„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-3/364, 11.10.2023)და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ გამომდინარე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-3/364, 11.10.2023). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-16
ბიუროს ნომერი 292
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის
უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ. 37, სარეგისტრაციო კოდი: 230.000.000.05.001.000.350) მე-5
1
მუხლის პირველი პუნქტის „ძ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„ძ ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კონკურენციისა და
მომხმარებლის დაცვის სააგენტო როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე, – სარჩელებზე
„კონკურენციის შესახებ“, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და „ელექტრონული
კომერციის“ შესახებ საქართველოს კანონების მოთხოვნების დარღვევის თაობაზე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
შემუშავებულია „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი,
რომელიც ემსახურება სააგენტოს სახელის ცვლილებას. კერძოდ, სსიპ - საქართველოს
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასახელება იცვლება საქართველოს კონკურენციისა
და მომხმარებლის დაცვის სააგენტოთი (მუხლი 4.1). ამდენად, აუცილებელია შესაბამისი
ცვლილება შევიდეს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში და შეიცვალოს
უწყების დასახელება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ასევე,
ბაჟისგან გათავისუფლების ნაწილში, სააგენტოს ახალი უფლებამოსილებების შესაბამისად,
კონკურენციის კანონმდებლობის გარდა, უნდა მიეთითოს „მომხმარებელის უფლებების
დაცვის შესახებ“ და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონებით
გათვალისწინებული დავები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
ვინაიდან იცვლება საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს დასახელება
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოთი, მიზანშეწონილია
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ჩანაწერი შესაბამისობაში
მოვიდეს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან. ასევე, ბაჟისგან
გათავისუფლების ნაწილში გადათითება უნდა განხორციელდეს სააგენტოს მიერ
აღსასრულებელ სხვა კანონებზეც (გარდა კონკურენციის კანონმდებლობისა).
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად მოხდება „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის
დებულებათა თავსებადობის უზრუნველყოფა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე5 მუხლში, სადაც მოცემულია იმ პირთა წრე, რომლებიც თავისუფლდებიან სახელმწიფო
ბაჟის გადახდისგან. კერძოდ, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ძ¹“ ქვეპუნქტში ხდება
უწყების სახელის ცვლილება და ნაცვლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოსი, მიეთითება - საქართველოს
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო. ამასთან, მოქმედი ნორმის
შესაბამისად, სააგენტო, როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე თავისუფლდება საერთო
სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადასახადისგან
კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის
თაობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის
გარდა, სააგენტოს უფლებამოსილების სფეროს დაემატა როგორც „მომხმარებელის
უფლებების დაცვის შესახებ“, ასევე „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს
კანონების აღსრულებაც, აღნიშნულ ქვეპუნქტში შეტანილი ცვლილების შესაბამისად,
სააგენტო გათავისუფლდება სახელმწიფო ბაჟისგან დამატებით აღნიშნულ ორ სფეროში
კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე მიმდინარე დავებთან დაკავშირებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონის პროექტთან მიმართებით.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
ძირითადი კანონის პროექტიდან გამომდინარე, ეს კანონის პროექტი ძალაში შედის 2024
წლის პირველი იანვრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭების
საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატივა ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი).
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯებით დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ იწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო და საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტი არ გამოიწვევს რაიმე სახის ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობის შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის შესაბამისად, გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი,
განსაზღვრული არ არის.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
კანონპროექტის მიღებით არ არის მოსალოდნელი ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე
ზეგავლენის მოხდენა.
ბ2) გენდერული თანასწორობის
ზეგავლენის შეფასება:
მდგომარეობაზე
კანონპროექტის მიღებით არ არის
მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა.
კანონპროექტის
მოსალოდნელი
გენდერული
მოსალოდნელი
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან;
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტის მიღებით არ იცვლება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი,
ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი, ირმა
ზავრადაშვილი, ელგუჯა გოცირიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: დავით
სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ
ობოლაშვილი, ირმა ზავრადაშვილი, ელგუჯა გოცირიძე.