„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-3/364, 11.10.2023)და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამომდინარე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-3/364, 11.10.2023). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (7136-Iს, ვებ.გვერდი, 16/09/2020,
სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016068) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1.
პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1861 მუხლი:
„მუხლი 186¹. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს
კონკურენციისა
და
მომხმარებლის
დაცვის
სააგენტოს
იურიდიული
პირის
საბჭოს
წევრის
თანამდებობიდან გათავისუფლება
1.
საჯარო
სამართლის
–
საქართველოს
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრის მიერ „კორუფციის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების
დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობის ზედიზედ 3 თვის განმავლობაში არასაპატიო
მიზეზით შეუსრულებლობის ან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 17¹
მუხლის 22-ე პუნქტით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტის არსებობის
შემთხვევაში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს
საბჭოს წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სრული
შემადგენლობის უმრავლესობით იღებს პარლამენტი.
2.
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
გათვალისწინებული
ერთ-ერთი
შემთხვევის დადგომისას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ
მესამედს შეუძლია აღძრას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან
გათავისუფლების პროცედურა. ამ პროცედურის აღძვრის ინიციატორმა პარლამენტის
წევრებმა დოკუმენტური მტკიცებულებებით უნდა დაასაბუთონ საქართველოს
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან
გათავისუფლების კონკრეტული საფუძველი.
3.
პარლამენტის წევრთა ხელმოწერების შეგროვებიდან 30 დღის ვადაში
პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით პლენარული სხდომის დღის
წესრიგში
შეაქვს
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
-
საქართველოს
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან
გათავისუფლების საკითხი.
4.
პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანიდან 30 დღის ვადაში
პარლამენტი კენჭს უყრის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობიდან
გათავისუფლების საკითხს. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის
სააგენტოს
საბჭოს
წევრის
თანამდებობიდან
გასათავისუფლებლად
საჭიროა
პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობა.“.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. 204-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ.გ“ ქვეპუნქტი:
„ვ.გ) წარუდგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს
კონკურენციისა
და
მომხმარებლის
დაცვის
სააგენტოს
საბჭოს
წევრის
კანდიდატურას.“.
ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კონკურენციისა
და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრი - 5 წლით. თუ საქართველოს
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭოს წევრის თანამდებობა
ვადაზე ადრე თავისუფლდება, პარლამენტი ამ თანამდებობისთვის განსაზღვრული
წესით, 5 წლის ვადით ირჩევს საბჭოს ახალ წევრს.“.
გ) მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის
სააგენტოს საბჭოს წევრს.“.
2. მე-2 მუხლის
ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-4
პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს საბჭო პირველად
დაკომპლექტდეს განსხვავებული წესით, კერძოდ, საბჭოს 2 წევრი აირჩეს 4 წლის
ვადით, ხოლო საბჭოს 3 წევრი − 5 წლის ვადით. ამ შემთხვევაში საქართველოს
პრემიერ-მინისტრი
მომხმარებლის
თავად
დაცვის
განსაზღვრავს,
სააგენტოს
საბჭოს
საქართველოს
წევრის
კონკურენციისა
თანამდებობაზე
და
რომელი
კანდიდატურა რა ვადით ასარჩევად უნდა წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს.
მომდევნო არჩევნებისას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის
სააგენტოს საბჭოს წევრები, მათ შორის, ხელახლა − საბჭოს თავდაპირველი წევრები,
არჩეულ იქნენ 5 წლის ვადით.
ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ამ
რეგლამენტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“
ქვეპუნქტითა და ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის
დაცვის სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების მიზნით სათანადო ღონისძიებების
განხორციელება.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2025 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ:
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი
შემუშავებულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი,
რომელიც ემსახურება სააგენტოს სახელის ცვლილებას. კერძოდ, სსიპ - საქართველოს
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასახელება იცვლება საქართველოს კონკურენციისა და
მომხმარებლის დაცვის სააგენტოთი (მუხლი 4.1). ამდენად, აუცილებელია შესაბამისი
ცვლილება შევიდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის ცვლილების შესახებ და შეიცვალოს უწყების დასახელება „კონკურენციის
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის პროექტის მიღების აუცილებლობა
ვინაიდან იცვლება საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასახელება
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოთი, მიზანშეწონილია
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში არსებული ჩანაწერი შესაბამისობაში მოვიდეს
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად მოხდება „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დებულებათა
თავსებადობის უზრუნველყოფა.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი
პროექტით ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ცვლილების შესახებ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პირველ და მეორე მუხლებში, კერძოდ აღნიშნული
რეგლამენტის ცვლილებით 2025 წლის პირველ იანვარიდან უნდა ამოქმედდეს ცვლილებები,
რომლის მიხედვითაც უ 186¹-ე მუხლში, სადაც მოცემულია ნორმები სააგენტოს საბჭოს წევრის
თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და 204-ე მუხლში, სადაც მოცემულია იმ
თანამდებობებზე პირთა არჩევის, დანიშვნაზე თანხმობის მიცემის ძირითადი წესები,
რომლებზედაც არ ცხადდება საპარლამენტო კონკურსი. კერძოდ, 186¹-ე მუხლში, 204-ე
მუხლის მეორე პუნქტის „ვ.გ“ ქვეპუნქტსა და მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში ხდება უწყების
სახელის ცვლილება და ნაცვლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს
კონკურენციის ეროვნული სააგენტოსი, მიეთითება - საქართველოს კონკურენციისა და
მომხმარებლის დაცვის სააგენტო. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, ცვლილება შედის
ცვლილების შესახებ რეგლამენტის მე-2 მუხლშიც, რომელიც სააგენტოს საბჭოს პირველად
დაკომპლექტებას შეეხება. აღნიშნული ცვლილება შეეხება მხოლოდ სააგენტოს დასახელებას.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
ძირითადი კანონის პროექტიდან გამომდინარე, პროექტი ძალაში შედის 2025 წლის პირველი
იანვრიდან. რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატივა ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას)
არ არის მოთხოვნილი.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის
დაფინანსების წყარო
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯებით
რეგლამენტის პროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
რესპუბლიკის
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
რესპუბლიკის
რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით
რეგლამენტის პროექტის
ვალდებულებებს.
მიღება
არ
წარმოშობს
სახელმწიფოს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის რომელთა
მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
რეგლამენტის პროექტის არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტის დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
რეგლამენტის პროექტის
შესაბამისად,
გადასახდელი, განსაზღვრული არ არის.
გადასახადი,
მოსაკრებელი
ან
სხვა
სახის
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება;
რეგლამენტის პროექტის მიღებით არ
მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა.
არის
მოსალოდნელი
ბავშვის
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის
ზეგავლენის შეფასება:
უფლებრივ
მოსალოდნელი
რეგლამენტის პროექტის მიღებით არ არის მოსალოდნელი გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
რეგლამენტის პროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
ორგანიზაციებში
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით
სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ
ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ელგუჯა გოცირიძე.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით
სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ
ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ელგუჯა გოცირიძე.