„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/373, 31.10.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-06
ბიუროს ნომერი 302
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის
შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005,
მუხ. 96) შეტანილ იქნეს ცვლილება და 361 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის
კონტროლის ელექტრონული სისტემით კონტროლდება სამორინის მოწყობის
ნებართვის მფლობელის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის
მფლობელის, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელის და სისტემურელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის (გარდა
წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორის მიერ სანებართვო პირობებისა და
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ევროპის საბჭოს ფულის
გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა
(Moneyval) კომიტეტის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის
დაფინანსების საქართველოს ეროვნული სისტემის მეხუთე რაუნდის შეფასების
ანგარიშით იდენტიფიცირებული შედეგების გაძლიერებული follow-up მონიტორინგის
პროცესში შემფასებელთა ჯგუფის მიერ გამოგზავნილი კითხვარის ტექნიკური
შესაბამისობის კუთხით შეფასებული R22 რეკომენდაციის სრულფასოვანი
შესრულებით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
აუცილებელია შეიქმნას შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, რომელითაც
შესაძლებელი იქნება R22 რეკომენდაციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.
აღნიშნული ცვლილება აღმოფხვრის პრობლემას, რომელიც უკავშირდება ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების არსებობას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, შესაძლებელი გახდება ფულის გათეთრებისა
და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ეფექტური კონტროლი და ასევე R22
შეფასებული რეკომენდაციისთვის მინიჭებული რეიტინგის აწევა, ნაწილობრივ
შესაბამისიდან (PC), სულ მცირე მეტწილად შესაბამისამდე (LC).
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კონტროლის ელექტრონულ სისტემას წარმოადგენს შერჩეული პირის
(საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის მიერ სათამაშო ბიზნესის
კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ოპერირების მიზნით შერჩეული
პირი) მეშვეობით, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მარეგულირებელი
საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დანერგილი სისტემა, რომლის მიზანია
ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლი.
სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემით კონტროლდება
სათამაშო აპარატის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ორგანიზატორისა და
ტოტალიზატორის ორგანიზატორის მიერ სანებართვო პირობებისა და საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულება.
კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ჩართვა გულისხმობს შერჩეული პირის
მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის
ნებართვის მაძიებელთან/ორგანიზატორთან, ასევე აზარტული ან/და მომგებიანი
თამაშების
მიწოდების
ნებართვის
მაძიებელთან/მფლობელთან
კონტროლის
ელექტრონულ სისტემასთან ინტეგრირებისათვის აღჭურვილობის განთავსებას,
ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მფლობელთან POS ტერმინალის (სპეციალური
ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მიერ დადგენილ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს ტოტალიზატორის
(გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობისა) თითოეული
ბილეთის კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ასახვას) მოწყობას და სათამაშო
აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელის თამაშობისთვის განკუთვნილ
სათამაშო აპარატში მონიტორინგის მოწყობილობის განთავსებას.
პროექტით განისაზღვრა, რომ კონტროლის ელექტრონულ სისტემაში ასევე
ჩაერთვება სამორინეს ორგანიზატორი, რითაც შესაძლებელი იქნება აღნიშნულ
სისტემაში სხვა არსებულ ინფორმაციებთან ერთად, დაგენერირდეს და გაკონტროლდეს
სამორინეებთან დაკავშირებით სულ მცირე შემდეგი ინფორმაცია: განთავსებული
ფსონების ჯამური თანხა, მოთამაშეებზე გაცემული მოგება ჯამურად, ჯამური GGR და
ა.შ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის აღნიშნული მუხლი არ ვრცელდება წინამდებარე
კანონპროექტზე, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონის ამოქმედების ვადაა 2024 წლის პირველი აპრილი. კანონპროექტის
ძალაში შესვლის მოცემული თარიღის შერჩევა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ
საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული მოწესრიგება გულისხმობს
კონტროლის ელექტრონულ სისტემაში დამატებითი სუბიექტების ჩართვას, რაც
განაპიროებებს კანონპროექტებით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად
განსაზღვრული დროის გათვალისწინების აუცილებლობას. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
სახსრების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღებით სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები არ
წარმოიქმნება.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს
პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სამორინეს მოწყობის ნებართვის
მფლობელებზე, ვინაიდან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების
მოწყობის
შესახებ“
საქართველოს
კანონი
განსაზღვრავს
ნებართვის
მაძიებლის/ნებართვის
მფლობელის
ვალდებულებას
გადაიხადოს
საფასური/საფასურები შერჩეული პირის მიერ ნებართვის მაძიებლის, თამაშობის
ორგანიზატორის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლის ონლაინ
სათამაშო სისტემის პირველადი კვლევისთვის (შემოწმებისთვის) და შესაბამისი
ავტორიზაციის სერტიფიკატის გაცემისთვის, თამაშობის ორგანიზატორთან ან/და
აზარტული
ან/და
მომგებიანი
თამაშების
მიმწოდებელთან
და
მის
კონტრაქტორთან/აგენტთან
განსათავსებელი
მოწყობილობისთვის/
აღჭურვილობისთვის და კონტროლის/მონიტორინგის სისტემისთვის, აგრეთვე მისი
დამონტაჟებისთვის, კონტროლის ელექტრონული სისტემის ოპერირებისთვის
(საოპერაციო საფასური). შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულების შემოღება
ფინანსურ
გავლენას
იქონიებს
სამორინეს
მოწყობის
ნებართვის
მაძიებელზე/მფლობელზე, ვინც ისარგებლებს აღნიშნული მომსახურებით. დღეის
მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, სამორინეს 21 მოქმედი ნებართვის საფუძველზე
აწყობს 20 იურიდიული პირი. თუმცა ფინანსური გავლენის ზუსტი განსაზღვრა
წინასწარ შეუძლებელია, ვინაიდან გავლენის ოდენობა დამოკიდებულია „შერჩეული
პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების,
გადახდის პერიოდულობისა და წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის
2020 წლის 22 ივლისის N455 დადგენილებით განსასაზღვრი „შერჩეული პირისათვის“
გადასახდელი საფასურების ოდენობებზე. „შერჩეული პირისათვის გადასახდელი
საფასურის დეტალური სახეობების, მათი ოდენობების, გადახდის პერიოდულობისა და
წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ივლისის N455
დადგენილებით უნდა განისაზღვროს სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელების
მიმართ, შერჩეული პირისათვის გადასახდელი საფასურის დეტალური სახეობები, მათი
ოდენობები, გადახდის პერიოდულობა.
აღნიშნული საფასურები წარმოადგენს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი
თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „შერჩეული
პირის“ (RANDOM SYSTEMS INTERNATIONAL LIMITED-ი უფლებამოსილებას
ახორციელებს მისი შვილობილის, შპს „რენდომ სისტემს ჯორჯიას“ (Random Systems
International Limited-ის მიერ 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდით 405323948) მეშვეობით)
შემოსავალს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) შემოღება.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერულ თანასწორობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგი მეშველიანი, გელა სამხარაული,
სალომე ჯინჯოლავა, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ქურასბედიანი, ირაკლი კირცხალია,
სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი, პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: გოგი მეშველიანი, გელა სამხარაული,
სალომე ჯინჯოლავა, ქეთევან ჩარკვიანი, სალომე ქურასბედიანი, ირაკლი კირცხალია,
სავალან მირზოევი, ზაურ დარგალი, პაატა კვიჟინაძე, ირაკლი ზარქუა.