„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი განხილვაშია
ინიცირების თარიღი
29.06.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტანგი მეგრელიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ვახტანგი მეგრელიშვილი, ალექსანდრე რაქვიაშვილი
ნომერი
#07-3/343/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცლვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 26 მარტის №2844–Iს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 12.04.2010, მუხ. 100) 1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,საქართველოს კანონი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ.’’ 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას. 3. მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’და ,,ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად : ,,ბ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობა- ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლებამოვალეობებს, პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში; ვ) განსაკუთრებული ღონისძიება – ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს დისკრიმინაციული შედეგების გამოსწორებას და მიმართულია პირთა წრისადმი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას.’’ 4. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,თავი II. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის გარანტიები ’’ 5. მე-4 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად : ,, მუხლი 4. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის გარანტიები ‘’ 6. მე-4 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად : ,,2. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის მიზნით, დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფილია: ‘’ 7. მე-4 მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნას. 8. მე-5 მუხლი ამოღებულ იქნას. 9. მე-6 მუხლი ამოღებულ იქნას. 10. მე-7 მუხლი ამოღებულ იქნას. 11. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნას. 12. მე-9 1 მუხლი ამოღებულ იქნას. 13. მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,მუხლი 10. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა საოჯახო ურთიერთობებში. ‘’ 14. მე-3 თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად : ,,თავი III. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვაზე ზედამხევდელობა’’ 15. მუხლი 12-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად : ,,მუხლი 12. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა 16. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,, 1. საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და ამტკიცებს შესაბამის სტრატეგიას, აკონტროლებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას. 2. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნის წესი, მისი შემადგენლობა, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესითა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს დებულებით. 6. საქართველოს მთავრობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება უწყებათაშორისი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 17. მე-121 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად : ,, მუხლი 121. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების მიერ’’ 17. მე-12 1 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,2. 2. ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობების თანახმად შესაბამის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქალისა და მამაკაცის საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნიან ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან ურთიერთობა განისაზღვრება შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტითა და ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. 18. მე-13 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,,მუხლი 13. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტების მიერ ‘’ 19. მე-13 მუხლის 11 და 12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: ,, 11. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის მუნიციპალურ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალური ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი საკრებულო. 12. მუნიციპალიტეტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების შესწავლის, განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვის და ღონისძიებების კოორდინაციის მიზნით მუნიციპალიტეტის მერი განსაზღვრავს შესაბამის მერიაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს.’’ 20. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად : მუხლი 14. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებები ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვასთან დაკავშირებით 1. საქართველოს სახალხო დამცველი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის მონიტორინგს და რეაგირებას ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დარღვევაზე. 2. საქართველოს სახალხო დამცველი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს მისთვის „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართვეოს კანონის პროექტზე ,,გენდერული თანასწორობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ : ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი : ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი : ჩვენი კანონპროექტის მიზანია, საქართველოს საკანონმდებლო სივრციდან გაქრეს ტერმინი გენდერი. ჩვენ გვჯერა რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, რომლის განსხვავება ბიოლოგიურად არის დეტერმინირებული, ქრომოსომების მეშვეობით. ტერმინი გენდერი კი, ამის საწინააღმდეგოდ, იმგვარია, რომ მისი ნებისმიერი გამოყენება ბუნდოვანებას აჩენს კანონმდებლობაში. ეს, პირველ რიგში, განპირობებული იმით, რომ არ არსებობს გენდერის მესამე პირის მიერ დადგენადი განმასხვავებელი დამახასიათებლები. შეუძლებელია, რომ მესამე პირმა დაადგინოს, თუ რა „იდენტობის“ მატარებელია ის ადამიანი, ვინც სამყაროს „იდენტობის“ პრიზმით უყურებს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ამ ტერმინს მოიცვას, არის ბუნდოვანი და პრაქტიკაში მისი აღსრულება შეუძლებელია. ამასთან ერთად, არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, თუ რა დამაზიანებელი შეიძლება იყოს ამ გარემოებების იგნორირება და „იდენტობის“ პოლიტიკის პრაქტიკაში რეალიზების მცდელობები. ასე, ამერიკაში სპორტის რიგ სახეობაში, ნებართვა მიეცა კაცებს მიიღონ მონაწილეობა ქალების ტურნირებში მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ისინი საკუთარ თავს „ქალებად აიდენტიფიცირებდნენ“. შედეგად, ცურვაში და კიდევ რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში, ქალად გამოცხადებული კაცების დომინირება დაფიქსირდა, რას ამ დისციპლინების პროფანაცია და განადგურება მოსდევს. მხოლოდ იმიტომ, რომ თავდაპირველად ამ იდენტობის პოლიტიკის ჩვენ კანონმდებლობაში შემოღება სათანადო კრიტიკული დისკუსიის გარეშე განხორციელდა, ჩვენი დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო დაფუძნებული არის იმ რწმენაზე, რომ ადამიანს შეუძლია ,,თვითიდენტიფიცირება’’ როგორც ნებისმიერი სქესის თუ არსების წარმომადგენელი, იქნება ეს მამრობითი, მდედრობითი სქესი თუ სხვა ,,სქესის’’ ან სახეობის ნებისმიერი რიგი, ბიოლოგიის გათვალისწინების გარეშე. კერძოდ, გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში ტერმინი გენდერი განმარტებულია როგორც – „სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე“ ანუ შეიძლება ითქვა, რომ ვერავინ გაიგებს რამეს, თუ რა არის გენდერი ან თუ როგორ შეიძლება მისი იდენტიფიკაცია, გარდა იმისა, რომ სიტყვაზე ენდო იმ ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს ამა თუ იმ სქესს ან არსებას აიდიტინფიცირებს. ასთან ერთად, კანონმდებლობაში ვხედავთ „გენდერული თანასწორობის“ სრულიად გამაოგნებელ განმარტებას, როგორც ,, ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.’’ სხვა სიტყვებით, გენდერი სქესთან არის გათანაბრებული, რაც ერთი მხრივ, არ არის შესაბამისობაში ამ ტერმინის საყოველთაოდ მიღებული განმარტებასთან. მეორე მხრივ კი, თუ გენდერი და სქესი ერთი და იგივეა, მითუმეტეს არ არსებობს საფუძველი, თუ რატომ უნდა იყოს ტერმინი „გენდერი“ ჩვენ კანონმდებლობაში გამოყენებული. დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის პირველი მუხლით დაცულია გენდერული იდენტობა და გამოხატვა. გენდერული იდენტობაში იგულისხმება ის თუ, როგორ აიდენტიფიცირებს ბიოლოგიურად მდედრობითი და მამრობითი ადამიანი თავს. ქალი შეიძლება იყოს ბიოლოგიურად მამაკაცი და პირიქით. ამ კანონმდებლობით ჩვენ ვაღიარებთ რომ ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება განსხვავდებოდეს იმ სქესისგან, რომელიც მას დაბადებისას მიენიჭა. თუმცა აღსანიშნავია, რომ „გენდერული იდენტობა“ თანამედროვე განმარტებით შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე ათეულ „იდენტობას“ და არა მხოლოდ „ქალს“ და „კაცს“. შეიძლება, ამგვარი არეულობა იმით არის განპირობებული, რომ ჩვენს საზოგადოებაში ტერმინი ,,სქესი’’ და ,,გენდერი’’ ხშირად ურთიერთშემნაცვლებელი ტერმინებია, რის გამოც ადამიანების დიდი ნაწილისთვის გენდერი გაიგივებულია ბიოლოგიურად მამრობით და მდედრობით სქესთან. ეს გარემოება კი სათანადო თემებსა თუ პრობლემებზე საზოგადოებრივი დისკუსიის სიმწირით შეიძლება აიხსნას. ფაქტობრივად, აღნიშნული კანონმდებლობა ვითომ „კარგი დასავლური პრაქტიკის“ კოპირების მიზნით, ჩვენი მოსახლეობისთვის გაუგებარი და ბევრ შემთხვევაში სამართლიანად მიუღებელი წესრიგის ძალით დანერგვის მცდელობა. ეს კი ამ ნორმების ბუნდოვანებასთან და პრაქტიკაში აღსრულების შეუძლებლობასთან ერთად, ადამიანებს შორის კონფლიქტების ზრდასა და გაძლიერებას უწყობს ხელს. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმისათვის რომ ტერმინი გენდერი ამოღებულ იქნას საკანონმდებლო ბაზიდან საჭიროა ცვლილება მოხდეს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში და მასთან ერთად ყველა იმ კანონში სადაც ,,გენდერი’’ არის ნახსენები. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონმდებლობა სრულ ჰარმონიაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც აღიარებს მხოლოდ ორ სქესს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის ძირითადი არსია, საკანონმდებლო ჩარჩოდან გაქრეს ტერმინი ,,გენდერი’’, გენდერული იდენტობა არ არსებობს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულსამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიცირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტით გათვალისწინებული კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საჭიროების შემთხვევაში დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლის ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: იმ შემთხვევაში თუ საბჭოს სახელის ცვლილება გამოიწვევს ადმინისტრაციულ ხარჯებს, დაფინანსება მოხდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: ასეთი არ არსებობს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი დადებით გავლენას ახდენს ,,გენდერული’’ თანასწორობის მდგომარეობაზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გენდერული თანასწორობა ზუსტად იმ შინაარსით განიმარტება, რასაც ქალისა და მამაკაცის თანასწორობა ჰქვია, შესაბამისად, ცვლილება სრულად მოდის თანხვედრაში დღეს არსებული საკანონმდებლო ბაზის შინაარსთან. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა)სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტანგი მეგრელიშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ჰერმან საბო, ალექსანდრე რაქვიაშვილი, ვახტანგი მეგრელიშვილი