„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
14.06.2023
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/300/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-19
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2019, სარეგისტრაციო კოდი: 300280000.05.001.019734) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის: ა) „ჰ8“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „ჰ8) ელექტროენერგეტიკული საწარმო − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი (გარდა საბოლოო მომხმარებლისა), რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდებისა და ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობების ოპერირების საქმიანობებიდან ერთ-ერთს მაინც ან/და არის ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის მესაკუთრე, ვაჭრობს ელექტროენერგიით ან ახორციელებს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირებას ან ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას და პასუხისმგებელია აღნიშნულ საქმიანობებთან დაკავშირებული კომერციული, ტექნიკური ან/და მოვლა-პატრონობის ფუნქციების შესრულებისთვის;“ ბ) „ჰ15“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) „ჰ47“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „ჰ47) ბუნებრივი გაზის საწარმო − ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი (გარდა საბოლოო მომხმარებლისა), რომელიც ახორციელებს ბუნებრივი გაზის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდებისა და შენახვის საქმიანობებიდან ერთ-ერთს მაინც ან/და არის ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის ან/და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის მესაკუთრე, ვაჭრობს ბუნებრივი გაზით (მათ შორის, გათხევადებული ბუნებრივი გაზით) ან ახორციელებს ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერირებას ან ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების და პასუხისმგებელია აღნიშნულ კომერციული, ტექნიკური შესრულებისთვის; ან/და პლატფორმის ადმინისტრირებას საქმიანობებთან დაკავშირებული მოვლა-პატრონობის ფუნქციების დ) „ჰ91“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) „ჰ95“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ96 - ჰ100“ ქვეპუნქტი: „ჰ96) მხარდაჭერის კომპონენტი - „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პრემიალურ ტარიფთან, სპეციალურ მწვანე ტარიფთან, ენერგეტიკის სექტორში „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი განვითარებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესახებ წესით განახლებადი გაფორმებული საჯარო ხელშეკრულებებიდან წყაროების და კერძო გამომდინარე ვალდებულებებთან ან/და „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ენერგეტიკის სექტორში განახლებადი წყაროების განვითარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებებიდან/მემორანდუმებიდან, გარანტირებული შესყიდვის გაფორმებული რომლებიც ითვალისწინებს ხელშეკრულებებს, გამომდინარე ვალდებულებებთან, აგრეთვე, ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით კომისიის მიერ დადგენილი საფასური; ჰ97) ელექტროენერგიის შენახვა - ელექტროენერგიის საბოლოო გამოყენების დაყოვნება მისი გამომუშავებიდან გარკვეული დროის შემდგომ პერიოდამდე, ან ელექტრული ენერგიის გარდაქმნა ენერგიის სხვა ფორმაში, რომელიც შეიძლება იქნეს შენახული, ასეთი ენერგიის შენახვა და შემდგომ მისი ხელახალი გარდაქმნა ელექტრულ ენერგიად, ან მისი გამოყენება სხვა სახის ენერგიის მატარებლად; ჰ98) ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობა - მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ხდება ელექტროენერგიის შენახვა; ჰ99) ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერატორი - ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირებას; ჰ100) ქსელში სრულად ინტეგრირებული კომპონენტი - ქსელის კომპონენტი, რომელიც ინტეგრირებულია ელექტროენერგიის გადამცემ ან გამანაწილებელ სისტემასთან, მათ შორის, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობები, რომლის ერთადერთი გამანაწილებელი მიზანია სისტემის ელექტროენერგიის უსაფრთხო და საიმედო გადამცემი ან ოპერირებისათვის გამოყენება, რაც გულისხმობს მხოლოდ ქსელის უსაფრთხოებისთვის რისკის შემქმნელ ფორსმაჟორულ სიტუაციებზე მყისიერ რეაგირებას, როდესაც ასეთი რეაგირება იწყება ფორსმაჟორული სიტუაციის წარმოშობისთანავე და სრულდება როგორც კი დაბალანსების ჩვეულებრივი რეჟიმით შესაძლებელი ხდება ამ შემთხვევაზე რეაგირება და მისი აღმოფხვრა.“ 2. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ი.“ ქვეპუნქტი: „ა.ი) ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირება.“. გ) პირველი პუნქტის „ბ.კ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-11 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარის „ა.ე“ ქვეპუნქტი: „ა.ე) ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“; ბ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირება, თუ ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის: ე.ა) სიმძლავრე არ აღემატება 15 მეგავატს; ე.ბ) ოპერირებას ახორციელებს ელექტროენერგიის მწარმოებელი, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობა არის მის მფლობელობაში არსებული ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის შემადგენელი ნაწილი და ელექტროენერგიის შესაბამისი შემნახველი ელექტროსადგურის მოწყობილობა მიერ გამოიყენება წარმოებული მხოლოდ ელექტროენერგიის შესანახად; ე.გ) ოპერირება ხდება მომხმარებლის მიერ, შენახული ელექტროენერგიის მხოლოდ საკუთარი მოხმარების მიზნით.“; დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ან ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების, ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით ვაჭრობის, არაუმეტეს 15 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირების, ან ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირების საქმიანობას, რომელიც ლიცენზიას არ საჭიროებს, ან რომელიც აპირებს აღნიშნული საქმიანობის განხორციელებას, ვალდებულია განაცხადოს ამის თაობაზე ამ კანონის 102-ე მუხლის შესაბამისად.“. 4. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „2. თავმჯდომარეს კომისიის არანაკლებ 2 წევრის წარდგინებით, ფარული კენჭისყრით ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა, მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარულ დღეში. თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ დარჩეს კომისიის წევრად დარჩენილი ვადით. თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის სხვა წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება. თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის, მის მიერ თავმჯდომარის თავმჯდომარის მოვალეობის არყოფნისას მის შესრულების მიერ შეუძლებლობის თავმჯდომარის ან მოვალეობის შესრულების კომისიის სხვა წევრისთვის არდაკისრების შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის ის წევრი, რომელსაც ბოლოს დაეკისრა თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება.“. 5. 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „4. კომისია, ყოველი წლის 1 ნოემბრამდე, ლიცენზიატებისა და სხვა რეგულირებული საწარმოებისგან იღებს მომავალი წლის საქმიანობის მოცულობის ან/და ბრუნვის პროგნოზს, რის საფუძველზედაც, საჭიროების შემთხვევაში, ხელახლა ადგენს რეგულირების საფასურს იმ ოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება კომისიის ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა ხარჯის დასაფარად „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.”. 6. 29-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა)„ბ.კ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ლ“ ქვეპუნქტი: „ბ.ლ) მხარდაჭერის კომპონენტის ოდენობასა და მისი გაანგარიშების წესს;“; ბ) „ი.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „ი.ზ) ადგენს ბაზრის ოპერატორების მიერ გამოსაყენებელ საფასურებს და ზედამხედველობს მათ საქმიანობებს, შეიმუშავებს და ამტკიცებს ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესებს, ხოლო ორგანიზებული ბაზრის შესაბამისი სეგმენტებისთვის გადასინჯავს და ამტკიცებს ბაზრის ოპერატორების მიერ მომზადებულ ბაზრის წესებს და აღნიშნულ ოპერატორებთან კონსულტაციის შემდეგ, ცვლილებები შეაქვს ამ წესებში. კომისია უფლებამოსილია, ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრისა და სეგმენტისთვის მომზადებული კონსულტაციითა და მათთან ორგანიზებული წესები ბაზრის ბაზრის თანამშრომლობით თითოეული ოპერატორებთან გააერთიანოს ბაზრის კონსოლიდირებულ წესად, განსაზღვროს ამ წესის სტრუქტურა და ამ წესის ფარგლებში ჩამოაყალიბოს ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრისა და ორგანიზებული ბაზრის ყველა სეგმენტისათვის საერთო პრინციპები, ზოგადი და დასკვნითი დებულებები;“; გ) „ი.ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი.კ“ და „ი.ლ“ ქვეპუნქტები: „ი.კ) ახორციელებს ელექტროენერგიის წარმოებისა და ელექტროენერგიის შემნახველ მოწყობილობებში ინვესტიციების მონიტორინგს; ი.ლ) ხელს უწყობს წარმოების ახალი სიმძლავრეებისა და ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობების ბარიერების აღმოფხვრის ქსელთან გზით, დაშვებას, რომლებიც მათ შორის, ისეთი ზღუდავს ბაზრის ახალი მონაწილეებისა და განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე წარმოების საშუალებების ქსელთან წვდომას.“; დ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი: „პ) ამტკიცებს ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირების წესებს.“. 7. 42-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილი არ არის იყიდოს ან/და გაყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება ელექტროენერგიის აქვს, იყიდოს გადამცემ ქსელში ან/და გაყიდოს დანაკარგების ელექტროენერგია დაფარვის მიზნით, მეზობელ ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან პარალელური ოპერირებისას წარმოშობილი გადახრების, ავარიული ურთიერთდახმარებისას მიღებული/გასაცემი ელექტროენერგიის ასანაზღაურებლად, ასევე, დაბალანსების მიზნით. ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს იყიდოს ბუნებრივი გაზი გადამცემ ქსელში დანაკარგების ასანაზღაურებლად, საკუთარი მოხმარებისთვის (კომპრესორის მუშაობისთვის და გაზის წინასწარი გათბობისთვის), აგრეთვე ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი/ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია ამ კანონის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში იყიდოს ან/და გაყიდოს ელექტროენერგია/ბუნებრივი გაზი დაბალანსების მიზნით.“; ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის ყიდვა ან/და გაყიდვა უნდა განხორციელდეს კომისიის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული გამჭვირვალობის, არადისკრიმაციულობისა და საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით.“. 8. 44-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარისის 441 მუხლი: „მუხლი 441. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ფლობა 1. გადამცემი სისტემის ოპერატორი არ არის უფლებამოსილი განავითაროს, ფლობდეს, შემნახველ მართავდეს ან ოპერირებას მოწყობილობას, გარდა უწევდეს ამ ელექტროენერგიის მუხლით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია განავითაროს, ფლობდეს, მართოს ან ოპერირება გაუწიოს ელექტროენერგიის შემნახველ მოწყობილობას კომისიის წინასწარი თანხმობით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ასეთი მოწყობილობა წარმოადგენს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში სრულად ინტეგრირებულ კომპონენტს ან თუ ერთდროულად არსებობს ყველა შემდეგი წინაპირობა: ა) კომისიის მიერ შეთანხმებული ღია, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული სატენდერო პროცედურის შედეგად, სხვა პირებს არ მიენიჭათ ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის განვითარების, ფლობის, მართვისა და ოპერირების უფლება ან მათ ვერ შეძლეს ამგვარი მომსახურების გაწევა დროულად და გონივრული დანახარჯებით; ბ) ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობა ან ისეთი დამხმარე მომსახურებები, რომლებიც არ არის განკუთვნილი სიხშირის რეგულირებისთვის, აუცილებელია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ამ კანონით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ეფექტიანი, საიმედო და უსაფრთხო ოპერირებისათვის და მოწყობილობა არ იქნება გამოყენებული ელექტროენერგიის ყიდვის ან გაყიდვის მიზნით; გ) კომისიამ შეაფასა ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისის მინიჭების აუცილებლობა, მათ შორის, შეაფასა სატენდერო პროცედურის პირობები და გასცა შესაბამისი თანხმობა გამონაკლისის მინიჭების თაობაზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სატენდერო პროცედურის სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისია უფლებამოსილია, გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის განსაზღვროს სახელმძღვანელო და სატენდერო პირობები. 4. კომისია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისის მინიჭების შესახებ ინფორმაციას, შესაბამის დასაბუთებასთან ერთად, უგზავნის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. 5. ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობების ხელმისაწვდომობისა და მათ განვითარებაში ინვესტიციების განხორციელების ინტერესის შეფასების მიზნით, კომისია რეგულარულად, მაგრამ არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ, მართავს საჯარო კონსულტაციებს. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო კონსულტაციების შედეგად კომისია მიიჩნევს, რომ არსებობს მესამე პირების შესაძლებლობა, ხარჯთეფექტიანად განავითარონ, ფლობდნენ, მართონ და ოპერირება გაუწიონ ელექტროენერგიის შემნახველ მოწყობილობებს, კომისია უზრუნველყოფს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული გამონაკლისის გაუქმებას არაუმეტეს 18 თვის ვადაში. კომისია უფლებამოსილია, უზრუნველყოს გადამცემი სისტემის ოპერატორის შესაძლებლობა, მიიღოს გონივრული კომპენსაცია ელექტროენერგიის შემნახველ მოწყობილობებში განხორციელებული ინვესტიციის ნარჩენი ღირებულების ანაზღაურების სახით.”. 9. 59-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „მუხლი 59. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ელექტროენერგიის მოწყობილობების მიერთება გადამცემი სისტემის ოპერატორი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ელექტროენერგიის მოწყობილობების, მათ შორის, გადამცემ ქსელთან ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის, მიერთებას. ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ელექტროენერგიის მოწყობილობების მიერთების საფასურს ადგენს კომისია თავის მიერ მიღებული მეთოდოლოგიის საფუძველზე განხორციელებული გაანგარიშების შედეგად.“. 10. 71-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილი არ არის, იყიდოს ან/და გაყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი, გარდა ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, იყიდოს ან/და გაყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების დაფარვის, ასევე, დაბალანსების მიზით, ხოლო ბუნებრივი გაზი − საკუთარი მოხმარებისთვის (კომპრესორის მუშაობისათვის და გაზის წინასწარ გასათბობად).“. ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის ყიდვა ან/და გაყიდვა უნდა განხორციელდეს კომისიის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული მეთოდოლოგიით განსაზღვრული გამჭვირვალობის, არადისკრიმაციულობისა და საბაზრო პრინციპებზე დაყრდნობით.“. 11. 73-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 731 მუხლი: „მუხლი 731. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ფლობა 1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი არ არის უფლებამოსილი განავითაროს, ფლობდეს, მართავდეს ან ოპერირებას უწევდეს ელექტროენერგიის შემნახველ მოწყობილობას, გარდა ამ მუხლით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია განავითაროს, ფლობდეს, მართოს ან ოპერირება გაუწიოს ელექტროენერგიის შემნახველ მოწყობილობას კომისიის წინასწარი თანხმობით, თუ ასეთი მოწყობილობა წარმოადგენს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში სრულად ინტეგრირებულ კომპონენტს, ან თუ ერთდროულად არსებობს ყვეელა შემდეგი წინაპირობა: ა) კომისიის მიერ შეთანხმებული ღია, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული სატენდერო პროცედურის ელექტროენერგიის შედეგად, შემნახველი სხვა მოწყობილობის პირებს არ განვითარების, მიენიჭათ ფლობის, მართვისა და ოპერირების უფლება ან მათ ვერ შეძლეს ამგვარი მომსახურების გაწევა დროულად და გონივრული დანახარჯებით; ბ) ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობა აუცილებელია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ამ კანონით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის, გამანაწილებელი სისტემის ეფექტიანი, საიმედო და უსაფრთხო ოპერირებისათვის და მოწყობილობა არ იქნება გამოყენებული ელექტროენერგიის ყიდვის ან გაყიდვის მიზნით; გ) კომისიამ შეაფასა ამ პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისის მინიჭების აუცილებლობა, მათ შორის, შეაფასა სატენდერო პროცედურის პირობები და გასცა შესაბამისი თანხმობა გამონაკლისის მინიჭების თაობაზე. 3. ამ მუხლის პროცედურის მე-2 პუნქტით სამართლიანობის უფლებამოსილია, გათვალისწინებული უზრუნველყოფის ელექტროენერგიის სატენდერო მიზნით, გამანაწილებელი კომისია სისტემის ოპერატორისთვის შეიმუშავოს სახელმძღვანელო და სატენდერო პირობები. 4. ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობების ხელმისაწვდომობისა და მათ განვითარებაში ინვესტიციების განხორციელების ინტერესის შეფასების მიზნით, კომისია რეგულარულად, მაგრამ არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ, მართავს საჯარო კონსულტაციებს. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო კონსულტაციების შედეგად კომისია მიიჩნევს, რომ არსებობს მესამე პირების შესაძლებლობა, ხარჯთეფექტიანად განავითარონ, ფლობდნენ, მართონ და ოპერირება გაუწიონ ელექტროენერგიის შემნახველ მოწყობილობებს, კომისია უზრუნველყოფს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით მინიჭებული გამონაკლისის გაუქმებას არაუმეტეს 18 თვის ვადაში. კომისია უფლებამოსილია, ოპერატორის უზრუნველყოს შესაძლებლობა, ელექტროენერგიის შემნახველ მიიღოს გამანაწილებელი გონივრული სისტემის კომპენსაცია მოწყობილობებშიგანხორციელებული ინვესტიციის ნარჩენი ღირებულების ანაზღაურების სახით.”. 12. 82-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 13. 102-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ან ენერგეტიკული საწარმო, რომელიც ახორციელებს მიწოდების, ვაჭრობის ან ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირების საქმიანობას, ან რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირებას გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ბ“ და „ე.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან რომელსაც სურს აღნიშნული საქმიანობის განხორციელება, ამის შესახებ ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით, კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით ატყობინებს კომისიას.“. 14. 109-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: ,,1. საყოფაცხოვრებო თბოელექტროსადგურს, მომხმარებელს, რომელსაც მცირე დაეკისრა საწარმოსა საჯარო და იმ მომსახურების ვალდებულება, უფლება აქვს, ამ კანონით დადგენილი წესით მიიღონ ბუნებრივი გაზი საჯარო მომსახურების მიმწოდებლისგან. 15. 110-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „5. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი უზრუნველყოფს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდებას სპეციალური მოთხოვნის წარდგენის გარეშე იმ საბოლოო მომხმარებლისთვის, გამომდინარე, ვერ აირჩია რომელმაც გარკვეული ელექტროენერგიის ან/და გარემოებებიდან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე არ არსებობს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის სხვა მიმწოდებელი, აგრეთვე, იმ მომხმარებლისთვის, რომელმაც დაკარგა ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიღების საშუალება მიმწოდებლის მიერ საბაზრო საქმიანობის გეგმურად ან არაგეგმურად შეწყვეტის ან ვალდებულებების უხეშად დარღვევის გამო.“. 16. 111-ე მუხლის: ა) 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „41. მსხვილი მომხმარებელი, რომელსაც სურს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ან ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობა, ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია კომისიის მიერ დადგენილი წესით, ასევე, კომისიის მიერ დამტკიცებული ანგარიშგების წესების შესაბამისად, წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში კომისიას.“; მოამზადოს და ბ) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. ელექტროენერგიის მიმწოდებელი და მსხვილი მომხმარებელი ვალდებულია, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, გადაიხადოს მხარდაჭერის კომპონენტი.“. 17. 122-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორს უფლება არ აქვს, ივაჭროს ელექტროენერგიით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხორციელდება ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის უზრუნველსაყოფად და ბაზრის ოპერატორი არის ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მხარე, ელექტროენერგიის ბაზრის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“. 18. 124-ე მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობისას ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი არის ხელშეკრულების მხარე ამ კანონის 122-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იგი განიხილება ელექტროენერგიის ბაზრის სპეციალურ მონაწილედ და მისი სპეციალური მახასიათებლები განისაზღვრება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით.“ ბ) მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებისათვის შესყიდულ ელექტროენერგიაზე არ გადაიხდება კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასური და ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების ტარიფები, აგრეთვე, ამ კანონის 134-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად კომისიის მიერ დადგენილი სიმძლავრის შენარჩუნების საფასური და მხარდაჭერის კომპონენტი.“. 19. 128-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: “3. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორს უფლება არ აქვს, ივაჭროს ბუნებრივი გაზით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ხორციელდება ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობის უზრუნველსაყოფად და ბაზრის ოპერატორი არის ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მხარე ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში.”. 20. 130-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „5. თუ ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობისას ბუნებრივი გაზის ოპერატორი არის ხელშეკრულების მხარე ამ კანონის 128-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იგი განიხილება ბაზრის სპეციალურ მონაწილედ და მისი სპეციალური მახასიათებლები განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით.“. 21. 134-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „4. თუ ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის, უსაფრთხოებისა და საიმედოობისთვის, მათ შორის, ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის უზრუნველყოფისთვის, საჭიროა ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის შენარჩუნება, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია სამინისტროს მიერ შესაბამისი წინადადების წარდგენის შემთხვევაში ელექტროენერგიის ერთ ან რამდენიმე მწარმოებელს დააკისროს ვალდებულება, შეინარჩუნოს ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრე. ამგვარი ვალდებულების დაკისრება უნდა განხორციელდეს საჯარო მომსახურების ვალდებულებისთვის ამ კანონის მე-9 მუხლით დადგენილი კრიტერიუმებისა და იმავე მუხლით გათვალისწინებულ კონსულტაციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვით. სიმძლავრის ვალდებულების შენარჩუნების ელექტროენერგიის წარმოების დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, მათ შორის, კონკურენციის ან/და სახელმწიფო დახმარების მარეგულირებელ წესებთან შესაბამისობა, უნდა იყოს დასაბუთებული. ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის შენარჩუნების მიზნით საჯარო მომსახურების განხორციელების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის შენარჩუნების შემდეგ წარმოებული ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. განხორციელებისათვის საჯარო მომსახურების სიმძლავრის ვალდებულების შენარჩუნების საფასურს ან/და წარმოებული ელექტროენერგიის ტარიფს განსაზღვრავს კომისია თავის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.“. 22. 153-ე მუხლის: ა) 21 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „21. ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებით განსაზღვრული ბაზარზე მანიპულაციის, ბაზარზე მანიპულაციის მცდელობის ან/და შიდა ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია რეგულირებულ საწარმოს ან მსხვილ მომხმარებელს, რომელიც ვაჭრობს საბითუმო ბაზარზე, დააკისროს ჯარიმა. ამ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული საწარმოს ან მსხვილი მომხმარებლის წინა წლის წლიური ბრუნვის 6%-ს. 3. კომისია უფლებამოსილია ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში რეგულირებული საწარმო წერილობით გააფრთხილოს ან მას დააკისროს 5 000-დან 500 000 ლარამდე ჯარიმა, თუ რეგულირებული საწარმო: ა) ანგარიშების განცალკევებისა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გარეშე ახორციელებს რამდენიმე ეკონომიკურ საქმიანობას, რომელთა შორის ერთი ან ერთზე მეტი ენერგეტიკული საქმიანობაა; ბ) არ წარუდგენს მას საქმიანობის ანგარიშს; გ) კომისიას, სისტემის ან/და ბაზრის ოპერატორს არ აწვდის მათ მიერ მოთხოვნილ მონაცემებსა და ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია მის, როგორც რეგულირებული საწარმოს, საქმიანობასთან ან/და საჭიროა მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ფუნქციების შესასრულებლად; დ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით უარს აცხადებს მისი ოპერირებისადმი დაქვემდებარებულ სისტემაზე დაშვებაზე; ე) არღვევს სალიცენზიო პირობებს; ვ) არ ასრულებს კომისიის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე წარდგენილ მოთხოვნებს; ზ) არღვევს ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დარღვევის აღმოუფხვრელობის ან 1 წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია რეგულირებულ საწარმოს ან მსხვილ მომხმარებელს, რომელიც ვაჭრობს საბითუმო ბაზარზე, დააკისროს გაორმაგებული ჯარიმა.“. 23. 154-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „6. კომისიამ სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 18 თვის ვადაში მას შემდეგ, რაც კომისიისთვის ცნობილი გახდა სამართალდარღვევის შესახებ. ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული დებულებები არ აღსრულდება, თუ მათი დარღვევიდან ან დარღვევის შედეგების გამჟღავნებიდან გასულია არანაკლებ 3 წელი. ერთი და იმავე სამართალდარღვევისთვის ერთი და იმავე გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი სანქცია.“. პირის მიმართ შესაძლოა 24. 158-ე მუხლის „91“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „91. ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი მომსახურების (მათ შორის, ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფის ფარგლებში) დანახარჯების ანაზღაურებას ელექტროენერგიის ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით, კომისიის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.“. 25. 159-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) არაუგვიანეს 2023 წლის პირველი ოქტომბრისა − ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორებისთვის; ბ) არაუგვიანეს 2023 წლის პირველი ოქტომბრისა − ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებისთვის“. 26. 160-ე მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ განხორციელდა განცალკევება, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის მიერ განცალკევების გეგმის არასათანადო წესით წარმოდგენის გამო, კომისიას სათანადო წესით უნდა წარედგინოს განცალკევების გეგმა 2023 წლის პირველ აგვისტომდე. იმ შემთხვევაში თუ, განცალკევების გეგმა არ არის წარდგენილი, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატმა კომისიას განცალკევების გეგმა უნდა წარუდგინოს 2024 წლის 1 იანვრამდე. კომისია იღებს გადაწყვეტილებას განცალკევების გეგმის დამტკიცების ან მასზე უარის თქმის შესახებ განცალკევების გეგმის სათანადო წესით წარდგენიდან 2 თვის ვადაში. 32. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატის განცალკევების პროცედურა უნდა დასრულდეს ამ მუხლის 31 პუნქტში მითითებული განცალკევების გეგმის კომისიის მიერ დამტკიცებიდან 6 თვის ვადაში.“. 27. 165-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომისიამ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის სექტორში გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატებისთვის ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემის დამტკიცება 2025 ლიცენზიატებისთვის წლის 31 ბუღალტრული დეკემბრამდე. აღრიცხვის წყალმომარაგების ერთიანი სისტემის დამტკიცება კომისიამ უზრუნველყოს 2027 წლის 31 დეკემბრამდე.“. 28. 166-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „3. განაწილების რეგისტრირებული ლიცენზიის მფლობელის მომხმარებელი, მომხმარებლად რომელსაც (აბონენტად) განაწილების სისტემის ოპერატორის განცალკევების დასრულებისას არ ექნება მიმწოდებელთან ამ კანონით დადგენილი წესით დადებული ხელშეკრულება, ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურებას კომისიის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით მიიღებს უნივერსალური მიმწოდებლისგან, ან ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული, საჯარო მომსახურების ვალდებულების შემსრულებელი სხვა ენერგეტიკული საწარმოსგან, ხოლო ბუნებრივი გაზის მიწოდების მომსახურებას − საჯარო მომსახურების მიმწოდებლისგან ან ამ კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე მომსახურების სამართლებრივი ვალდებულების აქტებით განსაზღვრული, შემსრულებელი სხვა საჯარო ენერგეტიკული საწარმოსგან. ამასთანავე, ეს არ ზღუდავს აღნიშნული მომხმარებლის უფლებას, სურვილის შემთხვევაში შემდგომ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აირჩიოს მისთვის მისაღები მიმწოდებელი.“. 29. 167-ე მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1671 მუხლი: „მუხლი 1671. უბალანსობაზე პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების პირობები 1. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით შესაძლოა განისაზღვროს უბალანსობაზე პასუხისმგებლობისგან ნაწილობრივი ან სრული გათავისუფლების შეღავათის პირობები, მათ შორის, შეღავათის სიდიდე, ხანგრძლივობა და განხორციელების მექანიზმი, ასევე, ის სუბიექტები, რომლებიც უფლებამოსილი არიან ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით. 2. უბალანსობის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შეღავათით სარგებლობის მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტების დაბალანსების ჯგუფში მონაწილეობის პირობა განისაზღვრება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით. 3. ამ მუხლის შესაბამისად უბალანსობაზე გათავისუფლებასთან დაკავშირებული ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფით. პასუხისმგებლობისგან ხარჯები ანაზღაურდება მუხლი 2. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, მხარდაჭერის კომპონენტის ოდენობისა და მისი გაანგარიშების წესის დადგენა. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის: პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ჰ96“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და მე-16 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის 29-ე პუნქტით გათვალისწინებული „მუხლი 1671“ მოქმედებს 2024 წლის 1 იანვრამდე. 3. ამ კანონის პირველი მუხლის 24-ე პუქტის მოქმედება გავრცელდეს 2021 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 4. ამ კანონის პირველი მუხლის: პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „ჰ96“ ქვეპუნქტი, მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მე-16 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: • ელექტროენერგიის შენახვისა და ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობების („შემნახველი მოწყობილობები“) ოპერირების უზრუნველსაყოფად საჭირო საკანონმდებლო ბაზის არარსებობა - ელექტროენერგიის შენახვა გულისხმობს მისი შენახვის პროცესს შემდგომი გამოყენებისთვის. ამ ეტაპზე, საქართველოში ქსელში ინტეგრირებული ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეა არ არსებობს, მაგრამ არსებობს აღნიშნულის განხორციელების ინტერესი, როგორც დარგის, ისე პოტენციური ინვესტორების მხრიდან. თუმცა, აღნიშნული შეუძლებელია შესაბამისი ნორმატიული ბაზის გარეშე. აქვე, აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობა, როგორც სისტემა, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის დასაყოვლებლად, რაც უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის ეფექტურად გამოყენებას, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უფრო მდგრადი და საიმედო ენერგეტიკული სისტემის მისაღწევად. • „მხარდაჭერის კომპონენტის“ დადგენის უფლებამოსილების სამართლებრივი საფუძვლის შექმნის აუცილებლობა - „მხარდაჭერის კომპონენტის“ დადგენის უფლებამოსილების სამართლებრივი საფუძვლის შექმნის აუცილებლობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ 2025 წლის პირველი იანვრიდან აუცილებელია არსებობდეს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მომხმარებლების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლები და მცირე საწარმოები) უფრო ძლიერი მხარდაჭერის გარანტია, ფონდში მობილიზებული დამატებითი ფინანსური რესურსების სახით. ამასთან, „მხარდაჭერის კომპონენტის“ დადგენა და ამ უფლებამოსილების საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის მინიჭება შეესაბამება ევროპის ქვეყნების პრაქტიკას და საქართველოს მიერ 2016 წელს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთების ოქმის საფუძველზე ე.წ. „მესამე ენერგეტიკული პაკეტის“ იმპლემენტაციის მიზნით განსახორციელებელ ვალდებულებებს, რომელთა შესრულების მიზნითაც მიღებულ იქნა „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები. • „უბალანსობაზე“ პასუხისმგებლობისაგან ელექტროსადგურების სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების უზრუნველსაყოფად საჭირო საკანონმდებლო ბაზის არარსებობა - ელექტროენერგიის ახალ ბაზარზე გადასვლისას, სადაც ელექტროენერგიით ვაჭრობა ხორციელდება საათობრივად, ხოლო ელექტროსადგურები ვალდებულნი არიან დაიცვან ელექტროენერგიის გაყიდვის საათობრივი გეგმები, გარკვეული კატეგორიის სადგურებს, შესაძლოა, წარმოექმნათ ბუნებრივი კლიმატური თუ ტექნოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე გაუთვალისწინებელი უბალანსობები. ასეთ კატეგორიაში ხვდება ის ელექტროსადგურები, რომელთაც არ გააჩნიათ ელექტროენერგიის შესყიდვის გრძელვადიანი ხელშეკრულება სახელმწიფოსთან და გაუთვალისწინებელი უბალანსობების წარმოშობის რისკი დაზღვეული არ არის სხვა მექანიზმით. შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია არსებობდეს უბალანსობაზე პასუხისმგებლობისაგან ელექტროსადგურების სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: • „შემნახველი მოწყობილობები“ - „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, „კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით“. იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობების საკითხი საქართველოს კანონმდებლობით ამ ეტაპზე არ არის მოწესრიგებული, მათ შორის არ არსებობს „ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის“ ნორმატიული განმარტება. შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, ხსენებული საკითხის მოწესრიგება არ არის შესაძლებელი. • „მხარდაჭერის კომპონენტი“ - „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს „გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეები, სტრუქტურა და ოდენობა, მათი შემოღებისა და გადახდის წესი“. შესაბამისად, ვინაიდან „მხარდაჭერის კომპონენტის“ შემოღებით ხდება ახალი საფასურის დაწესება, აღნიშნულის განხორციელება საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე არ არის შესაძლებელი. • “უბალანსობა” უბალანსობაზე პირობები - კანონპროექტის პასუხისმგებლობისგან დარეგულირდება თანახმად, შესაბამისი სრული ნაწილობრივი საქართველოს ან მთავრობის ელექტროსადგურების მიერ გათავისუფლების დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის წესებით. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, „კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება (გამოცემა) შეიძლება მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხოლოდ საკანონმდებლო აქტის შესასრულებლად და იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტით“. იმის გათვალისწინებით, რომ უბალანსობაზე პასუხისმგებლობისაგან ელექტროსადგურების სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების საკითხი საქართველოს კანონმდებლობით ამ ეტაპზე არ არის მოწესრიგებული, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, ხსენებული საკითხის მოწესრიგება არ არის შესაძლებელი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: • „შემნახველი მოწყობილობები“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ისეთი ელექტროენერგეტიკული საქმიანობის განხორციელება, როგორიცაა ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირება. ამასთან დაკავშირებით, ცვლილებები/დამატებები შედის კანონის შემდეგ მუხლებში:  მე-3 მუხლის ჰ8 ქვეპუნქტში შედის ცვლილება, რომლის საფუძველზეც, ელექტროენერგეტიკული საწარმოს განმარტებას ემატება ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ (გარდა საბოლოო მომხმარებლისა) ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობების ოპერირების საქმიანობების განხორციელება;  მე-3 მუხლს ემატება ჰ97-ჰ100 ქვეპუნქტები, რაც გულისხმობს, „ელექტროენერგიის შენახვის“, „ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის“, „ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერატორისა“ და „ქსელში სრულად ინტეგრირებული კომპონენტის“ და ცნებების შემოღებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ განმარტების თანახმად, ქსელში სრულად ინტეგრირებული კომპონენტი შეიძლება იყოს ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობაც, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ელექტროენერგიის გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის უსაფრთხო და საიმედო ოპერირებისათვის;  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტს ემატება „ა.ი“ ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც, კანონის მიზნებისთვის ენერგეტიკულ საქმიანობად ჩაითვლება, მათ შორის, ისეთი ელექტროენერგეტიკული საქმიანობა, როგორიც არის ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირება;  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს ემატება „ა.ე“ ქვეპუნქტი რაც აჩენს საფუძველს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად კომისიამ ლიცენზიები გასცეს, ასევე, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირებაზე, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც კანონის კანონის თანახმად ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირება ლიცენზირებას არ საჭიროებს;  მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს ემატება „ე“ ქვეპუნქტი, რომლითაც განისაზღვრება ის პირობები რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირება არ საჭიროებს ლიცენზირებას;  მე-11 მუხლის მე-4 პუნქტს ემატება დათქმა იმის თაობაზე, რომ ენერგეტიკული საწარმო რომელიც ახორციელებს არაუმეტეს 15 მგვტ. სიმძლავრის ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ვალდებულია განაცხადოს აღნიშნულის თაობაზე; ოპერირების საქმიანობას,  29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტს ემატება „ი.კ“ და „ი.ლ“ ქვეპუნქტები, რომელთა ფარგლებშიც განისაზღვრება კომისიის დამატებითი ფუნქცები, რაც გულისხმობს ენერგეტიკული ბაზრის რეგულირებისა და ზედამხედველობის მიზნით ელექტროენერგიის წარმოებისა და ელექტროენერგიის შემნახველ მოწყობილობებში ინვესტიციების მონიტორინგის განხორციელებასა და წარმოების ახალი სიმძლავრეებისა და ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობების ქსელთან დაშვების ხელშეწყობას;  29-ე მუხლის პირველ პუნქტს ემატება „პ“ ქვეპუნქტი რომლის საფუძველზეც კომისია დაამტკიცებს ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირების წესებს;  კანონს ემატება 441 და 731 მუხლები, რომელებიც განსაზღვრავენ გადამცემი სისტემის ოპერატორისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ფლობის სამართლებრივ ჩარჩოს. აღსანიშნავია, რომ მოცემული მუხლების თანახმად, გადამცემი სისტემის ოპერატორსა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს არ აქვთ უფლება განავითარონ, ფლობდნენ, მართავდნენ ან ოპერირებას უწევდნენ ელექტროენერგიის შემნახველ მოწყობილობებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოწყობილობა წარმოადგენს „ქსელში სრულად ინტეგრირებულ კომპონენტს“ ან თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა: ა) კომისიის მიერ შეთანხმებული სატენდერო პროცედურის შედეგად, სხვა პირებს არ მიენიჭათ შემნახველი მოწყობილობის განითარების, ფლობის, მართვისა და ოპერირების უფლება; ბ) აუცილებელია გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის/გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ვალდებულებების შესასრულებლად, მათ შორის სისტემის ეფექტიანი, საიმედო და უსაფრთხო ოპერირებისთვის და ამავდროულად, მოწყობილობა არ იქნება გამოყენებელი ელექტროენერგიის ყიდვის ან გაყიდვის მიზნით; გ) კომისიამ გასცა შესაბამისი თანხმობა გამონაკლისის მინიჭების თაობაზე;  59-ე მუხლში შედის ცვლილება, რომლის თანახმად შესაძლებელი ხდება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის გადამცემ ქსელთან ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის მიერთება;  102-ე მუხლის პირველ პუნქტში შედის ცვლილება, რომლის ფარგლებშიც, ემატება დათქმა იმის თაობაზე, რომ ისეთი ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირება, რომელიც დამტკიცებული არ ფორმით მოითხოვს ლიცენზიის კომისიისთვის გაცემას, შეტყობინებას, ექვემდებარება გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა. • „მხარდაჭერის კომპონენტი“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები იმისათვის, რომ 2025 წლის პირველი იანვრიდან კომისიას მიენიჭოს უფლებამოსილება ენერგეტიკის გაფორმებული სექტორში განახლებადი შესაბამისი ვალდებულებებთან განვითარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებებიდან/მემორანდუმებიდან გამომდინარე დაკავშირებული, წყაროების აგრეთვე ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვის მიზნით, დაადგინოს საფასური („მხარდაჭერის კომპონენტი“), ხოლო აღნიშნული საფასურის გადახდის ვალდებულება დაეკისროთ ელექტროენერგიის მიმწოდებელსა და მსხვილ მომხმარებელს. ამასთან დაკავშირებით, ცვლილებები/დამატებები შედის კანონის შემდეგ მუხლებში:  მე-3 მუხლს ემატება ჰ96 ქვეპუნქტი, რაც გულისხმობს „მხარდაჭერის კომპონენტის“ ცნების შემოღებას;  29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს ემატება „ბ.ლ“ ქვეპუნქტი, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრება კომისიის დამატებითი ფუნქცია, რაც გულისხმობს კომისიის მიერ ტარიფის ან/და საფასურის დადგენისა და მეთოდოლოგიების მიღების მიზნით მხარდაჭერის კომპონენტის ოდენობისა და მისი გაანგარიშების წესების დამტკიცებას;  111-ე მუხლს ემატება მე-8 პუნქტი, რომლის ფარგლებშიც ელექტროენერგიის მიმწოდებელსა და მსხვილ მომხმარებელს ეკისრებათ „მხარდაჭერის კომპონენტის“ გადახდის ვალდებულება;  124-ე მუხლს ემატება მე-6 პუნქტი, რომლის ფარგლებში დგინდება მხარდაჭერის კომპონენტის გადახდის ვალდებულებიდან გამონაკლისი, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარებისათვის შესყიდულ ელექტროენერგიაზე არ გადაიხდება, მათ შორის, მხარდაჭერის კომპონენტი. • „უბალანსობა“ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები უბალანსობაზე პასუხისმგებლობისაგან ელექტროსადგურების სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების უზრუნველსაყოფად საჭირო შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მისაღებად, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება განისაზღვროს უბალანსობაზე პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შეღავათის პირობები, მათ შორის, შეღავათის სიდიდე, ხანგრძლივობა და განხორციელების მექანიზმი, ასევე, ის სუბიექტები, რომლებიც უფლებამოსილი არიან ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით და ამ სუბიექტების დაბალანსების ჯგუფში მონაწილეობის პირობა. ხსენებული მიზნით, კანონპროექტს ემატება 1671 მუხლი. • სხვადასხვა საკითხი:  კანონიდან ხდება ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის „დახურული გამანაწილებელი სისტემის“ ცნებისა და მასთან დაკავშირებული დათქმების ამოღება. შესაბამისად ცვლილებელი შედის მე-3 მუხლის „ჰ8“, „ჰ47“ და „ჰ91“ ქვეპუნქტებში და ხდება მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.თ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.კ“ ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 82-ე მუხლის ამოღება;  ელექტროენერგიის ბაზრის ახალი მოდელის პირობებში კანონის ტერმინის ,,გარანტირებული სიმძლავრე“ არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს აღნიშნული ტერმინის ჩანაცვლებას სხვა ტერმინითა და შინაარსით. შესაბამისად, ნაცვლად გარანტირებული სიმძლავრის ვალდებულებისა, კანონპროექტი ითვალისწინებს ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის შენარჩუნებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო გამოცდილებაზე და შეესაბამება ელექტროენერგიის ახალი ბაზრის მოდელს. ელექტროენერგიის წარმოების მწარმოებლებისათვის საჯარო სიმძლავრის შენარჩუნება მომსახურების ითვალისწინებს ვალდებულების სახით, ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის შენარჩუნების ვალდებულების დაკისრებას. ანალოგიურად, საჯარო მომსახურების სახით ბუნებრივი გაზის მიწოდების შემთხვევაშიც, ტერმინი „გარანტირებული სიმძლავრე“ ჩანაცვლდა „საჯარო მომსახურების ვალდებულებით“. შესაბამისად ხდება მე-3 მუხლის „ჰ15“ ქვეპუნქტის ამოღება და ცვლილებელი შედის 109-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 134-ე მუხლის მე-4 პუნქტში;  კომისიის საქმიანობის მართვასთან მიმართებით, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, კორექტირდა თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პირი და კომისიის უხუცესი წევრის ნაცვლად, მოვალეობის შემსრულებლად განისაზღვრება კომისიის ის წევრი, რომელსაც ბოლოს დაეკისრა თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება. შესაბამისად, ცვლილება შედის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტში;  კანონპროექტით კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრისა და ორგანიზებული ბაზრის თითოეული სეგმენტისთვის მომზადებული წესები ბაზრის ოპერატორებთან კონსულტაციითა და მათთან თანამშრომლობით, გააერთიანოს ბაზრის კონსოლიდირებულ წესად, განსაზღვროს ამ წესის სტრუქტურა და ამ წესის ფარგლებში ჩამოაყალიბოს ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრისა და ორგანიზებული ბაზრის ყველა სეგმენტისათვის საერთო პრინციპები, ზოგადი და დასკვნითი დებულებები. აღნიშნული ცვლილება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც კომისია მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს ბაზრის მონაწილეების მიერ დასამტკიცებლად წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტების/კონკრეტული სეგმენტისათვის მომზადებული ბაზრის წესების კონსოლიდაციასა და უნიფიცირებას იმგვარად, რომ ეს დოკუმენტები/წესები და მათი სტრუქტურა მარტივად აღსაქმელი და გასაგები იყოს, როგორც ბაზრის თითოეული მონაწილისათვის, ისე მესამე პირებისთვის. შესაბამისად, ცვლილება შედის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის „ი.ზ“ ქვეპუნტში;  კანონის მოქმედი რედაქცია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს ქსელში დანაკარგების დასაფარად ანიჭებს ელექტროენერგიის მხოლოდ ყიდვის უფლებას, ხოლო ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის უფლებას - მხოლოდ დაბალანსების მიზნით. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს მიენიჭება ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის უფლება ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში დანაკარგების დაფარვის, მეზობელ ელექტროენერგეტიკულ სისტემასთან პარალელური ოპერირებისას წარმოშობილი გადახრებისა და ავარიული ურთიერთდახმარებისას მიღებული/გასაცემი ელექტროენერგიის ასანაზღაურებლად, რაც ხელს შეუწყობს ელეტროენერგეტიკული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას. რაც შეეხება გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, კანონპროექტის ფარგლებში მას ეძლევა უფლება არა მხოლოდ იყიდოს, არამედ, ასევე, გაყიდოს გაყიდოს ელექტროენერგია ან ბუნებრივი გაზი გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების ასანაზღაურებლად, ასევე, დაბალანსების მიზნით, ხოლო ბუნებრივი გაზი − საკუთარი მოხმარებისთვის. შესაბამისად, ცვლილებები შედის 42-ე მუხლის მე-4 პუნქტსა და 71-ე მუხლის მე-4 პუნქტში; ასევე, 42-ე და 71-ე მუხლებს ემატება 41 პუნქტი.  კანონპროექტი აზუსტებს „ბოლო ალტერნატივის მიწოდების“ განმარტებას. კერძოდ, საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმწოდებლის „ვერ არჩევის“ შემთხვევა ჩანაცვლდება „არ არჩევის“ შემთხვევით. ცვლილების შედეგად დაიფარება ისეთი შემთხვევა, როდესაც საბოლოო ელექტროენერგიის, მომხმარებელსა და ისე გაზის ბუნებრივი მიმწოდებელს შორის შემთხვევაში) (როგორც გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და მომხმარებელმა რაიმე მიზეზის გამო არ გააფორმა მიწოდების ახალი ხელშეკრულება, რათა საბოლოო მომხმარებელს არ შეუწყდეს ბუნებრივი გაზის მიწოდება და უზრუნველყოფილი იყოს უწყვეტი და საიმედო გაზმომარაგებით. შესაბამისად, ცვლილება შედის 110-ე მუხლის მე-5 პუნქტში;  კანონპროექტი საბოლოო მომხმარებლის უფლება-მოვალეობებთან მიმართებით აკეთებს დათქმას, რომ მსხვილი მომხმარებელი, რომელსაც სურს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ან ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარზე ვაჭრობა, ვალდებულია არა მხოლოდ გაიაროს რეგისტრაცია კომისიის მიერ დადგენილი წესით, არამედ, ასევე, კომისიის მოამზადოს და მიერ დამტკიცებული წარუდგინოს ანგარიშგების საქმიანობის ანგარიში წესების შესაბამისად, კომისიას. ამასთან, ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორის ფუნქციებთან მიმართებით, ზუსტდება, რომ ბაზრის ოპერატორი არის „ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების“ მხარე, ხოლო ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორის ფუნქციებთან მიმართებით - ბაზრის ოპერატორი არის „ბუნებრივი გაზის ყიდვაგაყიდვის ხელშეკრულების“ მხარე. შესაბამისად, ცვლილებები შედის 111-ე მუხლის მე-41 პუნქტში, 122-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 124-ე მუხლის მე-5 პუნქტში, 128-ე მუხლის მე-3 პუნქტსა და 130-ე მუხლის მე-5 პუნქტში.  კანონპროექტის ფარგლებში საჯარიმო სანქციების მუხლს ემატება დათქმა, რომლის თანახმადაც, ბაზარზე მანიპულაციის, ბაზარზე მანიპულაციის მცდელობის ან/და შიდა ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილი იქნება არა მხოლოდ რეგულირებულ საწარმოს, არამედ იმ მსხვილ მომხმარებელსაც დააკისროს ჯარიმა, რომელიც ვაჭრობს საბითუმო ბაზარზე. ამასთან, კომისიის მიერ შესაბამის შემთხვევებში რეგულირებული საწარმოსთვის ან მსხვილი მომხმარებლისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული საწარმოს ან მსხვილი მომხმარებლის წინა წლის წლიური ბრუნვის 6%ს. ხოლო რაც შეეხება კანონით გათვალისწინებულ კონკრეტულ შემთხვევებს როდესაც რეგულირებული საწარმო: ა)ანგარიშების განცალკევებისა და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გარეშე ახორციელებს რამდენიმე ეკონომიკურ საქმიანობას, რომელთა შორის ერთი ან ერთზე მეტი ენერგეტიკული საქმიანობაა; ბ) კომისიას არ წარუდგენს საქმიანობის ანგარიშს; გ) კომისიას, სისტემის ან/და ბაზრის ოპერატორს არ აწვდის მათ მიერ მოთხოვნილ მონაცემებსა და ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია მის, როგორც რეგულირებული საწარმოს, საქმიანობასთან ან/და საჭიროა მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ფუნქციების შესასრულებლად; დ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით უარს აცხადებს მისი ოპერირებისადმი დაქვემდებარებულ სისტემაზე დაშვებაზე; ე) არღვევს სალიცენზიო პირობებს; ვ) არ ასრულებს კომისიის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე წარდგენილ მოთხოვნებს; ზ) არღვევს ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს, კომისიის მიერ შესაბამის შემთხვევებში რეგულირებული საწარმოსთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა იზრდება 75 000 ლარიდან 500 000 ლარამდე. შესაბამისად, ცვლილებები შედის 153-ე მუხლის მე-21, მე-3 და მე-7 პუნქტებში.  კანონპროექტი ითვალისწინებს კომისიის მიერ ენერგეტიკულ საწარმოზე სანქციის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი 6-თვიანი 18 თვემდე გახანგრძლივებასა და შესაბამის ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული დებულებების აღსრულების ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის 3 წლამდე შემცირებას. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კანონის 117-ე მუხლის მე-7 პუქნტის მიხედვით, ენერგეტიკული ბაზრის კვლევის განხორციელების ვადაა 7 თვე, რომელიც აითვლება ენერგეტიკული ბაზრის კვლევის ჩატარების შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების დღიდან და კომისია უფლებამოსილია სათანადოდ დასაბუთებული, გონივრული აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 4 თვით. შესაბამისად, არსებულ რედაქციაში მოცემული გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილი 6თვიანი ვადა წინააღმდეგობაში მოდის ზემოაღნიშნულ, კომისიის მიერ ბაზრის კვლევისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისათვის დადგენილ ვადებთან, რის გამოც, კანონპროექტის ფარგლებში, აღნიშნული ვადა გაიზარდა და განისაზღვრა 18 (თვრამეტი) თვის ვადით. რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადას, მითითებული 5-წლიანი ვადა შემცირრდა და განისაზღვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა - 3 წელი. შესაბამისად, ცვლილებები შედის 154-ე მუხლის მე-6 პუნქტში.  კანონის 158-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის ტრანზიტის უზრუნველყოფის ფარგლებში გადაცემის მომსახურებაზე არ ვრცელდება კომისიის მიერ დადგენილი შესაბამისი ტარიფები. თუმცა, კანონის იმავე მუხლის მე-91 პუნქტის თანახმად, კომისია გადაცემის მომსახურებაზე ტარიფის დადგენისას ითვალისწინებს ამ მომსახურებაზე გაწეულ როგორც ყველა დანახარჯს (მათ შორის, ტრანზიტის ფარგლებში) ასევე, ტრანზიტით გადაცემული ელექტროენერგიის რაოდენობას (კილოვატ-საათები), რაც გულისხმობს, რომ ტრანზიტზე კომისიის მიერ დადგენილი ტარიფების არ გავრცელების მიუხედავად, კომისია მაინც განსაზღვრავს ტრანზიტის საფასურის ქვედა ზღვარს და თანაც, აღნიშნულის გამოთვლას აწარმოებს ტრანზიტით გადაცემული ელექტროენერგიის რაოდენობის გათვალისწინებით, სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად. კანონპროექტი კი „სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობისა“ და „სატარიფო მეთოდოლოგიის“ ნაცვლად, მითითებას აკეთებს ელექტროენერგიის ტრანზიტიდან მიღებულ შემოსავალსა და კომისიის მიერ დადგენილ წესზე, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებასა და საქართველოს, როგორც ენერგეტიკული „ჰაბის“, მნიშვნელობის გაძლიერებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ცვლილება იმოქმედებს 2021 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. შესაბამისად, ცვლილებები შედის 158-ე მუხლის 91 პუნქტში.  კანონპროექტი ითვალისწინებს გარკვეულ კორექტირებებს ვადებთან მიმართებით, კერძოდ:  რეგულირებული საწარმოების მიერ კომისიისათვის მაქსიმალურად ზუსტი ინფორმაციისა და მონაცემების წარდგენის უზრუნველყოფის მიზნით რეგულირებული საწარმოების მიერ მომავალი წლის საქმიანობის მოცულობის ან/და ბრუნვის პროგნოზის, ნაცვლად 15 სექტემბრისა, პირველ ნოემბრამდე წარმოდგენას. აღნიშნული კორექტირება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ რეგულირებული საწარმოს მიერ ინფორმაციის მიწოდება, ნაცვლად შუა თვისა, მიზანშეწონილია საანგარიშო თვის დასრულების შემდეგ. ამასთან, საანგარიშო წლის პირველ ნოემბერს რეგულირებულ საწარმოებს შეეძლებათ მომავალი წლის საქმიანობის შესახებ უფრო ზუსტი მონაცემების წარმოდგენა, ვიდრე ეს მოსალოდნელია საანგარიშო წლის 15 სექტემბერს. აღნიშნული შეამცირებს რეგულირებული საწარმოს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციისა და მონაცემების დაზუსტებისა და მათში ცვლილების შეტანის საჭიროებას. შესაბამისად, ცვლილება შედის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტში;  კანონით განსაზღვრული გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, კანონპროექტი ითვალისწინებს ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის კანონით დადგენილი განცალკევების ვადის არაუგვიანეს 2023 წლის პირველ ოქტომბრამდე გადავადებას. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, კანონს ემატება დათქმა, რომ თუ კანონით გათვალისწინებულ ვადაში ვერ განხორციელდება განცალკევება, კომისიას სათანადო წესით უნდა წარედგინოს განცალკევების გეგმა 2023 წლის პირველ აგვისტომდე. იმ შემთხვევაში თუ, განცალკევების გეგმა არ იქნება წარდგენილი, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატმა კომისიას განცალკევების გეგმა უნდა წარუდგინოს 2024 წლის 1 იანვრამდე, ხოლო განცალკევების პროცედურა უნდა დასრულდეს მითითებული განცალკევების გეგმის კომისიის მიერ დამტკიცებიდან 6 თვის ვადაში. შესაბამისად, ცვლილებები შედის 159-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებში; ასევე, კანონის 160-ე მუხლს ემატება 31 და 32 პუნქტები.  კანონის მიმდინარე რედაქციის თანახმად, ბუნებრივი გაზის სექტორში გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატებისთვის ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემის დამტკიცება კომისიამ უნდა უზრუნველყოს 2023 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო წყალმომარაგების ლიცენზიატებისთვის ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემის დამტკიცება - 2024 წლის 31 დეკემბრამდე. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის დეკემბერში ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი ლიცენზიატებისთვის ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების ტარიფები კომისიის მიერ დადგინდა 2023 წლის 1 იანვრიდან 2028 წლის პირველ იანვრამდე მოქმედების ვადით, რომლის ფარგლებშიც შემდგომი სატარიფო რეგულირების განხორციელებისას სატარიფო გაანგარიშების საბაზისო წელი იქნება 2026, საჭიროებას აღარ წარმოადგენს და შინაარსს მოკლებულია ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემის დამტკიცება 2023 წლის ბოლოსთვის, რადგან აუდიტის დაქვემდებარებული წელი (საბაზისო წელი) დადგება 3 წლის შემდგომ, შესაბამისად, კანონპროექტის ფარგლებში აღნიშნული ვადა გადავადდება 2025 წლის 31 დეკემბრამდე. ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ასევე, მიზანშეწონილია, რომ 3 წლით გადაიწიოს წყალმომარაგების სექტორის ლიცენზიატების ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემის დამტკიცებამაც და აღნიშნულ ვადად განისაზღვროს 2027 წლის 31 დეკემბერი. შესაბამისად, ცვლილება შედის 165-ე მუხლის მე-3 პუნქტში;  ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების დასრულების შემდგომ, გარკვეული დროის განმავლობაში, არსებობს რისკი, რომ ბუნებრივი გაზის საცალო ბაზარზე არ იყოს კონკურენტული მიმწოდებელი ან/და საცალო მომხმარებელი მოკლებული იყოს მისთვის მისაღები მიმწოდებლის არჩევის შესაძლებლობას. ასეთ პირობებში, საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდების მომსახურების უწყვეტობის მიზნით აუცილებელია ბუნებრივი გაზის მიწოდება კანონის შესაბამისად დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით. გამომდინარე იქიდან, რომ კანონის მოქმედი რედაქცია იცნობს მხოლოდ ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების მიმწოდებელს, სხვა ენერგეტიკული საწარმოსათვის საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით ბუნებრივი გაზის მიწოდების ვალდებულების დაკისრებისათვის აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი, რათა საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით საჯარო მომსახურების ვალდებულების შესრულების სახით საცალო მომხმარებლისათვის ბუნებრივი გაზის მიწოდება დაეკისროს სხვა მიმწოდებელსაც, გარდა ბუნებრივი გაზის საჯარო მომსახურების მიმწოდებლისა. შესაბამისად, ცვლილება შედის 166-ე მუხლის მე-3 პუნქტში; ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: • „შემნახველი მოწყობილობები“ - კანონპროექტი ითვალისწინებს ახალ ნორმებს, რომლებიც მიზნად ისახავს ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობების შექმნისა და მისი ოპერირებისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებას. აღნიშნულის შესაბამისად, კანონის ტერმინთა განმარტების მუხლში კანონპროექტით ემატება ახალი ცნებების განმარტებები. კერძოდ, კანონში ხდება ელექტროენერგიის შენახვის, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობისა და ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერატორის ცნებათა განმარტება და მათი ლეგალური დეფინიციების ჩამოყალიბება. გარდა ამისა, ამავე მიზნით, კანონს ემატება ტერმინი ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირება. აღნიშნულის შესაბამისად, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირება მიჩნეულ იქნება ელექტროენერგეტიკული საქმიანობის ერთერთ სახედ, ხოლო ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირება, როგორც ელექტროენერგეტიკული საქმიანობის ერთ-ერთი სახე დაექვემდებარება კომისიის მიერ ლიცენზირებას. თუმცა, კანონში ჩნდება საგამონაკლისო ნორმებიც, რომლით გათვალისწინებული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირება არ საჭიროებს ლიცენზირებას - მაგალითად, როდესაც ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის სიმძლავრე არ აღემატება 15 მეგავატს, ან როდესაც ოპერირებას ახორციელებს ელექტროენერგიის მწარმოებელი, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობა არის მის მფლობელობაში არსებული ელექტროენერგიის წარმოების ობიექტის შემადგენელი ნაწილი და ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობა გამოიყენება მხოლოდ შესაბამისი ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის შესანახად, ან როდესაც ოპერირება ხდება მომხმარებლის მიერ, შენახული ელექტროენერგიის მხოლოდ საკუთარი მოხმარების მიზნით. ასეთ შემთხვევებში, კანონპროექტის მიხედვით, ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირების საქმიანობის დაწყება ექვემდებარება კომისიისთვის შეტყობინებას. მნიშვნელოვანია ასევე ელექტროენერგიის აუცილებელი აღინიშნოს, შემნახველი დამატებითი რომ იქმნება მოწყობილობების მოთხოვნებისა და სამართლებრივი შექმნისა წესების, და საფუძველი ოპერირებისათვის შემდგომში დამატებითი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით რეგულირების მიზნით. შესაბამისად, კანონპროექტი კომისიას ანიჭებს ელექტროენერგიის შემნახველი მოწყობილობის ოპერირების წესების დამტკიცების უფლებამოსილებას. ელექტროენერგიის შემნახველ მოწყობილობებთან მიმართებით ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კანონპროექტი ადგენს ზოგად წესს, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია გადამცემი სისტემის ელექტროენერგიის ოპერატორის/გამანაწილებელი შემნახველი მოწყობილობის სისტემის განვითარება, ოპერატორის ფლობა, მიერ მართვა ან ოპერირება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება ასევე ითვალისწინებს საგამონაკლისო შემთხვევებს, რომელთა დროსაც დასაშვებია ელექტროენერგიის გამანაწილებელი და გადამცემი სისტემის ოპერატორების მიერ ელექტროენერგიის მოწყობილობების ფლობა, განვითარება, მართვა ან ოპერირება. • შემნახველი „მხარდაჭერის კომპონენტი“ - საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით (შემდგომში - კონცეფცია), ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედების თარიღად განსაზღვრულია 2023 წლის პირველი ივლისი. ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედების შემდეგ, კონცეფციით გათვალისწინებულია საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის ჩამოყალიბება, რომელსაც დაეკისრება საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება, რომლის მიზანია: განახლებადი ენერგიისა და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლების მხარდაჭერა და მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობა; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მხარდაჭერა, შესასყიდი ელექტროენერგიის სტაბილური ფასით უზრუნველყოფითა და ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობით; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) არსებული მომხმარებლების მიწოდების უსაფრთხოება, ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიის შესყიდვის გზით. საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევის მიზნით, კონცეფცია ასევე ითვალისწინებს სპეციალური ფონდის ფორმირებას, სადაც მოხდება საბითუმო საჯარო მომსახურების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მობილიზება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ბაზრის ახალ მოდელში, საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია ვალდებულია განახლებადი ენერგიისა და სხვა მხარდაჭერის სქემის მონაწილე მწარმოებლებთან (მათ შორის, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების ხელშეკრულებით მონაწილე მწარმოებლებთან) ფინანსურ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ანგარიშსწორებაზე, მიზნით. კერძოდ, ორგანიზებულ ბაზარზე ყველა საბოლოო მომხმარებელი, რომელიც (ან რომლის მოხმარების დაკმაყოფილების მიზნითაც ხდება ელექტროენერგიის შესყიდვა) შეიძენს ელექტროენერგიას, იხდის მასში საბაზრო ფასს და შესაბამისად ანაზღაურებს, მათ შორის, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ღირებულებას მხოლოდ საბაზრო ფასის ოდენობით. ხოლო, საბაზრო და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფასებს შორის სხვაობის ანაზღაურება მოუწევს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას, საბითუმო საჯარო მომსახურების გაწევის მიზნით შექმნილი ფონდის რესურსიდან და შესაბამისად, არ მოხდება ამ სხვაობის თანაბრად გადანაწილება ყველა საბოლოო მომხმარებელზე. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია, ასევე ახორციელებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მხარდაჭერას, შესასყიდი ელექტროენერგიის სტაბილური ფასით, რაც თავის მხრივ გულისხმობს ფასთა სხვაობის ხელშეკრულების ფარგლებში ორგანიზებული ბაზრის ფასსა და კომისიის მიერ კანონის შესაბამისად დადგენილ ფასს შორის სხვაობაზე ფინანსურ ანგარიშსწორებას. შესაბამისად, ფონდში მობილიზებული ნებისმიერი დამატებითი ფინანსური რესურსი წარმოადგენს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მომხმარებლების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლები და მცირე საწარმოები) უფრო ძლიერი მხარდაჭერის გარანტიას, რაც, თავის მხრივ, გამოიხატება უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის საბოლოო მომხმარებლის ტარიფის შემცირებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის კომპონენტის“ დადგენით, გათვალისწინებით, ერთი მხრივ, კომისიის მოხდება მიერ „მხარდაჭერის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების სამართლიანი გადანაწილება ყველა საბოლოო მომხმარებელზე, ხოლო მეორე მხრივ, ფონდს გაუჩნდება დამატებითი ფინანსური რესურსი და შესაძლებლობა, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მომხმარებლებს გაუწიოს უფრო ძლიერი მხარდაჭერა, ვიდრე ამას არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ითვალისწინებს. გარდა ამისა, „მხარდაჭერის კომპონენტი“ უზრუნველყოფს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ ელექტროენერგიის იმპორტის განხორციელების მხარდაჭერას, რაც, არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგების აუცილებელი წინაპირობაა. • „უბალანსობა“ - ბაზრის კონცეფციის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპია ორგანიზებულ ბაზრებზე საათობრივი ვაჭრობა და, შესაბამისად, ბაზრის მონაწილეთა პასუხისმგებლობა მათ მიერ თითოეულ საათში გამოწვეულ უბალანსობაზე. უბალანსობა არის ელექტროენერგიის მოცულობა, რომელიც წარმოადგენს უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გაყიდული ან/და შესყიდული, ფაქტობრივად გამომუშავებული ან/და მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობებს შორის სხვაობას. კანონის მიმდინარე რედაქციის თანახმად, უბალანსობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ელექტროენერგიის ბაზრის ყველა მონაწილეს, დაბალანსების ჯგუფის მოდელის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წარმოებასა და მოხმარებას შორის ბალანსის მიღწევით და ფინანსური ოპერაციების ფიზიკური მიწოდებისგან განცალკევებით, ელექტროენერგიის ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების დაუბრკოლებელი შესრულებისა და მათთან დაკავშირებული სამართლიანი ანგარიშსწორების უზრუნველსაყოფად. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე, გარკვეული ელექტროსადგურები შესაძლოა მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, რომ სწორად დააპროგნოზონ თავიანთი გამომუშავება/მოხმარება და ამის მიხედვით დაგეგმონ ელექტროენერგიით ვაჭრობა, კანონპროექტი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით განისაზღვროს უბალანსობაზე პასუხისმგებლობისგან ნაწილობრივი ან სრული გათავისუფლების შეღავათის პირობები, მათ შორის, შეღავათის სიდიდე, ხანგრძლივობა და განხორციელების მექანიზმი, ასევე, ის სუბიექტები, რომლებიც უფლებამოსილი არიან ისარგებლონ აღნიშნული შეღავათით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, საჭიროების შემთხვევაში, იარსებებს უბალანსობაზე პასუხისმგებლობისაგან ელექტროსადგურების სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი კავშირშია საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის ეკონომიკური განვითარების მე-7 მიზანთან: საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფა და 7.1 ენერგეტიკული ბაზრის განვითარების ამოცანასთან. ასევე, 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამასთან „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, რომლის 2.7 თავი განსაზღვრავს ენერგეტიკის რეფორმის მიმართულებებს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ეს კანონი, გარდა ელექტროენერგიის საბოლოო მომხმარებლის ვალდებულებისა, კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით გადაიხადოს „მხარდაჭერის კომპონენტი“ (კანონის მე-3 მუხლის „ჰ96“ ქვეპუნქტი, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ლ“ ქვეპუნქტი გამოქვეყნებისთანავე. და 111-ე მუხლის მე-8 პუნქტი) ამოქმედდება „მხარდაჭერის კომპონენტთან“ დაკავშირებული მუხლები (კანონის მე-3 მუხლის „ჰ96“ ქვეპუნქტი, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ლ“ ქვეპუნქტი და 111-ე მუხლის მე-8 პუნქტი) ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დათქმას იმის თაობაზე, რომ შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით უბალანსობაზე პასუხისმგებლობისაგან ელექტროსადგურების სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების შესაძლებლობა (მუხლი 1671) იმოქმედებს 2024 წლის 1 იანვრამდე. კანონპროექტის ფარგლებში 158-ე მუხლის მე-91 პუნქტში განხორციელებული ცვლილება ითვალისწინებს უკუძალას, რადგან კომისიის მიერ კანონის არსებული რედაქციით ხელმძღვანელობის შემთხვევაში, ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი უნდა უზრუნველყოფდეს შესაბამისი მომსახურების დანახარჯების ანაზღაურებას სატრანზიტო ელექტროენერგიის რაოდენობის გათვალისწინებით, რაც პრაქტიკაში გამოიწვევს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ფინანსური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას. შესაბამისად, კანონპროექტის ფარგლებში წარმოდგენილი 158-ე მუხლის მე-91 პუნქტის რედაქცია იმოქმედებს მისი თავდაპირველი ამოქმედების დღიდან, კერძოდ, 2021 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): მნიშვნელოვანია, რომ ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედების თარიღისთვის (2023 წლის პირველი ივლისი), არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, საჭიროების შემთხვევაში, „უბალანსობაზე“ პასუხისმგებლობისაგან ელექტროსადგურების სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლების უზრუნველსაყოფად, რაც წარმოდგენილი შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ელექტროენერგიის ცვლილებების ბაზრის განხორციელების სამიზნე მოდელის გარეშე ამოქმედების თარიღისთვის ასევე აუცილებელია კომისიას გააჩნდეს დამატებითი ბერკეტი ბაზარზე მანიპულაციის, ბაზარზე მანიპულაციის მცდელობის ან/და შიდა ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობის პრევენციის მიზნით. ვინაიდან სამიზნე მოდელის ამოქმედებით ელექტროენერერგიის ბირჟის მონაწილეები არიან როგორც რეგულირებული საწარმოები, ასევე მსხვილი მომხმარებლები, შესაბამისად კანონპროექტის ფარგლებში საჯარიმო სანქციების მუხლს ემატება დათქმა, რომლის თანახმადაც, ბაზარზე მანიპულაციის, ბაზარზე მანიპულაციის მცდელობის ან/და შიდა ინფორმაციის გამოყენებით ვაჭრობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილი იქნება არა მხოლოდ რეგულირებულ საწარმოს, არამედ იმ მსხვილ მომხმარებელსაც დააკისროს ჯარიმა, რომელიც ვაჭრობს საბითუმო ბაზარზე. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ წინამდებარე კანონპროექტს ახლავს თანმდევი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ასევე საჭიროებს დაჩქარებული წესით განხილვას, რათა შესაბამისი ცვლილებები საგადასახადო თვალსაზრისით, ძალაში იყოს ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედების თარიღისთვის - 2023 წლის 1 ივლისიდან. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ უცნობია საწარმოს მიერ ელექტროენერგიის შესყიდვის მიზანი და თანაც, შესაძლოა, შესყიდვის საწყისი მიზანი და საბოლოო შედეგი შესყიდული ელექტროენერგიის ნაწილში ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს თვით მყიდველისთვისაც, საჭიროა კანონში შესაბამისი დათქმის გაჩენა, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდული ელექტროენერგიის ფაქტობრივად მოხმარებული ნაწილის დღგ-ით უკუდაბეგვრას. ბაზრის გახსნის პირობებში, მნიშვნელოვანია, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ელექტროენერგიის შესყიდული გადასახადებისგან და უსასყიდლოდ გათავისუფლების მიწოდებული საკითხიც, რასთან დაკავშირებითაც, კანონპროექტის ფარგლებში ზუსტდება, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მიწოდებული ელექტროენერგია და თანმდევი გადაცემის მომსახურება წარმოადგენს სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემულ საქონელსა და გაწეულ მომსახურებას. ყოველივე ზემოაღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის თანმდევია რიგი ახალი ოპერაციები, რომელთა საქონლის მიწოდებად/მომსახურების გაწევად იდენტიფიცირება და დაბეგვრის რეჟიმს სწორად დაქვემდებარება აუციელებელია (მათ შორის, ბაზრის მონაწილის მიერ გამოწვეული უბალანსობა), აუცილებელია წინამდებარე კანონპროექტის მიღება და ამრიგად, სამართლებრივი საფუძვლის შექმნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შესაბამისი ინსტრუქციის დასამტკიცებლად, 2023 წლის პირველ ივლისამდე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია აღნიშნული ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისთვის. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტით გათვალისწინებულია რეგულირებული საწარმოს მიმართ დაწესებული ჯარიმის მაქსიმალური ოდენობის გაზრდა, ასევე, ჯარიმის დაკისრების შესაძლებლობის გავრცელება მსხვილ მომხმარებელზე, რაც ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იქონიებს დადებით ზეგავლენას. აღნიშნული ჯარიმა გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ოდენობა დამოკიდებულია სამართალდარღვევის სახეზე, სიმძიმესა და რაოდენობაზე. კანონპროექტის თანახმად, რეგულირებული საწარმოსთვის ან მსხვილი მომხმარებლისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბაზრის ასეთი მონაწილის წინა წლის წლიური ბრუნვის 6%-ს. რაც შეეხება ჯარიმის ზრდას 75 000 ლარიდან 500 000 ლარამდე, ასეთი სახის ჯარიმა შეეხება მხოლოდ რეგულირებულ საწარმოს, თუ ის ჩაიდენს კანონით გათვალისწინებულ კონკრეტულ სამართალდარღვევას. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს შესაბამის ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული დებულებების აღსრულების ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადის 3 წლამდე შემცირებას, რამაც ასევე შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენითსახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: განახლებადი ენერგიის წყაროებზე ნაწილობრივი გათავისუფლება მომუშავე ელექტროსადგურების სრული ან უბალანსობაზე პასუხისმგებლობისგან გამოიწვევს დადებით ფინანსურ გავლენას იმ სუბიექტებზე, რომელთაც შეეხება აღნიშნული ცვლილებით გათვალისწინებული შეღავათის მოქმედება, რადგანაც ამ სუბიექტებს არ მოუწევთ ელექტროენერგიის უბალანსობასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს აღნიშნული შეღავათის გაწევასთან დაკავშირებული დანახარჯების ანაზღაურებას ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფით, რაც გამოიწვევს ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას და აღნიშნული დანახარჯის ყველა საბოლოო მომხმარებელზე გადანაწილებას, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფი, საშუალოდ, შეადგენს უნივერსალური და საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებლების საბოლოო მომხმარებლების ტარიფის მხოლოდ 12%-ს. იმ პირებს, ვინც იყიდის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მოხმარებისათვის მიაწოდებს ელექტროენერგიას, შეუმცირდება ამ მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯები. კანონპროექტის მიღების შედეგად გარკვეული ფინანსური შედეგები შეიძლება დაუდგეს იმ მსხვილ მომხმარებლებს, რომლებიც საბითუმო ბაზარზე მონაწილეობისას შეეცდებიან ან განახორციელებენ ბაზარზე მანიპულაციას, ან/და ივაჭრებენ შიდა ინფორმაციის გამოყენებით. ამგვარი ქმედების განხორციელების დადასტურების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილი იქნება შესაბამისი მსხვილი მომხმარებლის მიმართ გამოიყენოს ჯარიმა არაუმეტეს წინა წლის წლიური ბრუნვის 6%-ის ოდენობით. ამასთან, რეგულირებული საწარმოსთვის 75 000 ლარიდან 500 000 ლარამდე იზრდება ჯარიმის ზედა ზღვარი, ხოლო ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული დებულებების აღსრულების ხანდაზმულობის 5-წლიანი ვადია 3 წლამდე მცირდება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობისგანსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის თანახმად, რეგულირებული საწარმოსთვის 75 000 ლარიდან 500 000 ლარამდე იზრდება ჯარიმის ზედა ზღვარი. აღნიშული ოდენობა განისაზღვრა იმის გათვალისწინებით, რომ ჯარიმას ჰქონდეს შემაკავებელი ეფექტი შესაბამისი პირებისთვის. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს მდგომარეობაზე. არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოსწევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთანდაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათწევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები გავლილ იქნა ენერგეტიკულ გაერთიანებასთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან, აგრეთვე, ენერგეტიკის სექტორში საქმიანობების განმახორციელებელ სახელმწიფო საწარმოებთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.