„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-2/330, 20.10.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-30
ბიუროს ნომერი 298
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2016, სარეგისტრაციო
კოდი: 430040000.05.001.018169) 28-ე მუხლის:
ა) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. გარდამავალ პერიოდში, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, დამოუკიდებელი იურიდიული
პირის შექმნის გარეშე, მოიპოვოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო
მზაობის პროგრამის განხორციელების უფლება, დროებითი წესის შესაბამისად.“;
ბ) მე-9 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 პუნქტი:
„91. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი თვითშეფასებების
ანალიზის შედეგად ცენტრის მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე არაუგვიანეს 2024
წლის 1 ოქტომბრისა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით
მტკიცდება ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული
იურიდიული პირების მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო
მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების განრიგი.“;
გ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ან „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის
ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია ითვლება შესაბამისი დაწესებულების/ადრეული
აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმის ან/და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ინდივიდუალური
მეწარმის მიერ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლების საფუძვლად ამ მუხლის
მე-9 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით/91 პუნქტით განსაზღვრული განრიგის გათვალისწინებით
აღნიშნული დაწესებულების მიმართ ავტორიზაციის საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების
მიღებამდე.
12. თუ დაწესებულება/ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი
ინდივიდუალური მეწარმე ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების
მიმწოდებელი ინდივიდუალური მეწარმე ამ მუხლის მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრულ ვადაში არ წარადგენს თვითშეფასებას, ან აღნიშნული ინდივიდუალური მეწარმე
არ დააფუძნებს იურიდიულ პირს ან იმავე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით /ამ მუხლის 91 პუნქტით
განსაზღვრული
განრიგით
დადგენილ
ვადაში
არ
წარადგენს
ავტორიზაციის
განაცხადს/სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის
განხორციელების უფლების მოპოვების განაცხადს, მას უუქმდება ადრეული აღზრდისა და
განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის
განხორციელების უფლება.“;
დ) მე-15 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები:
„ე) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის
განხორციელების უფლების მოპოვების შესახებ;
ვ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის
განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში (325 მუხლი) და ,,ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (32-ე მუხლის მე-6 პუნქტი) დაინიცირებული
ცვლილებების შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის
გარეშე, შესაბამისი უფლების მოპოვების შემთხვევაში მიენიჭება უფლებამოსილება
განახორციელოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამა/სასკოლო მზაობის
პროგრამა, ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული ,,ადრეული აღზრდისა და
განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ
ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის
დროებითი წესის“ შესაბამისად. აღნიშნულმა საკანონდებლო ცვლილებებმა განაპირობა
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
(შემდგომ - კანონი) ცვლილების შეტანის აუცილებლობა, რათა ამავე კანონის 28-ე მუხლის მე-6
პუნქტით განსაზღვრულ გადამავალ პერიოდში, კერძო სამართლის იურიდული პირის ფორმით
დაფუძნებულ
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებას,
კანონით
განსაზღვრული
დაწესებულების სტატუსის მოპოვების გარეშე, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების შემთხვევაში,
მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
პროგრამა/სასკოლო მზაობის პროგრამა.
იმის გათვალისწინებით რომ, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონსა და
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში დაინიცირებულია
ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით
დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას საშუალება ეძლევა, იმავე იურიდიული
პირის ქვეშ მოიპოვოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის
პროგრამის განხორციელების უფლება, საჭირო გახდა კანონის 28-ე მუხლის შესაბამის პუნქტებში
ცვლილებების განხორციელება, რომელიც ზემოაღნიშნულ დაწესებულებებს საშუალებას მისცემს
ისარგებლონ ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის კანონით
განსაზღვრული მიდგომებით. ამასთან აღსანიშნავია, რომ კერძო სამართლის იურიდიული პირის
ფორმით დაფუძნებულმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებმა, რომლებსაც სურვილი
ჰქონდა რომ განეხორციელებინათ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამა/სასკოლო
მზაობის პროგრამა რეგისტრაცია გაიარეს რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში და ამ ეტაპზე
ახორციელებენ თვითშეფასებას კანონით განსაზღვრული მიდგომების შესაბამისად.
კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებისთვის
აღნიშნული
უფლებამოსილების
მინიჭების
პარალელურად,
მნიშვნელოვანია, მათზე გავრცელდეს ის საშეღავათო პერიოდი, რასაც კანონი სთავაზობს მოქმედ
დაწესებულებებს, რომლებიც ადრეული ან/და სკოლამდელი განათლების მიმართულებით
ახორციელებენ საქმიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე კანონს მე-9 პუნქტის შემდგომ
ემატება 91 პუნქტი, რომლის შესაბამისადაც კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით
დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის კანონით დადგენილ პერიოდში,
კერძოდ 2024 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანებით დამტკიცდება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო
მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების განრიგი.
ამასთან, აღნიშნული უფლების რეალიზების მიზნით, კანონის მე-11 პუნქტს ემატება ჩანაწერი,
რომლის მიხედვითაც რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ კერძო
სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის
განხორციელების უფლება ეძლევათ
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების განრიგის
გათვალისწინებით აღნიშნული დაწესებულების მიმართ ავტორიზაციის საბჭოს მიერ შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღებამდე.
მნიშვნელოვანია, რომ მე-12 პუნქტში განხორციელებული ცვლილება ამყარებს მე-11 პუნქტის
პოზიციას და დამატებით განმარტავს, რომ თუ კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით
დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება 91 პუნქტით განსაზღვრული განრიგით
დადგენილ ვადაში არ წარადგენს ავტორიზაციის განაცხადს/სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების
განაცხადს, მას გაუუქმდება ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების მიმართულებით საქმიანობის განხორციელების უფლება.
ასევე, ინიცირებული ცვლილებების შესაბამისად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უნდა დაემატოს შემდეგი
ორი ტიპის გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა: სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების შესახებ და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის
განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია იმისათვის, რომ საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგდეს
ისეთი საკითხები, რომელთა განსხვავებული მოწესრიგება საკანონმდებლო ცვლილების გარეშე
შეუძლებელია.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონში (325 მუხლი) და ,,ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში (32-ე მუხლის მე-6 პუნქტი) დაინიცირებული
ცვლილებების შესაბამისად, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის
გარეშე, შესაბამისი უფლების მოპოვების შემთხვევაში მიენიჭება უფლება განახორციელოს
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამა/სასკოლო მზაობის პროგრამა. შესაბამისად,
საკანონმდებლო ცვლილებით უნდა განხორციელდეს კანონის ნორმების შესაბამისობაში მოყვანა
ზემოაღნიშნულ დაინიცირებულ ცვლილებებთან.
ასევე, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ავტორიზაციის საბჭოს მიერ
მიღებულ გადაწყვეტილებების სახეების დამატებისათვის და კერძო სამართლის იურიდიული
პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის შესაბამის
განრიგში მოხვედრის შესაძლებლობისათვის, კანონში უნდა განხორციელდეს კანონპროექტით
წარმოდგენილი ცვლილებები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონის ნორმები შესაბამისობაში მოვა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ”
საქართველოს კანონში (325 მუხლი) და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
(32-ე მუხლის მე-6 პუნქტი) დაინიცირებულ ცვლილებებთან კერძო სამართლის იურიდული
პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კანონით
განსაზღვრული დაწესებულების სტატუსის მოპოვების გარეშე, სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების
შემთხვევაში, აღნიშნული პროგრამების განხორციელების ნაწილში.
განისაზღვრება ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების დამატებითი სახეები და კერძო
სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ შესაბამის განრიგში მოხვედრის
შესაძლებლობით, რაც მათთვის შექმნის ავტორიზაციის საბჭოს მიერ შესაბამისი
გადაწყვეტილების მიღებამდე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების
განხორციელების საფუძველს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კერძო სამართლის იურიდული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებას, გარდამავლ პერიოდში, კანონით განსაზღვრული დაწესებულების სტატუსის
მოპოვების გარეშე, პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების გზით, მიეცემა
შესაძლებლობა განახორციელოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამა/სასკოლო
მზაობის პროგრამა.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ
გადაწყვეტილებებს დაემატება შემდეგი ორი ტიპის გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა:
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის
განხორციელების უფლების მოპოვების შესახებ და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების ჩამორთმევის შესახებ.
კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული
საშეღავათო პერიოდით და მოხვდნენ შესაბამის განრიგში, რაც მათთვის შექმნის ავტორიზაციის
საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
მომსახურების განხორციელების საფუძველს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი დებულებების ამოქმედების
ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
აღნიშნული ცვლილებების შეტანით, კანონის პროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი
ასიგნებების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ,
პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების პროცედურა ტარდება უსასყიდლოდ, ასევე
ჰონორარის გადახდა არ ხდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს წევრებისათვის.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს შესაძლოა მოჰყვეს ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით
დაფუძნებული
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებისათვის
დამოუკიდებელი
იურიდიული პირის შექმნის გარეშე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭება ფინანსურ
გავლენას მოახდენს ასეთი ტიპის იურიდიულ პირებზე. კერძოდ, დამოუკიდებელი იურიდიული
პირის შექმნა დაკავშირებულია იურიდიული პირის რეგისტრაციის ხარჯებთან, ასევე, როცა ერთ
შენობაშია სკოლა და სკოლამდელი დაწესებულება და ისინი ცალ-ცალკე იურიდიული პირის
სახით არიან ჩამოყალიბებულები, ეს იწვევს ფორმალურად მათი ქონების, საერთო სივრცების,
ადმინიტაციული პერსონალის და ა.შ. გამიჯვნას, რაც შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს
ადმინისტრაციული თუ საოპერაციო ხარჯების გაზრდასთან.
გარდამავალ პერიოდში ამ ვალდებულებისგან გათავისუფლება სკოლებს მისცემს თავისუფლებას
დამატებითი ხარჯების გარეშე, იმავე იურიდიული პირის ქვეშ, განახორციელონ სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამები.
ამასთან, ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს და წაახალისებს სხვა კერძო
სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს, რათა მათაც დაიწყონ სკოლამდელი განათლების პროგრამების
განხორციელება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობას
და შეამცირებს საჯარო ბაღების დატვირთვასა და ხარჯს. ასევე კერძო სამართლის იურიდიული
პირის ფორმით დაფუძნებული, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის დამატების შემთხვევაში,
ასეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცემა დამატებითი შემოსავლის მიღების
შესაძლებლობა.
ამასთან, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ,,ადრეული და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით
დარეგისტრირებულია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში preschoolregistration.emis.ge 2022
წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უფლება აქვს ისარგებლოს გარდამავალ პერიოდში დაწესებული
საშეღავათო პერიოდით. ამ ეტაპზე 60-ზე მეტი სკოლაა რეგისტრირებული.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება დადებითად იმოქმედებს ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე და გაზრდის ხელმისაწვდომობას სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე.
კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებისთვის სკოლამდელი/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების
უფლების მინიჭებით, გაიზრდება სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, რაც ხელს
შეუწყობს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.