„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.12.2023
ავტორი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/354/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.08.2021, სარეგისტრაციო კოდი: 240000000.05.001.020373) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამეწარმეო საქმიანობად არ მიიჩნევა ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო, საარბიტრაჟო, სამედიატორო, სანოტარო, აუდიტორული ან საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა), პატენტრწმუნებულად საქმიანობა, აგრეთვე, ფიზიკური პირების ან იურიდიული პირების ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 16 მაისს მიიღო „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის 2024 წლის 1 იანვრამდე კანონპროექტის წარდგენის ვალდებულება, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭებისა და მისი რეგისტრაციის წესი. საქპატენტმა შეისწავლა საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა, თუ როგორ რეგულირდება პატენტრწმუნებულთა საქმიანობა ისეთ ქვეყნებში, სადაც ინტელექტუალური საკუთრების სფერო მეტად განვითარებულია და ამის საფუძველზე შეიმუშავა საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“. გარდა ამისა შესწავლილი იქნა ადგილობრივი გამოცდილება მსგავსი ბუნების პროფესიებზე, როგორიც არის მაგალითად ადვოკატის პროფესია. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილია პროფესიები, რომლებიც, მართალია, გარეგნული ნიშნებით აკმაყოფილებენ სამეწარმეო საქმიანობის შეფასების ტესტის ელემენტებს, თუმცა, თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე, მიეკუთვნებიან თავისუფალ პროფესიებს. ასეთი საქმიანობები, უპირატესად, საქმიანობის განმახორციელებლის უშუალო ინტელექტუალურ და შემოქმედებით მომსახურებაზე, მის პირად უნარ-ჩვევებზეა დამყარებული და არსობრივად არ განეკუთვნებიან სამეწარმეო საქმიანობას. ვინაიდან, პატენტრწმუნებული ახორციელებს ისეთივე საკონსულტაციო თუ წარმომადგენლობით საქმიანობას, როგორც, მაგალითად, ადვოკატი, აუდიტორი და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის იმ ჩამონათვალს, თუ რომელი საქმიანობა არ მიიჩნევა სამეწარმეო საქმიანობად, დაემატოს პატენტრწმუნებულის საქმიანობაც. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან, პატენტრწმუნებული ახორციელებს ისეთივე საკონსულტაციო თუ წარმომადგენლობით საქმიანობას, როგორც, მაგალითად, ადვოკატი ან აუდიტორი, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ პატენტრწმუნებულის საქმიანობაც გამოირიცხოს სამეწარმეო საქმიანობიდან, რისთვისაც აუცილებელია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლში შევიდეს ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა არ მიიჩნევა სამეწარმეო საქმიანობად. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, პატენტრწმუნებულის საქმიანობა არ ჩაითვლება სამეწარმეო საქმიანობად. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონის პროექტით ცვლილება შედის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის პირველ პუნქტში და სამეწარმეო საქმიანობიდან გამორიცხულ საქმიანობების ჩამონათვალს ემატება პატენტრწმუნებულის საქმიანობა. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის 2025 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი დებულებების ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება დაფინანსებასთან. დაკავშირებული არ არის აუცილებელი ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონის პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან რა ფორმითაც არ უნდა განახორციელოს პატენტრწმუნებულმა თავისი საქმიანობა, მას გადასახადების გადახდა იგივე რაოდენობით მოუწევს. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება: მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ გამომდინარეობს საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებიდან და შეთანხმებებიდან. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლიდანაც გამომდინარეობს წინამდებარე პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, შემუშავების შემდეგ გაეგზავნა საქართველოში მოქმედ პატენტრწმუნებულებს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შენიშვნების წარმოსადგენად, რომლის ნაწილიც გათვალისწინებული იქნა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.