„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/300/10, 14/06/2023) და მისგან გამომდინარე: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-19
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31.12.2019,
სარეგისტრაციო კოდი: 040000000.05.001.019766) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლს მე4 პუნქტის შემდეგ დაემატოს 41 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„41. დერივატივის მონაწილე მხარე შეიძლება იყოს საბითუმო საჯარო მომსახურების
ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“
საქართველოს კანონითა“ და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის N246
დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით“
განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, ასევე ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ყველა ის
სუბიექტი, რომელიც აფორმებს ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებას, ელექტროენერგიის
საბაზრო ფასის შესაძლო რყევებისგან დაცვის მიზნით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 21 აპრილის №716-IIს დადგენილებით საქართველო
შეუერთდა ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებას და აიღო ქართული
ენერგეტიკული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების და მისი
განხორციელების ვალდებულება. სწორედ აღნიშნული ვალდებულების ფარგლებში,
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 16 აპრილის №246
დადგენილებით დამტკიცდა „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია“ (კონცეფცია).
აღნიშნული კონცეფციის თანახმად, სხვა ვალდებულებებთან ერთად, საბითუმო საჯარო
მომსახურების ორგანიზაციას (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ
ოპერატორს“) დაეკისრა საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებლებთან
და უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელთან
საქართველოს ენერგეტიკისა და
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილ ფასსა და
ორგანიზებულ ბაზრებზე დაფიქსირებულ ფასს შორის სხვაობის ანაზღაურების
ვალდებულება, რომელსაც განახორციელებს შესაბამის მხარესთან გაფორმებული „ფასთა
შორის სხვაობის ხელშეკრულების“ საფუძველზე.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულება, მისი შინაარსით, წარმოადგენს „ელექტროენერგიის
დერივატივს“. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად, „ელექტროენერგიის დერივატივი“ განმარტებულია, როგორც ფინანსური
საბაზრო ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების
ელექტროენერგიის საბაზრო ფასის შესაძლო რყევებისგან დაცვის მიზნით. ამასთან,
დერივატივთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ფინანსური გირავნობის,
ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
„ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს
კანონის თანახმად, დერივატივის განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ კანონით
განსაზღვრულ პირებს, როგორებიცაა საჯარო დაწესებულება, საქართველოს ეროვნული
ბანკი, უცხოური ცენტრალური ბანკი, ფინანსური ინსტიტუტი, საფინანსო სექტორის
წარმომადგენელი, საინვესტიციო ფონდი და ა.შ. აღნიშნული ჩამონათვალიდან არცერთს არ
აკმაყოფილებს სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ და ის
პირები, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის N246 დადგენილებით
დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“ საფუძველზე აფორმებენ
იმ სახის ხელშეკრულებებს, რომლის მიზანია, ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების
ელექტროენერგიის საბაზრო ფასის შესაძლო რყევებისგან დაცვა.
აღსანიშნავია, რომ, ერთი მხრივ, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს
კანონი და კონცეფცია უფლებას აძლევს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას და
კონცეფციით განსაზღვრულ პირებს გააფორმონ „ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება“
(დერივატივის ხელშეკრულება), თუმცა მეორე მხრივ, „ფინანსური გირავნობის,
ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონი აღნიშულ პირებს არ
განსაზღვრავს დერივატივის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირებად. აღნიშნული
შედეგად იწვევს იმას, რომ „ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება“ ვერ კვალიფიცირდება,
როგორც
„ფინანსური
ინსტრუმენტი“,
რომელიც
საგადასახადო
კუთხით
განთავისუფლებულია დაბეგვრისაგან.
შესაბამისად, საჭიროა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების
შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვიდეს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
შესახებ“ საქართველოს კანონითა“ და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის N246
დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით“
დერავატივთან დაკავშირებით განსაზღვრულ საკითხებთან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება აუცილებელია, რათა დერივატივის მონაწილე
მხარედ
განისაზღვროს
საბითუმო
საჯარო
მომსახურების
ორგანიზაცია
(სს
„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“), ასევე ელექტროენერგიის
საბითუმო ბაზრის ყველა ის სუბიექტი, რომელიც აფორმებს ფასთა შორის სხვაობის
ხელშეკრულებას, ელექტროენერგიის საბაზრო ფასის შესაძლო რყევებისგან დაცვის მიზნით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად მიღწეული იქნება „ფინანსური გირავნობის,
ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობა
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონთან. შემოთავაზებული
კანონპროექტით,
საბითუმო
საჯარო
მომსახურების
ორგანიზაცია
(სს
„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“) და ელექტროენერგიის
საბითუმო ბაზრის ყველა ის სუბიექტი, რომელიც აფორმებს ფასთა შორის სხვაობის
ხელშეკრულებას, განსაზღვრულ იქნება დერივატივის განმახორციელებლ პირებად.
აღნიშნული გამოიწვევს იმას, რომ „ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება“ სრულყოფილად
დაკვალიფიცირდება, როგორც „ფინანსური ინსტრუმენტი“, რომელიც საგადასახადო კუთხით
განთავისუფლებულია დაბეგვრისაგან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
მიხედვით
„ფინანსური
გირავნობის,
ურთიერთგაქვითვისა
და
1
დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლს ემატება მე-4 პუნქტი, რომლის
შესაბამისადაც დერივატივის მონაწილე მხარე შეიძლება
იყოს საბითუმო საჯარო
მომსახურების ორგანიზაცია, რომელიც ასრულებს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
შესახებ“ საქართველოს კანონითა“ და საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის N246
დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით“
განსაზღვრულ უფლებამოსილებებს, ასევე ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ყველა ის
სუბიექტი, რომელიც აფორმებს ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებას, ელექტროენერგიის
საბაზრო ფასის შესაძლო რყევებისგან დაცვის მიზნით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შევა 2023 წლის 1 ივლისიდან, რაც დაკავშირებულია ბაზრის ახალი მოდელის
ამოქმედების თარიღთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თაობაზე
მომზადებული კანონპროექტის მსგავსად, ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და
დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიც საჭიროებს დაჩქარებული წესით
განხილვას, რათა შესაბამისი ცვლილებები, ძალაში იყოს ბაზრის ახალი მოდელი ამოქმედების
თარიღისთვის - 2023 წლის 1 ივლისიდან.
იმის გათვალისწინებით, რომ ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის თანმდევია რიგი
ახალი ოპერაციები, რომელთა დაბეგვრის საკითხების სწორად განსაზღვრა მნიშვნელოვანია
აუცილებელია წინამდებარე კანონპროექტის მიღება და სამართლებრივი საფუძვლის შექმნა
2023 წლის პირველ ივლისამდე.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების
მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ იცვლება გადასახადის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება;
კანონპროექტს არა
მდგომარეობაზე.
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
თანასწორობის
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტი
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევს სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები გავლილ იქნა საქართველოს ეროვნულ
ბანკთან, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ
კომისიასთან, აგრეთვე, ენერგეტიკის სექტორში საქმიანობების განმახორციელებელ
სახელმწიფო საწარმოებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულებების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.