„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/373, 31.10.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-06
ბიუროს ნომერი 302
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში
(ვებგვერდი 24/02/2023 სარეგისტრაციო კოდი: 040170310.05.001.020779) შეტანილ
იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის 21-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს
შემდეგი რედაქციით:
„ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის
კონტროლის ელექტრონული სისტემით კონტროლდება სამორინის მოწყობის
ნებართვის მფლობელის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის
მფლობელის, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელის, სისტემურელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვის
მფლობელის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების
ორგანიზების ნებართვის მფლობელის და სისტემურ-ელექტრონული ფორმით
ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელის მიერ
სანებართვო პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების
შესრულება.“.““
მუხლი 2. ეს კანონის ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის შესაბამისად, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი
თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
2023 წლის 9 თებერვლის საქართველოს კანონში (შემდგომ - 2023 წლის 9 თებერვლის
კანონი) ხორციელდება ცვლილებები, რაც განპირობებულია „ლატარიების,
აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით, რომელიც შეეხება
სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონულ სისტემაში სამორინეს მოწყობის
ნებართვის მფლობელ პირთა ჩართვას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტი, რომელიც უნდა ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან, ითვალისწინებს
ცვლილებებს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ იმავე ნორმაში, რომლის ცვლილებაც
განხორციელდა 2023 წლის 9 თებერვლის კანონით. თავის მხრივ, აღნიშნული კანონით
განხორციელებული ცვლილებები ამოქმედდება 2024 წლის 1 ივნისიდან. შესაბამისად,
აუცილებელია 2023 წლის 9 თებერვლის კანონის შესაბამისობაში მოყვანა
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში 2024 წლის 1 აპრილიდან ასამოქმედებელ ცვლილებებთან.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით 2023 წლის 9 თებერვლის კანონი შესაბამისობაში
იქნება მოყვანილი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის
პროექტით განისაზღვრა, რომ კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ასევე ჩაერთვება
სამორინეს ორგანიზატორი, რითაც შესაძლებელი იქნება აღნიშნულ სისტემაში სხვა
არსებულ ინფორმაციებთან ერთად, დაგენერირდეს
და გაკონტროლდეს
სამორინეებთან დაკავშირებით სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია: განთავსებული
ფსონების ჯამური თანხა, მოთამაშეებზე გაცემული მოგება ჯამურად, ჯამური GGR და
ა.შ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ლატარიების, აზარტული და
მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული
ცვლილებებიდან გამომდინარე, ცვლილება შედის 2023 წლის 9 თებერვლის კანონის
პირველი მუხლის 21-ე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის აღნიშნული მუხლი არ ვრცელდება წინამდებარე
კანონპროექტზე, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება;
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. კერძოდ, კანონპროექტი
ითვალისწინებს ცვლილებას საკანონმდებლო აქტში (2023 წლის 9 თებერვლის
კანონი), რომელიც მიღებულია და უნდა ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივნისიდან.
შესაბამისად, აუცილებელია კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების
ასახვა შესაცვლელ საკანონმდებლო აქტში ამოქმედების აღნიშნულ თარიღამდე.
შედეგად, კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებს იურიდიული ძალა
მიენიჭება 2023 წლის 9 თებერვლის კანონით განსაზღვრული თარიღიდან - 2024 წლის
1 ივნისიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით:
კანონპროექტის მიღება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას არ ითვალისწინებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლების ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სამორინეს მოწყობის ნებართვის
მფლობელებზე, ვინაიდან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის
შესახებ“
საქართველოს
კანონი
განსაზღვრავს
ნებართვის
მაძიებლის/ნებართვის
მფლობელის
ვალდებულებას
გადაიხადოს
საფასური/საფასურები შერჩეული პირის მიერ ნებართვის მაძიებლის, თამაშობის
ორგანიზატორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის ონლაინ
სათამაშო სისტემის პირველადი კვლევისთვის (შემოწმებისთვის) და შესაბამისი
ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემისთვის, თამაშობის ორგანიზატორთან ან/და
აზარტული
ან/და
მომგებიანი
თამაშების
მიმწოდებელთან
და
მის
კონტრაქტორთან/აგენტთან
განსათავსებელი
მოწყობილობისთვის/
აღჭურვილობისთვის და კონტროლის/მონიტორინგის სისტემისთვის, აგრეთვე მისი
დამონტაჟებისთვის, კონტროლის ელექტრონული სისტემის ოპერირებისთვის
(საოპერაციო საფასური). შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულების შემოღება
ფინანსურ
გავლენას
იქონიებს
სამორინეს
მოწყობის
ნებართვის
მაძიებელზე/მფლობელზე, ვინც ისარგებლებს აღნიშნული მომსახურებით. დღეის
მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, სამორინეს 21 მოქმედი ნებართვის საფუძველზე
აწყობს 20 იურიდიული პირი. თუმცა ფინანსური გავლენის ზუსტი განსაზღვრა
წინასწარ შეუძლებელია, ვინაიდან გავლენის ოდენობა დამოკიდებულია „შერჩეული
პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების,
გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2020 წლის 22 ივლისის N455 დადგენილებით განსასაზღვრი „შერჩეული
პირისათვის“ გადასახდელი საფასურების ოდენობებზე. „შერჩეული პირისათვის
გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის
პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020
წლის 22 ივლისის N455 დადგენილებით უნდა განისაზღვროს სამორინეს მოწყობის
ნებართვის მფლობელების მიმართ, შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის
დეტალური სახეობები, მათი ოდენობები, გადახდის პერიოდულობა.
აღნიშნული საფასურები წარმოადგენს „ლატარიების, აზარტული და
მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
„შერჩეული
პირის“
(RANDOM
SYSTEMS
INTERNATIONAL
LIMITED-ი
უფლებამოსილებას ახორციელებს მისი შვილობილის, შპს „რენდომ სისტემს
ჯორჯიას“ (Random Systems International Limited-ის მიერ 100% წილობრივი
მონაწილეობით დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
რეგისტრირებული
შეზღუდული
პასუხისმგებლობის
საზოგადოება,
საიდენტიფიკაციო კოდით 405323948) მეშვეობით) შემოსავალს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს რაიმე ტიპის გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის
გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას ბავშვის უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს გავლენას გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგი მეშველიანი, გელა სამხარაული,
სალომე ჯინჯოლავა, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ქურასბედიანი, ირაკლი კირცხალია,
სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი, პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგი მეშველიანი, გელა სამხარაული,
სალომე ჯინჯოლავა, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ქურასბედიანი, ირაკლი კირცხალია,
სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი, პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა.