„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ"
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- საქართველოს ორგანული კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/343/10, 29/06/2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი; ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი; „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი (07-3/343/10, 29/06/2023) გამომდინარე „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054)
1. 75-ე მუხლის, მე-2 პუნქტის ,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,ა) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო.’’
2. 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,მუხლი 76. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო
1. პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და
სხვა
საკანონმდებლო
და
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტების
შესაბამისად
განსაზღვრავს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის
ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და ამტკიცებს
შესაბამის სტრატეგიას, აკონტროლებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე
პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას.
2. პარლამენტში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებზე სისტემური და
კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შექმნილია ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო.
3.
საბჭოს
წევრთა
რაოდენობას და
შემადგენლობას
ამტკიცებს
პარლამენტის
თავმჯდომარე. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს პარლამენტის თავმჯდომარე
საპარლამენტო ფრაქციებთან წინასწარი კონსულტაციების საფუძველზე.
4. საბჭოს დებულების პროექტს შეიმუშავებს და პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს
საბჭო. საბჭოს დებულებას ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. საბჭოს დებულებით
გათვალისწინებული უნდა იქნეს საბჭოს შემდეგი უფლებამოსილებები:
ა)
განახორციელოს
საქართველოს
კანონმდებლობის
ანალიზი
და
შეიმუშაოს
წინადადებები კანონმდებლობაში არსებული ქალისა და მამაკაცის უთანასწორობის
აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;
ბ) უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო აქტების
პროექტების ექსპერტიზა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით;
ბ1)
შეიმუშაოს
წინადადებები
ქალისა
და
მამაკაცის
რეალური
თანასწორობის
დამკვიდრებისა და ფაქტობრივი უთანასწორობის აღმოფხვრისთვის და უზრუნველყოს
შესაბამის დაწესებულებებთან ადვოკატირება;
გ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;
დ) შეიმუშაოს და დანერგოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფისათვის
განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, შეიმუშაოს
შესაბამისი რეკომენდაციები;
ე) გამოითხოვოს და მიიღოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხის შესწავლასთან
დაკავშირებული
ნებისმიერი
ინფორმაცია
და
დოკუმენტაცია,
დოკუმენტებისა,
რომელთა
კონფიდენციალურობაც
დაცულია
გარდა
ისეთი
საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) განიხილოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი
განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში
მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
ზ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას
მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაციების
წარმომადგენლები ან/და ექსპერტები;
თ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა
უფლებამოსილებები.
5. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო წელიწადში
ერთხელ პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს საქართველოში ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, ამზადებს ანგარიშებს ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების
შესრულების
მდგომარეობის
თაობაზე.
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო უფლებამოსილია პარლამენტის თავმჯდომარის
შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის
საკითხებთან
საერთაშორისო
დაკავშირებით
წარმოადგინოს
პარლამენტი
ურთიერთობებში.
6. ქალისა და მამაკაცის
თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს
თავმჯდომარეობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით – საბჭოს ერთ-ერთი
წევრი.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
,,საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ’’
ა) ზოგადი ინფორმაცია პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტი:
ჩვენი კანონპროექტის მიზანია, საქართველოს საკანონმდებლო სივრციდან გაქრეს
ტერმინი გენდერი. ჩვენ გვჯერა რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, რომლის
განსხვავება ბიოლოგიურად არის დეტერმინირებული, ქრომოსომების მეშვეობით.
ტერმინი გენდერი კი, ამის საწინააღმდეგოდ, იმგვარია, რომ მისი ნებისმიერი
გამოყენება ბუნდოვანებას აჩენს კანონმდებლობაში. ეს, პირველ რიგში,
განპირობებული იმით, რომ არ არსებობს გენდერის მესამე პირის მიერ დადგენადი
განმასხვავებელი დამახასიათებლები. შეუძლებელია, რომ მესამე პირმა
დაადგინოს, თუ რა „იდენტობის“ მატარებელია ის ადამიანი, ვინც სამყაროს
„იდენტობის“
პრიზმით
უყურებს.
აქედან
გამომდინარე,
ნებისმიერი
კანონმდებლობა, რომელიც ამ ტერმინს მოიცვას, არის ბუნდოვანი და პრაქტიკაში
მისი აღსრულება შეუძლებელია.
ამასთან ერთად, არსებობს უამრავი მაგალითი იმისა, თუ რა დამაზიანებელი
შეიძლება იყოს ამ გარემოებების იგნორირება და „იდენტობის“ პოლიტიკის
პრაქტიკაში რეალიზების მცდელობები.
ასე, ამერიკაში სპორტის რიგ სახეობაში, ნებართვა მიეცა კაცებს მიიღონ
მონაწილეობა ქალების ტურნირებში მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ისინი
საკუთარ თავს „ქალებად აიდენტიფიცირებდნენ“. შედეგად, ცურვაში და კიდევ
რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში, ქალად გამოცხადებული კაცების
დომინირება დაფიქსირდა, რას ამ დისციპლინების პროფანაცია და განადგურება
მოსდევს.
მხოლოდ იმიტომ, რომ თავდაპირველად ამ იდენტობის პოლიტიკის ჩვენ
კანონმდებლობაში შემოღება სათანადო კრიტიკული დისკუსიის გარეშე
განხორციელდა, ჩვენი დღევანდელი საკანონმდებლო ჩარჩო დაფუძნებული არის
იმ რწმენაზე, რომ ადამიანს შეუძლია ,,თვითიდენტიფიცირება’’ როგორც
ნებისმიერი სქესის თუ არსების წარმომადგენელი, იქნება ეს მამრობითი,
1
მდედრობითი სქესი თუ სხვა ,,სქესის’’ ან სახეობის ნებისმიერი რიგი, ბიოლოგიის
გათვალისწინების გარეშე.
კერძოდ, გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში ტერმინი გენდერი
განმარტებულია როგორც – „სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი,
რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და
გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე“
ანუ შეიძლება ითქვა, რომ ვერავინ გაიგებს რამეს, თუ რა არის გენდერი ან თუ
როგორ შეიძლება მისი იდენტიფიკაცია, გარდა იმისა, რომ სიტყვაზე ენდო იმ
ადამიანს, რომელიც საკუთარ თავს ამა თუ იმ სქესს ან არსებას აიდიტინფიცირებს.
ასთან ერთად, კანონმდებლობაში ვხედავთ „გენდერული თანასწორობის“
სრულიად გამაოგნებელ განმარტებას, როგორც ,, ადამიანის უფლებათა ნაწილი,
რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს,
პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და
საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.’’ სხვა სიტყვებით, გენდერი სქესთან
არის გათანაბრებული, რაც ერთი მხრივ, არ არის შესაბამისობაში ამ ტერმინის
საყოველთაოდ მიღებული განმარტებასთან. მეორე მხრივ კი, თუ გენდერი და სქესი
ერთი და იგივეა, მითუმეტეს არ არსებობს საფუძველი, თუ რატომ უნდა იყოს
ტერმინი „გენდერი“ ჩვენ კანონმდებლობაში გამოყენებული.
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის პირველი მუხლით
დაცულია გენდერული იდენტობა და გამოხატვა.
გენდერული იდენტობაში იგულისხმება ის თუ, როგორ აიდენტიფიცირებს
ბიოლოგიურად მდედრობითი და მამრობითი ადამიანი თავს. ქალი შეიძლება იყოს
ბიოლოგიურად მამაკაცი და პირიქით. ამ კანონმდებლობით ჩვენ ვაღიარებთ რომ
ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება განსხვავდებოდეს იმ სქესისგან,
რომელიც მას დაბადებისას მიენიჭა. თუმცა აღსანიშნავია, რომ „გენდერული
იდენტობა“ თანამედროვე განმარტებით შეიძლება მოიცავდეს რამდენიმე ათეულ
„იდენტობას“ და არა მხოლოდ „ქალს“ და „კაცს“.
შეიძლება, ამგვარი არეულობა იმით არის განპირობებული, რომ ჩვენს
საზოგადოებაში
ტერმინი
,,სქესი’’
და
,,გენდერი’’
ხშირად
ურთიერთშემნაცვლებელი ტერმინებია, რის გამოც ადამიანების დიდი
ნაწილისთვის გენდერი გაიგივებულია ბიოლოგიურად მამრობით და მდედრობით
სქესთან. ეს გარემოება კი სათანადო თემებსა თუ პრობლემებზე საზოგადოებრივი
დისკუსიის სიმწირით შეიძლება აიხსნას. ფაქტობრივად, აღნიშნული
კანონმდებლობა ვითომ „კარგი დასავლური პრაქტიკის“ კოპირების მიზნით, ჩვენი
მოსახლეობისთვის გაუგებარი და ბევრ შემთხვევაში სამართლიანად მიუღებელი
წესრიგის ძალით დანერგვის მცდელობა. ეს კი ამ ნორმების ბუნდოვანებასთან და
პრაქტიკაში აღსრულების შეუძლებლობასთან ერთად, ადამიანებს შორის
კონფლიქტების ზრდასა და გაძლიერებას უწყობს ხელს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მიღების აუცილებლობა:
2
იმისათვის რომ ტერმინი გენდერი ამოღებულ იქნას საკანონმდებლო ბაზიდან საჭიროა
ცვლილება მოხდეს გენდერული თანასწორობის შესახებ კანონში და მასთან ერთად ყველა
იმ კანონში სადაც ,,გენდერი’’ არის ნახსენები.
ა.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონმდებლობა სრულ ჰარმონიაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც
აღიარებს მხოლოდ ორ სქესს.
ა.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის ცვლილების ძირითადი არსია, საკანონმდებლო ჩარჩოდან გაქრეს ტერმინი
,,გენდერი’’, გენდერული იდენტობა არ არსებობს.
ა.დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და
შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილი პროექტის მიმართ.
ა.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის
პრინციპი, ხოლო პარლამენტის რეგლამენტის პროექტისთვის უკუძალის მინიჭების
შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ნორმები ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი, მისი მიზნიდან და შინაარსიდან გამომდინარე, არ
ითხოვს ამოქმედების უფრო გვიანდელი ვადის დადგენას. პარლამენტის რეგალმენტის
პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვას):
რეგლამენტის დაჩქარებული წესით მიღება არ არის მოთხოვნილი
ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
საშუალოვადიან პერიოდში (პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ამოქმედების
წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი
ხარჯების დაფინანსების წყარო:
საჭიროების შემთხვევაში დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
პარლამენტის რეგალმენტის პროექტის
მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და
3
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
იმ შემთხვევაში თუ საბჭოს სახელის ცვლილება გამოიწვევს ადმინისტრაციულ ხარჯებს,
დაფინანსება მოხდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ 4 მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
პარლამენტის რეგალმენტის პროექტის არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი
ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების
მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია პარლამენტის რეგლამენტის პროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ასეთი არ არსებობს
ბ.ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა
სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან
სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის
შეფასება:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე
მოსალოდენლი ზეგავლენის შეფასება:
პარლამენტის
პროექტის
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი დადებით გავლენას
ახდენს ,,გენდერული’’
თანასწორობის მდგომარეობაზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გენდერული
თანასწორობა
ზუსტად იმ შინაარსით განიმარტება, რასაც ქალისა და მამაკაცის
თანასწორობა ჰქვია, შესაბამისად, ცვლილება სრულად მოდის თანხვედრაში დღეს
არსებული საკანონმდებლო ბაზის შინაარსთან.
გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
4
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მიმართება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. პარლამენტის რეგლამენტის პროექტის
მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული
კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო პარლამენტის რეგლამენტის
პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება პარლამენტის
რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე
რაქვიაშვილი , ჰერმან საბო.
ვ) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ალექსანდრე
რაქვიაშვილი , ჰერმან საბო.
5