„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/306/10, 05.07.2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 25.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 050030010.05.001.018697) შეტანილ
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ბ) სასაქონლო ნიშანზე, მომსახურების ნიშანზე, კოლექტიურ ნიშანზე ან/და
სასერტიფიკაციო ნიშანზე (შემდგომ – სასაქონლო ნიშანი) უფლებების დარღვევით
წარმოებული საქონელი, მათ შორის, შესაფუთი საქონელი, რომელზედაც უნებართვოდაა
მოთავსებული იმ სასაქონლო ნიშნის იდენტური სასაქონლო ნიშანი, რომელიც ამ
საქონელთან დაკავშირებით კანონიერად არის რეგისტრირებული ან არსებითად არ
განსხვავდება აღნიშნული სასაქონლო ნიშნისაგან და, ამდენად, არღვევს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებულ
უფლებებს;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა მიზნად ისახავს მის შესაბამისობაში მოყვანას
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან.
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
კანონპროექტით, სხვა ცვლილებებთან ერთად, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს
კანონს ასევე ემატება ახალი თავი, რომლითაც რეგულირდება სასერტიფიკაციო ნიშნის
დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, აღნიშნული კანონპროექტის 381 მუხლის
მიხედვით, „სასერტიფიკაციო ნიშანი წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის სახეს, რომელიც
განასხვავებს სერტიფიცირებულ საქონელს არასერტიფიცირებული საქონლისაგან საქონლის
მასალის, წარმოების პროცესის, ხარისხის, სიზუსტის, მომსახურების შესრულების ან სხვა
მახასიათებლების მიხედვით, გარდა საქონლის გეოგრაფიული წარმოშობისა.“.
აღსანიშნავია, რომ სასერტიფიკაციო ნიშნის ცნებას მოქმედი კანონმდებლობა არ
ითვალისწინებდა, აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება შედის „ინტელექტუალურ
საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისის მუხლში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიღება აუცილებელია
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ცვლილებით „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლი შესაბამისობაში მოვა „სასაქონლო
ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებასთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ
სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტში,
კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით განისაზღვრება - სასერტიფიკაციო ნიშანი,
რომელიც წარმოადგენს სასაქონლო ნიშნის სახეს, რომელიც განასხვავებს სერტიფიცირებულ
საქონელს არასერტიფიცირებული საქონლისაგან მასალის, წარმოების პროცესის, ხარისხის,
სიზუსტის, მომსახურების შესრულების ან სხვა მახასიათებლების მიხედვით, გარდა
საქონლის გეოგრაფიული წარმოშობისა. ზემოაღნიშული ცვლილების ასახვა ხდება
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რადგან იგი უკავშირდება „სასაქონლო ნიშნების
შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი შესაბამისი ცვლილების ამოქმედების თარიღს.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მხრიდან
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის, ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არა
მდგომარეობაზე.
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ)კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში
(ასეთის არსებობის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ (ასეთის არსებობის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
სსიპ - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.