საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.01.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-1128/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-06
ბიუროს ნომერი 218

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-1128/23 31-01-2023 საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად გიგზავნით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: „ 55 “ ფურცელი პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ანგარიში 2022 წელი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში შესავალი - ინფორმაცია დოკუმენტის, მისი მიზნის და მეთოდოლოგიური საკითხების შესახებ-----------------------------------------------------------------გვ.3 ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ---------------------------------გვ.3  კომიტეტის მიზნები და ამოცანები ------------------------------------------------გვ.4  კომიტეტის საქმიანობის მიმართულებები---------------------------------------გვ.4  კომიტეტის შემადგენლობა ----------------------------------------------------------გვ.7 კომიტეტის მთავარი მიღწევები, გამოწვევები და მათ საპასუხოდ მიღებული ზომები ----------------------------------------------------------გვ.14 კომიტეტის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები ---------------გვ.14 კანონშემოქმედებითი მიმართულება ------------------------------------------გვ.15 საკონტროლო მიმართულება ------------------------------------------------------გვ.35 წარმომადგენლობითი მიმართულება ------------------------------------------გვ.42 ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება -------------------------------გვ.44 სხვა საქმიანობა კომიტეტის სპეციფიკური საქმიანობა---------------------------------------------გვ.44 კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფების ძირითადი აქტივობები, მუშაობის შედეგები და შემადგენლობა-----------------------------------გვ.52 2 შესავალი - ინფორმაცია დოკუმენტის, მისი მიზნის და მეთოდოლოგიური საკითხების შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2022 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის თაობაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, წარმოდგენილი ანგარიშის მიზანია კომიტეტისათვის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, კომიტეტის დებულებითა და კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესრულების მიზნით გაწეული ძირითადი, შედეგზე ორიენტირებული აქტივობების, მნიშვნელოვანი მიღწევებისა და გამოწვევების თაობაზე, რელევანტური, მნიშვნელოვანი და ფოკუსირებული ინფორმაციის წარდგენა პარლამენტისა და ფართო საზოგადოებისათვის. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ 2022 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში შექმნილია, წლის განმავლობაში კომიტეტის მიერ განხორცილებული აქტივობების, ასევე მომზადებული ანგარიშების, ინფორმაციების (კვარტალური ანგარიშები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აქტივობების რეგლამენტით შესახებ; გათვალისწინებული ანგარიში საქართველოს საპარლამენტო პარლამენტის კონტროლის ცალკეული მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების კონტროლის შესახებ, ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ, პარლამენტის სამოქმედო ვებგვერდზე გეგმით განთავსებული განსაზღვრული ინფორმაციები) ამოცანების და კომიტეტის შესაბამისად, კომიტეტის სხდომაზე განხილული საკითხების და სტატისტიკური მონაცემების გაერთიანების, სინთეზის და გაანალიზების საფუძველზე. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, არის საქართველოს პარლამენტის სუბიექტი, რომელიც შექმნილია საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, მათი განხილვის, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლის მიზნით. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საკანონმდებლო და საკონტროლო საქმიანობასთან ერთად ახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, კომიტეტის დებულებისა და სხვა, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისად. კომიტეტის სხდომებზე ხდება კომიტეტის აქტების მიღება. კომიტეტის აქტებია: დასკვნა, რეკომენდაცია და გადაწყვეტილება. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად, აგრეთვე კანონპროექტის განხილვის შემდეგ შეიმუშავებს დასკვნას, რომელიც შეიცავს შეფასებას ან/და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს შემდგომი რეაგირებისათვის ან იგზავნება დანიშნულებისამებრ. კომიტეტის საქმიანობას უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატი, რომელიც წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ახორციელებს პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა კონტროლს.  კომიტეტის მიზნები და ამოცანები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ძირითადი მიზნები და ამოცანებია: - პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა; - საკონტროლო საქმიანობის განხორციელება; - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა; - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული სპეციფიკური ფუნქციების განხორციელება.  კომიტეტის საქმიანობის მიმართულებები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი თავისი მიზნების და ამოცანების შესაბამისად, საქმიანობას ახორციელებს შემდეგი მიმართულებებით: რეგულარულად განიხილავს და ამზადებს შესაბამის დასკვნას: - კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო აქტებისა და პარლამენტის დადგენილებების პროექტების, საკანონმდებლო წინადადებების შესახებ. შეიმუშავებს: - „საქართველოს შეტანის შესახებ პარლამენტის რეგლამენტში“ აუცილებელი ცვლილებების წინადადებებს და ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივებს, როგორც რეგლამენტში, ასევე სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებში. რეგულარულად შეისწავლის და აფასებს: - საპარლამენტო პროცედურების პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას და სათანადოდ რეაგირებს მათზე; 4 - პარლამენტის წევრების მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობას და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ახდენს შესაბამის რეაგირებას; - პარლამენტის რეგლამენტით რეგლამენტის მოთხოვნათა განსაზღვრულ დარღვევის თანამდებობის შემთხვევებს და პირთა ახდენს მიერ სათანადო რეაგირებას; - პარლამენტის წევრის სტატუსთან პარლამენტის წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხებს და შესაბამისად რეაგირებს მათზე; - კომიტეტის სხდომაზე ფრაქციის/პოლიტიკური ჯგუფის მიერ დანიშნული კომიტეტის წევრის, მისი დამნიშვნელი ფრაქციის/პოლიტიკური ჯგუფის მიერ, ფრაქციის/ პოლიტიკური ჯგუფის სხვა წევრით დროებით შეცვლის უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და ახდენს სათანადო რეაგირებას; - კომიტეტში წევრის წარდგენის სისწორეს და ახდენს შესაბამის რეაგირებას; პერიოდულად შეისწავლის, განიხილავს, პარლამენტის ბიუროს წარუდგენს და ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას: - პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების თაობაზე; - კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის თაობაზე. პერიოდულად და საჭიროებისამებრ აანალიზებს: - სათანადო ორგანოებიდან წარმოდგენილ ინფორმაციას პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ, აუცილებლობის შემთხვევაში სათანადოდ რეაგირებს მათზე. პარლამენტის ბიუროს ყოველკვარტალურად წარუდგენს და ყოველთვიურად პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას: - პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ. ყოველთვიურად ადგენს: - კომიტეტების სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას და აქვეყნებს პარლამენტის ვებგვერდზე. ყოველი სესიის ბოლოს ადგენს: - პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას და აქვეყნებს პარლამენტის ვებგვერდზე. ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვიანეს შემდგომი თვის 15 რიცხვისა ადგენს: 5 - იმ პარლამენტის წევრთა სიას, რომელთა მიმართაც კომიტეტების და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გაუვლელობის გამო გამოყენებული უნდა იქნეს რეგლამენტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა, და მას უგზავნის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს. შეისწავლის, განიხილავს: - პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისა და ვადამდე შეწყვეტის საკითხებს და წარადგენს შესაბამის დასკვნას; - საქართველოს გენერალური პროკურორის საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადების საფუძვლიანობას და წარადგენს შესაბამის დასკვნას; - ფრაქციის/პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციისთვის საჭირო მასალებს და წარადგენს შესაბამის დასკვნას; - კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების მიზნით წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და წარადგენს შესაბამის დასკვნას; - ლობისტად რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილ განცხადებას, თანდართულ მასალებს და წარადგენს შესაბამის დასკვნას. იღებს ინფორმაციებს და საჭიროების შემთხვევაში სათანადოდ რეაგირებს: - ფრაქციაში/პოლიტიკურ ჯგუფში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. განსაზღვრავს: - წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს პარლამენტის კომიტეტებში, საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებში; - პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებსა და ეთიკის საბჭოში. რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში ამოწმებს: - ამომრჩევლების და პარლამენტის წევრების ხელმოწერის ნამდვილობას; იღებს და პარლამენტის ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას: - მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების თაობაზე. შეიმუშავებს: - „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებას ან მასში ცვლილების პროექტს. დროულად და სათანადოდ რეაგირებს: - მოქალაქეთა წერილებზე, განცხადებებსა და მომართვებზე. აქტიურად და მჭიდროდ თანამშრომლობს: 6 - სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც კომიტეტის კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნებიან.  კომიტეტის შემადგენლობა სრული შემადგენლობა - 19 პარლამენტის წევრი. სიითი შემადგენლობა - 11 პარლამენტის წევრი - მათ შორის არიან კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარის ორი მოადგილე და კომიტეტის სხვა წევრები. ირაკლი ქადაგიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020) ირაკლი შატაკიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (12-04-2022) ლევან მგალობლიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (05-01-2021) პაატა მანჯგალაძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე საპარლამენტო ოპოზიცია - საპარლამენტო ოპოზიციის წევრი (17-05-2021) საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“- პოლიტიკური ჯგუფის წევრი (1712-2021) ლევან ბეჟაშვილი - კომიტეტის წევრი საპარლამენტო ოპოზიცია - საპარლამენტო ოპოზიციის წევრი (17-05-2021) ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (13-06-2022) ირმა ზავრადაშვილი - კომიტეტის წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (11-12-2020) გიორგი კახიანი - კომიტეტის წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე (07-09-2021) თამარ კორძაია - კომიტეტის წევრი უფრაქციო პარლამენტის წევრი (28-05-2021) საპარლამენტო ოპოზიცია - საპარლამენტო ოპოზიციის წევრი (17-05-2021) გურამ მაჭარაშვილი - კომიტეტის წევრი საპარლამენტო უმრავლესობა - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი (05.09.2022) უფრაქციო პარლამენტის წევრი (05.09.2022) გენრიეტა წიწავა - კომიტეტის წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (06-10-2022) ბაჩუკი ქარდავა - კომიტეტის წევრი საპარლამენტო ოპოზიცია - საპარლამენტო ოპოზიციის წევრი (17-05-2021) 7 ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ - ფრაქციის წევრი (31-05-2021) საანგარიშო პერიოდში კომიტეტის წევრები იყვნენ: დავით კაჭარავა - კომიტეტის წევრი საპარლამენტო უმრავლესობა - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი (05.09.2022) უფრაქციო პარლამენტის წევრი (05.09.2022) სავალან მირზოევი - კომიტეტის წევრი ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020) კომიტეტის მთავარი მიღწევები, გამოწვევები და მათ საპასუხოდ მიღებული ზომები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მთავარ მიღწევას წარმოადგენს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესაბამისად, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერების და დახვეწის მიმართულებით, რომელიც გახლდათ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12 პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია და გამოწვევა. ამ მიზნით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განახორციელა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების კონტროლი და მოამზადა ანგარიში, რომელშიც აისახა საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების საქართველოს (პარლამენტის პრემიერ-მინისტრის პრემიერ-მინისტრის ანგარიში, წევრის ყოველწლიური თანამდებობის კითხვა, ინტერპელაცია, მოხსენება, საქართველოს პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება, მინისტრის საათი, საქართველოს მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა, თემატური მოკვლევა, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება, კომიტეტისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი დავალებების ხელისუფლების დადგენილ ვადაში დაწესებულებებისათვის შესრულება) განსაზღვრული მარეგულირებელი ნორმების აღსრულების მდგომარეობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციის ძალაში შესვლიდან 2022 წლის 1 ივლისამდე პერიოდში. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების რეალური ფუნქციონირების თაობაზე ინფორმაციის თავმოყრის და გაანალიზების საფუძველზე შექმნილ დოკუმენტში აისახა მონაცემები იმის თაობაზე, 8 თუ როგორ მოქმედებს საპარლამენტო კონტროლის არსებული მექანიზმები, საჭიროებს თუ არა ცალკეული ნორმები ცვლილებას, დაზუსტებას ან ახლებურ დარეგულირებას. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების კონტროლის მიზნით ჩატარებული მასშტაბური სამუშაოს, პრაქტიკის ანალიზისა და ნორმების ეფექტიანობის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოს პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის მიერ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების დახვეწის, პროცედურების დარეგულირებისა და ახალი მექანიზმების შემოღების შედეგად მიღწეული საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, არსებობდა რიგი საკითხები, რომლებიც განსხვავებულ ხედვას, ცალკეულ შემთხვევებში ახლებურ დარეგულირებას საჭიროებდა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების კონტროლის შესახებ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, საპარლამენტო აღსრულების პროცესში წარმოჩენილი მექანიზმების დახვეწის და ხარვეზების საჭიროების კონტროლის მექანიზმების გამოსწორების, შემთხვევაში ახალი არსებული რეგულაციების შემოღების მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნია და 2022 წლის 2 აგვისტოს კომიტეტის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, საპარლამენტო სუბიექტების, აგრეთვე საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების ფართო ჩართულობით. სამუშაო ჯგუფის მიერ გაიმართა ოთხი შეხვედრა (12.08.2022; 18.08.2022; 24.08.2022; 26.08.2022), რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც სამუშაო ჯგუფის წევრები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები და ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე განხილულ იქნა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების აღსრულების პროცესში წარმოჩენილი ხარვეზები და გამოწვევები, გარკვეული ცვლილებების განხორცილების საჭიროება, აგრეთვე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშში - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების კონტროლის შესახებ - წარმოდგენილი რეკომენდაციები, საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების დახვეწის და რიგი ცვლილებების განხორციელების თაობაზე. სამუშაო ჯგუფის საქმიანობა წარიმართა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით 9 გათვალისწინებულ საპარლამენტო კონტროლის 12 კონკრეტულ მექანიზმთან დაკავშირებით (პარლამენტის წევრის კითხვა, ინტერპელაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში, თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება, მინისტრის საათი, საქართველოს მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა, თემატური მოკვლევა, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება, კომიტეტისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულება) და ხელისუფლების დადგენილ ვადაში წარმოდგენილი მოსაზრებების შეჯამებისა და ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმების შედეგად, საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების ეფექტურად გამოყენების და გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდა რეკომენდაციები საკანონმდებლო პარლამენტის ცვლილებების რეგლამენტით განხორციელების, გათვალისწინებული აგრეთვე საქართველოს რეგულაციების პრაქტიკაში სწორად და ეფექტურად გამოყენების მიმართულებით. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის მიერ სამუშაო შეხვედრებზე აქტიური შეჯერებისა საფუძველზე შემუშავებული დისკუსიების, აზრთა რეკომენდაციების და კონსენსუსის გათვალისწინებით, მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების განხორციელების მიზნით. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ /თბილისი, 2 ნოემბერი 2022 წ. N1981-IXმს-Xმპ/ რომელიც ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას, დახვეწას, უზრუნველყოფს საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების უფრო ეფექტურად ფუნქციონირებას და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესრულებას. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ თანახმად:  განისაზღვრა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ შესაბამისი თანამდებობის პირისთვის კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნის გაგზავნის ვადა არაუგვიანეს 3 დღე, რაც არ იყო განსაზღვრული.  კომიტეტის სხდომაზე შესაბამისი თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრების და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდა სისტემატური მონიტორინგის მექანიზმის შემოღება. რომლის შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების 10 სავალდებულო დასწრების/მოსმენის საკითხს პერიოდულად შეისწავლის საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი;  კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრების, როგორც საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის პროცესის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, დადგინდა რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულება, კერძოდ გამოქვეყნებას ექვემდებარება შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართვა კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნები;  დაზუსტდა, რომ თანამდებობის პირისგან დოკუმენტების, დასკვნებისა და სხვა საჭირო მასალების მოთხოვნის საფუძველია კომიტეტის გადაწყვეტილება;  შემცირდა პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა და ნაცვლად 15 დღისა, განისაზღვრა 10 დღით;  შეიცვალა აღნიშნული ვადის გაგრძელების საკითხიც. კერძოდ 10 დღიანი ვადის გაგრძელება შესაძლებელი იქნება კითხვის ავტორისადმი ადრესატის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე;  განისაზღვრა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხის შესწავლის წესი და შემდგომი პროცედურები.  გაიზრდა ინტერპელაციის ჩატარების პერიოდულობა და ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატის პარლამენტში წარდგომის შესაძლებლობა გათვალისწინებული იქნა ყოველთვიურად. ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი, ნაცვლად ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ წარდგომისა, პარლამენტში წარდგება როგორც წესი, მორიგი სესიის განმავლობაში, ყოველი თვის (გარდა დეკემბრის და ივნისის თვისა) პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს.  პარლამენტის წევრთა მეტი ინფორმირებისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, მთავრობის წევრი ვალდებულია მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე 5 დღით ადრე მოხსენება წერილობითი ფორმით წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს;  აიკრძალა აგრეთვე ერთ დღეს ორზე მეტი მინისტრის საათის გამართვა. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა თემატური მოკვლევის, როგორც ერთერთი აქტიურად გამოყენებადი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის რეგულაციებთან დაკავშირებით,  თემატური მოკვლევის მექანიზმის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების გამარტივების მიზნით, შემცირდა კომიტეტის მიერ თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე 11 გადაწყვეტილების მიღების კვორუმი და ნაცვლად სიითი შემადგენლობის უმრავლესობისა, განისაზღვრა კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით;  დაზუსტდა, რომ თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, იმავე გადაწყვეტილებით განისაზღვრება თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა;  იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თემატური მოკვლევა მიმდინარეობს აქტუალური საკითხის შესწავლის მიზნით და მნიშვნელოვანია თემატური მოკვლევის ოპტიმალურ ვადაში დასრულება, შეიცვალა თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ დასკვნის მოსამზადებლად განსაზღვრული ვადის გაგრძელების საკითხი. კერძოდ, დასკვნის მოსამზადებლად განსაზღვრული ვადის 3-ჯერ თითო თვით გაგრძელების ნაცვლად, ვადის გაგრძელება მოხდება ერთჯერადად არაუმეტეს 2 თვით;  თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული დასკვნის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანა, არსებული წესისგან განსხვავებით შესაძლებელი იქნება მიუხედავად იმისა, თემატური მოკვლევის საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია ცალკეული კომიტეტის, თუ პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ.  განისაზღვრა თემატური მოკვლევის საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანის შემთხვევაში, მისი განხილვის პროცედურა, კერძოდ პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია თემატური მოკვლევის საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში, რომელიც განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით;  შეიცვალა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის საჯარო ანგარიშის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის წესი, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის საჯარო ანგარიშს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს უშუალოდ სამსახურის უფროსი. „საქართველოს საქართველოს პარლამენტის პარლამენტის რეგლამენტში რეგლამენტის“ ცვლილების შეტანის ამოქმედებისთანავე შესახებ“ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა აქტიურად დაიწყო იმ ახალი ვალდებულებების და ამოცანების შესრულება, რომელიც განისაზღვრა განხორციელებული ცვლილების შედეგად. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში 2022 წლის 2 ნოემბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად:  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლს დაემატა მე-8 პუნქტი, რომლის მიხედვით საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კალენდარული წლის თებერვლისა და ყოველი მომდევნო მესამე თვის (მაისი, აგვისტო, ნოემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე 12 რეაგირების საკითხს და პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს პარლამენტის ბიუროს. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შეისწავლა და 2022 წლის 21 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხი, ნორმის ამოქმედებიდან (2022 წლის 3 ნოემბერი) 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საანგარიშო პერიოდში სულ გაიგზავნა 477 პარლამენტის წევრის კითხვა, რომელთაგან პასუხი გაცემულია 278 წერილობით კითხვაზე (58%), ხოლო 199 წერილობით კითხვაზე არ არის გაცემული პასუხი, რაც გაგზავნილი პარლამენტის წევრის კითხვების საერთო რაოდენობის 42%-ს წარმოადგენს. პარლამენტის წევრის გამოიკვეთა, რომ კითხვაზე რეაგირების საკითხის შესწავლის შედეგად საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი - პარლამენტის წევრის კითხვა - საკმაოდ აქტიურად გამოიყენება საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ თუმცა სახეზეა პასუხგაუცემელი კითხვების გარკვეული რაოდენობა (გაგზავნილი კითხვების 42%), რომელთაგან ძირითად ნაწილს შეადგენს მუნიციპალიტეტებისათვის გაგზავნილი პარლამენტის წევრის კითხვები. აგრეთვე, ინფორმაციის შესწავლისას გამოიკვეთა პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადის დარღვევისა და არაუფლებამოსილი პირების მიერ გაცემული პასუხების ცალკეული შემთხვევები. აღნიშნულიდან გამომდინარე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის შესწავლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, წერილობითი ფორმით, მიმართოს შესაბამის დაწესებულებებს/თანამდებობის პირებს, პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის დადგენილი გაცემისათვის მოთხოვნების საქართველოს დაცვის შესახებ. პარლამენტის რეგლამენტით საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ინფორმაცია პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ წარუდგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს (220690/22, 21-12-2022), შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია პარლამენტის ვებგვერდზე. ამასთანავე, კომიტეტის მიერ განხორციელებული შესწავლის ფარგლებში გამოკვეთილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ცალკეული მოთხოვნების დარღვევის ფაქტების შესაბამისად, კომიტეტმა უზრუნველყო შესაბამისი დაწესებულებების/თანამდებობის პირების სიის ფორმირება, სათანადო წერილების მომზადება და განხორციელდა 101 წერილის გაგზავნა (წერილები გაიგზავნა 11.01.2023) საქართველოს პარლამენტის 13 რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. კომიტეტი ასევე განაგრძობს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ მონაცემების შესწავლას და დინამიკაში აკვირდება პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების საკითხს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 40-ე მუხლს დაემატა მე-9 პუნქტი, რომლის მიხედვით პარლამენტის პერიოდულად საპროცედურო შეისწავლის კომიტეტის საკითხთა სხდომაზე და წესების კომიტეტი თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის საკითხს. ამ მიზნით პარლამენტის კომიტეტები კალენდარული წლის ყოველი მესამე თვის (მარტი, ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უგზავნიან ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვას კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე ინფორმაციას კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დასწრების/მოსმენის გამართვის თაობაზე. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამ პუნქტით კომიტეტებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან 15 დღეში შეისწავლის მიღებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას, მათ შორის, შეიმუშავებს რეკომენდაციებს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, აგრეთვე უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებს და მოითხოვა მათგან შესაბამისი ინფორმაცია კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დასწრების/მოსმენის გამართვის თაობაზე. ამჟამად მიმდინარეობს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ თანამდებობის პირების კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრების/მოსმენის საკითხის შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, კომიტეტის სხდომაზე ამ ინფორმაციის შემუშავების, განხილვის, აგრეთვე, საჭიროების შესწავლის შემთხვევაში შედეგების რეკომენდაციების პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენისა და შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით. კომიტეტის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საქმიანობა საანგარიშო პერიოდში წარიმართებოდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის და კომიტეტის დებულების შესაბამისად, კომიტეტის საქმიანობის 2022 14 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საკანონმდებლო, საკონტროლო და კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა საქმიანობის მიმართულებებით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტი რეგულარულად, საჭიროებისამებრ და გეგმაში რიგი ამოცანების შესასრულებლად განსაზღვრული პერიოდულობით ახორციელებდა აქტივობებს გეგმით დასახული ამოცანების ჯეროვნად შესასრულებლად. კანონშემოქმედებითი მიმართულება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის საკანონმდებლო საქმიანობის ნაწილით განსაზღვრული იყო შემდეგი ვალდებულებები:  კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო აქტებისა და პარლამენტის დადგენილებების პროექტების, საკანონმდებლო წინადადებების განხილვა;  პარლამენტის რეგლამენტში წინადადებების მომზადება შესატანი და აუცილებელი შესაბამისი ცვლილებების საკანონმდებლო შესახებ ინიციატივების შემუშავება;  საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება. კომიტეტის დებულებაში ცვლილებების განხორციელება;  საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, თანდართული მასალებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის განხილვა. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მთლიანობაში იმუშავა 45 საკანონმდებლო აქტზე. კომიტეტმა, როგორც წამყვანმა იმუშავა 6 საკანონმდებლო აქტზე (რეგლამენტის პროექტები). სავალდებულო დასკვნის მომზადების მიზნით კომიტეტმა იმუშავა 39 საკანონმდებლო აქტზე (1 კანონპროექტი, 4 საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავდა 4 რეგლამენტის პროექტს და 34 კანონპროექტს). კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში განიხილა 1 საკანონმდებლო წინადადება. საანგარიშო პერიოდში მოწვეულ იქნა კომიტეტის 38 სხდომა და გაფორმდა სათანადო ოქმები. ყველა ოქმი და შესაბამისი აუდიო ჩანაწერი განთავსებულია პარლამენტის ვებგვერდზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საკანონდებლო საქმიანობის მთავარი მიმართულებაა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების შემუშავება და საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება. ამ მიზნით: კომიტეტი რეგულარულად აკონტროლებს, 15 შეისწავლის, სისტემატურად აფასებს და აანალიზებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ეფექტიანობას და საპარლამენტო საქმიანობის დროს გამოვლენილ ნორმის ხარვეზებს. საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ინიცირებული და განხორციელებული ცვლილებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანს, აქტუალურს და მთავარი გამოწვევის (ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულება საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიმართულებით) პასუხს წარმოადგენდა საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების პრაქტიკაში სწორად და ეფექტურად გამოყენების და გაუმჯობესების მიზნით მომზადებული ცვლილებები.  „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (07-3/239; 20.09.2022) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა განხილულია კომიტეტის მიერ სამი მოსმენით, წარდგენილია შესაბამისი დასკვნები და მიღებულია პარლამენტის მიერ სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის დადგენილება - თბილისი, 3 ნოემბერი 2022 წ. N2030-IXმს-Xმპ, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად:  ცვლილება შევიდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტში და განისაზღვრა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის პირისთვის კომიტეტის სხდომაზე მიერ შესაბამისი მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნის გაგზავნის ვადა - არაუგვიანეს 3 დღე;  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლს დაემატება მე-9 პუნქტი, რომლის თანახმად, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრების/მოსმენის საკითხს პერიოდულად შეისწავლის საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, კერძოდ, კომიტეტები კალენდარული წლის ყოველი მესამე თვის (მარტი, ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 5 დღისა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს უგზავნიან ამ მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირის მიმართვას კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე ინფორმაციას კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დასწრების/მოსმენის გამართვის თაობაზე. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ამ პუნქტით კომიტეტებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან 15 დღეში შეისწავლის მიღებულ ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას, მათ შორის, შეიმუშავებს რეკომენდაციებს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 16 აღნიშნული ინფორმაციის შესწავლის შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, აგრეთვე უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას.  რეგლამენტის მე-40 მუხლს დაემატა მე-10 პუნქტი, რომლის თანახმად საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის პროცესის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, გამოქვეყნებას ექვემდებარება შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართვა კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნის თაობაზე და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის შესახებ მოთხოვნები;  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 41-ე მუხლში დაზუსტდა, რომ თანამდებობის პირისგან დოკუმენტების, დასკვნებისა და სხვა საჭირო მასალების მოთხოვნის საფუძველია კომიტეტის გადაწყვეტილება;  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტში განხორციელებული ცვლილების შედეგად შემცირდა პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა და ნაცვლად 15 დღისა, განისაზღვრა 10 დღით და შეიცვალა აღნიშნული ვადის გაგრძელების საკითხიც. კერძოდ 10 დღიანი ვადის გაგრძელება შესაძლებელი იქნება კითხვის ავტორისადმი ადრესატის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე.  პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლს დაემატა მე-8 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხის შესწავლის წესს და შემდგომ პროცედურას, კერძოდ: პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კალენდარული წლის თებერვლისა და ყოველი მომდევნო მესამე თვის (მაისი, აგვისტო, ნოემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია აღნიშნული საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას;  პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-5 პუნქტში განხორციელებული ცვლილების თანახმად გაიზრდა ინტერპელაციის ჩატარების პერიოდულობა და ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატის პარლამენტში წარდგომის შესაძლებლობა გათვალისწინებული იქნა ყოველთვიურად. ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი, ნაცვლად ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ წარდგომისა, პარლამენტში წარდგება როგორც წესი, მორიგი სესიის განმავლობაში, 17 ყოველი თვის (გარდა დეკემბრის და ივნისის თვისა) პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს.  პარლამენტის წევრთა მეტი ინფორმირებისა და ჩართულობის გაზრდის მიზნით, ცვლილება განხორციელდა პარლამენტის რეგლამენტის 153-ე მუხლის პირველ და მე2 პუნქტებში, რომლიც თანახმად მთავრობის წევრი ვალდებულია მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსნებით გამოსვლამდე 5 დღით ადრე მოხსენება წერილობითი ფორმით წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს. აიკრძალა აგრეთვე ერთ დღეს ორზე მეტი მინისტრის საათის გამართვა. მნიშვნელოვანი ცვლილელებები განხორციელდა თემატური მოკვლევის, როგორც ერთ-ერთი აქტიურად გამოყენებადი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის რეგულაციებთან დაკავშირებით, რაც აისახა პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებში.  შემცირდა კომიტეტის გადაწყვეტილების მიერ მიღების თემატური კვორუმი და მოკვლევის ნაცვლად დაწყების სიითი თაობაზე შემადგენლობის უმრავლესობისა, განისაზღვრა კომიტეტის სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით;  დაზუსტდა, რომ თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე, იმავე გადაწყვეტილებით განისაზღვრება თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა;  შეიცვალა თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ დასკვნის მოსამზადებლად განსაზღვრული ვადის გაგრძელების საკითხი. კერძოდ, დასკვნის მოსამზადებლად განსაზღვრული ვადის 3-ჯერ თითო თვით გაგრძელების ნაცვლად, ვადის გაგრძელება მოხდება ერთჯერადად არაუმეტეს 2 თვით;  თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული დასკვნის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანა, არსებული წესისგან განსხვავებით შესაძლებელი იქნება მიუხედავად იმისა, თემატური მოკვლევის საკითხზე გადაწყვეტილება მიღებულია ცალკეული კომიტეტის, თუ პარლამენტის მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ;  განისაზღვრა თემატური მოკვლევის საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანის შემთხვევაში, მისი განხილვის პროცედურა, კერძოდ პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია თემატური მოკვლევის საკითხი შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში, რომელიც განიხილება კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისათვის დადგენილი წესით.  შეიცვალა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის საჯარო ანგარიშის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის წესი, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების საქართველოს პარლამენტს სამსახურის წარუდგენს საქმიანობის უშუალოდ საჯარო სამსახურის ანგარიშს უფროსი და პარლამენტის რეგლამენტის 171-ე მუხლის პირველი პუნქტიდან მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოადგილეზე მითითების ამოღება. 18  საქართველოს სახელმწიფო ანგარიშთან დაკავშირებით, განხორციელებულ უსაფრთხოების სამსახურის საქართველოს ზემოთაღნიშნულ საქმიანობის პარლამენტის საჯარო რეგლამენტში ცვლილებასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით მომზადდა და საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის პირველი მოადგილის მიერ საკანონმდებლო საქართველოს კანონის პროექტი ინიციატივის „საქართველოს წესით წარდგენილ სახელმწიფო იქნა უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც განხილულ და მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით. წამყვანი კომიტეტის რეგლამენტში სტატუსით კომიტეტმა იმუშავა „საქართველოს პარლამენტის ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შემდეგ პროექტებზე:  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/233; 31.08.2022) საქართველოს პარლამენტის წევრების მამუკა მდინარაძის და მიხეილ სარჯველაძის საკანონდებლო ინიციატივა. განხილულია კომიტეტის მიერ სამი მოსმენით, წარდგენილია შესაბამისი დასკვნები და, მიღებულია პარლამენტის მიერ სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის დადგენილება - თბილისი, 9 სექტემბერი 2022 წ. N1767-IXმს-Xმპ. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი 12 პუნქტიდან მე-12 პუნქტი საქართველოსგან მოითხოვს ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭება. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენისა და მისი არჩევის პროცედურები რეგულირდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, აღნიშნული საკითხის ახლებურად მოწესრიგება საჭიროებდა შესაბამის ცვლილებას. რეგლამენტის პროექტით დადგინდა საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი, რომელიც უზრუნველყოფს სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევისა და წარდგენის პროცესის მაღალ გამჭვირვალობას და მასში სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, აკადემიური და პროფესიული წრეების ფართო ჩართულობას. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის“ თანახმად: 19  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს დაემატა 2283 მუხლი - საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი, რომლის შესაბამისად, 2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურები პარლამენტს წარედგინება ამ მუხლითა და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით;  პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით ქმნის შეფასების სამუშაო ჯგუფს, რომელიც შედგება 9 წევრისგან − სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების) წარმომადგენლებისგან;  შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნამდე პარლამენტის თავმჯდომარე ატარებს კონსულტაციებს რეგლამენტით გათვალისწინებულ საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებთან;  შეფასების სამუშაო ჯგუფი არ შეაფასებს მხოლოდ იმ პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან რომელმაც შესაბამისი განცხადება საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით შეიტანა;  შეფასების სამუშაო ჯგუფი საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირებს აფასებს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: კეთილსინდისიერება, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონა;  რეგლამენტით გათვალისწინებული საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი პარლამენტს წარუდგენს ერთ ან ერთზე მეტ კანდიდატურას იმ პირთაგან, რომლებმაც მიმართეს პარლამენტს საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველ პირთა შეფასების პროცესში მონაწილეობის მისაღებად;  პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატების განხილვას დაიწყებს, თუ დასახელებული კანდიდატების რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ იქნება. სხვა შემთხვევაში შესაბამისი პროცედურები თავიდან დაიწყება.  „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (07-3/232; 31.08.2022) საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან იოსელიანის საკანონმდებლო ინიციატივა განხილულია კომიტეტის მიერ სამი მოსმენით, წარდგენილია შესაბამისი დასკვნები და მიღებულია პარლამენტის მიერ სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის დადგენილება - თბილისი, 22 სექტემბერი 2022 წ. N1852-IXმს-Xმპ . 20  პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე ცვლილება მუხლის განხორციელდა მე-5 პუნქტში და განისაზღვრა, რომ თანამდებობის პირის არჩევისას კენჭისყრა ფარულია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევისას, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის საქსტატის საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემისას. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის თანახმად, ჩამონათვალიდან მოხდა, სახალხო დამცველზე მითითების ამოღება, შესაბამისად, პარლამეტის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრა გახდა ღია.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/238; 19.09.2022). საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ირაკლი ქადაგიშვილის, ალექსანდრე რაქვიაშვილის, გივი მიქანაძის საკანონმდებლო ინიციატივა. რეგლამენტის პროექტის მიზანია ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი 12 პუნქტიდან მე-2 პუნქტის (სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური ანგარიშვალდებულების გაძლიერება, აგრეთვე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციების შემდგომი გაუმჯობესება) მოთხოვნისა და საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ 2021 წლის 6 ივლისის N74/15 გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის“, 3.8. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, რომელიც უზრუნველყოფს პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობის, ღიაობის, გამჭვირვალობის ამაღლებას და ამ საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესებას. რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს ცვლილებების განხორციელებას პარლამენტის რეგლამენტის მე-40, 41-ე, 45-ე, 150-ე, 152-ე, 153-ე, 154-ე და 171-ე მუხლებში, რომლითაც ძირითადად განისაზღვრება აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების განხორციელების ფარგლებში შესაბამისი თანამდებობის პირების კომიტეტისა და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსნებით გამოსვლის აუდიო ჩანაწერისა და შესაბამისი მოხსენების პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების ვალდებულება. რეგლამენტის პროექტის განხილვა გათვალისწინებული იყო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის 2022 წლის 28 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგის პროექტით (გადაიდო მომხსენებლის გამოუცხადებლობის გამო) რეგლამენტის პროექტის განხილვის ვადა: საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2022 წლის 31 ოქტომბრის N193/11 გადაწყვეტილების საფუძველზე გაგრძელდა 2022 წლის 1 ნოემბრიდან 1 თვით; 21 საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2022 წლის 2 დეკემბრის N202/12 გადაწყვეტილების საფუძველზე გაგრძელდა 2022 წლის 2 დეკემბრიდან 1 თვით;  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/235, 07.09. 2022 ) საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა შავგულიძის, დავით უსუფაშვილის და ანა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა. რეგლამენტის პროექტის თანახმად, შემოთავაზებულია ცვლილება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებში, რომელიც შეეხება კომიტეტში კანონპროექტის განხილვის ზოგად პროცედურებს. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტით წარმოდგენილი ცვლილების მიხედვით, რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში მითითება კომიტეტისთვის ხდება მიმართვის ინიციატორის შემთხვევაში, იგი უფლებაზე, რომ უფლებამოსილია წამყვანი მოითხოვოს კანონპროექტის განხილვა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე. რეგლამენტის პროექტი ასევე ითვალისწინებს რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-7 პუნქტის ჩანაწერის დაზუსტებას, რომლის მიხედვით კანონპროექტის საკომიტეტო განხილვის ახალი ვადის განსაზღვრის მიზნით კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადება პარლამენტის ბიუროს უნდა წარედგინოს წამყვანი კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისათვის პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილი ვადის ამოწურვამდე. გარდა ამისა, წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-8 პუნქტის ცვლილებას, რომლის ფარგლებშიც ზუსტდება ჩანაწერი და პარლამენტის ბიურო, წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის გარეშე კანონპროექტს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეიტანს იმ შემთხვევაში, თუ მას ამის თაობაზე მიმართავს კანონპროექტის ინიციატორი. რეგლამენტის პროექტის თანახმად, ასევე შემოთავაზებული იყო რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-8 პუნქტიდან იმ ჩანაწერის ამოღება, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორის აზრით, შესაძლებელს ხდის კანონპროექტის ინიციატორის იძულებას, კანონპროექტის პარლამენტიდან გათხოვილად გამოცხადების შიშით, უარი თქვას წამყვანი კომიტეტის მიერ მის განხილვაზე და მიმართოს პარლამენტის ბიუროს, წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი განიხილა 2022 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N89) და 22 კენჭისყრის შედეგად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის მიუღებლად მიიჩნია შემდეგ გარემოებათა გამო: რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებში პროექტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც ადგენს შესაძლებლობას კანონპროექტის ინიციატორისთვის მოითხოვოს კანონპროექტის განხილვა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე, იგი წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-15 პუნქტთან, რომლის მიხედვით, დაუშვებელია პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების დღეებში კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა. ვინაიდან, შესაძლებელია წამყვანი კომიტეტი მის კომპეტენციას მიკუთვნებული გარკვეული საკითხების განხილვის მიზნით კომიტეტის უახლოეს სხდომას მართავდეს პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომის დღეს, რეგლამენტის პროექტით შემოთავაზებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში კი იგი ვალდებული იქნება დღის წესრიგში შეიტანოს ინიციატორის მიერ მოთხოვნილი კანონპროექტიც, რაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი რედაქციით დაუშვებელია. რაც შეეხება, რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებას კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ კომიტეტის თავმჯდომარის მოტივირებული წინადადების პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენის თაობაზე წამყვანი კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის განხილვისათვის პარლამენტის ბიუროს მიერ დადგენილი ვადის ამოწურვამდე, უნდა აღინიშნოს, რომ პროექტით გათვალისწინებული დაზუსტების საჭიროება არ არსებობს, ვინაიდან ვადა შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ მაშინ, თუ ეს ვადა არ ამოწურულა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაგრძელება შეუძლებელი იქნება, რაც ასევე ხორციელდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი რედაქციის პირობებშიც. ასევე, არ არსებობს რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული 107-ე მუხლის მე-8 პუნქტის დაზუსტების აუცილებლობა კანონპროექტის ინიციატორის მიმართვის შემთხვევაში წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვისა და შესაბამისი დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის ბიუროს მიერ პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ, ვინაიდან რეგლამენტის პროექტით წარმოდგენილი ცვლილება აღნიშნულ საკითხს არეგულირებს პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი რედაქციის ანალოგიურად. რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი წესის ამოღებას, რომლითაც თუ წამყვანი კომიტეტი მისთვის განსაზღვრულ ვადაში არ განიხილავს კანონპროექტს, ხოლო კანონპროექტის ინიციატორი შესაბამისი სესიის განმავლობაში პარლამენტის ბიუროს წინაშე არ დასვამს კანონპროექტის შემდგომი განხილვის საკითხს, იგი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის აღნიშნული ჩანაწერი უზრუნველყოფს, რომ სამართლებრივი რეგულირების გარეშე არ დარჩეს ისეთი 23 კანონპროექტი, რომლის განხილვაც კომიტეტმა ვერ უზრუნველყო მისთვის დადგენილ ვადაში და ამავდროულად, არც კანონპროექტის ინიციატორმა გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება პარლამენტის ბიუროს წინაშე დაესვა წამყვანი კომიტეტის დასკვნის გარეშე კანონპროექტის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის საკითხი. აღნიშნული წესის გაუქმების შემთხვევაში, გაურკვეველი გახდება მსგავსი კანონპროექტების სამართლებრივი სტატუსი. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტის განხილვისთვის დადგენილი ვადის ამოწურვამდე, ან მისი გაგრძელების შემთხვევაში, კანონპროექტის გათხოვის შესახებ პირობა არ დადგება მიუხედავად იმისა, მისი განხილვის ვადა ვრცელდება მიმდინარე თუ მომდევნო სესიაზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა (2-16915/22, 31-10-2022) გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. რეგლამენტის პროექტი განხილულ იქნა პლენარულ სხდომაზე 2022 წლის 16 ნოემბერს და იგი უარყოფილ იქნა პირველი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის დადგენილება - თბილისი, 16 ნოემბერი 2022 წ. N2066-IXმს-Xმპ.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/260; 26.10.2022) საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილისა და მამუკა მდინარაძის საკანონმდებლო ინიციატივა. საკანონდებლო ინიციატივა განხილულია კომიტეტის მიერ სამი მოსმენით, წარდგენილია შესაბამისი დასკვნები და, მიღებულია პარლამენტის მიერ სამი მოსმენით. საქართველოს პარლამენტის დადგენილება - თბილისი, 3 ნოემბერი 2022 წ. N2030-IXმს-Xმპ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს წარმოდგენდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებთან დაკავშირებული მოქმედი რეგულაციების ცვლილება, იმ მიზნით, რომ საპარლამენტო ორგანოებში პოლიტიკური სუბიექტების წარმომადგენლობა მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ცალ-ცალკე განსაზღვრა საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრებისა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის, რის შედეგად, მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება საპარლამენტო ორგანოებში წარმომადგენლობის თვალსაზრისით. რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებდა აგრეთვე ცვლილებას კომიტეტის შემადგენლობიდან პარლამენტის წევრის გასვლის პროცედურასთან დაკავშირებით, 24 კერძოდ, პარლამენტის წევრის გადაწყვეტილება კომიტეტის შემადგენლობის დატოვების შესახებ ძალაში უნდა შევიდეს საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან. ცვლილება განხორციელდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28-ე, 29-ე, 49-ე, 62-ე, 86-ე, 189-ე, 227-ე და 228-ე მუხლებში. რეგლამენტის პროექტის თანახმად:  კომიტეტის, დროებითი საგამოძიებო კომისიის, მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების, ეთიკის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად;  კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 პარლამენტის წევრით. კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის არანაკლებ 7 წევრი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე;  საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების მოთხოვნის შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტიტეტი საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის საერთო კვოტებს, რომლებსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო;  საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კომიტეტში გაწევრება ხდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადების საფუძველზე, რომელსაც ცნობად იღებს პარლამენტის ბიურო;  ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ 8 წევრზე არაუმეტეს ერთი მოადგილისა. თუ ფრაქციის თავმჯდომარეს ერთზე მეტი მოადგილე ჰყავს, ერთ-ერთ მათგანს შეიძლება მიენიჭოს ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილის სტატუსი. ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილებანი და არჩევის, გადაყენებისა და გადადგომის წესები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით. სავალდებულო დასკვნების მოსამზადებლად კომიტეტი მუშაობდა შემდეგი საკანონმდებლო აქტების პროექტებზე:  საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/147; 21.12.2021) საქართველოს პარლამენტის წევრების: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილის, ალექსანდრე რაქვიაშვილის და ჰერმან საბოს საკანონმდებლო ინიციატივა 25 საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ეროვნულ ბანკზე საზედამხედველო ფუნქციის გაუმჯობესება, ვინაიდან ცვლილების თანახმად, ინიციატორის მოსაზრებით პარლამენტის წევრებს მიეცემოდათ შესაძლებლობა განეხორციელებინათ საქართველოს კონსტიტუციის 43ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება, კერძოდ, ინფორმაცია (მათ შორის კონფიდენციალური) გამოეთხოვათ პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოდან - ეროვნული ბანკიდან. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატებოდა შემდეგი შინაარსის ,,53“ პუნქტი: ,,ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია, (მათ შორის, კონფიდენციალური) მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცეს საქართველოს პარლამენტის წევრს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი განიხილა 2022 წლის 28 მარტის სხდომაზე (ოქმი N65) და კენჭისყრის შედეგად მიზანშეწონილად არ მიიჩნია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება წარმოდგენილი სახით, ვინაიდან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი სრულყოფილად არეგულირებს საპარლამენტო კონტროლის განხორციელების საშუალებებს, განსაზღვრავს პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის მოძიების, მიღების შესაძლებლობას და სათანადო პროცედურებს. ამასთან, აღნიშნული წესები და პროცედურები ვრცელდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ ყველა შესაბამის სუბიექტზე. საქართველოს პარლამენტის წევრისათვის უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის მიღების საკითხის რეგულირებამ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის საქმიანობის მარეგულირებელ კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებში, შესაძლოა გაუმჯობესების ნაცვლად შექმნას იმგვარი ვითარება, რომ თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაბამის საკანონმდებლო აქტებში არ იქნება ასახული საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ ინფორმაციის მიღების უფლების შესახებ და მითითება იმის თაობაზე, თუ რა სახის ინფორმაციის მიღების უფლება აქვს მას, პარლამენტის წევრს არ ექნება ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. რაც შეეხება კონფიდენციალური ინფორმაციის გამოთხოვის წესს ან კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, როგორი უნდა იყოს მისი დაცვის ხარისხი - ეს ცალკე რეგულირების საკითხია არა მხოლოდ ეროვნულ ბანკთან, არამედ ყველა შესაბამის ორგანოსთან მიმართებით. 26 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სავალდებულო დასკვნა (2-3581/22 2803-2022) გაეგზავნა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.  საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/248; 28.09.2022) საქართველოს პარლამენტის წევრების დავით უსუფაშვილის, ხატია დეკანოიძის, ლევან ბეჟაშვილის, გიორგი ვაშაძის, თამარ ჩარკვიანის საკანონმდებლო ინიციატივა. საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის განსაზღვრული 12 პირობიდან ერთ-ერთის - საარჩევნო სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორება ევროპის საბჭოს, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით - შესრულება. საკანონმდებლო ინიციატივა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი მაღალი ნდობის და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრის არჩევის პროცესში მაღალი კონსენსუსის არსებობის მიზნით, ითვალისწინებდა ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის მხოლოდ ერთი ვადით არჩევის შესაძლებლობას და დაუშვებელი იქნებოდა ერთი და იმავე პირის ცესკოს თავმჯდომარედ ხელმეორედ არჩევა. შეიცვლებოდა აგრეთვე ცესკოს თავმჯდომარის/წევრის არჩევის პროცესში საკონკურსო კომისიის ეტაპის მომწესრიგებელი ნორმები, რომლებიც ეხება, როგორც საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების წესს, ასევე გამჭვირვალობის ზრდას. საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, ცვლილება შეეხებოდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის წესს, კერძოდ, მათ ცესკო და შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია აირჩევდა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით, რითაც გამოკვეთილი იქნება პოლიტიკური პარტიების წევრთა ჩართულობა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შეთანხმების მიღწევის აუცილებლობა. დაუშვებელი იქნებოდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად იმ პირის არჩევა, რომელიც პოლიტიკური პარტიის მიერ ბოლო 3 საერთო არჩევნებზე დანიშნული იყო რომელიმე დონის საარჩევნო კომისიის წევრად ან წარმომადგენლად. 2021 წლის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთების შესაბამისად, უქმდება საუბნო საარჩევნო კომისიებში უფლებამოსილი პარტიების მიერ წევრების დანიშვნის უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ზემდგომი კომისიის მიერ წევრების 17-მდე შევსების წესი და ეს ზღვარი განისაზღვრება 12 წევრით, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელად არჩევის უფლება უბრუნდებათ პარტიების მიერ დანიშნულ კომისიის წევრებს. 27 ცვლილებები შეეხებოდა : ამომრჩეველთა სიების ფორმირების პროცესს, გადასატანი საარჩევნო ყუთის სიის ფორმირების წესს, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობის გაზრდას. მოქალაქეთა იდენტიფიკაციის წესს, უფლებამოსილ სუბიექტებს, მათ შორის, ამომრჩევლებს, მიეცემოდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერებიანი სიის საჯარო სარგებლობისთვის განკუთვნილ ვერსიას, რაც ინიციატორის აზრით, თანაბარ პირობებში ჩააყენებდა ყველა საარჩევნო სუბიექტს, გაზრდიდა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობის ხარისხს და შეამცირებდა სივრცეს ამ მიმართულებით განსახორციელებელი შესაძლო მანიპულაციებისთვის. საკანონმდებლო ინიციატივის განსხვავებული კრიტერიუმები თანახმად, და შემუშავდა ცვლილებები აგრეთვე შეეხო გადათვლის ასევე საარჩევნო პროცედურების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელებას, კერძოდ: ელექტრონული აუდიტის სისტემის არარსებობის გამო შემოთავაზებული იქნა ყველა უბანზე, სადაც ხმის მიცემა ჩატარდება ელექტრონული სისტემის გამოყენებით მოხდეს ხელით გადათვლაც. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიზანი გახლდათ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანხვედრაში მოყვანა „საქართველოს პარლამენტის ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ პროექტთან, კერძოდ შეიცვლებოდა ცესკოს თავმჯდომარის/წევრის არჩევის პროცედურები და შესაბამისი ცვლილება განხორციელდებოდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე და 205-ე მუხლებში. რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: ცესკოს თავმჯდომარის/წევრის ასარჩევად აუცილებელი იქნება პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერა. თუ კანდიდატი ამ კვორუმით არ აირჩევა, ხელმეორე კენჭისყრა იმავე პირობით უნდა ჩატარდეს კენჭისყრიდან არაუადრეს 4 კვირისა. თუ შესაბამის მხარდაჭერას ვერც ერთი პირი მოიპოვებს, ამ კენჭისყრიდან არაუადრეს 4 კვირისა კიდევ ერთი კენჭისყრა იმართება, სადაც კვორუმი პარლამენტის სრული შემადგენლობის სამ მეხუთედამდე მცირდება. თუ კვლავ ვერ მოხდება პირის არჩევა, მესამე კენჭისყრიდან არაუადრეს 4 კვირისა ჩატარდება კიდევ ერთი კენჭისყრა, სადაც კვორუმი უბრალო უმრავლესობით განისაზღვრება. ამასთან, აღდგება მანამდე მოქმედი წესი, რომ ერთ ვაკანსიაზე 2 კანდიდატი უნდა იყოს წარდგენილი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა 2022 წლის 11 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N87) მიზანშეწონილად არ მიიჩნია და მხარი არ დაუჭირა კანონპროექტითა და საქართველოს პარლამენტის 28 რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელებას წარმოდგენილი სახით, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიციირებული ორგანული კანონის პროექტები „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლებიც შემუშავებული იქნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მისანიჭებლად განსახორციელებელი შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების (საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების შესაბამისად) მომზადების მიზნით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საარჩევნო საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის მიერ 2022 წლის 5 ოქტომბერს მიღებულ იქნა პირველი მოსმენით. შესაბამისად საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანული კანონის ორივე პროექტის ერთ პერიოდში განხილვის და შესაბამისად მიღების შემთხვევაში დღის წესრიგში დადგებოდა საარჩევნო კოდექსის ერთი და იმავე ნორმებში სხვადასხვა გასათვალისწინებელი რეგულაციების იყო ასახვის ცვლილებების საკითხი. მასშტაბი, გარდა ამისა, რამდენადაც ორივე კანონპროექტი შეეხება საარჩევნო საკითხების მნიშვნელოვან ნაწილს და თითოეულში წარმოდგენილია საარჩევნო საკითხების მომწესრიგებელი არაერთი რეგულაცია. შესაბამისად, პარლამენტის მიერ ამ მოცულობისა და მნიშვნელობის ცვლილებების პარალელურ განხილვას შესაძლებელია საბოლოოდ გავლენა მოეხდინა ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების ხარისხზე. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ პროექტის თანახმად კი განმეორებით ხდება იმ რეგულაციების ასახვა, რომელთა მოქმედების პერიოდში არაერთი პრაქტიკული ხარვეზი გამოვლინდა, არამიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ეფექტურობის თვალსაზრისით და საბოლოოდ 2021 წლის 17 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო აღნიშნული წესის შეცვლის გადაწყვეტილება. დღეს მოქმედი წესი შესაძლებელს ხდის, როგორც ასარჩევ თანამდებობის პირთა კანდიდატურებზე კონსესუსის მიღწევას, აგრეთვე მათ არჩევას გონივრულ ვადებში. არსებული წესი უზრუნველყოფს არ გაჭიანურდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა/თავმჯდომარის არჩევის პროცესი, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია შეაფერხოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სავალდებულო დასკვნა, რომელშიც ზემოაღნიშნული მთავარი არგუმენტების გარდა, დეტალურად არის ჩამოყალიბებული ყველა შემოთავაზებულ ცვლილებასთან დაკავშირებული შენიშვნა (2-15633/22 11.10.2022) გაეგზავნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს. 29  საქართველოს კანონის პროექტი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/249; 05.10.2022) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა. საკანონმდებლო ინიციატივა შემუშავებული იქნა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ფარგლებში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიზნით დასახელებული 12 რეკომენდაციიდან მე-9 პუნქტის შესრულების მიზნით, რომლის თანახმად, საქართველოს მოეთხოვება მოახდინოს გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის განსაკუთრებული კონსოლიდაცია. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრა, რომ სახელმწიფო გარდა ფორმალური თანასწორობის განმტკიცებისა, უზრუნველყოფს ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორობის დამკვიდრებას და ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრას. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტით განისაზღვრა, რომ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო შეიმუშავებს წინადადებებს ქალთა და მამაკაცთა შორის რეალური თანასწორობის დამკვიდრებისთვის. ამავე დროს, ის პასუხისმგებელი ხდება ამგვარ წინადადებებს გაუწიოს ადვოკატირება შესაბამის დაწესებულებებთან. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივა განიხილა 2022 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი N88) და მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სავალდებულო დასკვნა, (2-15964/22 17-10-2022) გაეგზავნა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს.  „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გრანტების შესახებ“ 30 საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტების, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ , „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტები და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (N07-3/158; 25.01.2022). 31 საქართველოს პარლამენტის წევრების სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძის, ანა ნაცვლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა საკანონმდებლო ინიციატივის მიზანს წარმოადგენდა კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის ხელშეწყობის და საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის მიზნით, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) შექმნა, რომლის თავმჯდომარეს აირჩევს საქართველოს პარლამენტი და ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია, თანამდებობის პირების მიერ „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა საქართველოს კანონით კორუფციული დანაშაულების პოლიტიკური პარტიების უფლებამოსილი იქნება შეუთავსებლობისა დადგენილი ნორმების მიუკერძოებელი კორუფციის შესრულების შესახებ“ კონტროლი, და ეფექტიანი გამოძიება, საქმიანობის კონტროლი. სააგენტო კანონმდებლობით დადგენილი ნორმების ფინანსური შეამოწმოს და შესრულება და მოამზადოს და გამოაქვეყნოს დასკვნები; თავიდან აიცილოს, გამოავლინოს, გამოიძიოს და აღკვეთოს თავის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულები; ქონებრივი დეკლარაციების შევსებისას პირებს გაუწიოს რეკომენდაცია; შეამოწმოს დეკლარაციები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები; პირის თანამდებობასთან შეუთავსებლობის დადგენის შემთხვევაში, შესაბამის ორგანოს მისი გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართოს; თვალყური ადევნოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსურ საქმიანობას; დაიცვას კორუფციულ დანაშაულთა მამხილებლები; მოამზადოს თემატური საკანონმდებლო წინადადებები და გააუმჯობესოს საჯარო უწყებების საქმიანობა საჯარო მოხელეთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით; აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება-განახლებაში; უზრუნველყოს საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციულ ორგანოების ორგანიზაციებთან, თანამშრომლობა საერთაშორისო საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებების შესასრულებლად. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის“ თანახმად, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარეს აირჩევს პარლამენტი, პროცედურა იქნება გამჭვირვალე, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარე იხელმძღვანელებს ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტით და ისარგებლებს ხელშეუხებლობის გარანტიებით. სააგენტო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კორუფციასთან ბრძოლის მდგომარეობისა და სააგენტოს მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის 32 ანგარიშს. საქართველოს შექმნილი კომისიის პარლამენტი მიერ უფლებამოსილი წარდგენილი იქნება სპეციალურად კანდიდატურებიდან ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარედ შეარჩიოს სათანადო კვალიფიკაციისა და მაღალი პროფესიული რეპუტაციის მქონე პირი. საქართველოს პარლამენტი, გასცემს ნებართვას ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარის დაკავებასა თუ დაპატიმრებაზე. ასევე, როდესაც იარსებებს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლები, საქართველოს პარლამენტი ხდება უფლებამოსილი ორგანო, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით იღებს გადაწყვეტილებას. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 2022 წლის 9 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი N94) განიხილა საკანონმდებლო ინიციატივა და მხარი არ დაუჭირა, ვინაიდან „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ” წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლითაც იქმნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, სახელმწიფო ორგანო - ეროვნული ფაქტობრივად გულისხმობდა ამ სააგენტოსთვის ისეთი ფუნქციების და უფლებამოსილებების მინიჭებას, რომელთა უმეტეს ნაწილს დღეისათვის რამდენიმე კანონმდებლობის სხვადასხვა შესაბამისად, ორგანო კორუფციასთან ახორციელებს. ბრძოლის მოქმედი მექანიზმებით აღჭურვილია არაერთი სახელმწიფო ორგანო და გათვალისწინებულია კორუფციის პრევენციისა და აღკვეთის მრავალი სამართლებრივი ბერკეტი. ამასთანავე, არსებული სისტემა ითვალისწინებს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით ფუნქციათა გამიჯვნას და უფლებამოსილებათა კომპეტენციის შესაბამისად გადანაწილებას სხვადასხვა სტრუქტურებს შორის. შესაბამისად, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოების ფუნქციათა ნაწილების გაერთიანება და მათი ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსთვის მინიჭება, თავისი შინაარსით არ უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხების უფრო ეფექტიანად მოწესრიგებას. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სავალდებულო დასკვნა, რომელშიც ზემოაღნიშნული მთავარი არგუმენტების გარდა, დეტალურად არის ჩამოყალიბებული ყველა შემოთავაზებულ ცვლილებასთან დაკავშირებული შენიშვნა (2-17707/22; 09.11.2022) გაეგზავნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.  „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 33 კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტები და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში საქართველოს რეგლამენტში ცვლილების ცვლილების შეტანის შეტანის თაობაზე“ შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (N07-3/275; 07.12.2022). საქართველოს პარლამენტის წევრების დავით სონღულაშვილის, გელა სამხარაულის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის და ანტონ ობოლაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით განსაზღვრული ცვლილება განაპირობა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულმა ცვლილებებმა, რომლის თანახმად, შეიცვალა სააგენტოს სტურუქტურული მოწყობის ფორმაც. კერძოდ - სააგენტოს მმართველობითი ორგანო გახდა პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და პარლამენტის მიერ 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრიანი საბჭო. თავის მხრივ, საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედება გათვალისწინებულია 2023 წლის პირველი იანვრიდან. ხოლო, საქართველოს პარლამენტმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა უზრუნველყონ საბჭოს დაკომპლექტება 2023 წლის 1 თებერვლამდე. წარმოდგენილი პროექტები ითვალისწინებს საბჭოს მარეგულირებელი ნორმების ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ იანვრამდე. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესაბამისად, ცვლილება შედის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში და მიეთითება, რომ საქართველოს პარლამენტმა საბჭო უნდა დააკომპლექტოს 2025 წლის პირველ თებერვლამდე (ნაცვლად 2023 წლის თებერვლისა). ასევე, ცვლილება შედის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და მიეთითება, რომ საბჭოს წევრთა არჩევის და მათი თანამდებობიდან გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმების ამოქმედება უნდა მოხდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო პაკეტი განიხილა 2022 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი N95) და მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით განსახილველად გატანა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სავალდებულო დასკვნა (2-20686/22, 21-12-2022) გაეგზავნა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს. საკანონმდებლო წინადადებების განხილვა საანგარიშო პერიოდში კომიტეტში წარმოდგენილი და განხილული იყო 1 34 საკანონდებლო წინადადება:  საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება (N1-2155/22/10; 23.02.2022) - საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის წევრის სახელწოდების ცვლილების, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრთა გარკვეული ნაწილის როტაციის თაობაზე. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადება განიხილა 2022 წლის 28 მარტის სხდომაზე (ოქმი N65). საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად უარყოფილად ცნო წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება, ვინაიდან საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ცვლილებების - საქართველოს პარლამენტს ეწოდოს დარბაზი, პარლამენტის წევრს - დარბაისელი და შემოღებული იქნეს 74 პარლამენტის წევრის როტაციის წესი ორ წლიან პერიოდში, რაც არ შეეხება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს - განხორციელება ვერ მოხდება საქართველოს როგორც პარლამენტის რეგლამენტში, ეს საკანონმდებლო წინადადებაში არის მითითებული. აღნიშნული საკითხები დარეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციით, რომელიც „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად სახელმწიფოს უზენაესი კანონია და აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას. კომიტეტის დასკვნა (2-3570/22 28-03-2022) საკანონმდებლო წინადადების უარყოფის თაობაზე წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. საკონტროლო მიმართულება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის საკონტროლო საქმიანობის ნაწილით განსაზღვრული იყო შემდეგი ვალდებულებები:  პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი და შესაბამისი რეაგირება;  კომიტეტის გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობის კონტროლი;  კომიტეტის გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების შემოწმება. პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ კომიტეტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციის შესწავლა და პარლამენტის 35 ბიუროსთვის წარდგენა; პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის პარლამენტის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნების გადაწყვეტილებებით უზრუნველყოფა. განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების კონტროლი;  საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა. რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თანამდებობის პირების არჩევის, დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხის განხილვა;  კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლი. საჭიროებიდან გამომდინარე, შესაბამისი თანამდებობის პირების კომიტეტის სხდომაზე მოწვევა, პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული თანამდებობის პირების მიერ პარლამენტის რეგლამენტის დარღვევის საკითხის განხილვა და სათანადო რეაგირება;  პარლამენტის წევრის სტატუსთან პარლამენტის წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება, პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ სათანადო ორგანოების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზი და აუცილებლობის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;  კომიტეტის სხდომაზე, ფრაქციის/პოლიტიკური ჯგუფის მიერ დანიშნული კომიტეტის წევრის, მისი დამნიშვნელი ფრაქციის/პოლიტიკური ჯგუფის მიერ, ფრაქციის/ პოლიტიკური ჯგუფის სხვა წევრით დროებით შეცვლის უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციის შესწავლა და რეგლამენტის მოთხოვნების დაცვის მიზნით სათანადო რეაგირება;  კომიტეტის სხდომაზე, ფრაქციის/პოლიტიკური ჯგუფის მიერ დანიშნული კომიტეტის წევრის, მისი დამნიშვნელი ფრაქციის/პოლიტიკური ჯგუფის მიერ, ფრაქციის/პოლიტიკური ჯგუფის სხვა წევრით დროებით შეცვლის უფლების გამოყენების საკითხის განხილვა და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;  იმ პარლამენტის წევრთა აღრიცხვა, რომლებიც არ არიან არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში და სათანადო რეაგირება;  იმ პარლამენტის წევრთა სიის შედგენა, რომელთა მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს პასუხისმგებლობის ზომა კომიტეტების და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გაუვლელობის გამო და სათანადო რეაგირება ხელფასის დაკავების მიზნით;  კომიტეტების სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სიის შედგენა და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების უზრუნველყოფა. 36 საკონტროლო საქმიანობის გეგმით გათვალისწინებული და რეგლამენტით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად:  საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საანგარიშო პერიოდში სისტემატურად ახორციელებდა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ აღსრულების კონტროლს. ამ მიზნით კომიტეტი შეისწავლიდა და აფასებდა განხორციელებული რეგლამენტით განსაზღვრულ საპარლამენტო პროცედურების პარლამენტის მოთხოვნებთან შესაბამისობის მდგომარეობას, საკანონმდებლო აქტის ეფექტიანობას და შესაბამისი ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში განიხილავდა მათ საპროცედურო საკითხთა პარლამენტის რეგლამენტის“ და აღმოსაფხვრელად წესების საჭირო ღონისძიებებს. აფასებდა „საქართველოს მდგომარეობას, აანალიზებდა კომიტეტი აღსრულების გამოვლენილ ხარვეზებს და ახდენდა მათზე სათანადო რეაგირებას, იღებდა ზომებს მისი შესრულების უზრუნველსაყოფად.  კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში განახორციელა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების კონტროლი და მოამზადა ანგარიში, რომელშიც აისახა საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების (პარლამენტის წევრის კითხვა, ინტერპელაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში, თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება, მინისტრის საათი, საქართველოს მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა, თემატური მოკვლევა, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება, კომიტეტისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით დაწესებულებებისათვის განსაზღვრული აღმასრულებელი დავალებების ხელისუფლების დადგენილ ვადაში შესრულება) მარეგულირებელი ნორმების აღსრულების მდგომარეობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციის ძალაში შესვლიდან 2022 წლის 1 ივლისამდე პერიოდში. კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში აისახა მონაცემები იმის თაობაზე, თუ როგორ მოქმედებს საპარლამენტო კონტროლის არსებული მექანიზმები, საჭიროებს თუ არა ცალკეული ნორმები ცვლილებას, დაზუსტებას ან ახლებურ დარეგულირებას. საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების კონტროლის მიზნით ჩატარებული მასშტაბური სამუშაოს, პრაქტიკის ანალიზისა და ნორმების ეფექტიანობის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, 37 არსებობდა რიგი საკითხები, რომლებიც განსხვავებულ ხედვას, ცალკეულ შემთხვევებში ახლებურ დარეგულირებას საჭიროებდა. კომიტეტმა საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების კონტროლის შედეგად მიღებული ინფორმაციის და საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე შემუშავებული რეკომენდაციების შექმნილი საფუძველზე, სამუშაო მოამზადა ჯგუფის მიერ „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა და ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე. (საქართველოს პარლამენტის დადგენილება - თბილისი, 3 ნოემბერი 2022 წ. N2030-IXმს-Xმპ )  კომიტეტის ფუნქციებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 და 148-ე მუხლებში განხორცილებული ცვლილებების შესაბამისად დაემატა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების აღსრულების მონიტორინგი, რომელიც შეეხება კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის, აგრეთვე პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შეისწავლის კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრების/მოსმენის შესახებ კომიტეტებისგან მიღებულ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და შესწავლის შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, აგრეთვე უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. აგრეთვე, შეისწავლის პარლამენტის წევრის კითხვაზე რაგირების საკითხს, პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს და უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად შეისწავლა და 2022 წლის 21 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხი, ნორმის ამოქმედებიდან (2022 წლის 3 ნოემბერი) 2022 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საანგარიშო პერიოდში სულ გაიგზავნა 477 პარლამენტის წევრის კითხვა, რომელთაგან პასუხი გაცემულია 278 წერილობით კითხვაზე (58%), ხოლო 199 წერილობით კითხვაზე არ არის გაცემული პასუხი, რაც გაგზავნილი პარლამენტის წევრის კითხვების საერთო რაოდენობის 42%-ს წარმოადგენს, რომელთაგან ძირითად ნაწილს შეადგენს მუნიციპალიტეტებისათვის გაგზავნილი პარლამენტის წევრის კითხვები. აგრეთვე გამოიკვეთა პარლამენტის 38 წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადის დარღვევისა და არაუფლებამოსილი პირების მიერ გაცემული პასუხების ცალკეული შემთხვევები. აღნიშნულიდან გამომდინარე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის შესწავლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, წერილობითი ფორმით, მიმართოს შესაბამის დაწესებულებებს/თანამდებობის პირებს, პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემისათვის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების დაცვის შესახებ. კომიტეტმა ინფორმაცია პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ (2- 20690/22, 21-12-2022) წარუდგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს, შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნებულია პარლამენტის ვებგვერდზე. ამასთანავე, კომიტეტის მიერ განხორციელებული შესწავლის ფარგლებში გამოკვეთილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ცალკეული მოთხოვნების დარღვევის ფაქტების შესაბამისად, კომიტეტმა უზრუნველყო შესაბამისი დაწესებულებების/თანამდებობის პირების სიის ფორმირება, სათანადო წერილების მომზადება და განხორცილედა 101 წერილის გაგზავნა (წერილები გაიგზავნა 11.01.2023) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით. კომიტეტი ასევე განაგრძობს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ მონაცემების შესწავლას და დინამიკაში აკვირდება პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების საკითხს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლში განხორციელებული ცვლილების ფარგლებში, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა წერილობით მიმართა საქართველოს პარლამენტის ყველა კომიტეტს და მოითხოვა მათგან შესაბამისი ინფორმაცია კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის დასწრების/მოსმენის გამართვის თაობაზე. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 40-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კომიტეტის მიერ თანამდებობის პირების კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო დასწრების/მოსმენის საკითხს შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება, კომიტეტის სხდომაზე ამ ინფორმაციის განხილვის და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირების მიზნით, აგრეთვე შესწავლის შედეგების პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენისა და შესაბამისი ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნების მიზნით.  კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და კომიტეტის დებულების შესაბამისად რეგულარულად ახორციელებდა ცალკეული კანონებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების დებულებებით, საქართველოს პარლამენტის ბიუროს განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში გარდამავალი გადაწყვეტილებებით შესრულების კონტროლს, 39 რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობდა საპარლამენტო კომიტეტებთან და სხვა საპარლამენტო სტრუქტურებთან. უგზავნიდა მათ სათანადო შეხსენებებს მათი კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ დავალებათა თაობაზე. კომიტეტი მიღებული ინფორმაციების გაანალიზების და აღრიცხვის შემდეგ ამზადებდა და პარლამენტის ვებგვერდზე ყოველი თვის დასაწყისში განათავსებდა ინფორმაციას საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესახებ, რითაც პარლამენტის კომიტეტებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს შესაძლებლობა ეძლეოდათ მიეღოთ ინფორმაცია, როგორც მიმდინარე, ასევე მომდევნო თვეში შესასრულებელი და შესრულებული დავალებების შესახებ; კომიტეტის მიერ მიღებული ინფორმაციების შესწავლის საფუძველზე მომზადდა და პარლამენტის ბიუროს გაეგზავნა ინფორმაციები საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე.  საანგარიშო პერიოდში კონტროლი ხორციელდებოდა: საქართველოს 80 კანონით განსაზღვრულ 201 დავალებაზე, ასევე პარლამენტის 2 დადგენილებით შესრულების განსაზღვრულ მდგომარეობის კომიტეტებიდან მიღებული 2 დავალებაზე. შესახებ კომიტეტის ინფორმაციების აღნიშნული მიერ დავალებების მოპოვებული და მომზადდა და საფუძველზე პარლამენტის ბიუროს გაეგზავნა ინფორმაციები საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის 17 მარტის, 2022 წლის 22 ივნისის, 2022 წლის 22 სექტემბრის და 2022 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. ინფორმაცია განხილულია/ცნობად არის მიღებული საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ და განთავსებულია პარლამენტის ვებგვერდზე;  საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ 126 დავალებაზე, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია. კომიტეტის მიერ მოპოვებული, კომიტეტებიდან და დეპარტამენტებიდან მიღებული ინფორმაციების შესწავლის საფუძველზე ინფორმაცია საქართველოს მომზადდა და პარლამენტის ბიუროს გაეგზავნა პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე 2022 წლის 15 იანვრის, 15 ივნისის და 15 დეკემბრის მდგომარეობით. ინფორმაცია განხილულია/ცნობად არის მიღებული საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ და განთავსებულია პარლამენტის ვებგვერდზე. 40 კომიტეტი საანგარიშო პერიოდში  პერიოდულად სწავლობდა პარლამენტის წევრის სტატუსთან პარლამენტის წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხებს და განიხილა პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის 1 საკითხი პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობაზე დანიშვნის გამო: საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ტალიაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი, მის მიერ პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნის გამო. (03.10. 2022; კომიტეტის სხდომა - ოქმი N84) დადასტურდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 28 სექტემბრის N28/09/03 განკარგულებით, თამარ ტალიაშვილი დაინიშნა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე. კომიტეტმა მიიჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს თამარ ტალიაშვილს ვადამდე შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. საქართელოს პარლამენტის დადგენილება - 1855-IXმს-Xმპ, 04/11/2022  პერიოდულად აანალიზებდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სათანადო ორგანოების მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ;  რეგულარულად სწავლობდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კომიტეტის სხდომაზე ფრაქციის/პოლიტიკური ჯგუფის მიერ დანიშნული კომიტეტის წევრის, მისი დამნიშვნელი ფრაქციის/პოლიტიკური ჯგუფის მიერ, ფრაქციის/პოლიტიკური ჯგუფის სხვა წევრით დროებით შეცვლის უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და რეგლამენტის მოთხოვნების დაცვის მიზნით ახდენდა სათანადო რეაგირებას;  რეგულარულად აღრიცხავდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ნორმის (თუ პარლამენტის წევრი, გარდა რეგლამენტის 28-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირისა, არ არის არცერთი კომიტეტის შემადგენლობაში, ითვლება, რომ იგი არ ახორციელებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებას, და მას არ ეძლევა კანონით განსაზღვრული ხელფასი) შესაბამისად, იმ პარლამენტის წევრებს, რომლებიც არ არიან არც ერთი კომიტეტის შემადგენლობაში და ახდენდა სათანადო რეაგირებას.  ადგენდა იმ პარლამენტის წევრთა სიას ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვიანეს შემდგომი თვის 15 რიცხვისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, რომელთა მიმართაც გამოყენებული უნდა 41 იქნეს პასუხისმგებლობის ზომა კომიტეტების და პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გაუვლელობის გამო უზრუნველყოფის და უგზავნიდა დეპარტამენტს პარლამენტის შესაბამისი თვის აპარატის საფინანსო ხელფასიდან თანხის დასაკავებლად;  ყოველთვიურად შეისწავლიდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-17 მოწოდებული პუნქტის შესაბამისად, ინფორმაციებს, ადგენდა პარლამენტის კომიტეტების კომიტეტების სხდომების მიერ გამცდენ პარლამენტის წევრთა სიას და აქვეყნებდა პარლამენტის ვებგვერდზე, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობის და გაცდენის თარიღების მითითებით; კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-18 პუნქტის შესაბამისად პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნა:  2021 წლის საშემოდგომო სესიის, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სია, თითოეული მათგანის მიერ არასაპატიო მიზეზით გაცდენილი სხდომების რაოდენობის და გაცდენის თარიღების მითითებით;  საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიის (2021 წლის 22 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით) საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სია, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და გაცდენის თარიღების მითითებით;  2022 წლის საგაზაფხულო სესიის (1 თებერვლიდან 24 ივნისის ჩათვლით) საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომების გამცდენ პარლამენტის წევრთა სია, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და გაცდენის თარიღების მითითებით; წარმომადგელობითი მიმართულება  საზოგადოებასთან ურთიერთობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს საპარლამენტო საქმიანობის მაქსიმალური გამჭვირვალეობის და საჭირო ინფორმაციის საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის კუთხით. ამ მიზნით კომიტეტი საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე რეგულარულად/გარკვეული პერიოდულობით აქვეყნებს ინფორმაციებს, მათ შორის:  საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ პარლამენტის პლენარული სხდომების გაცდენის მონაცემები (ყოველი სესიის ბოლოს); 42  საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ პარლამენტის რიგგარეშე სესიის გაცდენის მონაცემები;  საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ კომიტეტების სხდომების გაცდენის მონაცემები (ყოველთვიურად);  ინფორმაცია მაჟორიტარი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ (წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 30 დღისა). საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულია:  საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ ჩატარებული ყველა სხდომის ოქმი და აუდიოჩანაწერი, კომიტეტის საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმა;  ინფორმაცია კანონების გარდამავალი დებულებებითა და პარლამენტის დადგენილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების კონტროლის თაობაზე (ინფორმაციის განახლება ხდება ყოველთვიურად). საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებისა და ამ მიმართულებით კომიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის გამჭვირვალეობის მიზნით ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაციები:  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების კონტროლის შესახებ;  საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შესახებ (გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, ჩატარებული შეხვედრების ოქმები და ჯგუფის მუშაობის შედეგები);  პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ. საზოგადოებასთან ურთიერთობების და საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის დონის ამაღლების თვალსაზრისით კომიტეტი მნიშვნელოვან როლს ანიჭებს: მოქალაქეთა წერილებზე, განცხადებებსა და მომართვებზე დროულ და სათანადო რეაგირებას. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში სულ შემოვიდა 583 კორესპონდენცია, მათ შორის საქართველოს მოქალაქეთა 100 განცხადება. აღნიშნული განცხადებები შეისწავლა კომიტეტმა და განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, მათგან 47 განცხადებაზე მომზადდა და გაიგზავნა პასუხები. საპარლამენტო საქმიანობის გაცნობის მიზნით, კომიტეტი ორგანიზებას უწევდა და უზრუნველყოფდა კომიტეტის მაჟორიტარი წევრების შეხვედრებს სამაჟორიტარო ოლქის მოქალაქეებთან, მოსწავლე-ახალგაზრდობასთან, აგრეთვე კომიტეტი უზრუნველყოფდა დაინტერესებული პირების დასწრებას კომიტეტის სხდომებზე (წერილობითი მომართვის საფუძველზე). 43 სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდროდ თანამშრომლობდა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც კომიტეტის კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნებიან. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მათ შორის: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), დემოკრატიის ინდექსი - საქართველო (DIG); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აქტიურად იყვნენ ჩართული კომიტეტის მიერ განხორციელებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების კონტროლის შესახებ მომზადებული ანგარიშის განხილვაში, ხოლო შემდეგ ეტაპზე, საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული უფლებამოსილების, საქმიანობის სპეციფიკის და კომპეტენციის ფარგლებში მოამზადა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწოდა ინფორმაციები რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის მდგომარეობის, აგრეთვე კომიტეტის საკონტროლო საქმიანობის შესახებ.  საერთაშორისო თანამშრომლობა საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო თანამშრომლობა წარიმართებოდა შემდეგი ძირითადი მიმართულებით: მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა კომპეტენციის გათვალისწინებით ყველა იმ პროექტში, რომელსაც საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრთან და ღია მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან ერთად ახორციელებდნენ საერთაშორისო (დონორი) ორგანიზაციები. ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება კომიტეტის აპარატის კომპეტენციის ამაღლების და პროფესიული განვითარების მიზნით, კომიტეტმა უზრუნველყო აპარატის მუშაკთა ჩართულობა პარლამენტის სასწავლო ცენტრისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, საჯარო სამსახურის ბიუროს ორგანიზებით ჩატარებულ ღონისძებებში, რომელიც მოიცავდა ტრენინგებს, ფორუმებს, სემინარებს, ვებინარებს, სამუშაო შეხვედრებს. 44 სხვა საქმიანობა კომიტეტის სპეციფიკური საქმიანობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სპეციფიკის გათვალისწინებით კომიტეტის სამოქმედო გეგმა გარდა საკანონმდებლო და საკონტროლო საქმიანობისა მოიცავდა: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული სხვა საქმიანობის შემდეგ ვალდებულებებს:  პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხის შესწავლა და განხილვა;  ფრაქციის/პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესწავლა და შესაბამისი დასკვნის მომზადება, ფრაქციაში/პოლიტიკურ ჯგუფში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღება და სათანადო რეაგირება;  კომიტეტში წევრის წარდგენის თაობაზე ფრაქციის/პოლიტიკური ჯგუფის გადაწყვეტილებების სისწორის შემოწმება და შესაბამისი რეაგირება;  რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში საპარლამენტო უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციაში განხორციელებული ცვლილების შესახებ ინფორმაციის, აგრეთვე საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა სიის პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა;  კომიტეტებში, საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის საპარლამენტო დელეგაციებსა კვოტების, აგრეთვე მუდმივმოქმედ ეთიკის საბჭოში პროპორციული და წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა;  რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში, პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება;  ლობისტად რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული მასალების შესწავლა და განხილვა;  კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების შესახებ მასალების შესწავლა და რეგისტრაციის საკითხის გადაწყვეტა;  ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება;  „მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულების ან მასში ცვლილების შემუშავება და პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა; 45  მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ 2021 წელს გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაციის მიღება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნება. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა შეისწავლა და სხდომაზე განიხილა:  პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის 9 საკითხი, მათ შორის:  პირადი წერილობითი განცხადების საფუძველზე (3 საკითხი) საქართველოს პარლამენტის წევრის კახაბერ კუჭავასათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. კომიტეტის სხდომა 07.02.2022 ოქმი N60 საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1360-VIIIმს-Xმპ, 15/02/2022 საქართველოს პარლამენტის წევრის ზაალ უდუმაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. კომიტეტის სხდომა 09.06.2022 ოქმი N70 საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1644-VIIIმს-Xმპ, 09/06/20221644 საქართველოს პარლამენტის წევრის ნონა მამულაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა. კომიტეტის სხდომა 07.02.2022 ოქმი N60 საქართველოს პარლამენტის დადგენილება -2031-IXმს-Xმპ, 16/11/2022  მორიგი სესიის განმავლობაში მორიგი სხდომების ნახევარზე მეტზე არასაპატიო მიზეზით არ დასწრების გამო (3 საკითხი). საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-2 ქვეპუნქტის უფლებამოსილება შესაბამისად, პარლამენტის წევრს პუნქტის „გ“ ვადამდე შეუწყდება, თუ იგი მორიგი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო მორიგი სხდომების ნახევარზე მეტს. საქართველოს პარლამენტის წევრის შალვა ნათელაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი კომიტეტის სხდომა 07.02.2022 ოქმი N60 საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1362-VIIIმს-Xმპ, 15/02/2022 საქართველოს პარლამენტის წევრის ელენე ხოშტარიასათვის საქართველოსპარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი; კომიტეტის სხდომა 07.02.2022 ოქმი N60 საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1363-VIIIმს-Xმპ, 15/02/2022 საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან ვარშალომიძისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. კომიტეტის სხდომა 14.07.2022 ოქმი N74 46 საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1713-IXმს-Xმპ, 06/09/2022  პარლამენტის წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით დამნაშავედ ცნობის გამო (1 საკითხი); საქართველოს პარლამენტის პარლამენტის წევრის წევრის ბადრი უფლებამოსილების ჯაფარიძისათვის ვადამდე საქართველოს შეწყვეტის საკითხი. კომიტეტის სხდომა 07.02.2022 ოქმი N60 საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1361-VIIIმს-Xმპ, 15/02/2022  პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო (1 საკითხი); საქართველოს პარლამენტის წევრის თამარ ტალიაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. კომიტეტის სხდომა 03.10.2022 ოქმი N84 საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1855-IXმს-Xმპ, 04/11/2022  პარლამენტის წევრის გარდაცვალების გამო (1 საკითხი) საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. კომიტეტის სხდომა 02.11.2022 ოქმი N91 საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1950-IXმს-Xმპ, 02/11/2022  პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის 3 საკითხი  საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის კახაბერ კუჭავას ადგილმონაცვლის გიორგი ცაგარეიშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი. კომიტეტის სხდომა 28.02.2022 ოქმი N61 საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1399-VIIIმს-Xმპ, 01/03/2022 საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 2 აპრილის შუალედური არჩევნების შედეგად N12 საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ირაკლი შატაკიშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი. კომიტეტის სხდომა 11.04.2022 ოქმი N67 საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1475-VIIIმს-Xმპ, 12/04/2022 საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის თამარ ტალიაშვილის ადგილმონაცვლის გენრიეტა წიწავას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის საკითხი; კომიტეტის სხდომა 05.10.2022 ოქმი N85 საქართველოს პარლამენტის დადგენილება - 1856-IXმს-Xმპ, 05/10/2022  წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის 11 საკითხი, მათ შორის:  საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში; 47  საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებულ დროებით კომისიაში; აღდგენისა და  ეთიკის საბჭოში;  მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში;  საპარლამენტო ფრაქციის/საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციის 1 საკითხი კომიტეტი საანგარიშო პერიოდში  რეგულარულად შეისწავლიდა და ამოწმებდა კომიტეტში წევრის წარდგენის ფრაქციის/პოლიტიკური შემთხვევაში ჯგუფის გადაწყვეტილებების ფრაქციებს/პოლიტიკურ ჯგუფებს სისწორეს. საჭიროების მიეთითებოდათ სხვადასხვა კომიტეტებიდან წევრების გამოყვანის, ან დასანიშნი წევრების თაობაზე.  განიხილა ხელმოწერების ნამდვილობის დადასტურების 4 საკითხი: კომიტეტმა დაადასტურა:  არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ჯაფარიძის, ვახტანგ ბარამაშვილის, ნინო თოიძის, ელისაბედ უგულავასა და მარიამ მდინარაძის შემადგენლობით) მიერ (№1-3760/22; 28.03.2022) შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობა და დასკვნა (2-9028/22, 20-062022) წარუდგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის სხდომა 20.06.2022; ოქმი N71  საქართველოს პარლამენტის 80 წევრის ხელმეოწერის ნამდვილობა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის (07-3/234; 31.08.2022) საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის მიზნით და დასკვნა (2-13197/22, 09-09-2022) წარუდგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის სხდომა 09.09.2022; ოქმი N78  საქართველოს პარლამენტის 42 წევრის ხელმოწერის ნამდვილობა კონსტიტუციურ სარჩელზე და დასკვნა (2-16924/22, 31-10-2022) წარუდგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის სხდომა 31.10.2022; ოქმი N90  არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის 48 შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, ირაკლი მორგოშიას, შოთა მარტინენკოსა და კონსტანტინე მორგოშიას შემადგენლობით) მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობა და დასკვნა (217243/22, 03-11-2022) წარუდგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის სხდომა 03.11.2022; ოქმი N93  განიხილა საქართველოს მოქალაქეთა ლობისტად რეგისტრაცია/შეწყვეტის 5 საკითხი: რეგისტრაცია  საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილის საქართველოს ორგანულ კანონზე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (№1958-IIს) ლობისტად რეგისტრაციის საკითხი (N1-1901/22; 17.02.2022); კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილის ლობისტად რეგისტრაცია და დადებითი დასკვნა (2-2934/22 15-03-2022) წარუდგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის სხდომა 15.03.2022; ოქმი N64 საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილის საქართველოს კანონზე „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ (№3213-რს) ლობისტად რეგისტრაციის საკითხი (N1-1905/22; 17.02.2022); კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილის ლობისტად რეგისტრაცია და დადებითი დასკვნა (2-2937/22 15-03-2022) წარუდგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის სხდომა 15.03.2022; ოქმი N64 საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/110; 22.12.2021) საქართველოს კანონის პროექტზე ლობისტად რეგისტრაციის საკითხი (N1-1906/22; 17.02.2022); კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილის ლობისტად რეგისტრაცია და დადებითი დასკვნა (2-2938/22 15-03-2022) წარუდგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის სხდომა 15.03.2022; ოქმი N64 49  საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის და შალვა ხაჭაპურიძის „მეწარმეთა შესახებ“ (№875-Vრს-Xმპ) საქართველოს კანონზე ლობისტად რეგისტრაციის საკითხი (N1-2091/22; 22.02.2022) კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ ზურაბ ვანიშვილისა და შალვა ხაჭაპურიძის ლობისტად რეგისტრაცია და დასკვნა (22939/22, 15-03-2022) წარუდგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს . კომიტეტის სხდომა 15.03.2022; ოქმი N64 შეწყვეტა  ლობისტ ბესიკ ქარცივაძის ლობისტად რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ (N1- 4467/22; 11.04.2022) საკითხი; კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელების მიზნით რეგისტრირებულ ლობისტ ბესიკ ქარცივაძეს შეუწყდეს ლობისტის სამართლებრივი მდგომარეობა. დასკვნა (2-5305/22, 21-04-2022) წარუდგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. კომიტეტის სხდომა 21.04.2022; ოქმი N68  განიხილა საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაციის 5 საკითხი:  მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ჯაფარიძის, ვახტანგ ბარამაშვილის, ნინო თოიძის, ელისაბედ უგულავასა და მარიამ მდინარაძის) (№1-3628/22; 24.03.2022) შემადგენლობით არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი განიხილა 2022 წლის 28 მარტის კომიტეტის სხდომაზე (ოქმი N65) და დასკვნა (2-3564/22, 28-03-2022) საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე უარის თაობაზე გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს;  მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ჯაფარიძის, ვახტანგ ბარამაშვილის, ნინო თოიძის, ელისაბედ უგულავასა და მარიამ მდინარაძის) (№1-3760/22; 28.03.2022) შემადგენლობით არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი განიხილა 2022 წლის 4 აპრილის კომიტეტის სხდომაზე (ოქმი N66) და საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის დასკვნა (2-3998/22, 04-04-2022) თაობაზე გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს; 50  მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო, კონსტანტინე მორგოშია) (№1-7281/22; 13.06.2022) შემადგენლობით არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით. კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი განიხილა 2022 წლის 27 ივნისის კომიტეტის სხდომაზე (ოქმი N72) და დასკვნა (2-9472/22, 27-06-2022) საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაზე უარის თაობაზე გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს;  მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო, კონსტანტინე მორგოშია) (№1-8179/22; 29.06.2022) შემადგენლობით რეგისტრაციაში გატარების შესახებ არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი განიხილა 2022 წლის 9 სექტემბრის კომიტეტის სხდომაზე (ოქმი N78) და დასკვნა (2-13191/22, 09-09-2022) საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს;  მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ზვიად ტომარაძე, ნიკოლოზ ხომასურიძე, ნიკოლოზ თურმანიძე, რამაზ ბექაური, თემურ ლომიძე, მარიამ აბაშიძე, მარიამ რუსიშვილი, თეონა გაბისონია, ბექა ამირეჯიბი, ლევან კეჭაყმაძე, ზურაბ ქუმსიაშვილი, ნოდარ ხუციშვილი, მაგდა ტყეშელაშვილი, დავით ნოზაძე, ნიკოლოზ კიკნაველიძე, გიორგი ბარდაველიძე, ბექარი მიქუჭაძე, გივი შანიძე) (№1-11834/22; 19.09.2022) შემადგენლობით არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხი განიხილა 2022 წლის 26 სექტემბრის კომიტეტის სხდომაზე (ოქმი N82) და დასკვნა (2-14332/22, 26-09-2022) საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის თაობაზე გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს;  შეიმუშავა ცვლილებები საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2013 წლის 7 თებერვლის N29/3 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ „მაჟორიტარული სისტემით 51 არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს ფუნქციების, ორგანიზებისა და საქმიანობის წესის და პარლამენტის ბიუჯეტიდან ბიუროსათვის გამოყოფილი თანხის განკარგვის წესის განსაზღვრის შესახებ“ დებულებაში. კომიტეტმა დებულების პროექტი განიხილა 2022 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 202-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დასამტკიცებლად წარუდგინა პარლამენტის ბიუროს. ცვლილება განაპირობა საჯარო სამსახურში ხელფასის ოდენობის 10 %-იანმა ზრდამ, შესაბამისად ცვლილება შეეხო დებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტს, კერძოდ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული ბიუროს თანამშრომლის თანამდებობრივი სარგო, მისი ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, არ უნდა აღემატებოდეს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართის №1 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისათვის დადგენილი სახელფასო კოეფიციენტის მე-10 კატეგორიის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს (4840 ლარს) და არ უნდა იყოს 544.5 ლარზე ნაკლები. ამასთანავე, თითოეული თანამდებობრივი სარგო უნდა შეესაბამებოდეს იმავე ცხრილით გათვალისწინებულ კოეფიციენტებს. შეიცვალა აგრეთვე დანართი, სადაც განსაზღვრულია, მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრების ბიუროების ყოველთვიური დაფინანსების ოდენობები.  კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 202-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უზრუნველყო შესაბამისი ინფორმაციების მოძიება-შესწავლა და 2022 წლის იანვარში პარლამენტის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია 2021 წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან მე-10 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფების ძირითადი აქტივობები, მუშაობის შედეგები და შემადგენლობა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ კომიტეტის სხდომაზე გათვალისწინებული მარეგულირებელი წარდგენის კანდიდატის შემდეგ, საქართველოს საპარლამენტო ნორმების რომელიც სტატუსის 2022 წლის 2 აგვისტოს პარლამენტის კონტროლის რეგლამენტით ცალკეული მექანიზმების აღსრულების კონტროლის შესახებ კომიტეტმა განახორციელა საქართველოსთვის მისანიჭებლად ევროკავშირის მიერ ანგარიშის განსაზღვრული 52 რეკომენდაციების შესრულების მიზნით, საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებისა და დახვეწის მიმართულებით, საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე მუშაობის გაგრძელების მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე დაინტერესებული პირების ფართო ჩართულობით. სამუშაო ჯგუფის საქმიანობას საფუძვლად დაედო საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელშიც ასახულია საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების (პარლამენტის წევრის კითხვა, ინტერპელაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში, თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება, მინისტრის საათი, საქართველოს მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა, თემატური მოკვლევა, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება, კომიტეტისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი, საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი დავალებების ხელისუფლების დადგენილ ვადაში დაწესებულებებისათვის შესრულება) განსაზღვრული მარეგულირებელი ნორმების აღსრულების მდგომარეობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახალი რედაქციის ძალაში შესვლიდან 2022 წლის 1 ივლისამდე პერიოდში. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა: 1. ირაკლი ქადაგიშვილი - პარლამენტის წევრი (ჯგუფის ხელმძღვანელი); 2. ირმა ზავრადაშვილი - პარლამენტის წევრი; 3. არჩილ თალაკვაძე - პარლამენტის წევრი; 4. რატი იონათამიშვილი - პარლამენტის წევრი; 5. დავით კაჭარავა - პარლამენტის წევრი; 6. გიორგი კახიანი - პარლამენტის წევრი; 7. გურამ მაჭარაშვილი - პარლამენტის წევრი; 8. ლევან მგალობლიშვილი - პარლამენტის წევრი; 9. სავალან მირზოევი - პარლამენტის წევრი; 10. მიხეილ სარჯველაძე - პარლამენტის წევრი; 11. გიორგი ცაგარეიშვილი - პარლამენტის წევრი; 12. ხატია წილოსანი - პარლამენტის წევრი; 13. ფრიდონ ინჯია - პარლამენტის წევრი; 14. ლევან იოსელიანი - პარლამენტის წევრი; 15. შალვა კერესელიძე - პარლამენტის წევრი; 16. თამარ კორძაია - პარლამენტის წევრი; 17. ბექა ლილუაშვილი - პარლამენტის წევრი; 53 18. ალექსანდრე რაქვიაშვილი - პარლამენტის წევრი; 19. ნიკა იაკობიშვილი - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატი; 20. მაკა წულაია - საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატი; 21. გიორგი ბობღიაშვილი - გაეროს განვითარების პროგრამა; 22. ნინო კაპანაძე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; 23. გიორგი კლდიაშვილი - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი; 24. ეკატერინე ციმაკურიძე - დემოკრატიის ინდექსი - საქართველო; 25. თამარ ხიდაშელი - დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი; 26. აკაკი ფანჩულიძე - საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები. სამუშაო ჯგუფის შექმნის მიზნად კომიტეტის გადაწყვეტილების შესაბამისად, განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ საპარლამენტო კონტროლის ცალკეულ მექანიზმებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში მომზადების მიზნით განსახორციელებელი შესაბამისი ინფორმაციის ცვლილებების პროექტის კომიტეტისათვის წარდგენა, არაუგვიანეს 2022 წლის 2 სექტემბრისა. სამუშაო ჯგუფის მიერ გაიმართა ოთხი შეხვედრა (12.08.2022; 18.08.2022; 24.08.2022; 26.08.2022), რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, როგორც სამუშაო ჯგუფის წევრები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები და ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე განხილულ იქნა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების აღსრულების პროცესში წარმოჩენილი ხარვეზები და გამოწვევები, გარკვეული ცვლილებების განხორცილების საჭიროება, აგრეთვე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშში - საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების კონტროლის შესახებ - წარმოდგენილი რეკომენდაციები, საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების დახვეწის და რიგი ცვლილებების განხორციელების თაობაზე. სამუშაო ჯგუფის მიერ წინასწარ განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის ის კონკრეტული მექანიზმები, რომლებთან დაკავშირებითაც წარიმართა მუშაობა. კერძოდ, სამუშაო ჯგუფმა განიხილა და იმსჯელა საპარლამენტო კონტროლის შემდეგ 12 მექანიზმზე:  პარლამენტის წევრის კითხვა;  ინტერპელაცია;  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება;  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში;  თანამდებობის პირის პლენარულ სხდომაზე გამოცხადება; 54  მინისტრის საათი;  საქართველოს მთავრობის წევრისა და სხვა თანამდებობის პირის მოსმენა;  თემატური მოკვლევა;  კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრება;  კომიტეტისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება;  ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი;  საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულება. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე საპარლამენტო კონტროლის ზემოაღნიშნულ მექანიზმებთან დაკავშირებით წარმოდგენილი მოსაზრებების შეჯამებისა და ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმების შედეგად, საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების ეფექტურად გამოყენების და გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდა რეკომენდაციები საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული რეგულაციების პრაქტიკაში სწორად და ეფექტურად გამოყენების მიმართულებით. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა სამუშაო ჯგუფის ფორმატში შემუშავებული წინადადებების, რეკომენდაციების გათვალისწინებით, შეიმუშავა საკანონმდებლო ინიციატივა, რის შედეგად განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. 55