„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/359; 04.10.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 8 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-09
ბიუროს ნომერი 291
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.08.2014, სარეგისტრაციო კოდი:
450090050.05.001.017494) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. უსინათლოთათვის განკუთვნილი სავალდებულო ეგზემპლარების გადაცემა
1.
ბრაილის შრიფტით ნაბეჭდი დოკუმენტი და ხმოვანი წიგნი გადაეცემა საქართველოს
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას თითო ეგზემპლარის ოდენობით, ტირაჟის პირველი
პარტიის გამოსვლის დღიდან 2 კვირის ვადაში.
2.
საბიბლიოთეკო მომსახურების გაწევისას „საავტორო და მომიჯნავე უფლებების
შესახებ“ საქართველოს კანონის 231 მუხლის საფუძველზე შექმნილი გამოცემის სავალდებულო
ეგზემპლარის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“
საქართველოს მე-4 მუხლის „შ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბენეფიციარის მოთხოვნის
დაკმაყოფილებისთვის.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის ცვლილება,
რომლითაც დგინდება ავტორიზებული პირის ცნება. საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად,
ავტორიზებულ პირს ენიჭება უფლება საკუთრივ კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირებისათვის
მოახდინოს ნაწარმოების რეპროდუცირება მისაწვდომ ფორმატში. ამდენად, ავტორიზებული პირის
სტატუსის ქვეშ რეპროდუცირებული ნაწარმოები ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეზღუდული პირთა
წრისთვის - მხოლოდ ბენეფიციარისთვის (კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირი). „დოკუმენტის
სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის
თანახმად, სავალდებულო ეგზემპლარებს განეკუთვნება, მათ შორის, უსინათლოთათვის და სუსტი
მხედველობის მქონეთათვის განკუთვნილი გამოცემები. ამდენად, შესაძლებელია ავტორიზებული
პირის მიერ ექსკლუზიურად კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებებისთვის
რეპროდუცირებული გამოცემა მოექცეს სავალდებულო ეგზემპლარის ცნების ქვეშ. ხსენებული
„დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“
ქვეპუნქტის თანახმად, სავალდებულო ეგზემპლარის სისტემის შექმნის ერთ-ერთი მიზანია მისი
მომხმარებელთა საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიული და საბიბლიოთეკო მომსახურების მიზნით
გამოყენება. ამდენად, იქმნება მდგომარეობა, როდესაც საკუთრივ კითხვის უნარის შეზღუდვის
მქონე პირებისათვის შექმნილი გამოცემების სავალდებულო ეგზემპლარებზე წვდომა ექნება
საბიბლიოთეკო მომსახურებით მოსარგებლე პირთა განუსაზღვრელ წრეს (მათ შორის კითხვის
უნარის შეზღუდვის არმქონე პირებს), რაც ეწინააღმდეგება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების
შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიზნებსა და დებულებებს. ამ კუთხით
მომხმარებელთა წრე საჭიროებს დავიწროებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
როგორც „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღინიშნა, „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“
საქართველოს კანონი ნებისმიერი სახის სავალდებულო ეგზემპლიართან წვდომის
შესაძლებლობას ანიჭებს მკითხველთა განუსაზღვრელ წრეს. ამდენად, ავტორიზებული პირის მიერ
კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირებისათვის შექმნილი გამოცემების სავალდებულო
ეგზემპლარებზე წვდომის უფლების მინიჭება კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფისათვის საჭიროებს
საკანონმდებლო ცვლილებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
ავტორიზებული პირის სტატუსის ქვეშ რეპროდუცირებული გამოცემის სავალდებულო
ეგზემპლარის საბიბლიოთეკო მომსახურების მიზნით გამოყენებას შეძლებს მხოლოდ „საავტორო
და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბენეფიციარი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, ვიწროვდება იმ მომხმარებელთა წრე, ვისაც ექნება შესაძლებლობა
საბიბლიოთეკო მომსახურების მიღებისას ისარგებლონ ავტორიზებული პირის სტატუსის ქვეშ
რეპროდუცირებული გამოცემის სავალდებულო ეგზემპლარით. კერძოდ, ასეთი სავალდებულო
ეგზემპლარის სარგებლობის უფლებით აღიჭურვება მხოლოდ „საავტორო და მომიჯნავე
უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ბენეფიციარი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, გამომდინარე საკანონმდებლო
პაკეტში შემავალი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტისა.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტი არ იწვევს დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტი არ ახდენს ფინანსურ გავლენას იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება
მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაცია გავლილ იქნა სახელმწიფო
დაწესებულებებთან,
სახელდობრ,
საქართველოს
მთავრობის
ადმინისტრაციასთან,
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროსთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან.
გარდა ამისა, კანონპროექტის თაობაზე კონსულტაცია გავლილ იქნა ბეჭდური ნაწარმოების
კითხვის უნარის შეზღუდვის მქონე პირთა თემის წარმომადგენლებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ სარჯველაძე,
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“.
სსიპ
საქართველოს
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, ზაზა ლომინაძე, გენრიეტა წიწავა,
ვლადიმერ კახაძე, რამინა ბერაძე, ალუდა ღუდუშაური, მერაბ ქვარაია, ბაია კვიციანი, რატი
იონათამიშვილი, ეკა სეფაშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, ანტონ ობოლაშვილი, მარიამ ლაშხი