„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/377; 01/11/2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-11-06
ბიუროს ნომერი 302
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,
№54, 12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ძ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს
შემდეგი შინაარსის „ძ1“ ქვეპუნქტი:
„ძ1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
განსაზღვრულ მერიის სტრუქტურულ ერთეულს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
1352
გათვალისწინებული სამართალდარღვევების საქმეების განხილვის მიზნით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
მუხლით
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სათანადო
ცვლილების შეტანის გზით, სამართალდარღვევად განისაზღვრება ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო
გზებზე M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ადგილის ან/და
დროის დარღვევით მოძრაობა, ხოლო ამავე ცვლილების შესაბამისად ამ წესიდან გარკვეულ
შემთხვევებზე გამონაკლისის დადგენის უფლებამოსილება ენიჭება ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს. ზოგიერთი საქონლის, მომსახურების
სპეციფიკაციის გათვალისწინებით, ცხადია საჭირო გახდება გარკვეული გამონაკლისების
დადგენა,
ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის სამეწარმეო
საქმიანობისთვის საქონლის სატრანსპორტო საშუალებით მიწოდების/ტრანსპორტირების
საჭირო სატრანსპორტო საშუალებებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამართალდარღვევის
საქმეების განმხილველ ორგანოს საჭიროა მიეწოდოს გადასახადის გადამხდელის შესახებ
საჭირო ინფორმაცია, რომ სრულყოფილად შეძლოს საქმის გამოკვლევა და მოახდინოს
სამართალდარღვევაზე სწორი რეაგირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი
ცვლილების შეტანა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
კანონპროექტით გათვალისწინებული პრობლემის აღმოფხვრა შესაძლებელია მხოლოდ
კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანით, რადგან მასთან დაკავშირებული საკითხები
წესრიგდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის
მოსალოდნელი
შედეგია
საქართველოს
დედაქალაქის
ადმინისტრაციულ საზღვრებში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე საგზაო
მოძრაობის გაუმჯობესების და ე.წ. საცობების აღმოფხვრის მიზნით დადგენილი
რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდარღვევაზე სწორად რეაგირება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია
იმ პირთა ამომწურავი ნუსხა, რომელთაც საგადასახადო ორგანო გადასცემს ცალკეული
გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებულ ინფორმაციას. წარმოდგენილი
კანონპროექტით საგადასახადო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილს ემატება „ძ1“
ქვეპუნქტი და მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად გადასახადის
გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაციის მიმღებ სუბიექტად
განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1352
მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევების განხილვაზე ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მერიის
სტრუქტურული ერთეული, ფიზიკური ან იურიდიული პირი. აღნიშნული ცვლილებით
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1352 მუხლით
გათვალისწინებული სამართალდარღვევების საქმეების განხილვაზე უფლებამოსილი
ორგანო განახორციელებს დაკისრებული ფუნქციების ჯეროვან განხორციელებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
წარმოდგენილ კანონპროექტზე არ ვრცელდება განმარტებითი ბარათის აღნიშნული
პუნქტი, რადგან იგი არ არის საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
კანონპროექტი ძალაში შედის 2024 წლის 1 იანვრიდან, რადგან საკანონმდებლო პაკეტის
ძირითადი კანონის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ) უნდა ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. ამასთანავე, კანონპროექტით არ
არის გათვალისწინებული უკუძალის მინიჭება.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
ინიციატორის მიერ არ მოითხოვება კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა მოახდინოს გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. კანონპროექტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1352 მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის განმხილველი ორგანოსათვის/პირისათვის ცხადია ხელს შეუწყობს
სწორი გადაწყვეტილების მიღებას, რამაც შესაძლებელია გაზარდოს სწორად
დაჯარიმების პროცენტი. ამასთან, ოდენობას რაც შეეხება, იგი დამოკიდებული იქნება
სამართალდარღვევათა სიხშირეზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
წინამდებარე კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებებს სახელმწიფო,
ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს,
აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას იმ პირებზე, ვისზეც ეს რეგულაცია
გავრცელდება. კანონპროექტით ხდება შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1352 მუხლით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის განმხილველი ორგანოსათვის/პირისათვის, რაც ცხადია ხელს
შეუწყობს სამართალდარღვევის უფრო სწრაფად დადგენას.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტის არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტის ამოქმედება არ მოახდენს ზეგავლენას ბავშვთა უფლებრივ
მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის
მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან;
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
კანონპროექტი შემუშავდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის
ჩართულობით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მაია ბითაძე, ბექა დავითულიანი, ირაკლი ზარქუა,
სალომე ჯინჯოლავა, ქეთევან ჩარკვიანი, ნოდარ ტურძელაძე, ზაალ მიქელაძე, ანზორ
ბოლქვაძე, რესან კონცელიძე, გენრიეტა წიწავა, ირმა ზავრადაშვილი, რამინა (რიმა) ბერაძე