„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/356; 21.09.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს პარლამეტნტის რეგლამენტის პროექტი (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-02
ბიუროს ნომერი 286
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი:
010190030.06.001.016054) 208-ე მუხლის:
ა) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. პარლამენტი ფრაქციათა მიერ განხილვის ვადის დასრულების შემდეგ
პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი ცალცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა ანბანურად, კანდიდატთა გვარების
მიხედვით განისაზღვრება. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს წარდგენილ
კანდიდატთა შესახებ მონაცემებს.“;
ბ) მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, გაიმართება
კენჭისყრის მეორე ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილ კანდიდატთაგან
პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. მათი რაოდენობა
არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე ორჯერ მეტი არ უნდა იყოს. თუ
კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა მათ მიერ თანაბარი
რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ კანდიდატს.
არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც ამ მუხლის მე-12 პუნქტით
დადგენილი წესით საჭირო რაოდენობის ხმები მიიღო.
14. თუ კენჭისყრის მეორე ტურში კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია,
გაიმართება კენჭისყრის მესამე ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილ
კანდიდატთაგან მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს. არჩეული
კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
რეგლამენტის პროექტი გამომდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში
შემავალი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტიდან;
კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით
წარმოდგენილი კანონის 47-ე მუხლის მე-12 პუნქტით დგინდება, რომ
საქართველოს პარლამენტის მიერ პარლამენტის ერთი და იმავე სესიის
განმავლობაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 4-ზე მეტი წევრის
არჩევა დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი ტექნიკის
თვალსაზრისით სათანადო ცვლილებას საჭიროებს საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 208-ე მუხლიც, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის წესს ადგენს.
ამრიგად, წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი ამ საკითხის მოწესრიგებას
ემსახურება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილ იქნება
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის ცალკეული ნორმების
შესაბამისობა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „საერთო
სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით წარმოდგენილი კანონის
47-ე მუხლის მე-12 პუნქტთან.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს ცვლილებას საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 208-ე მუხლში, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის წესს ადგენს;
კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-10, მე-13 და მე-14 პუნქტები შემდეგი სახით
ჩამოყალიბდება:
პარლამენტი ფრაქციათა მიერ განხილვის ვადის დასრულების შემდეგ
პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე იწყებს კენჭისყრას საქართველოს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად. კანდიდატებს კენჭი ცალცალკე ეყრებათ. კენჭისყრის რიგითობა ანბანურად, კანდიდატთა გვარების
მიხედვით განისაზღვრება. კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი პარლამენტს გააცნობს წარდგენილ
კანდიდატთა შესახებ მონაცემებს.
თუ კენჭისყრის პირველ ტურში ყველა ვაკანსია ვერ შეივსო, გაიმართება
კენჭისყრის მეორე ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილ
კანდიდატთაგან პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს.
მათი რაოდენობა არსებულ ვაკანტურ თანამდებობათა რაოდენობაზე ორჯერ
მეტი არ უნდა იყოს. თუ კანდიდატთა რაოდენობა ამ რიცხვზე მეტი აღმოჩნდა
მათ მიერ თანაბარი რაოდენობის ხმების მიღების გამო, კენჭი ეყრება ყველა ასეთ
კანდიდატს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც ამ მუხლის მე-12
პუნქტით დადგენილი წესით საჭირო რაოდენობის ხმები მიიღო.
თუ კენჭისყრის მეორე ტურში კვლავ ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, გაიმართება
კენჭისყრის მესამე ტური, რომელშიც კენჭი ეყრებათ დარჩენილ
კანდიდატთაგან მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატებს.
არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან ამ მუხლის მე-13 პუნქტით
დადგენილი წესით.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში
(საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
რეგლამენტის პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რეგლამენტის პროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან, რეგლამენტის
პროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი
ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და
შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის
დაჩქარებული წესით განხილვას):
რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის
მოთხოვნილი.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან
პერიოდში (რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის პროექტი არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ
და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის
შეფასება:
რეგლამენტის პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
რეგლამენტის
რეგლამენტის პროექტს არ აქვს
თანასწორობის მდგომარეობაზე.
ზეგავლენა
მოსალოდნელი
პროექტის
გენდერული
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ
სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. რეგლამენტის პროექტის
მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ)
რეგლამენტის
პროექტის
შემუშავებაში
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო
ჯგუფის,
ექსპერტის
რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
მონაწილე
შეფასება
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი
იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი
იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე.