„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/327, 18.10.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-23
ბიუროს ნომერი 297
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ
უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და 442
მუხლის:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უკანონო სამედიცინო/საექიმო, საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობა‘‘;
2. მე-3 ნაწილის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „31“ და „32“ ნაწილები:
„31. საექთნო საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.
32. მეანი-ექთნის საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის №334 დადგენილებით დამტკიცდა
„საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია“. აღნიშნული სტრატეგია წარმოადგენს საექთნო და
მეანი-ექთნის ადამიანური რესურსის განვითარების ხედვას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო
დონეზე აღიარებულ პრინციპებსა და ფასეულობებს, ასევე, ითვალისწინებს ეროვნულ
სპეციფიკას, სოციალურ და ეკონომიკურ რეალობას, არსებულ გამოწვევებს. შესაბამისად
დოკუმენტი წარმოაჩენს საექთნო და მეანი-ექთნის რესურსის განვითარებისა და მართვის
მიმართულებით გასატარებელი რეფორმისა და სამოქმედო გეგმის ძირითად ასპექტებს.
სტრატეგიის იმპლემენტაცია მოითხოვს საექთნო და მეანი-ექთნის საქმის რეგულირებად
პროფესიად განსაზღვრას („ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონებში ცვლილებები), შედეგობრივად, შეიცვლება დამოუკიდებელი საექთნო
და მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების მოპოვების პროცედრა, ხოლო საექთნო და მეანი-ექთნის
უკანონო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ განსაზღვრული ჯარიმით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
განსახორციელებელი საკანონმდებლო ცვლილებით, საექთნო და მეანი-ექთნის უკანონო
საქმიანობის განხორციელება (საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის
გარეშე) დაუკავშირდება დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემდეგ, მოსალოდნელი შედეგია ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის - საექთნო და მეანი-ექთნის უკანონო საქმიანობის - თავიდან აცილება,
რამდენადაც ნორმას ექნება, მათ შორის, პრევენციული მნიშვნელობაც.
ა.ბ) კანონპროექტის მიზანი:
საექთნო და მეანი-ექთნის პროფესიების რეგულირებად პროფესიებად განსაზღვრიდან
გამომდინარე, კანონპროექტის მიზანია, აღნიშნულ პროფესიებში უკანონო საქმიანობის
პრევენცია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის
ძირითადი
არსი
მდგომარეობს
შემდეგში:
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 442 მუხლს ემატება 31 და 32 ნაწილები
დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების არმქონე პირების საქმიანობის
შემთხვევაში, საჯარიმო სანქციის დაკისრების შესაძლებლობის შესახებ. ასევე, ახლებურად
ყალიბდება აღნიშნული მუხლის სათაური.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
საკანონმდებლო პაკეტი უკავშირდება საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის
№334 დადგენილებით დამტკიცებულ „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიის“
იმპლემენტაციას.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვარი, ვინაიდან, საექთნო ან მეანი-ექთნის
განათლების მქონე პერსონალს 2025 წლის 1 იანვრიდან ეკრძალება საქმიანობა დამოუკიდებელი
საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო რეგისტრაციის
მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტით არ არის მოთხოვნილი მისი დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტი, კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს/სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის
რეგულირების სააგენტოსთვის არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსის ფარგლებში,
დამატებითი ხარჯების გამოყოფის გარეშე.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა, იქონიოს გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. კერძოდ, შემოდის ახალი სახის სამართალდარღვევები, რომელთა აღსრულება
დაკავშირებული
იქნეს
საბიუჯეტო
შემოსავლების
ზრდასთან
პოტენციური
სამართალდარღვევებისა და ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესაბამისად.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტით
გათვალისწინებული
ღონისძიებები
განხორციელდება
სამინისტროს/სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის
არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსის ფარგლებში, დამატებითი ხარჯების
გამოყოფის გარეშე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
აღნიშნული კანონპროექტი გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს სამართალდამრღვევ
პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების
გადახდის ვალდებულება (საექთნო და მეანი-ექთნის უკანონო საქმიანობის განხორციელებისას).
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონის პროექტი ითვალისწინებს ექთნის და მეანი-ექთნის სახელმწიფო სერტიფიკატის
გარეშე უკანონო საქმიანობისთვის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ჯარიმის
ოდენობა განისაზღვრა კანონის არსებული რედაქციით, სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე
უკანონო საექიმო საქმიანობისთვის დადგენილ ჯარიმის ოდენობის მხედველობაში მიღებით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან,
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტი მომზადდა საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიის განხორციელების
ხელშესაწყობად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და
განვითარების ბანკს (EBRD) შორის შესაბამისი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის „საექთნო და სამეანო საქმის გაუმჯობესება საქართველოში, პროფესიული ლიცენზირების,
მასთან დაკავშირებული უნარების სტანდარტებისა და განხორციელების ხელშეწყობით“
ფარგლებში.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების
პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე იყო ჩართული. კერძოდ:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
ა(ა)იპ საქართველოს ექთნების ასოციაცია;
ა(ა)იპ საქართველოს ბებიაქალთა ასოციაცია;
სსიპ-თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო საქმის და სამეანო საქმის
საბაკალავრო პროგრამები;
ა(ა)იპ საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაცია;
შპს. „საზოგადოებრივი კოლეჯი პანაცეა“;
შპს. ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი;
სს „ევექსი“- საექთნო სამსახური;
შპს „ჯეო ჰოსპიტალსი“ - საექთნო სამსახური;
შპს „ავერსის კლინიკა“ - საექთნო სამსახური;
შპს „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისში“- საექთნო სამსახური.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით
მობილიზებული ექსპერტების მოსაზრებები გათვალისწინებულ იქნა კანონპროექტში.
დ.გ) სხვა ქვეყნის გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
საკანონმდებლო პაკეტის მიზნებისთვის მიმოხილვა მომზადებულია ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შუალედური ანგარიშის ფარგლებში (იხ.
დანართი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) შუალედური ანგარიში).
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.