„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.09.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე
ნომერი
#07-3/356/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-02
ბიუროს ნომერი 286

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 08.12.2009, მუხ. 300) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოსამართლის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში. პირი არ შეიძლება აირჩეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, თუ მას არ აქვს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება.“. 2. 343 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ კანონის 341 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმავე პუნქტის შესაბამისად ხელახალ განკარგულებას მიიღებს. ამასთანავე, თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ თავისი აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ჩადენა დაადგინა, მიიჩნევა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესაბამის ვაკანსიასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის შეფასების შედეგები გაუქმებულია, და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები აღნიშნულ კანდიდატებს ამ კანონის 341 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ხელახლა შეაფასებენ. ამ შეფასებაში არ მონაწილეობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ის წევრი, რომლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ჩადენაც დაადგინა უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ თავისი ზემოაღნიშნული 1 გადაწყვეტილებით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრი არ მონაწილეობს არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესაბამისი ვაკანსიის შესავსებად გამართულ, ამ კანონის 341 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ პროცედურაში. კანდიდატის ხელახალი შეფასებისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ითვალისწინებენ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებას. 13. უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის მიერ ამ კანონის 341 მუხლის მე-13 პუნქტით/მე-15 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმავე პუნქტის შესაბამისად ხელახალ წარდგინებას მიიღებს. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამ წარდგინების მისაღებად გამართულ არცერთ კენჭისყრაში არ მონაწილეობს, თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ თავისი აღნიშნული გადაწყვეტილებით საბჭოს ამ წევრის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ჩადენა დაადგინა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი წარდგინების მიღებისას საბჭოს წევრები ითვალისწინებენ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებას.“. 3. 371 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც ეს გამოწვეულია რაიონულ (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის ნაკლებობით ან/და განსახილველ საქმეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდით ან/და, გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც ეს სხვა ობიექტური გარემოების არსებობის გამო აუცილებელია მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელებისათვის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების წინადადებას სხვა სასამართლოების მოსამართლეებს წარუდგენს. თუ წინადადების წარდგენიდან 5 დღის ვადაში რომელიმე მოსამართლე თანხმობას გამოთქვამს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას ამ მოსამართლის სხვა სასამართლოში (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული ვადით მივლინების შესახებ. ამასთანავე, ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე თავისი ინიციატივით მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მისი სხვა სასამართლოში მივლინების თაობაზე. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ვერ შეირჩა მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია მოსამართლის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება მოსამართლის სხვა სასამართლოში (მათ შორის, სააპელაციო სასამართლოდან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ან რაიონული (საქალაქო) სასამართლოდან სააპელაციო სასამართლოში) მივლინების შესახებ, მაგრამ არაუმეტეს 2 წლის ვადით 2 მივლინებისა. მივლინების ვადის მოსამართლის თანხმობის გარეშე გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 1 წლით. ამასთანავე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თავისი აღნიშნული გადაწყვეტილებით უნდა დაასაბუთოს ამ მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადებით გათვალისწინებული იმ გარემოების არსებობა, რომელმაც მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ან მივლინების ვადის გაგრძელების აუცილებლობა განაპირობა.“. 4. 47-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი. უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა არ შეიძლება შეასრულოს თავისი მოვალეობა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უნდა აირჩეს თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუადრეს 10 კალენდარული დღისა. საქართველოს პარლამენტის მიერ ასარჩევი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არჩევის მიზნით კონკურსი ცხადდება თანამდებობაზე მყოფი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 თვისა და არაუგვიანეს 2 თვისა, ხოლო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 1 თვისა. რომელიმე 6-თვიან პერიოდში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი მოსამართლე წევრის არჩევა დაუშვებელია. საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის ერთი და იმავე სესიის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი წევრის არჩევა დაუშვებელია.“. 5. 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრისას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი. სხვა სადისციპლინო საკითხზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ფარული კენჭისყრისას მხარს დაუჭერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.“. 6. 751 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ზ) მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის აშკარა დარღვევით. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის 3 პრინციპის აშკარა დარღვევად არ მიიჩნევა სასამართლო რეფორმის შესახებ, მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესების თაობაზე ან/და სამართლის განვითარების სხვა საკითხზე მოსამართლის მეცნიერული ან/და ანალიტიკური მსჯელობა;“. 7. 7513 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური საქმის 10 გამოკვლევისათვის ამ კანონის 75 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, რომელიც არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია წერილობით ჩამოაყალიბოს თავისი განსხვავებული აზრი, რომელიც დისციპლინურ საქმეს დაერთვება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განაპირობა ევროკომისიის წარმომადგენლებთან გამართულმა კონსულტაციებმა, რის შედეგადაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული გარკვეული საკითხების დაზუსტება. კერძოდ, კანონპროექტის მიზანია ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით განსაზღვრული პრიორიტეტული ამოცანებიდან ერთ-ერთი მათგანის − სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული პრიორიტეტული ამოცანის − შესრულების მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომი დაზუსტება, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების საკითხს ემსახურება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით დაზუსტდება ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით განსაზღვრული პრიორიტეტული ამოცანებიდან ერთ-ერთი მათგანის − სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული პრიორიტეტული ამოცანის − შესრულების მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგ საკითხებს: − პირის საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე არჩევისთვის დადგენილი ერთ-ერთი მოთხოვნა − სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების ქონა − იცვლება სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების ქონის მოთხოვნით. − რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით ზუსტდება, რომ გასაჩივრების 1 − − − − შედეგად კანდიდატის ხელახალი შეფასებისას და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელახალი წარდგინების მიღებისას საბჭოს წევრები ითვალისწინებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის გადაწყვეტილებას. მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საკითხთან დაკავშირებით: ა) ზუსტდება მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების საფუძვლების შინაარსი; ბ) მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ვადის გაგრძელების მაქსიმალური ხანგრძლივობა 2 წლიდან მცირდება 1 წლამდე; გ) ზუსტდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ თავისი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება, კერძოდ, კანონში ნათლად ეთითება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაასაბუთოს იმ გარემოების არსებობა, რომელმაც მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ან მივლინების ვადის გაგრძელების აუცილებლობა განაპირობა. მკაცრდება აკრძალვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი მოსამართლე წევრის რომელიმე 3-თვიან პერიოდში არჩევის თაობაზე; კერძოდ, აღნიშნული 3-თვიანი პერიოდი იზრდება 6 თვემდე. ამასთანავე, დგინდება, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის ერთი და იმავე სესიის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი წევრის არჩევა დაუშვებელია. მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო საბჭოს წევრთა ხმების მინიმალური რაოდენობა საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობიდან იზრდება საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედამდე. ზუსტდება ერთ-ერთი დისციპლინური გადაცდომის − მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით აზრის საჯაროდ გამოთქმის − შინაარსი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. 2 ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტიდან გამომდინარე ხარჯები დაიფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით შესაბამისი უწყებისთვის განსაზღვრული არსებული ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ვადის გაგრძელების მაქსიმალური ხანგრძლივობა კანონპროექტით 2 წლიდან მცირდება 1 წლამდე. ამასთანავე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „სხვა სასამართლოში მივლინებულ მოსამართლეს ყოველთვიურად მიეცემა თანამდებობრივ სარგოზე სამივლინებო დანამატი. ამ დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. აღნიშნული დანამატის ოდენობა არ უნდა იყოს სხვა სასამართლოში მივლინებული მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 10%-ზე ნაკლები.“ აქედან გამომდინარე, კანონპროექტით წარმოდგენილმა აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა შესაბამისი გავლენა მოახდინოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. 3 ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: მოსამართლის თანხმობის გარეშე მისი სხვა სასამართლოში მივლინების ვადის გაგრძელების მაქსიმალური ხანგრძლივობა კანონპროექტით 2 წლიდან მცირდება 1 წლამდე. ამასთანავე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 371 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, „სხვა სასამართლოში მივლინებულ მოსამართლეს ყოველთვიურად მიეცემა თანამდებობრივ სარგოზე სამივლინებო დანამატი. ამ დანამატის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. აღნიშნული დანამატის ოდენობა არ უნდა იყოს სხვა სასამართლოში მივლინებული მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობის 10%-ზე ნაკლები.“ აქედან გამომდინარე, კანონპროექტით წარმოდგენილმა აღნიშნულმა საკანონმდებლო ცვლილებამ შესაძლოა შესაბამისი ფინანსური გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: 4 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: 5 საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე. 6