„საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/359; 04.10.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-09
ბიუროს ნომერი 291
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს საპატენტო კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12),
1999 წელი, მუხ. 21) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქპატენტის ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს
კანონმდებლობით, მათ შორის, საქპატენტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა.“.
მუხლი. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტით საქპატენტს
განესაზღვრება ახალი უფლებამოსილებები, კერძოდ, ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭებისა
და გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით
ავტორიზებული პირის სტატუსის მინიჭებისა და გაუქმების წესის დადგენა.
„საქართველოს საპატენტო კანონის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქპატენტის
ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მხოლოდ მისი დებულებით. ხსენებული წესი
გამორიცხავს პარლამენტის მიერ საქპატენტისათვის ახალი კომპეტენციის დადგენის
შესაძლებლობას კანონის ფორმის სამართლებრივი აქტით. აღნიშნული, ერთი მხრივ, აფერხებს
საქპატენტისათვის ახალი უფლებამოსილების მინიჭების პროცესს, მეორე მხრივ, კანონის
(ზემდგომი აქტი) ნებას სრულად უქვემდებარებს კანონქვემდებარე აქტის (ქვემდგომი აქტი) ნებას,
რაც სამართლებრივად არამართებული მდგომარეობაა. აღწერილი ვითარება არამხოლოდ ამ
კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივის, არამედ, ზოგადად, რეგულირების სამართლებრივი
გამართულობის მიზნებისათვის, საჭიროებას გასწორებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„საქართველოს საპატენტო კანონის“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქპატენტის
ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მხოლოდ მისი დებულებით. შესაბამისად,
საკანონმდებლო ცვლილების გარეშე კანონის ფორმის სამართლებრივი აქტით საქპატენტს ვერ
მიენიჭება ახალი უფლებამოსილება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
საქპატენტის ფუნქციებისა და უფლებამოსილების განსაზღვრის
შესაძლებლობა იარსებებს საქართველოს საკანონმდებლო აქტებით.
სამართლებრივი
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, საქპატენტის ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება
საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, საქპატენტის დებულებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
1
კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების ამოქმედება არ მოითხოვს წინასწარ,
მოსამზადებელ ღონისძიებებს, შესაბამისად, მისი ამოქმედება გათვალისწინებულია
გამოქვეყნებისთანავე.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტი არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება
მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
2
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაცია გავლილ იქნა სახელმწიფო
დაწესებულებებთან,
სახელდობრ,
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციასთან,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან.
გარდა ამისა, კანონპროექტის თაობაზე კონსულტაცია გავლილ იქნა ბეჭდური ნაწარმოების
კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
3
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ სარჯველაძე,
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“.
სსიპ
საქართველოს
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ზაზა ლომინაძე, გენრიეტა
წიწავა, ვლადიმერ კახაძე, რამინა ბერაძე, ალუდა ღუდუშაური, მერაბ ქვარაია, ბაია კვიციანი, რატი
იონათამიშვილი, ეკა სეფაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი
4