საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მომართვა კანონპროექტების განხილვის ვადების 6 თვით გაგრძელების შესახებ: ა) საქართველოს პარლამენტის წევრების: სალომე სამადაშვილის, ბადრი ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძის და ანა ნაცვლიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისი თანმდევი პროექტები (№07-3/158; 25.01.2022); ბ) საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა შავგულიძის, სალომე სამადაშვილის და არმაზ ახვლედიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/287; 07.02.2023) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი.
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (397 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ (299 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (387 KB)
📄 საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება (224 KB)
📄 წერილი (68 KB)
📄 დანართი (72 KB)
📄 დანართი (67 KB)
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-09-18
ბიუროს ნომერი 281
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-14404/23
18-09-2023
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
თქვენთვის როგორც ცნობილია, საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილია შემდეგი კანონპროექტები:
− საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს
შესახებ“ და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა
კანონპროექტები (N07-3/158; 25.01.2022);
− საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(N07-3/287; 07.02.2023).
აღნიშნულ
კანონპროექტებზე
წამყვან
კომიტეტად
განსაზღვრულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
გათვალისწინებული ვადების დაცვისა და ამ კანონპროექტების სრულყოფილად
მომზადების მიზნით, გთხოვთ, მათი საკომიტეტო განხილვის ვადები გაგრძელდეს 6
თვით.
აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო განხილვის ვადების გაგრძელების
თაობაზე მოგვმართა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-14263/23
14-09-2023
იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
გაცნობებთ, რომ 2023 წლის 7 მარტის საქართველოს პარლამენტის ბიუროს N229/12
გადაწყვეტილებით საქართველოს პარლამენტის წევრების: სალომე სამადაშვილის, ბადრი
ჯაფარიძის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძისა და ანა ნაცვლიშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე:
„ეროვნული
ანტიკორუფციული
ადმინისტრაციულ
კოდექსში
სააგენტოს
ცვლილების
შესახებ“,
შეტანის
„საქართველოს
თაობაზე“,
„იარაღის
ზოგად
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საჯარო
დაწესებულებაში
ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო
კომპენსაციისა
და
სახელმწიფო
აკადემიური
სტიპენდიის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო ვალდებულებისა და
სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“; „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; საქართველოს ორგანული კანონების
პროექტებს: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ
კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
და
პარლამენტის
საქართველოს
რეგლამენტში
პარლამენტის
ცვლილების
რეგლამენტის
შეტანის
შესახებ“
პროექტს
„საქართველოს
(№07-3/158;
25.01.2022).
სავალდებულო კომიტეტების ( ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის,
თავდაცვისა და უშიშროების, საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინანსო-საბიუჯეტო
და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების) განხილვის ვადად
განისაზღვრა 13 მარტი – 21 სექტემბერი.
კომიტეტი აღნიშნულ ვადაში ვერ ახერხებს საკომიტეტო მოსმენის გამართვას და
გთხოვთ, უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის
გაგრძელება 6 თვის ვადით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ბერაია
დანართი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი
2-14264/23
14-09-2023
იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს
ბატონ ანრი ოხანაშვილს
გაცნობებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა შავგულიძის, სალომე
სამადაშვილის და არმაზ ახვლედიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე ,,საქართველოს მოქალაქეობის
შესახებ’’ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’(N07-3/287;
07.02.2023)
საქართველოს
პარლამენტის
ბიუროს
2023
წლის
7
მარტის
N
229/11
გადაწყვეტილებით სავალდებულო კომიტეტის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის
განხილვის ვადად განისაზღვრა 07 მარტი – 18 სექტემბერი.
კომიტეტი აღნიშნულ ვადაში ვერ ახერხებს საკომიტეტო მოსმენის გამართვას და
გთხოვთ, უზრუნველყოთ დასახელებული საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის ვადის
გაგრძელება 6 თვის ვადით.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ირაკლი ბერაია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge