„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.11.2023
ავტორი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა, სალომე ჯინჯოლავა, ქეთევან ჩარკვიანი, ნოდარ ტურძელაძე, ზაალ მიქელაძე, ანზორ ბოლქვაძე, რესან კონცელიძე, გენრიეტა წიწავა, ირმა ზავრადაშვილი, რამინა (რიმა) ბერაძე
ნომერი
#07-3/377/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-06
ბიუროს ნომერი 302

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მუხლი 1. (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. 1352 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1352. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. ამ ნაწილით ან ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების ჩადენა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალებით პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით მიწოდება/ტრანსპორტირება − გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 4. ამ ნაწილით ან ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების ჩადენა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით. შენიშვნა: 1. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისთვის ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ ვრცელდება: ა) საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის; ბ) იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი ან/და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები; დ) იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს ის საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ამ კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მიიჩნევა ამ კოდექსის 2904 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შესაბამისი პირი.“. 2. 219-ე მუხლის 32 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. ამ კოდექსის 1352 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირი ადგილზე განიხილავს ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე ადებს ადმინისტრაციულ სახდელს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ადმინისტრაციული გამოკვლევის საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ადგილზე არ შედგეს და სამართალდამრღვევს ჩაჰბარდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე სამართალდამრღვევის ხელმოწერა სავალდებულო არ არის. ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი შესაძლებელია დაფიქსირდეს ტექნიკური საშუალებით (ფოტო- ან/და ვიდეოგადაღების მეშვეობით).“. 3. 239-ე მუხლის მე-19 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „19. ამ კოდექსის 794 მუხლის მე-2−მე-5 ნაწილებით, 825 მუხლით (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების იმპორტის ნაწილში), 912 მუხლით, 913 მუხლის პირველი ნაწილით, 1271 მუხლის მე-2 ნაწილით, 1352 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153-ე, 1531, 1535, 155 1−1553, 1555 და 1556 მუხლებით, 1557 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 1559, 15510, 157-ე, 158ე, 164-ე, 1644 და 165-ე–1653 მუხლებით, 1714 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1715, 1764, 1765, 178-ე, 179 3, 194-ე და 195-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში − ამ კოდექსის 4210 მუხლით, 1271 მუხლის 31 და 32 ნაწილებითა და 17417 და 17715 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების უფლებამოსილი პირები.“. 4. 2401 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კოდექსის 465, 466, 103-ე და 1074 მუხლებით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 1253 მუხლის მე-4−51 ნაწილებით, 1254 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 134-ე−1355, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 152-ე, 1523, 1533, 1536, 1584, 1591, 1728 და 1729 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუნიციპალიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სფეროში ჩადენის შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსსა და გამოწერის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“. 5. 242-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კოდექსის 103-ე მუხლით, 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 134-ე−1355 მუხლებით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 2093 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ჯარიმა ადგილზე არ გადაიხდევინება და სამართალდამრღვევს ადგილზე გამოეწერება საჯარიმო ქვითარი − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც ივსება ბურთულიანი კალმით ან/და ელექტრონული ფორმით.“. 6. 243-ე მუხლის 22 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. ამ კოდექსის 103-ე მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სამართალდამრღვევი საამისოდ უფლებამოსილმა პირმა შეიძლება მიიყვანოს პოლიციაში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ ან/და არ არსებობს შესაბამისი პირის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იდენტიფიცირების შესაძლებლობა.“. 7. 2906 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ამ კოდექსის 103-ე მუხლის, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებითა და 151-ე მუხლის მე3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მიაწოდოს სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები. დაუშვებელია, ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულმა მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულმა ერთეულმა ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტის მიღების მიზეზია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პრაქტიკული გამოყენების პროცესში გამოვლენილი ცალკეული რეგულირებების დახვეწის აუცილებლობა, ასევე, კოდექსის რიგი ნორმების სრულყოფილი და ეფექტური აღსრულების უზრუნველყოფა. დღეს დედაქალაქში 650 ათასამდე სატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება, მათ შორის დიდი გაბარიტების მქონე 37 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, ეს რაოდენობა კი ბუნებრივია ქმნის ე.წ. საცობებს და საავარიო სიტუაციების წარმოქმნის რისკს, განსაკუთრებით პიკის საათებში, ხოლო მათი დაზიანება დიდ ზეგავლენას ახდენს გზის გამტარუნარიანობაზე. დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების ავარიების შემთხვევაში ხდება გადაადგილების გაცილებით უფრო დიდი ხნით შეფერხება, რაც საბოლოო ჯამში იწვევს პიკის საათის გახანგრძლივებას, რაც დარეგულირებას საჭიროებს. ამ მხრივ გასათვალისწინებელია არსებული პრაქტიკა ევროპის სხვადასხვა ქალაქებში: ლონდონი ზღუდავს 18 ტონაზე მძიმე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას, ხოლო მილანი კრძალავს 7.5 ტონაზე მძიმე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. ბუდაპეშტში შემუშავებული და მოქმედი სტრატეგიის მიხედვით შეზღუდვები მოქმედებს წონისა და გადაადგილების დროის მიხედვით და ქალაქში არსებობს 15 შეზღუდვის და 11 დაცული ზონა, ხოლო დუბლინში 2007 წლიდან ძალაშია დიდი გაბარიტების მქონე სატრანსპორტო საშუალებების მენეჯმენტის სტრატეგია, სადაც ამ ავტომობილებს ნებართვის გარეშე ეკრძალებათ ცენტრში გადაადგილება. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე” დანართი №1-ის (ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაყოფა კატეგორიებად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის შიგა ტრანსპორტის კომიტეტის მიერ მიღებული „სატრანსპორტო საშუალებების კონსტრუქციის შესახებ შემაჯამებელი რეზოლუციის“ (დოკუმენტი TRANS/WP-29/78/Rev.1/Amend/2, მიღების თარიღი 13.08.97) შესაბამისად) მიხედვით: M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება არის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა არის 5 ტონაზე მეტი; N2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება არის ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა არის 3,5დან 12 ტონამდე; N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალება არის ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის სრული (ნებადართული მაქსიმალური) მასა არის 12 ტონაზე მეტი. საქართველოს დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის გათვალისწინებით და დედაქალაქში საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, საჭიროა საქართველოს საკანონმდებლო სივრცე ითვალისწინებდეს ზემოაღნიშნული პრობლემის მოგვარებისათვის კონკრეტულ რეგულაციას. წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შედის 2018 წლის 4 მაისის საქართველოს №2261-IIს კანონით კოდექსს დამატებულ 1352 მუხლის (რომელიც 2020 წლის 15 ივლისის №6878-რს კანონით რედაქციულად დაიხვეწა) პირველ ნაწილში მიეთითება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს დაჯარიმებას. ამასთანავე, აქვე ზუსტდება, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: ა) საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის; ბ) იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი ან/და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ („სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის დამტკიცების თაობაზე“ შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 თებერვლის №166 ბრძანებით დადგენილია ის ოპერატიული და სპეციალური სამსახურები, რომლებსაც ზემოაღნიშნული ციმციმა სიგნალების გამოყენების უფლება აქვთ); გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ, აგრეთვე დასაქმებულების, მოსწავლეების და სტუდენტების გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე (საქართველოს საკანონმდებლო და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტებით თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანა ხორციელდება M3 კატეგორიის ავტობუსებით მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ შესაბამის მარშრუტებზე. ამასთანავე, შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე ხორციელდება გარკვეული ჯგუფის მგზავრების, კერძოდ დასაქმებულების, მოსწავლეების, სტუდენტების რეგულარული გადაყვანა და მათ გადამყვან სატრანსპორტო საშუალებებზე არ გავრცელდება შეზღუდვები); დ) იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა. გარდა ზემოაღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ საგზაო მოძრაობის შეფერხებას იწვევს ასევე დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებებით პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის მიწოდება/ტრანსპორტირება. დედაქალაქში საგზაო მოძრაობის განტვირთვისათვის აუცილებლობას წარმოადგენდა ამ პრობლემის საკანონმდებლო რეგულაციაში მოქცევა, რის გამოც 2018 წლის 4 მაისის საქართველოს №2261-IIს კანონით კოდექსს დამატებული 1352 მუხლის (რომელიც 2020 წლის 15 ივლისის №6878-რს კანონით რედაქციულად დაიხვეწა) მე-2 ნაწილის შესაბამისად „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალებით პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით მიწოდება/ტრანსპორტირება − გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.“. წარმოდგენილი პროექტით, ხდება ჯარიმის ოდენობის გაზრდა 1000 ლარამდე, რაც არსებულ რეალობასთან შესაბამისობაში მოდის. ამასთანავე, პროექტი ითვალისწინებს სამართალდარღვევის განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენისათვის პასუხისმგებლობის შემოღებას და გამკაცრებას (ჯარიმას 3000 ლარამდე). ამდენად, პროექტის ამ ნაწილის მიზანია დედაქალაქში საგზაო მოძრაობის მოწესრიგება და გაუმჯობესება არსებული სანქციების გაზრდის ან/და ახალი სანქციების შემოღების გზით. ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ასევე ცხოველთა ყოლასთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად ძაღლისა და კატის ყოლის წესების დარღვევა, ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით თვითმმართველი ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას. აღნიშნულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსსა და გამოწერის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. საჯარიმო ქვითრების შედგენისას, ხშირია პირის მცდარი/არასწორი საიდენტიფიკაციო მონაცემების დაფიქსირების შემთხვევები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს არასათანადო პირის დაჯარიმება. სამართალდამრღვევის პოლიციაში მიყვანის შესაძლებლობით პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების დადგენა და მის საფუძველზე ოქმის შედგენა, მოითხოვს დამატებით დროს, ადამიანურ რესურსს და ადმინისტრაციულ ხარჯებს. აღნიშნულის საფუძველზე პიროვნების დადგენა პრაქტიკაში ვერ ხორციელდება მოწმეთა არარსებობის ან მათ მიერ ინფორმაციის არასრულად/არასწორად მიწოდების, ასევე, პოლიციაში მიყვანასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ვინაიდან, უშუალოდ დამჯარიმებელ პირს სამართალდამრღვევის პოლიციაში იძულებით მიყვანის ან/და საპატრულო პოლიციის მისვლამდე დაყოვნების ბერკეტი არ გააჩნია. ზემოაღნიშნული სამართალდარღვევისას გამოიწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. უფლებამოსილი პირის მიერ ხელით მასში არასწორი/არასრული მონაცემების ასახვა საჯარიმო ქვითრის გაუქმების ან/და აღუსრულებლობის საფუძველია, რაც მოქალაქეებს უბიძგებს განმეორებით იგივე ქმედების ჩადენისაკენ. გაუქმებული ოქმების რაოდენობა, თავის მხრივ გავლენას ახდენს ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზე. საყურადღებოა, რომ საქართველოში პირის პირადობის დადასტურება ხორციელდება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული განსაზღვრული დოკუმენტაცით, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ამავე კანონის 111 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, შეიძლება გამოყენებული იქნეს პირის იდენტიფიცირებისათვის, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ პირადობის დადასტურებისათვის აუცილებელი ინფორმაცია კანონით დადგენილი წესით გადამოწმდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად ძირითადად გამოიყენება პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელზეც არ არის დატანილი პირის რეგისტრაციის მისამართი (რაც წარმოადგენს ოქმის სავალდებულო რეკვიზიტს), ხოლო „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ნებისმიერი სხვა დაწესებულების ან იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში პირის საცხოვრებელი ადგილის დადასტურება ხდება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გამოყენებით, შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში გადამოწმების გზით. შესაბამისად, კოდექსის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული უფლებამოსილებით აღჭურვილ პირს გააჩნდეს მოქნილი, მოქმედი მექანიზმი სამართალდამრღვევი პირის ადგილზე იდენტიფიცირებისათვის და ოქმში სწორი მონაცემების ასახვისთვის, რათა გამოირიცხოს არასათანადო პირის დაჯარიმება და შემცირდეს დამატებითი ადმინისტრაციული ხარჯები. საგულისხმოა, რომ საჯარიმო ქვითრის შემდგენელი პირი/ორგანო, დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს მონაცემთა დამმუშავებელს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გააჩნია ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ყველა მონაცემს, ფოტოსურათის ჩათვლით. „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „თუ სამართლებრივი ურთიერთობა მოითხოვს საქართველოს მოქალაქისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელის იდენტიფიცირებასა და პირადობის დადასტურებას, ამ ურთიერთობის მონაწილე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან კანონით დადგენილი წესით მოპოვებული შესაბამისი პირის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მონაცემები, უფლებამოსილია გამოიყენოს ეს მონაცემები პირის იდენტიფიცირებისათვის, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული ნორმატიული დანაწესი იძლევა საშუალებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის, მოწმეებისა და პოლიციის გარეშე, სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან სანდო მონაცემის მოპოვებით განხორციელდეს სამართალდამრღვევი პირის ზუსტი იდენტიფიცირება, რაც თავის მხრივ განაპირობებს საქმის ადგილზე განხილვისა და გადაწყვეტას. გასათვალისწინებელია, რომ პრაქტიკაში, საჯარიმო ქვითარი ივსება არაელექტრონული სახით. ელექტრონულ მონაცემთა ბაზაზე წვდომით შესაძლებელი იქნება ელექტრონულ ქვითარში პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების ავტომატურ რეჟიმში ასახვა, რაც შეამცირებს არასწორი/არასრული მონაცემების გამო მათი გაუქმების სტატისტიკას. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია, კოდექსის 103-ე მუხლით, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევის პოლიციაში მიყვანა, ასევე ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენა და უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობის საფუძველზე მიანიჭოს სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან სამართალდამრღვევი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლებამოსილება, რათა მათ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლონ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება, ასევე, მინიმუმამდე შემცირდეს არასათანადო პირის დაჯარიმების შესაძლებლობა და არასრულად/არასწორად შევსებული მონაცემების გამო საჯარიმო ქვითრების გაუქმების ალბათობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილება უნდა შევიდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2401 მუხლის პირველ ნაწილში, 242-ე მუხლის მე-5 ნაწილში და 243-ე მუხლის მე-22 ნაწილში და 2906 მუხლს უნდა დაემატოს მე-3 ნაწილი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა კანონპროექტით გათვალისწინებული პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, რადგან მასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია: ა) საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების და ე.წ. საცობების აღმოფხვრის მიზნით დადგენილი რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდარღვევაზე სწორად რეაგირება. ასევე უფრო მეტად პრევენციული სისტემის შექმნა. შეზღუდვების განხორციელების პირობებში დიდი გაბარიტების მქონე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების წილი სატრანსპორტო საშუალებების მთლიან რაოდენობაში პიკის საათებში არანაკლებ 6%-ით შემცირდება, რაც რაოდენობრივ მაჩვენებელტან ერთად თვისობრივად შექმნის ე.წ. საცობების განტვირთვის შესაძლებლობას (რადგან, მაგალითად, მათ შორის, დიდი გაბარიტების მქონე მანქანების ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვედრისას პროცესის დასრულება მოითხოვს გაცილებით დიდი დროს და რესურსს); ბ) ცხოველთა ყოლასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის/დაზუსტების შედეგად, ამ მიმართულებით მეტი პრევენციის შექმნა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი 1. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შედის კოდექსის 1352 მუხლში, კერძოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით მოძრაობა პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში - 3000 ლარის ოდენობით. ასევე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალებით პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით მიწოდება/ტრანსპორტირება - პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების და ყოველ შემდეგ შემთხვევაში - 3000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდება: ა) საჯარო დაწესებულების სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან ამ დაწესებულების საქმიანობის მიზნებისთვის ბ) იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ლურჯი ან/და წითელი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალის გამოყენების უფლება აქვთ; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, აგრეთვე იმ M3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც გადაჰყავთ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულები, მოსწავლეები, სტუდენტები ან აღსაზრდელები; დ) იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესითა და მის მიერვე განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ გაიცემა თანხმობა. 2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლში, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებში და 151-ე მუხლის მე-3 ნაწილში განხორციელებული ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილი იქნება განსაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსი. ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა შესაძლებელი იქნება ელექტრონული ფორმით და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს წარმომადგენელი უფლებამოსილი იქნება ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში ან იდენტიფიცირება მოახდინოს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ ელექტრონული მონაცემების საფუძველზე. 3. 2906 მუხლს ემატება მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვითაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილი იქნება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზიდან მიაწოდოს სამართალდამრღვევის იდენტიფიცირებისთვის აუცილებელი პერსონალური მონაცემები. ამასთან, იქვე განისაზღვრება, რომ დაუშვებელია ეს ინფორმაცია გადაეცეს სხვას გაუზიაროს სხვა ფორმით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის აღნიშნული პუნქტი, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება კანონპროექტი ძალაში შედის 2024 წლის 1 იანვრიდან. ამოქმედებისათვის აღნიშნული თარიღი აღებულია იმიტომ, რომ ამ პერიოდამდე მოხდება შესაბამისი ორგანიზაციული საკითხების მოგვარება. ამასთანავე, წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) ინიციატორის მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღებას არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა მოახდინოს გავლენა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტის მიღების შედეგად: ა) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილ დროს და ადგილას შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის გადაადგილება იკრძალება და იწვევს დაჯარიმებას, რაც გულისხმობს ჯარიმის მიმართვას შესაბამის ბიუჯეტში. ამასთანავე, ოდენობას რაც შეეხება, იგი დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა სიხშირეზე. ჯარიმათა რაოდენობა და ის პირები, ვინც ვალდებული იქნება გადაიხადოს ჯარიმა, მითითებულია წინამდებარე განმარტებითი ბარათის „ბ.ვ“ ქვეპუნქტში. ბ) შესაძლებელი გახდება ცხოველთა ყოლის, გასეირნების და ა.შ. წესების დარღვევის ფაქტების ეფექტურად გამოვლენა და აღსრულება. რაც თავის მხრივ ცხადია გულისხმობს შესაბამის ჯარიმების დაკისრებას, რომელიც მიიმართება ბიუჯეტში. ამასთანავე, ოდენობას რაც შეეხება, იგი დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა სიხშირეზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე წინამდებარე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას იმ პირებზე, ვისზეც ეს რეგულაცია გავრცელდება. კანონპროექტით ხდება: ა) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილ დროს და ადგილას შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის გადაადგილების აკრძალვა, რაც იწვევს დაჯარიმებას. შესაბამისად, ვინც ამ რეგულაციას არ დემორჩილება მას მოუწევს დაჯარიმება. კერძოდ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3 , N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 100 ლარისა), განმეორებით და ყოველი შემოდგომი ჩადენა - 3 000 ლარის ოდენობით, ხოლოჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობით. ბ) ცხოველთა ყოლის, გასეირნების და ა.შ. წესების დარღვევის ფაქტების ეფექტურად გამოვლენა და აღსრულება. რაც თავის მხრივ გულისხმობს კონკრეტული სამართალდამრღვევი პირების გამოვლენას უფრო მარტივად და ეფექტურად. შესაბამისად, მათ მიმართ საჯარიმო სანქციების დაკისრება მოხდება მყისიერად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით: 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით მოძრაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით (ნაცვლად 100 ლარისა), ხოლო განმეორებით და ყოველი შემოდგომი ჩადენა - 3 000 ლარის ოდენობით; 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე სატრანსპორტო საშუალებით პირის მიერ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო საქმიანობისთვის საქონლის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით მიწოდება/ტრანსპორტირება გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის (ნაცვლად 100 ლარისა) ოდენობით, ხოლო განმეორებით და ყოველი შემოდგომი ჩადენა - 3 000 ლარის ოდენობით; 3. ზემოაღნიშნული სამართალდარღვევის საქმეებზე სამართალდამრღვევს კანონით გათვალისწინებულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაეკისრება საურავი ჯარიმის ოდენობით, ნაცვლად დღეს მოქმედი ჯარიმის ორმაგი ოდენობისა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის ამოქმედება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. საქართველოს საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან; ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მათ შორის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჩართულობით ჩართულობით. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა, სალომე ჯინჯოლავა, ქეთევან ჩარკვიანი, ნოდარ ტურძელაძე, ზაალ მიქელაძე, ანზორ ბოლქვაძე, რესან კონცელიძე, გენრიეტა წიწავა, ირმა ზავრადაშვილი, რამინა (რიმა) ბერაძე