„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-04-18
ბიუროს ნომერი 244
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) 67-ე მუხლის მე-3–მე-5 პუნქტები
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ არსებობს ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება, ეროვნული ბანკის
მიერ გამოცემული ნორმატიული აქტი გამოსაქვეყნებლად და სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდის
მისანიჭებლად დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა, გადაეცემა „საქართველოს
საკანონმდებლო მაცნეს“.
4. ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროებას განსაზღვრავს მისი მიმღები
(გამომცემი) ორგანო (თანამდებობის პირი). ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების მიზეზი
მიეთითება ნორმატიული აქტის პროექტის განმარტებით ბარათში.
5. დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი ძალაშია მასში მითითებული თარიღიდან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შემუშავება განაპირობა საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტის
პროექტის უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენის
(სამართლებრივი ექსპერტიზის) მიზნით იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენასთან დაკავშირებული
საკითხის მკაფიოდ რეგულირების საჭიროებამ. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის
ნორმატიული აქტის პროექტი მითითებულია იმ ნორმატიულ აქტებს შორის, რომლებიც არ საჭიროებს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ ექსპერტიზას, თუმცა, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის
თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი, თუ არ არსებობს მისი ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ
ამოქმედების საჭიროება, შესაბამისი აქტის პროექტს სამართლებრივი დასკვნისათვის უგზავნის
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს,
გარდა
იუსტიციის
მინისტრის
ნორმატიული
აქტით
განსაზღვრული შემთხვევებისა. ანალოგიური რეგულაცია მოცემულია „საქართველოს ეროვნული ბანკის
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტშიც. რაც შეეხება იუსტიციის
მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევებს, „იმ ნორმატიული აქტების პროექტების
განსაზღვრის შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ
დასკვნას“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 9 ოქტომბრის №640 ბრძანების თანახმად,
იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივ დასკვნას არ ექვემდებარება საჯარო სამართლის იურიდიული
პირების ნორმატიული აქტები. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საჯარო
სამართლის იურიდიული პირია, მისი ნორმატიული აქტის პროექტი, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა
ამ აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება, არ ექვემდებარება იუსტიციის სამინისტროს
სამართლებრივ ექსპერტიზას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული ბანკი თავისი
მოვალეობების შესრულებისას სარგებლობს ავტონომიური (დამოუკიდებელი) რეგლამენტირების
უფლებით. ამდენად, „ნორმატიული აქტების შესახებ“, ისე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონებში დანაწესის არსებობა საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ
ასამოქმედებელი ნორმატიული აქტის პროექტების ექსპერტიზის მიზნით იუსტიციის სამინისტროსთვის
გადაცემის შესახებ, უმოქმედო და აზრსმოკლებულია, რის გამოც საჭიროა შესაბამისი ცვლილების
განხორციელება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისი ნორმების
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონთან შეუსაბამობის აღმოფხვრა
შესაძლებელია მხოლოდ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში
(მუხლი 67) ცვლილების შეტანის გზით. გარდა ამისა, საჭიროა აღმოიფხვრას ორგანული კანონის ამავე
მუხლში არსებული ხარვეზები ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტის მიღებისა და გამოქვეყნების
წესებთან დაკავშირებით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილების შეტანით
აღნიშნული ორგანული კანონი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „ნორმატიული აქტების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონთან.
გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-3–მე-5 პუნქტები და მე-3 პუნქტიდან ამოღებული
იქნება ეროვნული ბანკის ვალდებულება – თუ არ არსებობს ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ
ამოქმედების საჭიროება, ნორმატიული აქტების პროექტი სამართლებრივი ექსპერტიზისათვის გადასცეს
იუსტიციის სამინისტროს. ამასთან, ამავე პუნქტით განისაზღვრება, რომ ეროვნული ბანკის მიერ
გამოცემული დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი გამოსაქვეყნებლად და სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდის მისანიჭებლად დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა,
გადაეცემა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ (ნაცვლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროსი),
ვინაიდან „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის მე-6 პუნქტის
თანახმად, ნორმატიული აქტი სახელმწიფო რეესტრში შეაქვს და მას სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს
ანიჭებს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“.
რაც შეეხება ნორმატიული აქტის დაუყოვნებლივ ამოქმედების მიზეზებს, მათ შესახებ განმარტება
უნდა გაკეთდეს არა ნორმატიულ აქტში ცალკე მუხლში, არამედ ამავე ნორმატიული აქტის პროექტის
განმარტებით ბარათში. ამ მიზნით, შესაბამისი ცვლილება შედის ორგანული კანონის 67-ე მუხლში. გარდა
აღნიშნულისა, ნორმათა ლოგიკური თანმიმდევრობის დაცვის მიზნით, იცვლება მითითებული მუხლის
მე-4 და მე-5 პუნქტების რედაქციებიც.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის
შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის თანახმად, კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს, რაც „ნორმატიული
აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილების ძირითადი ნაწილის ამოქმედებას
უკავშირდება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.