„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/377; 01/11/2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-06
ბიუროს ნომერი 302
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
310150000.05.001.017312) №1 დანართის:
საქართველოს კანონის (საქართველოს
03.01.2014,
სარეგისტრაციო
კოდი:
ა) მე-5 პუნქტს („განსაკუთრებული მითითებების ნიშნები“) დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.39
და 5.40 პუნქტები:
„5.39. „აღნიშნავს ტერიტორიას, რომლის ფარგლებშიც აკრძალულია M3, N2 და N3
კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების (მასის მითითებით) მოძრაობა, ნიშანზე მითითებულ
დრო(ებ)სა და დღე(ებ)ში.
5.40 ნიშანი მიუთითებს 5.39 ნიშნით აღნიშნული ტერიტორიის დასასრულს.
შენიშვნა: 5.39 ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულ
გამონაკლისებზე.“;
ბ) „საგზაო ნიშნების“ მე-5 პუნქტს („განსაკუთრებული მითითების ნიშნები“) დაემატოს
განსაკუთრებული მითითების შემდეგი ნიშნები:
„
5.39
სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აკრძალვის ზონა
5.40
სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აკრძალვის ზონის დასასრული
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
წარმოდგენილი კანონპროექტი არის საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც,
მათ შორის, ითვალისწინებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში
საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო
საშუალებების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
განსაზღვრული ადგილის ან/და დროის დარღვევით მოძრაობის აკრძალვას (საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1352 მუხლის ცვლილება).
გამომდინარე იქიდან, რომ საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით უნდა მოხდეს გარკვეული
ტერიტორიების განსაზღვრა, სადაც გარკვეული კატეგორიის ავტომობილებს გარკვეულ დროში
შეეზღუდებათ მოძრაობა, საჭიროა არსებობდეს შესაბამისი საგზაო ნიშნებიც. ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი საგზაო ნიშნების დამატებას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონპროექტით გათვალისწინებული პრობლემის აღმოფხვრა
შესაძლებელია მხოლოდ
კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, რადგან მასთან დაკავშირებული საკითხები
წესრიგდება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ
საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე საგზაო მოძრაობის გაუმჯობესების და
ე.წ. საცობების აღმოფხვრის მიზნით დადგენილი რეგულაციების დაცვის მიზნით საჭირო საგზაო
ნიშნების განსაზღვრა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს მათ შორის შესაბამისი საგზაო
ნიშნების ფორმას და შინაარსს. წარმოდგენილი პროექტით საგზაო ნიშნებს ემატება „სხვადასხვა
კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აკრძალვის ზონის“ და „სხვადასხვა
კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის აკრძალვის ზონის დასასრულის“
აღმნიშვნელი განსაკუთრებული მითითების ნიშნები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის აღნიშნული
პუნქტი, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი ძალაში შედის 2024 წლის 1 იანვრიდან, რადგან საკანონმდებლო პაკეტის
ძირითადი კანონის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ) უნდა ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. ამასთანავე, კანონპროექტით არ არის
გათვალისწინებული უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
ინიციატორის მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯები საჭიროების
შემთხვევაში დაფინანსდება ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
კანონპროექტის
მიღების
შემდეგ
საჭირო
გახდება
კანონპროექტით
გათვალისწინებული საგზაო ნიშნების დამზადება და შესაბამისი მონტაჟი, რაც დაფინანსდება
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ხოლო ხარჯის ოდენობა დამოკიდებულია
იმ ტერიტორიების მასშტაბზე, რასაც დაადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის
საკრებულო.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას იმ პირებზე, ვისზეც ეს რეგულაცია
გავრცელდება. კერძოდ, კანონპროექტით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების დამონტაჟების
შემდეგ, პირებს, რომლებიც ისარგებლებენ შესაბამისი ტერიტორიებით, გაუადვილდებათ
მოძრაობა და ინფორმაციის მიღება, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მათი მხრიდან
სამართალდარღვევა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი
კანონპროექტის არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
2
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტის ამოქმედება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
საქართველოს
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს
მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით.
დ.ბ)
კანონპროექტის
შემუშავებაში
მონაწილე
ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
3
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა,
სალომე ჯინჯოლავა, ქეთევან ჩარკვიანი, ნოდარ ტურძელაძე, ზაალ მიქელაძე, ანზორ ბოლქვაძე,
რესან კონცელიძე, გენრიეტა წიწავა, ირმა ზავრადაშვილი, რამინა (რიმა) ბერაძე
4