„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.10.2023
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/327/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-23
ბიუროს ნომერი 297

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 126) შეტანილ იქნეს ცვლილება: 1. მე-3 მუხლის: ა) „დ1“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1) დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობა – შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და/ან დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი რეგისტრაციის/სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; ბ) „დ2“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ3“ და“დ4“ პუნქტები: „დ3“) დამოუკიდებელი მეანი-ექთნის საქმიანობა – შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და/ან დამოუკიდებელი მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი რეგისტრაციის/სერტიფიკატის მქონე პირის პროფესიული საქმიანობა, რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ4) საექთნო სპეციალობა - საექთნო დარგის მიმართულება, რომლის ფარგლებში დამოუკიდებელი საქმიანობის სუბიექტს განესაზღვრება საქმიანობის სფერო და მოეთხოვება შესაბამისი კონკრეტული კომპეტენციები.“; გ) „ც1“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ც1) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი – ექიმი, ექთანი, მეანი - ექთანი, პარამედიკოსი, ფარმაცევტი, სხვა პირები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასთან, პაციენტის რეაბილიტაციასთან, პალიატიურ მზრუნველობასთან, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზასთან, აგრეთვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტი, სამედიცინო და ჯანმრთელობის სერვისების მენეჯერები;“; დ) „ხ1“ და „ხ2“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ხ1) დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადება – უმაღლესი სამედიცინო ან უმაღლესი საექთნო ან მეანი-ექთნის განათლების შემდგომი პროფესიული მზადება, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ საექიმო, საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობას და რომლის მიზანია საექიმო ან საექთნო ან მეანი-ექთნის სპეციალობის დაუფლება; ხ2) უწყვეტი პროფესიული განვითარება – უმაღლესი სამედიცინო ან პროფესიული და უმაღლესი საექთნო ან მეანი-ექთნის განათლების და დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების მომდევნო პერიოდი, რომელიც გრძელდება დამოუკიდებელი საექიმო, საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მთელი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში და არის საექიმო, საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. მისი მიზანია თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან დამოუკიდებელი საექიმო, საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა.“; ე) „ხ2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ3“ და „ხ4“ ქვეპუნქტები: „ხ3) უწყვეტი საექთნო განათლება – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც ექთნის პროფესიული ცოდნის, კომპეტენციის, უნარ-ჩვევების განმტკიცება/გაუმჯობესების მიზნით, მოიცავს, როგორც თვითგანათლებას, ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას “; ისე „ხ4) მეანი-ექთნის უწყვეტი განათლება – უწყვეტი პროფესიული განვითარების კომპონენტი, რომელიც მეანი-ექთნის პროფესიული ცოდნის, კომპეტენციის, უნარ-ჩვევების განმტკიცება/გაუმჯობესების მიზნით, მოიცავს, როგორც თვითგანათლებას, ისე ფორმალიზებული სწავლების/მზადების პროგრამებში მონაწილეობას.“. 2. V-თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის V1 თავი: „V1 თავი. ექთნის და მეანი-ექთნის განათლება და საქმიანობა მუხლი 521 1. ექთნის და მეანი-ექთნის ძირითადი მოვალეობაა ჯანმრთელობის დაცვა, დაავადებებისა და დაზიანებების პრევენცია, განკურნების ხელშეწყობა, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროცესში პიროვნების ჩართვით მისთვის მდგომარეობის შემსუბუქება, ინდივიდების, ოჯახების, ადამიანთა ჯგუფების, თემების, პოპულაციის მკურნალობის პროცესის ადვოკატირება. ექთნისა და მეანი-ექთნის სხვა მოვალეობები შესაძლებელია, განისაზღვროს შესაბამისი პროფესიის სტანდარტებით. 2. ექთნის და მეანი-ექთნის პროფესიის ეთიკური ღირებულებები განისაზღვრება შესაბამისი ეთიკის კოდექსით, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული სათანადო პროფესიული გაერთიანება/გაერთიანებები და ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 522 1. ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის განვითარებასა და რეგულირებას უზრუნველყოფს სამინისტრო, ექთნების და მეანი-ექთნების პროფესიული განვითარებისა და რეგულირების ეროვნული საბჭოს (შემდგომში - საბჭო) მეშვეობით. 2. საბჭოს საქმიანობა რეგულირდება ამ კანონითა და მისი დებულებით, რომელიც მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 523 1. საექთნო საქმისა და მეანი-ექთნის განათლება შესაძლებელია, განხორციელდეს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-5 და მე-6 დონის საგანმანათლებლო პროგრამებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს უფლება აქვს მოიპოვოს დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი ან სარეგისტრაციო მოწმობა; 3. საქართველოში დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობისათვის სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნა. მუხლი 524 1. უმაღლესი საექთნო ან მეანი-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს საექთნო ან მეანი-ექთნის დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება ენიჭება სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვების საფუძველზე. ამ შემთხვევაში მას ენიჭება წოდება - რეგისტრირებული ექთანი ან რეგისტრირებული მეანი-ექთანი. 2. პროფესიული საექთნო ან მეანი-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის უფლება ენიჭება პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების საფუძველზე. ამ შემთხვევაში მას ენიჭება წოდება - სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთანი ან სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მეანი-ექთანი. 3. საექთნო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება - უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთანი. 4. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების პროფესიული მზადების პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება - ექთანი სპეციალისტი. 5. რეგისტრირებული ექთნის ან მეანი-ექთნის და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის წოდების მინიჭებას უზრუნველყოფს საბჭო. აღნიშნული რეგისტრირდება სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის და რეგისტრირებული ექთნის ან მეანი-ექთნის რეესტრში. 6. რეგისტრირებული ექთნის წოდების მინიჭება ხორციელდება უნიფიცირებული სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდის ჩაბარების გზით. 7. სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის წოდების მინიჭება ხორციელდება უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გზით. 8. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ წოდებას ანიჭებს საბჭო, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობით. უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთნებისა და ექთანსპეციალისტების შესახებ ინფორმაცია რეგისტრირდება შესაბამის რეესტრში. 9. უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთნისა და ექთან-სპეციალისტის მოწმობის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 10. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც საექთნო ან მეანი-ექთნის განათლება მიიღო უცხოეთში, დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის უფლება ეძლევა აღნიშნული განათლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების შემდგომ, ამ კანონით გათვალისწინებული წესისა და პირობების შესაბამისად. 11. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის უფლება მიიღო უცხოეთში, დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის უფლება ეძლევა ამ კანონითა და მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, მას შემდეგ, რაც სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ მოხდება უცხოეთში მიღებული საქმიანობის უფლების აღიარება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. 12. ექთნების და მეანი-ექთნების სერტიფიცირებისა და რეგისტრაციის წესი, ასევე, სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 525 1. ექთნებს და მეან-ექთნებს დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება ენიჭებათ 5 წლის ვადით. 2. ექთნებმა და მეან-ექთნებმა დამოუკიდებელი საქმიანობის გაგრძელების მიზნით მონაწილეობა უნდა მიიღონ უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში ან ხელმეორედ მოიპოვონ საქმიანობის უფლება, ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრული წესით. მუხლი 526 1. სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის და მეანი-ექთნის და რეგისტრირებული ექთნის და მეანი-ექთნის საქმიანობის შინაარსი და მოცულობა განისაზღვრება საექთნო და მეანიექთნის პრაქტიკის სტანდარტებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სტანდარტებს შეიმუშავებს სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული სათანადო პროფესიული გაერთიანება/გაერთიანებები და ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 527 1. საექთნო სპეციალობაში მზადების უფლება აქვს მხოლოდ რეგისტრირებულ ექთანს. 2.საექთნო სპეციალობაში მზადება ხორციელდება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის ფარგლებში. 3. საექთნო სპეციალობათა ნუსხა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 4. საექთნო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მუხლი 528 1. საექთნო სპეციალობებში დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) ხორციელდება აკრედიტებული პროგრამების ფარგლებში. 2. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამებს, შესაბამისი საექთნო სპეციალობების აღწერილობის საფუძველზე, შეიმუშავებს პროგრამის განმახორციელებელი. 3. საექთნო სპეციალობის აღწერილობას შეიმუშავებს სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებული სათანადო პროფესიული გაერთიანება/გაერთიანებები და საბჭოს რეკომენდაციით ამტკიცებს მინისტრი. 4. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების აკრედიტაცია განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების მომზადების, განხორციელებისა და აკრედიტაციის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 529 საექთნო და მეანი-ექთნის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს უფლება აქვს, სწავლა განაგრძოს შესაბამისი მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში და სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ ჩაერთოს სამეცნიერო-კვლევით მუშაობაში ან/და განახორციელოს შესაბამისი პედაგოგიური საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5210 1. დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების მქონე პირი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში და უზრუნველყოს ცოდნისა და უნარ-ჩვევების მუდმივი განახლება. 2. უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის პირობებს, ასევე, შესაბამისი კომპონენტების ჩამონათვალს, მათი აღიარების/აკრედიტაციის წესს შეიმუშავებს საბჭო სამინისტროს მიერ დადგენილი წესით აღიარებულ სათანადო პროფესიულ გაერთიანებასთან/გაერთიანებებთან თანამშრომლობით და ამტკიცებს მინისტრი. 3. დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის ახალი ვადით გაგრძელებისათვის საჭირო უწყვეტი საექთნო ან მეანი-ექთნის განათლების კრედიტების რაოდენობა განისაზღვრება საბჭოს მიერ და მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 5211 დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების მქონე პირი ვალდებულია, აწარმოოს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით. მუხლი 5212 1. დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაიცვას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა როგორც საქმიანობის განხორციელებისას, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ. 2. დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტმა პაციენტის პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა განახორციელოს „პერსონალურ მონაცემთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით. მუხლი 5213 დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების მქონე პირს უფლება აქვს ჩაერიოს პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში, თუ ჩაურევლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის პაციენტის ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს. მუხლი 5214 1. საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამინისტრო საბჭოს მეშვეობით. 2. საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სახეებია: ა) სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი; ბ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი. 3. თუ დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტი უარს აცხადებს მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლზე, აგრეთვე პროფესიული ვარგისიანობის განსაზღვრისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებაზე, საბჭოს უფლება აქვს, გამოიყენოს ამ კანონის 5215-ე მუხლით გათვალისწინებული პროფესიული პასუხიმგებლობის ზომები. მუხლი 5215 1. დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის საექთნო და მეანი-ექთნის პრაქტიკის სტანდარტების, პროფესიული ეთიკის კოდექსითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) მენეჯერული მოვალეობების/ფუნქციების განხორციელების შეჩერება არაუმეტეს 6 თვისა; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედების შეჩერება არაუმეტეს 6 თვისა; დ) სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის გაუქმება; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო, ექთნის ან მეანი-ექთნის საქმიანობის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევების სიმძიმის და შედეგების გათვალისწინებით, ასევე, ექთნის ან მეანი-ექთნის მიმართ უკვე გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომების გათვალისწინებით. 4. დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში ამ მუხლის მე2 პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის ნებისმიერი სახე. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის საფუძველია: ა) პაციენტის ან მისი ახლო ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ან საჩივარი; ბ) დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის განცხადება ან საჩივარი; გ) იმ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულებაში მომუშავე ორზე მეტი კოლეგა; დ) იმ სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე ორზე მეტი კოლეგის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტი, რომელსაც ადასტურებს იმავე დაწესებულების ხელმძღვანელი; ე) დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტის დამქირავებლის ან იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, სადაც დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტი მუშაობს; ვ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს შესწავლის შედეგები სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. 6. თუ დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა პროფესიული საქმიანობისას ჩადენილი ქმედებისათვის, იმავე ქმედებისათვის შემოსული განცხადება ან საჩივარი არ განიხილება. 7. სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედების შეჩერების მიზეზების აღმოფხვრისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოთხოვნების შესრულების შემდეგ, სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედება განახლდება საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერტიფიკატის/სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის მიერ განცხადების შემოტანიდან საბჭოს პირველივე სხდომაზე. 8. სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს განმეორებით მოიპოვოს რეგისტრაცია/სერტიფიკატი მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 9. საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის თაობაზე, დაინტერესებულმა პირმა შეიძლება გაასაჩივროს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 5216 1. საექთნო და მეანი-ექთნის სახელმწიფო სასერტიფიკაციო/სარეგისტრაციო რეესტრის წარმოება არის სახელმწიფო სერტიფიკატის/სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის, მისი მოქმედების შეჩერების, განახლების, გაუქმების, ასლის გაცემის შესახებ არსებულ მონაცემთა სრული და ერთიანი ბაზის შექმნის საფუძველი. 2. საექთნო და მეანი-ექთნის სახელმწიფო სასერტიფიკაციო/სარეგისტრაციო რეესტრს ქმნის და აწარმოებს საბჭოს სამდივნო, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. 3. 54-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.“. 4. 97-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 97 1. უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ ექიმის პროფესიული მზადებადახელოვნება მოიცავს დიპლომისშემდგომ პროფესიულ მზადებას და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. 2. დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების მიზანია რომელიმე საექიმო სპეციალობის დაუფლება, ხოლო უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზანი – ექიმის პროფესიული კომპეტენციის შენარჩუნება მის საექიმო სპეციალობაში, ისე, რომ მისი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები შეესაბამებოდეს თანამედროვე მედიცინის მიღწევებსა და ტექნოლოგიებს.“; 5. 98-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) გაიაროს დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების კურსი და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება;“; 6. 99-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით: ,,მუხლი 99 ექიმის დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების საკითხები განისაზღვრება საქართველოს კანონით „საექიმო საქმიანობის შესახებ“ და სხვა საკანონმდებლო აქტებით.“; 7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1544 და 1545 მუხლები: „მუხლი 1544 1. საექთნო ან მეანი-ექთნის განათლების მქონე პერსონალს 2025 წლის 1 იანვრიდან ეკრძალება საქმიანობა დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე. 2. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის შესაბამისად გაცემული მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირებს, რომელთაც აღნიშნული დოკუმენტი მიენიჭათ 2020 წლის 1 იანვრამდე, სრული ზოგადი განათლების სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურებისა და 3 წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟის არსებობის შემთხვევაში, მიეცეთ უფლება, მოიპოვონ ექთნის წოდება, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.“. მუხლი 1545 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: 1. 2024 წლის 1 აპრილამდე დაამტკიცოს: ა) საბაზისო განათლების მქონე, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ექთნების და მეან-ექთნების მიერ, საქმიანობის უფლების მოპოვების წესი; ბ) მეანი-ექთნის და იმ საექთნო სპეციალობათა ნუსხა, რომლებშიც ეკრძალება მუშაობა კონკრეტული დაავადების მქონე დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის სუბიექტს; გ) საექთნო და მეანი-ექთნის სახელმწიფო სასერტიფიკაციო/სარეგისტრაციო რეესტრის შექმნისა და წარმოების წესი; დ) დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭების წესი იმ პირებისათვის, რომელთაც საექთნო ან მეანი-ექთნის განათლება ან საექთნო ან მეანიექთნის საქმიანობის უფლება მიიღეს უცხოეთში; ე) სახელმწიფო სერტიფიკატის და სარეგისტრაციო მოწმობის ფორმა; ვ) უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთნისა და ექთან-სპეციალისტის მოწმობის ფორმა; ზ) საექთნო სპეციალობათა ნუსხა და შესაბამისი კომპეტენციები ; 2. 2025 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს: ა) ექთნის და მეანი-ექთნის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის და ჩანაწერების წარმოების წესი; ბ) ექთნის და მეანი-ექთნის პრაქტიკის სტანდარტები; გ) საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების მომზადების, განხორციელებისა და აკრედიტაციის წესი; დ) ექთნების და მეანი-ექთნების უწყვეტი პროფესიული განვითარების ცალკეული ფორმები, პროფესიული რეაბილიტაციის წესი და შესაბამისი პროგრამების/კურსების აკრედიტაციის კრიტერიუმები; ე) დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის ახალი ვადით გაგრძელებისათვის საჭირო უწყვეტი საექთნო ან მეანი-ექთნის განათლების კრედიტების რაოდენობის განსაზღვრის წესი; ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედების ვადის გაგრძელებისა და მისი გაუქმების შემთხვევაში, საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მიერ მისი განმეორებით მოპოვების წესი; ზ) საექთნო სპეციალობებში საქმიანობისათვის უწყვეტი პროფესიული განვითარების ფარგლებში მიღებული განათლების აღიარების წესი ექთანსპეციალისტებისათვის, რომლებიც დასაქმებულნი არიან ჯანდაცვის სექტორში; თ) დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტის მიერ წარმოებული სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სამედიცინო დოკუმენტაციის შერჩევითი კონტროლის წესი. 3. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტში განსაზღვრული 1544 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული სამართლებრივ აქტის გამოცემა. მუხლი 2 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული 52 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა და 527 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული: ა) კანონის 527 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდეს 2024 წლის 1 ოქტომბრიდან; 4 ბ) კანონის 524 მუხლის: ბ.ა) მე-6 პუნქტი ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან. ბ.ბ) მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან; საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტია, რომელსაც აქვს ძირითადი როლი მოსახლეობისათვის ჯანდაცვის სერვისების მიწოდების და ჯანმრთელობის გამოსავლების გაუმჯობესების მიმართულებით. ამავდროულად, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, ადეკვატური რაოდენობის, ცოდნის, უნარების და კომპეტენციის მქონე ადამიანურ რესურსს უკავშირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექთნების და მეანი-ექთნების როლი სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. შესაბამისად, ექთნის და მეანი-ექთნის ადამიანური რესურსის განვითარება, თანამედროვე ჯანდაცვის სისტემების ძირითადი პრიორიტეტია. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სექტორში მნიშვნელოვანი გამოწვევაა ექთნების და მეანი-ექთნების საჭიროზე მკვეთრად ნაკლები რაოდენობა, განსაკუთრებით ბაკალავრის ხარისხის მქონე ექთნებისა და მეანი-ექთნების დეფიციტი. ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ექთნის და მეანი-ექთნის საქმიანობის პროფესიული რეგულირების მექანიზმებისა (საექთნო და მეანი-ექთნის საქმე არ მიეკუთვნება რეგულირებად პროფესიებს) და ფორმალური უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის არარსებობა, რაც მოქმედებს როგორც პროფესიის პრესტიჟზე, ასევე, ექთნების და მეანი-ექთნების კვალიფიკაციაზე. ამასთანავე, არ არის დადგენილი ექთნისა და მეანიექთნის პროფესიული საქმიანობის დაწყების პირობები და მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისი წოდებრივი რანჟირება, მომდევნო საქმიანობასთან კავშირით. ასევე, არ არის დანერგილი ექთნისა და მეანი-ექთნის დიპლომისშემდგომი მზადებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემები, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიული კომპეტენციების ამაღლებისა და პროფესიული უნარების მდგრადი განვითარების საქმეში. საექიმო საქმიანობისგან განსხვავებით, ექთნისა და მეანი-ექთნის შემთხვევაში, არ არის განსაზღვრული პროფესიული პასუხისმგებლობის მექანიზმები. ასევე, არ არის დადგენილი უცხოეთში მიღებული საექთნო და მეანი-ექთნის განათლებისა და საქმიანობის უფლების აღიარების მექანიზმები საქართველოში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტში წარმოდეგნილი ცვლილებები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის №334 დადგენილებით დამტკიცებული „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიით“, რომლის იმპლემენტაცია მოითხოვს შესაბამისი ნორმატიული ბაზის უზრუნველყოფას, უპირველეს ყოვლისა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით ექთნების და მეანი-ექთნების განათლების, პროფესიული საქმიანობისა და პროფესიული განვითარების პროცესების დარეგულირების მიზნით საკანონმდებლო და კანონქვემდებარე საფუძვლების მომზადებას. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისათვის სამართლებრივი გარემოს შექმნა, რაც ექთნების და მეანი-ექთნების კვალიფიციური ადამიანური რესურსის გენერირების საშუალებით უზრუნველყოფს ჯანდაცვითი სერვისების ხარისხის და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას და ამავდროულად, ექთნებისა და მეანი-ექთნების საქმიანობის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით განსაზღვრულ მუხლებში შესატანი ცვლილებები გულისხმობს შემდეგს:  ტერმინთა განმარტებაში ზუსტდება პირობები დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის განხორციელებისთვის.  მკვიდრდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინიდამოუკიდებელი მეანი-ექთნის საქმიანობა და კანონით განისაზღვრება აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პირობები („მეანი-ექთნით“ ხდება „ბებიაქალის“ წოდების ჩანაცვლება და საკანონმდებლო ცვლილება გახდება კანონქვემდებარე დოკუმენტებში ტერმინის ცვლილების საფუძველი).  ექთნებისა და მეანი-ექთნებისთვის გათვალისწინებულია დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემების ამოქმედება.  კანონს ემატება ახალი-„V1 თავი. ექთნის და მეანი-ექთნის განათლება და საქმიანობა“, რომელიც უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს ექთნის და მეანი-ექთნის უფლებების, მოვალეობების, ეთიკური ღირებულებების და მათი პრაქტიკის შინაარსის და მოცულობის განსაზღვრას.  კანონმდებლობით განისაზღვრება ექთნის და მეანი-ექთნის საბაზისო განათლების პროგრამები, მათ შორის პროფესიული განათლების კრედიტების აღიარება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა და ბაკალავრთან ასოცირებული ხარისხის მიღების მიზნებისთვის.  ექთნებისა და მეანი-ექთნების მიღებული განათლების შესაბამისად, ინერგება წოდებრივი რანჟირების სისტემა. კერძოდ: უმაღლესი (ბაკალავრიატის) კურსდამთავრებულ პირებს ენიჭებათ რეგისტრირებული ექთნის ამ მეანი-ექთნის წოდება. პროფესიული განათლების პროგრამის კურსდამთავრებულებსსერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება. საექთნო სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება - უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთანი. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების პროფესიული მზადების პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება - ექთანი სპეციალისტი. შესაბამისი წოდებების მინიჭება ხორციელდება საბჭოს მიერ.  იქმნება ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრი, რომლის საშუალებით განხორციელდება ექთნებისა და მეანი ექთნების რეგისტრაცია და სერტიფიცირება. რეესტრში ავტორიზაცია იქნება ყველა ექთნისა და მეანი-ექთნის საქმიანობის დაწყებისა და გაგრძელების პირობა. სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნებისთვის 2025 წლის 1 სექტემბრამდე სერტიფიცირება განხორციელდება უგამოცდოდ. რეგისტრირებული ექთნების რეგისტრაცია უგამოცდოდ მოხდება 2030 წლის 1 იანვრამდე.  დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭება მოხდება 5 წლის ვადით. საქმიანობის ახალი ვადით გაგრძელებისთვის განისაზღვრება საექთნო და მეანი-ექთნის უწყვეტი განვითარების პროგრამებში მონაწილეობის ვალდებულება.  ამასთანვე, კანონპროექტით დარეგულირდება უცხოეთში მიღებული ექთნის და მეანი-ექთნის განათლების და საქმიანობის უფლების საქართველოში აღიარების წესი.  კანონპროექტის შესაბამისად, ინერგება ექთნის და მეანი-ექთნის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმი, რომლის განმახორციელებელია სამინისტრო და შესაბამისი საბჭო.  ამავე კანონპროექტით განისაზღვრება საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობის სახეები.  ქვეყანაში ექთნების რაოდენობრივი დეფიციტის აღმფხვრის მიზნით, კანონპროექტით გათვალისწინებულ იქნა დაშვება, 2020 წლის 1 იანვრამდე მედდის/ექთნის თანაშემწის პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირებს, რომელთაც ამავდროულად აქვთ 3 წლის შესაბამისი სამუშაო სტაჟი, მიეცეთ უფლება მოიპოვონ ექთნის წოდება.  კანონპროეტით ხდება ტერმინოლოგიური დაზუსტებები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი ეხმიანება და შესაბამისობაშია, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის №334 დადგენილებით დამტკიცებულ „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიას“. სტრატეგია ეფუძნება ისეთ ფუნდამენტურ ფასეულობებს, პრინციპებსა და არგუმენტებს, როგორიცაა უნივერსალური ჯანდაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად საექთნო ადამიანური რესურსის სფეროში მტკიცებულებებზე დამყარებული პოლიტიკის გატარება, კვალიფიციური და მოტივირებული საექთნო პერსონალით საქართველოს მოსახლეობის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საუკეთესო კლინიკური გამოსავლების მისაღწევად ეფექტური და მაღალი ხარისხის განათლების (დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განვითარება) მიწოდება, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოში მიღებული განათლების აღიარება, საექთნო ადამიანური რესურსის განვითარების მიმართულებით უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით 4 7 გათვალისწინებული კანონის 52 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებისა და 52 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით 7 გათვალისწინებული 52 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ამოქმედდება 2024 წლის 1 ოქტომბრიდან; 524 მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდება 2025 წლის 1 სექტემბრიდან, ხოლო მე-6 პუნქტი ამოქმედდება 2030 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, შესაბამისი ნორმების ამოქმედებისათვის საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოები, როგორც უწყების ისე დარგის მზაობის კუთხით, შესაბამისად, კანონპრექტით გათვალისწინებულია ამოქმედების სხვადასხვა თარიღები. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების, საექთნო და მეანი-ექთნის პროფესიების რეგულირებისთვის ადმინისტრაციული მექანიზმების გამართვისთვის დაფინანსების წყაროა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის, (მ.შ სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის), ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის (მ.შ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის) შესაბამისი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი გაიზრდება სამინისტროს 4 ახალი თანამშრომლის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადით (წელიწადში დაახლოებით 22 032.0 ლარი 110 160.0 ლარიდან (სახელფასო ფონდი)). N1 ცხრილის სახით მოცემულია ინფორმაცია, რომლის თანახმად, საპროგნოზოდ ყოველწლიურად 1500 ექთანი და მეანი-ექთანი გაივლის სარეგისტრაციო და სასერთიფიკაციო გამოცდებს, რომელზეც სარეგისტრაციო საფასურის ოდენობა, სავარაუდოდ, განისაზღვრება 60 ლარით (ამჟამად, ექიმების სასერთიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის საფასურია არის 120 ლარი). ამასთან, აღნიშნული საფასურის ზუსტი მოცულობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში. ასევე, გასათვალისწინებელია უწყვეტი პროფესიული განვითარების (უპგ) პროგრამების აკრედიტაციიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი. დღეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 2 დეკემბრის N586 დადგენილებით (საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის სახეების, საფასურის ოდენობის, მისი გადახდის, გადახდილი საფასურის დაბრუნებისა და საფასურის გადახდისგან გათავისუფლების წესის განსაზღვრის შესახებ“) პროგრამების აკრედიტაციისთვის განსაზღვრულია საფასური 1000 ლარის ოდენობით. საპროგნოზოდ წლიურად უნდა განახლდეს 100-მდე პროგრამა. აღნიშნული აკრედიტაციის პროცესის შედეგად გადახდილი თანხების აკუმულირება მოხდება სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სასარგებლოდ, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ სააგენტოს საკუთარი შემოსავალი აჭარბებს 1 მილიონ ლარს, „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავის შესაბამისად, კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების არანაკლებ 10% მიმართავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. სამაგისტრო და დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების მიმწოდებელი სასწავლო დაწესებულებების შემოსავალზე გავლენა დამოკიდებულია, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სამაგისტრო და დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველი რეგისტრირებული ექთნების რაოდენობაზე. ცხრილი N1 ათას ლარში წელი 4 ახალი თანამშრომლის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი (მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში) უპგ პროგრამების აკრედიტაციის საფასური (მიიმართება სააგენტოს საკუთარ შემოსავლებში) გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური (მიიმართება სააგენტოს საკუთარ შემოსავლებში) 2025 2026 2027 2028 22,032 24,235 26,659 29,325 100,000 100,000 100,000 100,000 90,000 90,000 90,000 90,000 2025 წლის 1 იანვრიდან, ექთანს და მეან-ექთანს ეკრძალება დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. ჯამურად, ჯარიმებთან დაკავშირებული შემოსავალი დამოკიდებულია სამართალდამრღვევ პირთა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაბამისი პასუხისმგებელი ორგანოსათვის განისაზღვრება ახალი საშტატო ერთეულები. 2025 წელს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა გამოეყოს 4 ახალი თანამშრომლის შრომის ანაზღაურებისათვის (წელიწადში) დაახლოებით 110 160.0 ლარი. (იხ.ცხრილი N2). ასევე, თუ დასაქმებული პირები ჩართულნი იქნებიან საპენსიო სქემაში, დამატებით 2% მიიმართება საპენსიო ფონდში. ჯამური თანხის ოდენობა დამოკიდებული იქნება საპენსიო სქემაში ჩართულ პირთა რაოდენობაზე. ცხრილი N2 ლარში სტრუქტურული ერთეული სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო გამოცდების ორგანიზებაზე პასუხსიმგებელი რეესტრების მართვაზე პასუხისმგებელი რაოდენობა თანამდებობრივი სარგო 4 4,590.0 9,180.0 110,160.0 2 2,170.0 4,340.0 52,080.0 4,840.0 58,080.0 2 2420 თვის ხარჯი წლიური შრომის ანაზღაურება 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი თანხა 619 060.0 ლარია (იხ. ცხრილი N3), ხოლო 2025-2028 წლებში მიმდინარე ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი საპროგნოზო თანხა არის 1 354 354.0 ლარი. ცხრილი N3 ათას ლარში წელი 2025 სულ ხარჯი 619,060 232,576 244,694 258,024 110,160 121,176 133,294 146,624 64,000 64,000 64,000 47 400 47 400 47 400 მ.შ შრომის ანაზღაურება მ.შ საგამოცდო მოდულის და ავტორიზაციის რეესტრის შექმნა 370,000 მ.შ კანონქვემდებარე აქტების მომზადება 75,000 მ.შ საგამოცდო მოდულის და ავტორიზაციის რეესტრის განახლება მ.შ სხვა მიმდინარე ხარჯები ექთნების და მეანი-ექთნების სასერტიფიკაციო და სარეგისტრაციო გამოცდების ორგანიზებისათვის 63 900 2026 2027 2028 წარმოდგენილ პროექტში აღნიშნული თანხა ფარავს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის №334 დადგენილებით დამტკიცებული „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიით“ განსაზღვრული ღონისძიებების იმპლემენტაციისა და ექთნებისა და მეანიექთნების პროფესიული განვითარებისა და რეგულირების განახლებული მოდელის დანერგვისთვის საჭირო ხარჯებს, მათ შორის, მოიცავს ერთიანი ეროვნული რეესტრის მომზადებისა და ამ რეესტრის წლიური მომსახურების ხარჯებს. N დასახელება 1 ექთნების და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრის შექმნა რაოდენობა შეძენის ღირებულება 2025 წლისთვის მომსახურების ხარჯი წლიური 1 270,000.0 54,000.0 ასევე, საჭირო კომპონენტია ექთნების და მეანი-ექთნების სასერტიფიკაციო და სარეგისტრაციო გამოცდების ორგანიზება: მათ შორის, საგამოცდო ტესტების (ტესტბანკის) შექმნა, რომელიც უნდა იყოს არანაკლებ 500 ტესტისგან შემდგარი, ერთი საკითხის (ტესტის) ღირებულებაში უნდა იყოს გათვალისწინებული შესაბამისი დარგობრივი ექსპერტების მიერ გადამოწმებისა და დადასტურების ხარჯი (რომ ტესტები იყოს ვალიდური, პასუხობდეს ძირითად თემებს და გამოირიცხოს პასუხების ინტერპრეტაციის რისკები). ასევე, დაახლოებით 27 000 - მდე (სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული მონაცემი) არსებული ექთანი და მეანი-ექთანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს განათლების შესაბამისი წოდების დამადასტურებელი მოწმობებით (რეგისტრაციის მოწმობა/სერტიფიკატი). უნდა განხორციელდეს აღნიშნული რაოდენობის მოწმობების ბეჭდვა/გაცემა. ამასთან ყოველწლიურად ახალი კურსდამთავრებულებისათვის გასაცემი მოწმობების საპროგნოზო რაოდენობა შეადგენს 1 500 ცალს. შესაბამისად, გამოცდების ორგანიზებისათვის საჭირო ღონისძიებები დაკავშირებული იქნება შესაბამის დანახარჯებთან. გარდა ამისა, შესაძლოა, ექთნებსა და მეან-ექთნებზე სასერტიფიკაციო/სარეგისტრაციო გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დაწესებული გადასახადის თანხის ანაზღაურება მოხდეს სახელმწიფოს მიერ, ასეთ შემთხვევაში, ყოველ წლიურად საპროგნოზოდ, საშუალოდ, 1500 ახალი კურსდამთავრებულის გამოცდაზე რეგისტრაციის საფასურის დაფარვისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტზე ხარჯვითი გავლენა იქნება 90 000 ლარამდე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით მოსალოდნელი ფინანსური გავლენა გავრცელდება ექთნებსა და მეანექთნებზე სასერტიფიკაციო/სარეგისტრაციო გამოცდებზე რეგისტრაციისთვის დაწესებული გადასახდელის სახით. იმ შემთხვევაში, თუ თანხის გადახდის ვალდებულება ექნებათ უშუალოდ ექთნებს და მეან-ექთნებს, თითოეული მათგანისთვის ფინანსური დანახარჯი იქნება 60 ლარის ოდენობით. ექთნებს და მეან-ექთნებს დამოუკიდებელი საქმიანობის უფლება ენიჭებათ 5 წლის ვადით. დამოუკიდებელი საქმიანობის გაგრძელების მიზნით, ექთნებმა და მეან-ექთნებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში ან ხელმეორედ მოიპოვონ საქმიანობის უფლება. კანონპროექტის საბოლოო მიზანია ექთნისა და მეან - ექთნის როლისა და სამუშაოს მოცულობის განსაზღვრა, მათი განათლებისა და წოდების პროპორციულად, რაც, თავის მხრივ, სავარაუდოდ, დადებითად აისახება მათ შრომის ანაზღაურებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ექთნისა და მეანი-ექთნის შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს უშუალოდ დამსაქმებელი, თუმცა არსებული რეგულაციების თანახმად (ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები), ანაზღაურება უნდა იყოს საათში არანაკლებ 4.40 ლარისა. როგორც აღინიშნა, რამდენადაც, საკანონმდებლო პაკეტის მიზანს წარმოადგენს ექთნის როლის ამაღლება საზოგადოებაში, რათა ექთნის/მეანი - ექთნის პროფესია გახდეს მეტად მოთხოვნადი და პირი დაინტერესდეს ხსენებული პროფესიების დაუფლებით, რაც თავისთავად, გაზრდის დაინტერესებულ პირთა ოდენობას, შესაბამისად, მოსალოდნელია, გაიზარდოს საგანმანათლებლო დაწესებულებათა დაინტერესება მიაწოდონ შესაბამისი აკრედიტირებული პროგრამები. ამდენად, აღნიშნულ დაინტერესებაზე იქნება დამოკიდებული, ერთის მხრივ, ფიზიკურ პირთა ფინანსური და, მეორე მხრივ, იურიდიულ პირთა ფინანსური გავლენები, რამდენადაც, არსებული მონაცემებით, უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციისთვის, პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულებისთვის ღირებულება შეადგენს, საშუალოდ, 1000 ლარს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იგეგმება სამინისტროში 4 ახალი თანამშრომლის დასაქმება, რომელთა შრომის ანაზღაურებასაც ექნება შესაბამისი გავლენა მათ შემოსავალზე. ასევე, დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს გადაცდომის ჩამდენ პირთა შემოსავალზე, მაგ. პროფესიულ პასუხისმგებლობის ზომად გათვალისწინებულია სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედების შეჩერება არაუმეტეს 6 თვისა, ან გაუქმება; ასევე, ადმინისტრაციული მიმართულებით არსებული სანქციები - ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს სამართალდამრღვევ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების (2000 ლარის) გადახდის ვალდებულება (საექთნო და მეანი-ექთნის უკანონო საქმიანობის განხორციელებისას). სააპელაციო ხარჯების ნაწილში, მაძიებლებს, რომლებსაც ექნებათ გამოცდების შედეგების გასაჩივრების სურვილი, მოუწევთ შესაბამისი სააპელაციო მომსახურების საფასურის გადახდა, რაც მიემართება სსიპ-სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთან არსებულ შესაბამის სააპელაციო კომისიასთან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობის განსაზღვრას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონის პროექტი ითვალისწინებს სპეციალობა „მეანი-ექთნის“ გენდერულად ნეიტრალური სახელწოდების დამკვიდრებას, რომელიც კანონის ამოქმედების შემდგომ, არსებულ კანონქვემდებარე დოკუმენტებში ჩაანაცვლებს „ბებიაქალის“ წოდებას. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს სამეანო სპეციალობის ექთნის პროფესიაში გენდერული ნიშნით თანასწორობას და აღნიშნულ პროფესიაში შესვლის მოტივირებას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. კანონის პროექტის შემუშავების პროცესში სახელმძღვანელოდ გამოყენებულ იქნა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2005 წლის 7 სექტემბრის დირექტივა 2005/36/EC პროფესიული კვალიფიკაციის აღიარების შესახებ. გ.ბ) კანონის პროექტის მიმართება საერთაშორისო საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში კანონის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტი მომზადდა საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიის განხორციელების ხელშესაწყობად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის - „საექთნო და სამეანო საქმის გაუმჯობესება საქართველოში, პროფესიული ლიცენზირების, მასთან დაკავშირებული უნარების სტანდარტებისა და განხორციელების ხელშეწყობით“ ფარგლებში. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული. კერძოდ:  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;  სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;  ა(ა)იპ საქართველოს ექთნების ასოციაცია;  ა(ა)იპ საქართველოს ბებიაქალთა ასოციაცია;  სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო საქმის და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამები;  ა(ა)იპ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია;  შპს. „საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა“;  შპს. ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი;  სს „ევექსი“- საექთნო სამსახური;  შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ - საექთნო სამსახური;  შპს „ავერსის კლინიკა“ - საექთნო სამსახური;  შპს „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისში“- საექთნო სამსახური. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით მობილიზებული ექსპერტების მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნა კანონპროექტში. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტის ხელშეწყობით ჩატარდა საექთნო და ბებიაქალის პროფესიული განვითარების მოდელების შესწავლა. შესწავლილ იქნა აღმოსავლეთ ევროპის, დასავლეთ და ცენტრალური ევროპის, სკანდინავიის რეგიონის ქვეყნების გამოცდილება. მათ შორის, საქართველოს მოდელი ჩამოყალიბდა რამდენიმე ქვეყნის გამოცდილების გაზიარების საფუძველზე - დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ნორვეგია. სამოდელოდ შერჩეულ ქვეყნებში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, საექთნო საქმე მიეკუთვნება რეგულირებად პროფესიებს და საქმიანობის დაწყებისთვის, შერჩეული ქვეყნების უმრავლესობაში სავალდებულოა შესაბამისი გამოცდის ჩაბარება. ასევე, შესწავლილ იქნა ე.წ „ხიდი პროგრამების“ პრაქტიკა, რომელიც შერჩეულ ქვეყნებში პროფესიული განათლების მქონე ექთნებს და მეან-ექთნებს აძლევს ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შესაძლებლობას (იხ. დანართი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შუალედური ანგარიში). ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. დევნილთა, შრომის,