„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/356; 21.09.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს პარლამეტნტის რეგლამენტის პროექტი (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 5 ✗ 9
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-02
ბიუროს ნომერი 286
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
27.06.2023,
სარეგისტრაციო კოდი: 110050000.04.001.018065) პირველი მუხლის პირველი
პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მე-13 მუხლის 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული
სასამართლო აქტის სრული ტექსტი ამ აქტის მიღებისთანავე ხდება საჯარო
ინფორმაცია და გაიცემა საჯარო ინფორმაციის გაცემისთვის საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. ამასთანავე, აღნიშნული
სასამართლო აქტის დეპერსონალიზებული ტექსტი ამ აქტის მიღების შემდეგ
სათანადო ვებგვერდზე ქვეყნდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტი
არის საქართველოს საერთო სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი
გადაწყვეტილება, მათ შორის, ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე
არსებითად არ წყდება. ამ პუნქტის მიზნებისთვის სასამართლო აქტის ტექსტის
დეპერსონალიზაციაში იგულისხმება მასში მითითებული შემდეგი ინფორმაციის
სრული დეპერსონალიზაცია:
ა) პირის ვინაობა, სახელწოდება, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი,
საიდენტიფიკაციო ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი,
სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის სახელწოდებები;
ბ) პირის რეგისტრაციის ადგილის, ადგილსამყოფლის, საცხოვრებელი
ადგილისა და სამუშაო ადგილის მისამართები;
გ) პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;
დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა
სახის ისეთი ინფორმაცია, რომელიც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება. ამ
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჭიროების შემთხვევაში
განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.“.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განაპირობა ევროკომისიის წარმომადგენლებთან
გამართულმა კონსულტაციებმა, რის შედეგადაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული
გარკვეული საკითხების დაზუსტება. კერძოდ, კანონპროექტის მიზანია
ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით განსაზღვრული პრიორიტეტული
ამოცანებიდან ერთ-ერთი მათგანის − სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული
პრიორიტეტული ამოცანის − შესრულების მიზნით განხორციელებული
საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომი დაზუსტება, რაც ევროკავშირის
წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების საკითხს
ემსახურება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით დაზუსტდება ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის
დასკვნით განსაზღვრული პრიორიტეტული ამოცანებიდან ერთ-ერთი მათგანის −
სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული პრიორიტეტული ამოცანის −
შესრულების მიზნით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რაც
ხელს
შეუწყობს
ევროკავშირის
წევრობის
კანდიდატის
სტატუსის
საქართველოსთვის მინიჭებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის 31 პუნქტის ახალ რედაქციაში,
რომელიც სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული
სასამართლო აქტის სრული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემისა და
გამოქვეყნების საკითხებს აწესრიგებს; კერძოდ, კანონპროექტით ზუსტდება, რომ
სასამართლოს მიერ ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო
აქტის სრული ტექსტი საჯარო ინფორმაცია ხდება და მისი საჯარო ინფორმაციის
სახით გაცემა შესაძლებელი იქნება ამ აქტის მიღებისთანავე. ამასთანავე,
1
კანონპროექტით ზუსტდება, რომ აღნიშნული აქტის დეპერსონალიზებული
ტექსტი სათანადო ვებგვერდზე ქვეყნდება მისი მიღების შემდეგ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებას,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია
მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
2
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
3
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი
იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
4
საქართველოს პარლამენტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი,
ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, რატი
იონათამიშვილი, მიხეილ სარჯველაძე.
5