„საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
26.12.2023
ავტორი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/354/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-02
ბიუროს ნომერი 320

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საპატენტო კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-2 მუხლის „თ“-„ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) განმცხადებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ითხოვს პატენტს ან მოწმობას; თ1) პატენტრწმუნებული − „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირი. ი) განაცხადი – ამ კანონის შესაბამისად, პატენტის ან მოწმობის გაცემისათვის აუცილებელი საბუთების ერთობლიობა;“; 2. 222-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 222. პატენტრწმუნებულის კვალიფიკაცია“ ბ) მე-2- მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს. 3. მე-404 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დაუშვებელია წარმომადგენელი იყოს პირი, რომელიც წარმომადგენლობის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში მუშაობდა საქპატენტის იმ დეპარტამენტში, რომელიც პასუხისმგებელია ამ კანონით გათვალისწინებულ განაცხადებზე ექსპერტიზის ჩატარებაზე. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირზე, რომელსაც წარმომადგენლობის დაწყებამდე ბოლო 24 თვის განმავლობაში საქპატენტში გავლილი აქვს სტაჟირება.“. 4. 73-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. განმცხადებელს ენიჭება ამ კანონის 51-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები, თუ საერთაშორისო განაცხადი ქართულ ენაზე გამოქვეყნებულია საქპატენტში ამ კანონის 751 მუხლის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პატენტრწმუნებულის ინსტიტუტი საქართველოს სამართლებრივ რეალობაში შედარებით ახალი მოვლენაა. პატენტრწმუნებული, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, არის პირი, რომელიც ახორციელებს წარმომადგენლობას ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, იმისთვის, რომ პირმა შეძლოს პატენტრწმუნებულის სტატუსის მოპოვება, ის უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, იქნება ეს შესაბამისი განათლება, სამუშაო გამოცდილება თუ საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარება, რომელიც ამოწმებს პირის კომპეტენტურობასა და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში წარმომადგენლობისთვის საჭირო უნარჩვევების ქონას. ქართული პრაქტიკა ამ მიმართულებით განსხვავდება იმისგან, რასაც განვითარებული ქვეყნები მისდევენ. პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის დღეს მოქმედი სტანდარტი ვერ პასუხობს იმ საერთაშორისო სტანდარტს, რაც არის დაწესებული ასეთი ტიპის გამოცდისთვის. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდა ბოლოს 2014 წელს ჩატარდა. ამასთანავე, საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 16 მაისს მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრა, რომ მთავრობა საქართველოს პარლამენტს 2024 წლის 1 იანვრამდე წარუდგენდა კანონის პროექტს, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭებისა და მისი რეგისტრაციის წესი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის 16 მაისს მიიღო საქართველოს კანონი „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N2883-XIმს-Xმპ), რომლის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით საქართველოს მთავრობას დაევალა - 2024 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პარლამენტისთვის საქართველოს კანონის პროექტის წარდგენა, რომლითაც განისაზღვრება საქართველოს პატენტრწმუნებულის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, მისთვის კვალიფიკაციის მინიჭებისა და მისი რეგისტრაციის წესი. შესაბამისად, ამ ვალდებულების საფუძველზე მომზადდა წინამდებარე კანონის პროექტი. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგია, საქართველოს საპატენტო კანონის შესაბამისობაში მოყვანა „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: შემოთავაზებული ცვლილებით საქართველოს „საპატენტო კანონში“ არსებული ტერმინის „პატენტრწმუნებული“ განმარტება შესაბამისობაში მოდის „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით წარმოდგენილ რედაქციასთან, კერძოდ, კეთდება მითითება ტერმინის „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონისმიერ განმარტებაზე. საქართველოს საპატენტო კანონის მოქმედი რედაქციის 222 მუხლი ადგენს საქართველოს პატენტრწმუნებულის საქპატენტში რეგისტრაციის წესის სამართლებრივ საფუძვლებს. ვინაიდან უკვე მომზადებულია „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი აღნიშნული საკითხები, ორმაგი რეგულირების თავიდან აცილების მიზნით მომზადდა მისგან გამომდინარე კანონის პროექტი „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ჩანაწერების შესაბამისად, ჩამოყალიბდება 222 მუხლის სათაური, ხოლო მე-2-მე5-ე პუნქტები ამოღებულ იქნება. აგრეთვე, ახლებურად ყალიბდება კანონის 404 მუხლის მე-3 პუნქტი, „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობის მიზნით. გარდა „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე აუცილებელი ცვლილებებისა, წარმოდგენილი პროექტით სწორდება საპატენტო კანონში არსებული რამდენიმე წვრილმანი უზუსტობა:    ტერმინთა განმარტებაში ზუსტდება, თუ ვინ არის განმცხადებელი საპატენტო კანონის მიზნებისთვის; ტერმინთა განმარტებაში ზუსტდება, თუ რა არის განაცხადი საპატენტო კანონის მიზნებისთვის, რომ ის, გარდა პატენტის გაცემისთვის აუცილებელი დოკუმენტების ერთობლიობისა, შეიძლება იყოს მოწმობის მიღებისთვის აუცილებელი დოკუმენტების ერთობლიობაც; სწორდება 73-ე მუხლის მე-2 პუნქტში არსებული ტექნიკური ხარვეზი და ნაცვლად მე-40 მუხლზე მცდარად მითითებისა, მითითება გაკეთდება საქართველოს საპატენტო კანონის 751 მუხლზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ძალაში შედის 2025 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული შესაბამისი დებულებების ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება დაფინანსებასთან. დაკავშირებული არ არის აუცილებელი ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღება გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ იწვევს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ყველა ის ნორმა, რომელიც ეხებოდა პატენტრწმუნებულებს და წარმოდგენილი პროექტით ამოღებულია საპატენტო კანონიდან, გადატანილია „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში, შესაბამისად გავლენა პირებზე ასახულია წარმოდგენილი კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება: მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი კანონპროექტის მიღებას არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან. გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: ორგანიზაციებში საქართველოს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ გამომდინარეობს საქართველოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებიდან და შეთანხმებებიდან. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ სხვა ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლიდანაც გამომდინარეობს წინამდებარე კანონპროექტი „საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, შემუშავების შემდეგ გაეგზავნა საქართველოში მოქმედ პატენტრწმუნებულებს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შენიშვნების წარმოსადგენად, რომლის ნაწილიც გათვალისწინებული იქნა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი – „საქპატენტი“. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.