
საფუძველს, გამოძიება აწარმოოს და სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს
ხანდაზმულ ფაქტებზე.
2020 წლის სექტემბერში მიღებული გადაწყვეტილებით (1383-ე შეხვედრა) მინისტრთა
კომიტეტმა საქმეზე „გლდანის კონგრეგაციის 97 წევრი და ოთხი სხვა პირი საქართველოს
წინააღმდეგ“ ინდივიდუალური ღონისძიებების ზედამხედველობა დაასრულა.
2.1.2.3. აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №7224/11,
2021 წლის 8 იანვრის გადაწყვეტილება
აღნიშნულ
საქმეში
დავის
საგანს
წარმოადგენდა
საქართველოში
ლგბტ
თემის
მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „ინკლუზივის“ თანადამფუძნებლისა
და თანამშრომლის მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო
მოპყრობა 2009 წელს ორგანიზაციის ოფისში ჩატარებული ჩხრეკის გამო და ამასთან
დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობა.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მომჩივნები არ ყოფილან ჩართული
გამოძიების პროცესში, მათთვის არ მიუნიჭებიათ დაზარალებულის სტატუსი და
გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია. ამდენად, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ
დაირღვა
კონვენციის
მე-3
მუხლის
პროცედურული
ნაწილი
მე-14
მუხლთან
ერთობლიობაში.
მე-3 მუხლის არსებით ნაწილთან მიმართებით ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ
ორგანიზაციის ოფისის ჩხრეკის დროს პოლიციელთა ქმედებები, რაც მოტივირებული იყო
ჰომოფობიური
ან/და
ტრანსფობიური
დამოკიდებულებით,
იყო
არასათანადო.
პოლიციელები არა მხოლოდ სიძულვილის ენის გამოყენებით აყენებდნენ შეურაცხყოფას
მომჩივნებს, არამედ ემუქრებოდნენ მათ. განსაკუთრებით საგანგაშოდ არის მიჩნეული ის
ფაქტი, რომ პოლიციელებმა მომჩივნები შიშველ მდგომარეობაში გაჩხრიკეს, რაც არც
თავად პოლიციის და არც სახელმწიფოს მხრიდან არ იქნა დასაბუთებული.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციის
ერთადერთ მიზანს წარმოადგენდა მომჩივანთა შერცხვენა და დასჯა „ლგბტ“ თემთან
კავშირის გამო. პოლიციის ქმედებებმა მომჩივნებში გამოიწვია შიში, ტანჯვა და
დაუცველობის შეგრძნება, რაც შეუსაბამო იყო მათი ღირსების პატივისცემასთან.
ევროპულმა სასამართლომ სამართლიანი დაკმაყოფილების სახით თითოეულ მომჩივანს
2 000 ევრო მიაკუთვნა, რაც მთავრობის მიერ გადახდილი იქნა დადგენილ ვადაში - 2021
წლის 18 მარტს.
რაც შეეხება გამოძიებას, განახლებული გამოძიების ფარგლებში, მომჩივნები 2021 წლის
23 იანვარს ცნობილ იქნენ დაზარალებულებად და ხელახლა გამოიკითხნენ. ამ საქმეზე
დაზარალებულად იქნა ცნობილი 10 სხვა პირიც (მ. კ., ე.თ., ს. ს., ნ. ჩ., ტ. ვ., ხ. ჩ., ნ. ხ., ტ.
გ., ა. მ., მ. გ.), რომლებიც გამოიკითხნენ 2021 წლის თებერვალ-ივლისის პერიოდში.
მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ისინი იყვნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის, სიტყვიერი
შეურაცხყოფისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი პოლიციელთა მხრიდან 2009
წლის 15 დეკემბერს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება.
ზოგადი ღონისძიებები
დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების
პრევენციის მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებული ზოგადი ღონისძიებების შესახებ
ინფორმაცია მოცემული იყო წინა წლების ანგარიშებშიც. ამ მხრივ აღსანიშნავია 2014 წლის
2 მაისს მიღებული კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“,
რომელიც ქმნის ნებისმიერი პირისთვის კანონით გათვალისწინებული უფლებებით
თანასწორად სარგებლობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს, აბსოლუტურად ყველა
სფეროში; ასევე, 2014 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული
სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს ძლიერი, ეფექტიანი და სტაბილური სახელმწიფო
ინსტიტუტების მშენებლობას და ამკვიდრებს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ
მიდგომას.
2020 წლის ანგარიშში დამატებით აღნიშნულია, რომ 2020 წლის 1 სექტემბრიდან,
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, შეუწყნარებლობის მოტივით
ჩადენილ
დანაშაულებზე
საპროცესო
ხელმძღვანელობას
ახორციელებენ
სპეციალიზებული პროკურორები, რომლებმაც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, გაიარეს
გადამზადების 4 სასწავლო კურსი. ამ ეტაპზე, სპეციალიზაცია მინიჭებული აქვს 136
თანამშრომელს (36 მენეჯერი, 81 პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი, 19
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი).
2020 წლის 23 სექტემბერს, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით
ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკის წარმოების და ერთიანი ანგარიშის გამოცემის
შესახებ
ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმი
გაფორმდა
პროკურატურის
ორგანიზებით, ევროპის საბჭოს ხელშეწყობითა და უზენაესი სასამართლოს, შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
და
სტატისტიკის
ეროვნული
სამსახურის
ჩართულობით.
მემორანდუმის შესაბამისად, 2021 წლის 1 მარტს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის ვებ-გვერდზე საპილოტე რეჟიმში გამოქვეყნდა 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 31
დეკემბრის ჩათვლით პერიოდის სტატისტიკური ანგარიში. 2021 წლის სრული მონაცემები
კი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე 2022 წლის 1 მარტს გამოქვეყნდა.
სიძულვილით
მოტივირებული
დანაშაულების
ეფექტიანი
გამოძიებისა
და
სისხლისსამართლებრივი დევნის კუთხით ანგარიშში მოცემულია პროკურატურის
სტატისტიკური
მონაცემები,
კერძოდ,
შეუწყნარებლობის
მოტივით
ჩადენილ
დანაშაულებზე 2016-2020 წლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 646 პირის
მიმართ - 2016 წელს - 44, 2017 წელს - 44, 2018 წელს - 151 პირის მიმართ, 2019 წელს - 183
პირის მიმართ, ხოლო 2020 წელს - 224 პირის მიმართ. კერძოდ, 2020 წელს 178 პირს
ბრალდება წარედგინა - გენდერის ნიშნით; 11 პირს - გენდერული იდენტობის ნიშნით; 11
პირს - სექსუალური ორიენტაციის ნიშნით; 7 პირს - შშმ ნიშნით; 4 პირს - რელიგიის ნიშნით;
3 პირს - რასის ნიშნით; 2 პირს - ასაკის ნიშნით; 2 პირს - ეროვნული კუთვნილების ნიშნით;
1 პირს - პოლიტიკური შეხედულების ნიშნით; 1 პირს - გენდერის და ეროვნული
კუთვნილების ნიშნით; 4 პირს - სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის გამო.
პროკურატურის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2020 წელს შეუწყნარებლობის
მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილი იქნა 240 პირი, მათგან 236
ფიზიკური და 4 იურიდიული პირი. მათ შორის, გენდერის ნიშნით დაზარალებულად
ცნობილი იქნა - 184 პირი, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით - 15, გენდერული იდენტობის
ნიშნით - 13, რელიგიის ნიშნით - 10, შშმ ნიშნით- 7, ეროვნული ნიშნით - 2, რასის ნიშნით 2, ასაკის ნიშნით - 2, პოლიტიკური შეხედულების ნიშნით - 1, გენდერის და ეროვნული
ნიშნით - 1, სხვა ნიშნით - 3.
2021 წლის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის
მოტივით ჩადენილ დანაშაულთა იდენტიფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი
დაფიქსირდა. 2021 წელს შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო სულ 834 პირის მიმართ, კერძოდ, გენდერის
ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით - 724 პირის მიმართ, გენდერული იდენტობის
ნიშნით - 24, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით - 12, პოლიტიკური და სხვა
შეხედულების ნიშნით - 10, რასის ნიშნით - 9, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით - 7,
რელიგიის ნიშნით - 3, სოციალური კუთვნილების ნიშნით - 1, სხვა ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით - 5. ასევე, დისკრიმინაციის ორი სხვადასხვა ნიშნით
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 39 პირის მიმართ. 2021 წლის მონაცემებით
დაზარალებულად ცნობილ იქნა 895 პირი, მათ შორის 893 ფიზიკური და 2 იურიდიული
პირი.
რაც შეეხება განაჩენთა რაოდენობას ამ კატეგორიის საქმეებზე, 2020 წელს საქართველოს
რაიონულ
(საქალაქო)
სასამართლოების
მიერ
სიძულვილით
მოტივირებული
დანაშაულების მიხედვით განაჩენი გამოტანილ იქნა 103 პირის მიმართ. აქედან: სულ
მსჯავრი დაედო 97 პირს, მათ შორის 65 პირი მსჯავრდებული იყო ოჯახში ძალადობის
დანაშაულების მიხედვით; გამართლებულია 6 პირი (ყველა ეხებოდა ოჯახში ძალადობის
დანაშაულების შემთხვევებს).
განაჩენის გამოტანით განხილული საქმეებიდან პირველი ინსტანციის სასამართლოების
მიერ 531 მუხლი, როგორც დამამძიმებელი გარემოება, გამოყენებულ იქნა 88 საქმეში,
აქედან 5 საქმე ეხებოდა გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობას, 5 საქმე სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობას, 2 საქმე ეხებოდა გენდერის ნიშნით
შეუწყნარებლობას, 1 საქმე ეხებოდა რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობას ოჯახის
წევრის მიმართ, 1 საქმე ეხებოდა ეროვნული ნიშნით შეუწყნარებლობას ოჯახის წევრის
მიმართ, 32 საქმე ეხებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის მიმართ
დანაშაულის ჩადენას, 37 საქმე - გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობას ოჯახური
დანაშაულის/ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, 5 საქმე სქესის ნიშნით შეუწყნარებლობას
ოჯახური დანაშაულის/ოჯახში ძალადობის შემთხვევაში.
მთავრობის 2020 და 2021 წლების ანგარიშებში აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტისა
და საქართველოს პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს
მნიშვნელოვანი როლი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ანგარიშებში
ასევე
მოცემულია
დეტალური
ინფორმაცია
2020-2021
წლების
განმავლობაში
განხორციელებული აქტივობებისა და ჩატარებული ტრენინგების შესახებ.
2022 წლის 15 თებერვალს ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში წარმოადგინა 20182021
წლებში
მოტივირებული
განხორციელებული
პროექტის
დანაშაულისა
სიძულვილის
და
„დისკრიმინაციის,
ენის
სიძულვილით
წინააღმდეგ
ბრძოლა
საქართველოში“ შედეგები და კვლევის „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული,
სიძულვილის ენა და დისკრიმინაცია საქართველოში: ცოდნა და დამოკიდებულება“
ძირითადი
მიგნებები,
რომელიც
ასევე
მოიცავს
მრავალფეროვნების
მიმართ
საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებებს ბოლო სამი წლის განმავლობაში.
კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებული მრავალფეროვნების შესახებ
ინფორმირებულობის დონე და ამ საკითხის მიმართ დადებითი დამოკიდებულება 2018დან 2021 წლამდე პერიოდში გაზრდილია. ზოგადად მრავალფეროვნების მიმართ
დადებითი დამოკიდებულება 56-დან 70-მდე გაიზარდა და 14 %-იანი სხვაობა
დაფიქსირდა. 2018 წელს ამ კითხვაზე ყველაზე ხშირი, კერძოდ, რესპონდენტთა 36 %-ის
პასუხი იყო: „არ ვიცი“ ან „არ მახსენდება უმცირესობათა არცერთი ჯგუფი“. 2021 წელს კი
მხოლოდ 28 %-მა გაიმეორა იგივე, შესაბამისად, 8%-იანი სხვაობა გამოვლინდა.
ადამიანებს ახლა უფრო უადვილდებათ უმცირესობის ჯგუფის დასახელება, როცა
ეკითხებიან პირველად რომელი ჯგუფი ახსენდებათ, როცა უმცირესობებზე ფიქრობენ.
საზოგადოებას
ახლა
უფრო
დადებითი
დამოკიდებულება
აქვს
ზოგადად,
მრავალფეროვნების და ასევე ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მიმართ.
ეთნიკური მრავალფეროვნების კუთხით მონაცემები დადებითი დამოკიდებულების 12
%-იან ზრდაზე მიუთითებს - 56-დან 68 %-მდე, ხოლო რელიგიური მრავალფეროვნების
შემთხვევაში 14 %-იან ზრდაზე - 46-დან (2018 წელი) 60 %-მდე (2021 წელი).
2018 წელთან შედარებით საზოგადოება უფრო მეტად გათვითცნობიერებულია და მეტი
მიმღებლობა აქვს უმცირესობების უფლებების მიმართ. 2018 წელს 33 %-დან 2021 წელს
47 %-მდე გაიზარდა იმ ადამიანების წილი, რომლებიც ლგბტ თემის უფლებების დაცვას
მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ასევე, იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თვლიდა, რომ ლგბტ
უფლებების დაცვა უმნიშვნელო იყო, შემცირდა 44%-დან 2018 წელს 29%-მდე 2021
წელს.
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება „იდენტობის“ ჯგუფის საქმეებზე
„იდენტობის“ ჯგუფის საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით, ისევე, როგორც
დისკრიმინაციისა
და
სიძულვილით
მოტივირებული
დანაშაულების
გამოძიების
მდგომარეობის/მიღწეული პროგრესისა და სტატისტიკური მონაცემების თაობაზე
განახლებული
ინფორმაცია
საქართველოს
მთავრობამ
მინისტრთა
კომიტეტს
რამდენჯერმე წარუდგინა, ანგარიშის წარდგენის დროისთვის, ყველაზე ბოლოს - 2021
წლის 8 ოქტომბერს.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა „იდენტობის“ ჯგუფის საქმეები 1419-ე
სხდომაზე (30.11.2021-02.12.2021) განიხილა. გადაწყვეტილებაში კომიტეტი კვლავ
მიესალმა
იმ
წარმატებულ
რეფორმებს,
რაც
საქართველოში
ხორციელდება
შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით.
კერძოდ, კომიტეტი მიესალმა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ
სტატისტიკური
მონაცემების
შეგროვებისა
და
გამოქვეყნების
ახალი
სისტემის
დანერგვას, ასევე, პოზიტიურად აღნიშნა მასშტაბური ტრენინგები საგამოძიებო,
პროკურატურის და სასამართლო ორგანოების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით;
კომიტეტმა
მოუწოდა
საქართველოს
შეუწყნარებლობის
ნიადაგზე
ჩადენილ
დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით გააორმაგოს ძალისხმევა, რათა ეფექტიანად
უპასუხოს ამ ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებულ გამოწვევებს სიძულვილის მოტივის გამოვლენას, დაზარალებულთა ჩართულობას; კომიტეტმა
მოუწოდა მთავრობას სხვადასხვა ინსტიტუციებთან აქტიური თანამშრომლობისკენ და
მინისტრთა
კომიტეტისთვის
ამგვარი
დანაშაულების
გამოძიების
განახლებული
სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად მიწოდებისკენ, აგრეთვე დისკრიმინაციული
მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალიზებული საგამოძიებო
დანაყოფის შექმნისკენ.
სახალხო დამცველის ალტერნატიული ანგარიში დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ
საქმეებზე
დისკრიმინაციის ფაქტებთან დაკავშირებულ საქმეებთან მიმართებით ალტერნატიულ
ანგარიშში მოცემული ინფორმაცია დაჯგუფეფულია შემდეგი თემების მიხედვით:
ლგბტ+ თემის შეკრების თავისუფლება და ფიზიკური უსაფრთხოება; სიძულვილით
მოტივირებული სხვა (სავარაუდო) დანაშაულები ლგბტ+ თემისა და რელიგიური
უმცირესობების
წინააღმდეგ;
ლგბტ+
თემისა
და
რელიგიური
უმცირესობების
წინააღმდეგ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება. საკითხების
მიმოხილვის
შემდეგ,
საქართველოს
სახალხო
დამცველი
გასცემს
შემდეგ
რეკომენდაციებს:
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის
გზით განისაზღვროს სამართალდარღვევის დისკრიმინაციული მოტივი, როგორც
მაკვალიფიცირებელი გარემოება;
ჩატარდეს
ინტენსიური
საზოგადოებრივი
კამპანიები
დისკრიმინაციის
საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად;
ლგბტ+ ადამიანების გამოხატვის თავისუფლების დასაცავად, მომავალში საჯარო
პოლიტიკური თანამდებობის პირებმა გააკეთონ არაორაზროვანი და მკაფიო
განცხადებები;
გატარდეს ქმედითი პრევენციული და პროაქტიული ზომები ლგბტ+ ადამიანების
გამოხატვის თავისუფლების დასაცავად;
უზრუნველყოს 5 ივლისს მომხდარი ყველა დანაშაულის მყისიერი და ეფექტიანი
გამოძიება, ძალადობის ორგანიზატორთა ადეკვატური დასჯა.
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად, შინაგან
საქმეთა სამინისტროში შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო დანაყოფი და
აღიჭურვოს შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსებით.
საქართველოს
ახალგაზრდა
იურისტთა
ასოციაციის
ალტერნატიული
ანგარიში
„იდენტობის ჯგუფის“ საქმეებზე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ
ანგარიში „იდენტობის ჯგუფის“ საქმეებთან დაკავშირებით მოცემულია ჯგუფში
შემავალი გადაწყვეტილებების მოკლე მიმოხილვა, განხილულია მინისტრთა კომიტეტის
2021 წლის გადაწყვეტილება და თემატურად გამოყოფილია ისეთი საკითხები,
როგორიცაა: ზოგადი ღონისძიებების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარვეზები;
არადომინანტური
რელიგიური
ჯგუფების
წარმომადგენლების
უფლებრივი
მდგომარეობა; შსს-ში სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან საბრძოლველად
სპეციალური დანაყოფის არარსებობა; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის
გამოძიებისას დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის პრობლემა; საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსში
დისკრიმინაციული
მოტივის
არარსებობა. საკითხების განხილვის შემდეგ ალტერნატიულ ანგარიშში მოცემულია
შემდეგი სახის რეკონდაციები:
შეიქმნას
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
სისტემაში
სპეციალიზირებული საგამოძიებო ერთეული, რომელსაც სიძულვილის მოტივით
ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება ექნება;
შეწყვიტონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიძულვილის ენით საუბარი,
დაგმონ ძალადობრივი მოწოდებები, ქმედებები და უზრუნველყონ საჯარო
განცხადებების
მეშვეობით,
ტოლერანტული,
უფლებებზე
ორიენტირებული
პოზიციის ადვოკატირება;
შეიმუშაოს საქართველოს მთავრობამ ეფექტიანი პოლიტიკა (სამოქმედო გეგმა),
სისტემური
დისკრიმინაციის
(მათ
შორის,
ჰომოფობიის)
დაძლევისა
და
საზოგადოებრივი დამოკიდებულების შეცვლის მიზნით;
შევიდეს
რომლითაც
ცვლილება
ადმინისტრაციულ
განისაზღვრება
სამართალდარღვევათა
დისკრიმინაციული
მოტივის,
კოდექსში,
როგორც
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების, გამოკვეთის შესაძლებლობა.
გატარდეს ქმედითი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ლგბტ+ პირებისა
და
რელიგიური
უმცირესობების
ნდობის
გამყარებას
სამართალდამცავი
ორგანოებთან მიმართებით.
დაცული იყოს ლგბტ+ ადამიანების უფლებები და უსაფრთხოება შესაბამისი
ზომების მიღებით, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამ პირთა მიერ გამოხატვისა და
შეკრების თავისუფლებით სათანადოდ სარგებლობა;
მიღებული
იყოს
დაპირისპირების
საშიშროების
არსებობისას
ეფექტიანი
პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, უზრუნველყოფილი იყოს სათანადო
საპოლიციო ძალის მობილიზება;
უზრუნველყოფილი იყოს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება
ძალადობრივ მოწოდებებსა და ქმედებებზე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი
დადებითად
საქართველოს
აფასებს
მთავრობის
მიერ
ამ
ჯგუფის
საქმეების
განხორციელებულ
აღსრულების
ინდივიდუალურ
მიზნით,
და
ზოგად
ღონისძიებებს. ამადროულად, კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
უზრუნველყოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის 2022 წლის N1451-ე
შეხვედრაზე
მოთხოვნილი
ინფორმაციის
სრულად
და
დადგენილ
ვადაში
წარდგენა.
ყველა
დაინტერესებული
სიძულვილის
ნიადაგზე
უწყების
ჩართულობით
ჩადენილი
გაააქტიუროს
დანაშაულების
მუშაობა
გამოსაძიებლად
სპეციალიზებული საგამოძიებო დანაყოფის შექმნის ან საკითხის გადაჭრის
ალტერნატიული
გზის
თაობაზე
მინისტრთა
კომიტეტის
რეკომენდაციის
შესასრულებლად და ამ პროცესში აქტიურად ითანამშრომლოს ევროპის საბჭოს
მინისტრთა კომიტეტის სამდივნოსთან.
ითანამშრომლოს
საქართველოს
პარლამენტთან
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში დისკრიმინაციული მოტივის დამამძიმებელ
გარემოებად გათვალისწინების საკითხზე.
სიძულვილით
მოტივირებული
გამომძიებლების,
პროკურორებისა
დანაშაულის
და
თემატიკაზე
მოსამართლეების
გააგრძელოს
კვალიფიკაციის
ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები, მათ შორის აღნიშნული უწყებების
თანამშრომლებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობის გზით.
2.1.3. მოსამართლეთა საქმეები
მოსამართლეთა საქმეები მოიცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ორ
გადაწყვეტილებას,
რომლებიც
შეეხება
მოსამართლეების
მიმართ
წარმართულ
დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებს.
2.1.3.1. სტურუა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №45729/05, 2017 წლის 28 მარტის
გადაწყვეტილება
აღნიშნული საქმე ეხება მიტროფანე სტურუას საჩივარს, რომელიც 1999 წელს დაინიშნა
აბაშის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ 10 წლის ვადით და რომლის მიმართ
დისციპლინური დევნა აღიძრა საქმის უსაფუძვლო გაჭიანურების მოტივით. ევროპულმა
სასამარლომ დაადგინა დისციპლინური სამართალწარმოების დროს კონვენციის მე-6
მუხლის I პუნქტის დარღვევა, რადგან ამ სამართალწარმოების პროცესში საჩივრის
განმხილველი
8
წევრისაგან
შემდგარი
სადიციპლინო
საბჭოს
4
წევრი
ასევე
მონაწილეობდა მისი გათავისუფლების პროცესში სადისციპლინო კოლეგიის (პირველი
ინსტანციის) ფორმატში.
სასამართლომ მომჩივნის სასარგებლოდ საქართველოს მთავრობას დააკისრა 3 500 ევრო
არამატერიალური ზიანის სანაცვლოდ და 3 380 ევრო ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც
მთავრობის მიერ გადახდილია დადგენილ ვადაში.
2.1.3.2. გაბაიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №13723/06, 2017 წლის 12
ოქტომბრის გადაწყვეტილება
საქმე შეეხება ხულოს რაიონული სასამართლოს მოსამართლის საჩივარს, რომლის
წინააღმდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაიწყო დისციპლინური სამართალწარმოება
მსჯავრდებულის თოთხმეტი დღის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში დატოვების
გამო. სადიციპლინო საბჭომ დაადგინა, რომ მომჩივანმა ჩაიდინა „კანონის უხეში
დარღვევა“. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი
პუნქტის დარღვევა, რადგან დისციპლინური სახდელის საკითხის განხილვა მოხდა
სადისციპლინო საბჭოს ერთი და იმავე წევრების მიერ, ორივე - პირველი და სააპელაციო
წესით.
სასამართლომ მომჩივნის სასარგებლოდ სახელმწიფოს დაეკისრა 3 500 ევრო მორალური
ზიანის სანაცვლოდ და 2140 ევრო ხარჯების ასანაზღაურებლად, რაც სახელმწიფომ
გადაიხადა დადგენილ ვადაში.
ზოგადი ღონისძიებები მოსამართლეების საქმეებთან დაკავშირებით:
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევები
ეხებოდა 2004-2005 წლებს და იმ დროინდელი საკანონმდებლო რეგულაციები დღეს უკვე
აღარ მოქმედებს. დღეს მოქმედი კანონმდებლობა გამორიცხავს მოსამართლის მიმართ
დისციპლინური
სამართალწარმოების
თვითნებურად
დაწყებას,
ასევე
საქმის
თვითნებურ შესწავლას/გამოკვლევას, სახდელის დაკისრებასა და ერთი და იგივე პირების
მონაწილეობას დისციპლინური სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპებზე, რასაც
ადგილი ჰქონდა განსახილველ საქმეებში, რაც უზრუნველყოფს მომავალში მსგავსი
დარღვევების პრევენციას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი
დადებითად
აფასებს
მოსამართლეთა
საქმეების
გადაწყვეტილებებზე
ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს.
ამავდროულად, კომიტეტი კვლავ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ
არასამთავრობო
ორგანიზაციის
„კონსტიტუციის
42-ე
მუხლი“
მიერ
2020
წელს
კომიტეტისთვის წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე მოსამართლემ
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, მიმართა საქართველოს
უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო
საქმის წარმოების განახლებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებების გაუქმების
მოთხოვნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის I პუნქტის
„ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ,
მოსამართლეების
დისციპლინურ
სტურუას
საქმეზე
და
მიღებული
გაბაიძის
საქმეებთან
გადაწყვეტილებები
მიმართებით,
და
საქმეები
გააუქმა
ხელახლა
განსახილველად დაუბრუნა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა
სადიციპლინო კოლეგიას. სადისციპლინო კოლეგიის შეფასებით, შეუძლებელია ამ
საქმეების არსებითი განხილვა ხელახლა, ვინაიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონი
ითვალისწინებს
მოსამართლეთა
მიმართ
დისციპლინური საქმის წარმოების ხანდაზმულობის ვადებს. საქართველოს საერთო
სასამართლოების
უზენაესი
მოსამართლეთა
სასამართლოს
სადისციპლინო
სადისციპლინო
კოლეგიისა
პალატის
და
საქართველოს
განმარტებით,
„საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 752 მუხლში მითითებული
ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება, ასევე, ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა
გამო საქმეთა გადასინჯვის შემთხვევებზეც6. კომიტეტმა 2020 წლის N2-6693/20
დასკვნაში მთავრობას მისცა რეკომენდაცია შეესწავლა „საერთო სასამართლოების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 752 მუხლში მითითებული ხანდაზმულობის
ვადების
გამოყენების
იდენტიფიცირების
პრაქტიკა
შემთხვევაში,
და
საკანონმდებლო
აღნიშნულის
ცვლილებების
თაობაზე
მოეხდინა
საჭიროების
კომიტეტის
დროულად ინფორმირება. სამწუხაროდ, 2020 და 2021 წლების ანგარიშებში ამ საკითხთან
დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას:
შეისწავლოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის 752 მუხლში მითითებული ხანდაზმულობის ვადების გამოყენების
პრაქტიკა და უზრუნველყოს შესწავლის შედეგად მიღებული ინფორმაციის
კომიტეტისთვის დროულად წარდგენა.
2.1.4. ბავშვებთან/მშობლის უფლებებთან დაკავშირებული საქმეები
აღნიშნული ჯგუფი აერთიანებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
გადაწყვეტილებებს შემდეგ საქმეებზე: „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“ და „ნ.წ. და
სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
6 იხ. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების
აღსრულება საქართველოში“, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“- ს ანგარიში, თბ., 2020 წელი,
გვ. 45-46. (ცნობისთვის: არასამთავრობო ორგანიზაციამ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ შეიცვალა სახელწოდება და
ამჟამად „უფლებები საქართველო“-ს სახელწოდებით საქმიანობს.)
2.1.4.1. „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“
აღნიშნულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის
დარღვევა, რადგან ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ გაითვალისწინეს
სოციალური მუშაკების/ფსიქოლოგების დასკვნები ბავშვის რთულ ფსიქოლოგიურ
მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოში, რასაც ის განიცდიდა მშობლებთან
კონტაქტის არქონის გამო. სასამართლოებმა ვერ მოახერხეს ბავშვის საუკეთესო
ინტერესების განსაზღვრა, საქმის სპეციფიკური გარემოებებიდან გამომდინარე.
სასამართლომ მომჩივანს სამართლიანი დაკმაყოფილების სახით 9 100 ევრო მიაკუთვნა.
კერძოდ, 300 ევრო − მატერიალური ზიანის, 8 000 ევრო − მორალური ზიანის და 800 ევრო
−
ხარჯების
სახით.
მთავრობამ
აღნიშნული
თანხა
გადაიხადა
სასამართლო
გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში.
2.1.4.2. „ნ. წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“
აღნიშნულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-8 მუხლის
დარღვევა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო
სამართალწარმოებაში ჩაერთო ფორმალურად, მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში
საქმის განხილვის ეტაპიდან „დაინტერესებული პირის“ სტატუსით. ევროპულმა
სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს რაიმე
დებულებას „დაინტერესებული პირის“ სტატუსისა და მისი საპროცესო უფლებების
შესახებ. აქედან გამომდინარე, სასამართლოსთვის გაურკვეველი იყო, რამდენად შეძლო
სოციალური
მომსახურების
სააგენტომ,
ეფექტურად
წარმოედგინა
ბავშვების
ინტერესები, მაშინ, როცა მას არ გააჩნდა ფორმალური პროცესუალური სტატუსი.
აგრეთვე, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ შედგა მხოლოდ რამდენიმე
ანგარიში და მას არ ჰქონია ბავშვებთან რეგულარული და ხშირი კონტაქტი. ამასთანავე,
სასამართლომ
მიიჩნია,
რომ
ბავშვები
არ
იყვნენ
სათანადოდ
ჩართულნი
სამართალწარმოებაში ეროვნულ დონეზე და ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ შეძლეს
ბავშვების საუკეთესო ინტერესების სათანადო შეფასება.
სასამართლომ მომჩივნებს მიაკუთვნა 10000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად,
ხოლო 900 ევრო − ეროვნულ სამართალწარმოებაში გაწეული ხარჯებისათვის, რაც
მთავრობამ გადაიხადა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
რაც შეეხება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნულ
დონეზე საქმის წარმოების განახლებას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4
აგვისტოს განჩინებით, ნ. წ., ზ. წ., მ. წ. და ნ. წ.-ს განცხადება თბილისის საქალაქო
სასამართლოს
სამოქალაქო
გადაწყვეტილების
საქმეთა
გაუქმებისა
და
კოლეგიის
საქმის
2010
წლის
წარმოების
მაისს
N2/26-10
განახლების
შესახებ
18
დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა
კოლეგიის 2010 წლის 18 მაისის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და დაიწყო საქმის
ხელახალი
განხილვა,
ხოლო
2016
წლის
17
ოქტომბრის,
თბილისის
საქალაქო
სასამართლოს განჩინებით, გ. ბ.-ს (ბავშვების მამა) განცხადება საქმის წარმოების
შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა და გ. ბ.-ს სარჩელზე მოპასუხეების ნ. წ.-ს
არასრულწლოვანი შვილების დაბრუნების თაობაზე შეწყდა საქმის წარმოება.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიჩნია, რომ საქმეზე არ არსებობს შემდგომი
ინდივიდუალური ღონისძიებების გატარების საჭიროება.
ზოგადი ღონისძიებები
საანგარიშო
პერიოდში
მთავრობის
მიერ
საქართველოს
ევროპის
წარდგენილ
წინააღმდეგ“
საბჭოს
იქნა
„გ.ს.
საქმეების
მინისტრთა კომიტეტში საქართველოს
საქართველოს
აღსრულების
წინააღდმეგ“ და „ნ.წ.
მდგომარეობის
შესახებ
განახლებული ინფორმაცია.
ზოგადი ღონისძიებების ნაწილში ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 20 სექტემბერს
საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომლის მთავარ
მიზანს ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა და საქართველოს კონსტიტუციის,
ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და სახელმწიფოს მიერ
აღიარებული სხვა საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაციის
ხელშეწყობა წარმოადგენს. კოდექსმა აღიარა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის
უპირატესობის მინიჭება, დააწესა მაღალი სტანდარტი და ჩამოაყალიბა მძლავრი
საკანონმდებლო ჩარჩო ბავშვთა კეთილდღეობისა და დაცვის კუთხით. აღნიშნული
კოდექსის იმპლემენტაციისათვის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო
ინტეგრაციის კომიტეტმა შეიმუშავა ბავშვის უფლებათა კოდექსის 2019-2024 წ.წ.
სამოქმედო გეგმა.
ზოგადი ღონისძიებების კუთხით ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ 2020 წელს
ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით
იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიერ მოსამართლეებისთვის ჩატარდა ტრენინგები:
15 ტრენინგი თემაზე - „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, რომელსაც ჯამში დაესწრო 225
მონაწილე;
2 ტრენინგი თემაზე - „ბავშვის უფლებათა კოდექსის 26-ე მუხლი - ბავშვის
განცალკევება ოჯახიდან“, დამსწრე მონაწილეთა რაოდენობა - 33;
3 ტრენინგი
თემაზე
- „არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულება
(სისხლის სამართალი)“, დამსწრე მონაწილეთა რაოდენობა - 23.
ზოგადი ღონისძიებები საქმეზე - „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”
ნ.წ.
და
სხვების
საქმის
აღსრულებასთან
დაკავშირებით
გატარებული
ზოგადი
ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ასახული იყო მთავრობის მიერ
პარლამენტისთვის წარდგენილ 2018 და 2019 წლების ანგარიშებშიც. აღნიშნულ
ანგარიშებში ყურადღება გამახვილებული იყო პარლამენტის მიერ „სოციალური მუშაობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებაზე. აღნიშნული კანონით განსაზღვრულია
სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპები, სოციალური მუშაკის სამართლებრივი
სტატუსი, სოციალური გარანტიები, ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები, ასევე,
სოციალური მუშაკის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები. კანონით ერთმანეთისგან
გამიჯნულია
სოციალური
მუშაკის
ძირითადი
და
სპეციალური
ფუნქციები
და
განსაზღვრულია სოციალური მუშაკის პროფესიული კვალიფიკაცია. კანონი სოციალური
მუშაკის პროფესიისათვის აყალიბებს ძირითად მოთხოვნებს და ადგენს, თუ რა
კომპეტენციებს
უნდა
ფლობდეს
სოციალური
მუშაკი.
სოციალური
მუშაკების
გადამზადება მიმდინარეობს ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნების სრული დაცვით.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა
2018 წლის 18 დეკემბრის სხდომაზე იმსჯელა და დაამტკიცა „სოციალური მუშაობის
შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 13 ივნისის კანონის აღსრულების სამოქმედო გეგმა.
სამოქმედო გეგმაში დეტალურად გაიწერა ყველა ის მიმართულება და საკითხი, რაც
კანონის სრულყოფილი იმპლემენტაციისთვის არის აუცილებელი. აღნიშნული გეგმით
განსაზღვრულია წლების მიხედვით რა რაოდენობის სოციალური მუშაკი უნდა დაემატოს
მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს. ასევე, გათვალისწინებულია მათი ხელფასების
ზრდაც.
ასევე, გასული წლის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ კანონი ითვალისწინებს სოციალურ
მუშაობას ბავშვსა და ოჯახზე ზრუნვის და მეურვეობის/მზრუნველობის/მხარდაჭერის
სფეროში, რაც გულისხმობს ბავშვის მხარდაჭერას, მისი საუკეთესო ინტერესის დაცვას,
მის მეურვეობას, მზრუნველობას და საპროცესო წარმომადგენლობას. შესაბამისად,
„სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ეს რეგულაცია პასუხობს
ნ.წ. და სხვების საქმეში დადგენილ დარღვევებს.
2019 წლის ანგარიშში ნ.წ.-ს და სხვების საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან
დაკავშირებით
გატარებული
ზოგადი
ღონისძიებებიდან
ყურადღება
ასევე
გამახვილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში 2019 წელს შესულ
ცვლილებებზე, რომლებიც 2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა. სამოქალაქო
საპროცესო კოდექსს დაემატა 51 მუხლი, რომლის თანახმადაც, არასრულწლოვნის
უფლებების
დაცვასთან
დაკავშირებულ
პროცესში
მონაწილეობა
უნდა
მიიღოს
არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკასა და მასთან დაკავშირებულ სხვა
საკითხებში სპეციალიზებულმა მოსამართლემ, ადვოკატმა, სოციალურმა მუშაკმა ან/და
არასრულწლოვნის საჭიროებების გათვალისწინებით მოწვეულმა სხვა შესაბამისმა
სპეციალისტმა.
მიმდინარე წლის ანგარიშში ნ.წ.-ს და სხვების საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან
დაკავშირებით გატარებული ზოგადი ღონისძიებებიდან ყურადღება გამახვილებულია
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე, რომლებიც ამოქმედდა 2020
წლის 1 სექტემბრიდან. კოდექსის 81-ე მუხლის მე-5 ნაწილში განისაზღვრა საქმის
განხილვაში მცირეწლოვნის ჩაბმის შესაძლებლობა, მისი საუკეთესო ინტერესების
გათვალისწინებით. ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსს დაემატა 811 მუხლი,
რომელიც შეეხება არასრულწლოვნის უფლების დაცვას. აღნიშნული მუხლის თანახმად:
„არასრულწლოვანს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების
დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს საპროცესო
წარმომადგენელს და განიხილავს საქმეს. არასრულწლოვან მოსარჩელეს უფლება აქვს, არ
დაეთანხმოს
თავის
საპროცესო
წარმომადგენელს
და
თვითონ
დაიცვას
თავი.
სასამართლო ვალდებულია ასეთ საქმეში ჩააბას მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანოები.“
ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსს დაემატა 2511 მუხლი, რომლის პირველი ნაწილში
ხაზგასმით აღნიშნულია, რომ არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე
გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი ადგენს, რომ
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზნით
სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს ბავშვის უფლებათა
კოდექსის
81-ე
მუხლის
მე-3
ნაწილით
განსაზღვრული
შესაბამისი
საბაზისო
კრიტერიუმების მიხედვით.
რაც შეეხება ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებას, ანგარიშში
ასახულია
დეტალური
ინფორმაცია
საანგარიშო
პერიოდში
ამ
მიმართულებით
ჩატარებული ტრენინგების შესახებ.
ზოგადი ღონისძიებები საქმეზე - „გ. ს. საქართველოს წინააღმდეგ“
აღნიშნული
საქმის
აღსრულებასთან
დაკავშირებით
გატარებული
ზოგადი
ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია ასახული იყო პარლამენტისთვის
წარდგენილ
წინა
წლების
ანგარიშებში.
აღნიშნულ
ანგარიშებში
ყურადღება
გამახვილებული იყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ჰააგის კონვენციის იმპლემენტაცია;
საქართველოს ცენტრალური ორგანოს როლი და შესაბამისი პროცედურა მუდმივ
საცხოვრებელ ადგილას არამართლზომიერად გადაადგილებულ ან დაკავებულ ბავშვთა
სწრაფი და უსაფრთხო დაბრუნების მიზნით. წინა წლების ანგარიშებში ასევე აღინიშნა,
რომ
ბავშვთა
საერთაშორისო
გატაცების
საქმეებზე
გამოიცა
პრაქტიკული
სახელმძღვანელო, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინიციატივითა და უშუალო
მონაწილეობით
შემუშავდა
და
მისი
მიზანია
ჰააგის
კონვენციის
ეროვნულ
კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ეფექტიანი იმპლემენტაციის ხელშეწყობა.
2020
წლის
ანგარიშში
დამატებით
აღნიშნულია,
რომ
არამართლზომიერად
გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებისა და
ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე საქმეების მეტად
ეფექტიანად
მართვის,
ჰააგის
1980
წლის
კონვენციის
მეტად
ეფექტიანი
იმპლემენტაციისა და არასრულწლოვნებისათვის შემდგომი ზიანის მიყენების თავიდან
არიდების ხელშესაწყობად, 2020 წლის 10 ივნისს, ცვლილებები შევიდა საქართველოში
მოქმედ შვიდ საკანონმდებლო აქტში. ხოლო 2020 წლის 5 ნოემბერს დამტკიცდა
საქართველოს მთავრობის დადგენილება N663 “არამართლზომიერად გადაადგილებული
ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის
უფლების
განხორციელების
თაობაზე
მიმართვიანობისა
(რეფერირებისა)
და
აღსრულების პროცედურების დამტკიცების შესახებ”, რომლის მიზანია მიმართვიანობისა
(რეფერირებისა)
და
აღსრულების
კოორდინირებული
და
ეფექტიანი
სისტემის
ჩამოყალიბება.
რაც შეეხება ბავშვის 2020 წელს ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ ღონისძიებებს,
ანგარიშში ასახულია დეტალური ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებით
ჩატარებული ტრენინგების შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველის ალტერნატიული ანგარიშები7
სახალხო დამცველის ალტერნატიული ანგარიშში „იუსტიციის სამინისტროს 2020 და 2021
წლის ანგარიშებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მიერ
საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ“ „ნ.წ. და
სხვები
საქართველოს
წინააღმდეგ“
საქმესთან
დაკავშირებით
აღნიშნულია,
რომ
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები ატარებს ზოგად
ხასიათს და კონკრეტულად არ განსაზღვრავს სამართალწარმოებაში სოციალური მუშაკის
სტატუსსა და მის უფლება-მოვალეობებს. სახალხო დამცველის მოსაზრებით, მოქმედი
კანონმდებლობა ითვალისწინებს მხოლოდ ორი კატეგორიის მესამე პირს: მესამე პირს
დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით და მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო
მოთხოვნის გარეშე. სახალხო დამცველისთვის გაუგებარია, თუ რომელი საპროცესო
სტატუსით
7
სარგებლობენ
სოციალური
მუშაკები
არასრულწლოვანთა
საპროცესო
იხ. სახალხო დამცველის ალტერნატიული ანგარიშები: 1) იუსტიციის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშზე „ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების
აღსრულების შესახებ“ (ხელმისაწვდომია ბმულზე:
chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/adamianisuflebebi/zedam-ECtH/2020-saxalxo-damcveli.pdf)
2) სახალხო დამცველის ალტერნატიული ანგარიში იუსტიციის სამინისტროს 2021 წლის ანგარიშზე ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქალთა მიმართ დისკრიმინაციის
აღმოფხვრის კომიტეტის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ
(ხელმისაწვდომია ბმულზე:
chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj/https://web-api.parliament.ge/storage/files/shares/Komitetebi/adamianisuflebebi/zedam-ECtH/2021-saxalxo-damcveli.pdf)
წარმომადგენლობის დროს. მისი შეფასებით, არც ბავშვის უფლებების კოდექსი და არც
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ არეგულირებს სოციალური მუშაკის, როგორც
საპროცესო
წარმომადგენლის
როლს
და
ფუნქციებს
სასამართლო
პროცესის
განმავლობაში“.
2020 წლის ანგარიშთან დაკავშირებით წარმოდგენილ ალტერნატიულ ანგარიშში
საქართველოს სახალხო დამცველი ასევე მიუთითა, რომ არსებული მოწესრიგება შეიცავს
ინტერესთა კონფლიქტის რისკს, „რადგან სოციალური მუშაკის სახით ერთიდაიგივე
ორგანო გვევლინება ბავშვის საპროცესო წარმომადგენლად სასამართლოს წინაშე,
რომელიც ვალდებულია დაიცვას ბავშვის საუკეთესო ინტერესი და ამავდროულად
ინდივიდუალურ შემფასებლად, ვინც ადგენს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას,
ცხოვრების პირობებს და სხვა“. სახალხო დამცველის აზრით, ინტერესთა კონფლიქტი
იქიდანაც გამომდინარეობს, რომ „სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების
უფლებები შეიძლება დაირღვეს თავად სახელმწიფოს მიერ და ასეთ შემთხვევებში
სოციალური მომსახურების სააგენტო და იქ მომუშავე სოციალური მუშაკი არ შეიძლება
ჩაითვალოს ბავშვის ობიექტურ და მიუკერძოებელ წარმომადგენლად“. აღნიშნულიდან
გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი ასკვნის, რომ საკანონმდებლო დონეზე
კვლავ საჭიროა სოციალური მუშაკის, როგორც საპროცესო წარმომადგენლის, სტატუსის
დეტალურად
განსაზღვრა.2020
წლის
ანგარიშთან
დაკავშირებით
წარმოდგენილ
ალტერნატიულ ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველი ასევე ყურადღებას
ამახვილებს ბავშვის უფლებათა კოდექსისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
ნორმებს შორის არსებულ განსხვავებებზე. ალტერნატიული ანგარიშის თანახმად,
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) გარკვეული
დებულებები ეწინააღმდეგება ბავშვის უფლებების კოდექსით გათვალისწინებულ
დებულებებს. ბავშვის უფლებათა კოდექსი არ აწესებს ასაკობრივ შეზღუდვას და ანიჭებს
ბავშვს საქმის განხილვაში მონაწილეობისა და სასამართლოს წინაშე მოსაზრებების
გამოხატვის უფლებას, ასაკის მიუხედავად, ხოლო სსსკ აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს
ასაკის გათვალისწინებით. სსსკ-ის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შვიდიდან
თვრამეტი წლის ასაკის არასრულწლოვნის შემთხვევაში, სასამართლო ვალდებულია
ბავშვი ჩართოს პროცესში, თუმცა შვიდ წლამდე არასრულწლოვნის შემთხვევაში, ამავე
მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს დისკრეციაზეა დამოკიდებული
მოუსმინოს 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს.
სახალხო
დამცველის
ალტერნატიულ
ანგარიშში
„ნ.წ.
და
სხვები
საქართველოს
წინააღმდეგ“ საქმესთან დაკავშირებით მოცემულია შემდეგი რეკომენდაციები:
საკანონმდებლო
ცვლილებების
გზით,
განისაზღვროს
სასამართლოს
ვალდებულება უზრუნველყოს 7 წლამდე არასრულწლოვნის ჩართვა სასამართლო
პროცესებში, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსით
განისაზღვროს
შემთხვევები,
როდესაც
დაუშვებელია ბავშვის საპროცესო წარმომადგენელი იყოს ამავდროულად მისი
კანონიერი წარმომადგენელი (ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევები, მაგალითად
სახელწმიფო მზრუნველობაში მყოფ ბავშვებთან მიმართებით) და განისაზღვროს
შესაბამისი პირი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში განახორციელებს ბავშვის
საპროცესო წარმომადგენლობას;
განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან და
ადგილობრივ ხელისუფლებებთან მთავრობის თანამშრომლობით, გაიმიჯნოს
მუნიციპალიტეტებში
ზრუნვის
დასაქმებული
სააგენტოში
სოციალური
დასაქმებული
მუშაკების,
სოციალური
სახელმწიფო
მუშაკებისა
და
საგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკების ფუნქცია-მოვალეობები და
გაიწეროს, მათ შორის, კოორდინაციის სახელმძღვანელო დოკუმენტი;
არსებული საჭიროებებისამებრ გაიზარდოს სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა
რაოდენობა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი
დადებითად
აფასებს
უკანასკნელი
წლების
განმავლობაში
ბავშვთა
უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს აქტიურ პოლიტიკას. ამ მხრივ,
განსაკუთრებით გამორჩეული იყო საქართველოს პარლამენტის როლი, რომელმაც შექმნა
მნიშვნელოვანი სამართლებრივი საფუძველი მთავრობის მხრიდან ბავშვთა დაცვისა და
მხარდაჭერის სისტემის განსავითარებლად.
კომიტეტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით შემუშავებული „ბავშვის უფლებათა
კოდექსის“
მნიშვნელობა
და
ყურადღება
გაამახვილა
მისი
სრულფასოვანი
იმპლემენტაციის აუცილებლობაზე და ამ პროცესში ხელისუფლების ყველა შტოსა და
რგოლის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.
კომიტეტმა ასევე აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით
დაწყებული სოციალური მუშაკის ინსტიტუციონალური რეფორმა. პარლამენტის მიერ
მიღებულმა კანონმა „სოციალური მუშაობის შესახებ“ შექმნა სოციალური მუშაკის
ინსტიტუტის საქმიანობის სამართლებრივი ჩარჩო და უზრუნველყო მისი მდგრადი
განვითარების გარანტიები. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული
კანონის დებულებების აღსრულებაზე ზედამხედველობის პროცესში და ამ მიზნით
არაერთი საკომიტეტო და სამუშაო შეხვედრა იქნა გამართული.
კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული საქმეების
აღსრულების
მიზნით
მიღებულ
ინდივიდუალურ
და
ზოგად
ღონისძიებებს.
ამავდროულად, კომიტეტი გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:
საქართველოს
მთავრობამ
იმპლემენტაციის
გააგრძელოს
სამოქმედო
გეგმით
„ბავშვის
უფლებათა
გათვალისწინებული
კოდექსის“
ღონისძიებების
განხორციელება;
საქართველოს მთავრობამ გააგრძელოს აქტიური მონაწილეობა „სოციალური
მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის სამოქმედო გეგმის განხორციელების
პროცესში.
საქართველოს მთავრობამ ალტერნატიული ანგარიშის წარმდგენ სუბიექტთან საქართველოს სახალხო დამცველთან თანამშრომლობით შეისწავლოს 7 წლამდე
ბავშვების სასამართლო პროცესებში ჩართვის პრაქტიკა და შესწავლის შედეგად
მიღებული ინფორმაცია წარუდგინოს კომიტეტს.
საქართველოს მთავრობამ ალტერნატიული ანგარიშის წარმდგენ სუბიექტთან
თანამშომლობით
შეისწავლოს
ბავშვის
საპროცესო
და
კანონიერი
წარმომადგენლის ინტერესებს შორის კონფლიქტის არსებობისას საქართველოს
კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკა და შესწავლის შედეგად მიღებული
ინფორმაცია წარუდგინოს კომიტეტს.
2.1.5. ეროვნულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული საქმეები
ამ ჯგუფში გაერთიანებულია 13 საქმე, რომლებშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა
სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა და რომელთა აღსრულებაც
საანგარიშო პერიოდში არ არის დასრულებული.
2.1.5.1. ქართველიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №17716/08, 2018 წლის 7
ივნისის გადაწყვეტილება
აღნიშნულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ მომჩივან გიორგი ქართველიშვილის
მიმართ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება)
პირველი და მე-3 (d) პუნქტების დარღვევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2007 წელს
მსჯავრდებულ გიორგი ქართველიშვილისათვის თანამესაკნეების დაკითხვაზე უარის
თქმით ქართულმა სასამართლოებმა მის მიმართ დაარღვიეს საქმის სამართლიანი
განხილვის უფლება.
სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა მომჩივნის სასარგებლოდ 2 500 ევროს
გადახდა მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, ხოლო ხარჯების ანაზღაურების
მიზნით − 300 ევროს გადახდა, რაც მთავრობის მიერ შესრულებული იქნა დადგენილ
ვადაში.
რაც შეეხება სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის გადასინჯვას,
როგორც მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, 2019 წლის 15 აპრილს
მომჩივნის
წარმომადგენელმა
მიმართა
თბილისის
სააპელაციო
სასამართლოს
შუამდგომლობით საქმის გადასინჯვის მოთხოვნით. სასამართლოს მიერ განაჩენი
გამოტანილ იქნა 2020 წლის 16 ივლისს, რომლის თანახმად, ახლად გამოვლენილ
გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გაუქმების შესახებ ადვოკატის
შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა უზენაესი სასამართლოს 2008
წლის 10 თებერვლის განჩინება. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული და შეჯერებული
მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ
მომჩივნის მიერ ნამდვილად ჰქონდა ადგილი სსკ-ის 3782-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“
პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,
დროებითი ყოფნის იზოლატორსა
და ჰაუპტვახტში მოთავსებული
პირის
მიერ
აკრძალული საგნის შენახვა, ტარება, ამ საგნით სარგებლობა) ჩადენას და იმის
გათვალისწინებით, რომ მომჩივანს უკვე მოხდილი ჰქონდა სასჯელი, სასამართლომ არ
დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა მისი მსჯავრდების გაუქმებისა და
გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, შესაბამისად უცვლელი დატოვა
უზენაესი სასამართლოს 2008 წლის განჩინება. აღნიშნული საქმე 2020 წლის 15
ოქტომბერს გაიგზავნა უზენაეს სასამართლოში. საკასაციო პალატის 2021 წლის პირველი
ივნისის განაჩენით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 16 ივლისის
გამამტყუნებელი განაჩენი და გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი.
2.1.5.2. ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №8284/07, 2019 წლის 10
ოქტომბრის გადაწყვეტილება
საქმე
ეხება
მომჩივან
ირაკლი
ბათიაშვილის
უფლებების
დარღვევას
სისხლის
სამართალწარმოებისას, რომელიც მის მიმართ 2006 წელს დაიწყო კოდორის ხეობაში
მოქმედი შეიარაღებული დაჯგუფების შესაძლო დახმარების გამო. საქმის გარემოებების
თანახმად, 2006 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ საპოლიციო
კონტროლი მოიპოვა კოდორის ხეობაზე, სადაც მოქმედებდა შეიარაღებული დაჯგუფება
„მონადირე“.
2006
წლის
ივლისში,
„მონადირის“
ხელმძღვანელ
ემზარ
კვიციანის
სატელევიზიო მიმართვის შედეგად დაიწყო გამოძიება სსკ-ის 223-ე (უკანონო ფორმირების
შექმნა და ხელმძღვანელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო
შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლების საფუძველზე.
საგამოძიებო ორგანოებმა მოიპოვეს ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრების მოსმენისა და
ჩაწერის ნებართვა. მომჩივნისა და ემზარ კვიციანის სატელეფონო საუბრის ჩაწერის შედეგად
ირაკლი ბათიაშვილს ბრალი წარედგინა შეიარაღებულ დაჯგუფებასა და ხელისუფლებას
შორის კონფლიქტში აფხაზი სეპარატისტების მონაწილეობის თაობაზე ხელისუფლების
ორგანოებისთვის შეუტყობინებლობისა და შეიარაღებული დაჯგუფება „მონადირის“
ხელმძღვანელისთვის ინტელექტუალური მხარდაჭერის გამო.
სატელევიზიო კომპანია „რუსთავი 2“-ს შსს-მ მიაწოდა მოცემულ ორ პირს შორის საუბარი
დამონტაჟებული ფორმით. დამონტაჟებულ ვერსიაში, რომელიც მოცემულმა არხმა
გაავრცელა, მომჩივანი და ემზარ კვიციანი მსჯელობდნენ იმის შესახებ, თუ როგორ
სთავაზობდა ემზარ კვიციანს აფხაზ სეპარატისტთა ჯგუფი დახმარებას. იმავე ჩანაწერის ის
მონაკვეთი კი, სადაც ემზარ კვიციანი ამბობდა, რომ აფხაზებს დახმარებაზე უარი უთხრა,
იქნა ამოჭრილი და არ იქნა ტელეარხის მიერ გავრცელებული. აღნიშნული დამონტაჟებული
სატელეფონო საუბარი, სხვებს შორის, საფუძვლად დაედო ირაკლი ბათიაშვილისთვის 4თვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.
სტრასბურგის
სასამართლოს
გადაწყვეტილების
თანახმად,
ირაკლი
ბათიაშვილის
სატელეფონო საუბრის ჩანაწერის დამონტაჟება, რაშიც სახელმწიფო უწყება იყო ჩართული,
და ამ ფორმით მოცემული ჩანაწერის ტელეარხით გავრცელება ემსახურებოდა მომჩივნის
დამნაშავედ წარმოჩენას მისი ბრალის სასამართლოს მიერ დადასტურებამდე, რითაც
დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმფცია (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2
პუნქტი).
ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის
ანაზღაურების სახით 3 600 ევროს გადახდა დააკისრა, რაც მთავრობის მიერ გადახდილი იქნა
დადგენილ ვადაში, 2020 წლის 4 თებერვალს.
2.1.5.3. ქარცივაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი
№30680/09, 2019 წლის 12
დეკემბრის გადაწყვეტილება
მოცემულ საქმეში მომჩივანი ჩიოდა, რომ მას არ მიეცა შესაძლებლობა მოწმის სახით
დაეკითხა მსხვერპლი და მთავარი მოწმე იმ დანაშაულებისა (მკვლელობა და
მკვლელობის მცდელობა), რომლებიც ბრალად ედებოდა მომჩივანს. მომჩივანი ასევე,
უთითებდა,
რომ არასაკმარისი ძალისხმევა იქნა გაწეული აღნიშნული მოწმის
გამოსაძახებლად და ნებისმიერი საშუალებებით მისი ჩვენების მოსაპოვებლად.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ თითქმის არანაირი მცდელობა არ ყოფილა
იმისა, რომ უზრუნველყოფილიყო საქმეზე პირდაპირი მოწმის სასამართლოს წინაშე
წარდგენა და არანაირი პროცედურული ზომები არ გატარებულა იმისთვის, რომ
დაბალანსებულიყო მომჩივნის შეუძლებლობა, რათა დაეკითხა მისი ერთადერთი
პირდაპირი მოწმე სასამართლოში. უფრო მეტიც, არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ
გამოუკვლევია სათანადოდ მოწმის ჩვენება. სასამართლომ დაასკვნა, მომჩივნისთვის
ამ შესაძლებლობის არქონამ, უსამართლო გახადა პროცესი, რამაც, გამოიწვია კონვენციის
მე-6 მუხლის პირველი და მე-3 (d) პუნქტების დარღვევა.
მომჩივანს არ დაუყენებია სასამართლოს წინაშე სამართლიანი დაკმაყოფილების
მოთხოვნა, შესაბამისად, სასამართლომ არ ჩათვალა საჭიროდ მისთვის თანხის მინიჭება
ამ მიზნებისათვის.
რაც შეეხება საქმის გადასინჯვას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან მიღებული
ინფორმაციით დგინდება, რომ თამაზ ქარცივაძემ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო
განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენით მომჩივანი
ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 17, 104-ე მუხლის მეოთხე პუნქტით
და სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენაში. სააპელაციო სასამართლომ სხვა ნაწილში უცვლელად დატოვა ქუთაისის
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 28 ნოემბრის განაჩენი, საქართველოს უზენაესი
სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის განჩინება და ხელვაჩაურის რაიონული
სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება.
თამაზ ქარცივაძის სასამართლო წარმოება 2021 წლის 16 ივნისს გაიგზავნა უზენაეს
სასამართლოში. საკასაციო პალატის 2021 წლის 7 დეკემბრის განაჩენით უცვლელად
დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 18 თებერვლის განაჩენი.
2.1.5.4. ამირიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №15351/09, 2020 წლის 26 მარტის
გადაწყვეტილება
საქმე ეხება მომჩივნის - ზაზა ამირიძის მიერ კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე
წარდგენილ საჩივარს, ეროვნული სასამართლოების მიერ მის მიმართ გამოტანილი
განაჩენის
არასათანადო
დასაბუთების
გამო,
განსაკუთრებით,
შესაბამის
მტკიცებულებებთან - მოწმეთა ჩვენებებთან მიმართებით (საქმე ეხება 2006 წელს
მომჩივნის მსჯავრდებას ტრეფიკინგის ფაქტზე - დაზარალებულების იძულებით ჩაბმა
სექსუალურ საქმიანობაში).
ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივანს ჰქონდა და მან გამოიყენა შესაბამისი
შესაძლებლობა, მტკიცებულებათა დასაშვებობისა და გამოყენების საკითხზე მიემართა
ეროვნული სასამართლოებისათვის და საჩივარი მოცემულ ნაწილში მიუღებლად ცნო,
როგორც აშკარად დაუსაბუთებელი.
აგრეთვე, მე-6 მუხლის მე-3 (b) (c) პუნქტების საფუძველზე მომჩივანი დავობდა, რომ
სასჯელაღსრულების დაწესებულების შეხვედრების ოთახში არ იყო სათანადო პირობები,
რომ ერთხელ მას არ მიეცა წარმომადგენლებთან შეხვედრის შესაძლებლობა და რომ
მისთვის ევროპულ სასამართლოში წარსადგენი საჩივრის/საქმის მასალების ჩამორთმევის
გამო, დაერღვა მისი უფლებები.
ევროპულმა სასამართლომ მომჩივნის აღნიშნული პრეტენზია კონვენციის 34-ე მუხლის
ფარგლებში განიხილა. სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მთავრობის მიერ
კონვენციის 34-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას და
მომჩივნის სასარგებლოდ 1 200 ევროს გადახდა დააკისრა, მორალური ზიანის
ანაზღაურების სახით.
მთავრობამ კომპენსაციის თანხა, 1 200 ევრო, მომჩივანს გადაურიცხა დადგენილ ვადაში,
2020 წლის 23 აპრილს.
2013 წლის 5 თებერვალს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
მომჩივანს შეეხო ამნისტიის აქტი და გორის საოლქო სასამართლომ მომჩივანს შეუმცირა
არსებული სასჯელი 9 წლამდე, რომლის ათვლაც დაიწყო მისი დაკავების მომენტიდან 2006
წლის
7
დეკემბრიდან.
2013
წლის
30
სექტემბერს,
მომჩივნის
მიერ
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გასატარებელი დარჩენილი პერიოდი შეიცვალა
პირობითი მსჯავრით და ის ვადამდე გათავისუფლდა.
2.1.5.5. ჭოხონელიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №31536/07, 2018 წლის 28
ივნისის გადაწყვეტილება
აღნიშნულ საქმეში მომჩივანი, ელდარ ჭოხონელიძე დავობდა, რომ მის წინააღმდეგ 2006
წელს გამოტანილი განაჩენი იყო უსამართლო, რადგან, ერთი მხრივ, ის დასტურდებოდა
პოლიციის მიერ პროვოკაციის გზით მოპოვებული მტკიცებულებებით, ხოლო მეორე
მხრივ, ეროვნულმა სასამართლოებმა სათანადოდ არ განიხილეს პროვოკაციასთან
დაკავშირებით მომჩივნის შუამდგომლობა. მომჩივანი აცხადებდა, რომ ეროვნულმა
სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს მნიშვნელოვანი მოწმის დაკითხვა.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ განხორციელებული
ფარული მოქმედების მომწესრიგებელი სათანადო სამართლებრივი ჩარჩოს არარსებობის,
ფარული
აგენტის
(აგენტ-პროვოკატორის)
მხრიდან
პასიურობის
პრინციპის
არასათანადოდ განხორციელების, პროკურატურის მიერ მათზე დაკისრებული მტკიცების
ტვირთის
არასათანადო
შესრულების,
პროვოკაციის
შესახებ
მომჩივნის
კარგად
დასაბუთებული პრეტენზიების სასამართლოს მიერ არასაკმარისად განხილვისა და
მნიშვნელოვანი მოწმის არდაკითხვის გამო, მომჩივნის მიმართ სასამართლო პროცესი
გახადა უსამართლო, რამაც გამოიწვია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი
პუნქტის დარღვევა.
ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას დააკისრა მომჩივნის სასარგებლოდ
2 500 ევროს გადახდა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად, რაც მთავრობის მიერ
შესრულებული იქნა დადგენილ ვადაში.
რაც
შეეხება
მოწოდებული
საქმის
გადასინჯვას,
ინფორმაციით,
თბილისის
მომჩივანს
სააპელაციო
არ
სასამართლოს
მიუმართავს
მიერ
ეროვნული
სასამართლოებისთვის საქმის გადასინჯვის მოთხოვნით.
2.1.5.6. კერესელიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №39718/09, 2019 წლის 28
მარტის გადაწყვეტილება
აღნიშნულ საქმეში, მომჩივანს, ირაკლი კერესელიძეს, სააპელაციო და უზენაესი
სასამართლოს წინაშე 2009 წელს უზუსტობის აღმოფხვრის პროცედურის ჩატარებისას არ
ჰქონდა შესაძლებლობა მისი სასჯელების ათვლის თარიღის დაწყებასთან დაკავშირებით
წარედგინა წერილობითი ან ზეპირი არგუმენტები. აღნიშნულმა ფაქტმა მომჩივნის
მიმართ სისხლის სამართალწარმოება უსამართლო გახადა. კერძოდ, მომჩივანი 2002 წლის
მარტში, მკვლელობისთვის 20 წლიანი სასჯელის მოხდის პერიოდში, გაქცევას შეეცადა.
2006 წლის აპრილში მას ბრალი დაედო გაქცევის მცდელობისთვის. შესაბამისად,
მომჩივნისთვის შეფარდებულ სასჯელს დაემატა მკვლელობისთვის შეფარდებული
სასჯელის მოუხდელი ნაწილი და მთლიანობაში მომჩივანს შეეფარდა 13 წლითა და ექვსი
თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლაც დაიწყო 2002 წლის მარტიდან (მეორე
დანაშაულის, გაქცევის მცდელობის, ჩადენის დღე). შემდგომში, 2008 წელს, უზენაესმა
სასამართლომ შეამცირა მკვლელობისთვის შეფარდებული სასჯელი, კერძოდ, იგი უნდა
გათავისუფლებულიყო 2010 წლის სექტემბერში.
2009 წლის აპრილში, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ
სასჯელების ათვლის თარიღის თაობაზე დაზუსტება შეიტანა (ზეპირი მოსმენისა და
მომჩივნის მონაწილეობის გარეშე) და სასჯელის ათვლის თარიღად განსაზღვრა 2006
წლის აპრილი - თარიღი, როდესაც მოხდა მეორე დანაშაულისთვის სასჯელის შეფარდება.
შესაბამისად, სასჯელის ვადა უნდა დასრულებულიყო 2013 წლის აპრილში. მომჩივნის
მხრიდან აღნიშნულის გასაჩივრებას შედეგი არ მოჰყოლია. მომჩივანი ციხიდან
გათავისუფლდა 2013 წლის იანვარში. საქმეზე სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6
მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა.
მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ დაეკისრა 1.500 ევროს გადახდა მორალური ზიანის,
ხოლო 2 370 ევრო - სასამართლო ხარჯების ანაზღაურების სახით, რაც მთავრობის მიერ
შესრულებული იქნა დადგენილ ვადაში.
რაც შეეხება სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის გადასინჯვას,
როგორც საერთო სასამართლოებიდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, მომჩივანმა
მიმართა
სააპელაციო
სასამართლოს
დაკმაყოფილდა/დაუშვებლად
იქნა
შუამდგომლობებით,
ცნობილი
სააპელაციო
რაც
და
არ
უზენაესი
სასამართლოების მიერ.
2.1.5.7. ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №21447/11 და
№35839/11, 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
საქმე ეხება სამ სისხლის სამართალწარმოებას, რომელიც განხორციელდა პირველი
მომჩივნის - ზურაბ ლობჟანიძის (რომელიც 2000-2003 წლებში იყო ორი კომპანიის - შპს
„მადნეულის“ და სს „კვარციტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე) მიმართ და
რომელთაგან ერთ-ერთი ასევე უკავშირდებოდა მის სიდედრს - მეორე მომჩივან ფატი
ფერაძეს.
საქმის გარემოებების თანახმად, პირველი სისხლის სამართლის საქმე ეხება 2004 წელს
ზურაბ
ლობჟანიძის
მიმართ,
უფლებამოსილების
გადამეტების
ფაქტზე
სამართალწარმოების დაწყებას. 2017 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ ზურაბ
ლობჟანიძე დამნაშავედ ცნო და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა
„ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გათავისუფლდა სასჯელისაგან. აღნიშნულ
სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის
საფუძველზე, პირველი მომჩივანი დავობდა, რომ მაღალი თანამდებობის პირების მიერ
(საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი) დაირღვა მისი
უდანაშაულობის პრეზუმფცია. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი
მომჩივნის აღნიშნული პრეტენზია ევროპული სასამართლოს წინაშე წარდგენილ იქნა
შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ, რის გამოც საჩივრის ეს ნაწილი მიუღებლად ცნო
კონვენციის 35-ე მუხლის საფუძველზე.
მეორე სამართალწარმოების ფარგლებში, 2010 წლის ივლისში ორივე მომჩივანი
დამნაშავედ იქნა ცნობილი (დოკუმენტის) გაყალბების გამო (სსკ-ის 210-ე მუხლი) და
თითოეულს
მიესაჯა
7
წლით
თავისუფლების
აღკვეთა.
კერძოდ,
ეროვნულმა
სასამართლოებმა დაადგინეს, რომ კონფისკაციის თავიდან აცილების მიზნით, სიდედრის
მეშვეობით
2004
წელს
დამზადებული
ყალბი
ქონებრივი
უფლებამოსილების
დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენებით, ზურაბ ლობჟანიძემ მ.ყ.-ს ფიქტიურად
მიჰყიდა მის საკუთრებაში არსებული სახლი. 2010 წლის ნოემბერში პირველი ინსტანციის
სასამართლოს
გადაწყვეტილება
ძალაში
დარჩა,
ხოლო
2011
წელს
უზენაესმა
სასამართლომ დაუშვებლად ცნო მომჩივანთა საკასაციო საჩივარი. კონვენციის მე-6
მუხლის პირველი პუნქტისა და მე-7 მუხლის საფუძველზე, მომჩივნები დავობდნენ, რომ
მათ მიმართ განხორციელებული მეორე სამართალწარმოების დროს სასამართლოს
გადაწყვეტილებები არ იყო საკმარისად დასაბუთებული და წინასწარ განჭვრეტადი.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ეროვნული სასამართლოს
გადაწყვეტილების დასაბუთებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6
მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას არცერთ მომჩივანთან მიმართებით. აგრეთვე,
დადგინდა, რომ არ არსებობს კონვენციის მე-7 მუხლის საფუძველზე საჩივრის განხილვის
საჭიროება.
რაც შეეხება მესამე საქმეს, ზურაბ ლობჟანიძის მიმართ სამართალწარმოება დაიწყო მის
მიერ სამართალწარმოების განხორციელებაზე ზეგავლენის მიზნით, სასამართლოს
საქმიანობაში უხეში ჩარევის გამო (ჰქონდა სატელეფონო კომუნიკაცია მოსამართლესთან).
ზურაბ ლობჟანიძეს (რომელიც იმ დროისთვის იმყოფებოდა შვეიცარიაში) სახელმწიფომ
დაუნიშნა ადვოკატი, იმ მიზეზით, რომ იგი თავს არიდებდა მართლმსაჯულებას და
საქართველოში არ ჰყავდა ნათესავები, რომლებიც მას უზრუნველყოფდნენ ადვოკატის
მომსახურებით. 2010 წლის 30 სექტემბერს ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ
მომჩივანი დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ და 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა
შეუფარდა, რაც ზემდგომ ინსტანციაში სახაზინო ადვოკატმა არ გაასაჩივრა. მოგვიანებით
პირველი მომჩივნის მიერ შერჩეულმა ადვოკატმა ითხოვა გასაჩივრების ვადის აღდგენა,
რაც არ იქნა დაკმაყოფილებული. ამდენად, მე-6 მუხლის პირველი და მე-3(c) პუნქტებისა
და მე-7 ოქმის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ევროპული სასამართლოს
წინაშე ზურაბ ლობჟანიძე დავობდა, რომ მესამე სამართალწარმოების ფარგლებში, მას არ
ჰქონდა შესაძლებლობა თავად აერჩია ადვოკატი, რის გამოც შემდგომში ვერ შეძლო მისი
განაჩენის გასაჩივრება.
სტრასბურგის
სასამართლოს
თანახმად,
მომჩივნისთვის
სახელმწიფო
ადვოკატის
დანიშვნის პროცედურამ (ისე რომ სახელმწიფო ადვოკატს კონტაქტი საერთოდ არ
დაუმყარებია მომჩივანთან) და ეროვნული სასამართლოების მიერ ერთთვიანი ვადის
გასვლის შემდეგ საჩივრის განხილვაზე უარმა გამოიწვია მომჩივნის საქმის სამართლიანი
განხილვის გარანტიების დარღვევა, ვინაიდან მას არ მიეცა შესაძლებლობა გაესაჩივრებინა
მისი მსჯავრდება. შესაბამისად, დადგინდა, რომ ადგილი ჰქონდა მე-6 მუხლის პირველი
და
მე-3
პუნქტების
(c)
სამართალწარმოებასთან
დარღვევას
დაკავშირებით
პირველი
და
მომჩივნის
სახელმწიფოს
მიმართ
მესამე
მორალური
ზიანის
ანაზღაურების სახით 3,600 ევროს გადახდა დაეკისრა.
პირველი მომჩივნის მიერ არ იქნა სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდისათვის საჭირო
რეკვიზიტები
წარმოდგენილი
სასამართლოს
მიერ
დადგენილ
სამთვიან
ვადაში.
შესაბამისად, მთავრობა აღნიშნული მომჩივნისთვის კომპენსაციის თანხის (3,600 ევრო)
გადახდას უზრუნველყოფს შესაბამისი რეკვიზიტების წარმოდგენის შემდგომ.
რაც
შეეხება
საქმის
მოწოდებული
გადასინჯვას,
ინფორმაციით,
თბილისის
მომჩივნებს
სააპელაციო
არ
სასამართლოს
მიუმართავთ
მიერ
ეროვნული
სასამართლოებისთვის საქმის გადასინჯვის მოთხოვნით.
2.1.5.8. სვანიძე საქართველოს წინააღმდეგ საჩივარი №37809/08, 2019 წლის 25 ივლისის
გადაწყვეტილება
საქმე ეხება 2005 წელს მცხეთის საავადმყოფოში პაციენტის გარდაცვალების შემდეგ
მომჩივან თინა სვანიძის მსჯავრდებას სამედიცინო დაუდევრობასთან დაკავშირებული
დანაშაულისთვის.
მომჩივანი ასაჩივრებდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტს, რომ სათადარიგო
მოსამართლის ჩართულობამ საქმის განხილვა უკანონო გახადა და სათადარიგო
მოსამართლემ მას მსჯავრი დასდო ზეპირ განხილვაში ექსპერტისა და მოწმის
მონაწილეობის გარეშე. მომჩივანი, ასევე, ასაჩივრებდა, რომ მის მსჯავრდებას აკლდა
საკმარისი დასაბუთება, ვინაიდან მისი არგუმენტი, რომ არ შეეძლო ოპერაციის დაწყება
ანესთეზიოლოგის გარეშე, დარჩა უპასუხოდ.
საქმეზე ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის
დარღვევა უშუალობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლომ
მიიჩნია, რომ მომჩივნის საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა, ვინაიდან
პირველი ინსტანციის მოსამართლე, რომელმაც მომჩივანს მსჯავრი დასდო, მოქმედებდა
უშუალობის პრინციპის დარღვევით (მოსამართლე, რომელმაც შეცვალა თავდაპირველი
მოსამართლე, არ მონაწილეობდა მტკიცებულებათა ზეპირ გამოკვლევაში და მან
მომჩივანს მსჯავრი დასდო მხოლოდ სასამართლოს ტრანსკრიპტის საფუძველზე) და
შესაბამისი ღონისძიებებით არ მომხდარა ამ ხარვეზის კომპენსირება.
ევროპულმა სასამართლომ მომჩივნისთვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად
სახელმწიფოს 3 500 ევროს გადახდა დააკისრა, რაც მთავრობის მიერ გადახდილი იქნა
დადგენილ ვადაში.
რაც
შეეხება
საქმის
გადასინჯვას,
თბილისის
სააპელაციო
სასამართლოს
მიერ
მოწოდებული ინფორმაციით, მომჩივნის - თინა სვანიძის სახელზე არ ფიქსირდება
შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
2.1.5.9. ანთია და ხუფენია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი № 7523/10, 2020 წლის 18
ივნისის გადაწყვეტილება
საქმის გარემოებების თანახმად, მომჩივნებს - მარინა ანთიასა და ნანა ხუფენიას,
რომლებიც
მუშაობდნენ
სოციალური
ზუგდიდის
ფილიალში
(“ფონდი“),
დაზღვევის
2006
წლის
ერთიან
სახელმწიფო
ოქტომბერში
ბრალი
ფონდის
დაედოთ
სამსახურებრივ გულგრილობაში (სსკ-ის 342-ე მუხლი). წარდგენილი ბრალდება
უკავშირდებოდა 1995-2004 წლებში მათ საქმიანობას ინსპექტორის პოზიციაზე, რამაც
სავარაუდოდ
გამოიწვია
რამდენიმე
დასაქმებული
პირის
მიერ
ფონდიდან
არაკანონიერად პენსიის მიღება. მიმდინარე სისხლისსამართლებრივი საქმის გამო, 2006
წლის 26 ოქტომბერს შეწყდა მომჩივნების შრომითი ხელშეკრულებები.
2008 წლის 3 ივლისს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მომჩივნები დამნაშავედ
ცნო სამსახურეობრივ გულგრილობაში და თითოეულს განუსაზღვრა არასაპატიმრო
სასჯელი - ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს წინაშე მომჩივნები, სხვებს შორის, დავობდნენ, რომ მათი
მსჯავრდება
არ
შეიძლებოდა
ყოფილიყო
განჭვრეტადი,
ვინაიდან
ფონდის
თანამშრომლები სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის პირთა წრეში,
მხოლოდ 2006 წელს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ მოექცნენ. უფრო
მეტიც,
სამსახურებრივი
გულგრილობის
მიმართ
გამოიყენებოდა
2-წლიანი
ხანდაზმულობის ვადა, რაც მოცემულ შემთხვევაში გავიდა 2006 წლის ოქტომბერში. 2008
წლის ნოემბერში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მომჩივანთა
მოთხოვნები და სრულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს
გადაწყვეტილება.
უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 28 მაისის განჩინებით ცვლილებები შევიდა
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში და მომჩივნები გათავისუფლდნენ
342-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელისგან, მათ მიერ ჩადენილი ქმედებისთვის
სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის (2 წელი) გასვლის გამო.
აღნიშნულის
შემდეგ
მომჩივნებმა
ფონდის
სამართალმემკვიდრე
სოციალური
მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს ზუგდიდის რაიონულ
სასამართლოში და მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის შედეგად
მიყენებული
ზიანის
ანაზღაურება.
ზუგდიდის
რაიონული
სასამართლოს
გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა მომჩივნების სარჩელი, რადგან მიჩნეულ იქნა,
რომ ხელშეკრულებების შეწყვეტას სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა. აღნიშნული
გადაწყვეტილება ძალაში დარჩა სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მიერ.
ევროპული სასამართლოს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ უზენაესი სასამართლოს
2009 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით მომჩივნები გათავისუფლდნენ სასჯელისაგან,
კომპენსაციასთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შემდგომი
სამართალწარმოების
სასამართლო,
დროს,
მომჩივნებს
ეროვნული
განიხილავდა,
სასამართლოები,
როგორც
წინა
მათ
შორის
უზენაესი
სამართალწარმოებისას
გასამართლებულ პირებს. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ
ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-7 მუხლის დარღვევას. ევროპულმა სასამართლომ
აგრეთვე,
განმარტა, რომ
დარღვევის
დადგენა
უკვე
წარმოადგენს
სამართლიან
დაკმაყოფილებას და მომჩივნებს მორალური ზიანისთვის კომპენსაცია არ მიანიჭა.
რაც შეეხება სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის გადასინჯვას,
როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2021 წლის 23 თებერვალს
მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, მომჩივნებმა - მარინა ანთიამ და ნანა ხუფენიამ
სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ
2021 წლის 8 დეკემბერს მსჯავრდებულების მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი
დევნა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
2.1.5.10. გელენიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №72916/10, 2019 წლის 7 ნოემბრის
გადაწყვეტილება
საქმე ეხება მომჩივან მანანა გელენიძის მიმართ, მისი მოსამართლეობის პერიოდში
მიღებული გადაწყვეტილების გამო, 2005-2010 წლებში განხორციელებული სისხლის
სამართალწარმოების უსამართლობას.
მომჩივანი კონვენციის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 (a) (b) პუნქტების საფუძველზე
დავობდა,
რომ
მის
მიმართ
სისხლის
სამართალწარმოება
წარიმართა
მხარეთა
თანასწორობის პრინციპის დარღვევით. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ ქმედების
სსკ-ის 336-ე მუხლიდან (უკანონო განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების
გამოტანა) 332-ე მუხლზე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება)
გადაკვალიფიცირების თაობაზე შუამდგომლობა, სსკ-ის 336-ე მუხლის გაუქმების გამო,
და სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნულის დაკმაყოფილება იყო არაკანონიერი.
ქმედების გადაკვალიფიცირების გამო, მას არ მიეცა დაცვის მხარის უფლებებით
სათანადოდ სარგებლობის შესაძლებლობა, ვინაიდან ახალი კვალიფიკაციის თაობაზე
შუამდგომლობა ბრალდების მხარემ წარადგინა სააპელაციო განხილვის ბოლო ეტაპზე.
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილების
თანახმად,
ქუთაისის
სააპელაციო
სასამართლოს მიერ მოხდა დანაშულის გადაკვალიფიცირება ისე, რომ მხედველობაში არ
იქნა მიღებული ამ მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებათა შორის არსებული
აშკარა განსხვავება. სტრასბურგის სასამართლომ განმარტა, რომ ქუთაისის სააპელაციო
სასამართლოს მიერ დანაშაულის გადაკვალიფიცირება იყო თვითნებური და არღვევდა
მხარეთა თანასწორობის პრინციპს. უზენაესმა სასამართლომ კი, ვერ უზრუნველყო
ხსენებული თვითნებური შედეგის გამოსწორება, რის გამოც დაირღვა კონვენციის მე-6
მუხლის პირველი და მე-3 (a) (b) პუნქტები.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა საქმის სამართლიანი განხილვის უფლების
დარღვევა (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი და მე-3(a) (b) პუნქტები).
სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5 000
ევროს გადახდა დაეკისრა.
სასამართლოს მიერ მომჩივნისთვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა
(5 000 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში.
რაც შეეხება საქმის გადასინჯვას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 23
თებერვლის წერილის მიხედვით ირკვევა, რომ 2020 წლის 27 ნოემბრის განაჩენით,
მომჩივნის, მანანა გელენიძის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო
განაჩენის
გადასინჯვის
უდანაშაულოდ
და
შესახებ
დაკმაყოფილდა
და
სსკ-ის
მუხლის
გამართლდა
332-ე
მომჩივანი
ცნობილ
პირველი
იქნა
ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2.1.5.11. ვერა მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №894/12, 2021 წლის
25 თებერვლის გადაწყვეტილება
საქმე ეხება მომჩივნის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მის მიმართ არსებულ სისხლის
სამართლის პროცესში მას არ მიეცა სააპელაციო სასამართლოში ზეპირი მოსმენის
შესაძლებლობა,
რამაც
დაარღვია
კონვენციის
მე-6
მუხლის
1-ლი
პუნქტით
გათვალისწინებული უფლება (2010-2011 წლების ფაქტები).
კერძოდ, 2010 წელს მომჩივანს ბრალი წაუყენეს საბაჟო წესების დარღვევის ორ ფაქტზე,
იგი
დამნაშავედ
ცნეს
წაყენებულ
ბრალდებაში
და
მას
ცხრა
წლის
ვადით
თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოგვიანებით, 2013 წლის 24 იანვარს მომჩივანი
გაათავისუფლეს მისი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდისგან ამნისტიის შესახებ
2012 წლის კანონის საფუძველზე.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის ბრალის მეორე ეპიზოდთან
მიმართებით გარკვეული სამართლებრივი თუ ფაქტობრივი საკითხები ვერ იქნებოდა
შეფასებული მხოლოდ საქმის მასალებისა და მხარეთა წერილობითი არგუმენტების
საფუძველზე და საჭირო იყო ზეპირი მოსმენების ჩატარება, რათა მომჩივანს წარედგინა
მისი პოზიცია სააპელაციო სასამართლოს წინაშე, თუმცა ზეპირი მოსმენის ჩატარებაზე
მას დაუსაბუთებლად ეთქვა უარი.
სასამართლოს მომჩივნისთვის სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა არ მიუნიჭებია.
2.1.5.12. შრადე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №15016/07, 2021 წლის 11 მარტის
გადაწყვეტილება
2021 წლის 11 მარტს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შრადე
საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და მომჩივნის მიმართ
კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება) პირველი
პუნქტისა
და
მე-13
მუხლის
(სამართლებრივი
დაცვის
ქმედითი
საშუალების
ხელმისაწვდომობის უფლება) დარღვევა დაადგინა.
საქმე
ეხებოდა
მომჩივნის
მიერ
წამოწყებული
სამოქალაქო
დავის
განხილვის
არაგონივრულ გაჭიანურებას ეროვნულ სასამართლოებში.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მომჩივნისათვის ადგილობრივ დონეზე
ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ დისციპლინური ხასიათის სამართლებრივი დაცვის
საშუალება,
რომელიც
ვერ
ჩაითვლებოდა
ეფექტიანად
სამართალწარმოების
ხანგრძლივობის შესახებ პრეტენზიასთან დაკავშირებით.
კონვენციის მე-6 (1) მუხლთან მიმართებით კი ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ
შესაბამისი სამართალწარმოება, რომელიც დაიწყო 2005 წლის 24 იანვარს და დასრულდა
2011 წლის 10 თებერვალს, მიმდინარეობდა ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში სამი
ინსტანციის სასამართლოში.
განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ
მიმდინარე საქმეში სამართალწარმოების ხანგრძლივობა იყო გადაჭარბებული და ვერ
დააკმაყოფილა „გონივრული ვადის“ მოთხოვნა.
სასამართლოს მიერ მომჩივნებისთვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების
თანხა (600 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში.
2.1.5.13. როსტომაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №13185/07, 2018 წლის 8
ნოემბრის გადაწყვეტილება
საქმის გარემოებების მიხედვით, 2006 წლის მაისში მომჩივანი დამნაშავედ იქნა ცნობილი
დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისთვის. მომჩივანი დავობდა, რომ
მკვლელობისთვის მისი დამნაშავედ ცნობისას ეროვნული სასამართლოების მიერ არ
მომხდარა საქმის სამართლიანი განხილვა. მისი მსჯავრდება ძირითადად ეყრდნობოდა
დაზარალებულის მამის ჩვენებას, რომელიც ამბობდა, რომ მკვლელობის მოწმე იყო. 2006
წლის სექტემბერში ზემოაღნიშნული განაჩენი უზენაესმა სასამართლომ უცვლელად
დატოვა და უპასუხოდ დარჩა მომჩივნის მნიშვნელოვანი არგუმენტები.
ევროპულმა სასამართლომ საქმეზე კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის
დარღვევა დაადგინა და მიუთითა, რომ შიდა სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს
საქმის სამართლიანი მოსმენის ერთ-ერთი მოთხოვნის - გადაწყვეტილების სათანადო
დასაბუთების, დაკმაყოფილება.
სტრასბურგის
სასამართლომ
საქართველოს
მთავრობას
დააკისრა
მომჩივნის
სასარგებლოდ 3 600 ევროს გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, რაც
მთავრობის მიერ შესრულებული იქნა დადგენილ ვადაში.
რაც შეეხება სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის გადასინჯვას,
როგორც
წლის
2020
მოწოდებული
13
იანვარს
ინფორმაციით
თბილისის
ირკვევა,
სააპელაციო
მომჩივნის
სასამართლოს
წარმომადგენელმა
მიერ
თბილისის
სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით 2019 წლის 17 აპრილს მიმართა საქმის
გადასინჯვის მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 4 მარტის
განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საოლქო სასამართლოს 2006 წლის 8 მაისის
გამამტყუნებელ განაჩენში და უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 21 სექტემბრის
განჩინებაში
და
დადგა
გამამართლებელი
განაჩენი.
მომჩივანი
ცნობილ
იქნა
უდანაშაულოდ და გამართლდა მის მიმართ სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით
არსებულ მსჯავრდებაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 12
ნოემბრის განაჩენით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება როსტომაშვილის
უდანაშაულოდ ცნობის შესახებ დარჩა ძალაში.
ზოგადი ღონისძიებები მითითებულ საქმეებზე
მთავრობის ანგარიშებში აღნიშნულია, რომ ზემოაღნიშნული საქმეების ქართული
თარგმანები გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე და
ფართოდაა
ხელმისაწვდომი,
სხვებს
შორის,
სასამართლოს
ხელისუფლების
წარმომადგენლებისთვის დარღვევების პრაქტიკაში გასათვალისწინებლად.
ანგარიშის თანახმად, პროფესიული განვითარების მიზნით, იუსტიციის უმაღლესი
სკოლის
მიერ
შეთავაზებული
პროფესიული
ტრენინგების
პროგრამა
მოქმედი
მოსამართლეებისათვის ითვალისწინებს როგორც უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი
სკოლის საკუთარი რესურსით, ისე უცხოურ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
თანამშრომლობით
შემუშავებულ
საგანმანათლებლო
აქტივობებს,
სხვებს
შორის,
ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესახებ. ხსენებული სასწავლო პროგრამის
შედგენისას იუსტიციის უმაღლესი სკოლა იყენებს კომპლექსურ მეთოდს, რომელიც სხვა
საკითხებთან ერთად, მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა სასამართლოს საჭიროებების
ანალიზი; ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების რეკომენდაციები; იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციები; ევროპული სასამართლოს პრეცედენტების ანალიზი;
სკოლის მასწავლებელთა საბჭოს რეკომენდაციები; საქართველოს სახელმწიფოს მიერ
ნაკისრი ვალდებულებების ანალიზი; უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების
რეკომენდაციები; განვითარებულ სახელმწიფოებში მოსამართლეთა სწავლების სფეროში
არსებული
სიახლეები
და
მიმართულებები.
სასწავლო
ღონისძიებები
იმართება
სხვადასხვა ფორმატში და საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ სასამართლოების
საჭიროებების
საფუძველზე,
რეგულარულად
ხორციელდება
მოსამართლეთა
პროფესიული ტრენინგების პროგრამის განახლება და მოდიფიცირება.
ანგარიშში
აღნიშნულია,
საგამოძიებო
ორგანოს
რომ
საქართველოს
თანამშრომლების,
პროკურატურა
უზრუნველყოფს
პროკურორების,
გამომძიებლების
კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს. ხსენებული პირები მუდმივად გადიან
ტრენინგებს,
რომელიც
ფარავს
სხვადასხვა
საკითხს,
მათ
შორის
სამართლიანი
სასამართლოს სტანდარტების თემას. 2021 წელს საქართველოს პროკურატურის
თანამშრომლებისათვის, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით სამართლიანი სასამართლოს
სტანდარტების თემაზე პროკურატურის თანამშრომლებისთვის 3 ტრენინგი ჩატარდა.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თემაზე ჩატარებულ
ტრენინგზე განხილული იქნა: საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი ნორმები,
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლები, შიდა
რეკომენდაციები,
ევროსასამართლოს
პრეცედენტული
სამართალი
და
სხვა
მნიშვნელოვანი საკითხები. სწავლების მიზანი, სამართლიანი სასამართლოს თემაზე
მონაწილეების კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, არის ყოველდღიურ სამუშაო
პრაქტიკაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციისა და საერთაშორისო
სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობა.
წინა წლების ანგარიშების მსგავსად, 2020 და 2021 წლების ანგარიშებშიც ხაზგასმულია,
რომ ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა
კვლევა - „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და
ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა
ევროპულ
სტანდარტებთან“,
შეჯიბრებითობის
პრინციპის
რომელშიც,
დაცვის
სხვებს
საკითხი
შორის,
და
მიმოხილული
გამოიკვეთა,
რომ
იქნა
შიდა
სასამართლოების მიდგომა ბოლო წლებში მიზნად ისახავს შეჯიბრებითი სასამართლო
განხილვებისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპების დაცვას. ხსენებულმა კვლევამ
ნათლად აჩვენა განაჩენის დასაბუთების კუთხით არსებული მნიშნელოვანი პროგრესი.
ანგარიშების
თანახმად,
მართლმსაჯულების
სისტემის
დამოუკიდებლობის
თვალსაზრისით დადებითი ტენდენცია აჩვენა ასევე, იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით
კონსორციუმების „IPSOS France“, „Amicus Curiae“, პროფესორ იან ვან დაიკისა და
საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის
„გორბის“ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა, რომელთა შედეგები მიმოხილულია 2019 წლის
ანგარიშში
და
რომლის
თანახმად,
საქართველოში
მოსახლეობის
51%
აფასებს
მართლმსაჯულების სისტემას დამოუკიდებლობის თვალსაზრისით როგორც ძალიან ან
მეტწილად კარგს. ეს მაჩვენებელი ახლოსაა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან, რაც
52%-ია.
სასამართლოს მოსარგებლეთა შორის სასამართლოსადმი ნდობის ხარისხი
უფრო მაღალია და ის 55%-ს შეადგენს. ასევე, რესპონდენტთა 51% საქართველოს
სასამართლო
სისტემას მოსამართლეებისა და სასამართლოების დამოუკიდებლობის
თვალსაზრისით კარგად აფასებს; მოსახლეობის 52% ეთანხმება მოსაზრებას, რომ
საქართველოში
სასამართლო
არის
სანდო.
სასამართლო
სისტემის
რეფორმებმა,
რომლებიც 2013 წლის შემდეგ გატარდა, 52%-ის აზრით, ხელი შეუწყო სერვისების
გაუმჯობესებას და 49%-ის აზრით, სასამართლო გახადა უფრო ღია და გამჭვირვალე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის
მხრივ პროგრესი და დადებითი შეფასებები დაადასტურა უზენაეს სასამართლოში 2020
წლის იანვარში ჩატარებულმა სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევამ,
რომლის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა სასამართლოს მომხმარებელთა დადებითი
განწყობის ზრდა ყველა მიმართულებით. კერძოდ, შედეგების თანახმად, სასამართლოს
ენდობა გამოკითხულ რესპონდენტთა 56%, აღსანიშნავია, რომ ეს მონაცემი გაიზარდა
22%-ით 2019 წელთან შედარებით (2019 წლის ივლისში სასამართლოს ენდობოდა
გამოკითხულთა 34%). საგრძნობლად გაიზარდა ასევე იმ გამოკითხულთა რაოდენობა,
რომლებიც მიიჩნევენ, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი და 2020 წლის იანვარში ამ
მაჩვენებელმა შეადგინა 46% (2019 წელთან შედარებით გაზრდილია 23%-ით). 2020 წლის
იანვარში გამოკითხულ პირთა 57%-მა აღნიშნა, რომ კმაყოფილია სასამართლოს
მომსახურებით, 51% კი მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები სათანადოდ
არის დასაბუთებული და მკაფიო და გასაგებია (გაიზარდა 21%-ით).
ანგარიშში მითითებულია, რომ 2010-2011 წლებში გამამართლებელი
განაჩენების
რაოდენობა
ნაწილობრივ
იყო
საკმაოდ
დაბალი
(გამართლებული
64
პირი,
გამართლებული 81 პირი), აღნიშნული მონაცემები უკანასკნელ წლებში მკვეთრად
გაუმჯობესებულია:
2017
წელს
პირველი
ინსტანციის
სასამართლოების
მიერ
განხილული საქმეებიდან გამართლებულია - 235 პირი, 2018 წელს, გამართლდა 477
პირი, ხოლო 2019 წელს - 633 პირი. მსგავსი მზარდი ტენდენცია შეინიშნება ნაწილობრივ
გამართლებული პირების მიმართაც: 2017 წელს ნაწილობრივ გამართლდა 126 პირი,
2018 წელს - 192 პირი, ხოლო 2019 წელს - 268 პირი. დღეისათვის კი სისხლის
სამართლის საქმეთა განხილვის 2020 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, პირველი
ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილული საქმეებიდან გამართლებულია 434
პირი, ხოლო ნაწილობრივ გამართლებულია 204 პირი, ხოლო 2021 წელს პირველი
ინსტანციის სასამართლოების მიერ განხილული საქმეებიდან გამართლებულია 551 პირი,
ნაწილობრივ გამართლებულია 219 პირი.
ანგარიშში
მოცემულია
პროკურორებისთვის
დეტალური
სამართლიანი
ინფორმაცია
სასამართლოს
მოსამართლეებისა
და
უფლებასთან
დაკავშირებით
(აგენტ-პროვოკატორის)
ჩართულობით
ჩატარებული ტრენინგების შესახებ.
ჭოხონელიძის
საქმეზე
ფარული
აგენტის
წარმართულ პროცესებთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ
დარღვევასთან
მიმართებით,
2020 წლის
ანგარიშში აღნიშნულია
საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე
„გიორგი
ქებურია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (2/2/1276), რომელიც
ეხებოდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გადაუდებელი აუცილებლობისას
ჩატარებულ პირად ჩხრეკას. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად და
ძალადაკარგულად სცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც
ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს
თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება
ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ
მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან
მიმართებით.
საქართველოს სახალხო დამცველის ალტერნატიული ანგარიშები
მთავრობის 2020 და 2021 წლების ანგარიშებთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო
დამცველის
მიერ
წარმოდგენილ
ალტერნატიულ
ანგარიშებში
ყურადღება
გამახვილებულია საქმეზე ,,ამირიძე საქართველოს წინააღმდეგ’’. ალტერნატიული
ანგარიშის
თანახმად,
აღნიშნულ
საქმეში
მომჩივანს
მოსთხოვეს
ადვოკატთან
შეხვედრის დროს კარი დაეტოვებინა ღია და დამჯდარიყო ისე, რომ ყოფილიყო
სასჯელაღსრულების
დაწესებულების
თანამშრომლის
ევროსასამართლომ
დაადგინა,
აღნიშნული
რომ
მხედველობის
პირობები
არეალში.
წარმოადგენდა
ინდივიდუალური საჩივრის უფლების ეფექტურად განხორციელების შეფერხებას.
ალტერნატიულ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ვიდეო თვალთვალი ხორციელდება
პენიტენციური დაწესებულებების ყველა იმ ოთახში, სადაც პატიმრები ხვდებიან მათი
ინტერესების
დამცველ
წარმომადგენლებს.
ადვოკატებს,
ამ
მხრივ
ასევე
სახალხო
გამონაკლისია
დამცველის
მხოლოდ
N8
აპარატის
პენიტენციური
დაწესებულების ერთი-ერთი შეხვედრების ოთახი. ვინაიდან პატიმრები ზოგიერთ
შემთხვევაში თავს იკავებენ სხეულზე არსებული დაზიანებების ჩვენებისგან იმ ფაქტის
გამო, რომ მათ ციხის ადმინისტრაცია სათვალთვალო ვიდეო კამერებით აკვირდება,
სახალხო
დამცველი
ინფრასტრუქტურა
მიიჩნევს,
უნდა
რომ
იძლეოდეს
პენიტენციური
შესაძლებლობას,
დაწესებულებების
სახალხო
დამცველის
წარმომადგენლები, მათი მოთხოვნის შემთხვევაში, პატიმარს შეხვდნენ ისეთ ოთახში,
რომელიც სათვალთვალო კამერებით აღჭურვილი არ იქნება.
ალტერნატიულ ანგარიშში მითითებულია, რომ პატიმრებს, რომლებიც პენიტენციური
დაწესებულებაში არსებულ დეესკალაციის ოთახში არიან მოთავსებულნი, შეზღუდული
აქვთ გარესამყაროსთან კონტაქტი, შესაბამისად, ვერ სარგებლობენ ადვოკატთან
შეხვედრის
უფლებით.
დაწესებულებების
სახალხო
დამცველი
დებულებების
უთითებს,
შესაბამისად,
რომ
პენიტენციური
დეესკალაციის
ოთახში
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ვადა 72 საათია. ამასთანავე, არ არის
შეზღუდული
დეესკალაციის
ოთახში
და
სამარტოო
(უსაფრთხო)
საკანში
უსაფრთხოების მიზნით პატიმრის განმეორებით მოთავსების სიხშირე.
ალტერნატიული
ანგარიშის
თანახმად,
ადვოკატთან
კომუნიკაციის
შეზღუდვის
უფლება
ასევე
დაფიქსირდა
ადმინისტრაციული
სახდელის
სახით.
კერძოდ,
ბრალდებულებს დააკისრეს სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა, როგორც
დისციპლინური სახდელი, ხოლო „პენიტენციური დაწესებულების პოზიციით, სახდელი
და სატელეფონო საუბრის შეზღუდვა ასევე ვრცელდებოდა პატიმრის ადვოკატთან
სატელეფონო კომუნიკაციაზე.“ საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ
მსგავსი
განმარტება
ეწინააღმდეგება
კანონმდებლობას,
რომელიც
კრძალავს
ბრალდებულისა და მისი ადვოკატის ურთიერთობაზე ისეთი შეზღუდვების დაწესებას,
რომლებიც ხელს შეუშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებულ
ღონისძიებებს აღნიშნულ ჯგუფში შემავალ საქმეებზე დადგენილი დარღვევების
მომავალში თავიდან ასაცილებლად.
კომიტეტმა ხაზს უსვამს 2022 წლის 18 ოქტომბერს 11 საკანონმდებლო აქტში
განხორციელებულ ცვლილებებს, რომლებიც ემსახურებოდა ევროპული კომისიის მე-11
პუნქტის შესრულებას და გულისხმობდა ეროვნული სასამართლოების მიერ ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენების
ხელშეწყობას.
კომიტეტი დადებითად აფასებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამართლეთა
მომზადების/გადამზადების
პროგრამებში/კურსებში
სამართლიანი
სასამართლოს
უფლების კომპონენტის გათვალისწინებას.
კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ 2022 წლის 21 აპრილს საქართველოს პარლამენტს
წარედგინა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქლაქო ინტეგრაციის კომიტეტის
საკანონმდებლო
ინიციატივა
N07-3/199.
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ცვლილების შედეგად, ბრალდებულს, რომელსაც გამომძიებლის ან პროკურორის
მოტივირებული გადაწყვეტილებით შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება,
აგრეთვე ბრალდებულს, რომელსაც სრულად აქვს გამოყენებული პატიმრობის კოდექსით
გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის ლიმიტები (თვეში სამი ზარი), უფლება
ექნება წერილობით მიმართოს პენიტენციურ დაწესებულებას და მოითხოვოს მისი
ადვოკატის ინფორმირება მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე. პენიტენციური
დაწესებულება ვალდებული იქნება დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო
სამუშაო
დღის
დასრულებამდე,
უზრუნველყოს
განცხადებაში
მითითებული
ადვოკატისთვის იმავე განცხადებაში დაფიქსირებულ სატელეფონო ნომერზე შესაბამისი
შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა. ბრალდებულის ადვოკატისთვის
მოკლე
ტექსტური
შეტყობინების
დაწესებულების
ხარჯით.
განისაზღვრება
პენიტენციური
გაგზავნა
შეტყობინების
განხორციელდება
განხორციელების
დაწესებულების
პენიტენციური
წესი
და
დებულებით.
პირობები
პენიტენციური
დაწესებულებას ასევე ექნება ვალდებულება უზრუნველყოს, რომ ადრესატს ჰქონდეს
შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება იმავე ფორმით, რა ფორმითაც
ხორციელდება მისთვის შეტყობინების გაგზავნა ან/და განსაზღვროს ხელმისაწვდომი და
ადეკვატური
საშუალება
შეტყობინების
გაგზავნის
შეწყვეტის
მოთხოვნისთვის.
კანონპროექტი მიღებულია პირველი მოსმენით და გრძელდება მისი განხილვის
პროცედურები. კომიტეტის შეფასებით, აღნიშნული კანონპროექტით მნიშვნელოვნად
გაუმჯობესდება
ადვოკატსა
და
ბრალდებულს
შორის
ეფექტიანი
კომუნიკაციის
შესაძლებლობები.
2.1.6.ნარკოტიკებთან დაკავშირებული საქმეები
2.1.6.1. კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №36416/06, 2019 წლის 14
მარტის გადაწყვეტილება
საქმე ეხება მომჩივან არჩილ კობიაშვილის საჩივარს ნარკოტიკული დანაშაულებისთვის
მსჯავრდებასთან დაკავშირებით. იგი კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე13 მუხლის საფუძველზე ჩიოდა, რომ მისი მსჯავრდება იყო უსამართლო და რომ მას
ნარკოტიკი „ჩაუდეს“.
ევროპულმა სასამართლომ საქმეზე დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი
პუნქტის დარღვევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნის წინააღმდეგ ძირითადი
მტკიცებულების მოპოვების მეთოდი, სანდოობასა და სიზუსტესთან მიმართებით
იწვევდა
ეჭვს.
შესაბამისად,
სტრასბურგის
სასამართლომ
მტკიცებულების
მნიშვნელობიდან გამომდინარე დაადგინა, რომ კუმულაციურად - მომჩივნის პირადი
ჩხრეკის
დროს
არსებულმა
ხარვეზებმა,
შეუსაბამო
და
წინააღმდეგობრივმა
მტკიცებულებებმა ჩხრეკის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, არაადეკვატურმა
სასამართლო შემოწმებამ სასამართლო პროცესამდე და მისი მიმდინარეობის დროს (მათ
შორის, ეროვნული სასამართლოების მიერ მომჩივნის განცხადებების სათანადოდ
შემოწმების
შეუძლებლობა
იმასთან
დაკავშირებით,
რომ
მას
არ
ეკუთვნოდა
ნარკოტიკები) და სუსტმა მტკიცებულებებმა, მომჩივნის საქმის განხილვა მთლიანობაში
უსამართლო გახადა.
მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ დაეკისრა 3 500 ევროს გადახდა მორალური ზიანის
ანაზღაურების სახით, რაც გადახდილი იქნა დადგენილ ვადაში.
რაც შეეხება სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის გადასინჯვას,
როგორც 2020 წლის 13 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მოწოდებული
ინფორმაციით ირკვევა, მომჩივნის წარმომადგენელმა მიმართა თბილისის სააპელაციო
სასამართლოს განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით. 2019 წლის 11 ოქტომბრის
განაჩენით გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 21 თებერვლის და
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის განაჩენები და
არჩილ კობიაშვილი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ. 2019 წლის 4 დეკემბერს საქმე
გადაიგზავნა უზენაეს სასამართლოში, რომელმაც 2020 წლის 2 ნოემბერს უცვლელად
დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბრის განაჩენი.
2.1.6.2. მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №30364/09, 2020 წლის 7
მაისის გადაწყვეტილება
საქმე ეხება მერაბ მეგრელიშვილის საჩივარს, რომლითაც იგი ამტკიცებდა, რომ
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკები მასთან
განზრახ განათავსეს („ჩაუდეს“). მომჩივნის მტკიცებით, მის მიმართ გამამტყუნებელი
განაჩენი
ემყარებოდა
მოსამართლის
გადაუდებელი
განჩინების
გარეშე
აუცილებლობის
ჩატარებული
ჩხრეკის
არსებობის
პირობებში,
შედეგად
უკანონოდ
მოპოვებულ მტკიცებულებებს. იგი ასევე, დავობდა, რომ მასსა და მისი ოჯახის წევრებს
თვითნებურად ეთქვათ უარი ჩხრეკის დროს დამოუკიდებელი მოწმეების დასწრებაზე,
ეროვნულმა
სასამართლოებმა
კი,
სათანადოდ
არ
განიხილეს
დაცვის
მხარის
ჩხრეკის
დროს
არგუმენტები სადავო მტკიცებულებების თაობაზე.
ევროპულმა
სასამართლომ
დაადგინა,
რომ
კუმულაციურად
–
არსებულმა პროცედურულმა ხარვეზებმა, დამოუკიდებელი მოწმეების არარსებობამ,
არაადეკვატურმა
სასამართლო
შემოწმებამ,
საქმეში
არსებულმა
სხვა
სუსტმა
დამადასტურებელმა მტკიცებულებებმა მთლიანობაში დაარღვია მომჩივნის სისხლის
სამართლის საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, რადგან ჩხრეკა ჩატარდა
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, „გადაუდებელი აუცილებლობის“ მოტივით
სოდ-ის
თანამშრომლების
მიერ, სასამართლოს
წინასწარი
თანხმობის
გარეშე,
სასამართლო განხილვის ეტაპზე კი, ეს საეჭვო გარემოებები არ აღმოფხვრილა.
შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას.
მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ დაეკისრა 3 000 ევროს გადახდა მორალური
ზიანის ანაზღაურების სახით, რაც მთავრობის მიერ გადახდილი იქნა დადგენილ ვადაში
რაც შეეხება სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის გადასინჯვას,
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან დღემდე მომჩივანს არ
მიუმართავს სასამართლოსთვის საქმის გადასინჯვის მოთხოვნით.
2.1.6.3. ბაქრაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №21074/09, 2020 წლის 10
დეკემბრის გადაწყვეტილება
მომჩივან ლავრენტი ბაქრაძის დავა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი და მე3
პუნქტების
საფუძველზე
შეეხებოდა
2006
წელს
პოლიციის
მიერ
მისთვის
ნარკოტიკების „ჩადებას“ და უკანონოდ განხორციელებული ჩხრეკის შედეგებზე
დაფუძნებულ მსჯავრდებას.
საქმის გარემოებების თანახმად, 2006 წლის 3 მარტს მომჩივანი ნარკოტიკების
უკანონო ფლობის გამო მის საცხოვრებელ სახლში დააკავეს, ჩაატარეს მისი პირადი და
ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება. მომჩივანს ბრალი
წარედგინა ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო
შეძენა-შენახვაში. ეროვნული სასამართლოს წინაშე მომჩივანი ამტკიცებდა, რომ
პოლიციელებმა მას თავში ჩაარტყეს და როდესაც იგი გონს მოვიდა, განუცხადეს, რომ
აღმოუჩინეს ნარკოტიკული საშუალებები. მომჩივნის თანახმად, მან ჩხრეკის დროს
დამოუკიდებელი მოწმეების დასწრება მოითხოვა, მაგრამ – უშედეგოდ. 2006 წლის 23
ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო და
თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი ემყარებოდა ორი
პოლიციელის ჩვენებას, რომლებიც მონაწილეობდნენ მომჩივნის დაკავებასა და ბინის
ჩხრეკაში; ჩხრეკის შედეგებსა და სასამართლო ექსპერტიზის დასკვნას. მომჩივანმა
მოითხოვა,
დაკავებისა
და
ჩხრეკის
გარემოებებთან
დაკავშირებით
დაეკითხათ
მეზობლები და პოლიციის ოპერაციის დროს მის ბინაში მყოფი მეგობარი (ლ.ც.), რაზეც
უარი მიიღო.
2007 წლის 4 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ და 2008 წლის 9
ოქტომბერს უზენაესმა სასამართლომ მომჩივნის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში
დატოვეს.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ჩხრეკა ჩატარდა ოპერატიული
ინფორმაციის
საფუძველზე,
რომლის
სასამართლო
ზედამხედველობა
არ
განხორციელებულა; ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე
„გადაუდებელი აუცილებლობის“ მოტივით, თუმცა, დასაბუთებული არ ყოფილა, რა
გადაუდებელმა აუცილებლობამ გამოიწვია ჩხრეკის ამ ფორმით ჩატარება; ამასთან,
პოლიციელებმა
არ
მისცეს
მომჩივანს
საშუალება,
ჩხრეკას
დასწრებოდნენ
დამოუკიდებელი მოწმეები. ამდენად, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ
ეროვნულ სასამართლოებს არ შეუფასებიათ, ჰქონდა თუ არა პოლიციას წინასწარი
ინფორმაცია იმ ნარკოტიკების შესახებ, რომელთაც ეძებდნენ, და იყო თუ არა ჩხრეკის
ჩატარების
აუცილებლობა
წინასწარი
ბრძანების
გარეშე,
მოწმეების
დასწრების
არარსებობის პირობებში.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის ბრალდება ემყარებოდა ნარკოტიკების
ფლობის ფაქტს, მომჩივნის სურვილი, რომ მოესმინათ დაცვის მხარის მოწმისათვის,
წარმოადგენდა
ამ
ძირითადი
ვარაუდის
ეფექტიანად
გასაჩივრების
გონივრულ
მცდელობას. გარდა ამისა, ეროვნულმა სასამართლოებმა არ მიიღეს მხედველობაში
ლ.ც.-ს ჩვენების მნიშვნელობა და არ წარმოადგინეს საკმარისი დასაბუთება აღნიშნულის
თაობაზე. ხსენებული გარემოებების ფონზე, დაცვის მხარის ერთადერთი
შესაძლო
მოწმის
პროცესი
დაკითხვაზე ეროვნული სასამართლოების უარმა სასამართლო
მთლიანობაში გახადა უსამართლო.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ
ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების დარღვევას
და მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 5,000 ევროს გადახდა დააკისრა მორალური
ზიანის ანაზღაურების სახით, რაც მთავრობის მიერ გადახდილი იქნა დადგენილ ვადაში.
რაც შეეხება სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის გადასინჯვას,
მომჩივანმა ლავრენტი ბაქრაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3
დეკემბერს მიმართა შუამდგომლობით საქმის გადასინჯვის მოთხოვნით. შუამდგომლობა
2021 წლის 15 დეკემბრის №1/აგ219-21 განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი და
ანგარიშის წარმოდგენის მომენტისთვის საქმეზე მიმდინარეობდა წარმოება.
2.1.6.4. ტლაშაძე და კაკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №41674/10, 2021
წლის 25 მარტის გადაწყვეტილება
საქმის გარემოებების თანახმად, პირველი მომჩივანი - თამაზ ტლაშაძე და მეორე
მომჩივანი - რომან კაკაშვილი ევროპული კონვენციის, სხვებს შორის, მე-6 მუხლის
პირველი პუნქტის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) საფუძველზე დავობდნენ,
რომ 2009 წელს მათ პირად ჩხრეკას არ ესწრებოდნენ დამოუკიდებელი მოწმეები, ხოლო
შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებები (ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი
იარაღი) მათ „ჩაუდეს“.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეზე დადგინდა კონვენციის
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა, ვინაიდან ჩხრეკა ჩატარდა ოპერატიული
ინფორმაციის საფუძველზე, რომლის სათანადო სასამართლო ზედამხედველობა არ
განხორციელებულა. ამასთან, ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე
„გადაუდებელი აუცილებლობის“ მოტივით, თუმცა, აღნიშნული არ იქნა სათანადოდ
დასაბუთებული.
ევროპულმა
სასამართლომ
დაადგინა,
რომ
ჩხრეკის
ჩატარების
გარემოებებმა ეჭვი შეიტანა მოპოვებული მტკიცებულების სანდოობაში და მომჩივნებს არ
მიეცათ ეროვნულ დონეზე აღნიშნულის ეფექტიანად გასაჩივრების შესაძლებლობა.
პოლიციელებთან
დაკავშირებით
ევროპულმა
სასამართლომ
აღნიშნა,
რომ
ისინი
წარმოადგენდნენ მომჩივანთა მიმართ დაწყებული სამართალწარმოების წყაროს და
ჰქონდათ ინტერესი დევნის შედეგების მიმართ. ამის მიუხედავად, მათი ჩვენება
ავტომატურად
იქნა
გათვალისწინებული,
როგორც
ობიექტური
და
სარწმუნო,
ყოველგვარი მცდელობის გარეშე, რომ განეხილათ მომჩივანთა პრეტენზიები, მათ შორის
არგუმენტი, რომ მათ მიმართ პროცესი დაიწყო პოლიტიკური საქმიანობის გამო.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მომჩივნების
მიმართ სამართალწარმოება არ იყო სამართლიანი და ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6
მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას.
სასამართლომ
მთავრობას
მორალური
ზიანის
ანაზღაურების
სახით
თითოეული
მომჩივნის სასარგებლოდ 3 600 ევროს გადახდა დააკისრა, რაც გადახდილი იქნა
დადგენილ ვადაში, 2021 წლის 25 მაისს.
რაც შეეხება სსსკ-ის 310-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე საქმის გადასინჯვას,
მომჩივანმა თამაზ ტლაშაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 26
ნოემბერს მიმართა შუამდგომლობით საქმის გადასინჯვის მოთხოვნით. შუამდგომლობა
2021 წლის 9 დეკემბრის №1/აგ217-21 განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი და
ანგარიშის წარდგენის მომენტისთვის საქმეზე მიმდინარეობდა წარმოება.
მომჩივანმა რომან კაკაშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 3
თებერვალს
მიმართა
შუამდგომლობით
საქმის
გადასინჯვის
მოთხოვნით.
შუამდგომლობა 2022 წლის 14 თებერვლის №1/აგ9-22 განჩინებით დასაშვებად იქნა
ცნობილი და ანგარიშის წარდგენის მომენტისთვის საქმეზე მიმდინარეობდა წარმოება.
2.1.6.5. კალანდია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №57255/10, 2021 წლის 22
აპრილის გადაწყვეტილება
საქმის გარემოებების თანახმად, მომჩივანი ეჭვმიტანილი იყო ნარკოტიკების სავარაუდო
შეძენა-შენახვაში. მომჩივანი დააკავეს 2009 წელს, დაკავების ოქმში შედიოდა დაკავების
შესაძლო საფუძვლების ჩამონათვალი, რომელთაგან არცერთი საფუძველი არ ყოფილა
მონიშნული. ასევე, შემდგომ ჩატარებული პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, მომჩივნის
შარვლის მარცხენა ჯიბეში აღმოჩნდა ვერცხლისფერი პაკეტი, რომელიც შეიცავდა
მოყავისფრო ნივთიერებას, ჰეროინს.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, წერილობითი სამართალწარმოების გზით და
მომჩივნის ან მისი ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, დააკმაყოფილა პროკურორის
შუამდგომლობა ჩხრეკისა და ამოღების ღონისძიების კანონიერების დასადასტურებლად.
მოგვიანებით, მომჩივანი ცნობილ იქნა დამნაშავედ განსაკუთრებით დიდი ოდენობით
ნარკოტიკული
ნივთიერების
უკანონო
შეძენა-შენახვაში
და
სასჯელის
სახით
განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ გარემოებებმა, როდესაც
ჩატარდა
ჩხრეკა,
მათ
შორის
მომჩივნის
თავდაცვის
უფლებების
სავარაუდო
უგულებელყოფამ, ეჭვქვეშ დააყენა მომჩივნის წინააღმდეგ არსებული გადამწყვეტი
მტკიცებულების სანდოობა და რომ ამ უკანასკნელს არ მიეცა რეალური შესაძლებლობა
გაესაჩივრებინა ეს გარემოებები და შეწინააღმდეგებოდა ამ მტკიცებულების გამოყენებას
ეროვნული სასამართლოს დონეზე, რამაც საბოლოო ჯამში დაარღვია კონვენციის მე-6
მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლება.
სასამართლოს მიერ მომჩივნისთვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა
(3 600 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში, 2021 წლის 3 ივნისს.
2.1.6.6. შუბითიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №43854/12 2021 წლის 17 ივნისის
გადაწყვეტილება
აღნიშნულ საქმეში მომჩივანი 2011 წლის 26 ივნისს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ
ყოფნის ეჭვის გამო დააკავეს. ჩხრეკა ჩატარდა პოლიციის განყოფილებაში სასამართლოს
განჩინების გარეშე და, სავარაუდოდ, გადაუდებელ ვითარებაში. მომჩივნის შემდგომი
მსჯავრი ემყარებოდა მხოლოდ ჩხრეკისა და დაკავების ოქმებს, ჩხრეკაში მონაწილე ერთი
პოლიციელი მოწმის ჩვენებასა და მის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს.
სტრასბურგის
სასამართლოს
გადაწყვეტილების
თანახმად,
მომჩივანი
გაჩხრიკეს
სასამართლოს განჩინების გარეშე, ასევე, ჩხრეკის სასამართლო ზედამხედველობა
განხორციელდა მომჩივნის მონაწილეობის გარეშე და ჩხრეკის გარემოებები შეფასდა ამ
სამართალწარმოების ფარგლებში. გარდა ამისა, ჩხრეკის დროს ადგილზე არ იყვნენ
დამსწრეები; ჩხრეკის შედეგად მოპოვებული ნარკოტიკების გარდა, საქმეში არ ყოფილა
სხვა სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც მომჩივნის ბრალეულობას დაადასტურებდა.
ასევე,
პოლიციელმა,
რომლის
ჩვენებაც
გახდა
მომჩივნის
მიმართ
სისხლის
სამართალწარმოების საფუძველი, მონაწილეობა მიიღო მხოლოდ დაკავებაში და მის
პირად ჩხრეკას არც კი დასწრებია.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის
დარღვევა. რაც შეეხება კონვენციის მე-8 მუხლის საფუძველზე წარდგენილ საჩივარს,
სტრასბურგის
სასამართლომ
აღნიშნული
მიუღებლად
ცნო,
როგორც
აშკარად
დაუსაბუთებელი.
სასამართლოს მიერ მომჩივნისთვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა
(3 600 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში, 2021 წლის 4 აგვისტოს.
2.1.6.7. თორთლაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №42371/08, 2021 წლის 18
მარტის გადაწყვეტილება
აღნიშნული საქმის თანახმად, 2005 წლის 24 აგვისტოს პოლიციამ დააკავა ა.ი. - კოტ
დივუარის საკონსულოს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, ნარკოტიკების
უკანონო
ფლობის
იმჟამინდელი
გამო,
რომელმაც
საპატიო
კონსული
დაკითხვისას
მომჩივანი
საქართველოში)
(კოტ
დივუარის
დაასახელა,
როგორც
ნარკორეალიზატორი და დაადასტურა, რომ იმავე დღეს საკონსულოს შენობაში მისგან
შეიძინა თორმეტ-ნახევარი აბი სუბუტექსი.
2005 წლის 25 აგვისტოს პოლიციამ საკონსულოში ჩაატარა ჩხრეკა. ოქმის თანახმად,
მომჩივნის სეიფიდან და მაგიდიდან ამოღებულ იქნა 227 აბი სუბუტექსი, შვიდი ამპულა
მორფინის ჰიდროქლორიდი და იარაღის რამდენიმე ვაზნა. იმავე დღეს პოლიციამ
გაჩხრიკა მომჩივნის მანქანა და ბინა. შედეგად, ბინიდან ამოიღეს იარაღი და რამდენიმე
ვაზნა. მომჩივანი იმავე დღეს დააკავეს საკონსულოს შენობაში.
თბილისის
საქალაქო
სასამართლომ
იმავე
დღეს
კანონიერად
ცნო
ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედებები და მომჩივანს ბრალი წარედგინა ნარკოტიკული და იარაღთან
დაკავშირებული
სხვადასხვა
დანაშაულის
გამო.
2006
წლის
20
ნოემბრის
გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ სცნო და
18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ
შეამცირა მომჩივნის სასჯელი ჩვიდმეტ წლამდე, ხოლო უზენაესმა სასამართლომ უარყო
მომჩივნის საკასაციო საჩივარი.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ეროვნული სასამართლოების
დასკვნები საკონსულო იმუნიტეტის შესახებ საერთაშორისო სამართლის პრინციპების
თაობაზე იყო დასაბუთებული და გონივრული.
სტრასბურგის
სასამართლოს
თანახმად,
ეროვნულმა
სასამართლოებმა
ჩხრეკის
კანონიერება და პროპორციულობა არ განიხილეს. ამდენად, ევროპულმა სასამართლომ
დაადგინა, რომ საკონსულო შენობის ჩხრეკა არ განხორციელებულა შესაბამისი და
საკმარისი დაცვის უზრუნველყოფის პირობებში, რის შედეგად, დაირღვა კონვენციის მე8 მუხლის 1-ლი პუნქტი.
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ დარღვეულა,
ხოლო ევროპულმა სასამართლომ საჩივრის ნაწილი მე-3 მუხლთან დაკავშირებით
მიუღებლად გამოაცხადა.
სასამართლოს მიერ მომჩივნისთვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა
(2 000 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში, 2021 წლის 14 ივლისს.
ზოგადი ღონისძიებები ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეებზე
კობიაშვილის, მეგრელიშვილისა და ბაქრაძის საქმეებთან დაკავშირებით ევროპულმა
სასამართლომ დაადგინა რომ, ის მეთოდი, რომლითაც მოპოვებული იქნა მთავარი
მტკიცებულებები, ეჭვქვეშ აყენებდა მათ სანდოობასა და სიზუსტეს. ასევე, მიუხედავად
პროცედურული დარღვევების არსებობისა, ეროვნულმა სასამართლოებმა ოპერატიული
ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობის დროს ჩატარებული ჩხრეკა
კანონიერად სცნეს, სათანადო ოპერატიული ინფორმაციის მოკვლევის და არსებითად
შეფასების გარეშე. აქედან გამომდინარე, ეროვნულ დონეზე ეს გადაწყვეტილებები არ
იყო გამყარებული შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებებით.
ასევე, ჩხრეკის დროს არსებული პროცედურული დარღევების გარდა, ევროპული
სასამართლოს მხრიდან აქცენტი გაკეთდა ეროვნული სასამართლოს მიდგომაზეც.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიციისა და „სოდ“-ის ის თანამშრომლები,
რომლებიც წარმოადგენდნენ შესაბამის ორგანოებს, იყვნენ ჩხრეკის ინიციატორები და
განმახორციელებლები. მათ, ბუნებრივია, ჰქონდათ ინტერესი ჩხრეკის შედეგების
მიმართ. თუმცა, მიუხედავად ამისა და მომჩივნების მტკიცებისა, რომ ადგილი ჰქონდა
ნარკოტიკის „ჩადებას“, ეროვნულმა სასამართლოებმა უპირობოდ მიიღეს ორგანოთა
წარმომადგენლების ჩვენებები, დაცვის მხარის ჩვენებებისგან განსხვავებით.
2020 და 2021 წლების ანგარიშების თანახმად, ახალი სასამართლო პრაქტიკა მოწმობს,
რომ ეროვნული სასამართლოები პრიორიტეტს არ ანიჭებენ მხოლოდ პოლიციელის
(ორგანოს
წარმომადგენლის)
ჩვენებას,
როგორც
მსჯავრდების
გამამყარებელ
მტკიცებულებას. მოწმის ჩვენება სარწმუნოდ ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
იგი დადასტურებულია სხვა ობიექტური მტკიცებულებით ან სხვა ობიექტური მოწმის
ჩვენებით.
ანგარიშებში ასევე მითითებულია, რომ შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების
ხარისხის მონიტორინგი დეპარტამენტმა 2020 წელს შეამოწმა 2020 წლის 6 თვის
განმავლობაში შედგენილი დაახლოებით 300 ჩხრეკის ოქმი. მონიტორინგის პროცესში
გაანალიზდა ჩხრეკის საფუძვლები, ჩხრეკის გარემოებები და პროცესი, ასევე, ამოღებული
ნივთის დალუქვისა და აღწერის წესები, რის შედეგადაც უნდა მომზადდეს კვლევის
ანალიზზე დაფუძნებული რეკომენდაციები (გაიდლაინი).
ანგარიშში მითითებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის
სასწავლო პროგრამები, რომლებიც, სხვებს შორის, ფარავს ჩხრეკასთან დაკავშირებულ
საკითხებს. ასევე, დეტალურადაა მოცემული ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოს
თანამშრომლებისთვის
ნარკოტიკულ
დანაშაულებთან
დაკავშირებით
ჩატარებულ
ტრენინგებზე.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ წინა წლებში ნარკოტიკული დანაშაულის საქმეებზე
გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით ჩატარებული ჩხრეკის ხვედრითი წილი იყო
აბსოლუტური, ხოლო მოსამართლის განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის რაოდენობა
იყო უმნიშვნელო. 2018-2020 წლებში მოსამართლის განჩინებით ჩატარებული ჩხრეკის
ხვედრითი წილი უკვე შეადგენს დაახლოებით 20-25 პროცენტს.
საქართველოს
საკონსტიტუციო
გადაწყვეტილებით
საქმეზე
სასამართლოს
2020
ქებურია
„გიორგი
წლის
დეკემბრის
25
საქართველოს
პარლამენტის
წინააღმდეგ“ ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული
შინაარსი:
რომელიც
უშვებს
მტკიცებულებად
ჩხრეკის
შედეგად
გამოყენების
ამოღებული
შესაძლებლობას,
იმ
უკანონო
ნივთის
პირობებში,
როდესაც
ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება
მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს,
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს
სათანადო
ზომები
ჩხრეკის
სანდოობის
დამადასტურებელი
ნეიტრალური
მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
რომელიც
ითვალისწინებს
გამამტყუნებელი
განაჩენის
გამოტანისას
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად
გამოყენებას,
რომელიც
„ინფორმანტი“)
ან
ეფუძნება
ანონიმური
ოპერატიული
პირის
მიერ
წყაროს
(„კონფიდენტი“,
მიწოდებულ
ინფორმაციას,
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით.
ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად იქნა
ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის
პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის
ნორმატიული შინაარსი:
რომელიც
ჩხრეკის
შედეგს
განიხილავს
ჩხრეკისთვის
აუცილებელი
დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად.
აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა და შედეგად
განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებები, იძლევა იმის აღნიშვნის
საშუალებას, რომ მნიშვნელოვანი და პროგრესული მიგნებები გაკეთდა ჩხრეკის
პროცედურასა და სასამართლო განხილვის პრაქტიკასთან მიმართებით, რაც თავის
მხრივ,
დადებითად
აისახება
ევროპული
კონვენციის
მე-6
მუხლით
განსაზღვრული უფლების დაცვისთვის.
საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
ზემოხსენებული
გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, ცვლილებები განხორციელდა საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.49 კერძოდ, ცვლილება შევიდა
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლში, რომლის თანახმად
დადგინდა
უკანონო
საგნის,
ნივთის
ან
ნივთიერების
მტკიცებულებად
გამოყენების წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც აღნიშნული უკანონო საგანი,
ნივთი ან ნივთიერება ანონიმური შეტყობინების ან „ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საიდუმლო
თანამშრომლისგან/ინფორმაციის
მიმწოდებელი
წყაროსგან
მიღებული
ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკა-ამოღებით არის მოპოვებული.
ზემოაღნიშნული წესის თანახმად, ანონიმური შეტყობინების ან „ოპერატიულსამძებრო
საქმიანობის
შესახებ“
საქართველოს
საიდუმლო
თანამშრომლისგან/ინფორმაციის
მიღებული
ინფორმაციის
საფუძველზე
კანონით
განსაზღვრული
მიმწოდებელი
ჩატარებული
წყაროსგან
ჩხრეკა-ამოღებით
მოპოვებული უკანონო საგნის, ნივთის ან ნივთიერების მტკიცებულებად
გამოყენება, ანუ ამ მტკიცებულებაზე განაჩენის დაფუძნება დასაშვებია იმ
შემთხვევაში, თუ ამ უკანონო საგნის, ნივთის ან ნივთიერების იმ პირის
მფლობელობაში
ყოფნა,
რომლისგან
ის
იქნა
ამოღებული,
დასტურდება
ნეიტრალური მტკიცებულებით. ასეთ მტკიცებულებად მიჩნეულია ნებისმიერი
მტკიცებულება, გარდა საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ან საგამოძიებო
მოქმედებაში მონაწილე გამომძიებლის ჩვენებისა, საგამოძიებო მოქმედებაში
მონაწილე
ოპერატიულ-სამძებრო
ფუნქციის
მქონე
პირის
ჩვენებისა
და
შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმისა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს უკანასკნელი წლების განმავლობაში ნარკოტიკებთან
დაკავშირებული
გადაწყვეტილებების
ჯგუფში
შემავალ
საქმეებზე
დადგენილი
დარღვევების აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ
ღონისძიებებს.
კომიტეტი მიესალმება სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა განგრძობად
განათლებას ნარკოტიკულ დანაშაულებთან და იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების
წესებთან დაკავშირებით, რომლებიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
კომიტეტი დადებითად აფასებს 2021 წლის 28 ივნისს „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს N706-VრსXმპ კანონის მიღებას, რომლითაც მოხდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების აღსრულება.
2.1.7. სხვა გადაწყვეტილებები
აღნიშნულ თავში გაერთიანებულია 8 საქმე, რომლებზეც ევროპული სასამართლოს მიერ
მიღებული იქნა საბოლოო გადაწყვეტილება და რომელთა აღსრულებაც ანგარიშის
წარდგენის მომენტისთვის არ არის დასრულებული.
2.1.7.1. შამაევი და სხვები საქართველოს და რუსეთის წინააღმდეგ, საჩივარი №36378/02,
2005 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება
საქმე ეხება საქართველოში 13 მომჩივნის უკანონო დაკავებას და მათ საექსტრადიციო
პატიმრობას, რის გამოც დადგინდა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-5 მუხლების
დარღვევა. კონვენციის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების დარღვევა გამოწვეული იყო
იმ ფაქტით, რომ მომჩივნებს არ მიუღიათ არანაირი ინფორმაცია მათ საექსტრადიციო
პატიმრობასთან
დაკავშირებით.
შესაბამისმა
უფლებამოსილმა
პირებმა
არ
უზრუნველყვეს ინფორმაციის მიწოდება მომჩივნებისთვის და მათთვის შესაბამისი
დოკუმენტაციის გაცნობა, რის შედეგადაც მომჩივნებს წაერთვათ მათი პატიმრობის
გასაჩივრების უფლება.
სასამართლომ საქართველოს დააკისრა 84 500 ევროს გადახდა ყველა მომჩივნისთვის
ერთობლივად ასანაზღაურებლად როგორც არამატერიალური ზიანის, ისე, ყველა სხვა
ხარჯისა და დანახარჯის ანაზღაურების მიზნით, რაც გადახდილია.
აღსრულების მიზნით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2016 წლის 8 აგვისტოს
დაიწყო გამოძიება მომჩივანთა მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო
გადამეტების ფაქტზე. განახლებული გამოძიების პირობებში ჩატარდა ყველა ის
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომლებიც მიზნად ისახავდა ინციდენტის
ყოველმხრივ და სრულ გამოძიებას. ფაქტის ახალი გამოძიება იყო მაქსიმალურად
ყოვლისმომცველი და შედგებოდა ყველა იმ გონივრული ნაბიჯისგან, რომლებიც საჭირო
იყო მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად, იმის გათვალისწინებით, რომ
საკმარისად დიდი დრო იყო გასული განსახილველი ფაქტის შემდეგ. გამოძიებამ
გამოიჩინა
საკმარისი
ძალისხმევა
საქმის
ფაქტობრივი
გარემოებების
სწრაფად
დასადგენად. გამოძიების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია და მტკიცებულებები
შეფასდა სრულად და ობიექტურად. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ საქმეზე
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც
გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის
გამოყენებით. აღნიშნული მუხლი განეკუთვნება სამოხელეო დანაშაულთა კატეგორიას,
რომელზედაც სსკ-ის 71-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება 15
წლით. ვინაიდან მითითებულ ინციდენტი მოხდა 2002 წლის 3-4 ოქტომბერს,
სავარაუდოდ მომხდარ დანაშაულზე, ხანდაზმულობის ვადა ამოიწურა - 2017 წლის 4
ოქტომბერს.
რაც შეეხება საქმეზე გატარებულ ზოგად ღონისძიებებს, 2010 წლის 21 ივლისს მიღებული
იქნა კანონი „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“,
რომელიც დეტალურად აწესრიგებს პირის ექსტრადირების საკითხს, განსაზღვრავს
მესამე სახელმწიფოსთვის პირის გადაცემის წესს, გარემოებებს, რომელთა არსებობის
შემთხვევაშიც
ექსტრადიცია
დაუშვებელია.
კანონი,
ასევე,
მკაფიოდ
ადგენს
წინასაექსტრადიციო და ექსტრადიციის პროცედურათა რეგულაციებს. ამასთან, კანონი
ითვალისწინებს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების
შეფარდების წესს, ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის დეტალურ
რეგულაციას და გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმს.
აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნულ კანონში 2018 წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი
ცვლილებები. ცვლილებებით საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდა
„ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის მესამე დამატებითი ოქმთან“ და
ევროპულ
კონვენციასთან
„დანაშაულებრივი
გზით
მიღებული
შემოსავლების
გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების
შესახებ“. ცვლილებებით ახლებურად დარეგულირდა საექსტრადიციო პროცედურები:
შემოვიდა გამარტივებული ექსტრადიციის ინსტიტუტი; გამარტივდა სახელმწიფოს
ტერიტორიაზე
მყოფი
პირის
დისტანციურად,
ელექტრონული
საშუალებების
გამოყენებით გამოკითხვა და უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე ექსპერტიზის ჩატარება;
დაიხვეწა საერთაშორისო თანამშრომლობა ქონების ჩამორთმევის პროცესში.
მთავრობის
მიერ
წარმოდგენილი
ანგარიშის
თანახმად,
მინისტრთა
კომიტეტს
საქართველოსთვის არ მოუთხოვია დამატებითი ღონისძიებების გატარება აღნიშნულ
საქმესთან დაკავშირებით.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს საქმის აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის
მიერ განხორციელებულ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს.
2.1.7.2. მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №44973/09, 2018 წლის 20
დეკემბრის გადაწყვეტილება
ევროპული
სასამართლოს
შეასრულეს
კონვენციის
გადაწყვეტილებით
მე-2
მუხლით
ხელისუფლების
გათვალისწინებული
ორგანოებმა
სიცოცხლის
ვერ
დაცვის
პოზიტიური ვალდებულება. რაც შეეხება მომჩივნის შვილის გარდაცვალებასთან
დაკავშირებით ჩატარებულ გამოძიებას, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ის არ
შეესაბამებოდა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის
მე-2 მუხლის მოთხოვნებს. აღნიშნული მიზეზების გამო, ევროპულმა სასამართლომ
დაადგინა მე-2 მუხლის არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა. საქმეზე
სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ 15 000 ევროს გადახდა დაეკისრა მორალური
ზიანის ანაზღაურების სახით, რაც მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2019 წლის 29 მარტს საქმეზე
განახლდა გამოძიება, მსჯავრდებულ გ.ტ.-ს გარდაცვალების ფაქტზე, დანაშაული
გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით. იმავე
დღეს სისხლის სამართლის საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს გენერალური
პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
მიმდინარე
გამოძიების
ფარგლებში,
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია გ.ტ.-ს
მკურნალი ექიმების, მისი თანამესაკნეების და შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის
შესახებ. ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროდან
გამოთხოვილი
იქნა
ინფორმაცია - 2008-2009 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ტუბერკულოზის
მკურნალობის დოტს და დოტს+ პროგრამების ამსახველი საერთაშორისო გაიდლაინები.
აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს მოძიებული დოკუმენტაციის შესწავლა. დაინიშნა
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რათა დადგინდეს, ჩაუტარდა თუ არა გ. ტ.-ს
მკურნალობა
პენიტენციურ
დაწესებულებებში
ტუბერკულოზის
მკურნალობის
საერთაშორისო პროგრამების შესაბამისად. გამოკითხულ იქნენ გ. ტ.-ის თანამესაკნეები მ. მ. და ი. დ. დათვალიერდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი
ელექტრონული ბაზა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ გ. ტ.-ს თანამესაკნეების
გარკვეული
ნაწილი
გარდაცვლილია.
სატელეფონო
გასაუბრება
მოხდა
სხვა
თანამესაკნეებთან.
აღნიშნულ საქმეზე გრძელდება საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.
2.1.7.3. ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი № 12391/06, 2020 წლის 14
მაისის გადაწყვეტილება
საქმე ეხება მომჩივნების - ამირან და ნანა ქადაგიშვილებისა (პირველი და მეორე
მომჩივანი - მეუღლეები) და მათი ერთ-ერთი შვილის - არჩილ ქადაგიშვილის (მესამე
მომჩივანი) მიერ წარდგენილ საჩივარს, 2004-2007 წლებში პირველი და მესამე მომჩივნის
პატიმრობის არასათანადო პირობებთან და მკურნალობასთან დაკავშირებით.
საქმის გარემოებების თანახმად, 2004 წლის ივლისში ამირან და არჩილ ქადაგიშვილები
დააკავეს
სხვადასხვა
ფინანსური
დანაშაულის
საფუძველზე,
რომელიც
უკავშირდებოდა პირველი მომჩივნის მიერ დაარსებული კომპანიის - „გამაბანკის“
საქმიანობას. 2004 წლის სექტემბერში, აგრეთვე დაკავებულ იქნა მეორე მომჩივანი - ნანა
ქადაგიშვილი.
ევროპული სასამართლოს წინაშე, კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე ამირან და
არჩილ
ქადაგიშვილები
დავობდნენ,
რომ
თბილისის
N5
სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში პატიმრობის პირობები იყო ძალიან ცუდი. კერძოდ, მათ საკანში იყო
სიბინძურე და მწერები. 10 კვ. მ. საკანი საერთოდ არ ნიავდებოდა და ორი მომჩივნის
გარდა ოთხი სხვა პატიმარი იხდიდა სასჯელს, რომლებიც აქტიური მწეველები იყვნენ.
მომჩივნები ვერ სარგებლობდნენ გასეირნების უფლებით. ამასთან, საკანში არ ჰქონდათ
საპირფარეშო და დღეში მხოლოდ სამჯერ, კონკრეტულ დროებში შეეძლოთ საკნის
გარეთ არსებული საპირფარეშოთი სარგებლობა.
ასევე, მომჩივნებს არ მიუღიათ თავიანთი ჯანმრთელობის პრობლემების შესაბამისი
მკურნალობა (პირველ მომჩივანს აწუხებდა II ტიპის დიაბეტი, ხოლო მესამე მომჩივანსადენომა).
2006 წლის დეკემბრიდან მომჩივნები გადაიყვანეს რუსთავის N2 დაწესებულებაში,
თუმცა
2007
სასამართლოს
წლის
15
მიმართეს
აგვისტოს
ამირან
და
მომჩივანთა
არჩილ
წარმომადგენლებმა
ქადაგიშვილების
ევროპულ
ჯანმრთელობის
გაუარესების თაობაზე. იმავე წლის 22 აგვისტოს, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე
წესის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ მთავრობას დააკისრა დროებითი
ღონისძიება და მოუწოდა, ისინი გადაეყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
2007 წლის 12 სექტემბერს მთავრობამ სასამართლოს აცნობა, რომ არ არსებობდა
პირველი მომჩივნის გადაყვანის საჭიროება, ვინაიდან რუსთავის ციხე სათანადოდ იყო
აღჭურვილი, სადაც მომჩივანს მეთვალყურეობდა სამედიცინო პერსონალი. მესამე
მომჩივანთან დაკავშირებით მთავრობამ განმარტა, რომ 2007 წლის 1 სექტემბერს იგი
მოათავსეს ციხის საავადმყოფოში, სადაც მას საჭირო მკურნალობას უტარებდნენ.
პირველი და მესამე მომჩივანი დავობდნენ, რომ მთავრობის მიერ სათანადოდ არ იქნა
შესრულებული ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული დროებითი ღონისძიება,
რაც არღვევდა კონვენციის 34-ე მუხლს.
მომჩივნები აგრეთვე დავობდნენ, რომ მათ მიმართ დაირღვა კონვენციის მე-6 (საქმის
სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-7 (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე)
მუხლები და დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების დაცვა).
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2004-2007 წლებში ამირან და
არჩილ ქადაგიშვილების მკურნალობა და მათი პირობები N5 სასჯელაღსრულების
დაწესებულებაში იყო არასათანადო, რის გამოც დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3
მუხლი
(წამების
აკრძალვა).
აგრეთვე,
სტრასბურგის
სასამართლომ
დაადგინა
კონვენციის 34-ე მუხლის (ინდივიდუალური საჩივრის შეტანის უფლება) დარღვევა,
რადგან საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ პირველ მომჩივანთან მიმართებით
არ შეასრულა ევროპული სასამართლოს მიერ დაწესებული დროებითი ღონისძიება და
ამირან ქადაგიშვილი არ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ.
სასამართლომ სხვა გასაჩივრებული მუხლების დარღვევა არ დაადგინა.
აღნიშნული დარღვევების გამო, ამირან და არჩილ ქადაგიშვილების სასარგებლოდ
საქართველოს დაეკისრა 12 000 – 12 000 ევროს გადახდის ვალდებულება, რაც მთავრობის
მიერ შესრულდა დადგენილ ვადაში.
ზოგადი ღონისძიებები
2020 წლის ანგარიშში, წინა წლების ანგარიშების მსგავსად აღნიშნულია, რომ ევროპის
საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2014 წლის 12 ნოემბერს დადებითად შეფასდა
საქართველოს
მთავრობის
მიერ
გადაწყვეტილებების
აღსრულების
მიზნით
სასჯელაღსრულებისა სისტემაში და, კერძოდ, პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში
გატარებული ფუნდამენტური რეფორმები და მინისტრთა კომიტეტის მიერ საბოლოო
რეზოლუციის მიღებით დახურულად გამოცხადდა ევროპული სასამართლოს მიერ
გამოტანილ
გადაწყვეტილებათა
ნაწილი
(„ღავთაძე
საქართველოს
წინააღმდეგ“,
„პოღოსიანი საქართველოს წინააღმდეგ“, „მინდაძე საქართველოს წინააღმდეგ“, „ჯელაძე
საქართველოს
შეეხებოდა
წინააღმდეგ“,
„ილდანი
სასჯელაღსრულების
საქართველოს
სისტემაში
2006-2011
წინააღმდეგ“),
წლებში
რომლებიც,
ჰეპატიტითა
და
ტუბერკულოზით დაავადებულ პატიმართა მკურნალობის პროცესში გამოვლენილ
ნაკლოვანებებს, რაც საქართველოში სისტემურ პრობლემას წარმოადგენდა.
მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 13 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია, რითაც დახურულად
გამოცხადდა საქმეები: მირზაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, მესხიძე საქართველოს
წინააღმდეგ,
კიკალიშვილი
სასჯელაღსრულების
საქართველოს
დაწესებულებებში
წინააღმდეგ,
ადეკვატური
რომლებიც
სამედიცინო
ეხებოდა
მკურნალობის
ნაკლებობას. ანგარიშის თანახმად, აღნიშნული საქმეების დახურვა იმაზე მიუთითებს,
რომ ის ხარვეზები, რომლებიც 2012 წლამდე არსებობდა პატიმართა მკურნალობის
კუთხით, დღეისათვის აღმოფხვრილია.
2019 წლის ანგარიშის მსგავსად, ახალ ანგარიშშიც მოცემულია ინფორმაცია CPT-ის 2018
წლის ვიზიტის ანგარიშის შესახებ, რომელშიც პოზიტიურად არის შეფასებული
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურება და მნიშვნელოვანი
წინსვლა
ინფექციური
დაავადებების
მკურნალობის
მხრივ
(როგორიც
არის
ტუბერკულოზი, ჰეპატიტი, HIV), რასაც ადასტურებს ის, რომ 2014 წლიდან ციხეებში
ტუბერკულოზის
გავრცელება
შემცირდა
73%-ით.
კომიტეტი
ასევე,
ხელშესახებ
პროგრესად მიიჩნევს B და C ჰეპატიტთან დაკავშირებულ ღონისძიებებს.
პენიტენციურ სისტემაში უზრუნველყოფილია სამედიცინო პერსონალის 24-საათიანი
ხელმისაწვდომობა; ყველა დაწესებულებაში დანერგილია პირველადი ჯანდაცვის
მოდელი.
განსახილველი საქმეების აღსრულების კუთხით მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ
აღინიშნოს,
რომ
ტუბერკულოზის
მართვა
სისტემაში
სამოქალაქო
სექტორის
ეკვივალენტურია და საგრძნობლად შემცირებულია ახალი შემთხვევების რაოდენობა
(2013 - 59; 2018 - 44; 2019 - 33, 2020 - 32). დაცულია აივ/შიდსზე კონსულტირების,
ტესტირებისა და მკურნალობის მხრივ, უნივერსალური ხელმისაწვდომობა. ასევე,
ხელმისაწვდომია C ჰეპატიტის ანტივირუსული მკურნალობა უახლესი თაობის
სამკურნალო საშუალებებით. 2014 წლიდან დღემდე 4000-მდე ბენეფიციარმა მიიღო
ანტივირუსული მკურნალობა, 2018 წელს პროგრამაში ჩაერთო 908 პაციენტი, 2019 წელს
- 687, ხოლო 2020 წლის განმავლობაში C ჰეპატიტის მართვის პროგრამის მკურნალობის
კომპონენტში პაციენტთა ჩართვის უფლების განმსაზღვრელ კომისიაზე წარდგენილ იქნა
320 ბენეფიციარის დოკუმენტაცია.
პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის მართვასთან დაკავშირებით უნდა
აღინიშნოს, ასევე, რომ ტუბერკულოზის პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მიზნით,
პენიტენციურ
სისტემაში
განთავსებულ
ყველა
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
უტარდება გამოკითხვა სპეციალური სტანდარტული ფორმის კითხვარით (აქტიური
სკრინინგი). აქტიური სკრინინგი ტარდება დაწესებულებაში შესვლისას და შემდგომში
სამ თვეში ერთხელ. აღნიშნულ აქტივობას ახორციელებენ სს „ტუბერკულოზისა და
ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის“ სპეციალურად განსწავლული ექთნები.
ყოველწლიურად ტარდება 50000-ზე მეტი სკრინინგი.
პენიტენციურ
სისტემაში
დასაქმებულ
პერსონალს,
რომელიც
ჩართულია
ტუბერკულოზის მართვის პროცესში პერიოდულად უტარდება ტრენინგები და სამუშაო
შეხვედრები დარგის სიახლეების გაცნობის და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით.
მაგალითისთვის,
ტუბერკულოზის
სახელმწიფო
პროგრამის
გაიდლაინით
განსაზღვრულ თემატიკაზე, საკანონმდებლო სიახლეების პრაქტიკაში დანერგვის
მიზნით, 2019 წლის ივლისის თვეში გადამზადდა პენიტენციური სისტემის ყველა
ფთიზიატრი 5-დღიანი ტრენინგის („ტუბერკულოზის მართვის სიახლეები“) ფარგლებში
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ბაზაზე.
ანგარიშებში მითითებულია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის
რეგიონული ოფისის
მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის – „ტუბერკულოზისა და
რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის საუკეთესო პრაქტიკა
პენიტენციურ დაწესებულებებში“ – მიხედვით, საქართველოს პენიტენციური სისტემა
ტუბერკულოზისა და რეზისტენტული ტუბერკულოზის პრევენციისა და მართვის
საუკეთესო პრაქტიკის ქვეყნებს შორის დასახელდა, ხოლო 2013 წლიდან დღემდე,
პენიტენციურ სისტემაში ტუბერკულოზით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ
დაფიქსირებულა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს საქმეებზე: „მახარაძე და სიხარულიძე საქართველოს
წინააღმდეგ“, „მაისურაძე საქართველოს წინააღმდეგ“ და „ქადაგიშვილი საქართველოს
წინააღმდეგ“
საქართველოს
ღონისძიებებს.
ევროპული
მთავრობის
სასამართლოს
მიერ
გადაწყვეტილების
განხორციელებულ
აღსრულების
ინდივიდუალურ
და
მიზნით,
ზოგად
2.1.7.4. სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №58240/08, 2018
წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება
საქმე
ეხება
წელს
2004
მომჩივნის,
გულნარა
სარიშვილი-ბოლქვაძის,
შვილის
გარდაცვალების ფაქტს. ამ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ
სახელმწიფოს მიერ შესაბამისი მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს ეფექტურად
ფუნქციონირების
კომპენსაციის
ვერუზრუნველყოფისა
საკითხთან
დაკავშირებით
და
სამოქალაქო
არსებული
სამართალწარმოებაში
ხარვეზების
გამო,
დაირღვა
კონვენციის მე-2 მუხლი.
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გარდაცვლილის ექიმებს არ გააჩნდათ სათანადო
ლიცენზიები და რომ საავადმყოფო ახორციელებდა სხვადასხვა სამედიცინო საქმიანობას
აუცილებელი
ნებართვების
გარეშე.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
სახელმწიფოს
მხრიდან არ იქნა დაცული პაციენტის უსაფრთხოება, შესაბამისად, არ მოხდა კონვენციით
გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებების შესრულება - მარეგულირებელი
ჩარჩოს ეფექტური ფუნქციონირება.
სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართალწარმოება (გამოძიების
შეწყვეტა) შეესაბამებოდა კონვენციის მე-2 მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან გამოძიების
შეწყვეტის
თაობაზე
გადაწყვეტილება
მიღებული
არ
ყოფილა
ნაჩქარევად
ან
თვითნებურად. იგი იყო სათანადოდ დასაბუთებული და ემყარებოდა სასამართლოსამედიცინო ექსპერტების დასკვნებს.
მომჩივანს არ მოუთხოვია სამართლიანი დაკმაყოფილება ევროპული სასამართლოს
წინაშე.
რაც შეეხება საქმის წარმოების განახლებას, საქართველოს უზენაესი სასამართლოდან
მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ საკასაციო სასამართლოს, 2018 წლის 18
ოქტომბერს წარედგინა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის
წარმოების
განახლების
მოთხოვნით.
2019
წლის
22
თებერვლის
განჩინებით,
გარდაცვლილის დედის - გ. სარიშვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა
გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს
უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება და მოცემულ საქმეზე
განახლდა წარმოება მოპასუხეთათვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების
მოთხოვნის ნაწილში.
2019 წლის 16 მაისს უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის
მიხედვითაც შპს „ბათუმის №1 საავადმყოფოსა“ და აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს
სოლიდარულად
დაეკისრათ
გ.
სარიშვილის
სასარგებლოდ კომპენსაციის - 20 000 ლარის ანაზღაურება. უზენაესმა სასამართლომ
გადაწყვეტილების
მიღებისას
იხელმძღვანელა
საერთაშორისო
სტანდარტებით
-
ევროპული კონვენციით და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით.
ზოგადი ღონისძიებები
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიშის ეს ნაწილი
ძირითადად ემყარება წინა წლის ანგარიშში მითითებულ ინფორმაციას. 2019 წლის
ანგარიშში დეტალურად იყო აღწერილი წინამდებარე საქმეზე დადგენილი დარღვევის
კუთხით გატარებული ზოგადი ღონისძიებები. კერძოდ, მიმოხილული იყო სამედიცინო
საქმიანობის რეგულირების საკითხი, და აღნიშნული იყო, რომ დღეს მოქმედი
კანონმდებლობის
მიხედვით,
სამედიცინო
საქმიანობის
რეგულირების
სააგენტო
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახორციელებს ფიზიკური და იურიდიული პირების
სამედიცინო,
საექიმო,
სამედიცინო-სოციალური
ექსპერტიზის,
წამლისა
და
ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას. ასევე, აღნიშნული იყო რომ
2006 წლის 7 დეკემბერს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით კოდექსს დაემატა 445 მუხლი სამედიცინო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის შესახებ, ხოლო
2012 წლის 28 თებერვალს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ
იქნა ცვლილება ზემოაღნიშნულ 445 მუხლში, რომლითაც გაიზარდა სამედიცინო
საქმიანობის
სალიცენზიო
და
სანებართვო
პირობების
შეუსრულებლობისათვის
განსაზღვრული ჯარიმა.
2019 წლის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ 2019 წლის 7 თებერვალს საქართველოში
ჯანმრთელობის დაცვის სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების პროცესის
ხელშეწყობის მიზნით მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის დადგენილება №32.
დადგენილების მიხედვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს
„ჯანმრთელობის
დაცვის
სისტემის
ეფექტიანობის
შეფასების“,
„ჯანმრთელობის
ანგარიშის სისტემისა“ და „საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის
შესახებ ეროვნული მოხსენების“ მომზადებას. სამინისტრო ჯანმრთელობის დაცვის
სისტემის ეფექტიანობის შეფასებას უზრუნველყოფს სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო
მოსახლეობის
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
შესახებ
ეროვნული
მოხსენების
მომზადებას - ორ წელიწადში ერთხელ.
რაც შეეხება ზოგად ღონისძიებებს მორალური ზიანისთვის კომპენსაციის მინიჭების
საკითხის
კუთხით,
ეროვნული
სასამართლოების
გადაწყვეტილებები,
რომლებიც
ადასტურებს ახლო ნათესავის მიერ მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას,
რაც მიუთითებს სარიშვილი-ბოლქვაძის საქმეზე დადგენილი დარღვევის აღმოფხვრას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს საქმის აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის
მიერ განხორციელებულ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს. კომიტეტი ასევე
აღნიშნავს, რომ „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის N1920-IXმს-Xმპ კანონით
ამოღებული იქნა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 342 მუხლი,
შესაბამისად ამ ნაწილში საკანონმდებლო დონეზეც აღმოიფხვრა ის პრობლემა, რაც
მანამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკითაც უკვე დარეგულირებული
იყო.
2.1.7.5. ხიზანიშვილი და კანდელაკი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №25601/12,
2019 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილება
საქმე ეხება 2007 წელს მომჩივნების - ლალი ხიზანიშვილისა და გიორგი კანდელაკის
საკუთრებაში არსებული სავაჭრო ობიექტის სახელმწიფოს მიერ არაკანონიერად
დანგრევასა და შესაბამისი კომპენსაციის გადაუხდელობას.
საქმის გარემოებების თანახმად, ორივე მომჩივანი 2003 წლიდან იყო თბილისში,
მეტროსადგურ „გოცირიძის“ ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე სავაჭრო
ობიექტის მესაკუთრე. 2007 წელს მერიის განკარგულებით უკანონოდ მოხდა ხსენებული
ობიექტის დანგრევა, რის გამოც მომჩივნებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო
სასამართლოს.
ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ შენობა დანგრეულ იქნა უკანონოდ და
რომ მერია ვალდებული იყო მომჩივანთათვის გადაეხადა კომპენსაცია. პირველი
ინსტანციის სასამართლომ მომჩივნებს შესაბამისი თანხები მიაკუთვნა, რაც ეფუძნებოდა
ექსპერტიზის დასკვნას ბაზარზე არსებული ღირებულების გათვალისწინებით. გიორგი
კანდელაკს, ასევე, მიეკუთვნა დამატებით თანხა იმ ქირის სანაცვლოდ, რომელსაც იგი
მიიღებდა ყოველთვიურად, 2007 წლის 1 თებერვლიდან საბოლოო გადაწყვეტილების
აღსრულებამდე.
2011 წელს სააპელაციო სასამართლომ, ექსპერტიზის სხვა დასკვნაზე დაყრდნობით,
ზემოხსენებული საკომპენსაციო თანხები შეამცირა. მან ძალაში დატოვა საქალაქო
სასამართლოს გადაწყვეტილება მიუღებელი შემოსავლის ნაწილში, ხოლო მატერიალური
ზიანის
ნაწილში
ღირებულებაზე.
იმსჯელა
აღნიშნული
შენობის
დანგრევის
გადაწყვეტილება
შედეგად
არსებული
მასალის
მომჩივნებმა
გაასაჩივრეს
უზენაეს
სასამართლოში, რომელმაც 2011 წლის 12 სექტემბერს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად
ცნო.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სააპელაციო სასამართლომ
არასათანადოდ შეაფასა, თუ რამდენად იყო კომპენსაციის თანხის გამოთვლის მეთოდი
ან მომჩივანთათვის საბოლოოდ მინიჭებული კომპენსაცია სამართლიანი და შესაბამისი.
სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამგვარი მიდგომით მომჩივნებს არ მიეკუთვნათ
სრული კომპენსაცია. აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ 2003-2007 წლამდე
თბილისში უძრავი ქონების ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდებოდა,
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის დამატებითი ოქმის
პირველი მუხლი.
სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით,
თითოეული მომჩივნის სასარგებლოდ 3 000 ევრო დააკისრა, რაც მთავრობის მიერ
გადახდილი იქნა დადგენილ ვადაში.
რაც
შეეხება
საქმის
გადასინჯვას,
თბილისის
სააპელაციო
სასამართლოს
მიერ
მოწოდებული ინფორმაციით, 2020 წლის 7 ივლისს N3ბ/418-20 განჩინებით სააპელაციო
სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივნების განცხადება ახლად აღმოჩენილ
გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და ბათილად იქნა ცნობილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება და
აღნიშნულ ნაწილში განახლდა საქმის წარმოება. ხოლო მომჩივნების განცხადება
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების
გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება მომჩივნების მოთხოვნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19
ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე,
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ევროპული სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის
გადაწყვეტილებაში
ასახული
მსჯელობა
შეეხებოდა
თბილისის
სააპელაციო
სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21
იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების პირობებში,
სააპელაციო პალატა განიხილავდა სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებულ,
პირველი
საჩივრებს.
ინსტანციის
სასამართლოს
შესაბამისად,
აღნიშნულ
გადაწყვეტილებაზე
წარდგენილ
გადაწყვეტილებაზე
სააპელაციო
სააპელაციო
პალატა
იმსჯელებდა საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე.
მომჩივნებმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო
სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის
წარმოების განახლებაზე უარის თქმის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უზენაესი
სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის Nბს- 926(2კს20) განჩინებით მომჩივნების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 7 ივლისის განჩინება.
2021 წლის 9 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულმა
პალატამ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე №3ბ/418-10. ადმინისტრაციულ საქმეთა
პალატამ გადაწყვიტა შემდეგი:
მომჩივნების სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
გაუქმდა
თბილისის
საქალაქო
სასამართლოს
ადმინისტრაციულ
საქმეთა
კოლეგიის 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი
გადაწყვეტილება.
გიორგი კანდელაკის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
თბილისის
მუნიციპალიტეტის
მერიას
გიორგი
კანდელაკის
სასარგებლოდ
დაეკისრა ზიანის სახით 138 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ეროვნულ
ვალუტაში
გადახდის
დღისთვის
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
მიერ
დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად, აგრეთვე, მიუღებელი შემოსავალის
სახით 650 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ეროვნულ ვალუტაში გადახდის
დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის
შესაბამისად ყოველთვიურად 2017 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების
აღსრულებამდე.
ლუბა ხიზანიშვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
თბილისის
მუნიციპალიტეტის
მერიას
ლუბა
ხიზანიშვილის
სასარგებლოდ
დაეკისრა ზიანის სახით 210 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ეროვნულ
ვალუტაში
გადახდის
დღისთვის
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
მიერ
დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად, აგრეთვე, მიუღებელი შემოსავალის
სახით 650 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდა ეროვნულ ვალუტაში გადახდის
დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის
შესაბამისად ყოველთვიურად 2017 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების
აღსრულებამდე.
ზოგადი ღონისძიებები
ეროვნული სასამართლოების პრაქტიკა
ანგარიშში მითითებულია, რომ ზიანის ანაზღაურებაზე ადმინისტრაციული ორგანოს
ვალდებულებასთან დაკავშირებით ეროვნული სასამართლოებიდან გამოთხოვილ იქნა
სტატისტიკური
ინფორმაცია.
მოწოდებული
მონაცემების
მიხედვით,
აღნიშნული
ადმინისტრაციული დავის კატეგორიის საქმეებში საქართველოს რაიონული (საქალაქო)
სასამართლოების მიერ 2007-2019 წლებში გადაწყვეტილების გამოტანით განხილულია
1419
ადმინისტრაციული
საქმე,
საიდანაც
დაკმაყოფილდა
(ან
ნაწილობრივ
დაკმაყოფილდა) 1020 საქმე, ანუ გადაწყვეტილების გამოტანით განხილული საქმეების
72%.
ანგარიშში მითითებულია, რომ პრაქტიკაში წარმატებით და დაუბრკოლებლად ხდება
ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება და აღნიშნულის
საილუსტრაციოდ ასევე მიმოხილულია სასამართლოს გადაწყვეტილებები/განჩინებები.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს საქმის აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის
მიერ განხორციელებულ ინდივიდუალურ ღონისძიებას.
2.1.7.6. მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №72508/13, 2017 წლის 28
ნოემბრის გადაწყვეტილება
2017 წლის 28 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ
გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე - „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“.
აღნიშნულ საქმეში სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის 5.3.
მუხლი,
რადგან
მოსამართლემ
ივანე
მერაბიშვილის
შუამდგომლობა
წინასწარი
პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე უარყო ზეპირად
და დასაბუთების გარეშე.
ასევე, სასამართლომ 9 ხმით 8 ხმის წინააღმდეგ დაადგინა,
რომ დაირღვა კონვენციის მე-18 მუხლი 2013 წლის 14 დეკემბრის ინციდენტიდან
გამომდინარე (ივანე მერაბიშვილის ღამით საკნიდან გაყვანის ეპიზოდი). ამავე საქმეში
სასამართლომ დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის დაკავება, ასევე წინასწარი პატიმრობა,
რომელიც გაგრძელდა 2013 წლის მაისიდან 2014 წლის თებერვლამდე, იყო კანონიერი.
სასამართლომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანს ამ საჩივრის
ფარგლებში
არ
წარმოადგენდა
ივანე
მერაბიშვილის
გამამტყუნებელი
განაჩენის
საფუძველზე პატიმრობის კანონიერების განხილვა.
აღნიშნულ საქმეზე განახლებული სამოქმედო გეგმა, რომელიც მოიცავს დეტალურ
ინფორმაციას
მთავრობის
მიერ
განხორციელებულ
აღსრულების
როგორც
ინდივიდუალურ, ასევე ზოგად ღონისძიებებზე, იუსტიციის სამინისტრომ მინისტრთა
კომიტეტს 2020 წლის 16 დეკემბერს წარუდგინა.
ანგარიშის თანახმად, ივანე მერაბიშვილი 2020 წლის 20 თებერვალს გათავისუფლდა
სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ერთადერთი ინდივიდუალური ღონისძიება,
რომელიც
მითითებული
იქნა
ევროპული
სასამართლოს
დიდი
პალატის
გადაწყვეტილებაში - მომჩივნისთვის კომპენსაციის თანხის, 4 000 ევროს გადახდა,
საქართველოს მთავრობამ განახორციელა 2018 წლის 22 თებერვალს - სასამართლოს მიერ
დადგენილ 3-თვიან ვადაში.
აღნიშნულ
საქმეში
გამოვლენილი
სამინისტროს
მოამზადა
ითვალისწინებს
სისხლის
ხარვეზის
საკანონმდებლო
სამართლის
აღმოფხვრის
მიზნით,
იუსტიციის
ცვლილებების
პროექტი,
რომელიც
კოდექსის
იმ
მუხლების
ჩამონათვალის
გაფართოვებას, რომელიც მითითებული იყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
1433 მუხლის (ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების წესი) მე-2 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტში. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები პარლამენტის მიერ
მიღებულ იქნა 2019 წლის 29 მაისს და ამოქმედდა 2019 წლის 3 ივნისს. შედეგად,
აღნიშნული მუხლების ჩამონათვალს დაემატა სამოხელეო დანაშაულების მთლიანი თავი
(თავი XXXIX), რაც ხელს შეუწყობს ამ კატეგორიის დანაშაულების ეფექტიან გამოძიებასა
და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას.
განახლებული
გამოძიება
კვლავ
აქტიურად
გრძელდება,
რომლის
ფარგლებში
განხორციელდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. მომჩივნის წარმომადგენელს
ეცნობა (2019 წლის 23 მაისს, 3 ივნისსა და 30 ივლისს, 2020 წლის 27 და 29 იანვარს)
სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობის შესახებ. მომჩივნის
წარმომადგენელმა ამ შესაძლებლობით ისარგებლა 2020 წლის 13 იანვარს და 16 ივლისს,
აგრეთვე 2021 წლის 18 იანვარს.
ასევე, 2019 წლის 30 ივლისს საგამოძიებო ორგანომ სახალხო დამცველს აცნობა,
პროკურატურაში სისხლის სამართლის მასალების გაცნობის შესაძლებლობის თაობაზე.
აღნიშნულის საფუძველზე, სახალხო დამცველის წარმომადგენელი არაერთხელ გაეცნო
საქმის მასალებს - 2019 წლის პირველ და 30 ოქტომბერს, 2020 წლის 20 იანვარსა და 4
აგვისტოს და 2021 წლის 18 იანვარს.
მინისტრთა კომიტეტი მიესალმება (29.09.2020-01.10.2020 სხდომა), რომ სახალხო
დამცველსა და მომჩივანს აქვთ საგამოძიებო მასალებზე სრული წვდომა, რაც
მნიშვნელოვანია, რათა გამოძიების შედეგებს ჰქონდეს საზოგადოების მხრიდან მაღალი
ნდობა.
2021 წლის მარტის სხდომაზე მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა,
უზრუნველყოს საგამოძიებო ღონისძიებების ამომწურავად ჩატარება და სარწმუნო
დასკვნების მიღება. კომიტეტის მიერ მოწონებულ იქნა ქართული მხარის ინიციატივა
გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის თაობაზე.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან კონსულტაციის შედეგად, მიღებული იქნა
გადაწყვეტილება საქმეში სისხლის სამართლის დარგის საერთაშორისო ექსპერტების
ჩართვაზე. ამ მიზნით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს წარედგინა საერთაშორისო
დონეზე აღიარებულ ექსპერტთა რამდენიმე კანდიდატურა.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოწონებით და მათთან შეთანხმებით,
წარდგენილი კანდიდატებიდან, კვალიფიკაციის და სისხლის სამართლის დარგში
მუშაობის
გამოცდილების
აღიარებული
სისხლის
გათვალისწინებით,
სამართლის
დარგის
შეირჩა
საერთაშორისო
შვეიცარიელი
ექსპერტი.
დონეზე
კარიერის
განმავლობაში სხვადასხვა პერიოდში, ექსპერტი იკავებდა მაღალ თანამდებობებს. მათ
შორის, იგი იყო - შვეიცარიის კონფედერაციის ჟენევის კანტონის პროკურორი და ჟენევის
კანტონის გენერალური პროკურორი.
გარდა შერჩეული ექსპერტისა, მინისტრთა კომიტეტთან კონსულტაციის შედეგად,
განსახილველ საქმეში უკვე ჩაერთო სისხლის სამართლის დარგის მეორე საერთაშორისო
ექსპერტი - ავსტრიის წარმომადგენელი ევროჯასტში.
ანგარიშის თანახმად, საქმეში ჩართული საერთაშორისო ექსპერტები გაეცნობიან სისხლის
სამართლის საქმის მასალებს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებს, რათა მაქსიმალურად იქნეს
გაზიარებული ის მითითებები, რაც გაცემულია სასამართლოსა და მინისტრთა კომიტეტის
მიერ8.
ზოგადი ღონისძიებები
წარდგენილი სამოქმედო გეგმებით მთავრობის მიერ მინისტრთა კომიტეტს ეცნობა
მოცემული საქმის აღსრულების ფარგლებში განხორციელებული შესაბამისი ზოგადი
8 საქართველოს პროკურატურის განმარტებით, საერთაშორისო ექსპერტებს სრულად გადაეცათ
სისხლის სამართლის საქმის ასლები ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ასევე მათ პერიოდულად
მიეწოდებათ გამოძიების პროცესში მოპოვებული საქმის დამატებითი მასალები. 2022 წლის
განმავლობაში ორჯერ, ივლისსა და სექტემბერში ექსპერტები ვიზიტით იმყოფებოდნენ
საქართველოში, რა დროსაც შედგა მათი შეხვედრა საქმის გამომძიებელსა და პროკურორთან.
აღნიშნული შეხვედრების დროს სრულად და დეტალურად მოხდა სისხლის სამართლის საქმის
შეფასება, რომლის შემდეგაც ექსპერტების მიერ სამართლებრივი კონსულტაცია (მათ შორის
წერილობითი) გაეწიათ გამომძიებელსა და პროკურორს. მიმდინარეობს ექსპერტების მიერ
გაწეული სამართლებრივი კონსულტაციის საფუძველზე გამოკვეთილი საგამოძიებო და
საპროცესო მოქმედებების ჩატარება, რაც აისახება 2023 წელს პარლამენტისთვის წარსადგენ
ანგარიშში.
ღონისძიებების თაობაზე დეტალური ინფორმაცია, მათ შორის 2018 წლის 16 დეკემბერს
კონსტიტუციის
ახალი
რედაქციის
ინსტიტუციურად
დამოუკიდებელ
ამოქმედების
ორგანოდ
შედეგად,
ჩამოყალიბების
პროკურატურის
შესახებ,
აგრეთვე,
კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევის აღმოფხვრის მიზნით, ჯერ კიდევ
გადაწყვეტილების გამოტანამდე (2017 წლის 28 ნოემბერი) წინასწარი პატიმრობის
დებულებათა,
საერთაშორისო
და
ევროპულ
სტანდარტებთან
შესაბამისობაში
მოსაყვანად, იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული სისხლის სამართლის
საპროცესო
კოდექსის
საკანონმდებლო
ცვლილებების
თაობაზე,
რომელიც
პარლამენტმა მიიღო 2015 წლის 8 ივლისს.
სისხლის
სამართლის
საპროცესო
საკანონმდებლო ცვლილებები
მნიშვნელოვანია
მოცემული
თვალსაზრისითაც,
ვინაიდან
მექანიზმის
არსებობასა
და
კოდექსში
შეტანილი
ზემოაღნიშნული
ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით
საქმის
იგი
აღსრულების
უზრუნველყოფს
მომავალში
ზოგადი
ღონისძიებების
ეფექტიანი
საკანონმდებლო
ევროპული სასამართლოს მიერ მსგავსი
დარღვევების დადგენის თავიდან აცილებას.
ცვლილებები
განხორციელდა
ვიზუალური
ან/და
ელექტრონული
საშუალებით
მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა
და განადგურების წესთან მიმართებით და იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 13 მაისის
№403 ბრძანებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სამეთვალყურეო კამერების
ვიდეოჩანაწერების შენახვის 5-დღიანი ვადა გაიზარდა 30 დღემდე.
ანგარიშში ასევე მოცემულია ინფორმაცია მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის
ჩატარებული ტრენინგების შესახებ აღკვეთის ღონისძიების საკითხებზე.
ანგარიშში მითითებულია ცვლილება, რაც განხორციელდა ევროპული კონვენციის მე-18
მუხლის
კუთხით
ეროვნულ
დონეზე,
კერძოდ,
მინისტრთა
კომიტეტის
გადაწყვეტილებების შესაბამისად, ცვლილება შევიდა „სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“
საქართველოს გენერალური პროკურორის 2019 წლის 23 აგვისტოს №3 ბრძანებით
დამტკიცებულ დანართში. ცვლილების შედეგად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
გამომძიებლები გამოიძიებენ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით
გათვალისწინებულ
დანაშაულს,
რომელიც
უკავშირდება
ადამიანის
უფლებათა
ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ
ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის ფაქტს. აღნიშნული ცვლილების
განხორციელება
ეფუძნებოდა
ევროპული
სასამართლოს
მიერ
გამოტანილი
განსახილველი გადაწყვეტილების აღსრულების მონიტორინგის ფარგლებში მინისტრთა
კომიტეტის მიერ გაცემულ რეკომენდაციას.
საქართველოს სახალხო დამცველის ალტერნატიული ანგარიში ივანე მერაბიშვილის საქმეზე
საქართველოს სახალხო დამცველის ალტერნატიულ ანგარიშში აღნიშნულ საქმესთან
დაკავშირებით
ყურადღება
გამახვილებულია
საქართველოს
გენერალური
პროკურატურის რეფორმის აუცილებლობა და გაცემულია შემდეგი სახის რეკომენდაცია:
დაიწყოს
საქართველოს
გენერალური
პროკურატურის
რეფორმა,
გათვალისწინებული იქნას საპროკურორო საბჭოს კონსტიტუციური როლი და
პროკურატურის
ეფექტიანობის,
დამოუკიდებლობისა
და
გამჭვირვალობის
უზრუნველსაყოფად, მიენიჭოს მას შესაბამისი კომპეტენცია.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს საქმის აღსრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის
მიერ განხორციელებულ ინდივიდუალურ და ზოგად ღონისძიებებს. ამასთანავე,
კომიტეტი იძლევა შემდეგ რეკომენდაციას:
საქართველოს
მთავრობამ
უზრუნველყოს
მინისტრთა
კომიტეტისთვის
მოთხოვნილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიწოდება;
საქართველოს
პროკურატურამ,
ივანე
მერაბიშვილის
საკნიდან
შესაძლო
გაყვანასთან დაკავშირებული ყველა გარემოებს დადგენის მიზნით, შეისწავლოს
დამატებითი
საგამოძიებო
შესაძლებლობა
და
და
საპროცესო
მოქმედებების
განხორციელების
ასეთის
გამოკვეთის
შემთხვევაში,
მაქსიმალურად
შემჭიდროებულ ვადებში უზრუნველყოს მათი ჩატარება.
2.1.8. 2021 წელს გამოქვეყნებული საქმეები
2.1.8.1. გაჩეჩილაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2591/19, 2021 წლის 22
ივლისის გადაწყვეტილება
საქმე ეხება მომჩივნის - ინდივიდუალური მეწარმე ანი გაჩეჩილაძის დავას ევროპული
კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) საფუძველზე - მის მიერ „აიისა”-ს
სახელწოდებით წარმოებული პროდუქციის (პრეზერვატივი) კონკრეტული დიზაინით
გამოშვებასთან დაკავშირებით 2018 წელს განხორციელებული ადმინისტრაციული
სამართალწარმოების გამო.
კერძოდ, მომჩივანმა კომპანიის „ფეისბუქ“ გვერდზე განათავსა პროდუქციის რეკლამა,
რომელიც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა არაეთიკურად მიიჩნია,
შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და საქმე განსახილველად
გადაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს. საქალაქო სასამართლოს
განმარტებით, შეფუთვაზე დატანილი და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ტექსტი
მიანიშნებდა მნიშვნელოვან რელიგიურ და ისტორიულ მოვლენებზე. მსგავსი რეკლამა
მოაზრებულ იქნა არაეთიკურად და საზოგადოებრივი ზნეობის საწინააღმდეგოდ.
ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა ჰქონდა თუ არა მომჩივნის მიერ გამოყენებულ
ნიმუშებს მხოლოდ კომერციული მიზანი. ევროპული სასამართლო დაეთანხმა შიდა
სასამართლოების პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ თამარ მეფის გამოხატულება
და
თანმხლები
წარწერა
მართლმადიდებლებისათვის.
რაც
შესაძლოა
შეეხება
ყოფილიყო
სხვა
შეურაცხმყოფელი
გამოსახულებებს,
ევროპულმა
სასამართლომ არ მიიჩნია საკმარისად შიდა სასამართლოების დასაბუთება, რომ
შეზღუდვა იყო აუცილებლობით გამოწვეული.
განსახილველ საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგინდა ევროპული
კონვენციის მე-10 მუხლის (გამოხატვის თავისუფლება) დარღვევა.
მომჩივანს სამართლიან დაკმაყოფილებაზე მოთხოვნა არ წარუდგენია.
2.1.8.2. ეკა მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივრები №29385/11,
№19372/12, №29533/13, და №73699/13 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება
2021 წლის 25 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „ეკა
მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და
მომჩივანთა მიმართ 2008-2011 წლებში საკუთრების მასობრივი ჩამორთმევის ფაქტზე
კონვენციის დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის (საკუთრების უფლება) დარღვევა
დაადგინა.
საქმის გარემოებების თანახმად, 2007 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)
არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“. ამ კანონის
საფუძველზე, 2007-2008 წლებში საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ აღიარა
მომჩივნების საკუთრების უფლება მათ მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე, თუმცა,
მოგვიანებით
2008-2011
გადაწყვეტილებები
და
წლებში
მიწის
იმავე
ნაკვეთებზე
კომისიამ
ხელახლა
მომჩივნების
განიხილა
საკუთრების
ეს
უფლების
რეგისტრაცია გააუქმა. მომჩივნებმა საკუთრების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება
ეროვნულ სასამართლოებში გაასაჩივრეს, რაც არ დაკმაყოფილდა.
სასამართლოს მიერ მომჩივანთათვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა
(650 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2021 წლის 24 დეკემბერს.
2.1.8.3. თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №33056/17 2021 წლის 8 ივლისის
გადაწყვეტილება
2021 წლის 8 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „თხელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ - გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დაადგინა
ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა მე-14 მუხლთან
(დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში.
საქმე ეხება მომჩივნის - თალიკო თხელიძის მიერ წარდგენილ საჩივარს იმის თაობაზე,
რომ 2014 წელს პოლიციამ, რომელმაც იცოდა, რომ მისი შვილი ოჯახში ძალადობის
მსხვერპლი იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ვერ უზრუნველყო
აუცილებელი პრევენციული ზომების გატარება. მომჩივანმა/მისმა წარმომადგენელმა
წერილობით მრავალჯერ მიმართა პროკურატურის სხვადასხვა ორგანოებსა და შინაგან
საქმეთა სამინისტროს პოლიციელების გულგრილობაზე შესაბამისი რეაგირებისთვის,
თუმცა უშედეგოდ.
საქმის გარემოებების თანახმად, მომჩივნის შვილის (მ.წ.) მიმართ ხორციელდებოდა
ფიზიკური ძალადობა და მუქარა ლ.მ.-ს მხრიდან (ვისთან ერთადაც თანაცხოვრობდა მ.წ.),
რის შესახებაც არაერთხელ ეცნობა პოლიციას, თუმცა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ
დაწყებულა/პოლიციის მხრიდან შესაბამისი ზომები არ განხორციელებულა.
2014 წლის 17 ოქტომბერს მ.ს. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ლ.მ.-მ და შემდგომ
ჩაიდინა თვითმკვლელობა. იმავე დღეს გამოძიება დაიწყო მკვლელობისა და იარაღის
უკანონო შეძენა-ტარების საფუძვლით. 2014 წლის 31 დეკემბერს საქმეზე გამოძიება
დასრულდა, ვინაიდან დანაშაულისთვის პასუხისმგებელი პირი ლ.მ. იყო გარდაცვლილი.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, როდესაც არსებობს რაიმე ეჭვი
ოჯახში ან ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევასთან დაკავშირებით, ხელისუფლებამ
უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული გულმოდგინება ეროვნულ დონეზე გასატარებელ
ღონისძიებებთან მიმართებით.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა კონვენციის მე-2 მუხლი მე-14
მუხლთან ერთობლიობაში - სახელმწიფომ ვერ დაიცვა მომჩივნის შვილის სიცოცხლე და
ვერ განახორციელა ეფექტიანი გამოძიება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
სასამართლოს მიერ მომჩივნისთვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა
(35 000 ევრო) მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2021 წლის 10
ნოემბერს.
2.1.8.4. კიკაბიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №57642/12, 2021 წლის 16
ნოემბრის გადაწყვეტილება
2021 წლის 16 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „კიკაბიძე საქართველოს წინააღმდეგ“ - გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და კონვენციის მე6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევა დაადგინა.
საქმის გარემოებების თანახმად, 2004 წლის 7 სექტემბერს ნ. მ. იპოვეს გარდაცვლილი
სასჯელაღსრულების №1 დაწესებულებაში. 2011 წლის 11 ოქტომბერს განსახილველი
საქმის მომჩივანს - ლევან კიკაბიძეს (რომელიც აღნიშნულ პერიოდში სასჯელს იხდიდა
ნარკოტიკული დანაშაულის საფუძველზე) ბრალი წარედგინა ნ.მ.-ს დამამძიმებელ
გარემოებებში მკვლელობისთვის. 2011 წლის 15 დეკემბრის ვერდიქტით ნაფიცმა
მსაჯულებმა მომჩივანი დამნაშავედ ცნეს. მომჩივანი აცხადებდა, რომ ნაფიც მსაჯულთა
სასამართლო პროცესი არ იყო სამართლიანი.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანს არ ჰქონდა საკმარისი დრო და
შესაძლებლობები, რაც მას საშუალებას მისცემდა ეფექტიანად განეხორციელებინა დაცვა.
შესაბამისად, დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 (b) პუნქტები. ევროპულმა
სასამართლომ აგრეთვე დაასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და
მე-3 (დ) ქვეპუნქტის დარღვევას იმის გამო, რომ მოსამართლემ უარყო დაცვის მოწმეების
სიის მიღება.
გარდა ამისა, ევროპული სასამართლოს აზრით, იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის
საქმე განიხილებოდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ, არსებითად და დაცვის
მტკიცებულებების გარეშე, მომჩივნის პრეტენზიები პროცედურულ საკითხებთან
დაკავშირებით, იმსახურებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის
სრულფასოვან განხილვას და ამომწურავ და დეტალურ დასაბუთებას. ამგვარი
დასაბუთების არარსებობის პირობებში ევროპული სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე,
რომ
დაირღვა
კონვენციის
მე-6
მუხლის
1-ლი
პუნქტი
დასაბუთებული
გადაწყვეტილებების გამოტანის ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე.
სასამართლოს მიერ მომჩივნისთვის მინიჭებული სამართლიანი დაკმაყოფილების თანხა
(5 200 ევრო) მთავრობის მიერ ანგარიშის განხილვის მომენტისთვის სრულად იქნა
გადახდილი.
2.1.8.5. მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №54217/16, 2021 წლის
16 ნოემბრის გადაწყვეტილება
2021 წლის 16 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ - გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
საქმე ეხება 4 მომჩივნის - თეიმურაზ მიქელაძის, ოთარ მიქელაძის, მალხაზ ბერიძისა და
გოჩა ბერიძის დაკავებას 2014 წლის 22 ოქტომბერს ადგილობრივი მუსლიმური თემის
შეკრებაზე. მუსლიმი მოსახლეობის მტკიცებით, უძველესი მეჩეთის ბიბლიოთეკად
გადაქცევის
გასაპროტესტებლად.
საჩივარი
ეხება
პოლიციის
მიერ
მომჩივნების
დაკავებისა და პატიმრობის დროს მათ მიმართ სავარაუდოდ გადამეტებული ძალის
გამოყენებასა და დისკრიმინაციულ მოპყრობას.
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა)
არსებითი ნაწილის დარღვევა მხოლოდ პირველ მომჩივანთან მიმართებით. სასამართლომ
აღნიშნა, რომ დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ გაეცა იმ გარემოებას, თუ საიდან მიიღო
პირველმა მომჩივანმა დაზიანებები და რომ მის მიმართ გამოყენებული ძალა იყო
კანონიერი და აუცილებელი.
მე-3 მუხლის პროცედურული (ე.ი. გამოძიების ვალდებულება) ნაწილის დარღვევა
დადგინდა როგორც დამოუკიდებლად, ისე მე-14 მუხლთან ერთობლიობაში ყველა
მომჩივანთან მიმართებით. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ ხაზი გაუსვა გამოძიების
გაჭიანურებას (მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს ორი პირი მიეცა პასუხისგებაში). გარდა
ამისა, ევროპული სასამართლოს განმარტებით, პოლიციელების მიმართ მიმდინარე
გამოძიების ფარგლებში არ იყო გამოკვეთილი დისკრიმინაციული მოტივი (რელიგიური
ნიშნით) როგორც დამამძიმებელი გარემოება.
სასამართლომ პირველ მომჩივანს მიაკუთვნა 3 900 ევროს ოდენობით კომპენსაცია, ხოლო
დანარჩენ სამ მომჩივანს თითოეულს 1 800 ევროს ოდენობის კომპენსაცია მორალური
ზიანისათვის.
სასამართლოს
მიერ
მომჩივნებისთვის
მინიჭებული
სამართლიანი
დაკმაყოფილების თანხა მთავრობის მიერ ანგარიშის განხილვის მომენტისთვის სრულად
იქნა გადახდილი.
2.1.8.6.
,,ქალთა
ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს
წინააღმდეგ“, საჩივრები №73204/13 და №74959/13, 2021 წლის 16 დეკემბრის
გადაწყვეტილება
2021
წლის
16
დეკემბერს
ადამიანის
უფლებათა
ევროპულმა
სასამართლომ
გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე – ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და
სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და დაადგინა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა)
მუხლების დარღვევა დაადგინა.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება 2 არასამთავრობო ორგანიზაციისა
და 35 პირის მიერ წარდგენილ საჩივარს, რომელიც ეხება 2013 წლის 17 მაისის მშვიდობიან
დემონსტრაციაზე განხორციელებულ თავდასხმებს. საქმის გარემოებების თანახმად, ვერ
იქნა უზრუნველყოფილი შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რათა დაცული ყოფილიყო
მომჩივანთა უფლება - კანონის ფარგლებში მშვიდობიანი დემონსტრაციის ფორმით
აღენიშნათ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ
არ ჩატარდა ეფექტიანი გამოძიება ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჯგუფების მხრიდან
მომჩივნების მიმართ გამოხატული აგრესიის ფაქტებზე.
ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს ჯამში დააკისრა 193 500 ევროს გადახდა
მომჩივნების
სასარგებლოდ.
სასამართლოს
სამართლიანი
დაკმაყოფილების
თანხა
მიერ
მომჩივნებისთვის
მთავრობის
მიერ
მინიჭებული
ანგარიშის
განხილვის
მომენტისთვის სრულად იქნა გადახდილი.
სახალხო დამცველის ალტერნატიულ ანგარიშში აღნიშნული ჯგუფის საქმეებთან
დაკავშირებით მოცემულია შემდეგი რეკომენდაციები:
შემუშავდეს საკანონმდებლო პაკეტი სექსუალური ძალადობის კანონმდებლობის
საერთაშორისო სტანდარტებთან მისასადაგებლად;
საკანონმდებლო
დონეზე
დარეგულირდეს/კრიმინალიზებული
გახდეს
ეკონომიკური ძალადობა, როგორც ქალის მიმართ და ოჯახში ძალადობის ერთერთი
ფორმა;
„იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლში შევიდეს
ცვლილება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება სისხლის სამართლის საქმის
წარმოების ნებისმიერ სტადიაზე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში
ძალადობის (ოჯახური დანაშაულის) სრულწლოვანი დაზარალებულისათვის
უფასო
იურიდიული
დახმარება,
მიუხედავად
მსხვერპლის
გადახდისუნარიანობისა, თუ მან ზოგადი წესით არ აირჩია ადვოკატი;
დამტკიცდეს ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის,
მათი
დაცვის,
დახმარებისა
და
რეაბილიტაციის
ეროვნული
რეფერირების
პროცედურების დოკუმენტი (ეროვნული რეფერალური მექანიზმი);
შემუშავდეს ძალადობრივი ქცევის კორექციის პროგრამები იმ მოძალადეებისთვის,
რომელთა მიმართაც გამოცემულია დამცავი ორდერი, ხოლო სავალდებულო
გახდეს მსჯავრდებულებისთვის;
შემუშავდეს და საჯაროდ მისაწვდომი გახდეს ანგარიში საქართველოს შინაგან
საქმეთა
სამინისტროში
დასაქმებული
მოწმისა
და
დაზარალებულის
კოორდინატორების მუშაობის ეფექტიანობის თაობაზე;
შემუშავდეს
და
საჯაროდ
მისაწვდომი
გახდეს
ანგარიში
გენერალურ
პროკურატურაში დასაქმებული მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების
მუშაობის ეფექტიანობის თაობაზე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
მთავრობის 2020 და 2021 წლების ანგარიშები აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებით არ
შეიცავს ინფორმაციას გატარებული ზოგადი ღონისძიებების შესახებ, რადგან ამ
გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საპარლამენტო ანგარიშის წარდგენის დროისთვის
არ იყო დამდგარი მინისტრთა კომიტეტისთვის სამოქმედო გეგმების წარდგენის ვადა9.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას
მითითებულ საქმეებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმისა და განხორციელებული
ინდივიდუალური და ზოგადი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ასახოს საქართველოს
პარლამენტისთვის წარსადგენ 2022 წლის ანგარიშში.
იმავდროულად,
კომიტეტი
საქმეზე
„თხელიძე
საქართველოს
წინააღმდეგ“
განსახორცილებელი ზოგადი ღონისძიებების კუთხით, დადებითად აფასებს 2022 წლის
21 ივნისს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ
ცვლილებებს, რომლითაც ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის
სამართლის საქმეებზე, გადახდისუუნარო დაზარალებულს მიენიჭა უფასო იურიდიული
დახმარებით
სარგებლობის
შესაძლებლობა.
ამავე
კანონპროექტით
განისაზღვრა
შემთხვევები, როდესაც მიუხედავად გადახდისუუნარობის ფორმალური სტატუსის
არარსებობისა,
ქალთა
მიმართ
ძალადობისა
და
ოჯახში
ძალადობის
საქმეზე
დაზარალებულს ექნება უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის შესაძლებლობა,
თუ მისი მხრიდან მოხდება ქონების ან/და შემოსავლის ფაქტობრივად არქონის
დადასტურება.
9
საქართველოს პარლამენტისთვის ანგარიშების წარდგენის დროისთვის არ იყო დამდგარი
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის სამოქმედო გეგმების წარდგენის ვადა, თუმცა
საკომიტეტო განხილვისას მომხსნებელმა განაცხადა, რომ შესაბამისი ინფორმაცია დადგენილ
ვადებში წარედგინა მინისტრთა კომიტეტს.
2.2. განჩინებები
2.2.1. „ცინცაბაძის ჯგუფის“ განჩინებები
2.2.1.1. ბაღაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №5168/06, 2014 წლის 18 მარტის
განჩინება
აღნიშნულ საქმეში მთავრობამ წარდგენილი დეკლარაციით აღიარა კონვენციის მე-2
მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა, იმის გათვალისწინებით, რომ არ იქნა
უზრუნველყოფილი ეფექტიანი გამოძიების ჩატარება მომჩივნის შვილის მიმართ ძალის
გადამეტების ფაქტზე. ამასთანავე, მთავრობამ აიღო ვალდებულება, ჩაეტარებინა
ეფექტიანი გამოძიება ზვიად ბაღაშვილის მიმართ ძალის გადამეტების ფაქტზე და
მომჩივნისთვის გადაეხადა 10 000 ევრო. მომჩივანი დაეთანხმა მთავრობის დეკლარაციას,
რის საფუძველზეც ევროპულმა სასამართლომ საქმე მიიჩნია მორიგებად და ამორიცხა
განსახილველ
საქმეთა
სიიდან.
შეთანხმებით
განსაზღვრული
თანხა
მთავრობამ
გადაიხადა დადგენილ ვადაში.
ევროპული სასამართლოს განჩინების საფუძველზე ზვიად ბაღაშვილის მიმართ ძალის
სავარაუდოდ გადამეტების ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე გაუქმდა
დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების შეწყვეტის შესახებ და
განახლდა გამოძიება, რის შედეგადაც ჩატარდა ხელახალი გამოძიება.
გამოძიების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია და მტკიცებულებები შეფასდა სრულად
და ობიექტურად. გამოძიება იკვლევდა ნ. ა.-ს მიერ ზვიად ბაღაშვილის მიმართ ადგილი
ჰქონდა თუ არა განზრახ მკვლელობას და სამსახურებრივი უფლებამოსილების
გადამეტებას.
მომჩივნის ინტერესების დამცველი ადვოკატის აქტიური ჩართულობით დაიგეგმა და
ჩატარდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება. კერძოდ, 2019 წლის 25 ივლისს დამატებით
გამოიკითხა დ. ნ., თ.ბ., თ.თ., ნ.თ. და ზ.დ. გამოკითხვისას მოწმეებმა განმარტეს, რომ
მომხდარი ფაქტის შემდგომ გასულია დაახლოებით 20 წელი, რის გამოც მათთვის ძნელია
ყველა დეტალის გახსენება, თუმცა მათ გამოძიებას დამატებით მიაწოდეს მათთვის
ცნობილი ინფორმაცია/დაადასტურეს გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, საქმის
ფაქტობრივ გარემოებებზე.
ანგარიშის თანახმად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული
ობიექტური მტკიცებულებები, რომლებიც შესაბამისი სტანდარტით დაადასტურებდა ნ.
ა.-ს მიერ დანაშაულის ჩადენას. შესაბამისად, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების
სამართლებრივი ანალიზის შემდგომ მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
2.2.1.2. კიზირია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №4728/08, 2014 წლის 11 მარტის
განჩინება
აღნიშნულ საქმე შეეხებოდა მომჩივანის შვილის მკვლელობას სამართალდამცავი
ორგანოს წარმომადგენლების მიერ და ამ ფაქტის არაეფექტიან გამოძიებას. საქმის
სრულყოფილი შესწავლის შედეგად, 2013 წლის 25 ოქტომბერს მთავრობამ აცნობა
სასამართლოს, რომ სურდა საქმის მორიგებით დასრულება. მთავრობამ ევროპულ
სასამართლოში წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე, აღიარა კონვენციის მე-2
მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა. მთავრობამ იკისრა ვალდებულება,
განახორციელოს ეფექტიანი გამოძიება ბუთხუზ კიზირიას მიმართ ძალის გადამეტების
ფაქტზე და გადაიხადოს 10 000 ევრო. მომჩივანი დაეთანხმა მთავრობის მიერ
შეთავაზებულ პირობებს, რის საფუძველზეც ევროპულმა სასამართლომ ამორიცხა საქმე
განსახილველ საქმეთა სიიდან. თანხა მომჩივანს ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ
ვადაში.
აღნიშნულ საქმეზე ჩატარდა ხელახალი გამოძიება, რის თაობაზეც ეტაპობრივად
მიეწოდება ინფორმაცია მომჩივანს. 2017-2018 წლებში გამოიკითხა მრავალი პირი საქმის
გარემოებების თაობაზე და ჩატარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. მიუხედავად
საქმეში არსებული სირთულეებისა, გამოძიება ცდილობს მოიძიოს საჭირო ინფორმაცია,
რის გამოც მოხდა ყველა იმ პირის დაკითხვა/გამოკითხვა, რომელსაც შესაძლოა შეხება
ჰქონოდათ მომხდარ ინციდენტთან.
მიუხედავად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა, ამ ეტაპზე, საქმეზე ვერ იქნა
მოპოვებული
ობიექტური
მტკიცებულებები
კონკრეტულ
პირთა
ბრალეულობის
დასამტკიცებლად. საქმეზე გრძელდება გამოძიება.
2.2.1.3. მზექალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №8177/12, 2015 წლის 10
თებერვლის განჩინება
განსახილველ საქმეზე მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული
ნაწილის დარღვევა და აიღო კომპენსაციის (4 500 ევროს) გადახდისა და ეფექტიანი
გამოძიების
ჩატარების
ვალდებულება.
მომჩივანი
დაეთანხმა
მთავრობის
მიერ
შეთავაზებულ პირობებს. შესაბამისად, საქმე მიჩნეულ იქნა მორიგებად და ევროპული
სასამართლოს მიერ ამოირიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. საკომპენსაციო თანხა
მთავრობამ გადაიხადა დადგენილ ვადაში.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე, გამოძიება განახლდა 2015 წლის 30 მარტს.
გამოძიების პროცესში დაიკითხა ყველა ის პირი, ვისაც რაიმე ფორმით შემხებლობა
ჰქონდა მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან, ასევე გამოვლენილი და დაკითხული
იქნენ სხვა პირებიც. თუმცა, ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული ობიექტური
მტკიცებულებები, რომლებიც შესაბამისი სტანდარტით დაადასტურებდა კონკრეტულ
პირთა ბრალეულობას და მისცემდა გამოძიებას მ. მზექალიშვილის მიერ დასახელებულ
პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სამართლებრივ საფუძველს.
2.2.1.4. მოლაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №39726/04, 2014 წლის 30
სექტემბრის განჩინება
საქმე შეეხება კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის
საჩივარს წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. საქმის
მასალების სრულყოფილად შესწავლის შედეგად მთავრობამ ევროპულ სასამართლოს
წარუდგინა დეკლარაცია, რომლის მიხედვით აღიარა, რომ აღნიშნულ საქმეში დაირღვა
ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
და მე-3 და მე-4 პუნქტებით, მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, ასევე, მე-3
პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-14 მუხლით გათვალისწინებული
უფლებები. მთავრობამ აიღო ვალდებულება, ეფექტიანად გამოიძიოს მომჩივნის
არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივარი, ევროპული სასამართლოს მიერ
დადგენილი პრინციპების შესაბამისად. მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა, გადაეხადა
მომჩივნისათვის 20 000 ევრო ნებისმიერი მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე,
ხარჯებისა ასანაზღაურებლად, რაც გადახდილია დადგენილ ვადაში. რაც შეეხება სსსკ-ის
310-ე მუხლის საფუძველზე საქმის გადასინჯვას, მომჩივანს ან მის უფლებამონაცვლეს
არ მიუმართავთ ეროვნული სასამართლოებისთვის საქმის გადასინჯვის მოთხოვნით
დადგენილ ვადაში.
2014
წლის
31
ოქტომბერს
გამოძიება
დაიწყო
სულხან
მოლაშვილის
მიმართ
სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობის გამოყენებით
უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. საქმეზე სრულყოფილი, ობიექტური და
მიუკერძოებელი გამოძიების ჩასატარებლად გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები.
გამოძიება შეეცადა მოეძიებინა საჭირო ინფორმაცია, რის გამოც მოხდა ყველა იმ პირის
დაკითხვა/გამოკითხვა, რომელსაც შესაძლოა შეხება ჰქონოდათ სულხან მოლაშვილთან
ანდა
მის
მიმართ
განხორციელებულ
ძალადობრივ
ქმედებებთან.
მიუხედავად
აღნიშნულისა, ამ ეტაპზე, საქმეზე ვერ იქნა მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებები
კონკრეტულ პირთა ბრალეულობის დასამტკიცებლად. საქმის გამოძიების პროცესში
მნიშვნელოვან ხელშემშლელ გარემოებას წარმოადგენს 2016 წლის 29 ივნისს მომჩივნის
გარდაცვალების ფაქტი. აღნიშნულის მიუხედავად, საგამოძიებო უწყება აქტიურად
აგრძელებს გამოძიებას. 2018-2019 წლებში დაიკითხა არაერთი მოწმე.
რაც შეეხება მომჩივნისთვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების საკითხს, საქართველოს
მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის
გამოძიების დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, 2016 წლის ნოემბერში სულხან
მოლაშვილის ოჯახს დაუბრუნდა სოფელ წავკისში მდებარე უკანონოდ ჩამორთმეული
აგარაკი.
2.2.1.5. კოპაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №58228/09, 2015 წლის 10 მარტის
განჩინება
მომჩივნის მიერ წარდგენილი საჩივარი ეხებოდა მის მიმართ სასჯელაღსრულების №15
(ყოფილი №7) დაწესებულებაში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტსა და ამ
ფაქტის არასათანადო გამოძიებას. მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის
პროცედურული ნაწილის დარღვევა და აიღო კომპენსაციის (3500 ევროს) გადახდისა და
ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება. მომჩივანი დაეთანხმა მთავრობის მიერ
შეთავაზებულ მორიგების პირობებს. შესაბამისად, საქმე მიჩნეულ იქნა მორიგებად და
ევროპული სასამართლოს მიერ ამოირიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. კომპენსაციის
თანხა მომჩივანს ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. ამ დროისთვის,
მომჩივანი აღარ იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
2015 წლის 21 მაისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო ახალი გამოძიება
განსახილველ საქმეზე და ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიების
პროცესში დაიკითხნენ ის პატიმრები, რომლებიც იმყოფებოდნენ მომჩივანთან ერთად
განსახილველი ფაქტების დროს და რომლებმაც დაადასტურეს მომჩივნისა და სხვა
პატიმრების არასათანადო მოპყრობის ფაქტი.
ანგარიშის თანახმად, ამ ეტაპზე მთლიანობაში გამოკითხული/დაკითხულია რამდენიმე
ათეული მოწმე, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დაწესებულების ის თანამშრომლები,
რომლებსაც მომჩივანი ამხელს ძალადობაში, ცალსახად უარყოფენ მსჯავრდებულების
ცემის ფაქტს და აღნიშნავენ, რომ თავად გახდნენ პატიმრების მხრიდან თავდასხმის
მსხვერპლნი
და
არიან
დაზარალებულები,
რაზედაც
არსებობს
სასამართლოს
გამამტყუნებელი ორი ინსტანციის განაჩენი.
გამოძიებას აბრკოლებს ის გარემოება, რომ 2009 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში
სასჯელაღსრულების №15 დაწესებულებაში განთავსებული იყო ე.წ. ბარაკული ტიპის
საცხოვრებლები, სადაც მსჯავრდებულები მათი სურვილისამებრ დაახლოებით 6-8
პირისგან შემდგარ ჯგუფებად ცხოვრობდნენ, რომლებიც ხშირად იშლებოდნენ და
ნაწილდებოდნენ ახლად შექმნილ სხვადასხვა ჯგუფში, რის აღრიცხვასაც მაშინდელი
ციხის ადმინისტრაცია არ აწარმოებდა. შესაბამისად, ოფიციალურად ვერ დადგინდა იმ
მსჯავრდებულთა ვინაობა, რომლებიც 2009 წლის 3 მარტს მომჩივანთან ერთად ბარაკში
ცხოვრობდნენ. გამოძიებამ შეძლო, მხოლოდ ერთი მსჯავრდებულის (გ. ჯ.) დადგენა,
რომელიც განსახილველი ფაქტის უშუალო შემსწრე და თვითმხილველი იყო, მაგრამ
აღნიშნული პიროვნება გარდაცვლილია.
საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ვერ იქნა მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებები,
რომლებიც
შესაბამისი
სტანდარტით
დაადასტურებდა
კონკრეტულ
პირთა
ბრალეულობას და მისცემდა გამოძიებას ე. კოპაძის მიერ დასახელებულ პირთა მიმართ
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სამართლებრივ საფუძველს.
2.2.1.6. ლანჩავა საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №28103/11, 2015 წლის 23 ივნისის
განჩინება
მომჩივნის მიერ ევროპულ სასამართლოში 2011 წლის 13 აპრილს წარდგენილი საჩივარი
ეხებოდა ქუთაისის №2 დაწესებულებაში 2009 წლის 6 ივლისს მომხდარი ინციდენტის
დროს მომჩივნის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს
და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას მის წინააღმდეგ სისხლის
სამართლის საქმის წარმოებისას.
2015 წლის 13 მარტით დათარიღებული წერილით მთავრობამ შეატყობინა სასამართლოს,
რომ სურდათ ცალმხრივი დეკლარაციის წარდგენა, რომლის თანახმად, მთავრობამ
აღიარა,
რომ
მომჩივნის
მიმართ
ადგილი
ჰქონდა
კონვენციის
მე-3
მუხლის
პროცედურული ნაწილის დარღვევას, ასევე, ხარვეზებს 2009 წლის 6 ივლისს ქუთაისის
№2 საპყრობილეში მომჩივნის მიმართ არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიების
მსვლელობისას.
მთავრობამ აღიარა, რომ დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი და მე-3
პუნქტის „c“ ქვეპუნქტი სასამართლო პროცესზე მომჩივნის დასწრების გაუმართლებელი
შეზღუდვით, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ ხარვეზს მთლიანად პროცესი არ გაუხდია
არასამართლიანი.
საქმის
ფაქტობრივი
და
სამართლებრივი
გარემოებების
გათვალისწინებით, მთავრობამ ვალდებულება აიღო, რომ უზრუნველეყო გამოძიების
ჩატარება ქუთაისის №2 საპყრობილეში 2009 წლის 6 ივლისს მომხდარი ინციდენტის
დროს მომჩივნის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით და
მომჩივნისათვის გადაეხადა 4500 ევრო. მომჩივანს კომპენსაციის თანხა (4 500 ევრო)
ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, 2015 წლის 8 სექტემბერს.
2016 წლის 15 აპრილს საქმეზე განახლდა გამოძიება და საქმე გამოსაძიებლად გადაეცა
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, რომლის ფარგლებში,
საგამოძიებო ორგანოებმა შეაგროვეს ყველა საჭირო მასალა და მოწმის სახით გამოკითხეს
საქმისთვის მნიშვნელობის მქონე პირები. საგამოძიებო ორგანომ ერთ-ერთი მოწმის
დაკითხვის მიზნით გერმანიის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებში გაგზავნა
შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების თაობაზე, თუმცა მასალებით ირკვევა, რომ
მოწმემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. გამოძიებას აბრკოლებს რიგი ობიექტური
გარემოებები, კერძოდ, მოწმის სახით გამოკითხულთა უმრავლესობა წარსულში
წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულ პირებს
(მათი ნაწილი ამჟამადაც სასჯელს იხდის), რის გამოც ისინი არ თანამშრომლობენ
გამოძიებასთან. თავად მომჩივანმა ლაშა ლანჩავამ (რომელიც არის კრიმინალური
სამყაროს მიმდევარი) უარი განაცხადა დაკითხვასა და ინფორმაციის მოწოდებაზე.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს „ცინცაბაძის ჯგუფის“ განჩინებებზე ხელისუფლების
მიერ განხორციელებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს. კომიტეტი იზიარებს იმ
რეკომენდაციებს, რომლებიც გაიცა მინისტრთა კომიტეტის მიერ 2020 წლის 1-3
დეკემბრის N1390 და 2022 წლის 8-9 მარტის N1428 სხდომებზე „ცინცაბაძის ჯგუფის“
გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. იმავდროულად, კომიტეტი გასცემს შემდეგ
რეკომენდაციებს:
საქართველოს
პროკურატურამ,
ზემოაღნიშნული
განჩინებების
დროული
აღსრულების მიზნით, უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიების მაქსიმალურად
მოკლე ვადებში ჩატარება.
საქართველოს მთავრობამ პარლამენტისთვის წარსადგენ 2022 წლის ანგარიშში,
„ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია,
გამოძიების ინტერესებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა მხედველობაში
მიღებით, წარადგინოს მეტად დეტალიზებული სახით, რომელშიც საანგარიშო
პერიოდში
ახალი გარემოებების არსებობისას, საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედებების ჩატარების ფაქტთან ერთად ასევე აისახება ინფორმაცია ამ
მოქმედებების სახეებისა და თარიღების შესახებ. ამასთანავე, ანგარიშში მკაფიოდ
გამოიკვეთოს წინა წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განხორციელებული
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
2.2.2. 2009 წლის 6 მაისის აქციის საქმეები
2009 წლის 6 მაისის საღამოს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ
იმართებოდა სპონტანური საპროტესტო აქცია, სადაც ასობით ადამიანი იმყოფებოდა, მათ
შორის, მომჩივნები − ბატონი ზვიად ძიძიგური, ბატონი დავით ჩანტლაძე და ბატონი
ბესარიონ ბოჭორიშვილი. სიტუაცია დაიძაბა, როდესაც ერთ-ერთი მონაწილე პოლიციის
შენობის
ღობეზე
გადაძვრა
და
პასუხად
სამართალდამცველებმა,
რომლებიც
მობილიზებული იყვნენ ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს ტერიტორიის
დასაცავად, ბუნტის ჩასახშობი იარაღის გამოყენება დაიწყეს აქციის მონაწილეთა
წინააღმდეგ.
შედეგად,
მრავალმა
მომიტინგემ,
მათ
შორის,
ზემოხსენებულმა
მომჩივნებმა, სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. აღნიშნულ ფაქტებზე
2009 წლის 7 მაისს და 2009 წლის 9 ივნისს (ბესარიონ ბოჭორიშვილის მიმართ პოლიციის
თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე) გამოძიება დაიწყო,
თუმცა, მას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.
მომჩივანთა მიერ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი საჩივრები ეხებოდა ამ
უკანასკნელთა განცხადებებს, რომ მათ მიმართ დაირღვა კონვენციით გარანტირებული
უფლებები. კერძოდ, ბატონი ბოჭორიშვილი აცხადებდა, რომ მის მიმართ დაირღვა
კონვენციის მე-3 მუხლი, ხოლო ბატონი ძიძიგურისა და ბატონი ჩანტლაძის განცხადებით,
მათ მიმართ დაირღვა კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლები.
2.2.2.1. ჩანტლაძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №60864/10, 2015 წლის 30 ივნისის
განჩინება
აღნიშნულ საქმეში მთავრობამ ცალმხრივი დეკლარაციის წარდგენით აღიარა კონვენციის
მე-3 და მე-11 მუხლების დარღვევა და აიღო ვალდებულება, ეფექტიანად გამოეძიებინა
მომჩივნის საქმე და მისთვის მორალური ან მატერიალური ზიანის, ასევე, ყველა ხარჯისა
და დანახარჯის ასანაზღაურებლად გადაეხადა 6 000 ევრო. მომჩივანი დაეთანხმა
დეკლარაციის პირობებს, რის გამოც საქმე მიჩნეულ იქნა მორიგებად და ევროპულმა
სასამართლომ ამოირიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. მომჩივანს თანხა ჩაერიცხა
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
2.2.2.2. ძიძიგური საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №60814/10, 2015 წლის 30 ივნისის
განჩინება
აღნიშნულ საქმეში მომჩივანმა და მთავრობამ შეატყობინეს სასამართლოს მხარეთა შორის
მიღწეული მორიგების შესახებ. ამ მიზნით მათ სასამართლოს წარუდგინეს ორმხრივად
ხელმოწერილი დეკლარაცია, რომელიც მორიგების კონკრეტულ პირობებს შეიცავდა.
კერძოდ, მომჩივანმა უარი თქვა ყველა პრეტენზიაზე მოპასუხე მთავრობის მიმართ
კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლებით გარანტირებული უფლებების დარღვევასთან
დაკავშირებით. დარღვევების გამოსასწორებლად მთავრობამ 2009 წლის 6 მაისის
ინციდენტის
გამოძიების
ვალდებულება
აიღო
ევროპული
სასამართლოს
მიერ
დადგენილი პრინციპების სრული დაცვით. ამასთან, მთავრობამ მომჩივანს გადაუხადა
300 ევრო ადვოკატის მომსახურებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების სახით.
შესაბამისად, საქმე მიჩნეულ იქნა მორიგებად და ევროპული სასამართლოს მიერ 2015
წლის 30 ივნისს ამოირიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
2.2.2.3. ბოჭორიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №652/10, 2015 წლის 30
ივნისის განჩინება
აღნიშნულ საქმეში მთავრობამ აღიარა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა,
2009 წლის 6 მაისს მომჩივნისთვის მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით საქმის
არაეფექტიანი გამოძიების გამო და აიღო ვალდებულება მომჩივნისთვის 3 500 ევროს
გადახდისა და სისხლის სამართლის საქმის სრულყოფილად გამოძიების თაობაზე.
ევროპულმა
სასამართლომ
გაითვალისწინა
მთავრობის
ცალმხრივ
დეკლარაციაში
მითითებული აღიარებები, ასევე, შეთავაზებული კომპენსაციის თანხის ოდენობა და
საჩივარი
ამორიცხა
განსახილველ
საქმეთა
სიიდან.
მომჩივანს
დეკლარაციით
განსაზღვრული თანხა ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
ხელახალი გამოძიება 2009 წლის 6 მაისის აქციის საქმეებზე
აღნიშნულ საქმეებზე ევროპული სასამართლოს მიერ განჩინებების გამოტანის შემდეგ
აქციის დროს პოლიციელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო
გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 2016 წლის 15 აპრილს გამოსაძიებლად
გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. განახლებული
გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
გამოძიების მსვლელობას აბრკოლებს რამდენიმე ობიექტური გარემოება, კერძოდ იმის
გამო, რომ არალეტალური იარაღის მსროლელები იმყოფებოდნენ შსს ქ. თბილისის
მთავარი სამმართველოს ეზოს უკანა ნაწილში, აქციის მონაწილეების მხრიდან ვერ
ხერხდება მათი იდენტიფიცირება, ასევე არ არსებობს მსროლელების ფოტო ან ვიდეო
მასალა.
2018 წლის თებერვლიდან 2018 წლის აგვისტოს პერიოდში გამოიკითხნენ 2009 წლის 6
მაისის მდგომარეობით შსს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს
თბილისის
განსაკუთრებულ
დავალებათა
სამმართველოს
თანამშრომლები,
მთლიანობაში 27 მოწმე. გამოკითხულთაგან მცირე ნაწილმა დაადასტურა 2009 წლის 6
მაისს შსს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტი, მაგრამ
კატეგორიულად უარყო მომიტინგეებთან დაპირისპირებაში და მათთვის დაზიანებების
მიყენებაში მონაწილეობა.
გამოძიების
პროცესში
შინაგან
საქმეთა
სამინისტროდან
მოპოვებული
იქნა
განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს შეიარაღების განყოფილების
ჟურნალი, რომელშიც აღრიცხულია იარაღისა და აღჭურვილობის გაცემისა და მიღების
შესახებ ინფორმაცია. მიღებული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, თუ ვისზე იყო
გაცემული სპეციალური აღჭურვილობა, როგორიცაა სპეცთოფები და გაზისა და რეზინის
ტყვიების სასროლი თოფები.
გარდა
აღნიშნულისა,
განხორციელდა
ზემოხსენებული
თანამშრომლების
იდენტიფიცირება და საგამოძიებო უწყებაში დაბარება. გამოკითხული იქნენ 2009 წლის
მაისის თვის მდგომარეობით შსს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს
განსაკუთრებულ დავალებათა I სამმართველოს სწრაფი რეაგირების მოიერიშე II ასეულის
III ოცეული მებრძოლი (მეტყვიამფრქვევე) ა. ბ. (12.09.2019); შსს განსაკუთრებულ
დავალებათა
მთავარი
სამმართველოს
"ბრავო"
(12.09.2019);
შსს
სამმართველოს
თბილისის
განყოფილების
III
განსაკუთრებულ
განსაკუთრებულ
ქვეგანყოფილების
დავალებათა
დავალებათა
ინსპექტორი
მთავარი
ბ.
ც.
სამმართველოს
განსაკუთრებულ დავალებათა I სამმართველოს სწრაფი რეაგირების მოიერიშე II ასეულის
III ოცეულის ათეულის მეთაურის მოადგილე გ. მ. (12.09.2019); შსს განსაკუთრებულ
დავალებათა მთავარი სამმართველოს ქ. თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა
სამმართველოს "ბრავო" განყოფილების II ქვეგანყოფილების უმცროსი ინსპექტორი ზ. ჯ.
(13.09.2019) და შსს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს თბილისის
განსაკუთრებულ
დავალებათა
სამმართველოს
"დელტა"
განყოფილების
II
ქვეგანყოფილების უფროსი ი.მ. (13.09.2019).
გამოკითხვის შედეგად ზემოაღნიშნულმა პირებმა უარყვეს 2009 წლის 6 მაისს შსს
თბილისის მთავარ სამმართველოსთან მომიტინგეებსა და პოლიციის თანამშრომლებს
შორის მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღება.
გამოძიების ფარგლებში საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების მიზნით
დამატებით დაიგეგმა ამჟამად მსჯავრდებულ - კ.ნ.-სთან სასჯელაღსრულების შესაბამის
დაწესებულებაში ვიზიტი, ამ უკანასკნელის დამატებითი გამოკითხვის მიზნით. 2020
წლის 1 ოქტომბერს, გამომძიებელი შეხვდა კ.ნ.-ს, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი
განაცხადა გამოკითხვაზე და გამოძიების წინაშე არსებულ კითხვებზე პასუხის
გაცემისგან თავი შეიკავა, აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაზე შედგენილ იქნა
შესაბამისი ოქმი.
2021 წლის 3 თებერვალს, მოწმის სახით გამოიკითხა აქციის მონაწილე თ. ა. რა დროსაც
მან დაადასტურა, რომ აქციის დაშლის მიზნით პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან
აქციის მონაწილეთა მიმართულებით განხორციელდა ტყვიებისა და სითხის სროლა. იმ
პირების ამოცნობა, ვინც სროლას ახორციელებდა ან რომელიმე სამართალდამცავი
ორგანოს წარმომადგენლის ამოცნობა, მას არ შეუძლია.
გამოძიების ფარგლებში, 2021 წლის 3 და 4 თებერვალს განხორციელდა საინფორმაციო
ვებ.პორტალ ,,info.mia.ge”-ს და ,,pol.ge”-ს დათვალიერებები, რათა მომხდარიყო აქციის
მონაწილე შესაბამის პირთა იდენტიფიკაცია. აღნიშნულის შედეგად, მოხდა გამოძიების
ხელთ არსებული ინფორმაციის გადამოწმება, კერძოდ განხორციელდა იმ პირთა
იდენტიფიცირების მცდელობა, რომლებმაც აქციის შემდეგ მიმართეს კლინიკებს
სამედიცინო
დახმარების
მიღების
მიზნით.
ვებ
პორტალზე
არსებულ
ბაზებში
ინფორმაციის გადამოწმების შედეგად, მოხდა რამდენიმე პიროვნების გამოკვეთა, თუმცა
ყველა მათგანმა უარყო აქციაში მონაწილეობა.
საქმეზე გრძელდება გამოძიება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ 2009 წლის 6 მაისის აქციის საქმეებზე
მიღებული
განჩინებების
აღსრულების
მიზნით
გატარებულ
ინდივიდუალურ
ღონისძიებებს. ამასთანავე, კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას
ზემოაღნიშნული
განჩინებების
დროული
აღსრულების
მიზნით,
უზრუნველყოს
ეფექტიანი გამოძიების მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩატარება.
2.2.3. 2009 წლის 15 ივნისის აქციის საქმეები
2009 წლის 15 ივნისის დილას ოპოზიციური ჯგუფის წევრები და მხარდამჭერები
შეიკრიბნენ
თბილისის
პოლიციის
მთავარი
სამმართველოს
შენობასთან,
რათა
გაეპროტესტებინათ ოპოზიციის აქტივისტების დაპატიმრება, რომელიც რამდენიმე დღით
ადრე მოხდა. პოლიციამ ძალისმიერი მეთოდებით დაშალა აქციის მონაწილეები.
2.2.3.1. შპს სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №22318/10,
2015 წლის 30 ივნისის განჩინება
საქმის გარემოებების თანახმად, მეორე (თეონა ლალიაშვილი), მესამე (შოთა კაპანაძე) და
მეოთხე (ნესტან ინასარიძე) მომჩივნებს უნდა გაეშუქებინათ 2009 წლის 15 ივნისის
დემონსტრაცია. თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ დემონსტრაციის
დაწყებისთანავე მომჩივნები გახდნენ მოწმეები, თუ როგორ დაიწყო პოლიციამ
დემონსტრანტების დევნა და განურჩევლად მათი ცემა ხელკეტებითა და ჯოხებით. მას
შემდეგ, რაც მესამე (შოთა კაპანაძე) და მეოთხე (ნესტან ინასარიძე) მომჩივნებმა დაიწყეს
ვიდეო და ფოტოგადაღება დემონსტრაციის აღსაწერად, რამდენიმე პოლიციელმა
ცალკეულ ჯგუფებად შემოარტყა მათ ალყა და ძალის გამოყენებით წაართვა კამერები.
რაც შეეხება პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობას, მესამე
მომჩივნის (შოთა კაპანაძე) დაზიანებები არ იყო სერიოზული და მას არ მოუთხოვია
სამედიცინო დახმარება, ხოლო მეოთხე მომჩივანი (ნესტან ინასარიძე) ჰოსპიტალიზებულ
იქნა მარჯვენა ხელის კონტუზიის დიაგნოზით და დაედო თაბაშირი. სამედიცინო
ცნობაში, ასევე, იქნა მითითებული, რომ მას ჰქონდა დაჟეჟილობები ზურგის მიდამოში.
აღნიშნულ საქმეში მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა, მეოთხე
მომჩივნის (ქალბატონი ნ. ინასარიძის) მიმართ მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებებზე
ეფექტიანი გამოძიების არარსებობის გამო, ასევე, კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა,
რაც გულისხმობს მეორე (თეონა ლალიაშვილი), მესამე (შოთა კაპანაძე) და მეოთხე
(ნესტან ინასარიძე) მომჩივნების ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას 2009 წლის 15
ივნისის დემონსტრაციის დროს. დასახელებული დარღვევების საფუძველზე, მთავრობამ
აიღო ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება. ასევე, მატერიალური და
მორალური ზიანის და ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად, მთავრობამ
იკისრა ვალდებულება ქალბატონ თ. ლალიაშვილს და ბატონ შ. კაპანაძეს გადაუხადოს
1500 ევრო, ქალბატონ ნ. ინასარიძეს − 4500 ევრო. მომჩივნები დაეთანხმნენ მთავრობის
მიერ შეთავაზებულ პირობებს და უარი განაცხადეს სხვა მოთხოვნებზე. შესაბამისად,
საქმე მიჩნეულ იქნა, როგორც მორიგებული, და ევროპული სასამართლოს მიერ 2015 წლის
30 ივნისს ამოირიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. მომჩივნებს საკომპენსაციო თანხა
ჩაერიცხათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
2.2.3.2. ბექაური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №312/10, 2015 წლის 15
სექტემბრის განჩინება
მომჩივნებმა 2009 წლის 15 ივნისის დემონსტრაციის დაშლისას პოლიციელების მხრიდან
მიიღეს რამდენიმე ძალისმიერი დარტყმა ხელკეტით ხერხემლის, თავისა და ხელების
არეში. დემონსტრაციის დაშლის შემდეგ რამდენიმე პირი, მათ შორის, 5 მომჩივანი,
დააკავეს და პოლიციის სამმართველოს შენობაში შეიყვანეს. შემდგომ, მომჩივნები
თბილისის საქალაქო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად და,
შედეგად, 3 მათგანს შეუფარდა პატიმრობა 30 დღის ვადით, ხოლო ორ მომჩივანს − ჯარიმა
400 ლარის ოდენობით. მთავრობამ აღიარა მომჩივნების მიმართ კონვენციის მე-3, მე-6 და
მე-11 მუხლების დარღვევა. ამასთან, მთავრობამ აიღო ვალდებულება, ეფექტიანად
გამოეძიებინა
ზემოაღნიშნული
კონკრეტული
ოდენობის
ინციდენტი
კომპენსაციები
და
მომჩივნებისთვის
დარღვევის
სიმძიმიდან
გადაეხადა
გამომდინარე.
შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ საქმე 2015 წლის 15 სექტემბერს ამორიცხა
განსახილველ
საქმეთა
სიიდან.
მომჩივნებს
კომპენსაციის
თანხა
ჩაერიცხათ
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
2.2.3.3. ცაგურია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №65969/09, 2015 წლის 15
სექტემბრის განჩინება
მომჩივანის განცხადებით, მან მიიღო პოლიციელებისგან რამდენიმე ძალისმიერი
დარტყმა ხელკეტით ხერხემლის, თავისა და ხელების არეში. დემონსტრაციის დაშლის
შემდეგ რამდენიმე მონაწილე, სხვებს შორის, მომჩივანი, დააკავეს და პოლიციის
სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს. იგი თბილისის საქალაქო სასამართლომ ცნო
ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და შეუფარდა 30 დღით პატიმრობა.
აღნიშნულ საქმეში მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა 2009 წლის 15
ივნისს ბ-ნი ცაგურიას მიმართ მიყენებულ სხეულის დაზიანებებზე გამოძიების
არაეფექტიანობის გამო. ასევე, მთავრობამ აღიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს №2
იზოლატორში სამედიცინო დახმარების აღმოჩენის და პირადი ჰიგიენის დაცვის
უზრუნველყოფის ნაკლოვანებები; აგრეთვე, კონვენციის მე-6 მუხლის პირველი და მე-3
პუნქტების დარღვევა, რადგან ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მომჩივანს არ
მიეცა ადეკვატური დრო და საშუალება თავის დასაცავად. მთავრობამ აღიარა კონვენციის
მე-11 მუხლის დარღვევა იმის გამო, რომ ადმინისტრაციული სახდელი − 30 დღიანი
პატიმრობა არ იყო პროპორციული სანქცია. შესაბამისად, მთავრობამ აიღო ვალდებულება,
რომ ჩაეტარებინა სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება 2009 წლის 15 ივნისს მომჩივნის
სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე და მისთვის გადაეხადა 3500 ევრო ყველა
მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე, ყველა ხარჯისა და დანახარჯის დასაფარად.
მხარეთა შორის მორიგების გამო, სასამართლომ 2015 წლის 15 სექტემბერს ამოირიცხა
განსახილველ საქმეთა სიიდან ევროპული კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ
ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობას. მომჩივანს საკომპენსაციო
თანხა ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
2.2.3.4. მენაბდე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №4731/10, 2015 წლის 13
ოქტომბრის განჩინება.
მომჩივნის
განცხადებით,
2009
წლის
15
ივნისის
აქციის
დაშლაში
მონაწილე
პოლიციელებმა მას ხერხემლის, თავისა და ხელების არეში ხელკეტებით რამდენჯერმე
დაარტყეს. საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ რამდენიმე მონაწილე, მათ შორის,
მომჩივანი, პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობაში გადაიყვანეს და მოათავსეს
საკანში. თუმცა, თხუთმეტი წუთის შემდეგ იგი გაათავისუფლეს და განუმარტეს, რომ ის
შეცდომით დააკავეს.
აღნიშნულ საქმეში მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის
დარღვევა, 2009 წლის 15 ივნისის დემონსტრაციის მიმდინარეობისას მომჩივნისათვის
სავარაუდოდ
მიყენებული
დაზიანებების
ფაქტთან
დაკავშირებით
გამოძიების
არაეფექტიანობის გამო. აგრეთვე, მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-5 მუხლის პირველი
და მეორე პუნქტების დარღვევა მომჩივნის თავისუფლების აღკვეთის გამო. მთავრობამ
აიღო სწრაფი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება 2009 წლის 15 ივნისის
დემონსტრაციის მიმდინარეობისას მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის
ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, მთავრობამ აიღო ვალდებულება, მომჩივნისთვის
კომპენსაციის, 4500 ევროს გადახდის თაობაზე ყველა მატერიალური და მორალური
ზიანის, ასევე ყველა ხარჯისა და დანახარჯის დასაფარად. ამდენად, 2015 წლის 13
ოქტომბერს, საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან ევროპული კონვენციის
37-ე
მუხლის
საფუძველზე,
რაც
არ
ექვემდებარება
მინისტრთა
კომიტეტის
ზედამხედველობას. მომჩივანს საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა სასამართლოს მიერ
დადგენილ ვადაში.
გამოძიება 2009 წლის 15 ივნისის აქციის საქმეებზე
ანგარიშში მითითებულია, რომ 2009 წლის 26 ივნისიდან განსახილველ საქმეზე
გამოძიებას აწარმოებდა შსს მთავარი სამმართველო. საქმის მასალების მიხედვით, 20092012 წლებში სისხლის სამართლის №010098141 საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები
ფაქტობრივად არ ჩატარებულა. 2013 წელს გამოძიების ფარგლებში დაიკითხა არაერთი
მოწმე, მათ შორის, ზემოხსენებულ მომჩივანთა უმეტესობა.
2015
წლის
3
მარტს,
სისხლის
სამართლის
საქმე
შსს
თბილისის
მთავარი
სამმართველოდან გამოსაძიებლად გადაეცა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო
ნაწილს. თბილისის პროკურატურის მიერ საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო
მოქმედებები: კერძოდ, დაიკითხა ზოგიერთი მომჩივანი, სხვადასხვა სახელმწიფო
დაწესებულებიდან
გამოთხოვილ
იქნა
შესაბამისი
ინფორმაცია
და
სამედიცინო
დოკუმენტაციაზე დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა.
2018 წლის 15 თებერვალს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნა შუამდგომლობა
სისხლის სამართლის №010098141 საქმეზე სამართლებრივი დახმარების გაწევის
თაობაზე. კერძოდ, მედია კომპანია „ტომპსონ როიტერსიდან“ გამოთხოვილ იქნა 2009
წლის 15 ივნისის აქციის დაშლის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა.
საქმეზე მიმდინარე გამოძიების პირობებში გამოიკვეთა ობიექტური ხელისშემშლელი
გარემოებები, რომლებიც აფერხებს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას.
კერძოდ,
აქციის
დაშლისას
სამართალდამცავებმა
მასმედიის
წარმომადგენლების
ძირითად ნაწილს ჩამოართვეს აპარატურა და წაშალეს მათ მიერ გადაღებული მასალა.
შესაბამისად, მწირი ფოტო-ვიდეო მასალის არსებობის პირობებში გართულდა იმ
სამართალდამცავების იდენტიფიცირების პროცესი, რომლებმაც სავარაუდოდ გადაამეტეს
საკუთარ უფლებამოსილებას. აქციის დაშლაში მონაწილე სამართალდამცავების ნაწილს
აქციის დაშლისას სახეზე ეკეთათ ნიღბები, რაც საგრძნობლად ამცირებს გამოძიების მიერ
მათი იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
მწირი ფოტო-ვიდეო მასალის არსებობის პირობებში გაჭიანურდა ჰაბიტოსკოპიურ
ექსპერტიზებზე დასკვნების მიღება, რის გამოც გამოძიების ფარგლებში სხვადასხვა
წყაროდან დამატებით მოძიებულ იქნა გარკვეული მასალა, რაც 2018 წლის 21 თებერვალს
დამატებით გადაეგზავნა სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის
ეროვნულ ბიუროს.
2018 წელს აქტიურად მიმდინარეობდა მოწმეთა დაკითხვა. გამოძიებამ დაკითხა აქციის
მონაწილეები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ყოფილი
თანამშრომლები, რომლებსაც სამსახურებრივად ჰქონდათ შეხება ან ინფორმაცია
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
სისხლის სამართლის №010098141 საქმეზე დაზარალებულად იქნა ცნობილი 2009 წლის
15 ივნისის აქციის მონაწილე 37 პირი, რომელთაც აქციის დაშლის შედეგად მიადგათ
ფიზიკური და მორალური ზიანი.
ანგარიშის თანახმად, მოცემული ეტაპისათვის საქმეზე უნდა მოხდეს გამოძიების
შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება და კონკრეტული
პირების მიმართ მისაღებია შემაჯამებელი სამართლებრივი გადაწყვეტილებები.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ 2009 წლის 15 ივნისის აქციის საქმეებზე
მიღებული
განჩინებების
აღსრულების
მიზნით
გატარებულ
ინდივიდუალურ
ღონისძიებებს. ამასთანავე, კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას
ზემოაღნიშნული
განჩინებების
დროული
აღსრულების
მიზნით,
უზრუნველყოს
ეფექტიანი გამოძიების მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩატარება.
2.2.4. 2009 წლის 25 აპრილის აქციის საქმე
2.2.4.1. ბერიძე საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №28297/10, 2015 წლის 15
სექტემბრის განჩინება
მომჩივანმა თენგიზ ბერიძემ საჩივრით მიმართა ევროპულ სასამართლოს 2009 წლის 25
აპრილის საპროტესტო აქციების დროს სხეულის დაზიანების ფაქტზე დაწყებული
გამოძიების არაეფექტიანობის თაობაზე. მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 და მე-11
მუხლების დარღვევა, მომჩივნის სხეულის დაზიანების ფაქტზე დაწყებული გამოძიების
არაეფექტიანობის
გამო.
მთავრობამ
დეკლარაციით
აიღო
გამოძიების
ჩატარების
ვალდებულება. გარდა ამისა, მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა, რომ მომჩივანს
გადაუხდიდა 4500 ევრო მორალური და მატერიალური ზიანის, ასევე, ხარჯებისა და
დანახარჯების ანაზღაურების მიზნით. ევროპულმა სასამართლომ საჩივარი ამორიცხა
განსახილველ საქმეთა ნუსხიდან 2015 წლის 15 სექტემბერს ევროპული კონვენციის 37-ე
მუხლის
საფუძველზე,
რაც
არ
ექვემდებარება
მინისტრთა
კომიტეტის
ზედამხედველობას. მომჩივანს საკომპენსაციო თანხა ჩაერიცხა სასამართლოს მიერ
დადგენილ ვადაში.
რაც შეეხება საქმის გამოძიებას, 2016 წლის 2 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმეზე
შეიცვალა კვალიფიკაცია და საქმე გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი
ნაწილიდან ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.
გამოძიების ფარგლებში დათვალიერდა მოწმე ნ. ს.-ის მიერ წარმოდგენილი ვიდეოფირი,
რომელიც ასახავს მომხდარი ინციდენტის გარკვეულ დეტალებს და მოხდა ვიდეოფირში
ასახული სამართალდამცავთა ნაწილის იდენტიფიცირება.
2018 წელს დაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელი,
რომლებსაც
შეიძლება
ჰქონოდათ
ინფორმაცია
საქმისათვის
მნიშვნელოვანი
გარემოებების შესახებ.
საქმეზე გრძელდება გამოძიება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ აღნიშნული განჩინების აღსრულების
მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს.
2.2.4.2. მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2146/10, 2019 წლის 31 იანვრის
განჩინება
აღნიშნული საქმე ეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2008 წელს მომჩივნის
სავარაუდო არასათანადო მოპყრობას. საქმეზე საქართველოს მთავრობამ წარადგინა
დეკლარაცია, რითაც აღიარა მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული
ნაწილის დარღვევა 2008 წლის 18 იანვარს მომჩივნის სავარაუდო არასათანადო
მოპყრობასთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობის გამო. მთავრობამ,
ასევე, აღიარა კონვენციის მე-13 მუხლის დარღვევა შიდა სამართლებრივი გასაჩივრების
ქმედითი საშუალების არარსებობის გამო კონვენციის მე-3 მუხლთან დაკავშირებულ
საჩივრებზე.
მთავრობამ იკისრა ვალდებულება, ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის 18 იანვარს
მომხდარ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით და დაკითხოს
ყველა მოწმე, ასევე გადაუხადოს მომჩივანს 3 500 ევრო კომპენსაციის სახით.
მომჩივანი
დაეთანხმა
მთავრობის
მიერ
შეთავაზებულ
პირობებს,
ხოლო,
სხვა
მოთხოვნებზე უარი განაცხადა. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს მიერ კონვენციის
37-ე მუხლის პირველი პუნქტის (a) ქვეპუნქტის და 39-ე მუხლის შესაბამისად, საქმე
ამოირიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.
მომჩივანს განჩინებით განსაზღვრული თანხა მთავრობამ გადაუხადა სასამართლოს მიერ
დადგენილ ვადაში.
აღნიშნულ საქმეზე 2012 წლის 12 დეკემბერს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ
პროკურატურაში სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის პირველი ნაწილით
დაიწყო
გამოძიება
სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის
№18
დაწესებულებაში
ალექსანდრე მანუკიანის მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე.
2012
წლის
19
დეკემბერს
აღნიშნული
საქმე
ერთ
წარმოებად
გაერთიანდა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №18 დაწესებულებაში პატიმრების მიმართ
განხორციელებული უფლებამოსილების გადამეტების (სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული დანაშული) საქმესთან, რაც 2016 წლის 23 აგვისტოს
გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
2019 წლის 6 მაისს მოცემული საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის №8 და №18 დაწესებულებების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი
უფლებამოსილების
გადამეტებისა
და
პატიმრების
მიმართ
განხორციელებული
არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან (დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 333-ე
მუხლის I ნაწილით და 1443 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით) დაკავშირებულ
საქმესთან.
გამოძიების ფარგლებში არაერთი საგამოძიებო მოქმედება განხორციელდა, მათ შორის,
2019 წელს გამოიკითხა რამდენიმე მოწმე, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან
გამოთხოვილი იქნა გამოძიებისთვის საჭირო სხვადასხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის ლოკაციების შესახებ, 2007-2008 წლებში №18
სამკურნალო
დაწესებულებაში
მომჩივნის
მიმართ
ნაწარმოები
სამედიცინო
დოკუმენტაცია, ინციდენტის პერიოდში სასჯელაღსრულების №6 და №18 სამკურნალო
დაწესებულებაში მომუშავე ექიმების და საბადრაგო სამსახურის თანამშრომლების
იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი ინფორმაცია და სხვა.
აგრეთვე, 2019 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური
დეპარტამენტიდან
გამოთხოვილი
და
მიღებული
იქნა
სხვადასხვა
ინფორმაცია/დოკუმენტაცია, სხვებს შორის, ცნობები მომჩივნისა და №18 სამკურნალო
დაწესებულების ყოფილი დირექტორის ა.მ.-ს ნასამართლობის შესახებ; ინფორმაცია
მოწმეების მიერ საზღვრის კვეთის თაობაზე; აგრეთვე, სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს მოწმის იდენტიფიცირების მიზნით, გაეგზავნა მიმართვა და
მიღებული იქნა შესაბამისი პასუხი.
2019 წლის ნოემბერში მოწმის სახით გამოკითხული იქნენ ყოფილი მსჯავრდებულები
კ.ფ.; რ.ხ.; დ.ფ. ასევე, 2019 წლის 12 დეკემბერს №18 სამკურნალო დაწესებულებაში
მოწმის სახით გამოკითხული იქნა ყოფილი მსჯავრდებული, ამჟამინდელი პატიმარი
დ.ფ. 2019 წლის 23 დეკემბერს მოწმის სახით გამოკითხული იქნა №6 დაწესებულების
ყოფილი ექიმი ა. პ.
2020 წლის პირველ ივლისს სისხლის სამართლის №073110400 საქმიდან 2008-2012
წლებში
სასჯელაღსრულების
სამკურნალო
დეპარტამენტის
დაწესებულებაში
სხვადასხვა
№8
დაწესებულებაში
დროს
პატიმრების
და
№18
მიმართ
განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე, ცალკე
წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის №074010720801 საქმე სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის №18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორის, ა.მ.-ს მიერ
მსჯავრდებულ ალექსანდრე მანუკიანის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი
და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე და მოცემულ საქმეზე ალექსანდრე მანუკიანი
ცნობილი იქნა დაზარალებულად.
2020 წლის პირველ ივლისს მოცემულ საქმეზე გამოტანილი იქნა დადგენილება
ბრალდების შესახებ ძებნაში მყოფი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №18
სამკურნალო დაწესებულების ყოფილი დირექტორის, ა.მ.-ს მიმართ, სსკ-ის 1443 მუხლის
მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის გამო.
2020 წლის 17 ივლისს სისხლის სამართლის №074010720801 საქმე, ძებნაში მყოფი ა.მ.-ს
ბრალდების შესახებ, არსებითად განსახილველად წარიმართა თბილისის საქალაქო
სასამართლოში და ანგარიშის წარდგენის მომენტისთვის მიმდინარეობდა სასამართლო
განხილვა.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ აღნიშნული განჩინების აღსრულების
მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს.
2.2.4.3. ილაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №62866/19, 2020 წლის 29
სექტემბრის განჩინება
აღნიშნულ საქმეში მომჩივანი მე-3 და მე-13 მუხლების საფუძველზე ჩიოდა, რომ 2019
წელს დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას პოლიციის განყოფილებაში. მომჩივანს
ეთქვა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე.
ევროპული
სასამართლოს
განჩინების
შესაბამისად,
წარდგენილი
მორიგების
საფუძველზე, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მომჩივნის მიმართ წარმოებული
სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტასა და მომჩივნისათვის მატერიალური და
მორალური ზიანის, ასევე სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად 10 000 ევროს გადახდაზე.
საქმე დასრულდა მორიგებით.
სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული თანხა - 10 000 ევრო - მთავრობის მიერ
მომჩივანს გადაერიცხა დადგენილ ვადაში.
2020 წლის 8 დეკემბერს ბრალდებულ უჩა ილაშვილის მიმართ განხორციელდა
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან
განრიდების
შეთავაზება
და
განრიდების პირობების შესაბამისად დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ
500 (ხუთასი) ლარის გადახდა. აღნიშნული პირობა შესრულდა 2020 წლის 8 დეკემბერს.
შესაბამისად, 2020 წლის 8 დეკემბერს, უჩა ილაშვილის ბრალდების ცალკე გამოყოფილ
სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოძიება.
ანგარიშის თანახმად, მხარეთა მორიგებით გათვალისწინებული ვალდებულებები
სახელმწიფოს მიერ შესრულებულია.
2.2.5. სხვა განჩინებები
2.2.5.1. თაბაგარი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივრები №70820/10 და №60870/11, 2013
წლის 18 ივნისის განჩინება
ბატონი ნუგზარ თაბაგარის მიერ ევროპულ სასამართლოში შეტანილი საჩივრები, სხვებს
შორის, ეხებოდა სასჯელაღსრულების სხვადასხვა დაწესებულებაში მომჩივნის მიმართ
სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, ამ კუთხით ეფექტიანი გამოძიების
არარსებობას და ციხეში ადეკვატური სამედიცინო მკურნალობის ვერ უზრუნველყოფას,
კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე; აგრეთვე, კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე
მომჩივნის პრეტენზია ეხებოდა 2008 წლის 12 აგვისტოს ციხიდან გაქცევის ფაქტზე
აღძრულ სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლო პროცესებზე მისი
დასწრების ვერ უზრუნველყოფას.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად მთავრობამ აღიარა მომჩივნის ფსიქოლოგიური
პრობლემებისა და პატიმრობის პერიოდში მისთვის ჩატარებული მკურნალობისას
დაშვებული ხარვეზები. მთავრობამ აღიარა სისხლის სამართლის მეორე საქმეში
მომჩივნის არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით გამოძიების ხარვეზები, აგრეთვე,
სისხლის სამართლის მესამე საქმეში ციხის თანამშრომელთა მიმართ გამოხატული
აგრესიული ქმედების თაობაზე, გამოძიებისა და სასამართლო პროცესების დროს
დაშვებულ ნაკლოვანებები და გაითვალისწინა სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის
310-ე
მუხლით
გათვალიწინებული
მომჩივნის
უფლება,
შიდა
სასამართლოსთვის სისხლის სამართლის მესამე საქმის გადასინჯვის მოთხოვნით
მიმართვის თაობაზე; დამატებით, მხედველობაში მიიღო სისხლის სამართლის მეოთხე
საქმის არაეფექტიანი გამოძიება. აგრეთვე, მთავრობამ გაითვალისწინა მომჩივნისათვის
დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება მეორე და მეოთხე სისხლის სამართლის
საქმეებში, რის გამოც მას წაერთვა შესაძლებლობა, გამოეყენებინა ეროვნულ დონეზე
არსებული მიმართვის ეფექტიანი შიდა სამართლებრივი საშუალება, როგორც ამას
მოითხოვს კონვენციის მე-13 მუხლი. ამასთან, მთავრობამ გაითვალისწინა ხონის №9
ციხიდან
გაქცევის
ფაქტზე
აღძრულ
სისხლის
სამართლის
საქმეზე
გამართულ
სასამართლო პროცესებზე მომჩივნის დასწრების ვერ უზრუნველყოფა კონვენციის მე-6
მუხლის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ.
აღნიშნული დარღვევების საფუძველზე, მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა, გაუწიოს ბ-ნ
თაბაგარს მისი ფსიქიკური პრობლემებისა და სხვა ჩივილების ადეკვატური სამედიცინო
მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯით. ასევე, მთავრობამ აიღო ვალდებულება, რომ
ჩაეტარებინა
ეფექტიანი
გამოძიება
მომჩივნის
არასათანადო
მოპყრობასთან
დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.
10 000 (ათი ათასი) ევრო მთავრობის მიერ მომჩივანს გადაერიცხა განჩინებით დადგენილ
ვადაში. აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელდა მომჩივნის
ადეკვატური და დროული სამედიცინო მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯით. რაც შეეხება
ეფექტიანი გამოძიების ვალდებულებას, სისხლის სამართლის ორივე საქმეზე განახლდა
გამოძიება და ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. ხელახალი გამოძიების
ფარგლებში მომჩივანს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი, დაიკითხნენ მოწმეები და
განხორციელდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები.
მოწმის სახით გამოკითხულთა უმრავლესობა წარსულში წარმოადგენდა და ამჟამადაც
წარმოადგენს კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებულ პირებს (მათი ნაწილი დღესაც
სასჯელს იხდის), რის გამოც ისინი არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან. დასაკითხი
პირების ნაწილს დატოვებული აქვს ქვეყანა, ნაწილი კი ძებნაში იმყოფება, ამდენად ვერ
ხერხდება ამ პირთა გამოკითხვა და მათგან ინფორმაციის მიღება. ასევე, სავარაუდო
დანაშაულის ჩადენიდან დიდი დროის გასვლის გამო, მოწმეებს უჭირთ დეტალების
გახსენება.
მიუხედავად დასახელებული ობიექტური დამაბრკოლებელი გარემოებებისა, 2018 წლის
4 აპრილიდან 19 მაისამდე პერიოდში გამოიკითხნენ ნუგზარ თაბაგარის თანამესაკნე,
ასევე საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 და №15 დაწესებულების
მუშაკები მომჩივნის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ. გამოძიების მიერ
დაკითხულ მოწმეთა განმარტებით, მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ ნ. თაბაგარის ცემაწამების ან მისდამი სხვა უკანონო მოპყრობის ფაქტებზე, შესაბამისად, ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია ვერ
იქნა მოპოვებული.
2018 წლის 16 ივლისიდან 20 დეკემბრამდე ჩატარდა გამოძიებისათვის საინტერესო
ინფორმაციის გამოთხოვა და დათვალიერებები, რისი ამსახველი ოქმებიც დართულია
საქმეზე.
ანგარიშში მითითებულია, რომ საქმეზე ჩატარებული განახლებული გამოძიების
ფარგლებში ვერ იქნა მოპოვებული ობიექტური მტკიცებულებები, რომლებიც შესაბამისი
სტანდარტით დაადასტურებდა კონკრეტულ პირთა ბრალეულობას და მისცემდა
გამოძიებას მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სამართლებრივ
საფუძველს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ აღნიშნული განჩინების აღსრულების
მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს. ამასთანავე, კომიტეტი გასცემს
შემდეგ რეკომენდაციებს:
საქართველოს პროკურატურამ უზრუნველყოს გამოძიებების დროულად და
ეფექტიანად წარმართვა პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და შემაჯამებელი
გადაწყვეტილების მიღების მიზნით;
საქართველოს მთავრობამ პარლამენტისთვის წარსადგენ 2022 წლის ანგარიშში
მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაცია,
გამოძიების ინტერესებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა მხედველობაში
მიღებით, წარადგინოს მეტად დეტალიზებული სახით, რომელშიც საანგარიშო
პერიოდში
ახალი გარემოებების არსებობისას, საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედებების ჩატარების ფაქტთან ერთად, ასევე აისახება ინფორმაცია ამ
მოქმედებების სახეებისა და თარიღების შესახებ. ამასთანავე, ანგარიშში მკაფიოდ
გამოიკვეთოს წინა წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განხორციელებული
საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
2.2.5.2. ჩქოტუა და არქანია საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №60909/08, 2014 წლის
20 მაისის განჩინება
ბატონი თენგიზ ჩქოტუა (პირველი მომჩივანი) დააპატიმრეს 2006 წლის 16 ნოემბერს,
რომელიც 2009 წლის 26 დეკემბერს არასათანადო მკურნალობის გამო გარდაიცვალა
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 2010 წლის 5 მარტს ბატონი ჩქოტუას მეუღლემ,
ქალბატონმა ელისო არქანიამ (მეორე მომჩივანი), ევროპულ სასამართლოს შეატყობინა
მისი მეუღლის გარდაცვალების თაობაზე ციხეში მკურნალობის არარსებობის გამო.
განსახილველ საქმეში მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა სამედიცინო
დახმარების
ნაკლოვანებებისა
და
პირველი
მომჩივნის
გარდაცვალების
ფაქტის
არაეფექტიანი გამოძიების გამო. მთავრობამ მეორე მომჩივანს შესთავაზა მორიგება,
რომლითაც აიღო ვალდებულება, მისთვის გადაეხადა 10000 ევრო ყველა ზიანისა და
ხარჯის ასანაზღაურებლად, ასევე, ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება პირველი მომჩივნის
გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. მომჩივანი დაეთანხმა მორიგების პირობებს და
შესაბამისად, საჩივარი ამოირიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან. მთავრობამ მეორე
მომჩივანს კომპენსაციის თანხა გადაუხადა დადგენილ ვადაში.
პირველი მომჩივნის გარდაცვალების ფაქტის გამოძიება განახლდა 2014 წლის 7
ოქტომბერს
დიდუბე-ჩუღურეთის
რაიონული
პროკურატურის
მიერ.
გამოძიების
პროცესში დაზარალებულის მონაწილეობისა და ჩართულობის უზრუნველსაყოფად
მეორე მომჩივნის ადვოკატს მიეწოდა ინფორმაცია გამოძიების პროგრესის თაობაზე და
მიეცა საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა.
2016 წლის 18 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიების ჩატარების
მიზნით გადაეცა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. საქმეზე ჩატარებული
განახლებული გამოძიების შედეგად, დადგინდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის
ქსნის №7 დაწესებულების ყოფილი დირექტორი რ.ა.-ს ბრალეულობა, რის საფუძველზეც
2009 წელს ჩადენილი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ეს უკანასკნელი
სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. 2018 წლის 14 მარტს დადგა გამამტყუნებელი
განაჩენი და ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ აღნიშნული განჩინების აღსრულების
მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს.
2.2.5.3. მჭედლიშვილი საქართველოს წინააღდეგ, საჩივარი №43174/08, 2014 წლის 23
სექტემბრის განჩინება
საქმე ეხება 2011 წლის 29 მაისს ციხის სამედიცინო დაწესებულებაში არასათანადო
მკურნალობის გამო მომჩივნის გარდაცვალების ფაქტს. 2011 წლის 7 ივნისს მომჩივნის
წარმომადგენელმა ევროპულ სასამართლოს აცნობა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი
გარდაიცვალა 2010 წლის 25 ივნისს ტუბერკულოზით გამოწვეული გართულებების
შედეგად.
მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-2 (დამოუკიდებელი და კომპლექსური გამოძიების
არარსებობა
გარდაცვალების
(სასჯელაღსრულების
მიზეზის
დაწესებულებაში
დასადგენად)
ნიკოლოზ
და
მე-3
მჭედლიშვილის
მუხლების
არასათანადო
მკურნალობა) დარღვევა და დეკლარაციით იკისრა ვალდებულება, ჩაატაროს ხელახალი
გამოძიება მომჩივნის გარდაცვალების ფაქტზე და ამასთან, შიდა სასამართლოს მიერ
მიკუთვნებულ 10 000 ლარზე დამატებით, მომჩივნის უფლებამონაცვლეს (მეუღლეს)
გადაუხადოს 4500 ევრო მორალური და მატერიალური ზიანის, ასევე, ხარჯებისა და
დანახარჯების
ასანაზღაურებლად.
სასამართლომ
საჩივარი
ამორიცხა
აღნიშნულიდან
განსახილველ
გამომდინარე,
საქმეთა
ევროპულმა
ნუსხიდან
ევროპული
კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება მინისტრთა კომიტეტის
ზედამხედველობას. მომჩივანს კომპენსაციის თანხა ჩაერიცხა სასამართლოს მიერ
დადგენილ ვადაში.
ევროპული სასამართლოს მიერ განჩინების გამოტანის შემდეგ, 2015 წლის 6 თებერვალს,
დაიწყო ახალი გამოძიება და სისხლის სამართლის საქმე გადაეგზავნა ქ. თბილისის
პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს. ჩატარებული გამოძიებით და დაკითხულ
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ჩვენებებით ვერ იქნა მოპოვებული ობიექტური
მტკიცებულებები,
რომ
სასჯელაღსრულების
სამედიცინო
პერსონალის
მხრიდან
ჩადენილია დანაშაული. საქმეზე 2017 წლის 31 მაისს მიღებულია საკომისიო სამედიცინო
ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ნიკოლოზ მჭედლიშვილის სიკვდილის
მიზეზია
ფილტვების
ბრონქოპნევმონიის
მილიარული
შედეგად
ტუბერკულოზისა
განვითარებული
სუნთვისა
და
და
მოაბსცედირე
გულსისხლძარღვთა
უკმარისობა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ პაციენტ ნიკოლოზ მჭედლიშვილის მართვა
ფტიზიატრიული თვალსაზრისით ხორციელდებოდა სწორად, ტუბერკულოზის მართვის
საერთაშორისო და ეროვნული გაიდლაინის მოთხოვნების შესაბამისად. სიკვდილი
გამოიწვია არა დაგვიანებულმა ან არასწორმა დიაგნოსტიკამ ან/და მკურნალობამ, არამედ
იმან, რომ ნიკოლოზ მჭედლიშვილი დაავადებული იყო ერთდროულად რამდენიმე
უმძიმესი პათოლოგიით, რამაც გამოიწვია მკვეთრი იმუნოსუპრესიული მდგომარეობისა
და მის ფონზე სიცოცხლისათვის შეუთავსებელი გართულებებს განვითარება.
ანაგრიშის
თანახმად,
საქმეზე
მოპოვებული
მტკიცებულებების
სამართლებრივი
ანალიზის შემდგომ, მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ აღნიშნული განჩინების აღსრულების
მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს. ამასთანავე, კომიტეტი:
მოუწოდებს
საქართველოს
პროკურატურას
უზრუნველყოს
გარდაცვლილი
მომჩივნის უფლებამონაცვლის ჩართულობა გამოძიების პროცესში, მისთვის,
კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის მასალების
გაცნობა და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღება.
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მომდევნო წლის ანგარიშში ასახოს
გამოძიების პროცესში მომჩივნის უფლებამონაცვლის ჩართულობის ამსახველი
ინფორმაცია.
2.2.5.4. თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №64987/14, 2015
წლის 24 ნოემბრის განჩინება
საქმე ეხება 2011 წლის 30 აპრილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომჩივნის
სავარაუდო თვითმკვლელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების არაეფექტიანობას.
2015 წლის 3 აპრილს მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული
ნაწილის დარღვევა და დეკლარაციით აიღო ვალდებულება, ჩაატაროს ეფექტიანი
გამოძიება
ბატონი
კახაბერ
თედლიაშვილის
გარდაცვალების
ფაქტზე,
ასევე,
დაზარალებულის უფლებამონაცვლეებს გადაუხადოს 10 000 ევრო მორალური და
მატერიალური ზიანის, ხარჯებისა და დანახარჯების ასანაზღაურებლად. აღნიშნულის
გათვალისწინებით, ევროპულმა სასამართლომ საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა
ნუსხიდან კონვენციის 37-ე მუხლის საფუძველზე, რაც არ ექვემდებარება მინისტრთა
კომიტეტის
ზედამხედველობას.
მთავრობამ
კომპენსაციის
თანხა
გადაიხადა
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
ევროპული სასამართლოს მიერ განჩინების მიღების შემდგომ, 2016 წლის 12 იანვარს,
სისხლის
სამართლის
№042090913801
საქმიდან
ცალკე
წარმოებად
გამოიყო
№042120116801 საქმე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების
თანამშრომლების მიერ ამავე დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრის, კახაბერ
თედლიაშვილის, მიმართ განხორციელებული ცემა-წამების ფაქტზე საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 1441 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და საქართველოს მთავარი
პროკურორის პირველი მოადგილის დადგენილებით საქმე შემდგომი გამოძიების
ჩასატარებლად დაექვემდებარა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო
ნაწილს. 2016 წლის 24 თებერვალს პროკურორის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება
კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ და სისხლის სამართლის №042120116801 საქმეზე
გამოძიება გაგრძელდა სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით
და სსკ-ის 115-ე მუხლით. საქმეზე ჩატარდა მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო
მოქმედებები.
გამოძიების ფარგლებში ჩატარებული იქნა დოკუმენტების ხელწერისა და ტექნიკოკრიმინალისტიკური ექსპერტიზა, ბიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური ექსპერტიზა, ასევე
მოწმის სახით გამოიკითხნენ:
დამოუკიდებელი
სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზის
ცენტრ
,,ვექტორის“
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ა. გ. (კ. თედლიაშვილის სხეულის დათვალიერების
შედეგად გაცემული დასკვნის ირგვლივ);
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექთანი
ლ. გ. (კ. თედლიაშვილისათვის შესაბამისი ფსიქოტროპული მედიკამენტების მიწოდების
საკითხთან დაკავშირებით);
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი დ. მ (კ.
თედლიაშვილის მიერ სამარტოო საკანში მოთავსებისა და მისი გვამის აღმოჩენის
გარემოებების საკითხებთან დაკავშირებით);
დამატებით გამოიკითხა დეპარტამენტის N6 დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმფსიქიატრი მ. გ. (კ. თედლიაშვილისათვის დასმული დიაგნოზისა და შესაბამისი
ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნის გარემოებების თაობასთან დაკავშირებით);
2020 წლის 22 იანვარს მოწმის სახით ასევე გამოიკითხა სახალხო დამცველის აპარატის
პრევენციისა და მონიტორინგის ყოფილი სპეციალისტი ა. ნ., რომელმაც დაადასტურა 2011
წლის 13 აპრილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ფაქტი, სადაც სახალხო
დამცველის აპარატის სპეციალისტ ო.კ.-სთან ერთად შეხვდა სამარტოო საკანში
მოთავსებულ კ.თედლიაშვილს. მოწმემ განმარტა, რომ კახაბერ თედლიაშვილს თავად
სურდა სამარტოო საკანში ყოფნა. მსჯავრდებულთან შეხვედრის თაობაზე მათ მიერ
შედგა
შესაბამისი
ოქმი,
რომელიც
ხელმოწერით
დაადასტურა
თავად
კახაბერ
თედლიაშვილმა.
კ.თედლიაშვილის მიმართ №6 დაწესებულების ხელმძღვანელი პირების მხრიდან
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი გულგრილობის
ფაქტზე, 2021 წლის 30 ივნისს სად-ის № 6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი დ.მ.
მიცემული
იქნა
ბრალდებულის
სახით
სისხლის
სამართლის
პასუხისგებაში
საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი და სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით
გათვალისწინებული
უსაფრთხოების
დანაშაულებისათვის,
განყოფილების
ყოფილი
ხოლო
სად-ის
№6
უფროსი
ჯ.ი,
ასევე
დაწესებულების
მიცემული
იქნა
ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 333-ე
მუხლის პირველი და სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული
დანაშაულებისათვის.
დაზარალებულის
მიმდინარეობს
უფლებამონაცვლე
აღნიშნული
საქმის
არსებითი
განხილვა.
სრულად
ინფორმირებული
მიმდინარე
იყო
გამოძიების შესახებ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ აღნიშნული განჩინების აღსრულების
მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს. ამასთანავე, კომიტეტი:
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მომდევნო წლის ანგარიშში ასახოს
მითითებული
საქმის
სასამართლოში
განხილვის
შედეგების
ამსახველი
ინფორმაცია.
2.2.5.5. გამცემლიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №2228/10, 2014 წლის
1 აპრილის განჩინება
საქმე ეხება საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ 2008 წლის 8 მაისს მომჩივნების
ოჯახის წევრის - გიორგი გამცემლიძის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისა და
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტს.
განსახილველ საქმეზე, 2013 წლის 11 მარტს მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-2 მუხლის
არსებითი და პროცედურული ნაწილების დარღვევა ევროპული სასამართლოს წინაშე და
დეკლარაციით იკისრა ვალდებულება, ჩაატაროს ხელახალი გამოძიება გარდაცვლილის
მიმართ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტზე. ასევე, მომჩივნებს გადაუხადოს 20
000 ევრო მორალური და მატერიალური ზიანის, ასევე, ხარჯებისა და დანახარჯების
ასანაზღაურებლად. ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა დეკლარაციის პირობები
და 2014 წლის 1 აპრილს საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. მომჩივანს
კომპენსაციის თანხა ჩაერიცხა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
2014 წლის 23 ივნისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში
დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N074230614802 საქმეზე შსს-ს ცალკეული
თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე,
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ახალი გამოძიების ფარგლებში ჩატარდა მრავალი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
საქმეზე
გამოძიება
კვლავ
მიმდინარეობს.
მოპოვებული
მტკიცებულებების
სამართლებრივი ანალიზის შემდგომ, გამოძიება იმსჯელებს საქმეზე შემაჯამებელი
გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ აღნიშნული განჩინების აღსრულების
მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს. ამასთანავე, კომიტეტი:
მოუწოდებს
საქართველოს
დაზარალებულის
პროკურატურას
უფლებამონაცვლის
უზრუნველყოს
ჩართულობა
გარდაცვლილი
გამოძიების
პროცესში,
მისთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმის
მასალების გაცნობა და საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად
მიღება.
მოუწოდებს საქართველოს მთავრობას მომდევნო წლის ანგარიშში ასახოს
გამოძიების
პროცესში
დაზარალებულის
უფლებამონაცვლის
ჩართულობის
ამსახველი ინფორმაცია.
2.2.5.6. ძებნიაური საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №67813/11, 2014 წლის 9
სექტემბრის განჩინება
მომჩივანმა, მიმართა ევროპულ სასამართლოს კერძო სამედიცინო დაწესებულებაში (შპს
„სამკურნალო კომბინატში“) 2005 წლის 9 აპრილს მისი შვილის გარდაცვალების თაობაზე.
მომჩივანი კონვენციის მე-2 მუხლის საფუძველზე პრეტენზიას გამოთქვამდა იმასთან
დაკავშირებით, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო შესაბამისი კერძო
სამედიცინო დაწესებულების სათანადო და უსაფრთხო ფუნქციონირება და არ ჩატარდა
იმ საექიმო შეცდომების სრულყოფილი გამოძიება, რომლებმაც მომჩივნის შვილის
გარდაცვალება გამოიწვია.
მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-2 მუხლით სახელმწიფოსთვის დაკისრებული
პოზიტიური
ვალდებულებების
დარღვევის
ფაქტი
და
გამოთქვა
მზადყოფნა,
მომჩივნისთვის გადაეხადა 7000 ევრო. მომჩივანი მიესალმა მთავრობის აღიარებას,
კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის თაობაზე
და მიუთითა, რომ იგი მზად იყო, დათანხმებოდა მთავრობის დეკლარაციას, თუ
ტექსტიდან ამოღებული იქნებოდა პირობა 7000 ევროს გადახდის შესახებ. მომჩივანმა
განმარტა, რომ ფულადი კომპენსაცია ვერ აუნაზღაურებდა მას შვილის გარდაცვალებით
გამოწვეულ ტანჯვას და კატეგორიული უარი განაცხადა მთავრობისგან ნებისმიერი
ფულადი შეთავაზების მიღების თაობაზე.
შესაბამისად, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ ფულადი
კომპენსაციის გადახდის პირობა უნდა იქნეს უარყოფილი. ევროპულმა სასამართლომ
საკმარისად მიიჩნია მთავრობის მიერ კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევის აღიარება და
2014 წლის 9 სექტემბერს საჩივარი ამორიცხა განსახილველ საქმეთა სიიდან.
რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებულ გამოძიებას, აღსანიშნავია, რომ 2005
წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრული სისხლის სამართლის საქმე 2016 წლის 11
მარტს გამოსაძიებლად გადაეცა თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 2016 წლის 11 მარტს საქმეზე
შეიცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სსკ-ის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
საქმეზე გამოკითხულია შესაბამისი მოწმეები, ასევე ოთხჯერ ჩატარდა კომისიური
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც დაევალა გადაეწყვიტა საკითხი თუ
რამდენად
სწორად
და
კვალიფიციურად
მიმდინარეობდა
გიორგი
ძებნიაურის
მკურნალობა (ოპერაციები) და რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ექსპერტიზის
დასკვნების თანახმად, მისი გარდაცვალების უშუალო მიზეზია - პანკრეოტიტი - კუჭის
უკანა ჯირკვლის ანთება, რაც ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთებითმა პროცესმა გამოიწვია.
დასკვნებში აღნიშნულია, რომ გიორგი ძებნიაურს ოპერაციის ჩატარებამდე დიაგნოზი
სწორად დაესვა და ჩატარებულ მკურნალობაში შეცდომები დაშვებული არ ყოფილა.
2020 წლის 9 ივლისს, დაზარალებულის უფლებამონაცვლეს მიეცა შესაძლებლობა,
სრულად გაცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს და გამოეთქვა შენიშვნები და
წინადადებები ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით,
რაზეც მან განმარტა, რომ არ სურს საქმის მასალების გაცნობა, ასევე, რაიმე სახის შენიშვნა
ან
წინადადება
ჩატარებულ,
ან/და
ჩასატარებელ
საგამოძიებო
მოქმედებებთან
დაკავშირებით არ გააჩნდა.
სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად არ დადასტურდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა და ზედამხედველი პროკურორის მიერ
გიორგი ძებნიაურის გარდაცვალების საქმეზე წარმოებული გამოძიების პროცესში, სსკ-ის
342-ე მუხლით განსაზღვრული ქმედების, კერძოდ სამსახურებრივი გულგრილობის
ჩადენის ფაქტი. ამასთან, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, იმის
გათვალისწინებით, რომ გიორგი ძებნიაურს ოპერაციის ჩატარებამდე დიაგნოზი სწორად
დაესვა და ჩატარებულ მკურნალობაში შეცდომები დაშვებული არ ყოფილა, სამედიცინო
პერსონალის ქმედებებში არ გამოიკვეთა სხვა დანაშაულის ნიშნები. ყოველივე
ზემოაღნიშნულის შედეგად, 2020 წლის 14 ივლისს, სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეწყდა
გამოძიება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის
გამო,
რის
შესახებაც
ეცნობა
დაზარალებულის
უფლებამონაცვლეს,
რომელსაც
აღნიშნული დადგენილების გაუქმების მოთხოვნით საჩივარი არ წარმოუდგენია.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ აღნიშნული განჩინების აღსრულების
მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს.
2.2.5.7. ასათიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №42174/11, 2017 წლის
4 აპრილის განჩინება
საჩივარი ეხებოდა პოლიციის მიერ 2011 წლის 3 იანვრის ქუჩის მჯდომარე საპროტესტო
აქციის დარბევას. მომჩივნებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ აქციაში, განაცხადეს, რომ
მათ მიმართ ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილებების გადამეტებას,
რითაც დაირღვა კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლები. ამ საჩივრების შესახებ მთავრობას
ეცნობა 2015 წლის 28 სექტემბერს.
2016 წლის 3 მაისსა და 3 ივნისს სასამართლომ მიიღო ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი
დეკლარაციები, რომლის მიხედვით მომჩივნები დათანხმდნენ განსახილველ საქმეთა
ნუსხიდან საჩივრის ამორიცხვას მთავრობის მიერ გამოთქმული აღიარებებისა და
აღებული ვალდებულებების გათვალისწინებით. კერძოდ, მთავრობამ აღიარა კონვენციის
მე-3 მუხლის დარღვევა №4, №5 და №7 (ბ-ნი თოფურია, ბ-ნი რევიშვილი და ბ-ნი იამანიძე)
მომჩივნებთან მიმართებით პოლიციის მხრიდან, მათ წინააღმდეგ უფლებამოსილების
გადამეტების საფუძველზე და აიღო ვალდებულება, რომ გამოიძიოს აღნიშნული
ინციდენტი. ამასთანავე, მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა ათივე
მომჩივნის მიმართ.
ასევე, მთავრობამ აიღო შემდეგი თანხების გადახდის ვალდებულება: 2 500 ევრო
თითოეული მომჩივნის სასარგებლოდ (ბ-ნი თოფურია, ბ-ნი რევიშვილი და ბ-ნი იამანიძე);
2 000 ევრო თითოეული მომჩივნის სასარგებლოდ (ბ-ნი ასათიანი, ბ-ნი ასატრიანი, ბ-ნი
ჩიღოშვილი, ბ-ნი ზღუდაძე, ბ-ნი ძებისაშვილი, ბ-ნი ელისაშვილი და ბ-ნი ჩხაიძე).
2017 წლის 4 აპრილს ევროპულმა სასამართლომ საჩივარი ამორიცხა განსახილველი
საქმეთა ნუსხიდან.
ყოველმხრივი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით, 2016
წლის
6
იანვრის
დადგენილებით,
სისხლის
სამართლის
№074118003
საქმე
გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების
პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს. ამჟამად გამოძიება
მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“
ქვეპუნქტებით, 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, 151-ე მუხლითა და 341-ე მუხლით.
გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულია მრავალი მოწმე (სულ სისხლის სამართლის
საქმეში გამოკითხულია 62 მოწმე), საქართველოს საზოგადოებრივი არხის არქივიდან
გამოთხოვილი იქნა აუდიო-ვიდეო ფაილი, სადაც ასახულია აქციის დარბევის კადრები.
2018-2019 წლებში გამოიკითხა რამდენიმე მოწმე, ასევე სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის
სასამართლო
ექსპერტიზის
ეროვნულ
ბიუროში
დამატებით
გადაიგზავნა
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გამოთხოვილი მასალა და გამოტანილ იქნა ახალი
დადგენილება ექსპერტიზის მიერ დამატებით კითხვებზე პასუხის გაცემის მიზნით.
დამატებით
იქნა
მოძიებული
და
საქმეზე
დამაგრებული
ინტერნეტ
სივრცეში,
ვეტერანების დარბევის ამსახველი სხვადასხვა კადრი.
გასათვალისწინებელია, რომ სისხლის სამართლის საქმეს ერთვის არაერთი აუდიო-ვიდეო
მასალა, თუმცა ისინი ძირითადად გამოუსადეგარია საექსპერტო კვლევისთვის დაბალი
ხარისხიდან გამომდინარე.
საქმეზე დანიშნულია კომპლექსური ჰაბიტოსკოპური და ფონოსკოპური ექსპერტიზები
აქციის დაშლაში სავარაუდოდ მონაწილე სამართალდამცავების იდენტიფიცირების
მიზნით (კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები), რაც ამ
ეტაპზე მიღებული არ არის. ექსპერტიზის დასკვნების მიღების შემდგომ დაიგეგმება
დამატებითი საგამოძიებო ღონისძიებები.
2.2.5.8. ზურაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, საჩივარი №52168/12, 2017 წლის 19
სექტემბრის განჩინება
მომჩივანი, კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე აცხადებდა, რომ 2011 წლის 26 მაისს
პოლიციის მიერ მისი დაკავებისას ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას და რომ,
შესაბამისმა ორგანოებმა ვერ შეძლეს ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის
საქმის გამოძიება.
მთავრობამ აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი და პროცედურული ნაწილების
დარღვევა 2011 წლის 26 მაისის ინციდენტთან მიმართებით და მან აიღო ვალდებულება,
რომ უზრუნველეყო მომჩივნის სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიება
და გადაეხადა მისთვის 5 000 ევრო ყველა მატერიალური და მორალური ზიანის, ასევე
ყველა ხარჯისა და დანახარჯის დასაფარად. სასამართლომ განიხილა დეკლარაციის
პირობები მისი პრეცედენტული სამართლის მიხედვით და ამორიცხა საჩივარი კონვენციის
37-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთანავე, სასამართლომ
სასამართლოს რეგლამენტის 43-ე მუხლის საფუძველზე, წარმომადგენლობის ხარჯების
ასანაზღაურებლად, დამატებით მიაკუთვნა მომჩივანს 1000 ევრო. მთავრობამ მომჩივანს
კომპენსაციის თანხა გადაუხადა დადგენილ ვადაში.
2011 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე
გამოსაძიებლად გადაეცა მთავარ პროკურატურას. საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას
გამოკითხულია შაქრია ზურაშვილი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი მრავალი პირი
(მათ შორის, შემთხვევის თვითმხილველი). ასევე, პოლიციის თანამშრომლები (საქმის
გამომძიებლები), აგრეთვე, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები.
გამოძიების
ფარგლებში,
მოპოვებულია
შაქრია
ზურაშვილის
დაკავების
დამადასტურებელი დოკუმენტაცია. აგრეთვე, შაქრია ზურაშვილის ჯანმრთელობის
მდგომარეობის
ამსახველი
სრულყოფილი
დოკუმენტაცია.
ლევან
სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნული და ჩატარებული
იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის 2018 წლის 25 ივნისის დასკვნის
მიხედვით, შაქრია ზურაშვილისათვის მიყენებული დაზიანებები მიეკუთვნება მსუბუქ
ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.
2018
წლის
1
აგვისტოს
სისხლის
სამართლის
საქმეზე
შეიცვალა
დანაშაულის
კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“
და „ზ“ ქვეპუნქტებით. იმავე დღეს დაზარალებულად იქნა ცნობილი შაქრია ზურაშვილი,
რაც ეცნობა მას და განემარტა მისი უფლება-მოვალეობები.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 2020 წლის 20 იანვარს, შაქრია ზურაშვილის
ინტერესების დამცველმა ადვოკატმა განცხადებით მიმართა საგამოძიებო უწყებას და
მოითხოვა გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილიდან სისხლის სამართლის
საქმის აცილება და მისი გამოსაძიებლად გადაცემა სხვა საგამოძიებო უწყებისთვის.
პროკურატურის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა ადვოკატის მოთხოვნა და აღნიშნული
საქმე 2020 წლის 29 იანვარს, შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით გადაეცა
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი
დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს.
2020 წლის 20 ნოემბერს მოწმის სახით გამოიკითხა ა.ბ. (შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.
თბილისის
მთავარი
სამმართველოს
რომელმაც
დაადასტურა
შინაგან
სადღეღამისო
საქმეთა
ჯანდაცვის
სამინისტროს
პუნქტის
დროებითი
მედდა),
მოთავსების
უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი, დაკავებული პირის (შაქრია
ზურაშვილი) პირველად სამედიცინო დახმარების ფორმაში ასახული ინფორმაცია შაქრია
ზურაშვილის დაზიანებებისა და გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ.
2020 წლის 9 დეკემბერს მოწმის სახით დაიკითხა კ.ს. (შსს-ს დროებითი მოთავსების
უზრუნველყოფის დეპარტამენტის ქ. თბილისის №1 იზოლატორის სამმართველოს
ინსპექტორი),
რომელმაც
განმარტა,
დაკავებული
პირის
გადაადგილებისა
და
პროცედურების შესახებ.
2020 წლის 7 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი
მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან, 2020 წლის 8 დეკემბერს შპს ,,აკად.
გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრიდან“, 2020 წლის 8
დეკემბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული
ბიუროდან, ხოლო 2020 წლის 10 დეკემბერს შპს ,,აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის
სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო“ კლინიკიდან, მიმართვის საფუძველზე
გამოთხოვილ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია.
ამასთან, 2020 წლის 10 დეკემბერს საქმეზე დაინიშნა კომპლექსური, ჰაბიტოსკოპიური
და ფონოსკოპიური ექსპერტიზა, შესაბამისად სისხლის სამართლის საქმის მასალები
გადაიგზავნა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
2021 წლის 5 თებერვალს მოწმის სახით გამოიკითხა მ.შ. (2010 წლის ოქტომბრიდან 2020
წლის
მარტამდე
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
№8
პენიტენციური
დაწესებულების ექიმი), რომელმაც განმარტა, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების
შემდგომ, მისი მორიგეობისას №8 დაწესებულებაში მიიყვანეს დიდი რაოდენობით
პატიმრები, რომელთაც ჰქონდათ დაზიანებები. გაისინჯა თითოეული პატიმარი და შედგა
სათანადო დოკუმენტაცია. ამასთან, მოწმემ დაადასტურა შაქრია ზურაშვილის მიმართ
შედგენილი სისხლის სამართლის საქმის „სხეულის დათვალიერების ოქმსა“ და
„სამედიცინო ცნობაში“ ასახული ინფორმაცია.
2021 წლის 10 მარტს საქმეზე გამოიკითხა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი ქ.კ.
გამოძიების მიერ წარდგენილ სამედიცინო ბარათზე დაყრდნობით დაადასტურა მისი
ბრიგადის მხრიდან პაციენტისთვის (შაქრია ზურაშვილი) სამედიცინო დახმარების
გაწევის ფაქტი. გამოსაკითხი პირის განმარტებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების
გამოძახება მოხდა პოლიციის მთავარ სამმართველოში, სადაც ადგილზე მისვლის შემდეგ
აღმოჩნდა რომ პაციენტისთვის სამედიცინო დახმარება ასევე გაწეული ჰქონდა სხვა
(#405) სამედიცინო ბრიგადას. ქ.კ-ს განმარტებით, მისამართიდან მისმა ბრიგადამ (#605)
პაციენტი (შაქრია ზურაშვილი) გადაიყვანა კლინიკაში. პაციენტის კლინიკაში მიყვანის
დროდ განსაზღვრული 2011 წლის 26 მაისის 04:22 საათი.
2021
წლის
24
მარტს
საქმეზე
გამოიკითხა
აკადემიკოს
გ.ჩაფიძის
სახელობის
გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმი, კარდიოლოგი ლ.მ მისი განმარტებით,
პაციენტი (შაქრია ზურაშვილი) კლინიკაში შევიდა 2011 წლის 26 მაისს 06:30 საათზე, რა
დროსაც პაციენტი იმყოფებოდა სტრესის ქვეშ, კონტაქტზე გადიოდა გვიან და
გამოხატული იყო კიდურების კანკალი. ამასთან ლ.მ სრულად დაადასტურა შაქრია
ზურაშვილის სტაციონარულ სამედიცინო ბარათში #1773 ასახული ინფორმაცია. მისივე
განმარტებით, მკურნალობის შედეგად პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 27 მაისს 14:00
საათისთვის.
საქმეზე გრძელდება გამოძიება.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შუალედური
შეფასება:
კომიტეტი დადებითად აფასებს მთავრობის მიერ მოცემული განჩინების აღსრულების
მიზნით გატარებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებს. ამასთანავე, კომიტეტი:
მოუწოდებს
საქართველოს
პროკურატურას,
სისხლისსამართლებრივ
პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინებით, დროულად
ჩაატაროს
სავარაუდო
სამართალდამრღვევ
პირთა
იდენტიფიცირებისა
და
პასუხისგებაში მიცემის მიზნით ყველა შესაძლო საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედება.
მოუწოდებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, უზრუნველყოს
აღნიშნულ
საქმესთან
დაკავშირებით
დანიშნული
კომპლექსური,
ჰაბიტოსკოპიური
და
ფონოსკოპიური
ექსპერტიზის
მაქსიმალურად
შემჭიდროებულ ვადებში ჩატარება და შესაბამისი დასკვნის საგამოძიებო
ორგანოსთვის დროულად წარდგენა.
მოუწოდებს
საქართველოს
მთავრობას,
მომდევნო
წლის
საპარლამენტო
ანგარიშში, ახალი გარემოებების არსებობისას, გამოძიების ინტერესებისა და
კანონმდებლობის
მოთხოვნათა
მხედველობაში
მიღებით,
დეტალიზებული
ინფორმაცია
საანგარიშო
პერიოდში
საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედებების
შესახებ,
ასახოს
შესაბამისი
მეტად
ჩატარებული
თარიღების
მითითებით. ამასთანავე, ანგარიშში მკაფიოდ გამოიკვეთოს წინა წლის ანგარიშის
წარდგენის შემდეგ განხორციელებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შეფასება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ადამიანის უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
მიერ
საქართველოს
მიმართ
გამოტანილი
გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2020 და 2021
წლის ანგარიშები და საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამათავრობო
ორგანიზაციის -„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ მიერ წარმოდგენილი
ალტერნატიული ანგარიშები.
კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მთავრობის ანგარიშში მითითებული
გადაწყვეტილებების დიდი ნაწილი ეხება 2012 წლამდე ადამიანის უფლებების სისტემურ
დარღვევებთან დაკავშირებულ დანაშაულებს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს
წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ბევრი ინდივიდუალური
საჩივარი იქნა წარდგენილი. უმეტესი მათგანი სამართალდამცავთა მხრიდან, ასევე,
პენიტენციურ სისტემაში კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევას ეხებოდა.
მთავრობის ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ საქართველოს
ხელისუფლება
აქტიურად
სრულყოფილად
შესრულების,
სასამართლოს
მუშაობს
მათ
გადაწყვეტილებებისა
ნაკისრი
შორის,
და
საერთაშორისო
ადამიანის
განჩინებების
ვალდებულებების
უფლებათა
ეფექტიანად
ევროპული
აღსრულების
კუთხით.
მთავრობის ანგარიში მოიცავს აღსრულების როგორც ინდივიდუალურ ღონისძიებებს,
კერძოდ, მომჩივანთათვის ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევების
შედეგების მაქსიმალურად გამოსწორებას/აღმოფხვრას, ასევე კომპლექსური ხასიათის
ზოგად ღონისძიებებს, რომელთა მიზანია მსგავსი დარღვევების თავიდან აცილება.
კომიტეტი
ყურადღებას
ამახვილებს,
რომ
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლოს 2020 წლის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მინიმუმამდეა
დაყვანილი იმ საქმეების რაოდენობა, რომელთა თაობაზეც სტრასბურგის სასამართლომ
კითხვით მიმართა საქართველოს. კერძოდ, 2020 წელს სასამართლომ მხოლოდ 7 საქმეზე
მიმართა კითხვით საქართველოს მთავრობას, რაც საქართველოსთვის ევროპის საბჭოს
წევრობის პერიოდში რეკორდულად მცირე მაჩვენებელია. სტატისტიკური ინფორმაციის
თანახმად, 2009-2011 წლებში, საშუალოდ, 45-50 საქმე იგზავნებოდა საპასუხოდ, ხოლო
2017-2019 წლებში ასეთ საქმეთა რაოდენობა 15-25 შეადგენდა.
კომიტეტი მიესალმება, რომ ევროპულ სასამართლოში ნარჩუნდება საქართველოს
წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრების კლების ტენდენცია. კერძოდ, 2019 წელს
წარდგენილი იყო 131 საჩივარი, 2020 წელს – 130, ხოლო 2021 წელს - 120, იმის ფონზე,
როცა საქართველოს მიმართ 2010 წელს წარდგენილი იყო 375 საჩივარი, ხოლო 2011 წელს
– 395.
კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში
არსებული საქმეების საერთო რაოდენობის მკვეთრ კლებას. კერძოდ, სტატისტიკის
თანახმად, 2011 წლისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმოებაში
იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი 3045 საქმე. შედარებისათვის, 2019 და 2020
წლებში საქართველოს მიმართ სტრასბურგის სასამართლო განიხილავდა, შესაბამისად,
600 და 532 საქმეს, 2021 წელს ეს რიცხვი 524-მდე შემცირდა. ანგარიშის თანახმად, 2022
წლის 31 მარტის მდგომარეობით სტრასბურგის სასამართლოში განიხილებოდა
საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი მხოლოდ 154 საჩივარი, რაც ევროპის საბჭოს
წევრობის
განმავლობაში,
შედარებისთვის
-
2009-2012
საქართველოსთვის
საუკეთესო
მაჩვენებელია.
წლებში
სასამართლო
განიხილავდა
ევროპული
საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ 3000-დან 4000-მდე საჩივარს. სტრასბურგის
სასამართლოში საჩივრების მკვეთრი კლება საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო
წლებში განხორციელებული რეფორმების შედეგია, რის შედეგადაც საქართველოს
მოქალაქეებს საკუთარი უფლებების ეფექტიანი დაცვა ქვეყნის შიგნითაც შეუძლიათ.
2022
წლის
მდგომარეობით
ასეთი
მცირე
ოდენობის
საჩივრები
განიხილება
სკანდინავიისა და რამდენიმე დასავლეთ ევროპული ქვეყნის, ასევე მოსახლეობით
ძალიან მცირე სახელმწიფოების წინააღმდეგ. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპულ
სახელმწიფოებს შორის კი საქართველო საუკეთესო ოთხეულშია ჩეხეთის, სლოვენიისა
და ესტონეთის გვერდით და ჯამში უსწრებს ევროპის საბჭოს 25 (მათ შორის
ევროკავშირის 14) სახელმწიფოს.
კომიტეტის შეფასებით, ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ
ხელისუფლების აქტიური მუშაობის შედეგად, უკანასკნელი წლების განმავლობაში
მნიშვნელოვნად არის შემცირებული იმ პირთა რაოდენობა, ვინც თავისი უფლებების
დაცვის მიზნით მიმართავს საერთაშორისო სამართლებრივ მექანიზმს - ადამიანის
უფლებათა ევროპულ სასამართლოს. უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმების
რეფორმირებისა და მათდამი მოსახლეობის ნდობის ზრდის გარდა, საჩივრების
შემცირება ასევე მეტყველებს უფლებების დარღვევის საფუძვლის - ხარვეზიანი
კანონმდებლობის
გამოსწორებაზეც.
ამ
მხრივ
განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია
პენიტენციური სისტემის რეფორმა, პატიმართა საყოფაცხოვრებო პირობებისა და
პენიტენციური
ჯანდაცვის
სერვისების
გაუმჯობესება,
არასათანადო
მოპყრობის
წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურება, მათ შორის დამოუკიდებელი საგამოძიებო
მექანიზმის შექმნის გზით.
კომიტეტი დადებითად აფასებს დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული
დანაშაულების
მიმართულებით
პროკურატურის
თანამშრომელთა
კვალიფიკაციის
ამაღლებაზე
და
აქტიურ
საგამოძიებო
ზრუნვას
და
ორგანოს
საანგარიშო
პერიოდში ამ კატეგორიის საქმეებზე პროკურორთა სპეციალიზაციის განხორციელებას.
კომიტეტი
ასევე
მნიშვნელოვან
ნაბიჯად
აფასებს
დისკრიმინაციის
ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკის წარმოების და
ერთიანი
სისტემის
შექმნის
მიზნით
საქართველოს
პროკურატურის,
უზენაესი
სასამართლოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
თანამშრომლობას. ამავდროულად, კომიტეტი იზიარებს ევროპის საბჭოს მინისტრთა
კომიტეტის რეკომენდაციას და მიიჩნევს, რომ სპეციფიკური დანაშაულების გამოძიება
ყოველთვის მეტად წარმატებულია სპეციალიზებული საგამოძიებო დანაყოფის ან
სპეციალიზებული პროკურორებისა და გამომძიებლების პირობებში. ამდენად, კომიტეტი
მოუწოდებს
საქართველოს
მთავრობას,
გააქტიუროს
ძალისხმევა
აღნიშნული
რეკომენდაციის დროულად შესასრულებლად.
კომიტეტი დადებითად აფასებს საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის და შემდგომ უკვე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური
გაძლიერების
მიმართულებით
განხორციელებულ
ღონისძიებებს
და
მიესალმება
აღნიშნული სამსახურის მანდატის გაფართოებას, მათ შორის, ადამიანის უფლებათა
ევროპული
სასამართლოს
გადაწყვეტილებით
დადგენილი
დარღვევის
საქმეების
გამოძიების მიმართულებით.
კომიტეტი ასევე აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებების დაცვა სახელმწიფოსთვის კვლავ
ერთ-ერთ
პრიორიტეტულ
მიმართულებას
წარმოადგენს.
ბავშვებთან/მშობლის
უფლებებთან დაკავშირებული საქმეების აღსრულების კუთხით განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია ბავშვის უფლებათა კოდექსისა და „სოციალური მუშაობის შესახებ“
საქართველოს კანონის მიღება. აღნიშნული საკანონმდებლო აქტები ეროვნულ დონეზე
ქმნის
საერთაშორისო
სტანდარტების
შესაბამის
რეგულაციებს.
ამავდროულად,
კომიტეტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უწყებებმა და მუნიციპალიტეტებმა უნდა
გააქტიურონ ძალისხმევა აღნიშნული კანონებით გათვალისწინებული ღონისძიებების
დროულად
და
ეფექტიანად
განსახორციელებლად
და
აღნიშნული
საკითხების
პრიორიტეტულობა მაქსიმალურად გაითვალისწინონ ბიუჯეტირების პროცესში.
კომიტეტი დადებითად აფასებს ანგარიშების განხილვის პროცესში ალტერნატიული
ანგარიშების წარმომდგენი სუბიექტების: საქართველოს სახალხო დამცველისა და
ახალგაზრდა
იურისტთა
ასოციაციის
როლს
მთავრობის
ანგარიშებში
ასახული
ინფორმაციის კრიტიკულად გაანალიზების კუთხით და მიესალმება საკომიტეტო
განხილვებში მათ აქტიურ მონაწილეობას.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
საქართველოს
მთავრობის
გადაწყვეტილებების/განჩინებების
ინდივიდუალურ
და
ზოგად
გამომდინარე,
მიერ
აღსრულების
ღონისძიებებს.
კომიტეტი
დადებითად
აფასებს
ევროპული
სასამართლოს
მიზნით
განხორციელებულ
ამასთანავე,
კომიტეტი
მოუწოდებს
საქართველოს მთავრობას და შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს შუალედურ
შეფასებებში მითითებული რეკომენდაციის შესრულებისაკენ და აღნიშნულის შესახებ
დეტალური ინფორმაციის პარლამენტისთვის წარსადგენ მომდევნო წლის ანგარიშში
ასახვისაკენ.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
მიხეილ სარჯველაძე