საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
03.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-1334/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-06
ბიუროს ნომერი 218

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-1334/23 03-02-2023 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით ანგარიშს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. დანართი: 157 ფურცლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში თბილისი 2023 სარჩევი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიმართვა საზოგადოებას ..................... 4 ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე ................................................................................................... 9 მთავარი მიღწევები და გამოწვევები ............................................................................................. 10 სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები.............................................................................. 13 საერთაშორისო ვალდებულებები .................................................................................................. 14 ევროკავშირის პროგრამა ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშვალდებულება (EU4 Economic Governance and Fiscal Accountability) .................... 14 სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) ეფექტიანობის შეფასება 2022 ................................................................................................................................. 15 ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) ................................................................................ 16 გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) ................................................................... 17 საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგია (PFMRS) 2018-2022 ......................... 18 ევროკავშირის კითხვარი ............................................................................................................. 19 კომიტეტისთვის სპეციფიკური საქმიანობა ................................................................................. 20 საბიუჯეტო საქმიანობა ................................................................................................................ 20 „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.................................................................................................. 20 „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი .......................................................................................................................................... 24 „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.................................................................................................. 27 კანონმდებლობით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტების ფორმირება...................................................................................................................................... 30 2023−2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ ........................................................................................................... 31 კანონშემოქმედებითი მიმართულება ........................................................................................... 32 საზედამხედველო მიმართულება .................................................................................................. 70 საბიუჯეტო კონტროლი ............................................................................................................... 70 კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის საქმიანობა..................................................................... 71 საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში ......................................................... 74 საქართველოს ეროვნული ბანკის არააუდიტირებულ საბალანსო უწყისები.................... 75 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში ............................. 76 სსიპ საპენსიო სააგენტოს 2021 წლის ანგარიში ....................................................................... 77 2 სსიპ საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა ...................................................................................................................................... 78 სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში ................................................. 79 თემატური მოკვლევა .................................................................................................................... 80 კანონქვემდებარე აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება .............................................................................................................................................................. 85 წარმომადგენლობითი მიმართულება .......................................................................................... 86 საზოგადოებასთან ურთიერთობა .............................................................................................. 89 საკანონმდებლო წინადადებები ................................................................................................. 89 საერთაშორისო თანამშრომლობა ............................................................................................... 92 ღია ბიუჯეტის ინდექსი 2021 ...................................................................................................... 92 ინფოგრაფიკები ............................................................................................................................. 93 საჯარო-კერძო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ......................................................................................................................................... 94 საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში შემდგარი შეხვედრები ............................ 94 ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება ............................................................................ 98 ევროკავშირის დაძმობილების პროექტი „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ TWINNING ........................................................................ 98 სხვა სპეციფიური საქმიანობა........................................................................................................ 101 საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევის საკომიტეტო პროცედურები ........................................................................................................................................................ 101 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის შერჩევის საკომიტეტო პროცედურები ............................................................................................................................. 101 დროებითი კომისიები................................................................................................................ 102 კომიტეტის საქმიანობის ანგარიში .......................................................................................... 102 საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი მოკლევადიანი საქმიანობის გეგმა .. 103 ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევი........................................................................ 103 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა (ARIS) ............................................................................................... 104 კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური გავლენის მეთოდოლოგია ......... 104 3 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიმართვა საზოგადოებას დასრულდა 2022 წელი და საჭიროდ მივიჩნიეთ მივმართოთ საზოგადოებას, ამომრჩევლებს და ჩავაბაროთ ანგარიში საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის მიერ გასულ წელს გაწეული მუშაობის თაობაზე. შეიძლება ითქვას რომ 2022 წელი არ იყო მარტივი წელი. გამოვყოფ ორ ძირითად გლობალურ გამოწვევას: 1. კოვიდ პანდემიით გამოწვეული შეკუმშული ეკონომიკის აღდგენა; 2. რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული გეოპოლიტიკური შოკი და სავაჭრო-ეკონომიკური პრობლემები. მთავარი ეკონომიკური პრობლემა და მაკროეკონომიკური რისკი, რაც პანდემიამ დაგვიტოვა, ეს იყო დამატებით მოზიდული თანხების შედეგად მკვეთრად გაზრდილი მთავრობის ვალი და სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი: ვალის მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებელმა კანონით განსაზღვრულ 60%-იან ზღვარს გადააჭარბა, ხოლო დეფიციტმა კი - 9% შეადგინა, რომლის კანონმდებლობით განსაზღვრული ზედა ზღვარი 3%-ია. სწორედ საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის დამსახურებად (ცხადია საქართველოს მთავრობასთან, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად) შეიძლება ჩაითვალოს ამ მაჩვენებლების უკვე 2022 წლის ბოლოსათვის კანონმდებლობით დადგენილი პარამეტრების ფარგლებში დაბრუნება, რაც შენარჩუნებულია 2023 წლისთვისაც და საქართველოს მთავრობის ვალის მაჩვენებელი განსაზღვრულია 38.3%-ის, ხოლო სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი - 2.8%-ის დონეზე. გასული წლის კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც ჩვენი თანამოქალაქეებისათვის ყველაზე მტკივნეული პრობლემაა, მაღალი (9.8%) ინფლაცია იყო (და 2023 წელსაც რჩება), რაც განპირობებული იყო ჯერ კოვიდ პანდემიის, შემდეგ კი რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მიწოდების ჯაჭვის რღვევით და გაძვირებული სურსათისა და ნავთობის ფასებით. მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ის, რომ უკვე მეორე წელია ზედიზედ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს: 2021 წელს - 10.5%, 2022 წელს კი - 10.0% რაც ნამდვილად კარგი შედეგია და რომ არა მაღალი სამომხმარებლო ფასების ინდექსი (მაღალი ინფლაცია), საზოგადოება ეკონომიკური ზრდის შედეგების პოზიტიურ ეფექტს გაცილებით უკეთ იგრძნობდა. ეხლა, რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის კომპეტენციის სფეროს და გაწეულ საქმიანობას. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უფლებამოსილებას განეკუთვნება საფინანსო-საბიუჯეტო, ფულად-საკრედიტო, სავალუტო, საგადასახადო-საბაჟო, სახელმწიფო აუდიტის სფეროები. შესაბამისად, კომიტეტი შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის 4 ამზადებს საკანონდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი: ხელმძღვანელობს პარლამენტის კომპეტენციის ფარგლებში • სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების და მასში ცვლილებების შეტანის პროცესს; ახორციელებს • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თანმიმდევრულ კონტროლს და ანგარიშის განხილვას; ახორციელებს • საჯარო ფინანსების მართვის კონტროლს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით, რისთვისაც საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის წევრებისგან შექმნილია კომიტეტთან არსებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი; • განიხილავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს; • განიხილავს საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად- საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებს; • განიხილავს საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშს; • ახორციელებს კომიტეტის საკურაციო სფეროში შემავალი სხვა დაწესებულებების ზედამხედველობის და უწყებების სამსახური, (დაზღვევის დეპოზიტების სახელმწიფო დაზღვევის სააგენტოს, ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის, საპენსიო სააგენტოს - ჩვენს ნაწილში და ა.შ.) საქმიანობის საპარლამენტო ზედამხედველობას და მონიტორინგს; • კომიტეტი ფულად-საკრედიტო, ასევე ახორციელებს საგადასახადო-საბაჟო და საფინანსო-საბიუჯეტო, სავალუტო სისტემაში გასატარებელ ღონისძიებების მოსალოდნელი შედეგების შეფასებას და შესაბამისი დასკვნების, ცნობების, რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების მომზადებას. როგორც ვხედავთ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უფლებამოსილების სფერო საკმაოდ ფართო, ძალზედ პროფესიული და საპასუხისმგებლოა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის განმავლობაში ჩაატარა კომიტეტის 37 სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა 350 საკითხი, მათ შორის 263 კანონპროექტი. განხილულ იქნა პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული ორგანოების 12 ანგარიში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 30 ანგარიში, 25 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება და კონვენცია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. მთლიანობაში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე ,,გაიარა“ პარლამენტში განხილული საკითხების თითქმის 50%-მა. 5 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობიდან გამოვყოფ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს: 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში განხორციელდა ორი ცვლილება. ორივე ცვლილება განპირობებული იყო მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგების გათვალისწინებით მაკროეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლების განახლების საჭიროებით. გაიზარდა როგორც შემოსულობები, ისე ხარჯვითი ნაწილი, შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტი და მთავრობის ვალის მაჩვენებლები; კომიტეტმა განიხილა და კოორდინაცია გაუწია 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საპარლამენტო განხილვებს, რომლითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია როგორც მაკრო, ისე ფისკალური მაჩვენებლები. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებულია ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიცაა თავდაცვისა და უსაფრთხოების, მოსახლეობის სოციალური დაცვის, განათლების, საჯარო სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებები; კომიტეტმა განიხილა არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორის მდგრადობას, განვითარებას და გაძლიერებას. კერძოდ: „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“, „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ და ა.შ; კომიტეტმა განიხილა ასევე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში ბიუჯეტის საბიუჯეტო კოდექსში გამჭვირვალობისა დაწესებულებებში საბაზო ცვლილება, და რომელიც გააუმჯობესებს ყოვლისმომცველობას, თანამდებობრივი სარგოს საჯარო ყოველწლიურად გადაანგარიშების მექანიზმის განსაზღვრისა და ამოქმედების კანონმდებლობა, ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო კოდექსში ცვლილებები და ა.შ. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წელს ეფექტიანად და წარმატებით განახორციელა თავისი საქმიანობა. შეასრულა კომიტეტის ყველა საერთაშორისო ვალდებულება. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები აისახა საერთაშორისო შეფასებებში: 6 აღსანიშნავია, რომ ღია ბიუჯეტის ინდექსი 2021 - საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად საქართველომ დაიკავა პირველი ადგილი მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის. საქართველო პირველ ადგილზეა საპარლამენტო საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მხრივაც; საქართველომ ასევე პირველი ადგილი დაიკავა სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების 2022 წლის შეფასების (PEFA) მიხედვით. PEFA-ს მიხედვით უმაღლესი (A) შეფასება მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ ბიუჯეტზე განხორციელებულმა კონტროლმა (PI-18) და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ აუდიტის ანგარიშებზე დაყრდნობით მთავრობის საქმიანობის ზედამხედველობამ (PI-31); საფინანსო-საბიუჯეტო ევროკავშირში კომიტეტმა გაწევრიანებასთან აქტიური მონაწილეობა დაკავშირებით მიიღო საქართველოსათვის გადმოცემული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსებაში. აქტიური მონაწილეობისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისათვის, კვალიფიციური შრომითი უნარ-ჩვევებისა და განსაკუთრებული სირთულის სამუშაოს სანიმუშოდ შესრულებისათვის კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს გამოეცხადათ მადლობა და გადაეცათ შესაბამისი სიგელები; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა წარმატებით შეასრულა ევროკავშირის პროგრამით „ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშვალდებულება“ (EU4 Economic Governance and Fiscal Accountability) განსაზღვრული კომიტეტის ყველა ვალდებულება და ინდიკატორი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა წარმატებით შეასრულა ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის 2022-2024 წლების მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად, შეიმუშავა რეკომენდაცია პროგრამული ბიუჯეტის დანართში საბიუჯეტო პროგრამებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციისათვის, ასევე ახორციელებდა კვარტალურ და წლიურ მონიტორინგს; ფინანსური ზედამხედველობის პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, კომიტეტის მიერ, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით შემუშავებულ იქნა ორი გზამკვლევი: ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევი და სახელმწიფო ვალის გზამკვლევი. აღნიშნული გზამკვლევები მნიშვნელოვანი დოკუმენტებია მოსალოდნელი მაკრო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე; მოქალაქეებისათვის და დაინტერესებული პირებისათვის მარტივი და გასაგები ფორმით საბიუჯეტო პროცესზე ინფორმაციის მიწოდების მიზნით, 7 კომიტეტმა შეადგინა ინფოგრაფიკები, რომელშიც წარმოდგენილია ინფორმაცია საბიუჯეტო პარამეტრების, ეკონომიკური ზრდის, სახელმწიფო ვალის, ექსპორტიმპორტის და სხვა მაჩვენებლების დინამიკის შესახებ. წარმატებული შედგებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს 2022 შეტანილი გამორჩეულ წვლილისათვის წელს პარლამენტის გადაეცა საქმიანობაში საქართველოს პარლამენტის თვმჯდომარის მადლობის სიგელი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მუდმივად ანხორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ შორის აღსანიშნავია ევროკავშირის Twinning-ის ზედამხედველობის პროექტი გაძლიერება“, „საჯარო რომელიც ფინანსებზე საპარლამენტო საქართველოს პარლამენტში პირველად ხორციელდება. ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტისთვის 2023 წელიც საფინანსო-ეკონომიკური თვალსაზრისით ძალზედ დატვირთული და გამოწვევებით სავსე იქნება. მაღალი ინფლაცია, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და ინკლუზიურობის გაზრდა, სახელმწიფო საწარმოებიდან მომდინარე ფისკალური რისკები და ამ მიმართულებით რეფორმის განხორციელება, ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია რაზეც 2023 წელს ჩვენ მოგვიწევს კონცენტრირება. 8 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე საქართველოს უფლებამოსილება პარლამენტის და საქმიანობის საფინანსო-საბიუჯეტო წესი კომიტეტის განისაზღვრება საქართვლოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით და კომიტეტის დებულებით. საფინანსო-საბიუჯეტო კომპეტენციის ფარგლებში კომიტეტი სახელმწიფო ხელმძღვანელობს ბიუჯეტის პარლამენტის მიღებისა და მასში ცვლილებების შეტანის პროცესს. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო, ფულად-საკრედიტო, სავალუტო, საგადასახადო-საბაჟო სფეროებში შეიმუშავებს, განიხილავს და საკანონდებლო პარლამენტის აქტების, პლენარული პარლამენტის სხდომისათვის დადგენილებებისა ამზადებს და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს; ახორციელებს საფინანსო-საბიუჯეტო, ფულად საკრედიტო, საგადასახადოსაბაჟო და სავალუტო სისტემაში გასატარებელ ღონისძიებათა მოსალოდნელი შედეგების შეფასებას და შესაბამისი დასკვნების, ცნობების, რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების მომზადებას; ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. კომიტეტში 2022 წლის ბოლოსთვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი ადგილების რაოდენობის შესაბამისად, გაწევრებული იყო საქართველოს პარლამენტის 11 წევრი. 1. ირაკლი კოვზანაძე (კომიტეტის თავმჯდომარე) 2. პაატა კვიჟინაძე (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე) 3. რომან გოცირიძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე) 4. გოგი მეშველიანი (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე) 5. რამინა ბერაძე 6. ირაკლი ზარქუა 7. ბექა ლილუაშვილი 8. ზაალ მიქელაძე 9. ანტონ ობოლაშვილი 10. ალექსანდრე რაქვიაშვილი 11. ბეჟან წაქაძე 9 მთავარი მიღწევები და გამოწვევები საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წელს ეფექტიანად და წარმატებით განახორციელა თავისი საქმიანობა. შეასრულა კომიტეტის ყველა საერთაშორისო ვალდებულება. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები აისახა საერთაშორისო შეფასებებში: საერთაშორისო შეფასებები ღია ბიუჯეტის ინდექსი 2021 - საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად საქართველომ დაიკავა პირველი ადგილი მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის. ღია ბიუჯეტის ინდექსი 2021-ის მიხედვით საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის საპარლამენტო საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მხრივ . სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების 2022 წლის შეფასების (PEFA) მიხედვით საქართველომ 59 მონაწილე ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. PEFA-ს მიხედვით უმაღლესი (A) შეფასება მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის განხორციელებულმა კონტროლმა (PI-18) და კომიტეტისა და საფინანსო-საბიუჯეტო მიერ ბიუჯეტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ აუდიტის ანგარიშებზე დაყრდნობით მთავრობის საქმიანობის ზედამხედველობამ (PI-31). საერთაშორისო ვალდებულებები ევროკავშირის ვალდებულებები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა წარმატებით შეასრულა ევროკავშირის პროგრამით „ეკონომიკური ანგარიშვალდებულება“ Accountability) (EU4 მმართველობა Economic და ფისკალური Governance and Fiscal განსაზღვრული კომიტეტის ყველა ვალდებულება და ინდიკატორი; საფინანსო-საბიუჯეტო ევროკავშირის კომიტეტმა კანდიდატი აქტიური ქვეყნის მონაწილეობა სტატუსის მიიღო მოსაპოვებლად 10 ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოსათვის გადმოცემული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსებაში. აქტიური მონაწილეობისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისათვის, კვალიფიციური შრომითი უნარ-ჩვევებისა და განსაკუთრებული სირთულის სამუშაოს სანიმუშოდ შესრულებისათვის კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს გამოეცხადათ მადლობა და გადაეცათ შესაბამისი სიგელები. ღია მმართველობა (OGP) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა წარმატებით შეასრულა ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) და 2030 დღის წესრიგი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წელს წარმატებით განახორციელა საქართველოს პარლამენტის 2022-2024 წლების მდგრადი განვითარების მიზნების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა აქტივობა, კერძოდ, განახორციელა სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამებში მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგი. ასევე, ინტეგრაციის ბიუჯეტით კვარტალური გათვალისწინებული და წლიური პროგრამების მდგრადი განვითარების მიზნებთან ინტეგრაციისა და მასთან შესაბამისობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გამართა კონსულტაციები და შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ გათვალისწინებული იქნა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. მიღწეული წარმატებული შედგებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის მხოლოდ ორ კომიტეტს, მათ შორის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს 2022 წელს პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის გადაეცა მადლობის სიგელი. მიუხედავად მიღწეული წარმატებისა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კვლავ აგრძელებს სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. აღსანიშნავია ევროკავშირის Twinning-ის პროექტი „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“, საქართველოს პარლამენტში პირველად ხორციელდება. რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო 11 კომიტეტი პროექტის ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს ნიდერლანდების სამეფოს პარლამენტთან და ფინანსურ აკადემიასთან. საანგარიშო პერიოდში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო საქართველოს პარლამენტიდან და საქართველოს მთავრობიდან შემოსულ კანონპროექტებზე მუშაობა, საფინანსო სექტორში არსებული პრობლემების შესწავლა, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობა, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კონტროლი (მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე ხელშეკრულებებზე, ოპერატიული შეთანხმებებსა მოქალაქეების/ორგანიზაციების კონტროლი), და წერილებზე საერთაშორისო კონვენციებზე რეაგირება მუშაობა, და კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა მიმართულებები. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის განმავლობაში ჩაატარა კომიტეტის 37 სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა 350 საკითხი, განხილული საკითხებიდან 182 საკითხზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 168 საკითხზე სავალდებულო. მათ შორის კომიტეტის მიერ განხილულ იქნა: - 263 კანონპროექტი; - პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული ორგანოების 12 სხვადასხვა სახის ანგარიში; - 25 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება და კონვენცია; - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 30 ანგარიში; - 6 საბიუჯეტო განაცხადი; - 2 საკანონმდებლო წინადადება; - 12 სხვადასხვა თანამდებობის მნიშვნელოვანი პირების არჩევა, საკითხი (თემატური ფულად-საკრედიტო მოკვლევა, პოლიტიკის დოკუმენტი, ინფორმაცია ძირითად მაკროეკონომიკურ პროგნოზებზე და ა. შ). ამასთან, საჯარო ფინანსების საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში კომიტეტის მიერ გაიცა 430 რეკომენდაცია 12 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2022 წელს განხილული საკითხები აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული ანგარიშები 30 კანონპროექტები 263 სხვა საკითხები 12 საკანონმდებლო წინადადება 2 საბიუჯეტო განაცხადი 6 ხელშეკრულება 25 ანგარიში 12 სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე შეადგინა და კომიტეტის გადაწყვეტილებით დაამტკიცა „საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მუშაობის 2022 წლის სამოქმედო გეგმა“ რომელშიც აისახა ყველა ის ძირითადი საქმიანობა, რომლის განხორციელებასაც გეგმავდა ან პარლამენტის რეგლამენტით ევალებოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. კომიტეტის სამოქმედო გეგმა წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს და გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზე. კომიტეტის სამოქმედო გეგმა ამოცანებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების მიმდინარეობის სტატუსის აღნიშვნით თან ერთვის ანგარიშს (დანართი N1). გარდა სამოქმედო გეგმისა კომიტეტის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI)-ის მხარდაჭერით შემუშავებულია კომიტეტის 2022-2024 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. (შეირჩა ექსპერტი, ჩატარდა ინტერვიუები დაინტერესებულ მხარეებთან, მომზადდა დოკუმენტი, გაიმართა არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა დოკუმენტის დახვეწის და სრულყოფის მიზნით). კომიტეტის სტრატეგიული მიზნები, მათი შესაბამისი ამოცანები და ქმედებები, კომიტეტის ინსტიტუციური განვითარების, საბიუჯეტო პროცესის უკეთესად მართვის, კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანად 13 განხორციელების და საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის მისაღწევად. კომიტეტის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში გაწერილია საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის უახლოესი წლების პრიორიტეტები. (დანართი N2). საერთაშორისო ვალდებულებები ევროკავშირის პროგრამა ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშვალდებულება (EU4 Economic Governance and Fiscal Accountability) ევროკავშირის პროგრამა „ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშვალდებულება“ საქართველოში (EU4 Economic Governance and Fiscal Accountability) ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის ფარგლებში განხორციელდა. პროგრამის „ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშვალდებულება“ ძირითადი კონდიციები საქართველოსთვის განკუთვნილი 15 მილიონი ევროს მოცულობის მთლიანი ტრანშისთვის - მოიცავდა შემდეგ სფეროებს: საჯარო პოლიტიკა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, საჯარო ფინანსების მართვა და ბიუჯეტის გამჭვირვალობა. პროგრამისთვის განსაზღვრული იყო შესაბამისად 3 ძირითადი მიზანი: 1. ფისკალური მმართველობის გაძლიერება, 2. გარე აუდიტის დამოუკიდებლობის და შესაძლებლობების გაძლიერება და 3. საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობის გაძლიერება. პროგრამა სულ მოიცავდა 25 ინდიკატორს. მათ შორის სამი ინდიკატორის განხორციელებაზე პასუხისმგებელი იყო საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი: 3.1.2 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებზე დაყრდნობით საპარლამენტო საფინანსო კონტროლის განხორციელება, 3.1.3 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლიური საქმიანობის ანგარიშის განხილვა, 3.2.2 აუდიტის შედეგებზე დეტალური საკომიტეტო მოსმენების გამართვა. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა წარმატებით შეასრულა ევროკავშირის პროგრამით „ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშვალდებულება“ განსაზღვრული კომიტეტის ყველა ვალდებულება და ინდიკატორი, რასაც მოწმობს აგრეთვე, პროგრამის შეფასების ერთ-ერთ კრიტერიუმად დადგენილი სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) ეფექტიანობის 2022 წლის შეფასება. ევროკავშირის პროგრამით „ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშვალდებულება“ მიღწეული შედეგები წინაპირობაა, რომ საქართველომ სრულად მიიღოს 15 მილიონი ევროს მოცულობის ტრანში. 14 სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) ეფექტიანობის შეფასება 2022 საქართველოს პარლამენტმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ბოლო წლების მანძილზე საჯარო ფინანსების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა. მმართველობის მიღწეული და საჯარო ფისკალური მნიშვნელოვანი ფინანსების მართვის, ანგარიშვალდებულების პროგრესი საქართველოს ეკონომიკური თვალსაზრისით პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. აღნიშნულზე მეტყველებს საჯარო ფინანსების მართვის ბოლო ორი წლის საერთაშორისო შეფასებები, მათ შორის, სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) ეფექტიანობის შეფასება 2022 და ღია ბიუჯეტის კვლევა 2021. სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების შეფასება (PEFA) 2022 წელს საქართველოში ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ განხორციელდა. PEFA-ს გლობალური ანგარიშის მიხედვით საქართველო 59 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. PEFA საჯარო ფინანსების მართვას შემდეგი 7 ძირითადი მიმართულებით აფასებს: ბიუჯეტის სანდოობა, საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა, აქტივების და ვალდებულებების მართვა, პოლიტიკაზე დამყარებული ფისკალური სტრატეგია და ბიუჯეტირება, ბიუჯეტის შესრულების პროგნოზირებადობა და კონტროლი, აღრიცხვა და ანგარიშგება, გარე კონტროლი და აუდიტი. საქართველომ 2022 წ. PEFA-ს შედეგების მიხედვით შეფასების 31 ინდიკატორიდან 20 ინდიკატორში (PI) უმაღლესი (A) შეფასება მიიღო და 2022 წელს შეფასებულ ქვეყნებს შორის საჯარო ფინანსების მართვის კუთხით ლიდერის პოზიცია მოიპოვა. მათ შორის, აღსანიშნავია უშუალოდ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და კომიტეტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის უმაღლესი A შეფასება შემდეგ ინდიკატორებში: ბიუჯეტის საკანონმდებლო შეფასება (PI-18) და საპარლამენტო კონტროლის განხორციელება აუდიტის ანგარიშებზე დაყრდნობით (PI- 31). PI-18 ბიუჯეტის საკანონმდებლო შეფასება მოიცავს 4 ქვეინდიკატორს: PI18.1 ბიუჯეტის ყოვლისმომცველად განხილვა (იგულისხმება ფისკალური პოლიტიკის, საშუალო ვადიანი ფისკალური პროგნოზების, საშუალო ვადიანი პრიორიტეტების, გადასახდელებისა და შემოსულობების დეტალური განხილვა), PI-18.2 ბიუჯეტის განხილვის საკანონმდებლო პროცედურები, PI-18.3 ბიუჯეტის კანონპროექტის დამტკიცება, PI-18.4 მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების 15 განხორციელების პროცედურები. PI-18-ის ოთხივე ქვეინდიკატორმა უმაღლესი A შეფასება დაიმსახურა. ასევე, უმაღლესი A შეფასება აქვს PI-31 ინდიკატორის 4 ქვეინდიკატორს: PI-31.1- აუდიტის ანგარიშების დროულად განხილვა, PI-31.2 - აუდიტის ანგარიშების და შედეგების დეტალური განხილვა, PI-31.3 საპარლამენტო რეკომენდაციების დამტკიცება აუდიტის ანგარიშის შედეგებზე დაყრდნობით, PI-31.4 აუდიტის ანგარიშების საპარლამენტო განხილვის გამჭვირვალობა. PEFA-ს ინდიკატორის PI-31-ის შესაბამისად უმაღლესი მაჩვენებლით შეფასდა, ასევე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის ევროკავშირის პროგრამით „ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშვალდებულება (EU4 Economic Governance and Fiscal Accountability) დადგენილი ვალდებულებები. ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს მიერ შემუშავებული ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ვალდებულებები, რომლის შესაბამისად კომიტეტმა 2022 წელს განახორციელა შესაბამისი აქტივობები: კომიტეტმა მონაწილეობა მიიღო მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისათვის საქართველოს პარლამენტის 20222024 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, რომლის ფარგლებში განისაზღვრა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა. გეგმით განსაზღვრული მიზნები, ამოცანები და ქმედებები ითვალისწინებს გასულ წლებში განხორციელებული საქმიანობის გაუმჯობესებასა და შემდგომ სრულყოფას. პარლამენტის საზედამხედველო უზრუნველსაყოფად, ვალდებულებად მხარდაჭერისა სამოქმედო განსაზღვრული და საქმიანობის გეგმის იყო გაუმჯობესების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული კომიტეტის პარლამენტის ინსტიტუტის (NDI) მონაწილეობით სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული პროცესების შესახებ გზამკვლევის შემუშავება. COVID-19-ის პანდემიის პერიოდში სახელმწიფო ვალის, განსაკუთრებით კი საგარეო ვალის მოცულობის საქართველოს პარლამენტის ზრდის პირობებში, მნიშვნელოვანია, როლის და შესაძლებლობების გაძლიერება სახელმწიფო ვალის მართვის პროცესში, ვალთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ინფორმაციის გამჭვირვალობა. ამ პროცესში, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ცნობიერების ამაღლება და შესაძლებლობების გაძლიერება ვალის აღების და კონტროლის ფუნქციის 16 განხორციელების პროცესში, ვალთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, აღნიშნული გზამკვლევის შემუშავების მთავარ მიზნად განისაზღვრა სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით პარლამენტის შესაძლებლობების გაძლიერება ცნობიერების ამაღლებისა და საზედამხედველო მექანიზმების ეფექტურად გამოყენების გზით, სახელმწიფო ვალის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ექსპერტის მიერ შესაბამის მხარეებთან თანამშრომლობით შემუშავდა სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული პროცესების შესახებ გზამკვლევი, რომელიც მიმოიხილავს საქართველოს სხვადასხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ წესებს სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული პროცესების შესახებ, ამ პროცესში ჩართული სხვადასხვა აქტორის, მათ შორის, პარლამენტის უფლებამოსილებებს, ვალის ხელმისაწვდომობასა და გამჭირვალობაზე შესახებ ინფორმაციის საერთაშორისო სტანდარტს. გზამკვლევში ინფორმაციული დატვირთვის გარდა, მოცემულია საბიუჯეტო (ვალის) კალენდარი, ასევე იგი მოიცავს საგარეო და საშინაო ვალის აღებასთან დაკავშირებულ რისკებს და არსებულ გამოწვევებს. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) საქართველოს პარლამენტის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმით მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ვალდებულებები, რომლის შესაბამისად კომიტეტმა 2022 წელს განახორციელა შესაბამისი აქტივობები: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და შესაბამისი წლის წლიური შესრულების შესახებ ანგარიშების განხილვისას მუდმივად ახორციელებდა 2022 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა (სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული ბიუჯეტის დანართით შესახებ კანონის მე-5 გათვალისწინებული თავი) და შესაბამისი სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების და მდგრადი განვითარების მიზნების ურთიერთშესაბამისობის მონიტორინგს. ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების მდგრადი განვითარების მიზნებთან ინტეგრაციისა და მასთან შესაბამისობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საბიუჯეტო პროცესში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და დარგობრივ სამინისტროებთან გაიმართა კონსულტაციები. კერძოდ, 2022 წლის ივნისში საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ქვეყნის ძირითადი 17 მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვის ეტაპზე კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაცია პროგრამული ბიუჯეტის დანართში საბიუჯეტო პროგრამებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციის მიზნით, ყოველწლიურად, ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამის განმახორციელებლებიდან იმ ერთი სამინისტროს იდენტიფიცირება, რომლის მიერ განსახორციელებელ პროგრამებში სრულად აისახება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესაბამისი ინდიკატორები და მიზნობრივი მაჩვენებლები. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის რეკომენდაცია გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. საპილოტე დაკავშირებით სამინისტროსა გაიმართა სამუშაო და მისი შეხვედრები პროგრამების შერჩევასთან საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. ამასთან, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას კომიტეტის დასკვნაში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა რეკომენდაცია ბიუჯეტის პროგრამული ფორმატის შემდგომი დახვეწის, გაუმჯობესებისა და სრულყოფის მიმართულებით. საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგია (PFMRS) 2018-2022 საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ფინანსური რესურსების რაციონალური გამოყენება. აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია საჯარო ფინანსების მართვის სისტემების გაუმჯობესებით, რაც უზრუნველყოფს ფისკალურ დისციპლინას, მუშაობის ეფექტიანობას და საქართველოს საჯარო რესურსების ეფექტიან განაწილებას. საჯარო სერვისების მიწოდებისთვის საბიუჯეტო რესურსების მნიშვნელობის გათვალისწინებით, საჯარო ფინანსების მართვის სისტემის გაუმჯობესება დადებითად აისახება მომსახურების ყველა სფეროზე და ამ მომსახურებებით მოსარგებლე მოქალაქეებზე. საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში განსაკუთრებული როლი აკისრია საპარლამენტო საფინანსო ზედამხედველობას. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, მის მიერ განხორციელებული ღონისძიებებით, ხელს უწყობს აღნიშნული სისტემის რეფორმას და გამართულ ფუნქციონირებას. კერძოდ, PFM-ის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების შედეგების შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა წარმატებით შეასრულა მასზე დაკისრებული ყველა აქტივობა, რაც ითვალისწინებდა კომიტეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის საპარალამენტო განხილვების, შესრულებისა და მონიტორინგის პროცესის გაუმჯობესებას, აგრეთვე, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას საბიუჯეტო პროცესში. 18 განსაკუთრებით აღსანიშნავია, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 2018-2022 წლების სტრატეგიის განხორციელების თვალსაზრისით, საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტისა და კომიტეტის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის საქმიანობა და მთავრობაზე ზედამხედველობის განხორციელების მხრივ მიღწეული შედეგები. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო PFMRS-ის საკოორდინაციო საბჭოს სხდომებში, სადაც წარდგენილი იყო აღნიშნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შედეგები. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგიის განხორციელებაშიც და ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსების მართვის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის გაუმჯობესებას. ევროკავშირის კითხვარი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ევროკავშირის კანდიდატი ევროკავშირში გაწევრიანებასთან აქტიური ქვეყნის მონაწილეობა სტატუსის დაკავშირებით მიიღო მოსაპოვებლად საქართველოსათვის გადმოცემული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის შევსებაში, კერძოდ: საკითხების მოკლე, ზოგადი ჩამონათვალი, რომელზეც საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებულ იქნა შესაბამისი ინფორმაცია: • საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ; • მონეტარული პოლიტიკის შესახებ; • საქართველოს პარლამენტის საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ურთიერთობის შესახებ; • ფინანსური კონტროლის შესახებ; • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განხილვის შესახებ; • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის შესახებ; ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის შევსების პროცესში პროფესიონალიზმისათვის, განსაკუთრებული აქტიური კვალიფიციური სირთულის სამუშაოს მონაწილეობისათვის, შრომითი სანიმუშოდ მაღალი უნარ-ჩვევებისა და შესრულებისათვის კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს გამოეცხადათ მადლობა და გადაეცათ შესაბამისი სიგელები. 19 კომიტეტისთვის სპეციფიკური საქმიანობა საბიუჯეტო საქმიანობა „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (20222025)“ საბოლოო, დაზუსტებული ვარიანტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომიტეტმა შეისწავლა და გაანალიზა 2022 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის შესაბამისი „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (2022-2025)“ საბოლოო, დაზუსტებული ვარიანტი. ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (20232026 წლებისათვის) საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (2023-2026 წლებისათვის). კომიტეტმა, როგორც საბიუჯეტო პროცესებზე ზედამხედველმა ორგანომ, 2022 წლის ივნისში დარგობრივ კომიტეტებში დაგეგმა ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვა. ინფორმაციის განხილვის ეტაპზე კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაცია პროგრამული ბიუჯეტის დანართში საბიუჯეტო პროგრამებისა და მდგრადი ინტეგრაციის მიზნით, ყოველწლიურად, სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამის განვითარების ბიუჯეტის მიზნების დაგეგმვის განმახორციელებლებიდან იმ (SDG) ეტაპზე ერთი სამინისტროს იდენტიფიცირება, რომლის მიერ განსახორციელებელ პროგრამებში სრულად აისახება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესაბამისი ინდიკატორები და მიზნობრივი კომიტეტის და სხვა კომიტეტის მაჩვენებლები. საფინანსო-საბიუჯეტო მიერ გამოთქმული წინადადებები და რეკომენდაციები გადაეგზავნა საქართველოს მთავრობას. „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2022 წლის ოქტომბერში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის განხილვებს საქართველოს პარლამენტში. 20 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა აღნიშნული კანონპროექტი, კომიტეტში შემოსული სხვა კომიტეტების, საბიუჯეტო ოფისის, საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის დასკვნები, მოამზადა საბოლოო დასკვნა და წარუდგინა საქართველოს პარლამენტის გადასაგზავნად. თავმჯდომარეს კომიტეტმა განიხილა საქართველოს აღნიშნული მთავრობაში კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტიც და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება განპირობებული იყო 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგების გათვალისწინებით მაკროეკონომიკური და ფისკალური ცვლადების საგეგმო მაჩვენებლების განახლების საჭიროებით. წარმოდგენილი ცვლილებები ორიენტირებული იყო ისეთი მიზნების მიღწევაზე, როგორიცაა ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირება, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების სრულყოფილად დაფინანსება და ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 2022 წლის კორექტირებული მაკროეკონომიკური პარამეტრების შესაბამისად, დაზუსტდა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების მაჩვენებლები. კერძოდ, გაიზარდა ბიუჯეტის როგორც შემოსულობები, ისე გადასახდელები, შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტისა და მთავრობის ვალის მოცულობები და მათი მშპ-ს მიმართ პროცენტული თანაფარდობის მაჩვენებლები. კანონპროექტით 2022 წელს მშპ-ს რეალური ზრდის ტემპი განისაზღვრა 8.5%-ით, ნაცვლად დაგეგმილი 6%-ისა, ხოლო ნომინალური მშპ ნაცვლად დაგეგმილი 64 832.4 მლნ ლარისა, განისაზღვრა 72 215.3 მლნ ლარით ანუ 7 382.9 მლნ ლარით მეტით. წარმოდგენილი ცვლილებით გაუმჯობესდა საქართველოს 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით განსაზღვრული მოდიფიცირებული დეფიციტის (IMF-ს პროგრამით) მაჩვენებელი, კერძოდ, მშპ-ს 4.4%-იდან შემცირდა 3.2%-მდე. ასევე, გაუმჯობესდა 2022 წლის ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი და მშპ-ის 4.2%-იდან შემცირდა 3.1%-მდე. 2022 წლისთვის საქართველოს მთავრობის ვალის მოცულობა მშპ-ს მიმართ 51.1%-დან შემცირდა 39.5%-მდე, რაც 20.5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია კანონით განსაზღვრულ 60%-იან ზღვარზე. წარმოდგენილი ცვლილებით დაიგეგმა, ასევე, საგარეო სექტორის მნიშვნელოვანი გააქტიურება. კერძოდ, განისაზღვრა როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის წლიური მაჩვენებლების ზრდა შესაბამისად, 34.2%-ითა და 25.5%-ით, ნაცვლად 20.1%-ისა და 13.4%-ისა. 21 სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა დაგეგმილთან შედარებით გაიზარდა 489.7 მლნ ლარით და ნაცვლად 19 362.6 მლნ ლარისა განისაზღვრა 19 852.3 მლნ ლარით. მნიშვნელოვანია, რომ გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები გაიზარდა მთლიანობაში 1 049.4 მლნ ლარით და განისაზღვრა 14 473.0 მლნ ლარით, მათ შორის ზრდა დაიგეგმა ყველა გადასახადის მიხედვით. ამასთან, „ვალდებულებების ზრდიდან“ ანუ ახალი სესხების აღებით მისაღები თანხების ოდენობა 710.6 მლნ ლარით მცირდება. წარმოდგენილი ცვლილებით მოქმედ გეგმასთან შედარებით 507.6 მლნ ლარით გაიზარდა ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობა და განისაზღვრა 19 678.7 მლნ ლარით. აღნიშნული მატება გადანაწილდა როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური ხასიათის პროგრამების ასიგნებების გაზრდაზე. წარმოდგენილი ცვლილებით დამატებითი რესურსების განაწილება მოხდა შემდეგი უწყებებისა და პროგრამების მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 6 027.3 მლნ ლარიდან გაიზარდა 210.0 მლნ ლარით და განისაზღვრა 6 237.3 მლნ ლარით. მატების აღნიშნული თანხა გადანაწილდა: სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარების პროგრამის ასიგნებების ზრდაზე 86.2 მლნ ლარი (ყოველთვიური დახმარება ივნისიდან გაიზარდება 50 ლარით და განისაზღვრა 150 ლარის ოდენობით); მაღალმთიან დასახლებებში დაწესებული შეღავათების დასაფინანსებლად შეუფერხებელი - 4.0 მლნ ლარი; ფუნქციონირებისთვის - სასწრაფო დახმარების 15.0 ლარი; მლნ სამსახურის რეფერალური მომსახურების დასაფინანსებლად - 20.0 მლნ ლარი; ახალი კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის - 45.0 მლნ ლარი; საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამაზე, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო - 39.8 მლნ ლარი. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები 2022 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით გაიზარდა 150.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 743.1 მლნ ლარის ოდენობით. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე წელს დაწყებული ახალი პროგრამის დასაფინანსებლად - 40.0 მლნ ლარი; რთველის დასაფინანსებლად დამატებით - 40.0 მლნ ლარი; შეღავათიანი აგროკრედიტების დააფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 55.0 მლნ ლარი; პროგრამის - „დანერგე მომავალი“ დაფინანსება გაიზარდა 10.0 მლნ ლარით; გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ასიგნებები გაიზარდა 5.0 მლნ ლარით. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები გაიზარდა 80.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 2 975.0 22 მლნ ლარის ოდენობით. ასიგნებების ზრდა ძირითადად დაკავშირებულია 2023 წელს საქართველოში დაგეგმილი ფეხბურთში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობისთვის საფეხბურთო სტადიონების მშენებლობა-რეაბილიტაციასთან. გარდა ამისა, სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში განხორციელდა პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება და პროგრამები განისაზღვრა შემდეგი მოცულობებით: საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია - 1 852.9 მლნ ლარი; რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 531.5 მლნ ლარი; წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა-რეაბილიტაცია 444.9 მლნ ლარი; მყარი ნარჩენების მართვა - 33.5 მლნ ლარი; ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაცია - 93.0 მლნ ლარი; სხვა დანარჩენი პროგრამები - 19.2 მლნ ლარი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები გაიზრდა 80.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 082.4 მლნ ლარის ოდენობით. ზრდა განპირობებული იყო ძირითადად თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ლოჯისტიკური ხარჯების შეუფერხებლად დაფინანსების საჭიროებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა 97.5 მლნ ლარით და განისაზღვრება 962.5 მლნ ლარის ოდენობით. დამატებითი თანხიდან 50.0 მლნ ლარით მოხდა ახალი სამაშველო ვერტმფრენების შესყიდვის ნაწილობრივ დაფინანსება, ხოლო 20.0 მლნ ლარი გათვალისწინებულია პოლიციელებისთვის საცხოვრებელი ბინების მშენებლობის (პოლიციის ქალაქი) ნაწილობრივ დასაფინანსებლად, ხოლო 27,5 მლნ ლარი - სახანძრო მანქანების შესყიდვის მიზნით. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა 43.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 400.8 მლნ ლარით. ასიგნებების ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო სპორტული ფედერაციების მხარდაჭერასთან (11.9 მლნ ლარი), მიღწეული შედეგების გათვალისწინებით სპორტსმენებისთვის დაწესებული ჯილდოების ანაზღაურებასთან (25.0 მლნ ლარი) და 2023 წელს სათხილამურო სპორტში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებასთან. საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელების ოდენობა შემცირდა ჯამურად 167.3 მლნ ლარით და განისაზღვრება 3 297.4 მლნ ლარით. მათ შორის, მოხდა ცალკეულ მიმართულებებს შორის ასიგნებების შიდა გადანაწილება. კერძოდ: გაიზარდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსება 130.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 430.0 მლნ ლარის ოდენობით; ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების დაფინანსება გაიზარდა 66.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 343.0 მლნ ლარის ოდენობით; დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსების მოცულობა გაიზარდა 15.0 მლნ ლარით და განისაზღვრა 275.0 მლნ ლარით; შემცირდა საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურება და 23 დაფარვისთვის გათვალისწინებული თანხა ჯამში 160.0 მლნ ლარის ოდენობით; დონორების მიერ დაფინანსებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების მოცულობა შემცირდა 218.3 მლნ ლარით და ა.შ. „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი 2022 წლის ოქტომბერში კომიტეტმა ორგანიზება გაუწია და განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული თანდართული მასალები - დოკუმენტი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების, კომიტეტმა განიხილა და შეაფასა სხვა საბიუჯეტო ოფისის, საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის, კომიტეტში შემოსული სხვა დასკვნები, აგრეთვე, საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნები და ამ დასკვნების, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე, მოამზადა საბოლოო დასკვნა, რომელიც წარუდგინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობაში გადასაგზავნად. კომიტეტმა ასევე განიხილა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტისა და პროექტის შესაბამისი დოკუმენტის მიმართულებები 2023-2026 სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და წლებისათვის“ გადამუშავებული და საბოლოო ვარიანტები. საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო 2022 წლის 15 დეკემბერს. აღსანიშნავია, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის წინა ვარიანტების მიმართ გამოთქმული რეკომენდაციები და წინადადებები მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტში. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები განსაზღვრულია ქვეყანაში დაფიქსირებული ეკონომიკური განვითარების პროცესების გათვალისწინებით. 2023 წლის ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში პრიორიტეტებად განსაზღვრულია ხუთი ძირითადი მიმართულება, რომელიც მოიცავს თავდაცვისა და უსაფრთხოების, მოსახლეობის სოციალური დაცვის, განათლების, საჯარო სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებებს. ეს პრიორიტეტებია: 24  თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია: • თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის. მათ შორის პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 20%-ით გაზრდა, ხოლო მთლიან საჯარო სექტორში გათვალისწინებულია ხელფასების 10%-იანი ზრდა; • პოლიციელებისა გაუმჯობესებისათვის, და ასევე, ჯარისკაცების სოციალური გათვალისწინებულია პირობების საცხოვრებელი ბინების მშენებლობა; • მნიშვნელოვანი რესურსია გათვალისწინებული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების ეფექტური ფუნქციონირებისათვის.  სოციალური მიმართულება მოიცავს: • პენსიების ზრდას; • მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირების სოციალური გასაცემელის ზრდას; • სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდა, კერძოდ, ერთ ბავშვზე დახმარება განისაზღვრება 200 ლარის ოდენობით; • 2023 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია დეკრეტული შვებულებების ანაზღაურებასთან ცვლილებები ე.წ. დაკავშირებით მისი ზრდის მიმართულებით; • დევნილთათვის 7 000 ბინაზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა.  განათლების მიმართულებით გათვალისწინებულია: • საჯარო სკოლების მასწავლებელთა დანამატის ზრდა, ასევე, იზრდება მანდატურების ხელფასებიც; • საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების 10%- იანი ზრდა; • პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურების • 500-ზე მეტი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა; • სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობა; • მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია. ზრდა; გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარიანი ზრდა.  საჯარო სექტორის მდგრადობის უზრუნველსაყოფად: საკანონმდებლო დონეზე რეგულირდება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების საკითხი. 2023 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა 25 ხელფასების ზრდა განხორცილდება 10%-ით, გარდა პოლიციელებისა და ჯარისკაცებისა, რომელთა ხელფასები გაიზრდება 20%-ით.  ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობის მიზნით: ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 6 მლრდ ლარზე მეტი, კერძოდ, გათვალისწინებულია: • საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე - 1.7 მლრდ ლარზე მეტი; • მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის - 2.1 მლრდ ლარზე მეტი; • წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე - 520.0 მლნ ლარამდე; • საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე - 550.0 მლნ ლარამდე; • ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 200.0 მლნ ლარზე მეტი. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილია 590.0 მლნ ლარზე მეტი; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია 260.0 მლნ ლარზე მეტი. სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტზე თანდართული მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით: 2023 წლის ნომინალური მშპ გათვალისწინებულია 79 684.6 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2022 წლის შესაბამის დაზუსტებულ მოსალოდნელ მაჩვენებელზე 7 408.3 მლნ ლარით მეტია; 2023 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის ტემპის საპროგნოზო მაჩვენებელი - 5%-ის დონეზე; სამომხმარებლო ფასების ინდექსი (საშუალო პერიოდის) განსაზღვრულია 5.3%-ის, ხოლო დეფლატორი - 5%-ის დონეზე. 2023 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი (მოდიფიცირებული) მშპ-ს მიმართ განსაზღვრულია 2.8%-ით. ასევე, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს 2023 წლის ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო განსაზღვრულია მშპ-ს 2.8%ით (კანონით დადგენილი ზღვარი მშპ-ს 3%-ია). 2023 წლისთვის მთავრობის ვალის პროცენტული ფარდობა მშპ-ს მიმართ მცირდება 2022 წლის მოსალოდნელ - 39.6%-თან შედარებით და განსაზღვრულია 38.3%-ის დონეზე. აღნიშნული მაჩვენებლის კლება გაგრძელდება საშუალოვადიან პერიოდშიც. 2023 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები დაიგეგმა 21 914.2 მლნ ლარის დონეზე, რაც 1 465.2 მლნ ლარით მეტია 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს მატება განპირობებული იყო საგადასახადო შემოსავლების ზრდით. კერძოდ, გადასახადებიდან მისაღები 26 შემოსავლები გაიზარდა 2022 წლის 14 964.7 მლნ ლარიდან 16 290.4 მლნ ლარამდე, ანუ 1 325.7 მლნ ლარით. 2023 წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული გადასახადებიდან ყველაზე მაღალი წილი (41%) დამატებული ღირებულების გადასახადზე მოდის, რომლის ოდენობა (6 670.4 მლნ ლარი) წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 700.7 მლნ ლარით მეტია. მთლიანობაში, გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების წილი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 74.3%-ი და შემოსავლების 92.5%-ია. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს ეკონომიკური ზრდის გაჯანსაღების პროცესზე. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები დაიგეგმა 21 880.1 მლნ ლარის დონეზე, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1 694.1 მლნ ლარით მეტია. იყო გადასახდელების მატების დიდი ნაწილი გათვალისწინებული ხარჯების ზრდაზე, მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე, სოციალური უზრუნველყოფაზე და ასე შემდეგ, თუმცა მოიმატა გადასახდელების სხვა მიმართულებებმაც. კერძოდ, აღნიშნული მატებიდან არაფინანსური აქტივების ზრდაზე (კაპიტალურ ხარჯებისთვის) გათვალისწინებული იქნა 611.8 მლნ ლარამდე, ხოლო სახელმწიფო ვალდებულებების კლებაზე (ვალების დაფარვაზე) – 131.6 მლნ ლარამდე. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით წარმოდგენილია: ინფორმაცია ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ღონისძიებების ფარგლებში ეკონომიკური განსახორციელებელი კლასიფიკაციის ღონისძიებების „სხვა შესახებ; ხარჯების“ „კაპიტალური მუხლიდან პროექტების“ შესახებ, მათ შორის, პროექტებისა და პროგრამების განმახორციელებლების გამოყოფით; ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები; „ფისკალური სექტორის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზი“; მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი; მაკროეკონომიკური სცენარები საბაზისო, ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარების ჭრილში. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილია ბიუჯეტის კანონპროექტთან ერთად დანართების სახით, რაც ზრდის საბიუჯეტო სახსრების ტრანსპარენტულობისა და გამჭვირვალობის დონეს. „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2022 წლის დეკემბერში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტის განხილვებს საქართველოს პარლამენტში. საფინანსო27 საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა აღნიშნული კანონპროექტი, კომიტეტში შემოსული სხვა კომიტეტების, საბიუჯეტო ოფისის, საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის დასკვნები, მოამზადა საბოლოო დასკვნა და წარუდგინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობაში გადასაგზავნად. კომიტეტმა განიხილა აღნიშნული კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტიც და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. წარმოდგენილი ცვლილება განპირობებული იყო 2022 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგების გათვალისწინებით მაკროეკონომიკური და ფისკალური მაჩვენებლების დაზუსტების საჭიროებით. კორექტირებული მაკროეკონომიკური პარამეტრების შესაბამისად, დაზუსტდა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები. კერძოდ, გაიზარდა ბიუჯეტის როგორც შემოსულობები, ისე გადასახდელები, შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტის მოცულობა და მშპ-ს მიმართ პროცენტული თანაფარდობის მაჩვენებლები. ბიუჯეტში დამატებით მობილიზებული რესურსები გადანაწილდა სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების სრულყოფილად დაფინანსებისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშემწყობ როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური ხასიათის პროგრამების ასიგნებებზე. წარმოდგენილი ცვლილებით 2022 წელს მშპ-ს რეალური ზრდის ტემპი განისაზღვრა 10%-ით, ნაცვლად მოქმედი გეგმით გათვალისწინებული 8.5%-ისა, ხოლო ნომინალური მშპ ნაცვლად 72 215.3 მლნ ლარისა, განისაზღვრა 72 276.3 მლნ ლარით. გაუმჯობესდა 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით განსაზღვრული მოდიფიცირებული დეფიციტის (IMF-ის პროგრამით) მაჩვენებელი, რომელიც მშპს 3.2%-იდან შემცირდა 3.1%-მდე. ასევე, გაუმჯობესდა 2022 წლის ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი და მშპ-ს 3.1%-იდან შემცირდა 2.7%-მდე და 2023 წლის ნაცვლად უკვე 2022 წელს დაუბრუნდა კანონით დადგენილ 3%-იან ზღვარზე დაბალ ნიშნულს. საშუალოვადიანი პერიოდის ბოლოსათვის, ანუ 2026 წლისათვის გათვალისწინებულია მისი შემცირება 2.1%-მდე. 2022 წლისთვის საქართველოს მთავრობის ვალის მოცულობა მშპ-ს მიმართ ნავარაუდევია 39.6%-ის დონეზე, რაც 20.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია კანონით განსაზღვრულ 60%-იან ზღვარზე. 2022 წლის ბოლომდე დაიგეგმა, ასევე, საგარეო სექტორის მნიშვნელოვანი გააქტიურება. კერძოდ, როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის წლიური მაჩვენებლების ზრდა განსაზღვრულია შესაბამისად, 44.5%-ითა და 30.5%-ით, ნაცვლად ბიუჯეტის მოქმედი გეგმით გათვალისწინებული 34.2%-ისა და 25.5%ისა. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა დაგეგმილთან შედარებით გაიზარდა 596.7 მლნ ლარით და ნაცვლად 19 852.3 მლნ ლარისა შეადგინა 20 449.0 მლნ ლარი. აღნიშნული ზრდა შესაძლებელი გახდა 28 გადასახადებიდან მისაღები შემოსავლებისა და სხვა შემოსავლების ზრდით. კერძოდ, გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები გაიზარდა 491.7 მლნ ლარით და განისაზღვრა 14 964.7 მლნ ლარით, მათ შორის ზრდა დაიგეგმა ყველა გადასახადის მიხედვით, ხოლო სხვა შემოსავლების ზრდა დაიგეგმა 105 მლნ ლარის ოდენობით. ცვლილებით, მოქმედ გეგმასთან შედარებით, ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობა გაიზარდა 507.4 მლნ ლარით და მიაღწია 20 186 მლნ ლარს. აღნიშნული მატება გადანაწილდა უპირატესად სოციალური ხასიათის პროგრამების ასიგნებების ზრდაზე. წარმოდგენილი ცვლილებით დამატებითი რესურსების განაწილება მოხდა შესაბამისი უწყებების პროგრამებზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები ჯამურად გაიზარდა 330.0 მლნ ლარით და 1 262.4 მლნ ლარი შეადგინა. მომატებული 330.0 მლნ ლარიდან: - სამინისტროს ასიგნებებში მოსახლეობის ბუნებრივი აირით შეუფერხებლად მომარაგების მიზნით დამატებით იქნა გათვალისწინებული 230 მლნ ლარი; ლარი, გაზიფიცირების სამუშაოებისთვის დამატებით გამოიყო 100 მლნ რომელიც მოხმარდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სოფლების გაზიფიცირების სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოები დაიწყო 2022 წელს და გათვალისწინებულ იქნა მისი სრულად დაფინანსდა ამავე წელსვე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები გაიზარდა 95.0 მლნ ლარით და განისაზღვრა 6 332.3 მლნ ლარით. დამატებითი თანხა გადანაწილდა: - 55.0 მლნ ლარი მიიმართა იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამაზე, კერძოდ, 7 000 ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაზე; - 40.0 მლნ ლარი დაემატა მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ასიგნებებს. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა 70.0 მლნ ლარით და განისაზღვრა 470.8 მლნ ლარით. დამატებითი თანხა გათვალისწინებულ იქნა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად. სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურისთვის დამატებით გათვალისწინებული 2.4 მლნ ლარი მოსამსახურეთა იქნა საწვრთნელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარჯების დასაფინანსებლად. მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული სპეციალური ტრანსფერი 29 გაიზარდა 10.0 მლნ ლარით. გაზრდილი საგადასახადო შემოსავლების პროგნოზებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტების მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დღგ-დან მისაღები თანხა გაიზარდა 33.3 მლნ ლარით შეადგინა 1 400.0 მლნ ლარი. კანონმდებლობით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტების ფორმირება საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის ივნისში განიხილა საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და პარლამენტთან არსებული ორგანიზაციების საბიუჯეტო მოამზადა შესაბამისი დასკვნები და გადაწყვეტილებები. საქართველოს განაცხადები და კერძოდ, კომიტეტის მიერ განხილულ იქნა: 1. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“; 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 3. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2023 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 4. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2023 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 5. საქართველოს პარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრის 2023 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 6. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის საბიუჯეტო განაცხადი. საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ცენტრალური დასკვნები საარჩევნო და კომისიის საბიუჯეტო შესაბამისი დადგენილებების განაცხადებზე კომიტეტის პროექტები გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს განსახილველად. საქართველოს პარლამენტთან არსებული ორგანიზაციების - კვლევითი ცენტრის, ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჰერალდიკის საბჭოს საბიუჯეტო განაცხადების პროექტების შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებები შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობაში გადასაგზავნად. 30 2023−2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის 28 ნოემბერს განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი „2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი სავალუტო პოლიტიკის მიმართულებების“ პროექტი. „2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და ძირითადი მიმართულებების“ პროექტი წარმოადგინა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2023−2025 წლებისთვის განისაზღვრა 3 პროცენტით. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2023−2025 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება პოლიტიკის განაკვეთი, რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები. 2023−2025 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ენერგორესურსების, ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების გამწვავება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ მონეტარული პოლიტიკის მოსალოდნელზე სწრაფად გამკაცრება და სხვა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე. პარლამენტში წარმოდგენილ 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში აღწერილი იყო საქართველოს მონეტარული პოლიტიკის ძირითადი პრინციპები და არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, შესაძლო სცენარები (საბაზო და ალტერნატიული), მოსალოდნელი ეგზოგენური რისკები და არაპროგნოზირებადი შოკები. 31 კომიტეტმა გაანალიზა და შეისწავლა ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ პროექტი. კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე მოქმედი შესაძლო რისკები, არსებული გამოწვევები და სხვა აქტუალური საკითხები. საკომიტეტო განხილვა კითხვა-პასუხის ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. 2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა კომიტეტის დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. კანონშემოქმედებითი მიმართულება საფინანსო-საბიუჯეტო საკანონმდებლო კომიტეტის ინიციატივებისა მომზადებისათვის და მიერ საანგარიშო საკანონდებლო პერიოდში საკითხების წინასწარ განხორციელებულ საქმიანობაში აღსანიშნავია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტები: • საქართველოს კანონი „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონპროექტის ობლიგაციების მიღებით საქართველოში მომწესრიგებელი სამართლებრივი შეიქმნა ჩარჩო, იპოთეკური რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება აღნიშნული ტიპის ფასიანი ქაღალდების გამოშვება რეზიდენტი ემიტენტების (კომერციული ბანკების) მიერ. იპოთეკური ობლიგაციები შესაძლებელია გახდეს რეზიდენტი კომერციული ბანკებისათვის დაფინანსების გრძელვადიანი, იაფი და სტაბილური წყარო, თუ გავითვალისწინებთ აღნიშნული ინსტრუმენტის იმ მახასიათებლებს, რომლებიც მის მიმზიდველობას განაპირობებს ინსტიტუციური ინვესტორებისთვის. იპოთეკური ობლიგაცია, თავისი არსით, უზრუნველყოფილი სასესხო ფასიანი ქაღალდია, რაც იმას გულისხმობს, რომ ობლიგაციის მფლობელს ენიჭება შესაბამისი უზრუნველყოფის აქტივებიდან (ძირითადად, იპოთეკური სასესხო აქტივებიდან) საკუთარი მოთხოვნის უპირატესად დაკმაყოფილების უფლება. ამასთან, განსხვავებით სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის ფარგლებში გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისგან, იპოთეკური ობლიგაციის მფლობელის მოთხოვნა არ ამოიწურება მხოლოდ სპეციალური აქტივებიდან დაკმაყოფილების უფლებით და მას შეუძლია მოითხოვოს ობლიგაციიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებების შესრულება უშუალოდ სესხის გამცემი სუბიექტისგანაც (ამ შემთხვევაში - კომერციული ბანკისგან, რომელიც უშვებს იპოთეკურ ობლიგაციას). ამდენად, იპოთეკური ობლიგაციის მფლობელი სარგებლობს ე. წ. „ორმაგი“ 32 დაკმაყოფილების (dual recourse) უფლებით, რაც გულისხმობს მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლებას როგორც სპეციალურად საამისოდ განსაზღვრული აქტივებიდან, ისე არაუზრუნველყოფილი კრედიტორის რანგში - ემიტენტის სხვა ქონებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დგება კომერციული ბანკის მიერ აქტივების გასხვისებისა და მათი სპეციალური მიზნის მქონე წარმონაქმნისათვის (SPV) გადაცემის საჭიროება. კიდევ ერთი მახასიათებელი, რომელიც განასხვავებს იპოთეკურ ობლიგაციას სხვა ტიპის სასესხო ფასიანი ქაღალდებისგან, მდგომარეობს იმაში, რომ ემიტენტის (კომერციული ბანკის) მიმართ გადახდისუუნარობის, ლიკვიდაციის, ან რეზოლუციის პროცესის დაწყება არ იწვევს ობლიგაციიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულების ავტომატურად აქსელერაციას; თუ ემიტენტი ასრულებს გადახდის ვალდებულებას, ინვესტორებს, ჩვეულებრივ, არ აქვთ უფლება მოითხოვონ კომპენსირებულია მიღებული იმ ვალდებულების გარემოებით, სახსრები რომ შესრულების დაჩქარება, რაც უზრუნველყოფის აქტივებიდან ობლიგაციის მფლობელთა ექსკლუზიურად დაკმაყოფილებისათვის გამოიყენება და ემიტენტის სხვა კრედიტორებს ამ სახსრებზე ხელი არ მიუწვდებათ. ზემოაღნიშნული ფაქტორები, სხვა მიზეზებთან ერთად, განაპირობებს განსაკუთრებულ პირობებში, იპოთეკური საიმედოობასა ევროკავშირში და ობლიგაციის, როგორც დაცულობას. გამოშვებულმა ინსტრუმენტის, ფინანსური იპოთეკურმა კრიზისის ობლიგაციებმა შეინარჩუნეს სანდოობა და სტაბილურობა, მაშინ, როდესაც ევროპული ბანკების დაფინანსების სხვა წყაროები იწურებოდა/ვეღარ უზრუნველყოფდა ლიკვიდობას. იპოთეკური ობლიგაციის როგორც ფინანსური პროდუქტის (ინსტრუმენტის) დანერგვა საქართველოში მოითხოვდა სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმს, რომელიც სრულად შესაბამისობაში იქნებოდა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებასთან. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი ეფუძნება აღნიშნულ გამოცდილებას და მაქსიმალურად ასახავს იპოთეკური ობლიგაციების ემისიისა და საჯარო ზედამხედველობის შესახებ ევროკავშირში 2019 წლის 27 ნოემბერს მიღებული დირექტივის პრინციპებს. • „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო პაკეტის მიღება განპირობებულ იქნა ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმის დროულად შესრულების აუცილებლობით. SEPA ევროპული ინიციატივაა, რომელიც ევროში უნაღდო გადახდების პროცესის ჰარმონიზაციას ახდენს და მრავალი უპირატესობა გააჩნია. SEPA-ში გაწევრება საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში 33 ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სტრუქტურებში მიზნების ინტეგრაციის გათვალისწინებით, არსებული ევროკავშირის შესაძლებლობები საქართველომ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიყენოს. კანონპროექტის მიღების მიზეზები და მიზნებია: • საგადახდო მომსახურებების სფეროს განვითარება; • საბანკო და არასაბანკო პროვაიდერებისთვის თანაბარი/კონკურენტული პირობების შექმნა; • ტექნოლოგიური ინოვაციები, შესაბამისად ახალი საგადახდო მომსახურებების გაჩენა; • თაღლითების მეთოდების განვითარების გამო, შესაბამისად მეტი დაცვის მექანიზმების არსებობის საჭიროება; • მომხმარებლებისთვის საგადახდო მომსახურების პირობების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა; • მომხმარებლებისა და პროვაიდერების პასუხისმგებლობების მკაფიო განაწილება; • მომხმარებლების დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის დაფუძნების საჭიროება; • საგადახდო სფეროში საკონსულტაციო ორგანოს შექმნა; SEPA-ში გაწევრიანება სარგებლის მომტანი იქნება მრავალი მიმართულებით: მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს საერთაშორისო არენაზე, გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობებს, კერძოდ, SEPA-ს სივრცეში გადარიცხვები განხორციელდება ისეთივე პირობებით, როგორც ქვეყნის შიგნით გადახდები, რაც მათ შორის გულისხმობს SEPA-ს საკომისიოების სივრცეში მნიშვნელოვან გადარიცხვების შემცირებას. გაგზავნისა გარდა ამისა, და მიღების აღნიშნული მომსახურებით ისარგებლებენ ასევე SEPA-ს სივრცეში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით. საგადახდო მომსახურებების შესახებ ევროკავშირის განახლებულ დირექტივასთან (PSD2) შესაბამისობა წარმოადგენს გაწევრიანების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სავალდებულო კრიტერიუმს. ევროპული გადახდების საბჭოს (EPC) განხილვების დღის წესრიგის გათვალისწინებით კომიტეტმა უზრუნველყო კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა, რამაც შესაძლებელი გახადა აპლიკაციის წარდგენის პროცესის დაჩქარება და შესაბამისი განაცხადის/აპლიკაციის დროული წარდგენა. თუ 2022 წლის სექტემბრისათვის EPC-თვის სრულყოფილი აპლიკაციის წარდგენა ვერ მოხერხდებოდა, პროცესი დროში საგრძნობლად გაჭიანურდებოდა და სივრცეში გაწევრიანების პერსპექტივას. შეაფერხებდა საქართველოს ამ 34 • „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ SEPA-ს მიზნებიდან გამომდინარე კანონპროექტის მიღებით საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცა შესაძლებლობა ეფექტურად და შეუფერხებლად განახორციელოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის აღნიშნული დაფინანსების აღკვეთის შეუწყობს ვირტუალური ხელს გამომდინარე, ფულის გათეთრებისა ხელშეწყობის და მიმართულებით. აქტივის მომსახურებიდან ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკების მართვას, რაც თავის მხრივ გაზრდის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების საქმიანობის გამჭვირვალობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. ამასთან, კანონპროექტის მიღებით, საქართველო შესაბამისობაში მოვიდა ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების მოთხოვნებთან და აღმოიფხვრა ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) მიერ იდენტიფიცირებული ნაკლოვანებები. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების განხორციელებით, განისაზღვრა ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივით განხორციელებული მომსახურების სახეები, რომლებიც მოექცა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების ფარგლებში. ასევე, განისაზღვრა საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატი ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგულირების კუთხით, მათ შორის, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების, საზედამხედველო ზომების გამოყენებისა და სანქციის დაკისრების საფუძვლები. • „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ SEPA-ს მიზნებიდან გამომდინარე კანონში ცვლილებების მიღება განპირობებული იყო საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან, შემძენთა/მფლობელთა კომერციული და ბანკის კომერციული მნიშვნელოვანი ბანკის წილის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებთან დაკავშირებული მოთხოვნების ცვლილებების საჭიროებით. კანონში ცვლილებები მიზნად ისახავს აღნიშნული მოთხოვნების, ევრო დირექტივითა (ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის დირექტივა (2013/36/EU) „საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობასთან წვდომისა და საკრედიტო დაწესებულებებისა და საინვესტიციო კომპანიების პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ“ (CRD Directive 2013/36/EU)) და 35 ევროპის საბანკო უწყების (European Banking Authority) მიერ განსაზღვრულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა, აღნიშნული დირექტივით განსაზღვრულ მოთხოვნებს დიდწილად შეესაბამებოდა, თუმცა, ვინაიდან დირექტივასთან დაახლოების ვალდებულება „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ გამომდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნები დირექტივასთან სრულად შესაბამისობაში იყოს. კანონპროექტის მიღებით, კომერციული ბანკის ლიცენზირების წესი, ასევე მისი ადმინისტრატორებისა და აქციონერების შესაფერისობის მოთხოვნები უფრო დახვეწილი და ცხადი გახდა. ამასთან, როგორც საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, ასევე აქციონერთა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის შეფასების პროცედურული მხარე უფრო მეტად გაიმართა და მოწესრიგდა, რითიც როგორც ევრო დირექტივასთან სრული შესაბამისობა, ასევე შესაბამისი მხარეებისთვის (კომერციული ბანკები, მნიშვნელოვანი წილის შემძენები და ადმინისტრატორები) შეფასების უფრო ცხადი, გამჭვირვალე მოთხოვნები და პროცესები იქნა უზრუნველყოფილი. • საქართველოს კანონის პროექტი „მიკრო ბანკების საქმიანობის შესახებ“ მიკრო ბანკის სახით იქმნება ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ოპერირებას განახორციელებს იმ სექტორში, სადაც მაღალი საოპერაციო ხარჯების გამო კომერციული ბანკების ინტერესი შედარებით დაბალია. მიკრო ბანკის კანონით განსაზღვრული მანდატი - ძირითადად დააკრედიტოს სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის სექტორი, გაზრდის მოსახლეობის ფინანსურ ჩართულობას, განსაკუთრებით რეგიონებში. გარდა ამისა, მიკრო ბანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან შედარებით მნიშვნელოვანად შეუმცირდება დანახარჯები და გაეზრდება რესურსებზე ხელმისაწვდომობა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საკრედიტო პროდუქტების გაიაფებას და შესაბამისად კონკურენციის ზრდას. მიკრო ბანკებს მიენიჭებათ საქართველოს ეროვნულ ბანკში საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნის უფლება. აღნიშნულით გაიზრდება პირდაპირი წვდომა მონეტარულ ინსტრუმენტებზე, ხელი შეეწყობა ლარის რესურსის მოზიდვას და შემცირდება ჰეჯირების ხარჯები, რაც არასაპროცენტო შემოსავლების ზრდასთან ერთად პროდუქტების საპროცენტო განაკვეთის შემცირებაზე იქონიებს გავლენას. კანონპროექტით განისაზღვრება მიკრო ბანკისათვის ლიცენზიის გაცემის წესები, მათ ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები და გაიწერა მათთვის ნებადართული საბანკო საქმიანობის ჩამონათვალი. კერძოდ: 36 • სესხების, გარანტიების, აკრედიტივების და ლიზინგის გაცემა, ფაქტორინგული ოპერაციები, ამ კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში; • პროცენტიანი და უპროცენტო მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტების მოზიდვა მხოლოდ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი ზღვრის ფარგლებში, ასევე ზღვრის ზემოთ, მიმდინარე ანგარიშების მომსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ლიკვიდობის მოთხოვნების დაცვით; • დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა, მათ შორის, ფიზიკური პირებისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) კანონით დადგენილი წესით; კერძოდ, თითოეული ფიზიკური პირისაგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისაგან) მოზიდული ფულადი სახსრების ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათას) ლარზე ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე ნაკლები. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და მიკრო ბანკის აქციონერის/დამფუძნებლის მიერ მიკრო ბანკისათვის სესხის გაცემაზე ან კაპიტალში შენატანის განხორციელებაზე. 100 000 (ასი ათას) ლარს ზემოთ დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ საზედამხედველო კაპიტალთან შეფარდებით შესაბამისი ზღვრის ფარგლებში, რომელიც სამართლებრივი განისაზღვრება საქართველოს აღსანიშნავია, რომ აქტით. გაუთვითცნობიერებელი კანონმდებლობით, დაკავშირებით ეს ფიზიკური პირების დაბრუნებადი ფულადი მსგავსი რეგულირება, ეროვნული მოწესრიგება დაცვას. ემსახურება ამასთან, სახსრების მოქმედებს ბანკის მოქმედი მოზიდვასთან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმართ; • საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა და მომსახურება; ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების და საკასო-საინკასაციო მომსახურების განხორციელება; საგადახდო ბარათების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება; საგადახდო მომსახურების განხორციელება, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება; • უპროცენტო საბანკო მომსახურება; დერივატივის დადება, საკუთარი სახსრებით ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული საქმიანობის განხორციელება საჭიროებს საბროკერო საქმიანობის ლიცენზიას; • საკუთარი და კლიენტთა სახსრებით უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა; ფასეულობათა შენახვა; ქონების იჯარით გაცემა მხოლოდ მიკრო ბანკის საქმიანობის განსახორციელებლად; • თითოეულ ზემოაღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებები. ამასთან, მიკრო ბანკი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის გარდა, საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობით, დამატებით განახორციელოს საბროკერო კომპანიისათვის 37 ნებადართული საქმიანობა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული თანხმობის გაცემის, აგრეთვე მისი გაუქმების წესს და პირობებს ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ • საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიღებით, გარდა კანონის ძველი რედაქციით გათვალისწინებული ანგარიშვალდებული პირებისა, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნები ანგარიშვალდებული გავრცელდება ასევე პირის პროფესიული მიმართ არსებული მომსახურების გამწევ ბუღალტერზე, საბუღალტრო ფირმაზე, რაც ხელს შეუწყობს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების (ML/TF) რისკების მართვას. ასევე, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი იქნება უფლებამოსილი, გამოსცეს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარე სამართლებრივი აქტები. ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის ISQC-ის ნაცვლად, სამოქმედო სტანდარტად შემოღებულ იქნება ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტი (ISQM). აღნიშნული საერთაშორისო საერთაშორისო, ხარისხის შესაბამისად, ახალი ტერმინოლოგიური სტანდარტი მართვის (ISQC) საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრისით, ჩაანაცვლა, სტანდარტმა სამოქმედოდ საქართველოს ასევე (ISQM). შემოღებისა და კანონმდებლობაში უზუსტობების თავიდან არიდების მიზნით, განხორციელდა საკანონმდებლო დონეზე ტერმინოლოგიური ცვლილება. • „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, სახელმწიფო ორგანოებს ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი წილობრივი მონაწილეობა 50%-ს „საინვესტიციო საწარმოებს, აღემატება, სადაც სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცათ ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებით მიიღონ მონაწილეობა. აღნიშნული მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებით შენარჩუნდა ზოგადი აკრძალვა სახელმწიფოს მონაწილეობაზე ფინანსურ ინსტიტუტებში, თუმცა 38 მიზნის - საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების მისაღწევად, გაკეთდა გამონაკლისი, რომელმაც სახელმწიფოს მისცა უფლება წილობრივი მონაწილეობა მიიღოს საინვესტიციო ფონდებში. შემოთავაზებული რედაქცია აგრეთვე შეთანხმებულ იქნა საქართველოს ეროვნულ ბანკთან - საინვესტიციო ფონდების ზედამხედველთან. ამასთან, გათვალისწინებული იქნა ისეთი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო ფონდებში სახელმწიფოს მონაწილეობა მთავრობასთან შეთანხმების საგანი გახდა. აღნიშნული კანონის მიღების საჭიროება აგრეთვე იკვეთება იმ გარემოებით, რომ გასული წლების მანძილზე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და აწარმოე საქართველოს მიერ დაფინანსებული და წარმატებული კომპანიები, მათი შემდგომი განვითარებისათვის საჭიროებენ დამატებით კაპიტალსა და მხარდაჭერას. ვენჩერული და კერძო კაპიტალის ფონდები ზუსტად ამ გამოწვევას პასუხობენ. გარდა ამ თანხვედრისა, აღნიშნული პირდაპირ უწყობს ხელს არასაბანკო საფინანსო სექტორის განვითარებას, კაპიტალის ბაზრისა და საინვესტიციო ფონდების განვითარებას. ხოლო მაკრო ჭრილში საქართველოს ეკონომიკას ხდის უფრო მდგრადს და ნაკლებად დამოკიდებულს სისტემურ ბანკებზე. ამ ეტაპისათვის, სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარეობს საფინანსო სექტორის ამ მიმართულების განვითარებისათვის მოლაპარაკებები ისეთ საერთაშორისო განვითარების პარტნიორებთან, როგორებიც არიან ADB, IFC, World Bank, EBRD, FMO, EIF, DFC (former OPIC) და მათთან ერთად ამ მიმართულების განვითარებისათვის რიგი ღონისძიებები იგეგმება. • საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების, ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით, გარკვეული ვადით შეზღუდული იყო რიგი უფლებები. მათ შორის, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, შეზღუდული იყო ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, რამაც განაპირობა ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით, ცალკეული ღონისძიებების გატარების აუცილებლობა. კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის გარკვეული გადასახადების გადახდის გადავადება და სხვა საგადასახადო შეღავათების დაწესება. სწორედ, აღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება წარმოდგენილი პროექტის მომზადებაც, რაც უზრუნველყოფს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირების შემდგომ ხელშეწყობას. კანონპროექტის მიღების შედეგად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს გარკვეულწილად უმსუბუქდებათ საგადასახადო 39 ტვირთი - ქონების გადასახადის ნაწილში, რაც ხელს შეუწყობს მათ საქმიანობას. კერძოდ: კანონპროექტის მიხედვით ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება 2022 წელს არის გათვალისწინებული, გათავისუფლებულია შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობებში გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა: - სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები ან/და დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებები; - რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები; - სასმელებით მომსახურების საქმიანობები; - ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები. საგადასახადო შეღავათი ვრცელდება იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზეც, თუ ეს ქონება ამავე ნაწილით განსაზღვრულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება. ამასთან, ცვლილების თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია არ თავისუფლდება მიმდინარე გადასახდელის სახით ქონების გადასახადის გადახდისგან და იგი გადაიხდევინება გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით. • საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით: წარმოდგენილი კანონის პროექტი წარმოადგენს „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონის პროექტს და ასახავს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს. გასული წლების მანძილზე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა საჯარო ფინანსების მართვის სრულყოფის, მათ შორის საბიუჯეტო სისტემის დახვეწის მიმართულებით. განხორციელებული რეფორმების შედეგებს ადასტურებს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF), მსოფლიო ბანკთან (WB) და სხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან, რათა მოხდეს საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და დანერგვა საჯარო ფინანსების მართვის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში. 40 საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების, ასევე არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, წარმოდგენილ კანონპროექტში ასახულია საჯარო ფინანსების მართვის შემდგომ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით განსახორციელებელი ცვლილებები. საჯარო ფინანსების მართვის გაძლიერების და მისი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს რეფორმას წარმოადგენს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის განხორციელება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მხარდაჭერით შემუშავებულია სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგია. ასევე განხორციელებულია მთელი რიგი ღონისძიებები სახელმწიფო საწარმოების სექტორიზაციის მიმართულებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №96 ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციის სია. საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 12 ივლისის №1233 განკარგულებით მოწონებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინადადებები სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციით საწარმოების გათვალისწინებული სახელმწიფოს სამთავრობო ერთიან სექტორის ბიუჯეტში სახელმწიფო ასახვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კანოპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ასახვას, ასევე მათი ფინანსური ოპერაციების სახელმწიფო ხაზინის ერთიან სისტემაში ეტაპობრივად, 2023-2024 წლებში ინტეგრირების მიზნით განსახორციელებელ ცვლილებებს. გარდა ამისა, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგიის ფარგლებში, საინვესტიციო პროექტების სრული ციკლის დანერგვა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. რეფორმის ამ მიმართულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წლების მანძილზე აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან. მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული სახელმწიფო ხარჯების მიმოხილვის (Public Expenditure Review) საფუძველზე, მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით მომზადდა საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევი და მეთოდოლოგია. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის N191 დადგენილება „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 22 ივლისის N165 ბრძანება (ცვლილება „პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის N385 ბრძანებაში). საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, ასევე ფუნქციონირებს უწყებათაშორისი კომისია, საინვესტიციო პროექტების შეფასების და შესაბამისი ღონისძიებების შესასრულებლად. 41 საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმის თანმიმდევრული დანერგვის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნით 2018 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური დახმარების მისიის ფარგლებში მომზადდა საინვესტიციო პროექტების მართვის შეფასების დოკუმენტი (Public Investment Management Assessment Report - PIMA), შემუშავდა რეკომენდაციები და სამოქმედო გეგმა 2018-2021 წლებისთვის. მიმდინარე წელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ განხორციელდა 2018 წლის საინვესტიციო პროექტების მართვის შეფასების გადახედვა და შემუშავდა რეკომენდაციები. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მიმდინარე რეფორმის ფარგლებში საინვესტიციო-კაპიტალური სრულყოფილად დანერგვის მიზნით, პროექტების საკანონმდებლო მართვის პროცესის მარეგულირებელი საფუძვლების შექმნას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა საგადასახადო დანახარჯების ანალიზის მიმართულებით. პირველად, 2020 წელს მომზადდა საგადასახადო დანახარჯების ანალიზის დოკუმენტი და თან დაერთო 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს. საგადასახადო დანახარჯების ანალიზის მიზანია გაზარდოს ფისკალური გამჭვირვალობა საგადასახადო დანახარჯების შეფასებისა და გასაჯაროების გზით, განსაზღვროს შეღავათების ეკონომიკური და სოციალური ეფექტები და მიზანშეწონილობა. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დანართის სახით თან უნდა ახლდეს ინფორმაცია საგადასახადო დანახარჯების შესახებ. წარმოდგენილი პროექტის მომზადების მიზანია: - სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში ასახვის და 2026 წლამდე მათი ხაზინის ერთიანი სისტემის მომსახურებაზე ეტაპობრივად (2024-2026 წლებში) გადმოსვლის მიზნით შესაბამისი ცვლილებების ასახვა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში; - მიმდინარე რეფორმის ფარგლებში საინვესტიციო-კაპიტალური პროექტების მართვის პროცესის სრულყოფილად დანერგვის მიზნით, საკანონმდებლო მარეგულირებელი საფუძვლების შექმნა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შერჩეული და შეფასებული ახალი საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაციის ასახვა საბიუჯეტო დოკუმენტაციაში, რომელთა განსახორციელებლად ასიგნებები გათვალისწინებულია დასაგეგმი წლის ბიუჯეტში ან/და დასაგეგმის შემდგომ სამი წლის ფისკალურ მაჩვენებლებში. 42 კანონპროექტის მიღებით გაუმჯობესდება ბიუჯეტის ყოვლისმომცველობა და გამჭვირვალობა. საწარმოების სამთავრობო შემოსულობები, სექტორს მიკუთვნებული გადასახდელები და ნაშთის სახელმწიფო ცვლილების ერთობლიობა აისახება სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში და 2024-2026 წლებში ეტაპობრივად განხორციელდება სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების გადაყვანა ხაზინის ერთიან სისტემაზე. საინვესტიციო პროექტების მართვის რეფორმის სრულყოფილად დანერგვის ხელშეწყობა. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 24- ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, 2023 წლის 1 იანვრიდან საბაზო თანამდებობრივი ამოქმედების სარგოს მიზნით, ყოველწლიურად საქართველოს გადაანგარიშების მთავრობას მექანიზმის დაევალა საბაზო თანამდებობრივი სარგოს გადაანგარიშების მექანიზმის შემუშავების ეტაპებისა და პრინციპების განსაზღვრა. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო მოთხოვნის შესრულების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 18 ივლისის №1289 განკარგულებით განისაზღვრა საბაზო თანამდებობრივი სარგოს ყოველწლიურად გადაანგარიშების მექანიზმის შემუშავების ეტაპები და ზოგადი პრინციპები და მოწონებულ იქნა ინფორმაცია 2006-2021 წლებში სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასის მოცულობისა და მისი ზრდის ტემპის შესახებ, რომელიც საფუძვლად უდევს „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილ ცვლილებას. გასათვალისწინებელია, რომ არასახელმწიფო სექტორში ნომინალური საშუალო ხელფასი მუდმივად აღემატებოდა სახელმწიფო სექტორში არსებულ ხელფასებს. საშუალო ხელფასის ზრდის ტემპი 2006-2016 წლებში თანაბარი 15%იყო, ხოლო 2017 წლიდან, ფისკალური კონსოლიდაციის და შემდგომ პანდემიის გავლენით, სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ჩამორჩა არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასის ზრდის ტემპს. კერძოდ, 2017-2021 წლებში, ნომინალური ხელფასის საშუალო წლიურმა ზრდამ კერძო სექტორში 9% შეადგინა, ხოლო სახელმწიფო სექტორში მხოლოდ 5%. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა სხვაობა სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში ნომინალურ საშუალო ხელფასებს შორის. კერძოდ, თუ 2009-2016 წლებში სახელმწიფო სექტორში ნომინალური საშუალო ხელფასი არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 88%-ს შეადგენდა, აღნიშნული მონაცემის საშუალო მაჩვენებელი 2017-2021 წლებში 78%-მდე შემცირდა, ხოლო უშუალოდ 2021 წელს 74% შეადგინა. 43 2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემების ანალიზის მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 16%-ით და 1541 ლარს შეადგენს, თუმცა ზრდამ არასახელმწიფო სექტორში 16,8% შეადგინა (1702 ლარი), ხოლო სახელმწიფო სექტორში, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ზრდის მიუხედავად, საშუალო ნომინალური ხელფასის ზრდამ მხოლოდ 13% შეადგინა (1254,9 ლარი). შეჯამებისთვის აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან დაწყებული ფისკალურმა კონსოლიდაციამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და შესაძლებლობა მისცა ქვეყანას პანდემიის პერიოდს შეხვედროდა სათანადო ფისკალური ბუფერებით, თუმცა ამავდროულად ფისკალური კონსოლიდაციის პერიოდში შეიზღუდა მიმდინარე ხარჯების და განსაკუთრებით შრომის ანაზღაურების ზრდა, რის შედეგადაც სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასები მნიშვნელოვნად ჩამორჩა არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასს. აღნიშნული უარყოფითად მოქმედებს სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციაზე, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში გაიზარდა კვალიფიციური კადრების სახელმწიფო სექტორიდან გადინება, რაც საბოლოო ჯამში ამცირებს სახელმწიფო სერვისების ხარისხს და სახელმწიფოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში ნომინალურ საშუალო ხელფასებს შორის სხვაობის ეტაპობრივად შესამცირებლად საბაზო თანამდებობრივი სარგოს ყოველწლიურად გადაანგარიშების პრინციპების საკანონმდებლო დონეზე დანერგვა. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო სექტორში ხელფასების ზრდა ძირითადად დაუკავშირდება არასახელმწიფო სექტორში ხელფასების ზრდას. ამავდროულად, სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი არასდროს არ უნდა უსწრებდეს არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასს, თუმცა მათ შორის დიდი განსხვავებაც არამიზანშეწონილია. აღნიშნულის გათვალისწინებით, პროექტში საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობის ზრდა განისაზღვრება არანაკლებ ბოლო ოთხ კვარტალში, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული, „დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საკუთრების ფორმების მიხედვით“ სტატისტიკურ მონაცემებში, არასახელმწიფო სექტორში დაფიქსირებული ნომინალური ხელფასის წინა წლის შესაბამის პერიოდთან ზრდის საშუალო პროცენტული მაჩვენებლის გათვალისწინებით. 2023 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლის ნახევრით, ხოლო 2026 წლიდან აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლით. ამასთან, 2026 წლის პირველი იანვრიდან, საჯარო სამართლის იურიდიული პირის 44 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებული, „დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საკუთრების ფორმების მიხედვით“ სტატისტიკურ მონაცემებში, საკუთრების ფორმით სახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასი არ უნდა იყოს არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის არანაკლებ 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი. აღნიშნული ზღვრების ფაქტიური მაჩვენებლების მიხედვით დარღვევის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტთან ერთად, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს აღნიშნულ ზღვრებში დაბრუნების გეგმას, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 საბიუჯეტო წელს. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ზრდა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე დარღვეულია ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზღვრული პარამეტრები, ხოლო „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ ზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების შემდგომი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონთან ერთად, საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს არაუმეტეს 3 წლიან გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასის მაჩვენებლის არასახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასის მაჩვენებლის 80%90%-ის ფარგლებში განსაზღვრას. საქართველოს • კანონის პროექტები „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის სტრუქტურაში იურიდიული შემავალი საბაჟო პირის - შემოსავლების დეპარტამენტის საქმიანობის სამსახურის ძირითად ფუნქციურ მიმართულებებს წარმოადგენს სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მცენარეთა და ცხოველთა სიჯანსაღის, ადამიანთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებსაც საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებს კონტროლის მეშვეობით, მის შემადგენლობაში არსებული გაფორმების 45 ეკონომიკური ზონების, გაფორმების განყოფილებების, გამშვები პუნქტებისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების სამოქმედო ტერიტორიაზე. დღეისათვის საბაჟო დეპარტამენტის ფუნქციები მნიშვნელოვნად არის გაფართოებული და საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და ფიზიკური პირების კონტროლთან ერთად, საბაჟო კონტროლი ასევე მოიცავს არასატარიფო ღონისძიებებს (20-მდე სხვადასხვა სახის სახელმწიფო კონტროლით), ფიტოსანიტარიულ სასაზღვროსაკარანტინო, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო და სანიტარიულ- საკარანტინო კონტროლსაც. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით საბაჟო ორგანოებზე ნაწილობრივ დელეგირებულია სამართალდამცავი ორგანოების რიგი ფუნქციები, როგორიცაა მაგალითად ფიზიკური პირების საპასპორტო კონტროლის ან საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებების შემოწმების განხორციელება. საბაჟო კონტროლი ხორციელდება ასევე ქვეყნის შიგნით სპეციალურად შექმნილ საბაჟო კონტროლის ზონებში დეკლარირებული საქონლის გაფორმებისას, როდესაც გაფორმების ეკონომიკური ზონები და გაფორმების განყოფილებები ახორციელებენ დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი საბაჟო დეკლარაციისა და დოკუმენტების, დეკლარირების ვადების და დეკლარირების სისწორის (მათ შორის, სასაქონლო კოდის, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, შეზღუდვებისა და აკრძალვების დაცვის, გადასახდელების დარიცხვის) შემოწმებას, საქონლის დათვალიერებას, საჭიროების შემთხვევაში სინჯების/ნიმუშების აღებას და ექსპერტიზას. კონტროლისა დეპარტამენტის და პრევენციული თანამშრომლები ღონისძიებების კომპეტენციის გარდა, ფარგლებში საბაჟო ახდენენ სამართალდარღვევების გამოვლენას და სათანადო რეაგირებას. საბაჟო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმის წარმოებასთან ერთად, მათ უწევთ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენაც, რადგან ოპერატიულად აქვთ შეხება ისეთ საქონელთან, როგორიცაა ნარკოტიკი, იარაღი, ნაღდი ფული, ორმაგი დანიშნულების საქონელი, მომწამლავი და ფეთქებადი ნივთიერებები, სხვა აკრძალული ან შეზღუდვას დაქვემდებარებული საქონელი. ასეთ შემთხვევებში, არსებული კომპეტენციის გათვალისწინებით, მათ მიერ ხორციელდება დანაშაულის ობიექტისა (საქონელი, სატრანსპორტო საშუალება) და დანაშაულის ჩამდენი პირის შეჩერება, შესაბამისი მასალების მომზადება და საგამოძიებო ორგანოსთვის გადაგზავნა. თუ გადავხედავთ უცხო ქვეყნების (მათ შორის, ჩვენს რეგიონში) გამოცდილებას, უმრავლესობაში საბაჟო ორგანო წარმოადგენს სამართალდამცავ ორგანოს ან სპეციალური სტატუსის მქონე სამსახურს, სამართალდამცავთან გათანაბრებული ფუნქცია-მოვალეობებითა და სოციალური გარანტიებით. მაგალითად, საბაჟო წოდებებს ითვალისწინებს ალბანეთის, სომხეთის, ავსტრიის, 46 აზერბაიჯანის, ბელარუსის, ბელგიის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, ბულგარეთის, ხორვატიის, კვიპროსის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, უნგრეთის, ისლანდიის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ლატვიის, ლიტვის, მალტას, მოლდოვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, რუსეთის ფედერაციის, სერბეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, ესპანეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ტაჯიკეთის, მაკედონიის, თურქეთის, თურქმენეთის, უკრაინის, გაერთიანებული სამეფოს, უზბეკეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის კანონმდებლობა. საბაჟო დეპარტამენტს, როგორც საზღვრის უსაფრთხოების დაცვაში ჩართულ ორგანოთა სისტემაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს და შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობებით აღჭურვილ სტრუქტურულ ერთეულს, აუცილებელია ჰქონდეს როგორც შესაბამისი მოთხოვნები თანამშრომელთა მიღებისას, ასევე სათანადო პირობები მათთვის სპეციალური წოდებების მისანიჭებლად. აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა წახალისების (მ.შ. ფულადი ჯილდოს) არსებული სისტემა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს თანამშრომელთა მოტივაციას მათზე დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულებისთვის. შედეგად, დაიწყო საბაჟო დეპარტამენტიდან მაღალკვალიფიციური კადრების გადინება და 2019–2022 წლებში საკუთარი სურვილით სამსახური დატოვა 150-მა თანამშრომელმა. მათ ნაცვლად ახალი კადრების შერჩევას, მომზადებასა და მათ დანიშვნას მინიმუმ 6-დან 8 თვემდე პერიოდი სჭირდება. ამასთან, ახლად მიღებული თანამშრომელი პროფესიული ვალდებულებების შესრულების ხარისხით ვერ გაუთანაბრდება შესაბამისი წელთა ნამსახურობისა და გამოცდილების მქონე თანამშრომელს. ეს მოქმედებს როგორც მომსახურების ხარისხზე, ასევე საბაჟო დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი კონტროლის ეფექტურობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კვალიფიციური კადრების მოზიდვის/დამაგრების და მათი მოტივაციის ამაღლების მიზნით, აუცილებელია საბაჟო დეპარტამენტში სახელმწიფო სპეციალური წოდებების შემოღება, თანამშრომლებისთვის შესაბამისი სოციალური გარანტიებისა და კომპენსაციების უზრუნველყოფით. აღნიშნული საშუალებას მისცემს საბაჟო ორგანოს, ხარისხობრივად შეიცვალოს კარიერული წინსვლის ჩარჩო სტანდარტები და შექმნის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების მოტივაციის წინაპირობას, რაც სულ მცირე 70-80 პროცენტით შეამცირებს კადრების გადინებას. კანონპროექტის მიღების შედეგად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველ სამსახურის უფროსის მოადგილეს, თანამდებობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მიენიჭება სპეციალური სახელმწიფო წოდება. შედეგად, 47 აღნიშნული წოდების მქონე თანამშრომლები მიიღებენ შრომის ანაზღაურებას, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოს, სახელფასო დანამატის, ფულადი ჯილდოსაგან, წოდებრივი აგრეთვე, სარგოსა სახელმწიფო და წელთა სპეციალური წოდების შესაბამისი ნამსახურობის დანამატისაგან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისგან. ამასთან, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს უფლება ექნება, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია. • საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარმოდგენილი პროექტის შემუშავება მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველყოფას, მათთვის სათანადო სამუშაო გარემოს შექმნას, რათა სამსახურის თანამშრომლებმა შეძლონ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნით, თვითრეალიზება. კანონპროექტის მიღებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საცხოვრებელი ფართობის დაქირავებით უზრუნველყოფს იმ თანამშრომელს, განსახორციელებლად რომელსაც უწევს სხვა სამსახურებრივი მუნიციპალიტეტში უფლებამოსილების გადაადგილება, რაც დაკავშირებულია ფაქტობრივი საცხოვრებელი ფართობის შეცვლასთან. • საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 48 კანონპროექტი განვითარების შემუშავებულია ორგანიზაციის ეკონომიკური (OECD) თანამშრომლობისა საგადასახადო და მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით. 2011 წელს საქართველო გახდა გლობალური ფორუმის წევრი და იკისრა საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება. ერთ-ერთ ასეთ სტანდარტს წარმოადგენს ანგარიშგების საერთო სტანდარტი (CRS), რომელიც დიდი ოცეულის მოთხოვნის საფუძველზე 2014 წლის 15 ივლისს დამტკიცდა OECD-ს მიერ. სტანდარტის თანახმად, იურისდიქციებმა ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული ინფორმაცია წელიწადში ერთხელ ავტომატურ რეჟიმში უნდა გაცვალონ სხვა იურისდიქციებთან. ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის მიზანია, საგადასახადო გამჭვირვალობისა და კანონშესაბამისობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, გლობალიზაციის პირობებში სხვა იურისდიქციებში გადასახადებისათვის თავის არიდების შესაძლებლობების ზრდაზე საპასუხოდ. ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს 1988 წლის 25 იანვრის კონვენცია „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ (მუხლის 6), რომელსაც საქართველო მიუერთდა 2011 წლის პირველ ივნისს. აღნიშნული სტანდარტის დანერგვის მიზნით, აუცილებელია „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივ შეთანხმებაზე მიერთება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. გაცვლითი ურთიერთობების ასამოქმედებლად, საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს დეკლარაციას, რომლითაც იგი განაცხადებს თანხმობას „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივ შეთანხმებასთან (CRS MCAA) მიერთების თაობაზე და უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას. ანგარიშგების საერთო სტანდარტი ადგენს: - ფინანსური ანგარიშების სახეებს, რომელთა შესახებაც კომპეტენტურმა უწყებებმა უნდა მოიპოვონ ინფორმაცია ფინანსური ინსტიტუტებისგან; - ფინანსური ინსტიტუტების მიერ სათანადო პროცედურების განხორციელების წესს, რომლის მიხედვითაც ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა უზრუნველყოს კომპეტენტური უწყებისთვის მისაწოდებელი ინფორმაციის განსაზღვრა; 49 - კომპეტენტურ უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის ფორმატს, პერიოდს და სხვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კომპეტენტური უწყება, რომელსაც წარმოადგენს საგადასახადო ორგანო - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი -შემოსავლების სამსახური, როგორც „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) მონაწილე მხარე, პასუხისმგებელია საქართველოში არსებული ფინანსური ინსტიტუტებისგან მოიპოვოს ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS) დადგენილი ინფორმაცია; გადასცეს იგი სხვა იურისდიქციების კომპეტენტურ უწყებებს და აწარმოოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS) დადგენილი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი. ამასთან, „ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ“ კომპეტენტური უწყებების მრავალმხრივი შეთანხმების (CRS MCAA) ან საქართველოსა და შესაბამის იურისდიქციას შორის ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაციის ავტომატური გაცვლის შესახებ შეთანხმების და ანგარიშგების საერთო სტანდარტის (CRS) საფუძველზე, შემოსავლების სამსახური ყოველწლიურად, დადგენილი ფორმით, მიიღებს ინფორმაციას საქართველოს რეზიდენტების მიერ უცხო ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებში განთავსებულ ფინანსურ ანგარიშებზე მიღებული შემოსავლების შესახებ. კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილება ხელს შეუწყობს შემოსავლების სამსახურს დაკისრებული კომპეტენციების ეფექტურად შესრულებაში. გარდა ამისა, ცვლილებები წაახალისებს გადასახადის გადამხდელთა ქცევას კანონშესაბამისობის თვალსაზრისით. კანონპროექტის მიღების შემდეგ, 2023 წლის პირველი იანვრიდან, ფინანსურ ინსტიტუტებს წარმოეშობათ ვალდებულება აწარმოონ ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS) დადგენილი სათანადო პროცედურები და ამავე სტანდარტით და ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ სახელმძღვანელოში განსაზღვრული წესების დაცვით უზრუნველყონ ინფორმაციის მიწოდება შემოსავლების სამსახურისათვის, 2024 წლის პირველი იანვრიდან, ყოველწლიურად, არაუგვიანეს 30 ივნისისა. • საქართველოს კანონის პროექტი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ჰ7“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სესხის გამცემი სუბიექტი არის ნებისმიერი პირი ან ურთიერთდაკავშირებულ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართ 50 ერთდროულად 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს (მათ შორის, ინდივიდუალურ მეწარმეს) აქვს სასესხო/საკრედიტო ვალდებულება. ამავე ორგანული კანონის 522 მუხლის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ზედამხედველობა გაუწიოს სესხის გამცემი სუბიექტის საქმიანობას. ზედამხედველობა ითვალისწინებს სესხის გამცემი სუბიექტის რეგისტრაციას და რეგისტრაციის გაუქმებას, შემოწმებასა და რეგულირებას, წერილობითი მითითებების გაცემას, მოთხოვნების, შეზღუდვებისა და სანქციების დაწესებას. საყურადღებოა, რომ ორგანული კანონით განსაზღვრულია საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, რომლებშიც არ ექცევიან სესხის გამცემი სუბიექტები. აქედან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა, ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალის გაფართოების ფარგლებში, სესხის გამცემ სუბიექტებს, რომლებიც წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, კომერციულ ბანკთან ფინანსური გირაოს ხელშეკრულების გაფორმების მიზნებისათვის, ფინანსური ინსტიტუტის სტატუსი მიანიჭა. თუმცა, იქედან შესაძლებელია გამომდინარე, დარეგისტრირდეს რომ როგორც სესხის გამცემ სამეწარმეო სუბიექტად საზოგადოება (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სააქციო საზოგადოება), ასევე, ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც თავის მხრივ, არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, იგი ვერ მოექცა ფინანსური ინსტიტუტების ჩამონათვალში კომერციულ ბანკთან ფინანსური გირაოს ხელშეკრულების გაფორმების მიზნებისათვის, რაც, თავის მხრივ, მის ეფექტიან ფუნქციონირებასთან და მომხმარებელთა მომსახურებასთან დაკავშირებული რისკებს ქმნის. გარდა ზემოაღნიშნული რისკებისა, სირთულეს ასევე წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირის გარდაცვალება. შესაბამისად, არსებობს რისკი და საფრთხე იმისა, რომ რეგულირების გარეშე დარჩეს გარდაცვლილი სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმის მიერ გაცემული სესხები. აღნიშნული რისკები დაზღვეულია სამეწარმეო საზოგადოებად რეგისტრირებული სესხის გამცემი სუბიექტების შემთხვევაში, როდესაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის 217/04 ბრძანებით დამტკიცებული სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დაინტერესებული მე-3 მუხლის იურიდიული აქციონერი/პარტნიორი, პირი, რომელიც 21 პუნქტით რომელსაც იმავდროულად განისაზღვრა, ჰყავს ამ რომ მხოლოდ ერთი იურიდიული პირის დირექტორია, ვალდებულია ჰყავდეს სულ მცირე 2 დირექტორი. ზემოაღნიშნული დასარეგულირებლად, სუბიექტად რისკების საჭიროა რეგისტრირებული დასაზღვევად ეროვნულ ბანკში ინდივიდუალური და ამჟამად საკითხების სესხის მეწარმეების გამცემ სამეწარმეო 51 საზოგადოებად გარდაქმნა, რაც თავის მხრივ, მოიაზრებს მათი რეგისტრაციის გაუქმებას და მათ მიერ სამეწარმეო საზოგადოების დარეგისტრირებას, ვინაიდან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში მის სამეწარმეო საზოგადოებად გარდაქმნას. აქვე საყურადღებოა, რომ „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის 11 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია მოსაკრებელი სესხის გამცემ სუბიექტად რეგისტრაციისთვის - 10 000 ლარის ოდენობით. კანონპროექტის შემუშავების მიზანია დაარეგულიროს სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობა, ამასთან, რისკების მინიმიზაციის კუთხით უზრუნველყოს მათი შემდგომი უწყვეტი ფუნქციონირება და სესხის გამცემი სუბიექტების მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ამასთან, შესაბამისი ცვლილებები შევა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 სექტემბრის N217/04 ბრძანებით დამტკიცებული სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესშიც. კანონპროექტის რეგისტრირებულ მიღების სესხის შემდეგ, გამცემ ინდივიდუალურ სუბიექტებს მეწარმედ შესაძლებლობა ექნებათ განმეორებითი სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის გარეშე გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა ეროვნულ ბანკში სამეწარმეო საზოგადოებად რეგისტრაციის გზით და მომხმარებლებს გაუწიონ სრულყოფილი და ეფექტიანი მომსახურეობა. • საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება. ამასთან, აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია შესაძლებელია გადაეცეს ამავე ნაწილით გათვალისწინებული უწყებებს. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სსიპ - „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის. ამასთან, ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სააგენტოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ფარგლებში გაცვლილი ხელშემკვრელი ქვეყნის ნებართვის 52 საფუძველზე, რომელიც სააგენტოს მიერ გაიცემა საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველზე, ქართველი გადამზიდველი ახორცილებს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვას, ხოლო საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ფარგლებში გაცვლილი ქართული სანებართვო დოკუმენტი (რომელსაც უშუალოდ გადამზიდველზე გასცემს უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყება) კი უცხო ქვეყნის გადამზიდველს აძლევს უფლებას, განახორციელოს ორმხრივი საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა ან ტრანზიტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოსთვის თავისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში, შესაბამისი სტატისტიკური და ანალიტიკური მონაცემების დამუშავება/გამოყენების მიზნით, რაც აუცილებელია ხელშელმკვრელ ქვეყნებთან კვოტების განსაზღვრისთვის, მნიშვნელოვანია, ფლობდეს ინფორმაციას როგორც ქართველი, ისე უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთის თაობაზე (რაც საგადასახადო კანონმდებლობით წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას). ასევე, ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ხდება ხსენებული ნებართვების გადაკეთება ან/და გასხვისება, რაზეც სააგენტოს მხრიდან ხორციელდება შესაბამისი მონიტორინგის ღონისძიებები. ამასთან, აღნიშნული მონიტორინგის მეტად ეფექტურად ჩატარების მიზნით, მნიშვნელოვანია, სააგენტოს გააჩნდეს გადამზიდველების საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე წვდომა, რათა შესწავლილ იქნეს საბაჟო გამშვებ პუნქტებზე ნებართვების რეალურად გამოყენების შესახებ ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახმელეთო ტრანსპორტის დარგის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია, სააგენტოს გააჩნდეს წვდომა ხსენებულ ინფორმაციაზე სხვადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების მეტად ეფექტურად წარმოებისათვის და დარგის სათანადო მონიტორინგის განსახორციელებლად. კანონპროექტის საერთაშორისო მიღების შედეგად, საავტომობილო გაუმჯობესდება მიმოსვლის პირობები შეუფერხებლად განხორციელებისათვის. საგადასახადო ორგანოდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება სააგენტოსთვის გახდება ქმედითი ბერკეტი ეფექტიანად უზრუნველყოს საერთაშორისო საავტომობილო ანალიტიკური/სტატისტიკური მიმოსვლის ინფორმაციის შესახებ დამუშავება და სათანადო სააგენტოს საშუალება მიეცემა მეტად ეფექტურად განახორციელოს შესაბამისი მონიტორინგი. • საქართველოს კანონის პროექტები: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 53 კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დებულების ამოქმედების გადავადებას, რაც შესაძლებლობას მისცემს შესაბამის პირებს უკეთ მოახდინონ ადაპტირება კანონმდებლობის მოთხოვნებთან. კანონპროექტის მიზანია ასევე ცალკეული ფინანსური ინსტიტუტისთვის (საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სესხის გამცემი სუბიექტი) მოგების გადასახადის დაბეგვრის არსებული რეჟიმის შენარჩუნება, გაცემულ დივიდენდზე გადასახადის გაუქმება და მოგების გადასახადის განაკვეთის ოპტიმიზაცია, აგრეთვე ერთობლივი შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის პრინციპის შეცვლა მოქმედი კანონმდებლობით, ბანკები და საკრედიტო კავშირები, აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ახორციელებენ სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას. ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვას ახორციელებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების ფორმირების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით. 2023 წლიდან აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესი დაწესებულებისთვის, ორგანიზაციისთვის, უქმდება, რის გამოც საკრედიტო კავშირისა განისაზღვროს ერთობლივი აუცილებელია და საბანკო მიკროსაფინანსო შემოსავლიდან სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების გამოქვითვის წესი. კანონპროექტის მიხედვით აღნიშნული დანაკარგების სუბიექტები ერთობლივი რეზერვების შემოსავლიდან გამოქვითვას სესხების განახორციელებენ შესაძლო ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით. ასევე, კანონპროექტის მიღებით განხორცილდება საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ზოგიერთი დებულების ამოქმედების გადავადება. კერძოდ: დამატებით 3 წლის ვადით 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება საგადასახადო შეღავათები საშემოსავლო გადასახადში, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ფიზიკური პირებისათვის, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის - მოგების და ქონების გადასახადში; კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით 2026 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება ფიზიკური პირის/არარეზიდენტების გათავისუფლება საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებულ შემოსავალზე, თუ ფასიანი ქაღალდი გამოშვებულია რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით და 54 სავაჭროდ დაშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე; თამბაქოს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც მოიხმარს უცხოური წარმოშობის თამბაქოს ნედლეულს, 2026 წლის 1 იანვრამდე გადავადდება თამბაქოს ნედლეულის იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლების ვადა; 2026 წლის 1 იანვრამდე გადავადდება ბაზრობაზე არასტაციონარული სავაჭრო ადგილის გამოყენებით ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირებისათვის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება, ხოლო 2018 წლის 1 იანვრამდე არსებული ბაზრობის ორგანიზატორი ვალდებული იქნება აღნიშნულ ვადამდე (2026 წლის 1 იანვრამდე) სრულად უზრუნველყოს ბაზრობის ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილები საკონტროლო-სალარო აპარატებით. ზემოაღნიშნული მიზნით. ასევე, 2026 წლის 1 იანვრამდე შეჩერება ბაზრობის ორგანიზატორის ვალდებულება, უზრუნველყოს ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილები საკონტროლო-სალარო აპარატებით და პასუხისმგებლობის ზომა, ისეთი სავაჭრო ადგილის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი საკონტროლო-სალარო აპარატით. ეფექტური ადმინისტრირების შენარჩუნების მიზნით 2026 წლის 1 იანვრამდე გადავადდება ფიზიკური პირის მიერ საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ადგილის მოკლე ვადით გაცემით მიღებული შემოსავლის ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შესაძლებლობა. მოგების გადასახადით საწარმოთა დაბეგვრის 2017 წლიდან მოქმედი მოდელი 2023 წლის 1 იანვრამდე არ ეხება სადაზღვევო ორგანიზაციებს. აღნიშნული ვადა გრძელდება 2024 წლის 1 იანვრამდე. შესაბამისად, 2024 წლამდე სადაზღვევო ორგანიზაციებისთვის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი 2023 წელს იქნება სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. • საქართველოს კანონის პროექტი „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის შესაბამისად, „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ხორციელდება ცვლილება, რომელიც შეეხება მშენებლობის დაწყების თარიღის განსაზღვრას, ამ კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობასთან დაკავშირებით პრაქტიკაში შესაძლო ბუნდოვანების თავიდან არიდების მიზნით. 55 საქართველოს კანონის პროექტი: „წყლის რესურსების მართვის • შესახებ“ და თანმდევი კანონპროექტები: საქართველოში წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროს მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მიღებულია 1997 წელს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ კანონში, მისი მიღების შემდეგ, არაერთი ცვლილება შევიდა, იგი არ ეფუძნება წყლის რესურსების მართვის თანამედროვე სტანდარტებს და შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს წყლის რესურსების მდგრად მართვას. ამასთან ერთად, წყლის რესურსების მართვის არსებული სამართლებრივი სისტემა არის ფრაგმენტირებული (გაბნეული სხვადასხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში) და არაეფექტური. აღნიშნული არაეფექტური სამართლებრივი სისტემის გამო ქვეყანაში არ ხდება წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება და მდგრადი მართვა. შედეგად, საქართველოში შეინიშნება კარგი ხარისხის წყალზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა (არასაკმარისობა), ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის რესურსების არამდგრადი გამოყენება, წყლის ობიექტების დაბინძურება დაუმუშავებელი მუნიციპალური და ინდუსტრიული ჩამდინარე ნაკლოვანებებისა, წყლებით პრობლემაა ინსტიტუციურ/მმართველობითი და სხვ. ასევე ხარვეზები, გარდა კანონმდებლობის წყლის რესურსების წყლის რესურსების მართვის პოლიტიკის არარსებობა, წყლის რესურსების მართვის თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი მექანიზმების არქონა, წყლის რესურსების მართვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა/გაუმართაობა, წყლის რესურსების მართვის სუსტი ეკონომიკური მექანიზმები და ა.შ. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის მომზადების მიზეზია ასევე „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმება (შემდგომში - „ასოცირების შეთანხმება“), რომლის 306-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს ვალდებულია მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ამ შეთანხმების XXVI დანართში (გარემოს დაცვა) მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან). კერძოდ, აღნიშნული კანონის პროექტის მომზადება მოხდა ევროკავშირის 5 სამართლებრივი აქტის შესაბამისად: 2000 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000/60/EC დირექტივა წყლის პოლიტიკის სფეროში საზოგადოებრივი მოქმედებისათვის ჩარჩოს შემუშავების შესახებ; 2007 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/60/EC დირექტივა წყალდიდობის რისკების შეფასებისა და მართვის შესახებ; 1991 წლის 21 მაისის საბჭოს 91/271/EEC დირექტივა ურბანული ჩამდინარე წყლის გაწმენდის შესახებ; 1998 წლის 3 ნოემბრის საბჭოს 98/83/EC დირექტივა ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი წყლის ხარისხის შესახებ და 1991 წლის 12 56 დეკემბრის საბჭოს 91/676/EEC დირექტივა სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ნიტრატებით დაბინძურებისაგან წყლების დაცვის შესახებ. კანონით დადგინდება წყლის რესურსების მართვის ახალი პრინციპები, სისტემა და სტანდარტები, რის საფუძველზეც მოხდება შესაბამისი ჩამოყალიბდება ძირითადი კანონქვემდებარე სამართლებრივი ბაზის შექმნა. კანონპროექტის მიღებით ქვეყანაში საკანონმდებლო საფუძველი, რომელიც: - არ დაუშვებს წყლის მდგომარეობის შემდგომ გაუარესებას, დაიცავს და გააუმჯობესებს წყლის ეკოსისტემების სტატუსს და წყალზე საჭიროებიდან გამომდინარე, წყლის ეკოსისტემებზე უშუალოდ დამოკიდებული, ხმელეთის ეკოსისტემებისა და ჭარბტენიანი ადგილების მდგომარეობას; - ხელს შეუწყობს წყლის მდგრად გამოყენებას, ხელმისაწვდომი რესურსების ხანგრძლივი დაცვის საფუძველზე; - უზრუნველყოფს წყლის რესურსების ინტენსიურ დაცვას და მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას ნივთიერებების ჩაშვების და - პრიორიტეტული დანაკარგების დამაბინძურებელი ეტაპობრივი შემცირებისა და პრიორიტეტული სახიფათო ნივთიერებების ჩაშვების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის გზით; - უზრუნველყოფს მიწისქვეშა წყლების დაბინძურების ეტაპობრივ შემცირებას და დაიცავს მას შემდგომი დაბინძურებისაგან; - დაადგენს წყლის რესურსების სარგებლობის ძირითად პრინციპებს შესაბამისად მოაწესრიგებს აღნიშნულ დაცვის და და წყლის საერთაშორისო სფეროში არსებულ რესურსებით სტანდარტების სამართლებრივ ურთიერთობებს. • საქართველოს კანონის პროექტი: „საჯარო შესყიდვების შესახებ“ და თანმდევი კანონპროექტები „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების (შემდგომში – ასოცირების შეთანხმება) 146-ე მუხლის თანახმად, საქართველომ უნდა უზრუნველყოს მისი საჯარო შესყიდვების კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოება ევროკავშირის საჯარო შესყიდვების კანონმდებლობასთან. ასოცირების შეთანხმების XVI დანართში მოცემულია საჯარო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის იმ დირექტივებისა და რეგულაციების ჩამონათვალი, რომელთა დაახლოების ვალდებულება ეკისრება საქართველოს. საგულისხმოა, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №536 განკარგულებით დამტკიცებულია „სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს 57 შორის ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების გზამკვლევი“, რომლის თანახმადაც, დადგენილია დაახლოების 5 ფაზა, რომელიც მიმდინარეობს 2014-2022 წლებში. წარმოდგენილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ასოცირების შეთანხმებაში მოცემული ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის დირექტივა 2014/24/EU, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომელიც აუქმებს 2004/18/EC დირექტივას და „საქონლის მიწოდების და საჯარო სამუშაოების ხელშეკრულებებთან დაკავშირებული დავების განხილვის პროცედურების გამოყენების შესახებ კანონების, რეგულაციების და ადმინისტრაციული დებულებების კოორდინაციის თაობაზე 1989 წლის 21 დეკემბრის საბჭოს 89/665/EEC დირექტივა“ დაახლოების II და IV ფაზებით დადგენილი რეგულაციების იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობაში. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი მოიცავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული საჯარო შესყიდვების თავსაც. დამატებით, ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული და შესასრულებელი დებულებები წარმოდგენილია ჩვენი ქვეყნის სხვა რამდენიმე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებაშიც - შვეიცარიასთან, ლიხტენშტეინთან, ნორვეგიასთან, ისლანდიასთან3 და გაერთიანებულ სამეფოსთან (რომლებიც უკვე რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ). კანონპროექტით ევროდირექტივების შესაბამისი რეგულაციების გავლენით, კარდინალურად იცვლება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი საკითხი, მათ შორის, ინერგება ბევრი ახალი ინსტიტუტი და დებულება, თავად სფეროს დასახელებაც განიცდის ცვლილებას, რამდენადაც ტერმინი „სახელმწიფო შესყიდვა“ არ უკავშირდება მხოლოდ სახელმწიფოს, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აღნიშნული დასახელების ჩანაცვლება ტერმინით „საჯარო შესყიდვა“. ამასთან, მიღებული კანონპროექტი ეფუძნება ერთიან, სისტემურ და კომპლექსურ მიდგომას და მასში მოქცეული იქნება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი საკითხი და დარგი, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს მის ეფექტიან დანერგვასა და აღსრულებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სფეროს მარეგულირებელი კარდინალურად ახალი კანონის მიღება. კანონპროექტის მიღების შედეგად სრულყოფილად შესრულდება ასოცირების შეთანხმებითა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) ნაკისრი ვალდებულებები საჯარო შესყიდვების სფეროში. ამრიგად, დაკმაყოფილებულად ჩაითვლება საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები. კანონპროექტის მიღება ასევე ხელს შეუწყობს UK და EFTA-ს 58 ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. • საქართველოს კანონის პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიღებით განხორციელდა ერთერთი ყველაზე ისეთ მოწყვლადი კატეგორიისა და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფის სოციალური პაკეტის ყოველწლიური როგორიცაა შეზღუდული ინდექსაციის შესაძლებლობის პრინციპის სტატუსის მქონე შემოღება, პირები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები. ამასთან, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის განისაზღვრა სოციალური პაკეტის ზრდის უფრო მაღალი ინდექსი, ვიდრე სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის. ინდექსაცია ხორციელდება ინფლაციისა და მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების გათვალისწინებით. • საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად ცნობის გამო მარტოხელა მშობელთან დაკავშირებული ნორმების ახლებურად ჩამოყალიბებას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კანონპროექტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი: რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებულია ცვლილება საგადასახადო კოდექსში. კერძოდ, საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციით საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მარტოხელა დედის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. პროექტით ეს საგადასახადო შეღავათი მარტოხელა დედის გარდა, მარტოხელა მამაზეც გავრცელდება. 59 საქართველოს • კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრებს შორის 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით, საქართველომ იკისრა ვალდებულება განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებს აუდიოვიზუალური მედია მომსახურების სფეროში. საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულების XXXIII დანართით. მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია შესაბამისობაში არ არის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან. გარდა იმისა, რომ აღნიშნულ დირექტივასთან ქართული კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში (2021-2027) საქართველოს სრულყოფილი მონაწილეობის წინაპირობაცაა. საქართველოს საგარეო სამინისტროს ცნობით (№01/22329, 25/07/2022 წერილი) 2022 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, პროგრამის ინტერსექტორულ და მედიის მიმართულებებში საქართველოს მონაწილეობის გასაგრძელებლად, ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია 2010/13/EU ევრო დირექტივის (რომელიც შესწორდა №(EU2018/1808 დირექტივით) მოქმედ რედაქციასთან. თუ საქართველო 2022 წლის 30 სექტემბრისთვის ევროკომისიას არ წარუდგენს აღნიშნული მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ ეროვნულ ანგარიშს, შესაძლებელია შეწყდეს „შემოქმედებითი ევროპის“ მედიის და ინტერსექტორულ მიმართულებებში საქართველოს მონაწილეობა. შესაბამისად, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, საქართველოს კანონმდებლობის დახვეწისა და ევროკავშირში საქართველოს სამართლებრივ ინტეგრაციასთან ერთად, 2010/13/EU ევრო დირექტივასთან საქართველოს კანონმდებლობის დროული ჰარმონიზაცია 2.44 მილიარდი ევროს ბიუჯეტიან პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის წინაპირობაც არის. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების 60 შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივის დღეს მოქმედ რედაქციასთან, კერძოდ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კანონმდებლობით მოხდება ისეთი წესების განსაზღვრა, რომლებიც ტენდენციებს და გაითვალისწინებს უზრუნველყოფს ტექნოლოგიური ერთიან თანაბარ განვითარების პირობებს ბაზარზე გამოჩენილი აუდიოვიზუალური მედიის ახალი სახეებისთვის. ამავდროულად, კანონპროექტით განსაზღვრული წესების მიზანია კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, არასრულწლოვანთა და მომხმარებელთა დაცვა, მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა და სხვადასხვა ნიშნით სიძულვილის ენის გავრცელების, ტერორიზმის წაქეზების შემცველ პროგრამებსა და რეკლამებზე ეფექტიანი რეაგირების, მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო პროგრამებისა და რეკლამების გავრცელების თანმდევი რისკებისა და შედეგების ეფექტიანი პრევენციის მექანიზმის შექმნა. საქართველოს • კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანმდევი კანონპროექტები „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: ურბანული განვითარებისა და სივრცით-ტერიტორიული მოწყობის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადაცემა გამოწვეული იყო საქართველოს მთავრობის სამთავრობო პროგრამის - „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ერთ-ერთი ძირითადი პრინციპით, ე.წ. „მცირე მთავრობის“ კონცეფციით. ამ კონცეფციის თანახმად, ქვეყანის იმ დროინდელი გამოწვევები მოითხოვდა მცირე, მოქნილ და ეფექტიან სამთავრობო ინსტიტუტებს, რომელთა შორის ფუნქციათა გადანაწილება სახელმწიფო მართვის პროცესს გახდიდა უფრო ეფექტიანს. უნდა აღინიშნოს განვითარებისა და ის გარემოება, ინფრასტრუქტურის რომ საქართველოს სამინისტროს რეგიონული მიერ სივრცითი– ტერიტორიული მოწყობის მიმართულებით გატარდა არა ერთი წარმატებული და ქმედითი ღონისძიება, რაც მოიცავს როგორც შესაბამისი სამართლებრივი აქტების შემუშავებასა და დამტკიცებას, ასევე სხვადასხვა საინტერესო და მნიშვნელოვან წამოწყებას ქვეყნის შემდგომი სივრცითი დაგეგმარების პროცესის სრულყოფისთვის. თუმცა, ნიშანდობლივია, ქალაქმშენებლობითი პროცესს და ამ რომ განვითარება, ორი სფეროს სივრცითი, ისევე მჭიდროდ უკავშირდება განყენებულად განხილვა როგორც მშენებლობის რთულია. იმის 61 გათვალისწინებით, რომ მშენებლობის პოლიტიკა, ზედამხედველობა წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებებს. შესაბამისად, წინამდებარე კანონის პროექტი მიზნად ისახავს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამოსილებათა გადაცემას ახლად შექმნილი სააგენტოსთვის სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების პოლიტიკის უფრო ურთიერთ კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვის მიზნით. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით მოხდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის ცვლილება, რომლის შედეგადაც ამ კოდექსით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის განსაზღვრული უფლება–მოვალეობები გადაეცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. 2018 წლამდე აღნიშნულ ფუნქციას ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. კანონპროექტის მიღება გამოიწვევს სივრცითი და ქალაქმშენებლობითი განვითარების პოლიტიკის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს პროცესების მეტად ეფექტიანად და კოორდინირებულად წარმართვას. • საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ პროექტის მომზადება განპირობებულია საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარდგენის პროცედურის დახვეწისა და შესაბამისი პრაქტიკის შემუშავებისათვის. ცვლილებათა შემუშავების მიზეზია კოდექსით გათვალისწინებული დებულებების აღსრულების ხელშეწყობა, საამისოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში საჯარო კონტროლის განხორციელების პროცესის გაუმჯობესება და ეფექტიანობის გაზრდა. კოდექსით ტექნიკური განსაზღვრულია ზედამხედველობის შენობა-ნაგებობებისთვის განხორციელების შედეგად სამშენებლო შედგენილი მშენებლობის ცალკეული ეტაპების დამთავრების თაობაზე შედგენილი საეტაპო ოქმების წარდგენის ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას. ამ შემთხვევაში, საქმისწარმოება იწყება შემოწმების აქტის შედგენით და სამართალდამრღვევი ჯარიმდება შესაბამისი კლასის შენობა-ნაგებობისთვის დადგენილი საჯარიმო სანქციით. უნდა აღინიშნოს, რომ კოდექსში 2021 წელს განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის 62 საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2022 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. მიუხედავად გარკვეული პერიოდით ამ შეღავათის დადგენისა, პროცესის სპეციფიკის გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით, მშენებლობის ნებართვის მფლობელებისთვის კვლავ პრობლემური და ბუნდოვანია საეტაპო ოქმების დადგენილი წესით წარდგენის პროცედურა, ვინაიდან აღნიშნული არის სიახლე სამშენებლო სფეროში. აღნიშნული საკითხის პრობლემურობაზე მიუთითებს ისიც, რომ არსებული მდგომარეობით სუბიექტების, რომლებისთვისაც დადგენილია საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ვადებში შესაბამისი ეტაპის დასრულება და ოქმის წარდგენა, უმეტესობას წარდგენილი არ აქვს ან დარღვევით აქვს წარდგენილი ეტაპის ამსახველი დოკუმენტაცია. ამ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, საჯარო ზედამხედველობის ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებას იწყებს პირდაპირ შემოწმების აქტის შედგენით და სამართალდამრღვევი ჯარიმდება შესაბამისი კლასის შენობანაგებობისთვის დადგენილი საჯარიმო სანქციით. ასევე აღსანიშნავია, რომ პანდემია ისევ ახდენს გარკვეულ გავლენებს ყველა მიმართულებით, მათ შორის სამშენებლო სექტორზე. წარუდგენლობისთვის მშენებლობის პანდემიის ჯარიმის ნებართვის პარალელურად, კი საეტაპო დაკისრება, კერძო სექტორში მფლობელისათვის, დიდი ზიანის ოქმის არსებული მომტანი და ფინანსური მდგომარეობის გაუარესების საფუძველია. შესაბამისად, გარკვეული დრო და გამოცდილებაა საჭირო, რათა დადგინდეს შესაბამისი პრაქტიკა საეტაპო ოქმის წარმოდგენასთან დაკავშირებით, მოხდეს დაინტერესებული პირების გაცნობიერება მითითებულ პროცედურაში. კერძოდ: საჭიროა, მშენებლობის მოიპოვონ ინფორმაცია ნებართვის მფლობელებს შესაბამისი ორგანოს/სერტიფიცირებული ექსპერტის მიეცეთ შესაძლებლობა აკრედიტირებული ინსპექტირების დაქირავების შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შევიდნენ სამართლებრივ ურთიერთობებში, შემდგომში ცალკეული ეტაპების სამშენებლო სამუშაოები აწარმოონ და საეტაპო ოქმები წარადგინონ სათანადო წესით. კანონპროექტით საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს კიდევ ერთი წლით (2023 წლის 1 იანვრამდე) არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. • საქართველოს კანონის პროექტი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება 63 დაიდოს მხოლოდ პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას შორის; ამასთან, აღნიშნულ სუბიექტებს შორის დადებული საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ საირიგაციო (საირიგაციო/სარწყავი/საძოვრების აღნიშნულიდან გამომდინარე, შეზღუდულია გაწყლოვანება) მიზნებს. როგორც პირველად წყალმოსარგებლესთან საირიგაციო მომსახურების ხელშეკრულების დადების უფლებამოსილების მქონე პირთა წრე, ასევე აღნიშნული ხელშეკრულების მიზნობრიობაც. შესაბამისად, კანონის მოქმედი რეგულაცია იმთავითვე გამორიცხავს იმ ფიზიკურ პირთა, ფიზიკურ პირთა გაერთიანების ან იურიდიულ პირთა მიერ საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღებას, რომელთაც აღნიშნული წყალი სჭირდებათ სხვა მიზნით, გარდა ირიგაციისა. გარდა ამისა, კანონი ზღუდავს მომსახურების ხელშეკრულების დადებას საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღების მიზნით იმ პირებთან, რომლებიც არ არიან წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების წევრი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ პირი ითხოვს საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღებას სხვა მიზნით, გარდა ირიგაციისა, აგრეთვე, თუ აღნიშნული პირი არ არის წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის წევრი, იგი არ არის უფლებამოსილი დადოს მომსახურების ხელშეკრულება პირველად წყალმოსარგებლესთან. აღნიშნული ქმნის მნიშვნელოვან პრაქტიკულ პრობლემებს, რომელთა აღმოფხვრაც შეუძლებელია სათანადო სამართლებრივი საფუძვლის შექმნის გარეშე. „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, თავის მხრივ, ქმნის სწორედ სამართლებრივ საფუძველს საიმისოდ, რომ საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღება განხორციელდეს არა მხოლოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის, არამედ სხვა წყალმოსარგებლის მიერაც. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღებას არა მხოლოდ საირიგაციო, არამედ სხვა მიზნითაც, რომელთა შესახებაც პირდაპირ მითითებას არ შეიცავს. შესაბამისად, კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება, საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღება სხვა წყალმომხმარებლის მიერ მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე და აღნიშნული წყლის გამოყენება სხვა მიზნით (მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურები, სათევზე მეურნეობები და სხვა), გარდა საირიგაციო დანიშნულებისა. • საქართველოს კანონის პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი კანონპროექტები პროექტის მომზადება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: 64 მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, მსოფლიოს პერსპექტიული განვითარების ფართომასშტაბიანი სტრატეგიის, გაეროს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის გლობალური მიზანია (SDG Target 3.8). მედიკამენტებზე მაღალი ფასების ძირითადი მიზეზია იმის, რომ მსოფლიოს მოსახლეობის მესამედს, დაახლოებით 2 მილიარდ ადამიანს, ძირითადად დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებიდან, არა აქვთ სასიცოცხლოდ აუცილებელ (ძირითად) მედიკამენტებზე სათანადო ხელმისაწვდომობა. არსებული მონაცემებით მედიკამენტებზე ფასები არ არის შემოსავლებთან კორელაციაში, ვინაიდან დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ხშირად მედიკამენტები უფრო ძვირია, ვიდრე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში. 2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეაზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა, რომ მედიკამენტებზე მაღალი ფასები, მათზე არათანაბარი წვდომა და ზოგადად ფასების გამო შექმნილი სირთულეები, ხელს უშლის უნივერსალური ჯანდაცვის სისტემის გადახდების გამო, პროგრესს; დაახლოებით ყოველწლიურად ჯიბიდან პირდაპირი 100 ადამიანი ღარიბდება; მილიონამდე ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ პოტენციურად სიცოცხლის გადამრჩენელ ინოვაციურ მედიკამენტებზე, ბაზარზე მათი გამოსვლიდან მრავალი წლის შემდეგაც. მედიკამენტების ფასები, ფარმაცევტული დანახარჯი და მედიკამენტების ხელმისაწვდომობა, ქართული ჯანდაცვის სისტემისთვისაც კრიტიკული გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს ამოქმედდა „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა", რომელიც ითვალისწინებს ყველაზე მაღალი პრევალენტობის, არაგადამდები დაავადების სამკურნალო მედიკამენტების, ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას, ამან არსებითად ვერ შეცვალა მოცემულობა: მედიკამენტები რჩება მოსახლეობისთვის, გარდა უმდიდრესი კვინტილისა, კატასტროფული დანახარჯის ყველაზე დიდ მდგენელად (61%). 2018 წელს, საქართველოს შინამეურნეობების დაახლოებით 17%-მა განიცადა ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი. ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდებში, ყველაზე დიდ წილს მედიკამენტები შეადგენენ (47% - 2019 წელი); 2020 სამკურნალო წლის აპრილიდან, მედიკამენტებით განხორციელდა ქრონიკული უზრუნველყოფის დაავადებების სახელმწიფო პროგრამის ინტეგრირება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში; შემცირდა ბიუროკრატია, გაიზარდა პროგრამის მოსარგებლე პირთა რაოდენობა, კერძოდ 2017 წელს არსებული 134,727-დან 2021 წელს 233,677-მდე, გაიზარდა სახელმწიფო დანახარჯებიც - 14 მლნ ლარიდან 24 მლნ ლარამდე. 2021 წელს, ონკოლოგიური პაციენტებისთვის ქიმიო-/ჰორმონო და რადიოთერაპიის დაფინანსების წლიური ზედა ზღვარი 8 000 ლარით გაიზარდა და ასევე პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის ხარჯები იფარება რეფერალური მომსახურების სახელმწიფო 65 პროგრამიდან, ხოლო 2022 წლის 1 ნოემბრიდან აღნიშნული წლიური ლიმიტი განისაზღვრა 25 000 ლარით, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა და ჯიბიდან მაღალი გადახდები კვლავ კრიტიკული გამოწვევად რჩება და საჭიროებს მეტ სახელმწიფო ინვესტიციებს. მედიკამენტებში სახელმწიფო ინვესტიციების ნაკლებობა არსებითად განაპირობებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვეენებლი აქვს ევროპაში. საქართველოში ფარმაცევტულ დანახარჯის სახელმწიფოს წილი 24-ჯერ ნაკლებია WHO ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე და 32-ჯერ ნაკლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე. კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია, რეგულირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე ფასების შემცირება, რაც შესაბამისობაშია საქართველოს ჯანდაცვის სისტემის 2022-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმასთან, რომლითაც პროგნოზირებულია, რომ ჯანდაცვაზე ჯიბიდან დანახარჯებში, მედიკამენტების წილი 62%-დან (საბაზისო 2020 წელი) შემცირდება 15%-მდე (სამიზნე 2030 წელი). • საქართველოს კანონის პროექტი: „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი კანონპროექტები ფინანსური რეკომენდაციის ქმედებების შესაბამისად, სპეციალური ქვეყნებმა ჯგუფის უნდა FATF დაადგინონ, პირველი შეაფასონ და გააცნობიერონ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, რომლებიც წარმოიქმნება ვირტუალური აქტივების - VASP-ების (კრიპტოვალუტისა და სხვა მექანიზმების გამოყენება) ოპერაციებიდან, სათამაშო ბიზნესში. ვინაიდან ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით მაღალი რისკის შემცველი ფაქტორს წარმოადგენს ონლაინ თამაშებში ელექტრონული ფულისა და სხვა მექანიზმების (ტრანზაქციები) გამოყენება, ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის FATF-ის 15-ე რეკომენდაციით იურიდიულ პირებს ან კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ ონლაინ თამაშებში ელექტრონული ფულითა და სხვა ნებისმიერი მექანიზმებით საქმიანობას ან/და საქმიანობაში ელექტრონული ფულისა და სხვა მექანიზმების გამოყენებას, ეკისრებათ ცალკე ნებართვის აღების ვალდებულება. ამავე რეკომენდაციით რისკზე დაფუძნებული მიდგომით ქვეყნებმა უნდა შეიმუშაონ სპეციალური საკანონმდებლო ნორმები, რათა აღმოფხვრილი იქნას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები. კერძოდ, „ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების და ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის (AML/CFT) სისტემების ეფექტურობის ტექნიკური შესაბამისობის შეფასების მეთოდოლოგიით“ 66 (METHODOLOGY FOR ASSESSING TECHNICAL COMPLIANCE WITH THE FATF RECOMMENDATIONS AND THE EFFECTIVENESS OF AML/CFT SYSTEMS), ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) წევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, ევალებათ როგორც ფიზიკურად არსებული (მიწის) სამორინეს, ასევე სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) მოწყობილი სამორინეს და აგრეთვე გემზე მოწყობილი სამორინეს ლიცენზირება. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებების/შემდგომი ნაბიჯების დოკუმენტის 49-ე და 50-ე საკითხების რომელიც მიხედვით აწესებს მომზადდა ახალი საკანონმდებლო სანებართვო ცვლილებათა საქმიანობის სახეებს პაკეტი, სისტემურ- ელექტრონული ფორმით აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე, ადგენს სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს, სანებართვო პირობებს და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობების და წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე. ამასთან, სათამაშო ბიზნესის სფეროში პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის მიზნით საჭიროა ეფექტიანი, ქმედითი და გამართული სამართლებრივი ნორმების შემუშავება წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება განხორციელდეს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. პროექტით გაწერილი სანებართვო პირობების არსებობა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესება უზრუნველყოფს სანებართვო კონტროლის სწრაფად და ეფექტიანად განხორციელებას. კანონპროექტის მიღების შედეგად, დარეგულირდება შემოღებული სანებართვო საქმიანობის გაცემასთან და სანებართვო პირობებთან დაკავშირებული საკითხები. ამასთანავე, კონტროლი და საკანონმდებლო პასუხისმგებლობის ჩარჩოში საკითხები. მოექცევა სანებართვო სანებართვო მოსაკრებლის დაწესება თავის მხრივ, გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას. • საქართველოს კანონის პროექტი „კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის მომზადების მიზეზია ზემო-იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რაჭის ქედის სამხრეთ მონაკვეთზე (რომელიც მოიცავს მდინარეების, ჯრუჭულასა და ჩიხურას სათავეებს, მათი ზემო წელის წყალმშეკრები აუზების ტყეს და სუბალპურ მდელოებს) დაცული ტერიტორიის ერთერთი კატეგორიის - აღკვეთილის შექმნა. კერძოდ, კანონპროექტის 67 შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 14797 ჰა ფართობს, მიენიჭება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე7 მუხლით განსაზღვრული აღკვეთილის სტატუსი და შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია - კვერეთის აღკვეთილი. • საქართველოს კანონის პროექტები „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიზანია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის გზით მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხისა და ამ სფეროში დანერგილი ტექნოლოგიების გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც, თავის მხრივ, მომხმარებლისთვის უკეთესი გარემოს შექმნასა და მისი ინტერესების ჯეროვან დაკმაყოფილებას ემსახურება. ცვლილებები ითვალისწინებს, ასევე, მომსახურების ახალი სახეებს: − იარაღის შენახვის ადგილიდან ტირში ან სასროლეთში დროებით გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით, − იარაღის შენახვის ადგილიდან იარაღის შეკეთების ლიცენზიის მქონე პირთან დროებით გადატანისა და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით, − მომსახურების სააგენტოს მიერ დამზადებული/გაცემული დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების დაჩქარებული მომსახურებას; − ერთ ერთეულ დაგირავებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან ერთ ერთეულ დაგირავებულ სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე გირავნობის მოწმობის გაცემის დაჩქარებული მომსახურების (1 სამუშაო დღის განმავლობაში გაცემის) საფასურს. • საქართველოს კანონის პროექტები „საჯარო საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის სამსახურის თაობაზე“ და შესახებ“ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან, ახლებურად მოწესრიგდა საჯარო სამსახურის სისტემა, განისაზღვრა საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა სამართლებრივი სტატუსი, ჩამოყალიბდა საჯარო სამსახურის სათანადოდ ფუნქციონირების მექანიზმი. მიუხედავად განხორციელებული ცვლილებებისა, აღნიშნული არ იცნობს სტაჟირებისა და სტაჟიორის ცნებას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საჯარო სამსახურებში სტაჟიორები დღესაც არიან დასაქმებული, მაგრამ მათ აღნიშნული 68 სამსახური არ ეთვლებათ სამსახურებრივ სტაჟში და მონაწილეობას ვერ ღებულობენ პირველი, მეორე და მესამე რანგის მოხელის თანამდებობაზე გამოცხადებულ დახურულ კონკურსში, რაც თავის მხრივ წარმოადგენს გამოწვევას. შესაბამისად, სტაჟიორს, ასევე, საქართველოს პარლამენტის ფრაქციის აპარატის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ფრაქციების აპარატების, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის აპარატის სტაჟირება/განხორციელებული თანამშრომლებს, საქმიანობა სხვა საჯარო საჯარო სამსახურში დაწესებულებაში დასაქმებული პირების მსგავსად, ჩაეთვლება სამსახურეობრივ სტაჟად. • საქართველოს კანონის პროექტები: „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის შესაბამისად წესრიგდება როტაციის წესით სამუშაო მივლინებით პირთა ,,დიპლომატიური წარგზავნასთან სამსახურის დაკავშირებული შესახებ“ საკითხები. საქართველოს კანონით გათვალისწინებული იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დისციპლინურ გადაცდომასთან, აგრეთვე წახალისების ფორმებთან და დიპლომატიური რანგის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები. • საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის გაზრდას 4 ლარიდან 10 ლარამდე, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარიდან 11 ლარამდე. ამასთან, მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა არ ეხება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობებს, რა დროსაც მოსაკრებლის ოდენობა ისევ დარჩება არაუმეტეს 4 ლარი (ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით კოეფიციენტის (კ-2) გათვალისწინებული საანგარიშო განაშენიანების ფართობის თითოეული ინტენსივობის კვადრატული მეტრისათვის). ამასთანავე, იმის გათვალისწინებით რომ მოსაკრებლის გადამხდელისათვის ეს ზრდა არ იყოს დაუგეგმავი ფინანსური ხარჯის ზრდა, მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა გათვალისწინებულია ეტაპობრივად, კერძოდ: 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 8 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 10 ლარამდე. რაც შეეხება საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის 69 მშენებლობისათვის 2023 წლის 1 იანვრიდან 7 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 9 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 11 ლარამდე. საზედამხედველო მიმართულება საბიუჯეტო კონტროლი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მუდმივად ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგს, კერძოდ: სახაზინო სამსახური ყოველდღიურად აქვეყნებს ოპერატიულ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის შესახებ საბალანსო ცხრილის ფორმით. ყოველთვიურად, თვეში ერთხელ (ნაზარდი ჯამით), სახაზინო სამსახური საქართველოს პარლამენტში წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის, დეფიციტისა და ფისკალური მაჩვენებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის ფორმით. საანგარიშო პერიოდში ხორციელდებოდა კომიტეტში შემოსული ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაციის დინამიკაში დაკვირვება, შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი მასალები წარედგინებოდა კომიტეტის ხელმძღვანელობას. ყოველი კვარტლის დასრულებიდან 1 თვეში ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ მიმოხილვას, ნაზარდი ჯამით. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა დაგეგმა და კოორდინაცია გაუწია საქართველოს პარლამენტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების მიმოხილვების განხილვას. კერძოდ, . მომზადდა აღნიშნული დოკუმენტების ანალიზი და 2022 წლის პირველი კვარტლის, 6 თვისა და 9 თვის შედეგები განხილული იქნა კომიტეტის სხდომებზე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2022 წლის ივნისში საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის” განხილვას საქართველოს პარლამენტში. კომიტეტმა განიხილა „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში”, მოისმინა აუდიტის სამსახურის მოხსენება აღნიშნული ანგარიშის თაობაზე, მოამზადა დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტში შემოსული დასკვნები, კომიტეტის დასკვნასთან ერთად წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში” განხილული იქნა პარლამენტის სხდომაზე და დამტკიცებულ იქნა 2022 წლის 7 სექტემბერს. 70 კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის საქმიანობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით საჯარო სახსრების მართვაზე კონტროლის ფუნქციის უზრუნველსაყოფად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებისგან შექმნილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი (შემდგომში „აუდიტის ჯგუფი“). აუდიტის ჯგუფი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, პარლამენტის რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო აქტების, კომიტეტის დებულებისა და აუდიტის ჯგუფის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტის ანგარიშებს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს დაუყოვნებლივ. ამასთანავე, წელიწადში ორჯერ – მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე და მომდევნო წლის 10 თებერვლამდე – სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენს წერილობით ინფორმაციას ამ ანგარიშებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების თაობაზე. აუდიტის ჯგუფმა გამართა 11 სხდომა და განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ყველა, 30 ანგარიში, შესაბამისი 227 რეკომენდაციით. 2022 წელს აუდიტის ჯგუფის მიერ საჯარო სახსრების მართვის საპარლამენტო კონტროლის ფუნქციის შესრულების ფარგლებში განხილული 30 აუდიტის ანგარიშის შედეგების მიხედვით 2020 საბიუჯეტო წლისათვის თანხობრივად დაიფარა 12.5 მლრდ ლარი , რაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 77.4 % -ია . PEFA-ს 2022 წლის გლობალური ანგარიშის მიხედვით, საქართველომ აუდიტის ჯგუფის აქტიური მუშაობის შედეგად ინდიკატორით „აუდიტის ანგარიშების საკანონმდებლო შემოწმება (PI–31)“ უმაღლესი A შეფასება მიიღო. საანგარიშო პერიოდში განხილულია: 1. საჯარო სექტორში IT პროექტების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. 2. მოქალაქეთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. 3. სახელმწიფოს მიერ 2017 − 2019 წლებში გაცემული გრანტების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. 4. საჯარო სექტორში ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. 71 5. სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. 6. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. 7. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში. 8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში. 9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში. 10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში. 11. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში. 12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში. 13. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში. 14. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში. 15. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. 16. ა(ა)იპ - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 2017-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. 17. ა(ა)იპ - საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის 2018-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. 18. დისტანციური სწავლება საჯარო სკოლებში − ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. 19. ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. 20. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. 21. საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. 72 22. ქართულ დიასპორასთან კავშირების გაძლიერების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. 23. სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების (შემდგომი რეაგირება) ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. 24. ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის - „დანერგე მომავალი“ 2018-2020 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. 25. სსიპ- საქართველოს ეროვნული მუზეუმის 2018-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. 26. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია- რეაბილიტაციის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. 27. „COVID-19-ის პანდემიის პირობებში სამედიცინო სერვისების უწყვეტობა“ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. 28. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამართლებრივი რეაგირების ღონისძიებების (შემდგომი რეაგირება) ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. 29. ავტოსატრანსპორტო ინსპექტირების საშუალებების პროცესზე სახელმწიფო პერიოდული ტექნიკური კონტროლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. 30. სახელმწიფო შესყიდვების მართვის 2017-2019 წლების სისტემური საკითხების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. აუდიტის ჯგუფის მიერ სხდომის მოწვევა ხდებოდა პარლამენტის რეგლამენტისა და აუდიტის ჯგუფის დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნათა სრული დაცვით. ასევე, EGFA - პროგრამის ფარგლებში აუდიტის ჯგუფი თავის საქმიანობას ახორციელებდა საჯაროდ და გამჭირვალედ. კერძოდ, აუდიტის ჯგუფის სხდომის გამართვამდე 3 დღით ადრე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე საჯაროდ იყო გაცხადებული მისი გამართვის ადგილი, დრო და დღის წესრიგი. ამასთანავე, აუდიტის ჯგუფის სხდომები გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით და საჯარო იყო დაინტერესებული პირებისათვის. აუდიტის ჯგუფის სხდომებს, როგორც წესი, ესწრებოდნენ: აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრები, გენერალური აუდიტორის მოადგილე და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, შესაბამისი სამინისტროს მინისტრის მოადგილეები, მაღალი თანამდებობისა და სხვა პასუხისმგებელი პირები. გარდა აღნიშნულისა, განსახილველი აუდიტის ანგარიშებისა და აუდიტის ობიექტების გათვალისწინებით, მოწვეული იყვნენ და სხდომებს ესწრებოდნენ შესაბამისი პროფილური კომიტეტის თავმჯდომარეები და კომიტეტის წევრები, პარლამენტის 73 სხვა წევრები, კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და სხვა დაინტერესებული პირები. აუდიტის ჯგუფის სხდომის პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები სხდომის მონაწილეებს წარუდგენდნენ აუდიტის ფარგლებში გამოვლენილ მიგნებებსა და რეკომენდაციებს. აუდიტის ობიექტები აფიქსირებდნენ შესაბამის განმარტებებს გამოვლენილ მიგნებებთან დაკავშირებით, ასევე, წარმოადგენდნენ ინფორმაციას რეკომენდაციების შესრულების ვადებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. აუდიტის ჯგუფის წევრებს და სხდომებში მონაწილე ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ, დაესვათ შეკითხვები და დაეფიქსირებინათ პოზიციები. აღსანიშნავია, რომ კომიტეტი და აუდიტის ჯგუფი აქტიურად და უწყვეტად ახორციელებს მონიტორინგის პროცესს რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ. მიმდინარე პერიოდისათვის განხილულ ანგარიშებთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს წარმოდგენილი აქვთ ინფორმაცია რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე. მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით რეკომენდაციების უმრავლესობა შესრულებულია ან შესრულების პროცესშია. ასევე, საანგარიშო პერიოდში აქტიურად ხორციელდებოდა წინა, 2021 წლის პერიოდში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი. მონიტორინგის პროცესში დაფიქსირდა რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევა, როდესაც კომიტეტის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც დაეთანხმა აუდიტის ობიექტები, არ შესრულებულა. ასეთ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, კომიტეტმა და აუდიტის ჯგუფმა შესაბამის 8 პასუხისმგებელ უწყებას წერილობით აცნობა და საჭიროების შემთხვევაში, რთული და პრობლემური საკითხების გადასაწყვეტად, შესთავაზა სამმხრივი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და აუდიტის ობიექტების მონაწილეობით. მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად რეკომენდაციები შესრულებულია ან შესრულების პროცესშია. აუდიტის ჯგუფმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ორჯერ წარუდგინა წერილობითი მოხსენება საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიის განმავლობაში თავისი საქმიანობის შესახებ. საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში 27 ივლისს კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში“ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს წარმოუდგინა საქართველოს ეროვნული ბანკის 74 საბჭოს მიერ დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის წლიური ანგარიში“. ანგარიშს თან ერთვის საქართველოს ეროვნული ბანკის 20202021 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) - შპს „KPMG Georgia“ მიერ აუდიტირებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური ანგარიშგება 2021 წლისათვის და შესაბამისი აუდიტის დასკვნა. ანგარიში წარმოადგინა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ. საქართველოს ეროვნული ბანკის 2020 წლის წლიური ანგარიში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, საზედამხედველო მოიცავს პოლიტიკის ფულად-საკრედიტო, მიმოხილვას, სავალუტო აუდიტირებულ და ფინანსურ ანგარიშგებას. კომიტეტმა გაანალიზა და შეისწავლა ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში. კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა ეროვნული ბანკის წინაშე არსებული გამოწვევები, რისკები და სხვა აქტუალური საკითხები. საკომიტეტო განხილვა კითხვა-პასუხის ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. კომიტეტის მიერ ეროვნული ბანკის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებით მიღებულ დასკვნაში აღინიშნა, რომ „საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს ინფლაციის მაჩვენებლის საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკით დადგენილი მიზნობრივი თარგეთის ფარგლებში შენარჩუნება“. ეროვნული ბანკის ანგარიშის დამტკიცებასთან დაკავშირებით საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა პარლამენტის დადგენილების პროექტი. პარლამენტის სხდომაზე განხილულ იქნა ეროვნული ბანკის ანგარიში და დამტკიცდა კომიტეტის მიერ მომზადებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. საქართველოს ეროვნული ბანკის არააუდიტირებულ საბალანსო უწყისები საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველთვიურად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს არააუდიტირებულ საბალანსო უწყისებს საანგარიშგებო თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ყოველთვიურად ახორციელებდა შემოსული ზემოაღნიშნული ინფორმაციის დინამიკაში დაკვირვებას, შესწავლასა და ანალიზს. 75 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში 14 ივნისის კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში“ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს პარლამენტს წარმოუდგინა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში“. ანგარიშს დანართის სახით ერთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის შედეგები, კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის – შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“-ს (PwC) მიერ აუდიტირებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური ანგარიშგება 2021 წლისათვის და შესაბამისი აუდიტის დასკვნა. კომიტეტის სხდომაზე ანგარიში წარმოადგინა გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა. ანგარიში მოიცავს ინფორმაციას 2021 სამსახურის მიერ განხორციელებული წელს სახელმწიფო აუდიტის საქმიანობის შესახებ, მათ შორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საქმიანობის შეფასების ჩარჩოს (SAI-PMF), შეფასების შედეგებს, აგრეთვე, ინფორმაციას დამოუკიდებლობისა და მანდატის გაძლიერებაზე, აუდიტორულ საქმიანობაზე, ძირითადი პარტნიორების (საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა და ა.შ) თანამშრომლობაზე, სამსახურის შიდა მმართველობასა პროფესიულ და ორგანიზაციულ განვითარებაზე, გამჭვირვალობასა და კულტურაზე, პოლიტიკური ანგარიშვალდებულებაზე, თანამშრომელთა პარტიების სამსახურის დაფინანსების ფინანსებზე, მომავლის ხედვასა და არსებულ გამოწვევებზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წელის ანგარიშის თანახმად: - 2021 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა 49 აუდიტი, მათ შორის, ჩატარდა 11 ფინანსური, 22 შესაბამისობის და 16 ეფექტიანობის აუდიტი; - ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი 81%-დან (2017 წელი) გაიზარდა 90%-მდე, ხოლო ეფექტიანობის აუდიტების წილმა მთლიან აუდიტორულ საქმიანობაში 11%-დან 2021 წელს 33%-ს მიაღწია; - 2021 წელს პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩატარდა 3 ეფექტიანობის აუდიტი; - გრძელდება ინსტიტუციური განვითარების პროცესი; 76 - 2021 წელს შემუშავდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის IT განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და შესაბამისი ინფორმაციული უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა; - 2021 წელს სამსახურში შეიქმნა ეთიკის კომისია, რომლის მიზანია ეთიკური კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობა და ეთიკის კოდექსით დეკლარირებული ღირებულებების შესაძლო დარღვევების პრევენციის/გამოვლენისა და დარღვევებზე რეაგირების სისტემის ჩამოყალიბება; - 2019-2020 წლებში Deloitte-ის, ხოლო 2021-2022 წლებში − PwC-ის მიერ ჩატარებული ფინანსური აუდიტის ფარგლებში უკვე მეოთხე წელია სამსახური იღებს უპირობო დასკვნას, რაც ნიშნავს იმას, რომ სამსახურის ფინანსური ანგარიშგება სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს; - 2021 წელს პირველად მომზადდა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარედგინა აუდიტის რეკომენდაციების შესრულების ანალიტიკური ანგარიში. კომიტეტმა გაანალიზა და შეისწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის ანგარიში. კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა სამსახურის საქმიანობის შედეგები, ასევე, სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები და სხვა აქტუალური საკითხები. საკომიტეტო განხილვა კითხვა-პასუხის ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. სახელმწიფო დაკავშირებით აუდიტის სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო ანგარიშის კომიტეტმა დამტკიცებასთან მოამზადა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. სსიპ საპენსიო სააგენტოს 2021 წლის ანგარიში 3 ოქტომბერს კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა „სსიპ საპენსიო სააგენტოს 2021 წლის ანგარიში“ და „IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება 2021 წლისათვის“ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სსიპ საპენსიო სააგენტო პარლამენტს წარუდგენს „სსიპ საპენსიო სააგენტოს 2021 წლიურ ანგარიშს“, ასევე, საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორი) - შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“-ს მიერ IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებას 2021 წლისთვის. კომიტეტის სხდომაზე ანგარიში წარმოადგინა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ. 77 გაწეული საქმიანობის ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას 2021 წელს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საპენსიო სქემაში გაწევრიანებისა საოპერაციო და საქმიანობაზე, ფონდის მოცულობაზე, დაგროვებით საპენსიო ასევე, ინფორმაციას სქემაში გაწევრიანების სტატისტიკას, სააგენტოს საოპერაციო საქმიანობას, ნომინალური მფლობელობის ანგარიშების მართვასა და საპენსიო შენატანებზე სარგებლის დარიცხვის შესახებ, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის პროცესის მართვასა და პენსიებისა და საპენსიო აქტივების გაცემაზე, ასევე, ინფორმაციას საინვესტიციო საქმიანობასა და რისკის კონტროლის სამსახურის საქმიანობის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ძირითადი სტატისტიკური მონაცემები წარმოდგენილი იყო ცხრილის სახით. სააგენტოს 2021 წლის საქმიანობის ანგარიშთან ერთად წარმოდგენილი იყო საპენსიო სააგენტოს და დაგროვებითი საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგებების დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის მიერ „IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება 2021 წლისათვის“. კერძოდ, წარმოდგენილი იყო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2021 წლის 16 ნოემბრის N1028-VIმს-Xმპ დადგენილებით არჩეული სააგენტოს 2021-2022 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელ აუდიტორულ ფირმის შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს” მიერ განხორციელებული 2021 წლის საპენსიო სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი IPSAS-ის შესაბამისად და საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი IFRS-ის შესაბამისად. ასევე, წარმოდგენილი იყო დამოუკიდებელი აუდიტორის შესაბამისი დასკვნები. კომიტეტმა გაანალიზა და შეისწავლა საპენსიო სააგენტოს 2021 წლის ანგარიში. კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა საპენსიო სააგენტოსა და საპენსიო ფონდის წინაშე არსებული გამოწვევები, რისკები და სხვა აქტუალური საკითხები. საკომიტეტო განხილვა კითხვა-პასუხის ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. სსიპ საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა 9 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა „სსიპ საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა“ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააგენტო პარლამენტს წარუდგენს „სსიპ საპენსიო 78 სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვას“. კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული საქმიანობის მიმოხილვა წარმოადგინა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ. წარმოდგენილი მიმოხილვა მოიცავდა ინფორმაციას 2022 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ასევე, დაგროვებითი საპენსიო სქემისათვის მნიშვნელოვან ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს, მათ შორის, ინფორმაციას საპენსიო სქემაში გაწევრიანებისა და ფონდის მოცულობაზე. კომიტეტმა გაანალიზა და შეისწავლა საპენსიო სააგენტოს 6 თვის საქმიანობის მიმოხილვა. კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა საპენსიო სააგენტოსა და საპენსიო ფონდის წინაშე არსებული გამოწვევები, რისკები და სხვა აქტუალური საკითხები. საკომიტეტო განხილვა კითხვა-პასუხის ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში 18 მაისს კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი „სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელსაც დანართის სახით ერთვის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2021 წლის შიდა აუდიტის დასკვნა. ანგარიში კომიტეტის წევრებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ წარუდგინა. ანგარიში მოიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით მიღწეულ შედეგებს. ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკის, პრიორიტეტების, პროგრამებისა და მათი პროგრამათა მწარმოებლების, განრიგის, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკისა და ტექნოლოგიების შესახებ, ასევე, ორგანიზაციის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც მისი საქმიანობისათვის საჭირო ფულადი სახსრების ძირითად ნაწილს წარმოადგენს. გარდა სახელმწიფო ასიგნებებისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე, 79 გარკვეული ფულადი სახსრების აკუმულირებას ახდენს საკუთარი კომერციული საქმიანობიდან. ანგარიშის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2021 წლის დამტკიცებულმა მთლიანმა ბიუჯეტმა შეადგინა 82,272,346 ლარი. საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2021 წლის განმავლობაში ჯამურად მიღებულმა საკასო შემოსავალმა შეადგინა 80,213,712 ლარი. საიდანაც 58,820,000 ლარი სახელმწიფო ასიგნებაა, ბანკის სესხი 17,560,744 ლარი, ხოლო 3,832,968 ლარი კომერციული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. 2021 წლის განმავლობაში მაუწყებლის მიერ გაწეული ჯამური საკასო ხარჯი შეადგენს 82,210,422 ლარს. 2021 წლის დასაწყისში მაუწყებლის ანგარიშზე აკუმულირებული ფულადი ნაშთი შეადგენდა 8,715,378 ლარს, წლის დასასრულს დარჩენილმა საკასო ნაშთმა შეადგინა 6,718,668 ლარი. კომიტეტმა გაანალიზა და შეისწავლა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში. კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით მიღწეული შედეგები, მათ შორის, ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები, ასევე, არსებული გამოწვევები და სხვა აქტუალური საკითხები. საკომიტეტო განხილვა კითხვა-პასუხის ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. თემატური მოკვლევა „სახელმწიფო ვალი და ფისკალური სტაბილურობა კოვიდ პანდემიის გავლენით“ 2022 წლის 8 თებერვალს გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის თანახმად, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება „სახელმწიფო ვალი და ფისკალური სტაბილურობა კოვიდ პანდემიის გავლენით“ თემატური მოკვლევის დაწყებისა და თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნის თაობაზე. თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრა შემდეგნაირად: 1. კოვზანაძე ირაკლი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე (მთავარი მომხსენებელი) 2. კვიჟინაძე პაატა - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე 3. გოცირიძე რომანი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე 4. მეშველიანი გოგი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე 5. ბერაძე რამინა - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი 6. ვაშაძე გიორგი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი 80 7. ზარქუა ირაკლი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი 8. მეზურნიშვილი ირაკლი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრი კომიტეტის მიერ შემუშავებული, გამოქვეყნებული და დაგზავნილი იქნა შემდეგი შინაარსის კითხვარი. 1. რამდენად მომზადებული შეხვდა ქვეყანა კოვიდ პანდემიას ფისკალური კუთხით? 2. როგორი იყო კოვიდ პანდემიის პერიოდში სახელმწიფო ვალის დონე გადახდისუნარიანობის თვალსაზრისით? 3. სახელმწიფო ვალის მობილიზება კოვიდ პანდემიის პერიოდში: 3.1. რა ოდენობის საშინაო და საგარეო ვალი აიღო ქვეყანამ 2020-2021 წლებში და რა პროცენტებში? ვისგან და რა მიზნობრიობით იქნა აღებული აღნიშნული ვალები? 3.2. როგორი იყო გაცვლითი კურსის ეფექტი ვალის მოცულობაზე? 3.3. რა პროპორციით მოხდა საგარეო ვალის აღება ფიქსირებული და მცურავი საპროცენტო განაკვეთების ჭრილში და ფისკალური რისკების თვალსაზრისით იყო თუ არა მისაღები ეს პროპორცია? 3.4. რა მოცულობის თანხები იქნა მიმართული პანდემიის სამართავად შიდა რესურსების გადანაწილებით? 3.5. რამდენად მართებული იყო აღებული სახელმწიფო ვალიდან თანხების მთავრობის სადეპოზიტო ანგარიშებზე განთავსება? 3.6. რამდენად შესაძლებელი იყო საგარეო ვალით მიღებული სახსრების გარკვეული ნაწილის მობილიზება მომხდარიყო შიდა ვალით? 4. შეაფასეთ კოვიდ პანდემიის დროს მთავრობის ვალის პორტფელის სტრუქტურა ფისკალური რისკების თვალსაზრისით მ.შ. PPP (public-private partniorship) ვალდებულებების ჩათვლით; 5. როგორ შეაფასებდით ევრობონდების რეფინანსირებას 2021 წელს? 6. 20202021 წლებში იყო თუ არა იმის საშუალება, რომ ბიუჯეტის დეფიციტი ყოფილიყო უფრო ნაკლები და როგორ შეიძლებოდა ეს გაკეთებულიყო? 7. 2020-2021 წლებში იყო თუ არა იმის საშუალება, რომ სახელმწიფო ვალის დონე ყოფილიყო უფრო ნაკლები და როგორ შეიძლებოდა ეს გაკეთებულიყო? 8. შეაფასეთ მთავრობის ვალის მოცულობის გავლენა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგებზე; 9. შეაფასეთ 2020-2021 წლებში გატარებული ფისკალური პოლიტიკა რამდენად კონტრციკლური იყო (ანუ რამდენად შეამცირა პანდემიიდან მომდინარე უარყოფითი გავლენის სიმძიმე ეკონომიკაზე)? შეაფასეთ მთავრობის მიერ მობილიზებული სახსრების (ვალის) როლი ამ კუთხით; 81 10. რამდენად თავსებადი იყო პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები მთავრობის ვალის მართვის 2019-2021 წლების სტრატეგიასთან? 11. შეაფასეთ მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგია. გამოყავით პოზიტიური და ნეგატიური ასპექტები. როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა პესიმისტური სცენარის დამატება აღნიშნულ სტრატეგიაში? 12. გატარებულმა ფისკალურმა პოლიტიკამ სახელმწიფო ვალის მართვის და ფისკალური სტრატეგიების რა საჭიროებები გამოავლინა? მოკვლევის თემატიკიდან გამომდინარე, განიხილეთ ნებისმიერი დამატებითი საკითხი, რომელსაც არ მოიცავს ზემოთ მოცემული კითხვები. თემატური მოკვლევის პროცესში ჩართული იყვნენ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის პარლამენტის თანამშრომლები, კვლევითი წარმომადგენლები. ცენტრი, თემატური პარლამენტის ექსპერტები მოკვლევა და საბიუჯეტო სხვადასხვა ეროვნული ოფისი, უწყებების დემოკრატიული ინსტიტუტი NDI-ისთან თანამშრომლობით განხორციელდა. გაიმართა თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრების შეხვედრა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით. შემოსული მასალის საფუძველზე მოეწყო პრეზენტაცია სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის და სხვა მოწვეული პირებისათვის. მოხდა ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და ეროვნული ბანკის პოზიციების მოსმენა. მოეწყო თემატური მოკვლევის ჯგუფის გასვლითი შეხვედრა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით, სადაც დაიწყო მოკვლევის ჯგუფის დასკვნაზე მუშაობა. თემატური ჯგუფის ძირითადი მიგნებები (მოკლედ): 1. საქართველო პანდემიას ფისკალური დისციპლინის თვალსაზრისით კარგად მომზადებული შეხვდა; 2. პანდემიის პერიოდში სახელმწიფო ვალი მნიშვნელოვნად გაიზარდა; 3. პანდემიის პერიოდში საგარეო ვალის მნიშვნელოვანმა ზრდამ უარყოფითი ასახვა ჰპოვა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგზე; 4. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან რესურსების მოზიდვა უმოკლეს დროში განხორციელდა; 5. მთავრობის ვალი ძალზედ მოწყვლადია გაცვლითი კურსის შოკის მიმართ საგარეო ვალის მაღალი წილიდან გამომდინარე; 6. გაზარდა; პანდემიამ საგარეო ვალის მომსახურების ტვირთი მნიშვნელოვნად 82 7. პანდემიის პერიოდში მთავრობამ საგარეო ვალდებულებების დიდი ნაწილი ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით აიღო; 8. პანდემიის პერიოდში ფისკალური და სავალუტო ბუფერების შექმნა მთავრობის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა; 9. ევრობონდების რეფინანსირება წარმატებით განხორციელდა; 10. პანდემიის პერიოდში გატარებული ფისკალური პოლიტიკა კონტრციკლური იყო; 11. პანდემიის პერიოდში არსებული დიდი გაურკვევლობის ფონზე ვალის შემცირება რთულ ამოცანას წარმოადგენდა; 12. 2019-2021 წლის სტრატეგიაში დასმული მიზნების დიდი ნაწილი მიღწეულ იქნა ან მნიშვნელოვანი პროგრესი განხორციელდა; 13. მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგია მსხვილი სახელმწიფო ფისკალური რისკების შემცირებაზეა ორიენტირებული. თემატური ჯგუფის ძირითადი რეკომენდაციები (მოკლედ): 1. მიზანშეწონილია მთავრობამ დანერგოს პროგრამების ეფექტიანობის შეფასების მექანიზმი, რაც ხელს შეუწყობს საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციას და შესაბამისად სახელმწიფო ვალის შემცირებას; 2. მიზანშეწონილია მთავრობამ დაიწყოს ფისკალური ბუფერის ოპტიმალური დონის განსაზღვრა და მისი გასაჯაროება; 3. ვალის მართვის განახლებულ სტრატეგიაში სასურველია საგარეო ვალის აღებისას მეტი ახსნა-განმარტება გაკეთდეს თუ რომელ ვალუტაშია უმჯობესი ვალის აღება და რატომ. ამასთან, უფრო მეტი დასაბუთებაა საჭირო თუ რატომ ენიჭება უპირატესობა ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში საგარეო ვალის აღებას; 4. ვალის მართვასთან დაკავშირებით, აგრეთვე, მნიშვნელოვანი იქნება ვალის მდგრადობის ანალიზი იყოს უფრო ინფორმატიული და სხვა საკითხებთან ერთად მოიცავდეს ისეთ მნიშვნელოვან გადახდისუნარიანობის შესაბამისი ინდიკატორებს, მაჩვენებლები, კერძოდ როგორიცაა საგარეო ვალის მომსახურების წილი (პროცენტი) ბიუჯეტის შემოსავლებში და საგარეო ვალის მომსახურების წილი ექსპორტთან მიმართებაში და აგრეთვე, საინტერესო იქნება თუ შესაბამის დოკუმენტებში მიეთითება ამ მიმართულებით რამდენად იცავს ქვეყანა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის დაწესებულ შესაბამის ზღვრებს; 5. ანალიზი მიზანშეწონილია (DSA) მთავრობამ საერთაშორისო განაახლოს სავალუტო ვალის ფონდის მდგრადობის (IMF) უახლესი მეთოდოლოგიის მიხედვით, რათა სიღრმისეულად მოხდეს ვალზე მოქმედ საშინაო და საგარეო რისკების შესწავლა. ამასთან, ახალი მეთოდოლოგიით ვალის ანალიზი გაზრდის განჭვრეტადობას რისკების რეალიზების შემთხვევაში თუ 83 როგორი განვითარების დინამიკა შეიძლება ჰქონდეს მთავრობის ვალს საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში; 6. მთავრობის გამოყენებულია ვალის „მთავრობის მართვის 2022-2025 წმინდა ვალის წლების სტრატეგიაში მაჩვენებელი“, რომელიც კანონმდებლობით განმარტებული არ არის. აქედან გამომდინარე, სასურველია ვალის მართვის განახლებულ სტრატეგიაში განმარტებული იყოს მთავრობის წმინდა ვალი და წარმოდგენილ იქნას მისი მაჩვენებელი დინამიკაში; 7. მთავრობის ვალის მართვის განახლებულ სტრატეგიაში მიზანშეწონილია წარმოდგენილ იქნას წინა სტრატეგიით დასახული მიზნობრივი მაჩვენებლები რამდენად შესრულდა და თუ რომელი მაჩვენებელში დაფიქსირდა მნიშვნელოვანი გადახრა, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას ახსნა-განმარტებები; 8. მიზანშეწონილია მთავრობის უსაფრთხო ვალის დონის ანალიზში გათვალისწინებულ იქნას ე.წ. სახელმწიფო-კერძო თანამშრომლობის (PPP) პროექტებიდან მომდინარე ვალდებულებები; 9. მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიაში, საინვესტიციო სესხების აღება იგეგმება მხოლოდ დიდი და კომპლექსური პროექტებისთვის, თუმცა პროექტების სიდიდის და კომპლექსურობის შეფასების კრიტერიუმები დოკუმენტში მოცემული არ არის. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია სახელმწიფო ინვესტიციების მართვის (PMI) სტრატეგიის სწრაფი დანერგვა, სადაც წარმოდგენილ იქნება აღნიშნული კრიტერიუმები; 10. 2022 წლიდან იგეგმება პროგრამული სესხების აღება მხოლოდ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციული რეფორმებისათვის. თუმცა, დოკუმენტში არ არის განმარტებული პროგრამული სესხი, ასევე არ არის განსაზღვრული რეფორმის ტრანსფორმაციულობის მიზანშეწონილია ხარისხის დოკუმენტში შეფასების კრიტერიუმები. წარმოდგენილ იქნას შესაბამისად, პროგრამული სესხის განმარტება და ტრანსფორმაციულობის ხარისხის შეფასების კრიტერიუმები; 11. მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა პირველადი დილერების საპილოტე პროგრამიდან სრულ სისტემაზე გადასვლა ბაზრის მზაობის შესაბამისად, რომელიც მიჩნეულია მეორადი ბაზრის გამოცოცხლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლად. ამ მიზნით სასურველია მთავრობის ვალის მართვის 2022-2025 წლების სტრატეგიაში მოცემული იყო ბაზრის მზაობის შეფასების ინდიკატორები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პირველადი დილერების სრულ სისტემაზე მომზადდეს ვალის მართვის გადასვლის პერიოდები იყოს გაწერილი; 12. შეფასების მიზანშეწონილია (DeMPA) განახლებული დოკუმენტი. ამასთან, ეფექტიანობის მნიშვნელოვანია აღნიშული დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყოს დაინტერესებული საზოგადოებისთვის და საკომიტეტო განხილვის საგანი გახდეს. 84 ყველა რეკომენდაციაზე მითითებულია დაწყების სავარაუდო/სასურველი თარიღი, მონიტორინგის სავარაუდო თარიღი და ადრესატი . კანონქვემდებარე აქტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მიკუთვნებულ სფეროში შეამოწმა პარლამენტის გარდამავალი დებულებებით დაწესებულებებისათვის მისი გამგებლობისათვის ნორმატიული აღმასრულებელი განსაზღვრული დავალებების აქტების ხელისუფლების დადგენილ ვადაში შესრულება. კომიტეტის მიერ შემოწმდა პარლამენტის მიერ მიღებული 6 ნორმატიული აქტის გარდამავალი შესრულების დებულებებით მდგომარეობა. აღმასრულებელი კერძოდ, ხელისუფლების გათვალისწინებული შესწავლილ და დაწესებულებებიდან დავალებების გამოთხოვილ საჭირო იქნა მასალები. მომზადდა შესაბამისი ინფორმაციები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად მიეწოდა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. შემოწმების შედეგად ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით გამოიკვეთა, რომ გათვალისწინებული დავალებები შესრულებელია. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ შემოწმდა შემდეგი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული დავალების შესრულების მდგომარეობა: - „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით (№1925-IXმს-Xმპ, 20.10.2022); - საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N6487-IIს, 25.06.2020); - საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N5654-რს, 20.12.2019); - საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5655-რს, 20.12.2019 - „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით (N1138-VIმს-Xმპ, 15.12.2021); 85 - „საქართველოს შესახებ“ ფინანსთა საქართველოს სამინისტროს კანონში საგამოძიებო ცვლილების სამსახურის შეტანის თაობაზე საქართველოს კანონით (№1817-IXმს-Xმპ, 20.09.2022). წარმომადგენლობითი მიმართულება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საანგარიშო პერიოდში განხილულ იქნა 25 საერთაშორისო ხელშეკრულება, შეთანხმება და კონვენცია, რომელთა უმეტესობაში კომიტეტი იყო წამყვანი. კერძოდ, წამყვანი იყო 22 საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებაზე, სავალდებულო - 3 -ზე. განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეთანხმებები და კონვენციები უშუალოდ ეხებოდა კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სესხის აღებისა და მისი მიღების პირობები, პროცენტები, გრანტები, ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხები და ა.შ. კომიტეტის მიერ განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები: 1. „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (ბოჭკოვანი ქსელი საქართველოს სოფლებისთვის)“ (07-2/113; 27.12.2021). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 2. „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“ (07-2/116; 20.01.2022). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 3. „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება“ (07-2/120; 03.02.2022). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 4. „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება (07-2/123; 16.02.2022).(სავალდებულო) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 5. „2017 წლის 13 ივლისით დათარიღებული „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ N2 ცვლილების შეთანხმება“ (07-2/129; 04.03.2022) ). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 6. „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი)“ ცვლილება- მე-2 ტრანშის გაუქმების შეტყობინება“ (072/130; 25.03.2022)). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 86 7. „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ (072/131; 31.03.2022). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 8. „2016 საინვესტიციო წლის ბანკს 11 თებერვლის „საქართველოსა შორის ფინანსური ხელშეკრულების და ევროპის (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)“ N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (07-2/135; 08.04.2022). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 9. „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი)“ (07-2/139; 15.04.2022). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 10. „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)“ (07-2/140; 20.04.2022). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 11. შორის „2017 წლის 19 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს სასესხო გაუმჯობესების შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები)(მეორადი პროექტი)“ ცვლილების წერილ-შეთანხმება“ N1 გზის (07-2/148; 13.05.2022). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 12. „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (07-2/149; 17.05.2022) (სავალდებულო) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 13. „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“ (07-2/152; 19.05.2022). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 14. „საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმება“ (072/153; 19.05.2022). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 15. „2020 რეკონსტრუქციისა (ბაკურიანის წლის და 13 ივლისის განვითარების მუნიციპალური „საქართველოსა ბანკს მომსახურების შორის და სასესხო პროექტი)“ N1 ევროპის შეთანხმების ცვლილების შეთანხმება“ (07-2/143; 04.05.2022). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 16. „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება (07-2/180; 05.09.2022). (სავალდებულო) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 87 17. „საქართველოსა რესპუბლიკის მთავრობას პროტოკოლის“ N6 (საქართველოს შორის ცვლილების 2011 მთავრობა) წლის 7 და საფრანგეთის ოქტომბრის წერილ-შეთანხმება“ ფინანსური (07-2/142; 04.05.2022). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 18. „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა („KfW“), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (ენერგოეფექტურობის ღია პროგრამა (საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამა)) (07-2/165; 08.07.2022). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 19. „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (მდგრადი ურბანული მობილობა)“ (072/188; 29.09.2022). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 20. „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის საქართველოს მიზნით, ევროკავშირის მონაწილეობის შესახებ“ „საგადასახადო შეთანხმება პროგრამაში“ (07-2/196 21.10.2022). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 21. „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მიზნით, ევროკავშირის „საბაჟო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმება (07-2/197 21.10.2022). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 22. „2017 წლის 17 იანვრის „საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის სასესხო ხელშეკრულების „ბათუმიახალციხის გზის პროექტი (ხულო-გოდერძის მონაკვეთი)“ ცვლილების შეთანხმება“ (07-2/198; 21.10.2022). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 23. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმის კიგალის 2016 წლის ცვლილება“ და საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონში პროექტები: „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“; ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/203; 01.11.2022). (სავალდებულო) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 24. „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (ეკონომიკის სტაბილიზაცია 88 ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერით)“ (07-2/204; 04.11.2022). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 25. „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება (07-2/210; 14.11.2022). კომიტეტის დასკვნა დადებითია; 26. „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამა - ქვეპროგრამა 2)“ (07-2/221; 29.11.2022). კომიტეტის დასკვნა დადებითია. საზოგადოებასთან ურთიერთობა საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ დამუშავებული იქნა მოქალაქეთა 66 მომართვა, სხვადასხვა ორგანიზაციების 286 საქმიანი კორესპონდენცია, 21 საჯარო ინფორმაცია. ასევე შიდა კორესპონდენციები. კომიტეტის აპარატის თანამშრომლების შეხვედრები საქართველოს პარლამენტში შედგა რამდენიმე შეხვედრა შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის „საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტის“ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა სხვადასხვა ჯგუფებთან. რომლის დროსაც განხორციელდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატთან სტუდენტების შეხვედრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომიტეტის საქმიანობის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორიცაა საპარლამენტო ზედამხედველობა და საკანონმდებლო საქმიანობა, აუდიტი და მისი როლი საბიუჯეტო სფეროში. სტუდენტების მხრიდან შეხვედრამ გამოიწვია დიდი ინტერესი და გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. საკანონმდებლო წინადადებები საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ განხილული იქნა 2 საკანონმდებლო წინადადება კერძოდ: • მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელთა უკანონო ინსტიტუტის აკრძალვის შესახებ“ 89 წინადადების ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების განხორციელებას, რომლითაც აიკრძალება პირისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის/გაცემის არსებული შეზღუდვა, კერძოდ, აიკრძალება საკანონმდებლო დონეზე არაკვალიფიციურ დღგ-ის გადამხდელი პირის სტატუსის დადგენის შესაძლებლობა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის 14 ნოემბერს განიხილა საკანონმდებლო წინადადება. კომიტეტი წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საგადასახადო კანონმდებლობა საქართველოს ფინანსთა მინისტრს ანიჭებს უფლებამოსილებას განსაზღვროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაცემის, აღრიცხვის, მათ შორის, გამოყენებაზე შეზღუდვის წესები, ასევე დაადგინოს ცალკეული შემთხვევები, როდესაც დღგ-ის ჩათვლა შესაძლებელია განხორციელდეს განსხვავებული საფუძვლებით. აღნიშნულის შესაბამისად, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილია დღგ-ის გადახდისაგან თავის არიდების, მათ შორის უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების წინააღმდეგ მიმართული ადმინისტრირების ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა შეზღუდვები და კვალიფიციური და არაკვალიფიციური დღგის გადამხდელის სტატუსის მინიჭების საფუძველი. საკომიტეტო განხილვის დროს დაისვა შეკითხვები და აღინიშნა, რომ არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი არ აუარესებს მეწარმეთა მდგომარეობას, ამასთან, არ არის შემთხვევები სტატუსთან დაკავშირებით ყოფილიყო დავები ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების წარმოდგენილი განხილვის იყო საბჭოში. საკანონმდებლო საკომიტეტო განხილვის წინადადებასთან დროს დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია, რომელიც გაიზიარა კომიტეტმა (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია დანართის სახით დაერთო კომიტეტის დასკვნას) ყოველივე ზემოაღნიშნულისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიციის გათვალისწინებით, კომიტეტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ინიციატივის მიღება და საკანონმდებლო პროცესის გაგრძელება. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა უარყოფილად. კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადების თაობაზე თავის გადაწყვეტილება აცნობა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. • მოქალაქე ზურაბ კეკელიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” 90 მოქალაქე წინადადების ზურაბ კეკელიძის შესაბამისად, მიერ წარმოდგენილი სერტიფიცირებულ საკანონმდებლო ბუღალტრებად შესაძლოა აღიარებულ იქნენ ის პირები, რომელთა სერტიფიკატები ძალაში იყო 2005-2009 წლებში. ასევე შემოთავაზებულია ცვლილება, რომლის მიხედვითაც აუდიტორი უნდა ფლობდეს ფირმაში არანაკლებ 50%-ის ხმის უფლებას, ნაცვლად დღეს არსებული 50%-ე მეტი ხმის უფლებისა. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ 2012 წლის 13 ივლისის კანონით სერტიფიცირებულ ბუღალტრებად განსაზღვრული იყვნენ ის პირები, ვისაც ჰქონდათ ძალაში არსებული სერტიფიკატი 2013 წლის 1 იანვრისთვის. მოქმედმა „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ 2016 წლის 24 ივნისის კანონმა იმავე სერტიფიკატებს გაუგრძელა მოქმედება. გარდა ამისა იმ პირებს ვისაც არ აქვს ძალაში მყოფი სერტიფიკატები 2013 წლის 1 იანვრისთვის, აქვს შესაძლებლობა სამსახურის მიერ აღიარებული სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარებით მოიპოვოს სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსი. გასათვალისწინებელია, რომ 2016 წლის კანონში ჩანაწერი თუ ვინ ჩაითვლებოდა სერტიფიცირებულ ბუღალტრად შემუშავებულია, დარგის წარმომადგენლების, საკითხზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის, საერთაშორისო ექსპერტების და ორგანიზაციების ჩართულობით. აღნიშნული საკითხი შეთანხმდა ფართო საჯარო განხილვების შედეგად. რაც შეეხება აუდიტორულ ფირმაში 50% ხმის უფლების ფლობას აუდიტორის მიერ, კანონპროექტის შემუშავების საფუძვლად მითითებულია, რომ არასერტიფიცირებულ პირებს ეზღუდებათ კანონმდებლობით თანაბარი წილით აუდიტორული ფირმის შექმნა. უნდა აღინიშნოს, აუდიტის სფეროს მოქმედი კანონმდებლობა შეეხება „ხმის უფლებას“ და არა წილობრივ მონაწილეობას რაც შეზღუდული არ არის. ასევე, დღეს მოქმედი ნორმები აუდიტორულ ფირმაში უმრავლესი ხმის უფლების აუდიტორების/აუდიტორული ფირმების მიერ ფლობასთან დაკავშირებით, შემუშავებულია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2006 წლის 17 მაისი დირექტივის (2006/43/EC) შესაბამისად და სრულად შესაბამისობაშია დირექტივის მოთხოვნებთან და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. ზემოთ მოყვანილი ფაქტებისა და ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უარყოფითი დასკვნის გათვალისწინებით, კომიტეტმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებული ინიციატივის მიღება და საკანონმდებლო პროცესის გაგრძელება. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის მიერ საკომიტეტო განხილვის შედეგად საკანონმდებლო წინადადება მოტივირებული გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა უარყოფილად. კომიტეტმა საკანონმდებლო წინადადების თაობაზე თავის გადაწყვეტილება აცნობა საქართველოს პარლამენტის ბიუროს. 91 საერთაშორისო თანამშრომლობა ღია ბიუჯეტის ინდექსი 2021 ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის (International Budget Partnership) მიერ განხორციელებული ბიუჯეტის გამჭვირვალობის 2021 კვლევის (Open Budget Survey – 2021) შედეგების და ღია ბიუჯეტის ინდექსის (OBI) მიხედვით, საქართველომ კვლევის მონაწილე მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. ბიუჯეტის გამჭვირვალობის შეფასება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, შესაბამისი ქვეყნისთვის, დამოუკიდებლად შერჩეული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხორციელდება. ბოლო ორი შეფასებით 2017 და 2019 წლებში საქართველო, კვლევის მონაწილე 117 ქვეყანას შორის, მე-5 ადგილს იკავებდა. ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევა ითვალისწინებს ერთიდაიგივე მეთოდოლოგიით და კითხვარით (სულ 142 კითხვა) მსოფლიოს ყველა მონაწილე ქვეყნის შეფასებას. კვლევით ფასდება საბიუჯეტო ანგარიშვალდებულების სისტემები საჯარო ფინანსების მართვის შემდეგი მიმართულებებით: 1. ბიუჯეტის გამჭვირვალობა; 2. საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა; 3. საბიუჯეტო ზედამხედველობა. 1. ბიუჯეტის გამჭვირვალობით ფასდება ისეთი საბიუჯეტო დოკუმენტების ხელმისაწვდომობა და ყოვლისმომცველი შინაარსი, როგორიცაა: ბიუჯეტის კანონპროექტი, დამტკიცებული ბიუჯეტი, მოქალაქეთა ბიუჯეტი, ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობა, ბიუჯეტის წლიური შესრულება და აუდიტის ანგარიში. ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით საქართველო 120 ქვეყანას შორის პირველ ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ყველა განვითარებულ ქვეყანას. 2. საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა გულისხმობს მოქალაქეთა მონაწილეობას ბიუჯეტის შედგენის, პარლამენტის მიერ ბიუჯეტის დამტკიცების, ბიუჯეტის შესრულების და გარე აუდიტის პროცესში. საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მხრივ 120 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ოთხეულში შედის, მათ შორის საპარალამენტო საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მხრივ უმაღლესი ქულით (78) პირველ ადგილზეა ყველა მონაწილე ქვეყანას შორის. 3. საბიუჯეტო ზედამხედველობის ანუ ბიუჯეტის საპარლამენტო კონტროლის და გარე აუდიტის თვალსაზრისით საქართველოს ბევრად უკეთესი მაჩვენებელი და პრაქტიკა აქვს ვიდრე დიდ ბრიტანეთს, ესპანეთს და ავსტრალიას. 92 2021 წლის აღნიშნული მაჩვენებლით, საქართველოში მიმდინარე საჯარო ფინანსების მართვის რეფორმამ დადასტურდა ბოლო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, რითაც ათწლეულის მანძილზე აღნიშნული სფეროს განვითარებისთვის გაწეული ძალისხმევისა და საქმიანობის შედეგები. მათ შორის, აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობა შემდეგი მიმართულებებით: საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის, საქართველოს მთავრობის, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობის შედეგად საშუალოვადიანი დაგეგმვის გაუმჯობესება, პროგრამული ბიუჯეტის დანერგვა, ანგარიშგების ყოვლისმომცველობის გაზრდა და საჯარო ფინანსების მართვის ელექტრონული სისტემების დანერგვა საქართველოს მთავრობაზე გაძლიერება, საფინანსო-საბიუჯეტო და საპარლამენტო გაუმჯობესება. საფინანსო კომიტეტის გარდა ამისა, ზედამხედველობის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის აქტიური მუშაობისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების საშუალებით და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმის შემუშავება, საბიუჯეტო დოკუმენტაციის პროაქტიული გამოქვეყნებისა და მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევების მომზადების ჩათვლით. საბიუჯეტო ანგარიშვალდებულების სისტემების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პარტნიორებთან ერთად კვლავ განაგრძობს მუშაობას და თანამშრომლობს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ინფოგრაფიკები ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით კომიტეტმა შეადგინა ინფოგრაფიკები დაინტერესებული სახელმწიფო პირებისათვის ბიუჯეტზე, მარტივი და რომლის გასაგები მიზანია ფორმით იქნეს მიწოდებული ინფორმაცია საბიუჯეტო პროცესზე, სახელმწიფო ბიუჯეტისა და მისი მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ. კერძოდ, ინფოგრაფიკების საშუალებით წარმოდგენილია ინფორმაცია საბიუჯეტო პარამეტრების, ეკონომიკური ზრდის, სახელმწიფო ვალის, ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების დინამიკის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტები ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსებულია პარლამენტის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია საჯაროდ. (დანართი N3). 93 საჯარო-კერძო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა საფინანსო-საბიუჯეტო საქართველოს ქსელთან მმართველობის თანამშრომლობითა პროგრამის კანონპროექტის კომიტეტის, მხარდაჭერით საჯარო-კერძო გლობალური შეთანხმების და ეკონომიკური USAID-ის „სეკიურიტიზაციის დიალოგის შესახებ“ საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კაპიტალთან ხელმისაწვდომობას ზრდის და რესურსების ალტერნატიული მოძიების საშუალებას იძლევა. შეხვედრების მიზანი იყო, წინასწარ, კანონპროექტის განხილვამდე სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაციის მიღება, რისი ტრადიციაც კომიტეტს აქვს. განხილვაში მონაწილეობდნენ: პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში შემდგარი შეხვედრები • 20 იანვარი ირაკლი კოვზანაძე USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და პროექტის - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) წარმომადგენლებს შეხვდა, სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, ერთობლივი მუშაობის შედეგად განხორციელდა არაერთი კომიტეტის საინტერესო და კანონშემოქმედებითი მნიშვნელოვანი და პროექტი საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებისთვის. • 28 მარტი ირაკლი კოვზანაძემ საბანკო ფორუმზე, საბანკო სექტორის გამოწვევებზე და მომავალზე ისაუბრა საქართველოს თავმჯდომარე ირაკლი პარლამენტის კოვზანაძემ საფინანსო-საბიუჯეტო მონაწილეობა მიიღო კომიტეტის გამოცემა THE FINANCIAL-ის ორგანიზებულ ყოველწლიურ საბანკო ფორუმში - „საბანკო სექტორის მომავალი“ (The Future of Banking). ფორუმის ძირითადი განხილვის თემა იყო საბანკო მომსახურების მომავალი, საბანკო სფეროს გამოწვევები, შესაძლებლობები და ციფრული ტექნოლოგიები. • 7 ივლისი 94 ირაკლი კოვზანაძე IMF-ს შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ მიღებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებს მონეტარულ, ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხებში. • 22 ივლისი ირაკლი კოვზანაძე მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე მსოფლიო ბანკის სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. პარლამენტში სახელმწიფო ხარჯების გამართულ სამუშაო კონტროლს, მათ შეხვედრაზე შორის, საუბარი სახელმწიფო შეეხო აუდიტის ანგარიშების განხილვას და რეკომენდაციების შესრულებას. ირაკლი კოვზანაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშგების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის საქმიანობის შესახებ, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებისგან. შეხვედრას ესწრებოდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე, რომელიც ამავდროულად კომიტეტთან არსებული აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელია. • 13 სექტემბერი ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონსა და მისიის წევრებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ მიღებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებს მონეტარულ, საფინანსო და საბიუჯეტო საკითხებში. განიხილეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები, ასევე საბანკო სექტორში არსებული ვითარება, ისაუბრეს რუსეთ-უკრაინის ომის გამოწვევების 95 ფონზე საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის მაკროეკონომიკური, მონეტარული და ფისკალური ვითარების და პერსპექტივების შესახებ. ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გაფორმებულ 3-წლიანი პროგრამის (Stand-By Arrangement) მნიშვნელობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის საქმეში, რაც კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, თავის მხრივ მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის წინაპირობაა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საბანკო სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები. ისაუბრეს პოსტკოვიდური და რუსეთ-უკრაინის ომის გამოწვევების ფონზე, საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობის მაკროეკონომიკური, მონეტარული და ფისკალური ვითარების და პერსპექტივების შესახებ. პარლამენტში გამართულ შეხვედრას IMF-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი ესწრებოდა. • 16 სექტემბერი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები NDI-ს ექსპერტებს შეხვდნენ. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე პარლამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მექანიზმებსა და ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის თაობაზე მომზადებული პრაქტიკული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებმა - კენ მაკინტოშმა და თამარ ჩუგოშვილმა წარადგინეს. • 23 სექტემბერი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე IMF-ში ტექნიკური მხარდაჭერის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა კომიტეტის თავმჯდომარემ გამართა შეხვედრა არგენტინის ცენტრალური ბანკის ყოფილ მთავარ ეკონომისტთან, პროფესორ ედუარდო ლევი იეიატთან, რომელიც IMF-ში ტექნიკური მხარდაჭერის მისიის ხელმძღვანელია და დედოლარიზაციის საკითხებზე მუშაობს. შეხვედრაზე განხილულ იქნა საბანკო სექტორში არსებული ვითარება, მათ შორის საქართველოში დოლარიზაციის საკითხები. • 7 ოქტომბერი ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკურ მისიას შეხვდა 96 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის ხელმძღვანელს ვოუტერ ბოსუს და მისიის წევრებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ფინანსური და მონეტარული სტაბილურობა, ასევე არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ მიღებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო სიახლეებს მონეტარულ, ფულად-საკრედიტო და საბანკო საკითხებში. ისაუბრეს საბანკო სექტორში არსებულ ვითარებაზე და იმ ინიციატივებზე, რომელიც საფინანსო სფეროს კიდევ უფრო განვითარებას და მდგრადობას ხელს შეუწყობს. პარლამენტში გამართულ შეხვედრას IMF-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი ესწრებოდა. • 1 ნოემბერი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ ჯეიმს ჯონთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ მიღებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებს მონეტარულ, საფინანსო და საბიუჯეტო საკითხებში. განიხილეს საბანკო სექტორში არსებული ვითარება, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები. აქცენტი გაკეთდა მაღალ ინფლაციაზეც. • 7 ნოემბერი ირაკლი კოვზანაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს საქართველოში მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობას, ამ კუთხით არსებულ რეალობას და სამომავლო თანამშრომლობას. შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტზეც ისაუბრეს, რომელიც კომიტეტმა წელს დაიწყო. ითქვა, რომ TWINNING-ის ზედამხედველობას 2-წლიანი საჯარო პროექტი ფინანსებზე. გააძლიერებს ხოლო საპარლამენტო ამ პროექტში საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის მთავარი პარტნიორი ნიდერლანდების ფინანსებისა და 97 ეკონომიკის ეროვნული აკადემია და ნიდერლანდების წარმომადგენლობითი პალატაა. • 21 ნოემბერი ირაკლი კოვზანაძე ავსტრიელ კოლეგას კარლჰაინც კოპფს შეხვდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ავსტრიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს და ავსტრიის სავაჭრო პალატის გენერალურ მდივანს, კარლჰაინც კოპფს შეხვდა. საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრას ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი, ავსტრიის კონსული სავაჭრო საკითხებში, გერჰარდ ლაკნერი და საქართველოს ელჩი ავსტრიაში ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ავსტრიას შორის მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების საკითხებს, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა კვიჟინაძემ, კომიტეტის რომელიც აუდიტის ამავდროულად სამსახურის არის ანგარიშების საფინანსო საბიუჯეტო განმხილველი აუდიტის მუდმივმოქმედი ჯგუფის ხელმძღვანელი, აუდიტის საკითხებთან დაკავშირებით გამართა არაერთი შეხვედრა საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან. მათ შორის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებთან, TWINNING პროექტის - „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ პროექტის კოორდინატორთან და საერთაშორისო ექსპერტებთან და სხვა. ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება ევროკავშირის დაძმობილების პროექტი „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ TWINNING ევროკავშირის დაძმობილების პროექტი (TWINNING) „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის პროგრამის „ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშვალდებულება (EU4 Economic Governance and Fiscal Accountability) ფარგლებში 2022 წლის ივნისიდან 2024 წ. ივნისამდე განხორციელდება. 98 პროექტის მიზანია ფისკალური მმართველობის გაძლიერება გაუმჯობესებული საბიუჯეტო პროცესით, გარე აუდიტით, დამოუკიდებელი მონიტორინგით, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით და საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობით. ევროკავშირის დაძმობილების პროექტის პარტნიორები საქართველოს პარლამენტის მხრიდან არიან: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და საბიუჯეტო ოფისი, ხოლო ევროკავშირიდან: ნიდერლანდების სამეფოს ფინანსური აკადემია, ნიდერლანდების პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტი. დაძმობილების პროექტი ორი კომპონენტისგან შედგება: 1. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის გაუმჯობესება ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და ხილვადობის გაზრდით და 2. პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის კომუნიკაციის გაუმჯობესება საბიუჯეტო პროცესის ძირითად მონაწილეებთან. კომპონენტი 2: პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის კომუნიკაციის გაუმჯობესება საბიუჯეტო პროცესის ძირითად მონაწილეებთან თავის მხრივ მოიცავს ორ ქვეკომპონენტს: 2.1 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პარლამენტის კომიტეტებთან ეფექტიანობის გაზრდა და და სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობის 2.2 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თანამშრომლობის გაუმჯობესება მოქალაქეებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. პროექტის დასასრულისთვის 2024 ივნისისათვის 2.1 ქვეკომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია 8 მიზნის, ხოლო 2.2 ქვეკომპონენტის - 4 მიზნის მიღწევა. კერძოდ: 2.1.1 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ საპარლამენტო რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის გაუმჯობესება; 2.1.2 საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით პარლამენტის მიმართ ეროვნული ბანკის ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება; 2.1.3 საჭიროებათა მატრიცა, რომელიც განსაზღვრავს საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულ შესაბამის ორგანოებს; 2.1.4 დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე ზედამხედველობის გაძლიერება; 2.1.5 საბიუჯეტო პროცესში ჩართული საპარლამენტო კომიტეტების რაოდენობა, რომლებმაც ტრენინგი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით გაიარეს; 2.1.6 ზედამხედველობის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, დამოუკიდებელი ორგანოების ანგარიშების ანალიზი; 2.1.7 ფისკალური სტრატეგიის, ფისკალური რისკების, ბიუჯეტის შესრულების, საშუალო ვადიანი საბიუჯეტო ჩარჩოს, აუდიტის ანგარიშების და სხვა საკითხების სისტემატიურად განხილვის უზრუნველყოფის შესწორებული საპარლამენტო კალენდრის პროექტის მომზადება; მიზნით, 99 2.1.8 საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის სისტემის შესახებ გაიდლაინის მომზადება, რომლის გამოყენებაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება; 2.2.1 სამოქალაქო საზოგადოების გათვალისწინების მიზნით, ორგანიზაციების საბიუჯეტო მოსაზრებების პროცესში ჩართულობის ინსტიტუციონალიზებული მექანიზმების დანერგვა; 2.2.2 პარლამენტში ბიუჯეტის შედგენის ყველა ეტაპზე სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიანი ჩართულობის გაუმჯობესება; 2.2.3 სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ ანგარიშის შემუშავება; 2.2.4 საქართველოს პარლამენტში, საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე სამოქალაქო წარმომადგენლებისთვის საზოგადოების ტრენინგების და ორგანიზაციების მათთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება. 2022 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით თვინინგის პროექტისა და საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის თანამშრომლობით კომპონენტი 2-ის ფარგლებში სულ განხორციელდა 8 აქტივობა. მათ შორის: • საქართველოს პარლამენტის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის თემასთან დაკავშირებით ნიდერლანდების პარლამენტისა და ფინანსური აკადემიის ექსპერტების მონაწილეობით განხორციელდა 1 ონლაინ შეხვედრა და 2 ვიზიტი საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ოქტომბერში; • საბიუჯეტო პროცესში მონაწილე ორგანიზაციების საჭიროებათა მატრიცის შესამუშავებლად განხორციელდა პროექტის ექსპერტების 1 ვიზიტი საქართველოს პარლამენტში 2022 წ. ნოემბერ-დეკემბერში; საბიუჯეტო ზედამხედველობის საკითხებზე საპარლამენტო კომიტეტების აპარატის წარმომადგენლებისთვის გაიმართა 1 ონლაინ შეხვედრა და 2 ტრენინგი. მათ შორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2 თანამშრომელმა გაიარა ტრენერთა ტრენინგი, რომლის საფუძველზეც გადამზადებულმა ტრენერებმა პარლამენტის სხვა კომიტეტების თანამშრომლებისთვის ჩაატარეს ტრენინგი. წარდგენილ იქნა იმ კონკრეტული საკითხების მიხედვით მომზადებული პრეზენტაცია, რომელიც მომზადებული იქნა დარგობრივი კომიტეტების აპარატის უფროსებისა და მათი თანამშრომლების მიერ წინასწარ დაგზავნილი ტრენინგის საჭიროებათა კითხვარის მიხედვით განსაზღვრული სასურველი თემატიკის შესაბამისად. პრეზენტაცია მოიცავდა როგორც ბიუჯეტისა და მიმოხილვას, ისე საბიუჯეტო კომიტეტების აპარატის საკითხებზე თანამშრომლების საბიუჯეტო პროცესის მომუშავე დარგობრივი პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შესახებ საჭირო ინფორმაციას. 100 • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბიუჯეტო პროცესში ჩართულობის ინსტიტუციონალიზირებული მექანიზმების დანერგვის მიზნით 1 ვიზიტი თბილისში. აღნიშნულ სხვადასხვა პერიოდში პროექტის დაინტერესებულ ექსპერტებმა მხარეებთან, გამართეს კერძოდ, შეხვედრები ეროვნული ბანკის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ფინანსთა სამინისტროსა და სხვადასხვა სამინისტროების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დაძმობილების პროექტის ექსპერტების მიერ საანგარიშო პერიოდისთვის შემუშავებულ იქნა მისიის ანგარიშები გაუმჯობესების რეკომენდაციების ჩათვლით. დაძმობილების პროექტის მე-2 კომპონენტის „პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის კომუნიკაციის გაუმჯობესება საბიუჯეტო პროცესის ძირითად მონაწილეებთან“ ფარგლებში 2023 წლისთვის დაგეგმილია დაახლოებით 12 აქტივობის განხორციელება, მათ შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლების ორი სასწავლო ვიზიტი ნიდერლანდების პარლამენტსა და ფინანსთა აკადემიაში. სხვა სპეციფიური საქმიანობა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევის საკომიტეტო პროცედურები საქართველოს საქართველოს პარლამენტის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო რეგლამენტის 205-ე მუხლის კომიტეტმა მე-4 პუნქტის შესაბამისად, განიხილა საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მეორე პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი ნათელა თურნავას კანდიდატურა. კომიტეტმა კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას და მიზანშეწონილად მიიჩნია ნათელა თურნავას არჩევა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის შერჩევის საკომიტეტო პროცედურები საქართველოს საქართველოს პარლამენტის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო რეგლამენტის 205-ე მუხლის კომიტეტმა მე-4 პუნქტის 101 შესაბამისად, განიხილა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“ ქვეპუნქტისა და 204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოგიდგენთ ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა. კომიტეტმა პარლამენტის კენჭისყრის თავმჯდომარის შედეგად მიერ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საქართველოს კანდიდატურას და მიზანშეწონილად მიიჩნია ცოტნე ყავლაშვილის არჩევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე. დროებითი კომისიები 2022 წლის განმავლობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ და „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონების მოთხოვნათა შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში უზრუნველყო საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშგების გარე აუდიტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად პარლამენტისთვის 4 ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის სიის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შექმნილმა საკონკურსო კომისიებმა კონკურსის შედეგად გამოავლინეს: საქართველოს განმახორციელებელ ეროვნული ბანკის დამოუკიდებელ ანგარიშგების აუდიტორულ გარე აუდიტის ფირმად, რომელიც განახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტს – შპს „KPMG Georgia“. ხოლო სახელმწიფო განმახორციელებელ აუდიტის დამოუკიდებელ სამსახურის აუდიტორულ გარე აუდიტის ფირმად, რომელიც განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლების ფინანსურ აუდიტს – შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“. კომიტეტის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომიტეტმა მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის წერილობითი ანგარიში. 102 საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი მოკლევადიანი საქმიანობის გეგმა კომიტეტმა შეისწავლა და გაანალიზა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი მოკლევადიანი საქმიანობის გეგმა. ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) / „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) - ის მხარდაჭერით შეიმუშავა ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევი, (შეირჩა ექსპერტი, ჩატარდა ინტერვიუები დაინტერესებულ მხარეებთან, მომზადდა დოკუმენტი, გაიმართა არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა დოკუმენტის დახვეწის და სრულყოფის მიზნით,). გზამკვლევის აქტიური და მიზანია საქართველოს ეფექტიანი პარლამენტის ჩართულობის წევრების სტიმულირება უფრო ფინანსური ზედამხედველობის საკითხებში. გზამკვლევი საქართველოს აღწერს ფინანსთა სახელმწიფო აუდიტის დაზღვევის ფინანსური სამინისტროს, ზედამხედველობის საქართველოს ობიექტების ეროვნული - ბანკის, სამსახურის, საპენსიო სააგენტოს, სსიპ საქართველოს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის და საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს საქმიანობის ინსტიტუციურ ჩარჩოს, პრიორიტეტებსა და მიზნებს, ასევე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულებას. ფინანსური ზედამხედველობის პროცესის ეფექტურად წარმართვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაში ფინანსური და ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ზედამხედველობის გზამკვლევი მნიშვნელოვანი დოკუმენტია მოსალოდნელი მაკრო და მიკრო ეკონომიკური გამოწვევების ფონზე. კომიტეტის როგორიცაა მანდატით საბიუჯეტო გათვალისწინებულ ზედამხედველობა, ისეთ მიმართულებებზე, მონეტარული პოლიტიკის ზედამხედველობა, საპენსიო რეფორმა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშები, სადაზღვევო ბაზრის ზედამხედველობა, დეპოზიტების დაზღვევა და ა.შ. საპარლამენტო ანგარიშვალდებულება ზედამხედველობის და გამჭვირვალობა გაძლიერება კრიტიკულად ურთიერთ მნიშვნელოვანია. სწორედ ამ პროცესებს ეხმიანება ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევი. 103 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა (ARIS) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის (ARIS) პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე გენერალურმა სახელმწიფო აუდიტის მონიტორინგის ელექტრონული აუდიტორმა, სამსახურის სისტემის ირაკლი მექვაბიშვილმა რეკომენდაციების შესრულების (ARIS)-ის ინფორმაცია შესახებ წარადგინა. გენერალურმა აუდიტორმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე პარლამენტის ზედამხედველობის მნიშვნელობაზე და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაზე - ARIS.SAO.GE ისაუბრა. ARIS.GE სისტემასთან წვდომა საშუალებას იძლევა რეალურ დროში მოხდეს აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მათზე რეაგირება. სისტემა ამუშავების შემდეგ ხელს შეუწყობს მონეტარული, სახელმწიფო სერვისების ხარისხის, საკადრო რესურსების, აქტივების და ფინანსური სისტემის მართვის გაუმჯობესებას, მექანიზმების, კანონის ასევე სარგებელს აღსრულების და მოიტანს სოციალური შიდა კონტროლის სარგებლის ზრდის მიმართულებით. ARIS სისტემაში განსაკუთრებული დაშვებით ჩართული იქნება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომელსაც საშუალება ექნება დაინახოს როგორც ცენტრალური მთავრობის, ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე რა დასკვნები აქვს აუდიტის სამსახურს, რა რეკომენდაციების გაცემა ხდება, რა მიგნებებია და როგორ სრულდება ეს რეკომენდაციები. პარლამენტი მთლიანად, საჯარო სექტორის ჭრილში დაინახავს თუ რა ვითარებაა კონკრეტულ მომენტში რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით და ექნება მუდმივად განახლებადი ინფორმაცია. ამ სისტემის დანერგვით, თვისობრივად ახალ დონეზე გადავა საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლობა და მათი ერთობლივად მუშაობის შედეგად რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური გავლენის მეთოდოლოგია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული და მოამზადა რეკომენდაციები და წინადადებები პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე „კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური 104 გავლენის შეფასების მომზადების სახელმძღვანელო პრინციპები და მეთოდოლოგიური მითითებები“. კომიტეტის რეკომენდაციები და წინადადებები, რომლებიც ეხებოდა, მეთოდოლოგიური პირველ რიგში, მითითებების ფინანსური გამარტივებასა გავლენის და შეფასების გაუმჯობესებას გათვალისწინებულ იქნა. დოკუმენტის მიზანია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად განსაზღვროს განმარტებით ბარათში კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასების თაობაზე წარსადგენი ინფორმაციის მომზადების ძირითადი პრინციპები და მეთოდოლოგიური მითითებები, რათა აღნიშნულმა ინფორმაციამ კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური გავლენის შეფასების შესახებ სათანადო სურათი ასახოს. აღნიშნული მიზნის მისაღწევად დოკუმენტი განსაზღვრავს ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების ზოგად მითითებებსა და საბაზისო მოთხოვნებს „საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული სტრუქტურის შესაბამისად წარსადგენი ინფორმაციის თითოეული კომპონენტისთვის. განმარტებითი ბარათი განკუთვნილია ყველა იმ საკანონმდებლო ინიციატივის ფინანსური გავლენის შეფასებისთვის, რომელიც მომზადებული და წარდგენილია საკანონმდებლო ინიციატივის/ინიციატორ(ებ)ის მიერ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური გავლენის შეფასების სახით. 105
დანართი
დანართი N1 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მუშაობის 2022 წლის სამოქმედო გეგმა ღონისძიება შესრულების სტატუსი კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო ინიციატივების, საკანონმდებლო წინადადებებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვა; შესრულებულია ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (BDD) საბოლოო, დაზუსტებული ვარიანტის გაცნობა, გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში განხილვა; შესრულებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველდღიური/ყოველთვიური ოპერატიული ინფორმაციის დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში განხილვა; საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი არააუდიტირებული საბალანსო უწყისის დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში განხილვა; მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წერილების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა; 2022 წლის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსადგენი კანონპროექტთა ნუსხის გაანალიზება; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის წერილობითი ანგარიშის პარლამენტისთვის წარდგენა; შესრულებულია შესრულებულია შესრულებულია შესრულებულია შესრულებულია შესრულებულია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება, კომიტეტის შესრულებულია თემატური მომხსენებლების განსაზღვრა და პარლამენტის ვებ გვერდზე განთავსება; თემატური მოკვლევის ჯგუფების შექმნა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი (არაუგვიანეს 10 თებერვლისა) წერილობითი ინფორმაციის - „აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტისთვის მიწოდებული ანგარიშებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების თაობაზე" დამუშავება და გაანალიზება; კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციის პროექტის კომიტეტისათვის წარდგენა (ყოველთვიურად); კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციის პროექტების კომიტეტის მიერ განხილვა და დამტკიცება; საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების I კვარტლის ანგარიშის კომიტეტებში განხილვის დაგეგმვა და განხილვა; საქართველოს პარლამენტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ფორმირების უზრუნველყოფა, მისი კომიტეტში განხილვა, პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება და პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; შესრულებულია შესრულებულია შესრულებულია შესრულებულია შესრულებულია შესრულებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტის კომიტეტში განხილვა, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება და პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; შესრულებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტის კომიტეტში განხილვა, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება და პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა; შესრულებულია საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2023 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტის განხილვა; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2023 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტის განხილვა; სსიპ - საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის 2023 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტის განხილვა; საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშის განხილვა, შესაბამისი დასკვნისა და პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება და პარლამენტისათვის გადაცემა; შესრულებულია შესრულებულია შესრულებულია შესრულებულია ღონისძიება შესრულების სტატუსი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის წლიური ანგარიშის შესწავლა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება. დადგენილების პროექტში შესაძლებელია აისახოს აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული და კომიტეტის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები; შესრულებულია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 2021 წლის ანგარიშის და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის განრიგის შემუშავება და განხილვების ორგანიზება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში საქართველოს შესრულებულია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 2021 წლის ანგარიშის და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების განხილვა, შესაბამისი დასკვნისა და პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება და კომიტეტში შემოსულ დასკვნებთან ერთად პარლამენტისათვის გადაცემა; სსიპ- საპენსიო სააგენტოს მიერ 2021 წელს განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიშის შესწავლა, გაანალიზება და განხილვა; შესრულებულია საქართველოს მთავრობის მიერ ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის პარლამენტის კომიტეტებში განხილვის განრიგის შემუშავება, განხილვების ორგანიზება, დასკვნის მომზადება და სხვა კომიტეტების დასკვნებთან ერთად საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა; შესრულებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის თავისი საქმიანობის შესახებ მოხსენების წარდგენა; შესრულებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი (არაუგვიანეს 10 სექტემბრისა) წერილობითი ინფორმაციის - „აუდიტის სამსახურის მიერ პარლამენტისთვის მიწოდებული ანგარიშებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების თაობაზე" დამუშავება და გაანალიზება; საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის კომიტეტებში განხილვის დაგეგმვა და განხილვა; სსიპ- საპენსიო სააგენტოს 2022 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვის განხილვა; საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი მომავალი სამი წლის (2023 -2025 წლების) მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვა, დადგენილების პროექტის შემუშავება და დასამტკიცებლად პარლამენტისათვის წარდგენა; საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტორის შერჩევის მიზნით მსოფლიოს 4 ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის წარდგენა პარლამენტისთვის, აუდიტორული ფირმის ტენდერის ან კონკურსის გზით შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტთან ერთად პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა . პარლამენტის მიერ დადგენილებით შექმნილი საკონკურსო ან სატენდერო კომისიის მუშაობის უზრუნველყოფა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლების ანგარიშგების გარე აუდიტორის შერჩევის მიზნით მსოფლიოს 4 ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის წარდგენა პარლამენტისთვის, აუდიტორული ფირმის ტენდერის ან კონკურსის გზით შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტთან ერთად პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა . პარლამენტის მიერ დადგენილებით შექმნილი საკონკურსო ან სატენდერო კომისიის მუშაობის უზრუნველყოფა; შესრულებულია შესრულებულია შესრულებულია შესრულებულია შესრულებულია შესრულებულია ღონისძიება შესრულების სტატუსი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, საქართველოს მთავრობის მოხსენებისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პარლამენტის კომიტეტებში განხილვის განრიგის შემუშავება, განხილვების ორგანიზება, საქართველოს ეროვნული შესრულებულია ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნების, აგრეთვე კომიტეტში შემოსული სხვა დასკვნების შეფასება, და ამ დასკვნების, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე მომზადებული საბოლოო დასკვნის, არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენა; საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტების განიხილვა, საქართველოს ეროვნული ბანკისა და შესრულებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნების, აგრეთვე კომიტეტში შემოსული სხვა დასკვნების შეფასება, და ამ დასკვნების, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე მომზადებული საბოლოო დასკვნის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა; საქართველოს მთავრობის მიერ 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტების გაანალიზება, კომიტეტის სხდომაზე განხილვა. კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე შესრულებულია განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაანალიზება, დასკვნის მომზადება და პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა; საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშის კომიტეტებში განხილვის დაგეგმვა და განხილვა; შესრულებულია სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს წლიური ანგარიშის სააგენტოდან გამოთხოვა, შესწავლა გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში საკომიტეტო ფორმატში განხილვა; შესრულებულია სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშის გამოთხოვა, შესწავლა გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში საკომიტეტო ფორმატში განხილვა; შესრულებულია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშის გამოთხოვა, შესწავლა გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში საკომიტეტო ფორმატში განხილვა; შესრულებულია საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ანგარიშის შესწავლა გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში საკომიტეტო ფორმატში განხილვა; შესრულებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის თავისი საქმიანობის შესახებ მოხსენების წარდგენა; შესრულებულია საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. შესრულებულია დანართი N2 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2022-2024 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2022-2024 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2022-2024 2022 მომზადებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში პროექტის ხელშეწყობით დოკუმენტში გამოთქმული შეხედულებები არ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ან დემოკრატიული მმართველობის ინიცია ტივის (GGI) შეხედულებებს. შინაარსი შესავალი 3 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 4 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები 6 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა 15 შესავალი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2022-2024 წლების სტრა ტეგიის შემუშავების მიზანია კომიტეტის სტრატეგიული მიზნების, მათი შესაბამისი ამო ცანების და ქმედებების განსაზღვრა კომიტეტის ინსტიტუციური განვითარების, საბიუჯეტო პროცესის უკეთესად მართვის, კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების და საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის მისაღ წევად. წარმოდგენილი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის დოკუმენტი ეფუძნება ჩატარებული სიტუაციური ანალიზის მიგნებებს. ანალიზის ფარგლებში შესწავლილ იქნა კომიტეტის საქმიანობის მარეგულირებელი ინსტიტუციური ჩარჩო, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გამოცდილება, ასევე ჩატარდა ინტერვიუები კომიტეტის აპარატის და კომიტეტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სტრატეგია აგებულია კომიტეტის და მისი პარტნიორების მიერ იდენტიფიცირებულ ხუთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე: ✔ საბიუჯეტო პროცესის მართვა ✔ კანონშემოქმედებითი საქმიანობა ✔ საზედამხედველო საქმიანობა ✔ ინსტიტუციური განვითარება ✔ საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაცია 3 სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2022-2024 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობას განსაზ ღვრავს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, კომიტეტის დებულება და კომიტეტის აპარატის დებულება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი თავის კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პარლამენტისათვის წარდგენილი კანონპროექტების და სხვა აქტების პროექტების გან ხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტის თაობაზე წარმოდ გენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს. პარლამენტის კომპეტენციის ფარგლებში კომიტეტი ხელმძღვანელობს სახელ მწიფო ბიუჯეტის მიღებისა და მასში ცვლილების შეტანის პროცესს. ის აკონტროლებს საქართველოს საკანონმდებლო აქტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას, ასევე ახორციელებს საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის კონტროლს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კოორდინაციას უწევს ფინანსური ზედამხედველობის სფეროში პარლამენტის მუშაობას პარლამენტის სხვა კომიტეტების ჩართულობით. ის ზედამხედველობას უწევს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, საპენსიო სააგენტოს, ასევე იხილავს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, ბუ ღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ან გარიშებს და მონაწილეობს აღნიშნული სამსახურების მარეგულირებელი კანონ მდებ ლობის შემუშავებაში. კომპეტენციის ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი უზრუნველყოფს მოსახ ლეობის ინფორმირებას ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, განხორციელებულ ღონის ძიებებზე და სამომავლო გეგმებზე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მეშვეობით პარლამენტის მიერ საჯარო სახსრების მართვის კონტროლის ფუნქციის უზრუნველსაყოფად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში მოქმედებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საფინანსო-საბიუჯე ტო კომიტეტის წევრები, რომელთა რაოდენობასაც განსაზღვრავს კომიტეტი. აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ირჩევს ჯგუფი თავისი შემადგენლობიდან ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე ჯგუფის წევრთა ხმების უმრავლესობით. 4 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აქტიურად მუშაობს საზოგადოებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ინფორმირებაზე კომიტეტის საქმიანობის და საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ. კომიტეტის მიმდინარე აქტივობების შე სახებ საზოგადოების ინფორმირების უზრუნველყოფის მიზნით კომიტეტი ამზადებს და ავრცელებს საინფორმაციო მასალებს. მნიშვნელოვანი რეფორმების თაობაზე განსხვა ვებული სამიზნე ჯგუფების პროაქტიული ინფორმირებისათვის აწარმოებს მედიას თან ურთიერთობას, ასევე იყენებს ინტერნეტ-კომუნიკაციის და პირდაპირი კომუნიკაციის საშუალებებს. 5 სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2022-2024 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები სტრატეგიული მიზანი 1. ქვეყნის საბიუჯეტო პროცესის ეფექტიანად წარმართვა ამოცანა 1.1. ქვეყნის ფინანსური პოლიტიკის და ბიუჯეტის ფორმირების პროცეს ში მაღალკვალიფიციური მონაწილეობა ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძი რითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტში წარდგენილი ინფორმაციის განხილვისა და შეთანხმების ორგანიზება, კომიტეტის რესურსების გონივრულად გამოყენება და შესაბამის სფეროებში უნარების გაუმჯობესება. პარლამენტის კომიტეტების მიერ ძირი თადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ მომზადებული დასკვნების მიღება და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნასთან ერთად საქართველოს მთავრობისათვის გაგზავნა. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის სახელ მწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხ სენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის განხილვის პროცესის გაუმჯობესება; პარლამენტის კომიტეტებიდან, ფრაქციებიდან, უმრავლესობიდან, საპარლამენტო პოლი ტიკური ჯგუფიდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, საქართველოს ეროვ ნული ბანკიდან, ასევე პარლამენტის კვლევითი ცენტრიდან, საბიუჯეტო ოფისიდან მი ღებული მონაცემების, ანგარიშების, დასკვნების, ანალიზების და სხვა ინფორმაციის რეგულარული დამუშავება პარლამენტის წევრებისათვის და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისათვის აღნიშნული ინფორმაციის შესაბამისი ფორმატით მიწოდება. ამოცანა 1.2. საბიუჯეტო პროცესში ჩართულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაუმჯობესება და კოორდინაციის გაძლიერება სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების და მასში ცვლილებების შეტანის პროცესში, აღმას რულებელი ხელისუფლების ინსტიტუტებთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, სახელ მწიფო აუდიტის სამსახურთან, სხვა უწყებებთან თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია ინფორმაციის გაცვლის, შეხვედრების, განხილვების და მოსმენების გზით. აღნიშნულ პროცესში კოორდინაციის პროცესის გაანალიზება და გაუმჯობესება. 6 ამოცანა 1.3. შესაბამისი ორგანიზაციების ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების პროცესის ეფექტიანად წარმართვა პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, ხაზინადართა საბჭოს და პარლამენტის აპა რატის წინადადებების საფუძველზე მომზადებული პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის კომიტეტის მიერ განხილვა, შესაბამისი დადგენილების პროექტის მომზადება და პარ ლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა. საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი პარლამენტთან არსებული ჰერალდი კის სახელმწიფო საბჭოს, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის, პარლამენტთან არ სებული კვლევითი ცენტრის, ბიუჯეტის პროექტების განხილვა და პარლამენტის თავმჯდო მარისთვის წარდგენა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ცესკოს საბიუჯეტო განაცხადების პროექტების კო მიტეტის მიერ განხილვა, შესაბამისი დადგენილების პროექტის მომზადება და პარ ლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენა. ამოცანა 1.4. ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგის და კოორდინაციის გაუმჯო ბესება სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის და მის შესახებ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების ანალიზი და საკომიტეტო განხილვის ორგანიზება; პარლამენტის კომიტეტებიდან, ფრაქციებიდან, უფრაქციო პარლამენტის წევრებისგან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფიდან დასკვნების მიღება, საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის მომზადება და სხვა დასკვნებთან ერთად პარლამენ ტისათვის წარდგენა. ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენილი ✔ ბიუჯეტის ყოველთვიური შესრულების ოპერატიული ინფორმაციის შესწავლა და ანალიზი ✔ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის ანალიზი და განხილვა, საკომიტეტო განხილვების დაგეგმვა და ორგანიზება, და განხილვების შედეგების საჭიროების შემთხვევაში პარლამენტისთვის წარდგენა ამოცანა 1.5. საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა საქართველოს პარლამენტის მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრთან თანამშრომლობით გასულ წლებში მოქალაქეთა ჩართულობის ხელისშემშლელი ფაქტორების გაანალიზება 7 სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2022-2024 და მათი გადაჭრის გზების დაგეგმვა. მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ცენტრისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების და ჩართულობის ინოვაციური მექანიზმების შემუშავების გზით. პარლამენტის ვებ-გვერდზე და კომიტეტის სოციალურ ქსელებზე საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის რეგულარულად გამოქვეყნება და შესაბამის შეკითხვებზე პასუხების დროულად გაცემა. სტარტეგიული მიზანი 2. კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობის გაუმჯობესება ამოცანა 2.1. საკანონმდებლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება კომიტეტის ზედამხედველობის სფეროში მყოფ აღმასრულებელი ხელისუფლების ინ სტი ტუ ტებთან თანამშრომლობის გააქტიურება საკანონმდებლო ინიციატივების შესა ხებ კომიტეტის წინასწარი ინფორმირების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს გან სახილველი საკითხების შესახებ წინასწარი, ზოგადი წარმოდგენის შექმნას და შესაბამისი ინსტიტუტების (კვლევითი ცენტრი, საბიუჯეტო ოფისი) დროულ ინფორმირებას. შეზღუდული საკადრო რესურსების სწორად გამოყენების მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობის პროცესში ხელის შემშლელი ფაქტორების გამოვლენა და გაანალიზება. ჩატარებული ანალიზის შედეგად საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავ შირებული სამუშაო პროცესის და დავალებების განაწილების სისტემის გაუმჯობესება. ამოცანა 2.2. საერთაშორისო შეთანხმებებთან და ხელშეკრულებებთან დაკავ შირებული საქმიანობის მართვის გაუმჯობესება კომპეტენციის ფარგლებში და საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკ რუ ლებების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებისას ინფორმაციის წინასწარ მიღება და შესაბამის შეხვედრებში მონაწილეობა. საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვის, რატიფიცირების, დენონსირების და გაუქმების ფინანსური ასპექტების გაანალიზება, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, აღმასრულებელი ხელი სუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციების და შეხვედრების გამართვა. ამოცანა 2.3 ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ დირექტივებთან და რეგულაციებთან ჰარმო ნიზების მიზნით წარმოებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია 8 ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის სამოქმედო გეგმიდან ფინანსურ მომსახურებასთან, დაბეგვრასთან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან და აუდიტთან დაკავშირებით ვალდე ბულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მოსმენა. დირექტივების, რეგულაციების და რეკომენდაციების ჰარმონიზებასთან დაკავშირებული კანონშემოქ მედებითი საქმიანობის კოორდინაციის გაუმჯობესება ფინანსთა სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგა რიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან, პარლამენტის კომიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ყოველწლიური სამოქმედო გეგმებში კო მიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების რეგულარულად შესწავლა და გაანალიზება, რომლებიც მოიცავს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების ვალდებულებებს და სხვა რეფორმებს. ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშების რეგუ ლარულად გაანალიზება და შესაბამისი რეაგირება.. ამოცანა 2.4. კომიტეტში წარდგენილი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიცია ტივების საექსპერტო წრეებთან განხილვა კომიტეტის გადაწყვეტილებით, მთავრობის მიერ წარდგენილი შერჩეული საკანონმდებ ლო ინიციატივების განხილვა ანალიტიკური, საკონსულტაციო და საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. განსახილველი საკითხების შერჩევა ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების და მნიშვნელო ვანი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით. განხილვების საშუალებით სა კანონმდებლო პროცესის, საზოგადოების ჩართულობის და მისაღები საკანონმდებლო ინიციატივების ხარისხის გაუმჯობესება. სტარტეგიული მიზანი 3. საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება ამოცანა 3.1. საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის ყოველწლი ურად წარდგენილი ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშის, გასული წლის აუდიტირებული ფინანსური ანგა რიშგების ანალიზი, განხილვა და პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება. 9 სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2022-2024 საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული მომავალი სამი წლის ფულადსაკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილ ვა, კომიტეტის დასკვნისა და პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება. დო კუმენტით განსაზღვრული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის, მისი შენარჩუნების მიზნით გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების და სამომხმარებლო ფასების დინამიკაზე მოქმედი ფაქტორების პერიოდული მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მონაწილეობით საკომიტეტო მოსმენების და განხილვების ორგანიზება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის ყოველთვი ურად წარდგენილი არააუდიტირებული საბალანსო უწყისის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში განხილვების ორგანიზება. ეროვნული ბანკის გარე აუდიტის განსახორციელებლად პარლამენტისათვის 4 უმსხვილე სი აუდიტორული კომპანიის სიის წარდგენა, აუდიტორული ფირმის შერჩევის ფორმის, სატენდერო/საკონკურსო კომისიის შემადგენლობის და ტენდერის/კონკურსის ჩატარების ვადების განსაზღვრა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიების, ანგარიშების და ქვეყნის ფინანსური სტაბილურის უზრუნველყოფისათვის გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის საჭი როების შემთხვევაში საკომიტეტო მოსმენის ორგანიზება. ამოცანა 3.2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობის ეფექტი ანად წარმართვა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ანგარიშის და ფინანსური აუდიტის შე დეგების ანალიზის და განხილვის ორგანიზება, პარლამენტის შესაბამისი დადგენილების პროექტის მომზადება. დადგენილების პროექტში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აუდიტის ჯგუფის რეკომენდაციების და მათი შესრულების ვადების ასახვის უზრუნველყოფა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის სამუშაო ჯგუფის მიერ სახელ მწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშების ანალიზი, განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების პროექტის მომზადება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოთავაზების შემთხვევაში მის მიერ შექმნილი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში (ARIS) ჩარ 10 თვა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრების მიერ სისტემაში თავმოყრილი ინფორმაციით (აუდიტის ანგარიშები, მათ ფარგლებში გამოვლენილი დარღვევები, გამოსასწორებლად გაცემული რეკომენდაციები, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული მდგომარეობა) აქტიური სარგებლობის უზრუნველყოფა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის გეგმასთან დაკავშირების წინადადებების მომზადება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ აუდიტის ჯგუფისათვის გადაცემული აუდიტის ანგარიშების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების კომიტეტისათვის წარდგენა. აუდიტის ჯგუფის მიერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილე ბის პროექტის შემუშავება შესაბამისი რეკომენდაციებით და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის წარდგენა. აუდიტის ჯგუფის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წელიწადში ორჯერ (მიმდინარე წლის 10 სექტემბრამდე და მომდევნო წლის 10 თებერვლამდე) წარმოდგენილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების თაობაზე წერილობითი ინფორმაციის შესწავლა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გარე აუდიტის განსახორციელებლად პარლამენტი სათვის 4 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის სიის წარდგენა, აუდიტორული ფირმის შერჩევის ფორმის, სატენდერო/საკონკურსო კომისიის შემადგენლობის და ტენდერის/ კონკურსის ჩატარების ვადების განსაზღვრა. ამოცანა 3.3. საქართველოს საპენსიო სააგენტოსთან თანამშრომლობის ეფექ ტიანად წარმართვა საპენსიო სააგენტოს 6 თვის საქმიანობის მიმოხილვის და წლიური ანგარიშის ანალიზი. პარლამენტის დადგენილებაში საპენსიო სააგენტოს საქმიანობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის და მუშაობის გაუმჯობესების რეკომენდაციების არსებობის შემთხვე ვაში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის კომპეტენციის სფეროში არსებული საკითხების შესრულების ზედამხედველობა. საპენსიო სააგენტოს გარე აუდიტის განსახორციელებლად პარლამენტისათვის 4 უმსხვი ლესი აუდიტორული კომპანიის სიის წარდგენა, აუდიტორული ფირმის შერჩევის ფორმის, სატენდერო/საკონკურსო კომისიის შემადგენლობის და ტენდერის/კონკურსის ჩატარების ვადების განსაზღვრა. 11 სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2022-2024 ამოცანა 3.4. საფინანსო სფეროში მოქმედ სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომ ლობის ეფექტიანად წარმართვა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან, ბუღალტრუ ლი აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან და საქარ თველოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან თანამშრომლობის წარმართვა. აღნიშნული ინსტიტუტების საქმიანობის ანგარიშების განხილვა, მათი საქმიანობის მა რე გულირებელი კანონმდებლობის დახვეწაში მონაწილეობის მიღება და აქტუალურ საკითხებზე საკომიტეტო მოსმენების ორგანიზება. სტრატეგიული მიზანი 4. კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შესასრულებელი სამუშაოების კომპლექსურო ბის, შეზღუდული საკადრო რესურსების მხედველობაში მიღებით, აუცილებელია კომიტე ტის წევრების ჩართულობის და მათი საქმიანობის ეფქტიანობის გაზრდა, კომიტეტის მუდმივი ინსტიტუციური გაძლიერება და კომიტეტის აპარატის საკადრო რესურსების უნარების გაუმჯობესება. აღნიშნული მიზნების მისაღწევად საჭიროა შემდეგი ამოცანების შესრულება. ამოცანა 4.1. კომიტეტის წევრების და აპარატის თანამშრომლების უნარების გაუმჯობესება პარლამენტის სასწავლო ცენტრთან აქტიური თანამშრომლობით კომიტეტის აპარატის და პარლამენტის სხვა დაინტერესებული თანამშრომლობისათვის სასწავლო მოდულების შექმნა. პარლამენტის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით ტრეინინგის საჭირო ებათა შეფასების ჩატარება, მოწვეული სპეციალისტების დახმარებით ტრეინინგების მოდულების მომზადება ისეთ თემებზე, როგორებიცაა საბიუჯეტო პროცესი, პროგრამული ბიუჯეტი, აუდიტის ანგარიშების ანალიზი და განხილვა, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა, გენდერული ბიუჯეტი, მწვანე ბიუჯეტირება, საზოგადოებასთან კომუნიკაცია და მარკეტინგი და სხვა. საზღვარგარეთის ქვეყნების საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების მიერ პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომლების უნარების გაძლიერებისათვის მიმართული ღონის ძიებების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა. 12 ამოცანა 4.2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფის გაძლიერება აუდიტის ჯგუფის გაძლიერების მიზნით ჯგუფისათვის კომიტეტის აპარატის თანამშრომ ლის მუდმივად მიმაგრების ან დამატებითი თანამშრომლის/მოწვეული სპეციალისტის დამატების შესაძლებლობის განხილვა, რომელიც პასუხისმგებელი იქნება აუდიტის ჯგუ ფის საქმიანობის ორგანიზაციულ და პროფესიულ მხარეზე, სახელმწიფო აუდიტის სამ სახურთან ინტენსიურ კომუნიკაციაზე, ჯგუფის წევრების საქმიანობის კოორდინაციაზე და აუდიტის ჯგუფის გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგზე. აუდიტის ჯგუფის თანამშრომლობის გაუმჯობესება პარლამენტის კომიტეტებთან და სა ხელ მწიფო აუდიტის სამსახურთან. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ რეკომენ დაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში (ARIS) აუდიტის ჯგუფის წევრების ჩართვის და სისტემით აქტიურად სარგებლობის უზრუნველყოფა. ამოცანა 4.3. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციის გაუმჯობესება კომიტეტის საქმიანობის ინსტიტუციური შეფასების განხორციელება, საქმიანობის ორ გა ნიზაციისათვის გამოყენებული სისტემების, შიდა და გარე გარემოს ანალიზი, შეს რულებული სამუშაოს შეფასების გაზომვადი კრიტერიუმების შემუშავება. კომიტეტის ბიზნეს პროცესების გაწერა და ანალიზი, არსებული ჩავარდნების იდენტიფიცირება, შესაბამისი პროცესების ოპტიმიზაცია და გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს კომიტეტის ფუნქციების და მის წინაშე მდგარი ამოცანების ეფექტიანად შესრულება. ამოცანა 4.4. პარლამენტის შესაბამის ინსტიტუტებთან, არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გააქტიურება პარლამენტის კვლევითი ცენტრის და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მხარდაჭერის მიზანმიმართულად და უნარიანად გამოყენების უზრუნველყოფა. პარლამენტის კვლე ვით ცენტრთან და საბიუჯეტო ოფისთან წინასწარი კონსულტაციების გამართვა იმ კანონპროექტებთან და თემატურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა განხილვაც იგეგმება პარლამენტში. შედეგად, კომიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებს მეტი დრო ექნებათ ხარისხიანი ინფორმაციის, თემატური მოკვლევის და ანალიზის მოსამზადებ ლად, ხოლო კომიტეტის წევრები და აპარატი მიიღებენ გაუმჯობესებულ პროდუქტს, რაც აამაღლებს კომიტეტის უნარებს და ხელს შეუწყობს საქმიანობის ეფექტიანად წარმართვას. 13 სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2022-2024 არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გააქტიურება კო მი ტეტის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე ერთობლივი კვლევების განხორციელების და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით. შესაბამის ორგანიზაციებთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატის განხილვა. შედეგად, მოხდება ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება, რაც ხელს შეუწყობს კომიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებას და მის გამგებლობაში არსებულ სფეროებში არასამთავრობო სექტორის ჩართულობის გაზრდას. სტრატეგიული მიზანი 5. დაინტერესებული მხარეების ინფორმირების უზრუნ ველყოფა და მათთან კომუნიკაციის გაუმჯობესება ამოცანა 5.1. დაინტერესებული პირებისათვის ბიუჯეტის პროექტის შემოკლებული და გამარტივებული ფორმით წარდგენა ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლე მიმოხილვის მომზადება დაინტერესებული პირებისათვის და მოსახლეობისათვის. აღნიშნული მიმოხილვაში საბიუჯეტო პოლიტიკის მიზნების და მათი შესაძლო ზეგავ ლენის მოკლე აღწერა. მომხმარებლისათვის შესაბამისი მაჩვენებლების გრაფიკების და სხვადასხვა სქემების საშუალებით წარდგენა. ამოცანა 5.2. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წლიური ანგარიშის სტრუქტურის და შინაარსის დახვეწა კომიტეტის წლიური ანგარიშის სტრუქტურის და შინაარსის გადახედვა, დაინტერესე ბული მხარეების ჩართულობით წლიური ანგარიშის განახლებული სტრუქტურის შემუ შავება, რომლის მიხედვითაც მომხმარებლისათვის კომფორტული, გასაგები და ვიზუა ლიზირებული ფორმით განხორციელდება კომიტეტის მიერ წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მომზადება და გამოცემა. კომიტეტის წლი ური ანგარიშის ახალი სტრუქტურის შემუშავებაში გათვალისწინებული იქნება საერთაშორისო გამოცდილება. ამოცანა 5.3. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ყოველდღიური საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაუმჯობესება სოციალურ ქსელებში კომიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების სტრატეგიის და ტაქტიკის გადახედვა. სოციალური ქსელების მომხმარებლებში კომიტეტის გვერდების მოწონების და მიმდევრების რაოდენობის გაზრდის შესაბამისი მეთოდების გამოყენება. ინფორმაციის შინარსობრივი მხარის დახვეწა და თემატური ინფორმაციის ვიზუალურად და გრაფიკულად გაფორმების შაბლონების მომზადება. 14 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა სტრატეგიული მიზანი 1. ქვეყნის საბიუჯეტო პროცესის ეფექტიანად წარმართვა ამოცანა 1.1. ქვეყნის ფინანსური პოლიტიკის და ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მაღალკვალიფიციური მონაწილეობა პასუხისმგებელი პირი აპარატის წარმომადგენელი შესაბამისობა ასოცირების შეთანხმებასთან ან გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან სხვა მონაწილე მხარეები განხორციელების პერიოდი ინდიკატორი 15 ღონისძიება/ქმედება კომიტეტის წევრი 1.1.1. კომიტეტისათვის წარდგენილი ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის ანალიზი ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი 1.1.2. ბიუჯეტის კვარტალური განწერის დოკუმენტის ანალიზი ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი ფინანსთა სამინისტრო იანვარი, 2022-2024 1.1.3. ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტში წარდგენილი ინფორმაციის განხილვისა და შეთანხმების ორგანიზება ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი პარლამენტის კომიტეტები, საქართველოს მთავრობა, სამინისტროები, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებები, სხვა უწყებები, სხვა დაინტერესებული მხარეები 20 ივნისამდე, 2022-2024 განხილვის განრიგი 1.1.4. პარლამენტის კომიტეტების მიერ ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ მომზადებული დასკვნების მიღება ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი სხვა კომიტეტები არაუგვიანეს 18 ივნისისა 2022-2024 სხვა კომიტეტებიდან მიღებული დასკვნები 1.1.5. ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ პარლამენტში წარდგენილი ინფორმაციაზე მომზადებული დასკვნების საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის დასკვნასთან ერთად საქართველოს მთავრობისათვის გაგზავნა. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი სხვა კომიტეტები დასკვნების მიღებიდან 2 დღეში 2022-2024 სხდომის ოქმი; გაგზავნილი დასკვნები ფინანსთა სამინისტრო დასაგეგმი წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 1 თვისა 2022-2024 სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტზე განხილვების განრიგის მომზადება, კომიტეტების დასკვნების მიღება და პროექტის კომიტეტის სხდომაზე განხილვა ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი 1.1.7. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის იმ ნაწილის, რომელიც ეხება სახელმწიფო საიდუმლოებას, ნდობის ჯგუფის მიერ განხილვა. ნდობის ჯგუფის მიერ მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე დასკვნების პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისათვის წარდგენა ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი 1.1.8. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესახებ სხვა კომიტეტებიდან, ფრაქციებიდან, უფრაქციო პარლამენტის წევრებიდან, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტიდან და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისიდან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფიდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული დასკვნების განხილვა, შეფასება და კომიტეტის ერთიანი საბოლოო დასკვნის წარდგენა პარლამენტის თავმჯდომარისთვის მთავრობაში გასაგზავნად ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი საქართველოს მთავრობა 14 ოქტომბრამდე 2022-2024 კომიტეტებიდან მიღებული დასკვნები 14 ოქტომბრამდე 2022-2024 საქართველოს მთავრობა; სხვა კომიტეტები, ფრაქციები, პარლამენტის წევრები, სხვა საპარლამენტო უწყებები 20 ოქტომბრამდე 2022-2024 პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენილი დასკვნა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2022-2024 16 1.1.6. 1.1.9. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტების ანალიზი, სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნების განხილვა და შეფასება, ამ დასკვნების, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე კომიტეტის საბოლოო დასკვნის მომზადება და პარლამენტის თავმჯდომარისათვის და ბიუროსთვის წარდგენა. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი სხვა კომიტეტები ფრაქციები, პარლამენტის წევრები, სხვა საპარლამენტო უწყებები ნოემბერი, 2022-2024 პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენილი დასკვნა 1.1.10. მთავრობის მიერ წარმო-დგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის განხილვა და დასკვნის პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენა ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი საქართველოს მთავრობა დეკემბერი, 2022-2024 პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენილი დასკვნა 2022-2024 წლის განმავლობაში ჩატარებული შეხვედრების, განხილვების და მოსმენების რაოდენობა 2022 წლის განმავლობაში კოორდინაციის გასაუმჯობესებლად მიღებული ზომები ამოცანა 1.2. საბიუჯეტო პროცესში ჩართულ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაუმჯობესება და კოორდინაციის გაძლიერება 1.2.1 სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების და მასში ცვლილებების შეტანის პროცესში, აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუტებთან, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი 1.2.2. საბიუჯეტო პროცესის კოორდინაციის ხარისხის გაანალიზება და გაუმჯობესება. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი საქართველოს მთავრობა, საქართველოს სამინისტროები, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაწესებულებები, სხვა უწყებები ეროვნული ბანკი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური 17 1.3.1 პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, ხაზინადართა საბჭოს და პარლამენტის აპარატის წინადადებების საფუძველზე მომზადებული პარლამენტის ბიუჯეტის პროექტის კომიტეტის მიერ განხილვა ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი 1.3.2 პარლამენტის ბიუჯეტთან დაკავშირებული დადგენილების პროექტის მომზადება და პარლამენტისათვის წარდგენა ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი 1.3.3 პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს საბიუჯეტო განაცხადის პროექტის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნით განხილვა და სათანადო გადაწყვეტილების პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენა ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი 1.3.4. 1.3.5. 1.3.6. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საბიუჯეტო განაცხადის პროექტის პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნით განხილვა და და სათანადო გადაწყვეტილების პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენა პარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრის ბიუჯეტის პროექტის განხილვა და პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტის შესაბამისი დასკვნით განხილვა და და სათანადო გადაწყვეტილების პარლამენტის თავმჯდომარისათვის წარდგენა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საბიუჯეტო განაცხადის პროექტის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისი დადგენილების პროექტის მომზადება და განსახილველად პარლამენტისათვის წარდგენა ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, ხაზინადართა საბჭო, პარლამენტის აპარატი ჰერალდიკის საბჭო პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა მაისი-ივნისი, 2022-2024 სხდომის ოქმი მაისი-ივნისი, 2022-2024 მომზადებული დადგენილების პროექტი და ბიუჯეტის პროექტი მაისი-ივნისი, 2022-2024 კომიტეტის გადაწყვეტილება მაისი-ივნისი, 2022-2024 კომიტეტის გადაწყვეტილება მაისი-ივნისი, 2022-2024 კომიტეტის გადაწყვეტილება მაისი-ივნისი, 2022-2024 აუდიტის სამსახურის საბიუჯეტო განაცხადი, მომზადებული დადგენილების პროექტი პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი პარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრი პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტი ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი სახელმწიფო აუდიტის სამსახური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2022-2024 18 ამოცანა 1.3. შესაბამისი ორგანიზაციების ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების პროცესის ეფექტიანად წარმართვა ცესკოს საბიუჯეტო განაცხადის პროექტის განხილვა, და გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისი დადგენილების პროექტის მომზადება და განსახილველად პარლამენტისათვის წარდგენა ი.კოვზანაძე 1.4.1 სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის და მის შესახებ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების ანალიზი და საკომიტეტო განხილვის ორგანიზება ი.კოვზანაძე 1.4.2. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშსა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებასთან დაკავშირებით პარლამენტის კომიტეტებიდან, ფრაქციებიდან, საბიუჯეტო ოფისიდან, უფრაქციო პარლამენტის წევრებისგან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფიდან დასკვნების მიღება, საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის დასკვნის მომზადება და პარლამენტისათვის წარდგენა 1.4.3. 1.4.4. 1.3.7. აპარატის უფროსი ცესკო მაისი-ივნისი, 2022-2024 ცესკოს საბიუჯეტო განაცხადი, მომზადებული დადგენილების პროექტი აპარატის უფროსი საქართველოს მთავრობა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, 2022-2024 კომიტეტის სხდომის ოქმი ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უფრაქციო პარლამენტის წევრები, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი, საბიუჯეტო ოფისი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, 2022-2024 მიღებული დასკვნები, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნა ბიუჯეტის ყოველთვიური შესრულების ანგარიშის შესწავლა და ანალიზი ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური ყოველთვიურად, 2022-2024 სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის ანალიზი და განხილვა, საკომიტეტო განხილვების დაგეგმვა და ორგანიზება, კომიტეტის გადაწყვეტილებით განხილვის შედეგების პარლამენტისათვის წარდგენა ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი ფინანსთა სამინისტრო, პარლამენტის კომიტეტები თითოეული კვარტლის დასრულებიდან 2 თვის ვადაში, 2022-2024 კომიტეტის სხდომის ოქმები, პარლამენტის აპარატი ივლისი, 2022 გამოვლენილი ხელისშემშლელი ფაქტორები და მათი გადაჭრის გზები ამოცანა 1.4. ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგის და კოორდინაციის გაუმჯობესება ამოცანა 1.5. საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა 1.5.1. მოქალაქეთა ჩართულობის ხელისშემშლელი ფაქტორების გაანალიზება და მათი გადაჭრის გზების დაგეგმვა ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი SDG 16 შესაბამისობა OGP პრინციპებთან 19 მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ინოვაციური მექანიზმების შემუშავების გზით. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი SDG 16 შესაბამისობა OGP პრინციპებთან პარლამენტის აპარატი დეკემბერი, 2022 ჩართულობის ახალი მექანიზმების დანერგვა 1.5.3. პარლამენტის ვებ-გვერდზე და კომიტეტის სოციალურ ქსელებზე საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის რეგულარულად გამოქვეყნება და შესაბამის შეკითხვებზე პასუხების დროულად გაცემა. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი SDG 16 შესაბამისობა OGP პრინციპებთან პარლამენტის აპარატი კვარტალში ერთხელ, 2022-2024 ჩართულობის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია სტრატეგიული მიზანი 2. კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობის გაუმჯობესება ამოცანა 2.1. საკანონმდებლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება 2.1.1. კომიტეტში შემოსული კანონპროექტების ანალიზი, შეფასება, შესაბამისი დასკვნების მომზადება და საკომიტეტო მოსმენების ჩატარება ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი SDG 16 პარლამენტის კომიტეტები, პარლამენტის წევრები, სამთავრობო უწყებები, სხვა დაინტერესებული მხარეები სისტემატურად 2022-2024 წლების განმავლობაში მომზადებული დასკვნები, სხდომის ოქმები. 2.1.2. კომიტეტის ზედამხედველობის სფეროში მყოფ აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გააქტიურება საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ კომიტეტის წინასწარი ინფორმირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შესწავლის და განხილვის გზით ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი SDG 16 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუტები საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიის დასაწყისში, 2022-2024 წლების განმავლობაში მიღებული ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ 2.1.3 საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობის პროცესში ხელის შემშლელი ფაქტორების გამოვლენა და გაანალიზება ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი 2022 წელი გამოვლენილი ხელის შემშლელი ფაქტორები 2.1.4. ჩატარებული ანალიზის შედეგად საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებული სამუშაო პროცესის და დავალებების განაწილების სისტემის გაუმჯობესება ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი 2022 წელი სამუშაო პროცესის და დავალებების განაწილების გაუმჯობესებული სისტემა ამოცანა 2.2. საერთაშორისო შეთანხმებებთან და ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საქმიანობის მართვის გაუმჯობესება 2.2.1. კომიტეტის კომპეტენციის სფეროშო საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ მოლაპარაკებების წარმოებისას ინფორმაციის წინასწარ მიღება და შესაბამის შეხვედრებში მონაწილეობა ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი საქართველოს მთავრობა საჭიროების შემთხვევაში, 2022-2024 წლების განმავლობაში სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2022-2024 20 1.5.2. 2.2.2. 2.2.3. საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვის, რატიფიცირების, დენონსირების და გაუქმების ფინანსური ასპექტების გაანალიზება საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონსულტაციების და შეხვედრების გამართვა. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი საქართველოს მთავრობა ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი საქართველოს მთავრობა საჭიროების შემთხვევაში, 2022-2024 წლების განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში, 2022-2024 წლების განმავლობაში გაანალიზებული დოკუმენტების რაოდენობა აღმასრულებელი ხელისუფლების მონაწილეობით გამართული შეხვედრების და კონსულტაციების რაოდენობა ამოცანა 2.3 ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ დირექტივებთან და რეგულაციებთან ჰარმონიზების მიზნით წარმოებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია 2.3.1 2.3.2. 2.3.3. 2.3.4. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ფინანსთა სამინისტრო, ეროვნული ბანკი, სსიპ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. პერიოდულად, 2022-2024 წლების განმავლობაში დირექტივების, რეგულაციების და რეკომენდაციების ჰარმონიზებასთან დაკავშირებული კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციის გაუმჯობესება ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი ფინანსთა სამინისტრო; ეროვნული ბანკი; პარლამენტის კომიტეტები სისტემატურად, 2022-2024 წლების განმავლობაში ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი საქართველოს მთავრობა წლის განმავლობაში, 2022-2024 ევროკავშირის ინსტიტუტების მიერ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშების რეგულარულად გაანალიზება და შესაბამისი რეაგირება ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი წლის განმავლობაში საჭიროების შემთხვევაში, 20222024 შერჩეული საკანონმდებლო ინიციატივების განხილვა ანალიტიკური, საკონსულტაციო და საგანმანათლებლო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ი.კოვზანაძე ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის სამოქმედო გეგმიდან ფინანსურ მომსახურებასთან, დაბეგვრასთან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან და აუდიტთან დაკავშირებით ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების მოსმენა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ყოველწლიური სამოქმედო გეგმებში კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების რეგულარულად შესწავლა და გაანალიზება ამოცანა 2.4. კომიტეტში წარდგენილი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივების საექსპერტო წრეებთან განხილვა 2.4.1. აპარატის უფროსი SDG 16 შესაბამისობა OGP პრინციპებთან არასამთავრობო სექტორი, საექსპერტო წრეები 21 საჭიროების შემთხვევაში, 2022-2024 წლების განმავლობაში მოსმენილი ანგარიშების რაოდენობა ჩატარებული ანალიზის შედეგები ჩატარებული განხილვების რაოდენობა კომიტეტის მიერ განსახილველი საკითხების შერჩევა ქვეყნის ფისკალური პოლიტიკის, ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი SDG 16 შესაბამისობა OGP პრინციპებთან სხვა კომიტეტები საჭიროების შემთხვევაში, 2022-2024 წლების განმავლობაში შერჩეული პრიორიტეტული საკითხების რაოდენობა 2.4.3. განხილვების საშუალებით საკანონმდებლო პროცესის, საზოგადოების ჩართულობის და მისაღები საკანონმდებლო ინიციატივების ხარისხის გაუმჯობესება. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი SDG 16 შესაბამისობა OGP პრინციპებთან არასამთავრობო სექტორი, საექსპერტო წრეები 2024 საზოგადოების გაუმჯობესებული ჩართულობა, გაუმჯობესებული საკანონმდებლო პროცესი სტარტეგიული მიზანი 3. საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება ამოცანა 3.1. საქართველოს ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვა 3.1.1. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის ყოველწლიურად წარდგენილი ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიშის, გასული წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების, კომიტეტების, საპარლამენტო ფრაქციების მიერ ანგარიშთან დაკავშირებით წარმოდგენილი შენიშვნების განხილვა, კომიტეტის დასკვნის, პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება და პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენა. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად, საფინანსო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 4 თვისა იხილება ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადებში მომზადებული პარლამენტის დადგენილების პროექტი; სხდომის ოქმი, კომიტეტის დასკვნა 3.1.2. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადებული მომავალი სამი წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვა, კომიტეტის დასკვნისა და პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი საქართველოს ეროვნული ბანკი ოქტომბერი, 20222024 იხილება მიმდინარე წლის ბოლომდე მომზადებული პარლამენტის დადგენილების პროექტი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2022-2024 22 2.4.2. 3.1.3 მომავალი სამის წლის ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიართულებების დოკუმენტით განსაზღვრული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის, მისი შენარჩუნების მიზნით გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების და სამომხმარებლო ფასების დინამიკაზე მოქმედი ფაქტორების პერიოდული მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკის წარმომადგენლების მონაწილეობით საკომიტეტო მოსმენების და განხილვების ორგანიზება. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი საქართველოს ეროვნული ბანკი პერიოდულად, 2022-2024 წლების განმავლობაში მონიტორინგის შედეგები; გამართული საკომიტეტო მოსმენების და განხილვების რაოდენობა 3.1.4. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს პარლამენტისათვის ყოველთვიურად წარდგენილი არააუდიტირებული საბალანსო უწყისის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში განხილვების ორგანიზება. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვიურად გაანალიზებული საბალანსო უწყისი; საჭიროების შემთხვევაში ჩატარებული განხილვების რაოდენობა 3.1.5. ეროვნული ბანკის გარე აუდიტის განსახორციელებლად პარლამენტისათვის 4 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის სიის წარდგენა, აუდიტორული ფირმის შერჩევის ფორმის, სატენდერო/ საკონკურსო კომისიის შემადგენლობის და ტენდერის/კონკურსის ჩატარების ვადების განსაზღვრა. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი საქართველოს ეროვნული ბანკი 3.1.6. საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგიების, ანგარიშების და ქვეყნის ფინანსური სტაბილურის უზრუნველყოფისათვის გატარებული ზომების შესახებ ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში საკომიტეტო მოსმენის ორგანიზება. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი საქართველოს ეროვნული ბანკი წარდგენილი სია; განსაზღვრული შერჩევის ფორმა, კომისიის შემადგენლობა და კონკურსის ჩატარების ვადები პერიოდულად, 2022-2024 წლების განმავლობაში საკომიტეტო მოსმენების რაოდენობა 23 3.2.1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის ანგარიშის და ფინანსური აუდიტის შედეგების ანალიზი და განხილვა, პარლამენტის შესაბამისი დადგენილების პროექტის მომზადება. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი სახელმწიფო აუდიტის სამსახური მაისი, 2022-2024 იხილება ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადებში მომზადებული დადგენილების პროექტი 3.2.2. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის სამუშაო ჯგუფის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი ანგარიშების ანალიზი, განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების პროექტის მომზადება. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეგულარულად, 2022-2024 წლების განმავლობაში მომზდებული რეკომენდაციების პროექტები 3.2.3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 10 სექტემბრამდე და 10 თებერვლამდე – განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების თაობაზე წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაციის ანალიზი ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი სახელმწიფო აუდიტის სამსახური თებერვალისექტემებრი, 2022-2024 3.2.4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გარე აუდიტის განსახორციელებლად პარლამენტისათვის 4 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის სიის წარდგენა, აუდიტორული ფირმის შერჩევის ფორმის, სატენდერო/ საკონკურ-სო კომისიის შემადგენლობის და ტენდერის/კონკურსის ჩატარების ვადების განსაზღვრა. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი 3.2.5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემოთავაზების შემთხვევაში მის მიერ შექმნილი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში (ARIS) ჩართვა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრების მიერ სისტემაში თავმოყრილი ინფორმაციით აქტიური სარგებლობის უზრუნველყოფა. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი წარდგენილი სია; განსაზღვრული შერჩევის ფორმა, კომისიის შემადგენლობა და კონკურსის ჩატარების ვადები 2022 წლის მე-2 ნახევარი; 2023 წლის 1-ლი ნახევარი პარლამენტის ჩართვა სისტემაში; პარლამენტის წევრების მიერ სისტემით სარგებლობა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2022-2024 24 ამოცანა 3.2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვა ამოცანა 3.3. საქართველოს საპენსიო სააგენტოსთან თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვა 3.3.1. საპენსიო სააგენტოს 6 თვის საქმიანობის მიმოხილვის ანალიზი , განხილვა, და წამყვანი კომიტეტისთვის მიმოხილვის თაობაზე შესაბამისი შენიშვნების წარდგენა ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი საპენსიო სააგენტო 1 ოქტომბრისათვის, 2022-2024 სხდომის ოქმი, კომიტეტის დასკვნა 3.3.2 საპენსიო სააგენტოს წლიური ანგარიშის ანალიზი, განხილვა და წამყვანი კომიტეტისათვის ანგარიშის თაობაზე შესაბამისი შენიშვნების წარდგენა ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი საპენსიო სააგენტო 1 ივნისისათვის, 2022-2024 ჩატარებული ანალიზის შედეგები 3.3.3. საპენსიო სააგენტოს გარე აუდიტის განსახორციელებლად პარლამენტისათვის 4 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის სიის წარდგენა, აუდიტორული ფირმის შერჩევის ფორმის, სატენდერო/ საკონკურსო კომისიის შემადგენლობის და ტენდერის/კონკურსის ჩატარების ვადების განსაზღვრა. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი წარდგენილი სია; განსაზღვრული შერჩევის ფორმა, კომისიის შემადგენლობა და კონკურსის ჩატარების ვადები ამოცანა 3.4. საფინანსო სფეროში მოქმედ სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობის ეფექტიანად წარმართვა 3.4.1. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან თანამშრომლობის წარმართვა. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური პერიოდულად, 2022-2024 წლების განმავლობაში 3.4.2. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან თანამშრომლობის წარმართვა. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური პერიოდულად, 2022-2024 წლების განმავლობაში 3.4.3. საქართველოს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსთან თანამშრომლობის წარმართვა. ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო პერიოდულად, 2022-2024 წლების განმავლობაში პარლამენტის სასწავლო ცენტრი 2022 წლის 1-ლი ნახევარი სტრატეგიული მიზანი 4. კომიტეტის ინსტიტუციური გაძლიერება ამოცანა 4.1. კომიტეტის წევრების და აპარატის თანამშრომლების უნარების გაუმჯობესება 4.1.1. პარლამენტის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით ტრეინინგის საჭიროებათა შეფასების ჩატარება ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი ტრეინინგის საჭიროებათა შეფასება 25 მოწვეული სპეციალისტების დახმარებით ტრეინინგების მოდულების მომზადება ისეთ თემებზე, როგორებიცაა საბიუჯეტო პროცესი, პროგრამული ბიუჯეტი, აუდიტის ანგარიშების ანალიზი, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა, გენდერული ბიუჯეტი, მწვანე ბიუჯეტირება, საზოგადოებასთან კომუნიკაცია და მარკეტინგი და სხვა ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი მოწვეული სპეციალისტები, დონორი ორგანიზაციები 2022 წლის მე-2 ნახევარი მომზადებული ტრეინინგის მოდულები 4.1.3. პარლამენტის წევრების და აპარატის თანამშრომლების უნარების გაძლიერებისათვის მიმართული ღონისძიებების შესახებ საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა, გაზიარება და საჭიროების შემთხვევაში პრაქტიკაში დანერგვა ი.კოვზანაძე აპარატის უფროსი პარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრი 2022 წლის მე-2 ნახევარი საერთაშორისო მიმოხილვა 2022 წლის 1-ლი ნახევარი მიღებული გადაწყვეტილება თანამშრომლის მიმაგრების ან დამატებითი თანამშრომლის აყვანის შესახებ თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით გატარებული ღონისძიებები და მიღებული გადაწყვეტილებები ამოცანა 4.2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფის გაძლიერება 4.2.1. აუდიტის ჯგუფის გაძლიერების მიზნით ჯგუფისათვის კომიტეტის აპარატის თანამშრომლის მუდმივად მიმაგრების ან დამატებითი თანამშრომლის/ მოწვეული სპეციალისტის დამატების შესაძლებლობის განხილვა, ი. კოვზანაძე; აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი აპარატის უფროსი 4.2.2. აუდიტის ჯგუფის თანამშრო-მლობის გაუმჯობესება პარლა-მენტის კომიტეტებთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. ი. კოვზანაძე; აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი აპარატის უფროსი პარლამენტის კომიტეტები; სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2022-2024 წლების განმავლობაში 4.2.3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში (ARIS) აუდიტის ჯგუფის წევრების ჩართვის და სისტემით აქტიურად სარგებლობის უზრუნველყოფა. ი. კოვზანაძე; აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი აპარატის უფროსი სახელმწიფო აუდიტის სამსახური ARIS სისტემის შემუშავების დასრულების შემდეგ აუდიტის ჯგუფის წევრები ჩართვა სისტემაში და მათ მიერ სისტემით სარგებლობა აპარატის უფროსი დონორი ორგანიზაციები 2022-2024 განხორციელებული ანალიზი და შემუშავებული კრიტერიუმები ამოცანა 4.3. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციის გაუმჯობესება 4.3.1. საქმიანობის ორგანიზაციისათვის გამოყენებული სისტემების, შიდა და გარე გარემოს ანალიზი, შესრულებული სამუშაოს შეფასების გაზომვადი კრიტერიუმების შემუშავება ი. კოვზანაძე; სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2022-2024 26 4.1.2. 4.3.2. კომიტეტის ბიზნეს პროცესების გაწერა და ანალიზი, არსებული ჩავარდნების იდენტიფიცირება, შესაბამისი პროცესების ოპტიმიზაცია და გაუმჯობესება ი. კოვზანაძე; აპარატის უფროსი დონორი ორგანიზაციები ამოცანა 4.4. პარლამენტის შესაბამის ინსტიტუტებთან, არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გააქტიურება 4.4.1. 4.4.2. 4.4.3. 2022-2024 ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების რეკომენდაციები პარლამენტის კვლევით ცენტრთან და საბიუჯეტო ოფისთან წინასწარი კონსულტაციების გამართვის პრაქტიკის დანერგვა იმ კანონპროექტებთან და თემატურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა განხილვაც იგეგმება პარლამენტში ი. კოვზანაძე; აპარატის უფროსი კვლევითი ცენტრი; საბიუჯეტო ოფისი 2022 წლის განმავლობაში კონსულტაციების დანერგილი პრაქტიკა ი. კოვზანაძე; აპარატის უფროსი არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციები 2022-2024 წლების განმავლობაში ერთობლივი კვლევების და ჩატარებული ღონისძიებების რაოდენობა შესაბამის არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებთან სტრატეგიული თანამშრომლო-ბის ფორმატის განხილვა. ი. კოვზანაძე; აპარატის უფროსი არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციები 2022-2023 წლების განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორების რაოდენობა და გაფორმებული მემორანდუმები არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ერთობლივი კვლევების განხორციელების და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით. სტრატეგიული მიზანი 5. დაინტერესებული მხარეების ინფორმირების უზრუნველყოფა და მათთან კომუნიკაციის გაუმჯობესება ამოცანა 5.1. დაინტერესებული პირებისათვის ბიუჯეტის პროექტის შემოკლებული და გამარტივებული ფორმით წარდგენა 5.1.1. ფინანსთა სამინისტროსთან თანამშრომლობით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მოკლე მიმოხილვის მომზადება დაინტერესებული პირებისათვის და მოსახლეობისათვის. ი. კოვზანაძე; კომიტეტის წლიური ანგარიშის სტრუქტურის და შინაარსის გადახედვა, ი. კოვზანაძე; აპარატის უფროსი ფინანსთა სამინისტრო 2022-2024, წლის განმავლობაში დონორი ორგანიზაციები 2022 წელი დონორი ორგანიზაციები 2022 წელი ამოცანა 5.2. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წლიური ანგარიშის სტრუქტურის და შინაარსის დახვეწა 5.2.1. 5.2.2. დაინტერესებული მხარეების ჩართულობით და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით წლიური ანგარიშის განახლებული სტრუქტურის შემუშავება, ი. კოვზანაძე; აპარატის უფროსი აპარატის უფროსი წლიური ანგარიშის სტრუქტურის ანალიზი წლიური ანგარიშის განახლებული სტრუქტურა 27 5.3.1. სოციალურ ქსელებში კომიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების სტრატეგიის და ტაქტიკის გადახედვა. ი. კოვზანაძე; აპარატის უფროსი პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 2022 წლის 1-ლი ნახევარი ჩატარებული ანალიზი 5.3.2. სოციალური ქსელების მომხმარებლებში კომიტეტის გვერდების მოწონების და მიმდევრების რაოდენობის გაზრდის შესაბამისი მეთოდების გამოყენება ი. კოვზანაძე; აპარატის უფროსი პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; დონორი ორგანიზაციები 2022 წლის განმავლობაში კომიტეტის გვერდების მიმდევრების გაზრდილი რაოდენობა 5.3.3. ინფორმაციის შინარსობრივი მხარის დახვეწა და თემატური ინფორმაციის ვიზუალურად და გრაფიკულად გაფორმების შაბლონების მომზადება. ი. კოვზანაძე; აპარატის უფროსი დონორი ორგანიზაციები 2022 წლის განმავლობაში ინფორმაციის გავრცელების განახლებული შაბლონები სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2022-2024 28 ამოცანა 5.3. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების გაუმჯობესება დანართი N3 ინფოგრაფიკები ბიუჯეტზე მოქალაქეებისთვის I. ვინ და როგორ ამტკიცებს სახელმწიფო ბიუჯეტს რა პროცესს გაივლის სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცებამდე რა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ II . ეკონომიკური მაჩვენებლები - როგორია ეკონომიკური პროგნოზები 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას - როგორი ეკონომიკური აქტივობა გვაქვს ქვეყანაში - რა დინამიკა გვაქვს საგარეო ვაჭრობაში, ფულად გზავნილებსა და ინფლაციაში - რამდენია ქვეყნის სახელმწიფო ვალი III. რა სფეროებზე ნაწილდება საქართველოს ბიუჯეტი IV. ფაქტოგრაფები - როგორ იზრდება პენსია - რა დაფინანსება აქვს ეკონომიკის ხელშეწყობას - რა დაფინანსება აქვს ჯანდაცვას - რა დაფინანსება აქვს განათლებას - რა დაფინანსება აქვს კოვიდ-19-ის მართვას - რა დაფინანსება აქვს ინფრასტრუქტურას