„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/327, 18.10.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-23
ბიუროს ნომერი 297
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„ზ) საექთნო;
თ) მეანი-ექთნის.“.
2. 76-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. რეგულირებად პროფესიებში ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გამოცდის
ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტია, რომელსაც აქვს
ძირითადი როლი მოსახლეობისათვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების და ჯანმრთელობის
გამოსავლების გაუმჯობესების მიმართულებით. ამავდროულად, ხარისხიანი სამედიცინო
მომსახურების მიწოდება, ადეკვატური რაოდენობის, ცოდნის, უნარების და კომპეტენციის მქონე
ადამიანურ რესურსს უკავშირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექთნების და მეანიექთნების როლი სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.
შესაბამისად, ექთნის და მეანი-ექთნის ადამიანური რესურსის განვითარება, თანამედროვე
ჯანდაცვის სისტემების ძირითადი პრიორიტეტია. პრობლემურია ქვეყანაში ექთნების და მეანიექთნების საჭიროზე მკვეთრად ნაკლები რაოდენობა, განსაკუთრებით ბაკალავრის ხარისხის
მქონე ექთნებისა და მეანი-ექთნების დეფიციტი. ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ექთნის და
მეანი-ექთნის საქმიანობის პროფესიული რეგულირების მექანიზმებისა (საექთნო და მეანიექთნის საქმე არ მიეკუთვნება რეგულირებად პროფესიებს) და ფორმალური უწყვეტი
სამედიცინო განათლების სისტემის არარსებობა, რაც მოქმედებს როგორც პროფესიის პრესტიჟზე,
ასევე, ექთნების და მეანი-ექთნების კვალიფიკაციაზე.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის №334 დადგენილებით დამტკიცდა
„საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია“. აღნიშნული სტრატეგია წარმოადგენს საექთნო
ადამიანური რესურსის განვითარების ხედვას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო დონეზე
აღიარებულ პრინციპებსა და ფასეულობებს, ასევე, ითვალისწინებს ეროვნულ სპეციფიკას,
სოციალურ და ეკონომიკურ რეალობას, არსებულ გამოწვევებს. შესაბამისად, დოკუმენტი
წარმოაჩენს ექთნის და მეანი-ექთნის რესურსის განვითარებისა და მართვის მიმართულებით
გასატარებელი რეფორმისა და სამოქმედო გეგმის ძირითად ასპექტებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღებით ექთნის და მეანი-ექთნის პროფესიები განისაზღვრება
რეგულირებად პროფესიებად. ამასთანვე, გაიზრდება საექთნო და მეანი-ექთნის საბაკალავრო
საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც მიზნად
ისახავს ექთნებისა და მეანი-ექთნებისთვის პროფესიული განვითარების ხელშემწყობი გარემოს
შექმნას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მიღება ხელს შეუწყობს საექთნო და მეანი-ექთნის ადამიანური რესურსის
გენერირების საჭიროებებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას; ექთნის და მეანიექთნის ადამიანური რესურსის მზადებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის
ჩამოყალიბებას; ასევე, ექთნისა და მეანი-ექთნის საქმის პოპულარიზაციას, რასაც შედეგად
მოჰყვება სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება და მოსახლეობის ჯანმრთელობის
გამოსავლების გაუმჯობესება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: კანონის 75-ე მუხლის მე-2
პუნქტით განსაზღვრულ რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს ემატება
საექთნო და მეანი-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი ეხმიანება და შესაბამისობაშია, „საექთნო საქმის განვითარების
სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის №334
დადგენილებით დამტკიცებულ „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიას“. სტრატეგია
ეფუძნება ისეთ ფუნდამენტურ ფასეულობებს, პრინციპებსა და არგუმენტებს, როგორიცაა
უნივერსალური ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად საექთნო
ადამიანური რესურსის სფეროში მტკიცებულებებზე დამყარებული პოლიტიკის გატარება,
კვალიფიციური და მოტივირებული საექთნო პერსონალით საქართველოს მოსახლეობის
თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საუკეთესო კლინიკური გამოსავლების
მისაღწევად
ეფექტური
და
მაღალი
ხარისხის
განათლების
(დიპლომამდელი,
დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარება) მიწოდება, ევროკავშირის
ქვეყნებში საქართველოში მიღებული განათლების აღიარება, საექთნო ადამიანური რესურსის
განვითარების მიმართულებით უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი ნორმების ამოქმედების
ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
რესპუბლიკის
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის საბოლოო მიზანია ექთნისა და მეან - ექთნის როლისა და სამუშაოს
მოცულობის განსაზღვრა, მათი განათლებისა და წოდების პროპორციულად, რისთვისაც ექთნის,
მეან - ექთნის პროფესია ხდება რეგულირებადი პროფესია - შესაბამისი განათლების დონის
მოპოვების შემდგომ, დაინტერესებული პირი დაექვემდებარება სახელმწიფო სარეგისტრაციო ან
სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას. მოცემულ ეტაპზე, არ არის დაზუსტებული,
აღნიშნულ გამოცდებზე გასვლა, დაინტერესებული პირისათვის, დაკავშირებული იქნება თუ არა
შესაბამისი საფასურის გადახდასთან.
გარდა ამისა, კანონპროექტით მოწესრიგებულია ექთნისა და მეანი-ექთნის მოკლე ციკლის
პროგრამის გავლის საკითხები. აღნიშნული, დაინტერესებული პირებისათვის შესაძლოა,
დაუკავშირდეს შესაბამისი საფასურის გადახდას, რა დროსაც, გადასახდელი თანხის ოდენობის
განსაზღვრა მოუწევს უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებას და დამოკიდებული იქნება
საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკაზე, შესაბამისად, კონკრეტული ფინანსური გავლენა
ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, დამოკიდებული იქნება შესაბამისი პროგრამების
მოცულობაზე და საფასურებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელი ან სხვა სახის
გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას და შესაბამისად არ ადგენს მისი განსაზღვრის წესს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული
ზეგავლენის შეფასება:
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტს
მდგომარეობაზე.
არ
აქვს
მოსალოდნელი
ზეგავლენა
გენდერული
თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. კანონის
პროექტის შემუშავების პროცესში სახელმძღვანელოდ გამოყენებულ იქნა ევროპარლამენტისა და
საბჭოს 2005 წლის 7 სექტემბრის დირექტივა 2005/36/EC პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების
შესახებ.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ
ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.
საერთაშორისო
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი მომზადდა „საექთნო და ბებიაქალის საქმის განვითარების სტრატეგიის“
განხორციელების ხელშესაწყობად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა
და განვითარების ბანკს (EBRD) შორის შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის „საექთნო და ბებიაქალის საქმის გაუმჯობესება საქართველოში, პროფესიული ლიცენზირების,
მასთან დაკავშირებული უნარების სტანდარტებისა და განხორციელების ხელშეწყობით“
ფარგლებში.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების
პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული. კერძოდ:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
ა(ა)იპ საქართველოს ექთნების ასოციაცია;
ა(ა)იპ საქართველოს ბებიაქალთა ასოციაცია;
სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო საქმის და სამეანო საქმის
საბაკალავრო პროგრამები;
ა(ა)იპ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია;
შპს. „საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა“;
შპს. ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი;
სს „ევექსი“- საექთნო სამსახური;
შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ - საექთნო სამსახური;
შპს „ავერსის კლინიკა“ - საექთნო სამსახური;
შპს „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისში“- საექთნო სამსახური.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით
მობილიზებული ექსპერტების მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნა საკანონმდებლო პაკეტში.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
სტრატეგიის იმპლემენტაცია მოითხოვს შესაბამისი ნორმატიული ბაზის მომზადებას, მათ
შორის, ცვლილების შეტანას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში. ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტის ხელშეწყობით, ჩატარდა საექთნო
და მეანი-ექთნის პროფესიული განვითარების მოდელების შესწავლა. შესწავლილ იქნა
აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის, სკანდინავიის რეგიონის ქვეყნების
გამოცდილება, რა დროსაც, საქართველოს მოდელი ჩამოყალიბდა რამდენიმე ქვეყნის
გამოცდილების გაზიარების საფუძველზე - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი,
პოლონეთი, ესტონეთი, ნორვეგია. სამოდელოდ შერჩეულ ქვეყნებში, ისევე როგორც ევროპის სხვა
ქვეყნებში, საექთნო საქმე მიეკუთვნება რეგულირებად პროფესიებს და საქმიანობის
დაწყებისთვის, შერჩეული ქვეყნების უმრავლესობაში, სავალდებულოა შესაბამისი გამოცდის
ჩაბარება (იხ. დანართი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)
შუალედური ანგარიში).
ასევე, შესწავლილ იქნა ე.წ „ხიდი პროგრამების“ პრაქტიკა, რომელიც შერჩეულ ქვეყნებში
პროფესიული განათლების მქონე ექთნებს და მეან-ექთნებს აძლევს ბაკალავრის ხარისხის
მოპოვების შესაძლებლობას. წარმოდგენილ კანონპროექტებში, აღნიშნული პროგრამების
ანალოგიური მექანიზმის სახით განხილულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრული მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.