„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.02.2023
ავტორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/254/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენცია“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-27
ბიუროს ნომერი 227

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) დაემატოს შემდეგი შინაარსის 2991–2992 მუხლები: „მუხლი 2991. ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. მუხლი 2992. ოქროს მოპოვების ან/და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება ოქროს მოპოვების ან/და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთის გამოყენება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი წარმოადგენს „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციის“ (შემდგომში „კონვენცია“) სარატიფიკაციო პროცედურების ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემადგენელ ნაწილს. „კონვენცია“ წარმოადგენს სახელმწიფოთაშორის ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს ხელშეკრულებას, დაცვა რომლის ანთროპოგენული მიზანია ემისიების, ვერცხლისწყლისა და მისი ნაერთების გარემოში გაფრქვევისაგან, რამაც შესაძლოა ადამიანის ვერცხლისწყლით მოწამვლა გამოიწვიოს. საქართველომ „კონვენციას“ (100-მდე ქვეყნის მთავრობებთან ერთად) ხელი მოაწერა 2013 წლის ოქტომბერში, რითაც დაადასტურა ვერცხლისწყლის მართვის თანამედროვე პრაქტიკის დასანერგად საჭირო ღონისძიებების გატარების სურვილი და მზაობა („კონვენცია“ ძალაში შევიდა 2017 წლის 16 აგვისტოს). დადგენილი მიზნის მისაღწევად „კონვენცია“ მხარეებს სთხოვს/მოუწოდებს, მიიღონ და განახორციელონ მთელი რიგი მარეგულირებელი ზომები, რაც ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს/კონტროლს ვერცხლისწყლის მოპოვებაზე, ვერცხლისწყლით და/ან მისი ნაერთებით ვაჭრობაზე, სხვადასხვა წარმოებიდან ვერცხლისწყლის გავრცელებაზე, ვერცხლისწყლის შემცველი პროდუქტების წარმოებაზე, ექსპორტზე/იმპორტზე და სხვ. აქვე აღსანიშნავია, რომ „კონვენცია“ გარკვეულ დებულებებთან დაკავშირებით მხარეებს მათ შესრულებას ავალდებულებს, ზოგ დებულებასთან მიმართებით კი გარკვეული აქტივობების განხორციელებას თხოვს, შესაძლებლობების მიხედვით. ამ საერთაშორისო ხელშეკრულების საქართველოსთვის ძალაში შესასვლელად საჭიროა მისი რატიფიცირება, რისთვისაც აუცილებელია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის „კონვენციის“ დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად შემუშავდა წინამდებარე კანონპროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „კონვენცია“ (მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი) მხარეებისგან ითხოვს, არ დაუშვან ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვება. აგრეთვე, მიიღონ ზომები ოქროს მოპოვებისა და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის გამოყენების შესამცირებლად ან/და აღმოსაფხვრელად (მე-7 მუხლი). ამ საკითხების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზნით მომზადდა ცვლილებების პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლითაც დგინდება მოთხოვნები ვერცხლისწყლის და მისი ნაერთების ანთროპოგენური გაფრქვევებისგან გარემოს დაცვასთან დაკავშირებით (ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვების აკრძალვა; ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენების აკრძალვა ოქროს მოპოვებისას/გადამუშავებისას; ვერცხლისწყლის ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის დაშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით; ვერცხლისწყლით გამდიდრებული ცალკეული პროდუქტების წარმოების, ექსპორტის, იმპორტის, ტრანზიტის, ასევე, საწარმოო პროცესებში ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენებასთან დაკავშირებით გარკვეული შეზღუდვების დადგენა). გარდა ზემოაღნიშნულისა, „კონვენცია“ ითხოვს, რომ მხარეებმა კონვენციის შესაბამისად (მე3 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტები) დაარეგულირონ ვერცხლისწყლით საერთაშორისო ვაჭრობა. „კონვენციის“ ზემოაღნიშნული დებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, საჭიროა მათი შეუსრულებლობისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება. ამისთვის საჭიროა ცვლილების შეტანა სამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენ შესაბამის საკანონმდებლო აქტში („საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“), რასაც ითვალისწინებს წინამდებარე პროექტი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვა „კონვენციით“ გათვალისწინებულ ვალდებულებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება ორი მუხლი (მუხლი 2991და მუხლი 2992), რომლებითაც დგინდება პასუხისმგებლობა ვერცხლისწყლის პირველადი მოპოვებისთვის და ოქროს მოპოვების ან/და გადამუშავებისას ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების გამოყენებისთვის. (აქვე აღსანიშნავია, რომ ვერცხლისწყლის უკანონო იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტისთვის პირებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საქართველოს საბაჟო ნივთიერებების დადგენილი დარღვევით გადატანა/გადმოტანისთვის). წესის საზღვარზე მომწამლავი აქვე მხედველობაშია მისაღები, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ. კანონპროექტით განსაზღვრული სასჯელის ზომები დადგინდა დანაშაულის, დანაშაულის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისთვის/გარემოსთვის მოსალოდნელი ზიანის სიმძიმის, სასჯელის შემაკავებელი ძალის და კოდექსის შესაბამისი მუხლებით (მუხლი 288. გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევა) დადგენილი სანქციების გათვალისწინებით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის 2023 წლის 1 ივნისიდან, ვინაიდან მისი ამოქმედება დაკავშირებულია „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გარკვეულ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ პირი ჩაიდენს კანონპროექტით გათვალისწინებულ დანაშაულებს და მას სასჯელის სახით დაეკისრება ჯარიმა. აღნიშნული ჯარიმა, შესაბამისად, აისახება სახელწიფო ბიუჯეტი შემოსავალზე. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტზე გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება ჩადენილი დანაშაულების რაოდენობაზე და სასამართლოების მიერ დაკისრებული ჯარიმების ოდენობებზე. რაც შეეხება ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს, მათზე კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება გარკვეულ გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე იმ თვალსაზრისით, რომ ცვლილებით გათვალისწინებული თავისუფლების დანაშაულისთვის, აღკვეთა. შესაბამისად, სასჯელის ერთ-ერთ დანაშაულის სახედ ჩადენის და განსაზღვრულია დამნაშავისთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯის შემთხვევაში გაიზრდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხარჯები (ცნობისთვის: 2022 წ. მონაცემებით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ პატიმარზე, წელიწადში საშუალოდ იხარჯება 16 256,4 ლარი). შესაბამისად, კანონპროექტით განსაზღვრული დანაშაულის ჩადენისთვის პირისთვის თავისუფლების აღკვეთის მისჯის შემთხვევაში, სახელმწიფოს მოუწევს ზემოთმითითებული ხარჯის გაწევა. ამ ხარჯს იუსტიციის სამინისტრო გაწევს მისთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული დანაშაულების გამოვლენა, საქმის გამოძიება, საქმის სასამართლოში განხილვა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოების (საგამოძიებო ორგანოები, საერთო სასამართლოები) მიერ უზრუნველყოფილი იქნება არსებული რესურსებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება პირდაპირ ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს პირებისთვის. კონკრეტული პირებისთვის ფინანსური შედეგები დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩაიდენენ კანონპროექტით განსაზღვრულ დანაშაულებს და მათ ამისთვის, დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი (ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა). აქვე მხედველობაშია მისაღები, რომ „სისხლის სამართლის კოდექსის“ 42-ე მუხლის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. ამასთან, თუ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის ან მოსაკრებლის დადგენას. შესაბამისი დანაშაულებისთვის კანონპროექტი სასჯელის ერთ-ერთ სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, რომლის ოდენობაც განსაზღვრულია „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 42-ე მუხლით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება უკავშირდება „ვერცხლისწყლის შესახებ მინამატას კონვენციის“ რატიფიკაციას. კონვენცია ითვალისწინებს გარკვეულ აკრძალვებს/კონტროლს ვერცხლისწყლის მოპოვებაზე, ვერცხლისწყლით და/ან მისი ნაერთებით ვაჭრობაზე, ვერცხლისწყლის გავრცელებაზე, ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების წარმოებაზე, ექსპორტზე/იმპორტზე და სხვ. და კონვენციის მხარეებს ავალებს შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. წარმოდგენილი კანონპროექტი შესაბამისობაშია კონვენციის მოთხოვნებთან და მიღების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნება კონვენციით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.