„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-2/330, 20.10.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-10-30
ბიუროს ნომერი 298
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე №47, 05.08.2010, მუხ.301) შეტანილ იქნას ცვლილება:
1. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა 6
წელია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა 9 წელია.“.
2. 324 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 325 და 326 მუხლები:
„მუხლი 325. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის
განხორციელების უფლების მოპოვების წესი
1.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
28-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში, კერძო სამართლის იურიდიული პირის
ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია,
დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე, მოიპოვოს სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლება, ,,ადრეული
და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8
პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის,
აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესით“.
2.
კერძო
სამართლის
იურიდიული
პირის
ფორმით
დაფუძნებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, აღნიშნული მუხლით განსაზღვრული წესით
უფლების მოპოვების გარეშე, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო
მზაობის
პროგრამის
განხორციელება
შეიძლება
გახდეს
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.
მუხლი 326. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების
ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების გასაჩივრება
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე
მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები
შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 241 მუხლით განსაზღვრულ სააპელაციო საბჭოში, ,,ადრეული
და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8
პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე
დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესით“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, ყველას აქვს
განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამასთან, დაწყებითი და საბაზო
განათლება სავალდებულოა. აღნიშნულის შესაბამისად, მიზანშეწონილია, კონსტიტუციით
განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, განისაზღვროს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების ავტორიზაციის ვადა და გაუთანაბრდეს დაწყებითი (6 წელი) და საბაზო (3 წელი)
განათლების საფეხურების ჯამურ ხანგრძლივობას - 9 წელს. შესაბამისი ცვლილება არის
დაინიცირებული ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-3
პუნქტში, რომლის შესაბამისადაც, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის,
ავტორიზაციის ვადა განისაზღვრა 9 წლით. ამდენად, ცვლილებას საჭიროებს ,,განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტიც.
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის
შესაბამისად, ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია დამოუკიდებელი
იურიდიული პირის შექმნის გარეშე, შესაბამისი უფლების მოპოვების შემთხვევაში
განახორციელოს მხოლოდ სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამა, საბაზო პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამები, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები,
პროფესიული მომზადების პროგრამები ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამები.“.
ამასთან, როგორც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების
პირველადი რეგისტრაციის შედეგებმა აჩვენა, ბაზაში რეგისტრირებული კერძო სამართლის
იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სკოლების თითქმის სრული უმრავლესობა (95%-ზე
მეტი) ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამებს ახორციელებს იმავე
იურიდიული პირის საშუალებით, რომელ იურიდიულ პირსაც აქვს მოპოვებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი. საჯარო სკოლებს ამ ეტაპზე მსგავსი
პროგრამები არ აქვთ.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად, 2024 წლიდან ყველა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებამ უნდა გაიარონ ავტორიზაცია. საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის
შესაბამისად, სკოლამდელი აღზრდა და განათლება ეროვნული განათლების სისტემის ნაწილია.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად (,,ადრეული
აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტი), ადრეული
და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებას ეწოდება „დაწესებულება“ და არა
„საგანმანათლებლო
დაწესებულება“,
ფუნქციურად
საგანმანათლებლო
საქმიანობის
განმახორციელებელი დაწესებულებაა. შესაბამისად, ზოგადსაგანმანათლებლო სტატუსის მქონე
იურიდიული პირის მიერ, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად განხორციელების
შემთხვევაში,
საჭიროებს
ცვლილებას
,,განათლების
ხარისხის
განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონში და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ამასთან, ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო აქტებში კონკრეტული ფორმულირებების დამატება
(ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
პროგრამის/სასკოლო
მზაობის
პროგრამის
განხორციელების
უფლების
მინიჭება
დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე) შეზღუდავს ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ ადრეული აღზრდისა და განათლების (დაბადებიდან 2 წლამდე)
პროგრამის განხორციელების შესაძლებლობას, რაც მართებულია - ერთი იურიდიული პირის
ქვეშ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება განახორციელებს იმ პროგრამას, რაც ფუნქციურად
მჭიდროდ არის დაკავშირებული ზოგად განათლებასთან.
ხაზგასასმელია, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელმისაწვდომობა
დღემდე გამოწვევად რჩება ქვეყანაში. 2022-2030 წწ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2022-2024 წწ. სამოქმედო გეგმის მიხედვით, ადრეული და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ჩარიცხული ბავშვების წილი (2-დან
5 წლამდე) საერთო რაოდენობასთან მიმართებით იყო 71%, ხოლო ბავშვების რაოდენობა,
რომლებიც მონაწილეობენ სასკოლო მზაობის პროგრამებში, სკოლაში მისვლამდე ერთი წლით
ადრე შეადგენდა 80%-ს. ამასთან, 2024 წლისთვის დაგეგმილია აღნიშნული მაჩვენებლების ზრდა
80% და 90%-მდე.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
მნიშვნელოვანია
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს მიეცეთ უფლება განახორციელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების და
სასკოლო მზაობის პროგრამები. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს ერთი მხრივ, სისტემაში
უკვე შემოსული სკოლების მხარდაჭერას, ხოლო მეორე მხრივ ხელს შეუწყობს რესურსების
ოპტიმიზაციას, გაიზრდება სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, ასევე გაიზრდება
სკოლამდელ განათლებაში ჩართული ბავშვების რაოდენობა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ეტაპზე მიზანშეწონილია, სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მიეცეთ
მხოლოდ
კერძო
სამართლის
იურიდიული
პირის
ფორმით
დაფუძნებულ
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საჯარო სკოლების მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის /სასკოლო
მზაობის პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, არსებობას მაღალი ალბათობა იმისა,
რომ სასკოლო მზაობის პროგრამის ბავშვებით მოხდეს პირველი კლასის დაკომპლექტება.
შესაბამისად, სხვა ბავშვები, რომლებიც ამ სკოლის სასკოლო მზაობის პროგრამით არ
სარგებლობდნენ, მაღალი ალბათობით ვერ ჩაირიცხებიან ამ სკოლაში. აღნიშნული
შეზღუდავს დაწყებითი განათლების ხელმისაწვდომობას;
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის
განმახორციელებელ საჯარო დაწესებულებებს მართავს თვითმმართველი ერთეული,
ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს - სახელმწიფო ხელისუფლება.
ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,
თვითმმართველ ერთეულსა და სახელმწიფო ხელისუფლებას შორის უფლებამოსილებები
გამიჯნულია, შესაბამისად ამ ნაწილშიც გამიჯვნის საჭიროება დადგება. ასევე, შესაძლოა
საჭირო გახდეს ცვლილების შეტანა „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსში“ და
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში;
ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის
განმახორციელებელ
საჯარო
დაწესებულებებს
აფინანსებს
მუნიციპალიტეტი.
შესაბამისად, საჯარო სკოლის მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის
ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების შემთხვევაში,
გადასაწყვეტი იქნება დაფინანსების საკითხები.
წარმოდგენილი ცვლილება მიზნად ისახავს, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონით დარეგულირდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით დავის განხილვის საკითხი.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე
მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად, განსაზღვრულია გარდამავალი პერიოდი (2030
წლის 1 იანვრამდე), რა პერიოდშიც ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებების დაწესებულებების ავტორიზაციას ახორციელებს საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
გარდამავალ პერიოდში, დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლა, აგრეთვე დაწესებულების
ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტა ხორციელდება ,,ადრეული აღზრდისა და განათლების
ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის,
აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის
დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 თებერვლის №76 დადგენილებით
განსაზღვრული წესით. აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული ,,ადრეული აღზრდისა და
განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ
ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის
დროებითი წესის“ 33-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ დაწესებულებამ/დაწესებულების
სტატუსის მაძიებელმა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გაასაჩივროს
სააპელაციო საბჭოში ან სასამართლოში.
აღსანიშნავია რომ, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში
ფუნქციონირებს ერთი სააპელაციო საბჭო, რომელიც განიხილავს განათლების სხვადასხვა
ქვესისტემის (ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი) ფარგლებში ავტორიზაციის საბჭოების მიერ
მიღებულ გადაწყვეტილებებს, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს
მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. პროცესების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით,
მიზანშეწონილია, გარდამავალ პერიოდში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიც
განიხილოს აღნიშნულმა ორგანომ. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია განხორციელდეს შესაბამისი
ცვლილება საქართველოს კანონში "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" და სააპელაციო
საბჭოს უფლებამოსილება გაფართოვდეს ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
მიმართულებითაც. აღსანიშნავია, რომ საკითხის ამ ფორმით გადაწყვეტა შინაარსობრივად
გამართლებულია და პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით პროცესების მაქსიმალურ
ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს.
ამასთან, ხაზგასასმელია რომ, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებების ავტორიზაციის, ასევე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან
დაკავშირებული საკითხები, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის
კომპეტენციას განეკუთვნება მხოლოდ 2030 წლის ბოლომდე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ,
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად, ამ ფუნქციას განახორციელებენ მუნიციპალიტეტები. ზოგადად, ,,განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულია ის პროცესები,
რომელთა განხორციელების უფლების მინიჭების პროცესში ჩართულია ცენტრი. შესაბამისად,
მიმდინარე ეტაპზე სწორედ ამ მიზნით კანონის გარდამავალი დებულებებით მოწესრიგდა
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის
განხორციელების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული საკითხები, რამეთუ ეს პროცესი არ
წარმოადგენს ცენტრის მიერ განხორციელებული ხარისხის გარე უზრუნველყოფის პროცესის
მუდმივ ქვე-პროცესს და მხოლოდ 2030 წლის ბოლომდე განეკუთვნება ცენტრის კომპეტენციას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით
განსაზღვრულია ავტორიზაციის ვადა - 6 წელი. ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში
დაინიცირებული
ცვლილების
შესაბამისად,
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებთან მიმართებით ყალიბდება ავტორიზაციის განსხვავებული ვადა - 9 წელი.
შესაბამისად, ცვლილებას საჭიროებს ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტიც, რომლითაც განისაზღვრება ავტორიზაციის
განსხვავებული ვადა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.
არსებული საკანონმდებლო მოწესრიგებით, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით
დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს არ აქვთ აღნიშნული შესაძლებლობა
მოიპოვონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების/სასკოლო მზაობის პროგრამების
განხორციელების უფლება. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კერძო
სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს უფლება მიეცემათ, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე
განახორციელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების/სასკოლო მზაობის პროგრამები.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე
მუხლით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების
მექანიზმის რეალიზაციისათვის, მნიშვნელოვანია სააპელაციო საბჭოს ფორმირება. პროცესების
მაქსიმალური ოპტიმიზაციის მიზნით, მიზანშეწონილია სააპელაციო საჩივრის განხილვა მოხდეს
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში არსებულ სააპელაციო საბჭოს
მიერ. ამასთან,
,,განათლების ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
სააპელაციო საბჭოზე მითითებისათვის, შესაბამისი ცვლილება უნდა შევიდეს ,,განათლების
ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, სხვა
საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან (უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულებები) განსხვავებით, განისაზღვრება ავტორიზაციის განსხვავებული ვადა - 9 წელი.
კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნის გარეშე
განახორციელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების/სასკოლო მზაობის პროგრამები, რაც
თავის მხრივ გაზრდის ხელმისაწვდომობას სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან/და
სასკოლო მზაობის პროგრამებზე და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს აღარ მოუწევთ
დამოუკიდებელი
იურიდიული
პირის
დაფუძნება
სკოლამდელი
აღზრდისა
და
განათლების/სასკოლო მზაობის პროგრამების განხორციელებისათვის.
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე
მუხლით განსაზღვრულ გარდამავალ პერიოდში, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებების გასაჩივრების
შემთხვევაში, არ იქნება საჭირო დამოუკიდებელი სააპელაციო საბჭოს ფორმირება, არამედ
საჩივარს განიხილავს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მოქმედი
სააპელაციო საბჭო.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა
განისაზღვრება 6 წლით, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
ვადა 9 წლით.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ, დამოუკიდებელი
იურიდიული პირის შექმნის გარეშე განახორციელონ სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების/სასკოლო მზაობის პროგრამები.
გარდამავალ პერიოდში, "განათლების ხარისხის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში
სააპელაციო საბჭოს უფლებამოსილება ფართოვდება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და
განათლების მიმართულებით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი დებულებების ამოქმედების
ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყარო ადრეული და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილებების სააპელაციო საბჭოში გასაჩივრების შემთხვევაში არის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საკუთარი სახსრები. ამასთან,
აღნიშნული გარემოება შესაძლოა დადგეს 2025 წლის მეორე ნახევრიდან შემდგომ პერიოდში.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის 6 წლიდან 9 წლამდე
გაზრდის შემთხვევას არ ესაჭიროება დაფინანსების წყარო.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის გაზრდას.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადის გაზრდა (6 წლის ნაცვლად, 9
წლით განსაზღვრა) გამოიწვევს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული
ცენტრისთვის შემოსავლების შემცირებას, რადგანაც დაწესებულებები 6 წლის ნაცვლად 9
წელიწადში ერთხელ გადაიხდიან ავტორიზაციის საფასურს. ზოგადად, ავტორიზაციის
საფასური ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლისათვის
მერყეობს 5533 ლარიდან 17253 ლარამდე და დამოკიდებულია იმ საფეხურების
საგანმანათლებლო
პროგრამის
რაოდენობაზე,
რომელსაც
განახორციელებს
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. შესაბამისად, შემცირდება სსიპ - განათლების
ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი
თანხის ოდენობა.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
არამედ, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების
ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სააპელაციო საბჭოში გასაჩივრების
შემთხვევაში, სააპელაციო საბჭოს დატვირთულობა (შეხვედრების რაოდენობის კუთხით)
შესაძლოა გაიზარდოს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს საბჭოს წევრთათვის გადასახდელი თანხის
ოდენობის გაზრდას. ამასთან, ამჟამად მოქმედი სააპელაციო საბჭო შედგება 9 წევრისგან.
თითოეული პირის ჰონორარის ოდენობა 1 სხდომისთვის შედაგენს 125 ლარს.
ამასთან, აღნიშნული გარემოება შესაძლოა დადგეს 2025 წლის მეორე ნახევრიდან შემდგომ
პერიოდში. ამ შემთხვევაში გაზრდილი ხარჯი დაიფარება სსიპ - განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის ბიუჯეტიდან.
ავტორიზაციის ვადის გაზრდა (6 წლის ნაცვლად, 9 წლით განსაზღვრა) სახელმწიფოს მიერ
დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამოიწვევს ფინანსური
სახსრების დაზოგვას, რამეთუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ავტორიზაციის საფასურის გადახდისათვის საჭირო
თანხმები ეძლევათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. შედეგად შემცირდება ბიუჯეტის ხარჯვითი
ნაწილი, რადგანაც დაწესებულებები 6 წლის ნაცვლად 9 წელიწადში ერთხელ გადაიხდიან
ავტორიზაციის საფასურს.
კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული, ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების/სასკოლო მზაობის პროგრამის
განხორციელების უფლების მოპოვების ნაწილში, ინიცირებული ცვლილება არ გაზრდის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ხოლო ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული სააპელაციო საბჭოსათვის ადრეული აღზრდისა და
განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სააპელაციო
საჩივრების განხილვის უფლებამოსილების მინიჭებამ შესაძლოა გამოიწვიოს საბჭოს
დატვირთულობის გაზრდა, რამაც თავის მხრივ შეიძლება გაზარდოს ჩასატარებელი სხდომების
რაოდენობა და შესაბამისად საბჭოს წევრთა ჰონორარიც.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს შესაძლოა მოყვეს ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება
კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით
დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დამოუკიდებელი იურიდული
პირის შექმნის გარეშე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის
პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭება ფინანსურ გავლენას მოახდენს ასეთი ტიპის
იურიდიულ პირებზე. კერძოდ, დამოუკიდებელი იურიდიული პირის შექმნა დაკავშირებულია
იურიდიული პირის რეგისტრაციის ხარჯებთან, ასევე, როცა ერთ შენობაშია სკოლა და
სკოლამდელი დაწესებულება და ისინი ცალკე იურიდიული პირის სახით არიან
ჩამოყალიბებული, ეს იწვევს ფორმალურად მათი ქონების, საერთო სივრცების, ადმინიტაციული
პერსონალის და ა.შ. გამიჯვნას, რაც შეიძლება ასევე დაკავშირებული იყოს ადმინისტრაციული
თუ საოპერაციო ხარჯების გაზრდასთან.
გარდამავალ პერიოდში ამ ვალდებულებისგან გათავისუფლება სკოლებს მისცემს თავისუფლებას
დამატებითი ხარჯების გარეშე იმავე იურიდიული პირის ქვეშ განახორციელონ სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამები.
ამასთან, ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს და წაახალისებს სხვა კერძო
სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებს, რათა მათაც დაიწყონ სკოლამდელი განათლების პროგრამების
განხორციელება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობას
და შეამცირებს საჯარო ბაღების დატვირთვასა და ხარჯს. ასევე კერძო სამართლის იურიდიული
პირის ფორმით დაფუძნებული, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების პროგრამის/სასკოლო მზაობის პროგრამის დამატების შემთხვევაში,
ასეთ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მიეცემა დამატებითი შემოსავლის მიღების
შესაძლებლობა.
ამასთან, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც
,,ადრეული და
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით
დარეგისტრირებულია რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში preschoolregistration.emis.ge 2022
წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უფლება აქვს ისარგებლოს გარდამავალ პერიოდში დაწესებული
საშეღავათო პერიოდით. ამ ეტაპზე 60-ზე მეტი სკოლაა რეგისტრირებული.
ავტორიზაციის ვადის გაზრდა (6 წლის ნაცვლად, 9 წლით განსაზღვრა) კერძო სამართლის
იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
გამოიწვევს ფინანსური სახსრების დაზოგვას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება დადებითად იმოქმედებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე და
გაზრდის ხელმისაწვდომობას სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება;
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მომზადება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.