„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.07.2023
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/308/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენცია“ და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მამობის დადგენის ან ალიმენტის გადახდის საქმეებზე ბავშვის ან ალიმენტის მიმღების საცხოვრებელი ადგილი ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოშია ან სასამართლოსადმი მიმართვა განხორციელებულია „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო დონეზე გადახდევინების და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში წარმოშობილ მოთხოვნასთან დაკავშირებით.“. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 481 მუხლი: „მუხლი 481. „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის ფარგლებში არსებული რჩენის ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელი სამართალი „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის ფარგლებში არსებული რჩენის ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელი სამართალი განისაზღვრება ამავე ოქმით დადგენილი წესის შესაბამისად.“. 3. 58-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. მხარისათვის სასამართლო ხარჯების უზრუნველყოფის გარანტია არ მოითხოვება, თუ დავა განიხილება „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო დონეზე გადახდევინების და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის კონვენციის ფარგლებში.“ 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 732 მუხლი: „მუხლი 732. „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული შეთანხმების ცნობა და აღსრულება „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, ასევე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული შეთანხმების ცნობა და აღსრულება განხორციელდება ამავე კონვენციისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV17 თავით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციისა და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის საქართველოს მიმართ ამოქმედებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი შემუშავებულია „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის (შემდგომ - „კონვენცია“) იმპლემენტაციის მიზნით. კონვენცია ძალაშია 2013 წლის პირველი იანვრიდან. ამ ეტაპზე, მას ჰყავს 47 ხელშემკვრელი მხარე, მათ შორის, ევროკავშირი. კონვენციის სავალდებულოდ აღიარება წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონვენციას ხელი მოეწერა ა/წლის 25 მაისს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ. დოკუმენტი აფუძნებს ეფექტიან და ხელმისაწვდომ საერთაშორისო მექანიზმს ბავშვისა და ოჯახის რჩენის საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ხასიათის სამართლებრივ დავებზე. კონვენციის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა და ოჯახის წევრების რჩენის მიზნით ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინების ხელშეწყობა და უზრუნველყოფა. კონვენცია ხელს უწყობს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შორის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების სისტემის ჩამოყალიბებას, საერთაშორისო ხასიათის ოჯახის რჩენის დავებზე ეფექტიანი და სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ზემოაღნიშნული ინსტრუმენტი უზრუნველყოფს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაციის გაღრმავებას, დავის მხარეებისათვის სასამართლოსათვის მიმართვის უფლებაზე დროულ და ეფექტიან ხელმისაწვდომობას, ასევე, ქვეყნებს შორის მჭიდრო სამართლებრივი ურთიერთთანამშრომლობის და სამართლებრივი დახმარების ჩამოყალიბებასა ან/და გაძლიერებას. კონვენცია ითვალისწინებს ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ ცენტრალური ორგანოს განსაზღვრის ვალდებულებას. დოკუმენტის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ცენტრალურ ორგანოს ეკისრება მრავალი ფუნქცია, მათ შორის, კონვენციით გათვალისწინებული დახმარების აღმოჩენისას სხვა ხელშემკვრელი მხარის ცენტრალურ სამართლებრივი ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობა და საკუთარ ტერიტორიაზე არსებულ ეროვნულ კომპეტენტურ ორგანოებს შორის თანამშრომლობის პრობლემების ხელშეწყობა, იდენტიფიკაცია ასევე, და, კონვენციის პრაქტიკაში გამოყენებისას შესაძლებლობის ფარგლებში, მათი წამოჭრილი გადაჭრა. ამასთან, ცენტრალურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ და გადააგზავნონ წერილობითი შუამდგომლობები შესაბამის ორგანოებში. მნიშვნელოვანია, რომ კონვენციის სავალდებულოდ აღიარების შემთხვევაში, სხვა მონაწილე სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გზით, უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმის გაუმჯობესება, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ მართლმსაჯულებაზე ეფექტური წვდომა სხვა ხელშემკვრელ ქვეყნებშიც. საქართველოს ცენტრალური ორგანოს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საკუთარი უფლების დასაცავად უცხო ქვეყანაში შესაბამისი განცხადებების/მიმართვების წარდგენას ან/და უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისათვის პირადად მიმართვას. ნაცვალგების პრინციპით, საქართველოს ცენტრალური ორგანო უზრუნველყოფს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევას. კონვენცია ითვალისწინებს არამხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების, არამედ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და რჩენის თაობაზე შეთანხმების აღსრულებას და ადგენს როგორც მათი ცნობისა და აღსრულების, ისე ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. კონვენციის სავალდებულოდ აღიარება წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგით (2021-2027 წლებისათვის) გათვალისწინებულ ვალდებულებას. საქართველოს მიერ კონვენციის სავალდებულოდ აღიარება, მისი მიზნისა და შინაარსის გათვალისწინებით, აღებული ვალდებულებების სრულყოფილად განხორციელებისა და დოკუმენტის იმპლემენტაციის ფარგლებში, იწვევს შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში. კონვენციის სავალდებულოდ აღიარების მიზნით კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები უზრუნველყოფს საერთაშორისო კონვენციის სრულყოფილ იმპლემენტაციას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას, ოჯახის რჩენის საკითხებთან დაკავშირებით უცხო ელემენტის მატარებელი საქმეების ეფექტურად წარმართვასა და ამ ტიპის საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების დროულ აღსრულებას. ასევე, განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების სფეროში უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბებას ან/და გაღრმავებას. რაც შეეხება „რჩენის ვალდებულებებზე გამოსაყენებელი სამართლის შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმს (შემდგომ - „ოქმი“), იგი ძალაშია 2013 წლის 1 აგვისტოდან. ამჟამად, ოქმს ჰყავს 32 ხელშემკვრელი მხარე, მათ შორის, ევროკავშირი. იგი მიღებულია ჰააგის საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კონფერენციაზე „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციასთან ერთად და მის დამატებით მექანიზმს წარმოადგენს. ოქმის მიზანია, რჩენის ვალდებულებებზე გამოსაყენებელი სამართლის განმსაზღვრელი უნიფიცირებული საერთაშორისო წესების დადგენა. ოქმი მიღებულია, ერთი მხრივ, როგორც კონვენციის შემავსებელი ფუნქციის მატარებელი ინსტრუმენტი, ხოლო, მეორე მხრივ, ის წარმოადგენს დამოუკიდებელ ინსტრუმენტს. ოქმს აქვს ფუნქციური კავშირი კონვენციასთან და მათ საერთო მიზანს წარმოადგენს ოჯახის რჩენის საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ხასიათის დავებში რჩენის ვალდებულების ეფექტური განხორციელება. ოქმი განსაზღვრავს საოჯახო ურთიერთობიდან, მშობლის მოვალეობიდან, ქორწინების ან ნათესაური კავშირით, მათ შორის, არაოფიციალური ქორწინებიდან დაბადებული ბავშვის მიმართ წარმოშობილი რჩენის ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელ სამართალს. ამასთან, იგი კრედიტორთა განსაზღვრული წრის მიმართ ადგენს გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრის სპეციალურ წესს, რომლის მიზანია, უზრუნველყოს კრედიტორი რჩენის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მაქსიმალური შესაძლებლობით. უნდა აღინიშნოს, რომ ოქმი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გამოსაყენებელ სამართალს არახელშმკვრელი სახელწიფოს კანონმდებლობა წარმოადგენს. ოქმი ითვალისწინებს მხარეების მიერ რჩენის თაობაზე გამოსაყენებელი სამართლის არჩევის შესაძლებლობას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კონვენციის ცალკეული დებულებები დღეისათვის არ არის ასახული საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში. ამდენად, კონვენციის მოთხოვნათა ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია საჭიროებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით მოხდება საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში მოყვანა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება კონვენციის სრულყოფილი იმპლემენტაცია. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საერთაშორისო ელემენტის მატარებელ სასამართლო დავებთან დაკავშირებულ საქმეებზე მართლმსაჯულების ეფექტიან წვდომას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას მისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის გზით და ოჯახის რჩენის საკითხებზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას, ასევე, უცხო ქვეყნების შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობის გზით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილებების დროულ აღსრულებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებში. კონვენციის 37-ე მუხლით გათვალისწინებულია მშობელსა და შვილს ან/და მეუღლეებს შორის რჩენის ვალდებულებებთან დაკავშირებულ საქმეებზე სასამართლოსათვის პირდაპირ მიმართვის უფლება. შესაბამისად, საქართველოს სასამართლოებს აღნიშნულ საკითხებზე უნდა გააჩნდეთ საერთაშორისო კომპეტენცია. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ეხება მხოლოდ მშობელსა და შვილს შორის არსებულ საალიმენტო ვალდებულებებს და არ მოიცავს მეუღლეებს შორის არსებულ რჩენის ვალდებულებებთან დაკავშირებულ დავებს. შესაბამისად, წარმოდგენილი ცვლილებით, საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია ექნებათ მეუღლეთა შორის რჩენის ვალდებულებებთან დაკავშირებულ საქმეებზეც. კონვენციის თანახმად, ამავე კონვენციის ფარგლებში განსახორციელებელი საქმისწარმოების ხარჯებისა და დანახარჯების უზრუნველსაყოფად არ უნდა მოითხოვებოდეს არანაირი უზრუნველყოფა, რა დასახელებითაც არ უნდა იყოს ის გამოყენებული. შესაბამისად, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-5 პუნქტით გამოირიცხება მხარისათვის კონვენციის ფარგლებში მიმდინარე წარმოებისას სასამართლო ხარჯების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნა. კონვენციით განსაზღვრულია გადაწყვეტილებების, ხელშემკვრელ ადმინისტრაციული სახელმწიფოებში ორგანოს მიღებული გადაწყვეტილებებისა და სასამართლო შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ დამოწმებული/გაფორმებული შეთანხმებების ცნობისა და აღსრულების პირობები, რაც წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად აისახება სამოქალაქო საპროცესო კოდექსისთვის დამატებულ XLIV17 თავში. ამ თავის ფარგლებში კანონს ემატება 732 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის სასამართლო და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილების ან/და შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მიერ დამოწმებული/გაფორმებული შეთანხმებების ცნობა და აღსრულება განხორციელდება ამავე კონვენციისა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV17 თავით დადგენილი წესით. „რჩენის ვალდებულებების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმი განსაზღვრავს საოჯახო ურთიერთობიდან, მშობლის მოვალეობიდან, ქორწინების ან ნათესაური კავშირით, მათ შორის, არაოფიციალური ქორწინებიდან დაბადებული ბავშვის მიმართ წარმოშობილ რჩენის ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელ სამართალს. ოქმის შესაბამისად, გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრის სპეციალური წესია დადგენილი კრედიტორთა კონკრეტული წრის, მათ შორის, მშობლების, შვილებისა და მეუღლეების მიმართ, რაც განსხვავდება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოწესრიგებისგან. გარდა აღნიშნულისა, ოქმი კრედიტორსა და მოვალეს რჩენის ვალდებულების მიმართ გამოსაყენებელი სამართლის განსაზღვრის უფლებამოსილებას ანიჭებს და აღნიშნულის მიმართ სპეციალურ პირობებს აწესებს. ამრიგად, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება 481 მუხლი, რომლის მიხედვითაც „რჩენის ვალდებულებების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის ფარგლებში არსებული რჩენის ვალდებულებების მიმართ გამოსაყენებელი სამართალი განისაზღვრება ამავე ოქმით დადგენილი წესის შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კონვენციის სავალდებულოდ აღიარება და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება განსაზღვრულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმით. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის საქართველოს მიმართ ამოქმედებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე - „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, უზრუნველყოფს მისი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. კონვენციის სავალდებულოდ აღიარება წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 2021-2027 წლების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებას. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტი მიიღება „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციის და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმის მოთხოვნათა იმპლემენტაციის მიზნით. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი უზრუნველყოფს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, საერთო სასამართლოებთან, სსიპ - აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, რომელთა მიერ წარდგენილი შენიშვნები და მოსაზრებებიც გაზიარებული და ასახულია წინამდებარე კანონპროექტში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. იქნა გამოყენებული კანონპროექტის