„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.10.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგი მეშველიანი, გელა სამხარაული, სალომე ჯინჯოლავა, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ქურასბედიანი, ირაკლი კირცხალია, სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი, პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა
ნომერი
#07-3/373/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-06
ბიუროს ნომერი 302

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-80 მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ფიზიკური პირის, რომელიც სათამაშო აპარატების სალონის ან/და აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა. 8. სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მის მიერ თამაშობის მომწყობისგან, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა. 2. 81-ე მუხლის 31 და 32 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. ფიზიკური პირის მიერ სათამაშო აპარატების სალონის ან/და აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 15 პროცენტით. 32. ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული თანხა იბეგრება 5 პროცენტით.“. 3. 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ძ) აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი, გარდა ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობიდან მიღებული შემოსავლისა;“. 4. 97-ე მუხლის 91 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „91. სათამაშო აპარატების სალონის ან/და აზარტული თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, საქმიანობის ამ ნაწილში, პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა.“. 5. 98-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მოგების გადასახადის განაკვეთია 15 პროცენტი, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნას. 6. 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება;“. 7. 135-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სათამაშო აპარატების სალონის ან/და აზარტული თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით მომწყობი პირისთვის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.“. 8. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამორინეს, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.“. 9. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე1) სათამაშო აპარატების სალონის ან/და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მომწყობი პირი, რომელიც მოთამაშეზე, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან, გასცემს თანხას;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსში (შემდგომ საგადასახადო კოდექსი) ხორციელდება ცვლილებები, რომელიც შეეხება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირებისა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობი პირებისა და, ასევე, მოთამაშის მიერ სათამაშო ანგარიშიდან ან სალაროდან გატანილი თანხების დაბეგვრის საკითხების მოწესრიგებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტი ითვალისწინებს სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირების საშემოსავლო და მოგების გადასახადით დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებას და, ასევე, სისტემურელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთების, ხოლო მოთამაშეებისთვის - საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის ცვლილებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით იცვლება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირების საშემოსავლო და მოგების გადასახადით დაბეგვრის რეჟიმი და, ასევე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთები, ხოლო მოთამაშეებისთვის - საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება სათამაშო აპარატების მომწყობ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საშემოსავლო და მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტები, რომლებიც აღნიშნულ საქმიანობას არ ეწევიან სისტემურ-ელექტრონული ფორმით. მითითებული საქმიანობის ფარგლებში, საშემოსავლო ან მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს მოთამაშეებისაგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა, როგორც აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობ პირთათვის. ამ მიზნით ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 ნაწილსა და 97ე მუხლის 91 ნაწილში. 2. პროექტის თანახმად, სათამაშო აპარატების მომწყობ ფიზიკურ და იურიდიულ პირთათვის საგადასახადო განაკვეთის მოცულობა ამ ტიპის შემოსავლებისათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის ნაწილში განისაზღვრება 15 პროცენტის ოდენობით, რომლის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვა გადასახადის გადამხდელს მოუხდება ყოველთვიურად. ამასთანავე, პროექტი ითვალისწინებს საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთების ცვლილებას აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობ პირთათვის, რომელიც ასევე განისაზღვრება 15 პროცენტით. ამ მიზნით, ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის 31 ნაწილში, 98-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 135-ე მუხლის მე-4 ნაწილში. გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია მოგების გადასახადის განაკვეთი, რომელიც ვრცელდება მოგების გადასახადით დაბეგვრის ყველა ობიექტზე, გარდა კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. ერთ-ერთ ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციის 98-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება მოგების გადასახადის განაკვეთი ამავე კოდექსის 97-ე მუხლის 91 დადგენილი დაბეგვრის ობიექტისთვის (აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში საქმიანობის ამ ნაწილში პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა). შესაბამისად, წინამდებარე პროექტი ითვალისწინებს 98-ე მუხლის მე-3 ნაწილის ამოღებასა და ამავე მუხლის პირველი ნაწილის რედაქციულ ცვლილებას, რომლის შედეგადაც, როგორც სათამაშო აპარატების სალონის, ასევე აზარტული თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში, საქმიანობის ამ ნაწილში, პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი მოგების გადასახადით დაიბეგრება აღნიშნული კოდექსის 98ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განაკვეთით - 15 პროცენტით. 3. პროექტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის 5-პროცენტიანი განაკვეთით დაიბეგრება სათამაშო აპარატების თამაშობებში (რომელიც არ არის მოწყობილი სისტემურელექტრონული ფორმით) მონაწილე პირის მიერ თამაშობაში მონაწილეობის შედეგად, ამ თამაშობის მომწყობისგან გატანილი თანხა. მოთამაშის მიერ თამაშობის მომწყობისგან გატანილი თანხების გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება ეკისრება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობ პირს, რომელიც მოთამაშეზე გასცემს თანხას. ამასთანავე, პროექტით იცვლება საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) მონაწილე პირებისათვის, რომელიც განისაზღვრება 5 პროცენტით. ამ მიზნით, ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის მე-8 ნაწილში, 81-ე მუხლის 32 ნაწილსა და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტში. 4. ზემოთ აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტში, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტსა და 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შენიშვნის პირველი ნაწილში ხორციელდება ტექნიკური/რედაქციული ხასიათის ცვლილებები. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ს“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული ცვლილება, მათ შორის, მიზნად ისახავს ხარვეზის გასწორებას. კერძოდ, რამდენადაც მოცემული ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათით მოგების გადასახადისგან თავისუფლდება კონკრეტული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგება არ იბეგრება მისი განაწილებისას, არამედ საქმიანობის ამ ნაწილში დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობით, ქვეპუნქტიდან ხდება ფრჩხილებში მოცემული ტექსტის ამოღება - „გარდა მათ მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): განმარტებითი ბარათის აღნიშნული მუხლი არ ვრცელდება წინამდებარე კანონპროექტზე, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება; კანონპროექტი ძალაში შედის 2024 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საგადასახდო წელი იწყება 1 იანვრიდან, კანონის პროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებებიდან გამომდინარე, 2024 წლის საქართველოს სახელმწიფო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების სავარაუდო ჯამური ეფექტი განისაზღვრება შემდეგნაირად: - 2023 წლის 6 თვის მონაცემებზე დაყრდნობით, აზარტული თამაშობის სისტემურელექტრონული ფორმით მომწყობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთის 15%-მდე, ხოლო სათამაშო ანგარიშიდან თანხის გატანისას საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 5%-მდე გაზრდის შემთხვევაში, ბიუჯეტის 2024 წლის სავარაუდო შემოსავლები გაიზრდება 250 მილიონი ლარით. იმის გათვალისწინებით, რომ აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადი მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10%-ით განისაზღვრა და ძალაში შევიდა 2022 წლის 1 იანვრიდან და, ასევე, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა 2 პროცენტით იბეგრება 2022 წლის 1 იანვრიდან, 2022 წლისთვის კონტროლის ელექტრონული სისტემის მონაცემები შემდეგია: მოგების გადასახადი (GGR) – 153 396 678 ლარი; ანგარიშიდან გატანილი თანხის გადასახადი - 92 623 197 ლარი; - 2023 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებზე დაყრდნობით, სათამაშო აპარატების სალონის მომწყობ პირთა შესაბამისი საქმიანობის ნაწილში მოგების და საშემოსავლო გადასახადით 15-პროცენტიანი განაკვეთით დაბეგვრის შედეგად, ხოლო სათამაშო ანგარიშიდან თანხის გატანისას საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 5%-ით განსაზღვრის შემთხვევაში, ბიუჯეტის 2024 წლის სავარაუდო შემოსავლები გაიზრდება 150 მილიონი ლარით. საგადასახადო კოდექსის თანახმად საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებულია აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი (მუხლი 82) და ასევე მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის მომწყობი პირების მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მათ მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობიდან მიღებული მოგებისა) განაწილება (მუხლი 99), ასევე მოთამაშის მიერ გატანილი თანხა საშემოსავლო გადასახადით იბეგრება მხოლოდ სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანის შემთხვევაში; - ჯამურად, პროექტით გათვალისწინებული დაბეგვრის რეჟიმისა და განაკვეთების ცვლილებით და სათამაშო აპარატების სალონების სალაროებიდან მოგებული თანხის გატანის საშემოსავლო გადასახადით გადახდის წყაროსთან დაბეგვრის ეფექტის გათვალისწინებით, ბიუჯეტის 2024 წლის სავარაუდო შემოსავლები გაიზრდება 400 მილიონი ლარით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლების ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების შედეგად, საშემოსავლო და მოგების გადასახადების არსებული ზღვრული განაკვეთების ფარგლებში, იზრდება სათამაშო აპარატების სალონისა და სისტემურელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობ პირთა და შესაბამის თამაშობებში მონაწილეთა საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთები. ამრიგად, 2024 წლის მიხედვით, სავარაუდო ფინანსური შედეგი აღნიშნული პირებისათვის მდგომარეობს მათ მიერ გადასახადების სახით ბიუჯეტში დამატებით 400 მილიონი ლარის გადახდაში, მათ შორის, აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირებისგან და სათამაშო ანგარიშიდან თანხის გატანიდან ფინანსური ეფექტი შეადგენს დამატებით 250 მილიონ ლარს, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის მომწყობ პირთაგან და ამ სალონების სათამაშო ანგარიშიდან თანხის გატანიდან - 150 მილიონ ლარს. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული საგადასახადო ტვირთის ზრდა ხორციელდება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი რეგულირების დაცვით, რამდენადაც არ ხდება საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით სათამაშო აპარატების სალონის მომწყობ პირთათვის საშემოსავლო/მოგების გადასახადის ნაწილში განისაზღვრება ახალი დასაბეგრი ბაზა და იცვლება გადასახადის განაკვეთები სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობ პირთათვის და შესაბამის თამაშობებში მონაწილე პირთათვის. კერძოდ: 1. სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-დან იზრდება 15%-მდე; 2. სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან თანხის გატანისას საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 2%-დან იზრდება 5%-მდე. 3. სათამაშო აპარატების სალონის მომწყობ პირთათვის საშემოსავლო/მოგების გადასახადის ნაწილში განისაზღვრება ახალი დასაბეგრი ბაზა მოგების და საშემოსავლო გადასახადის 15-პროცენტიანი განაკვეთი (ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელიც სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა). 4. სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ხდება მის მიერ თამაშობის მომწყობისგან გატანილი თანხა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული ზეგავლენის შეფასება: თანასწორობის კანონპროექტის მდგომარეობაზე. მიღება არ მდგომარეობაზე იქონიებს გავლენას კანონპროექტის მოსალოდნელი გენდერული თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგი მეშველიანი, გელა სამხარაული, სალომე ჯინჯოლავა, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ქურასბედიანი, ირაკლი კირცხალია, სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი, პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგი მეშველიანი, გელა სამხარაული, სალომე ჯინჯოლავა, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ქურასბედიანი, ირაკლი კირცხალია, სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი, პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა.