„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენცია“
- „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენცია“ კონვენცია
- „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-27
ბიუროს ნომერი 227
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №1-2 (3334/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 54-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 541 მუხლი:
„მუხლი 541. გარემოს დაცვა ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების ანთროპოგენური
გაფრქვევებისა და გაჟონვებისგან
1. საქართველოში ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების ანთროპოგენური გაფრქვევებისა და
გაჟონვებისგან
ადამიანის
ჯანმრთელობისა
და
გარემოს
დაცვის
მიზნით
დგინდება
ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების მართვის სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი.
2. აკრძალულია ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება
(მოპოვება, რომლის დროსაც
ძირითადი მოსაპოვებელი ნივთიერება არის ვერცხლისწყალი) და ვერცხლისწყლის ან მისი
ნაერთების გამოყენება ოქროს მოპოვების ან/და გადამუშავებისას.
3. ვერცხლისწყლის იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი დასაშვებია წინასწარ დასაბუთებული
თანხმობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
4. ვერცხლისწყლით გამდიდრებული ის ცალკეული პროდუქტები, რომელთა წარმოება,
იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი შეზღუდულია, ასევე ის საწარმოო პროცესები, რომლებშიც
ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენება შეზღუდულია, განისაზღვრება
„ვერცხლისწყლისა
და
ვერცხლისწყლით
გამდიდრებული
პროდუქტების
იმპორტის,
ექსპორტისა და ტრანზიტის (წინასწარი თანხმობის გაცემის პროცედურის) და რეგულირების
წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
2. 581 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 1 ივნისამდე მიიღოს დადგენილება „ვერცხლისწყლისა
და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის
(წინასწარი თანხმობის გაცემის პროცედურის) და რეგულირების წესის შესახებ.“.
მუხლი 2. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი წარმოადგენს „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციის“ (შემდგომში „კონვენცია“) სარატიფიკაციო პროცედურების ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტის შემადგენელ ნაწილს.
„კონვენცია“ წარმოადგენს სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას, რომლის მიზანია ადამიანის
ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა ანთროპოგენული ემისიების, ვერცხლისწყლისა და მისი
ნაერთების გარემოში გაჟონვისგან, რამაც შესაძლოა ადამიანის ვერცხლისწყლით მოწამვლა
გამოიწვიოს.
საქართველომ „კონვენციას“ (100-მდე ქვეყნის მთავრობებთან ერთად) ხელი მოაწერა 2013 წლის
ოქტომბერში, რითაც დაადასტურა ვერცხლისწყლის მართვის თანამედროვე პრაქტიკის
დასანერგად საჭირო ღონისძიებების გატარების სურვილი და მზაობა („კონვენცია“ ძალაში
შევიდა 2017 წლის 16 აგვისტოს).
დადგენილი მიზნის მისაღწევად „კონვენცია“ მხარეებს თხოვს/მოუწოდებს, მიიღონ და
განახორციელონ მთელი რიგი მარეგულირებელი ზომები, რაც ითვალისწინებს გარკვეულ
შეზღუდვებს/კონტროლს ვერცხლისწყლის მოპოვებაზე, ვერცხლისწყლით და/ან მისი
ნაერთებით ვაჭრობაზე, სხვადასხვა წარმოებიდან ვერცხლისწყლის გავრცელებაზე,
ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების წარმოებაზე, ექსპორტზე/იმპორტზე და სხვ.
აქვე აღსანიშნავია, რომ „კონვენცია“ გარკვეულ დებულებებთან დაკავშირებით მხარეებს მათ
შესრულებას ავალდებულებს, ზოგ დებულებასთან მიმართებით კი გარკვეული აქტივობების
განხორციელებას თხოვს, შესაძლებლობების ფარგლებში.
ამ საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოსთვის ძალაში შესასვლელად საჭიროა მისი
რატიფიცირება,
რისთვისაც
აუცილებელია
საქართველოს
მოქმედი
კანონმდებლობის
„კონვენციის“ დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად
შემუშავდა
წინამდებარე
კანონპროექტი,
რომელიც
ითვალისწინებს
„კონვენციით“
განსაზღვრული ვალდებულებებიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილების შეტანას „გარემოს
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„კონვენციის“ ცალკეული დებულებების (ვერცხლისწყლის ექსპორტ-იმპორტთან, ასევე,
ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების წარმოებასთან და ექსპორტ-იმპორტთან
დაკავშირებული მოთხოვნები) ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვის მიზნით საჭიროა კანონში
აისახოს ვერცხლისწყლის და მისი ნაერთების გაფრქვევებისგან გარემოს დაცვის ძირითადი
დებულებები. ამასთან, საკითხის სამართლებრივად სრულად რეგულირებისთვის ასევე
საჭიროა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტის (საქართველოს მთავრობის დადგენილება
„ვერცხლისწყლისა
და
ვერცხლისწყლით
გამდიდრებული
პროდუქტების
იმპორტის,
ექსპორტისა და ტრანზიტის (წინასწარი თანხმობის გაცემის პროცედურის) და რეგულირების
წესის შესახებ“) მიღებაც. გამომდინარე იქედან, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის (მე-12 მუხლი) მიხედვით, საქართველოს მთავრობის
დადგენილება მიიღება საკანონმდებლო აქტის საფუძველზე და მის შესასრულებლად საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილების მისაღებად აუცილებელია კანონით
განისაზღვროს მისი მიღების სამართლებრივი საფუძველი, რისთვისაც აუცილებელია კანონს
დაემატოს შესაბამისი ნორმა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა
კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონს ემატება 541 მუხლი (გარემოს დაცვა ვერცხლისწყლის და მისი ნაერთების
ანთროპოგენური გაფრქვევებისგან), რომელიც ადგენს ვერცხლისწყლის ექსპორტ-იმპორტტრანზიტთან, ასევე, ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების წარმოებასთან და
ექსპორტ-იმპორტ-ტრანზიტთან
დაკავშირებულ
ძირითად
მოთხოვნებს
(აკრძალვებს,
შეზღუდვებს).
ასევე კანონის 581 მუხლს (ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები და გამოსაცემი ნორმატიული
აქტები) ემატება მე-3 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ
„ვერცხლისწყლისა
და
ვერცხლისწყლით
გამდიდრებული
პროდუქტების
იმპორტის,
ექსპორტისა და ტრანზიტის (წინასწარი თანხმობის გაცემის პროცედურის) და რეგულირების
წესის შესახებ“ დადგენილების მიღებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან მნიშვენელოვანია მისი დროული ამოქმედება, ხოლო კანონის პირველი მუხლის
პირველი პუნქტი ამოქმედდება 2023 წლის 1 ივნისიდან, ვინაიდან, აღნიშნულ ვადამდე
საქართველოს მთავრობის მიერ უნდა მოხდეს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის
მიღება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების რეგულირებაში
ჩართული კომპეტენტური უწყებები (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო, სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საგამოძიებო
ორგანოები, საერთო სასამართლოები, სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგანტო)
კანონმდებლობით
მათთვის
განსაზღვრულ
ფუნქციებს
განახორციელებენ
მათთვის
განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება პირდაპირ გავლენას პირებზე არ მოახდენს, ვინაიდან კანონპროექტით
აკრძალული/შეზღუდული საქმიანობები (ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება; ოქროს
მოპოვებისას/გადამუშავებისას ვერცხლისწყლის/ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენება,
ვერცხლისწყლით გამდიდრებული, „კონვენციით“ განსაზღვრული პროდუქტების წარმოება,
ასევე, „კონვენციით“ განსაზღვრული საწარმოო პროცესები (სადაც ხდება ვერცხლისწყლის ან
ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენება) საქართველოში არ ხორციელდება.
რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებში ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული
პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის რეგულაციას (რომლის მიხედვითაც
საჭირო იქნება წინასწარ დასაბუთებული თანხმობის მიღება), აღნიშნული განხორციელდება
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით, საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, იგივე პროცედურით, როგორც ეს ხდება სხვადასხვა
საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტისას („ცალკეული საშიში
ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ
დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 13/06/2016 N263
საქართველოს
მთავრობის
დადგენილება).
აქვე
აღსანიშნავია,
რომ
მითითებული
დადგენილებით გათვალისწინებული პროცედურა ფასიანი არ არის.
შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილებით
დადგინდება გარკვეული წესები/მოთხოვნები, რომელთა დაცვაც მოუწევთ იმ პირებს,
რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ვერცხლისწყალთან და ვერცხლისწყლით
გამდიდრებულ
პროდუქტებთან.
ექსპორტის/იმპორტის/ტრანზიტის
კერძოდ,
განისაზღვრება
ვერცხლისწყლის
დადგინდება
რეგულირებას
პროცედურა,
(ექსპორტს/იმპორტს, ტრანზიტს) დაქვემდებარებული ვერცხლისწყლით გამდიდრებული
პროდუქტების ნუსხა („კონვენციის“ მიხედვით), ასევე, „კონვენციით“ განსაზღვრული ნუსხის
მიხედვით მოხდება იმ საწარმოო პროცესების დადგენა, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ.
თუმცა, აქვე მხედველობაშია მისაღები ის ფაქტიც, რომ საქართველოში
ზემოაღნიშნული,
„კონვენციით“ გათვალისწინებული საქმიანობები არ ხორციელდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ პირები დაარღვევენ
ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების მარეგულირებელ
წესებს/მოთხოვნებს, მათ დაეკისრებათ ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა (შესაბამისი ცვლილებები წარმოდგენილია საკანონმდებლო პაკეტში),
რისთვისაც ადმინისტრაციული სახდელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა (2000-დან 5000
ლარამდე), ხოლო სასჯელის სახით, როგორც ჯარიმა, ისე თავისუფლების აღკვეთა (ერთიდან
სამ წლამდე), რაც შესაბამისად, კანონმდებლობის დამრღვევ პირებზე გარკვეულ ფინანსურ
გავლენას იქონიებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას ან ოდენობის განსაზღვრას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება უკავშირდება „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას
კონვენციის“ რატიფიკაციას. კონვენცია ითვალისწინებს გარკვეულ აკრძალვებს/კონტროლს
ვერცხლისწყლის
მოპოვებაზე,
ვერცხლისწყლით
და/ან
მისი
ნაერთებით
ვაჭრობაზე,
ვერცხლისწყლის გავრცელებაზე, ვერცხლისწყლით
გამდიდრებული პროდუქტების
წარმოებაზე, ექსპორტზე/იმპორტზე და სხვ. და კონვენციის მხარეებს ავალებს შესაბამისი
ღონისძიებების
გატარებას. წარმოდგენილი კანონპროექტი შესაბამისობაშია კონვენციის
მოთხოვნებთან და მიღების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება კონვენციით საქართველოს
მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.