„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/306/10, 05.07.2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 22) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. კანონის მიზანი
ეს კანონი აწესრიგებს სასაქონლო, მომსახურების, კოლექტიური და სასერტიფიკაციო
ნიშნების რეგისტრაციასა და დაცვასთან, აგრეთვე მათ გამოყენებასთან დაკავშირებულ
ურთიერთობებს.“.
2. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) კონვენცია საერთაშორისო გამოფენების შესახებ – საერთაშორისო გამოფენების
შესახებ კონვენცია ხელმოწერილი პარიზში 1928 წლის 22 ნოემბერს (გადასინჯული 1972
წლის 30 ნოემბერს);“.
3. მე-3 – მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. სასაქონლო ნიშანი
1. სასაქონლო ნიშანი არის ნებისმიერი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც
შეტანილია სასაქონლო ნიშნების რეესტრში, ნათლად და მკაფიოდ არის
ჩამოყალიბებული და შესწევს უნარი განასხვავოს ერთი საწარმოს საქონელი ან/და
მომსახურება მეორე საწარმოს საქონლისა ან/და მომსახურებისაგან (შემდგომში –
საქონელი).
2. სიმბოლო შეიძლება იყოს: სიტყვა ან სიტყვები, აგრეთვე, სახელი; ასოები; ციფრები;
ბგერების გამოსახულება; ფერები; საქონლის ან მისი შეფუთვის ფორმა.
3. სასაქონლო ნიშანი დაცულია „საქპატენტში“ მისი რეგისტრაციის ან საერთაშორისო
შეთანხმების საფუძველზე.
4. საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნები დაცულია რეგისტრაციის
გარეშე, პარიზის კონვენციის მე-6bis მუხლის შესაბამისად.
მუხლი 4. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები
1. სასაქონლო ნიშნად არ რეგისტრირდება სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა,
რომელიც:
ა) არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს;
ბ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ;
გ) აღწერილობითია იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც მოითხოვება მისი
რეგისტრაცია, შედგება საქონლის მხოლოდ სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების,
ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის,
დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებისაგან ან/და მიჩნეულია ასეთად;
დ) საყოველთაოდ გამოიყენება, როგორც გარკვეული სახის საქონლის გვარეობითი ცნება
ან წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვაში იმ საქონლისათვის დამახასიათებელ
საყოველთაოდ დამკვიდრებულ ტერმინს ან სიმბოლოს, რომლის რეგისტრაციაც
მოითხოვება;
ე) ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს;
ვ) შესაძლებელს ხდის მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს საქონლის თვისების,
ხარისხის, გეოგრაფიული წარმოშობის ან/და საქონლის სხვა მახასიათებლების შესახებ;
ზ) მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა ისეთ სიმბოლოს, რომელიც არ
ექვემდებარება რეგისტრაციას პარიზის კონვენციის 6ter მუხლის საფუძველზე და არ
არსებობს შესაბამისი კომპეტენტური უწყების ნებართვა ან მთლიანად ან რომელიმე
ნაწილით
ემთხვევა
საქართველოს
ან
მისი
ტერიტორიული
ერთეულის
არსებულ/ისტორიულ დასახელებას და არ არსებობს საქართველოს კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანხმობა.
თ) მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა გერბს, ემბლემას, სახელწოდებას ან იმ
ორგანიზაციის ნიშანს, რომელიც არ არის დაცული პარიზის კონვენციის 6ter მუხლით,
მაგრამ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს საჯარო ინტერესი ამ ორგანიზაციის
ნიშნის დაცვის მიმართ და არ არსებობს ამ ნიშნის მფლობელის ან/და სხვა კომპეტენტური
უწყების თანხმობა მისი გამოყენების შესახებ;
ი) შეიცავს ან რომელიმე შემადგენელი ნაწილით ემთხვევა მცენარის ახალი ჯიშის
დასახელებას, რომელიც საქართველოს ან საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე
დაცულია საქართველოში, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოითხოვება იგივე ან
მსგავსი მცენარის ჯიშისათვის;
კ) შედგება მხოლოდ საქონლის ფორმის ან სხვა მახასიათებლისგან, რომელიც:
კ.ა) განპირობებულია საქონლის თვისებებით;
კ.ბ) აუცილებელია ტექნიკური შედეგის მისაღწევად;
კ.გ) სძენს საქონელს არსებით ღირებულებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები არ გამოიყენება, თუ
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანამდე,
სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენების შედეგად, ეს ნიშანი განმასხვავებელ სიმბოლოდ
დამკვიდრდა განაცხადში მითითებული საქონლის მიმართ.
მუხლი 5. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები
1. სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი:
ა) იდენტური საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის
მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია;
ბ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე
სასაქონლო ნიშნის იდენტურია, ხოლო საქონელი – იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ
სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა;
გ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე
სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ
ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის
შესაძლებლობა;
დ) საქართველოში დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის
დასახელების იდენტურია, მსგავსია, შეიცავს მას ან ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის,
ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა, და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია
მოითხოვება იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის, ან/და ასეთი სასაქონლო ნიშნით
სარგებლობით მოხდება დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის ან ადგილწარმოშობის
დასახელების რეპუტაციის გამოყენება;
ე) საქართველოში დაცული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სამრეწველო
ნიმუშის იდენტურია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას
ითხოვს ამ სამრეწველო ნიმუშზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი;
ვ) შეიცავს რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში ცნობილი პირის
სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს ან პორტრეტს და მათ გამოყენებაზე არ არსებობს ამ
პირის ან მისი მემკვიდრის თანხმობა, ხოლო თუ ისინი საქართველოს ისტორიისა და
კულტურის კუთვნილებაა – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს თანხმობის გარეშე;
ზ) შეიცავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან მუზეუმის სრულ ან
შემოკლებულ დასახელებას ან გამოსახულებას – საქართველოს კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდობის სამინისტროს თანხმობის გარეშე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტები არ გამოიყენება, თუ
სასაქონლო ნიშნის განმცხადებელი წარადგენს უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე
რეგისტრირებული ნიშნ(ებ)ის და/ან დიზაინ(ებ)ის მფლობელის წერილობით თანხმობას
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.“.
4. მე-6 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) იდენტური ან მსგავსია და რომელსაც საქართველოში აქვს რეპუტაცია, მიუხედავად
საქონლის და/ან მომსახურების იდენტურობის ან მსგავსებისა, თუ ამ ნიშნის გამოყენება
მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს, ან ზიანს აყენებს დაცული
სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან განმასხვავებელუნარიანობას.“;
ბ) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) სასაქონლო ნიშნის გამოყენება საფირმო სახელწოდებად ან მის ნაწილად.“;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება:
ა) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა საქონლის შეფუთვაზე,
ეტიკეტზე, იარლიყზე ან ნებისმიერ საშუალებაზე, რომელზეც შესაძლებელია სასაქონლო
ნიშნის დატანა;
ბ) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის,
შეფუთვის, ეტიკეტის, იარლიყის ან სხვა მსგავსი საშუალების, რომელზეც დატანილია
ასეთი ნიშანი, გასაყიდად შეთავაზება, სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, გასაღება,
გასაღებისათვის მომზადება ან დასაწყობება, იმპორტი ან ექსპორტი.“.
5. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საკუთარი სახელი და/ან მისამართი, თუ მესამე პირი ფიზიკური პირია;
ბ) სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც არაგანმასხვავებელუნარიანია ან
რომელიც წარმოადგენს საქონლის სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების,
ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის,
დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლებს;
გ) დაცული სასაქონლო ნიშანი, თუ ის აუცილებელია საქონლის იდენტიფიცირების ან
საქონელზე მითითების მიზნით, კერძოდ, როცა ეს აუცილებელია საქონლის ან
მომსახურების დანიშნულების მისათითებლად, მათ შორის, თუ ამ სასაქონლო ნიშნით
ნიშანდებული საქონელი გამოიყენება, როგორც შემადგენელი ან სათადარიგო ნაწილი.“;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ მესამე პირი სასაქონლო ნიშანს იყენებს სამეწარმეო საქმიანობის
კეთილსინდისიერი პრინციპების დაცვით.“.
6. მე-11 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პრიორიტეტი სასაქონლო ნიშანზე დგინდება განაცხადის შეტანის თარიღით, თუ
განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისათვის დადგენილი საფასური
გადაიხდება განაცხადის შეტანიდან არა უგვიანეს 15 კალენდარულ დღეში.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პარიზის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს მიერ მოწყობილ „საერთაშორისო
გამოფენების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, ოფიციალურ ან ოფიციალურად
აღიარებულ საერთაშორისო გამოფენაზე წარდგენილ ექსპონატზე გამოყენებული
სასაქონლო ნიშნის პრიორიტეტი დგინდება ექსპონატის გამოფენის პირველი დღით
(საგამოფენო პრიორიტეტი), თუ გამოფენაზე მისი ჩვენების დღიდან შესაბამისი
განაცხადის „საქპატენტში“ შეტანის თარიღამდე გასულია არა უმეტეს 6 თვისა.
საგამოფენო და საკონვენციო პრიორიტეტები ერთმანეთის ვადას არ აგრძელებს.“;
გ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:
„51. განაცხადში არსებულ სხვადასხვა საქონელს შეიძლება დაუდგინდეს სხვადასხვა
პრიორიტეტი.“.
7. მე-11 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. საქონლისა და მომსახურების მითითება და კლასიფიკაცია
1. საქონელი, რომლისთვისაც მოითხოვება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია,
კლასიფიცირებული უნდა იქნეს საერთაშორისო კლასიფიკატორის მიხედვით.
2. განაცხადში საქონელი უნდა მიეთითოს ისეთი ფორმით, რომ ზუსტად და ცხადად იყოს
შესაძლებელი მოთხოვნილი დაცვის ფარგლების განსაზღვრა.
3. განაცხადში საქონლის ზოგადი დასახელებების, მათ შორის, საერთაშორისო
კლასიფიკატორის სათაურებში გამოყენებული ზოგადი დასახელებების მითითება
შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2
პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
4. თუ განაცხადში წარმოდგენილი საქონლის ჩამონათვალი ბუნდოვანი და/ან ზოგადია,
განმცხადებელი ვალდებულია ,,საქპატენტის“ მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში
დააზუსტოს საქონლის ჩამონათვალი ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნების
შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში „საქპატენტი“ მიიღებს გადაწყვეტილებას
აღნიშნული საქონლის მიმართ განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
5. განაცხადში საქონლის ზოგადი დასახელებების, მათ შორის საერთაშორისო
კლასიფიკატორის სათაურების გამოყენებისას, განცხადებული საქონლის ჩამონათვალის
ფარგლები განისაზღვრება ამ დასახელებების პირდაპირი მნიშვნელობის მიხედვით.
საქონლის ასეთი დასახელებებით მოთხოვნილი დაცვა არ ვრცელდება ისეთ საქონელზე,
რომელსაც არ მოიცავს ამ დასახელებათა შინაარსი.
6. თუ სასაქონლო ნიშნის დაცვა მოითხოვება საერთაშორისო კლასიფიკატორის ერთზე
მეტ კლასში შემავალი საქონლისათვის, განაცხადში საქონელი უნდა დაჯგუფდეს
კლასების მიხედვით და მიეთითოს შესაბამისი კლასის ნომერი.
7. საქონელი არ შეიძლება მსგავსად ჩაითვალოს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ისინი
დაჯგუფებულია საერთაშორისო კლასიფიკატორის ერთსა და იმავე კლასში. ასევე,
საქონელი არ შეიძლება განსხვავებულად ჩაითვალოს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ
ისინი დაჯგუფებულია საერთაშორისო კლასიფიკატორის სხვადასხვა კლასში.“.
8. მე-12 მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქპატენტს შეუძლია განმცხადებელს მოსთხოვოს ექსპერტიზისათვის საჭირო
დამატებითი მასალა. დამატებითი მასალა საქპატენტს წარედგინება მის მიერ
განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება აღემატებოდეს განმცხადებლისათვის
შესაბამისი შეტყობინების ჩაბარების დღიდან 2 თვეს. ამ ვადის დარღვევისას საქპატენტი
გამოიტანს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
3. განაცხადი, რომელიც საქონლის ორ ან მეტ დასახელებას შეიცავს, განმცხადებლის
მოთხოვნით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციამდე შეიძლება გაიყოს ორ ან მეტ
განაცხადად პირველ განაცხადში არსებული საქონლის გადანაწილებით თითოეულ
განაცხადზე, დადგენილი წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის შემდეგ.
განაცხადებში საქონელი ისე უნდა გადანაწილდეს, რომ არ მოხდეს გამოყოფილი
განაცხადების საქონლის ჩამონათვალს შორის გადაფარვა. გამოყოფილ განაცხადებს
უნარჩუნდებათ პირველი განაცხადის შეტანის თარიღი.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. განმცხადებელს უფლება აქვს მოითხოვოს სხვადასხვა საქონლისათვის წარდგენილი
იდენტური სასაქონლო ნიშნების ორი ან მეტი განაცხადის გაერთიანება. განაცხადების
გაერთიანებისას, თითოეულ განაცხადში მითითებულ საქონელს უნარჩუნდება
შესაბამისი განაცხადის პრიორიტეტის თარიღი.“;
გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
9. მე-13 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზა ტარდება განაცხადის შეტანიდან
ერთი თვის ვადაში, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ განმცხადებელი ითხოვს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტს – ამ კანონის მე11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში;
ბ) თუ მოთხოვნილია სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაცია ამ კანონის 382 მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში;
გ) თუ მოთხოვნილია კოლექტიური ნიშნის რეგისტრაცია – ამ კანონის 32-ე მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლიდან 10 დღის ვადაში;
დ) თუ განმცხადებელს გაეგზავნა შეტყობინება დამატებითი მასალის მოთხოვნით,
ექსპერტიზა ჩერდება შეტყობინებაზე პასუხის მიღებამდე, მაგრამ არა უმეტეს ამ კანონის
მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადისა.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ განაცხადის შეტანიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ფორმალური
მოთხოვნების ექსპერტიზის დადგენილი წესით განსაზღვრული საფასური არ
გადაიხდება ან გადახდილი თანხა საქონლის ერთი კლასის წარდგენისათვის დადგენილ
თანხაზე ნაკლებია, „საქპატენტი“ მიიღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განხილვაზე
უარის თქმის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში გადაიხდება განაცხადით
გათვალისწინებული კლასების წარდგენისათვის დადგენილ თანხაზე ნაკლები, მაგრამ
არანაკლებ ერთი კლასის წარდგენისათვის საკმარისი თანხა, ექსპერტიზა ტარდება
განმცხადებლის მიერ შერჩეულ კლასებზე, ხოლო ასეთი შერჩევის არარსებობის
შემთხვევაში, პირველ იმდენ კლასზე, რამდენისთვისაც საკმარისია გადახდილი
საფასური.“.
10. 151 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განმცხადებელს სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანისას ან განაცხადის შეტანის
შემდეგ ნებისმიერ დროს, არა უგვიანეს განაცხადის განსახილველად მიღების შესახებ
შეტყობინების მიღებიდან 3 თვის ვადისა, შეუძლია მოითხოვოს განაცხადზე
დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარება.“.
11. მე-16 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. განაცხადის მონაცემების სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში
გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო პალატაში იმ მოტივით, რომ:
ა) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით ირღვევა ამ კანონის მე-4 მუხლის მოთხოვნები;
ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციით ირღვევა ამ კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნები;
გ) არსებობს ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ–ი“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული საფუძვლები.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41, 42 და 43 პუნქტები:
„41. დაუშვებელია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების
საფუძველზე სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების
გასაჩივრება სააპელაციო პალატაში იგივე მოთხოვნებითა და იმავე საფუძვლით.
42. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააპელაციო საჩივრის
შეტანა შეუძლია:
ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ასევე, ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“
ქვეპუნქტის საფუძველზე – ნებისმიერ პირს;
ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი
პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლისა – ადრინდელი უფლების
მფლობელ პირს;
გ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე – ამ კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებულ პირებს.
43. განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ადრინდელი სასაქონლო ნიშნის
მფლობელი, რომელიც ასაჩივრებს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე მიღებულ
დადებით გადაწყვეტილებას, თუ ამ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღიდან
გასულია 5 წელზე მეტი, ვალდებულია სააპელაციო პალატას წარუდგინოს
მტკიცებულება, რომ გასაჩივრებული სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანის ან
პრიორიტეტის თარიღამდე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, სასაქონლო ნიშანი
რეალურად გამოიყენებოდა საქართველოში იმ საქონლისათვის, რომლისთვისაც ნიშანი
რეგისტრირებულია, და რომელსაც ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელი
უთითებს სააპელაციო საჩივრის საფუძვლად. რეალური გამოყენების მტკიცებულების ან
გამოუყენებლობის საპატიო მიზეზის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სააპელაციო
საჩივარზე საქმისწარმოება წყდება. თუ ადრინდელი სასაქონლო ნიშანი გამოიყენებოდა
რეგისტრირებული საქონლის მხოლოდ ნაწილის მიმართ, სააპელაციო საჩივარზე
საქმისწარმოების მიზნებისათვის, მიიჩნევა, რომ ადრინდელი სასაქონლო ნიშანი
რეგისტრირებულია საქონლის მხოლოდ აღნიშნული ნაწილისათვის.“.
12. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:
„მუხლი 191. სასაქონლო ნიშნის დაყოფა
1. სასაქონლო ნიშანი შეიძლება დაიყოს ორ ან მეტ იდენტურ სასაქონლო ნიშნად
დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომრების მინიჭებით, იმ პირობით, რომ არ მოხდეს
დაყოფილი სასაქონლო ნიშნების საქონლის ჩამონათვალს შორის გადაფარვა.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხდება დაყოფილი
სასაქონლო ნიშნების საქონლის ჩამონათვალს შორის გადაფარვა, საქპატენტი ნიშნის
მფლობელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრისთვის.
დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, საქპატენტი გამოიტანს
გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
3. სასაქონლო ნიშნის დაყოფისათვის გადაიხდება დადგენილი საფასური. შესაბამისი
საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
4. სასაქონლო ნიშნის დაყოფის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი
მონაცემების რეესტრში ასახვის დღიდან.
5. სასაქონლო ნიშნის დაყოფის თაობაზე განცხადების შეტანამდე გადახდილი ყველა
საფასური და ყველა შეტანილი მოთხოვნა წარდგენილად ითვლება თითოეული
დაყოფილი სასაქონლო ნიშნისთვის.
6. დაყოფის საფუძველზე წარმოშობილ სასაქონლო ნიშნებს უნარჩუნდებათ
თავდაპირველი სასაქონლო ნიშნის შეტანისა და პრიორიტეტის თარიღი.
7. დადგენილი საფასურის გადახდის შემთხვევაში, დაყოფილი სასაქონლო ნიშნები
შესაძლებელია გაერთიანდეს ერთ სასაქონლო ნიშნად.“.
13. კანონის 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. საფასური
სასაქონლო ნიშნის განაცხადზე ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის, არსობრივი
ექსპერტიზის, დაჩქარებული ექსპერტიზის, პრიორიტეტის მოთხოვნის, ექსპერტიზის
გადაწყვეტილების გასაჩივრების, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის, ცვლილებების
რეგისტრაციის, გამოქვეყნების, მოწმობის გაცემის, რეესტრიდან ამონაწერის გაცემის,
რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურული ვადების შეჩერების, აღდგენისა და
გაგრძელების, სასაქონლო ნიშნის დაყოფის, დაყოფილი სასაქონლო ნიშნების
გაერთიანების, აგრეთვე სასაქონლო ნიშნის სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული
სხვა მოქმედებებისათვის გადაიხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით განსაზღვრული საფასური. საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.“.
14. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24. სასაქონლო ნიშნის გამოყენება
1. სასაქონლო ნიშნის გამოყენებად ჩაითვლება სასაქონლო ნიშნის გამოყენება სასაქონლო
ნიშნის მფლობელის, ლიცენზიატის, ასევე, მესამე პირის მიერ, სასაქონლო ნიშნის
მფლობელის თანხმობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის სასაქონლო ნიშნის გამოყენებად, ასევე,
ჩაითვლება:
ა) სასაქონლო ნიშნის გამოყენება მცირედით განსხვავებული ელემენტებით, რომელიც არ
ცვლის რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის განმასხვავებელ ხასიათს, მიუხედავად
იმისა, რეგისტრირებულია თუ არა სასაქონლო ნიშანი იმ ფორმით, როგორც ის
გამოიყენება.
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე სასაქონლო ნიშნის
განკუთვნილ საქონელზე ან საქონლის შეფუთვაზე.
დატანა
ექსპორტისათვის
3. ისეთი სასაქონლო ნიშნის გამოყენება, რომლებშიც საქართველოში დაცული
გეოგრაფიული აღნიშვნა ან ადგილწარმოშობის დასახელება დაუცველი ნაწილის სახით
არის ჩართული, დასაშვებია შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს თანხმობით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები უნდა
განხორციელდეს იმ მოცულობით, რომელიც ჩაითვლება სასაქონლო ნიშნის ბაზარზე
რეალურ გამოყენებად.“.
15. 25-ე მუხლის:
ა) მე-6 და 61 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) 61 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 პუნქტი:
„62) თუ სასაქონლო ნიშანზე უფლებების გადაცემა ეხება მხოლოდ რეგისტრირებული
საქონლის ჩამონათვალის ნაწილს, სასაქონლო ნიშნის გადაცემის შედეგად ძირითადი
სასაქონლო ნიშნისა და ნაწილობრივ გადაცემული სასაქონლო ნიშნის საქონლის
ჩამონათვალს შორის არ უნდა იყოს გადაფარვა.“.
16. 26-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ლიცენზიატი აღძრავს
სარჩელს მხოლოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობით. განსაკუთრებული
ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობის
გარეშე აღძრას სარჩელი, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი, ოფიციალური
შეტყობინების მიღების შემდგომ, გონივრულ ვადაში თავად არ აღძრავს სარჩელს.“.
17. 27-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სასაქონლო ნიშნის მფლობელის მოთხოვნით; თუ სასაქონლო ნიშანზე
რეგისტრირებულია სალიცენზიო ხელშეკრულება, სასაქონლო ნიშნის გაუქმება
დასაშვებია, თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ მან
სასაქონლო ნიშნის გაუქმების მოთხოვნამდე შეატყობინა ლიცენზიატს ასეთი განზრახვის
არსებობის შესახებ;“;
ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) არ ხდებოდა სასაქონლო ნიშნის რეალური გამოყენება უწყვეტი 5 წლის განმავლობაში
იმ საქონელზე, რომლის მიმართაც არის ეს ნიშანი რეგისტრირებული საქართველოში. თუ
ნიშნის გამოყენება დაიწყო ან განახლდა აღნიშნული ხუთწლიანი ვადის გასვლიდან
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნის შეტანამდე შუალედში,
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმება დაუშვებელია;“.
18. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა
1. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო მესამე პირის
მოთხოვნით, თუ:
ა) სასაქონლო ნიშანი ამ კანონის მე-4 ან მე-5 მუხლის მოთხოვნათა დარღვევითაა
რეგისტრირებული;
ბ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი განზრახვით;
გ) სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა პარიზის კონვენციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში
ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელის წარმომადგენლის ან აგენტის მიერ თავის სახელზე,
სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე და წარმომადგენლის ან აგენტის
მხრიდან ვერ იქნება წარმოდგენილი შესაბამისი დასაბუთება;
დ) სასაქონლო ნიშანი შეიცავს საფირმო სახელწოდებას, რომელზედაც უფლებები
წარმოშობილია სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე, რის
შედეგადაც ჩნდება აღრევის შესაძლებლობა;
ე) ამგვარი რეგისტრაციით და/ან სასაქონლო ნიშნის გამოყენებით ირღვევა მესამე პირის
საავტორო უფლებები, რომლებიც წარმოშობილია სასაქონლო ნიშნისათვის დადგენილი
პრიორიტეტის თარიღამდე;
ვ) იგი სადავო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში
საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ
ჩნდება მასთან აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა. ეს
წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა, თუ
სასაქონლო ნიშნის გამოყენება მის მფლობელს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ
პირობებს, ან ზიანს აყენებს საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან
განმასხვავებელუნარიანობას;
ზ) იგი მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის
მქონე ისეთი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსია, რომელსაც საქართველოში აქვს
რეპუტაცია, და ამ სასაქონლო ნიშნის გამოყენება განმცხადებელს დაუმსახურებლად
უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს დაცული სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას
ან განმასხვავებელუნარიანობას. ეს წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც
საქონლის ჩამონათვალი სხვადასხვაა;
თ) სასაქონლო ნიშანში გამოყენებულია განმასხვავებელუნარიანი სიმბოლო, რომელზეც
უფლებები წარმოშობილია სასაქონლო ნიშანზე განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის
თარიღამდე და მასზე უფლებების მფლობელი, შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად,
უფლებამოსილია აკრძალოს სასაქონლო ნიშნის გამოყენება;
ი) სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა შესაძლებელია საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის მე-18 მუხლის საფუძველზე.
2. სასაქონლო ნიშანი არ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი რეგისტრირებულია
ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების დარღვევით,
მაგრამ სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენების შედეგად, ეს ნიშანი განმასხვავებელ
სიმბოლოდ დამკვიდრდა იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც ის არის
რეგისტრირებული.
3. სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობა შეიძლება მოითხოვოს:
ა) ნებისმიერმა პირმა, თუ სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობა მოითხოვება იმ
საფუძვლით, რომ დარღვეულია ამ კანონის მე-4 მუხლის ან მე-5 მუხლის პირველი
პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები;
ბ) მხოლოდ ადრინდელი უფლების მფლობელმა, თუ სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობა
მოითხოვება იმ საფუძვლით, რომ დარღვეულია ამ კანონის მე-5 მუხლის (გარდა პირველი
პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა) მოთხოვნები;
გ) მხოლოდ ადრინდელი უფლების მფლობელმა, თუ სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობა
მოითხოვება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ-ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში,
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაცვლად, მოსარჩელეს უფლება აქვს
მოითხოვოს სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის მისთვის გადაცემა.
5. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები არსებობს
საქონლის რეგისტრირებული ჩამონათვალის ნაწილის მიმართ, რეგისტრაცია ბათილად
იქნება ცნობილი მხოლოდ ამ ნაწილის მიმართ.
6. საქონლის მთელი ჩამონათვალის ან მისი ნაწილის მიმართ სასაქონლო ნიშნის
რეგისტრაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებები შეიტანება
რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში.
7. სასაქონლო ნიშანი არ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ სასაქონლო ნიშნის
ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის ან შეგებებული სარჩელის აღძვრამდე, ამ მუხლის მე-
3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, ადრინდელი უფლების მფლობელს
გაცემული აქვს წერილობითი თანხმობა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე.
8. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, ადრინდელი
უფლების მფლობელ პირს ამ მუხლის საფუძველზე მოთხოვნილი აქვს სასაქონლო ნიშნის
რეგისტრაციის ბათილად ცნობა სარჩელით ან შეგებებული სარჩელით, მას არ აქვს
უფლება ხელახლა მიმართოს სასამართლოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად
ცნობის მოთხოვნით ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული სხვა საფუძვლით, თუ მას აღნიშნული საფუძვლით სასაქონლო
ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნა შეეძლო პირველი სარჩელის
ფარგლებში.
9. პირს არ აქვს უფლება მოითხოვოს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა
იმ საქონლისთვის, რომლისთვისაც ის გამოიყენება, ადრინდელი სასაქონლო ნიშნის
საფუძველზე, თუ იგი შესაბამისი სარჩელით არ მიმართავს სასამართლოს 5 წლის
განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა სადავო სასაქონლო ნიშნის
საქართველოში გამოყენების შესახებ. ეს წესი არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე,
როდესაც სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა არაკეთილსინდისიერი
განზრახვით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სადავო სასაქონლო
ნიშნის მფლობელს არ შეუძლია მოითხოვოს ადრინდელი სასაქონლო ნიშნის გამოყენების
აკრძალვა, მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელმა დაკარგა
სადავო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლება.
11. სადავო სასაქონლო ნიშნის მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში, ადრინდელი
სასაქონლო ნიშნის მფლობელი, რომელიც ითხოვს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის
ბათილად ცნობას, და ადრინდელი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თარიღიდან
გასულია 5 წელზე მეტი, ვალდებულია სასამართლოში წარადგინოს მტკიცებულება, რომ
სადავო სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანის ან პრიორიტეტის თარიღამდე ბოლო
ხუთი წლის განმავლობაში სასაქონლო ნიშანი რეალურად გამოიყენებოდა იმ
საქონლისათვის, რომლისთვისაც ნიშანი რეგისტრირებულია და რომელსაც ის უთითებს
სარჩელის საფუძვლად. რეალური გამოყენების მტკიცებულების ან გამოუყენებლობის
საპატიო მიზეზის წარმოუდგენლობის შემთხვევაში სარჩელზე საქმისწარმოება წყდება.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ ადრინდელი სასაქონლო
ნიშანი გამოიყენებოდა რეგისტრირებული საქონლის მხოლოდ ნაწილის მიმართ,
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული დავის
მიზნებისათვის, მიიჩნევა, რომ ადრინდელი სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია
მხოლოდ საქონლის აღნიშნული ნაწილისათვის.“.
19. 29-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია ბათილად იქნა ცნობილი ამ კანონის 28-ე მუხლის
შესაბამისად, რეგისტრაციით მინიჭებული უფლებები შეწყვეტილად ითვლება
სასაქონლო ნიშანზე ამ უფლებების წარმოშობის დღიდან.
3. სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას
უკუძალა არ აქვს:
ა) სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლებების დარღვევის შესახებ სასამართლოს
გადაწყვეტილების მიმართ, თუ ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა სასაქონლო
ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში
შესვლამდე;
ბ) ასეთი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე დადებული და აღსრულებული
გარიგებების მიმართ.“.
20. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
21. 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
აკრძალვებიდან გამონაკლისის სახით კოლექტიურ ნიშნად დასაშვებია ისეთი სიმბოლოს
რეგისტრაცია, რომელიც წარმოადგენს საქონლის გეოგრაფიული წარმოშობის აღნიშვნას
(ადგილის, რაიონის, რეგიონის, ქვეყნის სახელი ან სხვაგვარი აღნიშვნა, რომელიც
მიუთითებს საქონლის გეოგრაფიულ წარმოშობაზე).“.
22. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. განაცხადი კოლექტიურ ნიშანზე უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-9 მუხლის
მოთხოვნებს. განაცხადს თან უნდა დაერთოს კოლექტიური ნიშნის დებულება.
განმცხადებელი ვალდებულია, განაცხადის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 თვისა,
საქპატენტს წარუდგინოს კოლექტიური ნიშნის დებულება.“.
23. V თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი:
„თავი V1 სასერტიფიკაციო ნიშანი
მუხლი 381. სასერტიფიკაციო ნიშანი
1. სასერტიფიკაციო ნიშანი წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის სახეს, რომელიც განასხვავებს
სერტიფიცირებულ საქონელს არასერტიფიცირებული საქონლისაგან საქონლის მასალის,
წარმოების პროცესის, ხარისხის, სიზუსტის, მომსახურების შესრულების ან სხვა
მახასიათებლების მიხედვით, გარდა საქონლის გეოგრაფიული წარმოშობისა.
2. სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური თუ
იურიდიული პირი, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თუ მათი
საქმიანობა არ არის დაკავშირებული იმ საქონლის წარმოებასთან ან მიწოდებასთან,
რომლისთვისაც მოითხოვება სასერტიფიკაციო ნიშნის დაცვა.
3. სასერტიფიკაციო ნიშნებზე სრულად ვრცელდება ამ კანონით სასაქონლო
ნიშნებისათვის დადგენილი მოთხოვნები, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
მუხლი 382. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება
1. სასერტიფიკაციო ნიშნის განმცხადებელი ვალდებულია, განაცხადის წარდგენიდან
არაუგვიანეს 2 თვისა, საქპატენტს წარუდგინოს სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება.
2. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება უნდა განსაზღვრავდეს სასერტიფიკაციო ნიშნის
გამოყენების უფლების მქონე პირებს, სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების პირობებს,
საქონელს, სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენებისათვის საჭირო პირობების შემოწმებისა
და მისი გამოყენების მონიტორინგის წესებს და სანქციებს გამოყენების პირობების
დარღვევისათვის.
მუხლი 383. სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები
1. გარდა ამ კანონის მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებულ სასაქონლო ნიშნის
რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებისა, სასერტიფიკაციო ნიშანი არ
რეგისტრირდება, თუ:
ა) სასერტიფიკაციო ნიშნის განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ კანონის 381 და 382 მუხლების
მოთხოვნებს;
ბ) სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან მორალის
აღიარებულ პრონციპებს;
გ) სასერტიფიკაციო ნიშანმა შესაძლებელია მცდარი წარმოდგენა შეუქმნას მომხმარებელს
სასერტიფიკაციო ნიშნის მნიშვნელობის ან შინაარსის შესახებ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი სასერტიფიკაციო
ნიშნის დებულებაში განახორციელებს ისეთ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც აღარ
იარსებებს სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები.
მუხლის 384. სააპელაციო პალატაში გასაჩივრების საფუძვლები
ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, მესამე პირმა
სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება სააპელაციო
პალატაში შეიძლება გაასაჩივროს, თუ დარღვეულია ამ კანონის 383 მუხლის მოთხოვნები.
მუხლი 385. სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენება
სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენებად ჩაითვლება ამ კანონის 382 მუხლით
განსაზღვრული
სასერტიფიკაციო
ნიშნის
დებულებით
გათვალისწინებული
უფლებამოსილი პირის მიერ მისი გამოყენება, თუ დაკმაყოფილებულია ამ კანონით
დადგენილი სასაქონლო ნიშნის გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა მოთხოვნები.
მუხლი 386. ცვლილებები სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში
1. სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი ვალდებულია სასერტიფიკაციო ნიშნის
დებულებაში განხორციელებული ცვლილებები დაარეგისტრიროს საქპატენტში.
2. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში შესატანი ცვლილებები უნდა აკმაყოფილებდეს
ამ კანონის 382 და 383 მუხლების მოთხოვნებს.
3. „საქპატენტის“ გადაწყვეტილება, სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში ცვლილებების
შეტანის თაობაზე ბიულეტენში გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს
სააპელაციო პალატაში, თუ დარღვეულია ამ კანონის 383-ე მუხლის მოთხოვნები.
4. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში განხორციელებული ცვლილებები ძალაში
შედის შესაბამისი მონაცემების რეესტრში შეტანის დღიდან.
მუხლი 387. უფლებების გადაცემა
სასერტიფიკაციო ნიშნის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ იმ
აკმაყოფილებს ამ კანონის 381 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს.
პირზე,
რომელიც
მუხლი 388. სასერტიფიკაციო ნიშანზე უფლებების დაცვა
1. სასერტიფიკაციო ნიშანზე უფლებების დარღვევისას, სარჩელის აღძვრის უფლება აქვს
სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს.
2. სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი უფლებამოსილია სასერტიფიკაციო ნიშნის
გამოყენების უფლების მქონე პირების სახელით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება
სასერტიფიკაციო ნიშნის უნებართვო გამოყენებისათვის.
მუხლი 389. სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები
ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლების გარდა, სასერტიფიკაციო
ნიშნის რეგისტრაციას სასამართლო აუქმებს, თუ:
ა) სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი ვეღარ აკმაყოფილებს ამ კანონის 381-ე მუხლის მე2 პუნქტის მოთხოვნებს;
ბ) სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი არ იღებს შესაბამის ზომებს, რომ
სასერტიფიკაციო ნიშანი გამოყენებულ იქნეს სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებით
განსაზღვრული პირობების დაცვით;
გ) სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენება მცდარ წარმოდგენას უქმნის მომხმარებელს;
დ) სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებაში განხორციელებული ცვლილებები
ეწინააღმდეგება ამ კანონის 386 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, თუ სასერტიფიკაციო
ნიშნის მფლობელი არ შეიტანს შესაბამის ცვლილებებს სასერტიფიკაციო ნიშნის
დებულებაში, რომლის საფუძველზეც აღმოიფხვრება აღნიშნული საფუძველი.
მუხლი 3810. სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლები
ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების გარდა, სასერტიფიკაციო
ნიშნის რეგისტრაციას ბათილად ცნობს სასამართლო, თუ ის რეგისტრირებულია ამ
კანონის 386 მუხლის დარღვევით და თუ სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი არ შეცვლის
სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებას იმგვარად, რომ აღმოიფხვრას აღნიშნული
საფუძველი.“.
24. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 41. მადრიდის შეთანხმების ოქმის მიხედვით საერთაშორისო რეგისტრაციის
საფუძველზე საქართველოზე გავრცელებული სასაქონლო ნიშნის ექსპერტიზა
„1. სასაქონლო ნიშანზე, რომლისთვისაც საქართველოში დაცვის მინიჭება მოითხოვება
მისი საერთაშორისო რეგისტრაციის საფუძველზე მადრიდის შეთანხმების ოქმის
მიხედვით (შემდეგში – საერთაშორისო სასაქონლო ნიშანი), ტარდება მხოლოდ
არსობრივი ექსპერტიზა და მოწმდება საქონლის ჩამონათვალის შესაბამისობა ამ კანონის
111 მუხლის მოთხოვნებთან.
2. ამ კანონის I–V1 თავებში გამოყენებული ტერმინის „რეგისტრაცია“ ნაცვლად
საერთაშორისო სასაქონლო ნიშნებთან მიმართებაში გამოყენებულ იქნეს ტერმინი
„დაცვა“.“.
25. 45-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 451 მუხლი
„მუხლი 451. ურთიერთობა რეგისტრირებულ კონფლიქტურ სასაქონლო ნიშნებს შორის
1. სასაქონლო ნიშანზე უფლებების დარღვევისას, სასაქონლო ნიშნის მფლობელს არ აქვს
უფლება მოითხოვოს უფრო გვიან რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის გამოყენების
აკრძალვა, თუ ამ კანონის 28-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-9 ან მე-11 პუნქტების საფუძველზე,
დაუშვებელია უფრო გვიან რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის
ბათილად ცნობის მოთხოვნა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უფრო გვიან
რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელს არ აქვს უფლება აუკრძალოს
ადრინდელი სასაქონლო ნიშნის მფლობელს სასაქონლო ნიშნის გამოყენება.“.
მუხლი 2.
1. იმ სასაქონლო ნიშნების მფლობელებს ან განმცხადებლებს, რომელთა განაცხადიც
შეტანილ იქნა საქპატენტში ამ კანონის ამოქმედებამდე და რომელთაც განაცხადში
საქონლის ჩამონათვალი მითითებული აქვთ საერთაშორისო კლასიფიკატორის კლასების
სათაურების სახით, უფლება აქვთ დააზუსტონ საქონლის ჩამონათვალი და მიუთითონ
ის საქონელი, რომელიც არ შეესაბამება საერთაშორისო კლასიფიკატორის სათაურში
გამოყენებული საქონლის დასახელებების პირდაპირ მნიშვნელობას, თუ განაცხადის
შეტანის მომენტისათვის ეს საქონელი მოცემული იყო საერთაშორისო კლასიფიკატორის
მოქმედი რედაქციის ანბანურ ჩამონათვალში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქონლის ჩამონათვალის დაზუსტების
თაობაზე განცხადება საქპატენტში წარდგენილ უნდა იქნეს ამ კანონით
გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედებიდან არა უგვიანეს 5 წლისა.
დაზუსტებული საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“
საქართველოს კანონის 111 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. დაზუსტებული
საქონელი, კანონით დადგენილი წესით, შედის რეესტრში და ქვეყნდება ბიულეტენში. ამ
პუნქტის მიხედვით, საქონლის დაზუსტება უნდა მოხდეს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-16 მუხლის 42 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“
ქვეპუნქტის, 28-ე მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებისა და 451 მუხლის პირველი პუნქტის
მოთხოვნების შესაბამისად.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სასაქონლო ნიშნებზე, ამ მუხლის მე2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, მოითხოვება უფლებების გადაცემა, ლიცენზიის
რეგისტრაცია, რეესტრის მონაცემებში ცვლილებების განხორციელება, სასაქონლო ნიშნის
მოქმედების ვადის გაგრძელება, ან თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი მესამე პირების
წინააღმდეგ სააპელაციო პალატაში წარადგენს საჩივარს, საქპატენტი აღნიშნულ
მოთხოვნებზე საქმისწარმოების პროცესში განმცხადებელს/სასაქონლო ნიშნის
მფლობელს გაუგზავნის შესაბამის შეტყობინებას და მისცემს საქონლის ჩამონათვალის
დაზუსტების შესაძლებლობას.
4. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სასაქონლო ნიშნების
განმცხადებლები/მფლობელები, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ან
ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში არ დააზუსტებენ საქონლის
ჩამონათვალს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის
მომენტიდან, მიიჩნევა, რომ სასაქონლო ნიშანი დაცულია მხოლოდ იმ საქონლისთვის,
რომელიც ცხადად გამომდინარეობს საერთაშორისო კლასიფიკატორის შესაბამისი
კლასის სათაურში შემავალი ჩამონათვალის შინაარსობრივი მნიშვნელობიდან.
5. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქონლის ჩამონათვალის დაზუსტება
ხორციელდება საფასურის გადახდის გარეშე.
მუხლი 3.
ამ კანონის ძალაში შესვლამდე საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი სასაქონლო
ნიშნები ინარჩუნებენ სტატუსს.
მუხლი 4.
1. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს
მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილების „ინტელექტუალური
საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან
დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ ამ კანონთან
შესაბამისობაში მოყვანა.
2. საქპატენტმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქპატენტის თავმჯდომარის 2014
წლის 19 აგვისტოს №05 ბრძანებით დამტკიცებული „სასაქონლო ნიშანზე განაცხადის
წარდგენისა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ“
ინსტრუქციის ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 5.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მე16 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მე-16 მუხლის მე-4
პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ამ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიზანია საქართველოში სასაქონლო ნიშნების სამართლებრივი დაცვის
მექანიზმების გაუმჯობესება და დახვეწა, ეფექტიანობისა და ერთგვაროვნების
უზრუნველყოფა და სასაქონლო ნიშნების დაცვის სფეროში მოქმედი ქართული
კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია.
„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ
შეთანხმებით“ (DCFTA) საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება ინტელექტუალური
საკუთრების სფეროში უფლებებთან დაკავშირებული ზოგიერთი დებულების
ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე, საქართველოს
მიერ სრულად შესრულდა 2017 წელს, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს
კანონში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, რაც ძალაში 2018 წელს
შევიდა.
სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებით ძირითადი პრინციპები, როგორიც არის სასაქონლო
ნიშნის განმარტება, დაცვისთვის საჭირო მოთხოვნები, დაცვის ვადა, განსაკუთრებული
უფლებები და მათი ფარგლები, რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური და
შედარებითი საფუძვლები, შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან, თუმცა,
იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს სასაქონლო ნიშნების იმავე ხარისხის დაცვა
საქართველოში, როგორც ეს გათვალისწინებულია ევროკავშირის ტერიტორიაზე,
სასურველია „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონი მეტად იყოს
ჰარმონიზებული ევროკავშირის სამართალთან. აღნიშნულიდან გამომდინარე,
კანონპროექტის
შემუშავებისას
სრულად
გაზიარებულ
იქნა
ევროკავშირის
კანონმდებლობა, საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება სასაქონლო ნიშნების სფეროში,
კერძოდ, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 16 დეკემბრის 2015/2436 სასაქონლო
ნიშნების დირექტივა და ევროპარლამენტისა და საბჭოს 2017 წლის 14 ივნისის 2017/1001
ევროკავშირის სასაქონლო ნიშნების რეგულაცია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სასაქონლო ნიშნების და, ზოგადად, ინტელექტუალური საკუთრების სისტემის
განვითარება, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომელიც, ასევე,
წარმოადგენს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო
სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) მნიშვნელოვან საკითხს. აღსანიშნავია, რომ
აღნიშნული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ინტელექტუალური საკუთრების
დაცვის სფეროში შესრულებულია, შესაბამისი ცვლილებები კი 2017 წელს
განხორციელდა და 2018 წელს შევიდა ძალაში.
სასაქონლო ნიშნები ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც ემსახურება ადამიანის
ინტელექტუალურ-შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებასა და მაღალი
კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, რისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რომ
სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფილი იყოს სასაქონლო ნიშნით დაცული სფეროს
მარეგულირებელი სათანადო, თანამედროვე და ევროკავშირთან ჰარმონიზებული
საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა.
დარგში არსებული გამოწვევების გადაჭრის მიზნით, ჩატარდა არაერთი სამუშაო
შეხვედრა, მიღებულ იქნა არაერთი კონსულტაცია დარგის სპეციალისტებისგან,
გაკეთდა საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის შედარებითი ანალიზი,
რომელთა საბოლოო გამოხატულებასაც წარმოადგენს წინამდებარე ცვლილებათა
პაკეტის შემუშავება, რომელიც განხორციელდა ევროკავშირის ინტელექტუალური
საკუთრების უწყებისა (EUIPO) და საქართველოს ერთობლივი პროექტის – “EUGIPP”
ფარგლებში,
ინტელექტუალური
საკუთრების
ექსპერტების
წინასწარი
კონსულტაციების საფუძველზე, და რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში
სასაქონლო ნიშნების საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია „სასაქონლო ნიშნების შესახებ“
საქართველოს კანონში აისახოს რეკომენდაციებში ასახული და სამუშაო შეხვედრების
შედეგად შეჯერებული პოზიციები, რათა მოხდეს საქართველოში სასაქონლო ნიშნის
სფეროს ეფექტიანი ფუნქციონირება, კანონმდებლობის დახვეწა და დაახლოება
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 16 დეკემბრის 2015/2436 სასაქონლო ნიშნების
დირექტივასა და ევროპარლამენტისა და საბჭოს 2017 წლის 14 ივნისის 2017/1001
ევროკავშირის სასაქონლო ნიშნების რეგულაციასთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით დაიხვეწება და ევროკავშირის სტანდარტებთან მეტად
ჰარმონიზებული გახდება სასაქონლო ნიშნების კანონმდებლობა. ცვლილებების
შედეგად ერთი თვით შემცირდება სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის ჩატარების ვადა,
ასევე,
გამარტივდება
ექსპერტიზის
პროცედურა,
როგორც
საქპატენტის
ექსპერტებისთვის, ისე განმცხადებლებისთვის. აღსანიშნავია, რომ გაიზრდება
საქპატენტთან არსებული დავების განმხილველი ორგანოს სააპელაციო პალატის
უფლებამოსილებები, რაც დადებით გავლენას იქონიებს სასაქონლო ნიშნების სისტემის
გამართულ ფუნქციონირებაზე. ასევე, აღნიშნულმა შეიძლება შეამციროს მხარეებს
შორის სადავო საკითხების გადაჭრის დრო. მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს
სასერტიფიკაციო ნიშნების ცნების შემოტანა ქართულ რეალობაში, რაც დამატებითი
სარგებლის მომტანი იქნება როგორც სფეროს, ასევე, ქვეყნის ეკონომიკური
გაძლიერებისთვის. აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად კანონპროექტის
თანახმად, მოქმედ კანონმდებლობას დაემატება V1 თავი.
შესაბამისად, კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია ისეთი ადმინისტრაციული და
სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სასაქონლო ნიშნების
როგორც ექსპერტიზის, ასევე, მისი გამოყენებისა და მასზე უფლებების აღსრულების
მექანიზმის დახვეწასა და გაძლიერებას. რაც, თავის მხრივ, სარგებლის მომტანი იქნება
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, ცვლილებები შეეხება „სასაქონლო ნიშნების შესახებ“
საქართველოს კანონის არაერთ მუხლს. კანონს ემატება ახალი მუხლები, ასევე,
დაემატება ახალი თავი, რომელიც დაარეგულირებს სასერტიფიკაციო ნიშნებთან
დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. ცვლილება შეეხება სასაქონლო ნიშნის
განმარტებას, კერძოდ, კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტს. აღსანიშნავია, რომ
მოქმედი კანონით, იმისათვის, რომ სასაქონლო ნიშანი წარდგენილი იყოს
სარეგისტრაციოდ, აუცილებელია მისი გრაფიკულად გამოსახვა. ევროკავშირის
რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, პროექტით სასაქონლო ნიშნის
გრაფიკულად გამოსახვა აღარ იქნება სავალდებულო მოთხოვნა. ცვლილებების
პროექტით გაზიარებული იქნება ევროკავშირის პრაქტიკა და სარეგისტრაციოდ
სასაქონლო ნიშნის წარმოდგენა მხოლოდ ისეთი ფორმით იქნება სავალდებულო, რომ
ნათლად და მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული და კომპეტენტურ უწყებებს და
მომხმარებელს საშუალებას მისცემს ნათლად და ზუსტად განსაზღვროს დაცვის
ობიექტი, რის მიმართაც განმცხადებელს სურს წარმოეშვას რეგისტრაციიდან
გამომდინარე უფლებები.
ასევე, მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს ის, რომ შესაძლებელი ხდება ცალკე
აღებული ფერის სასაქონლო ნიშნად რეგისტრაცია, რაც განპირობებულია
რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნიდან გამომდინარე.
ცვლილება შეეხო სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარების საკითხს,
კერძოდ, ამოღებულ იქნა არსებული კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ჩანაწერი,
რომლითაც დაინტერესებული პირის მოთხოვნით საქპატენტის სააპელაციო პალატის ან
სასამართლოს მიერ ხდებოდა სასაქონლო ნიშნის საყოველთაოდ ცნობილად აღიარება.
აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილად აღიარების პროცედურის
რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანა. აქედან გამომდინარე, შევიდა ცვლილებები
არსებული კანონის მე-5 მუხლის დ“ ქვეპუნქტში, ასევე, კანონის 28-ე მუხლში, რაც
დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის
შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრონ საქპატენტის სააპელაციო პალატაში
ან სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოითხოვონ სასამართლოში იმ
საფუძვლით, რომ ეს ნიშანი მსგავსი ან იდენტურია მისი საყოველთაოდ ცნობილი
სასაქონლო ნიშნის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინამდებარე ცვლილებების
ამოქმედებამდე საქართველოს ტერიტორიაზე საყოველთაოდ ცნობილად აღიარებული
სასაქონლო ნიშნები შეინარჩუნებენ თავიანთ სტატუსს.
არსებული კანონის ევროკავშირის რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით,
მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხო სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის
აბსოლუტურ საფუძვლებს, კერძოდ, ამოღებულ იქნა მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა უარის თქმას ისეთი სასაქონლო ნიშნის
რეგისტრაციაზე, რომელიც წარმოადგენდა არასტილიზებულ ასოს ან ციფრს, ან ცალკე
აღებულ ფერს. აღნიშნული გზას გაუხსნის განმცხადებლებს მოითხოვონ ასეთი
სიმბოლოების სასაქონლო ნიშნად რეგისტრაცია.
ამოღებულ იქნა მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც
გულისხმობდა უარის თქმის საფუძველს ისეთი სასაქონლო ნიშნისთვის, რომელიც
წარმოადგენს სამოქალაქო
ბრუნვაში იმ საქონლისათვის დამახასიათებელ
საყოველთაოდ დამკვიდრებულ ტერმინს ან სიმბოლოს, რომლის რეგისტრაციაც
მოითხოვება. აღნიშნული ქვეპუნქტის გაერთიანება მოხდა ამავე მუხლის „ე“
ქვეპუნქტთან. აღნიშნული ცვლილება გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ ამ ქვეპუნქტების
ცალ-ცალკე არსებობა პრაქტიკაში იწვევდა ორაზროვნებას.
მე-4 მუხლის პირველის პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახლებურად და
შესაბამისობაში მოვიდა რეგულაციასთან. მოქმედი რედაქცია პრაქტიკაში იწვევდა
ბუნდოვანებას. ახალი რედაქციით კი ცალსახად და მკაფიოდ გაიწერება რეგისტრაციაზე
უარის თქმის საფუძველი ისეთი ნიშნებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგება საჯარო
წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს;
ცვლილება შევიდა კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში. აღნიშნული
დანაწესი გაიყო ორ ნაწილად, კერძოდ, შეიცვალა „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ჩანაწერი და შესაბამისობაში მოვიდა რეგულაციასთან და გაიწერა უარის თქმის
საფუძველი ისეთი სიმბოლოებისთვის, რომელიც არ ექვემდებარება რეგისტრაციას
პარიზის კონვენციის 6ter მუხლის საფუძველზე, თუ არ არსებობს შესაბამისი
კომპეტენტური უწყების ნებართვა, ან მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა
საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ/ისტორიულ დასახელებას
და არ არსებობს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს თანხმობა. ხოლო „თ“ ქვეპუნქტში გაიწერა უარის თქმის საფუძველი
ისეთი ნიშნებისთვის, რომელიც ემთხვევა გერბს, ემბლემას ან ორგანიზაციის ნიშანს,
რომელიც არ არის დაცული 6ter მუხლით, მაგრამ მისი დაცვის მიმართ საქართველოს
ტერიტორიაზე არსებობს საჯარო ინტერესი და არ არსებობს შესაბამისი კომპეტენტური
უწყების თანხმობა მისი გამოყენების თაობაზე.
კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია
რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი ისეთი სასაქონლო ნიშნებისთვის, რომლებიც
შეიცავს ან რომელიმე შემადგენელი ელემენტით ემთხვევა საქართველოში დაცულ
მცენარის ახალი ჯიშის დასახელებას.
კანონის მე-4 მუხლის პირველ პუნქტს ემატება „კ“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებს
უარის თქმის საფუძველს სასაქონლო ნიშნებისთვის, რომლებიც შედგება მხოლოდ
საქონლის ფორმის ან სხვა მახასიათებლისგან, რაც განპირობებულია საქონლის
თვისებებით, ან/და აუცილებელია ტექნიკური შედეგის მისაღწევად, ან/და სძენს
საქონელს არსებით ღირებულებას.
სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლების
ევროკავშირის რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილებები შეეხო
მე-5 მუხლს, კერძოდ, ამოღებულ იქნა „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტები, რომელიც
ითვალისწინებდა სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს, თუ
ის იდენტური ან მსგავსი იყო საქართველოში საყოველთაოდ ცნობილი ან რეპუტაციის
მქონე სასაქონლო ნიშნის. აღნიშნული საკითხი ექსპერტიზის ეტაპზე ამ საფუძველზე
მსჯელობისას ქმნიდა სირთულეებს. გარდა ამისა, აღნიშნული, ევროკავშირის
რეგულაციის მიხედვით, გაწერილია გასაჩივრების საფუძვლებში. შესაბამისად,
ცვლილებების პროექტით ეს ორი საკითხი მოწესრიგდება
გასაჩივრებისა და
რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძვლებში. ამ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის
ან სასამართლოს მიერ მოხდება ამ საკითხების კომპლექსური ანალიზი, რომელიც
დაეყრდნობა მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლას.
მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტში არსებულ ჩანაწერს, რომელიც ითვალისწინებდა
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესაძლებლობას, თუ ის შეიცავდა
საქართველოს ისტორიული ძეგლის დასახელებას ან გამოსახულებას – საქართველოს
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანხმობის გარეშე, დაემატა
უარის თქმის შესაძლებლობა, ასევე, თუ ის შეიცავს მუზეუმის სრულ ან შემოკლებულ
დასახელებას ან გამოსახულებას, ამასთან, დაზუსტდა ტერმინი -„ისტორიული ძეგლი“
და გაიწერა „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ან გამოსახურება“.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს ადრინდელი პრიორიტეტის
მქონე სასაქონლო ნიშნის/დიზაინის მფლობელის თანხმობის მხედველობაში მიღების
შესაძლებლობას, შესაბამისად, მე-5 მუხლს დაემატება მე-2 პუნქტი, რომელიც
ითვალისწინებს
ადრინდელი
პრიორიტეტის
მქონე
რეგისტრირებული
ნიშნის/დიზაინის მფლობელის წერილობითი თანხმობის წარდგენის შესაძლებლობას,
რაც გათვალისწინებული იქნება როგორც ექსპერტიზის, ასევე სააპელაციო საჩივრის
განხილვის ეტაპზე. აღნიშნული ცვლილება განმცხადებლებს გაუადვილებს უფლებების
მოპოვებას სასაქონლო ნიშნებზე რეგისტრაციის გზით.
კანონის მე-6 და მე-7 მუხლების რედაქცია, რომლებიც არეგულირებს განსაკუთრებულ
უფლებასა და მის ფარგლებს, შესაბამისობაში მოვიდა ევროკავშირის რეგულაციასთან.
ცვლილებებით ორი თვიდან ერთ თვემდე მცირდება სასაქონლო ნიშნებზე ფორმალური
ექსპერტიზის ჩატარების ვადები, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და
დააჩქარებს რეგისტრაციის პროცედურებს, აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები
შეეხო კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს, მე-11 მუხლის პირველ
პუნქტს, მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს, ასევე, მე-13 მუხლის პირველ და მე-4 პუნქტებს.
კანონს ემატება მე-111 მუხლი, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან ცვლილებას და
ითვალისწინებს საქონლისა და მომსახურების კლასიფიცირებას ისეთი ფორმით, რომ
შესაძლებელი იყოს მოთხოვნილი დაცვის ფარგლების ზუსტად და ცხადად განსაზღვრა.
კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც
განმცხადებელს შესაძლებლობა ექნება სასაქონლო ნიშნის განაცხადის შეტანისას ან
განაცხადის შეტანის შემდეგ ნებისმიერ დროს, მაგრამ არა უგვიანეს განაცხადის
განსახილველად მიღების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 თვის ვადაში მოითხოვოს
განაცხადზე დაჩქარებული ექსპერტიზის ჩატარება. აღნიშნული ცვლილება ემსახურება
სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის ეფექტიანი პროცედურის შემუშავებას, ასევე,
დადებითი ეფექტი ექნება განსაკუთრებული უფლების წარმოშობისთვის და
სამოქალაქო ბრუნვაში სწრაფად ჩართვის უზრუნველყოფისთვის.
ცვლილებები ეხება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული
გადაწყვეტილების სააპელაციო პალატაში გასაჩივრების საფუძვლებს, იზრდება
პალატის უფლებამოსილება. კერძოდ, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე
მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს იმავე საფუძვლებით, რომლითაც,
მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ სასამართლოში შეიძლებოდა რეგისტრაციის
ბათილად ცნობის მოთხოვნა, მაგალითად, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოხდა
არაკეთილსინდისიერი განზრახვით. ზემოაღნიშნული ემსახურება პროცესის
ეფექტიანობის უზრუნველყოფას, მოსარჩელეს აღარ მოუწევს დაელოდოს სასაქონლო
ნიშნის რეგისტრაციის ძალაში შესვლას და ამის შემდეგ გაასაჩივროს გადაწყვეტილება
სასამართლოში, არამედ გადაწყვეტილება გასაჩივრებადი იქნება გამოქვეყნებისთანავე,
რაც დააჩქარებს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცესს, რაც დადებითი ეფექტის
მქონე იქნება კერძო სექტორისთვის და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის.
კანონს ემატება 191 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს სასაქონლო ნიშნის დაყოფას.
აღნიშნული გულისხმობს სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებას სასაქონლო ნიშნის
რეგისტრაციის შემდეგ დაყოს სასაქონლო ნიშანი ორ ან მეტ იდენტურ სასაქონლო
ნიშნად დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომრების მინიჭებით, იმ პირობით, რომ არ
მოხდეს დაყოფილი სასაქონლო ნიშნების საქონლის ჩამონათვალს შორის გადაფარვა.
შესაბამისად, სასაქონლო ნიშნის მფლობელს ეძლევა შესაძლებლობა, ერთი სასაქონლო
ნიშნის რეგისტრაციის ბაზაზე ფლობდეს ორ ან რამდენიმე დამოუკიდებელ იდენტურ
სასაქონლო ნიშანს საქონლის სხვადასხვა ჩამონათვალისთვის, რომელსაც ფარავდა
საბაზისო რეგისტრაცია. შესაბამისად, ეს ცვლილება მფლობელს გაუმარტივებს გზას
განკარგოს მისი საკუთრება.
ცვლილებები შეეხო 26-ე მუხლის მე-8 პუნქტს, რომელიც, მოქმედი რედაქციისგან
განსხვავებით, ითვალისწინებს განსაკუთრებული ლიცენზიის მფლობელის უფლებას
სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობის გარეშე აღძრას სარჩელი, იმ შემთხვევაში,
თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი შეტყობინების შემდეგ გონივრულ ვადაში თავად არ
აღძრავს სარჩელს.
კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს ემატება სასაქონლო ნიშნის
მფლობელის ვალდებულება, რეგისტრაციის გაუქმებასთან ერთად წარმოადგინოს
მტკიცებულება, რომ მან შეატყობინა ლიცენზიატს სასაქონლო ნიშნის გაუქმების
განზრახვის შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო ნიშანზე რეგისტრირებულია
სალიცენზიო ხელშეკრულება.
მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად
ცნობის საფუძვლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა
28-ე მუხლი. ცვლილებები გულისხმობს სასაქონლო ნიშნის ბათილად ცნობის
საფუძვლების გაფართოებას.
ევროკავშირის რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, სასაქონლო ნიშნების
კანონს ემატება V1 თავი, რომელიც არეგულირებს სასერტიფიკაციო ნიშანთან
დაკავშირებულ დებულებებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ
ითვალისწინებდა სასერტიფიკაციო ნიშნის ცნებას. აღნიშული, ასევე, წარმოადგენს
სიახლეს ევროკავშირის კანონმდებლობისთვისაც. ევროკავშირის რეგულაციაში
ჩანაწერი სასერტიფიკაციო ნიშნების შესახებ გაჩნდა 2017 წლიდან. სასერტიფიკაციო
ნიშანი
წარმოადგენს
სასაქონლო
ნიშნის
სახეს,
რომელიც
განასხვავებს
სერტიფიცირებულ საქონელს არასერტიფიცირებული საქონლისაგან მასალის,
წარმოების პროცესის, ხარისხის, სიზუსტის, მომსახურების შესრულების ან სხვა
მახასიათებლების მიხედვით, გარდა საქონლის გეოგრაფიული წარმოშობისა.
სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური თუ
იურიდიული პირი, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირი. აღსანიშნავია,
რომ თავად სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელს არ აქვს უფლება გამოიყენოს
სასერტიფიკაციო ნიშანი. სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენება შეუძლია ნებისმიერ
მწარმოებელს, რომელიც დააკმაყოფილებს სასერტიფიკაციო ნიშნის დებულებით
განსაზღვრულ პირობებს. სასერტიფიკაციო ნიშნის დებულება უნდა განსაზღვრავდეს
სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების უფლების მქონე პირებს, სასერტიფიკაციო ნიშნის
გამოყენების პირობებს, საქონელს, სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენებისათვის საჭირო
პირობების შემოწმებისა და მისი გამოყენების მონიტორინგის წესებს და სანქციებს
გამოყენების პირობების დარღვევისათვის.
მოქმედი კანონით, ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის მადრიდის შეთანხმების
ოქმის საფუძველზე გავრცელებულ სასაქონლო ნიშნებზე ტარდება მხოლოდ არსობრივი
ექსპერტიზა და არ მოწმდება საქონლის ჩამონათვალი. ცვლილებების პროექტით,
კერძოდ, 41-ე მუხლის პირველი პუნქტით, გათვალისწინებულია ვალდებულება,
რომლის მიხედვითაც, ექსპერტიზის ეტაპზე შემოწმდება საქონლის ჩამონათვალი,
კერძოდ, წარდგენილია თუ არა სიზუსტისა და სიცხადის პრინციპების დაცვით.
კანონს ემატება 451 მუხლი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობას რეგისტრირებულ
კონფლიქტურ სასაქონლო ნიშნებს შორის.
კანონპროექტის თანახმად, სასაქონლო ნიშნის მფლობელებმა და განმცხადებლებმა,
რომელთა სასაქონლო ნიშნები საქპატენტში ამ კანონით გათვალისწინებული
ცვლილებების ამოქმედებამდეა წარდგენილი ან რეგისტრირებული, და რომელთაც
განაცხადში
საქონლის
ჩამონათვალი
მითითებული
აქვთ
საერთაშორისო
კლასიფიკატორის კლასების სათაურების სახით, უნდა დააზუსტონ საქონლის
ჩამონათვალი და მიუთითონ ის საქონელი, რომელსაც არ მოიცავს საერთაშორისო
კლასიფიკატორის სათაურში გამოყენებული საქონლის დასახელებების პირდაპირი
მნიშვნელობა. ცვლილებების განხორციელებისთვის რაიმე საფასურის გადახდა არ
მოხდება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მე-16
მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან,
მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ხოლო კანონის პირველი მუხლის მე-11
პუნქტით გათვალისწინებული მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდება
ამ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის შემდეგ, ვინაიდან, საკითხი შეეხება სააპელაციო
პალატაში გასაჩივრების ახალ საფუძვლებს, კერძოდ, ფართოვდება პალატის
უფლებამოსილება, რისთვისაც საჭიროა დამატებითი ვადა შესაბამისი ღონისძიებების
განსახორციელებლად. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების
დაფინანსების წყაროა საქპატენტის საკუთარი შემოსავლები და სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
წარმოდგენილი ცვლილებებით ამოღებულია ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებდა
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესაძლებლობას ისეთი სასაქონლო
ნიშნების რეგისტრაციაზე, რომლებიც წარმოადგენდა ერთ არასტილიზებულ ასოს ან
ციფრს, ან ცალკე აღებულ ფერს, ყოველივე ზემოაღნიშნული გზას გაუხსნის
განმცხადებლებს მოითხოვონ ასეთი სიმბოლოების სასაქონლო ნიშნად რეგისტრაცია, რაც
დაკავშირებულია საფასურის გადახდასთან, შესაბამისად, აღნიშნული დადებით
გავლენას იქონიებს საქპატენტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ცვლილების შედეგად კანონს, ასევე, ემატება სასაქონლო ნიშნის ახალი კატეგორია სასერტიფიკაციო ნიშანი, რომლის რეგისტრაციისთვისაც გათვალისწინებული იქნება
კანონმდებლობით განსაზღვრული რეგისტრაციის საფასური, საფასური განსაზღვრულ
იქნება,
ასევე,
სასერტიფიკაციო
დებულებაში
ცვლილების
შეტანისთვის,
სასერტიფიკაციო ნიშანზე უფლებების გადაცემაზე, სასერტიფიკაციო ნიშანთან
დაკავშირებით საქპატენტის გადაწყვეტილების სააპელაციო პალატაში გასაჩივრებაზე,
რაც დადებით გავლენას მოახდენს საქპატენტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ცვლილებებით გათვალისწინებულია საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებით საქპატენტის მიერ მიღებული
გადაწყვეტილების გასაჩივრების ახალი საფუძვლები, რაც გამოიწვევს სააპელაციო
საჩივრების ზრდას და პირდაპირპროპორციულად აისახება საქპატენტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება საჩივრების
რაოდენობაზე.
ცვლილებით, შესაძლებელი ხდება რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის დაყოფა და
გაერთიანება, რომელიც დაკავშირებულია კანონმდებლობით განსაზღვრული
საფასურის გადახდასთან, რაც, ასევე, გავლენას იქონიებს საქპატენტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ცვლილებით, ამოღებულია ჩანაწერი, რომელიც კრძალავდა კოლექტიური ნიშნის
გადაცემას ან ამ ნიშანზე ლიცენზიის გაცემას, შესაბამისად, შესაძლებელი გახდება
აღნიშნული
ქმედებების
განხორციელება,
რაც
დაკავშირებული
იქნება
კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდასთან, რასაც, ასევე, გავლენას
ექნება საქპატენტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ცვლილებით განსხვავებულად რეგულირდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის
განაცხადში საქონლის ჩამონათვალის მითითების საკითხი, ამასთან, უკვე
რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელებს უფლება ეძლევათ დააზუსტონ
საქონლის ჩამონათვალი, რის თაობაზეც, განცხადება საქპატენტში წარდგენილ უნდა
იქნეს ცვლილებების ამოქმედებიდან არა უგვიანეს 5 წლისა.
ცვლილებისთვის
გათვალისწინებული
იქნება
საფასურის
გადახდა,
ამასთან,
ცვლილებების
ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქონლის ჩამონათვალის დაზუსტება განხორციელდება
საფასურის გადახდის გარეშე. ამ ვადის გასვლის შემდეგ, საქონლის ჩამონათვლის
დაზუსტებას გავლენა ექნება საქპატენტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ცვლილებებით
განმცხადებელს
უფლება
ეძლევა
მოითხოვოს
სხვადასხვა
საქონლისათვის წარდგენილი იდენტური სასაქონლო ნიშნების ორი ან მეტი განაცხადის
გაერთიანება. საქართველოს კანონმდებლობით აღნიშნული ქმედებისთვის ასევე
გათვალისწინებული იქნება საფასური. შესაბამისად, აღნიშნულს ექნება დადებითი
გავლენა საქპატენტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ამასთან, განაცხადების
გაერთიანების შედეგად, საქმისწარმოება ორი ან მეტი განაცხადის ნაცვლად,
გაგრძელდება ერთი სასაქონლო ნიშნის განაცხადზე, რაც შეამცირებს სასაქონლო ნიშნის
რეგისტრაციის საფასურს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს საქპატენტის შემოსავლების
შემცირება.
ზემოაღნიშნული ქმედებებისთვის, საფასური განისაზღვრება „ინტელექტუალური
საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან
დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის № 182-ე დადგენილებით. საქართველოს მთავრობამ
2024 წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველყოს აღნიშნული დადგენილების ამ კანონთან
შესაბამისობაში მოყვანა.
ცვლილებით, ასევე განისაზღვრება განსაკუთრებული ლიცენზიის
მფლობელის
უფლებამოსილება სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობის გარეშე აღძრას სარჩელი,
თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი, ოფიციალური შეტყობინების მიღების შემდგომ,
გონივრულ ვადაში თავად არ აღძრავს სარჩელს.
ფართოვდება სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლების ფარგლები,
კერძოდ სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება ეძლევა აკრძალოს სასაქონლო ნიშნის
გამოყენება საფირმო სახელწოდებად ან მის ნაწილად.
ასევე, განისაზღვრება სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელის უფლებამოსილება
სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების უფლების მქონე პირების სახელით მოითხოვოს
ზიანის ანაზღაურება სასერტიფიკაციო ნიშნის უნებართვო გამოყენებისათვის.
ზემოთ ჩამოთვლილი ცვლილების შედეგად, შესაძლოა გაიზარდოს სასამართლოში
მიმართვიანობა, რაც დაკავშირებული იქნება სასამართლო ბაჟის გადახდასთან,
შესაბამისად, დადებითი გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება სარჩელებისა და ზიანის
რაოდენობაზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ცვლილებებით გათვალისწინებულია საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში
სასაქონლო ნიშნის გადაწყვეტილების გასაჩივრების ახალი საფუძვლები, რაც
გამოიწვევს სააპელაციო საჩივრების რაოდენობის ზრდას. აღნიშნულის მიუხედავად,
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას. საჩივრების
დიდი ოდენობით ზრდის გამო სააპელაციო პალატაში საკადრო რესურსის დამატების
საჭიროების შემთხვევაში,
დაფინანსება მოხდება საქპატენტის საკუთარი
შემოსავლებიდან.
გარდა ამისა, კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შედეგად, შესაძლოა
გაიზარდოს სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა რაოდენობა, რაც
განხორციელდება სასამართლოების არსებული რესურსის ფარგლებში და არ
გამოიწვევს ხარჯების ზრდას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მხრიდან
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ცვლილებით, სავალდებულო მოთხოვნას აღარ წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის
გრაფიკულად გამოსახვა, ასევე, ამოღებულია ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებდა
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესაძლებლობას ისეთი სასაქონლო
ნიშნების რეგისტრაციაზე, რომლებიც წარმოადგენდა ერთ არასტილიზებულ ასოს ან
ციფრს, ან ცალკე აღებულ ფერს, ყოველივე ზემოაღნიშნული მისცემს შესაძლებლობას
განმცხადებლებს მოითხოვონ ასეთი სიმბოლოების სასაქონლო ნიშნად რეგისტრაცია,
რაც დაკავშირებულია კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდასთან,
გავლენა დამოკიდებული იქნება წარმოდგენილი განაცხადების რაოდენობაზე. თუმცა
გასათვალისწინებელია, რომ სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს მისი მფლობელის
ინტელექტუალურ საკუთრებას, რომელსაც თავისი ღირებულება გააჩნია. აქედან
გამომდინარე, მართალია, განმცხადებლები სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის დროს
იხდიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საფასურს, თუმცა, სასაქონლო
ნიშნის რეგისტრაციის შემთხვევაში იძენენ ღირებულ არამატერიალურ აქტივსაც.
ცვლილებებით გათვალისწინებულია საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში
სასაქონლო ნიშნის გადაწყვეტილების გასაჩივრების ახალი საფუძვლები, შესაბამისად,
თუკი განმცხადებელი გადაწყვეტს ისარგებლოს აღნიშნული უფლებამოსილებით, მას
ექნება ვალდებულება გადაიხადოს სააპელაციო საჩივრის განხილვისთვის
გათვალისწინებული საფასური, რომელიც განსაზღვრული იქნება საქართველოს
კანონმდებლობით.
გასათვალისწინებელია,
რომ
პროექტით
წარმოდგენილი
ცვლილებები ავტომატურად არ ახდენს გავლენას დაინტერესებულ პირზე
(განმცხადებელზე, მესამე პირზე, სასაქონლო ნიშნის მფლობელზე), დაინტერესებული
პირი თავად ირჩევს საკუთარი უფლების დაცვის გზას და მექანიზმს.
ცვლილების შედეგად კანონს ემატება სასაქონლო ნიშნის ახალი კატეგორია სასერტიფიკაციო ნიშანი, რომელთან დაკავშირებულ ქმედებებზე განსაზღვრული
იქნება საფასური. თუმცა, სასერტიფიკაციო ნიშნის რეგისტრაციის შესაძლებლობა ხელს
შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას, ვინაიდან, სასერტიფიკაციო ნიშნებით
ნიშანდებული პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით, რომელიც კონტროლდება
სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელის მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად.
აქედან გამომდინარე, ის პირები, რომლებიც გამოიყენებენ სასერტიფიკაციო ნიშანს,
თავიანთ საქონელს უფრო მაღალი ღირებულებით განათავსებენ ბაზარზე.
ცვლილებით განსხვავებულად რეგულირდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის
განაცხადში საქონლის ჩამონათვალის მითითების საკითხი,
შესაბამისად, უკვე
რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელებს უფლება ეძლევათ დააზუსტონ
საქონლის ჩამონათვალი, რის თაობაზეც, განცხადება საქპატენტში წარდგენილ უნდა
იქნეს ცვლილებების ამოქმედებიდან არა უგვიანეს 5 წლისა. ცვლილებისთვის
კანონმდებლობით
გათვალისწინებული იქნება საფასურის გადახდა, ამასთან,
ცვლილებების ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში საქონლის ჩამონათვალის დაზუსტება
განხორციელდება საფასურის გადახდის გარეშე.
ცვლილებით, განმცხადებელს უფლევა ეძლევა მოითხოვოს სხვადასხვა საქონლისათვის
წარდგენილი იდენტური სასაქონლო ნიშნების ორი ან მეტი განაცხადის გაერთიანება,
რისთვისაც კანონმდებლობით განისაზღვრება განაცხადების გაერთიანების საფასურის
გადახდა, ამასთან, განაცხადების გაერთიანების შედეგად საქმისწარმოება გაგრძელდება
ერთი სასაქონლო ნიშნის განაცხადზე, რაც შემდგომში შეამცირებს სასაქონლო ნიშნის
მფლობელის ხარჯს, ვინაიდან, მას მოუწევს მხოლოდ ერთი სასაქონლო ნიშნის
რეგისტრაციასთან დაკავშირებული შემდგომი საფასურების გადახდა.
ცვლილებით, ამოღებულია ჩანაწერი, რომელიც კრძალავდა კოლექტიური ნიშნის
გადაცემას ან ამ ნიშანზე ლიცენზიის გაცემას, ლიცენზიის გაცემის რეგისტრაცია
დაკავშირებული იქნება კანონმდებლობით განსაზღვრული საფასურის გადახდასთან.
თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ლიცენზირების შემთხვევაში უფლებამოსილი პირი
იღებს შემოსავალს, რაც დადებითაც აისახება მის შემოსავალზე.
ცვლილებით, განისაზღვრება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის
საფუძვლები. რაც არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს იმ პირებისთვის,
რომელთაც რეგისტრირებული აქვთ ისეთი სასაქონლო ნიშნები, რომელთა
რეგისტრაციაც ცვლილების შემდეგ აღარ იქნება დასაშვები,
წინამდებარე
პროექტით
გათვალისწინებული
ქმედებებისთვის
საფასური
განისაზღვრება „ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან,
რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის № 182-ე
დადგენილებით.
ცვლილებით,
განისაზღვრება
განსაკუთრებული
ლიცენზიის
მფლობელის
უფლებამოსილება სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობის გარეშე აღძრას სარჩელი,
თუ სასაქონლო ნიშნის მფლობელი, ოფიციალური შეტყობინების მიღების შემდგომ,
გონივრულ ვადაში თავად არ აღძრავს სარჩელს, რაც დაკავშირებული იქნება
სასამართლო ბაჟის გადახდასთან, შესაბამისად,
ექნება ფინანსური შედეგი
დაინტერესბეული პირისთვის.
ცვლილებით განისაზღვრება სასერტიფიკაციო ნიშნის მფლობელის უფლებამოსილება,
სასერტიფიკაციო ნიშნის გამოყენების უფლების მქონე პირების სახელით მოითხოვოს
ზიანის ანაზღაურება სასერტიფიკაციო ნიშნის უნებართვო გამოყენებისათვის. რასაც
ექნება შესაბამისი ფინანსური შედეგი დაინტერესებული პირებისათვის. ზიანის
ოდენობა განისაზღვრება სასამართლოს მიერ.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში, თუმცა, განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის ვალდებულება, რომ 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ივლისის №182 დადგენილების
„ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და
დეპონირებასთან დაკავშირებული მომსახურების საფასურების დამტკიცების შესახებ“
ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ ექნება მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი მომზადდა EUIPO-სა და საქართველოს ერთობლივი პროექტის –
“EUGIPP” ფარგლებში ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტების მიერ. პროექტი
შეთანხმებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, საქართველოს
ადვოკატთა ასოციაციასთან და პატენტრწმუნებულებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ - საქართველოს
„საქპატენტი“.
ინტელექტუალური საკუთრების
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავობა.
ეროვნული
ცენტრი
–