„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-3/364, 11.10.2023)და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამომდინარე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-3/364, 11.10.2023). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016710) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) განმცხადებელი – პირი, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომ
არსებითად ირღვევა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, თუმცა ამის
შედეგად მას უშუალოდ არ ადგება ქონებრივი ზიანი, რაზედაც შესაბამისი განცხადებით
მიმართავს სააგენტოს;
ო) მომჩივანი – ეკონომიკური აგენტი, რომელსაც მიაჩნია, რომ კონკურენციის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მას უშუალოდ ადგება ქონებრივი
ზიანი, რაზედაც შესაბამისი საჩივრით მიმართავს სააგენტოს;“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულების უფლებამოსილების მქონე
ორგანო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო
(შემდგომ – სააგენტო).“.
3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3.
კონკურენციის
შემზღუდველი
შეთანხმების
აკრძალვიდან
ჯგუფური
გამონაკლისები, რომლებიც დაკავშირებულია შეთანხმების კონკრეტულ სახესთან,
დგინდება განსაზღვრული ვადით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული
აქტით.“.
4. მე-11 მუხლის მე-6 - მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. იმ პირების კონცენტრაციის რეგისტრაციისთვის, რომლებსაც ეკისრებათ ამ კანონის
11 მუხლით განსაზღვრული კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების ვალდებულება,
აუცილებელია არსებობდეს სააგენტოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი კონცენტრაციის
1
კონკურენტული ეფექტის შესახებ. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების
შემთხვევაში, კონცენტრაციის განხორციელება დაუშვებელია და ასევე, სააგენტოს უარი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ
კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია.
7. თუ განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად მოსალოდნელია ეფექტიანი
კონკურენციის არსებითი შეზღუდვა, კონცენტრაციის მხარემ/მხარეებმა შეიძლება
სააგენტოს
შესთავაზოს/შესთავაზონ
ოპერაციის
ცვლილების
(მოდიფიკაციის)
განხორციელება სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების სახით. თუ
სააგენტო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოდიფიკაციის შედეგად კონცენტრაცია
დააკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, სააგენტო იღებს
გადაწყვეტილებას კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ სააგენტოს გადაწყვეტილებაში
შეიძლება მითითებული იყოს ინფორმაცია კონცენტრაციის მხარის/მხარეების მიერ
განსახორციელებელი სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიების თაობაზე და
მისი განხორციელების ვადა.
9. თუ კონცენტრაცია განხორციელდა და კონცენტრაციის მხარემ/მხარეებმა შესაბამის
ვადაში
არ
განახორციელა/არ
განახორციელეს
ამ
მუხლის
მე-8
პუნქტით
გათვალისწინებული სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიება, სააგენტო
მას/მათ აკისრებს ჯარიმას ამ კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად. ჯარიმის დაკისრებასთან
ერთად, სააგენტო სასამართლოს წარუდგენს შუამდგომლობას თავდაპირველი
მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ. ამ მიზნის
მისაღწევად კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს შეიძლება დაეკისროს სხვადასხვა
ვალდებულება, მათ შორის, საწარმოს, წილის, აქტივების, ფასიანი ქაღალდების ან მათი
ნაწილის გასხვისების, რეორგანიზაციის განხორციელების, კონკრეტული ხელშეკრულების
შეწყვეტის ვალდებულებები. ამასთანავე, კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს განესაზღვრება
ვადა დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.“.
5. 111 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სააგენტოს წინასწარ წერილობით, სრულყოფილად უნდა წარედგინოს შეტყობინება იმ
კონცენტრაციის თაობაზე, რომლის მონაწილე მხარეების როგორც ინდივიდუალური, ისე
ჯამური ერთობლივი შემოსავალი კონცენტრაციის განხორციელების წინა ფინანსური წლის
განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე აღემატება კონცენტრაციის თაობაზე
შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.“.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტო კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის
ვადაში ამოწმებს, ექცევა თუ არა დაგეგმილი კონცენტრაცია ამ კანონის რეგულირების
სფეროში, და ამის შესახებ აცნობებს აღნიშნული შეტყობინების წარმდგენ პირს/პირებს.“.
გ) მე-13 - მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების
წარუდგენლობის შემთხვევაში ჯარიმის დაკისრება კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს არ
ათავისუფლებს სააგენტოსთვის აღნიშნული შეტყობინების წარდგენის ვალდებულებისგან.
სააგენტო, ჯარიმის დაკისრებასთან ერთად, განსაზღვრავს ამ შეტყობინების წარდგენის
ვადას, რომელიც არ უნდა იყოს 14 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
14. სააგენტოს მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად,
კონცენტრაციის მხარის/მხარეების მიერ კონცენტრაციის განხორციელებისას ან/და ამ
მუხლის მე-11 ან მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ
კონცენტრაციის
თაობაზე
შეტყობინების
განხილვის
შედეგად
უარყოფითი
გადაწყვეტილების მიღებისას სააგენტო, კონცენტრაციის მხარისათვის/მხარეებისათვის
ჯარიმის
დაკისრებასთან
ერთად,
სასამართლოს
წარუდგენს
შუამდგომლობას
თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ. ამ
მიზნის მისაღწევად კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს შეიძლება დაეკისროს სხვადასხვა
ვალდებულება, მათ შორის, საწარმოს, წილის, აქტივების, ფასიანი ქაღალდების ან მათი
ნაწილის გასხვისების, რეორგანიზაციის განხორციელების, კონკრეტული ხელშეკრულების
შეწყვეტის ვალდებულებები. ამასთანავე, კონცენტრაციის მხარეს/მხარეებს განესაზღვრება
ვადა დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.“.
6. 112 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, სააგენტოსთვის კონცენტრაციის
თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულება არ წარმოიშვება, თუ:
ა) კონცენტრაცია არის გადახდისუუნარობის შედეგი და ხორციელდება
„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, აგრეთვე
ლიკვიდაციის პროცესში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პროცესში კონტროლს
მოიპოვებს ვალაუვალი საწარმოს კონკურენტი საწარმო ან ის ჯგუფი, რომელსაც ვალაუვალი
საწარმოს კონკურენტები მიეკუთვნებიან;
ბ) კონტროლი მოიპოვება დროებით, იმ პირობით, რომ არ იქნება გამოყენებული წილის
ფლობით მოპოვებული უფლებები (მათ შორის, ხმის უფლება), გარდა ინფორმაციის
მიღების, წილის/აქციების გაყიდვისა და დივიდენდის მიღების უფლებებისა და სესხის
უზრუნველყოფის შემთხვევაში საკუთრებაში მიღების უფლებისა;
გ) კონცენტრაცია ურთიერთდამოკიდებულ პირებს ეხება.“.
7. 113 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით (მათ შორის, არასათანადო,
არაკეთილსინდისიერი,არასარწმუნო ან აშკარად ყალბი რეკლამის მეშვეობით) საქონლის
ან/და მომსახურების თაობაზე ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომელიც მომხმარებელს
არასწორ წარმოდგენას უქმნის და გარკვეული ეკონომიკური ქმედებისკენ უბიძგებს.“.
8. მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება,
საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისთვის პირობების შექმნა და
დაცვა, აგრეთვე ამ მიზნით ყველა სახის ანტიკონკურენტული შეთანხმებისა და ქმედების
დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა.“.
9. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ლ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ლ1) „თანხმობა განაცხადოს ან უარი თქვას კონცენტრაციის მხარის/მხარეების მიერ
შეთავაზებულ სტრუქტურული ან/და ქცევითი ხასიათის ღონისძიებაზე;“.
10. მე-20 მუხლის:
ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობა ხორციელდება საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. ეკონომიკური აგენტის მიერ
სააგენტოსთვის წარდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის საკითხის
განხილვისას სააგენტო უფლებამოსილია მას მოსთხოვოს აღნიშნული ინფორმაციის
შემცველი დოკუმენტის არაკონფიდენციალური (კონფიდენციალური მონაცემების
დაფარვის მიზნით დაშტრიხული) ვერსიის წარდგენა და განუსაზღვროს შესაბამისი ვადა.“.
ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
„22. ამ კანონის 331 მუხლით გათვალისწინებულ თანამშრომლობის პროგრამაში
მონაწილე პირის/პირების თაობაზე მონაცემები და ამ პირის/პირების მიერ სააგენტოში
წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია კონფიდენციალურია სააგენტოს მიერ საქმის
მოკვლევის შედეგად
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამასთანავე, საქმის
მოკვლევის დასრულების შემდეგ ხსენებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციაზე
ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული დაცვის რეჟიმი.“.
11. დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:
„მუხლი 211. სააგენტოს მიერ განხორციელებული მიმოწერა
1. სააგენტო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან
ელექტრონული ფორმით.
2. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს სააგენტო.
3. პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით
წარდგენის შემთხვევაში, მისი ჩაბარების თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად
ჩაბარების თარიღი.
4. წერილობითი დოკუმენტის წარდგენისას პირის მიერ მის მიღებაზე უარის
განცხადების შემთხვევაში დოკუმენტის წარმდგენი პირი აკეთებს შესაბამის აღნიშვნას.
5. დოკუმენტის გაგზავნა შეიძლება განხორციელდეს ფოსტით ან/და ელექტრონული
ფოსტის მეშვეობით.
6. ელექტრონული ფოსტის საშუალებებით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება
ჩაბარებულად, ადრესატის მიერ დადასტურების შემთხვევაში.
7.
სააგენტოს წერილობითი დოკუმენტი უნდა ჩაბარდეს ადრესატს, მის
წარმომადგენელს, ოჯახის წევრს ან სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას.
8. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით გაგზავნიდან 5 სამუშაო დღეში
სააგენტო ვერ ახერხებს წერილობითი დოკუმენტის ადრესატისთვის ჩაბარებას, პირი უარს
აცხადებს დოკუმენტის ჩაბარებაზე ან არ ადასტურებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით
მის მიღებას, სააგენტო უფლებამოსილია, სსიპ შემოსავლების სამსახურს გაუგზავნოს
შესაბამისი თხოვნა, რის შემდეგაც სსიპ შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს
გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით
ადრესატისათვის დოკუმენტაციის გაგზავნას. მოცემულ შემთხვევაში, დოკუმენტი
ჩაბარებულად ჩაითვლება ადრესატის მიერ მისი გახსნის მომენტიდან.
9. იმ შემთხვევაში, თუ მხარისათვის სააგენტოს გადაწყვეტილების ან/და ბრძანების
ჩაბარება ვერ განხორციელდა ამ მუხლის მე-5 - მე-8 პუნქტებით დადგენილი ფორმით,
გადაწყვეტილება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე მისი გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.“.
12. 24-ე მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ამ კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მოთხოვნილი დამატებითი
ინფორმაცია ან/და მტკიცებულება განსაზღვრულ ვადაში არ არის წარდგენილი.“
ბ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სასამართლო წარმოებაშია დავა იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე ან
არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც
გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე დავის საგანზე.“.
13. 25-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტო მხარეებს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ვადის ამოწურვამდე
არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა აცნობებს საქმის მოკვლევის ვადის გაგრძელების თაობაზე.”.
ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 და 82 პუნქტები:
„81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ადგილზე შემოწმებისას
უფლებამოსილი პირების ადგილზე არდაშვება ან/და შემოწმების პროცესის ხელის შეშლა
გამოიწვევს ეკონომიკური აგენტის დაჯარიმებას კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად.“.
„82. აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციფიკის ცოდნის ან/და საინფორმაციოტექნოლოგიური უზრუნველყოფის საჭიროების გათვალისწინებით, შესაძლებელია
ადგილზე შემოწმების პროცესში მონაწილეობა მიიღონ სამართალდამცავი ორგანოების
ან/და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა.“.
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თუ საქმის მოკვლევის დაწყების შემდეგ, გადაწყვეტილების პროექტის მხარეთათვის
გაგზავნამდე, მომჩივანმა უარი განაცხადა საჩივარზე, საქმის მოკვლევა წყდება, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც არსებობს დასაბუთებული მტკიცებულება, რომ კონკურენცია
მნიშვნელოვნად იზღუდება.“.
დ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 პუნქტი:
„16. საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა მტკიცდება სააგენტოს სამართლებრივი
აქტით.“.
14. 33-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ კანონის მე-6 ან მე-7 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეს დაეკისრება
ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში
მისი ერთობლივი შემოსავლის 5%-ს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის სამართლებრივი
საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან აღნიშნული დარღვევის განმეორების შემთხვევაში
მხარეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური
წლის განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 10%-ს.“.
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კანონის 111 მუხლის პირველი, მე-11 ან მე-12 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის
შემთხვევაში კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე
ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს
სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის
განმავლობაში მისი ერთობლივი შემოსავლის 5%-ს, ხოლო ფიზიკურ პირს - 10 000 ლარის
ოდენობით.“.
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ კანონის 113 მუხლით გათვალისწინებული დარღვევის დადასტურების
შემთხვევაში ეკონომიკურ აგენტს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა
აღემატებოდეს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური
წლის განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივი შემოსავლის 1%-ს, ხოლო
აღნიშნული დარღვევის სამართლებრივი საფუძვლის აღმოუფხვრელობის ან ამ დარღვევის
განმეორების შემთხვევაში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის
განმავლობაში ეკონომიკური აგენტის ერთობლივი შემოსავლის − 3%-ს.“.
დ) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:
„61. ამ კანონის 25-ე მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეკონომიკურ
აგენტს დაეკისრება ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 20
000 ლარის ოდენობით.
„62. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის
მიზნებისათვის, წინა ფინანსურ წლის ერთობლივი შემოსავალი გულისხმობს სააგენტოს
მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა ფინანსური წლის ერთობლივ შემოსავალს,
ხოლო
თუ
ეკონომიკური
აგენტი,
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით,
რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წელს, ერთობლივი
შემოსავალი გამოითვლება ეკონომიკური აგენტის დადგენილი წესით რეგისტრაციიდან
სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული ერთობლივი
შემოსავლით.“.
15. 331 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლით დაწესებული შეღავათი არ ვრცელდება ამ კანონის მე-7 მუხლით
გათვალისწინებული შეთანხმების ინიციატორზე, აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირს
აღნიშნულ შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულა.“.
მუხლი 2. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის მე-14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს
2024 წლის პირველი იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის
პირველი აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი (შემდგომში - კანონი) მიღებულია
ევროკავშირის კონკურენციის სამართლის ძირითადი პრინციპების დაცვით. 2020 წელს
განხორციელებული ცვლილებების შედეგად დაიხვეწა არაერთი სისტემური და
პროცედურული ხარვეზი, სააგენტო აღიჭურვა ახალი უფლებამოსილებებით.
მიუხედავად 2020 წელს განხორციელებული ფუნდამენტური ცვლილებებისა, სააგენტოს
მანდატის პრაქტიკაში განხორციელებისას წარმოიშვა რამდენიმე საკითხი, რომელიც
საჭიროებს ცვლილებას/დაზუსტებას. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, „მომხმარებლის
უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებით გაფართოვდა სააგენტოს
მანდატი და მის უფლებამოსილებებს დაემატა მომხმარებლის უფლებების დაცვა.
შესაბამისად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით საზოგადოების ცნობიერების
უფრო მეტად ამაღლებისთვის, მიზანშეწონილია სააგენტოს დასახელებაში აისახოს ეს
ფუნქციაც.
ამდენად, სააგენტოს მანდატის პრაქტიკულად განხორციელებისას აღმოჩენილი ტექნიკური
და სისტემური ხარვეზებისა და სააგენტოს მანდატის გაფართოების გათვალისწინებით,
სააგენტოს მიერ შემუშავებულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის
ცვლილებების პროექტი, რომელიც ემსახურება მთელი რიგი პრაქტიკული და
სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას, სააგენტოს მანდატის გაფართოების სააგენტოს
დასახელებაში ასახვასა და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების მიღების გარეშე სააგენტოს საქმიანობის
პროცესში თავს იჩენს გარკვეული ხარვეზები და უზუსტობები, რაც ხელს შეუშლის უწყების
საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგი:
კანონპროექტის მიღების შედეგად მივიღებთ გამოსწორდება კანონში არსებული
შინაარსობრივი და ტექნიკური ხარვეზები, დაკონკრეტდება ღიად არსებული რამდენიმე
საკითხი, რაც, საბოლოო ჯამში, გაზრდის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას, ეს კი
დადებითად აისახება ქვეყნის საბაზრო სტრუქტურაზე, ეკონომიკური აგენტების საქმიანობასა
და სამართლიანი კონკურენტული გარემოს ფორმირებაზე.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ხორციელდება შემდეგი ცვლილებები:
1. კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, რედაქტირდება
კანონის მე-3 მუხლის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები და უწყების სახელწოდების მოხსენიება
ხდება შემოკლებული სახით - „სააგენტო“, როგორც ამას ითვალისწინებს კანონის მე-4
მუხლის პირველი პუნქტის შეცვლილი რედაქცია.
2. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კანონის მე-4 მუხლის
პირველი პუნქტში იცვლება სააგენტოს დასახელება და ცვლილებების განხორციელების
შემდეგ სააგენტოს ახალი დასახელება იქნება „საქართველოს კონკურენციისა და
მომხმარებლის დაცვის სააგენტო“. აღნიშნული ცვლილების საჭიროება გამომდინარეობს
ახალი ფუნქციიდან, რომელიც 2022 წელს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მიღების შედეგად დაემატა სააგენტოს უფლებამოსილების
ფარგლებს და მიზანშეწონილია ეს ფუნქცია იკვეთებოდეს სააგენტოს სახელმწოდებაშიც.
3. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, იცვლება კანონის მე-9
მუხლის მე-3 პუნქტის რედაქცია. მუხლის მოქმედი შინაარსიდან გამომდინარე, არსებობს
კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმებებიდან მხოლოდ ჯგუფური გამონაკლისების
კატეგორია, ანუ თუ შეთანხმება არ ხვდება წინასწარ დადგენილ (საქართველოს
მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ) ჯგუფურ კატეგორიაში, მასზე ვერ
გავრცელდება გამონაკლისი. ხოლო, ევროკავშირის ფუნეციონირების შესახებ
შეთანხმების (TFEU) 101(3) მუხლი ადგენს გამონაკლისის ზოგად წესს, რომელიც
ვრცელდება ყველა შეთანხმებაზე, რომელიც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ
პირობებს. ამდენად, საჭიროა ჯგუფურ გამონაკლისებთან ერთად არსებობდეს
ინდივიდუალური გამონაკლისებიც, მაშინ როცა კმაყოფილდება კანონის 9(1) მუხლის
მოთხოვნები. ამ ცვლილებით კანონის მე-9 მუხლი შინაარსობრივად შესაბამისობაში მოვა
TFEU 101(3) მუხლთან.
4. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კანონის მე-11 მუხლის მე6 - მე-9 პუნქტებში იცვლება და ზუსტდება რამოდენიმე საკითხი, კერძოდ, იმის
გათვალისწინებით, რომ კონცენტრაციის მონაწილე მხარე შესაძლოა არ იყოს
ეკონომიკური აგენტი, არამედ იყოს უბრალოდ ფიზიკური პირი, აღნიშნულ პუნქტებში
ტერმინი „ეკონომიკური აგენტი/აგენტები“ იცვლება ზოგადი ტერმინებით „პირი/პირები“, და „კონცენტრაციის მხარით/მხარეები“. ამასთან, მე-6 პუნქტის მოქმედი
რედაქციით, სააგენტოს უარყოფითი გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ეკონომიკური აგენტების
კონცენტრაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველია. თუმცა, მიზანშეწონილია იმ
შინაარსის ზოგადი სახის წინადადების დამატება, რომ სააგენტოს მიერ უარყოფითი
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კონცენტრაციის განხორციელება ზოგადად
დაუშვებელია და, ამასთანავე, წარმოადგენს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ
რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს.
5. კანონპროექტის პირველიმუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ცვლილება შედის კანონის
111 მუხლის რამდენიმე პუნქტში. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ კონცენტრაციის
მონაწილე მხარე შესაძლოა იყოს არა ეკონომიკური აგენტი, არამედ ფიზიკური პირი,
ხსენებული მუხლის პირველი, მე-13 და მე-14 პუნქტებში ტერმინი „ეკონომიკური
აგენტი/აგენტები“ იცვლება ტერმინით - „კონცენტრაციის მხარით/მხარეები“. ამასთან,
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი აღარ
ითვალისწინებს „წლიური ბრუნვის“ ცნებას, იგი პირველი პუნქტში უნდა ჩანაცვლდეს
ტერმინით „ერთობლივი შემოსავალი“. დამატებით, მე-4 პუნქტის მოქმედი რედაქციით,
სააგენტო კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
ამოწმებს, ექცევა თუ არა დაგეგმილი კონცენტრაცია ამ კანონის რეგულირების სფეროში.
მიზანშეწონილია არსებული 5 სამუშაო დღიანი ვადა გაიზარდოს, რადგან ამ პერიოდის
განმავლობაში სააგენტოს მხრიდან გამოსაკვლევია მთელი რიგი ისეთი საკითხები,
როგორიცაა გამონაკლისები, კომპანიების ურთიერთდამოკიდებულება და ა.შ., რაც
კანონის მოქმედი რედაქციით გათვალისწინებულ ვადაში რთულია და მოითხოვს
არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას.
6. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ხორციელდება კანონის 112
მუხლის პირველი პუნქტის ფორმულირების განზოგადება და შესაბამის ეკონომიკურ
აგენტზე მითითების ამოღება, ვინაიდან კონცენტრაციის მონაწილე მხარე შესაძლოა არ
იყოს ეკონომიკური აგენტი, არამედ იყოს უბრალოდ ფიზიკური პირი,
7. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, იცვლება კანონის 113
მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფორმულირება, ვინაიდან მოქმედ რედაქციაში
მხოლოდ საქონლის შესახებ არასწორი ცნობების გავრცელებაზეა საუბარი, რაც
შინაარსობრივად არ არის სრული და ანალოგიური ცნობები შესაძლოა მომსახურებაზეც
გავრცელდეს. შესაბამისად, ემატება მითითება მომსახურების შესახებ არასწორი
ცნობების გავრცელებაზეც.
8. კანონპროეექტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, კანონის მე-16 მუხლის მე4 პუნქტში ხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება, კერძოდ, იშლება აღნიშნული
პუნქტის მეორე წინადადება, რადგან მე-16 მუხლის 41 პუნქტი იდენტურად იმეორებს
იგივე შინაარსს.
9. კანონპროეექტის პირველი მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ცვლილება შედის კანონის
მე-18 მუხლის პირველიპუნქტის „ლ1“ ქვეპუნქტში
და ტერმინი „ეკონომიკური
აგენტი/აგენტები“
იცვლება
„კონცეტრაციის
მხარით/მხარეებით“,
ვინაიდან
კონცენტრაციის მონაწილე მხარე შესაძლოა იყოს არა ეკონომიკური აგენტი, არამედ
ფიზიკური პირი.
10. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ზუსტდება კანონის მე-20
მუხლის 21 პუნქტის რედაქცია და ფრაზა ,,ცნობის შემთხვევაში“ ჩანაცვლდება სიტყვებით
,,ცნობის საკითხის განხილვისას“, რადგან სწორედ ამ ეტაპზეა მნიშვნელოვანი
ეკონომიკური აგენტისგან ინფორმაციის არაკონფიდენციალური ვერსიის გამოთხოვა.
ამასთან, მე-20 მუხლს მიზანშეწონილია დაემატოს 22 პუნქტი, რომელიც შეეხება
თანამშრომლობის
პროგრამის
ფარგლებში
მიღებული
ინფორმაციის
ან/და
დოკუმენტაციის კონფიდენციალურობის სამართლებრივ საფუძვლებს. მიზანშეწონილია
სააგენტომ
საკანონმდებლო
დონეზე
უნდა
შექმნას
ასეთი
ტიპის
ინფორმაციის/დოკუმენტაციის კონფიდენციალურობის დაცვის სამართლებრივი
საფუძვლები.
11. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, კანონს ემატება 211
მუხლი, რომლითაც საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება სააგენტოს მიერ
მხარესთან ან/და სხვა პირებთან ოფიციალური მიმოწერის განხორციელების წესი.
აღნიშნული გამოწვეულია იმ პრაქტიკული პრობლემებით, რასაც სააგენტო მისი
უფლებამოსილების განხორციელებისას აწყდება. მაგალითად, ხშირია შემთხვევები,
როდესაც მხარე ან/და სხვა პირი არ იბარებს/უარს აცხადებს კონკრეტული
კორესპონდენციის ჩაბარებაზე. აღნიშნული საკითხები დარეგულირებულია სააგენტოს
კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით და გაწერილია ამ პრობლემის
აღმოსაფხვრელი მექანიზმები, მაგალითად, სსიპ შემოსავლების სამსახურთან არსებული
მემორანდუმის ფარგლებში, იმ დროს როდესაც მხარე არ იბარებს ან/და არ ადასტურებს
წერილის მიღებას, მხარისათვის გასაგზავნი კორესპონდენცია შესაძლებელია აიტვირთოს
გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ ვებ.გვერდზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
მეტი
სიცხადისთვის,
მიზანშეწონილია
ამ
საკითხების
საკანონმდებლო დონე გათვალისწინება.
12. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, სწორდება კანონის 24-ე
მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედ რედაქციაში არსებული ტექნიკური ხასიათის შეცდომა.
კერძოდ, გადათითება უნდა იყოს გაკეთებული კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, მე-5
პუნქტის ნაცვლად, ვინაიდან საკითხი ეხება მომჩივანის მიერ დამატებითი ინფორმაციის
წარმოუდგენლობისას საჩივრის განუხილველად დატოვებას. ამასთან, ხარვეზიანია ამავე
მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციაც, რომელიც ეხება საჩივრის საფუძველზე
სააგენტოს მიერ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმას, როდესაც სასამართლო წარმოებაშია
დავა იმავე მხარეებს შორის იმავე დავის საგანზე. კერძოდ, მოქმედი რედაქცია
სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილში უთითებს მხოლოდ განჩინებაზე ან სხვა
გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ
სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ. გამოდის, რომ სხვა სახის
სასამართლო გადაწყვეტილების არსებობა არ ქმნის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის
საფუძველს, რაც, თავის მხრივ, კანონის მიზნებიდან გამომდინარე არალოგიკურია და
საჭიროებს სამართლებრივად გამართვას.
13. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად, კანონის 25-ე მუხლში,
საქმის
მოკვლევის
პროცედურებთან
და
სააგენტოს
უფლებამოსილებებთან
დაკავშირებით იცვლება/ზუსტდება რამდენიმე საკითხი:
ა) მე-3 პუნქტში სიტყვა „მომჩივანი“ იცვლება „მხარეებით“, რადგან მოკვლევის ვადის
გაგრძელების თაობაზე ასევე უნდა ეცნობოს მოპასუხე მხარესაც. ამასთან
გასათვალისწინებელია, რომ სააგენტო პრაქტიკაშიც ანალოგიური პრინციპით მოქმედებს
და მოკვლევის ვადის გაგრძელების თაობაზე ორივე მხარეს უგზავნის ინფორმაციას.
ბ) ემატება 81 პუნქტი, რომლითაც ჩნდება სამართლებრივი საფუძველი იმ ეკონომიკური
აგენტის მიმართ სანქციის გამოყენებისთვის, რომელიც სააგენტოს ხელს უშლის ადგილზე
შემოწმების განხორციელებაში. მოქმედი რედაქცია არ ითვალისწინებს ჯარიმას იმ
შემთხვევისათვის, თუკი ეკონომიკური აგენტი ხელს შეუშლის სააგენტოს ადგილზე
შემოწმების განხორციელებაში, მაგ: არ შეუშვებს სააგენტოს თანამშრომლებს საქმიანობის
ადგილზე, არ მისცემს ინფორმაციის მოძიების/ასლების გაკეთების შესაძლებლობას და
ა.შ. მსგავსი მიდგომის მაგალითი საქართველოშიც არსებობს, მაგალითად, საქართველოს
ეროვნულ ბანკს გათვალისწინებული აქვს ანალოგიური სანქცირების მექანიზმი.
გ) ემატება 82 პუნქტი, რომელიც გულისხმობს ეკონომიკური აგენტის ადგილზე
შემოწმების დროს, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციფიკის ცოდნის ან/და
საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საჭიროების გათვალისწინებით,
ადგილზე
შემოწმების
პროცესში,
სააგენტოს
წარმომადგენლებთან
ერთად,
სამართალდამცავი ორგანოების ან/და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების
მონაწილეობის შესაძლებლობას. ევროკავშირის ქვეყნების აპრობირებული პრაქტიკაა,
რომ ადგილზე შემოწმების პროცესში ასევე მონაწილეობას იღებენ საგამოძიები
სტრუქტურების თანამშრომლებიც, ვინაიდან მათ გააჩნიათ კომპანიების ადგილზე
შემოწმებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გადმოწერის დიდი გამოცდილება,
სათანადო IT უზრუნველყოფა და ა.შ. ამდენად, საწყის ეტაპზე, ვინაიდან სააგენტოს
მსგავსი საქმიანობის გამოცდილება არ აქვს, მსგავსი უწყებების ჩართულობა
უმნიშვნელოვანესია.
დ) ზუსტდება მე-9 პუნქტის შინაარსი და იზღუდება საჩივრის გახმობის ვადა.
ადმინისტრაციული რესურსის ფუჭად გამოყენების რისკის გამო, მნიშვნელოვანია
მომჩივანს საჩივრის გახმობის ვადა ჰქონდეს სააგენტოს მიერ მხარეებისთვის
გადაწყვეტილების პროექტის გაგზავნამდე, რადგან, სხვა შემთხვევაში, მაგალითისთვის,
როდესაც მომჩივანი გაეცნობა სააგენტოს გადაწყვეტილების პროექტს და ნახავს, რომ
უწყებას მისი სასარგებლო პოზიცია არ აქვს, შესაძლოა ბოლო ეტაპზე გაიხმოს საჩივარი
და ადმინისტრაციული ორგანოე მხრიდან გაწეული
მუშაობა ფუჭი აღმოჩნდეს
(პრაქტიკაში მსგავსი პრობლემა დადგა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
მარეგულირებელი კომისიის მხრიდან კონკრეტული მოკვლევის განხორციელების
პროცესში).
ე) ემატება მე-16 პუნქტი, რომელიც მიუთითებს, რომ საქმის მოკვლევის წესი და
პროცედურა მტკიცდება სააგენტოს სამართლებრივი აქტით. აღსანიშნავია, რომ
სააგენტოს მიერ მისაღებ სხვა ნორმატიულ აქტებზე არსებობს ანალოგიური მითითება
კანონში და მნიშვნელოვანია საქმის მოკვლევის წესზეც არსებობდეს ზუსტი
საკანონმდებლო საფუძველი.
14. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, რამდენიმე ცვლილება
შედის კანონის 33-ე მუხლში, კერძოდ:
ა) იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი აღარ
ითვალისწინებს წლიური ბრუნვის ცნებას, პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტებში
ტერმინი „წლიური ბრუნვა“ ნაცვლდება ტერმინით „ერთობლივი შემოსავალი“.
ბ) მე-4 პუნქტში ხდება დაკონკრეტება და ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა
კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე ფიზიკური
პირსათვის - 10 000 ლარის ოდენობით (შესაბამისი ვალდებულების დარღვევისათვის),
ვინაიდან მოქმედ რედაქციაში მითითება იყო მხოლოდ ეკონომიკურ აგენტზე და
ჯარიმის გამოანგარიშება ხდებოდა მისი წლიური ბრუნვიდან, რაც ფიზიკური პირის
შემთხვევაში არარელევანტურია.
გ) ემატება 61 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, გაწერილია ადგილზე შემოწმების
განხორციელებაში ხელის შეშლისთვის ჯარიმის ოდენობა. აღნიშნული ჯარიმის
ოდენობა შეადგენს 10 000 ლარს, განმეორებით შემთხვევაში კი - 20 000 ლარს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში მსგავსი ტიპის დარღვევისთვის ჯარიმა ეკონომიკური
აგენტის ბრუნვის 1%-ია.
დ) ემატება 62 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ზუსტდება დაჯარიმების წელს
რეგისტრირებული ეკონომიკური აგენტების ერთობლივი შემოსავლის დათვლის წესი.
კერძოდ, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის, წინა ფინანსურ წლის
ერთობლივი შემოსავალი გულისხმობს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების
მიღების წინა ფინანსური წლის ერთობლივ შემოსავალს, ხოლო თუ ეკონომიკური აგენტი,
კანონმდებლობით დადგენილი წესით, რეგისტრირებულია სააგენტოს მიერ
გადაწყვეტილების მიღების წელს, ერთობლივი შემოსავალი გამოითვლება ეკონომიკური
აგენტის დადგენილი წესით რეგისტრაციიდან სააგენტოს მიერ საბოლოო
გადაწყვეტილების მიღებამდე არსებული ერთობლივი შემოსავლით.
15. კანონპროექტის პირველიმუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად, იცვლება 331 მუხლის მე-2
პუნქტის შინაარსი, რომელიც ეხება აღნიშნული მუხლით დაწესებული შეღავათის
გავრცელებისგან გამონაკლისებს. კერძოდ, მოქმედი რედაქციით, თანამშრომლობის
პროგრამიდან გამომდინარე შეღავათი არ ვრცელდება კანონის მე-7 მუხლით
გათვალისწინებული შეთანხმების ერთადერთ ორგანიზატორზე ან/და ინიციატორზე,
აგრეთვე იმ პირზე, რომელმაც სხვა პირს აღნიშნულ შეთანხმებაში მონაწილეობა აიძულა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი, გარდა კანონპროექტის პირველი მუხლის მე-14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა,
ძალაში შედის 2024 წლის პირველი იანვრიდან. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-14
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი (ჯარიმა ადგილზე შემოწმების ხელის შეშლისათვის) ძალაში შედის
2024 წლის პირველი აპრილიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსება მოხდება
სსიპ - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს საბიუჯეტო დაფინანსების
ფარგლებში. პროექტი არ ითვალისწინებს ისეთ ცვლილებებს, რომელიც
გამოიწვევს
დამატებითი დაფინანსების აუცილებლობას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სააგენტო არსებული
რესურსის (საბიუჯეტო და ადამიანური) ფარგლებში განახორციელებს პროექტით
გათვალისწინებულ საქმიანობას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებებით, წარმოიშვება
ცვლილებები სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ:
გარკვეული
სახის
კანონის მოქმედი რედაქციით არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ იმ
ეკონომიკური აგენტის მიმართ, რომელიც ადგილზე არ დაუშვებს უფლებამოსილ პირს ან/და
შემოწმების პროცესს ხელის შეუშლის, გამოყენებულ იქნეს ჯარიმა. შემოთავაზებული
ცვლილებებით, წესდება ჯარიმა ამგვარი ქმედებისათვის (მე-14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი) და
ამდენად, ფართოვდება დაჯარიმებას დაქვემდებარებულ ქმედებათა წრე. ეს კი აისახება
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე და გამოიწვევს მის გაზრდას, იმ შემთხვევაში,
თუკი ადგილი ექნება მსგავს დარღვევას ეკონომიკური აგენტების მხრიდან. ვინაიდან
სააგენტოს ჯერ არ დაუწყია ადგილზე შემოწმების მექანიზმის გამოყენება, სტატისტიკური
მონაცემები ამ ტიპის კანონდარღვევების რაოდენობის თაობაზე არ არის ხელმისაწვდომი.
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის ჯამური ოდენობა დამოკიდებული
იქნება კანონდარღვევათა რაოდენობაზე.
ასევე კანონპროექტი (მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) აკონკრეტებს იმ ფიზიკური პირის
დაჯარიმების შესაძლებლობას, რომელსაც გააჩნდა კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების
წარდგენის ვალდებულება. ამდენად, ფართოვდება დაჯარიმებას დაქვემდებარებულ
ქმედებათა წრე, რაც აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე და გამოიწვევს
მის გაზრდას, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი ექნება მსგავს დარღვევას. ზუსტი გავლენის
ოდენობა დამოკიდებულია დარღვევის სიხშირეზე, მაგალითის სახით, მსგავს დარღვევას
ფიზიკური პირის მხრიდან 2022 წელს 1 შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.
აგრეთვე, საგადასახადო კოდექსთან შესაბამისობაში მოდის ჯარიმის დაანგარიშების ბაზა და
წლიური ბრუნვის ნაცვლად მიეთითება ერთობლივი შემოსავალი, რაც არ იქონიებს გავლენას
სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ხდება მხოლოდ ტერმინის დაზუსტება,
ვინაიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსი წლიურ ბრუნვას აღარ იცნობს და მის მაგივრად
იწერება ერთობლივი შემოსავალი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სააგენტოს დასახელების ცვლილება
გამოიწვევს ერთჯერად ადმინისტრაციულ ხარჯებს - ლოგოს, ბეჭდების, შტამპების და სხვა
მსგავსი ცვლილებებისათვის.
კანონპროექტის მე-13 პუნქტის „გ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული ცვლილებით, იზღუდება
საჩივრის გახმობის ვადა, რაც ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვას გამოიწვევს
სააგენტოსთვის.
რაც შეეხება კანონპროექტით გათალისიწინებულ სხვა ცვლილებებს, გავლენას არ იქონიებს
სააგენტოს ხარჯვით ნაწილზე, რადგან
ცვლილებები ემსახურება ერთის მხრივ
სამართლებრივ სიცხადეს, ხოლო სხვა შემთხვევაში ზუსტდება ფორმულირება.
წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოების ან სხვა
უწყებების ჩართვის შესაძლებლობას ადგილზე შემოწმების პროცესში, რაც მათი არსებული
რესურსის ფარგლებში განხორციელდება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონის მოქმედი რედაქციით არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომ იმ
ეკონომიკური აგენტის მიმართ, რომელიც ადგილზე არ დაუშვებს უფლებამოსილ პირს ან/და
შემოწმების პროცესს ხელის შეუშლის, გამოყენებულ იქნეს ჯარიმა. შემოთავაზებული
ცვლილებებით ფართოვდება დაჯარიმებას დაქვემდებარებულ ქმედებათა წრე და წესდება
ჯარიმა ამგვარი დარღვევისათვის (კანონპროექტის მე-14 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი), რაც
აისახება იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც არ შეასრულებენ კანონით
განსაზღვრულ ვალდებულებას და ეს გამოიწვევს მათ დაჯარიმებას.
ასევე კანონპროექტი (მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი) აკონკრეტებს იმ ფიზიკური პირის
დაჯარიმების შესაძლებლობას, რომელსაც გააჩნდა კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების
წარდგენის ვალდებულება. ამდენად, ფართოვდება დაჯარიმებას დაქვემდებარებულ
ქმედებათა წრე, რაც აისახება იმ ფიზიკურ პირებზე, რომლებიც არ შეასრულებენ კანონით
განსაზღვრულ ვალდებულებას და ეს გამოიწვევს მათ დაჯარიმებას.
კანონპროექტის მე-15 მუხლის შესაბამისად, თანამშრომლობის პროგრამით სარგებლობის
უფლება ეძლევა შეთანხმების ორგანიზატორსაც, რომელსაც მოქმედი რედაქციით ამის
უფლება არ ჰქონდა. ამდენად, თანამშრომლობის პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში,
ორგანიზატორს უჩნდება შესაძლებლობა, ისარგებლოს პროგრამით დაწესებული
შეღავათებით და სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლდეს სააგენტოს მხრიდან
დასაკისრებელი ჯარიმისაგან, რაც მისთვის ფინანსურ სარგებელს წარმოშობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის შესაბამისად წესდება დამატებითი ჯარიმები (მე-14 პუნქტის „ბ“ და „დ“
ქვეპუნქტები) ეკონომიკური აგენტის მიერ ადგილზე შემოწმებისთვის ხელის შეშლისათვის
და ასევე ფიზიკური პირის მხრიდან კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენის
ვალდებულების დარღვევისათვის. ორივე შემთხვევაში, ჯარიმების ოდენობა განისაზღვრება
გონივრული დაშვებით.
კანონპროექტის პირველი მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, რამდენიმე ცვლილება შედის
კანონის 33-ე მუხლში, კერძოდ:
ა) მე-4 პუნქტში ხდება დაკონკრეტება და ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა კონცენტრაციის
თაობაზე შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე ფიზიკური პირსათვის - 10 000
ლარის ოდენობით (შესაბამისი ვალდებულების დარღვევისათვის), ვინაიდან მოქმედ
რედაქციაში მითითება იყო მხოლოდ ეკონომიკურ აგენტზე და ჯარიმის გამოანგარიშება
ხდებოდა მისი წლიური ბრუნვიდან, რაც ფიზიკური პირის შემთხვევაში არარელევანტურია.
ბ) ემატება 61 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, გაწერილია ადგილზე შემოწმების
განხორციელებაში ხელის შეშლისთვის ჯარიმის ოდენობა. აღნიშნული ჯარიმის ოდენობა
შეადგენს 10 000 ლარს, განმეორებით შემთხვევაში კი - 20 000 ლარს. აღსანიშნავია, რომ
ევროკავშირში მსგავსი ტიპის დარღვევისთვის ჯარიმა ეკონომიკური აგენტის ბრუნვის 1%-ია.
გ) ემატება 62 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ზუსტდება დაჯარიმების წელს
რეგისტრირებული ეკონომიკური აგენტების ერთობლივი შემოსავლის დათვლის წესი.
კერძოდ, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნებისათვის, წინა ფინანსურ წლის ერთობლივი
შემოსავალი გულისხმობს სააგენტოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების წინა
ფინანსური წლის ერთობლივ შემოსავალს, ხოლო თუ ეკონომიკური აგენტი,
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით,
რეგისტრირებულია
სააგენტოს
მიერ
გადაწყვეტილების მიღების წელს, ერთობლივი შემოსავალი გამოითვლება ეკონომიკური
აგენტის დადგენილი წესით რეგისტრაციიდან სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების
მიღებამდე არსებული ერთობლივი შემოსავლით.
აგრეთვე, საგადასახადო კოდექსთან შესაბამისობაში მოდის ჯარიმის დაანგარიშების ბაზა და
წლიური ბრუნვის ნაცვლად მიეთითება ერთობლივი შემოსავალი. ხდება მხოლოდ ტერმინის
დაზუსტება, ვინაიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსით განისაზღვრება ერთობლივი
შემოსავალი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის მიღებით არ არის მოსალოდნელი ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე
ზეგავლენის მოხდენა.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებით არ არის
მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა.
მოსალოდნელი
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან;
კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი;
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა
სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, ირმა
ზავრადაშვილი, ელგუჯა გოცირიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით
სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ
ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ელგუჯა გოცირიძე.