„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
31.05.2023
ავტორი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ნომერი
#07-2/293/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-05
ბიუროს ნომერი 262

📜 ტექსტი

მოხსენება
სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენება ივნისი, 2022 − მაისი, 2023 1|სამთავრობო პროგრამის შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა შესავალი ..................................................................................................................................................... 4 1. საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები ...... 7 1.1 საგარეო პოლიტიკა ......................................................................................................................... 7 1.2 შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა................................................................................. 31 1.3 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ........................................................................ 34 1.4 უსაფრთხოება და მართლწესრიგის დაცვა............................................................................... 42 1.4.1 საზოგადოების უსაფრთხოება და მართლწესრიგი .................................................. 43 1.4.2 ადამიანის უფლებების დაცვა ....................................................................................... 65 2. ეკონომიკური განვითარება ............................................................................................................... 73 2.1 ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩო-კრიზისიდან გამოსვლა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება ......................................................................................................................................... 73 2.2 დასაქმება ........................................................................................................................................ 81 2.3 სამეწარმეო გარემო........................................................................................................................ 83 2.4 სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა ...................................................... 91 2.5 საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის, პოტენციალის რეალიზაცია .................... 93 2.6 ინფრასტრუქტურის განვითარება ............................................................................................. 95 2.7 ენერგეტიკა ..................................................................................................................................... 99 2.8 ტრანსპორტი და ლოგისტიკა .................................................................................................... 101 2.9 კავშირგაბმულობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები ....................................................... 105 2.10 რეგიონული განვითარება ....................................................................................................... 107 2.11 სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება ............................................................... 109 2.12 გარემოს დაცვა ........................................................................................................................... 115 2.13 ტურიზმი .................................................................................................................................... 121 3. სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება ........................................ 124 3.1 ჯანმრთელობის დაცვა ............................................................................................................... 125 3.2 სოციალური დაცვა...................................................................................................................... 132 3.3 განათლება .................................................................................................................................... 133 3.4 მეცნიერება .................................................................................................................................... 147 3.5 ახალგაზრდული პოლიტიკა ..................................................................................................... 151 3.6 კულტურა ..................................................................................................................................... 152 3.7 სპორტი .......................................................................................................................................... 157 2|სამთავრობო პროგრამის შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა 4. სახელმწიფო მმართველობა ............................................................................................................ 159 4.1 საჯარო მმართველობის რეფორმა............................................................................................ 159 4.2 ელექტრონული მმართველობა და სახელმწიფო სერვისები .............................................. 162 4.3 ანგარიშვალდებულება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ........................................... 164 3|სამთავრობო პროგრამის შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა შესავალი სამთავრობო პროგრამით დასახული მიზნების შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მტკიცედ მიუყვება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების დღის წესრიგს და, გლობალური გამოწვევების ფონზე, ახორციელებს მშვიდობიან და პრაგმატულ პოლიტიკას. რეფორმათა განხორციელება და ქვეყნის ინსტიტუციური გაძლიერება გრძელდება პროგრამით განსაზღვრული ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით, რაც წარმოადგენს საგზაო რუკას საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და კეთილდღეობის ამაღლებისათვის. 2022 წელს, საქართველოს მთავრობის №517 დადგენილებით დამტკიცდა „ხედვა 2030 − საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთიან ხედვას და მდგრადი განვითარების ყველა ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას აერთიანებს. სტრატეგიის შესაბამისად, 2030 წლამდე საქართველოს მთავრობა გაატარებს რეფორმებს ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის განვითარების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერების, კარგი მმართველობის, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებისათვის. გასული წელი საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე ისტორიული შედეგით აღინიშნა − 2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისკენ. ევროინტეგრაციის გზაზე მორიგი ხელშესახები ნაბიჯი ხაზს უსვამს მთავრობის თანმიმდევრულ პოლიტიკას და საქართველოევროკავშირის ურთიერთობები ახალ ფაზაში გადაჰყავს, რაც, თავის მხრივ, კატალიზატორია რეფორმების ტემპის ინტენსიფიკაციისათვის. ამ მიმართულებით გრძელდება ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულება და საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც წარმოადგენს ჩარჩოს ევროკავშირთან მეტი დაახლოებისათვის ყველა პრიორიტეტულ სექტორში. გაზრდილი გეოპოლიტიკური საფრთხეების ფონზე, გაღრმავდა ურთიერთობები ნატოსთან − მადრიდის სამიტზე დამტკიცდა საქართველოსთვის მორგებული ღონისძიებათა დოკუმენტი, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასა და მედეგობას. საქართველო და აშშ კვლავ რჩებიან საიმედო მოკავშირეებად და სტრატეგიულ პარტნიორებად, ასევე საქართველო ინარჩუნებს ორპარტიულ მხარდაჭერას აშშ-ის კონგრესში და ხელს უწყობს აშშ-ის ჩართულობის ზრდას შავი ზღვის რეგიონში. საქართველოს მთავრობის ძალისხმევა შეუქცევადად არის მიმართული რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, დევნილი მოსახლეობის მშვიდობიანი დაბრუნებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვისაკენ. ამისათვის საქართველოს დიპლომატიური სამსახური შესაძლებლობების ფარგლებში იყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა მობილიზებულ იქნეს მაქსიმალური საერთაშორისო ყურადღება და გაძლიერდეს წნეხი 4|სამთავრობო პროგრამის შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა რუსეთის ფედერაციაზე, რომ მან შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები. მთავრობა აქტიურად მუშაობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის. აშშ-თან თანამშრომლობით, დაიწყო თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) განხორციელება, მიმდინარეობს ურთიერთთავსებადობის ამაღლება ნატოს წევრ ქვეყნებთან და ამ მიზნით საქართველო ჩართულია სამხედრო სწავლებებში. თავდაცვის სფეროს რეფორმირებისა და სამხედრო სამსახურის გაძლიერებისათვის მომზადდა თავდაცვის კოდექსის პროექტი, რომელიც განიხილება საქართველოს პარლამენტში. უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, წარიმართა მუშაობა დანაშაულთან ბრძოლის სისტემის გაძლიერებისა და საპოლიციო საქმიანობის გაუმჯობესებისათვის, რისთვისაც გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, გამოძიების ხარისხის ამაღლება და მისი ინსტიტუციური გაძლიერება. დამტკიცდა 2022 − 2030 წლების ადამიანის უფლებების დაცვის სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის გრძელვადიან ხედვას და კონკრეტულ მიზნებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფისა და სისტემური დაცვისათვის. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის. ზედიზედ მეორე წელს მიღწეულ იქნა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა (2022 წელს − 10,1%), რომელიც საფუძვლად დაედო მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას და უმუშევრობისა და სიღარიბის დონის რეკორდულად დაბალი მაჩვენებლის მიღწევას. ამასთან, სამიზნე მაჩვენებელს ქვემოთ შემცირდა ინფლაცია. წინასწარი შეფასებით, ეკონომიკური ზრდა მდგრადია 2023 წელსაც და პირველი კვარტალის საშუალო მაჩვენებელი 7,2%-ს შეადგენს. განსაკუთრებით სწრაფად აღდგა ტურიზმის სექტორი, რომელმაც გააუმჯობესა პრეპანდემიური შედეგები და 2023 წლის პირველ კვარტალში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 37,5%-ით გაიზარდა. სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის განვითარებასა და დახვეწაზე. ჯანდაცვის სფეროში სისტემური რეფორმებისა და ახალი მექანიზმების დანერგვით სულ უფრო მცირდება მოსახლეობის ფინანსური ტვირთი და ჯიბიდან გადახდების წილი, რომელმაც 2022 წელს 41% შეადგინა. ამოქმედდა დიაგნოზით შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მეთოდოლოგია, რაც საშუალებას იძლევა, არსებული რესურსი უფრო ეფექტიანად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად გაიხსნა თურქეთის ბაზარი და ფარმაცევტულ პროდუქტებზე დაწესდა რეფერენტული ფასები. შედეგად, მოსახლეობისათვის მედიკამენტური საშუალებები დაახლოებით 40%-ით გაიაფდა. მაღალკვალიფიციური და თანამედროვეობის საჭიროებებზე მორგებული ადამიანური კაპიტალი წარმოადგენს გრძელვადიან საწინდარს საქართველოს განვითარებისა და ღირსეული პოზიციონირებისათვის. ამ მიზნით, მთავრობა კვლავაც მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავდა განათლების სისტემის რეფორმის განხორციელებისა და თითოეულ საფეხურზე სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისაკენ. თანასწორი, ინკლუზიური და მაღალი 5|სამთავრობო პროგრამის შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ხარისხის განათლების სექტორის ჩამოყალიბებისათვის დამტკიცდა „2022 − 2030 წლების განათლებისა და მეცნიერების ეროვნული სტრატეგია“. დაიწყო საბავშვო ბაღების მშენებლობის/რეაბილიტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში, 885 ბაღი აშენდება და რეაბილიტირდება და ამ მიზნით სახელმწიფო 1,3 მილიარდ ლარს დახარჯავს. დაიწყო 1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, ჯამში, დასრულებულია 133 და მიმდინარეობს 53 საჯარო სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია. დაინერგა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზების განახლებული მოთხოვნები და სტანდარტები და გაიზარდა მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება. სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული მიზნების ეფექტიანი განხორციელებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ სისტემას. საქართველოს მთავრობამ ინტენსიურად ითანამშრომლა ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ინკლუზიურად შეიმუშავა „საჯარო მმართველობის რეფორმის 2023 − 2026 წლების სტრატეგია“, რომელიც მოიცავს რეფორმებს პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის, საჯარო სამსახურის, ანგარიშვალდებულებისა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების სფეროებში. გრძელდება დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელება და ადგილობრივი თვითმმართველობების როლის ზრდა ქვეყნის განვითარებაში. თვისებრივად გაუმჯობესდა ანტიკორუფციული მექანიზმები − შეიქმნა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანო − სსიპ − ანტიკორუფციული ბიურო, რომლის მანდატის ქვეშაც გაერთიანდა კორუფციასთან ბრძოლის საკვანძო ასპექტები. ზემოთ აღნიშნულ მნიშვნელოვან შედეგებთან ერთად, წინამდებარე ანგარიში მოიცავს დეტალურ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ძირითადი აქტივობებისა და ღონისძიებების შესახებ, სამთავრობო პროგრამაში გაწერილი პრიორიტეტებისა და რეფორმების დღის წესრიგის შესაბამისად. 6|სამთავრობო პროგრამის შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა 1. საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები 1.1 საგარეო პოლიტიკა საქართველოს მთავრობა ინტენსიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და რუსეთსაქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით. 2022 წელს (5 ოქტომბერს) გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთი რაუნდი. 2023 წლის 4-5 აპრილს, ჩატარდა რიგით 57-ე რაუნდი. მოლაპარაკებებზე მთავარ თემებს წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა, მათ შორის, ოკუპირებული რეგიონებიდან რუსული ძალების გაყვანისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საკითხები და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (იპრმ) 6 შეხვედრა (2022 წლის 7 ივნისი, 23 სექტემბერი, 10 ნოემბერი და 2023 წლის 17 იანვარი, 2 მარტი, 27 აპრილი), სადაც განხილულ იქნა ყველა საკითხი, რაც დღესდღეობით მწვავედ დგას. ქართული მხარე კვლავ აქტიურად აყენებდა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (იპრმ) უპირობოდ და ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად აღდგენის საკითხს ყველა შესაბამის დონეზე. მუდმივ რეჟიმში ხდებოდა პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკის, ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე. გრძელდება საქართველოს ინტერესების დაცვა სახელმწიფოთაშორის დავაზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, ქართული მხარის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ და „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცედურები. მინისტრთა კომიტეტმა გამოსცა მკაცრი გადაწყვეტილებები/რეზოლუციები რუსეთის ფედერაციის მიმართ, სადაც ხაზგასმულია როგორც მოპასუხე სახელმწიფოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდის, ისე ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებზე საფუძვლიანი, ყოვლისმომცველი, დამოუკიდებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიების ჩატარებისა და 7|სამთავრობო პროგრამის შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა იძულებით გადაადგილებული უზრუნველყოფის უპირობო ქართველების ვალდებულებები. საკუთარ 2022 წლის სახლებში დაბრუნების დეკემბერში მინისტრთა კომიტეტმა შეიმუშავა რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის სტრატეგია, რომელიც ქართული მხარის ინიციატივით შეიქმნა. სტრატეგიის მიზანია, რუსეთის ფედერაციისთვის ევროპის საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის პირობებში, მინისტრთა კომიტეტმა ყველა დაინტერესებული წევრი სახელმწიფოს ჩართულობით შეიმუშაოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულების მექანიზმი. საერთაშორისო თანამეგობრობას მიეწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების საქმეზე – „მამასახლისი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომამდეც იყო და რუსეთის ფედერაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ასევე, 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული 24 000-ამდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ. 2022 წლის 16 დეკემბერს, თითქმის შვიდწლიანი განხილვის შემდეგ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა. პროკურორის ოფისის აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ აგვისტოს ომის ფარგლებში არ გამოკვეთილა ქართული მხარის არცერთი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული უმძიმესი მდგომარეობა აქტიურად იყო დასმული და განხილული ორმხრივ ფორმატში გამართული ვიზიტებისას, ყველა დონის შეხვედრაზე, პოლიტიკური კონსულტაციებისა და მაღალი დონის ორმხრივი დიალოგების, ასევე საქართველო-ბრიტანეთის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მერვე რაუნდის, ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის სამმხრივი კონსულტაციების ფარგლებში და ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგის ფორმატებში, როგორიცაა: უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველოევროკავშირის დიალოგის მეთხუთმეტე შეხვედრა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს სხდომა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომები, საქართველო-ევროკავშირი-აშშ-ის სამმხრივი შეხვედრა. ამავე მიზნით, აქტიური მუშაობა წარიმართა საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი ფორმატების გამოყენებისათვის. 8|სამთავრობო პროგრამის შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ინტენსიური მუშაობა გრძელდებოდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებისა და ინდივიდუალური ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შესაძლო შემზღუდავი ზომების დაწესების მიზნით. შესაბამისად, სიისადმი მხარდაჭერა და სანქციების დაწესების მოწოდება ასახულია მათ არაერთ დოკუმენტში. საანგარიშო პერიოდში ქართული მხარე ყველა შესაძლო დონეზე მუდმივად უსვამდა ხაზს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შემდგომი გაძლიერებისა და მანდატის სრულად ინტენსიური იყო თანამშრომლობა მისიის განხორციელების აუცილებლობას. წარმომადგენლებთან საოკუპაციო ხაზთან ვითარების ესკალაციის პრევენციის მიზნით. ქართული მხარე აგრძელებდა ინტენსიურ ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების კუთხით. მიმდინარეობდა მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, რისკების ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით. ამ კონტექსტში გრძელდებოდა ინტენსიური თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებსა და სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფოებთან. 2022 წლის ივნისში, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, რის საფუძველზეც, საქართველომ სამეზობლო პოლიტიკიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა. გადაწყვეტილებისთანავე ქვეყანა შეუდგა ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას. ამ მიზნით, პარლამენტში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები პარლამენტის წევრების, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით. საქართველოს მიერ ამ კუთხით განხორციელებული ძალისხმევის თაობაზე მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით შეიქმნა უწყებათშორისი ჯგუფი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში არაერთი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის დედაქალაქებში და შეხვედრები გამართა როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 2023 წლის თებერვალში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ავსებს 2022 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ევროკომისიის მოსაზრებას და აფასებს ევროკავშირთან საქართველოს ინსტიტუციური და სამართლებრივი დაახლოების დონეს. ანგარიშის თანახმად, საქართველო წევრობისთვის მომზადების დონით 6 მიმართულებიდან 3-ში უსწრებს კერძოდ, უკრაინასა და მოლდოვას, კონკურენტუნარიანობა და შიდა ბაზარი. ესენია: ფუნდამენტური საკითხები, 2023 წლის 19 აპრილს საქართველომ, ევროკომისიის მოთხოვნის თანახმად, ევროკავშირს გადასცა გაწევრიანების ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმების სტრუქტურის (35 თავი) მიხედვით 9|სამთავრობო პროგრამის შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა წლის განმავლობაში ევროკაშირთან საკანონმდებლო და ინსტიტუციური დაახლოების კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები. აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2023 წლის ოქტომბერში ევროკომისია საქართველოს შესახებ, გაწევრიანების პროცესში მყოფ სხვა ქვეყნებთან ერთად, გაფართოების პაკეტის ფარგლებში გამოაქვეყნებს ანგარიშს და შეიმუშავებს რეკომენდაციას ევროპული საბჭოსთვის, რომელმაც წლის ბოლოს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. 2023 წლის 10 მაისს ბერლინში ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების სამუშაო გაიმართა. ამბასადორიალზე განიხილეს ქვეყნის შეხვედრა − ამბასადორიალი მიერ ევროინტეგრაციის კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სამომავლო გეგმები, საუბარი შეეხო შიდა სამუშაო გეგმას, რომელიც უნდა განხორციელდეს წლის ბოლომდე, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. საანგარიშო პერიოდი გამორჩეული იყო ორმხრივი ვიზიტებისა და ინსტიტუციური დიალოგის დინამიკით. ამ მხრივ, აღსანიშნავია ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი; ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (COEST) ვიზიტი; სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის სამუშაო ვიზიტი. ასევე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეგიდით, 2022 წლის დეკემბერში ქ. თბილისში გაიმართა ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი. 2022 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა, რომელიც აღნიშნული ფორმატის პირველი შეხვედრა იყო საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შემდეგ. სხდომაზე ოფიციალურად დამტკიცდა საქართველო-ევროკავშირის 2021 − 2027 წწ ასოცირების დღის წესრიგი. საბჭოს სხდომის პარალელურად გაიმართა პრემიერისა და საგარეო საქმეთა წარმომადგენელთან, მინისტრის ორმხრივი სამეზობლოსა და შეხვედრები გაფართოების ევროკავშირის საკითხებში უმაღლეს ევროკომისართან, ევროპარლამენტის წევრებთან, ბელგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან. 2022 წლის 22 ივნისს შედგა ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის მორიგი შეხვედრა. 2022 წლის დეკემბერში საქართველოში პირველად გაიმართა ევროინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციები საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების (ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია) საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროების მაღალი რანგის დიპლომატებს შორის, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და ბალკანეთის გამოცდილების გაზიარება და ქვეყნებს შორის ევროკავშირთან ევროინტეგრაციის სექტორული საკითხებზე დაახლოების კუთხით კავშირების ინიციირება/გაძლიერება. 10 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა საანგარიშო პერიოდში განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების მაღალი და უმაღლესი დონის ოფიციალური პირების ვიზიტები ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში. გაიმართა მაღალი დონის შეხვედრები: შარლ მიშელთან, რობერტა მეცოლასთან, ოლივერ ვარჰეისთან, ჟოზეფ ბორელთან, ოლაფ შოლცთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, ევროპაში მოკავშირე ძალების უმაღლეს სარდალთან, აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურთან, გენერალ კრისტოფერ კავოლისთან, ეუთოს გენმდივანთან, კონგრესმენ ერიკ სლოველთან, EBRD-ის პრეზიდენტთან, ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტთან. 2022 წლის 30 აგვისტოს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის − ჩეხეთის ორგანიზებით, ქ. პრაღაში შედგა ევროკავშირის წევრი ქვეყნების, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა ე.წ. გიმნიხის (Gymnich) ფორმატში. აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის მხრიდან სამი ქვეყნის ევროპული პერსპექტივისა და მისი რეალიზაციის მხარდაჭერის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი იყო. ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ირლანდიის, ესტონეთის, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ამასთან ერთად, გრძელდებოდა აქტიური კომუნიკაცია ევროკომისიასთან მაღალი დონის ახალი ფორმატების შეხვედრების ინიციირების მიზნით, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროში. უნდა აღინიშნოს ევროპარლამენტის დოკუმენტებსა და ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოებისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ ანგარიშებში ასახული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ (ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დებატები გაიმართა და კენჭი ეყარა 2023 წლის 17-18 იანვარს). გრძელდებოდა ევროკავშირთან თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის ფარგლებში. საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ფორმატის სამომავლო სამუშაო გეგმის შემუშავებასა და დამტკიცებაში. 2022 წლის 12 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელზეც დიდი ყურადღება დაეთმო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებულ გამოწვევებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის ფარგლებში წევრ ქვეყნებთან არსებულ თანამშრომლობასა და მის სამომავლო განვითარებას. გრძელდებოდა მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით საქართველოსთვის გათვალისწინებული საფლაგმანო ინიციატივების განხორციელების კუთხით. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია გაწეული ძალისხმევა შავ ზღვაზე დაკავშირებადობის განვითარების მიზნით, მათ შორისაა საქართველოს მიერ ინიციირებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის სტრატეგიული პროექტი. 2022 წლის 15 ნოემბერს ევროკავშირის ინიციატივით საქართველოს 11 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა (მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად) მიენიჭა დამკვირვებლის სტატუსი „ტრანსპორტის გაერთიანების“ (TCT) შესაბამის ორგანოებში. მომზადდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და 2022 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვისა და წლის ანგარიშები, მომზადდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში არსებული ვალდებულებების შესრულების 2022 წლის ანგარიში, რომელიც წარედგინა ევროკომისიას. ევროკავშირთან სექტორული ინტეგრაციის უზრუნველყოფის მიზნით, გაიმართა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თემატური ჯგუფების 5 შეხვედრა. 2022 წლის 20 სექტემბერს საქართველომ „ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრიანების განაცხადი გააკეთა, რაც ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების და ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე. გარდა ამისა, 2022 წლის 3 ოქტომბერს საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაციაზე. ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შესატანად, რომელიც პარლამენტში გადის საკომიტეტო მოსმენებს. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ნორმატიული პროექტები შემუშავებული იქნება ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით, ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს დასკვნა გახდება სავალდებულო. ამასთან, ასოცირების დაახლოების პროცესის შესახებ შეთანხმებით ეფექტიანი გათვალისწინებული მონიტორინგისთვის შემუშავდა სამართლებრივი ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ვალდებულებების ელექტრონული აღრიცხვისა და მონიტორინგის სისტემა, რომელიც 2023 წლის ივნისიდან ამოქმედდება. ელექტრონული პლატფორმა აღრიცხავს მონაცემებს მიმდინარე, შესრულებულ თუ სამომავლო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის შესახებ. ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის შეფასების კუთხით, სამართლებრივი ექსპერტიზის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში მომზადდა 68 სამართლებრივი დასკვნა ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ევროკავშირის დირექტივებთან, რეგულაციებსა და გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებთან დაკავშირებით. გრძელდებოდა საქართველოს სამართლებრივი აქტების ინგლისურენოვანი ვერსიებისა და ევროკავშირის სამართლებრივი აქტების ქართულენოვანი ვერსიების მაღალ პროფესიულ დონეზე შექმნა. საანგარიშო პერიოდში, ითარგმნა და დარედაქტირდა ათასობით გვერდი (ჯამში − 14 000 გვერდამდე). 12 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა გრძელდება საკანონმდებლო მაცნის მთარგმნელობითი ცენტრის კრებულის მუდმივი განახლება და ამ ეტაპზე „ევროტერმბანკის“ სერვერზე განთავსებულ მაცნის მთარგმნელობითი ცენტრის კრებულში ასახულია 25,000-ზე მეტი ტერმინი. ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2023 წლის მარტში შემუშავდა სასწავლო მოდული ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების თემატიკაზე, რომელიც ყოველწლიურად განხორციელდება. საჯარო მოხელეებისათვის 2022 წლის ივლისში, ქართული კომპანიებისთვის გაიხსნა ევროკავშირის საჯარო შესყიდვების ბაზარი, რაც კომპანიებს აძლევს საშუალებას, ჩაერთონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო ტენდერებში. გრძელდება მუშაობა ქართული პროდუქციისთვის ევროპულ ბაზრებზე შესვლისათვის კონკრეტული აქტივობების განხორციელების მიზნით, მათ შორის, აღსანიშნავია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების მიზნით მიმდინარე სამუშაოები. გრძელდება აქტიური მუშაობა ევროკავშირის ჩარჩოპროგრამებში მონაწილეობისა და სპეციალურ სააგენტოებთან თანამშრომლობის კუთხით. საანგარიშო პერიოდში საქართველომ შეთანხმებები გააფორმა ევროკავშირის საბაჟო და საგადასახადო (FISCALIS) პროგრამებთან ასოცირების შესახებ. დინამიკურად ვითარდებოდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობა. ნატოში საქართველოს გაწევრების პროცესის ხელშესაწყობად, გაიმართა კონსულტაციები და მაღალი დონის შეხვედრები თბილისში, ბრიუსელსა და ნატოს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. 2022 წლის 10-11 ნოემბერს, საქართველოს ეწვია ნატოს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტი. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომდგენლებთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს ნატოში გაწევრიანების, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების საკითხები. 2022 წლის 30 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ბუქარესტში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრო. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი და მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები, მადრიდის სამიტზე დამტკიცებული, საქართველოზე მორგებული დახმარების პაკეტის იმპლემენტაციის თაობაზე. გარდა ამისა, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ ნატოს მაღალი რანგის წარმომადგენლები: გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა და ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ირენ ფელინი. 13 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა საანგარიშო პერიოდში, ალიანსმა შეიმუშავა 2022 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროგრესს ნატოში გაწევრიანების გზაზე. 2023 წლის მარტში კი, საქართველომ შეიმუშავა 2023 წლის რიგით მე15 წლიური ეროვნული პროგრამა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი საბოლოო დოკუმენტი წარედგინა ნატოს მხარეს 17 მაისს, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. მიმდინარეობდა ნაყოფიერი მუშაობა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებშიც. საანგარიშო პერიოდში ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის 8 სხდომა. 2023 წლის 17-19 თებერვალს, საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, დაესწრო მიუნხენის უსაფრთხოების 59-ე კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც პრემიერ-მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა როგორც პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან. კონფერენციის ერთ-ერთი პანელი კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებასა და არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა, სადაც პრემიერ-მინისტრმა დაწვრილებით ისაუბრა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებზე, რეგიონალური უსაფრთხოებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. გაიმართა ისტორიული პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილებდნენ სამხრეთ კავკასიის სამი ლიდერი (ირაკლი ღარიბაშვილი, ილჰამ ალიევი, ნიკოლ ფაშინიანი) და ეუთოს გენერალური მდივანი. 2023 წლის 25 აპრილს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა გამართა ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობის საკითხები. ქართული მხარე აქტიურად მუშაობს 2023 წლის ვილნიუსის სამიტზე საქართველოს უმაღლეს დონეზე დასწრებისა და სათანადოდ წარმოჩენის უზრუნველსაყოფად. საანგარიშო პერიოდში ინტენსიური ძალისხმევა იქნა მიმართული ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც საქართველოს მთავარ მოკავშირესთან, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისა და გაღრმავებისაკენ, მათ შორის, დეოკუპაციის, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განმტკიცების, ნატოში ინტეგრაციის, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ვითარდებოდა თანამშრომლობა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე. საანგარიშო პერიოდში შედგა საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაციის ვიზიტი სენატორების − ჯინ შაჰინისა და რიჩარდ დურბინის შემადგენლობით. აშშ-ის კონგრესის მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა 2022 წლის 29 დეკემბერს ძალაში შესული აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, რომელიც, უკვე 14 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა მე-8 წელია, მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ 2022 ფისკალური წლისთვის საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება კვლავ უმაღლეს ნიშნულზეა და 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს. აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში (NDAA), რომელიც ძალაში 2022 წლის დეკემბერში შევიდა, შავი ზღვის რეგიონისადმი დაფიქსირებული განსაკუთრებული ინტერესი. კანონი ხაზს უსვამს კოლექტიური ძალისხმევის აუცილებლობას შავი ზღვის ქვეყნების თავდაცვითი და მდგრადობის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის და რეგიონის ყველა ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით, შავი ზღვისთვის მთავრობათაშორისი და უწყებათაშორისი სტრატეგიების მიღებას. საანგარიშო პერიოდი დატვირთული იყო ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტებით, რაც ნათლად ასახავს ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მზარდ ტენდენციას. 2023 წლის მარტში აშშ-ის კონგრესში ინიციირებულ იქნა ორპარტიული „შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი“, სადაც ხაზგასმულია ამ რეგიონის მნიშვნელობა ევროატლანტიკური სივრცის და გლობალური უსაფრთხოების კუთხით და აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ გამოთქმულია მოწოდება შავი ზღვის რეგიონთან დაკავშირებით ქმედითი სტრატეგიის შემუშავების შესახებ. ნიშანდობლივია, რომ აქტი აღნიშნავს თავდაცვის, უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას. ამავე კონტექსტში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, კონგრესის დავალებით, დაიწყო „აშშ-ის შავი ზღვის სტრატეგიის“ შემუშავება, რა მიზნითაც, რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად, ვაშინგტონი აქტიურ კონსულტაციებს მართავს ქართულ მხარესთანაც. ამერიკის შეერთებულ შტატებთან სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოსა და აშშ-ს შორის ექსტრადიციის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებაზე, რა მიზნითაც 2023 წლის 31 იანვრიდან 2 თებერვლის პერიოდში თბილისში გაიმართა კონსულტაციები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ვაშინგტონი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციებისა და შეზღუდვების შესრულების საკითხს. ამ მხრივ, აღსანიშნავია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის „საქართველოში საინვესტიციო კლიმატის“ თაობაზე მოხსენება, რომლის თანახმად, საქართველო სრულფასოვნად იცავს ფინანსური სანქციების რეჟიმს და იღებს შესაბამის ზომებს, რათა ქვეყნის ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციებისა და შეზღუდვების გვერდის ავლისთვის. ამერიკული მხარე დადებითად აფასებს საქართველოს მიერ სანქციების რეჟიმის დაცვას. 15 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და აშშ-იდან ინვესტიციების წახალისების მიზნით, მათ შორის, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხზე პროგრესის მისაღწევად, გრძელდება მუშაობა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ბიზნესისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან. 2022 წლის 21-22 ივნისს, შედგა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელი დირექტორის, სკოტ ნეითანის ვიზიტი საქართველოში. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 2023 წლის 4-6 აპრილს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწე საერთაშორისო ბაზრების საკითხებში, არუნ ვენკატარამანი, ხოლო 2023 წლის 11 აპრილს − აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწე ექსპორტის ადმინისტრირების საკითხებში, თია როზმან კენდლერი. აქტიურად გრძელდება კანადურ მხარესთან უცხოური ინვესტიციების დაცვის შეთანხმებაზე (FIPA) მოლაპარაკებები, რომლის ხელმოწერაც 2023 წლის ბოლომდე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კანადასთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშესაწყობად. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე ევროკავშირის საბჭოს 2022 წლის 23 ივნისის ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ კი, განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა ორმხრივი ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან, როგორც პოლიტიკური დიალოგის, ისე დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით. ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული კავშირების განმტკიცების, ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით და საქართველოს ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში, შედგა უპრეცედენტო რაოდენობის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის - 36 ორმხრივი ვიზიტი. პროაქტიულად დაიგეგმა და განხორციელდა ასევე საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან, საერთაშორისო ფორუმების კონსულტაციების ფორმატში შეხვედრები გაიმართა ფარგლებში. კვიპროსთან, პოლიტიკური ლიეტუვასთან, რუმინეთთან, სლოვენიასთან, იტალიასთან, ირლანდიასთან. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საქართველოს ევროპული მომავლისადმი გერმანიის მხრიდან დაფიქსირებული ღია პოლიტიკური მხარდაჭერა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ფედერალური კანცლერის მიერ გამოხატულ მზადყოფნას, დაეხმაროს გერმანია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც მან 2022 წლის 14 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბერლინში ვიზიტის ფარგლებში დააფიქსირა. ამის პირდაპირი გამოძახილი იყო 2023 წლის 23-24 მარტს, თბილისში, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ვიზიტი, სადაც მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპა და საქართველოსა და ქართველი ხალხის ადგილი ევროპაშია. 16 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა 2022 წლის სექტემბერში გერმანიასთან გაფორმდა თანამშრომლობის პროგრამა 2022 − 2025 წლებისათვის, რომელიც მოიცავს სამართლებრივი თანამშრომლობის გაძლიერებასა და პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერას. გაგრძელდა მჭიდრო თანამშრომლობა საფრანგეთთან. 2023 წლის 28 აპრილს თბილისს ეწვია საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც მკაფიოდ დააფიქსირა საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი და მზადყოფნა, დაეხმაროს საქართველოს, რათა ქართველი ხალხის ევროპული ოცნება იქცეს რეალობად. საანგარიშო პერიოდში, თბილისს ასევე ეწვია საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიური მრჩეველი. შედგა საქართველოს პრეზიდენტის არაერთი ვიზიტი საფრანგეთში. ამ ორი სტრატეგიული პარტნიორის − გერმანიისა და საფრანგეთის მხრიდან საქართველოსადმი პოლიტიკური თანადგომის კიდევ ერთი გამოხატულება გახლდათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის ასახვა გერმანულ-ფრანგულ ერთობლივ დეკლარაციაში, რომელიც ელისეის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით იქნა მიღებული. გაგრძელდა პოლიტიკური დიალოგი გერმანულ და ფრანგულ მხარეებთან „ქართულგერმანულ-ფრანგული პოლიტიკური სამკუთხედის“ ფორმატის ფარგლებში. 2023 წლის 1 მარტს ბერლინში გაიმართა სამმხრივი კონსულტაციების მორიგი რაუნდი, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა კონსოლიდაციის მიზნით, გათვალისწინებით, ისე ჰქონდა როგორც ევროპული გერმანია-საფრანგეთის საქართველოს უსაფრთხოების მეტი მხარდაჭერის ევროპული პერსპექტივის არქიტექტურის ამჟამინდელი ტრანსფორმაციის ფონზე. უპრეცედენტო დინამიკით გამოირჩეოდა ორმხრივი ურთიერთობები გაერთიანებულ სამეფოსთან. 2023 წლის 26-27 იანვარს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ლონდონში და „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მე-8 რაუნდი. ფორმატის არსებობის ისტორიაში პირველად, დიალოგის ერთობლივ კომუნიკეში ჩაიწერა ტერმინი „ოკუპაცია“. 17 მარტს საქართველოს, 7-წლიანი პაუზის შემდეგ, ვიზიტით ეწვია დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა დიდი ბრიტანეთის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის დიდი ბრიტანეთის სტრატეგიული პარტნიორი. სწორედ აღნიშნულის მორიგ დასტურს წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს საგარეო, უსაფრთხოების, თავდაცვისა და განვითარების პოლიტიკის ინტეგრირებული კვლევის განახლებული ვარიანტი, სადაც პრემიერ-მინისტრის წინასიტყვაობაში ნახსენებია საქართველო და გამოყენებულია ტერმინი − „ოკუპაცია“. ახალ ნიშნულზე გადავიდა ურთიერთობები ნორდიულ რეგიონთან. საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა ნორვეგიისა და დანიის დიპლომატიური წარმომადგენლობები. 17 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ამასთან, თბილისში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ისევე, როგორც დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელისა, რომელსაც თან ახლდა საპარლამენტო და ბიზნესდელეგაცია, იყო საქართველოს უპირობო მხარდაჭერის კიდევ ერთი ძლიერი გამოხატულება. დანიასთან მზარდი დინამიკის მაჩვენებელია ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ახალი სტრატეგია, რომელშიც საქართველო სახელობითად არის მოხსენიებული ევროკავშირში ინტეგრაციისა და რუსეთის ფედერაციიდან მომავალი საფრთხეების კონტექსტში. საქართველოს ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა 2023 წლის 13-15 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს შვედეთში. 29-30 მარტს შვედეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის − კრონპრინცესა ვიქტორიას საქართველოში ვიზიტი გახლდათ ისტორიული, ვინაიდან, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს პირველად ეწვია ოფიციალური ვიზიტით ევროპული მონარქიების წარმომადგენელი. ურთიერთობებში ხაზგასასმელია ისტორიული სახის ვიზიტების ავსტრიასთან ურთიერთგაცვლა. 2022 წლის 8 ივლისს შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში, რომლის საპასუხოდ, 2023 წლის 30 იანვარს, ასევე პირველად, საქართველოს ორმხრივი ვიზიტით ეწვია ავსტრიის ფედერალური კანცლერი. კანცლერის ეს ვიზიტი იყო რეგიონში საქართველოს, როგორც გეოსტრატეგიული პარტნიორის, კიდევ ერთი აღიარება. ამასთან, 2022 წლის ნოემბერში გაფორმდა მემორანდუმი ავსტრიის რესპუბლიკასთან, რომელიც უზრუნველყოფს ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში. განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა ურთიერთობები იტალიასთან. 2023 წლის 21 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რომში ვიზიტისას, ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას ქართულ-იტალიური მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების თაობაზე, რაც მიზნად ისახავს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ვაჭრობის, ეკონომიკის, ასევე განათლებისა და კულტურის სფეროებში. მხარდაჭერის დასტური იყო ასევე, 2023 წლის დასაწყისში, იტალიის მთავრობის მიერ გამოცემულ დეკრეტში Decreto flussi საქართველოს დამატება პირველად იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც იტალიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ. ამასთან, 2023 წლის დასაწყისში იტალიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ესპანეთთან ურთიერთობების კუთხით ხაზგასასმელია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მადრიდში, რაც მნიშვნელოვანი იყო როგორც ორმხრივი კავშირების განმტკიცების, ისე საქართველოს ევროპული პერსპექტივის კონტექსტში, ვინაიდან, სწორედ ესპანეთი უხელმძღვანელებს ევროკავშირის საბჭოს 2023 წლის 1 ივლისიდან. აღსანიშნავია ბენილუქსის ქვეყნებთან თანამშრომლობის გააქტიურებული დინამიკა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით სტუმრობდა ნიდერლანდების სამეფოს 18 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა (2022 წლის 9 ივნისი). ამასთან, ნიდერლანდურ მხარესთან გრძელდებოდა ინტენსიური კომუნიკაცია სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის არაერთი ორმხრივი შეხვედრა ბელგიელ და ლუქსემბურგელ კოლეგებთან. ირლანდიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მორიგი დასტური იყო სენატის მიერ 2022 წლის 14 ივნისს მიღებული რეზოლუცია, რომლითაც იგი მოუწოდებს ევროკავშირს, მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. საანგარიშო პერიოდში აქტიური დინამიკით გამოირჩეოდა ურთიერთობები „ვიშეგრადის“ ჯგუფის ქვეყნებთან. ინტენსიური იყო მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა ჩეხეთის რესპუბლიკასთან, რომელიც 2022 წლის მეორე ნახევარში ასრულებდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ფუნქციას. 2022 წლის 6-7 ოქტომბერს ჩეხეთს ეწვია საქართველოს პრემიერ-მინისტრი („ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ სამიტის ფარგლებში), 30-31 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ [„გიმნიხის“] შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით, ხოლო 9-10 ნოემბერს შედგა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში. 2022 წლის ოქტომბერში ჩეხეთის იუსტიციის მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც ფარავს შემდეგ საკითხებს: იუსტიციის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით რეფორმების თაობაზე გამოცდილების გაზიარებას; სამართლის დიგიტალიზაციისა და ელექტრონული მმართველობის საკითხებს; საქართველოს კანონმდებლობის დაახლოებას ევროკავშირის სამართალთან; სამოქალაქო და კომერციულ საქმეებზე, ასევე სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას; ნოტარიატის სფეროში თანამედროვე მიდგომებს; აღსრულების სისტემის და გადახდისუუნარობის პროცედურების ადმინისტრირებას; პენიტენციური და პრობაციის სისტემების მართვას; მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და სხვ. ანალოგიური მიმართულებებით გაფორმდა მემორანდუმი 2023 წლის აპრილში პორტუგალიის რესპუბლიკასთან. გარდა ამისა, სამართლებრივ სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, 2022 წლის სექტემბერში გაფორმდა 2022-2025 წლებისათვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გერმანიის ფედერალურ იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის პროგრამა. სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მიზნით, 2022 წლის ივნისში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების სამინისტროს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სახელმწიფო სერვისების განვითარების მიმართულებით ორ სახელმწიფოს შორის გამოცდილების გაზიარების საკითხზე, ხოლო 2022 წლის სექტემბერში გაფორმდა ერთობლივი დეკლარაცია სერვისების განვითარების სფეროში საქართველოსა და ისრაელის იუსტიციის სამინისტროებს შორის. 19 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა მნიშვნელოვანი მიმართულება იყო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება პოლონეთთან. 2023 წლის 26-28 აპრილს შედგა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზბიგნევ რაუს ვიზიტი საქართველოში, რომელიც თავისი შინაარსით წარმოადგენდა საქართველოსადმი პოლონეთის უანგარო თანადგომისა და მხარდაჭერის მკაფიო დადასტურების კიდევ ერთ გამოხატულებას. თანამშრომლობის აქტიური დინამიკით გამოირჩეოდა მიმდინარე მჭიდრო თანამშრომლობა უნგრეთთან. 2022 წლის ოქტომბერში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების მიერ ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს ორმხრივ ურთიერთობათა მაღალ დონეზე აყვანის ინიციატივებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროებში, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერის კონტექსტში. საანგარიშო პერიოდში ძალზე მაღალი იყო ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკა. შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორი ვიზიტი, ასევე გაიცვალა ვიზიტები პრაქტიკულად ყველა დარგობრივი მიმართულებით, მათ შორის, უნგრეთში ვიზიტები განახორციელეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა, ხოლო ქართულმა მხარემ უმასპინძლა უნგრეთის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და ვაჭრობის, თავდაცვის, ეკონომიკური განვითარების, სოფლის მეურნეობის მინისტრებს. ხაზგასასმელია, რომ უნგრეთი ყველა ფორმატში აგრძელებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერ მხარდაჭერას. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრის გამართვა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით. დინამიკურად გრძელდებოდა თანამშრომლობა ბალტიის ქვეყნებთან. 2023 წლის თებერვალში საქართველო-ლიეტუვის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-3 სხდომა. კომისიის სხდომას საქართველოს მხრიდან ქ. ვილნიუსში გაიმართა თანათავმჯდომარეობდა ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2022 წელს მნიშვნელოვანი იყო რუმინეთთან სტრატეგიული დიალოგის ჩამოყალიბება, რომლის დეკლარაციას ხელი მოეწერა 2022 წლის 11-12 ოქტომბერს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში. რუმინეთთან ორმხრივი ურთიერთობების მზარდმა დინამიკამ და ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა თუ ენერგეტიკის მიმართულებით გააქტიურებულმა თანამშრომლობამ თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანა ურთიერთობები საქართველოსა და რუმინეთს შორის. საანგარიშო პერიოდში გამორჩეული იყო რუმინეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, პოზიციონირება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით. უკრაინისადმი სოლიდარობა საქართველომ 20 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებითაც გამოხატა რეზოლუციების თანაავტორობის, თანასპონსორობის თუ განცხადებებზე მიერთების გზით. ომის დაწყების დღიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის, საქართველოში მყოფ 26000-ზე მეტ უკრაინელს სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. 2022 წელს საქართველოს მიერ გაწეულმა დახმარებამ, დაახლოებით, 38 მილიონი ლარი შეადგინა. ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი. საქართველო მიუერთდა ყირიმის პლატფორმის ფარგლებში მიღებულ ყველა ერთობლივ განცხადებას ისევე, როგორც „ბუჩას დეკლარაციას“. გააქტიურდა ურთიერთობების დინამიკა მოლდოვასთანაც. 2022 წლის 17-18 ოქტომბერს შედგა საქართველოს პრეზიდენტის, ხოლო 24 ნოემბერს განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები, რამაც რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და ერთობლივი მიზნების კონსოლიდაციის საკითხში დიდი წვლილი შეიტანა. თანამშრომლობის მზარდი ინტენსიფიკაცია განსაკუთრებულად აღსანიშნავია ხორვატიაში ქვეყანას შორის დაახლოებისა და აღინიშნა ბალკანეთის ქვეყნებთან. საქართველოს საელჩოს გახსნა, რაც ორ სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების ხელშემწყობი იქნება. 2023 წლის თებერვალში განხორციელდა ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გაჟღერდა მხარდამჭერი გზავნილები. ასევე მნიშვნელოვანი იყო საბერძნეთთან, კვიპროსსა და სერბეთთან არსებული დინამიკური თანამშროლობის შენარჩუნება და განმტკიცება. საქართველო აქტიურად მონაწილეობდა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის − სუამ-ის ფარგლებში პოლიტიკური დიალოგის განმტკიცების, დარგობრივი თანამშროლობის, მათ შორის სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებაზე მიმართული ინიციატივების განხორციელების საქმეში. გაფორმდა „სუამ-ის წევრი ქვეყნების საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესის შესახებ ოქმი“, რომელიც წევრ-სახელმწიფოთა შორის „კუმულაციური“ პრინციპის საფუძველზე თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს. ასევე ხელი მოეწერა საკონსულო საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ კონვენციას, რომელიც მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე მოქალაქეთა უფლებების დაცვის კუთხით თანამშრომლობასა და ურთერთდახმარებას გულისხმობს. მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივის ფარგლებში, გრძელდება კონსულტაციები აზერბაიჯანსა და სომხეთთან ამ კონკრეტული თანამშრომლობის მიმართულებებზე. 21 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა 2022 წლის 15 დეკემბერს, ქ. თბილისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი, მე-9 სხდომა, რომლის ფარგლებში დაისახა თანამშრომლობის გეგმები ენერგეტიკის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებებით. 7-8 აპრილს აზერბაიჯანს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდა პრემიერ-მინისტრი, სადაც შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ვიზიტისას განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. 2022 წლის ოქტომბერში საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. 2022 წლის 17 დეკემბერს, ქ. ბუქარესტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა საქართველოს ინიციატივით მომზადებულ შეთანხმებას − „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“. შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ღონისძიებას ესწრებოდა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი. ეს არის საუკუნის პროექტი, რომელიც საქართველოს, როგორც ენერგეტიკული ჰაბის, მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. ინტერესი პროექტის მიმართ გამოხატა საუდის არაბეთმა. სხვა ქვეყნები, მათ შორის, ევროპული ქვეყნებიც დაინტერესდნენ ამ პროექტით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, 11-12 იანვარს, სამუშაო ვიზიტით ეწვია სომხეთის ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა რესპუბლიკას. ,,ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის“ მე-12 სხდომა. ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, რომლის თანახმად, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, საზღვარი გადაკვეთონ ელექტრონული პირადობის მეშვეობით. საქართველოს სტუმრობდა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი, რომლის ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სომეხ კოლეგასთან ერთად, გახსნა საქართველოსომხეთის საზღვართან ახალი საავტომობილო ხიდი. 23-24 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკას ეწვია და შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. ასევე ჩავიდა ჰატაის პროვინციაში, რომელიც ძლიერ დაზარალდა დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. საანგარიშო პერიოდში, აქტიურად გაგრძელდა მუშაობა ახლო აღმოსავლეთის და სპარსეთის ყურის რეგიონში საქართველოს მეგობარ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის გამყარების კუთხით. 22 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ამ მხრივ, აღსანიშნავია პრემიერ-მინისტრის უმაღლესი დონის ვიზიტები: კატარის სახელმწიფო (2022 წლის ივნისი და 2023 წლის მაისი − კატარის ეკონომიკური ფორუმი), არაბთა გაერთიანებული საამიროები (ორმხრივი ვიზიტი), საუდის არაბეთი (ორმხრივი ვიზიტი); ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა (გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენცია). პრემიერ-მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო ქ. დუბაიში გამართულ მსოფლიო მთავრობათა სამიტში. ყურის რეგიონის ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების გზაზე წარმატების მაგალითია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებათა პროცესის დასრულება. შეთანხმება ახლო მომავალში გაფორმდება, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის დინამიკის ზრდასა და საამიროების ბაზრების ათვისებას. 17 მარტს საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნესფორუმი გაიმართა, ამავე დღეს გაიმართა ორ ქვეყანას შორის არსებული ბიზნესსაბჭოს პირველი სხდომა. საუდის არაბეთის სამეფოში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი იყო უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილება მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელსაც უხელმძღვანელებენ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები. საანგარიშო პერიოდში ასევე გაიმართა არაერთი მაღალი დონის დელეგაციის, მათ შორის, საგარეო ვაჭრობისა და ეკონომიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრების ვიზიტი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. 2022 წლის 21 ივნისს კატარის სახელმწიფოში ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა პრემიერ-მინისტრის უმაღლესი დონის შეხვედრა კატარის ემირთან და ხელი მოეწერა ორ დოკუმენტს − „საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ინვესტიციების ორმხრივი ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“. 2023 წლის 14 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ქ. დუბაიში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა „ურთიერთგაგების მემორანდუმს არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სახელმწიფო მმართველობის განვითარებისა და მოდერნიზაციის სფეროში გამოცდილების გაზიარების შესახებ“. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, კერძოდ, ისრაელის სახელმწიფოში, 2012 წლის შემდეგ, 2023 წლის 1-3 მაისს განხორციელდა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა: „შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს თანამშრომლობის შესახებ“ და მთავრობას საქართველოსა და შორის ისრაელის ტურიზმის სფეროში სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებისა და მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით ერთობლივ დეკლარაციას. 23 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა 2022 წლის 30 მაისს გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა გამართა შეხვედრები ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტსა და ქნესეთის თავმჯდომარე მიკი ლევისთან. იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოსთან კოორდინაციით, მიმდინარეობს სამუშაოები ქართული კულტურისა და სულიერების ცენტრის ესკიზის შექმნაზე, რომელიც აშენდება იორდანიის მხრიდან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწის ნაკვეთზე (4000 კვ/მ). მიმდინარეობს მუშაობა ეგვიპტელ ბიზნესმენებთან „საგარეჯოს ინდუსტრიული ზონის“ შექმნისა და საქართველოში ქიმიური მიმართულებით. 20 თავისუფალი ქარხნების გადმოტანის მარტს ეგვიპტეში საქართველო-ეგვიპტის ბიზნესფორუმი გაიმართა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს დელეგაციასთან ერთად დაესწრო. გამართული შეხვედრების შემდეგ ეგვიპტურმა კომპანიებმა გამოხატეს მზაობა საქართველოში 1 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი ინვესტიციების განხორციელების თაობაზე. კომპანიების მიერ დაგეგმილია ასევე ფოთში ხორბლის საცავის მშენებლობა. ეგვიპტური ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა მაღალი დონის შეხვედრები მრავალმხრივ ფორმატებში. სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა გამართა შეხვედრები საუდის არაბეთის, იორდანიის, ბოცვანის, განისა და გამბიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. უსაფრთხოების არსებული გარემოს პირობებში ქვეყნის განვითარების, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებდა ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარებას, მათ შორის, აფრიკის კონტინენტზე, არაღიარების პოლიტიკის კონსოლიდაციის, რისკების პრევენციისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით ამ კონტინენტის მზარდი როლისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით. საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ყურადღება კვლავ ეთმობა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას. 2022 წლის 18-19 ივლისს, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ეწვია უზბეკეთის რესპუბლიკას. შეხვედრები გაიმართა უზბეკეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან. 2023 წლის 1 აპრილს, ქ. ტაშკენტში გაიმართა საქართველო-უზბეკეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის რიგით მე-9 სხდომა. 24 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა 2022 წლის 19-20 ივლისს, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეწვია თურქმენეთს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას. აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს თურქმენეთსა და უზბეკეთთან ფოთსა და ბათუმში სასაქონლო და სასაწყობო ტერმინალების, საქართველოში თურქმენეთის სახელმწიფო სასაქონლო-სანედლეულო ბირჟის ფილიალის გახსნის მიზნით. ხაზი უნდა გაესვას, რომ ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანასთან გააქტიურებულია თანამშრომლობა საქართველოს ლოგისტიკური და სატრანზიტო ფუნქციის შემდგომი პოპულარიზაციისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ევროპის მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიზნით. 2022 წლის 26-27 ივლისს განხორციელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა უწყებათაშორის ორმხრივ დოკუმენტებს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ; საგზაო რუკას „ყაზახეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის გაფართოების შესახებ 2023-2026 წლებისთვის და სს „საქართველოს რკინიგზასა“ და სს „ეროვნული კომპანია „ყაზახეთის რკინიგზას“ შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. 2022 წლის 25 ნოემბერს, ყაზახეთის რესპუბლიკის ქ. აქტაუში, საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების გაფართოების საკითხების განხილვის მიზნით, გაიმართა ოთხმხრივი შეხვედრა საქართველოს, ყაზახეთის რესპუბლიკის, აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების და მაღალი დონის თანამდებობის პირების, ასევე ტრანსპორტის სფეროს კურატორი მინისტრების მონაწილეობით. ღონისძიების ფარგლებში, საქართველომ და ყაზახეთმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც შეეხება შუა დერეფნის ვიწრო ყელისა და საცობის ეფექტის აღმოფხვრის სამოქმედო გეგმას 2022 − 2027 წლებისათვის. საანგარიშო პერიოდში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა იაპონიასთან: 2022 წლის 13 სექტემბერს ხელი მოეწერა საქართველოსა და იაპონიას შორის მემორანდუმს ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის JCM შესახებ; 2022 წლის 14-16 დეკემბერს შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის ხელი მოეწერა „იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის იაპონური გრანტის შესახებ შეთანხმებას“. დიდი მნიშვნელობა ენიჭერა კორეის რესპუბლიკასთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, რისთვისაც საანგარიშო პერიოდში გადაიდგა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ მიმართულებით. 25 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა გაეროში გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტთან − რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან − ნიკოლ ფაშინიანთან, შვეიცარიის პრეზიდენტთან − იგნასიო კასისთან. ნაყოფიერად ვითარდებოდა თანამშრომლობა ინდოეთთან, განსაკუთრებით, განათლებისა და კულტურის სფეროში. 2023 წლის 15 მაისს განხორციელდა საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ინდოეთში, სადაც გოას არქეოლოგიურ მუზეუმში გაიხსნა ქართული კუთხე და წმ. ქეთევან წამებულის წმიდა ნაწილის განსათავსებლად მოეწყო სპეციალური სივრცე. გააქტიურებული იყო მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრს. გაეროში გაიმართა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტთან − რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, სომხეთის პრემიერმინისტრთან − ნიკოლ ფაშინიანთან, შვეიცარიის პრეზიდენტთან − იგნასიო კასისთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა: სინგაპურის, ტიმორ-ლესტის, კირიბატის, სოლომონის კუნძულების, მალდივების და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. საანგარიშო პერიოდში, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს პოლიტიკური ცნობადობის გაზრდის მიზნით, არაერთი ღონისძიება გატარდა. 2022 წლის 23 აგვისტოს, ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას. 19-23 სექტემბრის პერიოდში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები გვატემალის, პერუს, სენტ ლუსიასა და სურინამის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. გაგრძელდა ძალისხმევა საერთაშორისო ორგანიზაციებში (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისი პოლიტიკის გატარებისა და ქვეყნის სათანადოდ პოზიციონირების უზრუნველსაყოფად. მიმდინარეობდა მუშაობა გაეროს დღის წესრიგში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის კი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული თემატიკის აქტიურად დაყენებისა და შენარჩუნების უზრუნველყოფის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე უხეში დარღვევების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების, ასევე საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით. აქტიურად და რეგულარულად გამოიყენებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეისა და მისი ძირითადი კომიტეტების და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატები საქართველოს ოკუპირებულ 26 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიზნით. აღნიშნულ ფორმატებში 2022 წელს გაკეთდა 90-ამდე ეროვნული განცხადება, ხოლო 2023 წლის მაისის ჩათვლით − 30-ამდე განცხადება. 2023 წლის დასაწყისში, საერთაშორისო ორგანიზაციებში გავრცელდა „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიში. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოში 2022 წლის 15 აგვისტოს გამართულ დახურულ სხდომაზე, სადაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ალბანეთის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, გაბონის, განის, ირლანდიის, კენიის, ნორვეგიის და საფრანგეთის წარმომადგენლებმა. 2022 წლის 23-26 ივლისს, განხორციელდა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტის, აბდულა შაჰიდის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ეს იყო გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში. გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე ეწვია საოკუპაციო ხაზს და მოინახულა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლება სოფელ წეროვანში. 2023 წლის 1 იანვრიდან საქართველო გახდა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი (2023-2025 წლების ვადით). საბჭოს წევრის რანგში, საქართველო აქტიურად ჩაერთო მის 52-ე სესიაში (2023 წლის 27 თებერვალი-4 აპრილი), რომლის მაღალის დონის სეგმენტში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. 2023 წლის 4 აპრილს, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, 52-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოს მიერ წარდგენილი რეზოლუცია − „თანამშრომლობა საქართველოსთან“. რეზოლუციის თანასპონსორი გახდა 51 ქვეყანა (საქართველოს ჩათვლით). 2022 წლის 8 ივნისს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, 96 ქვეყნის მხარდაჭერით მიიღო საქართველოსა და 60 ქვეყნის მიერ ინიციირებული რეზოლუცია − „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. 2023 წლის 26 აპრილს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 77-ე სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია „გაეროსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ“. ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, პირველად მოხდა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის ტექსტში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიის ასახვა. 27 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა 2022 წლის 20 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში, ნიუ-იორკში, გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, ხოლო 2023 წლის 6 მარტს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტი. საერთაშორისო ორგანიზაციებისა (UNECE, UNESCAP, ECOSOC, UNEP, OECD, UNCTAD, IMO, ICAO, ITU, WTO, UNWTO, UNDP, UNIDO, WHO, ILO და სხვა) და მრავალმხრივი კონვენციების ფარგლებში, თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და ასევე უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ინტენსიურად მიმდინარეობდა სამუშაოები საერთაშორისო საფინანსო, რეგიონულ და ეკონომიკური პროფილის ორგანიზაციებსა და გაეროს სპეციალიზირებულ სააგენტოებთან. 2023 წლის 16-20 იანვარს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, საგარეო საქმეთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრებმა მონაწილეობა მიიღეს დავოსის ეკონომიკურ ფორუმში, რომლის ფარგლებში ხელმძღვანელ პირებთან. გაიმართა შეხვედრები ცნობილი კორპორაციების პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პლენარულ დისკუსიაზე ილჰამ ალიევთან ერთად. ფორუმის ფარგლებში, შეეხვედრები გაიმართა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ ალან ბერსესთან, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩისთან, ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან. საანგარიშო პერიოდში, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომებსა და სხვა ფორმატების შეხვედრებზე, ქართული მხარისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ არაერთხელ დაისვა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს წარმომადგენლების მიერ ეუთოს სხვადასხვა ფორმატში გაკეთდა 25-ამდე განცხადება. საანგარიშო პერიოდში საქართველოსა და ეუთოს მაღალი რანგის წარმომადგენელთა შორის შედგა არაერთი შეხვედრა, რომელზეც განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული რთული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხები. 2022 წლის 17 ივნისს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, მარგარეტა სედერფელტთან, რომელიც ასევე ეწვია საოკუპაციო ხაზს. 2022 წლის 20 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ეუთოს გენერალურ მდივანს, ჰელგა მარია შმიდს. 2023 წლის 10 აპრილს საქართველოს ვიზიტით ეწვია ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბუიარ ოსმანი. მან 28 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა გამართა შეხვედრები ქვეყნის მაღალი და უმაღლესი რანგის ოფიციალურ პირებთან. ეუთოს თავმჯდომარე ასევე ეწვია საოკუპაციო ხაზს და მოინახულა დევნილთა დასახლება. რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები აისახა საანგარიშო პერიოდში ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ორ განცხადებასა (სექტემბერსა და დეკემბერში) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბირმინგემის დეკლარაციაში (2022 წლის ივლისი). ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის, საპარლამენტო ასამბლეისა და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ფორმატები აქტიურად და რეგულარულად გამოიყენებოდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიზნით. 2022 წლის ნოემბერსა და 2023 წლის აპრილში გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 26-ე და 27-ე კონსოლიდირებული ანგარიშები საქართველოში კონფლიქტის შესახებ. 27-ე კონსოლიდირებული ანგარიშის მომზადების მიზნით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის დელეგაცია 2023 წლის 14 თებერვალს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, პირველად იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზზე. საპარლამენტო ასამბლეის 2023 წლის ზამთრის სესიაზე მიღებულ იქნა მონიტორინგის კომიტეტის ყოველწლიური რეზოლუცია, რომელშიც დაგმობილია საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და მცოცავი ანექსია რუსეთის მიერ და მხარდაჭერაა გამოხატული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მიღებულ იქნა, ასევე რეკომენდაცია − „The Reykjavik Summit of the Council of Europe: United around values in the face of extraordinary challenges“ − ევროპის საბჭოს მეოთხე სამიტთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამიტმა მკაცრად უნდა მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას, გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული და თავისი კონტროლის ქვეშ მყოფი საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ტერიტორიებიდან. საქართველოს დელეგაციის და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციირებით, რეკომენდაციის ტექსტში აისახა, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია და საქართველოს რეგიონების შემდგომი ოკუპაცია წარმოადგენს უკრაინის მიმართ რუსეთის ამჟამინდელი აგრესიული პოლიტიკის ნაწილს, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უხეშ დარღვევას. ევროპის საბჭოს მეოთხე სამიტის დეკლარაციაში, რომელიც მაისში მიიღეს, საქართველოს ძალისხმევით და პარტნიორების მხარდაჭერით, აისახა ჩანაწერი, რომელშიც ევროპელი ლიდერები გმობენ უკრიანის და საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და დაუყოვნებლივ და წინაპირობების გარეშე გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, საქართველოდან და მოლდოვიდან, ასევე განამტკიცებენ აღნიშნული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. 29 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ა. წ. 16-17 მაისს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა რეიკიავიკში (ისლანდიაში) გამართულ ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტზე, სადაც გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა და მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. ამასთან, ვიზიტისას პრემიერმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რიუტესა და კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ქრისტოდულიდისთან. გაგრძელდა განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის, გაუვრცელებლობის, ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მექანიზმებთან დაკავშირებული რეჟიმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა. საქართველოს დელეგაციის მიერ გაკეთდა 50-ამდე განაცხადება ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის, შეიარაღებაზე კონტროლის, გაუვრცელებლობისა და განიარაღების სხვადასხვა ფორმატში, როგორიცაა: გაერო, ეუთო, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენცია თუ სხვა მრავალმხრივი ინიციატივები. ასევე გავრცელებულ იქნა ხსენებული რეჟიმებით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიშები. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა დიასპორული პოლიტიკის აქტიურ განხორციელებას. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელთათვის გაგრძელდა საგრანტო პროგრამების − „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“ − „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ („საქართველოს ახალგაზრდა ელჩები“) და „საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერის პროგრამა“. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვარგარეთ ახალი საგანმანათლებლო და კულტურული კერების დაფუძნებას − გაიხსნა 6 ახალი საკვირაო სკოლა და დაფუძნდა ქართული კულტურის 2 ცენტრი. დაიწყო მუშაობა საზღვარგარეთ საკვირაო სკოლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მათი გადამზადების პროგრამის შემუშავებაზე, ასევე სპეციალურად საკვირაო სკოლებისთვის მომზადებული ქართული ენის ინტეგრირებული სახელმძღვანელოების გაუმჯობესებასა და სრულყოფასთან დაკავშირებით. განხორციელდა პროექტი, სახელწოდებით − „დიასპორის წარმომადგენელთა წარმატებით ჩატარდა დიასპორის დღისადმი განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“. მიძღვნილი ტრადიციული ფორუმი − „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. საანგარიშო პერიოდში მომზადდა „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების პაკეტის სამუშაო ვერსია. 30 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში საზღვარგარეთ ქართული დიასპორის ჩართულობის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით. ამ კუთხით, პრაქტიკაში დაინერგა ბიზნესდიალოგის ფორმატი, რომელიც საშუალებას იძლევა, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში არსებულ შესაძლებლობებზე დეტალური ინფორმაცია მიეწოდოს ჩვენს დიასპორას, რათა ინტენსიურად ჩაერთონ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტიანი დაცვის მიმართულებით განხორციელდა საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (Geoconsul) ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური განახლება და შეიქმნა მობილური აპლიკაცია. თანამედროვე სტანდარტების საკონსულო მომსახურების ცენტრი სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი გადაადგილების არეალის გაფართოების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, ძალაში შევიდა შეთანხმებები არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და პარაგვაისთან ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ. რაც შეეხება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს − ძალაში შევიდა შეთანხმებები ლაოსსა და კამბოჯასთან. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, უვიზოდ იმოგზაურონ მსოფლიოს 73 ქვეყანაში, ხოლო დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებს − 86 ქვეყანაში. ასევე მიმდინარეობს მუშაობა საპატიო კონსულის ინსტიტუტის განვითარების კუთხით. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ჰყავს 89 საპატიო კონსული მსოფლიოს 65 ქვეყანაში. 2022 წლის 1-2 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს საპატიო კონსულების კონფერენცია − „თანამშრომლობა მტკიცე პარტნიორობისათვის”, რომლის მთავარ ლაიტმოტივს წარმოადგენდა სწორედ ინვესტიციების მოზიდვისა და ვაჭრობის ხელშეწყობის კუთხით საქმიანობის გააქტიურება. 1.2 შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა საქართველოს მთავრობა აგრძელებდა აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას, ჩართულობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით, ასევე სამშვიდობო ინიციატივით − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გათვალისწინებული მიმართულებებისა და სტატუს-ნეიტრალური მექანიზმების ეფექტიანი განხორციელების გზით, რაც კონფლიქტის მიზნად ისახავს შედეგად საქართველოს დაზარალებული ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის, ნდობის აღდგენისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობას. 31 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და ეკონომიკური საქმიანობის ხელის შეწყობის მიზნით, ფუნქციონირებას აგრძელებდა სამშვიდობო ინიციატივის − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში ამოქმედებული „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც გრანტებს გასცემს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ერთობლივი ბიზნესპროექტების მხარდასაჭერად. 2022 წლის 24 მაისი-24 ივნისის პერიოდში მშვიდობის ფონდმა რიგით მესამე საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომლის ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 92 ბიზნესპროექტი დარეგისტრირდა, რაც განაცხადების სტაბილურ მატებას ადასტურებს და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მზარდ ინტერესზე მეტყველებს. შემოსული ბიზნესგანაცხადებიდან, ამ ეტაპზე, დაფინანსება 26-მა პროექტმა მიიღო. ჯამში, ამოქმედების დღიდან (2020 წლის სექტემბერი) ფონდის მიერ ჩატარებული სამი საგრანტო კონკურსის შედეგად, 75 ბიზნესინიციატივა დაფინანსდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მშვიდობის ფონდი გრანტებს გამოყოფს საერთაშორისო კონტრიბუციების საფუძველზე. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე შეუფერხებელი და გამარტივებული წვდომის ხელშეწყობის მიზნით, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში არაერთი სტატუს-ნეიტრალური პროგრამა ფუნქციონირებს. შეთავაზებული საშეღავათო პროგრამების გამოყენებით, 2022 წელს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს უმაღლესი განათლების დაწესებულებებში უგამოცდოდ ჩაირიცხა 230, ხოლო ეროვნული გამოცდების საფუძველზე − დამატებით 4 აბიტურიენტი. გარდა ამისა, 7 აბიტურიენტი ჩაირიცხა ე.წ. „1+4“ პროგრამის შედეგად, რომელიც განკუთვნილია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის, აფხაზებისა და ოსებისთვის. სამშვიდობო ინიციატივის შესაბამისად, გაგრძელდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის პასპორტზე, გამარტივებული წესით წვდომის უზრუნველყოფა. 2022 წელს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ოკუპირებული რეგიონებიდან 124-მა ადამიანმა აიღო. მთავრობა აქტიურად განაგრძობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, ხარისხიან ჯანდაცვაზე წვდომის უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებების განხორციელებას. ასევე შეუფერხებლად გრძელდებოდა „სახელმწიფო რეფერალური პროგრამის“ ეფექტიანი ფუნქციონირება და მის ფარგლებში საჭირო სამედიცინო მომსახურების უფასოდ გაწევა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. საანგარიშო პერიოდში, ამ მომსახურებით აფხაზეთის რეგიონიდან 1066-მა, ხოლო ცხინვალის რეგიონიდან 305-მა ადამიანმა ისარგებლა. გარდა ამისა, სტატუს-ნეიტრალური საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, საქართველოს მთავრობა აფხაზეთის რეგიონს რეგულარულად აწვდიდა იმუნიზაციის ვაქცინებს, დიაბეტის წამლებს, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკებს და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, ასევე კოვიდ-პანდემიასთან საბრძოლველად საჭირო პრეპარატებს, სწრაფ 32 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ტესტებს და ჰიგიენურ საშუალებებს, რომელთა ღირებულებამ მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ჯამში, 2022 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის კომპონენტზე დახარჯული თანხა 8 მილიონამდე ლარს აღწევს. ადგილზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, გრძელდებოდა აფხაზეთის რეგიონის მოსახლეობის დახმარება ცხოველთა და მცენარეთა დაცვის კუთხით. კერძოდ, საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, აფხაზეთის რეგიონს გადაეცა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საშუალებები და პესტიციდები, რომლის ღირებულებამ დაახლოებით 600,000 ლარი შეადგინა. ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის, საერთო ინტერესებზე ხელშეწყობის მიზნით, დაფუძნებული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის გრძელდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო პარტნიორებისა და ორგანიზაციების ჩართულობა და მათ მიერ ნდობის აღდგენისა და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელების მხარდაჭერა1. გრძელდებოდა 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის რუსეთსაქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიებისა და საანგარიშო პერიოდში, აფხაზეთის ოკუპირებული გადმოსვენების პროგრამა. ტერიტორიიდან გადმოსვენებულ იქნა და ოჯახებს გადაეცა აფხაზეთის შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტი, გაიმართა მათი სათანადო პატივით დაკრძალვის ოფიციალური ცერემონიალი. უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა ნეშტების იდენტიფიცირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდა გენეტიკური საექსპერტო მომსახურების გაწევა. კერძოდ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა ოჯახის წევრებისა და ბიოლოგიური ნათესავების 99 ბიოლოგიური ნიმუშის გენეტიკური გამოკვლევა-პროფილირება და დაარქივება გახდა შესაძლებელი. ასევე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) რეკომენდაციების თანახმად, დაიწყო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც მიმართულია პროგრამის ეფექტიანობისა და პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებების როლის გაზრდისკენ. ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა სამშვიდობო პროცესში ქალთა როლის გაძლიერებასა და აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, მათ შორის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის 1 2022 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ თანხმობა გაიცა ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების 58 ახალ ჰუმანიტარულ და ნდობის აღდგენის პროექტზე; 2023 წელს - დამატებით 5 პროექტზე; ხოლო 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში - სულ 27 პროექტზე. 33 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა აპარატთან დაარსებული ინსტიტუციონალიზებული ფორმატის - „მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაძლიერების საკითხებზე საკონსულტაციო პლატფორმის“ ფარგლებში. საანგარიშო პერიოდში, გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მონაწილეების შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის, ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერების ხელშეწყობას. 2022 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დანერგა „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“, რომლის პირველი გამარჯვებული 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე − „ახალგაზრდები მშვიდობის მშენებლობაში“ გამოვლინდა და 3000 ლარით დაჯილდოვდა. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების ეფექტიანობის გაზრდისა და ინკლუზიური პროცესის უზრუნველსაყოფად, გრძელდებოდა ინტენსიური თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შექმნილი „შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს“ ფარგლებში. საანგარიშო პერიოდში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში გაგრძელდა სოციალურეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლო-სამეურნეო, ჯანდაცვითი, საგანმანათლებლო და კულტურული მიმართულებებით სხვადასხვა ღონისძიება და პროექტები. მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის რუსეთსაქართველოს ომის შედეგად დაზიანებული იმ 28 სახლის სარეაბილიტაციოდ, რომელთა მფლობელებს სახელმწიფოსგან კომპენსაცია არ მიუღიათ და უზრუნველყოფილნი იყვნენ დროებითი საცხოვრებლით. საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილ იქნა 1.8 მილიონი ლარი სარეაბილიტაციო პროცესის დასაწყებად და ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს დაზიანებული სახლების სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესი. 1.3 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის გაძლიერების მიზნით გრძელდება ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვა, რომლის ფარგლებშიც, პარტნიორებთან თანამშრომლობით, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ეროვნული და უწყებრივი დონის კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავება და განახლება. შემუშავდა საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული თავდაცვის ორგანიზების სტრატეგიულ ხედვას და, ეროვნული 34 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა თავდაცვის მიზნების შესაბამისად, ქმნის მათი მიღწევის ერთიანი ძალისხმევის საფუძველს. იგეგმება დოკუმენტის უწყებათაშორის ფორმატში განხილვა, ხოლო მისი დამტკიცება განიხილება რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ძირითადი კონტურების გამოკვეთის შემდეგ. დამტკიცდა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის სამოქმედო გეგმა 2023-2025, რომელიც თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის 2021-2025 დოკუმენტში გაცხადებული მიმართულებების შესასრულებლად განსაზღვრავს შესაბამის აქტივობებს. შემუშავდა ორგანიზაციული ცვლილებების მართვის (OCM) დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველო-აშშ-ს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) ფარგლებში საჭირო გრძელვადიანი ტრანსფორმაციის ეფექტიანად განხორციელებას. თავდაცვის მართვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს რისკის მართვის სისტემის დანერგვა. საანგარიშო პერიოდში შემუშავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რისკის მართვის განვითარების სტრატეგია 2022-2025; ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რისკის მართვის მეთოდოლოგია. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, წარმატებით გრძელდება თანამშრომლობა განვითარების პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა თავდაცვის მინისტრის, თავდაცვის ძალების მეთაურისა და სხვა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, რამაც განაპირობა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო სრულყოფა და ახალი ინიციატივების ჩამოყალიბება. 2022 წლის 20 მაისს აშშ-საქართველოს თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციების ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას (GDDEI), რომელსაც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. საანგარიშო პერიოდში, შემუშავდა და წარდგენილ იქნა ორმხრივ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის ძალისხმევის ხაზების განხორციელების გეგმები (LoE Roadmaps). მიმდინარეობს GDDEI-ის მთავარი აქტივობების განხორციელება. 2022 წელს განხორციელდა გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების სერიები. 2022 წელს აშშ-ის სპეციალური ოპერაციების გაერთიანებული უნივერსიტეტის (JSOU) მხარდაჭერით, საქართველომ უმასპინძლა რამდენიმე მნიშვნელოვან უწყებათაშორის კურსს, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს მედეგობისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობების განვითარება. 2022 წლის 29 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით, საქართველომ წარმატებით უმასპინძლა აშშ-საქართველოს მრავალეროვნულ სწავლება − ღირსეულ პარტნიორს (Noble Partner 2022), რომელშიც ისტორიაში პირველად მონაწილეობა 20 35 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ქვეყნის 2400-ამდე სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. მიმდინარეობს მომზადება 2023 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილი სწავლებებისთვის: მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2023 (აშშ-საქართველო) და მრავალეროვნული სწავლება Maple Arch 2023 (კანადა-საქართველო). 2022 წელს, აშშ-ის საგარეო სამხედრო დაფინანსების (FMF) ფარგლებში, საქართველომ მიიღო 35 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის 333 პარაგრაფის (SEC 333) ფარგლებში, ასევე დამატებით 33 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, 2022 წელს გერმანიის მთავრობამ, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს თავდაცვის სამინსტროს გამოუყო 21.8 მილიონი ევროს გრანტი (Enable and Enhance Initiativ ფარგლებში), რომლითაც მოხდა საინჟინრო აღჭურვილობის შესყიდვა. გრძელდება ნატოში გაწევრიანებისთვის საჭირო ყველა ფორმატის (NGC), პრაქტიკული მექანიზმის (ANP, SNGP, PARP, Military Committee with Georgia Work Plan) და პროგრამის (DEEP, PDP, BI, Smart Defence) წარმატებით განხორციელება. ნატოს საერთაშორისო სამსახურის და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაციით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა „საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ღონისძიებათა დოკუმენტის“ (Tailored Support to Georgia) შემუშავებაზე, რომელიც ალიანსმა მადრიდის სამიტზე მიიღო. გაძლიერდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (Enhanced SNGP), რომელიც დამტკიცდა ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე 2023 წლის თებერვალში. გაძლიერებული პაკეტი მოიცავს 18 ინიციატივას (მათ შორის, 2 ახალი ინიციატივა: ქბრბ (CBRN) შესაძლებლობების განვითარება და საწვრთნელი ობიექტები (Training Facilities). თავდაცვის სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების ზედმიწევნით შესრულება დადებითად ფასდება ნატოს წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლების მიერ და აისახება სხვადასხვა შეფასების დოკუმენტსა თუ ოფიციალურ განცხადებაში. 2022 წლის განმავლობაში ნატოს სამხედრო კომიტეტის და საქართველოს სამუშაო გეგმის 2023-2024 წლის (NATO Military Committee with Georgia Work Plan 2023-2024) ფარგლებში განისაზღვრა თანამშრომლობის ახალი მიმართულებები/აქტივობები. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC), როგორც ნატოსაქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, აგრძელებს უნიკალური საწვრთნელი შესაძლებლობების შეთავაზებას როგორც ქართული, ასევე რეგიონისა და ნატოს მოკავშირეების შეიარაღებული ძალებისთვის. JTEC აქტიურად თანამშრომლობს პოლონეთში მდებარე ნატოს ერთობლივი ძალების საწვრთნელ ცენტრთან (Joint Force Training Centre-JFTC). საანგარიშო პერიოდში, დაიწყო ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება. JTEC-ის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებენ საქართველოს პარტნიორი ქვეყნები. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების 36 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა გარდა, JTEC არსებული NATO/PfP პოზიციებიდან დაკომპლექტდა ნატოს ქვეყნების 5 წარმომადგენლით. მიმდინარეობს მუშაობა დარჩენილი 1 პოზიციის შევსების კუთხით. ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, მრჩეველთა ჯგუფში წარმოდგენილია აშშ-ის 1 წარმომადგენელი. გაუმჯობესდა JTEC-ის ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, კერძოდ, აშენდა JTEC-ის სიმულაციების, კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების ცენტრის შენობა, რომლის აღჭურვა განხორციელდება მომავალში. ამასთან, JTEC-ის ინსტრუქტორთა და OPFOR შემადგენლობის პროფესიული განვითარების მიზნით, ცენტრის 43-მა ინსტრუქტორმა და მოწინააღმდეგე ძალის გამთამაშებელთა ასეულმა მონაწილეობა მიიღო შესაბამის თემატურ გაცვლით პროგრამებსა და წვრთნებში. 2022 წლის ივნისში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (DIBS) ნატოს ინსტიტუციური აკრედიტაცია მიიღო. საქართველო გახდა პირველი პარტნიორი ქვეყანა რეგიონში ნატოს მიერ აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებით. ნატოს მიერ უმაღლესი ქულით შეფასდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის სასწავლო პროგრამები, ორგანიზაციული მართვის ციკლი და სკოლის საქმიანობის სარგებელი ნატოსთვის, ვინაიდან სკოლა ამზადებს არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლებს, არამედ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებსაც. 2022 წელს საერთაშორისო პარტნიორთა მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ნატოს თავდაცვის შესაძლებლობების აღმშენებლობის ნდობის ფონდის ფარგლებში, დაფინანსდეს სკოლასა და კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის ახალი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მომავალი 4 წლის განმავლობაში 2 ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სკოლის სტრატეგიულ მხარდაჭერას. თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ბაზაზე ჩამოყალიბდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო-ანალიტიკური ცენტრი, რომელმაც შეიმუშავა და განახორციელა „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამა“. საანგარიშო პერიოდში, სამხედრო პოლიციის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია აქტიურად აგრძელებდა ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო პოლიციის ბატალიონთან (NATO MNMPBAT) თანამშრომლობას. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა აღნიშნული ბატალიონის სრული წევრობისთვის (Participant Status) ოფიციალურად გააკეთა განაცხადი. 2023 წლის მარტს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ნატოს მიერ გადაეცა 6 საგამოძიებო-კრიმინალისტიკური (Criminal Response Vehicles (CRVs)) მანქანა, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 560,520 ევროს. 2022 წლის ოქტომბერში, თავდაცვის სამინისტრომ უმასპინძლა კიბერუსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში დაარსებულ „ინტერმარიუმის კიბერუსაფრთხოების კონფერენციას“, 37 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა რომლის ფარგლებშიც წარმომადგენლებმა ალიანსის, განიხილეს ევროკავშირისა კიბერსივრცეში და არსებული პარტნიორი ქვეყნების გამოწვევები და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერების მიზნით, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად მონაწილეობდა ნატოსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების შესახებ სხვადასხვა დონეზე გამართულ შეხვედრაში და ეროვნულ დონეზე შესაბამის უწყებებსა და ნატოსთან მჭიდრო კოორდინაციით ახორციელებდა ერთობლივად განსაზღვრულ პრაქტიკულ ღონისძიებებს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმართულებით. 2022 წლის ნოემბერს, საქართველომ პირველად უმასპინძლა ნატოს პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტს (PCSC). ვიზიტის ფარგლებში ნატო- საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე კომიტეტის სხდომა ჩატარდა. გრძელდებოდა მუშაობა ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში გაღრმავების კუთხით. 2022 წლის 7 დეკემბერს, ქ. ბრიუსელში თანამშრომლობის საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პირველმა მოადგილეებმა შეხვედრა გამართეს ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტთან და განიხილეს უსაფრთხოების კუთხით არსებული საერთო გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საქართველოს როლი რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობასა და დაკავშირებადობის განვითარების კონტექსტში. 2023 წლის 25 თებერვალს ქ. თბილისში გაიმართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მორიგი შეხვედრა. საანგარიშო პერიოდში, საქართველო აგრძელებდა ევროკავშირის მისიებში მონაწილეობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. სექტორული ინტეგრაციის კუთხით მიმდინარეობს ფორმალური მოლაპარაკებების პროცესი ევროპის თავდაცვის სააგენტოსა (EDA) და წევრ ქვეყნებთან ადმინისტრაციული შეთანხმების გაფორმების მიზნით. 2022 წლის მიწურულს, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა (DIBS) გახდა ევროპის უსაფრთოებისა და თავდაცვის კოლეჯის (ESDC) ქსელის აფილირებული წევრი. სკოლამ ESDC-ის ფარგლებში იტალიის არმიის პოსტ-კონფლიქტური ოპერაციების სწავლების ცენტრთან (PSOSC) თანამშრომლობით შეიმუშავა უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საერთაშორისო კურსი, რომელიც 2023 წლის თებერვალში დამტკიცებულ იქნა ESDC-ის აკადემიურ საბჭოზე. ინტენსიურად მიმდინარეობს ევროკავშირთან თანამშრომლობა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (European Peace Facility - EPF) ფარგლებში, რომლის შედეგად ევროპულმა საბჭომ 2021-2023 წლებში, საქართველოს მხარდაჭერის 3 პაკეტი დაამტკიცა, სულ − 62,75 მილიონი ევროს ოდენობით. მისი მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ასევე იმ 38 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა შესაძლებლობების განვითარებაა, რომლებიც ხელს შეუწყობს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას. საქართველო ინარჩუნებს მზადყოფნას საერთაშორისო უსაფრთხოების ძალისხმევაში მონაწილეობისთვის. თავდაცვის ძალების ერთი ქვეითი ასეული განაგრძობს ნატოს საპასუხო ძალებში (NRF) მონაწილეობას როტაციის პრინციპით. 2022 წლის მაისში, ალიანსმა საქართველოს ოპერაცია − „ზღვის მცველში“ (Sea Guardian) ოპერატიული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა, ხოლო ივლისში საქართველომ ნატოს მისია ერაყის (NMI) პოტენციური ოპერატიული პარტნიორის სტატუსი მიიღო. 2022 წლის ნოემბერში განხორციელდა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში (EUTM RCA) თავდაცვის ძალების ოცეულის (35ს/მ) მორიგი როტაცია. თავდაცვის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განვითარების მიზნით, მასშტაბური სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის, როგორც სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე, ასევე დაჭრილდაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რესოციალიზაციისათვის განკუთვნილ ობიექტებზე. ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები ჩაუტარდა 121 ობიექტს. დასრულდა მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის“ მშენებლობა. აშენდა 7-სართულიანი 39 კორპუსი, რომლებშიც 1092 ბინაა განთავსებული. მშენებლობა დასრულებულია (ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები) და ბინები სამხედრო მოსამსახურეებს გადაეცემათ თეთრი კარკასის მდგომარეობაში. პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით (გაერთიანებული სამეფო, აშშ, ევროკავშირი) დაგეგმილია კიბერუსაფრთხოების ბიუროს ახალი ოფისის მშენებლობა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა. სსიპ − გენერალ გიორგი კვინიტაძის სამხედრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სამუშაოები. ლიცეუმში განხორციელდა აღმოსავლეთ საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მშენებლობა იწყება. ტერიტორიაზე აშენდება ახალი ფუნქციური შენობები, ხოლო იქ არსებულ ობიექტებს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. 42 ჰექტარ ტერიტორიაზე დაგეგმილია 400 კადეტზე გათვლილი საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსები. თავდაცვის სისტემის თითოეული მოსამსახურისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნა და ჯანმრთელობის დაცვა მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1 აპრილიდან გაიზარდა ოფიცერთა და რიგითი/კაპრალი/სერჟანტთა შემადგენლობის კონტრაქტებით გათვალისწინებული თანხების ოდენობა. სამხედრო მოსამსახურეებს, სპეციალური წოდების მქონე პირებს დაუწესდათ ფულადი ჯილდო − დაკისრებული 39 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ფუნქციების შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს ზედმიწევნით მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს და სანიმუშოდ შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისთვის. უწყვეტად მიმდინარეობდა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და საპროთეზო-ორთოპედიული დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროცესი. თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში, დაფინანსებით ისარგებლა 1987 ბენეფიციარმა. თავდაცვის ძალების მზადყოფნის გაძლიერების მიზნით, ყურადღება დაეთმო საჰაერო თავდაცვის, ჯავშანსაწინააღმდეგო, სადაზვერვო, საინჟინრო და მობილურობის შესაძლებლობების განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საცეცხლე- საარტილერიო საშუალებების განვითარებას. თავდაცვის ძალების შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე მობილიზებულია ეროვნული და საერთაშორისო რესურსი. 2022 წელს საერთო-საჯარისო მომზადების ცენტრში განახლდა სასწავლო ბაზა. განხორციელდა საშტატო სტრუქტურული ცვლილებები და ჩამოყალიბდა საკარიერო გვარეობებზე ფოკუსირებული ცენტრი შესაბამისი სკოლების შემადგენლობით. ბოლო დროს გადაგმული ნაბიჯების შედეგად, სავალდებულო სამხედრო სამსახურის პირობები მნიშვნელოვანად გაუმჯობესდა. გაიზარდა წვრთნების ხარისხი, გაუმჯობესდა წვევამდელთა სოციალური პირობები. შეიქმნა სამობილიზაციო რეზერვის საერთო ელექტრონული მონაცემთა ბაზა. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა საკონტრაქტო-პროფესიულ და აქტიურ სარეზერვო სამსახურში მსურველთა რეკრუტირების პროცესი. საანგარიშო პერიოდში გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი 5 მოხალისეთა ორგანიზაციასთან (ჯამში, გაფორმებულია 7 ორგანიზაციასთან). მიმდინარეობს მუშაობა თავდაცვის მოხალისის კონცეფციაზე. თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030-ის შესაბამისად, მდგრადი კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების შესაქმნელად დაგეგმილია კიბერსარდლობის ორგანიზაციული მოდელის შემოღება, რომლის მიზანიც კიბერგამოწვევებზე სწრაფი და კოორდინირებული რეაგირებაა. 2022 წელს საფუძველი ჩაეყარა კიბერსარდლობის შექმნისთვის საჭირო პირველ ეტაპს. საბრძოლო მოდელირების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა საბრძოლო მოდელირების სისტემის განვითარების გეგმის პროექტი და საბრძოლო მოდელირების სისტემის კონცეფციის პროექტი, რომლის დამტკიცება იგეგმება 2023 წლის ბოლოსთვის. 2023 წლიდან მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა კარიერის ტრანზიციის პროექტის განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო სამსახურის 40 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა სამოქალაქო ცხოვრებასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას და კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას, სამხედრო მოსამსახურეების შემდგომი დასაქმების მიზნით. თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციისა და რეფორმების შესახებ საზოგადოებას მიეწოდებოდა სრული და ამომწურავი ინფორმაცია სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების საშუალებით. ახალგაზრდა თაობაში საქართველოს თავდაცვის ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ქართული ჯარის პოპულარიზაციის მიზნით, განახლდა თავდაცვის სამინისტროს პროექტი − „ჩვენი ჯარი“. საქართველოს მასშტაბით არსებულ 1301 საჯარო სკოლაში სამხედროებმა ჩაატარეს თემატური პრეზენტაციები. მიმდინარეობს პროექტის განხორციელება საქართველოს მასშტაბით აკრედიტებულ უნივერსიტეტებში. ფართო საზოგადოებაში ჯარის პოპულარიზაციის მიზნით, პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით არსებულ სამხედრო ბაზებზე 20 ღია კარის დღე ჩატარდა. დამამთავრებელი კლასის სკოლის მოსწავლეებისთვის შემუშავდა პროექტი − „ჯარის ბანაკი“, რომლის განხორციელება 2023 წლის ივლისიდანაა დაგეგმილი. გაშვებულ იქნა მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების ციკლის 10 სერია − „მე საქართველოს ჯარისკაცი ვარ“, რომელიც მიზნად ისახავდა ქართული ჯარის შესაძლებლობების, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. მედიის წარმომადგენლებში თავდაცვისა და უსაფრთხოების თემების პოპულარიზაციისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდების გაცნობისა და საომარ და კრიზისულ სიტუაციებში შესაბამისი უნარჩვევების გამომუშავების მიზნით, ჩატარდა მედიასწავლება − „ღირსეული პასუხი 2022“. საანგარიშო პერიოდში, მნიშნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სამხედრო მრეწველობის განვითარების მიმართულებით. სსსტც „დელტასა“ და ქართულ-ებრაულ საწარმო „სიეიეის“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ნატოს სტანდარტის ავტომატური შაშხანის საწარმოში შეიქმნა M4 ტიპის GI-4 იარაღის საგამოცდო ნიმუში, რომლის სერიული წარმოება დაიწყება გამოცდების წარმატებით დასრულების შემდეგ. მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა უპილოტო საფრენი აპარატების პროექტებზე პოლონეთთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში ახლად დაფუძნებულ საწარმო „დელტა-ვებეს“ მიერ. 2023 წლის იანვარში საბრძოლო და სადაზვერვო უპილოტო საფრენმა აპარატებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს. გარდა იმისა, რომ დელტა ტექსტილის მიერ შექმნილი მაღალი ხარისხის ტანსაცმელი და ეკიპირება საქართველოს თავდაცვის ძალებს გეგმის მიხედვით მიეწოდება, ასევე აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ საერთაშორისო ბაზარზე გატანილი პროდუქციის რაოდენობა მზარდია და იგეგმება ონლაინგაყიდვები. 41 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ახალი თაობის ინდივიდუალური ჯავშანდაცვისა და განტვირთვის უნივერსალური მოდულური სისტემის წარმოება, ასევე სხვადასხვა მოდიფიკაციის ჯავშანჩაფხუტების დამზადება. განხორციელდა 500 ტონამდე ვადაგასული და ჩამოწერილი საბრძოლო მასალების უტილიზაცია და საუტილიზაციო თანამედროვე აშენდა ბაზა თანამედროვე დედოფლისწყაროში. მანქანა-დანადგარების საერთაშორისო სტანდარტების პროექტის ფაზა გამოყენებით მეორე ახალ შესაბამისი ითვალისწინებს საუტილიზაციო ბაზაზე ვადაგასული და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ჩამოწერილი საბრძოლო მასალების უტილიზაციას გაზრდილი წარმადობით (1000-იდან 1200 ტონამდე). აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის სფეროს მიმართულებით არსებული კანონმდებლობის მოსაწესრიგებლად. კერძოდ, შემუშავდა თავდაცვის კოდექსის პროექტი, რომელიც აერთიანებს თავდაცვის სფეროს მარეგულირებელ მნიშვნელოვან საკანონმდებლო აქტებს. 1.4 უსაფრთხოება და მართლწესრიგის დაცვა მიმდინარეობს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის პოლიტიკისა და ინსტიტუციური გაძლიერების პროცესი. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატმა უწყებათაშორის ფორმატში შეიმუშავა ქვეყნის ფუძემდებლური დოკუმენტის − საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო პროექტი, თუმცა უსაფრთხოების გარემოს დინამიკურობის გათვალისწინებით, რეგულარულად მიმდინარეობს კონცეფციის პროექტის განახლება და დოკუმენტი დამტკიცდება მას შემდეგ, რაც რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ძირითადი კონტურები გამოიკვეთება. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების მიმართულებით. ამ ეტაპზე, ხდება დოკუმენტის სათანადო ნაწილების დამუშავება და უსაფრთხოების ცვალებად გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანა. მიმდინარეობს საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021-2024 სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებაზე მუშაობა. წლების ეროვნული 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების მიმართ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების აღსრულება, რომლის ფარგლებშიც გამოვლინდა 10-ზე მეტი სამართალდარღვევა. ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება და მომზადდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. მიმდინარეობს მუშაობა ინფორმაციული უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების განახლებაზე (ISO 27001-ის 2013 წლის ვერსიიდან 2022 წლის ვერსიაზე). ამ კუთხით სსიპ − ციფრული მმართველობის 42 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა სააგენტოს მიერ მომზადდა საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27002:2022 სამუშაო ქართულენოვანი ვერსია. ელექტრონულ სასწავლო პლატფორმაზე − Elearning.gov.ge მომზადდა და დაემატა კიბერჰიგიენის საბაზისო და კიბერუსაფრთხოების დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი გავლა და შესავალი კურსები. შესაბამისი ნებისმიერ დამადასტურებელი სერტიფიკატის მიღება. საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის დაძმობილების პროექტის − „კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“ მხარდაჭერით და სსიპ - ციფრული მმართველობის სააგენტოს ინიციატივით შეიქმნა კიბერუსაფრთხოების სფეროში საჯარო-კერძო პარტნიორობის პლატფორმა (GCPPP), რომელიც მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების სფეროში ეროვნულ დონეზე სხვადასხვა მანდატის მქონე საჯარო და კერძო ორგანიზაციებსა და კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებს შორის ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით უცხოელი ექსპერტებისა და სსიპ − სიფრული მმართველობის სააგენტოს მიერ შემუშავდა ქვეყნისათვის სტრატეგიულად და მატერიალურად მნიშვნელოვანი IT პროექტების მართვის ერთიანი სახელმძღვანელო დოკუმენტი. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს ურთიერთთავსებადობის ჩარჩოდოკუმენტის განახლებაზე. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 9 მარტს დამტკიცდა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ინტეგრირებული მართვის 2023-2027 წლების სტრატეგია“ და ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შემუშავება. ასევე, 2023 წლის 4 აპრილს, მიღებულ იქნა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ 2023 − 2026 წლების ეროვნული სტრატეგია“ და ამავე სტრატეგიის სამოქმედო გეგმა. 1.4.1 საზოგადოების უსაფრთხოება და მართლწესრიგი პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რაც გულისხმობს ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებების მკაფიო გამიჯვნას. აღნიშული პროცესი 2019 განხორციელდა წლის თებერვლიდან დაიწყო და თავდაპირველად იგი განხორციელდა ქ. თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტებში, ხოლო 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ზემოაღნიშნული მიმართულებები სრულად გაიმიჯნა რეგიონების მასშტაბით. აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობები დაუკავშირდა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესს და მას სრულად ჩამოშორდა სხვა 43 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა საპოლიციო ვალდებულებები. ამასთან, რეფორმის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ტერიტორიულ ორგანოში შეიქმნა ანალიტიკური ჯგუფი. შესაბამისად, პოლიციის რაიონულ დანაყოფებში გამოიყო დეტექტივის (ანალიტიკოსის) შტატი. გრძელდება მართლწესრიგის ოფიცრის რეფორმა, რომლის ფარგლებში, გარდა იმისა, რომ 2022 წელს, ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში სრულად ამოქმედდა მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი, ასევე ამავე წლის დეკემბრიდან მართლწესრიგის ოფიცრებით ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოც დაკომპლექტდა. ამჟამად მართლწესრიგის ოფიცერთა საერთო რაოდენობა 336-ს შეადგენს. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია სხვა მსხვილი ქალაქების დაკომპლექტება. მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო დონორების დაფინანსებით, განხორციელდა არაერთი სასწავლო კურსი, მართლწესრიგის ოფიცრების შესაძლებლობების გაძლიერებისთვის, რაც მომავალშიც გაგრძელდება. გამოძიების ხარისხის გაზრდის მიზნით, საქართველოს პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს საგამოძიებო მექანიზმის გაძლიერებას. „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი ცვლილებები შემუშავდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით და ემსახურება გამოძიების უფლებამოსილებებისა და პროცესში გამომძიებელსა და პასუხისმგებლობების გამიჯვნას, პროკურორს შორის გამოძიების პროცესში გამომძიებლის როლის გააქტიურებასა და მისი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას. ასევე აღსანიშნავია, რომ მუდმივად მიმდინარეობს გამომძიებელთა მომზადება/გადამზადება. არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიების ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელ სპეციალიზებულ პოლიციელთა და გამომძიებელთა მომზადების პროგრამა, რომლის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში გადამზადდა 210 მონაწილე. საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია − „ნუ წაართმევ ბავშვობას“, რომლის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თემატური შეხვედრები გამართეს საქართველოს შვიდ რეგიონში. სასაზღვრო პოლიციის რეფორმა შემუშავდა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელი“, რომელიც უმთავრესად დაეფუძნა ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის 44 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა სააგენტოს (FRONTEX/EBCGA) რისკის ანალიზის დანაყოფის მიერ შემუშავებულ „რისკის ანალიზის საერთო ინტეგრირებულ მოდელს“ (CIRAM 2.1 ვერსია). საზღვრის ინტეგრირებული მართვის სფეროში საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვის მიზნით, რისკის ანალიზის თემატიკასთან დაკავშირებით, გადამზადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურეები. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სახმელეთო საზღვრის დაცვის, სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობების გაუმჯობესების, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვის, სწრაფი რეაგირების, ოპერატიულ-საგამოძიებო კომპონენტების გაძლიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, ნატოსთან თანამშრომლობისა და ადამიანური რესურსების მართვის განვითარების მიმართულებით. სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, აშშ-ის მხარესთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს 7 სასაზღვრო სექტორის მშენებლობასთან დაკავშირებით, ხოლო 2 სასაზღვრო სექტორის მშენებლობის ვალდებულება აღებულია სახელმწიფო ბიუჯეტით. სასაზღვრო პოლიციამ განაახლა მესტიის ხუთი, წითელი ხიდის, ახალციხისა და ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორები. გარემონტდა ბათუმის, დედოფლისწყაროსა და მესტიის სასაზღვრო საგუშაგოები. აღსანიშნავია, რომ სახმელეთო საზღვრის დაცვისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, გაუმჯობესდა სასაზღვრო პოლიციის მარეგულირებელი კანონმდებლობა. გარდა ამისა, სასაზღვრო სექტორები აღიჭურვა თანამედროვე საზღვრის დაცვისა და საკომუნიკაციო საშუალებებით და ასევე, განახლდა მესაზღვრეების შეიარაღება. საზღვარზე დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებების განვითარების მიზნით, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სეგმენტზე (წითელი ხიდის სამმართველოს სექტორებზე − „ვახტანგისი“ და „ჭანარი“) ელექტრონული დაკვირვების თანამედროვე სისტემა მოეწყო, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სასაზღვრო მონაკვეთების კონტროლის შესაძლებლობებს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დასაცავ მონაკვეთებზე დამონტაჟდა საინჟინრო დაბრკოლების ღობურები და ელექტრონული სასიგნალო სისტემები. დამონტაჟდა სასაზღვრო ზოლის აღმნიშვნელი 500 ერთეული გამაფრთხილებელი ნიშანი (აბრები) და პროცესი კვლავ გაგრძელდება. გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო კომპონენტი. სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება დაიწყო 259 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელთაგანაც 116 საქმეზე პასუხისგებაში მიეცა 159 პირი. სანაპირო დაცვის განვითარების და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის ფარგლებში გადაიდგა არაერთი ნაბიჯი. 45 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა  ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი 2022 წელს მიანიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება NATO-ს საზღვაო ძალების სარდლობასთან (MARCOM) პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალი ეტაპის დასაწყისს წარმოადგენს. ოპერაციის სამოქმედო არეალს წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვა და შესაბამისი ქვედანაყოფების მონაწილეობა ოპერაციაში − „ზღვის მცველი“ განსაზღვრულია 2023 წლის III კვარტლიდან.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2023 წლის 15 თებერვლის №32 ბრძანებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შენაერთს ან/და მცურავ საშუალებას გაუხანგრძლივდა საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებსა და ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ერთწლიანი ნებართვა.  განხორციელდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდ „დიოსკურიის“ ბორტი №P25-ის პირველი დონის (NEL1) ნატოს ოპერაციული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) ფარგლებში შეფასება.  სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი „დეფენდერის“ ტიპის 4 სწრაფმავალი საპატრულო კატარღა დაემატა.  საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტი მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს სამ ფაზას და ითვალისწინებს თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას.  2023 წლის პირველ კვარტალში, აფრიკაში, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების აფრიკის სარდლობის (US NAVY AFRICA) ორგანიზებით გამართულ სწავლებაში „CUTLASS EXPRESS 23 (EX. CE23)“ (ქ. მომბასა, კენია) მონაწილეობა მიიღო საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 17-მა მოსამსახურემ.  2023 წლის მეორე კვარტალში, აშშ-ის საერთაშორისო სამართლის სწავლების თავდაცვის ინსტიტუტის (DIILS) მიერ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებისთვის განხორციელდა ერთკვირიანი სწავლებები, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, 2022 წლის III კვარტალში ჩატარდა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უწყებათაშორისი სამაგიდო სწავლება (JMOC TTX 2022). ასევე 2023 წლის II კვარტალში საქართველოში აშშ-ის საელჩოს ექსპორტის კონტროლის და საზღვრის უსაფრთხოების (EXBS) პროგრამის მხარდაჭერით, ჩატარდა საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის უწყებათაშორისი სამაგიდო სავარჯიშო (JMOC TTX 2023). 46 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, 2022 წლის დეკემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-სთან, 3 ახალი „H145“ შვეულმფრენის შესყიდვით მიზნით, ხელშეკრულება გაფორმდა. ასევე „მწვანე და საზღვაო საზღვრის დაკვირვებისთვის საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების გაძლიერების“ პროექტის ფარგლებში, ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას „Agusta Bell 206B Jetranger III“-ის ტიპის ორ ვერტმფრენს გადმოსცემს. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან, სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მთავარი სამმართველო, სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, ჩამოყალიბდა სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტად და დეპარტამენტში მომუშავე სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეებს ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზარდათ. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში 1 397 თანამშრომელი გადამზადდა. განხორციელდა სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს გადაიარაღება და მოსამსახურეების სრული პროფესიული გადამზადება. აქტიურად მიმდინარეობს აშშ-ის მიერ საერთაშორისო დონის სწავლებების ჩატარება და აღსანიშნავია, რომ ამერიკელი ინსტრუქტორები დადებითად აფასებენ სწრაფი რეაგირების მოსამსახურეების მომზადების დონეს. აშშ-ის მხარის მიერ ჩატარდა 9 სწავლება სწრაფი რეაგირების თანამშრომლებისთვის. ასევე სწავლება ჩატარდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლების მიერ. საპატრულო პოლიციის რეფორმა აქტიურად მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის რეფორმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის დანერგვის მიზნით, 2022 წლის 13 ოქტომბერს შიდა ქართლის რეგიონში, ქალაქ გორში გაიხსნა ერთიანი მომსახურების ცენტრი და მოქალაქეთათვის ხელმისაწვდომი გახდა საპატრულო პოლიციის 50-ამდე სერვისი. მიმდინარე წელს ერთიანი მომსახურების ცენტრის გახსნა დაგეგმილია აჭარის რეგიონში. ამ მიზნით, მიმდინარეობს არსებული შენობა-ნაგებობის რემონტი და ერთიანი მომსახურების ცენტრზე მორგებული გარემოს შექმნა. გრძელდება მუშაობა ცენტრის კონცეფციის მთელი საქართველოს მასშტაბით დანერგვაზე. შშმ პირებისთვის ინკლუზიური და თანასწორი გარემოს შექმნის მიზნით, 2023 წლიდან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრში სერვისების მიწოდება ხელმისაწვდომი გახდა ჟესტური ენით მოსარგებლე, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის, როგორც ადგილზე მოსული მოქალაქეებისთვის, ისე დისტანციურად, 47 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ვიდეოზარის მეშვეობით. აგრეთვე დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან ეტლით მოსარგებლეთათვის განთავსდა ლიფტი და მოეწყო ტაქტილური ბილიკები. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა პროგრამა − დასახლებულ „პოლიციის საზოგადოებრივი საქართველოს რეგიონებში“ საქმიანობა (CPI). ეთნიკური პროგრამის მიზანს უმცირესობებით წარმოადგენდა პოლიციასა და ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების ახალი ფორმისა და ნდობის ჩამოყალიბება და მოსწავლეებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და მიმდინარეობს სამსახურებრივ-საშტატო აღჭურვილობის განახლების მიმართულებით. ცეცხლსასროლი იარაღის განახლების პროცესი და თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორები უკვე აღიჭურვნენ თანამედროვე „გლოკ-19“ სისტემის პისტოლეტებით. სსიპ − საქართველოს შსს აკადემიაში ეტაპობრივად ხორციელდება ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების საცეცხლე-ტაქტიკური გადამზადება. გარდა აღნიშნულისა, „ევროპის საზღვრებისა და სანაპირო დაცვის სააგენტოსა“ (FRONTEX) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის, სამუშაო შეთანხმების ფარგლებში, საქართველოში არსებულ საკოორდინაციო პუნქტებში (სარფი, ქუთაისის, თბილისის და ბათუმის აეროპორტები და ასევე ბათუმის პორტი), საჭიროებისა და მიგრაციული ტენდენციების გათვალისწინებით, განთავსებულნი არიან ოფიცრები ევროკავშირის/შენგენის ზონიდან. პარალელურად, საქართველოდან არალეგალი მიგრანტების ნაკადის შემცირების მიზნით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები − პატრულინსპექტორები (მესაზღვრე-კონტროლიორი) განთავსებულნი არიან ევროკავშირის/შენგენის ასოცირებული ქვეყნის აეროპორტებში. 2023 წლის მარტის თვეში, მოლდოვის რესპუბლიკის საზღვრის დაცვის სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის 2011 წლის 13 ივნისის „სასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში, ხელი მოეწერა 2023-2024 წლის თანამშრომლობის გეგმას. დამატებით, 2023 წლის აპრილის თვეში, ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს შორის, „სასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში, გაფორმდა 2023-2024 წლის თანამშრომლობის გეგმა. 48 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო (Intelligence-Led Policing) კონცეფციის იმპლემენტაციაზე. 2023 წელს დამტკიცდა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის (ILP) განვითარების 2021 − 2025 წლების სტრატეგიის 2023 − 2025 წლების სამოქმედო გეგმა. მიმდინარეობს ანალიტიკური ქსელის გაფართოება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ანალიტიკოსებით დაკომპლექტებას. საანგარიშო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები დამატებით დაკომპლექტდა 94 ანალიტიკოსით. გარდა ამისა, შემუშავდა და სსიპ − შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ბაზაზე დამტკიცდა ანალიტიკოსთა გადამზადების სპეციალური კურსი, რომლის საფუძველზე ეტაპობრივად მიმდინარეობს შესაბამისი მოსამსახურეების (ანალიტიკოსების) გადამზადება. ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით, შესაბამისი წინადადებების/რეკომენდაციების შემუშავებისთვის, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მომზადდა „წინადადებები/შემდგომი ნაბიჯები ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით“, რომელიც, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ 2022 წლის 31 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით, შესასრულებლად გადაეცათ შესაბამის უწყებებს. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 აპრილის №148 დადგენილებით დამტკიცდა „ორგანიზებული დანაშაულის სამყაროსთან“, ნარკოტიკული წინააღმდეგ ბრძოლის 2021−2024 წლების ეროვნული სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელშიც აისახა ე. წ. „ქურდულ და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული წინადადებები. 2022 წლის ბოლოს, საქართველო დამატებით შეუერთდა ევროპოლის 4 ახალ ანალიტიკურ პროექტს, კერძოდ − AP DRUG CRIMES-ს, ასევე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, AP Travelers, AP TFTP (Terrorist Finance Tracking Programme) and AP Checkthe-Web. დღეის მდგომარეობით, საქართველო ჯამში მონაწილეობს ევროპოლის 6 ანალიტიკურ პროექტში. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბოლოს საქართველოს მიერ შევსებულ იქნა სპეციალური კითხვარი, რომლითაც განისაზღვრა, რომ საქართველო ჩაერთვება EMPACT-ის (ევროპული მულტიდისციპლინური პლატფორმა კრიმინალური საფრთხეების წინააღმდეგ) 6 ოპერატიულ სამოქმედო გეგმაში: 49 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა  მაღალი რისკის მქონე კრიმინალური დაჯგუფებები;  კიბერშეტევები;   ადამიანებით უკანონო ვაჭრობა; კანაფი, კოკაინი, ჰეროინი;  კრიმინალური ფინანსები, ფულის გათეთრება, აქტივების დაბრუნება;  ორგანიზებული ქონებრივი დანაშაული. დამატებით, საქართველო აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში:  ევროპოლისა და იტალიის პოლიციის ერთობლივი პროექტი „ONNET“, რომელიც მიმართულია იტალიური მაფიისა და ზოგადად ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფებების წინააღმდეგ;  ევროპოლის პროექტი OSCAR“, რომელიც მიმართულია უკრაინის ომის კონტექსტში დასანქცირებული რუსული აქტივების მოძიებაში. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს პოლიციის ატაშეების ქსელის შემდგომი გაფართოება. ამ მიზნით, უახლოეს პერიოდში იგეგმება ახალი ატაშეების წარგზავნა ისრაელსა და ირლანდიაში. 2023 წლის დასაწყისში, პოლიციის ატაშეების მიერ დაიფარა ახალი ქვეყნები და, დღეის მდგომარეობით, 16 პოლიციის ატაშის მიერ იფარება 30 სახელმწიფო. ამჟამად მიმდინარეობს აკრედიტაციების მიღების პროცედურები მალტადან და სან მარინოდან (დაფარავს იტალია), ბულგარეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან (დაფარავს საბერძნეთი), შვეიცარიიდან და მონაკოდან (დაფარავს საფრანგეთი). ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ხორციელდებოდა არაერთი მნიშვნელოვანი სწავლება ორგანიზებულ ბრძოლის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით. დანაშაულთან აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3,39%-ით (-1908 ფაქტი), მათ შორის, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა, ქურდობა, მათ შორის, ბინიდან ქურდობა, თაღლითობა და სხვა. უპრეცენდენტოდ მაღალია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რომელიც 62%-ს აღემატება. ნარკოპოლიტიკის დახვეწა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის შემდგომი დახვეწის მიზნით, დამტკიცდა სტრატეგიული დოკუმენტები − „ნარკოპოლიტიკის 2023 − 2030 წლების ეროვნული 50 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა სტრატეგია“, მისი განხორციელების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმასთან ერთად და ასევე „ნარკოტიკების საინფორმაციო სისტემის 2023 −2026 წლების სამოქმედო გეგმა“. 2022 წლის სექტემბერში საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის ნარკოტიკებისა და წამალდამოკიდებულების მონიტორინგის ცენტრს (EMCDDA) შორის გაფორმდა სამუშაო დოკუმენტი (Working Arrangement) და 2022 − 2024 წლების თანამშრომლობის პროგრამა. დოკუმენტები მოიცავს თანამშრომლობის გაღრმავებისა და საქართველოს ინსტიტუციათა შესაძლებლობათა გაძლიერების საკითხებს, ასევე სახელმწიფოში უსაფრთხოების, ჯანდაცვისა და პრევენციის ზომების ხელშეწყობას. ნარკოვითარების მონიტორინგის მიზნით, ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა დაასრულა მოსახლეობის ზოგადი კვლევა (General Population Survey) და 2023 წლის დასაწყისში მომზადდა კვლევის ანგარიში. მიგრაციული ნაკადებისა და საზღვრის ეფექტიანი მართვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აკვირდება საზღვარზე არსებულ სიტუაციას და ამუშავებს შს სამინისტროს სისტემაში არსებულ სტატისტიკურ თუ სხვა ტიპის მონაცემებს, რაც ხელს უწყობს ქვეყნის საზღვარზე არსებული სიტუაციის სრულყოფილად შეფასებას. გასათვალისწინებელია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და FRONTEX-ს შორის თანამშრომლობა, რაც, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეთა მიერ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დარღვევის პრევენციისკენაა მიმართული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებით ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებისათვის, მუდმივად ამუშავებს FRONTEX-ის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. შემუშავებულია საზღვარზე სახის ამომცნობი სისტემის ინტეგრაციის პროექტი, რაც ყველა სასაზღვრო გამტარ პუნქტზე შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას ითვალისწინებს. სისტემა ქვეყანაში შემომსვლელ/გამსვლელ პირებს აიდენტიფიცირებს, რათა გამოვლინდნენ ძებნილი, გაძევებული, ყალბი ან სხვისი სამგზავრო დოკუმენტებით მოძრავი პირები. პროექტი ტექნიკური ტესტირების ეტაპზეა და საჭირო ინვენტარის შესყიდვებისა და მონტაჟის ფაზაში გადავა. პროექტი სრულად ამოქმედდება 2023 წლის ბოლომდე, რაც სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. მგზავრთა წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის დამუშავების კუთხით, სრულად ამუშავდა API/PNR სისტემა. შესაბამისი დანაყოფი 24/7 რეჟიმში აკონტროლებს ძებნილ ან სხვა საინტერესო პირთა საქართველოში საჰაერო გზებით შემოსვლა-გასვლას. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურეები გადამზადდნენ აღნიშნული მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო მხარდაჭერის ფარგლებში. 51 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ასევე, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მიერ გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულებების ფარგლებში, შსს მიგრაციის დეპარტამენტმა განიხილა რეადმისიის განაცხადი 3 380 პირზე, აქედან დადებითი გადაწყვეტილება მიიღო 3 363 პირზე, ხოლო უარყოფითი − 17 პირზე. ადამიანური რესურსების მართვის ქმედითი სისტემა საანგარიშო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში ადამიანური რესურსების მართვის სისტემის განვითარების მიზნით, შს მინისტრის 2023 წლის 2 მარტის №1/97 ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №987 ბრძანებით დამტკიცებულ „სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესში“ 2022 წლის 29 აგვისტოს შესული ცვლილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სპეციალური მომზადების პროგრამებზე მიღება დაწესდა წელიწადში ექვსჯერ, რაც შესაძლებელს გახდის, წლის განმავლობაში, მნიშვნელოვნად მეტი თანამშრომლის გადამზადებას. საპოლიციო საქმიანობაში იდენტიფიცირებული გამოწვევების შესაბამისად, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების, საერთაშორისო საპოლიციო განათლების სტანდარტების დამკვიდრებისა და პოლიციელთა სწავლების სრულყოფის მიზნით, როგორც ადგილობრივი, ისე დონორი ორგანიზაციების ჩართულობით, განგრძობად რეჟიმში ხორციელდება შსს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს ინსტრუქტორების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება სხადასხვა მიმართულებით. პოლიციელთათვის სოციალური დაცვის გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, 2023 წლის 1 იანვრიდან პოლიციელთა შრომის ანაზღაურება გაიზარდა 20%-ით. საანგარიშო პერიოდში დაიწყო და მიმდინარეობს ქ. თბილისში 1 100-ბინიანი „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა. საანგარიშო პერიოდში, პოლიციელთა და მათი ოჯახის წევრთა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რაც გულისხმობს ლაბორატორიული აპარატურის განახლებას; სადაზღვეო კომპანიის დაფინანსების მიღმა დარჩენილი პაციენტების დიაგნოსტირება-მკურნალობის დაფინანსების საკითხების გადაწყვეტის კომისიური წესის დანერგვას; საზღვარგარეთის კლინიკებთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რთული დიაგნოზის მქონე პაციენტთა დიაგნოსტირებამკურნალობის მიზნით, უცხო ქვეყნის სპეციალისტთა მოწვევას. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ამაღლება 52 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გამკაცრდა საკანონმდებლო რეგულაციები სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევებზე, მათ შორის, გამკაცრდა სანქცია სიჩქარის გადაჭარბებისთვის, დადგინდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ავტომობილის განზრახ მოცურებისთვის/მოსრიალებისთვის (ე. წ. დრიფტი) და ახლებურად განისაზღვრა ავტომობილის მიერ გამოწვეული ხმაურისთვის პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები. ამასთან, განისაზღვრა უცხო ქვეყნის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საჯარიმო ქვითრის ჩაბარების წესი. საქართველოს მასშტაბით გრძელდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი მოდულის დანერგვის პროცესი, რომელიც აკმაყოფილებს ევროკავშირის CADaS (კადას) სტანდარტის მოთხოვნებს. პროგრამა უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ლოკაციების GPS კოორდინატების ავტომატურ ფიქსაციასა და რუკაზე შესაბამის ინდიკაციას, რაც საშუალებას მოგვცემს, დაიდენტიფიცირდეს „შავი წერტილები“. ასევე შესაძლებელი ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ხელშემწყობი ფაქტორებისა და გარემო პირობების შესახებ მეტად დეტალიზებული ინფორმაციის მოძიება და ანალიზი. პროგრამა ამოქმედებულია საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე. ასევე აღსანიშნავია აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების რეგიონალური ობსერვატორიის დაფუძნების პროექტში ჩართულობა, რომელიც გულისხმობს ერთიანი ანალიტიკური პლატფორმის/ცენტრის შექმნას, სადაც შეგროვდება სპეციალიზებული ინფორმაცია საგზაო უსაფრთხოების პრაქტიკის, პოლიტიკისა მონაცემების შესახებ, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი და სტატისტიკური თითოეული ქვეყნიდან (საქართველო, უკრაინა, ბელარუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი და მოლდოვა). აღნიშნული მთელი რიგი კომპლექსური აქტივობების შედეგად საგრძნობია საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით გაუმჯობესებული მდგომარეობა. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, აღინიშნება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის კლების ტენდენცია. 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა შემცირებულია 7%-ით, დაღუპულთა რაოდენობა 4%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა კი − 2%-ით. საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანობის გაზრდა საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, განხორციელდა და მიმდინარეობს არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი: ხულოს სახანძრო-სამაშველო ობიექტის მშენებლობა, რომლის დასრულებაც იგეგმება 2024 წელს; ქ. კასპის სახანძროსამაშველო ობიექტის მშენებლობა, რომლის დასრულებაც იგეგმება 2023 წლის ბოლომდე; დასრულდა დაბა ქედის სახანძრო-სამაშველო 53 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს ობიექტის კაპიტალური მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ სარემონტო მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა სამუშაოები; ასევე განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განახლების სამუშაოები სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამის დანაყოფებში. გარდა ზემოაღნიშნულისა, ეტაპობრივად მიმდინარეობს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, რომლის ფარგლებში, შეძენილ იქნა სახანძრო-საზედამხედველო ფუნქციის განხორცილებისას გამოსაყენებლად სამხრე კამერები; წყალზე განსახორციელებელი სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების ჩასატარებლად საჭირო მყვინთავის აღჭურვილობა; მეხანძრე-მაშველის ზამთრის უნიფორმა; ზაფხულის საკურორტო სეზონთან დაკავშირებით საჭირო სამაშველო აღჭურვილობა; სამაშველო ოპერაციების დროს წყლის ფსკერის სკანირების ორი ერთეული მოწყობილობა − „ექოლოტი“, საფრენი მოწყობილობა (დრონი) და ხანძრის ქრობის დროს წყალდამცლელი მოწყობილობები; თანამედროვე სტანდარტების კომპიუტერული ტექნიკა და ვიდეო-აუდიო აპარატურა. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გადაეცა თანამედროვე სატრანსპორტო და სპეცსაშუალებები: 3 ერთეული დრონი (DJI MAVIC 2 enterprise DUAL); 3 ერთეული კვადროციკლი (CFORCE 850 XC); ურბანულ ნანგრევებში მსხვერპლის საძიებო სხვადასხვა დასახელების აღჭურვილობა; 7 ერთეული მაღალი გამავლობის ავტოტექნიკა; 40 კომპლექტი თხილამური; წყლის სამაშველო აღჭურვილობა; სახანძრო ავტომანქანა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის; 7 ერთეული სპეციალიზებული პლანშეტი; წყალქვეშ ძებნა-შველის ღონისძიებების დისტანციურად წარმართვისთვის საჭირო უნიკალური მოწყობილობა. გარდა ამისა, განახლდა მცურავი და სამთო-სამაშველო საშუალებების ავტოპარკი და გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ტყის ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის განკუთვნილი 1 ერთეული ავტომანქანის შესყიდვაზე, ასევე მიმდინარეობს მუშაობა ანალოგიური დანიშნულების 10 ერთეული სახანძრო ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაძენად. სსდ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორგანიზაციული განვითარების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში ცალკე სტრუქტურულ ერთეულად შეიქმნა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების მთავარი სამმართველო. 2023 წლის 1 იანვრიდან სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოში შეიქმნა სასწავლო ცენტრი. განხორციელდა „მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის“ საათობრივი დატვირთვის გაზრდა და დაემატა ახალი საგნები. შეიქმნა „ცვლის მეთაურის საბაზისო სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა“, 54 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა რომელშიც შედის როგორც საბაზისო, ასევე ახალი სამენეჯერო რგოლისათვის შესაბამისი საგნები. სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო მართვის გეგმების მომზადების საკითხებზე, კონსულტაციები გაეწიათ და სამსახურის მიერ შეთანხმებულ იქნა 64 ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულების საგანგებო მართვის გეგმები. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების კუთხით, კერძოდ:  სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის შესაძლებლობების ზრდისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს თანამშროლობა ევროკავშირთან სხვადასხვა პლატფორმაზე (DG ECHO, UCPM, PPRD East 3, EU SAFE);  ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან (პოლონეთი, ავსტრია, საფრანგეთი, დანია, გერმანია) ორმხრივი თანამშრომლობის მორეაგირეების ფარგლებში, შესაძლებლობები მნიშვნელოვნად სტანდარტიზებული გაიზარდა პირველი ტრენინგკურსებისა და სიმულაციური სწავლებების ორგანიზებითა და სპეციალიზებული აღჭურვილობების მოწოდების გზით;  NATO-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საველე-სამეთაურო სწავლებებში,  რაც მოიცავს კატასტროფების რისკის მართვასა და შესაბამისი რეაგირების საკითხებს; ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან (US ODC) თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვნად განახლდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ODC-მა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 2022 წელს გადასცა 125 000 აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის აღჭურვილობა. 2023 წელს დამტკიცდა 350 000 აშშ დოლარის ღირებულების ტექნიკისა და სახანძრო აღჭურვილობის გადაცემის პროექტი;  2022 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გადაეცა 140 000 აშშ დოლარის ღირებულების ერთი ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტოკიბე, რომელიც გამოიყენება ქ.  ქუთაისში მაღალსართულიან შენობებზე საევაკუაციო და ცეცხლის ქრობის სამუშაოების განხორციელებისთვის; UNDP-ის პროგრამის − „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, დაიწყო აქტიური თანამშრომლობა მრავალმხრივი საფრთხეების რისკის მონაცემთა ბაზის დამუშავებისა და მუნიციპალურ დონეზე სწავლებების დაგეგმვის/განხორციელების კუთხით;  2022-2023 წლებში, საერთაშორისო ეგიდით გამართული სასწავლო კურსების მეშვეობით, გადამზადდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 338 თანამშრომელი; 55 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა  სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის შესაძლებლობების გაზრდისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მონაწილეობს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების პროგრამა PPRD East 3-ში. 2023 წელს საქართველო მასპინძლობს ფართომასშტაბიან საველე სწავლებას ტყის ხანძრების თემაზე;  ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის EU UCPM საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საქართველო მონაწილეობას იღებს რეგიონის მასშტაბით ტრანსსასაზღვრო რისკის შეფასებისა და ექსპერტული როგორიცაა: EU MODEX და HOPE;  მხარდაჭერის მნიშვნელოვან პროექტებში, იაპონიის მთავრობასთან თანამშრომლობის ფარგლებში, 2023 წელს ხელი მოეწერა საგრანტო პროგრამას, რომლის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიიღებს 5 ერთეულ სახანძრო მანქანას;  NATO SNGP კრიზისების ინიციატივის ფარგლებში, დანიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ 2023 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გადაეცა 500 000 ევროს ღირებულების სხვადასხვა სახის სახანძრო და სამაშველო აღჭურვილობა;  ეფექტიანი, დროული და თანმიმდევრული ჰუმანიტარული დახმარების საკოორდინაციო ქსელის შექმნისა და სამოქალაქო დაცვის სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვის მიზნით, საქართველომ ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირის სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის წევრობაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების კუთხით, ასევე ეტაპობრივად მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების ზედამხედველობის ელექტრონული სისტემის (eFss) დანერგვასა და ინტერაქტიული რუკის ფუნქციონალის დახვეწას/განვითარებას. ახალი საპოლიციო ციფრული პროდუქტები და 112 დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი და საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, დამონტაჟდა 1 309 ვიდეოკამერა: 969 − ზოგადი ხედვის, ხოლო 340 − ნომრის ამომცნობი. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, სულ დამონტაჟებულია 6 765 ვიდეოკამერა: 4 572 − ზოგადი ხედვის, ხოლო − 2 193 ნომრის ამომცნობი. საშუალო სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ამოქმედდა საშუალო სიჩქარის კონტროლის 81 სექცია, რომელიც ფარავს 238 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთს. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამურად ამოქმედებულია 56 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა 441 საშუალო სიჩქარის კონტროლის სექცია, რომელიც ფარავს 1 672,83 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთს. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ის“ ბაზაზე დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ მეშვეობით ხორციელდება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა სახელმწიფო სანომრე ნიშნების დაფიქსირება, რომელთაც არ გაუვლიათ სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ დანერგილია ინციდენტის ტიპებისა და საქმის პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამა, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს საქმის პრიორიტეტის განსაზღვრისას და რეაგირებისას ადამიანური შეცდომების რისკი, აგრეთვე იძლევა საშუალებას, გაიცეს პირველადი დახმარების ინსტრუქციები ბრიგადის ადგილზე მისვლამდე. დღეის მდგომარეობით, სახანძრო/სამაშველო და საპოლიციო ზარების უმეტესობა იმართება პროგრამული უზრუნველყოფა „ProQa”-ის საშუალებით, ხოლო სამედიცინო პროტოკოლის დანერგვისა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ინტეგრაციისთვის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. ყოველწლიურად ხორციელდება სსიპ − შსს მომსახურების სააგენტოს მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სატრანსპორტო საშუალების ახალი სარეგისტრაციო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე, რომელიც განაპირობებს სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად რეგისტრაციის/გადაფორმების მომსახურების დანერგვას. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში შეიქმნა ახალი მობილური აპლიკაცია (Sagency) და მიმდინარეობს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის ცვლილების დისტანციურად შეცვლის მომსახურების დანერგვაზე აქტიური მუშაობა. საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარება საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობს პოლიციის შენობების განახლება/რეაბილიტაცია და ახალი ობიექტების მშენებლობა, ასევე მათი შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა. კერძოდ, 2022 წლის ნოემბერში დასრულდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა, ქ. თბილისში, სოფელ ტაბახმელაში. ასევე 2023 წლის მარტში დასრულდა ქ. თბილისში ახალი სასაწყობო შენობის მშენებლობა (საიარაღო). გარდა დასრულებული მშენებლობებისა, საანგარიშო პერიოდში დაიწყო და მიმდინარეობს მშენებლობები შემდეგ ობიექტებზე: 57 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა  ადიგენის რნ-ს სოფელი აბასთუმანი, შსს პოლიციის ადმინისტრაციული შენობისა და შსს-ის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო შენობების მშენებლობა;  გარდაბანი/სოფ. კრწანისი (იალღუჯა) შსს-ის დანაყოფისთვის ყაზარმის, სასადილოს, სპორტდარბაზის, გამშვები პუნქტის, ავტოფარდულის, ასევე სხვა ინფრასტრუქტურის სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები;  ქ. ქუთაისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფის დისლოკაციისთვის შესაბამისი ბაზის მშენებლობა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობა №1-ში სარემონტო სამუშაოები;  ქ. თბილისში შსს-ის დანაყოფისთვის ოთხსართულიანი ყაზარმის მშენებლობისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები;  ქ. ბათუმში, უწყების თანამშრომელთათვის ორი თერთმეტსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის დასრულების სამუშაოები. გარდა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების განახლებისა, 2022 წელს, იმერეთის, რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამსახურის ამბროლაურის დროებითი მოთავსების იზოლატორში გაიხსნა სამედიცინო პუნქტი. ასევე გორის დროებითი მოთავსების იზოლატორის საკანი ადაპტირდა საჭიროებების შესაბამისად. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების მიზნით, 2022 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო და მიმდინარეობს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის, ქ. თბილისის დროებითი მოთავსების მთავარი სამმართველოს, ქ. თბილისის №1 და №2 დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და მიმდებარე ტერიტორიის სხვადასხვა სახის სამუშაოები. მოცემულ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორის საკანი, სამედიცინო და საგამოძიებო ოთახები აღიჭურვა ვიდეომეთვალყურეობის სისტემითა და სხვადასხვა სახის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით. საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობების გაძლიერება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „SAFE-ის“ პროგრამის ფარგლებში, UNOPS-ის (United Nations Office for Project Services) მიერ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტისთვის შეძენილ იქნა კომპიუტერული ექსპერტიზისათვის განკუთვნილი სხვადასხვა ინვენტარი და მოწყობილობა. 58 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ასევე, ბალისტიკური იდენტიფიკაციის სისტემის (პროგრამა არსენალი) ელექტრონული მონაცემთა ბაზის წარმოებისთვის, შეძენილ იქნა ტყვიებისა და მასრების სპეციალური სკანერის დამატებით 4 კომპლექტი, რაც დააჩქარებს ტყვიებისა და მასრების ციფრულ ფორმატში სკანირების პროცესს. საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა წარმატებით გაიარა განმეორებითი ISO17025-ის აკრედიტაცია და ამაჟამად, საერთო ჯამში, სულ აკრედიტებულია 12 ექსპერტიზის ლაბორატორია, როგორც ქ. თბილისში, ასევე რეგიონებში. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება დანაშაულთან ბრძოლისა და გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ცვლილება შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. ცვლილების შედეგად, კომპიუტერული მონაცემების გამოთხოვაზე (ამავე კოდექსის 136-ე მუხლი − დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა) აღარ ვრცელდება ფარული საგამოძიებო მოქმედების მარეგულირებელი ნორმები და მისი ჩატარება შესაძლებელი გახდა ყველა კატეგორიის დანაშაულის გამოძიებისას, როგორიც არის ნაკლებად მძიმე, მძიმე, განსაკუთრებით მძიმე, აგრეთვე გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული. ამასთან, გამარტივდა პროცედურული ნაწილი, რამდენადაც დასახელებული საგამოძიებო მოქმედება ტარდება ზოგადი წესით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე. შემუშავდა კიბერდანაშაულთა გამოძიების ხარისხის მონიტორინგის მეთოდოლოგია. კიბერდანაშაულებზე ეფექტიანი და დროული რეაგირების მიზნით, 2022 წლიდან დაიწყო კიბერდანაშაულების საქმეების შესწავლა, კერძოდ, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, შესწავლილ იქნა, ჯამში, 691 საქმე. ასევე აღსანიშნავია, რომ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავრი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა, ევროკავშირის მხარდაჭერით, გადასცა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო შესაბამისი აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა. დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური აქტიურად განაგრძოს გაძლიერებას, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც 2021 წელს საქართველოს სისხლის არასრულწლოვანთა სამართლის საპროცესო მართლმსაჯულების კოდექსში კოდექსსა ძალაში და საქართველოს შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს მიენიჭა 59 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა უფლებამოსილება, საქმის სასამართლოში წარმართვამდე, კოორდინატორი სისხლის სამართლის საქმეში ჩართოს საკუთარი გადაწყვეტილებით. ამ ეტაპზე, მოწმისა და დაზარებულის კოორდინატორის სამსახური ფუნქციონირებს ყველა რეგიონში და ფარავს ყველა ტერიტორიულ ორგანოს. ასევე შემუშავებულია რეკომენდაცია „მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორისა და გამომძიებლის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“, რომელიც უახლოეს მომავალში დამტკიცდება შს მინისტრის ბრძანებით. საანგარიშო პერიოდში, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა კონსულტაცია გაუწიეს 3 417 პირს. პენიტენციური სისტემა 2022 წლის დეკემბერში დასრულდა მუშაობა ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა. პენიტენციური კოდექსის პროექტი აუმჯობესებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომით პირობებს და პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირთა უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აჰყავს. მაგალითად, ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო, ყველა მსჯავრდებულს ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება, გაიზრდება სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა, გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები, პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თანამშრომელთა პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს. ასევე გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე და მოსამსახურეები, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს. პროექტი ამჟამად პირველი მოსმენით განიხილება საქართველოს პარლამენტში. გრძელდება პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება. დასრულდა დაბა ლაითურში მდებარე №1 პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა. ქალაქ რუსთავში დაიწყო ახალი, მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები, ხოლო №10 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მოეწყო 27 სასეირნო სივრცე. №15, №17 დაწესებულებებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედნები, ხოლო №5 დაწესებულებაში − კორტები. გრძელდება მუშაობა არასრულწლოვანთა საოჯახო ტიპის დაწესებულების კონცეფციის შექმნასთან დაკავშირებით. ასევე, პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა მიერ სამუშაოს ეფექტიანად წარმართვის უზრუნველსაყოფად, უმჯობესდება სამუშაო გარემო და პირობები. 60 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის ბიუროებში ბენეფიციარებისთვის, თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის უსაფრთხოებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. შემუშავდა ახალი პლატფორმა − „PROBIDEAS“, რომელიც პრობაციის სააგენტოს თანამშრომლებს მისცემთ შესაძლებლობას, მათი იდეები და პროექტები, მათ შორის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მიმართულებით, დასამტკიცებლად წარუდგინონ სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისგან შედგენილ კომისიას. პენიტენციურ დაწესებულებებში გრძელდება რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება. დასრულდა ახლადშემუშავებული „წამალდამოკიდებულ პირთა სარეაბილიტაციო პროგრამის“ პილოტირება №17 პენიტენციურ დაწესებულებაში. პენიტენციური სისტემის ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების მიერ მომზადდა „პოზიტიური მშობლობის პროგრამის“ პირველადი ვერსია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროგრამის მოდულის ექსპერტიზა, ევროპის საბჭოს Pompidou ჯგუფის პროექტის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. ევროპის საბჭოს პროექტის − „ადამიანის უფლებებისა და ჯანდაცვის ხელშეწყობის გაძლიერება პენიტენციურ სისტემაში“ ფარგლებში დაგეგმილია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბენეფიციარებისთვის შრომითი თერაპიის დანერგვა, შრომითი თერაპიის საამქროების მოწყობა 3 პენიტენციურ დაწესებულებაში და სპეციალისტებისთვის შრომითი თერაპიის გზამკვლევის შემუშავება. მიმდინარეობს მუშაობა „ფსიქიკური და მენტალური ჯანმრთელობის შესახებ სამაგიდო გზამკვლევზე“ სპეციალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ მენტალური და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მქონე 14-21 წლის მსჯავრდებულებთან. უმაღლესი განათლების მიღების უფლების რეალიზაციის მიზნით, 2022 წელს დამტკიცდა „მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების წესი“. ბრძანების შესაბამის პენიტენციურ სისტემაში ამოქმედდა „ციფრული უნივერსიტეტი“. ციფრული სწავლების პროცესის პილოტირება ხორციელდება №16 პენიტენციურ დაწესებულებაში. მხარდამჭერი აქტივობების მიმართულებით პენიტენციურ დაწესებულებებში რეგულარულად ხორციელდება საგანმანათლებლო, შემეცნებითი, კულტურული და სხვა ღონისძიებები, რომლის ფარგლებში, ჯამურად, სხვადასხვა ღონისძიებაში 2022 წელს ჩართული იყო 6462, ხოლო 2023 წელს 2646 მსჯავრდებული. გააქტიურდა მუშაობა მსჯავრდებულთა სწავლების, პროფესიული მომზადების/გადამზადებისა და დასაქმების კუთხით. სსიპ − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ჩართულია 1161 მსჯავრდებული, ხოლო ჩატარებული მომზადების/გადამზადების კურსების რაოდენობა 70-ს უთანაბრდება. 61 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა საანგარიშო პერიოდში შეიქმნა დასაქმების კერები პენიტენციურ დაწესებულებაში. დაინერგა მაღაზია „რე-მარკეტის“ (რესოციალიზაციის მარკეტი) კონცეფცია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მსჯავრდებულებს (დაწესებულებაში და დაწესებულების გარეთ), ინდივიდუალურად დასაქმდნენ, ნაყოფიერად გაატარონ დრო და ნივთების რეალიზაციიდან მიიღონ შემოსავალი. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სააგენტოს ბენეფიციართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში ჩართვა და რეფერირება პარტნიორ უწყებებსა და ორგანიზაციებში საჭიროებებზე დაფუძნებული მომსახურების მიღების მიზნით. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პრობაციონერთა საორიენტაციო კურსის პროგრამაზე, რომელიც დაბალი რისკის პრობაციონერებში განმეორებითი დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობასა და დანაშაულის პრევენციის პროცესში პრობაციის ოფიცრების როლის გაზრდას ისახავს მიზნად. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი რუსთავის, თეთრიწყაროს, მარნეულის, ქობულეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიებთან, რომელთა საფუძველზე პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებსა და ყოფილ პატიმრებს ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმებისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა შეექმნათ. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, შემუშავდა და დაინერგა 9 ახალი სარეაბილიტაციო პროგრამა, კერძოდ: დანაშაულის გააზრების პროგრამები სრულწლოვნებისა და არასრულწლოვნებისთვის, ემოციების რეგულაცია, რელაფსის პრევენცია, ცხოვრების ჯანსაღი წესი, სოციალური და კოგნიტური უნარების სასწავლო პროგრამა, მომავლის დაგეგმვა, ბიბლიოთერაპია, ინტერპერსონალური კომუნიკაცია და თანასწორობის პროგრამა. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირების გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამის ფარგლებში ჩართული იყო 46 უვადო მსჯავრდებული დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში 1565 ბენეფიციარი ჩაერთო რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებში. ინერგება მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა ინდივიდუალური შეფასების, მათ შორის, კლასიფიკაციის, სასჯელის დაგეგმვისა და შემთხვევის მართვის ეფექტიანი მეთოდოლოგიები. შემთხვევის მართვა ხორციელდება მულტიდისციპლინური მიდგომით და ამჟამად მიმდინარეობს №3, №5, №6, №8, №10, №11, №12, №14, №15, №16 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში. პენიტენციური დაწესებულებიდან პრობაციის სისტემაში გადასვლის, პენიტენციური დაწესებულებიდან/პრობაციიდან საზოგადოებაში დაბრუნების ხელშესაწყობად ინერგება 62 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა გათავისუფლებისთვის მომზადების პოლიტიკა. დღეისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამა ხორციელდება №2, №3, №5, №6, №8, №15 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში და მასში ჩართულია 46 უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი. გარდა ამისა, მუშაობა მიმდინარეობს გათავისუფლებისთვის მომზადების კონცეფციის შექმნაზე ყველა ტიპის დაწესებულებისთვის. პროცესის მხარდამჭერია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიურო (INL). საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით, მიმდინარეობს „გათავისუფლებისთვის მომზადების და გარდამავალი მენეჯმენტის 2023 − 2030 წლების სტრატეგიასა“ და სამოქმედო გეგმაზე მუშაობა მულტიუწყებრივ სამუშაო ჯგუფში. სამოქალაქო სექტორში გაცემული მომსახურების ხარისხთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, უმჯობესდება პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/ გარდა ამისა, მსჯავრდებულთათვის მიწოდებული ჯანდაცვის სერვისები. ბრალდებულები/მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული მომსახურებით. მუშავდება №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების გაძლიერების საკითხი და მისი სრული განახლება, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სამედიცინო პერსონალის რაოდენობის გაზრდის კუთხით. კერძოდ, №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ახალი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაცია შედგენილია. დაგეგმილია №18 სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილებისათვის სრულიად ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი სასეირნო სივრცით. ამ ეტაპისთვის აღნიშნული საკითხი დარეგულირდა „აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან“ დადებული ხელშეკრულებით. უმჯობესდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანდაცვის სტანდარტები და იგეგმება შესაბამისი დოკუმენტის განახლება. ამასთან, კვლავ გრძელდება პენიტენციური სისტემის მხარდაჭერა ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების შემდგომი გაუმჯობესების საკითხებზე, რომლის ფარგლებშიც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა პენიტენციურ სისტემაში ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებაზე. პროექტის ფარგლებში, იგეგმება მხარდაჭერა როგორც სამედიცინო, ისე რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებების დასახვეწად, რაც ასევე გააუმჯობესებს მულტიდისციპლინურ მუშაობას ფსიქიკური ჯანმრთელობის მართვის მიმართულებით. უმჯობესდება პენიტენციურ დაწესებულებებში უსაფრთხოების, გარე პერიმეტრის დაცვისა და ესკორტირების ღონისძიებები დაწესებულებიდან გაქცევის, მიმალვის ან დაწესებულებაში უკანონო ნივთების შეტანის შესაძლებლობის შემცირების მიზნით. 2021 წლის იანვრიდან დადგენილია პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დაწესებულებების გარე აკრძალულ ზოლში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის საკითხი, რისი იმპლემენტაციის ხელშესაწყობადაც პენიტენციური 63 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა დაწესებულებების გარე აკრძალულ ზოლში დამონტაჟდა გამაფრთხილებელი ნიშნების ბანერები. იგეგმება სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებათა გარე პერიმეტრის, მათ შორის, გარე აკრძალული ზოლის დაცვის გაძლიერების უზრუნველსაყოფად, საგუშაგო კოშკურების დამატება, ასევე სენსორული და ბუფერული ზონების განახლება/დამატება. გრძელდება ტრენინგებისა და თანამშრომლების პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება. სსიპ − საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს 2023 წლის იანვრიდან დაემატა პენიტენციური ტრენინგების დეპარტამენტი და მიენიჭა მანდატი, რათა უზრუნველყოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჭიროებების ანალიზი, პროაქტიულად დაგეგმოს ტრენინგები და შეიმუშაოს სამსახურის საჭიროებებზე მორგებული მოდულები ან/და გადასინჯოს არსებული. საანგარიშო პერიოდში სასწავლო ცენტრში შეიქმნა 6 ახალი მოდული: „დინამიკური უსაფრთხოება პენიტენციურ დაწესებულებებში“, „სპეციალური პროგრამა გარე დაცვის თანამშრომლებისთვის“, „ესკორტირების კურსი“, „მულტიდისციპლინური მიდგომის მნიშვნელობა შემთხვევის მართვის პროცესში“, „კრიზისული სიტუაციების მართვა“, „საცეცხლე მომზადების კურსი“. არასრულწლოვანთა რეფერირების მიმართულებით, მომზადდა ახალი შეფასების ინსტრუმენტი − 7-18 წლამდე არასრულწლოვნების რისკისა და საჭიროებების შეფასების ფორმა და ამჟამად მიმდინარეობს მისი პილოტირება. შემუშავდა და პილოტირების პროცესშია სუიციდის რისკის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენება. მუშავდება არასრულწლოვანთა რეფერირების შესახებ კანონპროექტი. 2022 წლის ბოლოდან არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში დაინერგა სარეაბილიტაციო მოდული − „სოციალური უნარებისა და სოციალური გადაწყვეტილებების პროგრამა“. 2023 წლის აპრილში კი ცენტრისთვის შემუშავდა სარეაბილიტაციო მოდული − „ოჯახის გაძლიერების პროგრამა“. 2023 წლიდან რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები გადიან არტთერაპიის კურსს, რისთვისაც თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თანამშრომლობით ცენტრში გაიხსნა არტთერაპიის კუთხე. ევროპის საბჭოს პომპიდუ ჯგუფის (Pompidou Group) პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ადიქციაზე გაიდლაინის/გზამკვლევის (7-იდან 14 წლამდე) მომზადება თანამშრომლებისთვის, ტრენერთა ტრენინგის მომზადება და თანამშრომელთა გადამზადება. ვითარდება აღდგენითი მართლმსაჯულების პრაქტიკა და მექანიზმები. საანგარიშო პერიოდში გაიხსნა მედიაციის სივრცეები რეგიონულ დონეზე ხაშურში, ოზურგეთში, ახალქალაქსა და სენაკში. 2023 წლის თებერვალში დასრულდა სისხლის სამართლის მედიატორთა რეესტრის მექანიზმის საფუძველზე შერჩეული კადრების გადამზადების/სპეციალიზაციის 64 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა სასერტიფიკატო კურსი პრაქტიკული სწავლება. და მიმდინარეობს მედიატორთა რეესტრში ჩარიცხულთა აქტიურად მიმდინარეობს აღდგენითი მართლმსაჯულების პრაქტიკა პროგრამების ფარგლებში. 2022 წლისათვის წარმატებული მედიაციის შეადგენდა 60%-ს. განრიდების მაჩვენებელი გრძელდება მედიაციის მექანიზმის იმპლემენტაცია უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის ფარგლებში. პრობაციის კოდექსის პროექტის ფარგლებში მომზადებულია აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარებისათვის ახალი საკანონმდებლო საფუძვლები, რომლებიც ეყრდნობა სისხლის სამართლის მედიაციის საპილოტე პროგრამების ფარგლებში სააგენტოს გამოცდილებასა და აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულებით მნიშვნელოვან საერთაშორისო სტანდარტებს. 2022 წლის დეკემბერში დაიწყო ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტი − „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. 1.4.2 ადამიანის უფლებების დაცვა საანგარიშო პერიოდში დასრულდა მუშაობა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაზე. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 5 სექტემბრის №1627 განკარგულებით მოიწონა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2022 − 2030 წლების სტრატეგია. დოკუმენტი წარედგინა საქართველოს პარლამენტს და დამტკიცებულ იქნა 2023 წლის მარტში. სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების აღსრულების მიზნით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე. ფუნქციონირებას განაგრძობს საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი უწყებათშორისი პლატფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის, ბავშვის უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის იმპლემენტაციის ხელშეწყობას. 2022 წლიდან გრძელდებოდა მუშაობა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის კონვენციისა და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის ოქმის სავალდებულოდ აღიარებისთვის. საქართველოს კანონმდებლობაში კონვენციიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიზნით, მომზადდა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში, „სააღსრულებო 65 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონების პროექტები. აღნიშნული კანონების პროექტები შეთანხმდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან, სსიპ − ნოტარიუსთა პალატასა და სსიპ − აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან. 2023 წლის 25 მაისს ხელი მოეწერა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციასა და „რჩენის ვალდებულებების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმს. შემდეგი ეტაპია დოკუმენტების წარდგენა პარლამენტში, რატიფიცირების მიზნით. სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობით, საანგარიშო პერიოდში შემუშავდა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 და მე-6 გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების პროექტები, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად წარედგინა პარლამენტს უკუკავშირისთვის, რის შემდეგაც გაეგზავნება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს. „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველო კანონის სრულყოფილი იმპლემენტაციის მიზნით, 2022 წელს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, სსიპ − აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაინერგა სოციალური მუშაკის მიერ სოციალური საფრთხის წინაშე მყოფი სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24საათიანი რეაგირების მექანიზმი. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისიის ეგიდით შემუშავდა და საქართველოს მთავრობის 2023 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებით დამტკიცდა ორი ცალკე მდგომი ეროვნული სამოქმედო გეგმა: „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს 1325 რეზოლუციების განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა“ და „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა“. საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროებაზე რეაგირების შიდა მექანიზმების დანერგვაზე. შედეგად, 17 საჯარო უწყებაში უკვე დანერგილია მსგავსი მექანიზმი. შემუშავდა ე. წ. სამაგიდო სახელმძღვანელო საჯარო მოხელეებისთვის − „სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევების მოკვლევა მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომით“. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 9 ნოემბერს დადგენილებით „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი“ დაამტკიცა. დადგენილების ძირითად მიზანს წარმოადგენს მსხვერპლისთვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული ზიანის კომპენსირება, როდესაც მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება 66 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა დანაშაულის ჩამდენი პირისგან ან ანაზღაურდება ნაწილობრივ. აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მსხვერპლის არასრულწლოვანი შვილის (შვილების) დახმარება, სახელმწიფო კომპენსაციის გაცემით. აღნიშნული წესი თანხვედრაშია საქართველოს მიერ რატიფიცირებულ ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს (ე. წ. სტამბოლის) კონვენციის ვალდებულებასა და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონთან. ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2023 წლის პირველი მაისიდან, შემაკავებელი ორდერი და რისკების შეფასების ინსტრუმენტი განახლებული ფორმით ამოქმედდა. სამართლებრივ აქტებში განხორციელებული ცვლილების მიზანი ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ამაღლება და მოძალადეზე ზედამხედველობის კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმის შექმნაა. ელექტრონული ზედამხედველობის განვითარების მიზნით, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, კერძოდ, „შემაკავებელი ორდერის და შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმების დამტკიცების, აგრეთვე მათი შედგენის უფლებამოსილი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის ბრძანებით დამტკიცებულ შემაკავებელი ორდერის ოქმის ფორმაში, 2023 წლის 7 თებერვლის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების მიზნით მსხვერპლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის კითხვარისათვის გაზრდილი ქულათა რაოდენობა სამომავლოდ განაპირობებს მომართვიანობის გაზრდას, რაც პროპორციულად გაზრდის ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების შემთხვევებს. დოკუმენტში შეტანილი ცვლილებებით ძალადობის განმეორების რისკების შეფასების პროცესი მეტად ორიენტირებული იქნება მსხვერპლზე. განახლებული ინსტრუმენტით შეიცვალა ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების სტანდარტი, რაც მეტ მსხვერპლს მისცემს საშუალებას, გამოიყენოს ძალადობის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი. 2022 წელს, მოსახლეობის მასობრივი ინფორმირების მიზნით, განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანია. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, არაერთი ღონისძიება ტარდება, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეიქმნა ერთიანი საკოორდინაციო საბჭო, რომლიც აერთიანებს სამთავრობო უწყებებს, არასამთავრობო, დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, შშმ პირთა თემსა (შშმ პირებს ან/და მათ წარმომადგენლებს, შშმ პირთა ორგანიზაციებს, მშობლებს) და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. საბჭოს ჩართულობით, 2022 წელს შემუშავდა 67 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა და 2023 წლის დასაწყისში დაამტკიცა შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვის სამოქმედო გეგმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. აქტიურად მიმდინარეობს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, რაც გულისხმობს დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვასა და მათ ჩანაცვლებას მცირე ზომის, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებებით. ამჟამად დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს გადის დუშეთისა და მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატები. შესული ცვლილებით „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელთა შშმ პირთა სოციალური პაკეტის ინდექსაცია. 2023 წლის იანვრიდან შშმ ბავშვების/მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური პაკეტი შეადგენს 340 ლარს, ამასთან, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ ბავშვები იღებენ გაზრდილ დანამატს, სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით. „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის №279 დადგენილებით დამტკიცებულ წესში 2022 წელს შესული ცვლილებით, სოციალური პაკეტის მიღების უფლება მოიპოვა ყველა შშმ პირმა, საჯარო საქმიანობის განხორციელების პარალელურად. „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის“ პროგრამის ფარგლებში, სოციალური მომსახურებები ყოველწლიურად ფართოვდება და გეოგრაფიულად ხელმიწასვდომი ხდება. 2023 წლიდან დაემატა შინ მოვლისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურების ქვეპროგრამები, რომლებიც საპილოტე რეჟიმში განხორციელდება წლის მეორე ნახევრიდან. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა მუშაობა სამინისტროებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხების თაობაზე წლიური სამოქმედო გეგმების დამტკიცებაზე. საქართველოს კონსტიტუციითა და არსებული საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული გარანტიების შესაბამისად, ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა ხანდაზმულ პირთა უფლებების საკანონმდებლო დონეზე მკაფიოდ მოწესრიგების საკითხზე. ყოველწლიური დიალოგის ფარგლებში, 2022 წლის ივნისში, საქართველოს დელეგაციამ ევროკავშირის წარმომადგენლებს წარუდგინა ინფორმაცია საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო 2021 წელს გამართული საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შემდგომ მიღწეულ პროგრესს ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის ხელშეწყობის მიმართულებით. 68 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ბიზნესი და ადამიანის უფლებები 2022 წლიდან აქტიურად მიმდინარეობდა მოსამზადებელი პროცედურები „სასამართლო არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის კონვენციის სავალდებულოდ აღიარების მიზნით. ამჟამად კონვენციის სრული პაკეტი წარდგენილია საქართველოს პარლამენტში. ამასთან, დოკუმენტის სრულყოფილი იმპლემენტაციისათვის განხილულ იქნა საკითხი საქართველოს კანონმდებლობაში კონვენციიდან გამომდინარე ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის თაობაზე. შედეგად, მომზადდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსსა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. პროექტები შეთანხმდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან. 2022 წლის 16 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ ერთობლივი მუშაობის შედეგად შემუშავებული ონლაინსასწავლო კურსის − „ბიზნესი, ადამიანის უფლებები და ღირსეული შრომა საქართველოში'' პრეზენტაცია გაიმართა. კურსის მოდულები შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ტურინის სასწავლო ცენტრის სპეციალისტების მიერ და შედგება 4 მოდულისაგან: 1) ბიზნესისა და ადამიანის უფლებებისა და ღირსეული მუშაობის მიმოხილვა; 2) ბიზნესი და ადამიანის უფლებები საქართველოში; 3) ბიზნესი, ადამიანის უფლებები და შრომის საერთაშორისო სტანდარტები (ILS); 4) დაინტერესებული მხარეები ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროში საქართველოში. სამოქალაქო თანასწორობა და ინტეგრაცია სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობის, პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021 – 2030 წწ სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში დასახული აქტივობების განხორციელება. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების მიზნით, გრძელდებოდა კომპლექსური ღონისძიებების გატარება ქართული ენის პოპულარიზაციის, შესწავლის შესაძლებლობების გაზრდისა და სწავლების მეთოდოლოგიის გაუმჯობესების, ისევე, როგორც ბენეფიციართა სეგმენტისა და გეოგრაფიული დაფარვის გაფართოების მიმართულებით. გაიზარდა სახელმწიფო ენის ბილინგვური მეთოდით სწავლების შესაძლებლობები. საპილოტედ შერჩეულ სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიღწეული შედეგების შეფასების საფუძველზე, დაგეგმილია პროგრამის შემდგომი განვითარება, 69 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა საანგარიშო პერიოდში, ინტენსიურ რეჟიმში წარიმართა ადგილობრივი და ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების, ასევე ქართულის, როგორც მეორე ენის, კონსულტანტმასწავლებლების გადამზადების პროცესი, რომლის ფარგლებში მასწავლებლებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ითარგმნა/შემუშავდა შესაბამისი საგნობრივი ტრენინგის მოდულები და სასწავლო რესურსები. ამავდროულად, რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში მივლინებულ იქნა 397 ქართულენოვანი მასწავლებელი. დამატებით, გადამზადდა ქართულის, როგორც მეორე ენის, 518 მასწავლებელი, ხოლო სახელმწიფო ენის კურსში გადამზადნენ ყველა არაქართულენოვანი საჯარო სკოლის მასწავლებლები. სახელმწიფო ენის სწავლებისკენ მიმართული ძალისხმევის პარალელურად, ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენაზე განათლების უფლება სრულად რეალიზებული და დაცულია, როგორც სკოლამდელ დაწესებულებებში, ასევე მოქმედ 296 არაქართულენოვან საჯარო სკოლაში/სექტორზე, მათ შორის, უზრუნველყოფილია მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენების (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური, უდიური, ასურული) სწავლება ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, ზრდასრული მოქალაქეების სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლების მიმართულებით, აქტიურად ახორციელებდა ქართული ენის პროგრამებს. ამასთან, „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფარგლებში 273 საჯარო მოსამსახურე გადამზადდა, რომლებმაც, სახელმწიფო ენის კომპეტენციასთან ერთად, განავითარეს თავიანთი პროფესიული უნარებიც. ეთნიკური უმცირესობებისთვის ხარისხიან სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, გატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები განათლების თითოეულ საფეხურზე. მათ შორის, არაქართულენოვანი სკოლების პირველ-მეცხრე კლასებში ეტაპობრივად დაინერგა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა და განხორციელდა სკოლების უზრუნველყოფა განახლებული სახელმძღვანელოებით ყველა საგანში, რომლებიც აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეა თარგმნილი. საშუალო საფეხურზე პროცესი თანმიმდევრულად გაგრძელდება შემდეგ წლებში. სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სასწავლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სამივე რეგიონში, დასრულებული და მიმდინარე პროექტების ფარგლებში, განხორციელდა 40-ზე მეტი სკოლისა და 20-ზე მეტი საბავშვო ბაღის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა პროფესიულ პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სომხურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე შერჩევის პროცედურის გავლის შემდგომ, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხა 292 ახალგაზრდა. 30 საჯარო სკოლის ბაზაზე პროფესიული პროგრამების ამოქმედება ახალგაზრდებს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს პროფესიული განათლების მიღების დამატებით, უნიკალურ შესაძლებლობას შეუქმნის. 70 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით, წარმატებით მიმდინარეობდა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ე. წ. „1+4 პროგრამა“), რომელშიც 2022 წელს 1386 სტუდენტი ჩაერთო. გაგრძელდა „1+4 პროგრამის“ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის საჯარო სექტორში სტაჟირების სპეციალური პროგრამა, ახალგაზრდების პროფესიული განვითარების, საჯარო სფეროში მუშაობის გამოცდილების შეძენისა კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობის მიზნით. და შრომის პროგრამაში დღემდე ბაზარზე 400-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების/ცნობიერების ამაღლების მიზნით, განხორციელდა საინფორმაციო კამპანიები, რომლის ფარგლებშიც ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, მიმდინარეობდა სატელევიზიო და ინტერნეტ-მაუწყებლობა ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენებზე. ასევე ფუნქციონირება განაგრძო შვიდენოვანმა ვებპორტალმა (www.1tv.ge). სახელმწიფოს დაფინანსებით გამოიცა ყოველკვირეული გაზეთები − სომხურენოვანი „ვრასტანი“ და აზერბაიჯანულენოვანი „გურჯისტანი“. სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის მიზნით, სამივე რეგიონის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში 170-ზე მეტი პროექტი განხორციელდა, ჯამური ღირებულებით − 130 მლნ ლარი. სახელმწიფო პროგრამებზე, მომსახურებებსა და უფასო იურიდიულ დახმარებაზე წვდომის ხელშესაწყობად, რეგულარულად ხორციელდებოდა საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კარდაკარ კამპანიები. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დაფინანსებით ხელშეწყობილია ეთნიკური უმცირესობების მუზეუმებისა (272,000.00 ლარი) და თეატრების (1,989.000.00 ლარი) საქმიანობა და სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული ღონისძიების განხორციელება, მათ შორის, მუნიციპალურ დონეზე. ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩოკონვენციის (FCNM) მე-4 ციკლის ფარგლებში მომზადდა სახელმწიფო ანგარიში, რომელშიც კომპლექსურად აისახა ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობათა დაცვისა და ინტეგრაციის მიმართულებით არსებული ვითარება და შექმნილი შესაძლებლობები. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, სამხარეო ადმინისტრაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, 71 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა სამოქალაქო სექტორსა და ექსპერტებთან. გამართული შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, ღია და ინკლუზიური პროცესის ფარგლებში, ყველა შესაბამისი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორის აქტიური მონაწილეობითა და სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობით, სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად, მომზადდა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2023-2024 წწ სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 3 აპრილს დაამტკიცა. შრომითი უფლებები გრძელდება მუშაობა შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. საქართველოს მასშტაბით, შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას განხორციელდა 3755 ინსპექტირება 1933 ობიექტზე. განხორციელებულმა ინსპექტირებებმა კი დასაქმებულ პირთა 13,7% (176 000-ამდე დასაქმებული პირი) მოიცვა. 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს განხორციელებული ინსპექტირებები გაიზარდა 144%-ით, ხოლო შემოწმებული სამუშაო ადგილების რაოდენობა კი − 132%-ით. „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, 2018 წლიდან 41%-ით შემცირდა სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა. რაც შეეხება 2023 წლის პირველ კვარტალში განხორციელებულ აქტივობებს, სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით შრომით ნორმებზე ზედამხედველობისას სულ განხორციელდა 814 ინსპექტირება. შრომითი უსაფრთხოების კანონმდებლობასთან საკანონმდებლო დაახლოების ბაზის მიზნით, გაძლიერებისა და ევროპულ საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების ფარგლებში, ამავე შეთანხმების XXX დანართით განსაზღვრული (ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე) 5 დირექტივის საფუძველზე, მომზადდა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა რამდენიმე დადგენილება, რომლებიც უკავშირდება უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობის დაცვას, როგორიც არის დაცვის პერსონალური საშუალებების გამოყენება, სპეციალური უსაფრთხოების ნიშნები, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგები და სხვა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების განვითარება სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებელი გამოძიების მიერ ჩადენილი უზრუნველყოფის დანაშაულის მიზნით, ეფექტიანი საანგარიშო და პერიოდში განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა: შემუშავდა და მხარი დაეჭირა საკანონმდებლო 72 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ინიციატივებს, რომლებმაც ხელი შეუწყო სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობისა და საგამოძიებო მანდატის გაზრდას, კერძოდ, სამსახურის საგამოძიებო მანდატი ისეთ მნიშვნელოვან დანაშაულებზე გავრცელდა, როგორებიცაა: მომიჯნავე სამოხელეო დანაშაულებისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევის შემთხვევების ხელახალი გამოძიება. კიდევ უფრო მეტად გაიზარდა სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პროცესში გამოვლენილ ისეთ დანაშაულებსაც იძიებს, რომლებიც სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო მტკიცებულებების განადგურების, უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი სიყალბის შემთხვევებს უკავშირდება. პოტენციურ მსხვერპლთა და დაზარალებულთა უფლებების დაცვისთვის დამატებითი გარანტიების შექმნის, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გამოძიებაში ჩართვის მიზნით, დაინერგა დაცვის სპეციალური პროგრამა და შემუშავდა პროგრამის მართვის სახელმძღვანელო. გამოძიების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის, თემატური კვლევების, რეკომენდაციის შემუშავების, სტატისტიკის წარმოების, ერთიანი საგამოძიებო პოლიტიკის შემუშავებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის გამოძიებაში ეფექტიანი იმპლემენტაციის მიზნით, შეიქმნა გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკის დეპარტამენტი. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამოქმედებიდან ერთ წელიწადში, წევრობის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა და პოლიციის მიმართ საჩივრების განმხილველ დამოუკიდებელ ორგანოთა ქსელის (Independent Police Complaints Authorities’ Network) ოფიციალური წევრი გახდა. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სათავო ოფისისა და დამატებითი რეგიონული ოფისის (ქვემო ქართლში) აშენებისთვის სამსახურს გადაეცა მიწის ნაკვეთი, რომელზეც დაწყებულია სამშენებლო სამუშაოების მოსამზადებელი პროცესი. სამსახურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მისი ბიუჯეტი 150%-ით გაიზარდა. 2. ეკონომიკური განვითარება 2.1 ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩო-კრიზისიდან გამოსვლა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება ბოლო წლებში, საქართველოში მნიშვნელოვანი პროგრესი დაფიქსირდა ეკონომიკური მდგრადობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით. ფუნდამენტური 73 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ეკონომიკური რეფორმების ფონზე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეკონომიკის სტრუქტურა და გაიზარდა ინკლუზიურობა. ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, მათ შორის, მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდა მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. 2021 წლის მსგავსად, 2022 წელი სავსე იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებით, რამაც, თავის მხრივ, გავლენა მოახდინა ეკონომიკურ პოლიტიკაზე, გამოწვევები საპასუხო ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვდა. გეოპოლიტიკური შოკებისა და რუსეთ-უკრაინის ომით განპირობებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო არა მხოლოდ ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნება, არამედ 2022 წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10.1% შეადგინა. 2022 წელი ეკონომიკის თითქმის ყველა მიმართულებით იყო მნიშვნელოვანი გაჯანსაღებისა და გაუმჯობესებების წელი. ეკონომიკური აქტივობის ზრდას ხელი შეუწყო როგორც შიდა, ასევე საგარეო მოთხოვნის ზრდამ. 2022 წლის ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული ტრანსპორტისა და და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი დასაწყობების, მშენებლობის, ენერგეტიკის, მრეწველობისა მომსახურების სექტორში, მათ ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. შორის, ტურიზმთან დაკავშირებულ შეიტანა და საქმიანობებში პოზიტიური ტენდენციები ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 2023 წელსაც გაგრძელდა და, წინასწარი შეფასებით, 2023 წლის პირველი კვარტალის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.2% შეადგინა. სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 − 2028 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის − საშუალოდ, 5.1%-ის ოდენობით. ეკონომიკური აქტივობის ზრდა პოზიტიურად აისახა შრომის ბაზრის მაჩვენებლებზეც, კერძოდ, 2022 წელს დასაქმების ზრდა და უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა. 2022 წელს სიღარიბემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 2022 წელს პოზიტიური ტენდენციები დაფიქსირდა, როგორც საქონლის ექსპორტის, ასევე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. 2022 წელს ექსპორტი გაიზარდა 31.8 პროცენტით და რეკორდული მაჩვენებელი − 5.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2023 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში, ექსპორტის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ექსპორტი 23.6%-ით გაიზარდა და 1,962.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. პოსტპანდემიურ პერიოდში, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისთვის მნიშვნელოვანი იყო ტურიზმის სწრაფი აღდგენა და, ამ მხრივ, საკმაოდ პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა. 2022 წლის ივლისიდან ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პანდემიამდელ მაჩვენებელს 74 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა აჭარბებს. 2022 წელს მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების დონემ 7.6%-ით გადააჭარბა 2019 წლის დონეს და 3.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. პოზიტიური დინამიკა გაძლიერდა 2023 წელს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მნიშვნელოვნად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 102%-ით გაიზარდა და 795.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის დონეს 37.5%-ით აღემატება. 2022 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 927.4 მლნ აშშ დოლარით გაუმჯობესდა და 1,012.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მშპ-თან მიმართებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 6.3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და 4.1 პროცენტი შეადგინა, რაც მშპ-თან მიმართებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ისტორიულ მინიმუმს წარმოადგენს. რეგიონში შექმნილი სიტუაციისა და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 61.1%-ით გაიზარდა და რეკორდული 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო, 2019 წელთან შედარებით, ზრდა 47.9%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნების წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 43%-ია. 2022 წელს, პანდემიის პარალელურად, რუსეთ-უკრაინის ომმა და დაძაბულმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ რეგიონში პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი ეკონომიკისთვის ახალი რისკები გააჩინა და გააძლიერა ინფლაციური წნეხი. რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. შესაბამისად, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ეკონომიკებში ინფლაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ინფლაციამ უკვე გაიარა პიკური პერიოდი, 2022 წლის მაისიდან (13.3%) მას კლების ტენდენცია აქვს და 2022 წლის ბოლოს 9.8%-ამდე შემცირდა. 2023 წლის აპრილში კი, წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა, მოსალოდნელზე მეტად შემცირდა და ჩამოცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს – 3%-ს. არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო, შეენარჩუნებინა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი. სარეიტინგო კომპანიების − Fitch-ის, S&P-ის, Moodys’-ის შეფასებით, საქართველომ უზრუნველყო რეიტინგის შენარჩუნება პანდემიამდე მაჩვენებლის დონეზე და კრიზისის დაძლევა, რეიტინგის გაუარესების გარეშე. 2023 წლის დასაწყისში კი „Fitch-მა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო სტაბილურიდან პოზიტიურისკენ. რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა საინვესტიციო პროექტების მართვის (PIM) რეფორმის ფარგლებში, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მოწვეული ექსპერტების ჩართულობით, მომზადდა და 75 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №65 დადგენილებით2 დამტკიცდა საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის განახლებული მეთოდოლოგია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ახალმა საინვესტიციო/კაპიტალურმა პროექტმა წლიურ ბიუჯეტსა და საშუალოვადიან ჩარჩოში ასახვამდე უნდა გაიაროს საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის მეთოდოლოგიით გათვალისწინებული წინასწარი შეფასებისა და საბოლოო შერჩევის ეტაპები. მეთოდოლოგიის შესაბამისად, 2022 წელს შეფასდა 32 ახალი საინვესტიციო/კაპიტალური პროექტი. ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების ფარგლებში, 2022 წლის განმავლობაში ორჯერ (ოქტომბერი, დეკემბერი) გადაიხედა „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი თავდაპირველ ვერსიასთან შედარებით და დაზუსტდა ეკონომიკური პარამეტრები. 2022 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა (-2 203.1) მლნ ლარი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის (-3.1) %-ია. ამასთან, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი დაგეგმილზე ადრე დაუბრუნდა კანონით დადგენილ ზღვრულ მაჩვენებელს (მშპ-ის 3%) და შეადგინა (-1 495.5) მლნ ლარი, რაც მშპ-ის 2.1 %-ია. 2022 წლის საქართველოს მთავრობის ვალის ფაქტობრივმა მოცულობამ შეადგინა მშპ-ის 39.8%, ხოლო საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში აღებული ვალდებულებების მიმდინარე ღირებულების ჩავლით (რაც მშპ-ის 0.5%-ია) − მშპ-ის 40.3%. 2023 წლისთვის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები დაგეგმილია შემდეგი პარამეტრების ფარგლებში, კერძოდ:  რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5%-ის ფარგლებში. აღნიშნული მაჩვენებელი შენარჩუნებულია საშუალოვადიანი პერიოდის განმავლობაში;  მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი ასევე 5%-ს შეადგენს, ხოლო შემდგომ წლებში პროგნოზირებულია 3%-ის ფარგლებში;  ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 79,7 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 7 900 აშშ დოლარს უტოლდება;  ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 18,9 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 23,7%-ია;  ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,8%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 39%-ზე დაბალ ნიშნულზეა. 2 https://mof.ge/sabiujeto_kanonmdebloba 76 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში, 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 25,1 მლრდ ლარს, რაც საშუალებას იძლევა, ბიუჯეტმა სრულყოფილად უპასუხოს ქვეყნის ძირითად გამოწვევებს. 2022 წელს მიმდინარე ხარჯების მოცულობამ შეადგინა 15,6 მლრდ ლარი, რაც მშპ-ის 21,8%-ს შეადგენს. 2023 წელს მიმდინარე ხარჯების მოსალოდნელი მოცულობა ჯამში დაგეგმილია 17,4 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 21,9%-ს შეადგენს. 2022 წელს კაპიტალურმა ხარჯებმა შეადგინა 6,0 მლრდ ლარამდე, რაც მშპ-ის 8,2%-ს შეადგენს, ხოლო 2023 წელს კაპიტალური ხარჯების დაგეგმილი მოსალოდნელი ოდენობა განსაზღვრულია 6,1 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 8%-ამდეა. საანგარიშო პერიოდში, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კერძოდ:  მთავრობის ვალის მართვა ხდება საქართველოს მთავრობის მიერ 2023 წლის 28 თებერვლის №435 განკარგულებით მოწონებული დოკუმენტის − „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია 2023 − 2026 წლებისათვის“ შესაბამისად;  2022 წლის ბოლოს მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობამ 39.8% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია მთავრობის ვალის ზღვრულ 60%-თან შედარებით. მთავრობის  ვალის დინამიკა 2023 წლის განმავლობაშიც სტაბილურობით ხასიათდება; მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გრძელდება ბენჩმარკ ბონდების გამოშვება და წარმატებით მიმდინარეობს პირველადი დილერების საპილოტე პროგრამა. 2022 წლის სექტემბერში პირველადი დილერების სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პროგრამის გაფართოების შესახებ. შესაბამისად, გასული წლის 1 ნოემბრიდან პროგრამას დაემატა აქტიური 2-წლიანი და 2018 წელს გამოშვებული 10-წლიანი სახაზინო ობლიგაციები. შემუშავდა ინვესტორებთან ურთიერთობის სტრატეგიის პროექტი. ამასთან, 2022 წლის ივლისიდან ხორციელდება მთავრობის ვალის პორტფელის ყოველთვიური ანგარიშის მომზადება, რომელიც ქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე და მიეწოდებათ ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს;  მსოფლიო ბანკის მისიის დახმარებით, მიმდინარეობს მუშაობა „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებაზე, ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. საქართველოს მთავრობამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმართულებით − 2022 წლის დეკემბერში დამტკიცდა „სახელმწიფო საწარმოების ყოვლისმომცველი რეფორმის 2023 − 2026 წლების სტრატეგია“, მისი თანმდევი 2023-2024 77 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა წლების სამოქმედო გეგმა და რეფორმის 3 სახელმწიფო კორპორაციაში3 პილოტირების სამოქმედო გეგმა. სტრატეგია მოიაზრებს სახელმწიფო კორპორაციების ეფექტიანობის გაზრდას, კომერციულ მიზნებზე ორიენტირებულობასა და კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, რეფორმის ფარგლებში, დაგეგმილი ინსტიტუციური და საკანონმდებლო დონეზე გასატარებელი ღონისძიებების საფუძველზე. „სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის №1012 განკარგულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიენიჭა 7 მსხვილი საწარმოს ფინანსური ზედამხედველის როლი და ფინანსური გამჭვირვალობის, მართვის სტანდარტების გაუმჯობესებისა და, ფისკალური რისკების შემცირების უზრუნველყოფის მიზნით, მიღებულ იქნა სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის წესი. ყოველთვიური და კვარტალური მაკროეკონომიკური მიმოხილვის ანგარიშების მომზადების მიმართულებით უნდა აღინიშნოს, რომ მომზადებულია 11 ყოველთვიური და 4 კვარტალური მაკროეკონომიკური მიმოხილვის ანგარიში. რეგულირების გავლენის შეფასების თვალსაზრისით, მიმდინარეობს ხარჯსარგებლიანობის ანალიზის ანგარიშის მომზადება 1 შერჩეულ საგადასახადო დანახარჯთან დაკავშირებით. საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში გადაიდგა არაერთი ნაბიჯი, მათ შორის:  შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის პილოტური დანერგვა მიმდინარეობდა 6 სამინისტროში (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო);  ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და ევროკავშირის მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობის ერთობლივი პროექტის (SIGMA) მხარდაჭერით, საჯარო სექტორის შიდა აუდიტორთა ეროვნული სერტიფიცირების პროგრამის შემუშავების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა სერტიფიცირების ეროვნული პროგრამის მოდულებზე, 3 შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, სს საქართველოს რკინიგზა და შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია 78 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა დაიხვეწა და გაუმჯობესდა (სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდა) თითოეული მოდულის სახელმძღვანელო;  ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, ეფექტიანობის აუდიტის განხორციელების კუთხით, შიდა აუდიტორების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, განხორციელდა ეფექტიანობის აუდიტის 4 პილოტური პროექტი − გურჯაანის, საჩხერის, რუსთავისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მერიებში;  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, შემუშავდა შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის სახელმძღვანელო შესაბამისი კითხვარით და შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტების (IPPF) განხორციელების სახელმძღვანელო;  მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შემუშავდა ახალი პროექტი შიდა აუდიტის გაძლიერებისთვის საქართველოს საჯარო სექტორში, რომელიც ხორციელდება ეკონომიკური მმართველობისა და ფისკალური ანგარიშვალდებულების პროგრამის ფარგლებში; საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების უზრუნველსაყოფად, „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი4, თანმდევ დოკუმენტებთან ერთად, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის მოქალაქის გზამკვლევი5 და ბროშურა ყველა დაინტერესებული პირისთვის რედაქტირებად ფორმატში ხელმისაწვდომია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე. ამასთან, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, მიმდინარეობს მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა და სხვა დაინტერესებული პირების ჩართულობის მექანიზმების სრულყოფილად დანერგვის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს აქვს საუკეთესო შედეგები სახელმწიფო დანახარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) 2022 წლის შეფასებით, რომლის ვალიდირებაც განხორციელდა ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. 2008 წლიდან, როდესაც პირველად განხორციელდა PEFA-ის შეფასება, საქართველომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა შედეგები საჯარო ფინანსების მართვის ყველა მიმართულებით და პირველ ადგილს იკავებს 59 ქვეყანას შორის, რომლებიც შეფასდნენ PEFA-ის მეთოდოლოგიით. გასათვალისწინებელია, რომ პირველად მომზადდა ასევე საჯარო ფინანსების მართვის გენდერული ასპექტების ანალიზი, PEFA-ის სამდივნოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით. ასევე აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ტექნიკური დახმარების ფარგლებში, 2023 წელს ხელმეორედ განხორციელდა ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება (FTE). 2017 წლის შეფასებასთან შედარებით, ფისკალური გამჭვირვალობის კოდექსის სამივე 4 5 https://mof.ge/5603 https://mof.ge/mokalakis_gzamkvlevi 79 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ძირითადი მიმართულებით მიღწეულ იქნა პროგრესი და რეიტინგები გაუმჯობესდა 36 ინდიკატორიდან 15 ინდიკატორთან მიმართებით. ფისკალური გამჭვირვალობის შეფასების (FTE) მიხედვით, საქართველოს აქვს საუკეთესო და კარგი პრაქტიკა 36 ინდიკატორიდან 27 ინდიკატორთან მიმართებით. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას სხვადასხვა განვითარების პარტნიორთან პრიორიტეტული პროგრამებისა და საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისათვის. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული პროექტებისა და პროგრამების დასაფინანსებლად, გაფორმდა 19 სასესხო/საგრანტო შეთანხმება, დაახლოებით, 764 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საგარეო ფინანსურ რესურსზე: გერმანიის განვითარების ბანკთან (KFW), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), აზიის განვითარების ბანკთან (ADB), რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID), მათ შორის, დაახლოებით, 343 მლნ აშშ დოლარი საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამების, ხოლო დაახლოებით 421 მლნ აშშ დოლარი საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად. საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი ფინანსური რესურსი მიიმართება კომუნალური ინფრასტრუქტურის, ირიგაციის, ურბანული განახლების, ენერგოეფექტურობის, ტრანსპორტის, განათლების, ენერგეტიკისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებისათვის, ასევე სხვა პროექტების დასაფინანსებლად. წლის ბოლომდე დაგეგმილია ხელმოწერა, მოლაპარაკება და კონსულტაციები გერმანიის განვითარების ბანკთან (KfW), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD), რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკთან (IBRD), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და აზიის განვითარების ბანკთან (ADB), დაახლოებით, 200 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის მოსაზიდად. აღსანიშნავია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი. 2022 ივნისში მიღწეულ იქნა შეთანხმება სავალუტო ფონდთან მხარდამჭერი პროგრამის − ე. წ. Stand by Arrangement პროგრამის დამტკიცების შესახებ, ხოლო 22 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement (SBA) პირველი მიმოხილვა დაამტკიცა, რის შედეგადაც, საქართველოსთვის ხელმისაწვდომია, დაახლოებით, 40 მილიონი აშშ დოლარი. (ეს არის ე. წ. ბუფერი, რომლის გამოყენებას მთავრობა ამ ეტაპზე არ გეგმავს). სავალუტო ფონდი პროგრამის პირველ შეფასებაში ნათლად აღნიშნავს, რომ საქართველოს 80 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა მთავრობა აგრძელებს იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც ქვეყანას აქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით და ხელისუფლებამ დააკმაყოფილა პროგრამის ყველა პირობა. მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო ბანკისა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ ფარგლებში. პროგრამის მიზანია, საქართველოში ადამიანური კაპიტალის მიწოდების სისტემა გახდეს უფრო ეფექტიანი და ინკლუზიური და ითვალისწინებს რეფორმების განხორციელებას განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორების მიმართულებით. 2.2 დასაქმება 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე. 2022 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს − 17.3%-ს გაუტოლდა. უმუშევართა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 48.3 ათასი ადამიანით შემცირდა და 267.9 ათასი შეადგინა. დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად − 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. 2022 წელს დასაქმების დონე 42.9%-ს გაუტოლდა, რაც, წინა წელთან შედარებით, 2.5 პროცენტული პუნქტით ზრდაა. პანდემიის შემდგომ, 2021 წლის მესამე კვარტალიდან, სტაბილურად ფიქსირდება დასაქმების ზრდა, ხოლო 2022 წლის მესამე და მეოთხე კვარტალებში დასაქმებულთა რაოდენობამ გადააჭარბა პანდემიამდელი პერიოდის (2019 წლის მესამე და მეოთხე კვარტალები) მაჩვენებელსაც (შესაბამისად, 47.4 და 28.3 ათასით). დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა განპირობებული იყო როგორც დაქირავებით დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების რაოდენობის ზრდით. საანგარიშო პერიოდში მომზადდა „უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა“, რომლის მიზანია ადამიანისეული კაპიტალის უნარებზე საწარმოების არსებული და სამომავლო მოთხოვნის გამოვლენა, ეკონომიკის სრული მოცვით (ყველა სექტორი), რომელთა გათვალისწინებაც შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების პროცესში ხელს შეუწყობს უნარებთან მიმართებით შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული დისბალანსის შემცირებას. ასევე მომზადდა „შრომის ბაზრის წლიური ანალიზი“. ამასთან, დაწყებულია და მიმდინარეობს მუშაობა უნარების პროგნოზირებაზე, მაკროეკონომიკური მოდელის გამოყენებით. დოკუმენტი ითვალისწინებს შრომის ბაზრის ანალიზს 5-წლიანი პერსპექტივით. სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო აგრძელებს სამუშაოს მაძიებლებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა მომსახურების შეთავაზებას. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შედეგად, 2022 წელს დასაქმდა 12 645 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის, 8811 პირი სოციალურად დაუცველია. ხოლო 2023 წლის პირველი 81 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა კვარტალის მონაცემებით − 3 815, საიდანაც 3600 სოციალურად დაუცველი მოსარგებლეა. პროფესიული გადამზადება აირჩია 609 პირმა. ხელფასის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში, 2022 წელს ჩაერთო 6 დამსაქმებელი და 6 შშმ სამუშაოს მაძიებელი. შემოსავლების სამსახურთან მოსარგებლეთა მთლიანი ბაზის შედარების შედეგად აღმოჩნდა, რომ ღია შრომის ბაზარზე დასაქმებულია 3 684 მოსარგებლე. მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსების ფარგლებში, 2022 წელს სწავლა დაასრულა 1313-მა მოსარგებლემ, ხოლო 2023 წელს პირველ კვარტალში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების კომპონენტში ჩაერთო 33 მიმწოდებელი, ხოლო სწავლების პროცესში ჩაერთო 563 სამუშაოს მაძიებელი. ამასთან, სტაჟირების კომპონენტში 2022 წელს ჩაერთო 24 დამსაქმებელი და 283 სტაჟიორი, მათ შორის, 12 შშმ პირი. აღნიშნულის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, დასაქმებულია 151 სამუშაოს მაძიებელი. საშუამავლო მომსახურების ფარგლებში 2022 წელს დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 10 017 თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულია 671 სამუშაოს მაძიებელი. ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 2716 თავისუფალ სამუშაო ადგილზე, ვაკანსიების ფარგლებში, შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 295 სამუშაოს მაძიებელი. მოქალაქეთა და დამსაქმებელთა ინფორმირების მიზნით, მუდმივად ტარდება დასაქმების ფორუმები. 2022 წელს ჩატარდა 14 დასაქმების ფორუმი, ღონისძიების ფარგლებში დასაქმებულია 578 სამუშაოს მაძიებელი. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 32 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი პირი. გრძელდება ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევები შრომის ბაზარზე, რეგიონების მიხედვით, მოთხოვნადი პროფესიებისა და შესაბამისი მოთხოვნადი უნარების იდენტიფიცირების მიზნით. მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „საქართველოს ადამიანური კაპიტალის“ პროგრამის ფარგლებში, 2023 წელს სააგენტო გეგმავს შეიმუშაოს მოთხოვნადი უნარებისა და პროფესიების 5-წლიანი პროგნოზიების მეთოდოლოგია. აღნიშნული მეთოდოლოგიით განხორციელებული კვლევის შედეგებს სამომავლოდ დაეფუძნება სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დიზაინიც. მომზადდა და საქართველოს პარლამენტს წარედგინა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი (ამჟამად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტმა უკვე გაიარა მესამე მოსმენა), რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში მოქმედი კერძო საშუამავლო კომპანიების სავალდებულო სერტიფიცირებას, შრომითი ემიგრაციის პროცესებზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას, შრომითი მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) მონაცემთა სპეციალური ელექტრონული სისტემის 82 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა შექმნასა და განვითარებას, ადგილობრივ შრომის ბაზარზე უცხოელთა დასაქმების პროცესის საკანონმდებლო დონეზე რეგულირებასა და მათ დასაქმებაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას და სხვა. გრძელდება მუშაობა დასაქმებისა და შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარების, მათ შორის, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დროებითი დასაქმების შესაძლებლობების გახსნის მიმართულებით. 2.3 სამეწარმეო გარემო საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 2023 წლის მარტიდან, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა „საქართველოში ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, რომლის დებულებებიც თანხვედრაში იქნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და წაახალისებს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში. ახალი კანონით გადაიხედება არსებული საინვესტიციო პოლიტიკა, გაიზრდება ინვესტორთა უფლებების დაცვის არეალი და შეთავაზებული იქნება საერთაშორისო საინვესტიციო სამართლით გათვალისწინებული გარანტიები. რეფორმის ფარგლებში, მზადდება რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტი (RIA), რომლითაც სიღრმისეულად გაანალიზდება ახალი რეგულაციის შესაძლო გავლენა ბიზნესსექტორზე. კანონპროექტზე მუშაობის პროცესი მიმდინარეობს კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით, ხოლო მისი საქართველოს პარლამენტისათვის განსახილველად წარდგენა იგეგმება 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში, დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების პროგრამის (რომელიც 2020 წელს დაინერგა) ფარგლებში დაბრუნებულმა თანხამ შეადგინა 2 230 952 842 ლარი. საგადასახადო დეკლარირების ავტომატური სისტემის დანერგვის მიმართულებით, სავარაუდო დარიცხვის პროგრამის პერმანენტული ანალიზის საფუძველზე, მიმდინარე წლის თებერვალში გადასახადებისა და გადასახადის გადამხდელის სიდიდის კატეგორიის შესაბამისად, განისაზღვრა და განახლდა 2023 წლის საანგარიშო პერიოდებზე დასარიცხი თანხების ოდენობები („დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში პირის მიმართ სავარაუდო და შესწორებითი დარიცხვის განხორციელების შესახებ“ შიდა ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე ბრძანებაში შეტანილია შესაბამისი ცვლილებები). საგადასახადო დავების სისტემის რეფორმის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის, კერძო სექტორისა და საერთაშორისო საგადასახადო კონსულტანტისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შემუშავდა 83 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს კანონპროექტი, შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს რომელიც ითვალისწინებს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ დავის მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა განმხილველი ორგანოს პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებასა და ინსტიტუციურ გაძლიერებას. ამასთან, მომზადებულია კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) და მიმდინარეობს განხილვები აღნიშნულ კანონპროექტზე. საქართველოსთვის 2022 წლის 29 ივნისიდან ძალაშია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“. საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის 29 მაისის მდგომარეობით, გაფორმებულია 630 საგადასახადო შეთანხმება და საგადასახადო შეთანხმების (საგადასახადო შეთანხმების პირობებით პირობების შესრულების საფუძველზე გათვალისწინებული თანხის − 63,986,281ლარის ბიუჯეტში გადახდა), 579 გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერა 179,032,777 ლარის ოდენობით დავალიანება. ამასთან, შეთანხმების პირობების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა 68 გადასახადის გადამხდელი. ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:  2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა უახლესი ციფრული მოთხოვნების შესაბამისი საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი − infohub.rs.ge, სადაც ცენტრალიზებულია სხვადასხვა ტიპის, მუდმივად განახლებადი, როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ონლაინპლატფორმაზე განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია როგორც შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებისთვის, ასევე გადასახადის გადამხდელთათვის;  2023 წლიდან, საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების გარდა, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკურ პირებსაც მიეცათ დისტანციურად ვიდეოზარით (videocall.rs.ge), გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის შესაძლებლობა;  ელექტრონული საბაჟო სერვისების წახალისებისა და დისტანციური მომსახურების (paperless) გაუმჯობესების მიზნით, 2022 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირება დაიწყო „ელექტრონული გაფორმების ეკონომიკური ზონა „eGez“-მა. ის უზრუნველყოფს სსიპ − შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარდგენილი განცხადებისა და დოკუმენტების საფუძველზე საქონლის (თავისუფალ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლის გარდა) დეკლარირების მომსახურების გაწევასა და მასთან დაკავშირებული საბაჟო ფორმალობების განხორციელებას დისტანციურად, მხოლოდ ელექტრონული მიმართვის საფუძველზე. ევროკავშირის კანონმდებლობასთან საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის ჰარმონიზების მიმართულებით აღსანიშნავია შემდეგი: 84 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა  მომზადებულია ასახულია საქართველოს „ევრო საგადასახადო გაერთიანების კოდექსის ფარგლებში ენერგო პროექტი, რომელშიც პროდუქტებისა და ელექტროენერგიის დაბეგვრის ჩარჩოს რესტრუქტურიზაციის შესახებ 2003 წლის 27 ოქტომბრის საბჭოს 2003/96/EC დირექტივის“ დებულებები;  2022 წლის 3 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მიზნით ევროკავშირის „საბაჟო პროგრამაში“ (Customs) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ და „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის მიზნით ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამაში“ (Fiscalis) საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმებებს. საქართველოს შეუძლია, როგორც ევროკომისიის ან/და სხვა სახელმწიფოების მიერ ინიციირებულ აქტივობებში ჩართვა და მონაწილეობა, ასევე, პროგრამების პრინციპებიდან გამომდინარე, საგადასახადო და საბაჟო საკითხებზე შესაბამისი აქტივობების ინიციირება. საბაჟო პროგრამის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 950 მილიონ ევროს, ხოლო საგადასახადოსი − 270 მილიონ ევროს. აღსანიშნავია, რომ პროგრამების ბიუჯეტის 90-95% ძირითადად იხარჯება შესყიდვით განხორციელებულ აქტივობებზე, რაც ძირითადად გულისხმობს საერთო სარგებლობის ელექტრონული სისტემების განვითარებას;  ევროკავშირის ერთიანი ტრანზიტისა (CTC) და საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ (SAD) კონვენციებთან მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) დანერგვის მიმართულებით, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. აღნიშნულ კონვენციებთან მიერთება და NCTS სისტემის დანერგვა საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს საბაჟოზე წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით შეუფერხებლად, ყოველგვარი შუალედური დამატებითი ფორმალობების გარეშე განახორციელონ ტვირთების გადაზიდვა, როგორც ევროკავშირის, ასევე საერთო ტრანზიტის კონვენციის წევრ ქვეყნებშიც (ევროკავშირის 27 ქვეყანა, ასევე ევროპის თავისუფალი გაერთიანების წევრი ქვეყნები (ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტაინი, შვეიცარია) თურქეთი, უკრაინა, სერბეთი, მაკედონია და დიდი ბრიტანეთი). ასევე ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული, საბაჟო სფეროში არსებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, CTC კონვენციაში განხორციელებული ბოლო ცვლილებების შესაბამისად, მომზადდა საქართველოს საბაჟო კანონმდებლობებში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი. საანგარიშო პერიოდში, აქტიურად მიმდინარეობდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის პროცესი. ობიექტების პრივატიზების შედეგად შემოსული თანხებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 2022 წელს გადაირიცხა 196 937 176 ლარი, ხოლო 2023 წლის I კვარტალში − 29 568 330 ლარი. მათ შორის, 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 98 946 751 ლარი. 85 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა გრძელდება მუშაობა სამთო-მოპოვებითი სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს განახლების მიმართულებით, ასევე მიმდინარეობს წიაღის კოდექსის ახალი სამუშაო ვერსიის მომზადება. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, ლიცენზია გაიცა წიაღით სარგებლობის 523 ობიექტზე, ხოლო ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში მობილიზებული თანხის ოდენობამ შეადგინა 78 123 092 ლარი. გაცემული ლიცენზიის ფარგლებში, მოსალოდნელია 2 615 ადამიანის დასაქმება და საინვესტიციო ვალდებულებების ჯამური ოდენობა შეადგენს 16 600 000 ლარს. საანგარიშო პერიოდში, სალიცენზიო პირობების კონტროლის კუთხით, შემოწმდა წიაღით სარგებლობის 274 ობიექტი. ამასთანვე, გრძელდება დაფუძნებული მონიტორინგის სისტემის შექმნაზე. მუშაობა რისკების შეფასებაზე 2022 წელს დამტკიცდა საქართველოს 2023 − 2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგია, რომლითაც ჩამოყალიბდა გზამკვლევი კაპიტალის ბაზრის კოორდინირებული და თანამიმდევრული განვითარებისათვის. სტრატეგია განსაზღვრავს საქართველოს კაპიტალის ბაზრის სტრატეგიულ პოზიციასა და მომავალ მიმართულებას მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში. სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების მიღწევის შედეგად მოსალოდნელია ეკონომიკაში კაპიტალის ეფექტიანი ალოკაცია. 2022 წელს მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც უფრო ეფექტიანს გახდის დაგროვებით საპენსიო სქემის ადმინისტრირებას, აღსრულებასა და მართვას. კანონპროექტით დარეგულირდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა კერძო აქტივების მმართველი კომპანიების ჩართულობა საპენსიო აქტივების მართვაში. შემოთავაზებული ცვლილებით ნებისმიერ მონაწილეს უჩნდება უფლებამოსილება, დაგროვებითი პენსიის ფარგლებში საპენსიო აქტივები სამართავად გადასცეს აქტივების მმართველ კომპანიას. აგრეთვე გადაიხედა საინვესტიციო მანდატი, რისი გაფართოების შედეგადაც, საპენსიო სააგენტო შეძლებს მასში აკუმულირებული სახსრების დივერსიფიცირებულად დაბანდებას, რიგ შემთხვევებში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად. 2022 წელს ძალაში შევიდა „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც აყალიბებს საქართველოში იპოთეკური ობლიგაციების მომწესრიგებელ სამართლებრივ ჩარჩოს, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება ახალი ტიპის ფასიანი ქაღალდების (იპოთეკური ობლიგაციების) გამოშვება რეზიდენტი კომერციული ბანკების მიერ. შედეგად, გაიზრდება კომერციული ბანკების მიერ გრძელვადიანი დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობა, რასაც პოზიტიური ეფექტი ექნება რეალური ეკონომიკის დაფინანსებაზე. თავის მხრივ, იპოთეკით დაცული ობლიგაციების ყიდვით ინვესტორებს გაუჩნდებათ უძრავი ქონების პორტფელზე წვდომა. 86 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა 2022 წელს მომზადდა და პარლამენტს წარედგინა საქართველოს კანონის პროექტი „სეკიურიტიზაციის შესახებ“, რომელიც ქმნის ევროკავშირის მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოს სეკიურიტიზაციის გარიგების განსახორციელებლად. სეკიურტიზაციის გარიგება ზრდის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას სასესხო ფასიანის ქაღალდის გამოშვებისათვის საჭირო გამჭვირვალე, უსაფრთხო სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებით. სეკიურიტიზაციით შესაძლებელი იქნება აქამდე არალიკვიდური ფულადი სახსრების პროგნოზირებადი ნაკადების ფინანსურ ინსტრუმენტად გარდაქმნა, რაც, თავის მხრივ, გამომშვებს მისცემს შესაძლებლობას, საბანკო დაფინანსების ალტერნატიული გზით მოიძიოს სახსრები, ხოლო ინვესტორებს საშუალებას მისცემს აქამდე ხელმიუწვდომელ აქტივებზე წვდომას. 2023 წელს შემუშავდა „საპენსიო სააგენტოს დებულებაში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც მოიცავს საინვესტიციო და არასაინვესტიციო რისკების კონტროლის ინსტიტუციურ გამიჯვნას. 2022 წელს გაგრძელდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად KMPG-ის ტექნიკური „ფაქტორინგის შესახებ“ კანონის პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მიზანშეწონილობის ანალიზის მონიტორინგი. ჩატარდა შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, ინფრასტრუქტურული მოწყობის სისტემები. განისაზღვრა 2022 საშუალების წელს ჩატარდა „ავტოსატრანსპორტო და შემდგომ ჩასწორდა მფლობელის სამოქალაქო პასუხისგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონის პროექტზე სამუშაოები, რაც მოიცავდა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან − სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მრავალ შეხვედრას, კანონპროექტში ძირეული ცვლილებების განხორციელებას, ევროკავშირის შესაბამისი დირექტივისათვის შესაბამისობის ცხრილის ჩასატარებელი სამუშაოების იდენტიფიცირებას. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა უახლოეს მომავალში განხილული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. 2022 წლის დეკემბერში, სსიპ − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით, პირველად განხორციელდა ვენჩურულ საინვესტიციო ფონდში ინვესტირება, რაც როგორც კაპიტალის ბაზრის განვითარების, ასევე საქართველოში ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს. საანგარიშო პერიოდში, ინოვაციური ბიზნესის განვითარებისა და სტარტაპების ხელშეწყობის მიზნით, სსიპ − ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში, დასრულდა შეფასების ერთი რაუნდი (მე-9 რაუნდი). აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მიღებულ იქნა 207 განაცხადი, შედეგად გამოვლინდა და დაფინანსდა 20 გამარჯვებული. 2023 წლის თებერვალში გამოცხადდა პროგრამის მე-10 რაუნდი, რომლის ფარგლებში, შევიდა 555 განაცხადი, საიდანაც შეირჩა 150 პროექტი. შერჩეულ განმცხადებლებს ჩაუტარდათ 5-დღიანი გადამზადების ტრენინგკურსი 87 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ბიზნესგეგმის შედგენის, ბიუჯეტირების, პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის მიმართულებით. გარდა ამისა, გამოვლინდა 50 ფინალისტი განმცხადებელი, რომელთაც გამოცდილმა საერთაშორისო ექსპერტებმა გაუწიეს მენტორინგი, შეაფასეს წარმოდგენილი პროექტები და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები. ამასთან, პროცესების სრული ავტომატიზაციისა და გაციფრულების მიზნით, დაფინანსებულ სტარტაპებში დაინერგა ციფრული ფინანსური მონიტორინგის მექანიზმი. 2022 წელს დასრულდა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელიც საპილოტე რეგიონებში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვასა და ფინანსებზე წვდომის ინსტრუმენტების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდა. პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის ივნისიდან მიღებულ იქნა 141 განაცხადი, შედეგად გამოვლინდა 22 გამარჯვებული. 11 გამარჯვებული დაფინანსდა 30 000 ლარის ოდენობით, ხოლო 11 − 100 000 ლარის ოდენობით. ჯამურად, გრანტის სახით გაცემულმა თანხამ 1 430 000 ლარი შეადგინა. აღნიშნული თანხით დაფინანსდნენ სტარტაპები, რომლებმაც საკუთარ ბიზნესსაქმიანობაში შეიტანეს ინოვაციური კომპონენტი ან დაიწყეს ახალი პროდუქტების განვითარება. 2022 წელს დასრულდა სტარტაპების შექმნისა და განვითარების ხელშეწყობის თემატური დაფინანსების მექანიზმის, მცირე გრანტების (15 000 ლარამდე) პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2022 წლის ივნისიდან დაფინანსდა 19 სტარტაპი. 2023 წლის თებერვალში გამოცხადდა ახალი პროგრამა გამოცხადდა აჭარის, − ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა. 2023 წლის 20 თებერვალს აღნიშნული საგრანტო პროექტი გურიისა და იმერეთის რეგიონებისთვის, რომლის ფარგლებშიც, სააგენტომ მიიღო 91 განაცხადი. შემდგომ ეტაპზე გადასულ 59 განმცხადებელს ჩაუტარდათ ტრენინგები ბაზრის კვლევის, მასშტაბირებისა და საინვესტიციო კომიტეტის წინაშე პრეზენტაციის მიმართულებით. 2023 წლის 24-28 აპრილს იმერეთის, გურიისა და აჭარის რეგიონებში გამოვლინდა საგრანტო პროექტის გამარჯვებული 11 სტარტაპი, რომლებიც ქმნიან ინოვაციურ პროდუქტს/სერვისს. 2022 წლის ნოემბერში დაინიციირდა ტექნოლოგიების გადაცემის პროექტი, რომლის პირველი რაუნდის ფარგლებში შემოვიდა 12 საპროექტო განაცხადი, რომელთა განხილვის შედეგად, დეტალური კვლევისათვის (Due Diligence) შეირჩა ხუთი პროექტი. ამასთანავე, 2023 წლის თებერვალში გამოცხადდა განაცხადების მიღების მეორე რაუნდი, რომელშიც მონაწილეობა თერთმეტმა სამეცნიერო ჯგუფმა მიიღო. ამასთანავე, გრძელდება მუშაობა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) ფარგლებში შერჩეული პროექტების კომერციალიზაციის მიმართულებით. ასევე გრძელდება 500 Georgia აქსელერაციის პროგრამა, რომელიც გულისხმობს საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით, 500 გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიის მიერ 88 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა სტარტაპების გადამზადებას. 2023 წლის იანვარში გაიმართა დემო დღე პროგრამის მესამე ნაკადისთვის, სადაც პროგრამის მონაწილე 13 ტექნოლოგიური სტარტაპი, 3-თვიანი ინტენსიური აქსელერაციის შემდეგ, საკუთარი პროექტებით წარსდგა ინვესტორების წინაშე. შედეგად, შერჩეულ სტარტაპებს ჰქონდათ შესაძლებლობა, კომპანიის ზრდის საფუძვლებში მიეღოთ ცოდნა, ესარგებლათ ინდივიდუალური მენტორინგით, ჩაეტარებინათ ექსპერიმენტები, რომლებიც ორიენტირებულია ძირითადი ბიზნესმაჩვენებლების ზრდაზე, ემუშავათ ფონდების მოზიდვის სტრატეგიაზე და მიეღოთ აქსელერაციის გამოცდილება. 2023 წლის თებერვალში გამოცხადდა პროგრამის მეოთხე ნაკადზე განაცხადების მიღება და ამჟამად მიმდინარეობს მონაწილეების შერჩევის პროცესი. საანგარიშო პერიოდში, დამატებით განხორციელდა 6 პრეაქსელერატორის პროგრამა საქართველოს 6 რეგიონში (რაჭა-ლეჩხუმი, გურია, აჭარა, შიდა ქართლი და იმერეთი), რომლის ფარგლებშიც, გადამზადდა 200-ამდე ბენეფიციარი და შეიქმნა 40-ამდე სტარტაპ გუნდი, რომლებმაც საკუთარი იდეები დემო დღეზე წარადგინეს, ხოლო 11 სტარტაპ გუნდი „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ გამარჯვებული გახდა. 2023 წელს საქართველოს 10 რეგიონში განხორციელდება პრეაქსელერატორის პროგრამა, რომლის მიზანია სტარტაპ და ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერება, სამიზნე ჯგუფების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება და მათი ჩართულობის წახალისება ინოვაციური იდეების გენერირებასა და განხორციელებაში. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 3 რეგიონში (სვანეთი, სამეგრელო და რაჭა-ლეჩხუმი) უკვე დაიწყო გადამზადების პროგრამები და ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური სასწავლო სესიები. 2022 წლის ივნისში, სსიპ − ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, ლონდონში გამართულ „Globalize UK“ კონფერენციაზე 15 ქართული სტარტაპი წარსდგა აუდიტორიის წინაშე და 25-ამდე საექსპორტო პროდუქტი განთავსდა საგამოფენო სივრცეში. კონფერენციაზე სხვადასხვა პანელურ სესიასა და მოხსენებაში 35-ამდე სპიკერმა მიიღო მონაწილეობა. სსიპ − ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, 2023 წლის 26 მაისს, ნიუიორკში, ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია „Globalize-მა“ გამართა ღონისძიება, რომლის მიზანია ქართული დიასპორის, ადგილობრივი ინვესტორების, ტექნოლოგიური საზოგადოების, სტარტაპების, ექსპორტიორების, დისტრიბუტორებისა და საქართველოში ბიზნესინტერესების მქონე სხვა პარტნიორების გაერთიანება. კონფერენციაზე ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ინოვაციური იდეები წარედგინათ ინვესტორებისა და დამსწრე აუდიტორიის წინაშე. ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო საგამოფენო სივრცე, სადაც 30-ამდე ქართული საექსპორტო პროდუქცია განთავსდა. 2022 წლის ივნისიდან, ყველა ტექნოპარკში ჩატარდა ტექნოლოგიური სტარტაპების ხელშემწყობი პროგრამა − „HARDWARE StartUP ინკუბატორი“, რომელიც მიზნად ისახავდა სტარტაპების მხარდაჭერას ბიზნესმოდელის ფორმირებისა და შექმნილი პროტოტიპების 89 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა კომერციალიზაციის პროცესებში. 45 მონაწილიდან შეირჩა 21 ფინალისტი გუნდი, გამარჯვებულ 3 სტარტაპ გუნდს გადაეცა ფულადი ჯილდო გრანტის სახით, შესაბამისად, 10 000, 6 000 და 4 000 ლარის ოდენობით. საანგარიშო პერიოდში, 3 000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა შრომის ბაზარზე არსებულ ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში კვალიფიციური კადრების მომზადებას, დაასრულა 3 101-მა მონაწილემ, მათგან 1 408-მა მოიპოვა საერთაშორისო სერტიფიკატი. 2023 წლის მარტში, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ჩატარდა კონკურსი ანგელოზი ინვესტორების საქართველოში მოქმედი ქსელების მხარდასაჭერად. კონკურსი ორგანიზაციების გაძლიერებასა და მიზნად ისახავდა გამარჯვებულისგან მომსახურების შესყიდვას. გამარჯვებულად დასახელდა კომპანია „აქსელი“ − საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელი, რომლისგანაც სააგენტომ შეისყიდა 40 000 ლარის ღირებულების აქტივობების მომსახურება, რომლის ფარგლებშიც, 4 თვის განმავლობაში განხორციელდება სფეროს ხელშემწყობი ღონისძიებები. საანგარიშო პერიოდში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა 2 საერთაშორისო და 5 ეროვნული ჰაკათონი, ასევე კვირეულები სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულებით, ICT სასწავლო კურსები, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ბანაკები სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ჯამურად, 2018 − 2022 წლებში, თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 32 მლნ ლარის მოცულობით, მხარდაჭერილ იქნა 184 ბენეფიციარი კომპანიის 197 პროექტი, თანადაფინანსებული თანხის მოცულობამ 19 მლნ ლარი შეადგინა. 2023 წლის მდგომარეობით, აღნიშნული ბენეფიციარი კომპანიების მიერ დამატებით მოზიდული კაპიტალის მოცულობა 279 მლნ ლარს აღემატება, ხოლო 2019 − 2022 წლებში მათ მიერ ჯამურად დაგენერირდა 200 მლნ ლარის შემოსავალი. გრძელდება მეწარმეებისათვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა, კერძოდ:  2022 წლის 9 სექტემბერს ხელი მოეწერა თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დანართ I-ში ცვლილებების შეტანის ოქმს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შემდგომი სატარიფო ლიბერალიზაციის თაობაზე. ასევე ხელი მოეწერა ოქმს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში მომსახურების თავის დამატებაზე;  2023 წლის მარტში დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე. ამჟამად მიმდინარეობს შეთანხმების ტექსტის სამართლებრივი გამართვის პროცესი და შეთანხმებას ხელი, სავარაუდოდ, 2023 წლის ბოლოს მოეწერება; 90 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა  2022 წლის ნოემბერს ხელი მოეწერა სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებასა და მხარეთა მიერ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე მემორანდუმს. მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება 2023 წლის მეორე ნახევარში;  2023 წლის პირველ მაისს ხელი მოეწერა ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით მემორანდუმს. დასრულებისა და 2.4 სამეწარმეო და საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის 2022 წლის 21 ნოემბრის №532 დადგენილებით დამტკიცდა „საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების 2021 − 2025 წლების სტრატეგიის 2023 − 2025 წლების სამოქმედო გეგმა“. მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მიმართულებით, მათ შორის, საანგარიშო პერიოდში. გადაიდგა ნაბიჯები სხვადასხვა • პროგრამის საკრედიტო საგარანტიო სქემის (პროგრამა გულისხმობს სესხის ძირი თანხის არა უმეტეს 80%-ის გარანტირებას) ფარგლებში, დამტკიცდა 303 სესხი, რომელთა მოცულობა შეადგენს 220.7 მლნ ლარს. • სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში დამტკიცდა 471 სესხი, რომელთა დამტკიცებული თანხის ჯამური მოცულობა შეადგენს 339 მლნ ლარს. პროექტების ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 551 მლნ ლარს, ხოლო დაგეგმილი ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობა − 4,627-ს. • მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის აგვისტოში გამოვლინდა მიკრო და მცირე გრანტების პროგრამის კონკურსში გამარჯვებული 1,308 ბენეფიციარი, რომელთაც ჯამურად გადაერიცხათ 29,986,490 ლარის მოცულობის გრანტი. ასევე 2023 წლის 3 აპრილიდან დაიწყო ბიზნესიდეების მიღება ახალი კონკურსისთვის, რომლის ფარგლებში, ჯამში, 3,239 განაცხადი შემოვიდა. ასევე 2023 წლიდან პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატა სოციალურად დაუცველები, რომლებსაც ბიზნესიდეების მიღების შემდეგ, შემფასებლის ქულასთან ერთად, ემატებათ დამატებითი 2 ქულა, რაც ზრდის მათი შემდეგ ეტაპზე გადასვლის ალბათობას. • იპოთეკური სესხების თანადაფინანსების პროგრამაში ჩაერთო 2,245 იპოთეკური სესხი, რომელთა ჯამური მოცულობა 256.4 მლნ ლარს შეადგენს. • 2022 წლის 14 დეკემბერს, დამტკიცდა მთავრობის დადგენილება (№567), სადაც განისაზღვრა სსიპ-ის − აწარმოე საქართველოში 91 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს საკონსულტაციო შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს ცენტრის მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს მომსახურებები: შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა საკონსულტაციო მომსახურება, საინფორმაციო მომსახურების ბიზნესუნარების გაწევა. გაუმჯობესების საკონსულტაციო ხელშეწყობა მომსახურების და სერვისის მიწოდებისთვის მზადაა საკონსულტაციო მომსახურებების პაკეტები, რომლის თანადაფინანსებას განახორციელებს ცენტრი. ბიზნესუნარების გაუმჯობესების კომპონენტისთვის მზადაა ტრენინგებისა და ვორქშოფების თემატიკები და სილაბუსები. საინფორმაციო მომსახურების გაწევისთვის დაწყებულია ურთიერთობების ჩამოყალიბება სახელმწიფო და დონორ ორგანიზაციებთან, შეგროვებულია ინფორმაცია მათ მიერ დაგეგმილ და განსახორციელებელ ბიზნესის მხარდამჭერ პროგრამებზე. ექსპორტის მხარდაჭერის მიზნით, საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ღონისძიებებზე ქართული კომპანიების მონაწილეობის მხარდაჭერა ორგანიზების/თანადაფინანსების გზით − სულ მხარდაჭერილ იქნა 107 ბენეფიციარი (თანადაფინანსების 174 ფაქტი). არსებული მდგომარეობით, სსიპ-ის − აწარმოე საქართველოში მხარდაჭერით, ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს 20 საერთაშორისო ღონისძიებაში/გამოფენაში. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აპრილში, დაიწყო ტექნიკური დახმარების კომპონენტის − ექსპორტის სტიმულირების პროგრამის (პროდუქტის ლიცენზირება/სერტიფიცირება; ბრენდინგის/პროდუქციის შეფუთვა; საერთაშორისო გაყიდვების სტიმულირება) განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ექსპორტზე ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობას. ასევე მიმდინარეობდა ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსების პროგრამა. ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა 4 ახალი საინვესტიციო პროექტი, რომელთა ჯამური ღირებულება 155 მილიონი აშშ დოლარია. პროექტების განხორციელების შემდეგ 1850-ამდე სამუშაო ადგილი შეიქმნება. ახალი პროექტები დაიწყო ქიმიური წარმოების, IT-ისა და კლიენტების მომსახურების სფეროებში. უცხოელი ინვესტორებისთვის საქართველოს ბიზნესგარემოსა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მომზადდა საინვესტიციო გზამკვლევები, საინვესტიციო პროექტების კატალოგი და 6 სექტორული ბროშურა. ასევე გამოქვეყნდა 15-ამდე საერთაშორისო სტატია და ანგარიში საქართველოს შესახებ, მათ შორის გაიმართა კამპანია საქართველოს ბიზნეს გარემოს შესახებ Bloomberg-ის მედიაპლატფორმებზე. 2022 წლის ბოლოს დასრულდა „საქართველოში თვითმფრინავების მომსახურებისა და შეკეთების ცენტრის პროექტის პოტენციალის კვლევა“, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა საინვესტიციო პოტენციალი და მომზადდა შეთავაზება ინვესტორებისთვის. ქვეყნის პოტენციალის გაცნობის მიზნით, ლოკაციების სკაუტებთან გაიმართა გაცნობითი 3 ტური, რომლის ფარგლებში, სტუმრები გაეცნენ ქვეყნის ბიზნესგარემოს, შეხვდნენ კერძო და საჯარო უწყებების წარმომადგენლებს და შეისწავლეს საინვესტიციო პოტენციალი. 92 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა საქართველოს საინვესტიციო გარემოს პოპულარიზაციის მიზნით, სსიპ-ის − აწარმოე საქართველოში წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 18 გამოფენასა და კონფერენციაში, რომელთა ფარგლებშიც შეხვედრა გაიმართა 500 კომპანიასთან. 2.5 საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის, პოტენციალის რეალიზაცია გრძელდება ინფრასტრუქტურული სატრანსპორტო ქსელის პროექტების გაუმჯობესებისა და განხორციელება ქვეყნის საქართველოს სატრანზიტო-ლოგისტიკური პოტენციალის მაქსიმიზაციისთვის. აღსანიშნავია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიმართულებით განხორციელებული კონკრეტული ღონისძიებები. კერძოდ, 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად. სსიპ − ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიქირავა საერთაშორისო კონსულტანტები (კომერციულ საკითხებში − MTBS, ხოლო იურიდიულ საკითხებში − Squire Patton Boggs), რომელთა ჩართულობით მომზადდა შესარჩევი პროცესის დოკუმენტაცია. 2023 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თავმჯდომარეობით, შეიქმნა შესარჩევი კომისია, რომელმაც დაამტკიცა განზრახულობის შესახებ განაცხადი. აღნიშნული განაცხადი გამოქვეყნდა დადგენილი წესით 2023 წლის 20 თებერვალს და კანდიდატებს მიეცათ 3-თვიანი ვადა განაცხადებისა და საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარმოსადგენად. აღნიშნული ვადა შემდგომში გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2023 წლის 19 ივნისამდე. აღსანიშნავია, რომ პროექტი კანდიდატებისთვის შეთავაზებულ იქნა ახალი სტრუქტურით, რომლის თანახმადაც, პროექტი განხორციელდება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის გზით, რომლის ფარგლებშიც, საჯარო და კერძო პარტნიორების თანამონაწილეობით შეიქმნება ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო იქნება 51%-ის, ხოლო კერძო პარტნიორი − 49%-ის მფლობელი. ამასთან, შესარჩევი პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სახელმწიფო გეგმავს ძირითადი საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყებას (დაღრმავება და ტალღმტეხის მშენებლობა), რისთვისაც 2023 წლის აპრილში დაფუძნდა შესაბამისი სახელმწიფო კომპანია, რომელმაც უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება. ამავე პერიოდში, მიმდინარეობს მუშაობა შესარჩევი პროცესის სხვა დოკუმენტაციაზე, კერძოდ, წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის დოკუმენტზე, კონცესიის ხელშეკრულებისა და პარტნიორთა შეთანხმების პროექტებზე, რომლებიც უნდა წარედგინოთ კვალიფიცირებულ კანდიდატებს, საკვალიფიკაციო შეფასების დასრულების შემდგომ. ამასთან, მიმდინარეობს საკონსულტაციო შეხვედრები დაინტერესებულ კანდიდატებთან. 93 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა გარდა ამისა, მიმდინარეობს ფოთის ნავსადგურის გაფართოების პროექტთან დაკავშირებით ინვესტორთან მოლაპარაკებების პროცესი. 2023 წელს, ბათუმში საერთაშორისო კომპანია BICT-ის მიერ ტერმინალში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და სატვირთო ოპერაციების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მიზნით, მოხდა 3 ჰექტარის მოპირკეთება/კეთილმოწყობა, შეძენილია სხვადასხვა ტიპის ავტომტვირთავი და მიმდინარეობს მოლაპარაკება დამატებითი ტერიტორიის გამოყოფაზე, რომელიც გაზრდის სასაწყობე/საპარკინგე ადგილების რაოდენობას სატვირთო და მსუბუქი ავტომობილებისთვის, რაც ხელს შეუწყობს საბორნე ტვირთების დამუშავებას. ფარგლებში, დღეისათვის საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებულია აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული ყველა (ჯამში − 6) გვირაბი. მათ შორის, ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი, ქვიშხეთი-ზვარეს დამაკავშირებელი გვირაბი, რომლის სიგრძეც 8300 მ-ს შეადგენს. 3 გვირაბში უკვე მოძრაობს მატარებლები. დარჩენილ 3 გვირაბში მიმდინარეობს მიღება-ჩაბარებისთვის მომზადების სამუშაოები. სრულად დამთავრებულია სამუშაოები ზესტაფონი-ხარაგულის მონაკვეთზე. ამასთან, დასრულდა და ექსპლუატაციაში მიღებულია ძირულისა და ქვიშხეთის ახალი, თანამედროვე სადგურის შენობები და სხვა სასადგურე ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქვიშხეთიმოლითის მონაკვეთებზე მიწის ვაკისისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. დაწყებულია ქვიშხეთის ქვესადგურის მშენებლობა. უახლოეს პერიოდში დაიწყება მოლითის სადგურის მშენებლობისა და ზესტაფონისა და მოლითის ქვესადგურების რეკონსტრუქციის სამუშაოები. ამასთან, დღეისათვის დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის სამშენებლო სამუშაოების, დაახლოებით, 86%. 2022 წლის აგვისტოს თვეში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა ხელი მოაწერეს, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, რკინიგზით გადაადგილებულ ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციის გაცვლის შესახებ სამმხრივ შეთანხმებას. „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ“ 2021 წლის შეთანხმების ფარგლებში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი ერთობლივი გამშვები პუნქტის − „აბრეშუმის გზა-იპეკ იოლუს“ მშენებლობისთვის, 2023 წლის მაისის მდგომარეობით, მომზადდა ერთობლივი გამშვები პუნქტის ხელშეკრულების პროექტი პროცედურების აღწერის დანართით, კონცეფციური დიზაინი და სგპ-ის მიზანშეწონილობის კვლევა. 94 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა 2022 წლის 26 დეკემბერს, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ კომპანიას გადაეცა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც განხორციელდება ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტი. ინვესტორი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 48 თვის ვადაში შესყიდულ ტერიტორიაზე განავითაროს არანაკლებ 900 000 ტონა გამტარუნარიანობის მქონე ლოგისტიკური ცენტრი/სასაწყობე მეურნეობა. ამასთან, იგეგმება თბილისის ლოგისტიკური ცენტრის პროექტთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების განახლება და ინვესტორის შერჩევის პროცესის გაგრძელება. აქტუალურ საკითხს წარმოადგენს შავ ზღვაზე სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ასევე საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში, ამჟამად ხორციელდება შავ ზღვაზე საბორნე/საკონტეინერო გემების მიმოსვლის განვითარების შესახებ ახალი კვლევა, რომელიც 2023 წლის ივნისში დასრულდება. აღნიშნული კვლევის საფუძველზე, განისაზღვრება სამომავლო ნაბიჯები. სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნების მიმართულებით გრძელდება საქართველოს ჩართულობა რეგიონალურ ინიციატივებში, მათ შორის, ტრასეკასა და „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ ასოციაციის (TITR) ფარგლებში. ევროპისა და აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი ციფრული ჰაბის ფორმირების მიმართულებით, გრძელდება აქტიური სამუშაოები, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, ფართოზოლოვანი განვითარებას სატელეკომუნიკაციო საქართველოს ტერიტორიაზე ინტერნეტკავშირის და შავ ზღვაში, ინფრასტრუქტურის ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონალური „დატა ცენტრების“ ფორმირებას. საქართველოში ციფრული ჰაბისა და რეგიონული „დატა ცენტრების“ განვითარების საკითხებს ითვალისწინებს მსოფლიო ბანკთან დაწყებული პროექტი − „Log-in Georgia“, რომლის ფარგლებშიც, მუშავდება ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორისა და საქართველოში ციფრული ჰაბის განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვის კონცეფცია. 2022 წლის 14 სექტემბერს, გაიმართა „საერთაშორისო ციფრული კავშირის სამიტი საქართველო 2022“, რომელიც შეეხებოდა ციფრული კავშირის სატრანზიტო დერეფნებსა და „დატა ცენტრების“ განვითარებას და მასში მონაწილეობა მიიღეს ევროპის, აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების წარმომადგენლებმა. 2.6 ინფრასტრუქტურის განვითარება საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის განვითარება. 95 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა  დასრულდა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია- გრიგოლეთის საავტომობილო გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა და გაიხსნა  მოძრაობა; მოძრაობა გაიხსნა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის 6 კმ-იან მონაკვეთსა და E-70 გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის 5 კმ-იან მონაკვეთზე;  გაფორმდა ხელშეკრულება სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ30+000 − კმ42+000 (ლოტი III) მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე და დაიწყო შესაბამისი  სამუშაოები; მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზე, ჯამში − 108 კმ-ზე, მათ შორის, რიკოთზე, რომელთა დასრულება და მოძრაობის გახსნა დაგეგმილია ეტაპობრივად, 2023-2024 წლებში.  აქტიურად მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა და უკვე გაჭრილია ძირითადი გვირაბის 6 კმ;  გაფორმდა ხელშეკრულება საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებზე და მიმდინარეობს მობილიზაციის სამუშაოები. გარდა ზემოაღნიშნულისა, 2022 წელს განხორციელდა 570 კილომეტრამდე საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და 38 სახიდე გადასასვლელის მშენებლობა-რეაბილიტაცია. მოსახლეობისთვის უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის 190-ამდე ლოკაციაზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელების შედეგად, 2023 წლის ბოლოს, 200 000-ამდე ბენეფიციარს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც 60 000 ბენეფიციარს არ ჰქონდა ცენტრალიზებული სასმელი წყალი. აღნიშნული აქტივობები არის 2022 წლის პროგრესის გაგრძელება, როდესაც 70-ამდე ლოკაციაზე დასრულდა სხვადასხვა პროექტი და შედეგად, 140 000-ამდე ბენეფიციარს გაუუმჯობესდა წყალმომარაგება, საიდანაც 40 000 ბენეფიციარს არ ჰქონდა ცენტრალიზებული სასმელი წყალი. სრულდება ქალაქ თელავის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები, რომელთა შედეგად 20 000-ამდე ბენეფიციარი ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით. სხვადასხვა ეტაპზეა გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (მარტყოფის, ნორიოს, ახალსოფლის, ვაზიანისა და ახალი სამგორის), ქალაქ დმანისისა და 19 სოფლის (ანგრევანი, კაკლიანი, საფარლო, განთიადი, ტნუსი, დიდი დმანისი, ბოსლები, ვარდისუბანი, პატარა დმანისი, მაშავერა, იაღუფლო, პანტიანი, შინდლარი, მთისძირი, ყიზილქილისა, ზემო და ქვემო ოროზმანები, ჯავახი და დალარი) წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები, მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის, ქალაქ ბოლნისის წყალარინების სისტემისა და კოლექტორის სამშენებლო სამუშაოები, მარნეულის სოფლების: საიმერლოსა და წერეთელის წყალმომარაგების სისტემების სამშენებლო სამუშაოები, მარნეულის წყალარინების გამწმენდი 96 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები და დაბა გუდაურისთვის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. დასრულების ეტაპზეა ჯვარში წყალმომარაგების სისტემისთვის საჭირო სამუშაოები, რომლის შედეგად, 5 000 ბენეფიციარი ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით. დასრულდა ქალაქ ტყიბულის წყალმომარაგების გამწმენდი ნაგებობის საპროექტო/სამშენებლო სამუშაოები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ვაკიჯვარის, ბახვისა და ცხემლისხიდის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების: ზემო თელეთის, ქვემო თელეთის, ახალწყალის, წალასყურის, მუხრან-თელეთისა და კუმისის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობა, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის (სვანების უბნის, ფრანგების უბნის) წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, დაბა ჩოხატაურის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია-მშენებლობა. გარდა ამისა, გაფორმდა ხელშეკრულება და სამობილიზაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია ქალაქ ხაშურის წყლისა და წყალარინების ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე. ასევე მიმდინარეობს წყალარინების გამწმენდი ნაგებობის (ლოტი 2), სათავეების, რეზერვუარებისა და მაგისტრალური მილების მოწყობის (ლოტი 2BIS) პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოების განმახორციელებელი კონტრაქტორის შესარჩევად სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება. „იმერეთის რეგიონში (ვანი, ბაღდათი, სამტრედია) დაწყებულია სატენდერო პროცედურები სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელი კონტრაქტორის შესარჩევად. მიმდინარეობს ქალაქ ონის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის საპროექტოსამშენებლო სამუშაოები. მიმდინარეობს ფოთში წყალარინების სისტემის მშენებლობა სამ დამოუკიდებელ ლოტად. ქალაქს 2024 წლისთვის წყალარინების ახალი სისტემა მოემსახურება. ქუთაისის წყალარინების სისტემის პროექტირება დასრულების ეტაპზეა, ხოლო დაწყებულია საერთაშორისო სატენდერო პროცედურები ქუთაისის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებზე. ასევე, „მშენებლობა განვადებით“ − პრინციპის გამოყენებით, პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა დასახლებაში მიმდინარეობს პროექტირება-მშენებლობის სხვადსხვა პროექტი. არასახიფათო მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, სტანდარტების შესაბამისად, დაიხურა წნორის არსებული ნაგავსაყრელი და დაიწყო რუსთავის ნარჩენების განთავსების ობიექტის დახურვის საპროექტო სამუშაოები. ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობისთვის მიმდინარეობს სამშენებლო ტენდერის პროცედურები. მოპოვებულ იქნა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი რეგიონული 97 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ნარჩენების განთავსების ობიექტის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. მიმდინარეობდა სამშენებლო კონტრაქტორის შესარჩევი ტენდერის გამოცხადებისთვის საჭირო სამუშაოები. მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისების გაუმჯობესების მიზნით, შესაბამისი მუნიციპალიტეტებისთვის შეძენილ იქნა სხვადასხვა მოცულობის 12 005 ერთეული ნარჩენების კონტეინერი/ურნა, 72 ერთეული ნარჩენების შესაგროვებელი და ქუჩების დასუფთავებისთვის საჭირო სატვირთო მანქანები. აღნიშნული აღჭურვილობის დიდი ნაწილი უკვე გადაეცა მუნიციპალიტეტებს. ზუგდიდისა და თელავის მუნიციპალიტეტებისთვის ქაღალდისა და მუყაოს სეპარირების საპილოტე პროექტებისთვის შეძენილ იქნა სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა (ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები, 2 ერთეული 7 მ3 ნარჩენების მანქანა, ასევე 2 ერთეული საპრესი დანადგარი და 2 ერთეული მექანიკური დამტვირთველი). შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ ხორციელდებოდა შავი ზღვის სანაპიროს, მასში ჩამავალი მდინარეებისა და მიმდებარე ტერიტორიის ნარჩენებისგან გაწმენდის ინფრასტრუქტურული პროექტი. გრძელდება მუშაობა ქვეყნისა და მუნიციპალიტეტების სივრცითი მოწყობის კონცეფციების, სქემებისა და გეგმების, ქალაქების, დაბებისა და სოფლების მიწათსარგებლობისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების მომზადების კუთხით. მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფციის ტექნიკურ დავალებაზე. 2023 წლის აპრილში, პირველად ქვეყანაში, ჩატარდა მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია − „სივრცითი ფორუმი: სივრცის დაგეგმარება − საქართველო 2023“, რომელსაც 500-ამდე სტუმარი დაესწრო. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:  შემუშავდა ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმები ქალაქ წყალტუბოსათვის;  მომზადდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სივრცითი დაგეგმარების გეგმისა და ქალაქ გურჯაანის განაშენიანების დოკუმენტაცია; გეგმის პირველი ეტაპის კვლევითი სამუშაოების  ქუთაისის საკრებულოს სამართლებრივი აქტით დამტკიცდა ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმის კონცეფცია; დაბა სტეფანწმინდის საკრებულოს სამართლებრივი აქტით დამტკიცდა  სტეფანწმინდის განაშენიანების გეგმის კონცეფცია; მომზადდა ქალაქ დუშეთის, ქალაქ ოზურგეთისა და ქალაქ ახალციხის გენერალური  გეგმების კვლევებისათვის ტექნიკური დავალებები; მომზადდა ტექნიკური დავალებები ბაზალეთის, საგურამოს, სიონის ტბისა და  დუშეთის სოფლების (ჭოპორტი და ახატანა) მიმდებარე ტერიტორიების გეგმარებითი ერთეულებისათვის სივრცითი დაგეგმარების გეგმების შემუშავებისათვის;  მომზადებულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის გეგმის კონცეფცია და გადაგზავნილია საკრებულოსთან შეთანხმებისთვის; 98 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა  მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის კონცეფცია და გადაგზავნილია საკრებულოსთან შეთანხმებისათვის. განახლდა ქალაქ 2.7 ენერგეტიკა საქართველოს ენერგეტიკული ენერგოუსაფრთხოების პოტენციალის გაძლიერების მიზნით, მაქსიმალურად გრძელდება ათვისებისა ენერგეტიკის და სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა, რის შედეგადაც, დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს ენერგეტიკული საქმიანობების − გადაცემისა და განაწილების განცალკევება წარმოების, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან. ამასთან, უკვე დასრულებულია ელექტროენერგიის დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრების ამოქმედებისთვის აუცილებელი მოსამზადებელი ეტაპები. საკანონმდებლო ჩარჩოს სრულყოფის მიზნით, მომზადებულია შესაბამისი ნორმატიული აქტები, რომელსაც უახლოს მომავალში განიხილავს საქართველოს მთავრობა და შემდგომში წარედგინება პარლამენტს. კერძოდ, მიმდინარეობს მუშაობა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების პროექტები შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსში და ასევე „ფინანსური მზადდება გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. რაც შეეხება „Unbundling-ის“ საკითხს, მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის სამართლებრივ აქტებზე, რომლებიც დაადასტურებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანიების მიერ განმხოლოების მოთხოვნების შესრულებას. აღნიშნული უზრუნველყოფს კომპანიების მართვის უფლებების იმგვარად გადანაწილებას, რომ ერთი სახელმწიფო ორგანოს მართვაში არ იყოს ერთდროულად, ერთი მხრივ, ენერგიის გადაცემის/განაწილების და, მეორე მხრივ, წარმოების/მიწოდების/ვაჭრობის საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიები. დაწყებულია საბოლოო საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მომხმარებლებისა და ბაზარზე მცირე გაყვანის პროცესი საწარმოებისა), რაც (გარდა ეტაპობრივად განხორციელდება 2026 წლამდე, მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით. პარალელურად, განხორციელდება 2008 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აშენებული ჰიდროელექტროსადგურების (რომელთა საპროექტო სიმძლავრე 65 მეგავატს არ აღემატება) ეტაპობრივი დერეგულირება. ამ ეტაპისთვის, ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ფარგლებში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრირებულია 29 მსხვილი მომხმარებელი. 99 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა გარდა ამისა, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გადაიდგა შემდეგი ნაბიჯები: - ელექტროენერგიის მოხმარების მნიშვნელოვნად ზრდის ტენდენციისა და გენერაციის წყაროების დეფიციტიდან გამომდინარე, მიმდინარეობს მუშაობა გარდაბანში თანამედროვე ტექნოლოგიების, გაზის ტურბინიანი კომბინირებული ციკლის ახალი თბოელექტროსადგურის (გარდაბანი 3) მშენებლობაზე, დაახლოებით, 400 მგვტ დადგმული სიმძლავრით. უახლოეს მომავალში, მთავრობის სხდომაზე წარსადგენად გაიგზავნება გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომბინირებული ციკლის მესამე თბოელექტროსადგურის მშენებლობის უზრუნველსაყოფად საჭირო ძირითადი პირობების და ამ მიზნით შესარჩევი კერძო ინვესტორის შეფასების კრიტერიუმების შესახებ დოკუმენტაცია, რის შემდეგაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია გამოაცხადებს ელექტრონულ აუქციონს, ახალი თაობის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის „გარდაბანი 3-ის“ ასაშენებლად კერძო ინვესტორის - მოძიების მიზნით. ენერგოეფექტურობის გაძლიერებისა და ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვის მიზნით, საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მიმდინარეობს მუშაობა კანონქვემდებარე აქტებზე. მათ შორის, საანგარიშო პერიოდში, დამტკიცდა კანონით განსაზღვრული 15 „ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონქვემდებარე აქტი. ასევე მომზადებულია „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და კანონებით განსაზღვრული „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონქვემდებარე აქტების 12 პროექტი. გარდა ამისა, ენერგოეფექტურობის განახლებული დირექტივის მოთხოვნების ასახვის მიზნით, მზადდება ცვლილებების პროექტი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონებში. - დაწყებულია ენერგოეფექტურობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი სტრატეგიის შემუშავება, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წელს დაიწყება. - გრძელდება ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა. 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის მაისის ჩათვლით, ექსპლუატაციაში შევიდა 6 ჰიდროელექტროსადგური („ახალქალაქი 1 ჰესი“, „ახალქალაქი 2 ჰესი“, „როშკა 1 ჰესი“, „როშკა 2 ჰესი“, „როშკა 3 ჰესი“, „ახატანი ჰესი“) ჯამური დადგმული სიმძლავრით − 13.67 მგვტ. - ამჟამად სულ გაფორმებულია 215 მემორანდუმი (მიმდინარეობს მუშაობა 4 დიდი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების შესახებ) მათგან 164 მცირე და საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების თაობაზე, ასევე 20 ქარისა და 31 გაფორმებული მზის ელექტროსადგურის მემორანდუმებით, განვითარებასთან ელექტროსადგურების დაკავშირებით. სავარაუდო ჯამური დადგმული სიმძლავრე − 2 451 მგვტ, სავარაუდო გამომუშავება კი, დაახლოებით, 10.802 მლრდ კვტ/სთ-ია. 100 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა - საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის №556 დადგენილებით დაინერგა განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც გულისხმობს სიმძლავრის აუქციონებს განახლებადი ენერგიის წყაროებისათვის. ახალი სქემით შემოდის ფასთა სხვაობის ხელშეკრულების − CfD ცნება, რისი საშუალებითაც მოხდება საბაზრო ფასსა და სახელშეკრულებო ფასს შორის სხვაობის ანაზღაურება. - დასრულდა 300 მგვტ დადგმული სიმძლავრის პირველი აუქციონი. აუქციონზე შევიდა 78 განაცხადი, ჯამურად, 900 მგვტ-ზე. გამარჯვებული კომპანია დადგინდა მედიანური ტარიფის პრინციპით. შედეგად, მხარდაჭერას მიიღებს 12 ჰიდრო, 2 ქარისა და 10 მზის - ელექტროსადგურის პროექტი. გარდა ამისა, მიმდინარეობს ევროკავშირის განახლებადი ენერგიის განახლებული დირექტივის (Directive (EU) 2018/2001, (RED II)) გადმოტანა „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონში. პარლამენტში დასამტკიცებლად კანონპროექტის წარდგენა დაგეგმილია ივნისის თვეში. - სატრანზიტო მიმართულების განვითარების მიზნით, საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, გაგრძელდა 220 კვ „ახალციხე-ბათუმის“ ელექტროგადამცემი ხაზის (ეგხ) მშენებლობა, 500 კვ ქვესადგური წყალტუბოს მშენებლობა. 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო მშენებლობა შემდეგ ობიექტებზე: 220/110 კვ ქვესადგური ოზურგეთი და 220 კვ ქვესადგური ლაჯანური. დამატებით, 2022 წლის ივნისში ხელი მოეწერა ინდურ კომპანია „ლარს ენდ ტუბროსთან“ სამშენებლო კონტრაქტს 500 და 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაზე ლაჯანურიდან წყალტუბოს მიმართულებით. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა 37 დასახლებულ პუნქტში მცხოვრები 7800-ზე მეტი ოჯახისათვის. 2.8 ტრანსპორტი და ლოგისტიკა გრძელდება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროს განვითარება, საერთაშორისო და ევროპული პრაქტიკების გათვალისწინებით. საქართველო წარმატებით უბრუნდება პანდემიამდე არსებულ საჰაერო მიმოსვლის მზარდ დინამიკას. 2022 წლის დაჯამებული მონაცემებით, სახეზე იყო ფრენების აღდგენის 88%-იანი მაჩვენებელი, ხოლო მგზავრთნაკადის აღდგენის 85%-იანი მაჩვენებელი. მიმდინარე წლის პირველ 3 თვეში, შესრულებული ფრენების მიხედვით, ავიარეისები აღდგენილია 116%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი − 103%-ით. მთავრობისა და შესაბამისი უწყებების აქტიური ძალისხმევით, 2022 წელს საქართველოს მიმართულებით, რეგულარული ოპერირება დაიწყეს ავიაკომპანიებმა: კონდორი (Condor), 101 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ფლაიუან არმენია (FLYONE Armenia), ვარეშ ეარლაინზი (Varesh Airlines), ფლაიედილი (Flyadeal), არმენია ეარვეისი (Armenia Airways), პარს ეარი (Pars Air), საუთვინდ ეარლაინზი (Southwind Airlines), ეარ მოლდოვა (Air Moldova), ტაი ეარ აზია იქსი (Thai Air Asia X) და ფლაიარნა (FlyArna). 2023 წელს საქართველოს ბაზარზე შემოვა სანექსპრესი (Sunexpress). ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოდან დაბალბიუჯეტიანმა კომპანია „ვიზ ეარმა“ (Wizz Air) მოახდინა მეორე ხომალდის ბაზირება, ხოლო 2023 წლის ივნისიდან და დეკემბრიდან დაანონსდა ავიაკომპანიის მესამე და მეოთხე ხომალდების ბაზირებები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში, საშუალოდ, 350 რეგულარული რეისი სრულდება. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ფრენები შესრულდება 40-ზე მეტი ავიაკომპანიის მიერ, 30-ზე მეტ ქვეყანაში კვირაში, დაახლოებით, 555 სიხშირით, რაც დადებით გავლენას იქონიებს მგზავრთა გადაადგილებასა და ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენაზე ქვეყანაში. 2022 წლის აგვისტოში განხორციელდა Wizz Air-ის მაშტაბური პროექტი „Let's get lost Wizz“, რომლის ფარგლებშიც 1 ჩარტერით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველად ჩამოფრიდა 200-ამდე ბლოგერი და ინფლუენსერი. 2022 წელს განხოცილდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია, მთლიანად შეიცვალა საფარი, რის შედეგადაც გახანგრძლივდა არსებული ასაფრენი ზოლის ექსპლუატაციის პერიოდი და, შესაბამისად, დაიგეგმება ახლის მშენებლობა. ამასთან, 2023 წლის აპრილში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამონტაჟდა მოქმედი რეგულაციების შესაბამისი საავიაციო უშიშროების უზრუნველმყოფი ბარგის შემოწმების თანამედროვე ტექნიკური დანადგარები. ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე, თანმიმდევრულად გრძელდება საავიაციო უსაფრთხოებასთან, საავიაციო უშიშროებასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან, საჰაერო მოძრაობის მართვასა და სამოქალაქო ავიაციის სხვა მიმართულებებთან დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციების დანერგვა. ფრენის უსაფრთხოების სტანდარტებისა და საჰაერო ხომალდების ტექნიკურ მომსახურებაში ჩართული სპეციალისტების სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2022 წელს, ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად, დაინერგა საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტების სერტიფიცირებისა და საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების ევროპული სტანდარტები. საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირების მიზნით, ასევე დამტკიცდა საავიაციო ტექნიკის საფრენად ვარგისობის მართვის საწარმოს სერტიფიცირების წესი. 102 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ამასთან, გრძელდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის დანერგვა საქართველოს საავიაციო სფეროში. 2023 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა უსაფრთხოების მართვის სისტემის წესი, რომელიც ადგენს უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის, უსაფრთხოების რისკების მართვის, შეფასებისა და შემცირების დეტალურ მოთხოვნებს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ავიასაწარმოებისთვის. 2022 წლის 4 ივლისს დამტკიცდა საგზაო უსაფრთხოების 2022 − 2025 წლების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა (2022-2023). ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წლიდან ხორციელდება ევროკავშირის ტვინინგის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ერთიანი მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბებისა და საგზაო უსაფრთხოების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობას. გარდა ამისა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა რეგიონალური მნიშვნელობის საგზაო უსაფრთხოების ობსერვატორიის შექმნაზე, რაც გააუმჯობესებს, საგზაო უსაფრთხოების კუთხით, ქვეყნის ანალიტიკურ შესაძლებლობებს. მიმდინარეობს მუშაობა საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით. გრძელდება მუშაობა საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვაზე. ელექტრონული სისტემის შესამუშავებლად, 2023 წელს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DoJ) მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გაიმარჯვა გერმანულმა საკონსულტაციო კომპანიამ − Hamburg Port Consulting (HPC). ამასთან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით, საზღვაო ერთი ფანჯრის იმპლემენტაციისათვის მომზადდა საკანონმდებლო ბაზა. სამომავლო პერსპექტივაში SafeSeaNet სისტემის დახმარებით შესაძლებელია, საქართველოს საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემა ინტეგრირდეს ერთიან ევროპულ საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემასთან. ასევე მიმდინარეობს მუშაობა ნავსადგურის გაერთიანების სისტემის (PCS) დანერგვის მიმართულებით. საიმპლემენტაციო თანხის 50% მობილიზებულია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ, დარჩენილი თანხის მოსაპოვებლად EBRD აწარმოებს მოლაპარაკებებს პოტენციურ დონორებთან. პროექტის სრული ღირებულება 1.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ევროკავშირის მიერ გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერი პროექტისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს შესამუშავებლად. მეზღვაურთა დასაქმების ხელშესაწყობად, 2022 წელს ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდა ნიდერლანდების სამეფოსა და კატარის სახელმწიფოსთან. მეზღვაურთა სერტიფიკატების აღიარების მემორანდუმების გაფორმებაზე მუშაობა გრძელდება შემდეგ ქვეყნებთან: შვედეთი, ნორვეგია და ჩინეთი. ჯამში, ქართველი მეზღვაურების კომპეტენციის დამადასტურებელ სერტიფიკატებს აღიარებს 73 მოწინავე საზღვაო სახელმწიფო, მათ შორის, 103 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა 20 ევროკავშირის წევრია, აღნიშნული ქვეყნების დროშის ქვეშ ცურავს მსოფლიო სავაჭრო ფლოტის 85%. შექმნილია სპეციალური პორტალი, სადაც რეგისტრირდებიან მეზღვაურები და დამსაქმებლები და შესაძლებლობა აქვთ, შუამავალი რგოლის გარეშე, პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ ერთმანეთთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 18 000 მოქმედი მეზღვაურია. მთავრობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს მეზღვაურთა განათლების სისტემის გაუმჯობესება და დასაქმების ხელშეწყობა. 2022 წელს ბათუმის საზღვაო აკადემიის სამანქანე განყოფილებაში დამატებით 3 საინჟინრო ლაბორატორია მოეწყო. ამასთან, 2022 წლის სექტემბრიდან, ფოთის სასწავლებელმა უმაღლესი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე − „ტრანსპორტის ეკონომიკა და საფინანსო საქმე“ და „დაზღვევა ტრანსპორტზე“ − დაიწყო სტუდენტების მიღება. სასწავლებელი გათვლილია 1 000 სტუდენტზე და ემსახურება ქვეყნის ლოგისტიკურ ინტერესებს. MLC კონვენციასთან მიერთების საკითხი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ინიციირებულ იქნა საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ბოლოს. დღეის მდგომარეობით, წარდგენილი პაკეტი საქართველოს პარლამენტის მიერ განხილულია III მოსმენით. „საზღვაო შრომის შესახებ“ 2006 წლის საერთაშორისო კონვენცია (MLC 2006) მსოფლიოს 1.5 მლნ-ზე მეტ მეზღვაურს უზრუნველყოფს ფართო უფლებებითა და სამუშაო ადგილზე დაცვის გარანტიებით. უმნიშვნელოვანესია კონვენციით გათვალისწინებული დებულებების ასახვა საქართველოს კანონმდებლობაში. აღნიშნული ხელს შეუწყობს მეზღვაურების სოციალური და შრომითი უფლებების დაცვასა და საქართველოს სახელმწიფო დროშის ავტორიტეტის გაზრდას საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში. საზღვაო ტრანსპორტის სფეროში გრძელდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რომელთა დიდი ნაწილი შესრულებულია (შესასრულებელია მხოლოდ 3). აქვე აღსანიშნავია, რომ დასამტკიცებლად მომზადდა საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიული განვითარების კონცეფცია, რომლის საფუძველზე შემუშავდება შემდგომი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. 2023 წლის თებერვლიდან დაიწყო სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის I ფაზის განხორციელება, რომელიც ითვალისწინებს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად. კერძოდ, პირველ ეტაპზე, მოხდება სარკინიგზო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანოს ჩამოყალიბება, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირთან დაახლოება სარკინიგზო უსაფრთხოების, სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებისა და მატარებლების მემანქანეთა სერტიფიცირების კუთხით. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი ინიციირებულია საქართველოს პარლამენტში და მიმდინარეობს განხილვები. 104 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა „საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში“ − პროექტის ფარგლებში, გრძელდება მუშაობა შემდეგ დირექტივებთან: 2012/34/EC (რომლის მეშვეობითაც ჩამოყალიბდა ერთიანი ევროპული სარკინიგზო ზონა), 2004/49/EC (გაერთიანების რკინიგზების უსაფრთხოების შესახებ), 2008/57/EC (გაერთიანების ფარგლებში სარკინიგზო სისტემის ურთიერთთავსებადობის შესახებ) დაახლოების მიზნით. სამივე დირექტივის შესაბამისად, მომზადდა საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტები და კანონქვემდებარე აქტების პროექტები. 2.9 კავშირგაბმულობა და საინფორმაციო ტექნოლოგიები საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 − 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის გრძელდება საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარება. პროექტ „Log-In Georgia-ის“ ფარგლებში, 2022 წლის შესაბამისად, ივნისიდან 2023 წლის მაისამდე განხორციელდა 400 კმ-მდე ოპტიკური ინფრასტრუქტურის მშენებლობა ლეჩხუმის, სამტრედია-ჩოხატაურისა და რაჭის (ნაწილობრივ) მიმართულებებზე, ამავდროულად, მიმდინარეობს კიდევ 220 კმ მშენებლობაზე ქობულეთიხელვაჩაურისა და რაჭის დარჩენილ მონაკვეთებზე, რომელიც სავარაუდოდ 2023 წლის ივლისაგვისტოსთვის უნდა დასრულდეს. ამის პარალელურად, გაფორმებულია კიდევ 2 ხელშეკრულება მესტია-ჯვრის (160 კმ; 28 დასახლებული პუნქტი; 6,000 მოსახლე) და ზუგდიდი-ხობის (270 კმ; 48 დასახლებული პუნქტი; 26,500 მოსახლე) მაგისტრალის მშენებლობაზე, სადაც ამჟამად მიმდინარეობს პროექტირების ეტაპი, სამუშაოების დაწყება ივლისის თვეშია დაგეგმილი და უნდა დასრულდეს 2024 წლის იანვრისთვის. ამავდროულად, გამოცხადებულია კიდევ 2 ტენდერი აბაშა-სენაკისა (240კმ; 48 დასახლებული პუნქტი; 16,100 მოსახლე) და წყალტუბო-ვარციხის (270კმ; 35 დასახლებული პუნქტი; 15,000 მოსახლე) მიმართულებებზე. პროექტ „Log-In Georgia-ის“ ფარგლებში, ფართოზოლოვანი ქსელებისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის გაუმჯობესებისათვის მიზნით, პოლიტიკის საკანონმდებლო ჩარჩოს განხორციელდა უნივერსალური მომსახურების რეგულაციების შემუშავების საკონსულტაციო მომსახურება − უნივერსალური მომსახურების დანერგვის მიზანია, ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კოდექსის (2018/1972 დირექტივის) შესაბამისად, უზრუნველყოს მოსახლეობისათვის სატელეკომუნიკაცო მომსახურებების ეკონომიკური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა, მომზადდა კანონის პროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. პროექტ „Log-in Georgia-ის“ ფარგლებში, გაფორმდა ხელშეკრულება საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიასთან „ციფრული ჰაბის და რეგიონალური დატა ცენტრების 105 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობისა“ და „ფართოზოლოვანი ინტერნეტქსელების განვითარებისთვის ხარჯების შემცირების“ მიზნით. საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მიერ ინტერნეტის ეფექტიანად გამოყენების მიზნით, პროექტ „Log-In Georgia-ის“ ფარგლებში, აქტიურ ფაზაშია ქვეყნის მასშტაბით ტრენინგისა და შესაძლებლობების განვითარების პროგრამები, მათ შორის, ქალებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. 2022 წელს პროგრამით ნაწილობრივ დაიფარა ოზურგეთის სამიზნე სოფლები, 2023 წელს პროგრამა დაიწყო ქობულეთის, ხელვაჩაურის, ჩოხატაურისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში და განახლდება ოზურგეთის დარჩენილ სამიზნე დასახლებებში. საანგარიშო პერიოდში, გაგრძელდა მუშაობა ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის (HDM) პროექტის EU4Digital ინიციატივაზე, დაიწყო სახელმწიფოთაშორისი II ფაზა, სერვისების; რომელიც ელვაჭრობის; მოიცავს: ელსანდოობიისა საინფორმაციო და და საკომუნიკაციო ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სტარტაპის ეკოსისტემების; ელჯანმრთელობისა და ციფრული უნარების მიმართულებებს. პროექტის მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის პროცესის ხელშეწყობა, ციფრული ეკონომიკისა პროექტების განხორციელებით, და საზოგადოების ეროვნული ICT განვითარება პოლიტიკის ერთობლივი საკანონმდებლო, ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური სისტემების ჰარმონიზება და ინტეგრაცია. იმისათვის, რომ გაგრძელდეს ევროკავშირის ციფრულ ერთიან ბაზართან საქართველოს ინტეგრაცია და, მათ შორის, მობილური ქსელების როუმინგის მომხმარებლებს მიეცეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ხელმისაწვდომი სერვისებით როუმინგის გამოყენებისას ევროკავშირის ქვეყნებში, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად გამოხატა სურვილი, შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან როუმინგულ სივრცეს − „Roam like at home“. როუმინგულ სივრცეში სწრაფი ინტეგრაციისთვის, ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, დაიწყო მუშაობა საქართველოს ევროკავშირის როუმინგულ რეგულაციებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების საკითხებზე. ამასთან, მიმდინარეობს ევროკომისისიის წარმომადგენლებთან კონსულტაციები და მოლაპარაკებები. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 აპრილის №161 დადგენილებით დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტი − რადიომოწყობილობის თაობაზე. აღნიშნული რეგლამენტი ადგენს მოთხოვნებს რადიომოწყობილობის ბაზარზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციაში გაშვებისთვის. ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზანს წარმოადგენს საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რომლის პირობებშიც მომხმარებელთათვის ხელმისაწვდომი რადიომოწყობილობა უსაფრთხო იქნება, როგორც ადამიანის, ასევე ცხოველების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, საფრთხეს არ შეუქმნის კერძო საკუთრებას, ასევე 106 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა უზრუნველყოფს ელექტრომაგნიტურ თავსებადობას და ხელს შეუწყობს რადიოსიხშირული სპექტრის ეფექტიანად გამოყენებას. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით მისაღებ საკანონმდებლო აქტების პროექტებზე. კერძოდ, საქართველოს პარლამენტში წარდგენილ იქნა „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც უკვე განხილულია მე-3 მოსმენით. ამასთან, მომზადებულია კანონპროექტები: „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ფოსტის შესახებ“. აღსანიშნავია ასევე, რომ ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების მიზნით, მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარებით, მიმდინარეობს მუშაობა „ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების გეგმის“ პროექტზე. სტრატეგიის პროექტი მოიცავს ციფრული სამთავრობო პლატფორმების, ციფრული ფინანსური სერვისების, ციფრული მეწარმეობის, ციფრული უნარების, ციფრული ინფრასტრუქტურის, ციფრული პოლიტიკისა და რეგულირების კანონმდებლობის განვითარების საკითხებს. 2.10 რეგიონული განვითარება რეგიონებში ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის უზრულვესაყოფად, საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა სხვადასხვა სახის მუნიციპალური, ტურიზმის, სპორტისა და განათლების ინფრასტრუქტურის განვითარება. 2022 წლის ბოლოს წარმატებით დასრულდა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომლის ფარგლებში იმერეთის, კახეთის, გურიისა და რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, რეგიონული ცენტრების ეკონომიკური, კულტურული და სოციალური როლისა და ფუნქციების გაძლიერების მხარდაჭერის, არსებული და ახალი ტურისტული და ურბანული მიზიდულობის კერების განახლებისა და ჩამოყალიბების მიზნით, განხორციელდა 200 მილიონ ლარამდე მოცულობის ურბანული, ტურიზმისა და ადგილობრივი განვითარების 147 პროექტი. ამასთან, ზემოაღნიშნული პროგრამის მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში, ახალი საწარმოების შექმნის, არსებული საწარმოების გაფართოების ან გადაიარაღების, ადგილობრივი პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიმართულებით, 36 მილიონზე მეტი ლარით 420 პროექტი დაფინანსდა. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სოციალური შეღავათებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიიმართა, დაახლოებით, 111.4 107 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა მლნ ლარი. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელება. სახელმწიფო პროგრამის − „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, ენერგოეფექტური მასალის გამოყენებით სრულად განახლდა 727 შენობა და მისი მიმდებარე ტერიტორიები, საფეხმავლო ბილიკები, ტროტუარები, მოწესრიგდა საინჟინრო ქსელები, განახლდა და მოეწყო 92 პარკი და სკვერი. პროგრამის ფარგლებში მოეწყო ქობულეთის ერთკილომეტრიანი ბულვარი. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ განხორციელდა 450 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია. ამასთანავე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, იწყება ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი პროგრამა, რომელიც ქალაქებისა და კურორტების განვითარებისთვის მომდევნო 5-წლიან პერიოდში ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარის ოდენობის დაფინანსებას. პროგრამის პირველ ეტაპზე შერჩეულია შემდეგი მდებარეობები: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი. პროგრამა ითვალისწინებს ქალაქებისა და კურორტების ისეთი არეალების განვითარებასა და იერსახის განახლებას, რომელიც მათ პოტენციალს მნიშვნელოვან დატვირთვას შესძენს და ახალ მიზიდულობის ცენტრებს გააჩენს. 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამისთვის უკვე გათვალისწინებულია 200 მილიონი ლარი. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა 4115-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. გრძელდება ევროკავშირის კოჰეზიის პოლიტიკის ერთ-ერთი უახლესი პლატფორმის − „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ საქართველოში ეტაპობრივ დანერგვასთან დაკავშირებული სამუშაოები. 2022 წლის ბოლოს, ევროკომისიის ერთიან კვლევით ცენტრთან (JRC) აქტიური თანამშრომლობით, იმერეთის საპილოტე რეგიონში დასრულდა ჭკვიანი სპეციალიზაციის ცენტრალური ფაზა − ე. წ. „სამეწარმეო აღმოჩენის პროცესი“ (Entrepreneurial Discovery Process/EDP). გამოვლენილ ოთხ პრიორიტეტულ ჭკვიან დომეინთან დაკავშირებით, მომზადდა პირველადი მიგნებები და ინდიკატური პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს უშუალოდ სტრატეგიული დოკუმენტის მომზადებას. 2023 წლიდან სპეციალიზაციის დაწყებულია აქტიური სტრატეგიის“ სამუშაოები პროექტის „იმერეთის მომზადების რეგიონის ჭკვიანი მიმართულებით. პროცესი ითვალისწინებს აქტიურ უკუკავშირს და ჩართულობას პარტნიორებისა და დაინტერესებული მხარეების მხრიდან. გრძელდება სამუშაოები საქართველოში ევროპული NUTS მეთოდოლოგიის ეტაპობრივი დანერგვის კუთხით. 2023 წლის დასაწყისში მომზადდა „2023 − 2027 წლების NUTS ჰარმონიზაციის გეგმა“, ხოლო მოგვიანებით შეჯერებულ იქნა 108 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს „მონიტორინგის შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა სახელმძღვანელო ჰარმონიზაციის გეგმის განხორციელებისთვის“, რომლის მიხედვითაც პასუხიმგებელი უწყებების მიერ განხორციელდება რეგულარული (ნახევარწლიანი და წლიური) ანგარიშგება შესაბამისი ვალდებულებებისა და აქტივობების შესრულების კუთხით. 2.11 სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება 2022 წელს საქართველოდან, მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2021 წლის მაჩვენებელს აღემატება 10.5%-ით. 2022 წინასწარი მონაცემებით, ასევე მზარდია ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, რომელმაც, 2022 წლის მონაცემებით, 173 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წლის აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი მიმართულებით, 2021 წელთან შედარებით, 14%-იანი ზრდა აღინიშნა. და შეადგინა. ამ ასევე, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა 4.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 2.1 მლრდ ლარით (96%), ხოლო 2021 წლის მაჩვენებელს 0.5 მლრდ ლარით (13%) აღემატება. სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6,3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1,7 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 1.01 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 284 მლნ ლარს შეადგენს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, გაცემულ იქნა 857 მლნ ლარამდე ღირებულების 14 ათასზე მეტი სესხი, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 160 მილიონ ლარზე მეტია. პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში 3 000 ჰა-ზე მეტი ხეხილის ბაღი გაშენდა. აღსანიშნავია, რომ პროგრამა მოიცავს სეტყვის საწინააღმდეგო, წვეთოვანი სისტემებისა და ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობასაც. გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ეგიდით, საანგარიშო პერიოდში, გაფორმდა 44 ხელშეკრულება, ხოლო ინვესტიციის ოდენობა 57 მილიონ ლარს აჭარბებს. 2022 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაიწყო საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ახალი საწარმოს შექმნის ან არსებული საწარმოს გაფართოების/გადაიარაღების თანადაფინანსებას. 109 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ამჟამად დაფინანსებულია 45 ბენეფიციარი, 30 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციით, სადაც სახელმწიფოს თანამონაწილეობა 17 მილიონ ლარზე მეტია. პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, ხელშეკრულება გაფორმდა 16 ბენეფიციართან. გრძელდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა. 2023 წელს, სპეციალურად კოოპერატივებისათვის, ამოქმედდა „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ სახელმწიფოს მხრიდან ღირებულების 50%-იანი საგრანტო დაფინანსებით, რისთვისაც გამოიყო 10 მლნ ლარი. სპეციალური პროგრამებით ჯამში ისარგებლა 26-მა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა, ინვესტიციამ გადააჭარბა 7 მლნ ლარს, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსებამ შეადგინა, დაახლოებით, 5 მლნ ლარი. კოოპერატივებმა ისარგებლეს შემნახველი საწარმოების, მეფუტკრეობის, სასოფლო- სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მიმართულებებით. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ ინიციირებული პროგრამების შედეგად ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ხელშეწყობით ისარგებლა 3000-ამდე ბენეფიციარმა, რომლებმაც შეიძინეს 5324 ერთეული, 203 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა. სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამამ 81 ბენეფიციარი მოიცვა, ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 5 მლნ ლარამდე, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრულმა სახელმწოფო თანადაფინანსებამ 1,5 მლნ ლარს გადააჭარბა. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის (DIMMA) ფარგლებში 380 ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 13 მლნ ლარამდე, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 10 მლნ ლარამდეა. მარნეულისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, სასათბურე მეურნეობის მოწყობაში ფინანსური და ტექნიკური დახმარების მიზნით, 2022 წლის აგვისტოში დაიწყო „საპილოტე პროგრამის ქალებისთვის“ განხორციელება. პროგრამის ფარგლებში 38 ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 900 ათასი ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსება 800 ათას ლარს აჭარბებს. გრძელდება აგროდაზღვევის პროგრამის, როგორც ფერმერთა შემოსავლების დაცვის ინსტრუმენტის, განხორციელება. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, მევენახე ფერმერები 50%-ის ნაცვლად 70%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ. პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 4 ათასზე მეტი სადაზღვევო პოლისი გაიცა. ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, ინიციირებულია „მწვანე საგრანტო პროგრამა“, რომელიც ითვალისწინებს სოფლად 110 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა მცხოვრები ოჯახებისა და არსებული ბიზნესსექტორისთვის ენერგოეფექტური/განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვაზე წვდომის გამარტივებას. საანგარიშო პერიოდში, „მწვანე საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა 87 ბენეფიციარი, რომლებმაც დაამონტაჟეს სხვადასხვა ტიპის მზის ენერგიაზე მომუშავე დანადგარი და განახორციელეს შენობის სრული ან ნაწილობრივი თბოიზოლაცია. 2022 წელს ინიციირებულ იქნა ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს კონვერსიის პერიოდში გაწეული შემდეგი მიზნობრიობების ანაზღაურებას: სერტიფიცირება, საკონსულტაციო მომსახურება, მევენახეობისა და მეფუტკრეობის ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოპრეპარატების შეძენა, თაფლისა და ცვილის ლაბორატორიული ანალიზის მომსახურება. პროგრამას უკვე ჰყავს 20 ბენეფიციარი. შემუშავდა და დამტკიცდა „ტექნიკური რეგლამენტი − ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) წარმოების წესებისა პროდუქტის ეტიკეტირების და შესახებ“, ორგანული (ბიოლოგიური, ეკოლოგიური) რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის რეგულაციასთან. 2022 წელს ასევე დაიწყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული, 0.25-იდან 1.25 ჰექტარის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სუბსიდიის მოცულობა ერთ ჰექტარ მიწაზე განსაზღვრულია 300 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 300 ქულით). ქულების გამოყენება შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად სპეციალიზებულ მაღაზიებში. პროგრამის ფარგლებში 300 ათასამდე ბენეფიციარმა მიიღო 35 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი. თხილის პირველადი წარმოების სტიმულირების მიზნით, 2022 წლის ნოემბერში დაიწყო „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა“. ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0,2-3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, ერთ ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით დახმარებას იღებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 90 ათასამდე ბენეფიციარის 45,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში. ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 86-მა ქართულმა კომპანიამ შვიდ საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო მიმართულების გამოფენაში მიიღო მონაწილეობა (თურქეთი, APIMONDIA 2022; ლატვია, RIGAFOOD 2022; საუდის არაბეთი, SAUDI AGRICULTURE EXHIBITION 2022; გერმანია, Green Week 2022; კატარის სახელმწიფო, დოჰა − „AGRITEQ 2023“; გერმანია, ბერლინი − „FRUITLOGISTICA 2023“ და აზერბაიჯანი, ბაქო „CASPIANAGRO 2023“). შედეგად, 8 კომპანიამ სხვადასხვა სახის ხილის წვენებისა და ჯემების, თაფლის, თხილის პასტის, გაყინული ცხვრის ხორცის ექსპორტი უკვე განახორციელა კატარის სახელმწიფოსა და არაბეთის ყურის 111 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ქვეყნებში. ამ ეტაპზე ქართული კომპანიების მხრიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობს 80ამდე სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან სამომავლო ექსპორტთან დაკავშირებით. აქტიურად მიმდინარეობდა ქართული ღვინის მარკეტინგული ღონისძიებები ამერიკის შეერთებული შტატებში, დიდ ბრიტანეთში, პოლონეთში, გერმანიაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჩინეთში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. აღნიშნულის ფარგლებში, ჩატარდა დეგუსტაცია-სემინარები, მოეწყო ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ვიზიტები საქართველოში, კონკურსები, ფესტივალები, განხორციელდა სატელევიზო და რადიორეკლამირება, სოციალური მედიის აქტივობები. ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიაში ჩაერთო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამა, რომელიც მიზნობრივ ღონისძიებებს განხორციელებს აშშ-ში, სამხრეთ კორეაში, გერმანიასა და დიდი ბრიტანეთში. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ღვინის წარმოების მიმართულებით ისტორიული შედეგები დაფიქსირდა. საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულ იქნა 103 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. სახელმწიფოს ხელშეწყობით, 2022 წელს რთველი ჩატარდა ორგანიზებულად და მევენახეებმა შეუფერხებლად დააბინავეს მოსავალი. ჯამში, საქართველოს მასშტაბით, გადამუშავდა 257 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალი, რის შედეგადაც მევენახეებმა 270 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღეს. ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, 2023 წლის 1 იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი ქსელების სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარა. სავაჭრო წარმომადგენლები ვალდებულები არიან, მწარმოებლებს მოსთხოვონ შესაბამისობის სერტიფიკატი და ისე მოახდინონ რეალიზაცია. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა დარგობრივი აგრარული ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები 9 რეგიონული სამსახურისა და 45 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის 229-ზე მეტი სპეციალისტის მიერ. საკონსულტაციო მომსახურება გაეწია 30 ათასზე მეტ ბენეფიციარს (ფიზიკური და იურიდიული პირი). სოფლად, ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩატარდა საინფორმაციო/საექსტენციო ხასიათის 1 119 ტრენინგი. საზღვაო და შიდა წყლებში აკვაკულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აპრილის №639 განკარგულებით დამტკიცდა საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონები, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას, საქართველოს საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ინდუსტრიული მეურნეობების განთავსების კუთხით. ამასთან აქტიურად 112 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული ზონების მართვის გეგმებისა და სანებართვო პირობების შემუშავებასთან დაკავშირებით. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოში არსებული თევზის მეურნეობების სანებართვო ჩარჩოებში მოქცევის შესახებ. სოფლის მეურნეობაში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში, აქტიურად მიმდინარეობდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავდა „მიწის რესურსების მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნისა და მისი განვითარების შესახებ“ კონცეფცია. დაწყებულია მიწის რესურსების ინტეგრირებული მონაცემების ერთიანი ბაზის შექმნა, შედეგად ქვეყანაში ხელისაწვდომი იქნება საქართველოს მიწის ფონდის ერთიანი ბალანსი. კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ნეგატიური პროცესებისგან მიწის რესურსების დასაცავად და მიწის ნაყოფიერების შესანარჩუნებლად ხორციელდება „ქარსაფარი დღეის (მინდორდაცვითი) ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამა“, მდგომარეობით, ინვენტარიზებულია 1300 ჰექტარი ქარსაფარი ზოლი და მიმდინარეობს მათთვის სტატუსის მინიჭების პროცესი. გეგმის მიხედვით, ინვენტარიზაცია დასრულდება 2024 წელს, რომლის შემდგომაც აქტიურად დაიწყება ქარსაფარი ზოლების აღდგენის პროცესი. შემუშავდა საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რომლის მიზანია, საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და საძოვრების დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოყალიბება, რაც უზრუნველყოფს საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენციასა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას. „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში შეირჩა იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის 26658 ჰა სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულ პირებს პროგრამის მონაწილის სტატუსი მიენიჭათ, ჯამში, 256 უნიკალურ კოდზე − საერთო ფართობით − 31563 ჰა. პროგრამის ფარგლებში ჩატარებული აუქციონების შედეგად 6802 ჰა ფართობის საძოვარზე გაფორმდა 49 იჯარის ხელშეკრულება. ამავე პერიოდში პირდაპირი გზით იჯარით გაცემას დაექვემდებარა 12733 ჰა. ინტენსიურად გრძელდება საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. მიმდინარე მდგომარეობით, ქვეყანაში წყალუზრუნველყოფილია 164 000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწა, ხოლო დრენირებულია 43 000 ჰა-მდე. ყოველწლიურად იზრდება მომსახურების არეალი, რომელზეც წლების განმავლობაში შეზღუდული ან შეწყვეტილი იყო სასოფლო-სამეურნეო კულტივირების პროცესი. აქტიურად მიმდინარეობს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი, კერძოდ, განხორციელდა 28 ათასზე მეტი ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ზედამხედველობა 113 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა და ლაბორატორიული კვლევები. ბიზნესოპერატორების შერჩევა ხორციელდება სპეციალური ელექტრონული პროგრამის საშუალებით, რაც სუბიექტურ ფაქტორს გამორიცხავს. პრიორიტეტებად განისაზღვრება ცხოველური წარმოშობის სურსათის, ბავშვთა კვების, საზოგადოებრივი კვების, სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების პირველადი წარმოების კონტროლი. ვეტერინარიის მიმართულებით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა უფასო ვაქცინაცია 8 სხვადასხვა დაავადებაზე. გეგმის შესაბამისად, მიმდინარეობდა ვეტერინარიული პრეპარატების ხარისხის მონიტორინგი. საანგარიშო პერიოდში, მცენარეთა დაცვის მიმართულებით, ჩატარდა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მუნიციპალიტეტის 520 და მიმდინარეობს ადმინისტრაციულ დასავლეთ ერთეულში. საქართველოს დღევანდელი 33 მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ სულ დამუშავებულია 186 000 ჰა ფართობი. 2022 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაცია და მისი ხარისხის მენეჯმენტის სისტემა მთლიანად 2023 წელს ლაბორატორიას მიენიჭა აკმაყოფილებს ISO 9001 მოთხოვნებს. რეფერენსლაბორატორიის სტატუსი. ლაბორატორიაში ყოველწლიურად მიმდინარეობს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებსა და ნორმებთან ჰარმონიზებული ახალი კვლევის მეთოდების დანერგვის პროცესი. საანგარიშო პერიოდში დაინერგა 28 ახალი მეთოდი და 14 პარამეტრი, ჩატარებულ იქნა 401,365 კვლევა. გრძელდება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, ფიტოსანიტარიისა და გარემოს დაცვის სფეროების ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გეგმით გათვალისწინებულ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. საანგარიშო პერიოდში მიღებულ იქნა 17 საკანონმდებლო აქტი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით. 10 გარემოს დაცვის სტანდარტი კი თვისობრივად დაუახლოვდა ევროპულ მოთხოვნებს. მიწის რეგისტრაციის რეფორმა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გრძელდება მიწის რეგისტრაციის რეფორმა. 114 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა „საანგარიშო პერიოდში, სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში წარმატებით დასრულდ 20 000-ზე მეტი სარეგისტრაციო განცხადება და დარეგისტრირდა 6 776 ჰა მიწის ნაკვეთი. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში დარეგისტრირდა 253 677 მესაკუთრის უფლება 219 833 მიწის ნაკვეთზე, რომელთა ჯამური ფართობია 84 814.9 ჰა. რეგისტრირებულ მესაკუთრეთა 50% (124 178 მესაკუთრე) ქალია. აზომილია/იდენტიფიცირებულია 236 911 ერთეული მიწის ნაკვეთი, რომელთა ჯამური ფართობია 70 626.75 ჰა. საველე სამუშაოები დასრულებულია აბაშის, კასპის, ლაგოდეხისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს სენაკის, ხაშურის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში. ამჟამად სისტემური რეგისტრაციის პროცესში ჩართულია 648 ამგეგმავი, 225 რეგისტრატორი და 15 საჯაროდ გამოცხადების სპეციალისტი. საქმეთა წარმოებისას დაინტერესებულ პირთა შორის შესაძლო დავის ალტერნატიული გადაწყვეტისათვის აქტიურად მოქმედებს სანოტარო მედიაცია − საანგარიშო პერიოდში ჩანიშნულ იქნა 191 სანოტარო მედიაციის პროცესის მოთხოვნა, რომელთაგან 5 მედიაცია დასრულდა მორიგებით. 2.12 გარემოს დაცვა 2022 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „2022 − 2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამა’’, რომელიც გარემოს დაცვის სფეროში წარმოადგენს ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ დოკუმენტს და მიზნად ისახავს ხუთი წლის მანძილზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებული გარემოსდაცვითი პრინციპების განხორციელების ხელშეწყობას. 2022 წლის 1 ივლისს ამოქმედდა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და ჩამოყალიბდა ევროპული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დირექტივის შესაბამისი, სრულიად ახალი სამართლებრივი სისტემა. გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიმყენებელი პირი ვალდებულია, დაზიანებული ტერიტორია აღადგინოს ზიანის მიყენებამდე არსებულ მდგომარეობაში (ნაცვლად მიყენებული ზიანის მონეტარული ანაზღაურებისა). გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, 2023 წლის 1 ივლისიდან, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, როგორც ორჰუსის კონვენციის განხორციელების ხელშემწყობი უწყება, უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და საჯარო განხილვების ჩატარებას. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დასრულდა ქ. რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის 115 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა განხორციელება, რომლის აქტივობებიც შესრულებულია 85%-ზე მეტით, რის შედეგადაც შემცირდა ქალაქში მყარი ნივთიერებებით დაბინძურების დონე. თუმცა, ადგილზე პრობლემები ჯერაც რჩება, ამიტომაც ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობითა და ქართველი და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, შემუშავდა ჰაერის ხარისხის მართვის ახალი სამოქმედო გეგმის პროექტი და მიმდინარეობს მისი განხილვები. აგრეთვე, ევროკავშირის მხარდაჭერით, დაწყებულია ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავება ქ. თბილისისთვის. საქართველოში ავტომობილების პარკის გაახალგაზრდავებისა და გაჯანსაღების მიზნით, მომზადდა ტექნიკური რეგლამენტის პროექტი − ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევების (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ. ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს საქართველოში სატრანსპორტო საშუალებებისთვის გაფრქვევების Euro 5 სტანდარტის დანერგვას. ტრანსპორტიდან დაბინძურების შემცირების მიზნით, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, შემუშავდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც 2023 წლის 1 ივნისიდან ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლს სპეციალური აპარატურის საშუალებით. პროექტი მოიწონა საქართველოს მთავრობამ და წარდგენილია საკანონმდებლო ორგანოში. 2023 წლის 18 აპრილს დამტკიცდა საქართველოს გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების კონცეფცია (LT LEDS), რომელიც აღწერს საქართველოს ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა სცენარს 2050 წლისთვის და ადგენს ემისიების შესაბამის მიზნებს. დოკუმენტით საქართველო აცხადებს „ნახშირბად ნეიტრალურობას“, როგორც მიზანს და მიმართავს თავის ძალისხმევას მის მისაღწევად 2050 წლისთვის, რითაც სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის მიზნებთან. სამრეწველო საწარმოებში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი ავტომატური თვითმონიტორინგის სისტემის სრულად დანერგვის მიზნით, შემუშავდა ინტერაქტიული გეგმა, რომლის მონიტორინგიც უწყვეტად ხორციელდება. ამ ეტაპზე თვითმონიტორინგს დაქვემდებარებული, დაახლოებით, 50-ამდე აქტიური საწარმოდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულია 20 სტაციონარული ობიექტი, დანარჩენი საწარმოების უმრავლესობაში კი მიმდინარეობს ფილტრებისა და მონიტორინგის სისტემების მონტაჟის პროცესი. ოზონის შრის დაცვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნით, შემუშავდა „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის ოქმის კიგალის ცვლილებასთან შეერთების პროექტი და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გულისხმობს 116 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა სამაცივრო და ჰაერის კონდიცირების სექტორის რეგულირებისა და მაცივარაგენტების მართვის სისტემის სრულყოფას. კიგალის ცვლილებასთან შეერთების პროექტი და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოიწონა საქართველოს მთავრობამ და წარედგინა საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად. 2023 წლის 3 მაისს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა მონრეალის ოქმის კიგალის ცვლილებასთან შეერთებას. ამასთან, პარლამენტმა მე-2 მოსმენით მხარი დაუჭირა ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს. წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვის მიმართულებით, დაინტერესებულ მხარეებთან ჩატარებული კონსულტაციების საფუძველზე შემუშავებულია „წყლის რესურსების ევროკავშირის წყლის მართვის შესახებ“ კანონპროექტი, ჩარჩოდირექტივასთან. რომელიც საქართველოს შესაბამისობაშია პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მიიღო კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტთან ერთად. ახალი კანონმდებლობა მიზნად ისახავს მდინარეთა სააუზო მართვის დანერგვას. უკვე მომზადდა, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად, სააუზო მართვის გეგმების სამუშაო ვერსიები ჭოროხი-აჭარისწყლის, ხრამიდებედისა და ალაზანი-იორის სააუზო ტერიტორიული ერთეულებისთვის. ამ დროისთვის ევროკავშირის პროექტის − „ევროკავშირი გარემოსთვის: წყლის რესურსები და გარემოსდაცვითი მონაცემები“ − ფარგლებში მიმდინარეობს მდინარე ენგურისა და მდინარე რიონის სააუზო მართვის გეგმების შემუშავება. საანგარიშო პერიოდში მომზადდა 2018 − 2021 წლების გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების პროექტი. ეროვნული მოხსენება ხელს უწყობს, როგორც ფართო საზოგადოების ინფორმირებას გარემოს მდგომარეობის შესახებ, ასევე ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით. ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემების გაფართოების მიზნით, ევროკავშირის შესაბამისი დირექტივებისა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დაინერგა ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის, კადმიუმის, დარიშხანის, ნიკელისა და ბენზაპირენის უწყვეტი მონიტორინგი. აღნიშნული ანალიზების ჩატარებაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიამ მიიღო ISO სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია. 2022 წელს შეძენილ იქნა კიდევ 4 ახალი ხელსაწყო, რომლებიც მიმდინარე წელს დამონტაჟდება. ამასთანავე, დამონტაჟდა და გაიმართა 38 ერთეული აქედან 20 ავტომატური მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სადგური. მეტეოროლოგიური და 18 ჰიდროლოგიური სადგური დამონტაჟდა შემდეგ რეგიონებში: გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი. 2022 წელს SIDA-ის პროექტის ფარგლებში − „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ შეძენილ იქნა და 2023 წლიდან ამოქმედდება რვა ერთეული ახალი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური და ერთი მობილური სადგური. 117 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ზედაპირული წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს მდინარეებისა და ტბების 231 წერტილში. 2022 წელს ქუთაისისა და ბათუმის რეგიონული ლაბორატორიებისთვის შეძენილ იქნა ორი ერთეული მძიმე მეტალების საანალიზო მაღალტექნოლოგიური ხელსაწყო, რომლებიც დამონტაჟდება მიმდინარე წელს. მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების მონიტორინგი მიმდინარეობს 68 წყალპუნქტზე. სამომავლოდ დაგეგმილია სადამკვირვებლო წყალპუნქტების რაოდენობის ეტაპობრივად გაზრდა. საანგარიშო პერიოდში ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის ქსელის წყალპუნქტებიდან აღებულ იქნა 394 სინჯი ლაბორატორიული ანალიზებისთვის. ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნის მიმართულებით დასრულდა მდინარეთა 11 აუზში ტოპოგრაფიულ-ჰიდრომეტრული საფრთხეების რუკების მომზადებისთვის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს საფრთხეების რუკების მომზადებისა და ამინდისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების დანერგვის პროცესი. 2022 წლიდან საერთაშორისო პროექტის − „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში (GCF/UNDP/SDC)“ − ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 11 მეწყრულ სხეულზე მიმდინარეობს თანამედროვე მონიტორინგული სისტემების ინსტალაციის პროცესი, რომელიც დასრულდება 2023 წლის ბოლოს. ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მერქნულ რესურსზე მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გაცემულია, სულ, 274 917.38 მ3 მერქნული რესურსი. ხოლო სსიპ − დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული დაცული ტერიტორიებიდან მის მიმდებარედ მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობაზე საშეშე მერქნის სახით, დაახლოებით, 2880 ოჯახზე გაიცა 14 998 მ3 მერქნული რესურსი. შეიქმნა დამატებით 8 საქმიანი ეზო, ჯამში, ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედია 39 საქმიანი ეზო. ტყის მრავალმიზნობრივ სარგებლობასთან დაკავშირებით, საანგარიშო პერიოდში, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით სარგებლობისთვის გაიცა 9 ნებართვა; სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობისთვის − 1 ნებართვა; ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენის მოსაწყობად − 1 ნებართვა; ფუტკრის დროებითი სადგომის მოსაწყობად − 39 ნებართვა, ხოლო, ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით, გაცემულია 22 ნებართვა. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ტყითსარგებლობის მექანიზმის დახვეწის საკითხსა და ალტერნატიული წყაროების გამოყენების წახალისებას. ტყის მართვის ორგანოების მიერ 118 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა საანგარიშო პერიოდში გაცემულია 47 საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის ნებართვა, ხოლო არამერქნული რესურსების მოპოვების 11 ნებართვა. 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები 1000 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა. შემუშავდა მოხალისეობრივი პლატფორმა − „ტყის მეგობარი“, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ფიზიკური და იურიდიული პირების მხარდაჭერით ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელება. 2023 წელს, ტყის დაცვის ფუნქციის გაძლიერებისა და სატყეო კანონმდებლობის შეუფერხებლად აღსრულების მიზნით, 500-ამდე გაიზარდა ტყის მცველების რაოდენობა. „ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციისა“ (ბერნის კონვენცია) და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების თანახმად, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში დამტკიცებულია ზურმუხტის ქსელის 66 ტერიტორია, რაც ქვეყნის ტერიტორიის 18.7% შეადგენს. 2022 წელს აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა დაცული ტერიტორიების გაფართოების მიმართულებით. შეიქმნა ახალი დაცული ტერიტორიები რაჭაში, შიდა ქართლში, ზემო იმერეთში. 15 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკებისა და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშაოები, სრულდება 3D განათების მოწყობის სამუშაოები მარტვილის კანიონისა და ოკაცეს (კინჩხის) ჩანჩქერის ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ამ ადგილებს ვიზიტორებისთვის. საქართველოს ეროვნულ პარკებში, ვიზიტორთა უსაფრთხო და კომფორტული მოგზაურობისთვის, შეიქმნა პირველი მობილური აპლიკაცია. წალკის კანიონზე უნიკალური ეკოტურისტული კომპლექსი გაიხსნა. 2022 წლის მონაცემებით, ვიზიტორთა რაოდენობა, 2021 წელთან შედარებით, გაზრდილია 53%-ით (902 010 ვიზიტორი). განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, დაცული ტერიტორიების ფართობი 116.7 ათასი ჰექტარით გაიზარდა და ამჟამად შეადგენს 912 ათასზე მეტ ჰექტარს, რაც ქვეყნის ტერიტორიის, დაახლოებით, 13%-ია. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვის, დაცული ტერიტორიების, ხანძრების პრევენციის, ბუნებაში ქცევის წესების, ბიომრავალფეროვნების, ჭარბტენიანი ტერიტორიების, ეკოსისტემური სერვისებისა და მსგავსი თემატიკით ჩატარდა, სულ, 485 ლექცია-სემინარი, დაცულ ტერიტორიებზე მოეწყო 806 ეკოტური, 25 კვირეული, 29 ეკობანაკი, 16 გამწვანებისა და 105 დასუფთავების აქცია. ადგილობრივ მოსახლეობასთან/დაინტერესებულ მხარეებთან გაიმართა 196 საინფორმაციო შეხვედრა. 119 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) დანერგვის მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 25 მაისს მიღებულ იქნა ოთხი ტექნიკური რეგლამენტი: „ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ“, „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ“, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ“, „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ“. ოთხი ძირითადი მიმართულებებით 2022 წლის 1 ივნისიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ავტორიზებულია სამი მგვ-ის ორგანიზაცია, ხოლო მიზნობრივი მაჩვენებლების ათვლა დაიწყო 2023 წლიდან. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ხელს უწყობს სპეციფიკური ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებას, ტრანსპორტირებას, აღდგენასა (მათ შორის, რეციკლირება) და გარემოსთვის უსაფრთხო განთავსებას. გრძელდება მუშაობა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოდერნიზების კუთხით, მისი მაქსიმალურად გამჭვირვალე და მაღალი სანდოობის მქონე უწყებად ჩამოყალიბებისთვის. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურები სრულად აღიჭურვა სამხრე კამერებით, ვიდეორეგისტრატორებით, საველე პლანშეტებითა და სხვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებებით (დრონები, ფოტოხაფანგები, ციფრული კავშირგაბმულობის სისტემები და სხვა). მნიშვნელოვნად გაძლიერდა გარემოსდაცვითი ინსპექტირების მიმართულება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და აღჭურვილობით, რათა ინსპექტირების პროცესი გახდეს უფრო ეფექტიანი და ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებული. 2022 წელს რეგულირების ობიექტების ინსპექტირების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით, გაიზარდა 70%-ით და 4 635 შეადგინა. სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგები ჩატარდა საბავშვო ბაღების აღმზრდელებისა და მეთოდისტებისათვის. განახლდა პროგრამა − „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ და სახელმძღვანელო, სახელმწიფო სტანდარტის შესაბამისად. გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისათვის“ მინისტერიალის რიგით მე-9 კონფერენციაზე (2022 წლის 5-7 ოქტომბერი. ქ ნიქოზია, კვიპროსის რესპუბლიკა) „მწვანე ეკონომიკის“ ინიციატივების ფარგლებში, ქვეყნის სახელით წარდგენილ იქნა ინოვაციური პროგრამა − „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“. საანგარიშო პერიოდში 1629 მასწავლებელი გადამზადდა და, შედეგად, მოსწავლეები სწავლობენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი. 120 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა პროგრამამ − „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ 2022 წელს „პროფესიულ განათლებაში განსაკუთრებული მიღწევისთვის ჯილდო“ (VET Excellence Award) მოიპოვა. გამარჯვებული ევროკომისიის მიერ ორგანიზებული „ევროპის პროფესიული უნარების კვირეული 2022-ის“ ფარგლებში, ხმის საჯარო მიცემის შედეგად გამოვლინდა. გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობის მიზნით, დაინერგა „მწვანე სტიპენდიების“ პროგრამა. 32-მა წარჩინებული მაგისტრანტმა სტუდენტმა 1500-ლარიანი სტიპენდია მიიღო. ასევე სტიპენდიანტ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ შესაბამის სახელმწიფო უწყებებში. გარემოსდაცვითი და აგრარული პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, შემუშავდა და განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამები ახალგაზრდებისთვის − „ეკოლიდერთა სკოლა“, „აგროსკოლა“, „სატყეო სკოლა„, „მწვანე ბანაკი − კლიმატის ელჩები„, „ახალგაზრდა მოხალისეები“. ზრდასრულთათვის შემუშავდა და განხორციელების უფლება მოიპოვა პროფესიული მომზადების/გადამზადების სამმა პროგრამამ − „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, „გარემოსდაცვითი მმართველი“ და „სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის კლიმატგონივრული დაგეგმვა“. 2.13 ტურიზმი ტურიზმის აღდგენის დინამიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით ხასიათდება. 2022 წლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 5,426,903 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემის 58%-ით აღდგენის მაჩვენებელია. საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ კი 3,652,949 შეადგინა, რაც 2019 წლის მონაცემების 71.9%-ით აღდგენის მაჩვენებელი და, 2021 წელთან შედარებით, +131.6%-იანი ზრდის მაჩვენებელია. აღდგენის დინამიკა სტაბილურობას განაგრძობს − 2023 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 1,208,462-ით განისაზღვრა, რაც 2019 წლის მონაცემების 74.7%-ით აღდგენის მაჩვენებელია. ტურისტული ვიზიტების შემთხვევაში კი, აღნიშნული აღდგენის მაჩვენებელი 95%-ს აჭარბებს (845,332 ტურისტული ვიზიტი). მაღალგადახდისუნარიან სეგმენტზე მარკეტინგული აქტივობების კონცენტრაციასთან ერთად, ხარისხიანი და მრავალფეროვანი შეთავაზებების ფორმირების მიზნით, საანგარიშო პერიოდში გატარდა შემდეგი ღონისძიებები:  2023 წელს, პირველად ქვეყნის ისტორიაში, საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით ღირსეულად წარსდგა ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე − ITB Berlin 2023, რაც უდიდეს შესაძლებლობას წარმოადგენდა მთელ მსოფლიოში ქვეყნის ტურისტული მიმართულების წარდგენისა და ტურისტული პროდუქტების გაცნობის. აღსანიშნავია, რომ გამოფენა 3-წლიანი პაუზის შემდეგ 121 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა პირველად ჩატარდა LIVE ფორმატში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 5500-მა მონაწილემ 160-ზე მეტი ქვეყნიდან. გამოფენას ესტუმრა 200 ათასამდე სტუმარი, 90 000-ზე მეტი ტურიზმის სფეროს პროფესიონალი, 3 000-ზე მეტი მედიის წარმომადგენელი, 330 ბლოგერი და 1 300-ზე მეტი ბაიერი. გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. გაიმართა გრანდიოზული გალა კონცერტი, სადაც ქართველმა ხელოვანებმა 3 000-ამდე სტუმარს „უსაზღვრო ქართული კულტურა“ გააცნეს. საქართველოს სტენდი 955 კვ/მ ტერიტორიაზე იყო განთავსებული, სადაც 77 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენაზე 3 დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან სხვადასხვა აქტივობა მოეწყო, რამაც ქართული კულტურის, ბუნების, გასტრონომიისა და ღვინის მრავალფეროვნება წარმოაჩინა. გამოფენის ფარგლებში, 3 დღის განმავლობაში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორმა გამართა ნაყოფიერი შეხვედრები ადგილობრივი კერძო სექტორის, ავიაკომპანიებისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდას გერმანიაში და უზრუნველყოფს მეტი ევროპელი ტურისტის შემოდინებას საქართველოში.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 9-იდან 23 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, 25 ქალაქში აღინიშნა ახალი, ყოველწლიური ფესტივალი − „ღვინის დღეები საქართველოში“.  2022 წელს მიზნობრივ ბაზრებზე განხორციელდა ონლაინკამპანიები საერთაშორისო პლატფორმაზე − Bloomberg და ორთვიანი ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიები სპარსეთის ყურის ქვეყნებსა (საუდის არაბეთი, ქუვეითი, გაერთიანებული საამიროები) და ბალტიისპირეთში (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი), ასევე 2023 წელს განხორციელდა ერთწლიანი კამპანია გერმანიაში.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო საერთაშორისო გამოფენებს: WTM − დიდი ბრიტანეთი, IBTM − ესპანეთი, IMTM − ისრაელი, ATM − არაბთა გაერთიანებული საამიროები, Top Resa − საფრანგეთი, BaltTour − რიგა, FITUR − მადრიდი, BIT − მილანი, PTAK - ვარშავა, MATKA  − ჰელსინკი, ITB Berlin - გერმანია. განხორციელდა 46 პრესტური, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა მიზნობრივი ქვეყნიდან მოწვეულმა 371-ამდე მედიის წარმომადგენელმა და 9 გაცნობითი ტური 88 ტუროპერატორისთვის. ამასთან, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის თანადაფინანსებით, 2022 წლის ზაფხულის პერიოდში, განხორციელდა პროექტი − „Steller” რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ესტუმრა 14 მაღალრეიტინგული ბლოგერი და ინფლუენსერი.  საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, განხორციელდა ქვეყნის გაცნობითი ღონისძიება და B2B შეხვედრები ისრაელის სახელმწიფოში. ამასთან, საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ მონაწილეობა მიიღო შემდეგ გამოფენებსა თუ ღონისძიებებში: M&I VIP Connect, The Meeting Space (Summer), Portugal, M&I Europe Autumn, PURE Meetings & Events International, ICCA Congress, IBTM 122 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა World (2022), ITB Berlin, PURE meetings and events Paris, M&I Europe Spring Istanbul, MCE Central & Eastern Europe Dresden, IMEX Frankfurt (2023).  2022 წელს მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოს მთავარ ტურისტულ ვებგვერდზე − Georgia.travel, რომელიც ლაივრეჟიმში სრულად გაეშვა 2023 წლის მარტიდან და ვებგვერდი ასევე მისაწვდომია მხედველობადაქვეითებული პირებისათვის. ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების დონის გაუმჯობესების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, ჯამში, გადამზადდა 2,000 ადამიანი 11 სხვადასხვა თემატიკაში.  შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა 19 პრესტური, 6 ინფოტური, 11 გასტრონომიური ტური, ერთი საიმედო ტური და ასევე ჩატარდა ფესტივალები: ,,ჩაის ფესტივალი“ − გურიაში, „გემო ფესტი“ − სვანეთში, „გემო ფესტი“ − რაჭაში, „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“, „ჯაზ & ვაინი“ − კახეთში, „ზურულდის თასი“ − სვანეთში.  ღვინის გზის პროექტში განხორციელდა 32 ახალი ობიექტის ჩართვა. ასევე მომზადდა საპროექტო დოკუმენტაცია 28 ახალი საოჯახო მარნისა და საწარმოსთვის, რომელთათვისაც საგზაო მანიშნებლების მონტაჟი განხორციელდება 2023 წლის ბოლომდე.  ქვეყნის სამთო-საფეხმავლო ბილიკების ქსელს დაემატა 28 ახალი ბილიკი სამეგრელოზემო სვანეთში, კახეთში, იმერეთში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთსა და რაჭაში, ჯამური  სიგრძით − 227 კმ. ტურიზმის ინდუსტრიის მდგრადი განვითარებისა და მომსახურების დონის გაზრდისათვის, ევროპარლამენტის დირექტივასთან მიახლოებით, მიმდინარეობს მუშაობა ტურიზმის საკანონმდებლო ბაზის ფორმირებაზე, რომელიც განხორციელდება საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით. აღნიშნული საკანონმდებლო ბაზის მეშვეობით, დაინერგება მოგზაურობის უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი. ამასთან, საკანონმდებლო ბაზის ფორმირებით კოორდინაცია.  გაძლიერდება ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის 2022 წელს დაბა მესტია გახდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (მტო) პროექტის − „Best Tourism Villages by UNWTO-ის“ ერთ-ერთი გამარჯვებული. პროექტი წარმოადგენს მტო-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, გამარჯვებულის სტატუსი ენიჭებათ ლოკაციებს (სოფლებს), რომლებიც წარმოადგენენ გამორჩეულ დანიშნულების ადგილებს, სადაც სანიმუშოდ ვითარდება სოფლის ტურიზმი.  2022-2023 წლების თანამშრომლობის განმავლობაში, შესახებ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების ტურიზმის მემორანდუმებს სფეროში შვეიცარიის კონფედერაციასთან, ხორვატიის რესპუბლიკასთან, ბუტანის სამეფოსთან, დომინიკის რესპუბლიკასთან, გვატემალასთან და შეთანხმებას ისრაელის სახელმწიფოსთან. 123 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების ინფრასტრუქტურული ღონისძიებები:  მიზნით, განხორციელდა შემდეგი ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში, ბაკურიანში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (ტბა): დიდველი − 201 433 მ3, კოხტა-მიტარბი − 105 948 მ3;  მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში, ბაკურიანში  FIS-ის სტანდარტებით აშენდა ექვსი ახალი საშეჯიბრო სპორტული სასრიალო ტრასა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზის სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა და ექსპლუატაციაში გაეშვა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა; (ჰალფფაიფი, ბიგეარი, აერიალი, მოგული, სათხილამურო და სნოუბორდკროსი);  სამთო-სათხილამურო კურორტ „ჰაწვალის“ ცნობადობის გაზრდისა და „4 სეზონის“ ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით, განხორციელდა ინოვაციური მულტიფუნქციური ტურისტული პროდუქტის − Panomax 360° კამერის სისტემის  მონტაჟი; დასრულდა თეთნულდზე ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია;  2022 წლის სექტემბერში, მთის ტრასების სააგენტომ მუშაობა დაიწყო ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზე, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სამთო-სათხილამურო კურორტებზე ზაფხულის სეზონის ატრაქციების სისტემურ განვითარებას (ზიპლაინი, ვეიქპარკი, ბილიკები, ველოტრასები და სხვ.). 2022-2023 ზამთრის სეზონზე საქართველომ უმასპინძლა შემდეგ საერთაშორისო ღონისძიებებს:  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, 2023 წლის 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტმა ბაკურიანმა წარმატებით უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოსა და კურორტ ბაკურიანს 42 ქვეყნის 1400 დელეგატი ესტუმრა, მათ შორის, 700-ამდე ათლეტი.  2023 წლის 16 − 19 მარტს საქართველომ და სამთო-სათხილამურო კურორტმა − თეთნულდმა ისტორიაში მეორედ უმასპინძლეს ფრირაიდის მსოფლიო ტურის 2* საკვალიფიკაციო ეტაპს (Freeride World Tour Qualifier), სადაც მონაწილეობდა 50-ამდე ათლეტი საქართველოდან და 16 − სხვადასხვა ქვეყნიდან. 3. სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება 124 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა 3.1 ჯანმრთელობის დაცვა ხარისხიანი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, სოციალური სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შენარჩუნება და შემდგომი განვითარება ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. დღეის მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 94.7%. პროგრამის დაწყებიდან დღემდე 3 მილიონ მოქალაქეს 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა 7 მილიარდი ლარით დაუფინანსდა. სამედიცინო სერვისებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მისაღწევად, თითქმის ხუთჯერ გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები (2012 წელი − 450 მილიონი ლარი, ხოლო 2022 წელი – 2155 მილიონი ლარი). ჯანდაცვაზე სახელმწიფო დაფინანსების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ მნიშვნელოვნად შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და, შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს არსებული 73.4%-იდან 2022 წელს 40%-ამდე არის შემცირებული. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა სამედიცინო სერვისების ანაზღაურების ახალი მექანიზმი, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მეთოდოლოგიის შესაბამისად. მსოფლიო გამოცდილება უჩვენებს, რომ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) ანაზღაურება აუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობას და იძლევა საშუალებას, რომ ფინანსური რესურსი უფრო მეტად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს. მოსახლეობისთვის თანაგადახდასთან დაკავშირებული ფინანსური ტვირთის შემცირების მიზნით, 2023 წლის აპრილიდან დაწესდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჰოსპიტალურ მომსახურებაზე თანაგახადის მაქსიმალური ზედა ზღვარი. საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი შეადგენს 10%-ს, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა; 0-5 წლის ბავშვების, შშმ ბავშვების, მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და სტუდენტებისთვის − 20%-ს, არა უმეტეს 1000 ლარისა; საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის კი − 30%-ს, არა უმეტეს 1500 ლარისა (ისეთ მომსახურებაზე, რომლის ღირებულება აღემატება დადგენილებით განსაზღვრულ ლიმიტს − 15 000 ლარს, პაციენტის თანაგადახდის წილი კვლავ დარჩება უცვლელი). შედეგად, პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს. გამორიცხულია კლინიკის მიერ დამატებითი გადასახადის დაწესების შესაძლებლობა. ჯანდაცვის სერვისების სპექტრის გაფართოვების მხრივ, მნიშვნელოვანია 2022 წელი, ე.წ. საყოველთაო ჯანდაცვის მეოთხე ეტაპი, როდესაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უკვე ფარავს სერვისების სრულ სპექტრს − მწვავე დაავადებების მართვიდან − რეაბილიტაციამდე. ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიის ლიმიტი 12,000-იდან გაიზარდა 25,000 ლარამდე, მოიხსნა თანაგადახდა. მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა გულის რითმის რთული დარღვევის დროს ნაჩვენებ სამედიცინო ჩარევებზე (კერძოდ, კარდიოვერტერ-დეფიბრილატორები და აბლაცია). მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმები ხარისხიან მედიკამენტებზე 125 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით. ამ სფეროში ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია თურქეთის ბაზრის გახსნა და მეზობელი ქვეყნიდან იმ მედიკამენტების იმპორტი, რომლებზეც მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად მაღალი იყო. დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 550-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი, რომელიც არის იმავე ხარისხის და უფრო იაფი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. 2022 წლის დეკემბრიდან „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება ფარმაცევტულ პროდუქტზე რეფერენტული ფასების დაწესების თაობაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი მექანიზმია წამლის ფასის რეგულირებისთვის. 2023 წლის 15 მარტიდან 1,450 მეტ წამალზე მოქმედებს რეფერენტული ფასი, აღნიშნული, დაახლოებით, 40%-ით კიდევ უფრო გააიაფებს მედიკამენტებს. კრიტიკულად აუცილებელ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, სახელმწიფო აგრძელებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტების დაფინანსებას. 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 18.4 მილიონი ლარით გაიზარდა ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების ხარჯი და საანგარიშო პერიოდში პროგრამის მოსარგებლეა 312,508 პირი. მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, 2022 წლიდან ამოქმედდა ფარმაცევტული პროდუქტების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთი არსებითი მექანიზმი და ფარმაცევტული დაწესებულებებისთვის სავალდებულო გახდა GMP/GDP − კარგი საწარმოო პრაქტიკის/კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის სტანდარტებთან შესაბამისობა. 20222023 წლებში გაიცა 50 საბითუმო დისტრიბუტორის GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი. ასევე 2 ფარმაცევტული წარმოებისთვის გაიცა ნაციონალურ GMP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი. ქვეყანაში არსებული მედიკამენტების ხარისხის კონტროლის მიზნით, აღიჭურვა და შესაფარისი კვალიფიკაციის პერსონალით დაკომპლექტდა წამლის ხარისხის ლაბორატორია. დაწყებულია კონსულტაციები საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების ეტაპებზე. დაკავშირებით ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ჩატარებასთან შემუშავდა ახალი წესი. აღიარებულ იქნა განახლებული GCP-კარგი კლინიკური პრაქტიკის გაიდლაინი, რომელიც უზრუნველყოფს ორიენტირებულია კვლევის ჩატარებისათვის პაციენტის უფლებების დაცვისკენ და შესაბამისი სანებართვო პირობებისა და მექანიზმების განსაზღვრას. ამ ეტაპზე გაცემულია ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის 120-ზე მეტი ნებართვა (მათ შორის, საერთაშორისო კვლევებზე). მედიკამენტების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, 2022 წლიდან მოქმედებს ელექტრონული რეცეპტების სავალდებულო გამოწერის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა, გაანალიზდეს ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების რაოდენობა, მათი გამოწერის მიზანშეწონილობა, შესაბამისად, თავიდან იქნეს აცილებული პოლიფარმაციის 126 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა შემთხვევები და სხვა რისკები. ასევე უპირატესობა ენიჭება რეცეპტში მედიკამენტის არა ბრენდული, არამედ გენერიკული დასახელებით გამოწერას. სოფლად ბაზისური ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნებისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობდა პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. 2023 წლიდან ექიმისა და ექთნის შრომის ანაზღაურება გაიზარდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყო 3 424 800 ლარი. სოფლის ექიმის ხელფასი გახდა 1162 ლარი და ექთნის − 918 ლარი. მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეებისთვის მიმდინარეობს ყოველთვიური სახელფასო დანამატის გაცემა, ჯამში, 1037 ადამიანზე. კერძოდ, ექიმზე − 520 ლარი (დარიცხული) და ექთანზე − 260 ლარი (დარიცხული). ამოქმედდა ტელემედიცინის საშუალებით სამედიცინო სერვისის მიწოდება 50 სოფელში. მიმდინარე წლის ბოლომდე, ევროკავშირის დაფინანსებით, დაგეგმილია სოფლებისთვის ტელემედიცინის დამატებით 50 სისტემის გადაცემა. ტელემედიცინის პროექტის ფარგლებში, 2023 წლის მონაცემებით უკვე ჩატარდა 1043 ონლაინკონსულტაცია. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასთან ერთად, ხორციელდება 23 მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომელთა საშუალებით 2022 წელს 604 000 ბენეფიციარისთვის 595 მილიონი ლარით დაფინანსდა 2 200 000-ზე მეტი მომსახურება. პრიორიტეტული რჩება და გრძელდება C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა, რომლის მოქმედების მანძილზე ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება 67%-ით შემცირდა. შეინიშნება B და C ჰეპატიტების რისკფაქტორების მკვეთრი შემცირებაც. 2022 წელს C ჰეპატიტის მართვის საუკეთესო მოდელის ჩამოყალიბებისთვის საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოერბივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულმა ცენტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მიიღო. საქართველოს მოდელით დაინტერესებულია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ბევრი ქვეყანა და ცენტრი განახორციელებს ამ ქვეყნებში გამოცდილების გაზიარებისთვის საჭირო აქტივობებს. ასევე დამტკიცდა „C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგია 2023 − 2025 რომელიც განსაზღვრას აუცილებელ ღონისძიებებს C ჰეპატიტის წლებისთვის“, ელიმინაციისთვის და იქნება სამოქმედო ჩარჩოპროცესში ჩართული ყველა მხარისთვის. მომზადებულია განახლებული სტრატეგიული გეგმები ტუბერკულოზისა და შიდსის ეროვნული პასუხის თაობაზე. პრიორიტეტად რჩება არაგადამდები დაავადებების პრევენცია და მათთან დაკავშირებული ტვირთის შემცირება. საქართველოს მთავრობამ 2023 წლის აპრილში დაამტკიცა „არაგადამდები დაავადებების სტრატეგია 2023 − 2030 წლებისთვის“. არაგადამდებ დაავადებებს შორის გასულ წელს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კიბოს დიაგნოსტიკისა და მართვის, ასევე შაქრიანი დიაბეტის მართვის გაუმჯობესებაზე. პრიორიტეტად რჩება კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის დაფინანსება. მიმდინარეობს მუშაობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მაღალტექნოლოგიური, ბირთვული მედიცინის 127 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა კვლევის მეთოდების, მათ შორის, PET/CT ინტეგრირებისთვის. საქართველო ჩაერთო ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის ლონდონის სკოლასთან არსებულ კიბოს გადარჩენაზე გლობალური ეპიდზედამხედეველობის პროექტში (CONCORD). გასულ წელს, City Cancer Challenge ინიციატივის ფარგლებში, განახლდა კიბოს რეგისტრის მუშაობის სახელმძღვანელო, ასევე დამტკიცდა პათომორფოლოგიური ლაბორატორიებისთვის ხარისხის გაუმჯობესების სტანდარტები. ჩამოყალიბდა საერთაშორისო თანამშრომლობა ისრაელის იხილოვისა და თურქეთის კლინიკებთან ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერებისთვის. 2022 წლიდან დაიწყო 18 წლამდე ასაკის პირებისთვის გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემების (CGM) გადაცემა, რისთვისაც პროგრამის ბიუჯეტში 2022 წელს − 5.4, ხოლო 2023 წელს, − 6 მილიონი ლარია გამოყოფილი. დღეისათვის დიაბეტით დაავადებული 737 ბავშვი სარგებლობს ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი, ხარისხიანი და ოფიციალური ავტორიზაციის მქონე მოწყობილობით, რომელიც წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. დიაბეტის პროგრამის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით. თუ გასულ წლებში პროგრამა მხოლოდ დედაქალაქის 3 დაწესებულებაში იყო ხელმისაწვდომი, 2022 წლიდან პროგრამის ბავშვთა მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის, აჭარის რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში. აქტიური მუშაობა ჩატარდა დიალიზის სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიმართულებით. 2022 წელს დიალიზის სერვისი დაემატა მესტიაში, ყაზბეგში, თიანეთში, ამბროლაურსა და ლანჩხუთში. დღეის მდგომარეობით, დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომია უკვე 39 დაწესებულებაში და იგეგმება კიდევ 12 სერვისის ცენტრის დამატება. იშვიათი დაავადებების მართვის პროგრამას დაემატა გაფანტული სკლეროზითა და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პირების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა. 2022 წლიდან სპინალურ-კუნთოვანი ატროფიით დაავადებული ყველა ბენეფიციარი სპეციფიკურ მედიკამენტს უსასყიდლოდ იღებს. პროგრამის ბიუჯეტის ათწლიანი მატება შეადგენს 3 მილიონი ლარიდან 30 მილიონამდე ლარს. ასევე 2022 წლიდან დაიწყო ახალი სახელმწიფო პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, ტრანსპლანტაციის წინა კვლევები, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია და პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს ახალი პროგრამით ტრანსპლანტაცია ფინანსდება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. პროგრამის ფარგლებში, 2 მილიონ ლარზე მეტით უკვე ტრანსპლანტაცია, ხოლო 420 000 დაფინანსდა 16 ადამიანის ლარით დაფინანსდა 6 ძვლის ტვინის ადამიანის ღვიძლის ტრანსპლანტაცია. აღსანიშნავია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტმა 2023 წელს 50 მილიონი ლარი შეადგინა. გაიზარდა როგორც სტაციონარული, ისე სათემო სერვისების 128 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა დაფინანსება. სერვისების დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით, შესაძლებელი გახდა ქვეყნის მასშტაბით მობილური გუნდის დაფინანსება. 2017 წელს ფინანსდებოდა მხოლოდ 3 მობილური გუნდი, ხოლო 2023 წელს − 33. რეფერალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტის 95%-იან ზრდასთან ერთად, გაიზარდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების მასშტაბი. 20222023 წლებში რეფერალური დახმარების პროგრამით დაფინანსდა 111 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მომსახურება. მათ შორის, საზღვარგარეთ მკურნალობისთვის გაცემულ იქნა 14 მილიონ ლარზე მეტი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სამედიცინო შემთხვევების დაფინანსებამ 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 2022 წლის თებერვლიდან საქართველომ დაიწყო უკრაინიდან საომარი მოქმედებების დროს ჩამოსული მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა. მხოლოდ რეფერალური პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 1,5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების შემთხვევები. გარდა აღნიშნული პროგრამისა, უკრაინის მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია საყოველთაო და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსება და სხვა სოციალური ბენეფიტები. ონკოლოგიური სერვისებისა და განსაკუთრებით ბავშვთა ასაკის ონკოლოგიური პრობლემების ხარისხიანი მართვა განსაკუთრებული მნიშვნელობის პრიორიტეტია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დამუშავდა პროექტი, რომელიც საზღვარგარეთ უმაღლესი თანამდროვე სტანდარტის მკურნალობას შესთავაზებს ყველა ბავშვს, ვისაც ამის საჭიროება ექნება. 300-ამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვი საზღვარგარეთ მაღალტექნოლოგიურ კლინიკებში სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებს სრულყოფილ მკურნალობას. ჯანდაცვის სერვისების სრული გაციფრულების მიმართულებით, წამყვანი პრიორიტეტია ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემის განვითარება, რომელიც 2022 წლიდან სრულად ამოქმედდა. დღეისთვის 16,5 მლნ შემთხვევაა პორტალზე დარეგისტრირებული. გარდა დაფინანსების საკითხების მოწესრიგებისა, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს 2022 წელს მიღებული პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულების ამოქმედებას. პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო რეჟიმის სრულყოფისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით, ამოქმედდა განახლებული სანებართვო პირობები ქირურგიული სერვისებისთვის. ასევე განახლდა რეანიმაციის სტანდარტი. განხორციელდა ცვლილებები მარეგულირებელ კანონმდებლობაში, რომლის შედეგადაც დარეგულირდა: ნარკოლოგიური საქმიანობა (ჩანაცვლებითი თერაპია); ზოგადი ანესთეზიით 129 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა (ნარკოზით) სტომატოლოგიური მომსახურება და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურება. სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მოსახლეობას მომსახურებას უწევდნენ მაღალკვალიფიციური ექიმები, თუმცა, სახელმწიფოც ვალდებულია, იზრუნოს მათი შრომის პირობებისა და უფლებების დაცვაზე. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, წელს ამოქმედდა მინიმალური ანაზღაურების მექანიზმი ექიმებისა და ექთნებისთვის. დამსაქმებლისთვის გაჩნდა ვალდებულება, რომ ექიმს ყოველ საათში აუნაზღაუროს შრომა არანაკლებ საათში 7 ლარისა, ხოლო ექთანს-არანაკლებ 4.4 ლარისა. იმისათვის, რომ აღნიშნული ვალდებულება იქნეს დაცული და პერსონალთან უკლებლივ მივიდეს კუთვნილი ანაზღაურება, სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური ელექტორნული სისტემის საშუალებით რუტინულად ახორციელებს პერსონალისთვის ოკუპირებული აფხაზეთის გადახდილი ტერიტორიაზე ხელფასის მოქმედ, კანონთან შესაბამისობას. სპეცდაფინანსებაზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის მწირი სახელფასო ანაზღაურების გათვალისწინებით, 2022 წლის აგვისტოდან განხორციელდა პერსონალის სახელფასო ფონდის 50%-ით გაზრდა. დაიწყო აქტიური სამუშაოები ექთნებისა და ბებიაქალების პროფესიული განვითარების მიმართულებით. მიმდინარე წლის მარტში შეიქმნა ექთნებისა და ბებიაქალების პროფესიული რეგულირებისა და განვითარების ეროვნული საბჭო. შემუშავებულია განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც უახლოეს პერიოდში წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ცვლილებების პაკეტი მიზნად ისახავს ექთნისა და მეანის პროფესიული რეგულირების მექანიზმების შემუშავებას, მათი როლის გაზრდას, პროფესიული ზრდის ხელშეწყობას. დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა დიპლომისშემდეგომი სამედიცინო განათლების რეფორმის კონცეფციაზე. კერძოდ, საექიმო სპეციალობების სარეზიდენტო პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, განხორციელდება მოქმედი პროგრამების გადახედვა და, საჭიროების შემთხვევაში, კორექტირება. უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში ექიმთა მონაწილეობა გახდება ცალკეული ექიმების რესერტიფიცირების ერთერთი აუცილებელი კომპონენტი. ზემოაღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვნად გაიზრდება დარგობრივი ასოციაციების/პროფესიული ორგანიზაციების ჩართულობა. განვითარების მიმართულებით, ერთ-ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პარამედიკოსის პროფესიის გაძლიერება. 2023 წელს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომლის თანახმად ჩამოყალიბდა პარამედიკოსის პროფესიის საკანონმდებლო საფუძველი. ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად გაიზარდა პარამედიკოსის, როგორც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმწოდებელი რგოლის, მნიშვნელობა. 130 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია სასწრაფო დახმარების პერსონალის სოციალური დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება. 2022 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალისთვის უქმე დღეებში ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ტარიფი შეიცვალა, რომელიც 125%იანი ტარიფით განისაზღვრა. ასევე შეიცვალა დამატებითი სამუშაო დროის აღრიცხვისა და ზეგანაკვეთური ანაზღაურების წესი. სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა და დემოგრაფიული პოლიტიკა. აღსანიშნავია ბავშვთა სიკვდილიანობის შთამბეჭდავი შემცირება უკანასკნელი დეკადის განმავლობაში. ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა, რომელიც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენს, ათას ცოცხალშობილზე შემცირდა 16-იდან 10-ამდე. ხოლო ნეონატალური სიკვდილობა 2018 წელს გაუტოლდა 2030 წლის სამიზნეს − 5-ს ყოველ ათას ცოცხალშობილზე. მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ორსულთა ანტენატალური მოვლის დაფინანსება და პროგრამით გათვალისწინებული 8 ვიზიტის ფარგლებში დაემატა ახალი მომსახურებები. ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში ხარისხიანი მოვლის უზრუნველყოფისთვის, ქვეყნის მასშტაბით დაიწყო ანტენატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების სტრატიფიცირების პროცესი, რომელიც ითვალისწინებს დაწესებულებებისთვის მოვლის დონის მინიჭებას მათი ინფრასტრუქტურის, სამედიცინო პერსონალის შესაძლებლობებისა და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმების მიხედვით. 2023 წლის 1 ივლისიდან ყველა დაწესებულებას ექნება მინიჭებული შესაბამისი დონე, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ ყველა ორსული მიიღებს ხარისხიან მომსხურებას შესაბამისი სიმძლავრის დაწესებულებაში. ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დირექტივების შესრულების მიზნით, 2022 წლის ბოლოს პარლამენტმა დაამტკიცა „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი. 2023 წელს პარლამენტს წარედგინა კანონები „ადამიანის ორგანოთა ტრანსპლანტაციის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების ტრანსპლანტაციის შესახებ“. ასევე მიმდინარე წელს დასრულდა მუშაობა და მთავრობას წარედგინა კანონპროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“. მიმდინარეობს სამედიცინო მოწყობილობების მარეგულირებელი სტანდარტების მომზადება, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის სექტემბერში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის 5 მაისს პანდემია ოფიციალურად დასრულებულად გამოაცხადა. ქვეყანამ გაიარა ურთულესი 3 წელიწადი. სახელმწიფომ ნამდვილად გამოიყენა ყველა შესაძლო ბერკეტი და რესურსი, რათა ადამიანებისთვის მაქსიმალურად აერიდებინა მოსალოდნელი საფრთხეები. დღეს მთავარი პრიორიტეტია ადამიანზე ორიენტირებული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბება, რათა არავინ დარჩეს საჭირო სამედიცინო დახმარების გარეშე. საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წლის მაისში დამტკიცებული საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული 131 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა სტრატეგია არის ის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც ქვეყანას 2030 წლისთვის ჯანდაცვაზე საყოველთაო ხელმისაწდომობის სამიზნეებთან მიიყვანს. 3.2 სოციალური დაცვა სოციალური სამართლიანობისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სოციალური დაცვის სისტემის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, მთავრობა აგრძელებს მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერას სხვადასხვა ტიპის მიზნობრივი სოციალური პროგრამების განხორციელების გზით. პენსიის ინდექსაციის წესის შესაბამისად, 2023 წელს სახელმწიფო პენსიის ოდენობა 70 წლამდე მოსახლეობისათვის განისაზღვრა 295 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის ხანდაზმულთათვის − 365 ლარით. სახელმწიფო პენსიის ზრდის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა პენსიონერებმა მიიღეს გაზრდილი დანამატი პენსიის 20%-ის ოდენობით. 2022 წელს გაიზარდა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება და 1 ივნისიდან 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1 ივლისიდან დახმარება კიდევ იზრდება და 232 000-ამდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა. ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, რომელიც 2022 წელს დაიწყო მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, სხვა საკითხებთან ერთად, მიმდინარეობს მიზნობრივი ფულადი დახმარების სისტემის დახვეწა/მოდიფიცირება. 2022 წელს განხორციელდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია. შეიქმნა 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც განთავსდნენ არასრულწლოვანები. აღნიშნულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვებისთვის უზრუნველყოფილია ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული ზრუნვა და განვითარება. ბავშვების ნაწილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მუდმივად აგრძელებს მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში და უახლოეს პერიოდში მათთვის დაგეგმილია ხანგრძლივი მოვლის სერვისის გახსნა. 2022 წელს აქტიურად განხორციელდა ფერიისა და ნინოწმინდის პანსიონებიდან ბავშვების ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში გადაყვანის პროცესი. ამჟამად ფერიის პანსიონში სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ნინოწმინდის პანსიონში ირიცხება 10 არასრულწლოვანი. მიმდინარე ეტაპზეც აქტიურად გრძელდება მუშაობა აღსაზრდელებისთვის ზრუნვის შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ბავშვების აზრისა და საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. 2022 წელს თბილისში ამოქმედდა არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრი, რომელიც მიახლოებულია „ბარნაჰუსის მოდელთან“ და სრულად 132 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. სექსუალური ძალადობის შემთხვევის გამოძიების დროს ბავშვს უწევს ხანგრძლივი და სტრესული პროცესის გავლა სხვადასხვა დაწესებულებაში, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს ბავშვის რეტრავმატიზაცია, ამიტომ მნიშვნელოვანია, არასრულწლოვანმა მომსახურება მიიღოს მასზე მორგებულ და მშვიდ გარემოში. ამჟამად აღნიშნულ ცენტრში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს მომსახურება მიეწოდებათ ერთი ფანჯრის პრინციპით, ხუთი სახელმწიფო უწყების, სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, იურიდიული დახმარების სამსახურისა და სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაწილეობით. აღნიშნული გულისხმობს, როგორც ერთ სივრცეში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უზრუნველყოფას, ასევე ბავშვებს ადგილზევე უტარდებათ ექსპერტიზა და შესაბამისი სამედიცინო შემოწმება. 2022 წლის 26 ოქტომბერს დამტკიცდა „ბავშვებსა და მოზარდებში სუიციდის რისკის შეფასებისა და სუიციდის რისკზე რეაგირებისთვის საჭირო ინსტრუმენტები“ საპილოტე ვადით, რომელიც მიზნად ისახავს სუიციდის პრევენციის ხელშეწყობას ბავშვებსა და მოზარდებში. იგი გამიზნულია სოციალური მუშაკებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, ბავშვთა და მოზარდთა ზრუნვაში ჩართული სხვა სპეციალისტებისთვის. 2022 წელს სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ასევე დამტკიცდა „ბავშვზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების სტანდარტი“. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას“ 2022 წელს დაემატა დღის ცენტრისა და მობილური ჯგუფის მომსახურება ქ. ბათუმში. ასევე ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე 12-18 წლის მოზარდების დღის ცენტრისა და რთული ქცევის მქონე ბავშვების სპეციალიზებული მცირე საოჯახო ტიპის სახლების მომსახურება, რომლის მიზანია, ქცევითი სირთულეების მქონე ბავშვებისთვის უზრუნველყოფილ მორგებული, ინდივიდუალური მომსახურება. იქნეს მათ საჭიროებებზე გრძელდება დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა. საანგარიშო პერიოდში განსახლდა 2556 დევნილი და 141 ეკომიგრანტი პირი, მათ შორის, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, 118 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა ახალაშენებულ კორპუსებში მდებარე საცხოვრებელი ფართებით, განხორციელდა სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში 2185 დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვა. 3.3 განათლება ხარისხიან განათლებაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, 2022 წლის აგვისტოს, მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა 2022 − 2030 წლების განათლებისა და 133 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგია და ამავე სტრატეგიის 2022 − 2024 წლების სამოქმედო გეგმა. სტრატეგია მიზნად ისახავს ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას სისტემური და ერთიანი მიდგომით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდიდან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებების ჩათვლით. დოკუმენტი გამოყოფს სამ მთავარ პრიორიტეტს, რომელიც მიმართულია განათლების ხარისხისა და შესაბამისობის თანასწორობის, ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების, აგრეთვე მმართველობის, დაფინანსებისა და ანგარიშვალდებულების სისტემების გაუმჯობესებისკენ. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 23 იანვრის №25 დადგენილებით შეიქმნა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი. ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს განათლების სხვადასხვა საფეხურისთვის საკვანძო საკითხების უწყვეტი კვლევის ხელშეწყობას, შეფასებას და საგანმანათლებლო ინსტიტუციებს სთავაზობს სისტემურად ორგანიზებულ ცოდნას არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირებისა და განათლების სისტემის განვითარების/მოდერნიზაციის მხარდასაჭერად. ცენტრი სამეცნიერო რეკომენდაციებით კვლევებსა და საგანმანათლებლო შეფასებებზე დაფუძნებული უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პოლიტიკისა და პრაქტიკის სისტემურ მხარდაჭერას. ადრეული და სკოლამდელი განათლება ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, რეფორმის ფარგლებში, მომზადდა და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი“. აღნიშნული წესის ფარგლებში, განისაზღვრა ავტორიზაციის სტანდარტები და დაწესებულებების ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობის შესახებ მოთხოვნები. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესასაბამისად, შეიქმნა ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობით, საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა მოქმედი დაწესებულებების აღრიცხვა, შემდგომში მათთვის ავტორიზაციის განრიგის შემუშავების მიზნით. სულ დარეგისტრირდა 2028 დაწესებულება (1705 საჯარო და 323 კერძო). ბაზაში რეგისტრირებული დაწესებულებები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან მიიღებენ მხარდამჭერ სერვისებს და ჩაერთვებიან შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებებში. 134 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნის მიზნით, ინიციირებულ იქნა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წარმოების წესის“ პროექტი. აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების მიმართულებით, სკოლამდელი განათლების საბაკალავრო პროგრამები პროგრამული აკრედიტაციისთვის მომზადებული აქვს ექვს სახელმწიფო უნივერსიტეტს, ხოლო სამმა უკვე წარადგინა. ასევე პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ახორციელებენ აღმზრდელის უმაღლეს პროფესიულ პროგრამებს. გრძელდება სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ბილინგვური მიდგომით არაქართულენოვან სკოლამდელ დაწესებულებებსა და სკოლებში. შემუშავდა თანამედროვე სკოლამდელ სტანდარტებსა და ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებული ბილინგვური სასწავლო რესურსები. პროგრამაში ჩართულია 35 სკოლამდელი საფეხურის ორენოვანი მასწავლებელი. ბილინგვური პროგრამა ხორციელდება 15 სკოლამდელ დაწესებულებაში. ინკლუზიური, ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა ბავშვისათვის მიწოდების მხარდაჭერის მიზნით, მომზადდა „ადრეული და სკოლამდელი ინკლუზიური განათლების გზამკვლევი“, რომელიც დაეხმარება დაწესებულებებს მიმდინარე პროცესების ინკლუზიური განათლების პრინციპების მიხედვით დაგეგმვასა და განხორციელებაში. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება. 2022 წლის ივნისიდან დღემდე, „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდული“ გაიარა 514-მა პირმა, ხოლო „ადრეული განათლების კურიკულუმის − თამაშის“ დანერგვის მიზნით, გადამზადებულია 460 პირი. ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, დაიწყო ბაღების მშენებლობის/რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას. პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში, 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მილიონი ლარი 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. ზოგადი განათლება ზოგადი განათლების მიმართულებით საბიუჯეტო დაფინანსება 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გაიზარდა 256.8 მლნ ლარით და შეადგინა 1,568.5 მლნ ლარი. ასევე გაიზარდა მასწავლებელთა სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის მოცულობა 125 ლარის ოდენობით და უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრა 795 ლარით, წამყვანი მასწავლებლისათვის − 1 175 ლარით, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის 135 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა − 1475 ლარით. განხორციელდა სკოლის ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის თანამდებობრივი სარგოს ზრდა 10%-ის ფარგლებში. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები „ზოგადი განათლების შესახებ“ და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონებში, ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ხარისხის უზრუნველყოფის მოქნილი და ეფექტიანი მექანიზმების შემუშავებისა და პროცესის განვითარების მიმართულებით. საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, კანონქვემდებარე აქტებში შესული ცვლილებები ხელს შეუწყობს, ავტორიზაციის ახალი სტანდარტებისა და პროცედურების დადგენის გზით, ზოგადი განათლების სისტემის შიდა და გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებას. გრძელდება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებული ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პროცესი. დამტკიცებულია საშუალო საფეხურის განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმა. 2022-2023 სასწავლო წლიდან დაიწყო ახალი საგნობრივი სტანდარტების დანერგვა ქართულენოვან სკოლებში (X კლასი); 2023-2024 სასწავლო წლიდან დაიწყება XI კლასის განახლებული სტანდარტების დანერგვა. 2022-2023 სასწავლო წლისთვის სიახლეები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში. საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკასა და სამოქალაქო განათლებაში. პროექტის შერჩევა ხდება მოსწავლესთან შეთანხმებით. დაწყებით საფეხურზე, I კლასში საქართველოს სკოლებში სავალდებულო გახდა ჭადრაკის სწავლება, კვირაში ერთსაათიანი დატვირთვით. II კლასიდან (II-VI კლასები) სავალდებულო გახდა „კომპიუტერული ტექნოლოგიების“ სწავლება. ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, შემუშავებულია ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი გზამკვლევები. გრძელდება სასკოლო სახელმძღვანელოების განახლების პროცესი. 2022-2023 წლების პერიოდში გრიფირება გამოცხადდა: საშუალო საფეხურის XI კლასის სასკოლო სახელმძღვანელოებსა და დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნის სასკოლო სახელმძღანელოებზე (I და II კლასები; მუსიკა და ფიზიკური აღზრდა − I-IV კლასები). არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე სასკოლო სახელმძღვანელოების განახლების პროცესში, დადგენილი განრიგით შეფერხებების გარეშე, გრძელდება გრიფირებული სახელმძღვანელოების თარგმნა შესაბამის ენებზე (აზერბაიჯანული, სომხური, რუსული). გრიფირების პროცედურების განახლების მიმართულებით, სახელმძღვანელოს რეცენზენტთა საგნობრივ ჯგუფებში განაწილდა რეცენზენტების (მასწავლებელი/დარგის მეცნიერი) მეტი რაოდენობა, რაც სახელმძღვანელოს შინაარსის გაუმჯობესებას, ასევე, თანამედროვე სამეცნიერო სიახლეების გათვალისწინებით, სახელმძღვანელოს რეცენზირებას ემსახურება. მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებებისა 136 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს და შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს საჭიროებების მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს გათვალისწინებით, შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა გადამუშავდა და დაიხვეწა დაწყებითი საფეხურის როგორც შინაარსობრივი, ასევე ტექნიკური კრიტერიუმები. შეიქმნა რომელიც პასუხობს გრიფირების ახალი ელექტრონული სისტემა, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესის მარეგულირებელ აქტებში განხორციელებულ ცვლილებებს. „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში, გრიფირების განახლებული პროცედურებით დაიბეჭდა და საქართველოს საჯარო სკოლებში დარიგდა 4 952 245 ერთეული ახალი სახელმძღვანელო (მოსწავლის წიგნი, მასწავლებლის წიგნი და მოსწავლის რვეული), მათ შორის, 322 477 ერთეული ბილინგვური სახელმძღვანელოები არაქართულენოვანი სომხური, უკრაინული და რუსული) სკოლებისა და სექტორისთვის. პარალელურად დაწყებულია (აზერბაიჯანული, მუშაობა სახელმძღვანელოების გაციფრულების მიმართულებით, კერძოდ, სსიპ − საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გრიფმინიჭებული სასკოლო სახელმძღვანელოების გაციფრულების − Android და iOS სისტემაზე მომუშავე აპლიკაციის შექმნის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ჩატარებულია საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები. ტენდერი და მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით აქტიურად ინერგება ინკლუზიური განათლება, რათა ყველა ბავშვს ჰქონდეს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა. საანგარიშო პერიოდისათვის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების განათლების მხარდასაჭერად, მიმდინარეობდა პროექტი „არცერთი ბავშვი განათლების გარეშე“, რომელიც მიზნად ისახავს თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ მრავალმხრივ საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და სასწავლო გარემოში ინკლუზიური განათლების პრაქტიკის ხარისხის გაუმჯობესებას. საანგარიშო პერიოდში შეიქმნა ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული მხარდაჭერა, რომელმაც უსინათლო ადამიანებს შესაძლებლობა მისცათ, ბრაილის ელექტრონული ეკრანის გამოყენებით წაიკითხონ კომპიუტერის ეკრანზე გამოსახული ინფორმაცია. ბრაილის კლავიატურის გამოყენებით აკრიფონ ტექსტი და სრულყოფილად ისარგებლონ კომპიუტერით, როგორც სასწავლო და სამუშაო გარემოში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. სენსორული დარღვევების (სმენა), აუტიზმის სპექტრის მქონე მოსწავლეებისათვის ფუნქციონირებს 12 ინტეგრირებული კლასი, საგანმანათლებლო სერვისი მიეწოდება ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებსა და ჰოსპისის ბენეფიციარებს. სენსორული დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის ბრაილის შრიფტითა და რელიეფურად დაიბეჭდა სახელმძღვანელოები, შეიქმნა IX და VIII კლასების, ასევე მომზადების პროცესშია X კლასის გრიფირებული სახელმძღვანელოების აუდიოვერსიები, ასევე განხორციელდა დამხმარე ტექნიკური საშუალებების შეძენა. 137 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ქუჩაში მცხოვრები და უზრუნველყოფისთვის, მომუშავე ხორციელდება ბავშვების განათლებისა სპეციალური და სოციალიზაციის საგანმანათლებლო სერვისი − „ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა“. სპეციალური მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერისა და კვალიფიციური კადრების მომზადების ხელშეწყობის მიზნით, ცვლილებები განხორციელდა შესაბამის კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში. შემუშავდა ალტერნატიული სასწავლო პროგრამები მძიმე და მრავლობითი გონებრივი განვითარების, სენსორული (სმენა, მხედველობა) დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის. ასევე განახლდა დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმი. მომზადდა დამხმარე საგანმანათლებლო რესურსები და გზამკვლევები სკოლებისა და მშობლებისთვის. პროგრამის „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ ფარგლებში, უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილ იქნა თბილისის 12 საჯარო სკოლის 428 სსსმ სტატუსის მქონე მოსწავლე. გრძელდება სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა ბილინგვური მეთოდით არაქართულენოვან სკოლებში. 2022-2023 სასწავლო წელს პროგრამაში ჩართულია 41 საჯარო სკოლა, მათგან 16 სკოლა უშუალოდ 2022-2023 სასწავლო წელს ჩაერთო. 2023 წელს გამოცხადდა ღია კონკურსი ყველა მსურველისთვის დამხმარე მასწავლებლის შესარჩევად 4 საგნის მიმართულებით. დარეგისტრირდა 700 აპლიკანტის საკონკურსო განაცხადი 1800 პოზიციაზე, რომელთაგან 500-ამდე კანდიდატი გადავიდა მომდევნო ეტაპზე. საბაზო განათლების არმქონე სსსმ/შშმ პირებისთვის მოქმედი კანონმდებლობით ხელმისაწვდომია საბაზო განათლება, რომლითაც არაერთმა პირმა ისარგებლა. საანგარიშო პერიოდში, „ქართული დიასპორისთვის დისტანციური სწავლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, უცხოეთში მცხოვრები 870 ქართველი მოსწავლე 72 ქვეყნიდან ონლაინრეჟიმში ეუფლებოდა ქართულ ენას. პრევენციული მიმართულების გაძლიერებისა და სასკოლო კლიმატის გაუმჯობესების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, არაერთი ღონისძიება განახორციელა, მათ შორის: სსიპ − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, დამატებით, 85 საჯარო სკოლაში შევიდა. მოცემულ ეტაპზე, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, საქართველოს მასშტაბით, 692 საჯარო სკოლაში, 2 კერძო სკოლასა და 1 პროფესიულ კოლეჯში უზრუნველყოფს. აქტიურად გაგრძელდა მუშაობა საგანმანათლებლო სივრცეში სოციალური მუშაობის კომპონენტისა და სოციალური მუშაკების როლის გაძლიერების მიზნით, რაც გულისხმობს მოსწავლეთა, მათი მშობლებისა და პედაგოგების მხარდაჭერას საგანმანათლებლო პროცესში, 138 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ასევე მოსწავლეთა ეფექტიანი სოციალური ფუნქციონირებისათვის ხელისშემშლელი ფაქტორების შემცირებასა და აღმოფხვრას. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს თბილისსა და რეგიონებში ახალი სოციალური მუშაკები დაემატნენ და მათი რაოდენობა 60-ამდე გაიზარდა. სოციალური მუშაობის კომპონენტით, მანდატურის სამსახური ამჟამად შესულია საქართველოს 60 საჯარო სკოლაში. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, როდესაც სოციალური მუშაკი სასკოლო ცხოვრების ორგანული ნაწილი გახდა და ის თავის ფუნქცია-მოვალეობებს უშუალოდ ადგილზე ახორციელებს. აქამდე სოციალური მუშაობა სკოლებში, საჭიროებისამებრ, ინტერვენციის ფარგლებში ხორციელდებოდა. გრძელდება სასკოლო მედიაციის საპილოტე პროექტის განხორციელება, რომელიც, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგენითი პროცესების, კონფლიქტებზე რეაგირებისა და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის საუკეთესო მექანიზმია. გაგრძელდა სარისკო ქცევის პრევენციის, ასევე ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამა 13 წელს ზემოთ ასაკის მოსწავლეებისთვის და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის (EU DAP Unplugged Program) გამოყენებით − 13 წლამდე ასაკის მოსწავლეებისთვის. „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის №241 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) განახლდა მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის მოდული. „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ ფარგლებში, განხორციელდა არაერთი ღონისძიება:  ონლაინფორმატში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის სტატუსის მსურველთა და მათი სკოლის დირექტორთათვის. სულ შეხვედრეს დაესწრო 8 000-ამდე ბენეფიციარი;  მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამაში დამატებით ჩაერთო 480 მასწავლებელი (ამჟამად 685 მასწავლებლობის მაძიებელია);  მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის მონაწილეების პროფესიული განვითარების მხარდაჭერისათვის დამატებით შეიქმნა 17 საგნობრივი მოდული (თვითრეგულირებადი);  სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დაიწყო მასწავლებელთა პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიო) შეფასების პროცესი;  ჩატარდა ტრენინგები, ადრეული და სკოლამდელი განათლების დაწესებულებების − სპეციალურ მასწავლებელთა, აღმზრდელ-პედაგოგთა, ასევე ზოგადი განათლების საფეხურზე მომუშავე სპეციალისტებისთვის ინკლუზიური განათლების მიმართულებით; 139 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა სსსმ მოსწავლეთა და შშმ პირთა განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით, განხორციელდა ინდივიდუალური კონსულტაციები; განახლდა ტრენინგმოდულები: „უსინათლო მოსწავლის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები“ და „მცირემხედველი მოსწავლის სწავლების მეთოდები და სტრატეგიები“; ყრუთა თემის წარმომადგენლებისათვის სახელმწიფო სერვისებსა და მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, სერტიფიცირება გაიარა 39- მა ქართული ჟესტური ენის თარჯიმანმა;  მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულია: პრაქტიკოსი - 740, უფროსი - 1498, წამყვანი - 5 სპეციალური მასწავლებელი;  მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგები, საანგარიშო პერიოდში, გაიარა 33 650-მა მასწავლებელმა. სასკოლო-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:  დასრულდა 133 საჯარო სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაცია;  დასრულდა 200-ამდე საჯარო სკოლის ნაწილობრივ სარეაბილიტაციო სამუშაოები;  მიმდინარეობს 53 საჯარო სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაცია;  მიმდინარეობს 40-ამდე სკოლის ნაწილობრივ სარეაბილიტაციო სამუშაოები; მიმდინარეობს 273 საჯარო სკოლის მშენებლობა/სრული რეაბილიტაციისთვის საპროექტო სამუშაოები. სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, დაიწყო 1 მილიარდი ლარის ღირებულების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პირველ ეტაპზე, 2022 წელს, გამოცხადდა და უკვე დასრულებულია ტენდერები 2022-2025 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, 320 საჯარო სკოლის რეკონსტრუქციაზე/რეაბილიტაციაზე, რომელთაგან ამ ეტაპზე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები წარმოებს 5 საჯარო სკოლაში და წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს 150 სკოლის სრული რეაბილიტაციის დაწყებისთვის. დასრულებულია ტენდერები 67 საჯარო სკოლის მშენებლობაზე, რომელთაგან 4 სკოლის მშენებლობის პროცესი უკვე დაწყებულია. სატენდერო პროცედურები 13 სკოლის მშენებლობაზე მიმდინარეობს. გრძელდება ევროკომისიის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით დაწყებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ პროექტის მე-2 ფაზის იმპლემენტაცია. სკოლა სრული დატვირთვით ფუნქციონირებას დაიწყებს 2024 წლის შემოდგომიდან. 2022 წელს, კონკურსის წესით, არჩეულ იქნა ევროპული სკოლის საერთაშორისო დირექტორი, ხოლო 2023 წელს − ეროვნული დირექტორი, რომლებიც 140 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა პასუხისმგებელნი არიან სკოლის მმართველობაზე, განათლების ხარისხის უზრუნველყოფასა და სკოლის პოპულარიზაციაზე რეგიონული მასშტაბით. პროფესიული განათლება პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მიზნით, გარდა მზარდი დონორული დაფინანსებისა, ყოველწლიურად იზრდება პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსებაც (2022 წელთან შედარებით, 2023 წელს პროფესიული განათლების საბიუჯეტო დაფინანსება გაიზარდა 26.2 მლნ ლარით და შეადგინა 122.42 მლნ ლარი). 2023 წელს გაიზარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების საათობრივი შრომის ანაზღაურება 20%-ისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის თანამდებობრივი სარგო − 10%-ის ფარგლებში. გრძელდება მუშაობა საქართველოს პროფესიული განათლების 2023 − 2027 წლების სტრატეგიაზე, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი პროფესიული განათლების მიმართულებით მისაღწევი მიზნები და ამოცანები. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, შემუშავდა პროფესიული განათლების დაფინანსების ახალ მოდელის პროექტი. განახლებული მოდელის დანერგვა, პროფესიული განათლების მასშტაბის ზრდის პირობებში, ფინანსური და ადამიანური რესურსების ზრდასა და ბიუჯეტის უფრო ეფექტიან მართვას შეუწყობს ხელს. დაფინანსების მოდელის სამუშაო ვერსია ითვალისწინებს დაწესებულების საქმიანობის შედეგებზე დაფუძნებულ დაფინანსებას. 2022 წელს ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის №416 დადგენილება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრა დარგობრივი უნარების ორგანიზაციების როლი და ფუნქციები პროფესიული განათლების სისტემაში. დღეის მდგომარეობით, 9 სექტორში (ტურიზმი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ენერგეტიკა, ღვინო, სოფლის მეურნეობა/აგროდუო, ჯანდაცვა და პერსონალური მომსახურებები, მშენებლობა და ინჟინერია, არტიზანი, სპორტი) ჩამოყალიბებულია დარგობრივი უნარების ორგანიზაციების საინიციატივო ჯგუფები. 2022 წელს გაგრძელდა ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარების პროცესი, რაც გულისხმობს მრავალფეროვანი პროგრამების დანერგვას, დაფინანსების უზრუნველყოფას, სერვისების პოპულარიზაციასა და ახალი მოქნილი პროცედურების შექმნას. ფორმალური განათლების ფარგლებში სისტემას დაემატა 142 ახალი პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამა. საანგარიშო პერიოდში პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებში ჩაერთო 4000-ამდე მსმენელი. მიმდინარეობს მუშაობა „პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციისა და ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების შესახებ“ წესზე, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიულ განათლებაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მაქსიმალურ ჩართულობას 141 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა და ასევე პროფესიული განათლების საფეხურზე ინკლუზიურობის პრინციპების პრაქტიკულ განხორციელებას. 2022 წელს დაახლოებით 350 სსსმ და შშმ პროფესიული სტუდენტი იყო უზრუნველყოფილი საჭირო საგანმანათლებლო რესურსებითა და დამხმარე საშუალებებით. მომზადდა მეთოდოლოგიური რესურსი − გზამკვლევი „აკომოდაციები სასწავლო პროცესის მისაწვდომობისათვის“, პროგრამების რომელიც განკუთვნილია განმახორციელებელი პროფესიული დაწესებულებების საგანმანათლებლო ინკლუზიურ პროფესიულ განათლებაში ჩართული სპეციალისტებისთვის. შემუშავდა პროფესიული განათლების საფეხურზე ინკლუზიური განვითარების კონცეფცია, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლების სერვისების მორგებას სხვადასხვა დამატებითი საჭიროებების მქონე პირთათვის. სერვისების განვითარების კონცეფცია. გარდა ასევე შემუშავდა ფსიქოსოციალური ამისა, შემუშავდა და დაინერგა ექსტრაკურიკულური სერვისების განვითარების მექანიზმები. საანგარიშო პერიოდში შემუშავდა სახელმწიფო ენის პროგრამის მარეგულირებელი ჩარჩო, პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის წესი და აპლიკანტების შერჩევისთვის მეთოდოლოგიური პაკეტი. მარეგულირებელი ჩარჩოს ამოქმედების შემდგომ, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, ასევე ქართული ენის შესწავლის ნებისმიერი მსურველისათვის პროფესიული განათლების სისტემა უზრუნველყოფს ქართული ენის შემსწავლელი პროგრამის შეთავაზებას, რაც შექმნის შესაძლებლობას, ქართული ენის შესწავლის შემდგომ, ჩააბარონ მათთვის სასურველ პროფესიულ პროგრამაზე და მიიღონ შესაბამისი კვალიფიკაცია. აღნიშნული პროგრამის განხორციელების უფლება ექნება როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, ისე ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას. გაგრძელდა მუშაობა განვითარების პროფესიული განათლების მასწავლებელთა მარეგულირებელ ჩარჩოზე და გადაიხედა პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტის კონცეფცია, პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების, შეფასების და უწყვეტი პროფესიული განვითარების კონცეფცია, პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი და ეთიკის სახელმძღვანელო. მიმდინარეობდა მუშაობა პროფესიული განათლების მასწავლებლის სტანდარტისა და მასწავლებლის მომზადების, შეფასებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების მარეგულირებელი აქტის პროექტზე. შემუშავდა პროფესიული განათლების მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის მოდულების გეგმა და მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიაში შესვლის კონცეფცია. ასევე გათვალისწინებულია მასწავლებელთა ელექტრონული პლატფორმის განვითარება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ახალი სტანდარტების შესაბამისად, 2022 წელს 15-მა პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა ხელახალი ავტორიზაცია. ასევე ერთმა დაწესებულებამ მოიპოვა ავტორიზაცია 1 პროგრამით. 142 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი ყველა დაწესებულება 2027 წლისთვის იქნება ავტორიზებული/რეავტორიზებული, ახალი სტანდარტების შესაბამისად. 2022 წელს, პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვის პროცესში საუკეთესო ევროპული გამოცდილების გაზიარების მიზნით, დაიწყო პროფესიული განათლების სისტემის ხარისხის შეფასება პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (EQAVET) ინდიკატორების მიხედვით. პროფესიული განათლების სისტემა არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების, პროფესიული განათლების საფეხურზე აღიარების საშუალებას იძლევა. არაფორმალური განათლების აღიარების უფლება მოპოვებული აქვს 9 დაწესებულებას და აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია თითქმის ყველა იმ ფართო სფეროში, სადაც წარმოდგენილია პროფესიული კვალიფიკაციები. გაიზარდა დუალური პროგრამების რაოდენობა. 23 საგანმანათლებლო დაწესებულებაში დანერგილია 68 დუალური პროგრამა. 2022 წლის მიღების ფარგლებში, დუალურ პროგრამებზე ჩაირიცხა 547 პირი. ამჟამად დუალურ პროგრამებზე ირიცხება 743 პროფესიული სტუდენტი. 2021 წელთან შედარებით, დუალურ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა 35%-ით. გაგრძელდა მუშაობა პროფესიულ განათლებაში ზოგადსაგანმანათლებლო კომპონენტის ინტეგრირების მიმართულებით. პროფესიულ ინტეგრირებულ პროგრამებზე სწავლება ხელმისაწვდომია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. საანგარიშო პერიოდში, 8 საგანმანათლებლო დაწესებულებამ (6 საჯარო და 2 კერძო) მოიპოვა 29 ინტეგრირებული პროგრამის განხორციელების უფლება, ავტორიზაციის გზით. შედეგად, სისტემის დონეზე, ხორციელდება 91 ინტეგრირებული პროგრამა 27 საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამჟამად ინტეგრირებულ პროგრამებზე 1250 საბაზო განათლების მქონე სტუდენტი სწავლობს. 2022 წლის მიღების ფარგლებში, ინტეგრირებულ პროგრამებზე ჩაირიცხა 570 პირი. გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) მხარდაჭერით, გაგრძელდა თბილისში ტრანსპორტის/ლოგისტიკისა და სამშენებლო მიმართულების ე.წ. ექსელენს ცენტრის განვითარების პროცესი და წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საერთაშორისო დონის ორი ახალი დაწესებულების – თელავში ღვინისა და დუშეთში ტურიზმის ექსელენს ცენტრის განვითარების მიმართულებით. ორმხრივი მოლაპარაკების ფარგლებში შეთანხმებულია საგრანტო დაფინანსების გამოყოფა 24 მილიონი ევროს ოდენობით. საანგარიშო პერიოდში დასრულდა 3 ახალი საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა: ა(ა)იპ − კოლეჯ „ჰორიზონტის“ სასწავლო კორპუსი ლანჩხუთში, სსიპ − კოლეჯი „ქართლი“ (ხაშური) და სსიპ − წყალტუბოს კოლეჯი). აღნიშნულ ლოკაციებზე სტუდენტთა მიღება დაგეგმილია მიმდინარე წელს. ასევე დაწყებულია 4 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა (ბოლნისი, ბორჯომი, „კავკასიის გასტრონომიის აკადემია“ ქ. 143 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა გურჯაანში, სსიპ − კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსი). 2022 წელს რეაბილიტირდა და აღიჭურვა საერთო საცხოვრებელი სსიპ − კოლეჯში „სპექტრი“ (თბილისი). გარდა ახალი ლოკაციების განვითარებისა, ეტაპობრივად, ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურული სამუშაოები (ნაწილობრივი რეაბილიტაცია, სახელოსნოების მშენებლობა და ა. შ.). დასრულდა 5 და მიმდინარეობს 4 პროფესიული კოლეჯის ბაზაზე სასწავლო სახელოსნოების მშენებლობა. ასევე დასრულდა 1 პროფესიული კოლეჯის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და მიმდინარეობს 1 პროფესიული კოლეჯის სრული რეაბილიტაცია. გაზრდილი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ფონზე, 2022 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 13 859 პირი, ხოლო 2023 წლისთვის გამოცხადებული ადგილების რაოდენობამ 17 000-ს გადააჭარბა. პროფესიული განათლების მიმწოდებელთა ქსელის გაფართოების მიზნით, აზიის განვითარების ბანკის (ADB), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარეობს საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერის პროცესი. შერჩეულია 30 სკოლა საქართველოს 29 მუნიციპალიტეტში და დაწყებულია მოსამზადებელი პროცესები. 2023 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, დაიწყება დამატებით 30 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შესაძლებლობების განვითარება პროფესიული კურსების განხორციელების მიზნით. აზიის განვითარების ბანკის პროექტის − „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამას“ ფარგლებში, გათვალისწინებულია რეგიონული ჰაბების განვითარების მხარდაჭერა. სკოლებსა და ჰაბებში ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით შერჩეული კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტების (დიზაინი) შეფასების შემდეგ დაიგეგმება სამშენებლო სამუშაოები (ტენდერი, მშენებლობა). საანგარიშო პერიოდში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის 12 რეგიონულ სასწავლო ცენტრში, რომლებიც მდებარეობს საქართველოს სამ რეგიონში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი და კახეთი, ასევე თბილისში, ქუთაისსა და სამხედრო ბაზებზე), დაკომპლექტდა ქართული ენის სასწავლო 406 ჯგუფი, სადაც ჩაირიცხა ეროვნული უმცირესობის 4772 წარმომადგენელი. პროგრამები/კურსები დაეხმარება სხვადასხვა ენობრივი დონისა და შესაძლებლობების მქონე პირებს, შეისწავლონ ქართული ენა და სრულფასოვნად ინტეგრირდნენ ერთიან საზოგადოებრივ და პროფესიულ სივრცეში. 2022 წელს მომზადდა ერთობლივი და გაცვლითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების წესების პროექტები. აღნიშნული დოკუმენტი სამართლებრივი საფუძველია საქართველოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების გასაღრმავებლად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის საგანმანათლებლო პროცესში გასათვალისწინებლად და სტუდენტთა მობილობის ხელშესაწყობად. 144 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა 2022 წლიდან ამოქმედდა Erasmus+ პროგრამა პროფესიული განათლების საფეხურზე და ეტაპობრივად განხორციელდება ამ მიმართულებით მასშტაბების გაზრდა. დაწესებულებები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოელი ექსპერტების მოზიდვისა და მათი სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით. უმაღლესი განათლება საანგარიშო პერიოდში გაგარძელდა მუშაობა უმაღლესი განათლების მიმართულებით. დაგეგმილი რეფორმების ეფექტური და ეფექტიანი განხორციელებისათვის. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების მიმართულებით საბიუჯეტო დაფინანსება (ინფრასტრუქტურის გარეშე), 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს გაიზარდა 5,0 მლნ ლარით და შეადგინა 147,5 მლნ ლარი. მსოფლიო ბანკის პროექტის − „ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის“ ფარგლებში აქტიურად გრძელდება მუშაობა უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე. ამასთან, პროექტის უმაღლესი განათლების კომპონენტი ითვალისწინებს კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანი ინიციატივების საგრანტო დაფინანსებისათვის, რაც ხელს შეუწყობს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებისა და უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სისტემასთან მეტად ჰარმონიზაციის მიზნით, ამოქმედდა კლასტერული აკრედიტაცია, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად შეფასდება წინასწარ განსაზღვრულ სფეროებში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები. ამასთან, აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, შემუშავდა აკრედიტაციის განახლებული პროცედურები, აკრედიტაციის სტანდარტები, აკრედიტაციის საფასურები და საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერში დაჯგუფების წესი. მკაფიოდ ჩამოყალიბდა სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელების საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მათი პროფესიული განვითარების მექანიზმები. 2022 წელს, კანონმდებლობაში საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებული აკრედიტაცია ცვლილებების სავალდებულო გახდა. შედეგად, შესაბამისად, აღნიშნულმა ცვლილებამ განაპირობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების გადახედვის საჭიროება (ავტორიზაციის მე-3 და მე-6 სტანდარტები). მიმდინარე ეტაპზე შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფი, ავტორიზაციის სტანდარტების განახლების მიზნით. 2022 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიენიჭა უფლებამოსილება, განახორციელოს უცხოეთში მოქმედი უმაღლესი პროგრამების საგანმანათლებლო საერთაშორისო შეფასება. 145 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს დაწესებულებებისა შესაბამისად, შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს და საგანმანათლებლო შემუშავდა მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს საერთაშორისო შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა აკრედიტაციის პროცედურები და დადგინდა საფასურები, რაც უცხოეთში მოქმედ უნივერსიტეტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ცენტრში წარმოადგინონ სააკრედიტაციო განაცხადი და დაიწყოს სააკრედიტაციო წარმოება. ეს ინიციატივა ცენტრისათვის არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც გაამყარებს ცენტრის სტატუსს საერთაშორისო დონეზე და ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებას. განხორციელდა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა და განვითარება. გადამუშავდა 2022 წლის დასაწყისში შედგენილი სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩოდოკუმენტის პროექტი, რომლის დამტკიცებაც 2023 წელს იგეგმება. კლასტერული აკრედიტაციის გეგმის შესაბამისად, სპორტისა და ხელოვნების სფეროს მიმართულებით, დამტკიცდა 11 უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი. ასევე განახლებული და დამტკიცებულია „საზღვაო მეცნიერების“, „საზღვაო ინჟინერიის“ და „საზღვაო ელექტროინჟინერიის“, „ენის დაუფლებისა“ და „მედიცინის“ უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლები. გრძელდება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მხარდაჭერა. პროგრამის − „ვისწავლოთ საქართველოში“ ფარგლებში, სამი სახელმწიფო უნივერსიტეტი (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) დაფინანსდა საბაკალავრო STEM პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის (ABET აკრედიტაციის და ACS სერტიფიცირების სტანდარტების შესაბამისად) მოპოვებისა და შემდგომი განვითარების მიზნით. 2022 და 2023 წლების ბიუჯეტმა შეადგინა 1,7 მლნ ლარი. პროგრამის − „ვისწავლოთ საქართველოში“ ფარგლებში, 2022 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, პირველად განხორციელდა პროგრამა – „ევროპის ინოვაციების აკადემიის“ ინოვაციისა და მეწარმეობის ლიდერობის ბანაკი, რომელმაც თავი მოუყარა 100 სტუდენტს საქართველოდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. სასწავლო პროგრამას წარმართავდნენ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის – სუტარჯას მეწარმეობის და ტექნოლოგიის ცენტრის ფაკულტეტისა და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. პროექტის მიზანი საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ხელშეწყობა წარმოადგენდა. საუნივერსიტეტო დონეზე ინკლუზიური განათლების გაძლიერების მიზნით, ცვლილება შევიდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც ქმნის სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ამოქმედების საფუძველს. გარდა ამისა, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაში სავალდებულო გახდა სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდულის 146 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა გათვალისწინება, რაც საშუალებას მისცემს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მოამზადონ მასწავლებლები, რომლებსაც იმავდროულად ექნებათ სპეციალური მასწავლებლობის უფლება. მიმდინარეობს მუშაობა სპეციალური განათლების მაგისტრის რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივ მახასიათებლებზე. 2022-2023 სასწავლო წელს სოციალური პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტი მოიპოვა სხვადასხვა სოციალური ჯგუფის (მაღალმთიანი, მრავალშვილიანი, ობოლი, შშმ, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილები, აზერბაიჯანული და სომხურენოვანი სკოლადამთავრებულები და სხვა) 1508-მა სტუდენტმა. სასწავლო წლის ბიუჯეტი შეადგენს 2,7 მლნ ლარს. 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უმაღლესი განათლების ხელშეწყობის და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამების ფარგლებში, დაფინანსდა 2513 სტუდენტი. დაფინანსების თანხამ შეადგინა 5,4 მლნ ლარი. გრძელდება მოსამზადებელი სამუშაოები საქართველოს Erasmus+-ის პროგრამულ ქვეყნად გარდასაქმნელად. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ე.წ. საგზაო რუკაზე, რომლის საბოლოო ვერსია წლის ბოლოს იქნება მზად. საანგარიშო პერიოდში ხუთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 8,9 მლნ ლარით დაფინანსდა ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გასაუმჯობესებლად. 2023 წლის 15 მარტს საქართველო შეუერთდა ევროსაბჭოს ლტოლვილთა ევროპული საკვალიფიკაციო პასპორტს (European Qualifications Passport for Refugees - EQPR) და გახდა 22-ე პარტნიორი ქვეყანა. 2022 წელს სსიპ − განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში საზღვარგარეთ საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე კონკურსის წესით დაფინანსდა საქართველოს 149 მოქალაქე. 3.4 მეცნიერება საანგარიშო პერიოდში მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსება 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გაიზარდა 11,3 მლნ ლარით და შეადგინა 75,8 მლნ ლარი. მეცნიერების სახელმწიფო დაფინანსების ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად დაიწყო მეცნიერ- თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაზრდა. 2023 წელს „სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის“ პროგრამის ბენეფიციარ ინსტიტუციებში დასაქმებული პერსონალის (როგორც სამეცნიერო, ადმინისტრაციული, ისე − დამხმარე პერსონალი) სახელფასო მაჩვენებლები, 2022 წელთან შედარებით (ზრდა აბსოლუტურ რიცხვებში − 5,59 მლნ ლარი), 30%-ით გაიზარდა. ასევე 2023 წელს გაზრდილ იქნა 4 სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისა (სსიპ − ივანე 147 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, სსიპ – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტისა და სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის) და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო მინიმუმ 10%-ის ფარგლებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2022 წლიდან დანერგილია პრაქტიკა, რომლის ფარგლებში სამეცნიერო და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისაგან შემდგარი სპეციალისტთა საკონსულტაციო ჯგუფების მიერ განიხილება სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების სამომავლო მოწყობის მოდელის შემუშავებისა და თანმდევ პროცესებთან დაკავშირებული საკითხები, ასევე მეცნიერმზომელობის სისტემისა და მეცნიერების ექსპერტთა კორპუსის ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები. მეცნიერების განვითარების, ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერის, მათ შორის, სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებისა და მეცნიერების პოპულარიზაციისათვის სისტემატიურად უმჯობესდება არსებული და იქმნება ახალი სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების სქემები. საანგარიშო პერიოდში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსების ბიუჯეტი 2022 წელთან შედარებით 3.1 მლნ ლარით გაიზარდა და 2023 წელს შეადგინა 33,8 მლნ ლარი. სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ფარგლებში 2022 წელს დაფინანსებული პროექტების რაოდენობა გაიზარდა 16%-ით, ხოლო ბენეფიციარ მეცნიერთა რაოდენობა, მათ შორის, ახალგაზრდა მკვლევართა, გაზრდილია 42%-ით. მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების ახალი სქემა. აღნიშნული საგრანტო კონკურსის მიზანია თანამედროვე გამოწვევების გადაჭრაზე ორიენტირებული იდეების, ჰიპოთეზებისა და კონცეფციების განვითარება, მონაცემების დამუშავება-ანალიზი, ახალი მიდგომების, მეთოდების, მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების შემუშავება. ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პოლიტიკის მხარდამჭერი მექანიზმის ფარგლებში საქართველოსთვის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სექტორის რეფორმირების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების კვალდაკვალ, განახლდა გამოყენებითი კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი და გაჩნდა შესაძლებლობა, 3 სხვადასხვა ლოტით დაფინანსდეს შემდეგი ტიპის კვლევები: გამოყენებითობის კონცეფციის დამტკიცება, პილოტირება და დანერგვითი კვლევა. 148 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა 2022 წელს კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე 26 პროექტი. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის განახლებულ გამოყენებით კვლევებში გაზრდილია ბიზნესის ჩართულობა და მეცნიერების თანადაფინანსება. მეცნიერებასა და ბიზნესს შორის კავშირების გაფართოებისა და ცოდნის ტრანსფერის ხელშეწყობის მიზნით, მომზადდა ახალი საგრანტო კონკურსის − „ინოვაციის ვაუჩერი“ დებულების პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის სამეცნიერო მომსახურების გაწევას, ინოვაციური პოტენციალისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას ადგილობრივი, რეგიონული ან/და გლობალური მასშტაბით. შეიქმნა ახალი მიზნობრივი საგრანტო კონკურსი − კვლევები სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარებისათვის. 2022 წლიდან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაიწყო ამ მიმართულებით საგრანტო დაფინანსება. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი და უცხოელი აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის ქართულ სამეცნიერო სივრცესთან თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. 2022 წლის თებერვლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ამოქმედდა ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას და გაცვლას. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის, საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებსა და არქივებში, კვლევითი და კოლაბორაციული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მიზნით, ქართველი და ამერიკელი სტუდენტები, მეცნიერები და მკვლევრები, კონკურსის წესით, იღებენ ფინანსურ საგრანტო მხარდაჭერას. ევროპისა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების გაძლიერების მიზნით, 2022 წლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ოქსფორდის უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფომ დაიწყო ოქსფორდის უნივერსიტეტში 2015 წლიდან მოქმედი „ქართული ლიტერატურის თარგმნის პროექტის ოქსფორდში „უორდროპების მემკვიდრეობის გაგრძელება“ დაფინანსება. 2022 წელს დაწესდა „სსიპ − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემია − ქალები მეცნიერებაში“. პრემია მეორედ გაიცემა 2023 წელს და ჩამოყალიბდა ტრადიციად წარმატებული ქალი მეცნიერების აღიარების თვალსაზრისით. 2022-2023 წლების სამეცნიერო პრიორიტეტების ფარგლებში, როგორიცაა: კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია და ტექნოლოგიების (STEM) დარგები, დაიწყო წარმატებული ქართველი ქალი მეცნიერების გამოვლენა და დაჯილდოება. 149 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა ქართველ მეცნიერ-მკვლევართა და კვლევებზე ორიენტირებული აკადემიური დაწესებულებების ევროკავშირის მასშტაბით ხილვადობის გაზრდის მიზნით, საქართველო სრულად ჩაერთო ევროპის კვლევითი სივრცის (ERA-ს) ტალანტების მართვის პლატფორმაში EURAXESS Georgia-ის სახით. აღნიშნული პლატფორმის მიზანია, წარმოაჩინოს საქართველო სამეცნიერო კარიერისათვის მიმზიდველ ქვეყნად ევროპის მასშტაბით. საანგარიშო პერიოდში „მეცნიერების მენეჯმენტის სკოლამ“ დაიწყო შემდეგი სასერთიფიკატო კურსების შემუშავება: სამეცნიერო პროექტის მენეჯმენტი, კვლევის მეთოდოლოგია, ინტელექტუალური საკუთრება და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტები, სამეცნიერო პერსონალის ეფექტიანი მართვა, ჰორიზონტი ევროპა − გენდერული პოლიტიკა, ღია მეცნიერება, მეცნიერების კომუნიკაცია და მოქალაქის მეცნიერება, სამეცნიერო ბაზების გამოყენება: Elsevier, Scopus, ScienceDirect, Horizon Europe: Widening. საანგარიშო პერიოდში „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში, ქართველი მონაწილეების ჩართულობით, დაფინანსდა, ჯამში, 18 პროექტი 15 ორგანიზაციის მონაწილეობით, სადაც ევროკავშირის პირდაპირი კონტრიბუცია 2.3 მლნ ევროა. საქართველოს მონაწილეობით შეტანილ იქნა 133 საპროექტო განაცხადი (77 ორგანიზაცია). საქართველოდან წარდგენილი საპროექტო წინადადებების წარმატების მაჩვენებელი შეადგენს 16.67 %-ს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ქართველ მკვლევართა მობილობის“ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ მობილობის კონკურსში მონაწილე 119 აპლიკანტისგან შეირჩა 50 ქართველი გამოცდილი მკვლევარი. ევროპულ კვლევით სივრცეში (ERA) ინტეგრაციის ფარგლებში, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროპული ღია მეცნიერების ღრუბელთან (European Open Science Cloud), რომელსაც „ჰორიზონტი ევროპას“ ფარგლებში მიღებული აქვს თანადაპროგრამებული (coprogrammed) პარტნიორობის სახე. 2022 წლის დეკემბერში გაფორმდა „პერსონალურ მონაცემთა გადაცემის შესახებ შეთანხმება“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში ევროპული თანამშრომლობის ასოციაციას შორის (COST Association). 2022 წლის მარტში საქართველოს COST ასოციაციაში სრულუფლებიან წევრად მიღების შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლები ჩართულნი არიან COST 19 აქციაში. ასევე განხორციელდა 11 ქართველი მეცნიერ-მკვლევარის წარდგინება COST აქციების მენეჯმენტ კომიტეტში წევრობაზე. 2022 წლის ივლისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გამოხატა ინტერესი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პოლიტიკის დღის წესრიგის განხორცილების მიზნით შემუშავებულ „ევროპის კვლევითი სივრცის 18 ქმედებაში“ (18 ERA Actions) მონაწილეობაზე. 2023 წლიდან დაიწყო „ERA Action 12 − ევროპის საკვანძო ინდუსტრიული ეკოსისტემების მწვანე და ციფრული ტრანზიციის დაჩქარების“ შესახებ ერთობლივი სწავლების სავარჯიშო 150 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს (Mutual შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს Learning Exercise მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს (MLE) პროექტის შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას იღებს 12 ქვეყანა, მათ შორის, ევროკავშირის 10 წევრი და Horizon Europe-ის პროგრამასთან ასოცირებული 2 ქვეყანა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და მატერიალური ბაზის გაუმჯობესების მიმართულებით. კერძოდ, განხორციელდა სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის ვივარიუმის შენობის რეაბილიტაცია; შესყიდულ იქნა სსიპ − კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დიგიტალიზაციის აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფა; სსიპ − ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ბაზაზე მოწინავე ტექნოლოგიების ძირითადი საშუალებების ცენტრის შესაქმნელად თანხის გამოყოფა. 3.5 ახალგაზრდული პოლიტიკა სახელმწიფო აღიარებს ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლს ქვეყნის განვითარების პროცესში და ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად ქმნის განვითარების მხარდამჭერ ეკოსისტემას, რაც უზრუნველყოფს მათი პოტენციალის სრულად რეალიზებას, ეკონომიკურ გაძლიერებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებასა და დემოკრატიულ პროცესებში აქტიურ მონაწილეობას. საანგარიშო პერიოდში შემუშავდა „სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023 − 2026“ და მისი განხორციელების 2023 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც 2022 წლის 29 დეკემბერს საქართველოს მთავრობის №606 დადგენილებით დამტკიცდა. ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა ახალგაზრდული სერვისების ხარისხის სტანდარტის დოკუმენტები (მათ შორის, ახალგაზრდული ბანაკებისა და ახალგაზრდული ცენტრების ხარისხის სტანდარტის დოკუმენტები), რომლებიც ხარისხიანი ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებას ემსახურება. საანგარიშო პერიოდში გამოცხადა 200 000 ლარის ოდენობის საგრანტო კონკურსი ახალგაზრდული ინიციატივების და ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 5 ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდული სივრცეების განვითარებისა და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებების მხარდაჭერისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდების ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებას. ანაკლიასა და შაორის წყალსაცავის მიმდებარედ არსებულმა ბანაკებმა 2022 წლის ზაფხულში 1000-ამდე ახალგაზრდას უმასპინძლა. მათ შორის, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს, დაღუპული სამხედრო მოსამსახურეებისა და პოლიციელების შვილებს, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ ბავშვებს, ასევე რეგიონებიდან შემოქმედებითი და სპორტული უნარებით გამორჩეულ ახალგაზრდებს. საანგარიშო პერიოდში შემუშავდა ტერიტორიის რეაბილიტაციის, ადაპტირების 151 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს საპროექტო გეგმა მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს და განხორციელდა შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა შესაბამისი სამუშაოები, რათა 2023 წლის ზაფხულში ბანაკში მონაწილეობის მიღება უფრო მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს, მათ შორის, სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდებმა. განხორციელდა პროგრამა − „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“, რომლის ფარგლებშიც, ღია კონკურსის წესით შეირჩა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, რომელმაც მანდატის ფარგლებში ორჯერ გააჟღერა ქართველი ახალგაზრდების ხმა გაეროს ტრიბუნიდან. ახალგაზრდების პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის, მდგრადი გარემოს შექმნის, პროცესებში მათი მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, დამტკიცდა შესაბამისად, ამუშავდა მუნიციპალური ახალგაზრდობის სტრატეგიის 26 დოკუმენტი. საანგარიშო პერიოდში, საუკეთესო ევროპული ანალოგების ახალგაზრდული შესაძლებლობების ონლაინპლატფორმა − Youthplatform.gov.ge, რომელიც ახალგაზრდებისთვის, ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის, ახალგაზრდული მუშაკებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის გახდება ინფორმაციისა და კომუნიკაციის წყარო. ახალგაზრდული მუშაკის პროფესიისა და ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავდა ახალგაზრდული მუშაკის პროფესიის სტანდარტის პროექტი. საანგარიშო პერიოდში საქართველო შეუერთდა ევროპის საბჭოსა და ევროპის კომისიის საერთაშორისო ახალგაზრდულ კამპანიას: „დემოკრატია აქ, დემოკრატია ახლა“ და ევროპის ახალგაზრდული საქმიანობის დღის წესრიგს, ე. წ. ბონის პროცესს. ამავდროულად, ინიციირებულ იქნა ევროპის საბჭოს ქვეყნის სამოქმედო გეგმაში ახალგაზრდობის კომპონენტის ინტეგრირების საკითხი. 2022 წლის აგვისტოს პერიოდში, ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩატარდა ევროპული სკოლის ბოლო მე-5 შემაჯამებელი საზაფხულო ბანაკი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ თანამეზობლობის 6 ქვეყნის ახალგაზრდამ (14-18 წლის). 3.6 კულტურა საანგარიშო პერიოდში, „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა 60-ამდე კონკურსი, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა 420-ამდე, ხოლო არასაკონკურსო წესით დაფინანსება მოიპოვა 230-ამდე პროექტმა. პროექტებში ჩართული იყო 12 000-ამდე ბენეფიციარი, ხოლო ღონისძიებები ხორციელდება 400-ამდე ლოკაციაზე. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა „კულტურის კოდექსის“ პროექტთან დაკავშირებით და პარალელურად იწყება მისი განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან. ქვეყნის შიგნით საგასტროლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, თეატრებისთვის შეძენილ იქნა მიკროავტობუსები. ასევე, 152 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს სხვადასხვა პროექტის შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს ფარგლებში, მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შეძენილ შ ე ს ა ხ ე ბ იქნა მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა დანადგარები, ხელსაწყოები, ინსტრუმენტები თუ სხვა სახის აღჭურვილობა შემოქმედებითი ინდუსტრიების, მცირე შემოქმედებითი საწარმოებისა თუ ინდივიდუალური შემოქმედებითი მეწარმეებისთვის. სსიპ − თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიამ მიიღო 17 ერთეული როიალი და მიმდინარეობს კადრების გადამზადება მათი მოვლა-პატრონობის მიზნით. აგრეთვე, გამოცხადებული კონკურსის − „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება“ ფარგლებში, საქართველოს 7 რეგიონში 11 მუსიკალურ გაერთიანებაში შემავალი 19 სამუსიკო სკოლისთვის შეძენილია 284 949 ლარის ღირებულების 83 ინსტრუმენტი. შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში წარმატებით მიმდინარეობს ამიერკავკასიაში პირველი ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოების ქიმიური (ტექნოლოგიური) კვლევითი ლაბორატორიის მოწყობის პროცესი. შესაბამის სპეციალისტებს, ხელოვნებათმცოდნეებს, ქიმიკოს-რესტავრატორებსა და რადიოლოგებს ჩაუტარდათ ტრენინგი. საანგარიშო პერიოდში, სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების/ობიექტების აერო ფოტო-ვიდეო გადასაღებად შეძენილ იქნა გაუმჯობესებული ფუქნციების მქონე საფრენი აპარატურა. ფუნქციონირებს და მუდმივად ვითარდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა მართვის გეოსაინფორმაციო სისტემა და გის პორტალი. იგი წარმოადგენს თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების სისტემას, რომლის მეშვეობით სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურებს და გის პორტალის მეშვეობით საზოგადოებას აქვს წვდომა კომპლექსურ ინფორმაციაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე/ობიექტებზე, მათ ლოკაციებსა და ტერიტორიებზე, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტების სწორად მართვას კულტურულ მემკვიდრეობასთან მიმართებით. 2023 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების და ობიექტების მონაცემების კამერალურად დამუშავება (კოორდინატების დაზუსტება, აღწერილობების კორექტირება ან ახლის შექმნა, ინფორმაციის შევსება და გასწორება, რუკაზე მათი განთავსება აერო, სატელიტური და ტოპო რუკების დახმარებით და სხვა) სხვადასხვა რეგიონში. 2023 წლის იანვრიდან მონაცემთა ბაზაში დაემატა 25 ახალი ობიექტი. ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა და მიმდინარეობს დაახლოებით 15 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, სსიპ − ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის შენობის სრული რეაბილიტაციის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება; სსიპ − ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა 153 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს ათწლედის“ სარგებლობაში არსებული შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ შენობის მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა სარეაბილიტაციო, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება; სსიპ − საქართველოს ეროვნული მუზეუმის - შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობის − სსიპ − საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „ერისიონის“ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის ფიზიკური სამუშაოები; ა(ა)იპ − ქართული ფილმის განვითარების ფონდის შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები; ა(ა)იპ − ქართული ფილმის განვითარების ფონდის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის (თოჯინების სახლის) რეაბილიტაციის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა; ა(ა)იპ − ქართული ფილმის განვითარების ფონდის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის (თოჯინების სახლის) სარემონტო სამუშაოები; სსიპ − ქ. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა; სსიპ − ქ. გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა; სსიპ − ქ. ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა; სსიპ − ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა; სსიპ − ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები; სსიპ − ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ სარგებლობაში არსებული შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები; ქართული სპორტის მუზეუმის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვა. როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მიზნით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა 35 საერთაშორისო და ადგილობრივი (მუსიკალური, სახვითი, კინო, თეატრალური და ხელოვნების სხვა თემატიკის) ფესტივალი. მიმდინარეობს მულტიფუნქციური სივრცეების მოწყობა სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდუალური მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობისთვის. დაგეგმილია რეწვის, სახელოსნოებისთვის ფოტოგრაფიის, სივრცის გამოყოფა. ქანდაკებისა მიმდინარეობს და სხვა შემოქმედებითი თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმის კონცეფციის შემუშავება, სადაც მსოფლიოში აღიარებული ქართველი თანამედროვე არტისტების ნამუშევრები იქნება გამოფენილი, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ცნობადობისა და ტურისტული მიმზიდველობის კუთხით. აღსანიშნავია, რომ მომზადდა დოკუმენტი (ორენოვანი) – „შემოქმედებითი ინდუსტრიების მაგალითები საქართველოდან“ და ვიდეოების სერია (ორენოვანი სუბტიტრებით) საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიების შესახებ. იუნესკოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით მომზადდა სახელმძღვანელო − „როგორ წამოიწყოთ, მართოთ და განავითაროთ 154 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა შემოქმედებითი სივრცეები: ძირითადი სახელმძღვანელო მითითებები და პრაქტიკული რჩევები“. ბრიტანეთის საბჭოს „შემოქმედებითი ნაპერწკლის პროგრამის“ ფარგლებში, მუშაობა მიმდინარეობდა შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარებაზე მიმართულ სხვადასხვა აქტივობაზე. მათ შორის, დაიხვეწა და სხვადასხვა სასწავლო მასალით გამდიდრდა შემოქმედებითი მეწარმეობის რესურსცენტრი. ქართულ ენაზე ითარგმნა დოკუმენტები − „სოციალური მეწარმეობის სახელმძღვანელო“, „როგორ შევქმნათ ბიზნეს იდეა“ და „ვირჯინ სტარტაპი“. შემოქმედებითმა საქართველომ ჩაატარა შემოქმედებითი ინდუსტრიების კონკურსი, რომლის ამოცანებიც იყო რეგიონული შემოქმედებითი კლასტერებისა და სივრცეების განვითარება და კულტურის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებაზე მიმართული საგანმანათლებლო პროგრამების/პროექტების განხორციელება. კონკურსი ითვალისწინებდა საქართველოს რეგიონებიდან წარმოდგენილი პროექტების დაფინანსებას. კონკურსის ფარგლებში სრულად დაფინანსდა 7 და ნაწილობრივ − 1 ინიციატივა. შეიქმნა ქართული თეატრის ციფრული პორტალი6, სადაც თბილისსა და რეგიონებში მოქმედი სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო თეატრების სპექტაკლების ვიდეოჩანაწერებია ატვირთული. ქართული თეატრის ელექტრონული არქივის პორტალზე7 არაერთი სტატია თუ რეცენზიაა ხელმისაწვდომი თეატრით დაინტერესებული მაყურებლისთვის. პირველად ქართული კინოს ისტორიაში შეიქმნა ქართული კინოკრიტიკის პლატფორმა − ორენოვანი პორტალი8 „ქართული კინოს მიმოხილვა“. შეიქმნა ქართველი ქალი კომპოზიტორების ვებგვერდი9 , სადაც განთავსებულია ბიოგრაფიული მონაცემები და მათი ნაწარმოებების ნიმუშები. მიმდინარეობს აგრეთვე „ქართული კლასიკური მუსიკის საგანძურის − ციფრული არქივისა და ვებპორტალის“ შემუშავება, რომლის საპილოტე ვერსია წარმატებით შესრულდა 2022 წელს, გაციფრულდა გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორების 80-ამდე ნაწარმოები. გამოიცა სამეცნიერო, საგანმანათლებლო-პოპულარული ორენოვანი ელექტრონული ჟურნალი „ქართული ფოლკლორი“10, რომლის მიზანია ქართული ტრადიციული კულტურის პოპულარიზაცია. სახელოვნებო განათლების მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა სახელოვნებო განათლების მოთხოვნად პროფესიებზე კვალიფიციური კადრების მომზადების ეფექტიანი და ხარისხზე ორიენტირებული პროგრამების შექმნისათვის დარგობრივი რუკის შესამუშავებლად. შემუშავდა დარგობრივი მახასიათებლები უმაღლესი სახელოვნებო 6 ქართული თეატრის ციფრული პორტალის ვებგვერდი, ხელმისაწვდომია აქ ქართული თეატრის ელექტრონული არქივის პორტალი, ხელმისაწვდომია აქ ქართული კინოკრიტიკის პლატფორმა, ხელმისაწვდომია აქ 9 ქართველი ქალი კომპოზიტორების ვებგვერდი, ხელმისაწვდომია აქ 10 ჟურნალი „ქართული ფოლკლორი“, ხელმისაწვდომია აქ 7 8 155 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა მიმართულებით, მიმდინარეობდა სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამების დახვეწა და მომზადება აკრედიტაციისთვის. 2022 წელს კონკურსის − „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა“ ფარგლებში, 12 ახალგაზრდა დაფინანსდა გერმანიის, შვეიცარიის, ფინეთის, ნორვეგიის, ბელგიისა და ავსტრიის უმაღლეს სახელოვნებო განათლების დაწესებულებებში. აღნიშნული კონკურსის ჩატარება 2023 წელსაც იგეგმება. 2022 წელს კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშესაწყობად განხორციელდა 7, ხოლო 2023 წელს − 5 პროექტი. ყველა მათგანი დაფინანსებულია კონკურსის წესით. შესაბამისი კონკურსების ფარგლებში ხორციელდება საბავშვო-საყმაწვილო სახელოვნებო სკოლების/სტუდიებისა და საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა ეროვნული კონკურსების ხელშეწყობაც (2022 წელს დაფინანსებულია 7 პროექტი). ევროპასთან ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად, ხელი შეეწყო 6 ქვეყანასთან, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მიზნით, სამართლებრივი ბაზის განახლებას. შემუშავებულია თანამშრომლობის პროგრამების პროექტები კულტურის სფეროში ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა: თურქეთი, პოლონეთი, ირანი, საბერძნეთი, ბულგარეთი. გარდა ამისა, მრავალმხრივ ფორმატებში კულტურული თანამშრომლობის განვითარების მიზნით, სამინისტრო აქტიურადაა ჩართული იუნესკოს, ევროპის საბჭოს, BSEC-ის სხვადასხვა ღონისძიებაში. აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მონაწილეობის მხარდაჭერა მნიშვნელოვან საერთაშორისო ფესტივალებზე, მათ შორის, „ევროპალია საქართველო 2023-2024-ზე“, რომელიც 80-ამდე ღონისძიებას მოიცავს ბელგიასა და ჰოლანდიაში; ვენეციის თანამედროვე ხელოვნების ბიენალესა და ვენეციის არქიტექტურის ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონით მონაწილეობა, ნიკო ფიროსმანის გამოფენების მომზადება და გამოფენა დანიაში, ვატიკანის წმ. საყდარში ანსამბლების − „ბასიანისა“ და „საპატრიარქოს წმ. სამების ტაძრის გუნდის“ კონცერტები და სხვ. მიმდინარეობს წარმატებული შემოქმედებითი ჯგუფების, ხელოვანთა (მათ შორის, სტუდენტთა) საზღვარგარეთ განათლებისა და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსსა თუ პროგრამაში მონაწილეობის, გასტროლების ხელშეწყობა. „კულტურის ხელშეწყობის პროგრამაში“ ცალკე პრიორიტეტად გამოიყო კულტურაზე ხელმისაწვდომობის მიმართულება, რომელიც აერთიანებს შემდეგს: ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში, დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში, კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის, ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა, უსინათლოთა კულტურის ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა. პრიორიტეტის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში როგორც კონკურსის გზით, ასევე არასაკონკურსო წესით დაფინანსდა 62 პროექტი. 156 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა საანგარიშო პერიოდში კონკურსის − „ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა“ დაფინანსდა 12 პროექტი. სამინისტროს სისტემაში მოქმედი ორგანიზაციების უმრავლესობა ადაპტირებულია შშმ პირთა საჭიროებებზე, ინფრასტრუქტურა და სერვისები. მათთვის ხელმისაწვდომია შესაბამისი ეთნიკური უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების მიმართულებით, განხორციელდა 25-ზე მეტი პროექტი. ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული 3 თეატრი რეგულარულად მართავს სპექტაკლებს. სომხურმა თეატრმა 6 ადმინისტრაციულ პუნქტში განახორციელა რეგიონული საგასტროლო ტურნე; აზერბაიჯანულმა თეატრმა დადგა 2 ახალი სპექტაკლი; გრიბოედოვის თეატრი სისტემატურად წარმოადგენს საპრემიერო და რეპერტუარში არსებულ სპექტაკლებს. ეთნიკური უმცირესობების მუზეუმებში გაიმართა 20-ამდე გამოფენა და განხორციელდა 40ამდე საგანმანათლებლო პროგრამა. 3.7 სპორტი სახელმწიფოს მიერ ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილი მხარდაჭერა გრძელდება და აღსანიშნავია, რომ 2023 წელს 2022 წელთან შედარებით, სპორტის სფეროს დაფინანსება გაიზარდა 43 მილიონი ლარით (2022 წელი − 176 274 800 ლარი; 2023 წელი − 218 475 000 ლარი). სპორტის სახეობათა სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში სპორტის 57 სახეობაში დაფინანსდა 200-ამდე ადგილობრივი ტურნირი, 350-ამდე საერთაშორისო შეჯიბრება და ასევე, 350-ამდე სასწავლო-საწვრთნელი შეკრება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში სპორტული ორგანიზაციები აგრძელებენ ნაკრები გუნდების გაუმჯობესებულ პირობებში მომზადებას და, შესაბამისად, მონაწილეობის მიღებას მრავალ ადგილობრივ თუ საერთაშორისო შეჯიბრში. შედეგად, ქართველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ასპარეზზე 2022 წელს მოიპოვეს სულ 964 მედალი (762 ოლიმპიური, 202 არაოლიმპიური სპორტის სახეობებში), ხოლო 2023 წელს სულ 327 მედალი (აქედან 244 ოლიმპიურ და 83 არაოლიმპიურ სპორტის სახეობებში). სამინისტრომ, შესაბამის ფედერაციებთან ერთად, წარმატებით უმასპინძლა ყველა საერთაშორისო ტურნირს, მათ შორის, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილსა და სნოუბორდში და ასევე უმასპინძლებს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ფეხბურთში. ასევე, საანგარიშო პერიოდში, საქართველომ უმასპინძლა მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს: ევროპის 41-ე საკალათბურთო ჩემპიონატს (EuroBasket); 20წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონს კალათბურთში; ევროპის ჩემპიონატს რაგბიში; ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატს 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა 157 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა შორის; ძიუდოს „Tbilisi Grand Slam“-ს; მსოფლიო თასს ფარიკაობაში (ხმალი); მსოფლიო თასს ფარიკაობაში (დაშნა); უშუს ღია საერთაშორისო ტურნირს ბათუმში; მსოფლიო თასის ეტაპს ცხენოსნობაში, კასპია-კავკასიის ლიგა საერთაშორისო ტურნირს სპორტულ ტანვარჯიშში; ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს პარა-მშვილდოსნობაში; ევროპის ღია ჩემპიონატს პარა-წოლჭიმში; 18-წლამდე ვაჟ ფრენბურთელთა ევროპის ჩემპიონატს; თბილისის ღია პირველობა − საერთაშორისო ტურნირს ჩოგბურთში; თბილისის ღია პირველობა − მამაკაცთა საერთაშორისო ტურნირი ჩოგბურთში; ევროპის თასს ძიუდოში კადეტებს შორის; ევროპის საკლუბო ჩემპიონატს ძიუდოში; მსოფლიო თასს პარაწოლჭიმში; მსოფლიო მაგიდის ჩოგბურთის ახალგაზრდულ სერიებს მაგიდის ჩოგბურთში და სხვ. 2023 წელს კვლავ გაიმართა ევროკომისიის ინიციატივით დაფუძნებული ყველაზე დიდი მასობრივ-სპორტული ღონისძიება „ევროპის სპორტის კვირეული“. ჩატარდა მასშტაბური საერთაშორისო საქველმოქმედო მსოფლიო რბენა „Wings For life – World Run“. ასევე 2022 წელს ჩატარდა მასობრივ-სპორტული ღონისძიება − ევროპის სპორტის კვირეული (#BeActive). უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა არსებული პროგრამა, რომელთა ფარგლებშიც ყოველთვიურად ფინანსდებიან მოქმედი სპორტსმენები, მწვრთნელები, ადმინისტრაციული და საექიმო პერსონალი და სპორტის სფეროს დამსახურებული პირები (ჯამში 1600-ამდე ბენეფიციარი, ასევე გაიცა არაერთი ერთჯერადი ტიპის დახმარება). დასრულდა კალათბურთის სასახლის მშენებლობა, რომელმაც წარმატებით უმასპინძლა ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს. მოეწყო ბაკურიანის სათხილამურო ტრასები, რის შედეგადაც საქართველოს ახლა უკვე აქვს უმაღლესი დონის ზამთრის კურორტი, რომელიც მზადაა ნებისმიერი რანგის საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მისაღებად ზამთრის სპორტის სახეობებში. 2022 წელს არაერთი მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტი აშენდა და ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ასევე გაიხსნა 25 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე მდებარე ახალი, მულტიფუნქციური სპორტის სასახლე. 2022 წელს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციასთან, რომელიც გულისხმობს თბილისში, დიღმის ტერიტორიაზე, 16 000 კვადრატული მეტრის ფართობზე, ყინულის ჰოკეისა და ფიგურული ციგურაობისთვის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის მოედნის მშენებლობის საკითხებში თანამშრომლობას. 2023 წელს საქართველო რუმინეთთან ერთად უმასპინძლებს 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს, ფინალური მატჩი კი ჩატარდება ბათუმის ახალ სტადიონზე. აღნიშნული ღონისძიებების ღირსეულად განსახორციელებლად, მიმდინარეობს არაერთი სტადიონისა და სავარჯიშო მოედნის რეკონსტრუქცია, რისთვისაც სახელმწიფომ გამოყო 70 000 000 ლარზე მეტი. 2022 წელს თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოში, ქობულეთსა და ბათუმში დაიწყო სპორტული ინფრასტრუქტურის არსებულის გარდა, 10 რეაბილიტაცია. ინფრასტრუქტურული 158 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს ჩემპიონატისათვის, ობიექტი საერთო მოეწყობა. მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს ჯამში, სტადიონების შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა მშენებლობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები UEFA-ს ჩართულობითა და მონიტორინგით ხორციელდება. დასრულდა ქუთაისის ოლიმპიური საცურაო აუზის მშენებლობა და დასრულების ეტაპზეა რუსთავის სპორტული კომპლექსის მშენებლობა. გარდა ამისა, მიმდინარეობს ახალციხის სპორტული კომპლექსის, ზუგდიდის სპორტული კომპლექსისა (მიმდინარეობს რეტენდერი) და მარნეულის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სოფელ სტადიონის არხილოსკალოში მშენებლობა, სპორტული დედოფლისწყაროს კომპლექსის, ბოლნისში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის პროექტირება/მშენებლობა. 4. სახელმწიფო მმართველობა 4.1 საჯარო მმართველობის რეფორმა გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ეფექტიანი სახელმწიფო მართვის სისტემისა და კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვის მიზნით, საქართველოს მთავრობა, ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2015 წლიდან ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას (PAR), რომელიც კარგი მმართველობის ფუნდამენტურ მიმართულებებს აერთიანებს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. რეფორმის უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა და 2023 წლის 16 თებერვლის №66 დადგენილებით11 დაამტკიცა „საჯარო მმართველობის რეფორმის 2023 − 2026 წლების სტრატეგია“ და მისი განხორციელების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა. პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის, საანგარიშო პერიოდში წარმატებით განხორციელდა მოხელეთა შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული აქტივობები−- პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელოს მე-11 დანართის შესაბამისად, შემუშავდა საჯარო კონსულტაციების ტრენინგმოდული, რომლის საფუძველზეც 130-ამდე საჯარო მოხელემ გაიარა გადამზადება საჯარო კონსულტაციების დაგეგმვის, მართვისა და შეფასების საკითხებში. შედეგად გაუმჯობესდება სექტორული პოლიტიკის დოკუმენტების შექმნის 11 საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 თებერვლის №66 დადგენილება, ხელმისაწვდომია აქ. 159 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა პროცესში საჯარო კონსულტაციების გამართვის პრაქტიკა, რაც კიდევ უფრო ჩართულობითს გახდის პოლიტიკის შემუშავების პროცესს. დასრულების ეტაპზეა პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების ელექტრონული კურსი, რომელიც თვითადმინისტრირებადი ფორმატიდან გამომდინარე, მოხელეებს საშუალებას მისცემს, საკუთარი პრეფერენციებიდან გამომდინარე, შეარჩიონ სწავლის განრიგი და გაიღრმავონ ცოდნა პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელების, ბიუჯეტირების, ანგარიშგებისა და შეფასების საკითხებში. დამატებით იგეგმება და წლის ბოლომდე განხორციელდება მოხელეთა ახალი ნაკადის გადამზადება პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების არსებული ტრენინგიმოდულით. საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის მართვის ელექტრონული სისტემის შემუშავება. პროცესების ეფექტური და ეფექტიანი მართვისთვის შეიცვალა პროექტის მართვის მეთოდოლოგია და გადავიდა ეჯაილ (Agile) მიდგომაზე. აღსანიშნავია, რომ სისტემაში ინტეგრირებული იქნება საჯარო კონსულტაციების მოდულიც, რაც უფრო მეტად ინკლუზიურს გახდის საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესს. საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის განვითარების მიზნით, საჯარო სამსახურის ბიურო აგრძელებს მუშაობას ადამიანური რესურსების მართვის პროცესების სრულყოფის მიმართულებით. მომზადდა ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო, შეიქმნა კვლევის მეთოდებისა და მონაცემთა ანალიზის გზამკვლევი ადამიანური რესურსების მართვის პრაქტიკოსებისთვის და ასევე შემუშავდა ადამიანური რესურსების მართვის ინდიკატორების გზამკვლევი, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანური რესურსების პროგნოზირებას. გარდა ეფექტიან მართვას, ზემოაღნიშნულისა, დიაგნოსტირებას, შემუშავდა მეთოდოლოგიის პირველადი დოკუმენტი და სამუშაო დაგეგმვასა ძალის და დაგეგმვის მეთოდოლოგიის ადაპტაციის მიზნით, მიმდინარეობს სამუშაო ძალის დაგეგმვის პროცესის პილოტირება. მოხელეთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ჩამოყალიბდა ძირითადი კომპეტენციების ჩარჩო, ასევე გრძელდება მუშაობა ელექტრონული სწავლების პლატფორმის − moodle-ის საჯარო სამსახურის საჭიროებებსა და სპეციფიკაზე მორგებისა და საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემასთან ინტეგრაციის მიმართულებით. შეიქმნა ონლაინ სასწავლო მოდული მენეჯმენტისა და ლიდერობის საკითხებზე, რომელიც moodle-ის პლატფორმის მეშვეობით, ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი დაინტერესებული მოხელისთვის. გარდა ზემნოაღნიშნულისა, ბიურო ხელს უწყობს ცენტრალური და ადგილობრივი ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების გაძლიერებასა და მათი ურთიერთკავშირების გამყარებას ისეთი პროფესიული განვითარების ინოვაციური მექანიზმების დანერგვით, როგორებიცაა: მენტორინგი, ქოუჩინგი, ტალანტების მართვა და სხვ. 160 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისად, განხორციელებული ცვლილებების საჯარო სამსახურის ბიურო განისაზღვრა საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებებით პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაზე პასუხისმგებელ უწყებად. სათანადო პრაქტიკაში არსებული გამოწვევებისა და საჯარო სამსახურის სისტემაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირების, ასევე რეფორმის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვის მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა სიტუაციური ანალიზის დოკუმენტზე, რომლის შედეგებს დაეფუძნება საჯარო სამსახურის რეფორმის შემდგომი განხორციელება. მომზადდა და საქართველოს პარლამენტს განსახილველად გადაეცა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი. პარალელურად საჯარო სამსახურის ბიურო აგრძელებს მუშაობას არსებული მდგომარეობის შესწავლისა და პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედებასთან დაკავშირებული სავარაუდო პრაქტიკული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების ფარგლებში, შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პროფესიული კონცეფცია. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეთა განვითარების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, კვლავაც გაგრძელდა გადამზადების პროგრამები სხვადასხვა მიმართულებით (პროგრამული ბიუჯეტი, საბიუჯეტო პროცესი და კანონმდებლობა, ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება, ქონების მართვა, ახალი ბუღალტრული სტანდარტები (IPSAS), სკოლამდელი აღზრდა, სახელმწიფო შესყიდვები, სივრცითი დაგეგმარება, ინფრასტრუქტურა, შიდა აუდიტი, ქონების მართვის პროგრამა), რომელთა ფარგლებშიც 3500-ამდე საჯარო მოხელე გადამზადდა. საანგარიშო პერიოდში, მუნიციპალიტეტებს სახელმწიფოს მიერ გადაეცათ 1 207 ერთეული უძრავი ქონება. ჩატარდა სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების შეფასების ანალიზი 56 მუნიციპალიტეტში. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით, შეიქმნა მუნიციპალური სტატისტიკის პორტალი, რომელიც აერთიანებს ხელმისაწვდომ 80-ამდე მაჩვენებელს. პორტალი იძლევა შესაძლებლობას, შედარდეს ძირითადი მაჩვენებლები რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების დონეზე. 63 მუნიციპალიტეტში ელექტრონული დანერგილი სისტემის ინფორმაციული გამოყენებისათვის ნაკადების მომზადდა მართვის მუნიციპალური ერთიანი სერვისების ელექტრონული პორტალის სახელმძღვანელო მერიის წარმომადგენლებისათვის, რათა მათ 161 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა შეძლონ მუნიციპალური სერვისების მოქალაქეთა პორტალით სარგებლობა და ამავდროულად ამაში დაეხმარონ მოქალაქეებსაც. ამასთან, შემუშავდა სამუშაოების მართვის სისტემა (Performance Management System) ორი მუნიციპალური სერვისისთვის: ნარჩენების მართვა და საჯარო სივრცეების დასუფთავება. სისტემა ინტეგრირებულია მუნიციპალური სერვისების ერთიან ელექტრონულ სისტემაში. 4.2 ელექტრონული მმართველობა და სახელმწიფო სერვისები აქტიურად მიმდინარეობს საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში დამტკიცებული „სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიისა“ და მისი 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელება. სხვადასხვა მიმართულებით სტრატეგიით განსაზღვრული მიდგომების დანერგვაზე მუშაობდნენ სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, სსიპ − შემოსავლების სამსახური, ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტო და სსიპ − საპენსიო სააგენტო. სერვისების მიმწოდებელ სხვა საჯარო უწყებებთან ერთად, მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო სერვისების კატალოგის შექმნაზე, სერვისების შეფასებასა და მიწოდების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. ელექტრონული სერვისების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გაგრძელდა სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაცია. პროცესი მოიცავს სამოქალაქო აქტების ჩანაწერების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვასა და მატერიალური ფორმის სააქტო ჩანაწერების სკანირებას შესაბამის ელექტრონულ აქტზე. საანგარიშო პერიოდში გაციფრულდა 998 472 აქტის ჩანაწერი, ხოლო, სულ, დღეის მდგომარეობით – 9 218 839 აქტი. სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქმედ დისტანციურ სერვისებს ახალი, ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებები დაამატა. გაფართოვდა მოქმედი სერვისების მოქმედების ტერიტორიული არეალი – საქართველოში მყოფი ნებისმიერი პირისთვის ხელმისაწვდომი გახდა ის დისტანციური სერვისები, რომლებითაც სარგებლობა მანამდე მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფ პირებს შეეძლოთ. სერვისების ხელმისაწვდომობის შენარჩუნების მიზნით, 2022 წლის 28 ოქტომბერს განხორციელდა ცვლილებები, რომელთა თანახმად, მისამართზე რეგისტრაციიდან მოხსნაზე, პირადობის (ბინადრობის) რეგისტრაციაზე, ელექტრონულ მოწმობაზე, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტზე, დაბადებისა და გარდაცვალების პირველად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერების განმეორებით მოწმობებზე, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემაზე, სახელის კანონიერად აღიარებაზე საქართველოში მყოფი პირისგან განცხადების მიღების შესაძლებლობას მიეცა მუდმივი ხასიათი 2022 წლის 1 ნოემბრიდან. 162 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა საარჩევნო სიების დაზუსტებისა და მონაცემთა ბაზების სრულყოფის მიზნით, ერთმანეთს დადარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მონაცემთა ბაზასა და სამოქალაქო აქტების ბაზაში იდენტური მონაცემების მქონე მოქალაქეების მონაცემები, რომლებსაც სამოქალაქო აქტების ბაზაში, კერძოდ კი, გარდაცვალებისა და დაბადების აქტებში არ უფიქსირდებოდათ პირადი ნომერი. დამუშავდა 28 385 მოქალაქის მონაცემი, რომელთა გარდაცვალების აქტის ჩანაწერებში არ იყო მითითებული პირადი ნომერი. „დამისამართების სისტემის სრულყოფის“ პროექტის ფარგლებში, ქალაქ თბილისის სხვადასხვა რაიონში დამისამართების ჯგუფები გავიდნენ 353 მისამართზე. საველე და საოფისე სამუშაოების დამისამართების შესაბამისად ჯგუფის მიერ დარედაქტირდა შესრულდა 27 673 48 995 მოქალაქის მოთხოვნა, ჩანაწერი. რომლის შედეგად დამისამართების მართვის სისტემაში დამისამართების ჯგუფის მიერ დამატებული მისამართები გამოყენებულ იქნა მოქალაქეთა რეგისტრაციის, დოკუმენტების გაცემის ან/და სხვა მიზნებისათვის. ასევე ცვლილებები აისახა მისამართებთან დაკავშირებით, გაიცა სხვადასხვა სახის ინფორმაცია სამისამართო ერთეულებთან მიმართებით. დამისამართების ჯგუფები გავიდნენ 569 მისამართზე, აღნიშნული მოთხოვნებისა და საველე სამუშაოების შესაბამისად, დარედაქტირდა 16 707 მოქალაქის ჩანაწერი. საანგარიშო პერიოდში, სსიპ − სერვისების განვითარების სააგენტომ წარმატებით გაიარა eIDAS-ის რეგულაციებსა და ETSI სტანდარტებთან შესაბამისობის საერთაშორისო სასერტიფიკაციო აუდიტი, რომელიც ჩაატარა ევროკომისიის აკრედიტებულმა შესაბამისობის შემფასებელმა ორგანომ (CAB) „QSCert“-მა. პარალელურად შეფასდა „eIDAS“-ის და ქართული კანონმდებლობის ურთიერთთავსებადობა და შეივსო ევროკავშირის კითხვარი MRA CookBook. კითხვარის შესაბამისობაშია შეფასების შედეგების ევროკავშირში მოქმედ მიხედვით, eIDAS ქართული კანონმდებლობა რეგულაციასთან. ზემოაღნიშნული აქტივობები მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნებთან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატების სახელმწიფოთაშორისი ორმხრივი აღიარებისთვის. მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული არქივაციის განვითარებაზე. შემუშავდა ეროვნული არქივის მკვლევართა მომსახურების ელექტრონული პროგრამა და გაეშვა 4 ელექტრონული კატალოგი. ამასთან ერთად, შემუშავდა ეროვნული საარქივო ფონდის დაკომპლექტების წყარო − ორგანიზაციათა რეგისტრაციის პროგრამა, წერილობითი დოკუმენტების გაციფრულების 4 სტანდარტი და სტრატეგია. დღეის მდგომარეობით, დასრულების ეტაპზეა საქართველოს რიგით მეორე ციფრული მმართველობის სტრატეგიისა (2023 − 2026 წწ) და მისი ორწლიანი სამოქმედო გეგმის პროექტებზე მუშაობა. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის − MY.GOV.GE განახლება. ამჟამად გრძელდება მუშაობა UI/UX დიზაინზე. ვებპლატფორმის 163 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა მართვის პარალელურად, მიმდინარეობდა მუშაობა მობილურ აპლიკაციაზე − Georgian eservices (ციფრული იუსტიცია) და დასრულების ეტაპზეა აპლიკაციის გაშვებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. „მობილური იუსტიციის სახლის“ გეოგრაფიული არეალი. შესაბამისმა ავტომობილმა წინასწარ შერჩეული მარშრუტითა და რეგულარობით სამცხე-ჯავახეთის, ქვემო გაიზარდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებშიც დაიწყო ოპერირება, რის შემდეგაც მობილური იუსტიციის სახლის სერვისით დაფარულია საქართველოს 10 რეგიონი. აღნიშნული მარშრუტების ამოქმედების შემდეგ, აღნიშნული სერვისით საქართველოს ყველა რეგიონი დაიფარება. საანგარიშო პერიოდში გაიხსნა თბილისში ვარკეთილის იუსტიციის სახლი და სუფსის იუსტიციის სახლი. მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება ზესტაფონის, სამტრედიისა და ხაშურის იუსტიციის სახლების მშენებლობა. პარალელურად, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ახმეტასა და თერჯოლაში. ამასთანავე, იუსტიციის სახლებში დაგეგმილია სერვისის − „პერსონალური ასისტენტის“ დანერგვა, რომლის სამიზნესაც ბიზნესსექტორის ის ნაწილი წარმოადგენს, რომელსაც სახელმწიფო სერვისების მუდმივი მიწოდება და გაზრდილი შესაძლებობები ესაჭიროება. ამჟამად ახალი სერვისის პროცედურულ და საოპერაციო ნაწილზე მუშაობა დასრულებულია და მისი ტესტირება საპილოტე რეჟიმში მიმდინარეობს. 4.3 ანგარიშვალდებულება და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა კორუფციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა კვლავ მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა, რაზეც მიანიშნებს არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისა და რეიტინგის ფარგლებში ნაჩვენები შედეგები. სხვადასხვა ავტორიტეტული საერთაშორისო შეფასების შესაბამისად, საქართველო პირველია რეგიონში და ერთ-ერთი მოწინავე ევროპაში. აღნიშნულს მოწმობს 2022 წლის საერთაშორისო ინდექსების შემდეგი მაჩვენებლები:  კორუფციის აღქმის ინდექსი Corruption Perception Index 2022 − საქართველო 56 ქულით იკავებს 180 ქვეყნიდან 41-ე ადგილს;  Trace „Bribery Risk Matrix 2022“ − საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულს შორისაა,  ხოლო გლობალური რეიტინგით 33-ე ადგილზეა 194 ქვეყნიდან; გლობალური კორუფციის ინდექსი Global Corruption Index 2022 − საქართველო რეიტინგით 46-ე ადგილზეა 196 ქვეყანას შორის;  „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით საქართველო მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის 5 ადგილით დაწინაურდა, ტოპ 40-ში გადავიდა და მე-40 პოზიციაზე მოხვდა, ამავე ქვეყნებს შორის ევროპაში 21-ე, კონტინენტური ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-18 ადგილზე გავიდა; 164 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა  კანონის უზენაესობის ინდექსი World Justice Project Rule of Law Index 2022 − საქართველო გლობალური რეიტინგით 49-ე ადგილზეა 140 ქვეყნიდან, ხოლო, პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის GRECO-ს 2022 წლის 17 ივნისის ანგარიშის შესაბამისად, საქართველომ მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიშში მითითებული 16 რეკომენდაციიდან სრულად და ნაწილობრივ შეასრულა 14 რეკომენდაცია, ხოლო, დარჩენილ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით გვაქვს ხელშესახები პროგრესი. 2022 წლის 15 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ანტიკორუფციული ბიურო. საკანონმდებლო ცვლილება დაეფუძნა ევროპის მოწინავე ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის ანალიზს და ქვეყნის კონსტიტუციული მოწყობის გათვალისწინებით, შეიქმნა საუკეთესო საკანონმდებლო რეგულირება, რომელმაც ერთი უწყების ქვეშ გააერთიანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკვანძო ასპექტები. ანტიკორუფციული ბიუროს შექმნამ მნიშვნელოვნად შეცვალა ანტიკორუფციული ბრძოლის არქიტექტურა ქვეყანაში. უწყების პასუხისმგებლობად განისაზღვრა როგორც ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შექმნა, ისე მისი იმპლემენტაციის მონიტორინგი. ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებების კონტროლი, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობა და მათი ქონებრივი ინტერესების გაცხადება, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი, ასევე მამხილებელთა დაცვის ხელშეწყობა, რაც ერთობლიობაში, ნიშნავს ქვეყანაში კორუფციის რისკფაქტორების ფართო პრიზმიდან კონტროლს. ბიურო არის ის მექანიზმი, რომელიც გახდება კორუფციის პრევენციის გარანტი ქვეყანაში და გააკონტროლებს ყველაზე მაღალი რისკის შემცველ მიმართულებებს. ანტიკორუფციული მიმართულებით განხორციელებული რეფორმა ახალ საფეხურზე გადაიყვანს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ქვეყანაში და ხელს შეუწყობს პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე. გრძელდება თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი. დაიხვეწება არსებული ელექტრონული სისტემა იმისთვის, რომ უზრუნველყოს არა მარტო არასრული და არასწორი ინფორმაციის შემთხვევების გამოვლენა, არამედ ინტერესთა კონფლიქტების შესაძლო ფაქტების პრევენცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სრულყოფილი მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ელექტრონული სისტემის დახვეწის მიზნით, დეკლარაციების ღია ფორმატში გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში 165 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა განხორციელდა ცვლილებები ელექტრონულ სისტემაში, რომლის შედეგად დაინტერესებულ პირთათვის, ბიუროს ვებგვერდზე − www.declaration.gov.ge განთავსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის ელექტრონული დეკლარაციები, გარდა PDF ფორმატისა, ხელმისაწვდომი გახდა CSV ფორმატში და API აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისის საშუალებით. საქართველოს მთავრობის პრიორიტეტად რჩება ღია მმართველობის პარტნიორობაში (Open Government Partnership – OGP) საქართველოს აქტიური პოზიციონირება, ღია მმართველობის პროცესის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ეფექტიანი კოორდინაცია, სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერება და ღია მმართველობის სფეროში ახალი და ინოვაციური რეფორმების მხარდაჭერა. ღია მმართველობა საქართველოს ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, როგორც ღია მმართველობა საქართველოს მაკოორდინირებელ უწყებას, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე სახელმწიფო უწყებების მხრიდან 50-ამდე ინიციატივა წარედგინა. ინიციატივების განხილვა წარიმართა ღია მმართველობა საქართველოს ფორუმისა12 და ვიწრო თემატური სამუშაო ჯგუფების ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით. გაიმართა ფორუმი13, ხოლო დამატებით, სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან წარმოდგენილი ინიციატივების შესაბამისად, 20-ამდე თემატური სამუშაო შეხვედრა. ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შემდგომი ნაბიჯია ღია მმართველობა საქართველოს მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გამართვა როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლების მონაწილეობით. 12 13 ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ. ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის შეხვედრები. ხელმისაწვდომია აქ 166 | ს ა მ თ ა ვ რ ო ბ ო პ რ ო გ რ ა მ ი ს შ ე ს რ უ ლ ე ბ ი ს მ ი მ დ ი ნ ა რ ე ო ბ ი ს შ ე ს ა ხ ე ბ მ ო ხ ს ე ნ ე ბ ა