„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.02.2023
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/254/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენცია“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-27
ბიუროს ნომერი 227

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 575 მუხლი: „მუხლი 575. ვერცხლისწყლის რეგულირების სფეროში არსებული მოთხოვნების დარღვევა 1. ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება გამოიწვევს დაჯარიმებას 2000-დან 4000 ლარამდე, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. 2. ოქროს მოპოვების ან/და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 3000-დან 5000 ლარამდე. 3. ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის იმპორტი, ექსპორტი ან ტრანზიტი „ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის (წინასწარი თანხმობის გაცემის პროცედურის) და რეგულირების წესის“ მიხედვით გაცემული წინასწარი თანხმობის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით . 4. „ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის (წინასწარი თანხმობის გაცემის პროცედურის) და რეგულირების წესით“ განსაზღვრული: ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის წარმოების, საწარმოო პროცესებში ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენების, ვერცხლისწყალთან და ვერცხლისწყლის ნაერთებთან მოპყრობისა და მათი რეალიზაციის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით (შენიშვნა). შენიშვნა: სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია ხორციელდება ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით დამრღვევის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და მის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენების მიუხედავად.“ 2. 222-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე, 512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 571 მუხლებით, 575 მუხლის პირველი, მე-2 (გადამუშავების ნაწილში), მე-3 და მე-4 ნაწილებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581, 583, 59-ე, 593, მე60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–795 მუხლებით, 79 6 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 797, 798 და 821–82 4 მუხლებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−855 მუხლებით, 86-ე მუხლით (გარდა 86-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებისა), 862, 871–87 და 89-ე–893 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031 და 1282−1286 მუხლებითა და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ 3 სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების შეფარდების უფლება.“ 3. 239-ე მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 51-ე–512, 514−532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე და 571 მუხლებით, 575 მუხლის პირველი, მე-2 (გადამუშავების ნაწილში), მე-3 და მე-4 ნაწილებით, 58-ე მუხლით (გარდა 58-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 581−59-ე, 593, მე-60, 603, 611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 694–696, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე და 791–795 მუხლებით, 796 მუხლით (ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტის ნაწილში), 79 , 79 და 82 –82 მუხლებით, 82 მუხლით (პლასტიკის და 7 8 1 4 5 ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ნაწილში), 84-ე−86-ე, 862, 871–873 და 89-ე–89 3 მუხლებით, 913 მუხლის მე-3 ნაწილით, 1031, 104-ე და 1282–1286 მუხლებითა და 151-ე მუხლით (გარდა 151-ე მუხლის მე-3 ნაწილისა) გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები.“; ბ) 281 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „281. ამ კოდექსის 56-ე, 57-ე, 572–574, 575 მუხლის მე-2 ნაწილით (მოპოვების ნაწილში), 593, 84-ე და 841 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომლები. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციის“ (შემდგომში „კონვენცია“) სარატიფიკაციო პროცედურების ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემადგენელ ნაწილს, თანმდევ კანონპროექტს. „კონვენცია“ წარმოადგენს სახელმწიფოთაშორის ხელშეკრულებას, რომლის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვა ანთროპოგენული ემისიების, ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების გარემოში გაჟონვისგან, რამაც შესაძლოა ადამიანის ვერცხლისწყლით მოწამვლა გამოიწვიოს. საქართველომ „კონვენციას“ (100-მდე ქვეყნის მთავრობებთან ერთად) ხელი მოაწერა 2013 წლის ოქტომბერში, რითაც დაადასტურა ვერცხლისწყლის მართვის თანამედროვე პრაქტიკის დასანერგად საჭირო ღონისძიებების გატარების სურვილი და მზაობა („კონვენცია“ ძალაში შევიდა 2017 წლის 16 აგვისტოს). დადგენილი მიზნის მისაღწევად „კონვენცია“ მხარეებს სთხოვს/მოუწოდებს, მიიღონ და განახორციელონ მთელი რიგი მარეგულირებელი ზომები, რაც ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს/კონტროლს ვერცხლისწყლის მოპოვებაზე, ვერცხლისწყლით და/ან მისი ნაერთებით ვაჭრობაზე, ვერცხლისწყლის გავრცელებაზე, ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების წარმოებაზე, ექსპორტზე/იმპორტზე და სხვ. აქვე აღსანიშნავია, რომ „კონვენცია“ გარკვეულ დებულებებთან დაკავშირებით მხარეებს მათ შესრულებას ავალდებულებს, ზოგ დებულებასთან მიმართებით კი გარკვეული აქტივობების განხორციელებას თხოვს, შესაძლებლობების მიხედვით. ამ საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოსთვის ძალაში შესასვლელად საჭიროა მისი რატიფიცირება, რისთვისაც აუცილებელია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის „კონვენციის“ დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „კონვენცია“ (მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი) მხარეებისგან ითხოვს, არ დაუშვან ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება, ასევე, გაატარონ ღონისძიებები ოქროს მოპოვებისას ვერცხლისწყლის გამოყენების შესამცირებლად ან აღმოსაფხვრელად (მე-7 მუხლი). ამ საკითხების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზნით მომზადდა ცვლილებები „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში. ამ ცვლილებებით დგინდება მოთხოვნები ვერცხლისწყლის და მისი ნაერთების ანთროპოგენური გაფრქვევებისგან გარემოს დაცვასთან დაკავშირებით (ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვების აკრძალვა; ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენების აკრძალვა ოქროს მოპოვებისას/გადამუშავებისას; ვერცხლისწყლის ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის დაშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით; ვერცხლისწყლით გამდიდრებული ცალკეული პროდუქტების წარმოების, ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, ასევე, საწარმოო პროცესებში ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების დადგენა). „კონვენცია“ მხარეებს აგრეთვე სთხოვს, „კონვენციის“ მიხედვით დაარეგულირონ ვერცხლისწყლის ექსპორტი და იმპორტი (მე-3 მუხლის მე-6, მე-8 პუნქტები). ასევე, მიიღონ ზომები კონვენციით (დანართი „ა“-ს ნაწლი 1) განსაზღვრული, ვერცხლისწყლით გამდიდრებული ცალკეული პროდუქტების (გარკვეული შემადგენლობის აკუმულატორები, კომპაქტური და გრძივი ლუმინისცენტური ნათურები, მაღალი წნევის ვერცხლისწყლის ორთქლის ნათურები, კოსმეტიკა, ანტისეპტიკური საშუალებები, გარკვეული სახის არაელექტრონული ხელსაწყოები (ბარომეტრები; ჰიგრომეტრები; მანომეტრები; თერმომეტრები; სპიგმომანომეტრები) და სხვ.) წარმოების, იმპორტის და ექსპორტის შესაბამისი რეგულირებისთვის (მე-4 მუხლი), არ დაუშვან/შეზღუდონ ამავე კონვენციით (დანართი „ბ“) გათვალისწინებულ საწარმოო პროცესებში (ქლოროვან-ტუტოვანი წარმოება, აცეტალდეჰიდის წარმოება (სადაც ვერცხლისწყალი ან ვერცხლისწყლის ნაერთები გამოყენებულია, როგორც კატალიზატორები), ვინილქლორიდის მონომერების წარმოება, ნატრიუმის ან კალიუმის მეთილირება ან ეთილირება, პოლიურეთანის წარმოება, სადაც გამოიყენება ვერცხლისწყლის შემცველი კატალიზატორები) ვერცხლისწყლის გამოყენება, აგრეთვე მიიღონ ზომები ოქროს კუსტარული და მცირემასშტაბიანი მოპოვების დროს, ოქროს მოპოვებისა და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის გამოყენების შესამცირებლად ან/და აღმოსაფხვრელად (მე-7 მუხლი). „კონვენციის“ ზემოაღნიშნული დებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, საჭიროა მათი შეუსრულებლობისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება. რისთვისაც საჭიროა ცვლილების შეტანა სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენ შესაბამის საკანონმდებლო აქტში, მოცემულ შემთხვევაში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა კონვენციით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ ემატება ახალი მუხლი (მუხლი 575. ვერცხლისწყლის რეგულირების სფეროში არსებული მოთხოვნების დარღვევა), რომელიც ადგენს პასუხისმგებლობას ვერცხლისწყალთან დაკავშირებული შემდეგი ქმედებებისთვის: ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება, ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენება ოქროს მოპოვებისას ან გადამუშავებისას, ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტის უკანონო იმპორტი, ექსპორტი ან ტრანზიტი, „ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების იმპორტის, ექსპორტისა ტრანზიტის (წინასწარი თანხმობის გაცემის პროცედურის) და რეგულირების წესით“ განსაზღვრული ვერცხლისწყლით გამდიდირებული პროდუქტების წარმოება, იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი, ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების საწარმოო პროცესებში გამოყენება. ზემოაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, შესაბამისად ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების მარეგულირებელი (საქმის განმხილველი ორგანოები, ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი ორგანოები) მუხლების (222, 239) შესაბამის ნაწილებში. კერძოდ, 575 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, განისაზღვრება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენზე უფლებამოსილი ორგანოები: მუხლის პირველი ნაწილით (ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება), მე-3 ნაწილით (ვერცხლისწყლით გამდიდირებული პროდუქტის იმპორტი, ექსპორტი ან ტრანზიტი კანონმდებლობის მიხედვით გაცემული წინასწარ დასაბუთებული თანხმობის გარეშე) და მე-4 ნაწილით (ვერცხლისწყლით გამდიდირებული პროდუქტების წარმოება ან საწარმოო პროცესებში ვერცხლისწყლის გამოყენება) გათვალისწინებულ დარღვევებზე - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლები, ხოლო 575 მუხლის მე-2 ნაწილით (ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენება ოქროს მოპოვებისას და გადამუშავებისას) გათვალისწინებულ დარღვევაზე, კომპეტენციის ფარგლებში, სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები (მოპოვების ნაწილში) და სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები (გადამუშავების ნაწილში). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის 2023 წლის 1 ივნისიდან, ვინაიდან მისი ამოქმედება დაკავშირებულია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ პირი ჩაიდენს კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებს და მას სახდელის სახით დაეკისრება ჯარიმა (2000-დან 5000 ლარამდე). შესაბამისად, დამრღვევს დაეკისრება ჯარიმა, რაც მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ამასთან, ჯარიმების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში შესული თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილი სამართალდარღვევების რაოდენობაზე და სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების ოდენობაზე. რაც შეეხება ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტის და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, მათზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. კანონპროექტით გათვალისწინებული ქმედებების ადმინისტრირება შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების (სსდ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სსიპ - მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო, საერთო სასამართლოები) მიერ განხორციელდება მათთვის განსაზღვრული რესურსების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება პირდაპირ ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს პირებისთვის. ფინანსური შედეგები პირებისთვის დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩაიდენენ კანონპროექტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და მათ ამისთვის, პასუხისმგებლობის სახით, დაეკისრებათ შესაბამისი სახდელი (ჯარიმა 2000-დან 5000 ლარამდე, ასევე, ზოგ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციაც). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის ან მოსაკრებლის დადგენას. ამასთან, კანონპროექტი სამართალდარღვევებისთვის სახდელის ერთერთ სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, რომლის ოდენობებიც (2000-დან 5000 ლარამდე) განისაზღვრა დარღვევების სიმძიმის, მათი ჩადენის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისთვის/გარემოსთვის მოსალოდნელი რისკების/ზიანის, მსგავსი სახის დარღვევებისთვის კოდექსის სხვა მუხლებით დადგენილი სანქციების ანალიზისა და სანქციების შემაკავებელი ეფექტის მიზნის გათვალისწინებით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება უკავშირდება „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციის“ რატიფიკაციას. კონვენცია ითვალისწინებს გარკვეულ აკრძალვებს/კონტროლს ვერცხლისწყლის მოპოვებაზე, ვერცხლისწყლით ვერცხლისწყლის გავრცელებაზე, და/ან ვერცხლისწყლით მისი ნაერთებით გამდიდრებული ვაჭრობაზე, პროდუქტების წარმოებაზე, ექსპორტზე/იმპორტზე და სხვ. და კონვენციის მხარეებს ავალებს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. წარმოდგენილი კანონპროექტი შესაბამისობაშია კონვენციის მოთხოვნებთან და მიღების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება კონვენციით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.