„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“
- „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- - საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ (07-2/354; 26/12/2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. მოქმედების სფერო
ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნების,
მისთვის კვალიფიკაციის მინიჭებისა და რეგისტრაციის წესთან დაკავშირებულ
სამართლებრივ ურთიერთობებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საქართველოს პატენტრწმუნებული – (შემდგომ - პატენტრწმუნებული), საერთო
სპეციალიზაციის ან სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციის მქონე პირი;
ბ) პატენტრწმუნებული საერთო სპეციალიზაციით – საქართველოს მოქალაქე, რომელიც
რეგისტრირებულია პატენტრწმუნებულთა რეესტრში და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში;
გ) პატენტრწმუნებული სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციით – საქართველოს მოქალაქე,
რომელიც რეგისტრირებულია პატენტრწმუნებულთა რეესტრში და საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქმიანობას ინტელექტუალური საკუთრების
სფეროში სასაქონლო ნიშნების, ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული
აღნიშვნების, აგრეთვე, დიზაინის მიმართულებით;
დ) პატენტრწმუნებულთა რეესტრი (შემდგომში რეესტრი) საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ (შემდგომ –
საქპატენტი) მიერ ამ კანონისა და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად
წარმოებული რეესტრი, რომელში რეგისტრაციაც გულისხმობს პირისთვის ამ მუხლის „ბ“ ან
„გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სპეციალიზაციის მინიჭებას და
ამავდროულად მისთვის უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების წარმოშობის
საფუძველია;
ე) საგამოცდო კომისია – საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომლის
საქმიანობის წესიც განსაზღვრულია ამავე ბრძანებით და რომელიც ორგანიზებას უწევს
პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას, პასუხისმგებელია გამოცდების
შედეგების შეფასებაზე და ახორციელებს ამ კანონითა და საქპატენტის თავმჯდომარის
ბრძანებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ვ) პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა (შემდგომში – საკვალიფიკაციო გამოცდა)
– საქპატენტის მიერ ამ კანონითა და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი
წესით ორგანიზებული გამოცდა.
მუხლი 3. პროფესიული საიდუმლოება
1. პატენტრწმუნებული ვალდებულია:
ა) უვადოდ და საქმიანობის შეცვლის მიუხედავად დაიცვას იმ ინფორმაციის
კონფიდენციალურობა, რომელიც მისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების
პროცესში გახდა ხელმისაწვდომი;
ბ) მარწმუნებლის თანხმობის გარეშე არ გაავრცელოს პატენტრწმუნებულის საქმიანობის
პროცესში მისთვის განდობილი/ხელმისაწვდომი ან/და საქმესთან დაკავშირებული
ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაცია).
2. პატენტრწმუნებულს შეუძლია გაამჟღავნოს მისთვის ცნობილი კონფიდენციალური
ინფორმაცია მარწმუნებლის თანხმობის გარეშე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს
აუცილებელია მისთვის წაყენებული ბრალდებისგან ან მოთხოვნისგან თავის დასაცავად ან
მის მიერ მიუღებელი ჰონორარის თაობაზე სასამართლო დავის არსებობისას ან თუ
ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.
მუხლი 4. ინტერესთა შეუთავსებლობა
1. დაუშვებელია პატენტრწმუნებული იყოს პირი, რომელიც პატენტრწმუნებულის
უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში მუშაობდა
საქპატენტში.
აღნიშნული შეზღუდვა არ
ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც
პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის
განმავლობაში საქპატენტში გავლილი აქვს სტაჟირება.
2. პატენტრწმუნებული ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც
საფრთხეს შეუქმნის მარწმუნებლის ინტერესებს.
3. პატენტრწმუნებული ვალდებულია უარი თქვას მარწმუნებლის დავალებით პროფესიული
საქმიანობის განხორციელებაზე, თუ იმავე საქმეზე მან უკვე განახორციელა მომსახურება
მეორე მხარის სასარგებლოდ.
4. პატენტრწმუნებული არ შეიძლება იმავდროულად იყოს „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი.
მუხლი 5. პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა
1. პატენტრწმუნებული ვალდებულია მარწმუნებლის მიერ მასზე დაკისრებული
მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებით/შეუსრულებლობით გამოწვეული შესაძლო
მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, საქმიანობის განხორციელების მთელი
პერიოდის განმავლობაში, ფლობდეს პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო
დაზღვევას.
2. პატენტრწმუნებული რეესტრში რეგისტრაციიდან 2 თვის ვადაში პატენტრწმუნებულთა
ასოციაციას (შემდგომში – ასოციაცია) წარუდგენს პროფესიული პასუხისმგებლობის
სავალდებულო დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს (დაზღვევის ხელშეკრულება და
პოლისი).
3. თუ პატენტრწმუნებული არ შეასრულებს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით
განსაზღვრულ ვალდებულებებს, ასოციაცია ვალდებულია შეუწყვიტოს მას ასოციაციის
წევრობა და გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში აცნობოს ამის შესახებ საქპატენტს.
4. პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი,
პირობები და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება საქპატენტის
თავმჯდომარის ბრძანებით.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე,
პატენტრწმუნებული,
მასზე
დაკისრებული
მოვალეობების
არაჯეროვანი
შესრულებით/შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო მატერიალური ზიანზე პასუხს აგებს
პირადად, მთელი თავისი ქონებით.
თავი II
პატენტრწმუნებული
მუხლი 6. პატენტრწმუნებული
1.
პატენტრწმუნებული არის პირი საერთო ან სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციით.
2.
პირს შეუძლია გახდეს პატენტრწმუნებული საერთო სპეციალიზაციით, თუ:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) აქვს უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და
სტატისტიკის ან/და ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის მიმართულებებში;
გ) ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა ამ კანონით დადგენილი წესით;
დ) აქვს საპატენტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება ან გავლილი აქვს
სპეციალური მოსამზადებელი კურსი.
3.
პირს შეუძლია გახდეს პატენტრწმუნებული სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციით,
თუ:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) აქვს უმაღლესი განათლება;
გ) ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა ამ კანონით დადგენილი წესით;
დ) აქვს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მუშაობის (მათ შორის, ინტელექტუალური
სამართლის სფეროში) არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან გავლილი აქვს სპეციალური
მოსამზადებელი კურსი.
4. პატენტრწმუნებული არ შეიძლება იყოს განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არა აქვს მოხსნილი ან
გაქარწყლებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ საპატენტო და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მუშაობის
გამოცდილების კრიტერიუმები დადგინდება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანების
საფუძველზე.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ სპეციალურ მოსამზადებელ კურსად ჩაითვლება კურსი, რომლის
პროგრამის მინიმალური სტანდარტები დგინდება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 7. პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებები
1. პატენტრწმუნებული საერთო სპეციალიზაციით უფლებამოსილია წარმოადგინოს
ფიზიკური და იურიდიული პირები საქპატენტში, საქპატენტთან არსებულ სააპელაციო
პალატაში, თუ სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და მესამე პირებთან ურთიერთობებში და
გაუწიოს მათ სხვა მომსახურება ინტელექტუალური საკუთრების სფეროში.
2. პატენტრწმუნებული სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციით უფლებამოსილია
წარმოადგინოს ფიზიკური და იურიდიული პირები საქპატენტში, საქპატენტთან არსებულ
სააპელაციო პალატაში, თუ სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და მესამე პირებთან
ურთიერთობებში და გაუწიოს მათ სხვა მომსახურება სასაქონლო ნიშნების,
ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნებისა და დიზაინის
მიმართულებით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევასა
და ძიების წარმოებას, მარწმუნებლის წარმომადგენლობას საქპატენტში, საქპატენტთან
არსებულ სააპელაციო პალატასა და მესამე პირებთან ურთიერთობაში, ინტელექტუალური
საკუთრების ობიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული განაცხადის შედგენას,
საერთაშორისო (PCT) განაცხადის შედგენას, საერთაშორისო რეგისტრაციის მოპოვების
მიზნისთვის აუცილებელი განაცხადის შედგენას, რეგისტრირებულ ინტელექტუალური
საკუთრების ობიექტებზე დუბლიკატის მიღებისთვის აუცილებელი დოკუმენტების
შედგენას, დამცავი დოკუმენტების მიღებისთვის საჭირო ქმედებების განხორციელებას,
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ძალის შენარჩუნებისთვის საჭირო ქმედებების
განხორციელებას, უფლებების გადაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებასა
და წარდგენას, სალიცენზიო ხელშეკრულების რეგისტრაციისთვის აუცილებელი
დოკუმენტაციის მომზადებას, რეგისტრირებული ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის
რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული განაცხადების შედგენასა და უფლებების
დაცვისა და განხორციელებისკენ მიმართულ სხვა საქმიანობას, აგრეთვე, ინტელექტუალური
საკუთრების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა
უფლებამოსილებებს.
4. პატენტრწმუნებული თავის საქმიანობას ახორციელებს მარწმუნებელთან დადებული
ხელშეკრულებისა ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გაცემული
წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.
5. პატენტრწმუნებული საქპატენტში წარმომადგენლობის განხორციელებისას, ვალდებულია
წარადგინოს განმცხადებლის ან ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე უფლების
მფლობელის მიერ გაცემული, წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი
დოკუმენტი.
მუხლი 8. პატენტრწმუნებულის ვალდებულებები
პატენტრწმუნებული ვალდებულია:
ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები;
ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს დაინტერესებულ პირს ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ;
გ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება;
დ) 2 წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს მესამე კალენდარული წლის 31 იანვრისა, ასოციაციას
წარუდგინოს განგრძობადი პროფესიული განათლების მიღების დამადასტურებელი
დოკუმენტ(ებ)ი.
თავი III
პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა
მუხლი 9. საკვალიფიკაციო გამოცდის ძირითადი პრინციპები
1. საკვალიფიკაციო გამოცდის მიზანია დაადასტუროს, რომ პირი ფლობს ინტელექტუალური
საკუთრების სფეროში წარმომადგენლობის განხორციელებისთვის საჭირო თეორიულ
ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს.
2. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ორ წელიწადში, სულ მცირე, ერთხელ, სახელმწიფო
ენაზე.
3. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საერთო და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციით.
4.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზე გადაწყვეტილებას იღებს საქპატენტის
თავმჯდომარე.
5.
საქპატენტი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თარიღს, პროგრამასა და
რეგისტრაციის ვადებს აცხადებს საჯაროდ, საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით,
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებამდე არაუგვიანეს 2 თვისა.
6. პირი, რომელსაც სურს პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მოპოვება საერთო
სპეციალიზაციით, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ ის აკმაყოფილებს ამ კანონის
მე-6 მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
7. პირი, რომელსაც სურს პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მოპოვება სასაქონლო
ნიშნების სპეციალიზაციით, საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაიშვება, თუ ის აკმაყოფილებს ამ
კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ
მოთხოვნებს.
8. საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის საფასური და გადახდის წესი განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
9. საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პირი იღებს
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს - სერტიფიკატს,
რომლის ფორმას ბრძანებით ამტკიცებს საქპატენტის თავმჯდომარე.
10.
სერტიფიკატი კარგავს ძალას, თუ პირი გამოცდის ჩაბარებიდან 5 წლის განმავლობაში
არ დარეგისტრირდება პატენტრწმუნებულთა რეესტრში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ
პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირი ვალდებულია
ხელახლა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.
11. საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებულ საჩივრებს განიხილავს
საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი კომისია, ამავე ბრძანებით დადგენილი
წესის შესაბამისად.
მუხლი 10. საკვალიფიკაციო გამოცდა
1.
საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება წერილობით.
2.
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმას, წესსა და საგამოცდო საკითხებს
ბრძანებით ამტკიცებს საქპატენტის თავმჯდომარე.
3.
გამოცდის შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ინდივიდუალურად, ხოლო გამოცდის
შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია განთავსდება საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 11. საგამოცდო კომისია
1.
საქპატენტის თავმჯდომარე ბრძანებით ქმნის საგამოცდო კომისიას, ამტკიცებს მის
შემადგენლობასა და საქმიანობის წესს. ამავე ბრძანებით განისაზღვრება საგამოცდო კომისიის
სამდივნოს შემადგენლობა და მისი უფლებამოსილებები.
2.
საგამოცდო კომისიას ხელმძღვანელობს საქპატენტის თავმჯდომარე.
3.
საგამოცდო კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ:
ა) საქპატენტის თანამშრომლები;
ბ) სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები;
გ) ადვოკატთა ასოციაციის წევრები;
დ) საჭიროების შემთხვევაში, საქპატენტის მიერ მოწვეული ექსპერტ(ებ)ი.
ე) საქართველოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციის წარმომადგენელი (პატენტრწმუნებული).
4.
საგამოცდო კომისიის უფლებამოსილებებია:
ა) ორგანიზება გაუწიოს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებას;
ბ) შეიმუშაოს გამოცდის შეფასების სისტემა, შეაფასოს და საჭიროების შემთხვევაში
გადასინჯოს გამოცდის შედეგები;
გ) დასამტკიცებლად წარუდგინოს კომისიის თავმჯდომარეს საკვალიფიკაციო გამოცდის
შედეგებთან დაკავშირებული საჩივრების განმხილველი კომისიის წევრობის კანდიდატები;
დ) განახორციელოს საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით გათვალისწინებული სხვა
უფლებამოსილებები.
5. საგამოცდო კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრეთა ხმების
უმრავლესობით, თუ ამ კანონით ან საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით სხვა რამ არ არის
დადგენილი. ხმების რაოდენობის თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის
თავმჯდომარის ხმა.
თავი IV
პატენტრწმუნებულთა რეესტრი და განგრძობადი პროფესიული განათლება
მუხლი 12. რეესტრი
1. რეესტრს, ამ კანონისა და საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით,
აწარმოებს საქპატენტი.
2. პირს ენიჭება პატენტრწმუნებულის სტატუსი საქპატენტის მიერ მისი რეესტრში
რეგისტრაციის მომენტიდან.
3. რეესტრში რეგისტრაციიდან 15 სამუშაო დღის ვადაში პირს გადაეცემა
პატენტრწმუნებულის მოწმობა (შემდგომ - მოწმობა) საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით
დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. აღნიშნული მოწმობის საფასურსა და გადახდის წესს
დადგენილებით განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4. საქპატენტი პირის რეესტრში რეგისტრაციის საკითხს წყვეტს განცხადებისა და სათანადო
დოკუმენტების ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში.
5. პირმა რეესტრში რეგისტრაციისთვის საქპატენტს უნდა მიმართოს საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისი განცხადებით, რომელსაც უნდა
დაურთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ფოტო 3X4- ზე;
ბ) სამუშაო ადგილის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული
ფოსტის მისამართი. თუ პატენტრწმუნებული დასაქმებულია პატენტრწმუნებულთა
ბიუროში/სხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირში, დასაქმების ადგილის სახელწოდება,
საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და
ელექტრონული ფოსტის მისამართი;
გ) ნასამართლობის შესახებ ცნობა;
დ) მოწმობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
6. განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საქპატენტი ამოწმებს განცხადების
შესაბამისობას ამ მუხლის მე-5 პუნქტში განსაზღვრულ მოთხოვნებთან. შეუსაბამობის
აღმოჩენის შემთხვევაში, განმცხადებელს დაუდგენს ხარვეზს და განუსაზღვრავს 10 სამუშაო
დღეს ხარვეზის აღმოსაფხვრელად.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე მოთხოვნილი დოკუმენტაციის საქპატენტში
წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება და განახლდება
მოთხოვნილი დოკუმენტაციის საქპატენტში წარდგენისთანავე.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში განმცხადებლის მიერ ხარვეზის
აღმოუფხვრელობის
შემთხვევაში,
საქპატენტი
უფლებამოსილია
გამოიტანოს
გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
9. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქპატენტი არეგისტრირებს პირს
რეესტრში და გასცემს მოწმობას.
10. რეესტრში აისახება შემდეგი მონაცემები:
ა) პატენტრწმუნებულის სახელი, გვარი, ფოტო 3X4- ზე;
ბ) სამუშაო ადგილის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული
ფოსტის მისამართი. თუ პატენტრწმუნებული დასაქმებულია პატენტრწმუნებულთა
ბიუროში/სხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირში, დასაქმების ადგილის სახელწოდება,
საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და
ელექტრონული ფოსტის მისამართი;
გ) რეესტრში რეგისტრაციის თარიღი და პატენტრწმუნებულის მოწმობის ნომერი (მოწმობის
ნომერი რეესტრში აისახება, საქპატენტის მიერ მოწმობის გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში);
დ) პატენტრწმუნებულის სპეციალიზაცია.
11. რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები ქვეყნდება საქპატენტის
ვებგვერდზე. რეესტრის მონაცემები შეიძლება განახლდეს საჭიროებისამებრ.
ოფიციალურ
12. პატენტრწმუნებული ვალდებულია ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული
მონაცემების ცვლილება აცნობოს საქპატენტს, ამ ცვლილების განხორციელებიდან 10 სამუშაო
დღის ვადაში, რის საფუძველზეც საქპატენტი ცვლილებას ასახავს რეესტრში.
13. საქპატენტი უფლებამოსილია შეამოწმოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული
დოკუმენტების ნამდვილობა.
14. საქპატენტი პირს უარს ეტყვის რეესტრში პატენტრწმუნებულად რეგისტრაციაზე, თუ:
ა) პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან
გასულია 5 წელი და ის ამ პერიოდის განმავლობაში არ დარეგისტრირებულა
პატენტრწმუნებულთა რეესტრში ამ კანონით დადგენილი წესით;
ბ) თუ საქპატენტის მიერ განცხადების განხილვისას განმცხადებლის შესახებ გამოვლინდა
გარემოება, რაც ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.
15. პატენტრწმუნებულთა რეესტრიდან პირის ამორიცხვა ნიშნავს პატენტრწმუნებულის
უფლებამოსილების შეწყვეტას.
16. პატენტრწმუნებულს საქპატენტის მიერ შესაძლოა შეუწყდეს უფლებამოსილება, თუ ის არ
შეასრულებს ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით ნაკისრ ვალდებულებას, გარდა იმ
შემთხვევისა, თუ პირი დაადასტურებს, რომ მის მიერ ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი
პუნქტით დადგენილი ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით.
17. საქპატენტის გადაწყვეტილება პატენტრწმუნებულთა რეესტრში რეგისტრაციაზე უარის
თქმის თაობაზე ან პატენტრწმუნებულთა რეესტრიდან პირის ამორიცხვის შესახებ
შესაძლებელია გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს
გასაჩივრებული აქტის მოქმედებას.
მუხლი 13. განგრძობადი პროფესიული განათლება
1. პატენტრწმუნებულმა უნდა იზრუნოს უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე, რაც
გულისხმობს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ცოდნის
განახლებასა და უნარ-ჩვევების მუდმივ გაუმჯობესებას.
2. პატენტრწმუნებული ვალდებულია ყოველ ორ წელიწადში, სულ მცირე, 10 აკადემიური
საათი დაუთმოს განგრძობად პროფესიულ განათლებას.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის კრიტერიუმები განისაზღვრება
საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
4. პატენტრწმუნებული ვალდებულია ყოველი მესამე კალენდარული წლის 31 იანვრამდე
ასოციაციას წარუდგინოს ინფორმაცია გასული 2 წლის განმავლობაში განგრძობადი
პროფესიული განათლების მიმართულებით მის მიერ გაწეული აქტივობების შესახებ.
5. პატენტრწმუნებული ვალდებულია, ამ კანონიდან გამომდინარე, განგრძობადი
პროფესიული განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია შეინახოს მომდევნო 3 წლის
განმავლობაში.
6. პატენტრწმუნებული ვალდებულია, როგორც საქპატენტს, ისე ასოციაციას, ამ მუხლის მე-5
პუნქტით
გათვალისწინებული
ვადის
განმავლობაში,
მოთხოვნის
შემთხვევაში,
დაუყოვნებლივ წარუდგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული განგრძობადი პროფესიული
განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
თავი V
პატენტრწმუნებულთა ასოციაცია
მუხლი 14. ასოციაციის სტატუსი
1. ასოციაცია არის პირთა წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)
იურიდიული პირი.
2. ასოციაცია საქმიანობისას ხელმძღვანელობს ობიექტურობის,
არადისკრიმინაციულობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით.
გამჭვირვალობის,
3. ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიზნებია ინტელექტუალური საკუთრების უფლების
დაცვის ხელშეწყობა, პატენტრწმუნებულთა უფლებების, პროფესიული თავისუფლების,
ინტერესების და დამოუკიდებლობის დაცვა, საზოგადოებაში პატენტრწმუნებულთა
პროფესიისადმი ცნობადობისა და ნდობის ამაღლება, პატენტრწმუნებულთათვის
განგრძობადი პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა და წახალისება.
4. ასოციაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიზნები განისაზღვრება ამ კანონით,
საქართველოს კანონმდებლობითა და ასოციაციის წესდებით.
5. ასოციაციის წევრები არიან პატენტრწმუნებულები. ასოციაციის წესდებით შეიძლება,
აგრეთვე, განისაზღვროს საპატიო და ასოცირებულ წევრთა სტატუსი.
მუხლი 15. ასოციაციაში გაწევრება
1. პირი ვალდებულია მიმართოს ასოციაციას გაწევრებისთვის რეესტრში რეგისტრაციიდან
არაუგვიანეს 1 თვისა.
2. ასოციაციის გამგეობა განცხადების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ასოციაციის
წესდებით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას პირის ასოციაციაში გაწევრების
თაობაზე.
3. რეგისტრაციის მოთხოვნისას, განცხადებასთან ერთად, ასოციაციას უნდა წარედგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სამუშაო ადგილის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და ელექტრონული
ფოსტის მისამართი. თუ პატენტრწმუნებული დასაქმებულია პატენტრწმუნებულთა
ბიუროში/სხვა კერძო სამართლის იურიდიულ პირში, დასაქმების ადგილის სახელწოდება,
საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი და
ელექტრონული ფოსტის მისამართი.
4. ასოციაციაში გაწევრებაზე პირისთვის უარის თქმის საფუძვლებია:
ა) საქპატენტის მიერ რეესტრში მის რეგისტრაციაზე დადებითი გადაწყვეტილების
გამოტანიდან გასულია 1 თვე და მას ამ კანონით დადგენილი წესით, გაწევრების მიზნით არ
მიუმართავს ასოციაციისთვის, გარდა იმ შემთხვევისა თუ პირი დაადასტურებს, რომ მის მიერ
ამ კანონით დადგენილი ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით;
ბ) ასოციაციაში გაწევრება მოითხოვა პირმა, რომელიც არ არის რეგისტრირებული
პატენტრწმუნებულთა რეესტრში.
5. ასოციაციის გამგეობის უარი ასოციაციაში გაწევრებაზე შეიძლება უარის მიღებიდან 1 თვის
განმავლობაში გასაჩივრდეს სასამართლოში.
6. ასოციაცია ვალდებულია გადაწყვეტილება პირის ასოციაციაში გაწევრების ან გაწევრებაზე
უარის თქმის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქპატენტს, რომელიც ცნობად იღებს ამ
ინფორმაციას და, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო ცვლილება შეაქვს რეესტრში.
7. თუ საქპატენტისთვის ცნობილი გახდა, რომ პირმა დადგენილ ვადაში არ შეასრულა ამ
მუხლის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულება, საქპატენტი უფლებამოსილია მიიღოს
გადაწყვეტილება პატენტრწმუნებულის რეესტრიდან პირის ამორიცხვის შესახებ, გარდა იმ
შემთხვევისა, თუ პირი დაადასტურებს, რომ მის მიერ ამ კანონით დადგენილი ვადის გაშვება
მოხდა საპატიო მიზეზით.
მუხლი 16. ასოციაციის წევრობის შეჩერება
1. პატენტრწმუნებულს
გადაწყვეტილებით:
ასოციაციის
წევრობა
შეუჩერდება
ასოციაციის
გამგეობის
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
გ) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 ან/და მე-6 პუნქტებით ნაკისრი ვალდებულების
შეუსრულებლობის შემთხვევაში;
დ) თუ პირის მიმართ ასოციაციის ეთიკის კომისიამ გამოიყენა ამ კანონის 27-ე მუხლის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის სახე.
2.
ამ
მუხლის
შესაბამისად
ასოციაციის
წევრობის
შეჩერების
შემთხვევაში,
პატენტრწმუნებული თავისუფლდება ასოციაციის საწევრო გადასახადის გადახდისგან და
ეკრძალება ასოციაციის საქმიანობაში მონაწილეობა.
3. პატენტრწმუნებულს წევრობა აღუდგება ასოციაციაში შესაბამისი განცხადების წარდგენის
საფუძველზე. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“-„დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე
უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში, ასოციაცია პირს აღუდგენს წევრობას, თუ
აღმოფხვრილია ამ კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები, ან
შესრულებულია ამ კანონის მე-13 მუხლის მე-4 ან/და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული
ვალდებულება ან გასულია ამ კანონის 27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
ვადა.
4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების
თაობაზე ასოციაცია დაუყოვნებლივ აცნობებს საქპატენტს, რომელიც 5 სამუშაო დღის ვადაში
ასახავს შესაბამის ცვლილებას რეესტრში და პირს შეუჩერებს/აღუდგენს პატენტრწმუნებულის
უფლებამოსილებას.
5. ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილება ასოციაციის წევრობის შეჩერების შესახებ შეიძლება
გასაჩივრდეს სასამართლოში ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის განმავლობაში.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების
კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ აჩერებს მის მოქმედებას.
გასაჩივრება
მუხლი 17. ასოციაციის წევრობის შეწყვეტა
1. პატენტრწმუნებულს ასოციაციის წევრობა შეუწყდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში;
გ) ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე;
დ) თუ იგი სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ იმ
სფეროში, რომელსაც პატენტრწმუნებულის საქმიანობაც მიეკუთვნება;
ე) თუ იგი სასამართლომ
გარდაცვლილად;
აღიარა
უგზო-უკვლოდ
დაკარგულად
ან
გამოაცხადა
ვ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი
განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის;
ზ) თუ ცნობილი გახდა ისეთი გარემოების შესახებ, რისი დროულად აღმოჩენაც იქნებოდა
პირისთვის რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი;
თ) თუ არ იხდის საწევრო გადასახადს;
ი) თუ პირი არ ასრულებს ამ კანონის მე-5 მუხლით ნაკისრ ვალდებულებებს.
კ) გარდაცვალების შემთხვევაში.
2. ასოციაციის გამგეობა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „ზ“-„ი” ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
გარემოებების
არსებობისას,
სხდომაზე
დამსწრეთა
ხმათა
უმრავლესობით, ღია ან ფარული კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის
ასოციაციის
წევრობის
შეწყვეტის
შესახებ,
ხოლო
„ა“,
„ბ“,
„დ“, „ე“, „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებს იღებს ცნობად და, დამატებითი
განხილვის გარეშე, სხდომაზე დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით გამოაქვს გადაწყვეტილება
წევრობის შეწყვეტის შესახებ.
3. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მიღებიდან 5 დღის ვადაში უნდა
გაეგზავნოს იმ პირს, ვის მიმართაც იქნა გამოტანილი, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“
და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. ასოციაცია ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში აცნობოს საქპატენტს, რომელიც 5 სამუშაო დღის
ვადაში ამორიცხავს პირს პატენტრწმუნებულთა რეესტრიდან.
5. თუ საქპატენტისთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული
საფუძვლების არსებობის შესახებ, რომელზეც ასოციაციას არ დაუწყია ასოციაციის წევრობის
შეწყვეტის პროცედურა, საქპატენტი უფლებამოსილია ასოციაციას მოსთხოვოს გამგეობის
სხდომის 1 თვის ვადაში ჩატარება, რომელზედაც განხილული იქნება შესაბამისი
პატენტრწმუნებულისთვის ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საკითხი.
6. ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილება ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ
შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის
განმავლობაში.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების
კანონმდებლობით დადგენილი წესით, არ აჩერებს მის მოქმედებას.
გასაჩივრება
მუხლი 18. ასოციაციის ორგანიზაციული სტრუქტურა
1. ამ კანონით განსაზღვრულ ფუნქციათა შესასრულებლად ასოციაციაში იქმნება:
ა) გამგეობა;
ბ) ეთიკის კომისია;
გ) სამეთვალყურეო საბჭო.
2. ასოციაცია უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესასრულებლად შექმნას სხვა
სტრუქტურული ერთეულებიც, რომელთა საქმიანობაც განისაზღვრება შესაბამისი
დებულებებით, რომელსაც ამტკიცებს ასოციაცია.
მუხლი 19. ასოციაციის საერთო კრება
1. ასოციაციის უმაღლესი ორგანოა პატენტრწმუნებულთა ასოციაციის საერთო კრება,
რომელიც იკრიბება წელიწადში ერთხელ მაინც და რომლის საქმიანობის წესი და
უფლებამოსილება დგინდება ამ კანონითა და ასოციაციის წესდებით.
2. ასოციაციის საერთო კრებას უფლება აქვს დააწესოს საწევრო გადასახადის ფიქსირებული
ოდენობა.
მუხლი 20. ასოციაციის საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისა და რიგგარეშე კრების
მოწვევის წესი
1. ასოციაციის საერთო კრებაზე, ასოციაციის წესდებით დადგენილი პირების გარდა,
განსახილველი საკითხის ინიციირება შეუძლია ასოციაციის დირექტორს ან/და საქპატენტს.
2. რიგგარეშე საერთო კრება, ასოციაციის წესდებით განსაზღვრულ პირთა გარდა, შეიძლება
მოიწვიოს ასოციაციის დირექტორმა ან/და საქპატენტმა.
3. ასოციაციის საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისა და რიგგარეშე კრების მოწვევის
წესი განისაზღვრება ასოციაციის წესდებით.
მუხლი 21. ასოციაციის გამგეობა
1. ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოა გამგეობა, რომლის სხდომა იმართება, სულ მცირე, ორ
თვეში ერთხელ. საქპატენტს შეუძლია მიმართოს ასოციაციას ჩაატაროს გამგეობის სხდომა, ამ
კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.
2. ასოციაციის გამგეობის წევრებს 3 წლის ვადით ირჩევს ასოციაციის საერთო კრება
ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით.
3. გამგეობის წევრთა რაოდენობა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება
ამ კანონისა და ასოციაციის წესდების შესაბამისად.
მუხლი 22. ასოციაციის დირექტორი
1. ასოციაციის დირექტორს ასოციაციის წევრთაგან ირჩევს საერთო კრება 3 წლის ვადით,
კანდიდატის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
2. პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ასოციაციის დირექტორის თანამდებობაზე ზედიზედ
მხოლოდ ორჯერ.
3. ასოციაციის დირექტორი წარმოადგენს ასოციაციას, იმავდროულად ხელმძღვანელობს
ასოციაციის აპარატს და, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია ასოციაციის
მართვის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე.
4. ასოციაციის დირექტორი შრომის ანაზღაურებას იღებს ასოციაციის სახსრებიდან.
5. ასოციაციის დირექტორის საქმიანობის ფარგლები დგინდება ამ კანონითა და ასოციაციის
წესდებით.
მუხლი 23. ასოციაციის ეთიკის კომისია
1. ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრთა რაოდენობა, განისაზღვრება ასოციაციის წესდებით.
მათ 3 წლის ვადით ირჩევს ასოციაციის საერთო კრება ასოციაციის წესდებით დადგენილი
წესით.
2. ეთიკის კომისია ამოწმებს პატენტრწმუნებულის შესახებ მიღებულ ინფორმაციას, სწავლობს
მის საფუძვლიანობას და წყვეტს დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს.
3. ანონიმური წერილი და შეტყობინება არ შეიძლება საფუძვლად
პატენტრწმუნებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას.
დაედოს
4. პატენტრწმუნებულის დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების
წესი განისაზღვრება ამ კანონით, ასოციაციის წესდებითა და ასოციაციის საერთო კრების მიერ
დამტკიცებული დებულებით.
5. ასოციაცია ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას 10 დღის ვადაში აცნობებს საქპატენტს.
6. ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, გაცნობიდან 1
თვის ვადაში. სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების
მოქმედებას.
მუხლი 24. ზედამხედველობა ასოციაციის საქმიანობაზე
1. ასოციაციის დირექტორის, გამგეობის და მათ მიერ დანიშნულ თუ არჩეულ პირთა მიერ ამ
კანონისა და ასოციაციის წესდების შესრულების, ფინანსური სახსრების, თუ სხვა ქონების
საწესდებო მიზნების შესაბამისად გამოყენებაზე და მათი საქმიანობის კონტროლის
განხორციელების მიზნით ასოციაციაში იქმნება სამეთვალყურეო საბჭო.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს 3 წლის ვადით ირჩევს ასოციაციის საერთო კრება
ასოციაციის წესდებით დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფინანსო საქმიანობის შემოწმების
მიზნით, სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად შეარჩიოს და მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი.
4. საქპატენტი უფლებამოსილია, ასოციაციის საქმიანობის ამ კანონით დადგენილ
მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად შეარჩიოს და მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი.
თავი VI
დისციპლინური წარმოება
მუხლი 25. პატენტრწმუნებულისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების
საფუძვლები
1. პატენტრწმუნებულს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ კანონის მე-3–მე-5
მუხლებისა
და
მე-8
მუხლით
გათვალისწინებული
ვალდებულებების
შეუსრულებლობისთვის.
2. ასოციაცია მიიღებს გადაწყვეტილებას უარი თქვას დისციპლინური წარმოების დაწყებაზე
პატენტრწმუნებულის მიმართ, თუ მის მიერ სადავო ქმედების ჩადენიდან ასოციაციის ეთიკის
კომისიისთვის მიმართვამდე გასულია 3 წელი.
მუხლი 26. დისციპლინური დევნის აღძვრა
პატენტრწმუნებულის მიმართ დისციპლინურ დევნას აღძრავს ასოციაციის ეთიკის კომისია,
რომელიც დისციპლინური დევნის აღძვრის შესახებ ან დისციპლინური დევნის აღძვრაზე
უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ინფორმაციის მიღებიდან 2 თვის
ვადაში.
მუხლი 27. დისციპლინური სახდელის სახეები
დისციპლინური სახდელის სახეებია:
ა) გაფრთხილება;
ბ) ასოციაციის წევრობის შეჩერება 6 თვიდან 3 წლამდე ვადით;
გ) ასოციაციის წევრობის შეწყვეტა.
მუხლი 28. პატენტრწმუნებულისთვის დისციპლინური სახდელის დადების წესი
1. დისციპლინური სახდელის დადების საკითხს ეთიკის კომისია თავის სხდომაზე
განიხილავს კოლეგიურად და გადაწყვეტილებას იღებს კომისიის სხდომაზე დამსწრეთა
ხმათა უმრავლესობით. განსხვავებული აზრი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა
დაერთოს გადაწყვეტილებას.
2. ეთიკის კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, პატენტრწმუნებულს უნდა მიეცეს
შესაძლებლობა გამოთქვას აზრი ზეპირად ან წერილობით, გამოითხოვოს და წარადგინოს
მტკიცებულებები და სრულად ისარგებლოს დაცვის უფლებით.
3. ეთიკის კომისიის სხდომა დახურულია. ამასთან, ორივე მხარის შუამდგომლობის
საფუძველზე, ეთიკის კომისია უფლებამოსილია ჩაატაროს საჯარო სხდომა. მხარეებს უფლება
აქვთ მიიღონ ეთიკის კომისიის დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეთიკის კომისიის
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი საჯაროა.
4. 27-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების
შემთხვევაში, ასოციაცია ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს საქპატენტს.
თავი VII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 29. ასოციაციის დამფუძნებელი კრება
1.
საქპატენტი
2
საკვალიფიკაციო
გამოცდის
ჩატარების
შემდეგ
მოიწვევს
პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დამფუძნებელ კრებას. პირველი საკვალიფიკაციო
გამოცდა ტარდება 2025 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო მეორე საკვალიფიკაციო გამოცდა
ტარდება 2026 წლის 31 დეკემბრამდე.
2. დამფუძნებელ კრებაზე დამტკიცდება ასოციაციის წესდება და დაინიშნება დირექტორი 1
წლის ვადით.
3. საქპატენტი ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს ინფორმაციას პატენტრწმუნებულთა
ასოციაციის დაფუძნების, დამფუძნებელი კრების ჩატარებისა და მისი თარიღის შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის
ვადაში პატენტრწმუნებულმა უნდა წარუდგინოს ასოციაციას განცხადება გაწევრების
მოთხოვნის შესახებ.
5. დამფუძნებელი კრების ჩატარებიდან არაუგვიანეს 6 თვისა ასოციაციის დირექტორი
მოიწვევს საერთო კრებას, სადაც აირჩევენ გამგეობის, ეთიკისა და სამეთვალყურეო საბჭოს
წევრებს.
6. ასოციაციის დაფუძნებამდე:
ა) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ
პატენტრწმუნებულები ასრულებენ საქპატენტის წინაშე;
ვალდებულებებს,
ბ) საქპატენტი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პატენტრწმუნებულის
უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“,
„დ-ზ“, „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 30. პროფესიული სტანდარტის დოკუმენტის დამტკიცება
ასოციაცია, პირველი საერთო კრების მოწვევიდან 3 თვის
პატენტრწმუნებულთა პროფესიული სტანდარტის დოკუმენტს.
ვადაში,
ამტკიცებს
მუხლი 31. იმ პირთა სამართლებრივი მდგომარეობა, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამდე
მიენიჭათ პატენტრწმუნებულის სტატუსი
1. ის პირები, რომელთაც ამ კანონის ამოქმედებამდე მიენიჭათ პატენტრწმუნებულის
სტატუსი, უთანაბრდებიან ამ კანონით გათვალისწინებულ პატენტრწმუნებულებს საერთო
სპეციალიზაციით.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულმა პირებმა, რეესტრში რეგისტრაციისთვის საქპატენტს უნდა მიმართონ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისი განცხადებით,
რომელსაც უნდა დაურთონ ამ კანონის მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „დ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რის საფუძველზეც
საქპატენტი განახორციელებს აღნიშნული პირის რეესტრში რეგისტრაციას. განაცხადის
დადგენილ ვადაში წარუდგენლობა არის პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების
შეწყვეტის საფუძველი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ევალებათ, რეესტრში
რეგისტრაციიდან ორი თვის ვადაში, საქპატენტში წარადგინონ ამ კანონის მე-5 მუხლით
გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის
დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა არის
პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.
მუხლი 32. საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვება გარდამავალ პერიოდში
2027 წლის 1 იანვრამდე პირი დაიშვება საერთო სპეციალიზაციით პატენტრწმუნებულის
საკვალიფიკაციო გამოცდაზე, თუ ის აკმაყოფილებს ამ კანონის მე-6 მუხლის მეორე პუნქტის
„ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, ხოლო სასაქონლო ნიშნების
პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო გამოცდაზე – მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
მუხლი 33. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით:
ა) 2025 წლის 1 თებერვლამდე განისაზღვროს:
ა.ა.) პატენტრწმუნებულთა რეესტრის წარმოების წესი, პატენტრწმუნებულის მოწმობის ფორმა
და გაცემის წესი;
ა.ბ) პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმა და წესი და
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა და გაცემის
წესი;
ა.გ) პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის
წესი, პირობები და სადაზღვევო თანხის მინიმალური ოდენობა.
ბ) 2026 წლის 1 იანვრამდე განისაზღვროს პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის
მისანიჭებლად აუცილებელი სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმები, სპეციალური
მოსამზადებელი კურსისა და განგრძობადი პროფესიული განათლების სტანდარტები.
2. 2025 წლის 1 თებერვლამდე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს
პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო გამოცდისა და პატენტრწმუნებულის მოწმობის
საფასურები და მათი გადახდის წესი.
3. 2025 წლის 1 აპრილამდე საქართველოს მთავრობამ, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3
ივლისის №181 დადგენილება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს
ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ დებულების
დამტკიცების შესახებ“, შესაბამისობაში მოიყვანოს ამ კანონის მოთხოვნებთან.
4. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარის 2011 წლის 12 იანვრის №1 ბრძანებით დამტკიცებული
„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ დებულება“.
მუხლი 34. დასკვნითი დებულებები
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-3
პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“
ქვეპუნქტისა და მე-13 მუხლისა, ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“
ქვეპუნქტი, მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და მე-13
მუხლი ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2023 წლის 17 მაისს ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირებით დასრულდა ევროპის
საპატენტო ორგანიზაციასა (EPO) და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნულ ცენტრს – ,,საქპატენტს“ შორის 2012 წელს დაწყებული მოლაპარაკებები ევროპული
პატენტების საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდაციის შესახებ.
ევროპის საპატენტო ორგანიზაცია (EPO) წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს
საჯარო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია 39 ქვეყანა, რაც
მოიცავს ევროკავშირის ყველა, 27 წევრ სახელმწიფოს და, ასევე, ევროკავშირის არაწევრ
ქვეყნებს.
ვალიდაციის შეთანხმების რატიფიცირებას წინ უძღოდა, არსებულ კანონმდებლობასთან
შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საქართველოს საპატენტო კანონში განხორციელებული
ცვლილება, რომელიც პარლამენტმა მიიღო 2023 წლის 16 მაისს. აღნიშნული ცვლილების
შედეგად დასრულდა საქართველოს კანონმდებლობის „ევროკავშირთან ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით“ (DCFTA) ნაკისრი
ვალდებულების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პირველი ეტაპი.
ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს საპატენტო კანონში განხორციელებული
ცვლილებით დადგინდა, რომ განმცხადებელი ან პატენტის მფლობელი, რომელსაც
საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ან რეგისტრირებული იურიდიული
მისამართი არ აქვს, ვალდებულია საქპატენტში წარმომადგენლად დანიშნოს საქართველოს
პატენტრწმუნებული (ნორმა ძალაში შედის 2025 წლის 1 იანვრიდან), ამავე კანონის მე-2
მუხლით პატენტრწმუნებული არის ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია
საქპატენტის პატენტრწმუნებულთა რეესტრში და საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად ახორციელებს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქმიანობას.
პატენტრწმუნებულის ინსტიტუტი საქართველოს სამართლებრივ რეალობაში შედარებით
ახალი მოვლენაა, შესაბამისად, ქართული პრაქტიკა ამ მიმართულებით ვერ პასუხობს
თანამედროვე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტანდარტებს და განსხვავდება საუკეთესო
საერთაშორისო პრაქტიკისგან. არსებული კანონმდებლობა არ მოიცავს ისეთი საკითხების
მარეგულირებელ ნორმებს, როგორიცაა პატენტრწმუნებულის სტატუსის მოპოვება,
რეგისტრაცია, მუდმივ განვითარებაზე ზრუნვის ვალდებულება, მარწმუნებელთან
ურთიერთობა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
დღეისათვის საქართველოში პატენტრწმუნებულის სტატუსი გააჩნია 54 ფიზიკურ პირს,
რომელთაგანაც, საქპატენტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში
ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში ჩართული იყო
მხოლოდ 31 პირი. პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა ბოლოს 2014 წელს
ჩატარდა, შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნული სტატუსის მოპოვების
შესაძლებლობა არ მისცემიათ კვალიფიციურ და მოტივირებულ პირებს. აქედან გამომდინარე,
აუცილებელია, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების დაცვით შემუშავებული
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება, რომლითაც აღნიშნულ პირებს გაუჩნდებათ
შესაძლებლობა მოიპოვონ პატენტრწმუნებულის სტატუსი და თავიანთი შემდგომი
საქმიანობით ხელი შეუწყონ ინტელექტუალური საკუთრების სფეროს განვითარებას.
საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, იმისთვის, რომ პირმა შეძლოს პატენტრწმუნებულის
სტატუსის მოპოვება, ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, რაც გამოიხატება
მისი მხრიდან ამ მიმართულებით შესაბამისი სპეციალური ცოდნის ფლობაში, სამუშაო
გამოცდილების ქონასა თუ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებაში, რაც, თავის მხრივ,
დაადასტურებს პირის კომპეტენტურობასა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში
წარმომადგენლობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების არსებობას. აღნიშნული კი უზრუნველყოფს
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაძლიერებას და უფლების მფლობელის
ინტერესების დაცვას.
წარმოდგენილი კანონის პროექტის ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს პატენტრწმუნებულის
ვალდებულება იზრუნოს თავის პროფესიულ განვითარებაზე. აღნიშნულ შემთხვევაშიც,
გათვალისწინებულ იქნა საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული გამოცდილება, კერძოდ,
ისეთი ქვეყნების გამოცდილება, სადაც ინტელექტუალური საკუთრების მიმართულება და,
შესაბამისად, პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტი მაღალ დონეზეა განვითარებული (მაგ.
გერმანია, საფრანგეთი, ავსტრალია, ირლანდია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.). აღნიშნულ
ქვეყნებში დადგენილია, რომ პატენტრწმუნებულმა, საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების
შემდეგ, არ უნდა შეწყვიტოს განათლების მიღება და კვალიფიკაციის ამაღლება, რაც
უზრუნველყოფს პოტენციური კლიენტებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდებას.
შესაბამისად, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, აუცილებელია
განგრძობადი პროფესიული განათლების განვითარებაზე ზრუნვის ვალდებულების შემოღება
პატენტრწმუნებულთათვის.
გარდა ზემოაღნიშნულისა, განისაზღვრა პატენტრწმუნებულის ვალდებულებები და
პასუხისმგებლობა მარწმუნებელთან ურთიერთობისას, მათ შორის, პატენტრწმუნებულის
პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევასთან დაკავშირებული
ვალდებულება. ასევე, პატენტრწმუნებულთა ასოციაციის დაფუძნების, საქმიანობის,
ზედამხედველობის, წევრად მიღებისა და წევრობის შეჩერება/შეწყვეტის წესები დეტალურად
გაწერილია აღნიშნული კანონის პროექტში.
გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 16 მაისს მიიღო
საქართველოს კანონი „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
(N2883-XIმს-Xმპ), რომლის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ მთავრობა
საქართველოს პარლამენტს 2024 წლის 1 იანვრამდე წარუდგენდა კანონის პროექტს (სწორედ
პატენტრწმუნებულთა
ინსტიტუტთან
მიმართებით
არსებული
გამოწვევებიდან
გამომდინარე),
რომლითაც
განისაზღვრება
საქართველოს
პატენტრწმუნებულის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭებისა და მისი რეგისტრაციის
წესი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 16 მაისს მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს
საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N2883-XIმს-Xმპ), რომლის მე-3 მუხლის „ბ“
ქვეპუნქტით საქართველოს მთავრობას დაევალა - 2024 წლის 1 იანვრამდე საქართველოს
პარლამენტისთვის საქართველოს კანონის პროექტის წარდგენა, რომლითაც განისაზღვრება
საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მისთვის კვალიფიკაციის
მინიჭებისა და მისი რეგისტრაციის წესი. შესაბამისად, ამ ვალდებულების საფუძველზე
მომზადდა წინამდებარე კანონის პროექტი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, შემუშავდება პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო
გამოცდის ახალი სტანდარტი, რაც გარანტია იქნება იმისა, რომ იმ პირებს, რომლებიც ამ
კანონის საფუძველზე ჩააბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდას, ექნებათ ინტელექტუალური
საკუთრების სფეროში წარმომადგენლობისთვის აუცილებელი თეორიული ცოდნა და
პრაქტიკული უნარ-ჩვევები. გარდა ამისა, სავალდებულო გახდება პატენტრწმუნებულთა
პროფესიული პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა. სავალდებულო იქნება, რომ
პატენტრწმუნებულმა გარკვეული პერიოდულობით დაადასტუროს, რომ ის აგრძელებს
კვალიფიკაციის ამაღლებას თავისი საქმიანობის სფეროში, რაც შედეგად მოგვცემს
ახლებურად ჩამოყალიბებულ პატენტრწმუნებულის ინსტიტუტს, რომელთათვისაც
დადგენილი იქნება ნათელი და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული
კრიტერიუმები, ასევე, შეიქმნება პატენტრწმუნებულთა ასოციაცია, რომელიც ხელს შეუწყობს
ამ ინსტიტუტის მდგრად განვითარებას.
შესაბამისად, კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია ისეთი ადმინისტრაციული და
სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, რომელიც დაარეგულირებს პატენტრწმუნებულთა როგორც
საქმიანობის, ასევე მათი ვალდებულებების, მუდმივი განვითარებისა და პასუხისმგებლობის
საკითხებს. რაც, თავის მხრივ, სარგებლის მომტანი იქნება ქვეყანაში ინტელექტუალური
საკუთრების დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონის პროექტით განიმარტება საქართველოს პატენტრწმუნებულის სტატუსი და
განისაზღვრება მისი ორი სპეციალიზაცია, კერძოდ, კანონის პროექტის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“ და
„გ“ ქვეპუნქტებით განისაზღვრა პატენტრწმუნებულის ცნების, ასევე, საერთო და სასაქონლო
ნიშნის სპეციალიზაციის პატენტრწმუნებულთა ცნებების განმარტებები.
კანონის პროექტის მე-3 მუხლის მიხედვით, კანონმდებლობით განიმარტება პროფესიული
საიდუმლოება და სავალდებულო ხდება მისი დაცვა, აგრეთვე, დგინდება გამონაკლისი
შემთხვევები, როდესაც პატენტრწმუნებულს უფლება ექნება გაამჟღავნოს მისთვის
საქმიანობის განხორციელების პროცესში მიღებული ინფორმაცია. აღნიშნული მიზნად
ისახავს მარწმუნებლისთვის გარანტიების დაწესებას, რათა არ მოხდეს იმ ინფორმაციის
გამჟღავნება, რომელიც დააზიანებს მის კომერციულ საქმიანობას.
ამასთან, კანონის პროექტის მე-4 მუხლის მიხედვით, გაიწერა პატენტრწმუნებულის
ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევები, რომელთა მიხედვითაც, განისაზღვრა, რომ
პატენტრწმუნებული არ შეიძლება გახდეს პირი, რომელიც უფლებამოსილების
განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში მუშაობდა საქპატენტში და
გაიწერა ზოგადი ვალდებულება, რომლის მიხედვითაც პატენტრწმუნებული უნდა
მოქმედებდეს მარწმუნებლის ინტერესების შესაბამისად. განისაზღვრა ის ვალდებულებაც,
რომ პატენტრწმუნებულმა უარი უნდა თქვას მარწმუნებლის დავალებით საქმიანობის
განხორციელებაზე, თუ მან უკვე განახორციელა იმავე საქმეზე მომსახურება მეორე მხარის
სასარგებლოდ. აღნიშნული მიზნად ისახავს პატენტრწმუნებულის საქმიანობის ობიექტურად,
მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად განხორციელების უზრუნველყოფას.
კანონის პროექტის მე-5 მუხლის მიხედვით, განისაზღვრა და დაზღვეულ იქნა
პატენტრწმუნებულის მიერ მისი საქმიანობის განხორციელებისას შესაძლო მიყენებული
მატერიალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, აღნიშნული მიზნით, პატენტრწმუნებული
ვალდებული იქნება, დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა. ამ ცვლილებით
უზრუნველყოფილი იქნება პატენტრწმუნებულის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების
ვალდებულების (რესტიტუციის) შესრულების გარანტია, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ნდობას
პატენტრწმუნებულის ინსტიტუტის მიმართ და, ამასთანავე, მნიშვნელოვნად წაახალისებს
სამეცნიერო და კერძო სექტორებს.
კანონის პროექტის მე-6 მუხლით განისაზღვრა, თუ ვინ შეიძლება გახდეს საერთო ან
სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციით პატენტრწმუნებული, რითაც უზრუნველყოფილი
იქნება პატენტრწმუნებულის საქმიანობის განხორციელების ეფექტიანობა, კერძოდ:
პატენტრწმუნებული საერთო სპეციალიზაციით შეიძლება გახდეს პირი, რომელსაც აქვს
უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის
ან/და ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის მეცნიერებებში, ინტელექტუალური
საკუთრების სფეროში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება და ჩაბარებული აქვს
საკვალიფიკაციო გამოცდა.
პატენტრწმუნებულს სასაქონლო ნიშნის სპეციალიზაციით - მოეთხოვება, რომ ჰქონდეს
უმაღლესი განათლება, ინტელექტუალური საკუთრების (მათ შორის, სამართლის) სფეროში
მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება და ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.
მთავარი
განსხვავება
საერთო
და
სასაქონლო
ნიშნების
სპეციალიზაციის
პატენტრწმუნებულებს შორის არის ის, რომ საერთო სპეციალიზაცია პირს აძლევს უფლებას
განახორციელოს წარმომადგენლობა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში შემავალი
ყველა მიმართულებით, ხოლო სასაქონლო ნიშნის სპეციალიზაციის ქონის შემთხვევაში, პირს
ეძლევა უფლება, განახორციელოს წარმომადგენლობა და მარწმუნებელს გაუწიოს
საკონსულტაციო მომსახურება სასაქონლო ნიშნების, დიზაინის, ადგილწარმოშობის
დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, არსებითი მნიშვნელობისაა საერთო სპეციალიზაციის
პატენტრწმუნებულისთვის განათლების ცენზის დაწესება. აღნიშნული გამომდინარეობს ამ
საქმიანობის ბუნების სპეციფიკიდან, რადგანაც იგი მოიცავს როგორც საპატენტო, ასევე
ინტელექტუალური საკუთრების დანარჩენ სფეროებში წარმომადგენლობას, მნიშვნელოვანია,
რომ პირს გააჩნდეს სათანადო ცოდნა და გამოცდილება. კანონის პროექტის მე-7-მე-8
მუხლებით გაიწერა პატენტრწმუნებულის უფლებამოსილებები და ვალდებულებები.
პატენტრწმუნებულს მისთვის მინიჭებული სტატუსით განსაზღვრული უფლებამოსილების
ფარგლებში უფლება აქვს, წარმოადგინოს ფიზიკური და იურიდიული პირები საქპატენტში,
საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატაში, თუ სხვა სახელმწიფო ორგანოებსა და მესამე
პირებთან ურთიერთობებში და გაუწიოს მათ სხვა მომსახურება/კონსულტაცია
ინტელექტუალური
საკუთრების
სფეროში.
ამავდროულად,
იგი
ვალდებულია
კეთილსინდისიერად შეასრულოს მისი მოვალეობა, აცნობოს პირს ინტერესთა
შეუთავსებლობის შესახებ, დაიცვას პროფესიული საიდუმლოება და პატენტრწმუნებულთა
ასოციაციაში წარადგინოს განგრძობადი პროფესიული განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი.
კანონის პროექტის მე-3 თავი განსაზღვრავს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო
გამოცდასთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ:
კანონის პროექტის მე-9 მუხლის მიხედვით, დგინდება პატენტრწმუნებულის
საკვალიფიკაციო გამოცდის დებულებანი, მათ შორის, ის, რომ საკვალიფიკაციო გამოცდა
უნდა ჩატარდეს, სულ მცირე, ორ წელიწადში ერთხელ. ამავე პროექტის მე-10 მუხლით კი
განისაზღვრა, რომ საკვალიფიკაციო გამოცდა ჩატარდება წერილობით. საკვალიფიკაციო
გამოცდის ჩაბარების ვალდებულება უზრუნველყოფს პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის
მიმართ ნდობისა და უტყუარობის განცდის განმტკიცებას.
კანონის პროექტის მე-11 მუხლი განსაზღვრავს საგამოცდო კომისიის უფლებამოსილებასთან,
საქმიანობასა და შემადგენლობასთან დაკავშირებულ დანაწესებს, ასევე, გადაწყვეტილების
მიღების წესს. კომისიას მინიჭებული ექნება უფლებამოსილება. რომ ორგანიზება გაუწიოს
საკვალიფიკაციოს გამოცდის ჩატარებას, შეაფასოს და, საჭიროების შემთხვევაში, გადასინჯოს
გამოცდის
შედეგები,
დასამტკიცებლად
წარუდგინოს
კომისიის
თავმჯდომარეს
საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგებთან დაკავშირებული საჩივრების განმხილველი
კომისიის წევრობის კანდიდატები და განახორციელოს საქპატენტის თავმჯდომარის
ბრძანებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები.
კანონის პროექტის მე-4 თავი განსაზღვრავს პატენტრწმუნებულთა რეესტრთან და
განგრძობად პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, პროექტის მე12 მუხლში მოცემულია, რომ:
პირს პატენტრწმუნებულის სტატუსი მიენიჭება მას შემდეგ, რაც იგი დარეგისტრირდება
პატენტრწმუნებულთა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს საქპატენტი. ასევე, განისაზღვრა
რეესტრში სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენისა და პატენტრწმუნებულის მოწმობის
გაცემის/მიღების პროცედურები. აღნიშნული რეესტრიდან ამორიცხვა კი იქნება
პატენტრწმუნებულის უფლებამოსილების შეწყვეტის მნიშვნელობის.
მე-13 მუხლით განისაზღვრა განგრძობადი პროფესიული განათლების მიღების
ვალდებულება, რომლის მიხედვითაც პატენტრწმუნებული ვალდებულია ორი წლის
განმავლობაში, სულ მცირე, 10 აკადემიური საათი დაუთმოს პროფესიულ განვითარებას, რისი
დამადასტურებელი საბუთიც უნდა წარადგინოს პატენტრწმუნებულთა ასოციაციაში.
აღნიშნული ინფორმაცია მან უნდა შეინახოს მომდევნო 3 წლის განმავლობაში.
კანონის პროექტის მე-5 თავით განისაზღვრა პატენტრწმუნებულთა ასოციაციასთან
დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტის თანახმად, პატენტრწმუნებულთა ასოციაციას
დააფუძნებს საქპატენტი პატენტრწმუნებულთა პირველი ორი გამოცდის ჩატარების შემდეგ
და 1 წლის ვადით დანიშნავს დირექტორს, რაც მიზნად ისახავს ასოციაციის
ადმინისტრაციული გამართულობის უზრუნველყოფას. ერთწლიანი ვადის გასვლის
შემდგომ, საერთო კრება აირჩევს დირექტორს და გააგრძელებს თავის საქმიანობას
დამოუკიდებლად,
„პატენტრწმუნებულთა
შესახებ“
საქართველოს
კანონისა
და
პატენტრწმუნებულთა ასოციაციის წესდების შესაბამისად. ასოციაციის წევრები იქნებიან
პატენტრწმუნებულები და შესაბამისად პატენტრწმუნებულები მიიღებენ მონაწილეობას
ასოციაციის მართვაში, საერთო კრების თუ ასოციაციის სხვა ორგანოებში მონაწილეობის
მეშვეობით.
კანონის პროექტის მე-14 მუხლის მიხედვით, განისაზღვრა ასოციაციის სტატუსი და ზოგადი
დებულებანი, ხოლო მე-15 მუხლით დარეგულირდა ასოციაციაში გაწევრების პროცედურა,
რომლის მიხედვითაც პირი ვალდებულია პატენტრწმუნებული ასოციაციაში გაწევრდეს
რეესტრში რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 1 თვისა. განისაზღვრა ასოციაციისთვის წარსადგენი
დოკუმენტების სია და, ასევე, 10-დღიანი სამუშაო ვადა იმისთვის, რომ განხილულ იქნეს მისი
განაცხადი ასოციაციის გამგეობის მიერ. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის
შემთხვევაში საქპატენტი უფლებამოსილი იქნება ამორიცხოს პირი პატენტრწმუნებულთა
რეესტრიდან, თუ პირი არ წარადგენს აღნიშნული 1-თვიანი ვადის გაშვების საპატიო მიზეზს.
კანონის პროექტის მე-16-მე-17 მუხლები განსაზღვრავენ ასოციაციის წევრობის შეჩერების და
შეწყვეტის საფუძვლებსა და პროცედურას, აღნიშნულით უზრუნველყოფილ იქნა
პრევენციული ზომები იმისთვის, რომ პატენტრწმუნებულმა კეთილსინდისიერად და კანონის
მოთხოვნების დაცვით შეასრულოს მისი უფლება-მოვალეობები.
კანონის პროექტის მე-18-24-ე მუხლებით განისაზღვრა პატენტრწმუნებულთა ასოციაციის
სტრუქტურა, ასოციაციის საერთო კრების, კრებაზე მისაღები გადაწყვეტილებისა და
რიგგარეშე კრებების მოწვევის წესები, ასოციაციის გამგეობის მარეგულირებელი
პროცედურული ნორმები, ასოციაციის დირექტორის 3 წლის ვადით არჩევის წესი და დათქმა,
რომ ერთი და იგივე პირი შესაძლებელია დირექტორის თანამდებობაზე არჩეულ იქნეს
ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, განისაზღვრა ასოციაციის ეთიკის კომისიის მიერ
პატენტრწმუნებულის საქმიანობის შესწავლის წესი და, ასევე, დანაწესი ასოციაციის
საქმიანობაზე ზედამხედველობის მიზნით ასოციაციაში სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის
შესახებ. ზემოაღნიშნული დანაწესების მიზანს წარმოადგენს ასოციაციის საქმიანობის
გამჭვირვალეობის, მიუკერძოებლობისა და ობიექტურად განხორციელების უზრუნველყოფა,
რაც საერთო ჯამში უზრუნველყოფს პატენტრწმუნებულთა ინსტიტუტის გამართულ
ფუნქციონირებას.
კანონის პროექტის მე-6 თავი ეხება პატენტრწმუნებულთა ასოციაციის წევრობის შეჩერებისა
და შეწყვეტის საფუძვლებს, სადაც 25-ე-28-ე მუხლების მიხედვით განისაზღვრა
პატენტრწმუნებული დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დისციპლინური
დევნის აღძვრის საფუძვლები, დისციპლინური სახდელის სახეები და დისციპლინური
სახდელის დადების წესი, რაც უზრუნველყოფს პატენტრწმუნებულის მხრიდან მისი
უფლებამოსილების/ვალდებულებების ჯეროვან და ეფექტურ განხორციელებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის
„დ“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა
და მე-13 მუხლისა, ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, „საქართველოს
საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N2883-XIმს-Xმპ) საქართველოს კანონის
შესაბამისად, პატენტრწმუნებულებთან დაკავშირებული დებულებების ამოქმედების ვადად
განსაზღვრულია 2025 წლის 1 იანვარი. კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-8 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი, მე-11 მუხლის მე-3
პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და მე-13 მუხლი ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან,
კანონპროექტით შემოთავაზებული დებულებების აღსრულების მიზნით, აღნიშნულ ვადამდე
საჭიროა რიგი ღონისძიებების განხორციელება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებასთან და საგამოცდო კომისიის საქმიანობასთან,
პატენტრწმუნებულთა ასოციაციის შესამოწმებლად დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევასთან
დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს საქპატენტი საკუთარი ბიუჯეტიდან.საგამოცდო კომისიის
წევრთა საქმიანობა, გარდა მოწვეული ექსპერტებისა, არ იქნება ანაზღაურებადი, თუმცა, თუკი
იქნება მიღებული ექსპერტის მოწვევის გადაწყვეტილება, ამასთან დაკავშირებულ ხარჯებს
საქპატენტი დაფარავს საკუთარი ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს საქპატენტის შემოსულობებზე,
ვინაიდან, კანონის პროექტის შესაბამისად, პატენტრწმუნებულობის მსურველი კანდიდატები
ვალდებულნი არიან გადაიხადონ საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობისა და
პატენტრწმუნებულის მოწმობის საფასური, რომლის ოდენობაც განისაზღვრება საქართველოს
მთავრობის დადგენილებით.
გავლენის ზომა დამოკიდებულია საკვალიფიკაციო გამოცდაში
პატენტრწმუნებულის მოწმობის საფასურის ოდენობებზე.
მონაწილეობისა
და
კანონით გათვალისწინებულია, რომ პირს, რომელსაც სურს პატენტრწმუნებულის
საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, მოეთხოვება სპეციალური მოსამზადებელი კურსის
გავლა, რომლის სტანდარტებიც დადგინდება საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით.
სპეციალური მოსამზადებელი კურსი შეიძლება დააორგანიზოს საქპატენტმა, ასევე ბრძანებით
შეიძლება დადგინდეს, რომ სპეციალური მოსამზადებელი კურსის გავლად ჩაითვალოს სხვა
სუბიექტების მიერ ორგანიზებული სპეციალური მოსამზადებელი კურსი.
იმ შემთხვევაში თუკი პირი გადაწყვეტს გაიაროს საქპატენტის მიერ ორგანიზებული
სპეციალური მოსამზადებელი კურსი, ამას ექნება დადებითი გავლენა საქპატენტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
კანონის პროექტით გათვალისწინებულია პატენტრწმუნებულთა ასოციაციის შექმნა. ამას
გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ასოციაციაში დასაქმებული
პირების მიერ საშემოსავლო გადასახადის გადახდის კუთხით. ფინანსური გავლენის ზომა
დამოკიდებული იქნება ასოციაციაში დასაქმებულ პირთა რაოდენობასა და მათი შრომის
ანაზღაურების ზომაზე.
ამ კანონის პროექტის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ პირი გამოცდის
ჩაბარებიდან ხუთი წლის განმავლობაში არ დარეგისტრირდება პატენტრწმუნებულთა
რეესტრში მისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი
დაკარგავს ძალას, შესაბამისად, თუ მას მოუნდება თავიდან გახდეს პატენტრწმუნებული,
მოუწევს თავიდან ჩააბაროს გამოცდა და გადაიხადოს შესაბამისი საფასური და აიღოს
პატენტრწმუნებულის მოწმობა, რა თქმა უნდა, შესაბამისი საფასურის გადახდით, რასაც
დადებითი გავლენა ექნება საქპატენტის ბიუჯეტზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს საქპატენტის ხარჯვით ნაწილზე,
კერძოდ:
საკვალიფიკაციო
გამოცდის
ჩატარებისთვის
აუცილებელი
იქნება
ბეჭდური
მასალების/პროგრამული
უზრუნველყოფის
შემუშავება,
საგამოცდო
კომისიასთან
დაკავშირებული ხარჯები, საგამოცდო სივრცის უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში,
საკვალიფიკაციო გამოცდის გამსწორებლების დაქირავება. აღნიშნული ქმედებების ნაწილის
განხორციელება და ხარჯის გაწევა საჭირო გახდება 2024 წელს, მაგალითად, საგამოცდო
მასალების შემუშავების ხარჯის, ხოლო დანარჩენი ხარჯის გაწევის დრო დამოკიდებულია
საქპატენტის თავმჯდომარის მიერ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების გადაწყვეტილების
მიღებაზე.
გარდა ამისა, საკვალიფიკაციო გამოცდის საკითხების მომზადება შეიძლება საჭიროებდეს
საგამოცდო კომისიაში კვალიფიციური ესპერტის ჩართულობას, რაც ხარჯებთან იქნება
დაკავშირებული და საჭიროების შემთხვევაში დაიფარება საქპატენტის ბიუჯეტიდან.
საგამოცდო კომისიის სხვა წევრთა საქმიანობა არ იქნება ანაზღაურებადი.
საკვალიფიკაციო
დამოკიდებული
რაოდენობაზე.
გამოცდის
ჩატარებასთან
დაკავშირებული
ხარჯის
ოდენობა
იქნება საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის მსურველთა
პატენტრწმუნებულთა რეესტრს საქპატენტი ამჟამად ისედაც აწარმოებს საკუთარი
რესურსების ფარგლებში და წარმოდგენილი კანონის პროექტი ამ მიმართულებით დამატებით
ხარჯებს არ წარმოშობს.
წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებულია პატენტრწმუნებულთა ასოციაციის
შექმნა, ამას გავლენა ექნება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ასოციაციაში
დასაქმებული, სახელმწიფო საპენსიო სქემაში ჩართული პირებისთვის საპენსიო შენატანების
კუთხით.
თუ საქპატენტი გამოიყენებს ამ კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ
უფლებამოსილებას და პატენტრწმუნებულთა ასოციაციის შესამოწმებლად მოიწვევს
დამოუკიდებელ აუდიტორს, აუდიტორის მოწვევასთან დაკავშირებული ხარჯები გაწეული
იქნება საქპატენტის ბიუჯეტიდან. ფინანსური გავლენის ზომა დამოკიდებული იქნება იმაზე
მიიღებს თუ არა საქპატენტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას და შერჩევის მომენტისთვის,
დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის ბაზარზე
არსებულ ფასზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულებების აღებას.
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს ექნება ფინანსური გავლენა უკვე მოქმედ პატენტრწმუნებულებზე, აგრეთვე, იმ
პირებზე,
რომლებიც
ამ
კანონის
მიღების
შემდეგ
გადაწყვეტენ
გახდნენ
პატენტრწმუნებულები.
პატენტრწმუნებული არის პირი, რომელიც რეგისტრირებულია პატენტრწმუნებულთა
რეესტრში, თუმცა, რეესტრში რეგისტრაციისთვის საფასური არ არის გათვალისწინებული,
შესაბამისად, ამ ნაწილს არ ექნება გავლენა პირის ფინანსურ მდგომარეობაზე.
მათ მოუწევთ დააზღვიონ პროფესიული პასუხისმგებლობა და გადაიხადონ საკვალიფიკაციო
გამოცდისა და პატენტრწმუნებულთა მოწმობის საფასურები. ასევე, კანონპროექტი გავლენას
იქონიებს სადაზღვევო საქმიანობის განმახორციელებელ ფიზიკურ/იურიდიულ პირებზე,
ვინაიდან სადაზღვევო საქმიანობის განმახორციელებელ პირებს ექნებათ საშუალება
შეიმუშავონ და გაყიდონ პატენტრწმუნებულის პროფესიული პასუხისმგებლობის
სავალდებულო პაკეტები.
გარდა ამისა, ვინაიდან საკვალიფიკაციო გამოცდის საკითხების მომზადება შეიძლება
საჭიროებდეს
საგამოცდო
კომისიაში
კვალიფიციური
ექსპერტის
ჩართულობას,
კანონპროექტს შესაძლოა დადებითი გავლენა ჰქონდეს პირებზე, რომლებიც პოტენციურად
შეიძლება დასაქმდნენ ექსპერტებად საგამოცდო კომისიაში. გავლენის ზომა დამოკიდებული
იქნება აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დროისთვის ექსპერტის საშუალო
ანაზღაურებაზე.
საკვალიფიკაციო გამოცდაში მონაწილეობის, საწევროს გადახდის, განგრძობადი
პროფესიული განათლებისა და პატენტრწმუნებულის მოწმობის საფასურის ოდენობა
განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით, ხოლო პატენტრწმუნებულის პროფესიული
პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევისთვის გადასახდელი თანხის ოდენობა
განისაზღვრება იმ ხელშეკრულებით, რომელიც გაფორმდება პატენტრწმუნებულებსა და
სადაზღვევო კომპანიას შორის.
სპეციალური მოსამზადებელი კურსის ერთ-ერთი მიმწოდებელი იქნება საქპატენტის
სასწავლო ცენტრი, ასევე თავმჯდომარის ბრძანებით დადგინდება მინიმალური მოთხოვნები
კურსების მიმართ, რომელთა გავლაც ჩაითვლება სპეციალური მოსამზადებელი კურსის
გავლის მოთხოვნის დაკმაყოფილებად. კურსის ღირებულება დადგინდება ექსპერტებთან
კონსულტაციისა და კურსის პროგრამის შემუშავებისა და საქპატენტის თავმჯდომარის
ბრძანების მიღების შემდეგა. მას გავლენა ექნება როგორც სპეციალური მოსამზადებელი
კურსის მიმწოდებელ ორგანიზაციების საშემოსავლო ნაწილზე, ასევე პატენტრწმუნებულობის
მსურველ პირთა ხარჯვით ნაწილზე. გავლენის ზომა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ
რომელ კურსს აირჩევს პატენტრწმუნებულობის მსურველი.
პატენტრწმუნებულთა საქმიანობა არის საკონსულტაციო/წარმომადგენლობითი საქმიანობა
და მათი მომსახურება ამჟამადაც არის ფასიანი, წარმოდგენილი კანონის პროექტი
მომსახურების ღირებულებაზე გავლენას არ ახდენს.
განგრძობად პროფესიულ განათლებად, საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება
განისაზღვროს ბევრი სხვადასხვა ტიპის აქტივობა, მათ შორის შეიძლება იყოს როგორც
სასწავლო კურსის გავლა, ასევე თავად პატენტრწმუნებულის მხრიდან განხორციელებული
სხვადასხვა სასწავლო აქტივობა, შესაბამისად ფინანსური გავლენა დამოკიდებულია
საქპატენტის თავმჯდომარის ბრძანებით გასათვალისწინებელ აქტივობებსა და იმაზე, თუ რა
აქტივობის განხორციელებას გადაწყვეტს თავად პატენტრწმუნებული.
ამ კანონის პროექტის მე-9 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, თუ პირი გამოცდის
ჩაბარებიდან ხუთი წლის განმავლობაში არ დარეგისტრირდება პატენტრწმუნებულთა
რეესტრში მისი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი
დაკარგავს ძალას, შესაბამისად, თუ მას მოუნდება თავიდან გახდეს პატენტრწმუნებული
მოუწევს თავიდან ჩააბაროს გამოცდა და გადაიხადოს შესაბამისი საფასური და აიღოს
პატენტრწმუნებულის მოწმობა, რათქმაუნდა შესაბამისი საფასურის გადახდით.
ამ კანონით გათვალისწინებული პატენტრწმუნებულთა ასოციაცია არის წევრობაზე
დაფუძნებული ორგანიზაცია, მისი შემოსავლები დამოკიდებული იქნება ძირითადად
ასოციაციის წევრთა მიერ გადახდილ საწევროებზე და წესდებით გათვალისწინებულ სხვა,
კანონმდებლობით აუკრძალავ საქმიანობის განხორციელებაზე, იმ შემთხვევაში თუკი ასეთი
საქმიანობის განხორციელებაზე შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ასოციაციის
მიერ.
კანონით მითითებულია რომ ასოციაციის დირექტორის საქმიანობა არის ანაზღაურებადი,
სხვა დასაქმებული პირების საქმიანობაც ასევე იქნება ანაზღაურებადი, თუმცა ეთიკის
კომისიისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა შეიძლება იყოს ანაზღაურებადი, შეიძლება
არა. აღნიშნული დამოკიდებული იქნება ასოციაციის წესდებით გათვალისწინებულ
მიდგომაზე. თუმცა ფინანსური გავლენის ზომა დამოკიდებული იქნება, ასოციაციასა და
მასთან დასაქმებულ პირებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე.
თუკი ასოციაციაში დასაქმებული პირები, რომლებიც იღებენ შრომის ანაზღაურებას, ასევე
ჩართულები არიან სახელმწიფო საპენსიო გეგმაში, ასოციაციას მოუწევს გასწიოს ხარჯი
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გავლენის ზომა დამოკიდებული იქნება
ასოციაციაში დასაქმებულ პირთა რაოდენობასა და მათი შრომის ანაზღაურების ზომაზე.
ამ კანონის პროექტის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ასოციაციის სამეთვალყურეო
საბჭოს უფლება აქვს მოიწვიოს დამოუკიდებელი აუდიტორი, ფინანსური გავლენის ზომა
როგორც ასოციაციის საბჭოზე, ასევე შერჩეულ დამოუკიდებელ აუდიტორზე დამოკიდებული
იქნება შერჩევის მომენტისთვის, აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის ბაზარზე არსებულ
ფასზე.
27-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის
გამოყენებისას, პირს შეეზღუდება პატენტრწმუნებულის საქმიანობის განხორციელების
უფლება, ფინანსური გავლენის ზომა დამოკიდებული იქნება მის მიერ გასაწევი მომსახურების
ღირებულებასა და პოტენციური კლიენტების რაოდენობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან.
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ გამომდინარეობს საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებიდან და შეთანხმებებიდან. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
საქართველოს მიერ დადებულ სხვა ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები.
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონის
პროექტი
შემუშავების
შემდეგ
გაეგზავნა
საქართველოში
მოქმედ
პატენტრწმუნებულებს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს და საქართველოს
ადვოკატთა ასოციაციას შენიშვნების წარმოსადგენად, რომლის ნაწილიც ასახულ იქნა
წარმოდგენილ კანონის პროექტში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების
ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.