„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-2/330, 20.10.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-30
ბიუროს ნომერი 298
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №20, 04.05.2005, მუხ. 143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ღ9“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ9) მოწვეული მასწავლებელი − პირი (გარდა უცხოელი მოწვეული მასწავლებლისა),
რომელიც მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში
ჩართვის გარეშე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს, რომლის სამუშაო დატვირთვაა
არაუმეტეს მასწავლებლის სრული დატვირთვისათვის საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული საგაკვეთილო საათების 50%-ისა და რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის
სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული
გამოცდილება;“;
ბ) „ღ10“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ღ11“ ქვეპუნქტი:
„ღ11) უცხოელი მოწვეული მასწავლებელი − უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ამ კანონის 26-ე
მუხლის პირველი პუნქტის ,,ს2“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესის საფუძველზე
აღიარებული აქვს მასწავლებლობის უფლება და რომელიც, მასწავლებლის პროფესიული
განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე, ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან
გაუთვალისწინებელ საგანს და რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო
კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.“.
2. მე-6 მუხლის მე-6 და 61 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც
პირს ამ კანონის 71 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სასწავლო წლის დაწყების
თარიღის ჩათვლით უსრულდება. ამასთანავე, პირი, რომელსაც 6 წელი სასწავლო წლის
დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება,
უფლებამოსილია მშობლის გადაწყვეტილებით ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა ზოგადი
განათლების დაწყებით საფეხურზე.
61. ზოგადი განათლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე უცხოურ ენაზე (მათ
შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში)
განხორციელებული
ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამა/პროგრამები
შეიძლება
ითვალისწინებდეს ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის
ამ კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასწავლო წლებისგან განსხვავებულ
წლებს იმ პირობით, რომ ზოგადი განათლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე
უცხოურ ენაზე (მათ შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში) განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების
სწავლების წლების ჯამური რაოდენობა 12-ზე მეტი ან მასზე ნაკლები არ იქნება.“.
3. 21-ე მუხლის 11 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ჩაერთოს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის
სქემაში (ეს ვალდებულება არ ვრცელდება მოწვეულ მასწავლებელზე, უცხოელ მოწვეულ
მასწავლებელსა და შემცვლელ მასწავლებელზე, ხოლო, კერძო სკოლის მასწავლებელზე
ვრცელდება მხოლოდ სქემით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში);“.
4. 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი)
მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების წესსა და
პირობებს, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამის აღიარებას.“.
5. 26-ე მუხლის პირველ პუნქტის:
ა) „ს1’’ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ს2’’ ქვეპუნქტი:
„ს2) შეიმუშავებს და ამტკიცებს უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების
აღიარების წესს;“;
ბ) ც1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ც1) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონული ჟურნალის
წარმოების წესს.“.
6. 32-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადა 9 წელია.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულება
უფლებამოსილია
დამოუკიდებელი
იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს მხოლოდ საბაზო პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამა, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა,
სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული მომზადების პროგრამა ან/და
პროფესიული გადამზადების პროგრამა. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით
დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება,
ასევე,
უფლებამოსილია
დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე მოიპოვოს სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლება.“.
7. 341 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ამ მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების გაფორმების წესი და პირობები
განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ
ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების წესითა და პირობებით, რომელიც
ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას.
3. საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში
განხორციელების უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ
იურიდიულ პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონით ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის გათვალისწინებული მოთხოვნები, გარდა ამ კანონში საზღვარგარეთ
აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე პირდაპირ მითითების შემთხვევისა და ამ
კანონის II და XI1 თავებისა. ამასთან, ამ პუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირზე ამ
კანონის მე-9 და 21-ე მუხლები ვრცელდება მისი შინაარსის გათვალისწინებით.
4.
საქართველოში
განხორციელებული
საზღვარგარეთ
აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების
დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის
გაგრძელების უფლებას, ამასთანავე, აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას არ
საჭიროებს.“.
8. 59-ე მუხლის:
ა) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. 2014 წლის 1 იანვრამდე სამინისტროს მიერ დაფუძნებულ/რეორგანიზებულ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირებს − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება
მიეცეთ, 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო
საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ
კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე
სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი
ავტორიზაცია.“;
ბ) 51 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:
„52. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
რეორგანიზაციის/გაყოფის
შედეგად
სამინისტროს
მიერ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დაფუძნებულ − ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ
ზოგადსაგანმანათლებლო
საქმიანობა,
როგორც
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 20302031 სასწავლო წლის დაწყებამდე სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.“.
9. 638 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 639 მუხლი:
„639 მუხლი. ავტორიზაციის ვადის გავრცელება
2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა განისაზღვროს ავტორიზაციის მოპოვებიდან 9
წელი.“.
10. 639 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 6310 მუხლი:
„მუხლის 6310. 2024-2025 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის
დაწყების ასაკთან დაკავშირებული გამონაკლისი
2024-2025 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების
ასაკია 6 წელი, რომელიც პირს ამ კანონის 71 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული
სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით უსრულდება. ამასთანავე, პირი, რომელსაც 6
წელი სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე უსრულდება,
უფლებამოსილია მშობლის გადაწყვეტილებით ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა ზოგადი
განათლების დაწყებით საფეხურზე.“.
მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი
კანონქვემდებარე აქტების მიღება.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მე-6
მუხლის მე-6 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე,
2.
ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მე-6 მუხლის მე-6
პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ - კანონი) მე-2 მუხლის „ღ9“
ქვეპუნქტის თანახმად, მოწვეული მასწავლებელი არის პირი, რომელიც მასწავლებლის
პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით
გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს, რომლის სამუშაო დატვირთვაა არაუმეტეს
მასწავლებლის სრული დატვირთვისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
საგაკვეთილო საათების 50%-ისა და რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის
საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.
მიზანშეწონილია გამოყენებული იქნას საერთაშორისო გამოცდილების მასწავლებლების
გამოცდილებაც მათი სკოლებში დასაქმების საშუალებით სწავლა-სწავლების პროცესის
გაუმჯობესების მიზნით. ამდენად, აღნიშნული უცხო ქვეყნის მასწავლებლების სასწავლო
პროცესში ჩასართავად არსებობს სკოლებში მათი მოწვეული მასწავლებლების
უფლებამოსილებითა და ფუნქციით დასაქმების შესაძლებლობა. თუმცა, მოწვეული
მასწავლებლის განსაზღვრებიდან გამომდინარე მოწვეული მასწავლებლის საათები
შეზღუდულია, სკოლაში სტატუსით დასაქმებული მასწავლებელთან შედარებით. ამიტომ
წარმოდგენილი ცვლილებით უცხოელ მასწავლებლებისთვის ასეთი საათობრივი ბადის
შეზღუდვა მოიხსნება და მათ საშუალება ექნებათ მაქსიმალური საათობრივი დატვირთვით
ჩაერთონ სასწავლო პროცესში.
აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, კანონპროექტით დამატებით განისაზღვრება ვინ შეიძლება
იყოს უცხოელი მოწვეული მასწავლებელი. ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ენიჭება უფლებამოსილება შეიმუშაოს და დაამტკიცოს უცხო ქვეყნის მოქალაქის
მასწავლებლობის უფლების აღიარების წესი.
წარმოდგენილი კანონპროექტით, ასევე, შედის ცვლილება კანონის 21-ე მუხლის 11 პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტში, რომლის მოქმედი რედაქციით მასწავლებელი ვალდებულია ჩაერთოს
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში (ეს
ვალდებულება არ ვრცელდება მოწვეულ მასწავლებელსა და შემცვლელ მასწავლებელზე).
იმის გათვალისწინებით, რომ მასწავლებელი კანონის მე-2 მუხლის „ღ1“ ქვეპუნქტის
შესაბამისად არის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული
ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთ საგანს მაინც ასწავლის; სპეციალური
მასწავლებელი; ხოლო, ამავე კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ და „ჟ.ა“ ქვეპუნქტებით
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება/სკოლა არის მინისტრის მიერ განსაზღვრული
წესით ავტორიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის
სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს
ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად და სრულად
მოიცავს ზოგადი განათლების ერთ საფეხურს მაინც. აქედან გამომდინარე მოქმედი
რედაქციით სქემა სავალდებულოდ ვრცელდება, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების
მასწავლებლებზე. წარმოდგენილი ცვლილების მიზანია, რომ კერძო სკოლის შემთხვევაში,
თავად სქემამ დაარეგულიროს, სქემის თუ რომელი დებულება რა წინაპირობით არის
შესაძლებელი
გავრცელდეს
კერძო
სკოლაზე,
მასწავლებელთა
პროფესიული
განვითარებისთვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნები თუ მასწავლებლის შეფასების
პროცედურებით განსაზღვრული მოთხოვნები. ასევე, წარმოდგენილ ცვლილებით
განისაზღვრება, რომ სქემა არ გავრცელდება უცხოელ მოწვეულ მასწავლებელზე.
კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია ზოგადი განათლების საფეხურები
წლებით (დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი)). ამასთან, კანონის მე-4
მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და
შეთანხმებების საფუძველზე დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
საგანმანათლებლო პროგრამები და ასევე, კანონის 341 მუხლით გათვალისწინებული
საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამები, რიგ შემთხვევებში,
ითვალისწინებს ზემოაღნიშნული განათლების საფეხურების წლებისგან განსხვავებულ
წლებს,
რაც
განპირობებულია
შესაბამისი
საგანმანათლებლო
პროგრამების
თავისებურებებით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის დარეგულირების
მიზნით,
საერთაშორისო
ხელშეკრულებებითა
და
შეთანხმებების
საფუძველზე
დაფუძნებული
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების
საგანმანათლებლო
1
პროგრამებისა და კანონის 34 მუხლით გათვალისწინებული საზღვარგარეთ აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებისათვის, საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული
იყოს განსახვავებული მოწესრიგება. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით თვალსაჩინო
მაგალითს
წარმოადგენს ა(ა)იპ - თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლის
დაფუძნებისა და მხარდაჭერის კავშირი, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო
ხელშეკრულების საფუძველზე. სკოლაში სწავლება თიურინგიის ფედერალური მიწის
სასწავლო გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. განსხვავებულია სწავლების საფეხურებრივი
დაყოფა. დაწყებითი სკოლა მოიცავს I-IV კლასებს, გიმნაზია - საბაზო V-X კლასებს და
საშუალო XI-XII კლასებს საფეხურებს. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ პროგრამებზე, კანონის
მე-2 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, ზოგადი განათლების საფეხურების წლების
არასავალდებულო ფორმით გავრცელება, ხელს შეუწყობს ქართულ საგანმანთლებლო
სივრცეში საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებების
საფუძველზე
დაფუძნებული
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების
1
საგანმანათლებლო პროგრამებისა და კანონის 34
მუხლით გათვალისწინებული
საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.
ამასთან, ასეთი განსხვავებული განაწილების შემთხვევაში, სამივე საფეხურის
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო წლები ჯამურად არ უნდა იყოს 12 წელზე
მეტი ან ნაკლები. აღნიშნული მოწესრიგებით, უზრუნველყოფილი იქნება ყველა ტიპის
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების/პროგრამისათვის
ზოგადი
განათლების
საფეხურებისათვის დადგენილი წლების თანაბარი ჯამური რაოდენობა.
კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა
ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი)
მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების
კრიტერიუმებსა და სტანდარტებს, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15
მარტის N130 დადგენილებით დამტკიცებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ
უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმები და
სტანდარტები,
რომელიც
ახორციელებს
საზღვარგარეთ
აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას“. ამასთან, ნორმატიულ დონეზე არ არის
მოწესრიგებული ამ მიმართულებით ადმინისტრაციული წარმოების ეტაპები, ვადები,
საფასურები და ექსპერტთა შერჩევის პროცედურა. რამდენადაც ,,წესი“ და ,,პირობები“ თავის
თავში მოიაზრებს ,,კრიტერიუმებს“ და ,,სტანდარტებს“, მიზანშეწონილია ხელშეკრულების
გაფორმების კრიტერიუმებისა და სტანდარტების ნაცვლად, საქართველოს მთავრობის
დადგენილებით დამტკიცდეს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების გაფორმების წესი და
პირობები და კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის ფორმულირება
ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით: ,,ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომ − განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრი) მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან
ხელშეკრულების გაფორმების წესსა და პირობებს, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ
აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას.“.
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ყველას
აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამასთან, დაწყებითი და საბაზო
განათლება სავალდებულოა. აღნიშნულის შესაბამისად, მიზანშეწონილია, კონსტიტუციით
განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, განისაზღვროს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების ავტორიზაციის ვადა და გაუთანაბრდეს დაწყებითი (6 წელი) და საბაზო (3
წელი) განათლების საფეხურების ჯამურ ხანგრძლივობას 9 წელს. შესაბამისად,
მიზანშეწონილია, კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადა (6 წელი)
შეიცვალოს და განისაზღვროს 9 წლით.
კანონის 32-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება
უფლებამოსილია დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელოს
მხოლოდ საბაზო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, საშუალო პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, პროფესიული
მომზადების პროგრამა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამა.“. ამასთან, როგორც
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების პირველადი
რეგისტრაციის შედეგებმა აჩვენა, ბაზაში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული
პირის ფორმით დაფუძნებული სკოლების თითქმის სრული უმრავლესობა (95%-ზე მეტი)
ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამებს ახორციელებს იმავე
იურიდიული პირის საშუალებით, რომელ იურიდიულ პირსაც აქვს მოპოვებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. საჯარო სკოლებს ამ ეტაპზე მსგავსი
პროგრამები არ აქვთ.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად, 2024 წლიდან ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის
შესაბამისად, სკოლამდელი აღზრდა და განათლება ეროვნული განათლების სისტემის
ნაწილია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
(,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე3 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტი), ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებას ეწოდება ,,დაწესებულება“ და არა ,,საგანმანათლებლო დაწესებულება“,
ფუნქციურად საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი დაწესებულებაა.
შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო სტატუსის მქონე იურიდიული პირის მიერ,
ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად განხორციელების შემთხვევაში, საჭიროებს
ცვლილებას ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში და ,,განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში. ამასთან, ზემოაღნიშნულ
საკანონმდებლო
აქტებში
კონკრეტული
ფორმულირებების
დამატება
(ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
პროგრამის ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭება
დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე) შეზღუდავს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ ადრეული აღზრდისა და განათლების (დაბადებიდან 2 წლამდე)
პროგრამის განხორციელების შესაძლებლობას, რაც მართებულია - ერთი იურიდიული პირის
ქვეშ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება განახორციელებს იმ პროგრამას, რაც
ფუნქციურად მჭიდროდ არის დაკავშირებული ზოგად განათლებასთან.
ხაზგასასმელია, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
ხელმისაწვდომობა დღემდე გამოწვევად რჩება ქვეყანაში. 2022-2030 წწ. საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2022-2024 წწ. სამოქმედო
გეგმის მიხედვით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში
ჩარიცხული ბავშვების წილი (2-დან 5 წლამდე) საერთო რაოდენობასთან მიმართებით იყო
71%, ხოლო ბავშვების რაოდენობა, რომლებიც მონაწილეობენ სასკოლო მზაობის
პროგრამებში, სკოლაში მისვლამდე ერთი წლით ადრე შეადგენდა 80%-ს. ამასთან, 2024
წლისთვის დაგეგმილია აღნიშნული მაჩვენებლების ზრდა 80% და 90%-მდე.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
მნიშვნელოვანია
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს მიეცეთ უფლება განახორციელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების/
სასკოლო მზაობის პროგრამები. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს ერთი მხრივ,
სისტემაში უკვე შემოსული სკოლების მხარდაჭერას, ხოლო მეორე მხრივ ხელს შეუწყობს
რესურსების ოპტიმიზაციას, გაიზრდება სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ასევე
გაიზრდება სკოლამდელ განათლებაში ჩართული ბავშვების რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ეტაპზე მიზანშეწონილია, სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მიეცეთ
მხოლოდ
კერძო
სამართლის
იურიდიული
პირის
ფორმით
დაფუძნებულ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საჯარო სკოლების მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/
სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, არსებობას მაღალი
ალბათობა იმისა, რომ სასკოლო მზაობის პროგრამის ბავშვებით მოხდეს პირველი
კლასის დაკომპლექტება. შესაბამისად, სხვა ბავშვები, რომლებიც ამ სკოლის სასკოლო
მზაობის პროგრამით არ სარგებლობდნენ, მაღალი ალბათობით ვერ ჩაირიცხებიან ამ
სკოლაში. აღნიშნული შეზღუდავს დაწყებითი განათლების ხელმისაწვდომობას;
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა
და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის
პროგრამის განმახორციელებელ საჯარო დაწესებულებებს მართავს თვითმმართველი
ერთეული, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს - სახელმწიფო
ხელისუფლება. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის პირველი
პუნქტის შესაბამისად, თვითმმართველ ერთეულსა და სახელმწიფო ხელისუფლებას
შორის უფლებამოსილებები გამიჯნულია, შესაბამისად ამ ნაწილშიც გამიჯვნის
საჭიროება დადგება. ასევე, შესაძლოა საჭირო გახდეს ცვლილების შეტანა
„ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსში“ და „ადრეული და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში;
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა
და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის
პროგრამის
განმახორციელებელ
საჯარო
დაწესებულებებს
აფინანსებს
მუნიციპალიტეტი. შესაბამისად, საჯარო სკოლის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების შემთხვევაში,
გადასაწყვეტი იქნება დაფინანსების საკითხები.
კანონის 341 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საზღვარგარეთ აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების უფლების მქონე
იურიდიულ პირზე არ ვრცელდება კანონის მოთხოვნები. ამასთან, კანონის მე-2 მუხლის „ჟ.ბ”
ქვეპუნქტის შესაბამისად, ზემოაღნიშნული დაწესებულება წარმოადგენს სკოლას.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროგრამის მოსწავლეები, მათი მშობლები და
მასწავლებლები სარგებლობდნენ იმ ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით,
რომლებიც სხვა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის მოსწავლეების, მათი მშობლებისა და
მასწავლებლებისათვის არის კანონმდებლობით გარანტირებული. შესაბამისად, ნორმის
არსებულ ფორმულირებაში კანონის II თავით (მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის
ძირითადი უფლებები და თავისუფლებები) განსაზღვრული მოწესრიგების გათვალისწინება,
გააუმჯობესებს
საქართველოში განხორციელებული, საზღვარგარეთ აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის მოსწავლის, მისი მშობლისა და მასწავლებლის
უფლებრივ მდგომარეობას. ამასთან, კანონის მე-9 და 21-ე მუხლების ცალკეული ნორმები,
მათი შინაარსის გათვალისწინებით შეიძლება არ გავრცელდეს აღნიშნულ სკოლებზე,
რომლებიც აწესრიგებს საჯარო სკოლებთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ეროვნული
სასწავლო გეგმის საკითხებსა და ისეთ თემებს, რომლებიც შესაძლოა განსხვავებულად იყოს
მოწესრიგებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის
საქართველოში განხორციელების უფლების მქონე იურიდიულ პირზე.
ამასთან, იმ შემთხვევაში თუ სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მსგავსად,
აღნიშნული პროგრამის განმახორციელებელ სკოლებზეც გავრცელდება განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის ოფიციალურად წარმოების ვალდებულება (კანონის X11 თავი),
სისტემურ დონეზე გაუმჯობესდება საქართველოში განხორციელებული, საზღვარგარეთ
აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის მიმართებით არსებული მდგომარეობა,
მათ შორის მოსწავლეების მობილობის და კურსდამთავრებულთა სწავლის აღიარების
თვალსაზრისით.
კანონის 34-ე მუხლი მე-4 პუნქტის მიხედვით, ,,საქართველოში განხორციელებული
საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად
გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია სრული ზოგადი
განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე
სწავლის გაგრძელების უფლებას და არ საჭიროებს აპოსტილით დამოწმებას“. რამდენადაც,
ლეგალიზაცია ფუნქციურად წარმოადგენს
აპოსტილის ანალოგიურ პროცედურას,
(,,დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016
წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილების შესაბამისად, საქართველოში ლეგალიზაციის
განხორციელებით დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტსა და
უფლებამოსილი ორგანოს სალეგალიზაციო შტამპზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა,
ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ხოლო დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების
შემთხვევაში − მათი ავთენტურობა, ხოლო ,,დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405
დადგენილების მიხედვით, აპოსტილით დამოწმებისას დასტურდება საქართველოს
ტერიტორიაზე შედგენილ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა,
ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, დოკუმენტის ბეჭდით ან შტამპით დამოწმების
შემთხვევაში – მათი ავთენტურობა; ელექტრონული დოკუმენტის შემთხვევაში –
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის სერტიფიკატის საფუძველზე
შესრულებული ხელმოწერის/შტამპის ნამდვილობა და კვალიფიციური ელექტრონული
ხელმომწერის/შტამპის დამტანის უფლებამოსილება), მიზანშეწონილია ზემოაღნიშნული
ნორმის ფორმულირებაში, აპოსტილის მსგავსად, ასევე მოხდეს ლეგალიზაციაზე მითითება.
2023 წელს დაიწყო საჯარო სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაცია. მიმდინარე ეტაპზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს 320-მდე სკოლის
ავტორიზაციის ადმინისტრაციული წარმოება. ჯამურად, 2026-2027 წლამდე ავტორიზაციის
პროცესში უნდა ჩართულიყო 2086 საჯარო სკოლა. შესაბამისად, მოცემულ თარიღამდე
ყოველწლიურად საავტორიზაციო მზაობა უნდა გამოეხატა დაახლოებით 600-მდე საჯარო
სკოლას. 2022 წელს განხორციელებულმა საჯარო სკოლების დიაგნოსტიკურმა
თვითშეფასებამ და მიმდინარე წელს დაწყებულმა ავტორიზაციის პროცესმა გამოავლინა რიგი
გარემოებები, რომელთა მიმართებითაც აუცილებელია სკოლების განვითარება და
შესაძლებლობების გაძლიერება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სკოლებს და პროცესში
ჩართულ მხარეებს ჰქონდეთ გონივრული დრო, სკოლების სტანდარტებთან შესაბამისობის
უზრუნველსაყოფად შესაბამისი ინტერვენციების განსახორციელებლად და შესაბამის ეტაპზე
ავტორიზაციის პროცესში ჩასართავად. აღნიშნულის შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ
გახანგრძლივდეს საჯარო სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაციის ვადა და ნაცვლად 2026-2027
სასწავლი წლის დაწყებისა განისაზღვროს 2030-2031 სასწავლო წლის დაწყება.
გასულ წლებში საქართველოს მასშტაბით განხორციელდა ზოგიერთი საჯარო სკოლის
ოპტიმიზაციის პროცესი სხვა საჯარო სკოლებთან მიერთების გზით. შესაბამისად, ზოგიერთი
ოპტიმიზებული სკოლების შენობებში ახლაც მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, თუმცა, იმ
სკოლების
ადმინისტრირების
ქვეშ,
რომლებსაც
მიუერთდა
აღნიშნული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. სამინისტროში პერიოდულად შემოდის
მომართვები ოპტიმიზებული სკოლების მშობლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის
მხრიდან დეოპტიმიზაციასთან დაკავშირებით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
დეოპტიმიზაციისა
და
შესაბამისი
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისთვის
აუცილებელია ავტორიზაციის პროცესის წარმატებით განხორციელება, რაც წარმოადგენს
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურას და რომლის მიზანია,
სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად
შესაბამისი
საქმიანობის
განხორციელებისთვის
აუცილებელი
სტანდარტების
დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. აღნიშნული სტანდარტები უნდა დაკმაყოფილდეს
მატერიალური რესურსების, ადამიანური რესურსებისა და საგანმანათლებლო პროგრამების
მიმართულებით. დეოპტიმიზაციის შემთხვევაში, ხელახალი ავტორიზაციის გავლის
ვალდებულება წარმოეშვება როგორც ძირითად საჯარო სკოლას, ისე, მიერთებულ სკოლასაც.
იქიდან გამომდინარე, რომ არსებული რეალობისა და ადგილობრივი თემის საჭიროებების
გათვალისწინებით, შესაძლებელია დადგეს რომელიმე საჯარო სკოლის დეოპტიმიზაციის და
ძირითადი სკოლისგან გამოყოფის აუცილებლობა, მიზანშეწონილია, გარდამავალ პერიოდში
დასაშვები
გახდეს
სკოლის
რეორგანიზაცია/გაყოფა
და
დამოუკიდებელი
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
სახით
ფუნქციონირება
დამატებითი
პროცედურების გავლის გარეშე. აღნიშნული მიზნისთვის აუცილებელია განხორციელდეს
ცვლილება ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში. კერძოდ, კანონის 59-ე მუხლს
უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის 52 პუნქტი:
,,52. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
რეორგანიზაციის/გაყოფის
შედეგად
სამინისტროს
მიერ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დაფუძნებულ − ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს უფლება მიეცეთ, 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ
ზოგადსაგანმანათლებლო
საქმიანობა,
როგორც
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 20302031 სასწავლო წლის დაწყებამდე სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.“.
კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის (6 წელი) შეცვლა და 9 წლით
განსაზღვრა, მიზანშეწონილია უკუძალით გავრცელდეს 2023 წლის 01 იანვრიდან
ამოქმედებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების
შესაბამისად
ავტორიზებულ,
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებზე,
იმის
გათვალისწინებით, რომ მათი ხარისხის შიდა უზრუნველყოფის შეფასება განხორციელდა
განახლებული სტანდარტებით.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე აღრიცხვის წესი
რეგულირებულია ,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა
გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებით,
რომელიც დამტკიცებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე
მუხლის პირველი პუნქტის „ც1“ ქვეპუნქტის საფუძველზე და რომელიც აწესრიგებს მხოლოდ
ჟურნალის წარმოების წესს და არ მოიცავს ელექტრონული ჟურნალის წარმოების შესახებ
ინფორმაციას და ვინაიდან ამავე ბრძანების თანახმად, 2021-2022 წლიდან სავალდებულო
გახდა ელექტრონული ჟურნალის წარმოება, საჭიროა ახალი წესის მიღება რომელიც მოიცავს
ინფორმაციას, ელექტრონული ჟურნალის ფორმის, მოსწავლეთა დასწრების, გაცდენების,
მიცემული და შესრულებული დავალებების, მიღებული შეფასებების, საგაკვეთილო
ცხრილების
და ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესის შესახებ. შესაბამისად
წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზეზს წარმოადგენს, სამართლებრივი
საფუძვლის არსებობა, რომელიც შესაძლებელს გახდის, ძალადაკარგულად გამოცხადდეს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს N114/ნ
ბრძანება და დამტკიცდეს ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი.
კანონის თანახმად, ,,ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6
წელი, რომელიც პირს ამ კანონის 71 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სასწავლო წლის
დაწყების თარიღის ჩათვლით უსრულდება. ამასთანავე, პირი, რომელსაც 6 წელი სასწავლო
წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 1 ნოემბრამდე უსრულდება, უფლებამოსილია
მშობლის გადაწყვეტილებით ნებაყოფლობით დაიწყოს სწავლა ზოგადი განათლების
დაწყებით საფეხურზე.“.
კანონში 2014 წლის 14 აპრილს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 2014-2015
სასწავლო წელი ჩაითვალა გარდამავალ პერიოდად და სასკოლო ასაკის მქონედ მიჩნეულ
იქნენ ბავშვები, რომელთაც 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებოდათ 6 წელი,
ხოლო 2015-2016 სასწავლო წლიდან და ყოველი შემდგომი სასწავლო წლისათვის სასკოლო
ასაკის მქონედ მიიჩნეოდნენ ბავშვები, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებოდათ სასწავლო
წლის დაწყების დღეს. 2014-2015 სასწავლო წლიდან, ასევე, შემცირდა კლასში მოსწავლეთა
დასაშვები
მაქსიმალური
რაოდენობა,
რამაც
მოითხოვა
სასკოლო
შენობების
ინფრასტრუქტურის განვითარება.
გასათვალისწინებელია, რომ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბოლო
წლებში ინტენსიურად განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები და გაჩნდა
შესაძლებლობა, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის გადახედვისა და
მოსწავლეთა დამატებითი რაოდენობის ეტაპობრივად დაკმაყოფილებისთვის, რასაც წლების
განმავლობაში ითხოვდა არაერთი მშობელი.
შედეგად, კანონში 2022 წლის 19 აპრილს შეტანილი ცვლილების (N1513-VIIIმს-Xმპ)
საფუძველზე განისაზღვრა, რომ ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის
დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს 1 ოქტომბრამდე უსრულდება, ხოლო 2023 წლის 14
მაისს შეტანილი ცვლილების (2854-XIმს-Xმპ) შედეგად, დაწყებით საფეხურზე სწავლის
დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს 1 ნოემბრამდე უსრულდება. ამასთან სამინისტროს
მხრიდან გაცემულ იქნა დაპირება, რომ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი
ეტაპობრივად გადაიწევდა.
ზემოხსენებულთან დაკავშირებით, გაანალიზებულ იქნა საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული
ინფორმაცია, რომლის თანახმად ბავშვების რაოდენობა, რომელთაც 2024 წლის 16
სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 2025 წლის 16 სექტემბრიდან 1 იანვრამდე უსრულდებათ 6
წელი, საქართველოს მასშტაბით თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით არ ქმნის
დაუძლეველ წინააღმდეგობას, გათვალისწინებულ იქნეს მშობელთა მოთხოვნა, მათი
შვილების პირველ კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მიზანშეწონილია
2024-2025 სასწავლო წელს დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის
სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცეთ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ
სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026
სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის
სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცეთ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ
სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აუცილებელია ცვლილება განხორციელდეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში, რომელიც არეგულირებს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ძირითად
საფუძვლებსა და წესს, აგრეთვე მასწავლებლის განათლებისათვის დადგენილ მოთხოვნებს.
აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ კი მოხდება შესაბამისი კანონქვემდებარე
აქტების მასთან შესაბამისობაში მოყვანა და სათანადო პროცედურების განხორციელება
აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ.
კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისათვის, რომ საკანონმდებლო დონეზე
მოწესრიგდეს ისეთი საკითხები, რომელთა განსხვავებული მოწესრიგება საკანონმდებლო
ცვლილების გარეშე შეუძლებელია.
კანონში ცვლილების შედეგად, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და
შეთანხმების საფუძველზე დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, ასევე
კანონის
341
მუხლით
გათვალისწინებული
საზღვარგარეთ
აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებას მიეცემა
შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელოს
კანონის ,,ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ზოგადი განათლების საფეხურების წლებისგან
(დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი)) განსხვავებული წლების
ფარგლებში. კანონის არსებული მოწესრიგების პირობებში, დაწესებულება შებოჭილია
კანონის ,,ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოწესრიგებით ზოგადი განათლების
საფეხურების წლებით (დაწყებითი (6 წელი), საბაზო (3 წელი) და საშუალო (3 წელი)) და მას
არ აქვს განათლების საფეხურების წლების განსხვავებული გაანგარიშების შესაძლებლობა.
ამასთან, მსგავსი ტიპის გადანაწილების შემთხვევაში, ზოგადი განათლების საფეხურების
წლების ჯამური რაოდენობის განსაზღვრაც (12 წელი) საკანონმდებლო დონეზე უნდა
განხორციელდეს.
კანონის არსებული რედაქციით განსაზღვრულია, რომ საქართველოს მთავრობა ,,ამტკიცებს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრის (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) მიერ უცხო
ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმებსა და
სტანდარტებს,
რომელიც
ახორციელებს
საზღვარგარეთ
აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას“. ამასთან, ნორმატიულ დონეზე არ არის
მოწესრიგებული ამ პროცესის ფარგლებში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების
ეტაპები, ვადები, საფასურები და ექსპერტთა შერჩევის პროცედურა. საქართველოს
მთავრობისათვის,
აღნიშნული
საკითხების
განსაზღვრის
მიზნით,
შესაბამისი
სამართლებრივი საფუძვლის ჩამოყალიბებისათვის, მიზანშეწონილია კანონში ცვლილების
განხორციელება და 25-ე მუხლის ,,ე“ პუნქტის ფორმულირების ჩამოყალიბება შემდეგი სახით:
„ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის (შემდგომ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი)
მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების წესსა და
პირობებს, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამის აღიარებას.“.
კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
ავტორიზაციის ვადა, რომელიც შეადგენს 6 წელს. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის
პირველ და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ ვალდებულებიდან გამომდინარე,
მიზანშეწონილია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადად
განისაზღვროს 9 წელი.
კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს უფლება მიეცემათ, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე
მოიპოვონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების/სასკოლო მზაობის პროგრამების
განხორციელების უფლება. არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით, კერძო სამართლის
იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს არ
აქვთ აღნიშნული შესაძლებლობა.
არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ ითვალისწინებს საზღვარგარეთ აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების უფლების მქონე
იურიდიული პირის მიერ განხორციელებული პროგრამის მოსწავლის, მისი მშობლისა და
მასწავლებლის უფლებრივ გარანტიებს, ასევე, ასეთი ტიპის იურიდიული პირის მიერ
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურად წარმოების ვალდებულებას.
აღნიშნულის საჭიროება განაპირობა, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამის საქართველოში განხორციელების უფლების მქონე იურიდიული პირზე კანონის II
და XI1 თავების შესაბამისი დებულებების გაუვრცელებლობიდან გამომდინარე, პრაქტიკაში
გამოვლენილმა პრობლემებმა (მაგ. აღნიშნული ტიპის პროგრამის მოსწავლეები,
მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობისას,
ვერ სარგებლობენ მოსწავლისათვის
განკუთვნილი შეღავათებით მათი მონაცემების განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემაში არარსებობის გამო).
„დოკუმენტის ლეგალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016
წლის 18 აგვისტოს №404 დადგენილებისა და ,,დოკუმენტის აპოსტილით დამოწმების წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 აგვისტოს №405
დადგენილების შესაბამისად, აპოსტილი და ლეგალიზაცია წარმოადგენს ფუნქციურად მსგავს
პროცედურას. თუმცა, კანონის 34-ე მუხლის მე-4 პუნქტით მითითება ხდება მხოლოდ
აპოსტილზე. ცვლილების შედეგად, აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და
საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი,
აპოსტილის მსგავსად, არ დაექვემდებარება ლეგალიზაციას.
კანონის 59-ე მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრულია დრო (2026-2027 სასწავლო წლის
დაწყებამდე), რა პერიოდშიც სამინისტროს მიერ დაფუძნებულ/რეორგანიზებულ საჯარო
სამართლის იურიდიული პირებს − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ეძლევათ
უფლება
განახორციელონ
ზოგადსაგანმანათლებლო
საქმიანობა,
როგორც
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებმა/სკოლებმა,
და
მიიღონ
კანონით
გათვალისწინებული დაფინანსება. ასევე, განსაზღვრულია სამინისტროს ვალდებულება,
ზემოაღნიშნულ ვადამდე უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა
ეტაპობრივი ავტორიზაცია. აღნიშნული ვადის ცვლილება შესაძლებელია განხორციელდეს
კანონში ცვლილების შეტანის გზით.
იქიდან გამომდინარე, რომ არსებული რეალობისა და ადგილობრივი თემის საჭიროებების
გათვალისწინებით, შესაძლებელია დადგეს რომელიმე საჯარო სკოლის დეოპტიმიზაციის და
ძირითადი სკოლისგან გამოყოფის აუცილებლობა, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გარდამავალ
პერიოდში დასაშვები გახდეს სკოლის რეორგანიზაცია/გაყოფა და დამოუკიდებელი
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
სახით
ფუნქციონირება
დამატებითი
პროცედურების გავლის გარეშე. აღნიშნული მიზნისთვის აუცილებელია განხორციელდეს
ცვლილება ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში.
კანონის 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის უკუძალით ამოქმედების მიზნით, კანონს უნდა დაემატოს
639 მუხლი.
ვინაიდან, ამ დროისთვის, ყველა სკოლაში დანერგილია ელექტრონული ჟურნალი და
წარმოება მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონული ჟურნალით, წარმოდგენილი ცვლილების
შედეგად,
შესაძლებელი
გახდება
ჟურნალის
მეშვეობით,
უფლებამოსილებების,
პასუხისმგებლობების, პროცესების და ვადების დეტალურად განსაზღვრა. აღნიშნულიდან
გამომდინარე, აუცილებელია, ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესის დამტკიცება.
გასათვალისწინებელია, რომ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბოლო
წლებში ინტენსიურად განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები და გაჩნდა
შესაძლებლობა, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის გადახედვისა და
მოსწავლეთა დამატებითი რაოდენობის ეტაპობრივად დაკმაყოფილებისთვის, რასაც წლების
განმავლობაში
ითხოვდა
არაერთი
მშობელი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, გაანალიზებულ იქნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია,
რომლის თანახმად ბავშვების რაოდენობა, რომელთაც 2024 წლის 16 სექტემბრიდან 1
დეკემბრამდე და 2025 წლის 16 სექტემბრიდან 1 იანვრამდე უსრულდებათ 6 წელი,
საქართველოს მასშტაბით თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით არ ქმნის დაუძლეველ
წინააღმდეგობას, გათვალისწინებულ იქნეს მშობელთა მოთხოვნა, მათი შვილების პირველ
კლასში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მიზანშეწონილია 2024-2025 სასწავლო
წელს დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის
შემთხვევაში, დამატებით მიეცეთ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო
წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026 სასწავლო
წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის
შემთხვევაში, დამატებით მიეცეთ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო
წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად მასწავლებლის პროფესიაში შესვლის გზების
გამრავალფეროვნების საშუალებით მოხდება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია და
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დეფიციტური ადგილების აღმოფხვრა.
შესაბამისად, მასწავლებლის პროფესია უფრო ხელმისაწვდომი გახდება, მათ შორის,
უცხოელი მასწავლებლებისთვის, რაც დადებითად აისახება სწავლა-სწავლების ხარისხზე.
ამავე დროს, შესატანი ცვლილებები ემსახურება სწავლა სწავლების პროცესის გაუმჯობესებას.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს/სკოლებს მიეცემათ შესაძლებლობა ზოგადი
განათლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე უცხოურ ენაზე (მათ შორის, ამ
კანონის მე-4 მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში)
განხორციელებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამა/პროგრამებისათვის განსაზღვროს
ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის ამ კანონის მე-2
მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასწავლო წლებისგან განსხვავებულ წლებს იმ
პირობით, რომ სამივე საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო წლები
ჯამურად არ იქნება 12 წელზე მეტი ან ნაკლები. აღნიშნული მოწესრიგება ხელს შეუწყობს
ქართულ
საგანმანათლებლო
სივრცეში საერთაშორისო
ხელშეკრულებებითა და
შეთანხმებების საფუძველზე დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
განხორციელებული პროგრამებისა და კანონის 341 მუხლით გათვალისწინებული
საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას.
ამასთან, თითოეული საფეხურისთვის დადგენილი წლების ჯამური რაოდენობის
განსაზღვრით (12 წელი), უზრუნველყოფილი იქნება ყველა ტიპის ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების/პროგრამისათვის ზოგადი განათლების საფეხურებისათვის დადგენილი
წლების თანაბარი ჯამური რაოდენობა.
სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობას მიენიჭება უფლებამოსილება,
დაამტკიცოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების
ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების
გაფორმების წესი და პირობები, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული
ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას. აღნიშნული წესი და პირობები კი თავის
მხრივ მოაწესრიგებს ზემოაღნიშნული პროცესის ფარგლებში მიმდინარე ადმინისტრაციული
წარმოების ეტაპებს, ვადებს, საფასურებსა და ექსპერტთა შერჩევის პროცედურას. შედეგად,
კანონქვემდებარე აქტით დარეგულირდება ის საკითხები, რომელიც ამ ეტაპზე არ არის
მოწესრიგებული. ამასთან, აღნიშნული გამოიწვევს „საქართველოს მთავრობის 2017 წლის 15
მარტის N130 დადგენილების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ
ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების კრიტერიუმები და სტანდარტები, რომელიც
ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარება“
ძალადაკარგულად გამოცხადებასა და ახალი დადგენილების პროექტის ინიცირების
საჭიროებას.
კანონის 32-ე მუხლით განსაზღვრული ავტორიზაციის ვადის 6 წლიდან 9 წლამდე გაზრდით,
კანონის ფორმულირება შესაბამისობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის
პირველ და მე-2 პუნქტებთან და საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებული იქნება
კონსტიტუციიდან გამომდინარე ვალდებულება დაწყებითი და საბაზო განათლების
სავალდებულობასთან დაკავშირებით.
კანონპროექტის მიღების შედეგად, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით
დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ,
დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, შესაბამისი უფლების მოპოვების
შემთხვევაში, განახორციელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების /სასკოლო მზაობის
პროგრამები, რაც თავის მხრივ გაზრდის ხელმისაწვდომობას სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების/სასკოლო მზაობის პროგრამებზე და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს
აღარ მოუწევთ დამოუკიდებელი იურიდიული პირის დაფუძნება სკოლამდელი აღზრდისა
და განათლების/სასკოლო მზაობის პროგრამების განხორციელებისათვის.
საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში
განხორციელების უფლების მქონე იურიდიულ პირზე კანონის II და XI1 თავების შესაბამისი
დებულებების გავრცელებით გაუმჯობესდება მოსწავლის, მისი მშობლისა და მასწავლებლის
უფლებრივი გარანტიები, ასევე გაუმჯობესდება საქართველოში განხორციელებული,
საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის მიმართებით არსებული
მდგომარეობა, მათ შორის მოსწავლეების მობილობის და კურსდამთავრებულთა სწავლის
აღიარების თვალსაზრისით. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონის 341 მუხლის მე-3
პუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
,,საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში
განხორციელების უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ
იურიდიულ პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონით ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის გათვალისწინებული მოთხოვნები, გარდა ამ კანონში საზღვარგარეთ
აღიარებულ ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამაზე პირდაპირ მითითების შემთხვევისა და ამ
კანონის II და XI1 თავებისა. ამასთან, ამ პუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ პირზე ამ
კანონის მე-9 და 21-ე მუხლები ვრცელდება მისი შინაარსის გათვალისწინებით.“.
საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ
დაექვემდებარება აპოსტილსა და ლეგალიზაციას.
კანონის 59-ე მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული ვადის 2030-2031 სასწავლო წლის
დაწყებამდე გაზრდით, აღნიშნული პუნქტით განსაზღვრულ სკოლებს და პროცესში ჩართულ
მხარეებს მიეცემათ გონივრული დრო, სკოლების სტანდარტებთან შესაბამისობის
უზრუნველსაყოფად შესაბამისი ინტერვენციების განსახორციელებლად და შესაბამის ეტაპზე
ავტორიზაციის პროცესში ჩასართავად.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
რეორგანიზაციის/გაყოფის
შედეგად
სამინისტროს
მიერ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დაფუძნებულ − ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს უფლება მიეცემათ, 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ
ზოგადსაგანმანათლებლო
საქმიანობა,
როგორც
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებმა/სკოლებმა, და მიიღონ ამ კანონით გათვალისწინებული დაფინანსება,
ხოლო 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.
2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა განისაზღვრება ავტორიზაციის მოპოვებიდან 9 წელი.
კანონპროექტის მიღების შედეგად შესაძლებელი გახდება, ძალადაკარგულად გამოცხადდეს
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე
დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს N 114/ნ ბრძანება და დამტკიცდეს,
ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი.
2024-2025 სასწავლო წელს დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის
სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ
სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026
სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის
სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ
სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება უკავშირდება სკოლებში დასაქმების გზების
გამრავალფეროვნებას და შესაძლებლობას ქმნის სკოლებში დროულად შეივსოს ვაკანტური
ადგილები კვალიფიციური კადრებით. კერძოდ, მასწავლებლის პროფესია უფრო
ხელმისაწვდომი გახდება უცხოელი მასწავლებლებისთვის, რაც დადებითად აისახება სწავლასწავლების ხარისხზე. ასევე, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული
წინსვლის სქემით გათვალისწინებული ვალდებულებები, როგორც მასწავლებლის
პროფესიული განვითარების ასევე კარიერული წინსვლის შესახებ კერძო სკოლებზე
გავრცელდეს მხოლოდ მათ მიერ შესაბამისი ნების გამოხატვის შემთხვევაში.
კანონპროექტის მიხედვით, ზოგადი განათლების დაწყებით, საბაზო და საშუალო
საფეხურებზე უცხოურ ენაზე (მათ შორის, ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში)
განხორციელებული
ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამა/პროგრამები შეიძლება ითვალისწინებდეს ზოგადი განათლების დაწყებითი,
საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის ამ კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული სასწავლო წლებისგან განსხვავებულ წლებს იმ პირობით, რომ სამივე
საფეხურის ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო წლები ჯამურად არ იქნება 12
წელზე მეტი ან ნაკლები.
საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება, დაამტკიცოს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო
ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების წესი და პირობები,
რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის
აღიარებას.
შედეგად,
მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება ზემოაღნიშნული
პროცესის ფარგლებში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების ეტაპები, ვადები,
საფასურები და ექსპერტთა შერჩევის პროცედურა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადა განისაზღვრება 9 წლით.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ, დამოუკიდებელი
იურიდიული პირის შექმნის გარეშე, შესაბამისი უფლების მოპოვების შემთხვევაში,
განახორციელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების/ სასკოლო მზაობის პროგრამები.
საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში
განხორციელების უფლების მქონე იურიდიულ პირზე გავრცელდება კანონის II და XI1
თავებით განსაზღვრული მოწესრიგება. ამასთან, აღნიშნულ იურიდიულ პირზე კანონის მე-9
და 21-ე მუხლები გავრცელდება მისი შინაარსის გათვალისწინებით.
საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო
პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ
დაექვემდებარება აპოსტილსა და ლეგალიზაციას.
2014 წლის 1 იანვრამდე სამინისტროს მიერ დაფუძნებულ/რეორგანიზებულ საჯარო
სამართლის იურიდიულ პირებს − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ
უფლება, 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო
საქმიანობა, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა/სკოლებმა და მიიღონ ამ
კანონით გათვალისწინებული დაფინანსება. 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე
სამინისტრო უზრუნველყოფს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივ
ავტორიზაციას.
ასევე, წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის
−
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების
რეორგანიზაციის/გაყოფის
შედეგად
სამინისტროს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით
დაფუძნებულ − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება მიეცემათ, 2030-2031
სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებმა/სკოლებმა,
და
მიიღონ
ამ
კანონით
გათვალისწინებული დაფინანსება, ხოლო 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე
სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა
ეტაპობრივი ავტორიზაცია.
2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის სტანდარტების შესაბამისად ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა განისაზღვრება ავტორიზაციის მოპოვებიდან 9
წელი.
კანონპროექტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ცვლილება შევიდეს კანონის 26-ე მუხლის
პირველი პუნქტის ც1 ქვეპუნქტში და ნაცვლად საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმისა
მიეთითოს ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი.
2024-2025 სასწავლო წელს დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის
სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ
სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026
სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის
სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ
სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მე-6 მუხლის
მე-6 პუნქტისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის
დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული
ამოქმედება. კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მე-6 მუხლის მე-6
პუნქტი ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია
2025-2026 სასწავლო წელთან. კერძოდ, 2025 წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების
შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცეთ ბავშვებს, რომელთაც
6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31
დეკემბრის ჩათვლით. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით განსაზღვრული
ღონისძიებების დაფინანსება დაიწყება 2023 წელს, ხოლო გაგრძელდება შემდგომ წლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ავტორიზაციის ვადის 6 წლიდან 9 წლამდე გაზრდის შემთხვევაში, სსიპ -განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის შემოსავლები შემცირდება, ამასთან ამ
მიმართულებით გასაწევი ხარჯებიც შემცირდება 6-დან 9-წლის ჭრილში. ასევე შემცირდება
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო
ბიუჯეტში მისამართი თანხების რაოდენობაც. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ საჯარო
სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებთან მიმართებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯი შემცირდება, იმ გარემოების
გათვალისწინებით, რომ აღნიშნული დაწესებულებების ავტორიზაციის საფასურის
დაფინანსების წყარო სახელმწიფო ბიუჯეტია, ამავდროულად ამ ნაწილში მცირდება სსიპ -
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში
მისამართი თანხების რაოდენობაც.
კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების შემთხვევაში, ავტორიზაციის ვადის 6 წლიდან 9 წლამდე გაზრდა
შეამცირებს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
სახელმწიფო ბიუჯეტში მისამართი თანხების რაოდენობას, 6 - დან 9-წლამდე ჭრილში.
კანონპროექტი, ასევე ითვალისწინებს, 2014 წლის 1 იანვრამდე სამინისტროს მიერ
დაფუძნებულ/რეორგანიზებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის −
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის უფლების მინიჭებას 2030-2031 სასწავლო
წლის დაწყებამდე განახორციელონ ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა, როგორც
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებმა/სკოლებმა
და
მიიღონ
ამ
კანონით
გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსება. ზოგადად, ავტორიზაციის საფასური
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის მერყეობს 5533
ლარიდან 17253 ლარამდე და დამოკიდებულია იმ საფეხურების საგანმანათლებლო
პროგრამის
რაოდენობაზე,
რომელსაც
განახორციელებს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულება. სახელმწიფოს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით
დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან მიმართებით 2030-2031
სასწავლო წლის დაწყებამდე ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივება განაპირობებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დატვირთულობის ეფექტურ
გადანაწილებას გახანგრძლივებულ პერიოდში, ამავდროულად შემცირდება ცენტრის მიერ
მისაღები შემოსავალი.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე
სწავლის დაწყების უფლების მოპოვებას იმ პირისთვის, რომელსაც სასწავლო წლის დაწყების
მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე შეუსრულდება 6 წელი. შესაბამისად, 2024-2025 სასწავლო
წლისთვის სასკოლო ასაკის პირველ დეკემბრამდე გადაწევის შემთხვევაში გაიზრდება
მოსწავლეთა რაოდენობა მაქსიმუმ 5000 ერთეულით. ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან
სასკოლო ასაკის 31 დეკემბრის ჩათვლით გადაწევის შემთხვევაში, მოსწავლეთა რაოდენობა
გაიზრდება მაქსიმუმ 5000 ერთეულით.
აღნიშნულიდან გამომდინარე 2024-2025 სასწავლო წლიდან საჭირო გახდება სკოლების
დამატებითი ვაუჩერული დაფინანსება 2024 წლისთვის 6,799.00 ათასი ლარი, რომელიც
მოიცავს: ვაუჩერული დაფინანსებას - 1.260.0 ათასი ლარი, სკოლების აღჭურვა დამატებითი
საგანმანათლებლო რესურსებით: 5000 ბუკი მოსწავლეებისთვის და 200 კომპიუტერი პირველი
კლასის დამრიგებლისთვის - ერთეულის ღირებულება 895 ლარი - ბიუჯეტი 4,654.0 ათასი
ლარი. სახელმძღვანელოების კომპლექტი - 200.0 ათასი ლარი და მერხი და სკამი – 685.0 ათასი.
ანალოგიურად დამატებით 2025 წლისთვის და შემდგომ წლებში საჭიროა იგივე ოდენობის
ბიუჯეტი.
ინიცირებული ცვლილების შემდეგ, საჯარო სკოლების ეტაპობრივი ავტორიზაციის პროცესი
2082 საჯარო სკოლისთვის წარიმართება 2030-2031 სასწავლი წლის დაწყებამდე, ნაცვლად
2026-2027 სასწავლო წლის დაწყებისა. რაც სახელმწიფოსთვის იქნება მნიშვნელოვანი
ფინანსური შეღავათი სისტემურ დონეზე. ყოველწლიურად ავტორიზაციის პროცესში
სკოლების მზაობის შესაბამისად უნდა ჩართულიყო არანაკლებ 500 სკოლა, რაც გარდა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის დადგენილი
საფასურისა (რაც მერყეობს 5533 ლარიდან 17253 ლარამდე და დამოკიდებულია იმ
საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამის რაოდენობაზე, რომელსაც განახორციელებს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება), დაკავშირებულია სხვადასხვა ფინანსურ
ღონისძიებასთან სკოლის მოსამზადებლად საავტორიზაციო მზაობისთვის და ავტორიზაციის
შემდგომ ინტერვენციებთან. ცვლილების შემდეგ პროცესი წარიმართება გეგმაზომიერად და
ყოველწლიურად იგეგმება 200-დან 300-სკოლამდე ავტორიზაციის პროცესში ჩართვა.
ამასთან, კანონპროექტის თანახმად
საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის/გაყოფის შედეგად სამინისტროს
მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით დაფუძნებულ
− ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება ეძლევა, 2030-2031 სასწავლო წლის
დაწყებამდე
განახორციელონ
ზოგადსაგანმანათლებლო
საქმიანობა,
როგორც
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებმა/სკოლებმა,
და
მიიღონ
ამ
კანონით
გათვალისწინებული დაფინანსება. 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე სამინისტრომ
უზრუნველყოს ამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ეტაპობრივი ავტორიზაცია.“.
იქიდან გამომდინარე, რომ სკოლის ვაუჩერული დაფინანსება დამოკიდებულია მოსწავლეთა
რაოდენობაზე, შესაბამისად სკოლის რეორგანზიაცია/გაყოფა არ იწვევს სახელმწიფო
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტით გათვალისწინებულია მოწვეული მასწავლებლის
ტერმინებში ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებებით ფართოვდება პირთა წრე, რომლებიც
შეიძლება გახდნენ სკოლებში უცხოელი მოწვეული მასწავლებლის სტატუსით დასაქმებული
მასწავლებლები. თუმცა აღნიშნული არ არის დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან,
ვინაიდან, მოწვეულების დასაქმება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ხდება
არსებული თავისუფალი ადგილების გათვალისწინებით, სკოლის წლიური ბიუჯეტის
ფარგლებში.
შესაბამისად, აღნიშნული გარემოება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს განათლების
სისტემაში და იგი განხორციელდება სამინისტროსათვის შესაბამისი წლის ბიუჯეტით
გამოყოფილი სახსრების ფარგლებში.
ამასთან, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში
განხორციელების უფლების მქონე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
შექმნილ იურიდიულ პირზე
კანონის XI1 თავის (ზოგადი განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემა), გავრცელების შემთხვევაში, ყველა დაწესებულებას, რომელიც არის
აღნიშნული პროგრამის განმახორციელებელი წარმოეშობა ვალდებულება ოფიციალურად
აწარმოოს რეესტრი, ასახოს შესაბამისი ინფორმაცია სისტემაში. შესაბამისად, შესაძლოა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისთვის აღნიშნულმა განაპირობოს დამატებითი
ფინანსური ხარჯი.
კანონპროექტით
გათვალისწინებული
სამართლებრივი
დოკუმენტების
შემუშავების/გამოცემის ნაწილში შესაბამის დაწესებულებებს არ წარმოეშობათ ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
საჯარო სკოლის გაყოფის შედეგად, წარმოიქმნება ახალი პოზიციები, როგორც
ადმინისტრაცია ტექ/პერსონალის, ისე მასწავლებლების ნაწილში, რაც დადებით ზეგავლენას
იქონიებს იმ პირებზე, რომლებიც დასაქმდებიან აღნიშნულ პოზიციებზე.
კანონპროექტს მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, კერძოდ, ავტორიზაციის ვადის გაზრდა (6 წლის
ნაცვლად, 9 წლით განსაზღვრა) კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით
დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამოიწვევს ფინანსური
სახსრების დაზოგვას.
ასევე,
კერძო
სამართლის
იურიდიული
პირის
ფორმით
დაფუძნებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, დამოუკიდებელი იურიდული პირის
შექმნის გარეშე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის
პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭება ფინანსურ გავლენას მოახდენს ასეთი ტიპის
იურიდიულ
პირებზე,
კერძოდ
დამოუკიდებელი
იურიდიული
პირის
შექმნა
დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის დადგენილებით
დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ
გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთების, საფასურის გადახდევინების წესისთ
განსაზღვულ იურიდიული პირის რეგისტრაციის ხარჯებთან. ასევე, როცა ერთ შენობაშია
სკოლა და სკოლამდელი დაწესებულება და ისინი ცალკე იურიდიული პირის სახით არიან
ჩამოყალიბებული, ეს იწვევს ფორმალურად მათი ქონების, საერთო სივრცების,
ადმინიტაციული პერსონალის და ა.შ. გამიჯვნას, რაც შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს
ადმინისტრაციული თუ საოპერაციო ხარჯების გაზრდასთან.
გარდამავალ პერიოდში ამ ვალდებულებისგან გათავისუფლება სკოლებს მისცემს
თავისუფლებას დამატებითი ხარჯების გარეშე იმავე იურიდიული პირის ქვეშ
განახორციელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის
პროგრამები.
საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში
განხორციელების უფლების მქონე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
შექმნილ იურიდიულ პირზე
კანონის XI1 თავის (ზოგადი განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემა), გავრცელების შემთხვევაში, ყველა დაწესებულებას, რომელიც არის
აღნიშნული პროგრამის განმახორციელებელი, ექნება ვალდებულება ოფიციალურად
აწარმოოს რეესტრი, ასახოს შესაბამისი ინფორმაცია სისტემაში. რაც თავის მხრივ მათზე
იქონიებს ფინანსურ გავლენას.
წარმოდგენილი
ცვლილებით
ხელმისაწვდომი
გახდება
სკოლებში
უცხოელი
მასწავლებლების დასაქმება. მათთვის საათობრივი ბადის შეზღუდვა მოიხსნება და მათ
საშუალება ექნებათ მაქსიმალური საათობრივი დატვირთვით ჩაერთონ სასწავლო პროცესში.
შესაბამისად უცხოელ მასწავლებლებზე არ გავრცელდება სქემით გათვალისწინებული
ვალდებულებები.
იმის გათვალისწინებით, რომ კერძო სკოლებში აღნიშნულ ვაკანტურ პოზიციებზე გასაცემი
ხელფასი კერძო სკოლას დამტკიცებული აქვს წლის დასაწყისში, წარმოდგენილი ცვლილება
კერძო სკოლის მხრიდან დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზებას არ საჭიროებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონის პროექტის მიღება იქონიებს დადებით ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე, ვინაიდან, ცვლილება შესაძლებლობას შექმნის კვალიფიციური კადრების
მიერ მოხდეს სკოლებში განათლების მიწოდება, რაც ხელს შეუწყობს ბავშვის განათლების
უფლების რეალიზებას. ამასთან, კანონპროექტის მიღება გაზრდის ხელმისაწვდომობას
სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.