„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენცია“ და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმი“
- „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენცია“ და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმი“ კონვენცია
- „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საერთაშორისო კონვენციიდან „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციიდან“ და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმიდან“ (07-2/308/10, 05/07/2023): გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48,
31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 186-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) არსებობს ამ კოდექსის 36350 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევა, გარდა ამავე
მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“.
2. 275-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) არსებობს ამ კოდექსის 36350 მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევა, გარდა ამავე
მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის მეშვიდე10 კარი:
„კარი მეშვიდე10
„ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა
ფორმების შესახებ” ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საქმეების
განხილვის თავისებურებანი
თავი XLIV17
„ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა
ფორმების შესახებ” ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საქმეების
განხილვის თავისებურებანი
მუხლი 36346. ტერმინთა განმარტება
1. ამ თავის მიზნებისათვის ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კონვენცია - „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის
რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენცია;
ბ) ცენტრალური ორგანო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული
ქვედანაყოფი;
გ) კრედიტორი - ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც არსებობს ან სავარაუდოდ არსებობს
ალიმენტის გადახდის ვალდებულება;
დ) მოვალე - ფიზიკური პირი, რომელიც ვალდებულია ან სავარაუდოდ ვალდებულია
გადაიხადოს ალიმენტი;
ე)
გადაწყვეტილება - კონვენციის ფარგლებში სასამართლოს ან უფლებამოსილი
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე, უფლებამოსილი ორგანოს
მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება;
ვ) მოდიფიკაცია - კონვენციის ფარგლებში ხელშემკვრელი მხარის სასამართლოს ან
უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ახალი
გადაწყვეტილებით შეცვლა;
ზ) საჯარო ორგანო - ორგანო, რომელიც მოქმედებს კრედიტორის ნაცვლად, რომლის მიმართაც
არსებობს საალიმენტო ვალდებულება ან რომელმაც კრედიტორის სასარგებლოდ ალიმენტის
გადაუხდელობის გამო გასწია ხარჯი.
მუხლი 36347. რეგულირების სფერო
1. მშობელსა და არასრულწლოვან შვილს ან/და მეუღლეებს შორის არსებულ რჩენის
ვალდებულებებთან დაკავშირებით სამართალწარმოების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით
დადგენილი წესები, კონვენციის შესაბამისად, ამ თავით განსაზღვრული თავისებურებების
გათვალისწინებით.
2. სასამართლო კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია განიხილოს:
ა) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობის ან
ცნობისა და აღსრულების საკითხი;
ბ)
კონვენციის
ხელშემკვრელი
სახელმწიფოს
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილების
მოდიფიკაციის შესახებ სასარჩელო განცხადება;
გ) რჩენის ვალდებულებასთან დაკავშირებით სასარჩელო განცხადება.
მუხლი 36348. უფლებამოსილი სუბიექტები
1. კრედიტორი კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და
მოითხოვოს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება,
მოდიფიკაცია ან გადაწყვეტილების გამოტანა.
2. მოვალე
კონვენციის
ფარგლებში
უფლებამოსილია
მიმართოს
სასამართლოს
და
მოითხოვოს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება
ან მოდიფიკაცია.
3. საჯარო ორგანო კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და
მოითხოვოს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.
მუხლი 36349. კონვენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება
1. საქართველო ცნობს და აღასრულებს კონვენციის ხელშემკვრელი უცხო ქვეყნის მიერ ამავე
კონვენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას.
2. კონვენციის ფარგლებში გამოტანილი გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების
უფლებამოსილების მქონე სასამართლოა საქართველოს უზენაესი სასამართლო.
3. სასამართლო კონვენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ცნობისა და
აღსრულების საკითხს განიხილავს უფლებამოსილი სუბიექტის ან ცენტრალური ორგანოს შესაბამისი
მიმართვის ან/და შუამდგომლობის საფუძველზე.
4. კონვენციის ფარგლებში უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების, უფლებამოსილი
ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, ასევე, უფლებამოსილი
ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების
ცნობა და აღსრულება განხორციელდება კონვენციის V თავის (გარდა 23-ე მუხლისა), VI, VII და VIII
თავების შესაბამისად.
მუხლი 36350. გადაწყვეტილების მოდიფიკაცია
1. კრედიტორსა და მოვალეს შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ კონვენციის
ფარგლებში ალიმენტის გადახდევინების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს
მიერ გამოტანილი ან საქართველოში ცნობილი გადაწყვეტილების მოდიფიკაცია.
2. კონვენციის ფარგლებში ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების
მოდიფიკაცია, მათ შორის, დაკისრებული თანხის გაზრდის ან შემცირების მოთხოვნით,
ნებადართულია, როდესაც სახეზეა კრედიტორის ან მოვალის მატერიალური, ოჯახური ან იმ
ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების არსებითი ცვლილება, რომლის საფუძველზეც მიღებულ
იქნა თავდაპირველი გადაწყვეტილება.
3. თუ
ალიმენტის
გადახდევინების
საკითხთან
დაკავშირებით
გადაწყვეტილება
გამოტანილია სხვა ხელშემკვრელი მხარის უფლებამოსილი ორგანოს მიერ, დაუშვებელია მოვალის
მიმართვის საფუძველზე ამ გადაწყვეტილების მოდიფიკაციის მიზნით საქმისწარმოების დაწყება, თუ
კრედიტორი მუდმივად ცხოვრობს ისევ იმ ქვეყანაში, სადაც მიღებულია ეს გადაწყვეტილება.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილი არ გამოიყენება, თუ:
ა) მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება სხვა სახელმწიფოს იურისდიქციის
საკითხზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს დავა ეხება ბავშვის რჩენის ვალდებულებას;
ბ) კრედიტორი აშკარად ეთანხმება სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ იურისდიქციის
განხორციელებას, ან პირველივე შესაძლებლობისთანავე, იურისდიქციის საკითხის სადავოდ გახდის
გარეშე, იღებს მონაწილეობას საქმის არსებით განხილვაში;
გ) გადაწყვეტილების მიმღებ სახელმწიფოში უფლებამოსილ ორგანოს არ შეუძლია ან უარს
ამბობს იურისდიქციის გავრცელებაზე გადაწყვეტილებაში ცვლილებების შესატანად ან ახალი
გადაწყვეტილების მისაღებად;
დ) ვერ მოხდება გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს გადაწყვეტილების ცნობა ან
გადაწყვეტილება არ ექვემდებარება აღსრულებას იმ მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე, სადაც მოიაზრება
უკვე მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაციის ან ახალი გადაწყვეტილების გამოტანის
პროცედურების დაწყება.
მუხლი 36351. რჩენის ვალდებულებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება
კრედიტორი უფლებამოსილია, კონვენციის ფარგლებში ალიმენტის გადახდევინების შესახებ
სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, მშობლობის დადგენის თაობაზე
მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს გადაწყვეტილების გამოტანა.
მუხლი 36352. ხანდაზმულობა
ნებისმიერი ხანდაზმულობის ვადა, რომლის განმავლობაშიც შეიძლება დავალიანების
გადახდევინება, უნდა განისაზღვროს საქართველოს ან გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს
კანონმდებლობის შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანი ითვალისწინებს უფრო
ხანგრძლივ ხანდაზმულობის ვადას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო
გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის
კონვენციის საქართველოს მიმართ ამოქმედებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი
შემუშავებულია
„ბავშვის
სასარგებლოდ
ალიმენტის
საერთაშორისო
გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის
კონვენციის (შემდგომ - „კონვენცია“) იმპლემენტაციის მიზნით.
კონვენცია ძალაშია 2013 წლის პირველი იანვრიდან. ამ ეტაპზე, მას ჰყავს 47 ხელშემკვრელი
მხარე,
მათ
შორის,
ევროკავშირი.
საქართველოსა და ევროკავშირს
ვალდებულებას.
კონვენციის
შორის
სავალდებულოდ
ასოცირების
დღის
აღიარება
წესრიგით
წარმოადგენს
გათვალისწინებულ
დოკუმენტი აფუძნებს ეფექტიან და ხელმისაწვდომ საერთაშორისო მექანიზმს ბავშვისა და
ოჯახის რჩენის საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო ხასიათის სამართლებრივ დავებზე.
კონვენციის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა და ოჯახის
წევრების
რჩენის
მიზნით
ალიმენტის
საერთაშორისო
გადახდევინების
ხელშეწყობა
და
უზრუნველყოფა. კონვენცია ხელს უწყობს ხელშემკვრელ სახელმწიფოთა შორის აღნიშნულ
საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების სისტემის ჩამოყალიბებას,
საერთაშორისო ხასიათის ოჯახის რჩენის დავებზე ეფექტიანი და სწრაფი მართლმსაჯულების
განხორციელებას.
ზემოაღნიშნული ინსტრუმენტი უზრუნველყოფს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს შორის
სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაციის გაღრმავებას,
დავის მხარეებისათვის სასამართლოსათვის მიმართვის უფლებაზე დროულ და ეფექტიან
ხელმისაწვდომობას, ასევე, ქვეყნებს შორის მჭიდრო სამართლებრივი ურთიერთთანამშრომლობის
და სამართლებრივი დახმარების ჩამოყალიბებასა ან/და გაძლიერებას.
კონვენცია ითვალისწინებს ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ ცენტრალური ორგანოს
განსაზღვრის ვალდებულებას. დოკუმენტის კომპლექსურობიდან გამომდინარე, ცენტრალურ
ორგანოს ეკისრება მრავალი ფუნქცია, მათ შორის, კონვენციით გათვალისწინებული სამართლებრივი
დახმარების აღმოჩენისას სხვა ხელშემკვრელი მხარის ცენტრალურ ორგანოებთან მჭიდრო
თანამშრომლობა და საკუთარ ტერიტორიაზე არსებულ ეროვნულ კომპეტენტურ ორგანოებს შორის
თანამშრომლობის
პრობლემების
ხელშეწყობა,
იდენტიფიკაცია
ასევე,
და,
კონვენციის
პრაქტიკაში
შესაძლებლობის
ფარგლებში,
გამოყენებისას
მათი
წამოჭრილი
გადაჭრა.
ამასთან,
ცენტრალურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ და გადააგზავნონ წერილობითი შუამდგომლობები
შესაბამის ორგანოებში.
მნიშვნელოვანია, რომ კონვენციის სავალდებულოდ აღიარების შემთხვევაში, სხვა მონაწილე
სახელმწიფოებთან თანამშრომლობის გზით, გაუმჯობესდება ადამიანის უფლებების დაცვის
მექანიზმი, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ მართლმსაჯულებაზე
ეფექტური წვდომა სხვა ხელშემკვრელ ქვეყნებშიც. საქართველოს ცენტრალური ორგანოს მეშვეობით
საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ საკუთარი უფლების დასაცავად უცხო ქვეყანაში შესაბამისი
განცხადებების/მიმართვების წარდგენას ან/და უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოებისათვის
პირადად
მიმართვას.
ნაცვალგების
პრინციპით,
საქართველოს
ცენტრალური
ორგანო
უზრუნველყოფს კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის სამართლებრივი
დახმარების გაწევას.
კონვენცია ითვალისწინებს არამხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებების, არამედ
ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებისა და რჩენის თაობაზე შეთანხმების აღსრულებას და
ადგენს როგორც მათი ცნობისა და აღსრულების, ისე ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის
საფუძვლებს.
კონვენციის სავალდებულოდ აღიარება წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ასოცირების დღის წესრიგით (2021-2027 წლებისათვის) გათვალისწინებულ ვალდებულებას. აქვე
უნდა აღინიშნოს, რომ კონვენციას ხელი მოეწერა ა/წლის 25 მაისს, საქართველოს იუსტიციის
მინისტრის მიერ.
საქართველოს მიერ კონვენციის სავალდებულოდ აღიარება, მისი მიზნისა და შინაარსის
გათვალისწინებით,
აღებული
ვალდებულებების
სრულყოფილად
განხორციელებისა
და
დოკუმენტის იმპლემენტაციის ფარგლებში, იწვევს შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას
საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.
კონვენციის სავალდებულოდ აღიარების მიზნით კანონმდებლობაში განხორციელებული
ცვლილებები უზრუნველყოფს საერთაშორისო კონვენციის სრულყოფილ იმპლემენტაციას, რაც,
თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას, ოჯახის რჩენის საკითხებთან
დაკავშირებით უცხო ელემენტის მატარებელი საქმეების ეფექტურად წარმართვასა და ამ ტიპის
საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებების დროულ აღსრულებას. ასევე, განხორციელებული
ცვლილებები ხელს შეუწყობს სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების სფეროში უცხო
ქვეყნებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბებას ან/და გაღრმავებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კონვენციის ცალკეული დებულებები დღეისათვის არ არის ასახული საქართველოს
კანონმდებლობაში,
მათ
შორის,
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსში.
ამდენად,
კონვენციის
მოთხოვნათა ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაცია საჭიროებს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსში კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღებით
მოხდება
საქართველოს
კანონმდებლობის
საერთაშორისო
ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში მოყვანა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება კონვენციის
სრულყოფილი იმპლემენტაცია. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საერთაშორისო ელემენტის
მატარებელ სასამართლო დავებთან დაკავშირებულ საქმეებზე მართლმსაჯულების ეფექტიან
წვდომას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას მისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის
გზით და ოჯახის რჩენის საკითხებზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას, ასევე, უცხო ქვეყნების
შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებთან თანამშრომლობის გზით, აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილებების დროულ აღსრულებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და მას
ემატება XLIV17 თავი (კარი მეშვიდე10). აღნიშნული თავის მიზანია გაიწეროს მშობელსა და
არასრულწლოვან
შვილს
ან/და
მეუღლეებს
შორის
არსებულ
რჩენის
ვალდებულებებთან
დაკავშირებით სამართალწარმოების თავისებურებანი, ვინაიდან კონვენცია მათი მოწესრიგების
განსხვავებულ წესს ითვალისწინებს.
კანონპროექტის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იქნება, განიხილოს რჩენის
ვალდებულებასთან დაკავშირებული სასარჩელო განცხადება, ასევე, კონვენციის ხელშემკვრელი
სახელმწიფოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაციისა და ცნობა-აღსრულების
საკითხები.
კონვენცია
ითვალისწინებს
მის
ხელშემკვრელ
სახელმწიფოებში
მიღებული
გადაწყვეტილებების მოდიფიკაციას, რაც გულისხმობს რჩენის საკითხთან დაკავშირებით უკვე
არსებულ გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას ან ახალი გადაწყვეტილებით მის ჩანაცვლებას.
იმის გათვალისწინებით, რომ რჩენის ვალდებულება გრძელდება ხანგრძლივი პერიოდით,
შესაძლებელია შეიცვალოს მხარეთა მატერიალური ან/და ოჯახური პირობები, რაც, როგორც წესი,
იწვევს რჩენის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების მოდიფიცირების აუცილებლობას.
შესაბამისად, მოდიფიკაცია დიდწილად უკავშირდება საალიმენტო თანხის შეცვლას - გაზრდას ან
შემცირებას.
საქართველოს
სამოქალაქო
კოდექსის
1221-ე
მუხლის
მე-2
ნაწილის
თანახმად,
დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს ალიმენტის თანხის შემცირება ან გაზრდა, თუმცა,
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი იმავე საფუძვლებით უცხო ქვეყნის მიერ მიღებული
გადაწყვეტილების მოდიფიკაციას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით
ქართულ სასამართლოებს ენიჭებათ კონვენციის ხელშემკვრელი ქვეყნების ტერიტორიაზე მიღებული
გადაწყვეტილებების მოდიფიკაციის უფლებამოსილება.
კონვენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მოდიფიკაციის თაობაზე მოთხოვნის წარმდგენ
უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ კრედიტორი და მოვალე, რომელთაც მატერიალური, ოჯახური
ან/და ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების არსებითი ცვლილების საფუძველზე შეეძლებათ
მოითხოვონ უკვე დაკისრებული საალიმენტო თანხის გაზრდა ან შემცირება.
ამასთან, კონვენცია მოვალის მიერ მოდიფიკაციის მოთხოვნით საქმის წარმოების დაწყებაზე
აწესებს დამატებით შეზღუდვებს, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით
გათვალისწინებული არ არის. ამდენად, კანონპროექტი განსაზღვრავს სარჩელის მიღებაზე უარის
თქმისა და საქმის წარმოების შეჩერების დამატებით საფუძვლებს.
აღსანიშნავია, რომ კონვენციის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საალიმენტო
ვალდებულებების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების ხელშემკვრელ სახელმწიფოებში ცნობააღსრულების ერთიანი სისტემის შექმნა. კონვენცია დეტალურად განსაზღვრავს მიღებული
გადაწყვეტილებების ცნობისა და აღსრულების როგორც წინაპირობებს, ისე მასზე უარის თქმის
საფუძვლებს, რომლებიც სრულად არ ემთხვევა ქართული კანონმდებლობით დადგენილ ცნობააღსრულების პირობებს. ამდენად, წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, ხელშემკვრელ
სახელმწიფოებში მიღებული გადაწყვეტილებების ცნობა და აღსრულება კონვენციით დადგენილი
წესის შესაბამისად განხორციელდება.
კანონპროექტის ფარგლებში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების
მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის უფლებამოსილება ენიჭებათ კრედიტორს, მოვალესა და
ე. წ. საჯარო ორგანოს, რომელიც მოქმედებს კრედიტორის ნაცვლად ან რომელმაც კრედიტორის
სასარგებლოდ ალიმენტის გადაუხდელობის გამო გაიღო ხარჯი.
გარდა ზემოაღნიშნულისა, კონვენცია ითვალისწინებს ხელშემკვრელი სახელმწიფოების მიერ
ცენტრალური ორგანოს განსაზღვრის ვალდებულებას, რომელსაც ეკისრება ხელშემკვრელი მხარის
შესაბამის ორგანოსთან მჭიდრო თანამშრომლობა, რაც შესაძლოა მოიცავდეს უცხო ქვეყნის
გადაწყვეტილების
ცნობა-აღსრულებაზე
სასამართლოსთვის
მიმართვას.
წარმოდგენილი
კანონპროექტით სასამართლოსთვის უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების
მოთხოვნით მიმართვაზე უფლებამოსილ სუბიექტებად განისაზღვრებიან დაინტერესებული პირები
(კრედიტორი, მოვალე, „საჯარო ორგანო“) და ცენტრალური ორგანო.
წარმოდგენილი კანონპროექტით, სასამართლო გადაწყვეტილებებთან ერთად, ცნობასა და
აღსრულებას ასევე დაექვემდებარება ხელშემკვრელი სახელმწიფოს ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილებები
და
შესაბამისი
უფლებამოსილი
ორგანოების
მიერ
დამოწმებული/გაფორმებული შეთანხმებები. კონვენციის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო
არის საჯარო ხელისუფლების ორგანო, რომლის გადაწყვეტილებები, იმ სახელმწიფოს
კანონმდებლობით, სადაც ის არის დაფუძნებული, შეიძლება დაექვემდებაროს აპელაციას ან
გადახედვას სასამართლო ორგანოების მიერ და რომელთაც აქვთ იგივე ძალა და მოქმედება, რაც
გააჩნია იმავე საკითხზე სასამართლო ორგანოს გადაწყვეტილებას.
ამასთან,
კონვენცია
ადგენს
დავალიანების
გადახდევინების
ხანდაზმულობის
ვადის
განსაზღვრის წესს, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა გამოითვლება ადგილობრივი ან
გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ
რომელი მათგანი ითვალისწინებს უფრო ხანგრძლივ ხანდაზმულობის ვადას, რაც კანონპროექტის
შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36352 მუხლში აისახება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
კონვენციის სავალდებულოდ აღიარება და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი
ვალდებულებების
შესრულების
მიზნით
საკანონმდებლო
ცვლილებების
განხორციელება
განსაზღვრულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის სამოქმედო გეგმით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი
ძალაში
შედის
„ბავშვის
სასარგებლოდ
ალიმენტის
საერთაშორისო
გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის
კონვენციის
საქართველოს
მიმართ
ამოქმედებისთანავე.
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული შესაძლო ხარჯები დაფინანსდება იუსტიციის
სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე - „ბავშვის სასარგებლოდ
ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007
წლის 23 ნოემბრის კონვენციასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ბავშვის
საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, უზრუნველყოფს მისი ფინანსური მდგომარეობის
გაუმჯობესების ხელშეწყობას.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა
მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. კონვენციის სავალდებულოდ
აღიარება წარმოადგენს, ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმების 2021-2027 წლების დღის წესრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებას.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტი მიიღება „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის
საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახური რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23
ნოემბრის კონვენციის მოთხოვნათა იმპლემენტაციის მიზნით.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
კანონპროექტი უზრუნველყოფს ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების
შესრულებას.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს იუსტიციის
უმაღლეს საბჭოსთან, საერთო სასამართლოებთან, სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან,
რომელთა მიერ წარდგენილი შენიშვნები და მოსაზრებებიც გაზიარებული და ასახულია
წინამდებარე კანონპროექტში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს მთავრობა.