„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/359; 04.10.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
კულტურის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- კულტურის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-09
ბიუროს ნომერი 291
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №28(35), 1999 წელი, მუხ. 147) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1.
მე-4 მუხლის:
ა) „პ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:
„პ1) მისაწვდომი ფორმატი - მეცნიერების, ლიტერატურის და ხელოვნების ბეჭდური
ნაწარმოების ალტერნატიული საშუალებით ან ფორმით რეპროდუცირების შედეგი, რომელიც
უზრუნველყოფს ნაწარმოებთან ბენეფიციარის წვდომის შესაძლებლობას ამ მუხლის „შ“
ქვეპუნქტში მითითებული დარღვევის არმქონე პირის თანაბრად. მისაწვდომი ფორმატი არ
გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარის ან ავტორიზებული პირის მიერ დამხმარე
საშუალებების ან/და სხვაგვარი ხელშეწყობის გამოყენებას;“;
ბ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები:
„შ) „ბენეფიციარი“ - შესაძლებლობის სხვაგვარი შეზღუდვის მიუხედავად, პირი, რომელსაც
აქვს მხედველობის, ფიზიკური შესაძლებლობის, აღქმის ან კითხვისთვის საჭირო სხვა უნარის
იმგვარი დარღვევა, რაც შედეგად სხვებთან თანაბრად შეუძლებელს ხდის ბეჭდური ნაწარმოების
კითხვას. ბენეფიციარად არ მიიჩნევა პირი, რომელსაც შეუძლია ბეჭდური ნაწარმოების კითხვა
მხედველობის გაუმჯობესებისთვის განკუთვნილი მარტივი დამხმარე საშუალების გამოყენებით.
ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწვეტილება მიიღება შესაბამისი ექსპერტიზის
დასკვნის, ჯანმრთელობის შესახებ ცნობის ან/და შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ ცნობის
(ცნობის გაცემის/სტატუსის მინიჭების საფუძვლის გათვალისწინებით) წარდგენის საფუძველზე;
ჩ) „ავტორიზებული პირი“ - საქპატენტის მიერ ავტორიზებულ პირად აღიარებული საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; მუნიციპალიტეტების საბიბლიოთეკო
ქსელში გაერთიანებული მასობრივი (საჯარო) ბიბლიოთეკა; საგანმანათლებლო დაწესებულება და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელთა ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა
ბენეფიციარებისათვის საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდება არაკომერციული მიზნით.“;
2.
კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 231 და 232 მუხლები:
„მუხლი 231. საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ბეჭდური ნაწარმოების
ნებადართული გამოყენება ბეჭდური ნაწარმოების კითხვისთვის საჭირო უნარის დარღვევის
მქონე პირის სასარგებლოდ
1.
ამ მუხლით განსაზღვრული წესი ვრცელდება მართლზომიერად გამოცემის ან
საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომ იმ ბეჭდურ ნაწარმოებებზე,
რომლებზეც ბენეფიციარსა და ავტორიზებულ პირს აქვთ კანონიერი წვდომა. ამ მუხლის
მიზნებისათვის ბეჭდური ნაწარმოები არის ტექსტის (ციფრული და მატერიალური სახით) ან აუდიო
1
ფორმატში ხელმისაწვდომი ნაწარმოები, სიმბოლო და მათთან დაკავშირებული ილუსტრაციები,
რომლებიც დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებებით.
2.
ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება ბეჭდური ნაწარმოებების იმ
მისაწვდომ ფორმატებზე, რომლებიც კომერციულად ჩართულია ადგილობრივ სამოქალაქო
ბრუნვაში. შეზღუდვა არ ეხება ასეთი ნაწარმოებების სხვა მისაწვდომ ფორმატებს. დავის
არსებობის შემთხვევაში ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელია ვალდებული ამტკიცოს
ბეჭდური ნაწარმოების მისაწვდომი ფორმატის ადგილობრივ სამოქალაქო ბრუნვაში
კომერციულად ჩართვის ფაქტი. ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრული ნაწარმოების
ნებადართული გამოყენება ხორციელდება კომერციული ინტერესის მქონე სუბიექტების კანონიერი
ინტერესებისა და უფლებების დაცვით.
3.
ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის წინასწარი თანხმობისა და
მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, ბენეფიციარი უფლებამოსილია მოიპოვოს (მიღება)
მისაწვდომი ფორმატის ასლი ადგილობრივი და შესაბამის საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოებში აღიარებული ავტორიზებული პირებისგან,
ამასთანავე, ბენეფიციარს ან/და მის კანონიერ წარმომადგენელს, პერსონალურ ასისტენტს,
მზრუნველს უფლება აქვთ, განახორციელონ ნაწარმოების რეპროდუცირება მისაწვდომ ფორმატში
ბენეფიციარის პირადი სარგებლობის მიზნით. ამ პუნქტით განსაზღვრული რეპროდუცირების
პროცესში დასაშვებია კანონიერი წარმომადგენელის, მზრუნველისა და პერსონალური ასისტენტის
მიერ ბენეფიციარისთვის დახმარების გაწევა.
4.
ავტორიზებულ პირს უფლება აქვს, ავტორის ან საავტორო უფლების სხვა
მფლობელის წინასწარი თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ
გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით,
განახორციელოს ნაწარმოების რეპროდუცირება მისაწვდომ ფორმატში, მოიპოვოს (მიღება)
მისაწვდომი ფორმატის ასლი სხვა ადგილობრივი და შესაბამის საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოებში აღიარებული ავტორიზებული პირებისგან,
უზრუნველყოს მის სისტემაში დაცული მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ნაწარმოების
ნებისმიერი საშუალებით მისაწვდომობა (გადაცემა, გაცვლა, გავრცელება) ადგილობრივი და
შესაბამის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოებში მყოფი
ბენეფიციარებისათვის, სხვა ადგილობრივი და შესაბამის საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოებში აღიარებული ავტორიზებული პირებისათვის. ამ
პუნქტით განსაზღვრული ყველა ქმედება ხორციელდება არაკომერციული მიზნით და
ექსკლუზიურად ბენეფიციართა მიერ გამოყენებისათვის.
5.
ავტორიზებულ პირს შეუძლია ამ მუხლით განსაზღვრული საქმიანობისათვის
აუცილებელი ხარჯების დაფარვის მიზნით სხვა ადგილობრივი ავტორიზებული პირისგან
მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიიღოს ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
აღნიშნული საქმიანობა (მისი ნაწილი) დაიფარა მიზნობრივი გრანტის ან/და პროგრამის
ფარგლებში. ავტორიზებული პირის მიერ ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული შემოსავალი უნდა
მოხმარდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ საქმიანობას.
6.
საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს
ზიანის ანაზღაურება, თუ მას ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევით მიადგა ზიანი.
არაარსებითი ზიანი მხედველობაში არ მიიღება.
7.
ავტორიზებული პირი იღებს სათანადო ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:
ა) მის სისტემაში დაცულ მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ნაწარმოების მხოლოდ
ბენეფიციარისა და ავტორიზებული პირის მისაწვდომობა;
2
ბ) ნაწარმოების უკანონო რეპროდუცირების, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებულ
ნაწარმოებზე უკანონო წვდომის (გადაცემა, გაცვლა, გავრცელება) და მისი უკანონო მოპოვების
(მიღება) თავიდან აცილება;
გ) ბენეფიციართა რაოდენობის, პარტნიორი ავტორიზებული პირების (ავტორიზებული
პირები, რომელებიც ერთმანეთთან ცვლიან მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებულ
ნაწარმოებებს ) საკონტაქტო მონაცემების, ასევე, მის სისტემაში დაცული მისაწვდომ ფორმატში
რეპროდუცირებული ნაწარმოების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
8.
ავტორიზებული პირი, ბენეფიციართა პერსონალური მონაცემების დაცვით, ამ
მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილ ინფორმაციას აწვდის საქპატენტს, რომელიც
უზრუნველყოფს მიწოდებული ინფორმაციის თავმოყრასა და გამოქვეყნებას მის ოფიციალურ
ვებგვერდზე. ავტორიზებული პირი ვალდებულია, ინფორმაციის განახლების შემთხვევაში,
განახლებული ინფორმაცია ახალი გარემოების წარმოშობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს
საქპატენტს. საქპატენტში წარდგენილი ინფორმაციის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია
ავტორიზებული პირი.
9.
საქპატენტი ვალდებულია მის ოფიციალურ ვებგვერდზე კონსოლიდირებული
ფორმით უზრუნველყოს ადგილობრივი ავტორიზებული პირების ჩამონათვალისა და მათი
საკონტაქტო ინფორმაციის, ასევე, მის ხელთ არსებული საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებების ხელშემკვრელ სახელმწიფოებში აღიარებული ავტორიზებული პირების
ჩამონათვალისა და მათი საკონტაქტო ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა.
10.
ავტორიზებული პირი ბენეფიციარის, სხვა ავტორიზებული პირის ან საავტორო ან
მომიჯნავე უფლების მფლობელების მოთხოვნის საფუძველზე ვალდებულია გასცეს ინფორმაცია:
ა) მის სისტემაში დაცული მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ნაწარმოებების
შესახებ;
ბ) პარტნიორი ავტორიზებული პირების დასახელებებისა და მათი საკონტაქტო მონაცემების
შესახებ.
11.
ნაწარმოების რეპროდუცირება მისაწვდომი ფორმატით უნდა განხორციელდეს
ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლების პატივისცემით, თუმცა, ნებადართულია იმ
ცვლილებების
განხორციელება,
რომლებიც
აუცილებელია
მისაწვდომ
ფორმატში
რეპროდუცირებული ნაწარმოების შექმნისათვის.
12.
ამ მუხლის მე-3-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესების საპირისპირო
სახელშეკრულებო დათქმა ბათილია.
13.
ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებების აღსრულებისას ბენეფიციართა
პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად. ავტორიზებული პირი უფლებამოსილია, ამ მუხლისა და 232 მუხლის
მიზნებისათვის, დაამუშავოს ბენეფიციარის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული პირის
პერსონალური მონაცემები, მათ შორის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, ჯანმრთელობის შესახებ
ცნობა და შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია ცნობის გაცემის/სტატუსის მინიჭების
საფუძვლების ჩათვლით.“.
მუხლი 232. ბენეფიციარისა და ავტორიზებული პირის სტატუსების მინიჭების წესი
1.
ბენეფიციარის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული პირი ბენეფიციარის
სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართავს ავტორიზებულ პირს. ავტორიზებული პირი
3
ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს განცხადებით მიმართვიდან
2 კვირის ვადაში.
2.
ბენეფიციარის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული პირი (კანონიერი
წარმომადგენელი, მინდობილი პირი) ავტორიზებულ პირს წარუდგინეს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) დაინტერესებული პირის განცხადება ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების თაობაზე;
ბ) დაინტერესებული პირის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო თუკი
განცხადება შეიტანება კანონიერი წარმომადგენელის ან მინდობილი პირის მეშვეობით, მაშინ,
ასევე, კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სანოტარო წესით
დამოწმებული მინდობილობა;
გ) შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, ჯანმრთელობის შესახებ ცნობა ან/და შესაძლებლობის
შეზღუდვის შესახებ ცნობა თანმდევი დოკუმენტებით, რომლებიც ადასტურებს ამ კანონის მე-4
მუხლის „შ“ ქვეპუნქტში მითითებული გარემოებების არსებობას.
3.
ავტორიზებული პირი ვალდებულია დაინტერესებულ პირს მიანიჭოს ბენეფიციარის
სტატუსი, თუ დასტურდება ამ კანონის მე-4 მუხლის „შ“ ქვეპუნქტში მითითებული გარემოებები.
4.
ბენეფიციარის სტატუსი მოქმედებს, ვიდრე ბენეფიციარი არ განაცხადებს სტატუსის
შეწყვეტაზე, არ გარდაიცვლება ან არ აღმოიფხვრება ის გარემოებები, რომლებიც, ამ კანონის მე-4
მუხლის „შ“ ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს ბენეფიციარის სტატუსის მინიჭების საფუძველს.
ბენეფიციარმა მისთვის ასეთი სტატუსის მინიჭების საფუძვლის აღმოფხვრის შესახებ, ხოლო
ბენეფიციარის მემკვიდრემ ბენეფიციარის გარდაცვალების შესახებ გონივრულ ვადაში უნდა
აცნობოს ავტორიზებულ პირს.
5.
ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების თაობაზე
გადაწყვეტილებას იღებს საქპატენტი. ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების
წესი განისაზღვრება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით, რომელიც შეესაბამება ამ მუხლით
დადგენილ მოწესრიგებას.
6.
ავტორიზებული პირის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული დაწესებულება
მიმართავს საქპატენტს და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) დაწესებულების უფლებამოსილი პირის განცხადება ავტორიზებული პირის სტატუსის
მინიჭების თაობაზე;
ბ) საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გაცემული ცნობა
მუნიციპალიტეტების საბიბლიოთეკო ქსელში გაერთიანების შესახებ (მუნიციპალიტეტების
საბიბლიოთეკო ქსელში გაერთიანებული მასობრივი (საჯარო) ბიბლიოთეკის შემთხვევაში);
გ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წესდება (კერძო დაწესებულების
შემთხვევაში);
დ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს დაინტერესებული დაწესებულების საქმიანობის
თავსებადობას ამ კანონის მე-4 მუხლის „ჩ“ ქვეპუნქტთან მიმართებით.
7.
საჭიროების შემთხვევაში, განცხადების სრულყოფილად განხილვის მიზნით,
საქპატენტი უფლებამოსილია ავტორიზებული პირის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებულ
დაწესებულებას მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარდგენა.
8.
ავტორიზებული პირის სტატუსის გაუქმების საფუძველია:
ა) უფლებამოსილი პირის მოთხოვნა სტატუსის გაუქმების შესახებ;
ბ) ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმება;
4
გ) დაწესებულების საქმიანობის ბუნების ცვლილება;
დ) ავტორიზებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა.
9.
ავტორიზებულმა პირმა ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით
დადგენილი საფუძვლების არსებობის შესახებ საფუძვლის წარმოშობიდან 10 სამუშაო დღის
ვადაში უნდა აცნობოს საქპატენტს.
10.
ავტორიზებული პირის მიერ ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების
შეუსრულებლობა ავტომატურად არ იწვევს სტატუსის გაუქმებას. ამ საფუძვლით სტატუსის
გაუქმება დასაშვებია, თუკი ავტორიზებულმა პირმა ჩაიდინა მძიმე ხასიათის დარღვევა და
სტატუსის გაუქმება საავტორო ან მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ან ბენეფიციართა
კანონიერი ინტერესების დაცვის ერთადერთი საშუალებაა.
11.
საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ავტორიზებული პირის სტატუსის
მინიჭებაზე უარის ან მისი გაუქმების შესახებ არის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული
სამართლებრივი აქტი და საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით
დადგენილი წესით.
12.
ავტორიზებული პირი სტატუსის გაუქმების შემდეგ ვალდებულია მის სისტემაში
დაცული მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ნაწარმოებები გადასცეს მის მიერ შერჩეულ
სხვა ავტორიზებულ პირს.“.
მუხლი 2
საქპატენტის თავმჯდომარემ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს
ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დამდგენი ბრძანების გამოცემა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
5
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
მსოფლიოში
დაახლოებით 300 მილიონი ბეჭდური ინფორმაციის კითხვის უნარის
შეზღუდვის მქონე ადამიანია,1 რომლებიც განიცდიან მისაწვდომი ფორმატის წიგნებისა და სხვა
კულტურის საკითხებთან დაკავშირებული მასალების ნაკლებობას.2 განვითარებულ ქვეყნებში
გამოცემული მასალების 7%-ზე ნაკლებია ხელმისაწვდომი ადაპტირებულ ფორმატებში (ბრაილი,
აუდიო და სხვა), ხოლო ბევრ განვითარებად ქვეყნებში ეს რიცხვი 1%-ზე ნაკლებ ოდენობამდე
მცირდება.3 „წიგნის შიმშილი“ ეწოდება მდგომარეობას, როდესაც კითხვის უნარის შეზღუდვის
მქონე ადამიანებისათვის ძალიან მცირე ოდენობის მასალაა ხელმისაწვდომი ადაპტირებულ
ფორმატში.4 აღწერილი მდგომარეობის სიმწვავეს იზიარებენ საქართველოში კითხვის უნარის
დარღვევის მქონე ადამიანებიც. მხედველობის დარღვევა ერთ-ერთი გავრცელებული საფუძველია
კითხვის უნარის შეზღუდვისათვის. 2022 წლის მონაცემებით, საქართველოში მხედველობის
დარღვევების (უსინათლობის ჩათვლით) მქონე პირთა რაოდენობა შეადგენს 8224 ადამიანს, მათ
შორის 1515 არასრულწლოვანია.5
ზემოხსენებულმა გამოწვევამ საერთაშორისო დონეზე შექმნა საფუძველი ინტელექტუალური
საკუთრებისა და ადამიანის უფლებებს შორის კავშირის ახლებური გააზრებისთვის, სადაც,
დასაშვებია პირთა საავტორო და მომიჯნავე უფლებების პროპორციული შეზღუდვა კითხვის
უნარის დარღვევის მქონე ადამიანების ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად.
1
განმარტებითი ბარათის მიზნებისათვის კითხვის უნარის დარღვევის/შეზღუდვის მქონე პირის/ადამიანის
ცნება ბენეფიციარის ცნების იდენტურია, რომელიც განმარტებულია განმარტებითი ბარათის ა.გ. ქვეპუნქტში.
2
World Blind Union, The World Blind Union Guide to the Marrakesh Treaty to Facilitate Access to Published Works for
Persons Who Are Blind, Visually Impaired, or Otherwise Print Disabled. Pocket Guide Version (Supplement to the full
Guide). August 2017. ხელმისაწვდომია აქ: https://worldblindunion.org/programs/marrakesh-treaty/wbu-marrakeshtreaty-pocket-guide/ გვ.2
3
World Blind Union, The World Blind Union Guide to the Marrakesh Treaty to Facilitate Access to Published Works for
Persons Who Are Blind, Visually Impaired, or Otherwise Print Disabled. Pocket Guide Version (Supplement to the full
Guide). August 2017. ხელმისაწვდომია აქ: https://worldblindunion.org/programs/marrakesh-treaty/wbu-marrakeshtreaty-pocket-guide/ გვ.2
4
WIPO, The Marrakesh Treaty – Helping to end the global book famine. 2016. ხელმისაწვდომია აქ:
https://www.wipo.int/edocs/pubdocs/en/wipo_pub_marrakesh_overview.pdf გვ.2
5
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს 2023 წლის 9 აგვისტოს #MOH 1 23 00843777 წერილი
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციის6 30-ე მუხლის
პირველი პარაგრაფის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კულტურულ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის
უფლებას და იღებენ ყველა შესაბამის ზომას, რათა მათთვის უზრუნველყოფილ იქნეს კულტურის
საკითხებთან დაკავშირებული მასალების მისაწვდომი ფორმატი“. იმავე მუხლის მე-3 პარაგრაფი
ადგენს - „მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს, საერთაშორისო სამართალთან
შესაბამისობაში, რათა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კანონმდებლობამ არ შეუქმნას
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაუმართლებელი და დაუძლეველი ბარიერები
კულტურის საკითხებთან დაკავშირებული მასალის მისაწვდომობაზე“. საქართველო წარმოადგენს
დასახელებული კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს, შესაბამისად, მას ვალდებულება აქვს
აღებული აღასრულოს, მათ შორის, კონვენციის 30-ე მუხლის დასახელებული პარაგრაფები.
კულტურის საკითხებთან დაკავშირებული მასალის მისაწვდომობა განათლების მიღების და,
ზოგადად, ინფორმირებული მოქალაქის კონცეფციის აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში ისაუბრა განათლების
უფლების მნიშვნელობაზე ადამიანის პიროვნული განვითარების ჭრილში, რაც, ცხადია, ასევე,
მიემართება კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირებს. კერძოდ, „განათლების უფლებით
სრულყოფილ რეალიზაციაზეა დამოკიდებული ადამიანის პიროვნული თავისუფლება იმდენად,
რამდენადაც შესაბამისი განათლების გარეშე ადამიანი რთულად თუ შეძლებს საკუთარი
პიროვნების
თავისუფალ
განვითარებას.
აქედან
გამომდინარე,
სახელმწიფოსთვის
განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განათლებული საზოგადოების ჩამოყალიბებას...ადამიანის
უფლებების დაცვის საუკეთესო გარანტიას განათლებული საზოგადოება წარმოადგენს, რომელმაც
იცის თავისი უფლებები და მოვალეობები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განათლების
უფლებით სარგებლობა მხოლოდ ამა თუ იმ პირისათვის ინფორმაციისა და ცოდნის მოგროვებას
როდი ნიშნავს, მისი მიზანია, ასევე, საზოგადოებისათვის სარგებლის მოტანა. ამასთანავე,
განათლების უფლების სოციალური ფუნქცია, სწორედ, თითოეული პირის საზოგადოების
სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას გულისხმობს“.7 ამდენად, კითხვის უნარის დარღვევის
მქონე პირებისათვის კულტურის საკითხებთან დაკავშირებული მასალის მისაწვდომობა პირდაპირ
განაპირობებს ასეთი პირების ინფორმირებულობისა და განათლების საკითხს და, შესაბამისად,
საზოგადოებაში მათი სრულყოფილი ინტეგრაციის რეალურ შესაძლებლობას.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციის 30-ე მუხლის
აღსრულების პროცესში სახელმწიფოებისთვის ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენს 2013 წელს
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებული „უსინათლო,
მცირემხედველი ან ბეჭდური ინფორმაციის კითხვის სხვაგვარი სირთულეების მქონე პირთათვის
გამოცემულ ნაწარმოებებზე მისაწვდომობის ხელშეწყობის შესახებ შეთანხმება“ („მარაკეშის
6
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების გაეროს კონვენცია. ხელმისაწვდომია აქ:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2334289?publication=0
7
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 12 სექტემბრის №2/3/540 გადაწყვეტილება
საქმეზე „რუსეთის მოქალაქეები - ოგანეს დარბინიანი, რუდოლფ დარბინიანი, სუსანნა ჟამკოციანი და
სომხეთის მოქალაქეები - მილენა ბარსეღიანი და ლენა ბარსეღიანი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“, II-18.
შეთანხმება“).8 „მარაკეშის შეთანხმება“ ითვალისწინებს კონკრეტულ საშუალებებს და ადგენს
გამონაკლისებს საავტორო და მომიჯნავე უფლებებიდან ექსკლუზიურად კითხვის უნარის
დარღვევის მქონე ადამიანებისათვის, ხელს უწყობს ადაპტირებული მასალების შექმნას და მათ
საერთაშორისო მიმოქცევას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების გაღების გარეშე. ამ ეტაპზე,
„მარაკეშის შეთანხმება“ საქართველოს მიერ არ არის რატიფიცირებული.
საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზა, კულტურის საკითხებთან დაკავშირებული
მასალის მისაწვდომობის თვალსაზრისით, სრულად ვერ პასუხობს „შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა უფლებების“ გაეროს კონვენციასა და „მარაკეშის შეთანხმების“ სტანდარტებს,
შესაბამისად, არ არის სრულად თავსებადი საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან.
ექსკლუზიურად კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირებისათვის ნაწარმოების მისაწვდომ
ფორმატში რეპროდუცირება და გავრცელება საჭიროებს ავტორის ან საავტორო უფლების სხვა
მფლობელის თანხმობას და მოთხოვნის შემთხვევაში საავტორო ჰონორარის გადახდას.
არსებული მოწესრიგება ადასტურებს, რომ უმეტეს შემთხვევაში, კომერციული აქტორებისა და
კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილების ინტერესები არ
არის ჰარმონიულ თანხვედრაში ერთმანეთთან, ხოლო სახელმწიფო თუ კერძო სექტორის
არაკომერციულობაზე დაფუძნებული ფრაგმენტული ინიციატივები და პროექტები ხელშესახებად
ვერ უზრუნველყოს კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე ადამიანების წინაშე არსებული „წიგნის
შიმშილის“ პრობლემის დაძლევას.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია რომ კითხვის უნარის
შეზღუდვის მქონე ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი არ დარჩეს ხისტად
სამოქალაქოსამართლებრივი რეგულირების საგნად, სადაც მარტოოდენ მხარეთა ნების
ავტონომიაზეა დამოკიდებული ბეჭდური ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში ადაპტირება და
გავრცელება. ასეთი წესრიგის დროს, მაგალითად, ავტორმა შესაძლოა პირადი ინტერესის გამო
უარი განაცხადოს მისი ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში ადაპტაციაზე და, შედეგად,
ადაპტირება ვერ განხორციელდება. ამდენად, აუცილებელია იმგვარი სამართლებრივი
რეგულირების შექმნა, რომელსაც, სხვებს შორის, ექნება ჰუმანიტარული და სოციალური
განზომილება, ნების ავტონომიის პრინციპის პროპორციული შეზღუდვით შექმნის ექსპლიციტურ
სამართლებრივ საფუძველს ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებისა და
საერთაშორისო გავრცელებისთვის (იმპორტი/ექსპორტი), ასევე, სპეციალურ პრივილეგირებულ
რეჟიმში მოაქცევს ისეთ ორგანიზაციებს/დაწესებულებებს, რომლებიც არაკომერციულ საწყისებზე
განახორციელებენ ბეჭდური ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში ადაპტირებასა და გავრცელებას.
დამატებით, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორებისათვის ცნობილია, რომ საქართველოს
მთავრობა მუშაობს „მარაკეშის შეთანხმების“ რატიფიკაციის საკითხზე, მით უფრო, რომ
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის 2023 წლის 21 მარტის
დასკვნითი მოსაზრებების მე-60 პარაგრაფის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კომიტეტი რეკომენდაციას
აძლევს საქართველოს, რატიფიცირება გაუკეთოს და ეროვნულ დონეზე აღასრულოს „მარაკეშის
ხელშეკრულება“.9 აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირებისას, არსებული კანონმდებლობა
გარდაუვლად მოითხოვს ცვლილებებს. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა, რამეთუ ის
8
Marrakesh Treaty to Facilitate Access to Published Works for Persons Who Are Blind, Visually Impaired or Otherwise
Print Disabled. ხელმისაწვდომია აქ: https://www.wipo.int/wipolex/en/treaties/textdetails/13169
9
CRPD/C/GEO/CO/1. 18 April 2023 ხელმისაწვდომია აქ:
https://tbinternet.ohchr.org/_layouts/15/TreatyBodyExternal/TBSearch.aspx?Lang=en&TreatyID=4&DocTypeID=5
შექმნილია „მარაკეშის შეთანხმების“ სულისკვეთებითა და მისი დებულებების გათვალისწინებით,
აქარწყლებს შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებას და რატიფიკაციის შემდეგ
მოემსახურება „მარაკეშის შეთანხმების“ ეფექტიან იმპლემენტაციას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს, რომ
ექსკლუზიურად კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირებისათვის ნაწარმოების მისაწვდომ
ფორმატში რეპროდუცირება და გავრცელება საჭიროებს ავტორის ან საავტორო უფლების სხვა
მფლობელის თანხმობასა და, მოთხოვნის შემთხვევაში, საავტორო ჰონორარის გადახდას.
წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ზემოხსენებული წესის მოქმედების
პარალელურად, კონკრეტულ პირთა ჯგუფისათვის (ბენეფიციარი, ავტორიზებული პირი) შექმნას
სამართლებრივი შესაძლებლობა ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებისა და
გავრცელებისათვის ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის
საავტორო ჰონორარის გადახდის წინაპირობების გარეშე. ამდენად, ასეთი საგამონაკლისო წესის
დამკვიდრება საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
ა) კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირი მიიღებს სპეციალურ სტატუსს - ბენეფიციარი, და
შედეგად, მიენიჭება უფლება მარტივად და ფინანსური დანახარჯების გარეშე მოიპოვოს
ადგილობრივ და საერთაშირისო (თუ საქართველო
გახდება შესაბამისი ორმხრივი ან
მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე) დონეზე არსებული ნაბეჭდი
ნაწარმოებების ადაპტირებული ფორმატები; ბ) ეროვნულ დონეზე გაიზრდება მისაწვდომ
ფორმატში რეპროდუცირებული ნაწარმოებების (ქართულ და უცხოურ ენებზე) რაოდენობა
ადგილობრივი ავტორიზებული პირის მიერ რეპროდუცირებისა და უკვე რეპროდუცირებული
მასალის სხვა სახელმწიფოდან იმპორტის საშუალებით (თუ საქართველო გახდება შესაბამისი
ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტი ქმნის სპეციალურ სამართლებრივ რეჟიმს საკუთრივ კითხვის უნარის
დარღვევის მქონე ადამიანებისათვის, რათა მათთვის მოპოვებადი იყოს მისაწვდომ ფორმატში
ადაპტირებული ნაწარმოებები. ამ სამართლებრივი რეჟიმის ქმედითობას უზრუნველყოფს ორი
სპეციალური სუბიექტი - ბენეფიციარი და ავტორიზებული პირი.
ბენეფიციარი არის კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირი, რომლისთვისაც მიუწვდომელია
ტრადიციულ ფორმატში (ბეჭდური) არსებული წიგნებისა თუ სხვა სახის მასალების გაცნობა.
ბენეფიციარის ცნება მოიცავს შემდეგ პირთა კატეგორიას:
1) უსინათლო პირი;
2) პირი, ვისაც აქვს მხედველობის დარღვევა (მცირემხედველი) ან აღქმის შესაძლებლობის
ან კითხვისთვის საჭირო სხვაგვარი უნარის/შესაძლებლობის შეზღუდვა, რომელიც შედეგობრივად
გამორიცხავს ასეთი პირის მიერ ბეჭდური ნაწარმოების კითხვას დასახელებული შეზღუდვების
არმქონე პირების თანაბრად. განმარტება მოიცავს, მათ შორის, დისლექსიის ან სწავლის უნარის
სხვაგვარი დარღვევის მქონე პირებს. ამასთანავე, პირის ბენეფიციარად კვალიფიკაციისთვის
მხედველობის შეზღუდვა არ უნდა იყოს მარტივად გაუმჯობესებადი, მაგალითად, სათვალის
გამოყენებით;
3) პირი, რომელსაც ფიზიკური დარღვევის გამო არ შეუძლიათ წიგნის ჭერა/პყრობა, მასზე
ზემოქმედება ან თვალების ფოკუსირება.
ამავე დროს, პირის ბენეფიციარად აღიარებისათვის მნიშვნელობა არ აქვს მისი
შესაძლებლობის სხვაგვარი დარღვევის არსებობას.
ბენეფიციარს ენიჭება უფლება, ერთი მხრივ, განახორციელოს ნაწარმოების რეპროდუცირება
მისაწვდომ ფორმატში მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით, მეორე მხრივ, ადგილობრივი თუ
სხვა ქვეყნის ავტორიზებული პირებისგან მიიღოს ადგილობრივ და საერთაშირისო (თუ
საქართველო გახდება შესაბამისი ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმების
მონაწილე) დონეზე არსებული ნაბეჭდი ნაწარმოებების ადაპტირებული ფორმატები. ბენეფიციარს
არ ექნება უფლება განახორციელოს მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ნაწარმოების
გავრცელება. კანონის დებულებები არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ ის გულისხმობს
ბენეფიციარის ან სხვა პირის უფლებას დაავალდებულოს ავტორიზებული პირი განახორციელოს
ნაწარმოების რეპროდუცირება და მოპოვება მისაწვდომ ფორმატში. მისაწვდომ ფორმატში
ნაწარმოების რეპროდუცირება და მოპოვება სრულად ექცევა ავტორიზებული პირის დისკრეციის
ფარგლებში.
ავტორიზებული პირის სტატუსი შესაძლებელია მოიპოვოს საჯარო ბიბლიოთეკამ,
საგანმანათლებლო დაწესებულებამ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა,
რომელთა ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა ბენეფიციარებისათვის საგანმანათლებლო
სერვისის
მიწოდება
არაკომერციული
მიზნით.
დასახელებული
კრიტერიუმების
გათვალისწინებით,
ამ
სტატუსს
ვერ
მოიპოვებს,
მაგალითად,
კერძო
სკოლა/უნივერსიტეტი/ბიბლიოთეკა,
რომლებიც
კომერციული
მიზნით
ახდენენ
ბენეფიციარებისათვის საგანმანათლებლო სერვისის მიწოდებას. ავტორიზებულ პირს ენიჭება
შესაძლებლობა მოახდინოს ნაწარმოების რეპროდუცირება მისაწვდომ ფორმატში, სხვა
ადგილობრივი ან უცხოური ავტორიზებული პირებისგან მოიპოვოს (მათ შორის ექსპორტი)
მისაწვდომ ფორმატში უკვე რეპროდუცირებული მასალა. თავის მხრივ, ავტორიზებული პირი
ვალდებულია, მოთხოვნის საფუძველზე, წვდომა (მათ შორის იმპორტი) მისცეს ადგილობრივ ან
უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ ბენეფიციარს, სხვა ადგილობრივ ან უცხოურ ავტორიზებულ პირს
მის სისტემაში დაცულ მისაწვდომი ფორმატის ნაწარმოებებზე.
ზემოაღწერილ ქმედებებს ბენეფიციარი და ავტორიზებული პირი ახორციელებენ ავტორის
ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის წინასწარი თანხმობისა და მისთვის ჰონორარის
გადახდის გარეშე.
კანონპროექტის მიზნებისათვის ნაწარმოები მოიცავს მეცნიერების, ლიტერატურისა და
ხელოვნების ბეჭდურ ნაწარმოებებს,10 ანუ ტექსტის (მიუხედავად იმისა ის არსებობს ციფრული თუ
მატერიალური სახით) ან აუდიო ფორმატებში შესრულებულ მასალას, სიმბოლოებს (მაგალითად,
ნოტებით გამოხატული მუსიკალური ნაწარმოები) და მათთან დაკავშირებულ ილუსტრაციებს,
რომლებიც დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებებით. ამასთანავე, აუცილებელია ბეჭდური
ნაწარმოები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იყოს კანონიერი საშუალებით და მასზე, ასევე,
კანონიერი წვდომა ჰქონდეთ ბენეფიციარსა და ავტორიზებულ პირს.
10
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი.
კანონპროექტი განზრახ არ უთითებს კონკრეტულ მისაწვდომ ფორმატზე და უშვებს
ნებისმიერ ფორმატში ადაპტირების შესაძლებლობას, რამეთუ, ერთი მხრივ, კითხვის უნარის
შეზღუდვის მქონე ადამიანების საჭიროებები განსხვავებულია და შეუძლებელია მათი საპასუხო
საშუალებების/ფორმატების ამომწურავი განსაზღვრა, მეორე მხრივ, კანონპროექტი ტოვებს
სივრცეს შემდგომი ტექნოლოგიური განვითარებისათვის. კანონპროექტი მიუთითებს, რომ
მისაწვდომი ფორმატი არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარის ან
ავტორიზებული პირის მიერ დამხმარე საშუალებების ან/და სხვაგვარი ხელშეწყობის გამოყენებას.
აქ იგულისხმება, სხვებს შორის, ისეთი შემთხვევა, როდესაც წიგნი არსებობს ელექტრონულ
ფორმატში, თუმცა მისი წაკითხვისთვის სპეციალური წამკითხველის გამოყენებაა საჭირო.
კანონპროექტი, ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საქპატენტს ავალდებულებს
ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს ადგილობრივი ავტორიზებული პირების ჩამონათვალისა
და მათი საკონტაქტო ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა, ასევე, მის ხელთ არსებული
ინფორმაციის ფარგლებში იგივე გამოქვეყნების წესს დაუქვემდებაროს სხვა სახელმწიფოს
ავტორიზებული პირების ჩამონათვალი და მათი საკონტაქტო მონაცემები. ეს უკანასკნელი არ
მოიცავს საქპატენტს ვალდებულებას განახორციელოს სხვა სახელმწიფოს ავტორიზებული
პირების მონაცემების მუდმივი სკულპუროზული კვლევა და მის შესაბამისად ინფორმაციის
საჯაროობა.
კანონის პროექტი ადგენს გონივრულ ბალანსს ავტორის ან საავტორო უფლების სხვა
მფლობელისა და კითხვის უნარის დარღვევის მქონე ადამიანების ინტერესებს შორის და
გამორიცხავს ინტელექტუალური საკუთრების უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას.
აღნიშნულის მისაღწევად საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს შემდეგ დებულებებს:
ა) კანონპროექტით გათვალისწინებული სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი არ
ვრცელდება ბეჭდური ნაწარმოებების იმ კონკრეტულ მისაწვდომ ფორმატებზე, რომლებიც
კომერციულად ჩართულია ადგილობრივ სამოქალაქო ბრუნვაში (მაგალითად, თუკი არსებობს
წიგნის აუდიო ვერსია და ის საქართველოს ბაზარზე კომერციულ მიმოქცევაშია, ბენეფიციარი ან
ავტორიზებული პირი ვერ შეძლებენ ასეთი წიგნის აუდიო ვერსიის შექმნას/გავრცელებას, თუმცა
შეუძლიათ იგივე წიგნის ბრაილის ფორმატში დაბეჭდვა);
ბ) ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში ადაპტირებისას სავალდებულოა გამოყენებული
ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს მითითება;
გ) საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის
ანაზღაურება, თუ მას სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის დარღვევით მიადგა ზიანი;
დ) ავტორიზებულ პირს ევალება მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს
მის სისტემაში დაცულ მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ნაწარმოების მხოლოდ
ბენეფიციარისა და ავტორიზებული პირისათვის მისაწვდომობა;
ე) კანონპროექტი ავტორიზებულ პირს უდგენს გამჭირვალობისა და ანგარიშგების
ვალდებულებას.
დამატებით, საკანონმდებლო ინიციატივა ადგენს ბენეფიციარისა და ავტორიზებული პირის
სტატუსების მინიჭების/გაუქმების ზოგიერთ წესს, ხოლო დეტალური რეგულირების
უფლებამოსილების დელეგირებას საქპატენტის თავმჯდომარეზე ახდენს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი, გარდა მისი პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო
პირველი მუხლი ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. კანონპროექტით გათვალისწინებული
ნორმების ამოქმედება მოითხოვს წინასწარ მოსამზადებელი ღონისძიების გატარებას, კერძოდ,
საქპატენტის თავმჯდომარის მიერ ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების
წესის დამდგენი ბრძანების გამოცემას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტი კანონის აღსრულების პროცესში სამ აქტორს მოიაზრებს - საჯარო
სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული
ცენტრი – „საქპატენტი“, ავტორიზებული პირი და ბენეფიციარი, შესაბამისად, განსხვავებულია ამ
სუბიექტების დაფინანსების წყაროები. კერძოდ, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების
დაფინანსება როგორც 2023 წელს, ასევე მომდევნო სამი წლის განმავლობაში განხორციელდება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრი – „საქპატენტისათვის“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, საჯარო
დაწესებულებების მიერ ავტორიზებულ პირის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში შესაბამისი
საჯარო დაწესებულებისათვის (საჯარო ბიბლიოთეკა, საჯარო ზოგადი, უმაღლესი და
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში,
ხოლო კერძო პირების მიერ ავტორიზებული პირის ან ბენეფიციარის სტატუსის მოპოვების
შემთხვევაში შესაბამისი პირების კერძო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
თუკი ავტორიზებული პირის სტატუსის მქონე საჯარო დაწესებულება დაადგენს მის მიერ
სერვისის გაწევის სანაცვლოდ სხვა ავტორიზებული პირისგან ანაზღაურების ვალდებულებას,
ასევე, თუკი ავტორიზებული პირი ამ სტატუსის ქვეშ საქმიანობისთვის მიიღებს დაფინანსებას
გრანტის თუ პროგრამის ფარგლებში11. აღნიშნულს ექნება დამატებითი საშემოსავლო ეფექტი
სახელმწიფო/მუნიციპალურ ბიუჯეტზე.
ბენეფიციარის სტატუსის მინიჭებისათვის რელევანტურია შესაბამისი ექსპერტიზის
დასკვნის, ჯანმრთელობის შესახებ ცნობის ან/და შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ ცნობის
წარდგენა ბენეფიციარის სტატუსით დაინტერესებული პირის მიერ რელევანტურ დაწესებულებაში.
თუკი ასეთი ცნობის გაცემა მოუწევს საჯარო დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას, მაშინ
დაინტერესებული პირების მიმართვების ოდენობებისა და ცნობების გაცემის საფასურის
გათვალისწინებით, აღნიშნულს გავლენა ექნება ასეთი დაწესებულებების საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტს გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის, მუნიციპალური ბიუჯეტის
(მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების შემთხვევაში) ხარჯვითი ნაწილის
გაზრდაზე. კერძოდ:
1)
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური
საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“ განახორციელებს: ავტორიზებული პირისათვის
სტატუსის მინიჭებას და ამ მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას; მის ოფიციალურ
ვებგვერდზე ადგილობრივი და სხვა ქვეყნების ავტორიზებული პირების ჩამონათვალისა და მათი
საკონტაქტო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ავტორიზებული პირის მიერ მიწოდებული
ინფორმაციის თავმოყრასა და გამოქვეყნებას მის ოფიციალურ ვებგვერდზე. საქპატენტის მიერ
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება, ისევე როგორც სხვადასხვა ინფორმაციის თავმოყრა და
გამოქვეყნება მოითხოვს ადმინისტრაციულ რესურსს. დანახარჯის ოდენობა დამოკიდებულია
ავტორიზებული პირის სტატუსის მფლობელთა რაოდენობაზე. აღწერილი ხარჯი დაიფარება
საქპატენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;
2)
ავტორიზებულ პირის სტატუსის მოპოვების სურვილის შემთხვევაში შესაბამისი
საჯარო დაწესებულება (საჯარო ბიბლიოთეკა, საჯარო ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულებები) ვალდებული იქნება: ავტორიზებული პირის სტატუსის
მოპოვებისათვის საქპატენტს წარუდგინოს მოთხოვნილი დოკუმენტები და ჩაერთოს შესაბამის
ადმინისტრაციულ წარმოებაში; სტატუსის მოპოვების შემთხვევაში ტექნიკური თუ სხვაგვარი
ზომების გამოყენებით გამართოს (ზოგიერთ შემთხვევაში შექმნას) სისტემა (ციფრული ან/და
არაციფრული) იმგვარად, რომ მის სისტემაში დაცული მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული
ნაწარმოები მისაწვდომი იყოს მხოლოდ ბენეფიციარისა და ავტორიზებული პირისათვის;
სურვილისამებრ მოახდინოს ნაწარმოების რეპროდუცირება მისაწვდომ ფორმატში; საქპატენტის
წინაშე შეასრულოს გამჭირვალობისა და ანგარიშგების ვალდებულება. ცხადია, ზემოაღნიშნული
ღონისძიებები დაკავშირებულია დამატებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან.
დანახარჯის ოდენობა დამოკიდებულია ავტორიზებული პირის სტატუსის მოპოვების მსურველთა
რაოდენობაზე, ასევე, მათი არსებული სისტემის მდგომარეობაზე. მაგალითად, საქართველოს
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას უკვე გააჩნია აუდიოწიგნების შესაბამისი ბაზა და მათი
მართვის გამოცდილება, როდესაც ასეთი ბაზა და გამოცდილება არ აქვს ავტორიზებული პირის
სტატუსის მიღებაზე უფლებამოსილ სხვა სუბიექტს. ამდენად, განსხვავებული მზაობა
განსხვავებულ დანახარჯებს გულისხმობს. გარდა ამისა, თუკი ავტორიზებული პირი დაარღვევს
11
იხ. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი
ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობას, მას შესაძლოა დაევალოს ნაწარმოების
ავტორისათვის ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, ხარჯის ოდენობა უკავშირდება
სამართალდარღვევის რაოდენობასა და მოსამართლის მიერ განსაზღვრულ ზიანის ოდენობას.
პარალელურად, კანონპროექტს გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის, მუნიციპალური
ბიუჯეტის (მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების შემთხვევაში) ხარჯვითი
ნაწილის შემცირებაზეც. კერძოდ:
ავტორიზებული პირის სტატუსის მქონე საჯარო დაწესებულებებს ეძლევათ შესაძლებლობა
არ მოახდინონ ისეთი ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში ადაპტირება (და ამისთვის არ გაიღონ
ფინანსური რესურსი), რომელიც უკვე ადაპტირებულია და დაცულია სხვა ავტორიზებული პირის
ბაზაში, ამავე დროს, ასეთი ნაწარმოების ადაპტირებული ფორმატი მიიღონ სხვა ავტორიზებული
პირისგან მისთვის ფინანასური გადასახადის გარეშე. ხარჯვით ნაწილის შემცირება
დამოკიდებულია ასეთი ნაწარმოებების რაოდენობაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
ა) ბენეფიციარი:
ა.ა ბენეფიციარის სტატუსის მოპოვებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებული იქნება
ავტორიზებულ პირს წარუდგინოს კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტები სტატუსის
მოსაპოვებლად. ამ ნაწილში მას მოუწევს გასწიოს დოკუმენტაციის წარდგენისათვის აუცილებელი
ხარჯები; ბენეფიციარს ენიჭება უფლება, პირადი მოხმარების მიზნით, მოახდინოს ნაწარმოების
რეპროდუცირება ადაპტირებულ ფორმატში, რაც ნაწარმოების ოდენობის და ადაპტირების სახის
გათვალისწინებით გამოიწვევს ხარჯს. გარდა ამისა, თუკი ბენეფიციარი დაარღვევს
ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობას, მას შესაძლოა დაევალოს ნაწარმოების
ავტორისათვის ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, ხარჯის ოდენობა უკავშირდება
სამართალდარღვევის რაოდენობასა და მოსამართლის მიერ განსაზღვრული ზიანის ოდენობას.
ა.ბ. ბენეფიციარს ეძლევა შესაძლებლობა არ მოახდინოს ისეთი ნაწარმოების მისაწვდომ
ფორმატში ადაპტირება (და ამისთვის არ გაიღოს ფინანსური რესურსი), რომელიც უკვე
ადაპტირებულია და დაცულია რომელიმე ავტორიზებული პირის ბაზაში, ამავე დროს, ასეთი
ნაწარმოების ადაპტირებული ფორმატი მიიღოს ავტორიზებული პირისგან მისთვის ფინანასური
გადასახადის გარეშე. ხარჯვით ნაწილის შემცირება დამოკიდებულია ასეთი ნაწარმოებების
რაოდენობაზე.
ბ) ავტორიზებული პირი:
ბ.ა. ავტორიზებულ პირის სტატუსის მოპოვების სურვილის შემთხვევაში შესაბამისი კერძო
დაწესებულება ვალდებული იქნება: ავტორიზებული პირის სტატუსის მოპოვებისათვის
საქპატენტს წარუდგინოს მოთხოვნილი დოკუმენტები და ჩაერთოს შესაბამის ადმინისტრაციულ
წარმოებაში; სტატუსის მოპოვების შემთხვევაში ტექნიკური თუ სხვაგვარი ზომების გამოყენებით
გამართოს (ზოგიერთ შემთხვევაში შექმნას) სისტემა (ციფრული ან/და არაციფრული) იმგვარად,
რომ მის სისტემაში დაცული მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ნაწარმოები მისაწვდომი
იყოს მხოლოდ ბენეფიციარისა და ავტორიზებული პირისათვის; სურვილისამებრ, მოახდინოს
ნაწარმოების რეპროდუცირება მისაწვდომ ფორმატში; საქპატენტის წინაშე შეასრულოს
გამჭირვალობისა და ანგარიშგების ვალდებულება. ცხადია, ზემოაღნიშნული ღონისძიებები
დაკავშირებულია დამატებითი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან. დანახარჯის
ოდენობა დამოკიდებულია ავტორიზებული პირის სტატუსის მოპოვების მსურველთა
რაოდენობაზე, ასევე, მათი არსებული სისტემის მდგომარეობაზე. გარდა ამისა, თუკი
ავტორიზებული პირი დაარღვევს ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობას, მას
შესაძლოა დაევალოს ნაწარმოების ავტორისათვის ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, ხარჯის
ოდენობა უკავშირდება სამართალდარღვევის რაოდენობასა და მოსამართლის მიერ
განსაზღვრულ ზიანის ოდენობას.
ბ.ბ. ავტორიზებული პირის სტატუსის მქონე კერძო დაწესებულებებს ეძლევათ
შესაძლებლობა არ მოახდინონ ისეთი ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში ადაპტირება (და
ამისთვის არ გაიღონ ფინანსური რესურსი), რომელიც უკვე ადაპტირებულია და დაცულია სხვა
ავტორიზებული პირის ბაზაში, ამავე დროს, ასეთი ნაწარმოების ადაპტირებული ფორმატი მიიღონ
სხვა ავტორიზებული პირისგან ფინანასური გადასახადის გარეშე. ხარჯვით ნაწილის შემცირება
დამოკიდებულია ასეთი ნაწარმოებების რაოდენობაზე. ასევე, თუკი ავტორიზებული პირის
სტატუსის მქონე კერძო დაწესებულება დაადგენს მის მიერ სერვისის გაწევის სანაცვლოდ სხვა
ავტორიზებული პირისგან ანაზღაურების ვალდებულებას, ასევე, თუკი ავტორიზებული პირი ამ
სტატუსის ქვეშ საქმიანობისთვის მიიღებს დაფინანსებას გრანტის თუ პროგრამის ფარგლებში ,
აღნიშნულს ექნება დამატებითი საშემოსავლო ეფექტი მის კერძო ბიუჯეტზე.
ბენეფიციარის სტატუსის მინიჭებისათვის რელევანტურია შესაბამისი ექსპერტიზის
დასკვნის, ჯანმრთელობის შესახებ ცნობის ან/და შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ ცნობის
წარდგენა ბენეფიციარის სტატუსით დაინტერესებული პირის მიერ რელევანტურ დაწესებულებაში.
თუკი ასეთი ცნობის გაცემა მოუწევს კერძო დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებას, მაშინ
დაინტერესებული პირების მიმართვების ოდენობებისა და ცნობების გაცემის საფასურის
გათვალისწინებით, აღნიშნულს გავლენა ექნება ასეთი დაწესებულებების საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაცია გავლილ იქნა სახელმწიფო
დაწესებულებებთან,
სახელდობრ,
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციასთან,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან.
გარდა ამისა, კანონპროექტის თაობაზე კონსულტაცია გავლილ იქნა ბეჭდური ნაწარმოების
კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ სარჯველაძე,
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“.
სსიპ
საქართველოს
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ზაზა ლომინაძე, გენრიეტა
წიწავა, ვლადიმერ კახაძე, რამინა ბერაძე, ალუდა ღუდუშაური, მერაბ ქვარაია, ბაია კვიციანი, რატი
იონათამიშვილი, ეკა სეფაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი