საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია მიმდინარე მოწვევაში საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების თაობაზე, 2023 წლის 23 ივნისის მდგომარეობით

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
27.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-10467/23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-28
ბიუროს ნომერი 272

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-10467/23 27-06-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ ინფორმაციას მიმდინარე მოწვევაში საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების თაობაზე, 2023 წლის 23 ივნისის მდგომარეობით. დანართი: 28 ფურცელი. 1. საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში 2023 წლის 23 ივნისამდე და ჯერ არ შესრულებულა (21 ფურცელი); 2. საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 2023 წლის 21 მარტიდან – 2023 წლის 23 ივნისამდე დროის მონაკვეთში, ან ნორმატიული აქტით განსაზღვრული შესრულების ვადის გასვლის შემდეგ (7 - ფურცელი). პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
დანართი N1 საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში 2023 წლის 23 ივნისამდე და ჯერ არ შესრულებულა აგრარულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს კანონი ,,ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ N967VIმს-Xმპ, 2.11.2021 მუხლი 22. 1. საქართველოს მთავრობამ: ბ) 2023 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენებისა და მართვის სახელმწიფო პროგრამა.  ამ საკითხზე მთავრობის დადგენილების პროექტი მომზადებულია. მიმდინარეობს დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმების პროცესი და უახლოეს პერიოდში წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. (კომიტეტის ინფორმაცია,19.05.2023). ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ N6823-რს, 14.07.2020 მუხლი 37. 1. 2021 წლის 1 იანვრამდე: ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით;  ნაწილობრივ შესრულებულია. საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგიის ცალკე დოკუმენტი არ შემუშავებულა, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, როგორც ერთ-ერთი მიმართულება, ცალკე თავად აისახა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში (2022-2030 წლებისთვის), რომელიც დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 23 მარტის №2663- XIმს-Xმპ დადგენილებით. (კომიტეტის ინფორმაცია 20.06.2023) 1 2. საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N6833-რს, 14.07.2020 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, აგრეთვე 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით.  ნაწილობრივ შესრულებულია. საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021-2035 წლების ერთიანი სტრატეგიის ცალკე დოკუმენტი არ შემუშავებულა, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, როგორც ერთ-ერთი მიმართულება, ცალკე თავად აისახა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში (2022-2030 წლებისთვის), რომელიც დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 23 მარტის №2663- XIმს-Xმპ დადგენილებით. (კომიტეტის ინფორმაცია 20.06.2023) 3. საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ (ცვლილება N361-IVმსXმპ; 16.03.2021) მუხლი 64 8. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინების საფუძველზე 2022 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ სამართლებრივი აქტის მიღება  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია, 20.06.2023) განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1548-VIIIმს-Xმპ, 10.05.2022 მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შესაბამის კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებები შეიტანოს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა 24.08.2022-მდე.  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 16.06.2023) 2 2. საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1377-VIIIმს-Xმპ, 15.02.2022 მუხლი 2 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვალდებულია საქართველოს მთავრობას დადგენილებით დასამტკიცებლად არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა წარუდგინოს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წარმოების წესი.  მიმდინარეობს მუშაობა. („ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი შემდგომი რეაგირების მიზნით გადაგზავნილია საქართველოს მთავრობაში. კომიტეტის ინფორმაცია, 16.06.2023) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე № 1979-IXმს-Xმპ; 02.11.2022 მუხლი 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ: ა) ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა 14.04.2023-მდე დაამტკიცოს იურიდიული პირის იმ იურიდიულ პირთა რეესტრში შეყვანის კრიტერიუმები, რომელთა მიერ გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატი პირისთვის არ წარმოშობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საგნის შესაბამისი გამოცდის უცხოურ ენაში წარმატებით ჩაბარების ვალდებულებას;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 16.06.2023) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,საქართველოს ტყის კოდექსი“ N5949-სს, 22.05.2020 მუხლი 95. 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: ა) 2021 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები: ა.ბ) „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“; 3  დასრულების პროცესშია. (კანონქვემდებარე აქტი შემუშავებულია და უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს დასამტკიცებლად. კომიტეტის ინფორმაცია, 21.06.2023) ბ) 2022 წლის 1 კანონქვემდებარე აქტები: იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი ბ.ა) „ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესის შესახებ“;  დასრულების პროცესშია. („ტყის სარეპროდუქციო მასალების იმპორტის, ექსპორტისა და წარმოების წესი“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან წარდგენილია დასამტკიცებლად. კომიტეტის ინფორმაცია, 21.06.2023) ბ.ბ) „ტყის საინფორმაციო ინსტრუქციის შესახებ“. და მონიტორინგის სისტემის წარმოების  მიმდინარეობს მუშაობა. (აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის შექმნაზე, ამასთან აღსანიშნავია, რომ შემუშავებულია „ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის წარმოების ინსტრუქციის შესახებ“ კანონქვემდებარე აქტის პირველადი ვერსია. კომიტეტის ინფორმაცია, 21.06.2023) 2. საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5948-სს, 22.05.2020 მუხლი 67 1. 1. საქართველოს მთავრობამ: ა) 2021 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს „ფთორირებული სათბურის აირების მართვის შესახებ“; ტექნიკური რეგლამენტი  დასრულების პროცესშია. (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, 2021 წელს შემუშავდა აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის სამუშაო ვერსია. თუმცა ევროკავშირთან „დინამიური აპროქსიმაციის“ ფარგლებში იგეგმება საქართველოევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების XXVII დანართის (კლიმატთან დაკავშირებული ქმედებები) განახლება, რის შედეგადაც, მოხდება ფთორირებული სათბურის აირების შესახებ №842/2006 რეგულაციის განახლებული, №517/2014 რეგულაციით ჩანაცვლება, რაც ქვეყნის წინაშე დამატებით მოთხოვნებს დააყენებს. სწორედ ამიტომ სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, შეიმუშავა ახალი რეგულაციის მოთხოვნებზე მორგებული ტექნიკური რეგლამენტის პროექტი. 2022 წელს ჩატარდა ტექნიკური რეგლამენტის განხილვა დაინტერესებული სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით, ასევე დამატებითი სამინისტროს შიდა განხილვები. აღნიშნული განხილვების საფუძველზე შემუშავდა ტექნიკური რეგლამენტის პროექტი, რომლის ამჟამად წარდგენილია საქართველოს მთავრობაში დასამტკიცებლად. კომიტეტის ინფორმაცია, 21.06.2023) ბ) 2022 წლის 1 სექტემბრამდე დაამტკიცოს: 4 ბ.ა) ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმა იმ ზონისთვის ან/და აგლომერაციისთვის, სადაც ატმოსფერულ ჰაერში ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ან მიზნობრივ მნიშვნელობას; ბ.ბ) მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა იმ ზონისთვის ან/და აგლომერაციისთვის, სადაც ძირითად მავნე ნივთიერებათა დონეები აჭარბებს ტექნიკური რეგლამენტით − ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტებით დადგენილ ერთ ან რამდენიმე განგაშის ზღვარს.  მიმდინარეობს მუშაობა. 2021 წელს საქართველოს ტერიტორია დაიყო ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის ერთ აგლომერაციად და ხუთ ზონად. 2022 წლის 28 ივლისს გამართული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომის ფარგლებში კომისიის წევრმა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, ჰაერის დაბინძურების მხრივ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, რეკომენდაცია გაუწიეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავებას თბილისის აგლომერაციისთვის, შავი ზღვისა და ცენტრალური ზონისთვის. მოკლევადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავების საჭიროება არ დგას. ჰაერის ხარისხის მართვის გეგმების შემუშავება გათვალისწინებულია ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის მიმდინარე პროექტის „გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერა“ და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „ჰაერის ხარისხის პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესება ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის კომპლექსური ინსტრუმენტების დანერგვის გზით” ფარგლებში. აღნიშნული პროცესის ხელშესაწყობად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2022 წლის 31 ოქტომბრის N2-812 ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და დამტკიცდა სამუშაო ჯგუფების დებულება. სამუშაო ჯგუფები მოიცავს როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე საქართველოს პარლამენტის, შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ამ ეტაპზე, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტისა და შესაბამისი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მომზადდა ცენტრალური ზონისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის პროექტი, რომელიც მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება საჯარო კონსულტაციებისთვის. აგრეთვე, ევროპელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით, ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, დასრულდა საბაზისო კვლევა თბილისის აგლომერაციისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შესამუშავებლად. მიმდინარე წლის 20 ივნისს დაგეგმილია თბილისის სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომის გამართვა, რომლის ფარგლებშიც სამუშაო ჯგუფის წევრებს წარედგინებათ აღნიშნული კვლევის შედეგები. თბილისის აგლომერაციისა და ცენტრალური ზონის გეგმების დამტკიცება იგეგმება 2023 წელს. ევროკავშირის მხარდაჭერით შავი ზღვის ზონის გეგმის შემუშავება და დამტკიცება კი იგეგმება 2024 წლის პირველ ნახევარში. კომიტეტის ინფორმაცია, 21.06.2023) 3. საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ N246-IVმს-Xმპ, 2.03.2021 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 ივნისამდე დაადგინოს: ბ) საღებავებში, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაში ორგანული გამხსნელების გამოყენებით გამოწვეული აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) გაფრქვევების ზღვრული ნორმები. 5  მიმდინარეობს მუშაობა. (შემუშავებულია „საღებავებში, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაში ორგანული გამხსნელების გამოყენებით გამოწვეული აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) გაფრქვევების ზღვრული ნორმების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის სამუშაო ვერსია. ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტის „ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა საქართველოში - ფაზა II" ფარგლებში კანონქვემდებარე აქტს ქართველი და ევროპელი ექსპერტების მიერ ჩაუტარდა რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA) და მომზადდა შესაბამისი ანგარიში. RIA-ს შემუშავების პროცესში გაიმართა არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა სახელმწიფო უწყებებისა და ლაქ-საღებავების მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებთან. აგრეთვე, 2022 წლის 11 მაისს ორგანიზებულ იქნა შეხვედრა დაინტერესებული პირებისთვის RIA-ს შედეგების წარსადგენად. RIA-ს შედეგების საფუძველზე შემუშავდა პროექტის განახლებული ვერსია, რომელიც განხილულ იქნა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. პროექტი განსახილველად ოფიციალურად დაეგზავნათ დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებებს. მიმდინარეობს სახელმწიფო უწყებების მხრიდან მიღებული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების პროცესი. პროექტის წარდგენა საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად მიმდინარე წელს იგეგმება.კომიტეტის ინფორმაცია, 21.06.2023) 4. საქართველოს კანონი „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1356-VIIIმს-Xმპ, 1.02.2022 მუხლი 1. 1. მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: 11. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს: ბ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა.“.  მიმდინარეობს მუშაობა. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 3 აპრილის N639 განკარგულებით დამტკიცებული საზღვაო წყლებში აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონებით განისაზღვრა კონკრეტული ლოკაციები, ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული ზონების მართვის (მენეჯმენტის გეგმები) გეგმების შემუშავება/შეთანხმების პროცესი დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებებთან ერთად, რის შემდგომაც ზემოაღნიშნული პროექტი წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად. კომიტეტის ინფორმაცია, 21.06.2023) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ N5652-რს, 20.12.2019 მუხლი 21. 5. საქართველოს მთავრობამ სამინისტროს წარდგინებით, ამოქმედებიდან: ამ კანონის 6 ბ) 12 თვის ვადაში 26.12.2020-მდე უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება;  არ არის შესრულებული (იგეგმება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა, რომლითაც განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა ჩანაცვლდება ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმით (NECP). კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) დ) 18 თვის ვადაში 26.06.2021-მდე უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის, გარდა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიისა, წარმოების წახალისების კონკურენტული აუქციონის გამოცხადებისა და ჩატარების წესისა და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის პრივილეგიური მწარმოებლის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ვ) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს ბიოსაწვავის, ბიოგაზისა და ბიოსითხის სერტიფიცირებისა და შესაბამისობის დადგენის წესების დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ზ) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს ბიოსაწვავის, ბიოგაზისა და ბიოსითხის წარმოების ლიცენზირებისა და ფასწარმოქმნის წესების დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) თ) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს ბიოსაწვავისა და ბიოსითხეების მდგრადობის კრიტერიუმების დადგენა;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ი) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს ბიოსაწვავის, ბიოსითხეებისა და მათი წიაღისეული საწვავის კომპარატორების სათბურის გაზის გავლენის გამოთვლის წესების დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა. (აღნიშნული კანონებით განსაზღვრული ნორმატიული აქტების ძირითადი ნაწილი მუშავდება ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებული საგრანტო, ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და KfW-ს თავდაპირველი გეგმის მიხედვით. აღნიშნული ტექნიკური დახმარების პროგრამა 2020 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა, პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო გაჭიანურდა სატენდერო პროცესი და შეფერხდა პროექტის განმახორციელებელი საკონსულტაციო კომპანიის გამოვლენა. საერთაშორისო საკონსულტაციო კონსორციუმთან მჭიდრო თანამშრომლობა კი აუცილებელი პირობა იყო ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პოლიტიკის დანერგვისა და კანონით განსაზღვრული დებულებების განხორციელებისთვის, რადგან აღნიშნული მოითხოვს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და საექსპერტო ცოდნის გაზიარებას. სათანადო ტექნიკური დახმარების გარეშე კი, სამინისტროში არსებული მცირე ადამიანური რესურსით ზემოხსენებული ნორმატიული აქტების მომზადება კანონით დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა. თუმცა, ნორმატიული აქტების შემუშავება დაწყებულია. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) 7 6. საქართველოს მთავრობამ უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან: დ) 12 თვის ვადაში 26.12.2020-მდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-14 მუხლის მე3 პუნქტის შესაბამისად სერტიფიცირებული და კვალიფიციური მემონტაჟეების სიის დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა. (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით (14.06.2023) უახლოესს პერიოდში დაგეგმილია სერტიფიცირებული და კვალიფიციური მემონტაჟეების სიის დამტკიცება. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ე) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან ენერგიის პრივილეგიურ მწარმოებელთან გასაფორმებელი ფასთა სხვაობის ხელშეკრულების სტანდარტული ფორმისა და განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების მოწყობილობების მემონტაჟეების სერტიფიცირების წესების დამტკიცება.  ნაწილობრივ შესრულებულია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით (14.06.2023) აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგეგმება მოქმედ კანონში ცვლილების შეტანა, თუმცა მინიმალური მოთხოვნები დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილებით. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) 8. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან: ბ) 24 თვის ვადაში 26.12.2021-მდე უზრუნველყოს განახლებადი წყაროებიდან მიღებული გათბობისა და გაგრილების წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის წესის დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა. (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით (14.06.2023) აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგეგმება მოქმედ კანონში ცვლილების შეტანა. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) 2. საქართველოს კანონი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ N5646-რს, 20.12.2019 მუხლი 162. 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) ამ კანონის ამოქმედებიდან: ა.გ) 12 თვის ვადაში 27.12.2020-მდე − შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება ან /და მოქმედ აქტებში ცვლილებების შეტანა ამ კანონის მოთხოვნათა გასათვალისწინებლად;  ნაწილობრივ შესრულებულია. (ნაწილი კანონქვემდებარე აქტებისა მიღებულია. სამუშაო საკმაოდ მოცულობითია, დანარჩენ ცვლილებების პროექტების მომზადებაზე მიმდინარეობს მუშაობა. კომიტეტის ინფორმაცია, 15.03.2023) 4. საქართველოს მთავრობამ და კომისიამ 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაონ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის 8 ამოღების საკითხის მოწესრიგების სამოქმედო გეგმა და წარუდგინონ საქართველოს პარლამენტს შესათანხმებლად.  დასრულების პროცესშია. კომისიის მიერ შემუშავებულია საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების საკითხის მოწესრიგების სამოქმედო გეგმა, რომელიც გადაგზავნილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. კომიტეტის ინფორმაცია 19.06.2023) 3. საქართველოს კანონი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1088-VIმს-Xმპ, 14.12.2021 მუხლი 159. (ცვლილება N1088-VIმს-Xმპ, 14.12.2021) 1. ამ კანონით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები სათანადოდ უნდა განხორციელდეს ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შემდეგ: ბ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებისთვის.“.  მიმდინარეობს მუშაობა. (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით (31.05.2023) აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგეგმება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა, რომელიც ითვალისწინებს დავალებისათვის ვადის გადაწევას 2023 წლის 1 ოქტომბრამდე. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) მუხლი 160 (ცვლილება N1088-VIმს-Xმპ, 14.12.2021) 1. ამ კანონით გათვალისწინებული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნები სათანადოდ უნდა განხორციელდეს ამ კანონის 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბაზრის წესების დამტკიცების შემდეგ: „ბ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის.“.  მიმდინარეობს მუშაობა. (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით (31.05.2023) აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგეგმება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა, რომელიც ითვალისწინებს დავალებისათვის ვადის გადაწევას 2023 წლის 1 ოქტომბრამდე. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) მუხლი 162 (ცვლილება N1088-VIმს-Xმპ, 14.12.2021) 9 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: „გ) არაუგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა − ბუნებრივი გაზის სექტორში საჯარო მომსახურების მიმწოდებლისა და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაცია.“ მიმდინარეობს მუშაობა. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023 )  4. საქართველოს კანონი ,,ენერგოეფექტურობის შესახებ“ N5898-სს, 21.05.2020 მუხლი 28. 1. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებიდან: ა) 12 თვის ვადაში 28.05.2021-მდე: ა.ე) ენერგოაუდიტის ჩატარების წესის დამტკიცებას;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) 2. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებიდან: ა) 12 თვის 28.05.2021-მდე ვადაში − სამინისტროს წარდგინებით: ა.ა) სატრენინგო პროგრამების დამტკიცებას;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ა.ბ) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (ეესგ) დამტკიცებას;  არ არის შესრულებული. (იგეგმება ,,ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა, რომლითაც ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმა ჩანაცვლდება ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმით (NECP). კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ა.გ) ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისა და დამტკიცებას;  აკრედიტაციის წესების მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის 28.05.2021-მდე ვადაში სამინისტრო, კომისია და შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობას.  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) 5. საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ N3213-რს, 20.07.2018 მუხლი 142. 10 1. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ მიიღოს შემდეგი დადგენილებები: კ) „შენობა -ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ “;  დასრულების სტადიაშია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით (N1-14527/22; 7.11.2022), სამინისტროს მიერ შემუშავდა „შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი (შემდგომში - „პროექტი“) ევროპული სტანდარტის EN17037 „დღის სინათლე შენობებში“ შესაბამისად. (კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ლ) „არქიტექტორების, ინჟინერ-მშენებლებისა და მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი ექსპერტების სერტიფიცირების წესის შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა. (2022 წლის 7 ოქტომბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1896-IXმს-Xმპ), რომლის მიხედვითაც ამ კანონის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები შეჩერებულია 2024 წლის 1 მარტამდე. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) მ) „აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების წესისა და მათი პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ“  მიმდინარეობს მუშაობა. (წლის 7 ოქტომბერს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N1896-IXმს-Xმპ), რომლის მიხედვითაც ამ კანონის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნები შეჩერებულია 2024 წლის 1 მარტამდე.კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიღებულ იქნეს 2021 წლის 30 დეკემბრამდე. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიღებულ იქნეს 2022 წლის 1 მარტამდე. 7. ამ მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიღებულ იქნეს 2022 წლის 1 მარტამდე 6. საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ N5706-IIს, 5.02.2020 მუხლი 1 2. საქართველოს მთავრობამ მისაწვდომობის ეროვნული გეგმა. 2021 წლის 14 ივნისამდე დაამტკიცოს 11  მიმდინარეობს მუშაობა. (ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისაწვდომობის ეროვნული გეგმის შემუშავება. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობენ სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰქონდა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთან მისაწვდომობის ეროვნული გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით. კომპეტენციის ფარგლებში სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა ჩაერთოს გეგმის შემუშავების პროცესში. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) 7. საქართველოს კანონი ,,შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ N5900-სს, 21.05.2020 მუხლი 19. 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) 2021 წლის 30 ივნისამდე: ა.გ) შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ხარჯოპტიმალური დონეების გამოთვლის შედარებითი მეთოდოლოგიის დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ა.დ) ენერგოეფექტურობის გამოსათვლელი ერთი ან რამდენიმე პროგრამის შემუშავებისა და გამოყენების წესის დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ბ) 2022 წლის 1 იანვრამდე: ბ.ა) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების წესის დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ბ.ბ) შენობებში გათბობისა და ჰაერის რეგულარული ინსპექტირების წესის დამტკიცება;  კონდიცირების სისტემების მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ბ.გ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების გამცემი და შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების განმახორციელებელი დამოუკიდებელი ექსპერტის აკრედიტაციისა და სერტიფიცირების წესების დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ბ.დ) შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისა და გადამოწმების წესების დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) 12 8. საქართველოს კანონი ,,ენერგოეტიკეტირების შესახებ“ (ცვლილება N47-11რს- Xმპ 30.12.2020) მუხლი 11. 1. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მიერ შემუშავებული ბაზარზე ზედამხედველობის და პროდუქტის რეალიზაციის შეჩერების წესის დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით (29.05.2023) გამომდინარე იქიდან, რომ „ეტიკეტირების შესახებ“ კანონის პროექტით (№07-2/256; 15.03.2023) განსაზღვრულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველ ორგანოდ განისაზღვრება სსიპ „ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო“, რომელიც ბაზარზე ზედამხედველობას ისედაც ახორციელებს სხვა პროდუქტებთან დაკავშირებით, მათ მსგავსი წესი უკვე შემუშავებული აქვთ. მომავალში საჭირო იქნება მათი მორგება ეტიკეტირების კანონით გათვალისწინებულ პროდუქტებზე. შესაბამისად, ახალი წესის შემუშავების აუცილებლობა აღარ არის საჭირო. (კომიტეტის ინფორმაცია 19.06.2023) 2. სამინისტრომ 2021 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ სამართალდარღვევის ოქმის ფორმის შემუშავება და დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) 3. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოს სამინისტროს მიერ შემუშავებული შემდეგი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება: ა) საყოფაცხოვრებო მოხმარების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; ჭურჭლის სარეცხი მანქანის  მიმდინარეობს მუშაობა. 2023 წლის 15 მარტს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონის პროექტი ,,ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/256), რომელის თანახმადაც აღნიშნული დავალებების შესრულების უზრუნველსაყოფად შემოთავაზებულია ვადა - 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი მიღებულია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ბ) საყოფაცხოვრებო მოხმარების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; სამაცივრე მოწყობილობის  მიმდინარეობს მუშაობა. 2023 წლის 15 მარტს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონის პროექტი ,,ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/256), რომელის თანახმადაც აღნიშნული დავალებების შესრულების უზრუნველსაყოფად შემოთავაზებულია ვადა - 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი მიღებულია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) 13 გ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სარეცხი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა. 2023 წლის 15 მარტს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონის პროექტი ,,ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/256), რომელის თანახმადაც აღნიშნული დავალებების შესრულების უზრუნველსაყოფად შემოთავაზებულია ვადა - 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი მიღებულია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) დ) ტელევიზორის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა. 2023 წლის 15 მარტს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონის პროექტი ,,ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/256), რომელის თანახმადაც აღნიშნული დავალებების შესრულების უზრუნველსაყოფად შემოთავაზებულია ვადა - 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი მიღებულია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ე) საყოფაცხოვრებო მოხმარების ჰაერის კონდიციონერის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა. 2023 წლის 15 მარტს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონის პროექტი ,,ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/256), რომელის თანახმადაც აღნიშნული დავალებების შესრულების უზრუნველსაყოფად შემოთავაზებულია ვადა - 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი მიღებულია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ვ) საყოფაცხოვრებო სავენტილაციო ერთეულების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა. 2023 წლის 15 მარტს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონის პროექტი ,,ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/256), რომელის თანახმადაც აღნიშნული დავალებების შესრულების უზრუნველსაყოფად შემოთავაზებულია ვადა - 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი მიღებულია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ზ) პროფესიული სამაცივრო-შესანახი კამერის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა. 2023 წლის 15 მარტს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონის პროექტი ,,ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/256), რომელის თანახმადაც აღნიშნული დავალებების შესრულების უზრუნველსაყოფად შემოთავაზებულია ვადა - 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი მიღებულია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) თ) საყოფაცხოვრებო გამათბობელი საშუალებების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე; 14  მიმდინარეობს მუშაობა. 2023 წლის 15 მარტს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონის პროექტი ,,ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/256), რომელის თანახმადაც აღნიშნული დავალებების შესრულების უზრუნველსაყოფად შემოთავაზებულია ვადა - 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი მიღებულია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ი) მყარი საწვავის ბოილერისა და მყარი საწვავის ბოილერის კომპლექტების, დამატებითი გამათბობლების, ტემპერატურის მარეგულირებლებისა და მზის ენერგიის მიმღები მოწყობილობების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე.  მიმდინარეობს მუშაობა. 2023 წლის 15 მარტს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონის პროექტი ,,ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/256), რომელის თანახმადაც აღნიშნული დავალებების შესრულების უზრუნველსაყოფად შემოთავაზებულია ვადა - 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი მიღებულია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ლ) მტვერსასრუტის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა. 2023 წლის 15 მარტს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონის პროექტი ,,ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/256), რომელის თანახმადაც აღნიშნული დავალებების შესრულების უზრუნველსაყოფად შემოთავაზებულია ვადა - 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი მიღებულია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ო) ელექტრონათურისა და სანათის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა. 2023 წლის 15 მარტს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონის პროექტი ,,ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/256), რომელის თანახმადაც აღნიშნული დავალებების შესრულების უზრუნველსაყოფად შემოთავაზებულია ვადა - 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი მიღებულია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) პ) საყოფაცხოვრებო მოხმარების საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  მიმდინარეობს მუშაობა. 2023 წლის 15 მარტს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონის პროექტი ,,ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/256), რომელის თანახმადაც აღნიშნული დავალებების შესრულების უზრუნველსაყოფად შემოთავაზებულია ვადა - 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი მიღებულია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ჟ) საყოფაცხოვრებო მოხმარების კომბინირებული სარეცხ-საშრობი მანქანის ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე  მიმდინარეობს მუშაობა. 2023 წლის 15 მარტს, საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტს წარედგინა კანონის პროექტი ,,ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-2/256), რომელის თანახმადაც 15 აღნიშნული დავალებების შესრულების უზრუნველსაყოფად შემოთავაზებულია ვადა - 2025 წლის 1 იანვარი. კანონპროექტი მიღებულია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) 9. საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N1547-VIIIმს-Xმპ 10.05.2022 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში 24.06.2022-მდე: ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყოს ნავსადგურის შესასვლელი არხით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტის გამოცემა.  დასრულების პროცესშია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით (15.06.2023) მინისტრის შესაბამისი ბრძანება მომზადებულია. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N6364-11ს, 23.06.2020 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 1.01.2021-მდე: გ) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანოებმა უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების მიღება.  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 23.06.2023) 2. საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N7106- Iს,16.09.2020 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 იანვრამდე დადგენილებით დაამტკიცოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გასართობი, შემეცნებითი ან/და სასწავლო ღონისძიების – ექსკურსიის ორგანიზების/მოწყობის წესი.  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 23.06.2023) 3. საქართველოს კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 632-IVმს-Xმპ, 10.06.2021 16 მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 15.12.2021-მდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს შემდეგი დადგენილებების მიღება: ბ) „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ მონაცემების მიღებისთვის, დამუშავებისთვის, შენახვისთვის ან/და გადაცემისთვის გამოყენებული აპარატული ან/და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების მწარმოებელ ქვეყნებთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 23.06.2023) 3. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 15.12.2021-მდე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსმა გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ვ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულტექნიკური სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის წესის შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 23.06.2023) ზ) „საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ჩატარების წესისა და პროცედურების დადგენის შესახებ“;  შემოწმების მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 23.06.2023) 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 15.12.2021-მდე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოსცეს ბრძანება „თავდაცვის სფეროში შემავალი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერისთვის მინიმალური სტანდარტების დადგენის შესახებ“.  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 23.06.2023) 6. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 15.12.2021-მდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემის შექმნა.  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 23.06.2023) 4. საქართველოს კანონი ,,ამნისტიის შესახებ“ N1484-VIIIმს-Xმპ მუხლი 14 საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში 20.05.2022-მდე „უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირისგათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის №682 ბრძანებაში 17 ცვლილების შეტანით უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის გავლის სპეციალური წესის შემუშავება იმ მსჯავრდებულისთვის, რომელსაც ამ კანონის საფუძველზე დაკმაყოფილებულად ჩაეთვალა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდის მოთხოვნა.  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 23.06.2023) 5. „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1660-VIIIმს-Xმპ, 21.06.2022 მუხლი 2. იურიდიული დახმარების საბჭომ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში 01.08.2022-მდე დაამტკიცოს ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 26 პუნქტით განსაზღვრული პირის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დადგენის კრიტერიუმები.  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 23.06.2023) 6. საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №2204-IXმს-Xმპ, 30.11.2022 წ. მუხლი 2 4. საქართველოს მთავრობამ ამ მუხლის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 15.03.2023-მდე უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროსთვის შესაბამისი ქონებისა და დოკუმენტაციის გადაცემისთვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს, დაადგინოს ამ ვალდებულების შესასრულებლად საჭირო წესი.  მიმდინარეობს მუშაობა. (კომიტეტის ინფორმაცია 23.06.2023) 7. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ №2484-Xრს-Xმპ, 01.12.2022 წ. მუხლი 2. მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა 2023 წლის 1 აპრილამდე დაადგინონ ამ კანონით გათვალისწინებული საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული წესი.  ნაწილობრივ შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 23.06.2023) 18 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N6364-11ს, 23.06.2020 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 1.01.2021-მდე: ბ) მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა უზრუნველყონ სათანადო დადგენილებების მიღება.  მიმდინარეობს მუშაობა. (მუნიციპალიტეტებს დაევალათ მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად წესების შემუშავება, შეიქმნა და სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს საგზაოსატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული პლატფორმა, რომლის სრულფასოვნად დანერგვის შემდგომ იგი უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ლოკაციების GPS კოორდინატების ავტომატურ ფიქსაციასა და რუკაზე შესაბამის ინდიკაციას, ამ ეტაპზე შავი წერტილების იდენტიფიცირება და მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელი გახდება აღნიშნული ფორმატის სრულად ამოქმედების შემდგომ. კომიტეტის ინფორმაცია, 19.06.2023) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ N7177-Iს, 29.09.2020 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: ბ) 2021 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს: ბ.ა) სამთო-მომპოვებელ სფეროში სამუშაო დროის რეგულირების წესის დამტკიცება;  მოცემულ საკითხზე მუშაობა აღარ მიმდინარეობს, რადგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სოციალური პარტნიორები, მათ შორის დასაქმებულთა წარმომადგენლები არ ითხოვენ ამ აქტის მიღებას. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 26 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №597 დადგენილებითდამტკიცდა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონედარგების ჩამონათვალი (სადაც განსაზღვრულია კვირაში 48 საათიანი სამუშაო დროისზედა ზღვარი), რომელშიც აღარ შევიდა სამთო-მომპოვებელი სფერო (მანამდე იგი შედიოდა ამ ჩამონათვალში), შესაბამისად სამთო-მომპოვებელ სფეროში ყოველკვირეული სამუშაო დროის ზედა 19 ზღვარია 40 საათი. ამიტომ, ამ აქტის გამოცემა აღარაა აქტუალური სამინისტროსთვის. (კომიტეტის ინფორმაცია 18.05.2023) 2. საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” N4283-IIს, 19.02.2019 მუხლი 25. 1. საქართველოს მთავრობამ: გ) 2021 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს: გ.ა) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა. (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი შემუშავების პროცესშია. კომიტეტის ინფორმაცია, 13.06.2023) გ.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა. (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავების პროცესშია. კომიტეტის ინფორმაცია, 13.06.2023) გ.გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური აგენტით (ვიბრაციით) გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დასაქმებულების დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა. (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავების პროცესშია. კომიტეტის ინფორმაცია, 13.06.2023) დ) 2022 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს: დ.ა) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამუშაო ადგილზე აზბესტის ზემოქმედებასთან დაკავშირებული რისკებისაგან დასაქმებულთა დაცვის შესახებ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა. (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავების პროცესშია. კომიტეტის ინფორმაცია, 13.06.2023) დ.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური აგენტით (ხელოვნური ოპტიკური რადიაციით) 20 გამოწვეული პოტენციური რისკის წინაშე დასაქმებულების დაყენებასთან დაკავშირებით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა. (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავების პროცესშია. კომიტეტის ინფორმაცია, 13.06.2023) დ.გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფეთქებადი ატმოსფეროს გამო პოტენციური რისკის ქვეშ მყოფ დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესების მიზნით დასადგენი მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა. (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავების პროცესშია. კომიტეტის ინფორმაცია, 13.06.2023) 3. საქართველოს კანონი ,,დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ N6819-რს, 14.07.2020 მუხლი 58. კანონის ამოქმედებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები 2021 წლის 1 სექტემბრამდე ამ კანონის 48-ე−53-ე მუხლებით გათვალისწინებულმა სახელმწიფო უწყებებმა უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  ნაწილობრივ შესრულებულია (მიღებულია „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნების ეფექტიანად განხორციელების მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო მექანიზმის – კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 7 სექტემბრის №1596 განკარგულება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვალდებულებების ფარგლებში შემუშავებულია განათლების სფეროში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის განვითარების 2021-2025 წლების სტრატეგიის სამუშაო ვერსია. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ზემოაღნიშნული სტრატეგიის პროექტის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებისათვის საჭირო პროცედურების წარმოება. ხოლო სხვა შესაბამისი უწყებების მიერ ამ კანონის 58-ე მუხლით განსაზღვრული დავალებები შესრულებულია. კომიტეტის ინფორმაცია, 13.06.2023) 21
დანართი
დანართი N2 საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 2023 წლის 21 მარტიდან - 2023 წლის 23 ივნისამდე დროის მონაკვეთში, ან შესრულების ვადის გასვლის შემდეგ. აგრარულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ №2434-IXმს-Xმპ; 16.12.2022 მუხლი 2. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2023 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს მოქმედი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონის სათანადო ნორმებთან შესაბამისობა“.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 19.04.2023) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ (ცვლილებაN361-IVმს- Xმპ; 16.03.2021) მუხლი 64 5. დაევალოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 2021 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ ბენეფიციართათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24- საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 20.06.2023) 2. საქართველოს კანონი „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №1917-IXმს-Xმპ, 18.10.2022 1 მუხლი 2. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ ამ კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში 23.12.2022-მდე უზრუნველყოს ადვოკატთა განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის, სწავლების აუცილებელ კომპონენტად გათვალისწინება. შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 25.05.2023) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საქართველოს კანონი „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1356-VIIIმს-Xმპ, 1.02.2022 მუხლი 1. 1. მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: 11. საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს: ა) საზღვაო წყლებში აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონა/ზონები;  საქართველოს მთავრობის განკარგულება N639, 03.04.2023 საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ №2245 IXმს-Xმპ, 30.11.2022 მუხლი 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2023 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცოს „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტების (მათ შორის, საჯარიმო ქვითრისა და სააღსრულებო ფურცლის) ფორმები, მათი შევსების, ჩაბარების, წარდგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-430, 06.06.2023 2 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საქართველოს კანონი ,,შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ 21.05.2020 N5900-სს, მუხლი 19. 2. 2022 წლის 1 იანვრამდე სამინისტრომ უზრუნველყოს შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცება.  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/205, 23.05.2023 საქართველოს კანონი ,,ენერგოეტიკეტირების შესახებ“ (ცვლილება N47-11რს- Xმპ 30.12.2020) მუხლი 11. 3. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოს სამინისტროს მიერ შემუშავებული შემდეგი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცება: კ) საყოფაცხოვრებო მოხმარების სამზარეულო ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  ღუმლისა და გამწოვის საქართველოს მთავრობის დადგენილება №162; 26.04.2023 მ) წყლის გამათბობლის, ცხელი წყლის ავზის, წყლის გამაცხელებლისა და მზის პანელის კომპლექტების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  საქართველოს მთავრობის დადგენილება №163; 26.04.2023 ნ) გამათბობლის, გამათბობლის კომპლექტების, ტემპერატურის კონტროლის მზის პანელებისა და გამათბობლის კომბინირებული კომპლექტების, ტემპერატურის კონტროლისა და მზის პანელების ენერგოეტიკეტირების წესის თაობაზე;  საქართველოს მთავრობის დადგენილება №164; 26.04.2023 საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №2664-XIმს-Xმპ, 23.03.2023 მუხლი 2. 3 საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში სათანადო ცვლილებების განხორციელება, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ამ კანონთან შესაბამისობა ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 15 დღისა 20.04.2023-მდე.  სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებები: №40, 13.04.2023; №41, 13.04.2023; №42, 13.04.2023;  შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყო სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ამ კანონთან შესაბამისობა. (კომიტეტის ინფორმაცია 01.05.2023) საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №2629-XIმს-Xმპ, 22.02.2023 მუხლი 2. 2023 წლის 1 ივლისამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის მიზნით უზრუნველყოს აღნიშნულ აქტებში ცვლილებების შეტანა.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 01.05.2023) იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №1715-IXმს-Xმპ, 06.09.2022 წ. მუხლი 2 4. სამინისტრომ ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში 01.02.2023-მდე შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც ამ მუხლის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოფს სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოსთვის გადასაცემი აქტივებისა და სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული სააგენტოსთვის გადაცემას. ამ კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 23.06.2023) 4 მუხლი 3 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 16.03.2023-მდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 25.04.2023) საქართველოს კანონი „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №1716-IXმს-Xმპ, 06.09.2022 წ. მუხლი 2. 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტომ (შემდგომ − სააგენტო) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 01.04.2023-მდე უზრუნველყოს მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და დამტკიცება.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 25.04.2023) საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ“ N875-Vრს-Xმპ, 2.08.2021 მუხლი 254. 3. 2021 წლის 1 ნოემბრამდე: დ) აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის სფეროში უფლებამოსილმა შესაბამისმა მინისტრმა უზრუნველყოს იმ საწარმოს დაშლის წესის დამტკიცება, რომლის აქციების ან წილის 50 პროცენტზე მეტს ფლობს აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 17.03.2023) საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ N887-Vრს-Xმპ, 2.08.2021 მუხლი 2 2. 2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უზრუნველყოს იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაშლის წესის დამტკიცება, რომლის დამფუძნებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 23.06.2023) 5 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ №2138-IXმს-Xმპ, 30.11.2022. მუხლი 2. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა 2023 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 702 მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული წესი.  საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება: №125, 05.04.2023 საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე № 2120-IXმს-Xმპ, 29.11.2022. მუხლი 2 1. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში 15.03.2023-მდე უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 19.06.2023) 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში 15.03.2023-მდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 201 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ტექნიკურ-ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 19.06.2023) საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №2288-IXმს-Xმპ, 01.12.2022. მუხლი 2 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და 6 აუდიტის ზედამხედველობის სამსახური ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის 131 მუხლით განსაზღვრულ სამართლებრივ აქტებს გამოსცემს ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა 13. 03. 2023-მდე.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 19.06.2023) საქართველოს კანონი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №1800-IXმს-Xმპ, 09.09.2022. მუხლი 2 8. საგადახდო მომსახურების პროვაიდერი ვალდებულია არაუგვიანეს 2023 წლის 1 აპრილისა უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გადამხდელის ანგარიშის საგადახდო დავალების შესრულების დღის თარიღით დადებეტებასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულება.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 19.06.2023) 17. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა არაუგვიანეს 2023 წლის 1 მაისისა უზრუნველყოს სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 19.06.2023) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” № 4283-IIს, 19.02.2019 მუხლი 25. 1. საქართველოს მთავრობამ: დ) 2022 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს: დ.დ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტვირთის ხელით აწევისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მიღება;  საქართველოს მთავრობის დადგენილება №167, 01.05.2023 7