„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/306/10, 05.07.2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48,
31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლს „ვ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს
შემდეგი შინაარსის „ვ3“ ქვეპუნტი.
„ვ3) არსებობს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-11 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევა;“.
2.
36325 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
დაცული სასაქონლო ნიშანი, მომსახურების ნიშანი, კოლექტიური ნიშანი ან სასერტიფიკაციო
ნიშანი, რეგისტრირებული დიზაინი, პატენტით დაცული გამოგონება ან სასარგებლო მოდელი,
საავტორო უფლებით ან მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტი;“.
ბ) „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) დაცული სასაქონლო ნიშნის, მომსახურების ნიშნის, კოლექტიური ნიშნის ან/და
სასერტიფიკაციო ნიშნის (შემდგომ – სასაქონლო ნიშნის) მიმართ − საქონელი ან/და მომსახურება,
რომელიც შეიცავს სასაქონლო ნიშნის იდენტურ ან მსგავს ნიშანს ან რომელზედაც დატანილია
სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშანი, ან რომელსაც აქვს მოცულობითი სასაქონლო
ნიშნის იდენტური ან მსგავსი ფორმა და რომლის წარმოება, მიწოდება, საქართველოს
ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით
შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ანდა ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება
იწვევს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლების
დარღვევას, მიუხედავად ნიშანდების ადგილისა;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანა მიზნად ისახავს მის
შესაბამისობაში მოყვანას „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან
ცვლილებებთან. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ“ კანონპროექტით სხვა ცვლილებებთან ერთად ასევე განისაზღვრება სასამართლოში
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული დავის დროს საქმის
წარმოების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს
კანონს, ასევე, ემატება ახალი თავი, რომლითაც რეგულირდება სასერტიფიკაციო ნიშნის
დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია, რომ სასერტიფიკაციო ნიშნის ცნებას
მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისის მუხლებში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“
კანონპროექტის მიღება აუცილებელია „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ცვლილებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლები
შესაბამისობაში მოვა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან
ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე
მუხლში, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით განისაზღვრება სასამართლოში
სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობასთან დაკავშირებული დავისას საქმის
წარმოების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის
272-ე მუხლს ემატება „ვ3“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქმის წარმოების შეწყვეტის ერთერთ საფუძველს, ასევე, წარმოადგენს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე
მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის არსებობა.
ცვლილება შედის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36325 მუხლშიც. კერძოდ,
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
კანონპროექტით განისაზღვრება ინტელექტუალური საკუთრების ახალი ობიექტი -
სასერტიფიკაციო ნიშანი, რომელიც წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის სახეს, შესაბამისად,
ზემოაღნიშული ცვლილების ასახვა ხდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36325
მუხლის „ა“ ქვეპუნქტში. ასეთივე ცვლილება აისახება „ბ.ა“ ქვეპუნქტშიც, რომელიც
განსაზღვრავს ინტელექტუალური საკუთრების ობიექტისა და განსაკუთრებული უფლების
დარღვევით წარმოებული ან/და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული საქონლის ცნებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი უკავშირდება „სასაქონლო ნიშნების
შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილების ამოქმედების თარიღს.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არა
მდგომარეობაზე.
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში (ასეთის
არსებობის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.