„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.04.2023
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/268/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-18
ბიუროს ნომერი 244

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-17 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან, ან ამავე შეთანხმებით განსაზღვრული ასოცირების საბჭოს, ასოცირების კომიტეტისა და ქვეკომიტეტების გადაწყვეტილებებიდან, რომლითაც გათვალისწინებულია დაახლოება;“; ბ) მე-5 პუნქტის: ბ.ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ან ამავე შეთანხმებით განსაზღვრული ასოცირების საბჭოს, ასოცირების კომიტეტისა და ქვეკომიტეტების გადაწყვეტილებებიდან, რომლითაც გათვალისწინებულია დაახლოება;“; ბ.ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დასკვნა წარდგენილი პროექტის საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესახებ ან/და ამ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის შესახებ, თუ ნორმატიული აქტის პროექტი შემუშავებულია ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით.“. 2. მე-19 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის ამ მუხლით დადგენილი წესით გადაეცემა ნორმატიული აქტის პროექტი მისი: ა) საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად; ბ) ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის დასადგენად, თუ ნორმატიული აქტის პროექტი შემუშავებულია ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11–13 პუნქტები: „11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაეცემა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები. სამართლებრივ ექსპერტიზას არ ექვემდებარება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, საქართველოს ეროვნული ბანკის, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ განსაზღვრულ ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტების პროექტები. 12. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა: ა) საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო აქტის პროექტი; ბ) საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის პროექტი; გ) საქართველოს სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი, გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტის პროექტისა; 13. ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი) უფლებამოსილია, ნორმატიული აქტის პროექტი ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის თაობაზე სარეკომენდაციო ხასიათის სამართლებრივი დასკვნისათვის გადასცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, თუ იგი შემუშავებულია ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით და ამ მუხლის 12 პუნქტიდან გამომდინარე არ ექვემდებარება სავალდებულო სამართლებრივ ექსპერტიზას.“; გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ნორმატიული აქტის პროექტზე სამართლებრივ დასკვნას გასცემს ნორმატიული აქტის პროექტის მისთვის გადაცემიდან 10 დღის ვადაში. 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ამ მუხლის 11 და 12 პუნქტებით გათვალისწინებული, სავალდებულო სამართლებრივ ექსპერტიზას დაქვემდებარებული ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან ან ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან, რის შემდეგაც იგი საჭიროებს იუსტიციის სამინისტროს ხელახალ დასკვნას.“; ე) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ნორმატიული აქტის პროექტის (გარდა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსადგენი იმ კანონპროექტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის პროექტისა, რომელიც შემუშავებულია ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით, აგრეთვე, „საიდუმლო“ გრიფის მქონე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტისა) სამართლებრივი ექსპერტიზა ხორციელდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებპორტალით გათვალისწინებულ ნორმატიული აქტების საქმისწარმოების სისტემაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსადგენი იმ კანონპროექტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა, რომელიც შემუშავებულია ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით, აგრეთვე, „საიდუმლო“ გრიფის მქონე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესის გათვალისწინებით.“. 3. 27-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნორმატიული აქტი (გარდა საკანონმდებლო აქტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტისა), რომლის პროექტის მიმართ ამ კანონის მე-19 მუხლის 11 და 12 პუნქტების შესაბამისად გაცემულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დადებითი სამართლებრივი დასკვნა, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეცეს სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 10 დღის ვადაში;“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3–61 პუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებისა), რომლის პროექტიც ამ კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ ექსპერტიზას, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეცეს მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (გამოცემიდან) არა უგვიანეს მე-5 დღისა.“; გ) 21 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნორმატიულ აქტს უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა.“. 4. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნორმატიულ აქტს არ ახლავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ან ამ ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გასცა დადებითი დასკვნა;“. მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მე-60 დღისა უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მე-60 დღისა უზრუნველყოს ნორმატიული „საქართველოს აქტების საკანონმდებლო საქმისწარმოების მაცნეს“ სისტემის ამ ვებპორტალით კანონთან გათვალისწინებული შესაბამისობისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საჭირო
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით (შემდგომ ასოცირების შესახებ შეთანხმება) საქართველომ ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების ვალდებულება აიღო. ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტები, რომელთა ტრანსპოზიციაც საქართველოს ევალება, ფაქტობრივად, მოწესრიგების ყველა სფეროს ეხება და, ზოგ შემთხვევაში, რეგულირების ფუნდამენტურ ცვლილებასაც იწვევს. ეროვნული სამართლის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოებისა და მისი ეფექტური იმპლემენტაციის გზაზე საქართველო მნიშვნელოვანი ამოცანების წინაშე დგას. საჭიროა ნაკისრი დაახლოების ვალდებულებების სრულყოფილად შესრულება და, ამასთანავე, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იქნეს შიდა სამართლის სისტემის ურღვევობაც. დაახლოების ვალდებულებების სწორად და ეფექტიანად შესრულების მიზნით აუცილებელია ერთგვაროვანი ხედვისა და მიდგომების განსაზღვრა შესაბამისი საკანონმდებლო ინსტრუმენტების შემოღების გზით. არსებული მდგომარეობით, კანონმდებლობის დაახლოების პროცესში ჩართული სხვადასხვა უწყება განსხვავებულ მიდგომას ირჩევს, მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების განმარტებით ბარათებში კი, ხშირ შემთხვევაში, არ არის ასახული დაახლოების ვალდებულებების შესრულების თაობაზე სრულყოფილი ინფორმაცია. ევროკავშირის სამართალთან დაახლოების პროცესის სრულყოფილად წარმართვისათვის ერთერთი მნიშვნელოვანი პირობაა პროცესის შესაბამისი წესით დოკუმენტირება, რაც ამარტივებს დაახლოების პროცესს, თავიდან აცილებს შესაბამის ორგანოებს ერთი და იმავე სამუშაოს რამდენჯერმე შესრულებას, ხელს უწყობს დაახლოების მიზნით შემუშავებული აქტების ანალიზსა და დაახლოების ვალდებულების შესრულების მონიტორინგს. ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, ნორმატიული აქტების პროექტებისათვის აუცილებელია შესაბამისობის შემოწმების პროცედურის არსებობა, რისთვისაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტებისათვის სავალდებულო უნდა იყოს. ამ თვალსაზრისით კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელება, რაც ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან დაახლოების მექანიზმის სრულყოფას უკავშირდება, ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. ცვლილებების საჭიროებას ხაზს უსვამს ის გარემოებაც, რომ 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა, რაც გულისხმობს ევროკავშირის მზაობას, საქართველოს მიეცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. არსებული ვითარება მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისთვის ახალი, ეფექტური ნაბიჯების გადადგმას და სამართლებრივი დაახლოების მიმდინარეობის მონიტორინგის ხარისხის გაუმჯობესებას. კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები კი ითვალისწინებს ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან დაახლოების მიზნით შემუშავებული ნორმატიული აქტების მომზადებისა და სამართლებრივი ექსპერტიზისთვის ერთიანი პროცედურის შემოღებას, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს ქვეყნის გაცხადებულ მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის სამინისტროში უკვე არსებობს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული – ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციებია ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მეთოდიკისა და ზოგადი პრინციპების შემუშავება, აგრეთვე, ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების და თანმდევი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა. ამასთან, დამკვიდრებული პრაქტიკით, აღნიშნული სტრუქტურული ერთეული უკვე გასცემს რეკომენდაციებს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ წარდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების ევროკავშირის სამართალთან სრულად შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, საჭიროა შეიცვალოს ასევე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ის ნორმები, რომლებითაც ნორმატიული აქტების ექსპერტიზისა და გამოსაქვეყნებლად გადაგზავნის, აგრეთვე, ნორმატიული აქტების გამოქვეყნებაზე უარის თქმის საფუძვლებია განსაზღვრული. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის შემუშავება განაპირობა საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტის პროექტის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენის (სამართლებრივი ექსპერტიზის) მიზნით იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენასთან დაკავშირებული საკითხის მკაფიოდ რეგულირების საჭიროებამ. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტის პროექტი მითითებულია იმ ნორმატიულ აქტებს შორის, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ ექსპერტიზას, თუმცა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი, თუ არ არსებობს მისი ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება, შესაბამისი აქტის პროექტს სამართლებრივი დასკვნისათვის უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გარდა იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. ანალოგიური რეგულაცია მოცემულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტშიც. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევებს, „იმ ნორმატიული აქტების პროექტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ოქტომბრის №640 ბრძანების თანახმად, იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას არ ექვემდებარება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნორმატიული აქტები. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, მისი ნორმატიული აქტის პროექტი, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება, არ ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ ექსპერტიზას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი თავისი მოვალეობების შესრულებისას სარგებლობს ავტონომიური (დამოუკიდებელი) რეგლამენტირების უფლებით. ამდენად, „ნორმატიული აქტების შესახებ“, ისე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონებში დანაწესის ასამოქმედებელი ნორმატიული არსებობა საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ აქტის პროექტების ექსპერტიზის მიზნით იუსტიციის სამინისტროსთვის გადაცემის შესახებ, უმოქმედო და აზრსმოკლებულია, რის გამოც საჭიროა შესაბამისი ცვლილების განხორციელება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 და მე-19 მუხლები აყალიბებს საკანონმდებლო ჩარჩოს ნორმატიული აქტის პროექტზე თანდართული დოკუმენტებისა და ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზის თაობაზე, თუმცა, ვერ უზრუნველყოფს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ნორმატიული აქტების მომზადებისა და მათი სამართლებრივი ექსპერტიზის პროცესის ერთგვაროვნად წარმართვის შესაძლებლობას, რის გამოც ცვლილებები უნდა განხორციელდეს აღნიშნული საკითხების მომწესრიგებელ ნორმებში და დაზუსტდეს ის საფეხურები, რომელთა გავლაც საჭიროა ევროკავშირთან სამართლებრივი ჰარმონიზაციის პროცესის სწორად წარმართვისთვის. გარდა ზემოაღნიშნულისა, იმისათვის, რათა აღმოიფხვრას კანონმდებლობაში არსებული კოლიზია საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტის ნორმატიული აქტების პროექტებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნის გაცემის საჭიროებასთან დაკავშირებით, შესაბამისი ცვლილება უნდა განხორციელდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ხელს შეუწყობს ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე სამართლებრივი დაახლოების ვალდებულებების შესრულებას, ვინაიდან არსებული საკანონმდებლო ინსტრუმენტები აღარ შეესაბამება იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც საქართველო დგას ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე სამართლებრივი დაახლოების ვალდებულებების გამო. კანონპროექტის მიღების შემდგომ გაძლიერდება ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი სამართლებრივი დაახლოების ვალდებულების შესრულების მონოტორინგი. ცვლილებები, ასევე, ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების სწორი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და, ზოგადად, სამართლებრივი დაახლოების პროცესის ეფექტიანად წარმართვას. გარდა ამისა, ცვლილებების განხორციელდებით აღმოიფხვრება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში არსებული ცალკეული ხარვეზები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის (ინფორმაცია, რომელიც კანონპროექტის განმარტებით ბარათში უნდა აისახოს) „გ.დ“ ქვეპუნქტსა და ამავე მუხლის მე-5 პუნქტის (ინფორმაცია, რომელიც კანონქვემდებარე აქტის პროექტის განმარტებით ბარათში უნდა აისახოს) „ა.ბ“ ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, აღნიშნულ ქვეპუნქტში გაკეთებულ ჩამონათვალს, გარდა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებისა, ემატება „ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ასოცირების საბჭოს, ასოცირების კომიტეტისა და ქვეკომიტეტების გადაწყვეტილებები, რომლითაც გათვალისწინებულია დაახლოება.“ აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია ასოცირების შესახებ შეთანხმების 406-ე მუხლის პირველი და მე3 პუნქტებით, რომლებითაც დადგენილია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების მიზნების მისაღწევად, „ასოცირების საბჭო უფლებამოსილია ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილებები. გადაწყვეტილებები სავალდებულოა მხარეებისთვის, რომლებიც, გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის მიზნით, მიიღებენ შესაბამის ზომებს, რაც, საჭიროების შემთხვევაში, ასევე მოიცავს წინამდებარე შეთანხმების დებულებების თანახმად, ამ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი კონკრეტული ორგანოების მიერ განხორციელებულ ქმედებას,“ ამასთან, „ასოცირების საბჭო უფლებამოსილია განაახლოს ან შეასწოროს ამ შეთანხმების დანართები, წინამდებარე შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) ნებისმიერი კონკრეტული დებულებისათვის ზიანის მიუყენებლად.“ აქედან გამომდინარე, ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ.დ“ ქვეპუნქტსა და მე-5 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტს ემატება ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ასოცირების საბჭოს, ასოცირების კომიტეტისა და ქვეკომიტეტების გადაწყვეტილებები, რომლითაც გათვალისწინებულია დაახლოება. შედეგად, ზუსტდება იმ საფუძვლების წრე, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ვალდებულებას. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედი რედაქციის შესაბამისად, სავალდებულოა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს თან ახლდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ორგანოს დასკვნა წარდგენილი პროექტის საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის შესახებ, თუმცა, ორგანული კანონი სავალდებულოდ არ მიიჩნევს ასეთი ორგანოს დასკვნის არსებობას შემთხვევისთვის, დაახლოების ევროკავშირის როდესაც მიზნით. პროექტი ორგანული სამართლებრივ აქტთან შემუშავებულია ევროკავშირის კანონის მე-17 მუხლის შესაბამისობის მე-5 თაობაზე სამართლებრივ პუნქტის „გ“ იმ აქტთან ქვეპუნქტში განხორციელებული ცვლილებით, თუ ამავე ორგანული კანონის მე-19 მუხლი ითვალისწინებს ნორმატიული აქტის სამართლებრივ ექსპერტიზას, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტს უნდა დაერთოს შესაბამისი სამართლებრივი დასკვნა ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის შესახებ, თუ ნორმატიული აქტის პროექტი შემუშავებულია ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით. იცვლება „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის ცალკეული პუნქტების რედაქცია, კერძოდ: – ზუსტდება, რომ იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაეცემა ნორმატიული აქტის პროექტი არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დასადგენად, არამედ ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის დასადგენადაც, თუ ნორმატიული აქტის პროექტი შემუშავებულია ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით; – 11 პუნქტით ახალი რედაქციით ყალიბდება საქართველოს კონსტიტუციასა და უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ ექსპერტიზას დაქვემდებარებული ნორმატიული აქტების პროექტების ჩამონათვალი. ამასთან, საქართველოს იმ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტების პროექტებს, რომლებიც არ ექვემდებარება სავალდებულო სამართლებრივ ექსპერტიზას, ემატება ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტის პროექტი, რაც ამ ორგანოთა (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) მიერ შესაბამის საკითხების დამოუკიდებელი განპირობებული. აღნიშნული ნორმატიული რეგულირების აქტების უფლებამოსილებით პროექტები დღეისათვის არის უკვე გათავისუფლებულია იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნისგან, „იმ ნორმატიული აქტების პროექტების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ოქტომბრის №640 ბრძანების შესაბამისად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული პუნქტის (იმ ნორმატიული აქტების პროექტების ჩამონათვალი, რომლებიც არ ექვემდებარება სამართლებრივ ექსპერტიზას) ახლებურ ფორმულირებაში აღარ არის მითითებული აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტების პროექტები. ეს ცვლილება მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და გამოწვეულია იმით, რომ აღნიშნულ ფორმულირებაში სამართლებრივ ექსპერტიზას დაქვემდებარებული ნორმატიული აქტების პროექტებიდან გამონაკლისი კეთდება არა, ზოგადად, ნორმატიული აქტების პროექტებიდან, არამედ, საქართველოს კანონქვემდებარე აქტების პროექტებიდან, რომლებსაც, ცხადია, არ მიეკუთვნება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტების პროექტები; – მე-19 მუხლიდან ამოღებულია ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი, თუ არ არსებობს მისი ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება, აქტის პროექტს სამართლებრივი დასკვნისათვის უგზავნის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული შემთხვევებისა; – კანონპროექტით განისაზღვრება, რომ თუ ნორმატიული აქტის პროექტი შემუშავებულია ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზისათვის სავალდებულო წესით გადაეცემა:  საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსადგენი საკანონმდებლო აქტის პროექტი;  საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის პროექტი;  საქართველოს სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი, გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ნორმატიული აქტის პროექტისა. – ნორმატიული აქტის მიმღები/გამომცემი ორგანო (საქართველოს პარლამენტი, ეროვნული ბანკი, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები და ა.შ.), რომლის ნორმატიული აქტი არ ექვემდებარება სავალდებულო სამართლებრივ ექსპერტიზას, უფლებამოსილი იქნება, ნორმატიული აქტის პროექტი ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის თაობაზე სარეკომენდაციო ხასიათის სამართლებრივი დასკვნისათვის გადასცეს იუსტიციის სამინისტროს, თუ იგი შემუშავებული იქნება ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით (13 პუნქტი). ეს შესაძლებლობა ხელს შეუწყობს ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების პროცესის ერთგვაროვან წარმართვას და დაახლოების ხარისხის გაუმჯობესებას; – იუსტიციის სამინისტრო მისთვის სამართლებრივი ექსპერტიზისთვის გადაცემული ნორმატიული აქტის პროექტზე სამართლებრივ დასკვნას გასცემს ნორმატიული აქტის პროექტის გადაცემიდან 10 დღის ვადაში (მე-7 პუნქტი). იუსტიციის სამინისტროს დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისობა ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან, რის შემდეგაც იგი საჭიროებს სამინისტროს ხელახალ დასკვნას (მე-8 პუნქტი). ნებაყოფლობით გაგზავნილ იმ ნორმატიული აქტის პროექტზე, რომელიც არ ექვემდებარება სავალდებულო წესით ექსპერტიზას, სამინისტროს დასკვნას ექნება სარეკომენდაციო ხასიათი; – მე-10 პუნქტში შესატანი ცვლილება აზუსტებს საკითხს, თუ რა წესით უნდა განხორციელდეს ნორმატიული აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა. განისაზღვრება, რომ ნებისმიერი (სავალდებულო თუ ნებაყოფლობით სამართლებრივ ექსპერტიზას დაქვემდებარებული) ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა განხორციელდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებპორტალით გათვალისწინებულ ნორმატიული აქტების საქმისწარმოების სისტემაში, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. ამჟამად მოქმედი „მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანების თანახმად, ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლების მქონე ორგანო (თანამდებობის პირი) ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენას, მიღებას (გამოცემას), სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადაგზავნას ან გადაცემას უზრუნველყოფს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ პორტალის – ნორმატიული აქტების საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის – მეშვეობით. გამონაკლისი იქნება საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსადგენი იმ კანონპროექტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზა, რომელიც შემუშავებულია ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით, აგრეთვე, „საიდუმლო“ გრიფის მქონე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი, რომელთა სამართლებრივი ექსპერტიზა განხორციელდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებპორტალის მიღმა – შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესების გათვალისწინებით; - მე-10 პუნქტში არსებული ჩანაწერი ნორმატიული აქტის პროექტის სამართლებრივი ექსპერტიზის დროს დასაშვებად მიიჩნევს, გარდა მატერიალური დოკუმენტებისა, ელექტრონული დოკუმენტების გამოყენებასაც. იქიდან გამომდინარე, რომ ამჟამად სამართლებრივი ექსპერტიზა წარმოებს მხოლოდ ელექტრონული წესით, საჭიროა აღნიშნული ჩანაწერის ჩანაცვლება ნორმატიული აქტების საქმისწარმოების პროგრამაზე მითითებით. ნორმატიული ცვლილებების აქტების პროექტების გათვალისწინებით, ექსპერტიზასთან შესაბამისი ცვლილებები დაკავშირებით შედის ზემოაღნიშნული ორგანული კანონის 27-ე (ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი) მუხლშიც, კერძოდ: პირველი პუნქტში შეტანილი ცვლილებით განისაზღვრება, რომ ნორმატიული აქტი (გარდა საკანონმდებლო აქტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტისა), რომლის პროექტის მიმართ გაცემულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დადებითი სამართლებრივი დასკვნა, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეცეს სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 10 დღის ვადაში. ნორმატიული აქტი (გარდა ცალკეული ნორმატიული აქტებისა, რომელთა ნორმატიული აქტების გამოსაქვეყნებლად გადაცემისათვის ამავე მუხლით სპეციალური წესებია დადგენილი), რომლის პროექტიც არ საჭიროებს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ ექსპერტიზას, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეცეს მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (გამოცემიდან) არა უგვიანეს მე-5 დღისა. მითითებითი ნორმები იცვლება ამავე მუხლის მე-9 პუნქტსა და 28-ე მუხლის (ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტის თანახმად, კანონის პირველი მუხლი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს, რაც საკმარისი დროა შესაბამისი ნორმატიული აქტების კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად და ნორმატიული აქტების საქმისწარმოების პროგრამის კანონთან შესაბამისობაში მოყვანისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების განსახორციელებლად. კანონპროექტის სხვა ნაწილები, მათ შორის, მე-2 მუხლი, კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, ვინაიდან, მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით შემუშავებული ნორმატიული აქტის პროექტის ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის დასადგენად სამართლებრივ ექსპერტიზას განახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტი მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებებისა და არსებული ადამიანური რესურსების ფარგლებში. გარდა აღნიშნულისა, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ნორმატიული აქტის პროექტის (გარდა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარსადგენი იმ კანონპროექტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის პროექტისა, რომელიც შემუშავებულია ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით, აგრეთვე, „საიდუმლო“ გრიფის მქონე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტისა) სამართლებრივი ექსპერტიზა ხორციელდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებპორტალით გათვალისწინებულ ნორმატიული აქტების საქმისწარმოების სისტემაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებპორტალით გათვალისწინებულ ნორმატიული აქტების საქმისწარმოების სისტემა შექმნილია და ფუნქციონირებს 2011 წლიდან და, კანონპროექტიდან გამომდინარე, ამ სისტემაში (პროგრამაში) მხოლოდ ნორმატიული აქტის პროექტის ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებული ექსპერტიზის ნაწილი საჭიროებს ტექნიკურ ასახვას, რასაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – ციფრული მმართველობის სააგენტო უზრუნველყოფს და ეს ტექნიკური სამუშაოები დამატებით ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.